გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.04.2019
საქმის ნომერი
330210019002866644
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
05.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/3805-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

5 აპრილი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ხათუნა ჯინორია

სხდომის მდივანი ირაკლი გამსახურდია

მოსარჩელე - სს ,,ლ-------------ი"

მოპასუხე - ნ---------–-------ე

წარმომადგენელი - ნ----------–--–---–ი

მოპასუხე - გ-------------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 ნ---------–-------ესა და გ-------------ეს სს „ლ-------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 8 056.90 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 4 679.44 ლარი, პროცენტი - 2 701.90 ლარი და ჯარიმა - 675.56 ლარი.

 

სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

სს „ლ-------------სა“ და ნ---------–-------ეს შორის 2017 წლის 28 თებერვალს გაფორმდა სა------------------ ხე-––-------–-ბა. კრედიტით გათვალისწინებული თანხის ოდენობამ შეადგინა 5 000 ლარი, წლიური 38%, ხე-––-------–-ბის მოქმედების ვადად განისაზღვრა 36 თვე. 12.09.2017 წლიდან მოპასუხის მხრიდან არ მომხდარა ხე-––-------–-ბით გათვალისწინებული თანხის დაფარვა. მოპასუხის დავალიანება სს „ლ-------------ის“ მიერ დაანგარიშებულია 2019 წლის 19 თებერვლის მდგომარეობით (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი).

 

საკრედიტო ხე-––-------–-ბის უზრუნველყოფის მიზნით გ-------------ესთან გაფორმებული იქნა სოლიდარული თავდებობა. თავდების მაქსიმალური პასუხისმგებლობა განისაზღვრა 5 150 ლარით.

 

ბანკმა 2019 წელს მიმართ მოპასუხეებს 5 სამუშაო დღის განმავლობაში უზრუნველეყოთ გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადახდა, თუმცა ვალდებულება არ შესრულებულა.

 

მოპასუხეთა დავალიანება 2019 წლის 19 თებერვლის მდგომარეობით შეადგენს 8 056.90 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა - 4 679.44 ლარი, პროცენტი - 2 701.90 ლარი და ჯარიმა - 675.56 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეებმა ნ---------–-------ემ და გ-------------ემ წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნეს სარჩელის მოთხოვნები და აღნიშნეს, რომ მოპასუხეებს არ აქვთ ჩაბარებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლით გათვალისწინებული შეტყობინებები და არ აქვთ განსაზღვრული დამატებითი ორკვირიანი ვადა.

 

ხე-––-------–-ბიდან გამომდინარე, მოსარჩელეს შეუძლია მოითხოვნოს მხოლოდ ის დავალიანება, რაც ამ მომენტისათვის გააჩნია მოპასუხეს მის მიმართ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სს „ლ-------------სა“ და ნ---------–-------ეს (მსესხებელი) შორის 2017 წლის 28 თებერვალს გაფორმდა სა------------------ ხე-––-------–-ბა. კრედიტით გათვალისწინებული თანხის ოდენობამ შეადგინა 5 000 ლარი, წლიური 38%, ხე-––-------–-ბის მოქმედების ვადად განისაზღვრა 36 თვე.

 

ხე-––-------–-ბით ასევე განისაზღვრა კრედიტის თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლო 1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- 28.02.2017 წლის სა------------------ ხე-––-------–-ბა

- 28.02.2017 წლის ხე-––-------–-ბის მნ-–----–-----------------.

 

3.1.2. 2017 წლის 28 თებერვალს ბანკსა და გ-------------ეს (თავდები) შორის გაფორმდა თა---------ს ხე-––-------–-ბა, რომლითაც თავდებმა ბანკის წინაშე იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად. თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 5150 ლარით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 28.02 2017 წლის განაცხადი;

- 28.02.2017 წლის თა---------ს ხე-––-------–-ბა;

 

3.1.3 სს „ლ-------------ის“ მიერ N1------- სა------------------ ხე-––-------–-ბით, გაცემული კრედიტის თანხები მსესხებელმა აითვისა.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- დავალიანების ცნობა;

- გადახდების ისტორია.

 

3.1.4 მსესხებელმა ზედიზედ სულ მცირე ორჯერ დაარღვია საკრედიტო ვალდებულებებით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკი და 2017 წლის 12 სექტემბრის შემდეგ თანხა აღარ გადაუხდია. 2019 წლის 19 თებერვლის მდგომარეობით მოპასუხეების დავალიანება სს „ლ-------------ის “ მიმართ შეადგენს 8 056.90 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა - 4 679.44 ლარი, პროცენტი - 2 701.90 ლარი და ჯარიმა - 675.56 ლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- დავალიანების ცნობა.

 

3.1.5 2019 წლის 14 თებერვალსა და 18 თებერვალს მოპასუხეებს არსებულ დავალიანებასთან დაკავშირებით გაეგზავნათ გაფრთხილების წერილები ბანკისათვის ცნობილ მისამართზე და განესაზღვრა დამატებითი ვადა ვალდებულების შესრულებისათვის. წერილები ნ---------–-------ეს და გ-------------ეს არ ჩაბარდა.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- გაფრთხილების წერილები;

- უკუგზავნილის დეტალები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1 სა------------------ N1------- ხე-––-------–-ბა ვადამდე შეწყდა 2019 წლის 25 თებერვალს.

 

სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად ერთობლივად, ყოველმხრივ და ობიექტურად შეფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რის შედაგადაც დაადგინა სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლით გათვალისწინებული სა------------------ ხე-––-------–-ბის ვადამდე შეწყვეტის წინაპირობების არსებობა.

 

მოპასუხეებმა შესაგებელში აღნიშნეს, რომ მათ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლით გათვალისწინებული შეტყობინებები არ აქვთ ჩაბარებული და არ აქვთ განსაზღვრული დამატებითი ორკვირიანი ვადა.

 

სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საერთოდ რომ არ ყოფილიყო გაგზავნილი გაფრთხილების წერილები, ბანკს სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით შეეძლო შეეწყვიტა ხე-––-------–-ბა ვადამდე.

 

საქმეში წარმოდგენილია გაფრთხილების წერილები, რომელიც გაეგზავნათ მოპასუხეებს 2019 წლის 14 თებერვალსა და 18 თებერვალს ბანკისათვის ცნობილ მისამართზე და განესაზღვრათ დამატებითი ვადა ვალდებულების შესრულებისათვის. თუმცა მათ წერილები არ ჩაბარდათ. მოსარჩელემ მოპასუხეებს განუსაზღვრა 5 დღის ვადა ვალდებულების შესრულებისათვის.

 

სა------------------ N1------- ხე-––-------–-ბის 9.2 - 9.2.1.1 მუხლებით, ხე-––-------–-ბის ან/და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და პირობებით შესაძლებელია ხე-––-------–-ბის სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტა ვადამდე ბანკის მიერ თუ მსესხებელი სრულად და ჯეროვნად არ შეასრულებს კრედიტის თანხის ან/და კრედიტის თანხასთან დაკავშირებული გადასახდელების გადახდის ვალდებულებას და ასეთი შეუსრულებლობა ან/და არაჯეროვანი შესრულება გაგრძელდება 10 საბანკო დღეზე მეტ ხანს ან/და ასეთი დარღვევა განმეორდება ორჯერ.

 

საქმეში წარმოდგენილი დავალიანების შესახებ ცნობით ირკვევა, რომ მოპასუხის მიერ სესხის დაფარვის გრაფიკი დაირღვა 12.09.2017. ამდენად, სახეზეა მოპასუხეების მიერ N1------- სა------------------ ხე-––-------–-ბითა და სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლით გათვალისწინებული გრაფიკის დარღვევის ვადები.

 

სასამართლოში სარჩელის წარდგენის გზით მოსარჩელემ ცალსახად გამოავლინა ნება, შეეწყვიტა ხე-––-------–-ბა, ხოლო მოპასუხე არ არის თანახმა, დავალიანების დაფარვაზე, სასამართლო ხე-––-------–-ბას შეწყვეტილად მიიჩნევს 25.02.2019 წლიდან - სარჩელის სასამართლოში აღძვრის მომენტიდან. სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დამატებითი ვადის განსაზღვრა არ არის აუცილებელი, თუ აშკარაა, რომ ამას შედეგი არ მოყვება. მოცემულ შემთხვევაში, ნ---------–-------ე სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზეც უარს აცხადებს დავალიანების დაფარვაზე, ხოლო მოსარჩელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მას გაფრთხილების წერილების გაგზავნის მიუხედავად მას შეეძლო სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით შეეწყვეტა ცალმხრივად ხე-––-------–-ბა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „ლ-------------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე, 868-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 891-ე, 895-ე, 898-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხე-––-------–-ბით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, ხოლო 867-ე მუხლის თანახმად კი სა------------------ ხე-––-------–-ბით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საბანკო კრედიტი არის სესხი, რომელსაც გასცემს კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება − საკრედიტო კავშირი, ამასთან, ჩვეულებრივი სესხის ხე-––-------–-ბისაგან განსხვავებით, საბანკო კრედიტი ყოველთვის სარგებლიანია.

 

დადგენილია, რომ სს „ლ-------------სა“ და ნ---------–-------ეს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სა------------------ ხე-––-------–-ბის საფუძველზე, რომლის შესაბამისად, ბანკმა იკისრა ვალდებულება კლიენტის სასარგებლოდ გაეცა სესხი შეთანხმებული ოდენობით, ხოლო თავის მხრივ - ნ---------–-------ემ იკისრა ვალდებულება დაებრუნებინა სესხი ხე-––-------–-ბით შეთანხმებულ ვადებში.

 

სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია გადახდის გრაფიკი ზედიზედ სულ მცირე ორჯერ. ბანკმა გაუგზავნა გაფრთხილების წერილები მოვალეებს და განუსაზღვრა დამატებითი ვადა ვალდებულების შესრულებისათვის, თუმცა წერილები ადრესატს არ ჩაბარდა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 405-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დამატებითი ვადის დაწესება არ არის აუცილებელი, თუ აშკარაა, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეები უარს აცხადებენ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე, ამდენად, დამატებითი ვადის დაწესება უშედეგოა და სასამართლო მიიჩნევს, რომ ბანკმა საკრედიტო ხე-––-------–-ბები შეწყვიტა სარჩელის წარდგენის გზით.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი.

 

დადგენილია, რომ კრედიტით სარგებლობისათვის 2017 წლის 28 თებერვლის ხე-––-------–-ბით განისაზღვრა წლიური საპროცენტო განაკვეთი - 38%.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს სა------------------ შესახებ ხე-––-------–-ბიდან გამომდინარე სესხზე დარიცხული პროცენტის ნაწილშიც. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეს აღნიშნული ხე-––-------–-ბით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია.

 

რაც შეეხება მოპასუხის მტკიცებას, რომ მოსარჩელემ პროცენტი მთელ სახე-––-------–-ბო პერიოდზე დათვალა, რისი უფლებაც არ ჰქონდა, სასამართლო ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ დავალიანება დათვლილია 2019 წლის 19 თებერვლის მდგომარეობით, ხოლო ხე-––-------–-ბა შეწყვეტილია 2019 წლის 25 თებერვლიდან.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ხე-––-------–-ბის მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

დადგენილია, რომ სა------------------ ხე-––-------–-ბა შეიცავს შეთანხმებას პირგასამტეხლოს თაობაზე, კერძოდ, 2017 წლის 28 თებერვალს გაფორმებული ხე-––-------–-ბით გათვალისწინებული იქნა ვადაგადაცილებისთვის პირგასამტეხლო, რომელიც შეადგენს ვადაგადაცილებული თანხის 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

მოსარჩელე ითხოვს 2019 წლის 19 თებერვლის მდგომარეობით დარიცხული პირგასამტეხლოს - 675,56 ლარის გადახდას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ დასაშვებია მხოლოდ შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირება.

 

სასამართლო, დარღვეული ვალდებულების მოცულობის გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლო არ არის შეუსაბამოდ მაღალი და მოთხოვნა ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.4 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თა---------ს ხე-––-------–-ბით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ან უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

ამავე კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, ხოლო 898-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თა---------ს დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.

 

დადგენილია, რომ სს „ლ-------------სა” და ნ---------–-------ეს შორის დადებული სა------------------ ხე-––-------–-ბა უზრუნველყოფილია მოპასუხე გ-------------ის სოლიდარული თა---------თ (იხ. ზევით 3.1.2 პუნქტი). აქედან გამომდინარე, კრედიტორი უფლებამოსილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, მსესხებელთან ერთად სოლიდარულად წაუყენოს მოთხოვნა თავდებსაც. ამასთან დადგენილია, რომ თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვარი შეადგენს 5150 ლარს, ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა მხოლოდ ამ ნაწილშია საფუძვლიანი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ნ---------–-------ეს და გ-------------ეს სს ,,ლ-------------ის" სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის - 154,50 ლარის ანაზღაურება, ვინაიდან თავდების მიმართ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო ნ---------–-------ეს სს ,,ლ-------------ის" სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის - 87.21 ლარის ანაზღაურება;

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ,,ლ-------------ის" სარჩელი მოპასუხე ნ---------–-------ის მიმართ დაკმაყოფილდეს;

2. სს ,,ლ-------------ის" სარჩელი მოპასუხე გ-------------ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

3. ნ---------–-------ეს და გ-------------ეს მოსარჩელე სს ,,ლ-------------ის" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების 5150 ლარის გადახდა;

4. ნ---------–-------ეს მოსარჩელე სს ,,ლ-------------ის" სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების 2906,90 ლარის გადახდა;

5. ნ---------–-------ეს და გ-------------ეს სს ,,ლ-------------ის" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის - 154,50 ლარის ანაზღაურება;

6. ნ---------–-------ეს სს ,,ლ-------------ის" სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 87.21 ლარის ანაზღაურება;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, ან მისი წარმომადგენელი, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა ჯინორია