გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№2/20991-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 მარტი 20-9 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ცისანა სირბილაძე
სხდომის მდივანი ანა დარჩაშვილი
მოსარჩელე - ამხანაგობა „ს--------------–ი“
წარმომადგენელი - ცი–--------------–---–ი
მოპასუხეები - ლ-----------–---–ი, ი-–-----------–---–ი
წარმომადგენელი - შა-–------------ე
დავის საგანი - ხელშეკრულების მოშლა, უძრავი ნივთის საკუთრებაში დაბრუნება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შეწყდეს 20-- წლის 23 ივლისს, ი-–-----------–---–სა და ამხანაგობა „ს--------------–ს“ შორის, დადებული წილისა და მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ ხელშეკრულება ი-–-----------–---–ისათვის უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ს------ს ქუჩა N40-42, სართული 6, ბინა N8, 124.4 კვ.მ, საკადასტრო კოდით N 0-.1-.1-.0---0---0-.0-- გადაცემის შესახებ;
1.2. შეწყდეს 20-0 წლის 30 ივნისს, ი-–-----------–---–სა და ლ-----------–---–ს შორის, დადებული ხელშეკრულება უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ს------ს ქუჩა, N40-42, სართული 6, ბ N 8, 124.4 კვ.მ, საკადასტრო კოდით N 0-.1-.1-.0---0---0-.0------ საჯარო რეესტრში აღირიცხოს მის სახელზე;
1.3. ი-–-----------–---–სა და ლ-----------–---–ს ამხანაგობა „ს--------------–ის“, თავმჯდომარე - თ-------------------------------–--–------------------------------------–-–---–-----------–-----–---–ის სასარგებლოდ, დაეკისროთ მათ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 3 050 ლარის გადახდა.
სარჩელი დაფუძნებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
იბა „ს--------------–ი“ მშენებლობას აწარმოებს ქ. თბილისში, ს------ს ქუჩა N40-42-ში. 20-- წლის 23 ივლისს, იბა „ს--------------–ი“-ს კრების ოქმის თანახმად, ი-–-----------–---–ს მშენებარე კორპუსში გადაეცა უძრავი ქონება მდებარე: თბილისი, ქუ--------მე N40-42, სართული 5, ბ N 8, 124.40 კვ.მ ფართი, 99 520 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, თუმცა მას ამხანაგობის მიმართ ფულადი ვალდებულება არ შეუსრულებია და ბინის საფასური არ გადაუხდია.
20-0 წლის 30 ივნისს, ლ-----------–---–სა და ი-–-----------–---–ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ. ხელშეკრულების თანახმად, უძრავი ქონების გადაცემის საფუძველი იყო იბა „ს--------------–ი“-ს წინაშე არსებული ი-–-----------–---–ის ფულადი ვალდებულების, კერძოდ, 99 520 აშშ დოლარის ამხანაგობაში შენატანის განხორციელება ლ-----------–---–ის მხრიდან, რაც ლ-----------–---–ს არ განუხორციელებია.
მოსარჩელის განმარტებით, აღებული ვალდებულება კომპანიაში ფართის გადაცემის სანაცვლოდ თანხის გადახდის თაობაზე არ შეუსრულებია არც ი-–-----------–---–ს და არც ლ-----------–---–ს დღემდე, მიუხედავად მათ მიმართ არაერთი მოთხოვნისა. უფრო მეტიც, მათ დაარღვიეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და ბინა გასხვისდა მოპასუხეზე, ხოლო ვალდებულება კუთვნილი წილის გადახდის თაობაზე არცერთს არ შეუსრულებია. აღნიშნულიდან გამომდინარე, დღის წესრიგში დადგა ამხანაგობის მხრიდან გაფორმებული ხელშეკრულებიდან გასვლისა და ფართის დაბრუნების საკითხი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ლ-----------–---–ს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
2.2. მოპასუხე გი---------------–---–-ა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. შესაგებელში აღნიშნულია, რომ ვალდებულება ამხანაგობის მიმართ შესრულებულია. ამასთან, უსაფუძვლოდ მიიჩნია მითითება, რომ ლ-----------–---–ისათვის უძრავი ქონების გადაცემის საფუძველია იბა „ს--------------–ის“ წინაშე მისი ფულადი ვალდებულების კერძოდ, 99 520 აშშ დოლარის ამხნაგობაში შენატანის განხორციელება ლ-----------–---–ის მხრიდან.
მოპასუხის განმარტებით, ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გასვლა დაუშვებელია ვინაიდან ირღვევა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის კონსტრუქცია. ამასთან, სახეზე არ არის იმ პროცედურების დაცვა რაც აუცილებელია ხელშეკრულებიდან გასასვლელად. ვალდებულების გრაფაში საჯარო რეესტრის ამონაწერში არ არის მითითებული რაიმე ფულადი ვალდებულების შესახებ, რომელიც შეიძლებოდა ჰქონოდა მას ან ლ-----------–---–ს ამხანაგობის მიმართ. შესაბამისად, მოსარჩელე ითხოვს არარსებულ ფულადი ვალდებულებაზე დაყრდნობით სარჩელის განხორციელებას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 20-- წლის 23 ივლისს, იბა „ს--------------–“-ს და ი-–-----------–---–ს შორის, დაიდო წილისა და მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც წილისა და მოთხოვნის უფლების დამთმობი თმობს, ხოლო წილისა და მოთხოვნის უფლების მიმღები იღებს იბა „ს--------------–ის“ კუთვნილს წილსა და მოთხოვნის უფლებას და რომელიც წარმოადგენს იდეალურ წილს უძრავი ქონებისა მდებარე: ქ. თბილისი, ს------ს ქუჩა N40-42-ში, არანაკლებ 2 საცხოვრებელი ბინა (124.4 კვ.მ და 137.8 კვ.მ V სართულზე). ქონების გადაცემის ვადა განისაზღვრა ერთი წლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- წილისა და მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 20 - 21);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 25)
3.1.2. 20-0 წლის 30 ივნისს, ი-–-----------–---–სა და ლ-----------–---–ს შორის, დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ი-–-----------–---–მა ლ-----------–---–ს გადასცა უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ს------ს ქუჩა N40-42-ში, 124.40 კვ.მ V სართული ბ N8. მესაკუთრის ი-–-----------–---–ის მიერ ლ-----------–---–ისათვის უძრავი ქონების გადაცემის საფუძველია ი.ბ.ა. „ს--------------–ი“-ს წინაშე არსებული „მესაკუთრის“ ფულადი ვალდებულების, კერძოდ: 99 520 აშშ დოლარის „ამხანაგობაში“ შენატანის სახით განხორციელება ლ-----------–---–ის მხრიდან, ზ/აღნიშნული უძრავი ქონების მშენებლობის დასრულებისა და ექსპლუატაციაში მიღებამდე.
ხელშეკრულების მიხედვით, „უძრავი ქონების მიმღებმა“ - ლ-----------–---–მა, იკისრა ვალდებულება განახორციელოს ი.ბ.ა. „ს--------------–ი“-ს წინაშე არსებული ი-–-----------–---–ის ფულადი ვალდებულება და იბა "ს--------------–ში" შენატანის სახით შეიტანოს 99 520 აშშ დოლარი, რაც ხელშეკრულების სანოტარო დამოწმების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად შეადგენდა 183 534,78 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 22 - 23
3.1.3. ხელშეკრულების 6-ემუხლის 'ა" პუნქტით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ წინამდებარე ხელშეკრულებით მხარეთა მიერ ნაკისრი ურთიერთვალდებულებების სრულად შესრულების შემდეგ, მხარეთა შორის ურთიერთვალდებულებები ამოწურულად ითვლება, ხოლო ხელშეკრულების მოქმედება წყდება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- წილისა და მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 20 - 21);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. არც ი-–-----------–---–ს და არც ლ-----------–---–ს ამხანაგობისათვის უძრავი ქონების ღირებულება არ გადაუხდიათ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მტკიცებულებათა წარმოდგენის მოვალეობას საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დასადგენად, კანონმდებელი აკისრებს იმ მხარეს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილი და მოსახერხებელია.
ამავე კოდექსის 1-2-ე მუხლი ადგენს მტკიცების ტვირთის განაწილების პროცესუალურ სტანდარტს და ზოგადი წესის თანახმად, თითოეულ მხარეს ევალება მის მიერ მითითებული გარემოების დამტკიცება, თუმცა, ამავე ნორმის მე-3 ნაწილი ყურადღებას ამახვილებს რიგი გარემოებების სათანადო, განკუთვნადი მტკიცებულებებით დადასტურების აუცილებლობაზე. ამგვარი სათანადო მტკიცებულებების სახეს კი, როგორც წესი, მატერიალური კანონმდებლობა განსაზღვრავს.
მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მის მოთხოვნას, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთი მოთხოვნის უფლებას გააქარწყლებენ - დაკისრებული აქვს მოპასუხეს. აქვე აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც უნდა დაამტკიცოს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე.
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის საფუძველს წარმოადგენს მოპასუხეთა მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი. შესაბამისად, ვალდებულების შესრულების ფაქტის დადასტურება წარმოადგენს მოპასუხე მხარის მტკიცების ტვირთს.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოპასუხეების ი-–-----------–---–ის ან ლ-----------–---–ის მიერ იბა „ს--------------–ში“ 99 520 აშშ დოლარის შენატანის განხორციელების ფაქტი. მოპასუხე ი-–-----------–---–მა შესაგებელში განმარტა, რომ მას თანხა გადახდილი აქვს, თუმცა მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სამართლებრივად ამართლებს სარჩელის მოთხოვნას. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 352-ე, 361-ე, 405-ე, 629-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლის თანახმად, ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით ორი ან რამოდენიმე პირი კისრულობს, ერთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად. ამავე კოდექსის 935-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თითოეულ მონაწილეს უფლება აქვს მოსთხოვოს ყოველ მონაწილეს ერთობლივი საქმიანობიდან გამომდინარე მოვალეობათა კეთილსინდისიერი შესრულება.
დადგენილია, რომ 20-- წლის 23 ივლისს, გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ამხანაგობა „ს--------------–მა“, როგორც წილისა და მოთხოვნის უფლების მფლობელმა, ი-–-----------–---–ს, როგორც წილის ნაწილის მიმღებს, დაუთმო კუთვნილი წილისა და მოთხოვნის უფლება, ხოლო ი-–-----------–---–მა მიიღო ამხანაგობაში აღნიშნული წილი და მოთხოვნის უფლება, რის საფუძველზედაც ის გახდა ამხანაგობის დამფუძნებელი წევრი.
სასამართლო მიუთითებს, რომ მხარეთა შორის წარმოშობილ ურთიერთობებს საფუძვლად უდევს ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულება, მოსარჩელე და მოპასუხე წარმოადგენენ ამხანაგობის წევრებს. ამხანაგობის ხელშეკრულება, როგორც კონკრეტული მიზნის მისაღწევად პირთა გაერთიანებაზე აგებული ხელშეკრულება, მოითხოვს წევრებისაგან ისეთი მოქმედებების განხორციელებას, რომელთაც ახასიათებს სხვადასხვა ხელშეკრულებებისათვის დამახასიათებელი თავისებურებები. ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების თავისებურება ვლინდება იმაში, რომ დასახული მიზნის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მონაწილე პირთა ერთობლივი საქმიანობით. ამხანაგობის წევრების ინტერესები მიმართულია საერთო მიზნის მიღწევისაკენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთმანეთის მიმართ ისინი არ შეიძლება გამოდიოდნენ, როგორც კრედიტორი და მოვალე.
აღნიშნული წარმოადგენს შემთხვევას, როდესაც უნდა გაიმიჯნოს საერთო საქმიანობის მიზნის მისაღწევად ამხანაგობის წევრების უფლებები და ნაკისრი ვალდებულებები იმ უფლება-ვალდებულებებისაგან, რომლებიც შემდეგ მათ წარმოეშობათ ერთმანეთის მიმართ, კერძოდ, ერთ შემთხვევაში, საერთო საქმიანობასთან დაკავშირებით, კეთილსინდისიერად შესრულების მოთხოვნის უფლება აქვს თითოეულ მონაწილეს ერთობლივი საქმიანობის ყოველი მონაწილისაგან (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 935-ე მუხლის მე-2 ნაწილი) არა უშუალოდ თავისი, არამედ მხოლოდ საერთო საქმიანობის მონაწილეთა სასარგებლოდ. მეორე შემთხვევაში, ერთმანეთთან ურთიერთობაში პასუხისმგებლობის ოდენობა განისაზღვრება მონაწილეთა წილის შესაბამისად, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 937-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადება). ამ უკანასკნელ შემთხვევაში კანონით გათვალისწინებულია დანაწესი, რომლის თანახმად, პასუხისმგებლობის საკითხი დგება ერთმანეთის მიმართ.
„ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების თავისებურებას წარმოადგენს მხარეთა სურვილი, საკუთარი ქონების, გამოცდილებისა თუ პროფესიული უნარ-ჩვევების გაერთიანებით, ერთობლივად იმოქმედონ გარკვეული მიზნების მისაღწევად, ამასთან, ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების აუცილებელი წინაპირობაა, რომ ამხანაგობა ყალიბდება იურიდიული პირის შეუქმნელად. საერთო მიზნის არსებობა გარიგების მთავარ წინაპირობას წარმოადგენს, ამიტომ ამხანაგობის თითოეული წევრი მონაწილეობს, როგორც გარიგების დამოუკიდებელი მხარე და იმის გათვალისწინებით, რომ ამხანაგობა არ იძენს იურიდიული პირის სტატუსს, სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობების დამყარებისას წარმოშობილ ვალდებულებებზე პასუხისმგებლობა ეკისრება ამხანაგობის თითოეულ წევრს. სწორედ ამგვარი შინაარსის მატარებელია სამოქალაქო კოდექსის 937-ე მუხლის პირველი ნაწილი. (იხ. სუსგ 21.0-.20-6 წ. საქმე №ას-803-758-20-5)
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე.
სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს.
კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 20-- წლის 23 ივლისს, იბ------------“-ს და ი-–-----------–---–ს შორის, დაიდო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ი-–-----------–---–ს უნდა გადასცემოდა უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ს------ს ქუჩა N40-42-ში, არანაკლებ 2 საცხოვრებელი ბინა (124.40 კვ.მ და 137.8 კვ.მ V სართულზე). დასათმობი წილის ნაწილისა და მოთხოვნის უფლების ღირებულება განისაზღვრა 99 520 აშშ დოლარით.
მხარეთა შორის სადავოდაა გამხდარი 124.40 კვ.მ ფართის V სართულზე მდებარე 99 520 აშშ დოლარის ღირებულების მქონე უძრავი ქონების საკითხი, რომლის თაობაზედაც ი-–-----------–---–სა და ლ-----------–---–ს შორის ასევე გაფორმდა ხელშეკრულება იმ პირობით, რომ ლ-----------–---–ი ამხანაგობას გადაუხდიდა სადავო ბინის ღირებულებას. დადგენილია, რომ ამხანაგობაში თანხის შეტანის ვალდებულება არც ი-–-----------–---–ს და არც ლ-----------–---–ს, არ შეუსრულებიათ.
სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.
სასამართლო შენიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსი 316-317-ე, 361-ე მუხლების შესაბამისად, ვალდებულების შეუსრულებლობა წარმოშობს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ შედეგებს. ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობამ შეიძლება მხარე აიძულოს, რომ უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ ვალდებულების შესრულება ვადის გადაცილებით მის ინტერესს ხელშეკრულების მიმართ აზრს უკარგავს. სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლი ადგენს ხელშეკრულებიდან გასვლის წესსა და სავალდებულო წინაპირობებს. კერძოდ, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია, უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია, უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.
ამავე მუხლის 2-ე პუნქტის მიხედვით, არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ: აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება; ვალდებულება არ შესრულდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო კრედიტორმა ურთიერთობის გაგრძელება ხელშეკრულებით დაუკავშირა ვალდებულების დროულ შესრულებას; განსაკუთრებული საფუძვლებიდან გამომდინარე, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, გამართლებულია ხელშეკრულების დაუყოვნებლივ მოშლა.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა განმარტებებით დასტურდება მოდავე მხარეებს შორის არსებული პრეტენზიები როგორც სადავო, ასევე სხვა უძრავ ქონებებთან დაკავშირებითაც. მოპასუხის განმარტება, რომ მას ამხანაგობისათვის სადავო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება შესრულებული აქვს დადასტურებული არ არის. ასეთ პირობებში სასამართლოს მოსაზრებით, სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის 2-ე პუნქტის შესაბამისად, დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილების განხორციელება აუცილებელი არ არის.
შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულებიდან გასვლის პირობები.
სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება). ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების განხორციელების გამო მხარეებს შორის წარმოიშვა ახალი ვალდებულება, რომლის თანახმად, მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს ხელშეკრულების საგნის-უძრავი ქონების უკან დაბრუნება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 3 050 ლარი. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად მოპასუხეებს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 20-8 წლის 13 ივლისის განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ლ-----------–---–ის სახელზე რიცხულ სადავო უძრავ ქონებას. სარჩელი დაკმაყოფილდა შესაბამისად, ძალაში უნდა დარჩეს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ამხანაგობა "ს--------------–ის", თავმჯდომარე - თ--------------ე, დამფუძნებელი წევრები ა--------ე, ქ--------------–-–---–ი, ნ-------–-----–---–ი, სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. შეწყდეს 20-- წლის 23 ივლისს, ი-–-----------–---–სა და ამხანაგობა "ს--------------–ს" შორის, დადებული წილისა და მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ ხელშეკრულება ი-–-----------–---–ისათვის უძრავი ქონების, მდებარე; ქ. თბილისი, ს------ს ქუჩა, N40-42, სართული 6, ბინა N8, 124.4 კვმ, საკადასტრო კოდით N0-.1-.1-.0---0---0-.0-- გადაცემის შესახებ;
3. შეწყდეს 20-0 წლის 30 ივნისს, ი-–-----------–---–სა და ლ-----------–---–ს შორის, დადებული ხელშეკრულება უძრავი ქონების, მდებარე ქ.თბილისი, ს------ს ქუჩა, N40-42, სართული 6, ბინა N8, 124.4 კვმ, საკადასტრო კოდით N 0-.1-.1-.0---0---0-.0-- გადაცემის შესახებ;
4. იბა "ს--------------–ს" საკუთრებაში დაუბრუნდეს უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ს------ს ქუჩა, N40-42, სართული 6, ბინა N8, 124.4 კვმ, საკადასტრო კოდით N 0-.1-.1-.0---0---0-.0------ საჯარო რეესტრში აღირიცხოს მის სახელზე.
5. ი-–-----------–---–სა და ლ-----------–---–ს ამხანაგობა "ს--------------–ის", თავმჯდომარე - თ-------------------------------–--–------------------------------------–-–---–-----------–-----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროთ მათ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 3 050 ლარის გადახდა;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 1- დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გაადწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგარძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ცისანა სირბილაძე