გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.03.2019
საქმის ნომერი
160210118002744853
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
28.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

160210118002744853

№2/1013-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 მარტი, 2019 წელი ქ. ბოლნისი

 

შესავალი ნაწილი

 

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ია ლაბაძე

სხდომის მდივანი ვერიკო ნინიაშვილი

 

მოსარჩელე - მუ----------–---ა

 

წარმომადგენლები: დი----------–--–-–---–ი, ოთ---------–---–ი

 

მოპასუხეები: დუ---------------------ა, ნუ--------–---ა

 

წარმომადგენელი - ამ------------ე

 

თარჯიმანი - სუ-------------–---–ი

 

დავის საგანი - ჩუქებისა და ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების საკუთრებაში დაბრუნება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მუ----------–---ას (პ/ნ 2----------), ჯა-----–----სა (პ/ნ 2----------) და ნუ--------–---ას (პ/ნ 2----------) შორის, 2018 წლის 21 ივნისს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების 1/2 ნაწილში ბათილად ცნობა, უძრავ ქონებაზე, მდებარე: მა-------–--------------------–---------–ო, საკადასტრო კოდით: 83.11.14.1--;

 

1.2. ნუ--------–---ას (პ/ნ 2----------) და დუ---------------------ას (პ/ნ 2----------) შორის, 2018 წლის 19 ოქტომბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების 1/2 ნაწილში ბათილად ცნობა, უძრავ ქონებაზე, მდებარე: მა-------–--------------------–---------–ო, საკადასტრო კოდით: 83.11.14.1--;

 

1.3. მა-------–----------–----------–--------–--–ი მდებარე უძრავი ქონების, საკადასტრო კოდით: 83.11.14.1--, 1/2 წილზე მუ----------–---ას (პ/ნ 2----------) მესაკუთრედ ცნობა (იხ. სარჩელი ს.ფ. 2-14);

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

მა-------–----------–----------–--------–--–ი მდებარე უძრავი ქონება, როგორც კომლის საკუთრება, დარეგისტრირდა აწ გარდაცვლილ ჯა-----–----სა და მოსარჩელე მუ----------–---ას საკუთრებად. 2018 წლის 21 ივნისს, საჯარო რეესტრში გაფორმდა ჩუქების ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ჯა-----–----მ და მუ----------–---ამ თითქოსდა სადავო ქონება აჩუქეს მოპასუხე ნუ--------–---ას. 2018 წლის 19 ოქტომბერს, ნუ--------–---ამ ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა თავის ახლობელ დუ---------------------ასთან. სადავო უძრავ ქონებაზე გაფორმებული არცერთი გარიგება არ არის ნამდვილი, აღნიშნული გარიგებები დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ მიზნით, რომ მოსარჩელემ ვერ მოითხოვოს თავისი კუთვნილი ქონების დაბრუნება. ქონებას დღემდე ფლობს და სარგებლობს მოსარჩელე. გარდა ამისა, მოსარჩელემ არ იცის წერა-კითხვა, არის ყრუ-მუნჯი და ის თავის ნებას ვერ გამოხატავდა ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებისას (იხ. სარჩელი ს.ფ. 2-14);

 

სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ ჩუქების ხელშეკრულება არის უკანონო, რადგან მუ----------–---ა არის ყრუ-მუნჯი, წერა-კითხვის უცოდინარი და ჩუქების ხელშეკრულების დადებისას, მონაწილეობას არ იღებდა შესაბამისი თარჯიმანი, რომელიც მუ----------–---ას აუხსნიდა გარიგების შინაარსს. სადავო საცხოვრებელ სახლში დღემდე მოსარჩელე ცხოვრობს. ნუ--------–---ასა და დუ---------------------ას შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება არის ბათილი, რადგან დადებულია მოსაჩვენებლად, ისინი ერთმანეთის ნათესავები არიან (იხ. 2018 წლის 07 თებერვლის სასამართლოს სხდომის ოქმი);

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ნუ--------–---ას პოზიცია

 

მოპასუხე ნუ--------–---ამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ უძრავი ქონება მიიღო სრულიად კანონიერად. მუ----------–---ა მართლაც არის ყრუ-მუნჯი, მაგრამ იცის წერა-კითხვა და 2018 წლის 21 ივნისს ჩუქების ხელშეკრულება გაფორმდა კანონიერად თარჯიმნის მონაწილეობით, საჯარო რეესტრის თანამშრომლის წინაშე. მოპასუხის მითითებით, მან ქონება გაასხვისა, რადგან თანხა ძალიან ესაჭიროებოდა (იხ. შესაგებელი ს.ფ. 65-74).

 

სასამართლოს მთავარ სხდომაზე, მოპასუხე ნუ--------–---ამ განმარტა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემდეგ, მისთვის დუ---------------------ას თანხა არ გადაუცია, რადგან მას ჰქონდა დუ---------------------ას ვალი 20000 ლარის ოდენობით და ნასყიდობის თანხა ვალში გაუქვითა.

 

2.1. მოპასუხე დუ---------------------ას პოზიცია

 

მოპასუხე დუ---------------------ამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს, სადავო ქონება აღრიცხული იყო ნუ--------–---ას სახელზე. ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა კანონიერად, მან გადაიხადა თანხა და უნდა მიეღო უძრავი ქონება. მან მოსთხოვა კიდეც მოსარჩელეს მისი დაცლა. დუ---------------------ას მითითებით, იგი არის ქონების კეთილსინდისიერი შემძენი, დავა ქონებაზე არ არსებობდა და ქონება საჯარო რეესტრში ნუ--------–---ას სახელზე იყო რეგისტრირებული (იხ. შესაგებელი ს.ფ. 53-63).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ დასაჩუქრებული ნუ--------–---ა არის გამჩუქებლის ჯა-----–----ს შვილიშვილი და მოსარჩელე მუ----------–---ას ძმის შვილი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 1996-2011 წლების მონაცემების მიხედვით სოფელ სა-----–--ში მდებარე ვა-–----–---ის კომლის უფროსად ჩაწერილი იყო ჯა------–---ა, რომლის კომლის წევრსაც მუ----------–---ა წარმოადგენდა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 04.07.2016 წლის საარქივო ცნობა (ს.ფ. 15-16);

 

3.2.2. 2018 წლის 23 აპრილის მდგომარეობით, მა-------–--------------------–--------–--ში მდებარე, ს/კ 83.16.14.1--, უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრში აღრიცხული იყო მუ----------–---ას და ჯა-----–----ს საკუთრების უფლება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 24);

 

3.2.3. 2018 წლის 21 ივნისს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ერთი მხრივ, მუ----------–---ასა და ჯა-----–----ს და მეორე მხრივ, ნუ--------–---ას შორის დაიდო ჩუქების ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მუ----------–---ამ და ჯა-----–----მ, მათ თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მა-------–--------------------–---------–ო, ს/კ 83.16.14.1--, აჩუქეს ნუ--------–---ას.

ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა ნუ--------–---ას საკუთრებად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ. 17-18);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 26-27);

 

3.2.4. 2018 წლის 08 ოქტომბერს გარდაიცვალა ჯა-----–----.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 21);

 

3.2.5. 2018 წლის 19 ოქტომბერს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ნუ--------–---ასა და დუ---------------------ას შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ნუ--------–---ამ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მა-------–--------------------–--------–--, ს/კ 83.16.14.1--, 10000 ლარად მიყიდა დუ---------------------ას.

ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა დუ---------------------ას საკუთრებად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 19-20);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 28-29);

 

3.2.6. მხარეთა ახსნა-განმარტებების, საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების გათვალისწინებით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2018 წლის 21 ივნისს მუ----------–---ასა და ნუ--------–---ას შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება არის ნაკლიანი გარიგება.

 

მოსარჩელე მხარე ნაკლის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მუ----------–---ა არის დაბადებიდან ყრუ-მუნჯი, მან არ იცის წერა-კითხვა და საჯარო რეესტრში გარიგების დადების დროს მონაწილეობა არ მიუღია პირს, რომელიც შეძლებდა მუ----------–---ასათვის აეხსნა გარიგების შინაარსი.

 

აღნიშნული გარემოების დადასტურების მიზნით საქმეზე მოსარჩელის ინიციატივით დაიკითხნენ მოწმეები.

 

მოწმის სახით დაკითხულმა მუ----------–---ას მეზობლებმა: ტა-------–---მა, გუ-–-------–---ამ და შო--–------–---ამ დაადასტურეს, რომ მუ----------–---ას დაბადებიდან აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, არის ყრუ-მუნჯი, მას სკოლაში არ უვლია და წერა-კითხვის უცოდინარია.

 

მოწმის სახით დაკითხულმა მა----------------ამ, რომელიც არის მოსარჩელე მუ----------–---ას და, მოპასუხე ნუ--------–---ას მამიდა, განმარტა, რომ მუ----------–---ა დაბადებიდან ცხოვრობს მშობლების სახლში, მას ამ სახლის გარდა სხვა ქონება არ გააჩნია. მუ----------–---ა დაბადებიდან არის ყრუ-მუნჯი, სკოლაში არ უვლია, არ იცის წერა-კითხვა. ახლობლებს ჟესტებით აგებინებს თავის სათქმელს.

 

სასამართლო სხდომაზე მოპასუხის ინიციატივით დაკითხულ იქნა მოწმე ეს--------–---ა, რომელიც არის მოსარჩელე მუ----------–---ას ძმის შვილი და მოპასუხე ნუ--------–---ას და. მოწმემ განმარტა, რომ მუ----------–---ა ლაპარაკობს მათთვის გასაგებად ლაპარაკობს. მუ----------–---ამ იცოდა, რომ ჩუქების ხელშეკრულების გასაფორმებლად მიდიოდა საჯარო რეესტრში, ეს მისი სურვილიც იყო, რადგან ნუ--------–---ას უთხრა, რომ ქონებას მას მისცემდა, რადგან თვითონ ბაქოში იყო და როცა ჩამოვიდოდა რამოდენიმე დღით, მაშინ დარჩებოდა იმ სახლში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მის მოთხოვნას, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთი მოთხოვნის უფლებას გააქარწყლებენ - დაკისრებული აქვს მოპასუხეს. ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც უნდა დაამტკიცოს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელისა და მოპასუხის მოწმეები მიუთითებენ საწინააღმდეგო გარემოებებზე და ადასტურებენ ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის ინციატივით დაკითხული მოწმის ჩვენება არ უნდა იქნეს გაზიარებული შემდეგ გარემოებათა გამო:

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ორივე მხრიდან წარმოდგენილი მოწმეები არიან ოჯახის წევრები და ახლო ნათესავები, რომელთაც ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება მისცეს სასამართლოს. ჩვენების სარწმუნოობის თვალსაზრისით სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ოჯახის წევრებისა და ახლო ნათესავების გარდა, მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს ადასტურებენ მუ----------–---ას მეზობლებიც, რომლებიც მოწმეთა სახით არიან დაკითხული მოცემულ საქმეზე. ამასთან, სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ ცნობაზე, რომელიც არის რელევანტური მტკიცებულება და მითითებულია, რომ მოსარჩელე არის უვადოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, დიაგნოზით თანდაყოლილი ყრუ-მუნჯობა. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმის ეს--------–---ას განმარტებას, რომ მუ----------–---ას შეუძლია ლაპარაკი.

 

მოპასუხე მხარე უთითებდა, რომ ჩუქების ხელშეკრულება გაფორმდა საჯარო რეესტრში, რეესტრის თანამშრომლის თანდასწრებით და გარიგების დადებისას მონაწილეობას იღებდა თარჯიმანი, თუმცა მას არ მიუთითებია და არც წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ გარიგების დადებას ესწრებოდა სპეციალისტი, რომელსაც შეეძლო მუ----------–---ასათვის განემარტა გარიგების შინაარსი (სურდო თარჯიმანი).

 

რაც შეეხება მოპასუხე მხარის მითითებას, თუ როგორ შეძლო მოსარჩელემ მინდობილობის გაცემა წარმომადგენლებზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მინდობილობის თანახმად, ვინაიდან, მუ----------–---ა არის წერა-კითხვის უცოდინარი და ამის გამო თვითონ არ შეუძლია მინდობილობაზე ხელის მოწერა, მის ნაცვლად სანოტარო აქტს ხელს აწერენ მისი ნდობით აღჭურვილი პირები: მოწმეები ახმედ ალიევი და რაგიმ რაგიმოვი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ტა-------–---ის, გუ-–-------–---ას, შო--–------–---ასა და მა----------------ას ჩვენებები (იხ. 28.02.2019 წ. სხდომის ოქმი)

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსე ბიუროს შემოწმების აქტის ამონაწერი (ს.ფ. 23);

 

3.2.7. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ნუ--------–---ასა და დუ---------------------ას შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება არის მოჩვენებითი გარიგება.

 

შესაგებლის წარმოდგენის დროს მოპასუხე მხარემ მიუთითა, რომ მას თანხა სჭირდებოდა და ამიტომ გაყიდა უძრავი ქონება. სასამართლო სხდომაზე ნუ--------–---ამ შეცვალა პოზიცია და მიუთითა, რომ მან გასწია ბებიის დაკრძალვისათვის საჭირო ხარჯები, რისთვისაც 20 000 ლარი ისესხა დუ---------------------ასგან, შემდეგ ვერ შეძლო ვალის გადახდა და ვალის გამო გადაუფორმა უძრავი ქონება. მას, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ თანხა არ აუღია. მოპასუხის აღნიშნულ განმარტებასთან მიმართებით სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოპასუხე ნუ--------–---ას ბებიის გარდაცვალებისა და ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროზე. კერძოდ, ჯა-----–---- გარდაიცვალა 2018 წლის 08 ოქტომბერს, ხოლო ნუ--------–---ასა და დუ---------------------ას შორის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმებული იქნა ჯა-----–----ს გარდაცვალებიდან 10-11 დღეში. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს ნუ--------–---ას მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ განმარტებას, რომლის თანახმად მას არ ახსოვდა თუ რამდენად გაყიდა სახლი. თუმცა მოგვიანებით დააზუსტა, რომ ნასყიდობით გაიქვითა მისი ვალი 20000 ლარის ოდენობით. წარმოდგენილი ხელშეკრულების თანახმად, კი უძრავი ქონების ნასყიდობის თანხად მითითებული იქნა 10000 ლარი.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე დადგენილია, რომ მოპასუხეებს შორის არსებობს ნათესაური კავშირი. თავდაპირველად, 2018 წლის 07 თებერვლის მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხეთა წარმომადგენელმა ამ------------ემ სხდომაზე დაადასტურა, რომ ნუ--------–---ა და დუ---------------------ა არიან ნათესავები, თუმცა კონკრეტული ნათესაური კავშირი არ მიუთითებია. შემდგომ მოპასუხე მხარემ შეცვალა პოზიცია და მიუთითა, რომ მოპასუხეები არ არიან ერთმანეთის ნათესავები. სასამართლო სხდომაზე, მოსარჩელე მხარის ინიციატივით მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა: მა----------------ამ, გუ-–-------–---ამ და შო--–------–---ამ განმარტეს, რომ მოპასუხეების მეუღლეები არიან ერთმანეთის ბიძაშვილები.

 

სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო საცხოვრებელ სახლს დღემდე ფლობს მოსარჩელე მუ----------–---ა. აღნიშნული დაადასტურეს როგორც მოწმეებმა, ისე მოპასუხე მხარემაც. მოპასუხე დუ---------------------ას არ უცდია სახლის დაუფლება, მიუხედავად იმისა, რომ ქონებაზე მესაკუთრედ დარეგისტრირებიდან გასულია რამოდენიმე თვე.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით დადგენილი შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, კანონმდებელმა ამავე ნორმის პირველი ნაწილით განსაზღვრა, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სასამართლოს შეფასებით, თანხის გადახდის ფაქტის არსებობა, დადასტურებული უნდა იყოს სათანადო მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 102-ე, მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე კი, დადგენილია, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების ტვირთის მხარისათვის დაკისრების გზით, კანონმდებელმა მას მისცა სრული შესაძლებლობა, საკუთარი შეხედულებით განესაზღვრა სადავო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებების წრე, თუმცა სავალდებულოა, ეს მტკიცებულებები, განკუთვნადობის თვალსაზრისით, სწორად იქნას შერჩეული, აღნიშნულის პარალელურად კი, კანონმდებლობით განისაზღვრა სასამართლოს ვალდებულება, გამოიკვლიოს და სათანადო შეფასება მისცეს მხარის მიერ მტკიცების პროცესში წარდგენილი დოკუმენტების უტყუარობას, კერძოდ, დაადგინოს, ესა თუ ის ფაქტი, რამდენად შეიძლება მიჩნეულ იქნას დადასტურებულად. ამასთან, ამავე კოდექსის 105-ე მუხლით განსაზღვრულია, რომ არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების გამოკვლევის შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ გასწია თავისი მტკიცების ტვირთი და დაადასტურა, რომ მოპასუხეებს შორის დადებული გარიგება არის მოჩვენებითი და არ ასახავს მხარეთა რეალურ ნებას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ.15 );

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 16-17);

- მხარეთა ახსნა-განმარტებებით;

- ტა-------–---ის, გუ-–-------–---ას, შო--–------–---ასა და მა----------------ას ჩვენებები (იხ. 28.02.2019 წ. სხდომის ოქმი)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა მუ----------–---ას სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 50-ე, 52-ე, 54-ე, 56-ე, 59-ე, 70-ე, 183-ე, 185-ე, 312-ე, 524-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით.

 

დადგენილია, რომ მხარეებმა გააფორმეს უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის მის მიერ გამოვლენილი ნების ნამდვილობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელიც თვითონ ვერ მოაწერს ხელს გარიგებას წერა-კითხვის უცოდინარობის, ფიზიკური ნაკლის, ავადმყოფობის გამო ან კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, შეუძლია გარიგებაზე ხელის მოწერა სხვას მიანდოს. ამ უკანასკნელის ხელის მოწერა დამოწმებული უნდა იყოს ოფიციალურად. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს ის მიზეზი, რომლის გამოც გარიგების დამდებმა ვერ შეძლო გარიგებაზე ხელის მოწერა.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის 23-ე მუხლის თანახმად, თუ გარიგების მხარე მონაწილე მუნჯი, ყრუ ან ყრუ-მუნჯია, გარიგების მხარემ უნდა ისარგებლოს შესაბამისი სპეციალისტის დახმარებით გარიგების შინაარსის გაგების თვალსაზრისით, რაც უნდა აღინიშნოს გარიგებაში და სპეციალისტმა თავისი ხელმოწერით უნდა დაადასტუროს, რომ გარიგების შინაარსი პირს განემარტა და მის ნებას შეესაბამება. იმ პირის ნაცვლად, რომელსაც ავადმყოფობის, ფიზიკური ნაკლის ან სხვა საპატიო მიზეზის გამო შესაძლებლობა არა აქვს ხელი მოაწეროს დოკუმენტს, მისი დავალებით ხელს აწერს სხვა პირი იმ მიზეზის აღნიშვნით, რის გამოც პირს არ შეუძლია ხელის მოწერა და იმ გარემოების დადასტურებით, რომ გარიგების შინაარსი პირს განემარტა და მის ნებას შეესაბამება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ასევე ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისთვის საჭიროა ნებართვა. საცილო გარიგება ბათილია მისი დადების მომენტიდან, თუკი იგი შეცილებული იქნება. შეცილება ხორციელდება ხელშეკრულების მეორე მხარის მიმართ. შეცილების უფლება აქვს დაინტერესებულ პირს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვა-სიტყვითი აზრიდან.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე მუ----------–---ა არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, დაბადებიდან ყრუ-მუნჯი, მას კოლაში არ უვლია და არ იცის წერა-კითხვა. დადგენილია, რომ 2018 წლის 21 ივნისს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ერთი მხრივ, მუ----------–---ასა და ჯა-----–----ს და მეორე მხრივ, ნუ--------–---ას შორის დაიდო ჩუქების ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მუ----------–---ამ და ჯა-----–----მ, მათ თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მა-------–--------------------–---------–ო, ს/კ 83.16.14.1--, აჩუქეს ნუ--------–---ას. ამასთან, ჩუქების ხელშეკრულების დადებისას მონაწილეობა არ მიუღია სპეციალისტს (სურდო თარჯიმანს), რომელიც მუ----------–---ას გააცნობდა გარიგების შინაარსს. აღნიშნული კი გამორიცხავს ნამდვილი ნების არსებობას და მის მართლწინააღმდეგობაზე მიუთითებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

 

სასამართლო, განსახილველი საკითხის სამართლებრივ ბუნებასთან მიმართებით მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ Nას-1215-2018 საქმეზე 2019 წლის 29 მარტს მიღებული განჩინებით დადგენილ პრაქტიკაზე, რომლის თანახმად ნების გამოვლენის ნამდვილობაზე საუბრისას, ყურადღება უნდა გამახვილდეს სამ კომპონენტზე: ნება, მისი გამოვლენა და მათი ურთიერთშესაბამისობა. ამ სამი ელემენტიდან ერთ-ერთის ხარვეზი განაპირობებს ნების გამოვლენის არარსებობას ან არანმდვილობას ნამდვილობის შემაფერხებელი გარემოებების გამო. ასეთია ის გარემოება, რომელიც ნების გამოვლენის გარეგნული გამოხატულების, მისი შემადგენლობის არსებითი ელემენტების არსებობის მიუხედავად, გავლენას ახდენს გარიგების ნამდვილობაზე. სამართლებრივი შედეგის გამოწვევა შეიძლება მიუღებელი იყოს გარიგების შინაარსის დაუშვებლობის, მისი დადების გარემოებების, ნების გამოვლენის ფორმის, ნების ნაკლის გამო.

 

მოცემულ შემთხვევაში, ჩუქების ხელშეკრულება მართალია, დაიდო წერილობითი ფორმის დაცვით, თუმცა საქმის მასალებით დადასტურებულია გამჩუქებლის მიერ ხელშეკრულების შინაარსის თაობაზე ინფორმაციის მიღების გამომრიცხავი გარემოებები. მოსარჩელის ფიზიკური შეუძლებლობის ფაქტი - წერა-კითხვის უცოდინრობა, რომელიც ხელშეკრულებაში გამოვლენილი ნების გაცნობიერებას გაართულებდა მოსარჩელე მხარის მიერ სარწმუნოდ არის დასაბუთებული. შესაბამისად, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება ნიუბარ ალიევასათვის სადავო ნივთის ჩუქების მიზნით მუ----------–---ას მიერ ნების გამოვლენის ფაქტი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო გარიგება მუ----------–---ას მიერ გამოვლენილი ნების ნაწილში ბათილია და არ წარმოშობს გარიგებით გათვალისწინებულ სამართლებრივ შედეგებს - უძრავი ქონების 1/2 წილზე ნუ--------–---ას საკუთრების უფლებას.

 

6.2. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე დუ---------------------ას მოსაზრებას, ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობასთან და იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ იგი არის სადავო უძრავი ქონების კეთილსინდისიერი შემძენი, შემდეგი გარემოებების გამო:

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის შესაბამისად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

 

სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. (არაკონსტიტუციურად არის ცნობილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის თანახმადაც, „გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში“, იმ შემთხვევაში, როდესაც რეესტრის ჩანაწერის წინააღმდეგ შეტანილია საჩივარი და ეს ფაქტი შემძენისათვის ცნობილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილება 17.10.2017. №3/4/550)

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი და 2-ე პუნქტების შესაბამისად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა.

 

ამდენად, საჯარო რეესტრის ჩანაწერის სისწორის პრეზუმფცია გულისხმობს, რომ უძრავი ნივთის მესაკუთრედ ითვლება პირი, რომელიც საჯარო რეესტრში მესაკუთრედ არის რეგისტრირებული, ვიდრე დადასტურდება საწინააღმდეგო. უფლების შემძენს კი ეკისრება რეესტრის არა ყოველგვარი უზუსტო მონაცემის ცოდნა, არამედ მხოლოდ ისეთის, რაც ეჭვის ქვეშ აყენებს უფლების შეძენის ნამდვილობას. შემძენს არ შეიძლება მოეთხოვოს ისეთი გარემოების ცოდნა, რომელიც აღემატება მისი შესაძლებლობის ფარგლებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ შემძენის კეთილსინდისიერების დადგენისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ საჯარო რეესტრის მონაცემების გათვალისწინება, ასეთ შემთხვევაში არსებითი საკითხია მესაკუთრის ვინაობისადმი შემძენის სუბიექტური დამოკიდებულება, ანუ უნდა დადგინდეს, რომ შემძენმა არ იცოდა ქონების სხვა მესაკუთრის, უზუსტო ჩანაწერის, ან ამ ქონებაზე დავის არსებობის თაობაზე.

 

მოცემულ შემთხვევაში, კეთილსინდისიერი შემძენი დუ---------------------ა არ არის, რადგანაც საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ საცხოვრებელი სახლის შეძენისას მან იცოდა უფლების ნაკლის თაობაზე, კერძოდ:

 

მოჩვენებითი გარიგების ფაქტობრივ შემადგენლობას განსაზღვრავს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლი, რომლის მიხედვით ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს.

 

დასახელებული ნორმის მიხედვით, გარიგების მოჩვენებით ხასიათს განაპირობებს მხარეთა განზრახვა, გარიგების დადებით მიაღწიონ მიზანს, რომელიც არ შეესაბამება ამ გარიგების შინაარსიდან გამომდინარე იურიდიულ შედეგს. ამდენად, მოჩვენებითი გარიგების დადებით ორივე მხარე მოქმედებს საერთო მიზნით და ურთიერთშეთანხმებით. ძირითადად, მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან მათი მოტყუების, პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებისა თუ სხვა მიზნით.

 

ამდენად, იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ ურთიერთშეთანხმებაზე, მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ ნუ--------–---ასა და დუ---------------------ას შორის, 2018 წლის 19 ოქტომბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება მოჩვენებითი გარიგებაა, რაზეც მიუთითებს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

შეძენილ სადავო სახლში დღემდე ცხოვრობს მოსარჩელე მხარე, დუ---------------------ა მუ----------–---ასთან არ გაურკვევია ნასყიდობის შემდგომ მისი საცხოვრებელი ადგილის საკითხი;

 

ნასყიდობის ფასის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის, გამსხვისებელი უთითებს, რომ მან ბებიის გასვენების ხარჯების დასაფარად ისესხა თანხა დუ---------------------ასგან და ამიტომ იძულებული გახდა მისთვის ვალის სანაცვლოდ მიეყიდა სახლი. მოპასუხე მხარეთა მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა მათ შორის დადებული სესხის ხელშეკრულება ან სხვა რაიმე დოკუმენტი რაც ვალის არსებობაზე მიუთითებდა, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც გამჩუქებლის დაღუპვიდან სახლის გასხვისებამდე გასულია მხოლოდ 11 დღე.

 

როგოც მოსარჩელის განმარტებით, ასევე მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ დუ---------------------ა და ნუ--------–---ა არიან ნათესავები, კერძოდ, ბიძაშვილების მეუღლეები.

 

ამ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, სახლის შეძენის მომენტში მყიდველს არ აინტერესებდა სახლის დაუფლება და მისით საკუთარი შეხედულებისამებრ სარგებლობა, არამედ ხელშეკრულების გაფორმება სწორედ ნუ--------–---ასთან შეთანხმებული მოჩვენებითი ქმედების შედეგია, რაც გამორიცხავს მყიდველის, როგორც კეთილისინდისიერი შემძენის სტატუსს.

 

სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლი ყოველთვის არ იცავს შემძენს, და ეს ის შემთხვევაა, როდესაც შემძენმა იცის უფლების ნაკლის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ გამსხვისებელი მესაკუთრედაა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. ანალოგიურ დათქმას შეიცავს ამავე კოდექსის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის შესაბამისადაც, იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა მუ----------–---ის მეორე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების - ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;

 

მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მუ----------–---ას მოთხოვნა უძრავი ქონების წილის საკუთრებაში დაბრუნების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 625 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა; შესაბამისად, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ 625 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

დადგენილია, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 დეკემბრის განჩინებით მუ----------–---ას განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა. მოპასუხე დუ---------------------ას (პ/ნ 2----------) აეკრძალა მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე მა-------–--------------------–---------–ო, საკადასტრო კოდით 83.16.14.1--, 1/2 წილის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით მუ----------–---ას სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, არ არსებობს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების წინაპირობა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 2591 , 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. მუ----------–---ას სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. 1/2 ნაწილში ბათილად იქნეს ცნობილი მუ----------–---ას (პ/ნ 2----------), ჯა-----–----სა (პ/ნ 2----------) და ნუ--------–---ას (პ/ნ 2----------) შორის, 2018 წლის 21 ივნისს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე: მა-------–--------------------–---------–ო, საკადასტრო კოდით: 83.11.14.1--.

 

3. 1/2 ნაწილში ბათილად იქნეს ცნობილი ნუ--------–---ას (პ/ნ 2----------) და დუ---------------------ას (პ/ნ 2----------) შორის, 2018 წლის 19 ოქტომბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე: მა-------–--------------------–---------–ო, საკადასტრო კოდით: 83.11.14.1--.

 

4. მა-------–--------------------–--------–--ში მდებარე უძრავი ქონების, საკადასტრო კოდით: 83.11.14.1--, 1/2 წილი საჯარო რეესტრში აღირიცხოს მუ----------–---ას (პ/ნ 2----------) სახელზე.

 

5. მოპასუხეებს ნუ--------–---ასა და დუ---------------------ას მოსარჩელე მუ----------–---ას სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 625 ლარის ოდენობით.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ია ლაბაძე