განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/4------
(გამოძიების №0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებით განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ალექსანდრე იაშვილი
სხდომის მდივანი - თამარ გიორბელიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გი-------–--------ა,დაცვის მხარე:
ბრალდებულები - ვა---–---------ი (დაბადებული - 1----–-–-----------------------------–----------–---------------------------------------–------–-------------------–-----------–------------–------------------ში),გი---------------ი (დაბადებული - 1----–-–-----------------------------–----------–---------------------------------------–------–-------------------–-----------–------------–------------------ში),ადვოკატი - გი-------------ი, ზუ-----–----ე, ცი---------------ე,კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი და მე-3 ნაწილი (ვა---– და გი---------------ების მიმართ); 2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ და „გ’’ ქვეპუნქტები (ვა---– და გი---------------ების მიმართ); 3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტები (გი---------------ის მიმართ); 4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი (ვა---–---------ის მიმართ).
დისპოზიცია: 1. ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (ვა---– და გი---------------ების მიმართ); 2. ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ (ვა---– და გი---------------ების მიმართ); 3. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჯგუფურად, არაერთგზის (გი---------------ის მიმართ); 4. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჯგუფურად (ვა---–---------ის მიმართ).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ვა---–---------ის მიერ განხორციელებული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 24 ივნისს, ვა---–---------ი ძმასთან გი---------------თან ერთად იმყოფებოდა ქ.თბილისში, და---–-----ი, ამ--–-----ის ქუჩა N---ში და ურთიერთშელაპარაკებისას ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით განახორციელა რა გასროლა, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ბე-----------ს, მა-----------ს, ეთ------–-----ეს, რომელთაც გაუჩნდათ სიცოცხლის მოსპობის რეალური საფრთხე. თავის მხრივ გი---------------მა ძმას ვა---–---------ს წაართვა ცეცხლსასროლი იარაღი და იგიც დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით ბე-----------ს, მა-----------ს და ეთ------–-----ეს. ასევე, ჯანმრთელობის დაზიანება ვა---–---------მა და გი---------------მა მიაყენეს ბე-----------ს, მა-----------ს და ეთ------–-----ეს, კერძოდ: ვა---–---------მა რამოდენიმეჯერ ხელი დაარტყა გულმკერდის არეში ბე-----------ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხელი დაარტყა მა-----------ს ხელის არეში, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი და ეთ------–-----ეს ხელი ჩაარტყა თავისა და ხელის არეში, რითაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ასევე, ამავდროულად, ხსენებული დანაშაულებრივი ქმედების დროს ვა---–---------ი და გი---------------ი გადაადგილდებოდნენ რა ქ. თბილისში, და---–-----ი, ამ--–-----ის ქუჩა N---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით აშკარა უპატივცემულობას გამოხატავდნენ იქ მყოფი და მცხოვრები მოქალაქეების მიმართ, რითაც უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და აშკარა უპატივცემულობა გამოხატეს საზოგადოებისადმი.
1.2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გი---------------ის მიერ განხორციელებული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით გი---------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 თვის ვადით, რაც ძალაში იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 29 იანვრის განაჩენით. მიუხედავად აღნიშნულისა, 2018 წლის 24 ივნისს, გი---------------ი ძმასთან ვა---–---------თან ერთად იმყოფებოდა ქ. თბილისში, და---–-----ი, ამ--–-----ის ქუჩა N---ში და ურთიერთშელაპარაკებისას ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით განახორციელა რა გასროლა, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ბე-----------ს, მა-----------ს, ეთ------–-----ეს, რომელთაც გაუჩნდათ სიცოცხლის მოსპობის რეალური საფრთხე. თავის მხრივ ვა---–---------მა ძმას გი---------------ს წაართვა ცეცხლსასროლი იარაღი და იგიც დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით ბე-----------ს, მა-----------ს და ეთ------–-----ეს. ასევე, ჯანმრთელობის დაზიანება გი---------------მა და ვა---–---------მა მიაყენეს ბე-----------ს, მა-----------ს და ეთ------–-----ეს. კერძოდ, გი---------------მა რამოდენიმეჯერ ხელი დაარტყა გულმკერდის არეში ბე-----------ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხელი დაარტყა მა-----------ს ხელის არეში, რა დროსაც განიცადა, ფიზიკური ტკივილი და ეთ------–-----ეს ხელი ჩაარტყა თავისა და ხელის არეში, რითაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ასევე, ამავდროულად, ხსენებული დანაშაულებრივი ქმედების დროს გი---------------ი და ვა---–---------ი გადაადგილდებოდნენ რა ქ. თბილისში, და---–-----ი, ამ--–-----ის ქუჩა N---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით აშკარა უპატივცემულობას გამოხატავდნენ იქ მყოფი და მცხოვრები მოქალაქეების მიმართ, რითაც უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივ წესრიგი და აშკარა უპატივცემულობა გამოხატეს საზოგადოებისადმი.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით გი---------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 თვის ვადით, რაც ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 29 იანვრის განაჩენით. მიუხედავად აღნიშნულისა, 2018 წლის 24 ივნისს, გი---------------ი ძმასთან ვა---–---------თან ერთად იმყოფებოდა ქ. თბილისში, და---–-----ი, ამ--–-----ის ქუჩა N---ის მიმდებარე ტერიტორიაზე და ურთიერთშელაპარაკებისას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ბე-----------ს, მა-----------ს, ეთ------–-----ეს. ვა---–---------მა საკუთარ ეზოში გაისროლა იარაღისმაგვარი საგანი, ხოლო გი---------------მა მოახდინა მისი დემონსტრირება ეზოს მიმდებარედ, ქუჩაში. დაზარალებულებს განხორციელებული ქმედებებიდან გამომდინარე, გაუჩნდათ სიცოცხლის მოსპობის რეალური შიში. ასევე გი---------------მა და ვა---–---------მა ბე-----------ს, მა-----------სა და ეთ------–-----ეს მიაყენს ფიზიკური შეურაცხყოფა - სხეულის სხვადასხვა მიდამოში დაარტყეს ხელი, რითაც დაზარალებულებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
2.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა ვა---–---------ის და გი---------------ის მიერ 2018 წლის 24 ივნისს, ქ. თბილისში, და---–-----ი, ამ--–-----ის ქუჩა N---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, საზოგადოებრივი წესრიგის უხეშად დარღვევისა და საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობის გამოხატვის ფაქტები.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
3.3. ამდენად, სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს თითოეული მტკიცებულების შინაარსზე, განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული მტკიცებულებები და განსაზღვრავს რამდენად ქმნის ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს. ამასთან, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა მიერ წამოჭრილ საკვანძო საკითხებზე, იმსჯელებს მათ მიერ მითითებული ძირითადი არგუმენტების მართებულობის თაობაზე, კერძოდ:
3.4. 2018 წლის 24 ივნისს, და---–-----ში განვითარებული კონფლიქტისას ბრალდებულების - ვა---–---------ისა და გი---------------ის მიერ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის, ცემისა და ხულიგნობის ფაქტების დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა დაზარალებულების - ბე-----------ის, მა-----------ისა და ეთ------–-----ის, მოწმეების - ოთ-------–------ის, ავ--------–-–------ის, მი--------–------ის, ვა–----------ის, ჯა-----–--------ის, ვა-–----------–------ის, ბე-------–------ის, გი------------–---–ის, ბა-----------–---–იას, მა-------------ის, ვი----------------–--ის, გი-----------–---–იას, ვლ---------------ის, ალ-------------------–---–ის, შო----------–---–ის, გუ-–--------------–---–ისა და ეკ------–--–---–ის ჩვენებები, საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი ოქმები, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, ვიდეოჩანაწერი და მისი დათვალიერების ოქმი, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი, კერძოდ:
3.5. სასამართლო თავდაპირველად ყურადღებას მიაქცევს და შეაფასებს დაზარალებულ ბე-----------ის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას მიცემულ ჩვენებას, სადაც მან დეტალურად განმარტა ვა---– და გი---------------ებთან კონფლიქტის დეტალები, დაწვრილებით მიუთითა თუ როგორ დაიწყო კონფლიქტი გი---------------თან, რა დროს ჩაერთო ჩხუბში ვა---–---------ი, რა სიტყვებით მიმართავდნენ მას (მისი ოჯახის წევრებს) ბრალდებულები, სხეულის რა მიდამოში განახორციელეს დარტყმები და რა საშუალება გამოიყენეს მისი ოჯახის წევრების დასაშინებლად.
დაზარალებულმა დაადასტურა, რომ კონფლიქტი დაიწყო გი---------------თან სიტყვიერი დაპირისპირებით, რომელშიც მალევე ჩაერთო ვა---–---------ი. ორივე მათგანმა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა როგორც მას, ასევე მისი ოჯახის წევრებს (მა-----------ს და ეთ------–-----ეს), რომლებიც ცდილობდნენ მოჩხუბრების გაშველებას, დაემუქრნენ მათ გადაწვითა და სიცოცხლს მოსპობით. ვა---–---------მა თავისივე ეზოში გაისროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან (პირველად ერთჯერადი გასროლები მოახდინა, შემდეგ ჯერით) და გი---------------თან ერთად არაერთხელ მოახდინა მისი დემონსტრირება, როგორც ქუჩაში ასევე ეზოში. კონფლიქტში მეზობლების ჩარევის გამო ბრალდებულებმა ვერ მოახერხეს იარაღის დამიზნებით გასროლა მისი ოჯახის წევრების მიმართულებით. ვა---– და გი---------------ებმა დარტყმები მიაყენეს მკერდის არეში, რის გამოც განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო სიცოცხლის მოსპობის მუქარა აღიქვა რეალურად ბრალდებულების აგრესიული ქმედებების, მათ მიერ იარაღიდან გასროლისა და იარაღის დემონსტრირების გამო. პირადად დაინახა თუ როგორ მიაყენეს ბრალდებულებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მა-----------სა და ეთ------–-----ეს. ავტომატს, რომელიც ბრალდებულებმა გამოიყენეს ყავისფერი სახელური ჰქონდა. ვიზუალურად და ასევე ხმაზე ეტყობოდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღი იყო. დაზარალებულმა განმარტა, რომ როდესაც გი---------------მა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, მანაც სიტყვიერი შეურაცხყოფით უპასუხა.
3.6. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, 2018 წლის 26 ივნისს გამომძიებელ ვი----------------–--ის მიერ, ექსპერტ თე--------------ის, დაზარალებულ ბე-----------ის მონაწილეობით, ამ უკანასკნელის ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით, ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც დაზარალებულმა მიუთითა და---–-----ში, ამ--–-----ის ქუ------ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზე გი---------------მა და ვა---–---------მა მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა 2018 წლის 24 ივნისს, დაემუქრნენ მას და მისი ოჯახის წევრებს, ავტომატის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით.
საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის სისწორე/კანონთან შესაბამისობა დაადასტურა გამომძიებელმა ვი----------------–--ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას.
3.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ გი---------------ის მიერ სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემის დროს და საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება დაზარალებულ მა-----------ის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით. მა-----------მა განმარტა, რომ 2018 წლის 24 ივნისს, და---–-----ში, ამ--–-----ის ქუჩაზე განვითარებული კონფლიქტის ინციატორი იყო გი---------------ი, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მის ძმას - ბე-----------ს. სიტყვიერ დაპირისპირებას მოჰყვა კონფლიქტი გი---------------სა და ბე-----------ს შორის, რომელშიც ჩაერთო ვა---–---------ი და ბრალდებულებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს როგორც პირადად მას, ასევე მისი ოჯახის წევრებს - ბე-----------ს და ეთ------–-----ეს. ვა---–---------მა და გი---------------მა სხეულის სხვადსხვა მიდამოში მიაყენეს დარტყმები, რის გამოც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. გარდა სიტყვიერი შეურაცხყოფისა, ბრალდებულები აგრესიული ტონით, იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით (ამოხოცვით, აფეთქებითა და ამობუგვით) დაემუქრნენ ოჯახის ყველა წევრს. ბე-----------ს აჩეხვითა და ყელის გამოჭრით დაემუქრნენ. საკუთარი სახლის ეზოს შუა ნაწილში მყოფმა ვა---–---------მა, მეზობლებთან ძიძგილაობის მიუხედავად მაინც გაისროლა იარაღიდან მისი ოჯახის წევრების მიმართულებით. აღნიშნულის შემდეგ იარაღის დემონსტრირება განახორციელა გი---------------მა, თუმცა მეზობლების ჩარევის გამო ვერ გაისროლა მათი მიმართულებით. კონფლიქტის ხასიათის,გი---------------ის წარსული ნასამართლობისა და ბრალდებულების აგრესიული ქმედებების გამო, ვა---– და გი---------------ების მუქარა მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის შესახებ აღიქვა რეალურად და შეეშინდა.
3.8. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 3 აგვისტოს #00------- დასკვნის თანახმად, მა-----------ს პირადი შემოწმებისას (2018 წლის 25 ივნისს) აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევების სახით.
დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა გუ-–--------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას.
3.9. ვა---– და გი---------------ების მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებისა და მუქარის ფაქტები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ეთ------–-----ემ. დაზარალებულის განმარტებით, 2018 წლის 24 ივნისს, საღამოს საათებში, ქ. თბილისში, და---–-----ში, ამ--–-----ის ქუჩა #---ში კონფლიქტი დაიწყო გი---------------ის მიერ მისი ოჯახის მიმართ გამოთქმული შეურაცხმყოფელი სიტყვების გამო. სიტყვიერ დაპირისპირებას ჩხუბი მოჰყვა და გი------ და ვა---–---------ებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მის შვილს - ბე-----------ს. მა-----------თან ერთად აშველებდა მოჩხუბრებს, რა დროსაც ბრალდებულებმა მათაც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ხელი დაარტყეს სხეულის სხვადასხვა მიდამოში. დაზარალებულმა დაადასტურა ვა---–---------ის მიერ იარაღიდან გასროლისა და გი---------------ის მიერ ავტომატის დემონსტრირების ფაქტები და აღნიშნა, რომ ბრალდებულები სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ პირადად მას, ასევე მისი ოჯახის წევრებს. დაზარალებულის განმარტებით, იარაღი, რომელიც ბრალდებულებს ჰქონდათ, იყო ცეცხლსასროლი.
3.10. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 24 აგვისტოს #00------- დასკვნის თანახმად, შპს „ს.ხ-----–---–--------–----------------------------–----ის“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი #58---დან ეთ------–-----ე მოუთავსებიათ აღნიშნულ კლინიკაში 2018 წლის 24 ივნისს, სადაც დაესვა დიაგნოზი: გ.ი.დ. არასტაბილური სტენოკარდია, დილატაციური კარდიომიოპათია ჰისის კონის მარცხენა ფეხის ბლოკადა დაუზუსტებელი პარკუჭოვანი ექტრასისტოლია.
სამედიცინო დოკუმენტებში აღწერილია მარცხენა მხრის მედიალურ ზედაპირზე მცირე კანქვეშა სისხლჩაქცევები.
დაზიანებები სისხლჩაქცევების სახით განვითარებულია რაიმე მკვრივი- ბლაგვი საგნის მოქმედებით და ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.
დაზიანებების ხანდაზმულობის განსაზღვრა ექსპერტიზაზე წარდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში დაზიანებების მორფოლოგიური სურათის არასრული აღწერილობის გამო შეუძლებელია.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა ეკ------–--–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას.
3.11. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა კონფლიქტის შემსწრე ვა–----------მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას. მოწმის განმარტებით, 2018 წლის 24 ივნისს იმყოფებოდა სახლში და კივილის ხმაზე გარეთ გასულმა დაინახა გი---------------ი, რომელიც მის ცოლ-შვილს ფიზიკურად უსწორდებოდა (ცემდა). ბრალდებული აგრესიას ძირითადად ბე--- მიმართ გამოხატავდა. მისი შვილი (მა-----------ი) და მეუღლე შუაში იდგენენ და აშველებდნენ მოჩხუბრებს. ეცადა კონფლიქტის მონაწილეთა გაშველებას, მაგრამ ვერ მოახერხა. შევიდა სახლში და ბრალდებულების შეშინების მიზნით სახლიდან გამოიტანა პნევმატური იარაღი. გარეთ გამოსულმა დაინახა, რომ ჩხუბში ვა---–---------იც იყო ჩართული. გი------ და ვა---–---------ები ეზოში შეცვივდნენ და ავტომატიდან ატეხეს სროლა, რამაც ძალიან შეაშინა. ავტომატი ორივე ბრალდებულის ხელში დაინახა, თუმცა გასროლა სახლიდან ვა---–---------მა განახორციელა. კონფლიქტში მეზობლების ჩართვამ მისი ოჯახის წევრების სიცოცხლე გადაარჩინა. მოწმემ დაადასტურა ვა---–---------ისა და გი---------------ის მიერ მისი ოჯახის წევრების მიმართ ხელის დარტყმისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტები. მოწმის განმარტებით, ერთი მათგანი ამბობდა „დაგასამარებთო“, მეორე „ეხლავე შეგისრულებთო“. მან კონკრეტულად ვერ მიუთითა რომელ დაზარალებულს, სხეულის რომელ ადგილებში მოხვდა ბრალდებულების მიერ მოქნეული ხელი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულების - მა-----------ის, ბე-----------ისა და ეთ------–-----ის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტები ასევე დაადასტურეს მოწმეებმა - ავ--------–-–------ემ (მა-----------ის მეუღლემ) და მი--------–------ემ.
3.12. მოწმე ავ--------–-–------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 24 ივნისს იმყოფებოდა წ-----ში მდებარე მეუღლის მშობლების ოჯახში. საღამო ხანს, ეზოს ჭიშკართან გამოჩნდა გი---------------ი, რომელმაც დანახვისთანავე შეაგინა იქვე მდგომ ბე-----------ს. (გი---------------ი გაბრაზებული იყო და წინა ინცინდენტს იხსენებდა). პასუხად მისმა ცოლის ძმამაც შეაგინა, რასაც ბრალდებულის მხრიდან ხელის დარტყმა და ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა. რამდენიმე წუთიანი ინტენსიური ჩხუბი მიმდინარეობდა, რომელშიც ყველა ჩართული იყო. ბე-----------ის საპასუხო შეგინების ხმაზე ვა---–---------ი გამოიქცა სახლიდან, რომელსაც მოჰყვებოდნენ მისთვის უცნობი პიროვნებები (სტუმრები) და გაგრძელდა ხელჩართული ჩხუბი. მოულოდნელად ვა---–---------ი სახლისკენ გაიქცა, ჩაილაპარაკა „ეხლა თქვენ...“ და გინებით შევარდა ეზოში. დაინახა, რომ ბრალდებულმა ავტომატი გამოიტანა სახლიდან. ვა---–---------ის სიძე ცდილობდა ავტომატისთვის მიმართულება შეეცვალა. ამ დროს მა-----------ი, ბე-----------ი და ეთ--------–---–---–ი ხეივნის თავში იმყოფებოდნენ. სიძესთან ძიძგილაობის დროს ვა---–---------მა მათი მიმართულებით გაისროლა, მაგრამ ტყვია არავის მოხვედრია. აღნიშნულის შემდეგ, გი---------------ი შევარდა ეზოში, ვა---–---------ს ხელიდან გამოგლიჯა ავტომატი, გავიდა ქუჩაში და ბე--- დაუმიზნა. იქვე იმყოფებოდა მეზობელი ოთ-------–------ი, რომელმაც გი------ს ავტომატის დამიზნებაში ხელი შეუშლა, თუმცა იარაღის წართმევა ვერ შეძლო. რამდენიმე წუთში ვა---–---------ი გამოიქცა თავისი ეზოდან, გი------ს ხელიდან გამოგლიჯა ავტომატი და სახლში შეიტანა. ამით დასრულდა კონფლიქტის პირველი ეპიზოდი. აღნიშნულის შემდეგ გი---------------ი კვლავ გამოიქცა ბე-----------ის მიმართულებით და ხელი დაარტყა. ამასობაში საპატრულო პოლიციაც მივიდა შემთხვევის ადგილზე. კონფლიქტი გვიან ღამემდე გაგრძელდა.
მოწმემ დაადასტურა, რომ ვა---– და გი---------------ები მის მეუღლეს და სიდედრს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ბრალდებულების მხრიდან ასევე ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და მუქარას სიტყვებით: „დაგმარხავ, მოგკლავ, ყელს გამოგჭრი, გადაგწვავ..“. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ ქალბატონები კონფლიქტის ცენტრში აღმოჩნდნენ და ბევრიც მოხვდათ. გი------ და ვა---–---------ებმა სამივე დაზარალებულს (ბე---, მა--- და ეთ-----) დაარტყეს ხელი.
3.13. მოწმე მი--------–------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დეტალურად განმარტა 2018 წლის 24 ივნისს, ქ.თბილისში, და---–-----ში, ამ--–-----ის ქუჩაზე განვითარებული კონფლიქტის დეტალები და აღნიშნა, რომ ჩხუბი დაიწყო გი---------------ის გინების გამო, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჭიშკართან მდგომ ბე-----------ს და დასარტყმელად გაიწია მისკენ. ვინაიდან ხელში ბავშვი ეჭირა, სახლში შევიდა და კონფლიქტის პირველი ნაწილი არ უნახავს. რამდენიმე წუთის შემდეგ კვლავ გავიდა გარეთ, ბავშვი რძალს მიაწოდა, მასვე გამოართვა მობილური ტელეფონი და დაიწყო კონფლიქტის გადაღება. პირადად დაინახა საკუთარ ეზოში მყოფი ვა---–---------ი, რომელსაც ავტომატი ეჭირა ხელში და ცდილობდა ბე---თვის დამიზნებას. გასროლის მომენტში შეშინდა და ღობეს მოეფარა. ამ დროს ეზოდან გამოვიდა გი---------------ი, რომელსაც ხელში აღნიშნული იარაღი ეჭირა. ბრალდებულის შეჩერებას ცდილობდა მეზობელი მამაკაცი, რომელიც წინ ედგა გი---------------ს და გასროლის საშუალებას არ აძლევდა. მოწმემ დაადასტურა, რომ დაინახა კონფლიქტის ის მონაკვეთი, როდესაც გი---------------ი იწევდა ბე-----------ისკენ, ხოლო ეთ------–-----ე და მა-----------ი ეფარებოდნენ. ბრალდებულების მხრიდან ასევე ადგილი ჰქონდა ქალბატონების ხელით გათრევის ფაქტს. ვა---– და გი---------------ების ძირითადი აგრესია ბე-----------ისკენ იყო მიმართული, თუმცა ისინი ოჯახის ყველა წევრს ემუქრებოდნენ ამოხოცვით. იარაღი რომელიც ბრალდებულებს ჰქონდათ, ვიზუალურად ავტომატს ჰგავდა. მა-----------ის და ეთ------–-----ის მიმართ დარტყმები ძირითადად სხეულის ზედა ნაწილებში განხორციელდა.
3.14. სასამართლო აფასებს დაზარალებულების - ბე-----------ის, მა-----------ის, ეთ------–-----ის, მოწმეების - ვა–----------ის, ავ--------–-–------ისა და მი--------–------ის სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებებს და აღნიშნავს, რომ ისინი ძირითადად თანმიმდევრულია და არ შეიცავს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობებს. მოწმეები თანმიმდევრულად აღწერენ კონფლიქტის დეტალებს და უთითებენ სისხლის სამართლის საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე არაერთ გარემოებაზე,მათ შორის ერთმნიშვნელოვნად ადასტურებენ, რომ გი------ და ვა---–---------ები დაემუქრნენ სიცოცხლის მოსპობით დაზარალებულებს, ვა---–---------მა ეზოში რამდენჯერმე გაისროლა იარაღიდან, ხოლო გი---------------მა ქუჩაში მოახდინა იარაღის დემონსტრირება. დაზარალებულების განმარტებით, ბრალდებულების მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებებიდან და მუქარიდან გამომდინარე, გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ზემოაღნიშნულმა პირებმა ასევე დაადასტურეს, რომ კონფლიქტი დაიწყო გი---------------მა, მან და ვა---–---------მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს დაზარალებულებს, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. დაზარალებულების ჩვენებებს მეტ დამაჯერებლობას სძენს მოწმეების - ავ--------–-–------ისა და მი--------–------ის თანმიმდევრული და დეტალური განმარტება კონფლიქტის მიმდინარეობის თაობაზე. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მცირე წინააღმდეგობები (მათ შორის ეთ------–-----ის ჩვენებაში), რომელზეც დაცვის მხარე უთითებს, არ არის არსებითი ხასიათის. ბუნებრივი და ლოგიკურია, რომ მიმდინარე კონფლიქტის, მუქარის, ძალადობის ფონზე შესაძლოა წამების სიზუსტით ყველა შემსწრე პირმა იდენტურად ვერ აღწეროს მიმდინარე მოვლენები (მათი აღქმის, ადგილმდებარეობისა და ინტელექტის თავისებურებებიდან გამომდინარე), თუმცა მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ყველა ძირითად ფაქტობრივ გარემოებას დაზარალებულები და მოწმეები ერთმნიშვნელოვნად ადასტურებენ.
სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ავ--------–-–------ე და მი--------–------ე არიან კონფლიქტის შემსწრე ნეიტრალური მოწმეები. მათ რაიმე სახის უთანხმოება ვა---–---------თან და გი---------------თან არ ჰქონიათ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი არიან ვა–----------ის ოჯახის ნათესავები (სიძე და სიძის და), საქმის არსებითი განხილვისას არ გამოვლენილა რაიმე გარემოება, რაც ავ--------–-–------ისა და მი--------–------ის ჩვენებების სანდოობას ეჭვქვეშ დააყენებდა. ისინი დეტალურად აღწერენ კონფლიქტის დეტალებეს, არ აკეთებენ ურთიერთგამომრიცხავ განმარტებებს, მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია სრულად შეესაბამება საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებს.
3.15. მოწმე ოთ-------–------მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 24 ივნისს მისი ჭიშკრის პირდაპირ, ქუჩაში გაიგონა ხმაური. გარეთ გასულმა ხელჩართული ჩხუბი დაინახა - ბრალდებულები და დაზარალებულები ერთმანეთს ეჩხუბებოდნენ. გაუკვირდა რადგან ისინი ერთმანეთის ნათესავები არიან. ცოტა ხანში მოჩხუბრები დაშოშმინდნენ და ერთმანეთს დასცილდნენ. გი---------------ი და ვა---–---------ი შევიდნენ თავიანთ სახლში. იფიქრა რომ ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ ცოტა ხანში გი------ ავტომატით გამოვარდა ქუჩაში და ბეტონის ღობის მხარეს წავიდა. მიუახლოვდა გი---------------ს, რა დროსაც ვა---–---------ი მივარდა მეორე მხრიდან, გამოგლიჯა ძმას ხელიდან ავტომატი და სახლში შეიტანა. სროლის ხმა გი------ და ვა---–---------ების ეზოდან გაიგო. მოწმის განმარტებით, ხელების ინტენსიურ ქნევაში ვერ დაიანხა ვინ ვის ურტყამდა. ბრალდებულები ცდილობდნენ ბე-----------ისთვის დაერტყათ. მა-----------ი და ეთ------–-----ე მოჩხუბრებს აშველებდნენ, მათ დარტყმები ძირითადად ხელებზე და ტანზე ხვდებოდათ. ადგილი ჰქონდა ხელის ქნევას, ჯაჯგურს და ძიძგილაობას. მუქარა ჩხუბის შესაბამისი ისმოდა. უფრო გი---------------ი იგინებოდა. ქუჩაში ვა–----------იც ნახა, რომელსაც ხელში პისტოლეტი ეჭირა. ქუჩაში გასროლა არ მომხდარა. ავტომატი, რომელიც ბრალდებულებს ჰქოდნათ ცეცხლსასროლ იარაღს წარმოადგენდა თუ არა, დანამდვილებით არ იცის (თუმცა ჰგავდა). ქალბატონებისთვის სერიოზული დაზიანებები არ შეუმჩნევია, თუმცა დაინახა, რომ მათ მხარში და სხეულის სხვა ადგილებში ხვდებოდათ ხელი.
3.16. სასამართლო აღნიშნავს, რომ ფაქტის შემსწრე მოწმის - ოთ-------–------ის განმარტებები შეესაბამება დაზარალებულების - მა-----------ისა და ბე-----------ის, მოწმეების - ავ--------–-–------ისა და მი--------–------ის სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებებს. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ოთ-------–------ის იმგვარი დაინტერესება ბრალდებულებისა და დაზარალებულების ოჯახების მიმართ, რაც მისი ჩვენების სანდოობას ეჭვქვეშ დააყენებდა არ გამოვლენილა. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწმის ჩვენება სრულად აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ უტყუარობისა და დამაჯერებლობის სტანდარტს, რის გამოც სასამართლო მას გამოიყენებს ვა---–---------ისა და გი---------------ის მიმართ განაჩენის გამოტანისას. მოწმემ ფაქტობრივად დაადასტურა გი------ და ვა---–---------ების მხრიდან მუქარის (ჩხუბის შესაბამისი მუქარა „ამას გიზამ იმას გიზამ“), ფაქტი, ასევე ის გარემოება, რომ ბე-----------ს, მა-----------ს და ეთ------–-----ეს სხეულის სხვადასხვა ადგილებში ხვდებოდათ ბრალდებულების ხელი. ოთ-------–------მა ასევე აღნიშნა, რომ ბრალდებულების მხრიდან ავტომატის დემონსტრირებას ჰქონდა ადგილი და ეზოდან ასევე გაიგონა გასროლის ხმა.
3.17. პატრულ - ინსპექტორებმა გი------------–---–მა და ჯა-----–--------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტეს, რომ 2018 წლის 24 ივნისს ღამის ცვლაში ასრულებდნენ სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღეს შეტყობინება წ-----ში, ამ--–-----ის ქუჩაზე კონფლიქტთან დაკავშირებით. გაემართნენ შემთხვევის ადგილისკენ, სადაც დახვდათ მა-----------ი. ქუჩაზე ხალხმრავლობა იყო. კონფლიქტში მონაწილე მხარეები დააშორეს ერთმანეთს და სიტუაცია განმუხტეს. გი------ და ვა---–ი სიტყვიერი შეურაცხყოფით გამოირჩეოდნენ, რომელიც მიმართული იყო მათი ბიძაშვილებისკენ. მა-----------ის განმარტებით, ვა---–---------მა მისი (მა-----------ის) ძმის - ბე-----------ის მიმართ განახორციელა გასროლა, ხოლო გი---------------ი ქუჩაში ყოფნისას ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებას ახდენდა. გარდა ამისა ბრალდებულები ემუქრებოდნენ მისი ოჯახის წევრებს. მომხდარის შესახებ შეატყობინეს საგამოძიებო სამსახურს. ასევე დაუკავშირდნენ ოცმეთაურს და დამატებითი ეკიპაჟის გამოყოფა სთხოვეს. მოწმეთა განმარტებით, ი. ჭა-----------------ზე, ვ----------თან იმყოფებოდნენ, როდესაც შეტყობინება მიიღეს. შემთხვევის ადგილამდე მისასვლელად დაახლოებით 10 წუთი დასჭირდათ. მათი გამოჩენის შემდეგ ბრალდებულები ეზოში შევიდნენ, ისინი იმუქრებოდნენ და ლანძღავდნენ მა-----------ის ოჯახის წევრებს. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარება იქნა გამოძახებული, რომლის დახმარებაც მა-----------ის დედას დასჭირდა. განახორციელეს შემთხვევის ადგილის დაცვა. ავტომატიდან გასროლილი გილზა მათ მიერ აღმოჩენილი არ ყოფილა.
3.18. სასამართლო აღნიშნავს, რომ პატრულ - ინსპექტორების გი-----------–---–ისა და ჯა-----–--------ის ჩვენებებით დგინდება 2018 წლის 24 ივნისს წ-----ში, ამ--–-----ის ქუჩაზე განვითარებული კონფლიქტის შემდეგ არსებული ვითარება. პატრულ-ინსპექტორები უშუალოდ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს არ შესწრებიან, არ დაუფიქსირებიათ ხელის დარტყმისა და ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირების ფაქტები. გაიგონეს მხოლოდ ბრალდებულების აგრესიული მიმართვა და შეგინება ბიძაშვილების მიმართ. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა კონფლიქტთან დაკავშირებული ინფორმაცია მიიღეს მა-----------ისგან. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ გი------------–---–ისა და ჯა-----–--------ის ჩვენებებით შეუძლებელია შემთხვევის ადგილზე განვითარებული სრული სურათის აღდგენა. დასტურდება მხოლოდ კონფლიქტის ბოლოს მხარეთა ემოციური მდგომარეობა, ბრალდებულთა აგრესიული ქმედებები და სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტი.
3.19. მოწმე ბე-------–------მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 24 ივნისს, ნასვამ მდგომარეობაში სახლში იმყოფებოდა. საღამო ხანს ხმაური და ქალების კივილის ხმა შემოესმა. გაიხედა ჭიშკრიდან და დაინახა მეზობლის სახლთან (ქვედა მხარეს) შეკრებილი ადამიანები. ადგილზე მისვლისას დაინახა, რომ ვა---–---------ი ხმამაღლა ეკამათებოდა ვა–----------ს. შეეცადა მათ დამშვიდებას. ვა---–---------მა დაუჯერა და ეზოში შეჰყვა. ამ დროს გი---------------იც შევიდა თავის ეზოში და ორივე დამშვიდებული დატოვა სახლში. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ქუჩიდან მოესმა მხოლოდ ყვირილი და ხმამაღალი საუბარი. ხმაურის შედეგად მისი სიმყუდროვე არ დარღვეულა. იფიქრა ვინმეს დახმარება ხომ არ სჭირდებოდა და ამ მიზნით გავიდა სახლიდან. ვინმეს ხელში იარაღი არ შეუნიშნავს.
3.20. მოწმე ვა-–----------–------მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ბრალდებულები და დაზარალებულები მისი მეზობლები არიან. 2018 წლის 24 ივნისს იმყოფებოდა სახლში და საქმიანობდა გომურში, რა დროსაც შემოესმა სროლის ხმა. გარეთ გამოსულს წივილ-კივილის ხმაც შემოესმა. გაიხედა ეზოდან და დაინახა ბე------ების სახლიდან მიმავალი თავისი მეუღლე და ვაჟი. მათგან გაიგო რომ ჩხუბი მოხდა. ხმაურისა და სროლის ხმაზე შეწუხდა, რადგან იფიქრა რაიმე ცუდი ხომ არ მოხდა. დაახლოებით 2-3 გასროლის ხმა შემოესმა. ხმაურის გამო თავს დაზარალებულად არ მიიჩნევს.
3.21. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმეები ბე-------–------ი და ვა-–----------–------ი არ არიან კონფლიქტის უშუალო შემსწრეები. მათ არ დაუანახავთ ფიზიკური დაპირისპირებისა და მუქარის ფაქტები, არ შესწრებიან ხელის დარტყმისა და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის მომენტებს. ბე-------–------მა დაადასტურა მხოლოდ ხმამაღალი სიტვიერი კამათი ვა---–---------სა და ვა–----------ს შორის, დამშვიდებისკენ მოუწოდა დაპირისპირებულ მხარეებს და ბრალდებული სახლში შეიყვანა. აღნიშნულის შემდეგ წავიდა სახლში და შემთხვევის ადგილზე მისვლამდე ან სახლში წასვლის შემდეგ დაზარალებულებსა და ბრალდებულებს შორის განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია. მოწმე ვა-–----------–------მა დაადასტურა მხოლოდ ის გარემოება, რომ გაიგონა გასროლის ხმა. კონფლიქტს არ შესწრებია და ფიზიკური დაპირისპირების ან მუქარის ფაქტები არ დაუნახავს. ბე-------–------მა და ვა-–----------–------მა ცალსახად აღნიშნეს, რომ კონფლიქტის შედეგად მათი მყუდროება არ დარღვეულა და თავს დაზარალებულად არ მიიჩნევენ.
3.22. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 25 ივნისს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბ--–-----------------–------------------------------–ოს გამომძიებელ გი-----------–---–იას მიერ, ექსპერტების - ზა---------–---უასა და ზუ-------------–---–ის, მესაკუთრე ას-----------–---–ის მონაწილოებით დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი მდებარე და---–-----ი, ამ--–-----ის ქუჩა #---ში, საკარმიდამო ეზოში. ასფალტის საფარიანი გზის გაღმა, მარცხნივ არის ბეტონის ღობით შემოსაზღვრული ეზო. ღობის გვერდით დგას პლასტმასის მწვანე ფერის ნაგვის ურნა, ეზოში არის ბალახის მწვანე საფარი, დგას ხეები, არის ვაზის ხეივანი. ხეივნის მეორე ბოძთან ხელმარჯვნივ ბოძის უკანა მხარეს ხის ბოძზე ჩარჭობილია შავტარიანი დასაკეცი დანა გაშლილ მდგომარეობაში, წარწერით „მ------“, რომელიც ამოღებულ იქნა ექსპერტების მიერ. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას სხვა რაიმე ნივთი ამოღებული არ ყოფილა. საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობა დასურათებულ იქნა ექსპერტრების მიერ.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების კანონთან შესაბამისობა/სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა გი-----------–---–იამ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას.
3.23. სასამართლო აღნიშნავს, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დგინდება შემთხვევის ადგილის აღწერილობა და საგნების განლაგება. ბრალდებულების მიმართ ბრალად წარდგენილ დანაშაულთან დაკავშირებული რაიმე ნივთი (მათ შორის იარაღი/მასრები) შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული არ ყოფილა, შესაბამისად, აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედების ოქმზე სასამართლო დამატებით ყურადღებას არ შეაჩერებს.
3.24. ამოღების ოქმის თანახმად, 2018 წლის 25 ივნისს, გამომძიებელ გი-----------–---–იას მიერ, დაზარალებულ მა-----------ისგან ამოღებულ იქნა ამ უკანასკნელის კუთვნილი, „L----“ ფირმის მობილური ტელეფონი.
3.25. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 3 ივლისს, გამომძიებელ ბა-----------–---–იას მიერ, დათვალიერებულ იქნა დაზარალებულ მა-----------ისგან გამოთხოვილი „N-------“ და „WC------“ ვიდეოჩანაწერები. „N-------“ ჩანაწერის ხანგრძლივობა არის 0:01:37 წუთი. კადრში ჩანან ვა---– და გი---------------ები, რომლებიც დგანან მათივე საცხოვრებელი სახლის შესასვლელი ეზოს სიღრმეში. მათთან ერთად იმყოფება ორი მამაკაცი, რომელთაგან ერთ-ერთი მამაკაცი, რომელსაც ტანთ აცვია მოკლემკლავიანი მოშავო ფერის მაისური და მოკლე შარვალი, ეჭიდავება ვა---–---------ს თითქოს ცდილობს მისთვის რაღაცის წართმევას, მათთან ერთად დგას ასევე გი---------------ი, რომელიც წელს ზევით არის შიშველ მდგომარეობაში. გი---------------ი ტოვებს მის ძმას და თანმხლებ პირებს ეზოში, ხოლო თვითონ გარბის საცხოვრებელი სახლის შესასვლელი კარისკენ, რომელიც არის ღია მდგომარეობაში. როდესაც იგი უახლოვდება ჭიშკარს, ისმის სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამოდენიმეჯერ გასროლის ხმა. სროლის ხმებზე გი---------------ი ისევ შერბის ეზოში, ამ დროს ისმის სავარაუდოდ ბე-----------ის ხმა „ისვრი მიდი მესროლე ბიჭო“, რის შემდეგაც უკვე მიყოლებით ისმის სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლის ხმა. სროლების შეწყვეტიდან რამდენიმე წამში ეზოდან ხელში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნით გამოდის გი---------------ი. ეს უკანასკნელი ბე-----------ის დასანახად ახდენს იარაღის დემონსტრირებას და იწვევს მისკენ, თუმცა მას ბე-----------თან მიახლოების საშუალებას არ აძლევს ოთ-------–------ი. ამავდროულად მასთან მირბის მისი ძმა, ვა---–---------ი, რომელიც გ. ბე------ს ართმევს იარაღს და ისევ შედის მის საცხოვრებელ სახლში. აღნიშნულის შემდეგ გი---------------ი თავს ესხმის ბე-----------ს, ასევე ხელით ტანსაცმელზე ექაჩება ბე-----------ის დედას, ეთ------–-----ეს ბე-----------ის და, მა-----------ი და ეთ------–-----ე ცდილობენ გი---------------ის და ვა---–---------ის შეჩერებას, ამ დროს კადრში ჩანს ვა–----------ი, რომელსაც ხელში უჭირავს მოვერცხლისფრო ფერის კორპუსის მქონე პისტოლეტი. გამომძიებლის მიერ ასევე დათვალიერდა W-------- ჩანაწერი, რომლის ხანგრძლივობაა 00:00:16 წამი. ვიდეოჩანაწერის დათვალიერებისას რაიმე სახის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი არ ფიქსირდება. დათვალიერებული დისკები დაილუქა გამომძიებლის მიერ.
ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა ბა-----------–---–იამ სასამრთლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას.
3.26. სასამართლო სხდომაზე დათვალიერებული იქნა ვიდეო-ჩანაწერი, სადაც ფიქსირდება ძირითადად იგივე ფაქტობრივი გარემოებები, რაც ასახულია ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმში. დამატებით ვიდეო-ჩანაწერიდან იკვეთება რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება, კერძოდ: დაზარალებული ბე-----------ი ოჯახის წევრებს მიმართავს, რომ ხელი გაუშვან, ხოლო გი------ და ვა---–---------ს ესროლონ. ქალბატონის მოწოდებას შევიდნენ სახლში, ბე-----------ი არ ემორჩილება და ითხოვს ხელის გაშვებას. იმ მომენტში, როდესაც გი---------------ს ქუჩაში სავარაუდოდ ავტომატს ართმევს ვა---–---------ი და შერბის ეზოში, ბე-----------ი გი---------------ს მიმართავს სიტყვებით ,,დედას მო...“. გი---------------ი გარბის ბე-----------ისკენ და უქნევს ხელს, ეთ------–-----ეს ქაჩავს ტანსაცმელზე გზიდან ჩამოშორების მიზნით ხელს უქნევს ბე-----------ს, რომელიც საპასუხოდ ასევე უქნევს ხელს. ბე-----------ი კვლავ აგინებს გი---------------ს. დროის ამ მონაკვეთში ვა–----------ი პისტოლეტით გადაადგილდება ქუჩაში. მასთან მიდის ვა---–---------ი და მიმართავს, რომ იარაღი შეინახოს. ვა–----------ი ჯიბეში იდებს პისტოლეტს. ვიდეო ჩანაწერში ისმის ქალების კივილის ხმა. აღსანიშნავია, რომ ვიდეოჩანაწერში ბრალდებულების ყვირილის ან გინების ხმა არ ისმის. იარაღიდან გასროლა ქუჩაში არ განხორციელებულა.
აღსანიშნავია, რომ ვიდეო ჩანაწეში ერთი მხრივ ფიქსირდება გი---------------ის აქტიურობა (ბე-----------ისკენ გაქცევა, ხელის რამდენიმე მოქნევა, ავტომატისმაგვარი საგნით მუქარა), თუმცა მეორე მხრივ ბე-----------იც არ არის პასიური (აგინებს ბრალდებულს, არ შედის ეზოში, ითხოვს ხელი გაუშვან, საპასუხოდ უქნევს ხელს), რაც მართალია არ გამორიცხავს ბრალდებულების პასუხისმგებლობას (სახეზე არ არის ბრალის ან მართლწინააღმდეგობის გამომრიცხევლი რაიმე გარემოება), თუმცა ბე-----------ის ქმედებებიც არ არის მიმართული კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისაკენ და ფაქტობრივად იგი კიდევ უფრო ამწვავებს უკვე დაწყებულ კონფლიქტს.
3.27. სასამართლო აღნიშნავს, რომ ვიდეო ჩანაწერში ფიქსირდება გი------ და ვა---–---------ების ხელში ავტომატის მაგვარი საგანი, თუმცა ეს არის ცეცხლსასროლი თუ პნევმატური იარაღი, აღნიშნულის დადგენა ვიდეოჩანაწერით ობიექტურად შეუძლებელია. აღსანიშნავია, რომ ვიდეო ჩანაწერი არ ასახავს კონფლიქტის სრულ განვითარებას და მასზე არ ჩატარებულა საექსპერტო კვლევა ვიდეო და აუდიო ნაწილებზე მონტაჟის ნიშნების არარსებობის თაობაზე. იმ პირობებში, როდესაც დაცვის მხარე სადავოდ ხდის ვიდეო ჩანაწერის ნამდვილობას და მიუთითებს, რომ რეალურად არ ასახავს შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებს (არის მონტაჟი), ხოლო მონტაჟის ნიშნების გამოსარიცხად არ ჩატარებულა ექსპერტიზა, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას დაადგინოს, რომ ვიდეო ჩანაწერი არის უტყუარი, ვინაიდან აღნიშნულის დადასტურებას სჭირდება სპეციალური ცოდნა/საექსპერტო კვლევა, რაც მოცემულ შემთხვევაში არ ჩატარებულა. ამდენად, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას გაიზიაროს ვიდეო ჩანაწერი და მის საფუძველზე უტყუარად დაადგინოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები.
3.28. სასამართლო აღნიშნავს, რომ სხდომაზე დაიკითხნენ გამომძიებლები - მა-------------ე, ვლ---------------ე, რო-------------–ია, შო----------–-- და ალ-------------------–---–ი, რომლებმაც დაადასტურეს მათ მიერ (მათი მონაწილეობით) ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა და სისწორე. მათ უშუალოდ შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სასამართლოსთვის ინფორმაცია არ მიუწოდებიათ, რის გამოც სასამართლო მათი ჩვენებების შინაარსზე დამატებით ყურადღებას არ შეაჩერებს.
3.29. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ უდავოდ იქნა ცნობილი საქართველოს შს სამინსიტროს საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 6 ივლისის #2------------------ დასკვნა, რომლის თანახმადაც, ექსპერტიზაზე წარდგენილ ვა---– და გი---------------ების ტანსაცმელზე დენთის შემადგენელი ერთ-ერთი კომპონენტის ფუნქციონალური ჯგუფის NO2-ის, ტყვიის კაფსულაში და კორპუსში შემავალი კომპონენტების - სტიბიუმის, ბარიუმის, სპილენძის და ტყვიის არსებობა, რკინის მეტალიზაციის და ზეთოვანი ნა-----ბ პროდუქტების კვალი არ დაფიქსირდა;
ექსპერტიზაზე წარდგენილ ვა---– და გი---------------ების ხელებიდან და სახის მიდამოდან აღებულ ანაწმენდებზე დენთის შემადგენელი ერთ-ერთი კომპონენტის ფუნქციონალური ჯგუფის NO2-ის კვალი დაფიქსირდა ვა---–---------ის მარცხენა ხელიდან აღებულ ანაწმენდზე.
ტყვიის კაფსულაში და კორპუსში შემავალი კომპონენტების - სტიბიუმის, ბარიუმის, სპილენძის და ტყვიის არსებობა ანაწმენდებზე არ დაფიქსირდა.
3.30. სასამართლო აფასებს საქართველოს შს სამინსიტროს საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 6 ივლისის #2------------------ დასკვნას და აღნიშნავს, რომ ვა---–---------ის მარცხენა ხელიდან აღებულ ანაწმენდზე დენთის შემადგენელი მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტის (NO2-ის) დაფიქსირება თავისთავად და უტყუარად არ მიუთითებს, იმ გარემოებაზე, რომ მან ცეცხლსასროლი იარაღიდან აწარმოა გასროლა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ქიმიური ნივთიერება NO2, გარდა დენთის წვისა ასევე გამოიყოფა სხვა არაერთ პირობებში, მათ შორის ნა-----ბპროდუქტისა და სიგარეტის წვისას და გარკვეული მოცულობით ხდება მისი კონცენტრაცია ჰაერში. ამდენად, ვა---–---------ის ხელზე მხოლოდ დენთის შემადგენელი ამ ერთი კომპონენტის აღმოჩენა, როდესაც ტყვიაში შემავალი სხვა უფრო მაღალი ხარისხით მაიდენტიფიცირებელი ელემენტები (სტიბიუმი, ბარიუმი, სპილენძი და ტყვია) აღმოჩენილი არ არის, უტყუარად არ მიუთითებს იმაზე, რომ მან გაისროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან, მით უფრო, რომ ეს ნივთიერება საყოფაცხოვრებო პირობებშიც ხშირად გვხვდება.
3.31. რაც შეეხება იმ გარემოებას, გი------ და ვა---–---------ებს ჰქონდათ თუ არა ცეცხლსასროლი იარაღი და მათ ხელში დაფიქსირებული ავტომატისმაგვარი საგანი, მიეკუთვნება თუ არა ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო რამდენიმე საკითხზე შეაჩერებს ყურადღებას. აღსანიშნავია, რომ კონკრეტული იარაღი მიეკუთვნება თუ არა ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია თუ არა სროლისათვის, საჭიროებს საექსპერტო კვლევას და სპეციალური ცოდნის მქონე პირის მიერ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას. მიუხედავად ექსპერტიზის დასკვნის არარსებობისა გამონაკლის შემთხვევაში ასევე შესაძლებელია დადგინდეს, რომ გასროლა ნამდვილად ცეცხლსასროლი იარაღიდან არის ნაწარმოები, მაგალითად: ამოღებულია მასრა, რომლის გასროლაც მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან არის შესაძლებელი, ამოღებულია ადამიანის სხეულიდან ტყვიის გულა, რომელიც მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან შეიძლება იყო გასროლილი, ადამიანს ჭრილობა მიყენებული აქვს ცეცხლსასროლი იარაღიდან ნაწარმოები გასროლით.
3.32. მოცემულ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ვერ იქნა ამოღებული იარაღი და გასროლილი მასრები, რომლებიც გასროლის შედეგად გადმოვარდა იარაღიდან, შეუძლებელია კატეგორიულად იმის მტკიცება, რომ დაზარალებულებისა და მოწმეთა ჩვენებებში, ასევე ვიდეო ჩანაწერში დაფიქსირებული იარაღის მაგვარი საგანი წარმოადგენს ცეცხლსასროლ იარაღს (ავტომატს) და ვარგისია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად. აღნიშნული წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს, რომელიც უტყუარად არ დასტურდება ბრალდების მხარის მიერ მიერ წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი მტკიცებულებით, ეფუძნება მხოლოდ დაზარალებულებისა და მოწმეთა მოსაზრებებს. მსგავსი წარმატებით საექსპერტო კვლევის გარეშე შესაძლებელი იყო იმის მტკიცებაც, რომ ვა–----------ის მიერ სახლიდან გამოტანილი პისტოლეტი წარმოადგენდა ცეცხლსასოლ იარაღს (1. ვიზუალურად ჰგავდა ცეცხლსასროლ იარაღს; 2. მიუხედავად იმისა, რომ იყო პნევმატური შესაძლოა ყოფილიყო გადაკეთებულიც და შეეძინა ცეცხლსასროლი იარაღის ფუნქცია). სწორედ ამიტომ არის აუცილებელი/სავალდებულო, რომ არსებობდეს ექსპერტიზის დასკვნა ან სხვა ისეთი ობიექტური გარემოება, რაც შეცდომას, ვარაუდს გამორიცხავს და სასამართლოს მისცემს შესაძლებლობას უტყუარად დაადგინოს კონკრეტული იარაღი მიეკუთვნება, თუ არა ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია თუ არა დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ამოღებული იარაღი (შესაბამისად ექსპერტიზის დასკვნა) ან სხვა ობიექტური წინაპირობა (მაგ.: გასროლილი მასრა, ტყვიის გულა, რომელთა გასროლაც მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან არის შესაძლებელი), რაც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას უტყუარად დაედგინა იარაღისმაგვარი საგანი, რომელიც დაფიქსირდა გი------ და ვა---–---------ების ხელში, წარმოადგენდა თუ არა ცეცსხლსასროლ იარაღს, მით უფრო ვარგისი იყო თუ არა დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად.
3.33. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ წინააღმდეგობრივია ბრალდების მხარის პოზიცია იმ თვალსაზრისით, რომ ერთი მხრივ გი------ და ვა---–---------ებს ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, არ ედავება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენას (მინიმუმ შეძენას, ვინაიდან ბრალდების მხარე შესაძლოა ცეცხლსასროლი იარაღის ტარებას სსკ-ის 239-ე მუხლის მაკვალიფიციერებლი გარემოების შემადგენელ ნაწილად მოიაზრებს) და ედავება ხულიგნობის ჩადენას ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, იმ პირობებში, როდესაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენის გარეშე ობიექტურად ბრალდებულები ხულიგნობას ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ვერ ჩაიდენდნენ. ამდენად, თუ ბრალდების მხარე თავადვე აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ იარაღის მაგვარი საგანის ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიისადმი კუთვნილებას (არ ედავება უკანონოდ შეძენას), გაურკვეველია, რატომ ედავება ბრალდების მხარე ვა---– და გი---------------ებს ამავე იარაღისმაგვარი საგნის, როგორც ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ხულიგნობის ჩადენას.
3.34. სასამართლო ერთობლიობაში აფასებს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და აღნიშნავს, რომ მათი გონივრული ანალიზის შედეგად ერთმნიშვნელოვნად დადასტურდა ვა---– და გი---------------ების მიერ ბე-----------ის, მა-----------ისა და ეთ------–-----ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის (ცემის) ფაქტი. ასევე უტყუარად დადგინდა, რომ ვა---– და გი---------------ები სიცოცხლის მოპობით დაემუქრნენ დაზარალებულებს, რომელთაც კონფლიქტის განვითარებიდან, ბრალდებულთა აგრესიული ქმედებებიდან, ეზოში ცეცხლსასროლი იარაღისმაგვარი საგნიდან გასროლისდან და ქუჩაში გი---------------ის მიერ ამავე საგნის დემონსტრირებიდან გამომდინარე, გაუჩნდათ მუქარის განხორციელების რეალური შიში.
3.36. რაც შეეხება ბრალდებულების - გი------ და ვა---–---------ების მიერ საზოგადოებრივი წესრიგის უხეშ დარღვევასა და საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, სასამართლო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურებულად ვერ მიიჩნევს, რასთან დაკავშირებითაც მოგვიანებით დეტალურად იმსჯელებს განაჩენის სამართლებრივი შეფასების ნაწილში.
3.37. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის #1-------- განაჩენით, გი---------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 11 თვით თავისუფლების აღკვეთა.
3.38. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 13 აგვისტოს განაჩენით, ვა---–---------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლისა და 6 თვის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 5 წელი ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით.
3.39. პრობაციის ეროვნული სააგენტოს 2--------- წლის წერილის თანახმად, ვა---–---------ის მიმართ ამ ეტაპზე პრობაციის სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოებში საქმის წარმოება არ მიმდინარეობს.
3.40. თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსის 2--------- წლის ცნობის თანახმად, ვა---–---------ს გამოსაცდელი ვადა დაუსრულდა 26.04.2018 წელს.
3.41. ბრალდებულმა ვა---–---------მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2018 წლის 24 ივნისს, საღამოს საათებში ქუჩიდან არასასიამოვნო ხმები გაიგონა. ქუჩაში გაიხედა და დაინახა, რომ მა-----------ს და ეთ------–-----ეს მაისურით ეჭირათ მისი ძმა - გი---------------ი, რომელსაც ბე-----------ი და ავ--------–-–------ე ურტყამდნენ. მათთან ახლოს, იარაღით ხელში დარბოდა ბიძამისი ვა–----------ი, რომელიც იძახდა „გამიშვით და თავი უნდა გავუხვრიტო“. მოჩხუბრების დაშოშმინების მიზნით სახლიდან გამოიტანა პნევმატური იარაღი, რომელიც ავტომატს წააგავს. ამასობაში გი---------------ი ეზოში დახვდა, რომელმაც გამოართვა აღნიშნული იარაღი და გაიქცა ქუჩისკენ. ბე-----------მა იცოდა, რომ იარაღი პნევმატური იყო, წინ დაუდგა გი------ს და ეძახდა მესროლეო. გი---------------ს აღნიშნული იარაღი გამოართვა და ეზოში შევიდა, რა დროსაც გაიგონა რამდენიმე გასროლის ხმა. გი------ ვ-–-ს ეძახდა „ამხელა კაცმა რა გააკეთეო“. დაახლოებით 5-10 წუთში პატრულის თანამშრომლები მივიდნენ შემთხვევის ადგილზე. კონფლიქტის დროს ბიძამისს ცეცხლსასროლი იარაღი ეკავა და არა ის პისტოლეტი, რაც სასამართლოში წარმოადგინეს. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერი დამონტაჟებულია, „ხმა აქვს დადებული“. მისთვის გაუგებარია, თუ მოკვლით ემუქრებოდა მა-----------ს, როგორ გადაიღო მობილური ტელეფონით მისი ეზო. თუ ავტომატიდან გაისროლა, გილზა რატომ ვერ იქნა ამოღებული ან ვიდეოში კვამლი რატომ არ ჩანს. ფიქრობს, რომ მა-----------ის პოლიციელმა მეუღლემ და დეიდაშვილებმა პროვოკაცია მოუწყვეს. ვიდეოში არ ჩანს, თუ როგორ დასცინის მა-----------ი გი---------------ს, როგორ უმიზნებს ვა–----------ი მას იარაღს და როგორ სცემენ მის ძმას.
ბრალდებულის განმარტებით, მას არავინ უცემია და არც არავის დამუქრებია. მისი პნევმატური იარაღი „კალაშნიკოვს“ ჰგავს, მჭიდში ბურთულები იდება, რომელთა გასროლაც ბალონის მეშვეობით ხდება. აღნიშნული იარაღი ჯერ ონკანთან დააგდო, შემდეგ სახლში შეიტანა და სკამზე დადო.
3.42. ბრალდებულმა გი---------------მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2018 წლის 24 ივნისს იმყოფებოდა სახლში. საღამო ხანს სამუშაო ტანსაცმლით გავიდა ქუჩაში, სადაც დახვდნენ ბიძა - ვა–----------ი, ბიცოლა - ეთ------–-----ე, ბიძაშვილები - ბე-----------ი, მა-----------ი, ამ უკანასკნელის მეუღლე ა----- დასთან ერთად. მათთვის ხმა არ გაუცია, მხოლოდ შეხედა. აღნიშნულმა პიროვნებებმა ერთმანეთს რაღაც გადაულაპარაკეს, რის შემდეგაც მა-----------მა მობილური ტელეფონით ვიდეოს გადაღება დაიწყო, ხოლო მალევე დამცინავი ტონით მიმართა: „რას ჰგავს, როგორ დადისო“. მა--- დამცინავ საქციელს იმავე სტილში უპასუხა. მისმა სიტყვებმა ვა–----------ის ოჯახის წერვები გააღიზიანა და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. ბიძამისმა ცეცხლსასროლი იარაღი მიუშვირა. ვა–----------ს უთხრა ესროლა მისთვის და რამდენჯერმე მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. საპასუხოდ ბე-----------მაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. მისთვის ხელის დარტყმა უნდოდა (შეიძლება ერთი ორი მიარტყა კიდეც). დაიწყეს ჩხუბი და კარგად სცემეს. ვა–----------ი მასთან ახლოს არ მისულა. ჩხუბის პროცესში დაინახა მისი ძმა ვა---–---------ი, რომელსაც პნევმატური იარაღი ეჭირა ხელში. იფიქრა აღნიშნული იარაღით შეაშინებდა მოჩხუბრებს. გამოართვა ვა---–ს იარაღი და გარეთ გავიდა. იქვე შეხვდა მეზობელი, რომელმაც გაშველება დაიწყო. ისევ ვა---–მა გამოართვა იარაღი და სახლში შეიტანა. ამ დროს გაიგონა 3-4 გასროლის ხმა. რამდენიმე წამში მიტრიალდა და ჭიშკართან ეთ------–-----ე დაინახა, რომელიც კონფლიქტში მას ადანაშაულებდა. შემთხვევის ადგილზე მეზობელი ბე-------–------ი მივიდა დედამისთან ერთად, რომლებმაც დააწყნარეს ისინი და სახლში შეიყვანეს. რამდენიმე წუთში კონფლიქტის ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიცია, ჩასვეს ძმები ავტომანქანაში და წაიყვანეს განყოფილებაში. მას ქალბატონებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, ხელი მხოლოდ ბე-----------ს დაარტყა. მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონებიც მონაწილეობდნენ ჩხუბში, მათი ფიზიკური შეურაცხყოფის განზრახვა არ ჰქონია. პირველი დარტყმა ვინ განახორციელა არ ახსოვს. ბე-----------მა დასარტყმელად გამოიწია თუ არა, არ იცის, რადგან არ შეუხედავს. კონფლიქტის დასრულების შემდეგ პნევმატური იარაღი სახლში ჰქონდათ, მაგრამ სად წავიდა მისთვის უცნობია. პნევმატური იარაღიდან გასროლა არ განუხორციელებიათ.
3.43. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულების - ვა---–---------ისა და გი---------------ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებებში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და დაცვის მხარის ვერსიას თითქოს ბრალდებულებს ბე-----------ისთვის, მა-----------ისთვის და ეთ------–-----ესთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ, სიცოცხლის მოსპობით არ დამუქრებიან მათ და აღნიშნული მოგონილია ვა–----------ის ოჯახის წევრების მიერ. საპირისპირო დასტურდება სასამართლოში გამოკვლეული ბრალდების მხარის მტკიცებულებებით, კერძოდ: 2018 წლის 24 ივნისს, წ-----ში, ამილახვის ქუჩაზე ვა---– და გი---------------ების აგრესიული ქცევა, გინება და მუქარის ფაქტები ცალსახად დაადასტურა სასამართლოში დაკითხულმა ნეიტრალურმა მოწმემ - ოთ-------–------მა, ასევე დაადასტურეს შემთხვევის ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა. აღნიშნულ მტკიცებულებათა შინაარსს სრულად შეესაბამება ბე-----------ის, მა-----------ის, ავ--------–--–------ისა და მი--------–------ის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებები, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები (მა-----------ისა და ეთ------–-----ის მიმართ), რომელთა გონივრული შეფასების შედეგად, ცალსახაა, რომ ვა---– და გი---------------ები სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ ბე-----------ს, მა-----------ისა და ეთ------–-----ეს, არაერთი დარტყმა მიაყენეს სხეულზე.
3.44. დაცვის მხარის მტკიცებით, ვა---– და გი---------------ების მიერ მუქარა წარმოთქმულ იქნა აღელვების მდგომარეობაში, ჩხუბის დროს ადამიანს შემცირებული აქვს შერაცხადობის უნარი, მან შეიძლება ვერ გააკონტროლოს წარმოთქმული სიტყვები და ვერ იფიქროს მის მნიშვნელობაზე, რის გამოც მუქარა არ შეიძლება აღქმულ იქნეს და შეფასდეს რეალურად. დაზარალებულების აღქმა იმის თაობაზე, რომ მათ მიმართ ადგილი ჰქოდნა რეალურ მუქარას და შეეშინდათ, არ შეესაბამება სინამდვილეს. თუ ასეთ შემთხვევას ექნებოდა ადგილი დაზარალებულ მხარეს უნდა დაეტოვებინა შემთხვევის ადგილი (მიმალულიყვნენ). სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის აღნიშნულ პოზიციას და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან დგინდება, რომ ვა---– და გი---------------ის მიერ განხორციელებული მუქარა არ იყო აბსტრაქტული და შემთხვევით წარმოთქმული, ბრალდებულები დაემუქრნენ დაზარალებულებს და აღნიშნული ქმედება გარეგნულად ისეთი ფორმით იყო გამოხატული, რაც მუქარის ადრესატებს გაუჩენდათ საფუძვლიან შიშს. ბრალდებულების აგრესიული ქმედებები, ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგნის დემონსტრირება, გინება, ყვირილი და წარსულში მომხდარი კონფლიქტი ნებისმიერი ჩვეულებრივი ფსიქიკის მქონე ადამიანს მსგავს სიტუაციაში გაუჩენდა მუქარის განხორციელების რეალურ შიშს. დაზარალებულთა არამდგრადი ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ რაიმე სახის დადასტურებული ინფორმაცია სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა. შესაბამისად, სასამართლო იზიარებს ბე-----------ის, მა-----------ისა და ეთ------–-----ის განმარტებებს იმის თაობაზე, რომ მათ გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3.45. დაცვის მხარე ასევე მიუთითებს, რომ დაზარალებულების ჩვენებებით ვერ დადგინდა რომელმა მათგანმა სხეულის რა მიდამოში მიიღო დაზიანებები. ეთ------–-----ემ კატეგორიულად ვერ დაადასტურა მუქარისა და ცემის ფაქტები. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ვიდეო მასალიდან არ ჩანს რომ მა-----------მა ბრალდებულების მხრიდან მიიღო დაზიანება. არ გამოირიცხება ვარაუდი, რომ მას დაზიანება შემთხვევით მიაყენა ბე-----------მა, რომელიც ჩხუბის დროს ხელებს იქნევდა. ბრალდებულები მისდევდნენ სპორტს და თუ ხელს დაარტყამდნენ დაზარალებულებს, მძიმე დაზიანებას მიაყენებდნენ მათ.
სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის აღნიშნულ განმარტებებს და აღნიშნავს, რომ შესაძლოა ეთ------–-----ემ დეტალურად ვერ მიუთითა სხეულის რომელ მიდამოში და რამდენჯერ მოხვდა ბრალდებულების მიერ მოქნეული ხელი, კონკრეტულად რომელმა მათგანმა უთხრა, რომ სიცოცხლეს მოუსპობდა მას, თუმცა აღნიშნული თავისთავად არ ნიშნავს, რომ ვა---– და გი---------------ებს დანაშაული არ ჩაუდენიათ. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა სხვა ყველა დაზარალებულმა და მოწმეებმაც (მათ შორის ნეიტრალურმა მოწმე ოთ-------–------მა) სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურეს, რომ ბრალდებულებსა და დაზარალებულებს შორის მიმდინარეობდა ჩხუბი, რომელშიც მონაწილეობდნენ ვა---–---------ი, გი---------------ი და ბე-----------ი. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი აგრესია მიმართული იყო ბე-----------ისკენ, ბრალდებულების მიერ მოქნეული ხელი ინტენსიურად ხვდებოდათ მოჩხუბრების გაშველებაში ჩართულ მა-----------სა და ეთ------–-----ეს. ბრალდებულები აგრესიულად მიმართავდნენ მათ, ემუქრბეოდნენ და სხეულის სხვადასხვა მიდამოში (მათ შორის გვერდებში და მკლავზე) ურტყამდნენ ხელს.
3.46. ამდენად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბრალდებულთა უდანაშაულობის შესახებ და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ნაწილობრივ შეასრულა მისი მოვალეობა და სასამართლოში წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლებითაც უტყუარად დადასტურდა ვა---–---------ისა და გი---------------ის მიერ ბე-----------ის, მა-----------ის, ეთ------–-----ის ცემისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტები.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ხულიგნობისთვის -ქმედებისათვის, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით. მოცემული დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი წესრიგი. დამატებითი ობიექტი შეიძლება იყოს ადამიანის ხელშეუხებლობა და მისი ჯანმრთელობა. დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს ქმედების ჩადენა ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით. ობიექტური მხრივ ხულიგნობას ახასიათებს შემდეგი ნიშნები: 1. პირმა უხეშად უნდა დაარღვიოს საზოგადოებრივი წესრიგი; 2. ქმედება უნდა გამოხატავდეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას; 3. ქმედება ჩადენილი უნდა იყოს ძალადობით ან ძალადობის მუქარით. აღნიშნული ნიშნებიდან ერთ-ერთის არარსებობა გამორიცხავს ხულიგნობის შემადგენლობას. მოცემული დანაშაულის განხორციელებისათვის გადამწყვეტია, რომ ხულიგნობის ჩადენამ გამოიწვიოს საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა. მნიშვნელოვანია გათვალისწინებულ იქნეს ქმედების ჩადენის ადგილი, ვითარება, მისი ინტენსივობა და ხანგრძლივობა. ხულიგნობად ვერ მიიჩნევა ჩხუბი პირადი მოტივით, რასაც ახლავს ძალადობა ან ძალადობის მუქარა, თუმცა მცირედით დაირღვა კონფლიქტის მონაწილეთა და გარშემო მყოფების (მეზობლების) მყუდროება.
3.2. სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია პირველ რიგში ყურადღება გაამახვილოს პროკურორის მიერ პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებულ ბრალდების ფორმულირებაზე (ხულიგნობის ნაწილში) და ამ საკითხის მნიშვნელობაზე დანაშაულის კვალიფიკაციის კონტექსტში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის №230აპ-13 განაჩენი, პუნქტი 4.1.2.).
ამდენად, სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს იხილავს, ბრალდებულის დამნაშავეობასა თუ უდანაშაულობაზე მსჯელობს და ქმედებას სამართლებრივად აფასებს სწორედ ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფორმულირების ფარგლებში, სადაც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ინკრიმინირებული ქმედების აღწერა.
3.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე გი------ და ვა---–---------ებს პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ბრალის შემდეგი ფორმულირებით ედავება ხულიგნობის ჩადენას: ასევე, ამავდროულად, ხსენებული დანაშაულებრივი ქმედების დროს ვა---–---------ი და გი---------------ი გადაადგილდებოდნენ რა ქ. თბილისში, და---–-----ი, ამ--–-----ის ქუჩა N---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით აშკარა უპატივცემულობას გამოხატავდნენ იქ მყოფი და მცხოვრები მოქალაქეების მიმართ, რითაც უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და აშკარა უპატივცემულობა გამოხატეს საზოგადოებისადმი. შესაბამისად, სასამართლომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები უნდა შეაფასოს და იმსჯელოს დგინდება თუ არა მათი ერთობლიობით ის ფაქტები, რასაც ბრალდების მხარე ბრალდების დადგენილების თანახმად, ედავება გი------ და ვა---–---------ებს, ამასთან, პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილი ქმედება წარმოადგენს თუ არა ხულიგნობას.
3.4. სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ეზოში იარაღის მაგვარი საგნიდან გასროლის ფაქტს, ბრალდების მხარე იყენებს მუქარის რეალურობისა და ამ დანაშაულის შემადგენლობის დასაბუთების კონტექსტში, ხოლო ამავე დადგენილების თანახმად, იარაღის მაგვარი საგნიდან გასროლის ფაქტს, ხულიგნობის ეპიზოდში, არ ახსენებს და, შესაბამისად, ბრალდებულებს არ ედავება ასევე იარაღის გასროლით ხულიგნობის ჩადენას. ვა---– და გი---------------ების მხოლოდ გადაადგილება (ბრალდების დადგენილების თანახმად) ქ. თბილისში, და---–-----ი, ამ--–-----ის ქუჩა N---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, იარაღის მსგავსი საგნით, არ გამოხატავს საზოგადოებისადმი იმ ხარისხით აშკარა უპატივცემულობას და არ არღვევს იმგვარად საზოგადოებრივ წესრიგს (რომ აღარაფერი ვთქვათ ძალადობაზე ან ძალადობის მუქარის შემცველი ქმედებების ბრალდების ფორმულირებაში არარსებობაზე ხულიგნობის ნაწილში), რაც სავალდებულოა ქმედების ხულიგნობად დაკვალიფიცირებისათვის. წინააღმდეგობრივია ამ ნაწილში ბრალდების მხარის პოზიცია იმ თვალსზრისითაც, რომ თუ მხოლოდ იარაღისმაგვარი საგნის დემონსტრირებით ქუჩაში გადაადგილება წარმოადგენს ხულიგნობას, აღნიშნულისგან არაფრით განსხვავდება ვა–----------ის მიერ პნევმატური იარაღით იმავე ტერიტორიაზე გადაადგილება და მისი დემონსტრირება. ამ ლოგიკით ვა–----------ის ქმედებაც ხულიგნობად უნდა ყოფილიყო დაკვალიფიცირებული, თუმცა, ორივე შემთხვევაში ამ ქმედების (ქუჩაში იარაღისმაგვარი საგნით მხოლოდ გადაადგილების) სამართლებრივი შეფასება ხულიგნობად, ცალსახად არამართებული იქნება. ამდენად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილისა და 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის შინაარსიდან, ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკიდან გამომდინარე (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის №230აპ-13 განაჩენი, პუნქტი 4.1.2.), სასამართლო მოკლებულია სასამრთლებრივ შესაძლებლობას გასცდეს წარდგენილი ბრალდების ფარგლებს და იმგვარად მოახდინოს ბრალდების ფორმულირების შეცვლა, რომელი ფორმითაც ბრალდების მხარე არ ედავება ბრალდებულებს ხულიგნობის ჩადენას, შეითავსოს ბრალდების ფუნქცია და დაამძიმოს გი------ და ვა---–---------ების სამართლებრივი მდგომარეობა. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებში (ხულიგნობის ნაწილში) აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები (არსებული ბრალდების ფორმულირება) არ წარმოადგენს ხულიგნობას.
3.5. სასამართლოსთვის გასაგებია პროკურორის მიერ პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებში ჩამოყალიბებული ფორმულირება ხულიგნობის ნაწილში, სადაც არ ახსენებს რაში გამოიხატა ძალადობა, ძალადობის მუქარა, ასევე ის გარემობა, რომ არ უთითებს იარაღისმაგვარი საგნიდან გასროლაზე, კერძოდ: პროკურორს ყველა ეს ქმედება პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებში აღწერილი აქვს მუქარისა და ცემის ეპიზოდების ფორმულირებისა და დასაბუთების ნაწილში, შესაბამისად, ნათელია, რომ ბრალდებულების იდენტური ქმედებების აღწერა იმავდროულად ხულიგნობის ბრალდების ფორმულირების ნაწილში, გამოიწვევდა ერთიდაიგივე ქმედების ორმაგ კვალიფიკაციას, ვინაიდან ხულიგნობა ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით მოიცავს ძალადობასაც და მუქარასაც, რაც ცალკე დანაშაულის შემადგენლობას (ცემა და მუქარა), როგორც წესი არ იძლევა.
3.6. ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებები არ იძლევა სამართლებრივ შესაძლებლობას გი------ და ვა---–---------ებს მსჯავრი დაედოთ ხულიგნობის ჩადენისათვის. მიუხედავად არსებული მოცემულობისა, სასამართლო ყურადღებას დამატებით ასევე ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა ვა---– და გი---------------ების მიერ საზოგადოებისადმი იმგვარი აშკარა უპატივცემულობა და საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა, რაც სავალდებულოა ქმედების ხულიგნობად დაკვალიფიცირებისათვის. საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით ცალსახად დადგინდა, რომ ბრალდებულებს ამოძრავებდათ პირადი მოტივი ბე-----------ის ოჯახის წევრების მიმართ. სწორედ აღნიშნულმა გარემოებამ გამოიწვია ვა---–---------ისა და გი---------------ის აგრესიული ქმედებები დაზარალებულების მიმართ. გი------ და ვა---–---------ებს აგრესია არ გამოუხატავთ არცერთი მეზობლის ან იქ მყოფი პირის მიმართ. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას მოწმეებმა (მეზობლებმა) - ოთ-------–------მა, ვა-–----------–------მა და ბე-------–------მა, აღნიშნეს, რომ კონფლიქტის შედეგად მათი მყუდროება არ დარღვეულა. აღსანიშნავია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს კერძო დასახლებაში, კონფლიქტს არ გამოუწვევია მანქანების ან ადამიანების მოძრაობის შეფერხება, რაიმე სამუშაო პროცესის შეწყვეტა ან საზოგადოების ჩვეულებრივი/ნორმალური ცხოვრების რიტმის შეცვლა, შესაბამისად, ბრალდებულების ქმედებები არ წარმოადგენს საზოგადოებისათვის იმგვარ აშკარა უპატივცემულობას და წესრიგის დარღვევას, რაც დანაშაულის - ხულიგნობის შემადგენლობისთვის არის სავალდებულო. სასამართლო აღნიშნავს, რომ საწინააღმდეგო განმარტების პირობებში ყველა კონფლიქტი/ჩხუბი, რასაც თან ახლავს ძალადობა ან ძალადობის მუქარა, უნდა დაკვალიფიცირდეს ხულიგნობად, რაც არსობრივად მცდარია და არ გამომდინარეობს სსკ-ის 239-ე მუხლის დისპოზიციის გონივრული და სწორი განმარტებიდან.
3.7. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2007 წლის 28 თებერვლის #210აპ განჩინებაში აღნიშნა, რომ „... ნ. ა-ის ქმედება 2005 წლის 28 სექტემბრის ეპიზოდში, წინასწარი გამოძიების, პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ არასწორადაა დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ვინაიდან არ ჩაითვლება ხულიგნობად ბინაში პირადი მოტივით ჩხუბის ატეხვა ოჯახის წევრების მიმართ, რასაც ახლდა ძალადობის მუქარა და რითაც დაირღვა ამ ოჯახის მყუდროება. როგორც საქმეში არსებული მასალებით, მათ შორის საბრალდებო დასკვნითაც ირკვევა, ნ. ა-ვს ამოძრავებდა პირადი მოტივი და არა იმის სურვილი, რომ დაპირისპირებოდა საზოგადოებას, ე.ი. მას არ გამოუხატავს აშკარა უპატივცემულობა საზოგადოებისადმი. გარდა ამისა, ნ. ა-ის ქმედებას არ გამოუწვევია საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა, რაც სსკ-ის 239-ე მუხლის შემადგენლობის ერთ-ერთი, ასევე აუცილებელი ნიშანია და რასაც მოცემულ შემთხვევაში, საბრალდებო დასკვნითაც კი ადგილი არ ჰქონია“.
3.8. ამდენად, ყველა ზემოაღნიშნული გარემოების, მათ შორის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვა---– და გი---------------ები საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდნენ.
3.9. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია მუქარისთვის, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ მუქარა მიმართული იყოს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისაკენ. ქმედების მუქარად დაკვალიფიცირებისათვის გადამწყვეტია, რომ მუქარის ადრესატს გაუჩნდეს საფუძვლიანი შიში, რომ მუქარა რეალურად განხორციელდება. დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებებს წარმოადგენს ქმედების ჩადენა ჯგუფურად, არაერთგზის.
3.10. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით (დაზარალებულებისა და მოწმეთა ჩვენებებით) ცალსახად დადასტურდა ვა---–---------ისა და გი---------------ის მიერ, დაზარალებულების - ბე-----------ის, მა-----------ისა და ეთ------–-----ის მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტი. ასევე უტყუარად დადგინდა, რომ ბრალდებულები მოქმედებდნენ ჯგუფურად, აგრესიულად მიმართავდნენ ბე-----------ს, მა-----------სა და ეთ------–-----ეს, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდნენ, რომ „გადაწვავდნენ“ და „ამოწყვეტდნენ“. ბრალდებულების აგრესიულმა ქმედებებმა, მათ შორის იარაღისმაგვარი საგნის დემონსტრირებამ და ეზოში გასროლამ დაზარალებულებს გაუჩინა საფუძვლიანი შიში მუქარის განხორციელების რეალურობის შესახებ. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - მუქარის შემადგენლობის ყველა ნიშანი.
3.11. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში.
3.12. მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის #1-------- განაჩენით, გი---------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. მუქარისთვის ნასამართლევმა გი---------------მა 2018 წლის 24 ივნისს კვლავ ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული (სიცოცხლის მოსპობის მუქარა), შესაბამისად, სახეზეა დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშანი - არაერთგზისობა (გი---------------ის მიმათ).
3.13. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ვა---–---------მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო გი---------------მა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, რომელთათვისაც ისინი ცნობილ უნდა იქნენ დამნაშავედ.
3.14. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ცემისთვის ან სხვაგვარი ძალადობისთვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. ცემა შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებებს წარმოადგენს ქმედების ჩადენა ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ.
3.15. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით (დაზარალებულებისა და მოწმეთა ჩვენებებით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით) უტყუარად დადასტურდა, რომ ვა---– და გი---------------ებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ბე-----------ს, მა-----------სა და ეთ------–-----ეს, ხელი დაარტყეს სხეულის სხვადასხვა მიდამოში რამაც დაზარალებლების ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. შესაბამისად, სახეზეა დანაშაულის (ცემის) შემადგენლობისთვის აუცილებელი ყველა ნიშანი და მაკვალიფიცირებელი გარემოებები - ქმედების ჩადენა ჯგუფურად, სამი პირის მიმართ.
3.16. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ვა---–---------მა და გი---------------მა ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჯგუფურად, სამი პირის მიმართ, რისთვისაც ისინი ცნობილ უნდა იქნენ დამნაშავედ.
4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.
4.3. განაჩენის 4.1. და 4.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლითაც ვა---–---------ს და გი---------------ს მსჯავრი უნდა დაედოთ სასჯელად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ორ წლამდე ვადით ანდა თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილი, რომლითაც ბრალდებულებს ასევე უნდა დაედოთ მსჯავრი სასჯელად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს ვა---–---------ისა და გი---------------ის პიროვნებებისა და ჩადენილი ქმედებების გათვალისწინებით, რომელი სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
4.5. დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
4.6. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ვა---–---------ისა და გი---------------ის მიერ ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივ საშიშროებას, ხასიათს (ჩადენილია ძალადობრივი ხასიათის დანაშაულები), დანაშაულის ჩადენის სახესა და ხერხს (ვა---–---------მა და გი---------------მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ბე-----------ს, მა-----------სა და ეთ------–-----ეს, დაემუქრნენ სიცოცხლის მოსპობით, რასაც თან ახლდა იარაღისმაგვარი საგნის დემონსტრირება), ბრალდებულების პირად და ეკონომიკურ პირობებს (ბრალდებულების პირადი და ეკონომიკური პირობების შესახებ უტყუარი ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება), ვა---–---------ისა და გი---------------ის კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს, დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს (შურისძიება/დაშინება და ტკივილის მიყენება) და მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე ვა---–---------ს სასჯელად უნდა განესაზღვროს: საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით - 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე, სსკ-ის 521-ე მუხლის შესაბამისად, დამატებით სასჯელად უნდა განესაზღვროს იარაღთან დაკავშირებული უფლების შეზღუდვა 3 წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „გ” და ,,დ” ქვეპუნქტებით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; გი---------------ს სასჯელად უნდა განესაზღვროს: საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე სსკ-ის 521-ე მუხლის შესაბამისად, დამატებით სასჯელად უნდა განესაზღვროს იარაღთან დაკავშირებული უფლების შეზღუდვა 4 წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ე ნაწილის „ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
4.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ ვა---– და გი---------------ებს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელი უნდა განესაზღვროთ შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, კერძოდ: გი---------------ს საბოლოო სასჯელად უნდა განესაზღვროს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და 4 წლით იარაღთან დაკავშირებული უფლების შეზღუდვა, ხოლო ვა---–---------ს 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით იარაღთან დაკავშირებული უფლების შეზღუდვა.
4.8. სასამართლოს მიაჩნია, რომ ვა---–---------ისა და გი---------------ის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მათი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ბრალდებულების პიროვნებების გათვალისწინებით, ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, დანიშნული სასჯელები სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).
5.ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
5.1. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ:
- ორი ერთეული პისტოლეტი მჭიდით და ვაზნებით, დანა სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს;
- ვა---– და გი---------------ების ტანსაცმელი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს;
- ნერწყვის ნიმუშები და ანაწმენდები სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს;
- დისკი შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-276-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვა---–---------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2. ვა---–---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;
მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის შესაბამისად, დამატებით სასჯელად განესაზღვროს იარაღთან დაკავშირებული უფლების შეზღუდვა 3 წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ვა---–---------ს საბოლოო სასჯელად განესაზღვროს 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის შესაბამისად, დამატებით სასჯელად განესაზღვროს იარაღთან დაკავშირებული უფლების შეზღუდვა 3 წლის ვადით.
4. ვა---–---------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 25 ივნისიდან.
5. ვა---–---------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
6. გი---------------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
გი---------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის შესაბამისად, დამატებით სასჯელად განესაზღვროს იარაღთან დაკავშირებული უფლების შეზღუდვა 4 წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
7. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გი---------------ს საბოლოო სასჯელად განესაზღვროს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის შესაბამისად, დამატებით სასჯელად განესაზღვროს იარაღთან დაკავშირებული უფლების შეზღუდვა 4 წლის ვადით.
8. გი---------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 25 ივნისიდან.
9. გი---------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
10. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:
- ორი ერთეული პისტოლეტი მჭიდით და ვაზნებით, დანა სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს;
- ვა---– და გი---------------ების ტანსაცმელი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს;
- ნერწყვის ნიმუშები და ანაწმენდები სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
- დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
11. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
12. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი