გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N050210019002844532 (N2/87-19)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
23 აპრილი, 2019 წელი ქ.ოზურგეთი
შესავალი ნაწილი
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ციცინო როხვაძე
სხდომის მდივანი მაკა გუჯაბიძე
მოსარჩელეები (მოპასუხეები შეგებებული სარჩელით) - ბა------–---------ე, ირ---------ე
წარმომადგენელი - გო--------------–---–ი
მოპასუხე, (მოსარჩელე შეგებებული სარჩელით)- შპს ,,მი----------------------------–-----------ს“ (უფლებამონაცვლე სს ,,კრ----------ი'')
წარმომადგენელი - ლა–---------------ე
დავის საგანი - სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებულად აღიარება
დავის საგანი შეგებებული სარჩელით - თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. შპს ,,მი----------------------------–-----------სა“ (უფლებამონაცვლე სს ,,კრ----------ი'') და ბა------–---------ეს შორის 20---–-–----- თებერვალს გაფორმებული N2-----------T სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების სრულყოფილად შესრულებულად აღიარება და აღნიშნულის გამო ხელშეკრულების შეწყვეტა.
1.2. შპს ,,მი----------------------------–-----------სა“ (უფლებამონაცვლე სს ,,კრ----------ი'') და ირ---------ეს შორის 20---–-–----- თებერვლის N2-------------I იპოთეკის ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარება.
2. შეგებებული სარჩელით სასარჩელო მოთხოვნა:
2.1. მოპასუხეებს - ბა------–---------ესა და ირ---------ეს სს ,,კრ----------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 20---–-–----- თებერვლის N2-----------T სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 1256.71 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 737.55 აშშ დოლარი, პროცენტი - 306.28 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევის - 5.99 აშშ დოლარი, ჯარიმა ძირ თანხაზე 5%-ის ოდენობით - 36.88 აშშ დოლარი, ხოლო ყოველ მომდევნო ვადაგადაცილებულ დღეზე დარიცხული ჯარიმის 0.27 %-ის ოდენობით, რაც შეადგენს 170.02 აშშ დოლარს.
2.2. სს ,,კრ----------ის” დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხე ირ---------ის საკუთრებაში არსებული, სს ,,კრ----------ის” სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, რომლის რეკვიზიტებია:
- ოზურგეთი, თ-----------–----------------------, საკადასტრო კოდი 2------------------- იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს სს ,,კრ----------ის” მიმართ არსებულ ვალდებულებას სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხეების საკუთრებაში არსებული სხვა ქონება.
1. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
სარჩელის თანახმად, 2014 წლის 04 ნოემბერს ბა------–---------ესა და შპს ,,მი----------------------------–-----------ს“ (უფლებამონაცვლე სს ,,კრ----------ი'') შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ბა------–---------ეს სესხის სახით გადაეცა 5000 აშშ დოლარი, რომელიც უნდა დაებრუნებინა პროცენტის ჩათვლით 2016 წლის 05 ნოემბრამდე, გადახდის გრაფიკის შესაბამისად, თვეში - 280 აშშ დოლარის ოდენობით. ხელშეკრულება იყო კაბალური და ბანკს წინასწარ მიჰქონდა დიდი პროცენტები. კერძოდ, თანხის გადახდის გრაფიკიდან ირკვევა, რომ 2014 წლის 05 დეკემბერს ბა------–---------ის მიერ გადახდილი - 277.76 აშშ დოლარიდან, პროცენტის სახით გადახდილად ჩაითვალა - 112.36 აშშ დოლარი. ხელშეკრულების მოქმედების პირველ ნახევარში 14 თვეში 20---–-–----- თებერვლამდე პროცენტის სახით გადახდილია - 1373 აშშ დოლარი.
მოსარჩელის განმარტებით, ბანკმა ამ ოპერაციების შედეგად მიიღო არნახული ზემოგება და ეს გააკეთა კლიენტის, ამ შეთხვევაში ბა------–---------ის მოტყუების ხარჯზე, ისარგებლა რა მისი მძიმე ეკონომიური მდგომარეობით, შანტაჟის გზით (ემუქრებოდა მას და მის ოჯახს ბინიდან გამოსახლებით) გაუფორმა ახალი სესხის ხელშეკრულება 20---–-–----- თებერვალს, რომლის თანახმად თითქოს მოსარჩელემ აიღო სესხის სახით 2700 აშშ დოლარი ორი წლის ვადით, იმავე დღეს აიძულეს მისი მეუღლე ირ---------ე, სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაეტვირთა ერთადერთი საცხოვრებელი სახლი, მდებარე, ოზურგეთი, თ-----------–----------------------, საკადასტრო კოდით 2-------------------
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარებით 20---–-–----- თებერვალს დადებული სესხის ხელშეკრულება, როგორც წინა 2014 წლის ხელშეკრულება არის კაბალური, 2016 წლის ოქტომბრისა და ნოემბრის თვეში მოსარჩელის მიერ გადახდილი 1420 აშშ დოლარიდან პროცენტის სახით ბანკმა აიღო 700 აშშ დოლარი, ამდენად ძირ თანხას 2700 აშშ დოლარს ბანკის ამ თაღლითური ფინანსური ოპერაციების შედეგად მოაკლდა მხლოდ 1400 აშშ დოლარი; ვინაიდან ბა------–---------ეს გაუჭირდა დარჩენილი 1420 აშშ დოლარის გადახდა, მხარეთა შორის შედგა ახალი გარიგება ზეპირი ფორმით, კერძოდ, თუ ბა------–---------ე გადაიხდიდა 1000 ლარს, გაუფორმებდნენ ახალ ხელშეკრულებას ლარებში, ყოველთვიურად გადაიხდიდა 200 ლარს, რისი დაფარვაც მოხდებოდა ერთი წლის განმავლობაში, თუმცა 1000 ლარი გადახდის შემდეგ ეს პირობაც დაირღვა ბანკის მხრიდან. სარჩელის თანახმად, მოსარჩელეს მიერ ბანკის მიმართ პროცენტებისა და სხვა ხარჯების სახით გადახდილია 4000 აშშ დოლარზე მეტი, სესხის დაფარვა ხდებოდა გაზრდილი კურსით. შესაბამისად სარჩელის აღვრის მომენტისათვის 20---–-–----- თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება სრულყოფილად არის შესრულების მოსარჩლეთა მხრიდან.
1.2. მოპასუხე (მოსარჩელე შეგებებული სარჩელით) - სს ,,კრ----------ის'' პოზიცია სარჩელთან დაკავშირებით
შესაგებლის თანახმად, სს ,,კრ----------ი“ წარმოდგენილ სასარჩელო მოთხოვანს არ ცნობს შემდეგ გარემობებზე მითითებით: შპს ,,მი----------------------------–-----------სა" და მსესხებელ ბა------–---------ეს შორის დღეს მოქმედი ხელშეკრულება დადებულია 20---–-–----- თებერვალს, სესხი სახით მსესხებელს მიღებული აქვს 2700 აშშ დოლარი, რაც შეეხება ბანკსა და მსესხებელს შორის 2014 წლის 04 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულება არ არის მოქმედი, შესაბამისად ამ ფაქტობრივ გარემოებას საქმისათვის არა აქვს მნიშვნელობა.
ბანკსა და მსესხებელ ბა------–---------ეს შორის 20---–-–----- თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე გაიცა სესხი 2700 აშშ დოლარი, რის საფუძველზეც გადაიფარა ბა------–---------ის ვალდებულება სს ,,კრ----------ის" მიმართ, კერძოდ, 2700 დოლარიდან 2479.10 აშშ დოლარით გადაიფარა სესხის ძირი თანხა, 38.08 აშშ დოლარით გადაიფარა სესხის ძირზე დარიცხული პროცენტი, 43.77 დოლარით დაიფარა წინსწრების საკომისიო, 7.08 აშშ დოლარით სადაზღვეო პრემია, ხოლო 48.37 აშშ დოლარი დარჩა მსესხებლის ანგარიშზე. მხარეებს შორის ხელშეკრულება მოქმედების ვადა შეადგენს 3 წელს.
მსესხებელს თანხის გადახები უნდა დაეწყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 თვის შემდეგ, წელიწადში 2-ჯერ, ოქტომბრისა და ნოემბრის თვეში 710 აშშ დოლარის გადახდების გზით. ბანკსა და ირ---------ეს შორის 20---–-–----- თებერვალს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რითაც უზრუნველყოფილი იქნა სს ,,კრ----------სა" და ბა------–---------ის შორის 20---–-–----- თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულება სესხის ხაზით მომსახურებაზე.
შესაგებლის თანახად, სს ,,კრ----------ის“ მხრიდან, არანაირ იძულებას არ ჰქონია ადგილი, მსესხებლის მოთხოვა ვალდებულების შესრულებულად აღიარების თაობაზე უსაფუძლო და დაუსაბუთებელია, 20---–-–----- თებერვალს მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულება არის მხარეთა ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე დადებული, მხარისათვის ცნობილი იყო თუ რა ოდენობით თანხის გადახდა მოუწევდა ხელშეკრულების პირობებისა და სესხის გადახის გრაფიკის შესაბამისად. ამდენად მოსარჩელე მხარეს არა აქვს წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება, რითაც დადასტურდება, სს ,,კრ----------ის" მიმართ ვალდებულების ჯეროვნად და კეთილსინდისიერ შესრულების ფაქტი.
2016 წლის 09 სექტემბერს შპს „მი----------------------------–-----------მ“ შეიცვალა სამართლებრივი ფორმა და ის სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა, როგორც სს „მი----------------------------–-----------“, ხოლო 2017 წლის 17 მარტს სს „მი----------------------------–-----------მ“ შეიცვალა სახელი და დარეგისტრირდა როგორც სს „კრ----------ი“.
2. შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ - სს „კრ----------მა“ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
20---–-–----- თებერვალს შპს ,,მი----------------------------–-----------სა” და ბა------–---------ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სესხის ხაზით მომსახურებაზე.
20---–-–----- თებერვალს შპს ,,მი----------------------------–-----------სა’’ და ირ---------ეს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა ირ---------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ოზურგეთი, თ-----------–----------------------, საკადასტრო კოდით 2------------------, რომლითაც უზრუნველყოფილ იქნა ბა------–---------ესა და შპს ,,მი----------------------------–-----------ს“ შორის გაფორმებული სესხის ხაზით მომსახურების ხელშეკრულება;
20---–-–----- თებერვალს შპს ,,მი----------------------------–-----------სა’’ და ირ---------ეს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა პირმა იკისრეს ვალდებულება თავდებად დაუდგეს და სოლიდარულას აგოს პასუხი გამსასხებლის წინაშე ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე;
20---–-–----- თებერვალს ხელშეკრულების სესხის ხაზით მომსახურების ფარგლებში შპს ,,მი----------------------------–-----------სა” (უფლებამონაცვლე სს ,,კრ----------ი“) და ბა------–---------ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, შემდეგი პირობებით, კრედიტის თანხა 2700 აშშ დოლარი, კრედიტის ვადა 33 თვე, მსესხებლის მიერ თანხის გადახდა უნდა მომხდარიყო გრაფიკის მიხედვით, კერძოდ 2016 წლიდან 2018 წლის ჩათვლით ყოველი წლის ოქტომბრისა და ნოემბრის თვეებში 710 აშშ დოლარის ოდენობით; სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ,,მსესხებელს“ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხებოდა პირგასამტეხლო დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5 %, მაგრამ არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო ყოველ მომდევნო ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 0.27 % მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში.
არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, მოპასუხე ბა------–---------ეს ხელშეკრულებით ნაკირი ვალდებულების შესრულება არ განუხორციელებია 2018 წლის ოქტომბრის თვის შემდეგ, ასევე ვალდებულება არც თავდებმა შეასრულა.
2019 წლის 01 მარტის მდგომარეობით მსესხებლის ბა------–---------ის და ირ---------ის დავალიანება სს ,,კრ----------ის“ მიმართ შეადგენს 1256.71 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 737.55 აშშ დოლარი, პროცენტი - 306.28 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევის - 5.99 აშშ დოლარი, ჯარიმა ძირ თანხაზე 5%-ის ოდენობით - 36.88 აშშ დოლარი, ხოლო ყოველ მომდევნო ვადაგადაცილებულ დღეზე დარიცხული ჯარიმის 0.27 %-ის ოდენობით, რაც შეადგენს 170.02 აშშ დოლარს.
2.1. მოპასუხეების ბა------–---------ისა და ირ---------ის პოზიცია სს ,,კრ----------ის“ შეგებებულ სარჩელთან მიმართებით
20---–-–----- თებერვალს სესხის და თავდებობის ხელშეკრულებები, ერთის მხდრივ შპს ,,მი----------------------------–-----------სა” (უფლებამონაცვლე სს ,,კრ----------ი“) და ბა------–---------ეს, მეორე მხრივ ბანკსა და ირ---------ეს შორის დადებულია იძულებითა და შანტაჟის გზით, მიუხედავად ამისა მოსარჩელეთა მხრიდან სრულად იქნა გადახდილი, როგორც ძირი თანხა, ასევე საპროცენტო სარგებელი - 5000 აშშ დოლარზე მეტი ოდენობით, ხელშეკრულებები არის კაბალური, ვალდებულება სრულად შესრულებულია და შესაბამისად არ არსებობს შეგებებეული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ სადავოდაა გამხდარი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 20---–-–----- თებერვალს შპს ''მი----------------------------–-----------"-სა და მოპასუხე ბა------–---------ეს შორის გაფორმდა სესხის ხაზით მომსახურებაზე ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბა------–---------ის სახელზე გაიხსნა სესხის ხაზი 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ფარგლებში, 240 თვის ვადით.
აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში 20---–-–----- თებერვალს შპს ,,მი----------------------------–-----------ს" და ბა------–---------ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N2-----------T , რომლის საფუძველზეც მოპასუხემ სესხის სახით მიიღო 2700 აშშ დოლარი, 33 თვით, 2.58 % ყოველთვიური კლებადი საპროცენტო სარგებლის დარიცხვის პირობით. აღნიშნული ხელშეკრულებით გადაიფარა ბა------–---------ის ვალდებულება სს ,,კრ----------ის" მიმართ, კერძოდ, 2700 დოლარიდან 2479.10 აშშ დოლარით გადაიფარა სესხის ძირი თანხა, 38.08 აშშ დოლარით გადაიფარა სესხის ძირზე დარიცხული პროცენტი, 43.77 დოლარით დაიფარა წინსწრების საკომისიო, 7.08 აშშ დოლარით სადაზღვეო პრემია, ხოლო 48.37 აშშ დოლარი დარჩა მსესხებლის ანგარიშზე. მხარეებს შორის ხელშეკრულება მოქმედების ვადა შეადგენს 3 წელს. მსესხებელს თანხის გადახდა უნდა დაეწყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 თვის შემდეგ, წელიწადში ორჯერ, ოქტომბრისა და ნოემბრის თვეში 710 აშშ დოლარის გადახდის გზით.
ამავე ხელშეკრულების თანახმად, მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენდა გადაეხადა სიცოცხლის დაზღვევის თანხა; მხარეთა მიერ ასევე შეთანხმებულ იქნა პირგასამტეხლო მსესხებლის მიერ სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადაუხდელობისათვის, დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5 %, მაგრამ არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო ყოველ მომდევნო ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 0.27 % მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2--------- წლის ხელშეკრულება სესხის ხაზით მომსახურებაზე (ს.ფ 102-103);
- 2--------- წლის სესხის ხელშეკრულება N2-----------T (ს.ფ 110-111);
-2--------- წლის გადახდების ვაუჩერი (ს.ფ.113)
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. შეგებებული სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.2. 20---–-–----- თებერვალს გაფორმებული სესხის ხაზით მომსახურეობის ხელშეკრულების და ამ ხელშეკრულების ფარგლებში გაცემული სესხების უზრუნველსაყოფად 20---–-–----- თებერვალს შპს "მი----------------------------–-----------"-სა და ირინა ჩახიძეს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება N2-------------I და იპოთეკით დაიტვირთა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - მდებარე: ოზურგეთი, თ-----------–----------------------, საკადასტრო კოდი 2-------------------
იპოთეკის ხელშეკრულების 5.11 პუნქტის მიხედვით მხარეები შეთანხმდნენ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის ნებისმიერი ფორმით რეალიზაციისას/კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში გადასვლისას მოთხოვნა არ ითვლებოდა დაკმაყოფილებულად, თუ უძრავი ნივთის ღირებულება მთლიანად არ დაფარავდა იპოთეკარის მოთხოვნას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 20---–-–----- თებერვლის იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 104-106)
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.1--------- წლის სასამართლოს სხდომის ოქმი)
3.2.3. უძრავი ქონების, მდებარე: ოზურგეთი, თ-----------–----------------------, საკადასტრო კოდი 2------------------ მესაკუთრეს წარმოადგენს მოპასუხე ირ---------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ამონაწერები (ს.ფ. 126)
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.1--------- წლის სასამართლოს სხდომის ოქმი)
3.2.4. 20---–-–----- თებერვალს შპს ,,მი----------------------------–-----------ს“ და ირ---------ეს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თავდებმა იკისრა ვალდებულება თავდებად დაუდგეს და სოლიდარულად აგოს პასუხი "გამსესხებლის" წინაშე ძირითადი მოვალის ბა------–---------ის მიერ 20---–-–----- თებერვალს N2-----------T სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე, ჯამში - 4420.34 აშშ დოლარის ფარგლებში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. შეგებებული სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი);
- თავდების განცხადებები, თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ 107-109).
3.2.5. დადგენილია, რომ 20---–-–----- თებერვალს N2-----------T სესხის ხელშეკრულება ბადრი ცენტერიძის მიერ დარღვეულია 2018 წლის ოქტომბრის თვის შემდეგ, რის შემდგომაც სესხის დაფარვის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. მიუხედავად მოსარჩელის მხრიდან გაფრთხილებისა და წაყენებული მოთხოვნისა, მოპასუხეებმა არ შეასრულეს ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება, რაც გამოიხატა სესხის დაფარვის გრაფიკის დარღვევებში, ძირი თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტის გადაუხდელობაში. აღნიშნულის გამო, მოსარჩელემ მოპასუხე მხარესთან საკრედიტო ურთიერთობა ცალმხრივად შეწყვიტა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შეგებებული სარჩელი (ს.ფ.86-101)
- 20---–-–----- თებერვალს N2-----------T სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 110-111)
- კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 117);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 1--------- წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
- გაფრთხილების წერილები, ჩაბარების დასტურები (ს.ფ.(ს.ფ. 119-122).
3.2.6. შპს ,,მი----------------------------–-----------მ” რეორგანიზაციის შედეგად შეიცვალა სამართლებრივი ფორმა, გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად და გახდა სს ,,კრ----------ი”.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 124-125)
3.2.7. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებას მასზედ, რომ 20---–-–----- თებერვალს გაფორმებული N2-----------T სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება სრულად და ჯეროვნად იქნა შესრულებული მოსარჩელეთა მხრიდან.
დადგენილია, რომ მსესხებლის მიერ დარღვეულია ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები, 2019 წლის 01 მარტის მდგომარეობით ბა------–---------ისა და ირ---------ის დავალიანება სს ,,კრ----------ის“ მიმართ შეადგენს 1256.71 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 737.55 აშშ დოლარი, პროცენტი - 306.28 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევის - 5.99 აშშ დოლარი, ჯარიმა ძირ თანხაზე 5%-ის ოდენობით - 36.88 აშშ დოლარი, ხოლო ყოველ მომდევნო ვადაგადაცილებულ დღეზე დარიცხული ჯარიმის 0.27 %-ის ოდენობით, რაც შეადგენს 170.02 აშშ დოლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო ამონაწერი (ს.ფ. 114-115)
- სესხის გადახდის გრაფიკი -(ს.ფ.117)
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ.123)
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.1--------- წლის სასამართლოს სხდომის ოქმი)
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, რათა დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებაში მართლმსაჯულების როლი შეზღუდული არ არის. პირიქით, სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა-განკუთვნადობის საკითხი, როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას. აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XIII თავით, რომლის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებულია ნუსხა, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მტკიცების საპროცესო სამართლებრივ სტანდარტებზე და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.
ფულადი ვალდებულების სპეციფიკისა და სამოქალაქო ბრუნვის თავისებურების გათვალისწინებით, თითოეული ხელშემკვრელი მხარე, ვალდებულების არსიდან გამომდინარე, თავადვე აგებს პასუხს იმ სამოქალაქო რისკის თაობაზე, რომელიც ვალდებულების შესრულების, ან შეუსრულებლობის დამადასტურებელი მტკიცებულების მოუპოვებლობას შეიძლება მოჰყვეს შედეგად. ამასთანავე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესი ორიენტირებულია მატერიალური თვალსაზრისით მტკიცებულებათა სათანადოობის დადგენაზე.
განსახილველ შემთხვევაში, სადავოა 20---–-–----- თებერვალს გაფორმებული N2-----------T სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების ფაქტი, მოქმედი კანონმდებლობა ფულადი ვალდებულების შესრულების მიმართ მხოლოდ რიგ შემთხვევაში ითვალისწინებს მტკიცების განსხვავებულ სტანდარტს.
სასამართლო თვლის, რომ სადავო ფაქტობრივი გარემოების დადასტურება შესაძლებელია ემყარებოდეს ასევე სხვა მტკიცებულებებსაც (მაგ. მოწმეთა ჩვენებას). თავის მხრივ, მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი).
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ მოსარჩელეთა მხრიდან ვალდებულება შესრულებულია, ბანკის წარმომადგენელი კი აღნიშნულ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ მითითებული სადავო გარემოება, რომ ხელშეკრულებიდან გამოდინარე ვალდებულება სრულად შესრულებულია, წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებას, რომლის არსებობის დასადასტურებლად მტკიცებულების სახით მხოლოდ ახსნა-განმარტება სასამართლოსათვის არ არის სარწმუნო და საკმარისი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს. ზემოაღნიშნული მუხლის პირველი ნაწილით კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად, ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს მეტად ცალსახა დამოკიდებულება – იგი ავალდებულებს მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ასეთი დოკუმენტი, თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ. მას შეუძლია, არ გამოითხოვოს ასეთი საბუთი კრედიტორისაგან. ბუნებრივია, კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. ნორმაში მითითებული დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან მან მხოლოდ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე. მას არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი თვალსაზრისით. უფრო მეტიც, არაკეთილსინდისიერ კრედიტორს შეუძლია, ასეთი დოკუმენტის გაუცემლობის შემთხვევაში განმეორებით მოითხოვოს ვალდებულების შესრულება. სწორედ, ამიტომ კანონი მას ავალდებულებს სათანადო დოკუმენტის გაცემას.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, კანონის თანახმად, შესრულების მთლიანად, ან ნაწილობრივ მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა დამოკიდებულია მოვალის სურვილზე. არსებობს უამრავი ფაქტორი, რამაც შესაძლოა განაპირობოს მოვალის მიერ ამ საბუთის მიუღებლობა, მაგალითად, მისი წინდაუხედაობა, პარტნიორის მიმართ გადამეტებული ნდობის არსებობა და ა.შ. საბოლოო ჯამში, ეს ფაქტორები უკავშირდება მხარის რისკს და მთლიანად განაპირობებს მისი პასუხისმგებლობის არსებობა-არარსებობის ფაქტს. იგივე შეიძლება ითქვას სამოქალაქო კოდექსის 431-ე მუხლზეც, რომლის თანახმად, მოვალეს შესრულების შესახებ დოკუმენტთან ერთად შეუძლია მოითხოვოს სავალო დოკუმენტის დაბრუნება ან გაუქმება. ასეთი დოკუმენტის გაცემის შეუძლებლობის შემთხვევაში კი, მოვალეს უფლება აქვს, მოითხოვოს ოფიციალურად დამოწმებული ცნობა იმის თაობაზე, რომ ვალდებულება შეწყვეტილია. ყველა მითითებულ შემთხვევაში კანონი მოვალეს აღჭურვავს მთელი რიგი უფლებებით, რათა შეძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, წარმოადგენს მის რისკს და რთულდება ზემოთ მითითებული გარემოების დადასტურებაც.
სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებას მასზედ, რომ თითქოს მოპასუხემ ბოროტად და არაკეთილსინისიერად გამოიყენა თავისი გაბატონებული მდგომარეობა, რის შედეგადაც 20---–-–----- თებერვლის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე წინსწრებით მიჰქონდა დიდი პროცენტი, ისარგებლა რა მოსარჩელის მძიმე ეკონომიური მდგომარეობით, შანტაჟის გზით (ემუქრებოდა მას და მის ოჯახს ბინიდან გამოსახლებით) გაუფორმა ახალი სესხის ხელშეკრულება 20---–-–----- თებერვალს, რომლის თანახმად თითქოს მოსარჩელემ აიღო სესხის სახით 2700 აშშ დოლარი ორი წლის ვადით, იმავე დღეს აიძულეს მისი მეუღლე ირ---------ე, სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაეტვირთა ერთადერთი საცხოვრებელი სახლი, მდებარე, ოზურგეთი, თ-----------–----------------------, საკადასტრო კოდით 2------------------- აღნიშულთან სასამართლო განმარატვს, რომ ასეთის არსებობის შემთხვევაში, მსესხებელს შეეძლო მოეთხოვა დადებული გარიგებების ბათილად ცნობა, რაც განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს არ წარმოადგენს. სასამართლოს მიაჩნია, რომ 20---–-–----- თებერვალის სესხის ხელშეკრულება მხარეთა შორის დადებულია ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, მოსარჩელე მხარისათვის ცნობილი იყო თუ რა ოდენობით თანხის გადახდა მოუწევდა ხელშეკრულების პირობებისა და სესხის გადახის გრაფიკის შესაბამისად.
სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა მიგვეჩნია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს კანონით გათვალისწინებული მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ბა------–---------ისა და ირინა ჩაიძის მიერ 20---–-–----- თებერვალს გაფორმებული N2-----------T სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების არ არსებობის ფაქტს, ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ საქმეზე ვერ უზრუნველყო ზემოაღნიშნული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულის სრულად და ჯეროვნად შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო თვლის რომ ბა------–---------ისა და ირ---------ის სარჩელი უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სს ,,კრ----------ი“-ს შეგებებული სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 286-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, 400-ე, 405-ე, 417-ე-418-ე, 420-ე, 463-464-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, 891-892-ე, 895-ე, 898-ე 899-ე, 286-ე, 902-ე, 301-ე, 799-ე, მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო უპირველესად ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინაარმდეგ).
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან. სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი, ხოლო სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს. კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
სამოქალაქო სამართალით განმტკიცებული მხარეთა ავტონომიურობის პრინციპი ხელშეკრულების თავისუფლებაში გამოიხატება. ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ.
ხელშეკრულების შინაარსის თავისუფალი განსაზღვრა გულისხმობს იმასაც, რომ მხარეებს შეუძლიათ დადონ ნებისმიერი ხელშეკრულება, მათ შორის ისეთიც, რომელიც არ არის კანონით გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 20---–-–----- თებერვალს შპს ,,მი----------------------------–-----------ს" და ბა------–---------ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N2-----------T , რომლის საფუძველზეც მოპასუხემ სესხის სახით მიიღო 2700 აშშ დოლარი, 33 თვით, 2.58 % თვიური კლებადი საპროცენტო სარგებლის დარიცხვის პირობით. აღნიშნული ხელშეკრულებით გადაიფარა ბა------–---------ის არსებული ვალდებულება სს ,,კრ----------ის" მიმართ, კერძოდ, 2700 დოლარიდან 2479.10 აშშ დოლარით გადაიფარა სესხის ძირი თანხა, 38.08 აშშ დოლარით გადაიფარა სესხის ძირზე დარიცხული პროცენტი, 43.77 დოლარით დაიფარა წინსწრების საკომისიო, 7.08 აშშ დოლარით სადაზღვეო პრემია, ხოლო 48.37 აშშ დოლარი დარჩა მსესხებლის ანგარიშზე. მხარეებს შორის ხელშეკრულება მოქმედების ვადა შეადგენდა 3 წელს. მსესხებელს თანხის გადახდა უნდა დაეწყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 თვის შემდეგ, წელიწადში ორჯერ, ოქტომბრისა და ნოემბრის თვეში 710 აშშ დოლარის გადახდის გზით. ამავე ხელშეკრულების თანახმად, მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენდა გადაეხადა სიცოცხლის დაზღვევის თანხა; მხარეთა მიერ ასევე შეთანხმებულ იქნა პირგასამტეხლო მსესხებლის მიერ სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადაუხდელობისათვის, დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5 %, მაგრამ არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო ყოველ მომდევნო ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 0.27 % მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც შესაგებლით ასევე სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა არ სცნო შეგებებული სარჩელი არც ერთ ნაწილში, მისი განმარტებით 20---–-–----- თებერვალს სესხის და თავდებობის ხელშეკრულებები, ერთის მხდრივ შპს ,,მი----------------------------–-----------სა” (უფლებამონაცვლე სს ,,კრ----------ი“) და ბა------–---------ეს, მეორე მხრივ ბანკსა და ირ---------ეს შორის დადებულია იძულებითა და შანტაჟის გზით, მიუხედავად ამისა მოსარჩელეთა მხრიდან სრულად იქნა გადახდილი, როგორც ძირი თანხა, ასევე საპროცენტო სარგებელი - 5000 აშშ დოლარზე მეტი ოდენობით, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება იყო კაბალური, ვალდებულება სრულად შესრულებულია და შესაბამისად არ არსებობს შეგებებეული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები, რაც ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ, სათანადო მტკიცებულების წარმოუდგენლობის გამო, დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარემ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით იკისრა ვალდებულება გადაეხადა კრედიტის თანხა ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით. ანუ, სესხის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ მის ყველა არსებით პირობაზე: თანხის ოდენობაზე, ვადაზე, სარგებელზე და ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო პასუხისმგებლობის წესსა და ოდენობაზე.
სასამართლოს განმარატვს, რომ ნებისმიერ ადამიანს უფლება აქვს თვითონ განაგოს მისი ცხოვრება, იმოქმედოს ისე როგორც მას სურს, დადოს გარიგებები, რომლებიც მისთვის მისაღებია და იტვირთოს პასუხისმგებლობა იმ სახით, როგორც ამას თვითონ გადაწყვეტს. მას შეუძლია სახელმწიფოს ყოველგვარი ჩარევის გარეშე დაამყაროს ადამიანებთან მისთვის სასურველი ურთიერთობა. შესაბამისად, დადოს ისეთი სახის გარიგება, როგორც მისთვის მისაღებია, აირჩიოს კონტრაჰენტი, განსაზღვროს ხელშეკრულების პირობები და ა.შ. აღნიშნული უკავშირდება ნების გამოვლენის თავისუფლებას, რაც გარანტირებულია მთელი რიგი სამართლის ნორმებით. გარიგების დადების შემდეგ მხარეთა მიერ გამოხატული ნება მხარეთათვის გადაიქცევა სავალდებულოდ შესასრულებლად. მათი შემდგომი მოქმედებები კი იზღუდება მათ მიერ გარიგებაში გამოხატული ნების შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო თვლის, რომ სს „კრ----------ს“ არ დაურღვევია სახელშეკრულებო სამართლის ფუნდამენტური, ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რადგან ხელშეკრულების დადებისას მხარეს განუმარტა მის მიერ აღებული ვალდებულებები, რაც ასახულია ხელშეკრულებაში. აღნიშნულის გათვალისწინებით, მხარეებს ჰქონდათ შესაძლებლობა გასცნობოდნენ ხელშეკრულების პირობებს და მიეღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება ხელშეკრულების დადების თაობაზე. ამასთან, მხარე ინფორმირებული იყო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული მაღალი რისკების თაობაზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბანკსა და მსესხებელს შორის, მათივე ნების არსებობის პირობებში, არსებული შეთანხმება ყოველთიური კლებადი 2.58 %-ის თაობაზე არ არის შეუსაბამოდ მაღალი საპროცენტო სარგებელი. შესაბამისად, არ იკვეთება ბანკის მხრიდან დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება.
სასამართლო მიუთითებს, რომ 20---–-–----- თებერვლის ხელშეკრულება წარმოადგენს მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელ საფუძველს, რომლის პირობების დარღვევა იწვევს მხარეთა პასუხისმგებლობას. ანუ შეთანხმებული საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულების არსებობას ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სრულად.
სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405.1 მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.
განსახილველ შემთხვევაში, კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის ვადა მსესხებლის მიერ დაირღვა და გაფრთხილების მიუხედავად, გადახდა არ მომხდარა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილია, შეწყვიტოს ხელშკრულება და მოითხოვოს დავალიანების სრულად დაფარვა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ:
ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;
ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც, იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ შპს ,,მი----------------------------–-----------ს” მიერ სრულად იქნა შესრულებული საკრედიტო ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და ბა------–---------ეზე გაიცა კრედიტი. მოვალეთა მხრიდან კი კრედიტორის წინაშე ვალდებულებები შესრულებული არ არის სრულად, შესაბამისად არ არსებობს ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები, ამდენად ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით სასამართლო თვლის, რომ შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა, 20---–-–----- თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ბა------–---------ესა და ირ---------ისადმი სოლიდარულად, ძირი თანხის სახით - 737.55 აშშ დოლარისა და პროცენტი - 306.28 დოლარის მოთხოვნის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს;
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მსესხებელს პირგასამტეხლოს გადახდა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება შედეგი გარემოებების გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და მოპასუხეებს ბა------–---------ესა და ირ---------ეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროთ 20---–-–----- თებერვლის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული ჯარიმა - 50 აშშ დოლარის ოდენობით.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე და 464-ე მუხლების თანახმად: თუ, რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
სამოქალაქო კოდექსით თავდებობის ხელშეკრულების ორი ფორმაა გათვალისწინებული სტანდარტული და სოლიდარული, თუმცა, ორივე შემთხვევაში, ხელშეკრულების ნამდვილობისათვის სავალდებულოა თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება (სკ-ის 892-ე მუხლი). თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე (სკ-ის 898-ე მუხლის პირველი ნაწილი). ამასთან, თავდებ პირს ძირითადი მოვალის კუთვნილი შესაგებლების წაყენების უფლება აქვს (სკ-ის 899-ე მუხლი).
სამოქალაქო კოდექსის 902-ე მუხლის თანახმად, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს. თავდების მოთხოვნით კრედიტორმა ნებისმიერ დროს უნდა მიაწოდოს მას ცნობები ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ. თუ კრედიტორი არ შეასრულებს ერთ-ერთ ამ მოქმედებას, მაშინ იგი კარგავს თავის მოთხოვნებს თავდების წინააღმდეგ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გამოიწვევდა შეუსრულებლობა ზიანს.
სამოქალაქო კოდექსის 902-ე მუხლის ნორმა ადგენს თავდებობისათვის დამახასიათებელ ერთ-ერთ უმთავრეს ნიშანს, რაც იმაში გამოიხატება, რომ თავდები ინფორმირებული უნდა იყოს, თუ როგორ სრულდება ვალდებულება ძირითადი მოვალის მიერ. შესაბამისად, აღნიშნულთან დაკავშირებით კანონმდებელი ითვალისწინებს კრედიტორის პასუხისმგებლობის საკითხს. კრედიტორი ვალდებულია, თავდებს აცნობოს ძირითადი მოვალის მიერ ვალის გადახდის გადაცილების შემთხვევა. კრედიტორის მხრიდან ამ ვალდებულების შეუსრულებლობა თავდების პასუხისმგებლობის შემცირების (გათავისუფლების) საფუძველია. აღნიშნული ვრცელდება, როგორც სტანდარტულ, ასევე სოლიდარულ თავდებობაზე. შესაბამისად, კრედიტორი კარგავს მოთხოვნის უფლებას იმ ფარგლებში, რომლებშიც, თავდებისათვის დარღვევის მდგომარეობის შესახებ შეუტყობინებლობა გამოიწვევდა ზიანს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898.1 -ე მუხლით თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 20---–-–----- თებერვალს შპს ,,მი----------------------------–-----------ს“ და ირ---------ეს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თავდებმა იკისრა ვალდებულება თავდებად დაუდგეს და სოლიდარულად აგოს პასუხი "გამსესხებლის" წინაშე ძირითადი მოვალის ბა------–---------ის მიერ 20---–-–----- თებერვალს N2-----------T სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე, ჯამში - 4420.34 აშშ დოლარის ფარგლებში. ასევე დადგენილია, რომ ძირითადმა მოვალემ არ შეასრულა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. შესაბამისად, შპს ,,მი----------------------------–-----------ს” უფლებამონაცვლეს სს ,,კრ----------ის” სასარჩელო მოთხოვნა თავდებისათვის სოლიდარული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.4. სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
20---–-–----- თებერვალს გაფორმებული სესხის ხაზით მომსახურეობის ხელშეკრულების და ამ ხელშეკრულების ფარგლებში გაცემული სესხების უზრუნველსაყოფად 20---–-–----- თებერვალს შპს "მი----------------------------–-----------"-სა და ირინა ჩახიძეს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება (N2-------------I) და იპოთეკით დაიტვირთა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - მდებარე: ოზურგეთი, თ-----------–----------------------, საკადასტრო კოდი 2-------------------
სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი და პირველი პრიმა ნაწილების თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
სასამართლო განმარტავს, რომ იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის კრედიტორს, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, უფლებამოსილება ენიჭება, სხვა კრედიტორებთან შედარებით, პირველ რიგში დაიკმაყოფილოს მოთხოვნა ნივთის რეალიზაციის გზით. ამასთან, კანონმდებლის მიერ დადგენილია შეზღუდვა, რომლის თანახმადაც, მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება თუნდაც მაშინ, როდესაც იპოთეკის საგნის რეალიზაციით ამონაგები თანხა საკმარისი არ არის ამ მოთხოვნის დასაფარად, თუკი კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. მითითებული ნორმა მხარეებს აძლევს შესაძლებლობას, წინასწარ შეთანხმდნენ სტანდარტულ წესზე. კერძოდ, იმ საკითხზე, რომ რეალიზაციიდან ამონაგები თანხის ნაკლებობისას მოთხოვნის უფლება არ გაუქმდება. ამდენად, მითითებული ნორმა ითვალისწინებს შესაძლებლობას, მხარეები შეთანხმდნენ განსხვავებულ წესზე, რა დროსაც მოთხოვნა არ ჩაითვლება დაკმაყოფილებულად და კრედიტორი კვლავაც იქნება უფლებამოსილი, მოითხოვოს სხვაობა ამონაგებ თანხასა და მოთხოვნის ოდენობას შორის მოვალის სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევით.
ზემოთდასახელებულ იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, თუ იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი (ბანკის საკუთრებაში გადასული იპოთეკის საგანი ან იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა) სრულად არ ფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს, და მოვალესთან გაფორმებული ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ბანკი უფლებამოსილია მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით გადახდევინება მიაქციოს მოვალის სხვა უძრავ ქონებაზე.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ მხარეთა შორის 201 წლის 29 თებერვლის შპს ,,მი----------------------------–-----------სა” და ბა------–---------ეს შორის დადებული N2-----------T ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლისა დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების ვადით. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილშიც საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პიველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, ბა------–---------ისა და ირ---------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
შეგებებული სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია 50 ლარის ოდენობით.
შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად, ბა------–---------ესა და ირ---------ეს სს ,,კრ----------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 50 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ბა------–---------ისა და ირ---------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელეების მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა - 100 (ასი) ლარი, დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. სს ,,კრ----------ის” შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3.1. მოპასუხეებს - ბა------–---------ესა და ირ---------ეს სს ,,კრ----------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 1099.82 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 737.55 აშშ დოლარი, სარგებელი - 306.28 აშშ დოლარი, სადაზღვევო პრემია - 5.99 აშშ დოლარი, ჯარიმა - 50 აშშ დოლარი.
3.2. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხე ირ---------ის საკუთრებაში არსებული, სს ,,კრ----------ის” სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, რომლის რეკვიზიტებია:
- ოზურგეთი, თ-----------–----------------------, საკადასტრო კოდი 2------------------- იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს სს ,,კრ----------ის” მიმართ არსებულ ვალდებულებას სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხეების საკუთრებაში არსებული სხვა ქონება.
4. მოპასუხეებს - ბა------–---------ესა და ირ---------ეს სს ,,კრ----------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით, მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 (ოცი) და არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ციცინო როხვაძე