განაჩენი

სისხლის სამართლის 03.04.2019
საქმის ნომერი
330100118002710427
თარიღი
03.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N1--------

N------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

3 აპრილი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ლილი მსხილაძე

 

სხდომის მდივანი - ფატიმა გოგიშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ხ----- ყ------–---–ი

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული:

გ------- კ-------- (ძებნილი) - დაბადებული 1--- წლის 2-------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N------------ ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: გ--–-ს რაიონი, სოფელი ჩ----------–ი.

 

ადვოკატი - ი-----–- ბ----

 

კვალიფიკაცია:

გ------- კ--------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, რომელიც იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჩადენილი არაერთგზის, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ და ”დ” ქვეპუნქტებით.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2007 წლის 1------------ს ქ-------ის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენით წ---–-------ს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 2------------ის განაჩენში გ------- კ--------ს მიმართ შეტანილ იქნა ცვლილება: გ------- კ--------ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე; გ------- კ-------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა. გ------- კ-------- სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 06 ივნისიდან.

2018 წლის 22 სექტემბერს, თბილისში, მ------ის მ-------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შპს ,,პ--------–--“-ის ოპერატორმა გ------- კ--------მ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა საზოგადოების კუთვნილი 5250.88 (ხუთი ათას ორას ორმოცდაათი ლარი და ოთხმოცდარვა თეთრი) ლარი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, რომელიც

იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში

 

2.1. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულ შპს ,,პ--------–-“-ის წარმომადგენელმა ი-----–- ფ-----მ მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ არის შპს ,,პ--------–-“-ის მენეჯერი, ჩაბარებული ჰქონდა მ------ში მდებარე ორი ბენზინგასამართი სადგური, სადაც ოპერატორის პოზიციაზე გ------- კ-------- იყო დასაქმებული. 2018 წლის 22 სექტემბერს ბენზინგასამართ სადგურზე ჩამსხმელ ოპერატორად ცვლაში მუშაობდა მხოლოდ გ------- კ--------, როდესაც გ------- კ--------მ წინა დღის მორიგეობა გადაიბარა რაიმე სახის დანაკლისი არ იყო. ი-----–- ფ-----ს მეორე დღეს დაუკავშირდა თ------ კ----–--, რომელმაც განუცხადა, რომ გ------- კ--------მ დაუტოვა ფულადი თანხა და უნებართვოდ დატოვა სამუშაო ადგილი. ი-----–- ფ-----მ დაურეკა გ------- კ--------ს, რომელმაც განუცხადა, რომ 10 წუთში გამოცხადდებოდა სამსახურში, მაგრამ შემდეგ გათიშა მობილური ტელეფონი და მასთან დაკავშირება ვერ შეძლო. ი-----–- ფ-----მ გახსნა ბენზინგასამართ სადგურზე განთავსებული შპს ,,პ--------–-“-ის ყულაბა, სადაც აღმოჩნდა 3050 ლარი, რომელიც გ------- კ--------ს მიერ იყო ჩაყრილი. ი-----–- ფ-----მ გამოიანგარიშა 22 სექტემბერს გაყიდული საწვავის ოდენობა, ყულაბაში განთავსებული თანხა, უნაღდო ანგარიშსწორებით გადახდილი თანხა და აღმოაჩინა დანაკლისი 5250.88 ლარის ოდენობით. ი-----–- ფ----- ესაუბრა ა-–---–- ღ------ეს, რომელმაც დაადასტურა, რომ გ------- კ--------სგან ისესხა ფულადი თანხა, რომელიც ეკუთვნოდა შპს ,,პ--------–-“-ს. ი-----–- ფ-----მ დაადასტურა, რომ გ------- კ--------მ მიითვისა შპს ,,პ--------–-“-ის კუთვნილი თანხა 5250.88 ლარი.

 

2.2. სასამართლო სხდომაზე მოწმე ა-–---–- ღ------ემ განაცხადა, რომ 2018 წლის 22 სექტემბერს იმყოფებოდა ბენზინგასამართ სადგურზე, სადაც ნახა მისი ახლობელი გ------- კ--------, რომელმაც ასესხა შპს ,,პ--------–-“-ის ფულადი თანხა 2 300 ლარის ოდენობით, რომელიც გ------- კ--------მ დღის სხვადასხვა პერიოდში ნაწილ-ნაწილ გადასცა. მან ვერ მოახერხა გ------- კ--------სთვის თანხის დაბრუნება, ვინაიდან მისი ადგილსამყოფელი მისთვის უცნობი არის.

 

2.3. სასამართლო სხდომაზე მოწმე თ------ კ----–--მ განმარტა, რომ მუშაობს შპს ,,პ--------–-“-ის ბენზინგასამართ სადგურის გვერდით მდებარე ავტო სამრეცხაოში. 22 სექტემბერს გ------- კ--------მ სთხოვა გადასულიყო მოპირდაპირე მხარეს მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე და ჩამსხმელი ოპერატორისთვის გამოერთვა თანხა 350 ლარი. მან შეასრულა გ-------ს თხოვნა, მოიტანა თანხა და გ------- კ--------ს მითითებით გადასცა იქ მყოფ გ-------ს ახლობელს. აღნიშნული მამაკაცი დღის განმავლობაში რამდენჯერმე მივიდა გ-------სთან და ესაუბრებოდა. მეორე დღეს, როცა მივიდა სამსახურში გ------- კ--------მ სთხოვა ჩანაცვლებოდა ბენზინგასამართ სადგურზე და მომსახურებოდა კლიენტებს საწვავის ჩასხმაში, დაუტოვა 30-40 ლარის ოდენობის თანხა, რის შემდეგაც დატოვა ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორია და აღარ დაბრუნებულა. თ------ კ----–-- დაუკავშირდა ბენზინგასამართი სადგურის მენეჯერს ი-----–- ფ-----ს და მოახსენა მომხდარი ფაქტი.

 

2.4. სასამართლო სხდომაზე მოწმე ა-------- კ------ემ განმარტა, რომ მუშაობს შპს ,,პ--------–-“-ის ბენზინგასამართ სადგურის ჩამსხხმელ ოპერატორად. 22 სექტემბერს თ------ კ----–--ს მისცა 350 ლარი გ------- კ--------ზე გადასაცემად. აღნიშნული თანხა გ------- კ--------მ იმავე დღესვე დააბრუნა.

 

2.5. სასამართლო სხდომაზე მოწმე შ--–-- ბ------ემ განაცხადა, რომ 2018 წლის 22 სექტემბერს ბენზინგასამართ სადგურზე სმენაში უწევდა მუშაობა, მაგრამ ვინაიდან არ იმყოფებოდა თბილისში ი-----–- ფ-----ს ნებართვით არ გამოცხადდა სამსახურში.

 

2.6. სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- ქ---------ემ განაცხადა, რომ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს პირადი კონტაქტისგან მიიღო ოპერატიული ინფორმაცია გ------- კ--------ს შესახებ. ინფორმაციის თანახმად გ------- კ-------- უნდა ყოფილიყო გ--–-ს რაიონის სოფელ ჩ----------–ში. მან მიღებული ინფორმაცია ხელმძღვანელს აცნობა, რის შემდეგაც გამოიკითხა.

 

2.7. სასამართლო სხომაზე მოწმე ლ-–- ყ---–--ემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.

 

2.8. ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმის თანახმად, შპს ,,პ--------–-“-დან გამოთხოვილი იქნა გარე პერიმეტრის სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები. ჩანაწერების ნახვისას ი-----–- ფ-----მ განაცხადა, რომ კადრში ასახული მამაკაცები არიან გ------- კ--------, ა-–---–- ღ------ე და თ------ კ----–--, რომლებიც ერთმანეთში საუბრობენ, ასევე კადრში ასახულია თუ როგორ გადასცემს ჯერ თ------ კ----–-- თანხას ა-–---–- ღ------ეს, ხოლო შემდეგ რამდენჯერმე თანხას გადასცემს გ------- კ-------- ა-–---–- ღ------ეს.

 

2.9. შრომის ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულება დადებულია 2018 წლის 1-----------ს. ხელშეკრულების მხარეები არიან შპს ,,პ--------–-“-ს დირექტორის ლ-–- მ--–---ე (დამსაქმებელი) და მოქალაქე გ------- კ-------- (დასაქმებული). დამსაქმებელი დასაქმებულს იღებს ა.გ.ს.-ზე ჩამსხმელ-ოპერატორის თანამდებობაზე და შესრულებული სამუშაოსათვის გადაუხდის ანაზღაურებას 312.50 ლარს, სახელმწიფო ბიუჯეტში სავალდებულო გადასახადების ჩათვლით. ხელშეკრულებაზე ხელს აწერს გ------- კ--------.

 

2.10. თ----- ბ----ს სალაროს შემოსავლის ორდერით, აგს ,,მ--------’’-ს დღის რეპორტით და შპს ,,პ--------–--““ სალაროს ჩეკების თანახმად, 22 სექტემბერს შპს ,,,,პ--------–-“-ში აღმოჩნდა დანაკლისი 5250.88 ლარის ოდენობით.

 

2.11. ბრალდებულ გ------- კ--------ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მოითხოვა გ------- კ--------ს წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება იმ საფუძვლით, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება უშუალოდ გ------- კ--------ს მიერ შპს ,,პ--------–-“-ს კუთვნილი თანხების მითვისების ფაქტი.

 

2.12. გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლით, რომლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული. განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობაში ანალიზის საფუძველზე სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულ გ------- კ--------ს ადვოკატის პოზიციას წარდგენილ ბრალდებაში გ------- კ--------ს უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე.

 

2.13. სასამართლო აღნიშნავს, რომ მითვისება ხელყოფს საკუთრების უფლებას და გულისხმობს სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ გამგებლობაში. კონკრეტულ საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებით, მოწმეთა ჩვენებებით, რომელებიც სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან და სხვა მტკიცებულებებთან, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ გ------- კ--------მ, მიითვისა შპს ,,პ--------–-“-ის კუთვნილი ფულადი თანხა, რომელიც სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე მის მართლზომიერ გამგებლობაში იმყოფებოდა. კერძოდ:

2.13.1. შრომითი ხელშეკრულებით, ვიდეოჩანაწერის დათვალიერებით, მოწმეების ი-----–- ფ-----ს, თ------ კ----–--ს, ა-–---–- ღ-------ის ჩვენებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე 2018 წლის 1-----------დან 23 სექტემბრამდე გ------- კ-------- მუშაობდა შპს ,,პ--------–-“-ში ჩამსხმელ-ოპერატორის პოზიციაზე.

2.13.2. შპს ,,პ--------–-“-ის მენეჯერის ი-----–- ფ-----ს და მოწმე შ--–-- ბ------ის ჩვენებებით, სასამართლო დადგენლად მიჩნევს, რომ 2018 წლის 22 სექტემბერს ბენზინგასამართ სადგურზე ჩამსხმელ ოპერატორად ცვლაში მუშაობდა მხოლოდ გ------- კ--------. მოწმე ი-----–- ფ-----ს ჩვენებით, ასევე, ბენზინ გასამართი სადგურის დღის რეპორტით, ,,თ------------ის’’ სალაროს შემოსავლის ორდერით და სალარო აპარატის განულების ჩეკებით დასტურდება რომ, როდესაც ი-----–- ფ-----მ შეამოწმა ბენზინგასამართ სადგურზე განთავსებული შპს ,,პ--------–-“-ის ყულაბა, გამოიანგარიშა გაყიდული საწვავის ოდენობა, ყულაბაში განთავსებული თანხა და უნაღდო ანგარიშსწორებით გადახდილი თანხა, აღმოაჩინა დანაკლისი 5250.88 ლარის ოდენობით.

2.13.3. ი-----–- ფ-----ს ჩვენება თანხვედრაშია მოწმეების ა-–---–- ღ------ის და თ------ კ----–--ს ჩვენებებთან იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ 2018 წლის 22 სექტემბერს გ------- კ-------მ ასესხა შპს ,,პ--------–-“-ის ფულადი თანხა 2 300 ლარის ოდენობით ა-–---–- ღ------ეს.

2.13.4. მოწმეების ი-----–- ფ-----ს, ა-–---–- ღ------ის და თ------ კ----–--ს ჩვენებები სრულ თანხვედრაშია შპს ,,პ--------–-“-დან გამოთხოვილი გარე პერიმეტრის სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებთან, რომელშიც ასახულია ინფორმაცია თუ როგორ ხვდებიან რამდენჯერმე ერთმანეთს გ-------- კ-------- და ა-–---–- ღ-------ე, ასევე ჩანს თ------ კ----–--, რომლებიც ერთმანეთში საუბრობენ, ასევე კადრში ასახულია თუ როგორ გადასცემს ჯერ თ------ კ----–-- თანხას ა-–---–- ღ------ეს, ხოლო შემდეგ რამდენჯერმე თანხას გადასცემს გ------- კ-------- ა-–---–- ღ------ეს.

2.13.5. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სასამართლო აძლევს რა შეფასებას მიაჩნია, რომ გ------- კ--------მ თავისი შეხედულებისამებრ განკარგა სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე მის მართლზომიერ გამგებლობაში არსებული შპს ,,პ--------–-“-ის კუთვნილი თანხა, კერძოდ, თანხის ნაწილი 2300 ლარი ასესხა ა-–---–- ღ------ეს, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა, ხოლო იმ დღეს შემოსული ნავაჭრი თანხის ნაწილი თავად განკარგა და ამ გზით მიითვისა შპს ,,პ--------–-“-ის კუთვნილი 5250.88 ლარი.

 

2.14. ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს გ------- კ--------ს ბრალდებას მასში, რომ იგი დაეუფლა შპს ,,პ--------–-“-ის კუთვნილ ფულად თანხას, რომელიც გ------- კ--------ს მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა.

 

მითვისება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია

 

2.15. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარს ზემოთ.

 

2.16. სისხლის სამართლის საქმის მასალებით დგინდება, რომ გ------- კ--------ს მიერ ჩადენილი ქმედების შედეგად დაზარალებულ შპს ,,პ--------–-“ისთვის მიყენებული ქონებრივი ზიანი აღემატება 150 ლარს და იგი შეადგენს 5250.88 ლარს.

 

2.17. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ------- კ--------მ ჩაიდინა მითვისება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

მითვისება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით

 

2.18. შრომითი ხელშეკრულებით, მოწმეების ი-----–- ფ-----ს, თ------ კ----–--ს, ა-–---–- ღ------ის ჩვენებებით და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით დასტურდება, რომ, 2018 წლის 1-----------ს შპს ,,პ--------–-“-ში გ------- კ-------- დაინიშნა ჩამსხმელ-ოპერატორის თანამდებობაზე და 22 სექტემბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მის მიერ მითვისებულ იქნა შპს ,,პ--------–-“-ის კუთვნილი თანხა. ამ ფაქტის მოხდენის შემდეგ მან დატოვა თავისი სამუშაო ადგილი და აღარ დაბრუნებულა.

 

2.19. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ------- კ--------მ ჩაიდინა მითვისება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

 

მითვისება, ჩადენილი არაერთგზის

 

2.20. 2007 წლის 2------------ის წ---–-------ს რაიონული სასამართლოს განაჩენით გ------- კ-------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ განესაზღვრა 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა. გ------- კ--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან 2007 წლის 06 ივნისიდან.

 

2.21. 2007 წლის 1------------ს ქ-------ის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენით წ---–-------ს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 2------------ის განაჩენში გ------- კ--------ს მიმართ შეტანილ იქნა ცვლილება: გ------- კ--------ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე; გ------- კ-------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა. გ------- კ-------- სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 06 ივნისიდან.

 

2.22. 2013 წლის 2---------ს ქ-------ის საქალაქო სასამართლოს განჩინების თანახმად, მსჯავრდებულ გ------- კ--------ს მიმართ გავრცელდა 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი. გ------- კ--------ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა ქ-------ის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 1------------ს განაჩენით, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი 6 (ექვსი) წლის ვადით თ/აღკვეთა და მოსახდელად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით თ/აღკვეთა.

 

2.23. სასჯელაღსრულების დაწესებულების ცნობის თანახმად, გ------- კ-------- თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იმყოფებოდა 2007 წლის 06 ივნისიდან 2013 წლის 28 იანვრამდე. გ------- კ-------- სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2013 წლის 28 იანვარს ქ-------ის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე. გ------- კ--------ს აღნიშნული ნასამართლობა არ ჰქონდა მოხსნილი, როდესაც ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება.

 

2.24. საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში.

 

2.25. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნაში მითითებულია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 177–186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.

 

2.26. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ------- კ--------მ ჩაიდინა მითვისება, ჩადენილი არაერთგზის.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

3.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ------- კ--------მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, რომელიც იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჩადენილი არაერთგზის, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ და ”დ” ქვეპუნქტებით.

 

3.3. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს გ------- კ--------ს ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. გ------- კ--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს, როგორც ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, ასევე, დამნაშავის პიროვნებას. გამამტყუნებელი განაჩენის სამართლიანობის არსიდან გამომდინარე, სასჯელს უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი და აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს სასჯელის როგორც ზოგადი, ასევე, კერძო პრევენციის მისაღწევად.

 

5.2. სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კანონისმიერ მოთხოვნას და ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას, ინდივიდუალურ მახასიათებელს: გ------- კ--------ს ბრალი ედება სოციალურად მომეტებული საფრთხის მქონე დანაშაულის ჩადენაში, მიყენებული ზიანი არ არის ანაზღაურებული.

 

5.3. სასჯელის აუცილებლობისა და კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, გ------- კ--------ს უნდა დაენიშნოს სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.

 

5.4. სასჯელის ზოგადი პრევენციის და დამნაშავის რესოციალიზაციის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი არის პროპორციული, რათა მსჯავრდებულმა გ------- კ--------მ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ღირსეულ წევრად დაუბრუნდეს საზოგადოებას.

 

6. ნივთმტკიცების გადაწყვეტა:

 

6.1. სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერი ერთ დისკად, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ------- კ-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ და ,,დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

2. გ------- კ--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

3. გ------- კ--------ს ჩამოერთვას მატერიალური პასუხისმგებლობის პირის სახით საქმიანობის უფლება 2 (ორი) წლის ვადით.

 

4. გ------- კ--------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

5. მსჯავრდებულ გ------- კ--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების გამო მისი დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში მისი გამოცხადების მომენტიდან.

 

6. ნივთმტკიცება:

 

6.1. სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერი ერთ დისკად, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე

 

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს პროკურორის მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

9. მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

 

მოსამართლე /ლილი მსხილაძე/