გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.03.2019
საქმის ნომერი
330210018002329314
კატეგორია
დავის ტიპი
კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობანი
თარიღი
27.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/6572-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა საქართველოს სახელით 27 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი შესავალი ნაწილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე - შორენა ჯანხოთელი

სხდომის მდივანი - თამარ აკობია

მოსარჩელე - ი/მ ,,ჯ----– ბ--------ე-ჯ---------გ-----’’

წარმომადგენლები - ა-------------–---–ი, ზ------ ბ--------ე

მოპასუხე - სს ,,ე------------- ჯ--------’’

წარმომადგენელი - შ--–------------ე

დავის საგანი - ქონების უკან დაბრუნება

აღწერილობითი ნაწილი

სასარჩელო მოთხოვნა

1.1. დაეკისროს მოპასუხეს უსაფუძვლო გამდიდრების შედეგად მიღებული ქონების - გ-----ს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული 10 კვ ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის - ,,ფ------ი ჯ-------- გ-----ს’’ მოსარჩელისთვის დაბრუნება.

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (ს.ფ. 1-19):

1.1.1. 2001 წლიდან მფლობელობაში აქვს რ----------ი/ს---------ო ,,გ-----’’, მდებარე მისამართზე: სოფელი ს------ი;

1.1.2. 2001 წლის 08 აგვისტოს მიმართა განცხადებით ე---------------------–---ისა და ს-----------------ის დეპარტამენტის შ------------–ის სამმართველოს და მოითხოვა მიეღო ელექტროე------ა გარკვეული სიმძლავრით;

1.1.3. ი/ს ,,ფ-------ის’’ დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება/რეკომენდაციის საფუძველზე შპს ,,ე------ას’’ მიერ მოხდა დამიწების კონტურისა და შემაერთებელი ჯაჭვის წინაღობის გაზომვა;

1.1.4. 2001 წლის 05 დეკემბერს ე---------------------–---ის და ს-----------------ის შ------------–ისა და ს--–------------ის სამმართველოსთან გაფორმებული ხელშეკრულებით, მის კუთვნილ რ----------/ს---------ო "გ-----ს" ტერიტორიაზე განხორციელდა ობიექტის ელექტრომეურნეობის ტექნიკური მდგომარეობის შემოწმება;

1.1.5. 2002 წლის 20 ნოემბერს მიმართა გ-----ს რაიონის ე--------------იის დირექტორს და დამატებით მოითხოვა რ---------- ,,გ-----ს’’ ელ.მომარაგების გაუმჯობესების მიზნით საკუთარი სახსრებით მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის აშენება. მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა;

1.1.6. 2002-2003 წლებში მუდმივად მიმდინარეობდა შპს ,,ე------ას’’ მიერ ელექტროე------ის დამიწების კონტურისა და შემაერთებელი ჯაჭვის წინაღობვის გაზომვა და რეკომენდაციების გაცემა რაიმე ნაკლოვანებების აღმოჩენის შემთხვევაში;

1.1.7. 2003 წლიდან იგი ფაქტობრივად ფლობს და სარგებლობს მისი სახსრებით აშენებული 3 998 სიგრძის (სამ წვერად) ხაზოვანი ნაგებობით და 10 კვ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზით - ,,ფ------ი ჯ-------- გ-----’’;

1.1.8. იგი დღემდე სარგებლობს აღნიშნული გადამცემი ხაზით და ფ------ით, იხდის კანონით დადგენილ გადასახადებს;

1.1.9. 2017 წელს მას სს ,,ე------------- ჯ--------’’ ს--------------------–ოს ფილიალის დირექტორის მიერ წერილობით ეცნობა, რომ 10 კვ ელექტროგადამცემი ხაზი - ფ------ი ჯ-------- გ----- წარმოადგენს მოპასუხის საკუთრებას და იგი კომპანიას გადაეცა 2007 წლის 29 ივნისს სს ,,საქართველოს გ--------------–----------------–--- ე--------------იასთან’’ გაფორმებული აქტივების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე;

1.1.10. მოპასუხემ 2017 წლის 03 ოქტომბრის წერილობითი პასუხით უარი განაცხადა მისთვის აღნიშნული ხელშეკრულების წარმოდგენაზე, რაც ქმნის იმის დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ასეთი ხელშეკრულება არც არსებობს და მისი ქონება აღმოჩნდა უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მოპასუხის საკუთრებაში;

1.1.11. აღნიშნულ ხაზოვან ნაგებობაზე მოპასუხის მიერ ხდება სხვა აბონენტების მიერთება და მათთვის ელექტროე------ის ტარიფის დაკისრება. ამასთან, მოპასუხე დანაკლისს (სხვაობას) აკისრებს უშუალოდ მას, რაც მისთვის დამატებითი ზიანის მომტანია;

1.1.12. მის ლეგიტიმურ ინტერესს წარმოადგენს მის მიერ შეძენილი და დამონტაჟებული ქონების მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა უსაფუძვლო გამდიდრებისათვის დადგენილ ნორმებზე დაყრდნობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხემ დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც, ისევე როგ----ც სასამართლო სხდომაზე, არ ცნო სარჩელი (შესაგებელი ს.ფ. 81-95)

შესაგებლის საფუძვლები:

2.1.1. მოსარჩელის მიერ ი/ს ,,ფ-------ის’’ გადაწყვეტილება/რეკომენდაციას დამიწების კონტურის და შემაერთებელი ჯაჭვის წინაღობის გაზომვის თაობაზე ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებას წარმოდგენილი სარჩელისათვის მნიშვნელობა არ აქვს. მიმართვა თავისი შინაარსით შეესაბამება ტექნიკურ პირობას. შეუძლებელია იმის გარკვევა, რას ითხოვს განმცხადებელი ი/ს "ფ-------ისაგან", რის საფუძველზე არის გაცემული ამ უკანასკნელის მიერ ტექნიკური პირობა, ვერ დგინდება კავშირი მოსარჩელესა და ი/ს ს---------ო/რ---------- გ----თან, მით უფრო გაურკვეველია, აღნიშნულით რისი დამტკიცება სურს მოსარჩელეს. ამასთან, აღნიშნულ გადაწყვეტილება/რეკომენდაციაში მხოლოდ ერთგან არის ნახსენები ელექტროგადამცემი ხაზი სიგრძით 350მ, რომელიც უნდა დაპროექტდეს და სხვა არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი მითითებული არ არის. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ "შემაერთებელი ჯაჭვის წინაღობის გაზომვის" მოთხოვნის უფლება მხოლოდ მესაკუთრეს არ გააჩნია და ასეთი ინტერესი შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერ მოსარგებლეს. გაზომვის მოთხოვნით ვერ დადასტურდება საკუთრების უფლება, მით უფრო, რომ მოსარჩელე და გაზომვის მომთხოვნი სხვადასხვა პირია;

2.1.2. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ 2001 წლის 15 დეკემბრის ოქმში არ არის ნახსენები ელექტროგადამცემი ხაზი და ნახსენებია მხოლოდ ტრანსფორმატორი თავისი შემადგენელი ნაწილებით და დიზელ გენერატორი, რომლებიც არ წარმოადგენენ ელექტროგადამცემ ხაზს. შესაბამისად, აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს ასევე არ აქვს მნიშვნელობა საქმისთვის და ვერ ადასტურებს სადავო ელექტროგადამცემ ხაზზე მოსარჩელის საკუთრების უფლებას;

2.1.3. იგი საქართველოს ტერიტორიაზე ოპერირებს 2007 წლის ივნისიდან, შესაბამისად მისთვის უცნობია ვის და რა მოთხოვნით მიმართა მოსარჩელემ ჯერ კიდევ 2002 წელს. მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი დამადასტურებელი, დაკმაყოფილდა თუ არა მოთხოვნა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის აშენების თაობაზე, ისევე როგ----ც არ არის წარმოდგენილი არც იმ კომპანიის საპასუხო წერილი, რომელსაც მიმართა მოსარჩელემ და არც მის მიერ გაცემული ტექნიკური პირობა;

2.1.4. ის გარემოებაც, რომ 2002-2003 წლებში შპს ,,ე------ის’’ მიერ მიმდინარეობდა ელექტროე------ის დამიწების კონტურისა და შემაერთებელი ჯაჭვის წინაღობის გაზომვა და რეკომენდაციების გაცემა, ვერ იქნება მიჩნეული გაურკვეველი, არაიდენტიფიცირებული ელექტროგადამცემი ხაზის ვინმეს საკუთრებაში არსებობის დამადასტურებელ დოკუმენტად;

2.1.5. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ვერ ადასტურებს სადავო ელექტრო გადამცემ ხაზზე არათუ მისი საკუთრების უფლებას, არამედ მის მიერ ან მისი დაკვეთით აღნიშნული ხაზის აშენების ფაქტსაც კი;

2.1.6. გ-----ს მუნციპალიტეტის ტერიტორიაზე ქ/ს ,,გ----- 35’’-დან გამომავალი 10 კვ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი - ფ------ი ჯ-------- გ----- მან შეიძინა 2007 წლის 29 ივნისს სს ,,საქართველოს გ--------------–----------------–--- ე--------------იასთან’’ გაფორმებული ქონების (აქტივების) ნასყიდობის ხელშეკრულებით;

2.1.7. მის სახელზეა გაცემული ასევე შესაბამისი განაწილების ლიცენზია და ის წარმოადგენს რეგიონში ელექტროე------ის განაწილების ლიცენზიანტს;

2.1.8. მის მიერ ქონების შეძენის ღირებულება ასახულია შესაბამის ნასყიდობის ხელშეკრულებაში და აღნიშნული, ხელშეკრულების მეორე მხარესთან შეთანხმებით, წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას და კონფიდენციალურ ინფორმაციას, რომლის მესამე პირებისათვის გადაცემა აკრძალულია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა. ანალოგიური წესი ვრცელდება ქონების საბალანსო ღირებულებასთან მიმართებითაც;

2.1.9. მოსარჩელეს არ აქვს წარმოდგენილი არც ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რაც მიჩნეული იქნებოდა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად, ასევე არ აქვს წარმოდგენილი ელექტროგადამცემი ხაზის მის მიერ ან მისი დაკვეთით აშენების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, შესაბამისი მასალების შესყიდვის ან ჩამოწერის აქტები, სამუშაოს დაწყებისა და დასრულების აქტები, ელექტროგადამცემი ხაზის ექსპლოატაციაში მიღებისა და ბალანსზე აყვანის აქტები, ხაზის მის ბალანსზე არსებობის დამადასტურებლი არც ერთი საბუთი. ის ცდილობს დაამტკიცოს საკუთრების უფლება იმ დოკუმენტაციით, რასაც არანაირი კავშირი არ აქვს არც ელექტროგადამცემ ხაზთან და არც მის საკუთრების საკითხთან;

2.1.10. თეორიულადაც რომ დავუშვათ, რომ 2001-2003 წლებში მოსარჩელე საკუთრების უფლებით ფლობდა ფ------ ჯ-------- გ----ს, რასაც არ ეთანხმებიან, უდავოდ დადასტურებული ფაქტია, რომ სადავო ქონება მან შეიძინა 2007 წელს, ფლობს მას უწყვეტად და უწევს ექსპლოატაციას, წარმოადგენს მის მართლზომიერ მესაკუთრეს და მფლობელს, რაც ძირშივე გამორიცხავს მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრებას იმ ქონებით, რომელშიც მას ათობით მილიონი ლარი აქვს გადახდილი. ის არ გამდიდრებულა უსაფუძვლოდ, საკუთარი სახსრებით შეიძინა ქონება, რომელსაც 11 წელია უწყვეტად ფლობს და სარგებლობს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. სსიპ ს-------------------------------–---------ოში 2015 წლის 22 აპრილიდან რეგისტრირებულია ი/მ საფირმო სახელწოდებით ,,ჯ----– ბ--------ე-ჯ---------გ-----’’.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი (ს.ფ. 71-72)

 

3.1.2. ჯ----– ბ--------ის ი/ს ,,ჯ---------გ-----ს’’ მიერ გ-----ს რაიონულ ე--------------იის დირექტორს 2002 წლის 20 ნოემბერს გაეგზავნა მიმართვა რ---------- ,,გ-----ს’’ ელ.მომარაგების გაუმჯობესების მიზნით, საკუთარი სახსრებით დამოუკიდებელი მაღალი ძაბვის ელ.გადამცემი ხაზის (მოთხოვნილი სიმძლავრე 400 კვტ) აშენების სურვილის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიმართვები (ს.ფ. 24-25)

 

3.1.3. 2002 წლის 18 დეკემბერს ი/ს ,,ჯ---------გ----ს’’, როგ----ც დამკვეთს და შპს ,,ე------ას’’, როგ----ც შემსრულებელს შორის, დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ელექტროდანადგარების მოწყობის წესების მოთხოვნის შესაბამისად შემსრულებელი ასრულებს მაღალი და დაბალი ძაბვის ელექტრომოწყობილობათა სარემონტო-სამონტაჟო სამუშაოებს და ელ.დანადგარებთან მომსახურე პერსონალის ელ.დენით დაზიანებისგან დაცვის მიზნით დამცავი დამიწების მოწყობილობების და თითოეული დანადგარის კონტურთან წინაღობის ლაბორატორიულ გაზომვებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (ს.ფ. 26)

 

3.1.4. 2002 წლის 24 დეკემბერს ი/ს ,,ჯ---------გ----ს’’, როგ----ც დამკვეთს და ე---------------------–---ისა და ს-----------------ის დეპარტამენტის შ------------–ისა და ს--–------------ის სამმართველოს, როგ----ც შემსრულებელს შორის, დაიდო ხელშეკრულება დამკვეთის ახლად დამონტაჟებული ან რეკონსტრუირებული ელექტროდანადგარების პროექტის, ტექნიკური მდგომარეობის, უსაფრთხოების ტექნიკის, ელექტროდანადგარების მოწყობის წესების მოთხოვნების შემოწმების და მათი ექსპლოატაციაში გაშვების და ქსელთან მიერთების ნებართვის გაცემის შესახებ.

ხელშეკრულების თანახმად, შემსრულებელი ელექტროე------ის მოხმარების წესების და ელ.დანადგარების მოწყობის წესების მოთხოვნების შესაბამისად აწარმოებს დამკვეთის ელექტრომეურნეობის შემოწმებას და მისი შედეგების საფუძველზე იძლევა კომპეტენტურ ტექნიკურ დასკვნას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (ს.ფ. 27)

 

3.1.5. სს ,,ე------ას’’ მიერ 2002 წლის 27 დეკემბერს ობიექტის - ი/ს ,,ჯ---------გ-----ს’’ შემოწმების შედეგად შედგენილია დამიწების კონტურისა და შემაერთებელი ჯაჭვის წინაღობის გაზომვის ოქმი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ოქმი (ს.ფ. 29-31)

 

3.1.6. ე---------------------–---ისა და ს-----------------ის დეპარტამენტის მიერ ჯ----– ბ--------ის ი/ს ,,ჯ-------- გ-----ს’’ სასარგებლოდ 2002 წლის 02 დეკემბერს შედგენილი ელექტრომომარაგების პროექტის საფუძველზე გაცემულია 1 000 ვოლტზე მაღალი ძაბვის ახალი და რეკონსტრუირებული ელექტროდანადგარების ექსპლოატაციაში მიღებისა და ქსელში მიერთების აქტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- აქტი (ს.ფ. 32-37)

 

3.1.7. 2003 წლის 20 თებერვალს ე---------------------–---ის და ს-----------------ის დეპარტამენტის მიერ ჯ----– ბ--------ის ი/ს ,,ჯ-------- გ-----ს’’ შემოწმების საფუძველზე გაცემულია ობიექტის ელექტრომეურნეობის ტექნიკური მდგომარეობის შემოწმების აქტი №3---.

2003 წლის 20 აპრილს ე---------------------–---ის და ს-----------------ის დეპარტამენტის შ------------–ის სამმართველოს მიერ გაცემულია ობიექტის ელექტრომეურნეობის ტექნიკური მდგომარეობის შემოწმების აქტი №0--.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- აქტები (ს.ფ. 40-41)

 

3.1.8. შპს ,,ე------ას’’ მიერ ი/ს ,,ჯ-------- გ-----ს’’ ელექტრომეურნეობის გამოკვლევის ტექნიკური ანგარიშის 2003 წლის დასკვნის თანახმად, ი/ს ,,ჯ---------გ-----ს’’ შემოწმებული ელ.დანადგარების და მოწყობილობების ტექნიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და შეიძლება მათი შემდგომი ექსპლოატაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ტექნიკური ანგარიში (ს.ფ. 43-50)

 

3.1.9. საქართველოს ე----------------------–-------–------------–--------იის 2007 წლის 18 მაისის №9-- გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული №0-- ლიცენზიის თანახმად, სს ,,ე------------- ჯ--------ს’’ ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად მიეცა ელექტროე------ის განაწილების განხორციელების უფლება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ლიცენზია (ს.ფ. 110-111)

- ამონაწერი (ს.ფ. 112-119)

 

3.1.10. 2007 წელს სს ,,ე------------- ჯ--------ს’’ მიერ დამკვეთის - ი/მ ,,ჯ----– ბ--------ის’’ დაკვეთით გაიცა ,,ე------------- ჯ--------ს’’ ქსელში ახალი აბონენტის ჩართვის დიზაინი ი/მ ,,ჯ----– ბ--------ის’’ კუთვნილი ობიექტების გარე მომარაგების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დიზაინი (ს.ფ. 52-57)

 

3.1.11. 2007 წლის 29 ივნისს სს ,,საქართველოს გ--------------–----------------–--- კომპანიას’’, როგ----ც გამყიდველს და სს ,,ე------------- ჯ--------ს’’, როგ----ც მყიდველს შორის დაიდო აქტივების (ქონების) ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ სს ,,საქართველოს გ--------------–----------------–--- კომპანიისგან’’ შეიძინა გ----სა და ხ-–----ში მდებარე საჰაერო გადამცემი ხაზები, მათ შორის, გ----ში მდებარე 10 კვ სიმძლავრის საჰაერო გადამცემი ხაზი - ,,ფ------ ჯ-------- გ-----’’.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (ს.ფ. 96-109)

 

3.1.12. 10 კვ ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი - ,,ფ------ი ჯ-------- გ-----’’ სიგრძით 4 202.69 მ, 2018 წლის 03 აპრილიდან სსიპ ს-------------------------------–---------ოში საკუთრების უფლებით აღრიცხულია მოპასუხე სს ,,ე------------- ჯ--------ს’’ სახელზე.

მოპასუხის საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს - სანოტარო აქტი, სს ,,საქართველოს გ--------------–----------------–--- ე--------------იის’’ აქტივების (ქონების) 2007 წლის 29 ივნისის ხელშეკრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი (ს.ფ. 124-125)

- საკადასტრო გეგმა (ს.ფ. 126)

 

3.1.13. 2017 წლის 22 სექტემბერს მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა 10 კვ ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი - ,,ფ------ი ჯ-------- გ----ზე’’ სს ,,საქართველოს გ--------------–----------------–--- ე--------------იის’’ საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა.

აღნიშნულ მიმართვაზე მოპასუხის წერილობითი პასუხით მოსარჩელეს განემარტა, რომ კომპანია მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა მოსარჩელის განცხადება მოთხოვნილი ინფორმაციის კონფიდენციალურობის გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიმართვები (ს.ფ. 58-59)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. 10 კვ ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზზე - ,,ფ------ი ჯ-------- გ-----’’ სიგრძით 4 202.69 მ-ზე განთავსებულია ტრანსფორმატორი, რომელიც წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას.

აღნიშნულ ელექტროგადამცემი ხაზიდან ხორციელდება რამდენიმე აბონენტის (ქვეაბონენტი) ელექტროე------ით უზრუნველყოფა, მათ შორის მოსარჩელის (ძირითადი აბონენტი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

- აბონენტის ბარათი (ს.ფ. 153-182)

 

3.2.2. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ 10 კვ ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი - ,,ფ------ი ჯ-------- გ-----’’ მოპასუხის მიერ შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების დადებამდე წარმოადგენდა მოსარჩელის საკუთრებას.

სასამართლო მიუთითებს, რომ მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისგან ქონების გამოთხოვა. მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებს მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრებას. სასამართლო მიუთითებს, რომ სასარჩელო მოთხოვნის წარმატებულობას (დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად იქნება განსაზღვრული მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრება თუ თუნდაც მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა ვინდიკაციური საფუძვლით (ვინაიდან მოსარჩელე ითხოვს ქონების უკან დაბრუნებას), დამოკიდებულია იმ წინაპირობის არსებობაზე, რომ საქმის მასალებით უნდა დასტურდებოდეს მოსარჩელის საკუთრების უფლების არსებობა იმ ქონებაზე, რომლის სხვა პირის საკუთრებაში არსებობის ფაქტიც სადავოდ არის მის მიერ გამხდარი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა, მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები (იხ. სუსგ, საქმე №ას-1206-1166-2016).

სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მეექვსე მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. (სუსგ, საქმე Nას-589-589-2018, 06.07.2018წ.)

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ - ,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.

მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ხაზოვანი ნაგებობა წარმოადგენს მის საკუთრებას, აშენებულია მის მიერ მისივე სახსრებით და იგი მის ფლობას, როგ----ც მესაკუთრე ახორციელებს ჯერ კიდევ 2003 წლიდან. განმარტებული მტკიცების ტვირთის და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, მოსარჩელეს ეკისრება აღნიშნული - მის მიერვე მითითებული გარემოებების დადასტურების მტკიცების ტვირთი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 147-ე მუხლის თანახმად, ქონება, ამ კოდექსის მიხედვით, არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობაც, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს. ამავე კოდექსის 148-ე მუხლის თანახმად, ნივთი შეიძლება იყოს მოძრავი ან უძრავი. 149-ე მუხლით კი განსაზღვრულია, რომ უძრავ ნივთებს მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით, მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, ასევე შენობა - ნაგებობები, რომლებიც მყარად დგას მიწაზე. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია 10 კვ. ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის (ხაზობრივი ნაგებობა, ფ------ი) დაბრუნება მოსარჩელისთვის, რომელიც ზემოაღნიშნულ ნორმათა თანახმად მიიჩნევა უძრავ ნივთად.

განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოებები, მაგალითად მოსარჩელის მიერ საკუთარი რესტორნის უზრუნველსაყოფად შესაბამისი კომპანიისათვის განცხადების მიმართვის, ასევე მის მიერ მესამე პირებთან ხელშეკრულებების დადების თაობაზე (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების პუნქტები 3.1.2-3.1.8), თუმცა აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ვერც ცალ-ცალკე და ვერც ერთიანობაში შეფასება ვერ ადასტურებს კონკრეტულად 10 კვ ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემ ხაზზე - ,,ფ------ი ჯ-------- გ----ზე’’ მოსარჩელის საკუთრების უფლების არსებობას. ამასთანავე, საყურადღებოა, რომ საქმის მასალებით დადგენილია ფაქტობრივი გარემოება სადავო ელექტროგადამცემ ხაზზე მოსარჩელის ტრანსფორმატორის არსებობის ფაქტი. მოპასუხის განმარტებით, წარმოდგენილი დოკუმენტები, მათ შორის შემოწმების აქტები და თანხმობები დაკავშირებულია სწორედ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ძალოვანი ტრანსფორმატორის მიერთებასთან და არა მთლიანად ხაზობრივ ნაგებობასთან. მისი განმარტებით, თანხმობას იღებდნენ მოსარჩელისაგან ძალოვან ტრანსფორმატორთან მიერთებასთან დაკავშირებით. ფ------ი და ხაზოვანი ნაგებობა კი არ იყო მოსარჩელის და მის თანხმობასაც მასთან დაკავშირებით არ საჭიროებდნენ (მოპასუხის განმარტებით ფ------ი და ხაზოვანი ნაგებობა ერთიდაიგივე ცნებაა). სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას, რადგან წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები არ შეიცავს მითითებებს უშუალოდ სადავოდ გამხდარ ხაზობრივ ნაგებობაზე, რის საფუძველზეც მოსარჩელე შეიძლებოდა მიგვეჩნია მის მესაკუთრედ. ამასთან, მოპასუხე მოსარჩელის მითითების საწინააღმდეგოდ განმარტავდა, რომ არ შეცვლილა ხაზოვანი ნაგებობის მარშრუტი, არამედ მხოლოდ დაემატა განშტოებები.

ამასთან, სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დაუდასტურებლად მიჩნევას არ განაპირობებს ის გარემოება, რომ სადავო ქონებაზე მისი საკუთრების უფლება არ იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში იმ დროისათვის ამგვარი წესრიგის არ არსებობის გამო, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს, რომ წარმოდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულების პარალელურად, რომლის საფუძველზეც მოპასუხე გახდა შემძენი სადავო ქონებისა, მოსარჩელის მიერ მხოლოდ მითითება საკუთრების უფლებაზე და გარკვეული მტკიცებულებების წარმოდგენა, ვერ ადასტურებს ამ ქონებაზე მის საკუთრების უფლებას.

მოსარჩელე განმარტავდა, რომ მოპასუხე იყო არაკეთილსინდისიერი შემძენი, რადგან გაურკვეველია რა დოკუმენტებს დაეყრდნენ ისინი ხელშეკრულების გაფორმებისას. აღნიშნულს ვერ გაიზიარებს სასამართლო. ამგვარი მითითება ვერ გახდება სასამართლოსათვის საფუძველი მოპასუხის არაკეთილსინდისიერ შემძენად მიჩნევის. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ როგ----ც მოპასუხე განმარტავდა, დავის პერიოდში მის მიერ რეგისტრაციის განხორციელებდა არ ადასტურებს მის არაკეთილსინდისიერებას, რამდენადაც შესაბამისი რეგისტრაციები ხორციელდება და მიმდინარეობს პრიორიტეტების მიხედვით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთს შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. მოპასუხის მიერ წარმოდგენილია შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იგი გახდა არა მხოლოდ სადავო ქონების, არამედ სხვა ხაზობრივი ნაგებობების მესაკუთრეც. აღნიშნული ხელშეკრულება წარმოადგენს მოპასუხის, როგ----ც მესაკუთრის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს ს-------------------------------–---------ოში. აღნიშნულის საპირისპიროდ კი მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის პირდაპირი მტკიცებულება სადავო ქონებაზე მისი საკუთრების უფლების დადასტურებისათვის.

ამასთან, საყურადღებოა, რომ წარმოდგენილი საქმის მასალების თანახმად წარმოდგენილი შედავების ფარგლებში მოპასუხე ასევე ვერ მიიჩნევა არაკეთილსინდისიერ შემძენად. მართალია სადავო არ არის წარმოდგენილი ხელშეკრულების ნამდვილობის ფაქტი, ამასთან უმთავრესია მოსარჩელის საკუთრების უფლების არსებობის ფაქტის დაუდასტურებლობა, თუმცა სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია იმსჯელოს აღნიშნულ საკითზეც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის შესაბამისად, რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეგისტრირებული რეესტრში, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტო იყო.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე.

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად დაცულია კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესი მაშინ, როდესაც სადავოდ არის გამხდარი მესაკუთრის საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლება და ამ ფაქტის მიმართ შემძენის დამოკიდებულებაა კეთილსინდისიერია, ანუ საქმე გვაქვს ისეთ გარემოებასთან, როდესაც შემძენმა არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ გამყიდველს არ გააჩნდა რეესტრში რეგისტრირებული ნამდვილი უფლება ან ასეთი უფლება სადავო იყო. იმავე შინაარსისაა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 323-ე მუხლი, რომლის თანახმად, ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, მოითხოვს წერილობით ფორმას. ამდენად, აღნიშნული ნორმები უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის იმპერატიულად ადგენენ გარიგების წერილობითი ფორმით დადების აუცილებლობას.

სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის დებულებანი იცავენ კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესებს საჯარო რეესტრის მონაცემთა სისწორისა და რეგისტრირებული მესაკუთრის უფლებამოსილების მიმართ. აღნიშნული მუხლი მოიცავს შემთხვევას, როდესაც უძრავ ნივთის გასხვისების ნებას ავლენს რეგისტრირებული მესაკუთრე, მაგრამ მისი საკუთრების უფლება შეცილებულია სხვა, მესამე პირთა მხრიდან, ან არ არის სრულყოფილი, რისი არ ცოდნაც შემძენის მიერ, წარმოგვიჩენს მას (შემძენს) კეთილსინდისიერად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 185-ე და 312-ე მუხლებით დადგენილი საჯარო რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია ვრცელდება მხოლოდ რეგისტრაციაუნარიან უფლებებზე (იხ. სუსგ 2015 წლის 08 აპრილის №675-642.2014 გადაწყვეტილება) და, ამასთანავე, კეთილსინდისიერ შემძენს იცავს არა ყოველგვარი გარიგებისას, არამედ მხოლოდ სასყიდლიანი გარიგებების დადებისას (იხ. სუსგ 2015 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება №ას-491-465-2015).

აღნიშნულ ნორმათა ანალიზი ცხადჰყოფს, რომ როდესაც საქმე ეხება უძრავი ქონების შეძენას, შემძენს, თავისი უფლების დასამტკიცებლად შეუძლია დაეყრდნოს რეესტრში რეგისტრირებული ფაქტების სისწორის ვარაუდს, თუნდაც სინამდვილეში უსწორო იყოს რეესტრის მონაცემები. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მიუთითებს, რომ ვინაიდან მის მიერ ხაზობრივი ნაგებობის შეძენა მოხდა ჯერ კიდევ 2007 წელს, იგი მოკლებული იყო შესაძლებლობას დაყრდნობოდა რეესტრის სისწორის პრეზუმფციას, თუმცა არა მხოლოდ ამ სადავო ქონების, არამედ ამ ხელშეკრულების საფუძველზე შეძენილი სხვა ელექტრო გადამცემი ხაზების მესაკუთრეს წარმოადგენდა სახელმწიფო 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმო - სს ,,საქართველო გ--------------–----------------–--- ე--------------ია’’, შესაბამისად მის მიერ ქონებების შეძენა განხორციელდა შესაბამისი მოკვლევების ჩატარებისა და სახელმწიფოსადმი არსებული კანონიერი ნდობის საფუძველზე. ამასთან, მოპასუხის არაკეთილსინდისიერ შემძენად ცნობას არ განაპირობებს ის ფაქტი, რომ მან საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაცია განახორციელა დავის მიმდინარეობისას. საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ უძრავი ქონების შემძენის - მოპასუხის ქონება უნდა შეფასდეს გონივრული წინდახედულობის ფარგლებში განხორციელებულ ქმედებად. მიმდინარე დავისთვის არსებითია მოსარჩელის საკუთრების ფაქტის დაუდასტურებლობა, თუმცა წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა ასევე არ ქმნის მოპასუხის არაკეთილსინდისიერ შემძენად ცნობის საფუძველს.

სასამართლო მიუთითებს, რომ საკუთრების უფლება ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე ,,დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-32).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

მნიშვნელოვანია, რომ საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის N1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ სამოტივაციო ნაწილის მე-5 პუნქტი).

სასამართლო იზიარებს საკუთრების უფლების არსის და მისი მნიშვნელობის ზემოაღნიშნულ განმარტებას, თუმცა იმისთვის რომ არსებობდეს საკუთრების უფლებით დაცვის სტანდარტი, აუცილებელია მყარი, სარწმუნო, ერთმნიშვნელოვანი და პირდაპირი მტკიცებულებებით ამ უფლების დადასტურება, რაც განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ ვერ განხორციელდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ 10 კვ ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი - ,,ფ------ი ჯ-------- გ-----’’ მოპასუხის მიერ შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების დადებამდე წარმოადგენდა მოსარჩელის საკუთრებას.

3.2.3. მოპასუხეს არ ეკისრება 10 კვ ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის-"ფ------ ჯ-------- გ-----ს" მოსარჩელისთვის დაბრუნების ვალდებულება.

როგ----ც აღინიშნა, მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებს მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტზე, თუმცა არსობრივად მის მიერ წარმოდგენილია ვინდიკაციური მოთხოვნა - უძრავი ქონების დაბრუნება. მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სამართლებრივი შეფასების განხორციელება სასამართლოს პრეროგატივაა, განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებიდან გამომდინარე იმსჯელოს ფაქტობრივად მითითებულ ორივე საფუძველზე.

სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. იმავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. უნდა აღინიშნოს, რომ საკუთრების უფლების არსი, მნიშვნელობა და მისი მაღალი სტანდარტით დაცვის აუცილებლობა მითითებულია არაერთ შიდა, თუ საერთაშორისო აქტსა და სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

სსკ-ს 170-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ქონების მესაკუთრეს კანონი ანიჭებს სასამართლოსათვის ვინდიკაციური სარჩელით მიმართვის შესაძლებლობას, ესაა სარჩელი, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს, როცა შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა, სახელდობრ, როდესაც მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ნივთის ვინდიცირებაც სხვისი უკანონო მფლობელობიდან მის გამოთხოვას გულისხმობს. წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად უნდა დადგინდეს, რომ მოსარჩელე ნივთის მესაკუთრეა, მოპასუხე კი ნივთის მფლობელი, რომელსაც ამ ნივთის ფლობის უფლება არ გააჩნია. სამივე გარემოების არსებობის დადგენის შემთხვევაში სარჩელი მიიჩნევა საფუძვლიანად. არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. (სუს №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-1375-1295-2017 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინება).

სპეციალურობის პრინციპის თანახმად, ვინდიკაციური მოთხოვნის უფლების საგანი შეიძლება იყოს მხოლოდ ინდივიდუალურად განსაზღვრული ნივთი. ნივთების ერთობლიობის შემთხვევაში, მოთხოვნის უფლება ვრცელდება თითოეულ ნივთზე ცალ-ცალკე (quot res tot vindicatones). ნივთი, სსკ-ს 172-ე მუხლის მიხედვით კი, არის სსკ-ს 148-ე-149-ე მუხლებით განსაზღვრული სხეულებრივი ნივთები. ამდენად, ვინდიკაციის საგანი შესაძლოა იყოს მოძრავი ან/და უძრავი ნივთი და იგი ფართო გაგებით ყველა ქონებრივ სიკეთესთან მიმართებით (არამატერიალური ქონებრივი სიკეთე) არ ვრცელდება. ასევე აღსანიშნავია, რომ თავად ვინდიკაციური მოთხოვნის არსებობისათვის განმსაზღვრელია უშუალოდ მოთხოვნილი ნივთის არსებობა და იმ ვითარებაში თუ არ დასტურდება ამგვარი ნივთის არსებობა, საფუძველს მოკლებულია მესაკუთრის მოთხოვნა კონკრეტული ინდივიდუალურად განსაზღვრული ნივთის დაბრუნებასთან მიმართებით, რამეთუ იგი, აღუსრულებელი მოცემულობაა - არ არსებული ნივთი ვერ დაექვემდებარება დაბრუნებას.

შესაბამისად, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისას, მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს მისი მესაკუთრეობა, მოპასუხის მფლობელობა, რის შემდგომაც წარმოიშობა მოპასუხის ვალდებულება ამტკიცოს მისი მფლობელობის მართლზომიერება, კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მასზე არსებული მტკიცების ტვირთის რეალიზება და ვერ დაადასტურა სადავო ქონებაზე მისი საკუთრების უფლების არსებობის ფაქტი. აღნიშნული კი თავისთავად გამორიცხავს მითითებული საფუძვლით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში და ბ) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა.

სასამართლო მიუთითებს, რომ შესრულების კონდიქცია გულისხმობს ვითომ კრედიტორის ქონების შეგნებულ და მიზანმიმართულ გაზრდას, რომელსაც არ გააჩნია სამართლებრივი (სახელშეკრულებო ან კანონისმიერი) საფუძველი, ან ამგვარი საფუძველი ნორმაში მითითებულ გარემოებათაგან ერთ-ერთის არსებობის გამო, არ წარმოშობილა ან შეწყდა. შესრულების კონდიქციისას, ისევე, როგ----ც უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტისათვის მახასიათებელი მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიღებულის უკან დაბრუნებაა. უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს, რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის არა ქონებრივი დანაკლისის შევსება, მაგ. ზიანის ანაზღაურება, არამედ ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა, ანუ გამდიდრების გათანაბრება. უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა და გამდიდრების გათანაბრება არ არის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის სახე.

უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების (რომელშიც უნდა ვიგულისხმოთ უფლების ან გარკვეული შეღავათის, უპირატესობის) ამოღება, რითაც უნდა უზრუნველყოფილი იქნეს სამართლიანობის აღდგენა ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უპირატესობის მიღებამდე...უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით. უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი - მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია - ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას (იხ. სუსგ. №ას-184-171-2015).

ამასთან, უსაფუძვლო გამდიდრება სუბსიდიური ხასიათისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეთა შორის არ უნდა არსებობდეს მოთხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი. გარდა ამისა, მითითებული საფუძვლით პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს გარკვეული კუმულატიური წინაპირობები, კერძოდ: 1. მოპასუხის გამდიდრება; 2. მოპასუხის გამდიდრება უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის ქმედებამ, ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი; 3. მოპასუხის გამდიდრება, როგ----ც შედეგი, უნდა იყოს უკანონო, ანუ მას არ უნდა ჰქონდეს კანონისმიერი შესაძლებლობა, კომპენსაციის გარეშე მიითვისოს აღნიშნული ქონება. რომელიმე ამ პირობის არარსებობა გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

შესაბამისად, იმისთვის რომ სასამართლომ იმსჯელოს მოპასუხის პასუხისმგებლობაზე უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე, აუცილებელია სახეზე იყოს მოსარჩელის ისეთი ქმედება, რამაც გამოიწვია მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრება. განსახილველ შემთხვევაში კი საქმის მასალებით არ დასტურდება საერთოდ ის ფაქტი, რომ უძრავი ქონება მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენდა, ამასთანავე, წარმოდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლითაც დასტურდება მოპასუხის მიერ კონკრეტული ქონების შეძენის ფაქტი, მოპასუხე ვერ მიიჩნევა უძრავი ქონების შეძენით უსაფუძვლოდ გამდიდრებულად. შესაბამისად, მოპასუხისთვის სადავო ქონების დაკისრებას ვერ განაპირობებს ასევე ვერც აღნიშნული საფუძველი.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხეს არ ეკისრება 10 კვ ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის-"ფ------ ჯ-------- გ-----ს" მოსარჩელისთვის დაბრუნების ვალდებულება.

 

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმის განხილვისას დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი შეფასებიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუცია

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 147-ე, 148-ე, 149-ე, 183-ე, 312-ე, 185-ე, 323-ე, 170-ე, 172-ე, 976-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. "ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ", #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30) (იხ. სუსგ, საქმე N182-182-2018). შესაბამისად, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს წინამდებარე გადაწყვეტილებაში იმსჯელოს განსახილველი დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან არსებითად გამოკვეთილ საფუძვლებზე.

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).

შესაბამისად, განსახილველი სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე სასამართლოს ამოცანაა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე დაადგინოს რამდენად არსებობს მოსარჩელისათვის უძრავი ქონების დაბრუნების საფუძველი.

6.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში RYSOVSKYY v. UKRAINE განმარტა, რომ როდესაც სასწორზე დევს საზოგადოებრივი ინტერესი, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებებს, როგ-----ცაა მაგალითად საკუთრების უფლება, საჯარო ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერების ფარგლებში, სათანადოდ და, რაც მთავრია, შესაბამისად (RYSOVSKYY v. UKRAINE, 2012)

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინაღმდეგ კი განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“. (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).

სხვა საქმეზე ევროპული სასამართლო იმეორებს, რომ „საკუთრების ცნებას დამატებითი №1 ოქმის პირველი მუხლის მიხედით, დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს, რომელიც არ შემოიფარგლება ფიზიკური ნივთების ფლობით და ის დამოუკიდებელია ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული ოფიციალური კლასიფიკაციისგან: „საკუთრების“ ცნება არ შემოიფარგლება „არსებული საკუთრებით“, არამედ ის შეიძლება მოიცავდეს აქტივებს, სარჩელების ჩათვლით, რომლებთან დაკავშირებითაც განმცხადებელს შეუძლია განაცხადოს, რომ მას გააჩნია, საკუთრების უფლებისა ან ქონებრივი ინტერესის ეფექტური გამოყენების გონივრული და „კანონიერი მოლოდინი“ (იხ. იონერილდიზი თურქეთის წინააღმდეგ, დიდი პალატა, №48939/99, § 124, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2004-XII და პრინცი ჰანს-ადამ II ლიხტენშტეინი გერმანიის წინააღმდეგ; დიდი პალატა, №42527/98, § 83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2001-VIII).

წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხისგან უსაფუძვლოდ შეძენილი ქონების - უძრავი ნივთის დაბრუნებას. საქმის მასალებით არ დადასტურდა, რომ სადავო უძრავი ქონება მოპასუხის მიერ მესამე პირთან შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების დადებამდე საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა მოსარჩელეს. შესაბამისად, საქმის მასალებით არ დადასტურდა მიმდინარე დავისას სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის განმაპირობებელი არსებითი გარემოება - უძრავ ნივთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების არსებობის ფაქტი. აღნიშნულის შედეგად, სასამართლოს მიერ ნამსჯელია, რომ როგ----ც სავინდიკაციო, ასევე უსაფუძვლო გამდიდრების საფუძვლით მოპასუხეს არ ეკისრება შესაბამისი უძრავი ნივთის მოსარჩელისთვის დაბრუნების ვალდებულება.

სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზოგადი დებულებებით განმტკიცებულია სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეთათვის სავალდებულოდ გასათვალისწინებელი პრინციპი-კეთილსინდისიერების პრინციპი („სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი“, მუხლი 8.3). სწორედ აღნიშნული პრინციპით ხელმძღვანელობა იცავს სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეს ამ ურთიერთობათა შესაძლო უარყოფითი შედეგებისაგან, რაც მთლიანობაში ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას.

 

7. საპროცესო ხარჯები

მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილია 120 ლარი (ს.ფ. 76-77). სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვლება გადახდილად სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ი/მ "ჯ----– ბ--------ე-ჯ---------გ-----ს" სარჩელი სს ,,ე------------- ჯ--------ს'' მიმართ არ დაკმაყოფილდეს;

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა ჯანხოთელი