გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2-----18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
26 მ-----ი, 2--- წელი თ---–-ს-
შესავალი ნაწილი
თ---–-ს-ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლილი ტყემალაძე
სხდომის მდივანი - ანა მეშველიანი
მოსარჩელე - შპს “ე------- ს------“
წარმომადგენლები - დ----- მ–------ე, ზ------ ჭ----–-–---–ი
მოპასუხე - შპს „ე---ა---ს- თ---–-ს-“
წარმომადგენლები - ვ--–---ი უ----–---–ი, ი----ა დ-------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. დაეკისროს შპს "ე---ა---ს- თ---–-სს" შპს "ე------- ს------ის" სასარგებლოდ 4--- ლარის გადახდა.
სარჩელში განმ-----ებულია, რომ 2--- წლის მაის-დან ივლის-ს ბოლომდე ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე შპს "ე------- ს------ი" პროგრამულ მომსახურებას უწევდა შპს "ე---ა---ს- თ---–-სს".
მხარეებმა 2--- წლის 1 აგვისტოს წერილობითი ფორმით გააფორმეს პროგრამული მომსახურების ხელშეკრულება და განაგრძეს უკვე არსებული სამართლებრივი ურთიერთობა. ხელშეკრულების თანახმად, 2--- წლის მაის-დან 2017 წლის დეკემბრის ბოლომდე მოსარჩელეს მოპასუხისათვის უნდა გაეწია პროგრამული მომსახურება, ხოლო თავის მხრივ, მოპასუხე კისრულობდა ვალდებულებას გადაეხადა შპს "ე------- ს------ისთვის" გაწეული მომსახურების ღირებულება.
მოსარჩელემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად, კეთილს-ნდის-ერად და მაღალკვალიფიციურად, რაც დასტურდება კიდეც დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურებით.
მოსარჩელის მიერ გაწეული პროგრამული მომსახურების ღირებულების საერთო ჯამი შეადგენს 1---- ლარს, საიდანაც მოპასუხემ აანაზღაურა მხოლოდ დავალიანების ნაწილი - 1---- ლარი. წინამდებარე სარჩელის შემოტანის მომენტისათვის მოპასუხის დავალიანება შპს "ე------- ს------ის" მიმართ, ზემოაღნიშნული საგადასახადო ანგარიშფაქტურებისა და კომპანიის საბუღალტრო ამონაწერის მიხედვით, შეადგენს 4--- ლარს.
მოსარჩელემ ს-ტყვიერად არაერთხელ გააფრთხილა მოპასუხე, ასევე მიმართა გაფრთხილების წერილითაც და დამატებითი ვადა განუსაზღვრა ვალდებულების შესასრულებლად, თუმცა უშედეგოდ, მოვალის მხრიდან გაფრთხილებას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია, მას დავალიანება არ დაუფარავს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი.
შესაგებელში განმ-----ებულია, რომ ანგარიშფაქტურების დადასტურება ხდებოდა მოსარჩელესთან დაკავშირებული კომპანიის - შპს „ფ---------ი მ------ის ჯ-----ის“ მიერ, რის გამოც არ შეიძლება ჩაითვალოს მოსარჩელის მიერ მომსახურების ჯეროვნად გაწევის მტკიცებულებად.
მოპასუხის წარმომადგენელი დაეთანხმა ფაქტობრივ გარემოებებს, მოსარჩელის მიერ ზეპირი და წერილობითი ხელშეკრულებების საფუძველზე მომსახურების გაწევის შესახებ.
მოპასუხის წარმომადგენელი სასამართლო მთავარ სხდომაზე სადავოდ გადახადა სამი ანგარიშფაქტურა და დავალიანების არსებობა მოსარჩელის წინაშე (იხ. 2--- წლის 7 მ-----ის სხდომის ოქმი17 :13:42).
3.ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2--- წლის მაის-დან ივლის-ს ბოლომდე ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე შპს "ე------- ს------ი" პროგრამულ მომსახურებას უწევდა შპს "ე---ა---ს- თ---–-სს".
შპს "ე------- ს------სა" (შემსრულებელი) და შპს "ე---ა---ს- თ---–-სს" (შემკვეთი) შორის 2--- წლის 1 აგვისტოს წერილობით გაფორმდა მომსახურების ხელშეკრულება და მხარეებმა განაგრძეს უკვე არსებული სამართლებრივი ურთიერთობა.
ხელშეკრულების თანახმად, შემსრულებელმა იკისრა ვალდებულება უზრუნველეყო შემკვეთი მიმდინარე პერიოდის პროგრამული უზრუნველყოფით; ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 1 წლით.
ხელშეკრულებით განისაზღვრა საზღაურის გადახდის წეს-, შემსრულებელს მომსახურების გაწევისათვის შემკვეთი გადაუხდიდა საზღაურს 590 ლარს (დღგ-ის ჩათვლით).
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმ-----ება (ს.ფ. 4-9)
მოპასუხის ახსნა-განმ-----ება (ს.ფ. 58; იხ, 2--- წლის 7 მ-----ის სასამართლო სხდომის ოქმი,17:03:57).
საგადასახადო ანგარიშფაქტურები ეა-13 0------, ეა-13 1------ (ს.ფ. 18-19).
მომსახურების ხელშეკრულება (80-83).
ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხე მხარე წარმოდგენილი შესაგებლით დაეთანხმა მოსარჩელის მიერ მითითებულ პირველ და მეორე ფაქტობრივ გარემოებას, რაც ადასტურებს, რომ მხარეთა შორის ზეპირი ხელშეკრულება მომსახურების თაობაზე დადებული იყო ჯერ კიდევ 2--- წლის 1 აგვს-ტომდე (წერილობითი ხელშეკრულების გაფორმებამდე). მოპასუხე მხარის მიერ საქმის მთავარ სხდომაზე განხილვის დროს ახალ გარემოებებზე მითითება ვერ იქნება სასამართლოს მიერ გაზიარებულია, ვინაიდან აღნიშნულით მოპასუხის მიერ დარღვეულია სსსკ 219-ე მუხლის დანაწეს-.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. შპს "ე---ა---ს- თ---–-ს-ს" დავალიანება შპს "ე------- ს------ის“ მიმართ შეადგენს 4--- ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექს-ს 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმ-----ებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მოპასუხე მხარემ სადავოდ გახადა დავალიანების არსებობა და მოსარჩელის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულება, ასევე მიუთითა, რომ საქმეში არსებული ანგარიშფაქტურები არ ადასტურებენ მომსახურების (ჯეროვნად) გაწევის ფაქტს, რამდენადაც ანგარიშფაქტურების დადასტურება ხდებოდა მოსარჩელესთან დაკავშირებული კომპანიის - შპს „ფ---------ი მ------ის ჯ-----ის“ მიერ.
მოსარჩელე მხარეს მომსახურების გაწევისა და შესაბამის- ღირებულების დასადასტურებლად, წარმოდგენილი აქვს მხარეებს შორის 2--- წლის 1 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება, დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურები და ამონაწერი ბუღალტრული პროგრამიდან.
სსსკ-ის 102-ე მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონით გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. სწორედ დასახელებული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექს-ს მე-4 მუხლით კი მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა 2--- წლის 1 აგვისტომდე, მანამ სანამ მხარეები წერილობით გააფორმებდნენ მომსახურების თაობაზე ხელშეკრულებას. აღნიშნული გარემოება დგინდება თვით მხარეთა ახსნა-განმ-----ებით (შესაგებელში ეს გარემოება მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია), ასევე წარმოდგენილი ანგარიშფაქტურებით №ეა-13 0------, ეა-13 1------, ეა-13 2------. აღნიშნულით დგინდება, რომ გარდა პროგრამული მომსახურებისა, რომლის ღირებულება მხარეთა მიერ 2--- წლის 1 აგვისტოს ხელშეკრულებით განისაზღვრა 590 ლარით, მოსარჩელემ მოპასუხეს 2--- წლის 27 მაისს მიჰყიდა ი----- ს-–----ო პ------ეს-ო---–ი - ღირებულებით - 1298 ლარი (იხ. ს.ფ. 18) და 2--- წლის 30 ივნისს მოახდინა მის- პროგრამული მომსახურება ღირებულებით - 5782 ლარი (იხ. ს.ფ. 19). ასევე, 2--- წლის 23 აგვისტოს მოსარჩელემ მოპასუხეს მიჰყიდა ი----- ს-–----ო (5 მომხმარებლიანი ქსელური) ღირებულებით - 2360 ლარი (იხ. ს.ფ. 20). აღნიშნული მონაცემები ასახულია ასევე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ამონაწერში ბუღალტრული პროგრამიდან (იხ. ს.ფ. 38). სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული ამონაწერი არის შედგენილი ცალმხრივად და უნდა შეფასდეს როგორც მოსარჩელის ახსნა-განმ-----ება, თუმცა 2--- წლის 7 მ-----ის სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელს სადავოდ არ გაუხდია ამონაწერში დაფიქს-რებული მონაცემები (იხ.2--- წლის 7 მ-----ის სასამართლო სხდომის ოქმი).
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ანგარიშფაქტურები (№ეა-13 0------, ეა-13 1------, ვა-13 2------, ეა-13 2------, ეა-13 2------, ეა-13 3------, ეა-13 4-----5, ეა-13 4-----4, 1ა-13 5------, ეა-13 6------, ეა-13 6-----6, ეა-13 7------, ვა-13 8------, ეა–13 8------, ეა-13 9------, ეა-14 0------, ეა-14 1------, ეა 14 1------, ეა–14 2------, ეა-14 3------) დადასტურებულია მოპასუხის მიერ და საქმეში არ არის წარმოდგინილი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ფაქტს, მოპასუხის მიერ ანგარიშფაქტურების სადავოდ გახდისა.
აღნიშნული ანგარიშფაქტურების მიხედვით, შპს "ე------- ს------ის“ მიერ შპს "ე---ა---ს- თ---–-ს-სათვის“ გაწეული მომსახურების ჯამური ღირებულებაა 1---- ლარი, საიდანაც მოპასუხის მიერ 1---- ლარის გადახდის ფაქტი მხარეებს შორის არ არის სადავო (იხ, სარჩელი ს.ფ.6; 2--- წლის 07 მ-----ის სასამართლო სხდომის ოქმი, 17:20:48). რაც შეეხება დარჩენილი დავალიანების 4--- ლარის გადახდის ფაქტს აღნიშნული მოპასუხე მხარეს არ დაუდასტურებია სსკ-ის 427-ე და 429-ე მუხლების შესაბამისად.
საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, მოსარჩელის მოთხოვნა - 4--- ლარის გადახდის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და ემყარება წერილობით მტკიცებულებებს. რაც შეეხება მოპასუხე მხარეს, მან ამ შემთხვევაში ვერ გააქარწყლა მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა. მოპასუხე შემოიფარგლა მხოლოდ ზეპირს-ტყვიერი მითითებებით და სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულება. ამდენად, მის მიერ მითითებული გარემოებები არ შეიძლება ჩაითვალოს დადასტურებულად.
ამასთან, მოპასუხის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ მომსახურების გაწევის ეტაზე შეინიშნებოდა შემსრულებლის მიერ გაწეული მომსახურების ხარვეზები, რაზეც ეცნობა მოსარჩელეს (იხ, 2--- წლის 07 მ-----ის სასამართლო სხდომის ოქმი, 17:03:57).
სადავო არაა, რომ დამკვეთს ხელშეკრულება არ შეუწყვეტია.
საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, დამკვეთის მიერ შემსრულებლისათვის პრეტენზიითა და ნაკლის აღმოფხვრის მიზნით მიმ------ას ან/და დამატებითი შესრულების მოთხოვნის განხორციელებას და სსკ-ის 642-644-ე მუხლებით გათვალისწინებული შესაბამის- წინაპირობების არსებობას.
ასევე, არ დგინდება შპს "ე------- ს------ის“ მიერ 2--- წლის 1 აგვისტოს მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის - პროგრამული მომსახურების არაჯეროვნად შესრულების ფაქტი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველო სამოქალაქო კოდექს-ს 629-ე, 639-ე, 641-ე, 642-ე, 643-ე, 644-ე, 645-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა ექვემდებარება ნარდობის ხელშეკრულებისათვის საქართველოს სამოქალაქო კოდექს-თ გათვალისწინებულ მოწესრიგებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექს-ს 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
განსახილველ შემთხვევაში, ვალდებულების წარმოშობის საფუძველია მხარეთა შორის ზეპირი და წერილობითი ფორმის შეთანხმებები, რომლის მიხედვით შპს „ე------- ს------მა“ (შემსრულებელი) იკისრა ვალდებულება გაეწია დამკვეთისათვის (შპს "ე---ა---ს- თ---–-ს-“) 2--- წლის მაის-დან აგვისტომდე და 2--- წლის 1 აგვისტოდან ერთი წლის განმავლობაში პროგრამული მომსახურება. მხარეები შეთანხმდნენ მომსახურების ღირებულებასა და მომსახურების ანაზღაურების წესზე.
დადგენილია, რომ შპს „ე------- ს------ის“ მიერ დამკვეთისათვის გაწეული მომსახურების დავალიანებამ შეადგინა 4--- ლარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექს-ს 639-ე მუხლის თანახმად, თუ მომსახურება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ შემკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექს-ს 641-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგის-ა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის.
მოპასუხის წარმომადგენელმა მიუთითა ნაკლიანი მომსახურების გაწევის ფაქტზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექს-ს 642-ე მუხლის თანახმად, თუ ნაკეთობა ნაკლის მქონეა, შემკვეთს შეუძლია მოითხოვოს დამატებითი შესრულება. მენარდეს შეუძლია თავის- არჩევანით ან აღმოფხვრას ნაკლი, ან დაამზადოს ახალი ნაკეთობა. დამატებითი შესრულების მიზნით მენარდე ვალდებულია გასწიოს აუცილებელი ხარჯები, მათ შორის, ტრანსპორტის, სამუშაოსა და მასალების ხარჯები. მენარდეს შეუძლია უარი თქვას დამატებით შესრულებაზე, თუ იგი მოითხოვს არათანაზომიერ ხარჯებს. თუ მენარდე დაამზადებს ახალ ნაკეთობას, მას შეუძლია შემკვეთს მოსთხოვოს ნაკლის მქონე ნაკეთობის უკან დაბრუნება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექს-ს 643-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, თუ მენარდე არათანაზომიერი ხარჯების გამო უარს კი არ იტყვის დამატებით შესრულებაზე, მაგრამ ნაკეთობის ნაკლის გამო დამატებითი შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა უშედეგოდ გავიდა, მაშინ შემკვეთს შეუძლია თვითონ აღმოფხვრას ნაკლი და მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება. დამატებითი ვადის განსაზღვრა საჭირო არ არის 405-? ?????? ??-2 ??????? გათვალისწინებულ შემთხვევებში.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექს-ს 644-ე მუხლის თანახმად, ნაკეთობის ნაკლის გამო შემკვეთს შეუძლია 405-ე მუხლის მიხედვით უარი თქვას ხელშეკრულებაზე. ამ შემთხვევაში მენარდე ვალდებულია აუნაზღაუროს შემკვეთს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექს-ს 645-ე მუხლის თანახმად, შემკვეთს, რომელიც არც ხელშეკრულების დამატებით შესრულებას მიიღებს საამისოდ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ და არც უარს განაცხადებს ხელშეკრულებაზე, შეუძლია იმ თანხით შეამციროს საზღაური, რა თანხითაც ნაკლი ამცირებს ნაკეთობის ღირებულებას.
სასამართლო მიუთითებს, რომ კანონმდებელი ადგენს გარკვეულ რეგულაციებს ნივთის ნაკლის გამო სსკ 642-645-ე მუხლებით. კერძოდ, შემკვეთს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს დამატებითი შესრულება (სსკ 642-ე მუხლი), ასევე შემკვეთს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე სსკ 405-ე მუხლის მიხედვით (სსკ 644-ე მუხლი). ასევე, თუ შემკვეთი არ ითხოვს ნივთის ნაკლის გამოსწორებას ან ახლით მის შეცვლას მენარდისათვის საამისოდ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ და არც უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მას შეუძლია იმ თანხით შეამციროს საზღაური, რა თანხითაც ნაკლი ამცირებს ნაკეთობის ღირებულებას (სსკ 645-ე მუხლი).
სასამართლო მიუთითებს, რომ მთელი სახელშეკრულებო ურთიერთობის მანძილზე შემკვეთს - შპს "ე---ა---ს- თ---–-სს“ არ გამოუყენებია ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული უფლებები. ხელშეკრულების მთელი პერიოდის განმავლობაში მიიღო მიწოდებული მომსახურება და მხოლოდ სამართალწარმოების ეტაპზე განაცხადა პრეტენზია მიწოდებული ნივთის შესაბამისობაზე სახელშეკრულებო პირობებთან. სასამართლო მიუთითებს, რომ ამ ეტაპზე ნაკლზე მითითება, ვერ გაათავისუფლებს შემკვეთს მენარდისათვის საზღაურის გადახდის ვალდებულებისაგან, ვინაიდან მომსახურება უკვე მიღებული აქვს. ასევე, არ არის წარმოდგენილი მტკიცება მასზედ, თუ რამდენად ნაკლიანი იყო მომსახურება და რა თანხით შეამცირა ნაკლმა მომსახურების ღირებულება (სსკ 645-ე მუხლი). რაც ასევე ვერ იქნება შეფასებული სასამართლოს ინიციატივით.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის რეალიზება და სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა მოპასუხის მხრიდან ნაკლიანი შესრულების ფაქტი. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ ნარდობის საგანი მოცემულ შემთხვევაში იყო პროგრამული მომსახურების გაწევა. შესაბამისად, მხოლოდ ზეპირს-ტყვიერად, სათანადო სპეციალისტის მიერ ჩატარებული კვლევის გარეშე შეუძლებელია გაწეული მომსახურების ნაკლზე აპელირება.
რამდენადაც დადგენილია, რომ შემსრულებელს ხელშეკრულება არ დაურღვევია და მოპასუხემ ვერ დაადასტურა მოსარჩელის მიერ ნაკლიანი მომსახურების გაწევის ფაქტი, მოსარჩელეს მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებისა და სსკ-ის 629-ე მუხლის შესაბამისად, უფლება აქვს მოითხოვოს გაწეული მომსახურების ანაზღაურება, ხოლო მოპასუხე ვალდებულია გადაუხადოს მოსარჩელეს - 4--- ლარი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექს-ს 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლობისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და ს-რთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ მოითხოვა იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 1000 ლარის ანაზღაურება. მოპასუხემ მოსარჩელეს სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად უნდა აუნაზღაუროს - 1---- ლარი.
მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 6---- ლარის ანაზღაურება. მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 6---- ლარი, ვინაიდან საქმე წარმოადგენს მაგისტრატი მოსამართლის განსჯადს და სსსკ 39-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სახელმწიფო ბაჟი ნახევრდება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექს-ს მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 268-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ე------- ს------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. შპს „ე---ა---ს- თ---–-სს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 4--- ლარის ანაზღაურება.
3. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების ხარჯის - 1---- ლარის ანაზღაურება.
4. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 6---- ლარის გადახდა.
5. მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 1--------8 წელს საგადახდო დავალება # 1------- გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 125.10 ლარიდან - ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 6---- ლარი.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თ---–-ს-ს სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თ---–-ს-ს საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თ---–-ს-ს საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლილი ტყემალაძე