გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2/3866 - 19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
22 აპრილი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე გი-----ი მაისურაძე
სხდომის მდივანი გრეტა ჩიქოვანი
მოსარჩელე ან------–---–ი
წარმომადგენელი თე---- ბე---, ეკ--------ე სო-–-----–---–ი
მოპასუხე რო------ნ ბა------–---–ი
წარმომადგენელი გუ-–-------------ა
დავის საგანი - ქორწინების შეწყვეტა, ალიმენტის გადახდის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ან------–---–ს და რო------ნ ბა------–---–ს შორის 2--- წლის 2--------–- რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა (სააქტო ჩანაწერი N8----------);
1.2. მოპასუხე რო------ნ ბა------–---–ისათვის არასრულწლოვანი შვილების სა-- ბა------–---–ის (------------–-------–-–----------------) და ნუ–- ბა------–---–ის (------------–-------–-–------------------- სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება ყოველთვიურად 250-250 (ორას ორმოცდაათი-ორასორმოცდაათი) ლარის, სულ 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრიდან, 2019 წლის 26 თებერვლიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე.
მოსარჩელე ან------–---–ი და მოპასუხე რო------ნ ბა------–---–ი 2--- წლის 2--------–----- იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2----–-–---------------- და--დებული სა-- ბა------–---–ი და 2----–-–------------------ და--დებული ნუ–- ბა------–---–ი. მხარეებს შორის 2016 წლიდან დაიძა-- ურთიერთობა, რის გამოც მათი ოჯახური თანაცხოვრება შეუძლებელი გახდა და მათ შორის საქორწინო ურთიერთობა ფაქტობრივად შეწყდა. მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ხშირად იმყოფებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ. მიუხედავად იმისა, რომ მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ, მოპასუხე ისევ აგრძელებდა მოსარჩელის მიმართ ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რის გამოც 2019 წლის 0------------–- მოპასუხე რო------ნ ბა------–---–ის მიმართ გაიცა შემაკავებელი ორდერი. მოპასუხე სათანადოდ არ იღებს მონაწილეობას არასრულწლოვან შვილების აღზრდაში და არ უწევს მათ სრულყოფილად ფინანსურ დახმარებას. მოპასუხე დასაქმებულია და აქვს ყოველთვიური შემოსავალი.
(სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ეთანხმება მოთხოვნას ან------–---–თან ქორწინების შეწყვეტის შესახებ;
2.2. მოპასუხე ეთანხმება მოთხოვნას არასრულწლოვანი შვილების, სა-- ბა------–---–ის (------------–--------–-–----------------- და ნუ–- ბა------–---–ის (------------–-------–-–------------------- ალიმენტის სახით ყოველთვიურად 50-50 (ორმოცდაათი-ორმოცდაათი) ლარის, სულ 100 (ასი) ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში;
მოპასუხე არასრულწლოვან შვილებზე ზრუნვას თავს არ არიდებს და იღებს ვალდებულებას მიიღოს მონაწილეობა არასრულწლოვანი ბავშვების რჩენა-აღზრდაში. მოპასუხე ამ ეტაპზე დასაქმებული არ არის. იგი მაქსიმალურად არის ჩართული ბავშვების აღზრდის პროცესში. კვირაში რამდენიმე დღეს არასრულწლოვანი სა-- ბა------–---–ი მის ოჯახში ატარებს, ასევე, პერიოდულად მასთან არის არასრულწლოვანი ნუ–- ბა------–---–იც. მოპასუხეს დაჰყავს ბავშვები სა--ვშვო ბაღში. რო------ნ ბა------–---–ს და მის ოჯახს ერიცხება სა--ნკო დავალიანებები, რის გამოც იგი ვერ შესძლებს სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით ალიმენტის გადახდას.
(შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი);
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე ან------–---–ი და მოპასუხე რო------ნ ბა------–---–ი დაქორწინდნენ 2--- წლის 2--------–-. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2-----–-–--------------- და--დებული სა-- ბა------–---–ი და 2-----–-–------------------ და--დებული ნუ–- ბა------–---–ი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N8---------- (ს.ფ. 12);
- და--დების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N 0---------- (ს.ფ. 13);
- და--დების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N 0---------- (ს.ფ. 14).
3.1.2. მხარეებს, ან------–---–ს და რო------ნ ბა------–---–ს შორის რამდენიმე თვეა ოჯახური თანაცხოვრება შეწყვეტილია. არასრულწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ დედასთან, ან------–---–თან ერთად;
მხარეებს შორის დაძაბული ურთიერთობაა. 2019 წლის 0------------–- ან------–---–ზე ფსიქოლოგიური ზეწოლის გამო, რო------ნ ბა------–---–ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
------------ წელს გაცემული შემაკავებელი ორდერი N------ (ს.ფ. 17
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
3.1.3. მოსარჩელე ან------–---–ი დასაქმებულია შპს ,,ევ---–--–-------------ში“. იგი მუშაობს ღამის ცვლაში, კვირაში 3 ან 4 ღამის განმავლობაში.
სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით, 13.03.2019 წლის მდგომარეობით, ან------–---–ის მიერ 2018 წლის 01 იანვრიდან მიღებული შემოსავლები შეადგენს: 2018 წლის ივნისის თვეში - 793.5 ლარს, ივლისის თვეში - 1069.5 ლარს და 70.2 ლარს, აგვისტოს თვეში - 93.75 ლარს, 1400.01 ლარს და 2.05 ლარს. სექტემბრის თვეში - 1676.7 ლარს, 93.75 ლარს და 1.82 ლარს, ოქტომბრის თვეში - 2.71 ლარს, 93.75 ლარს და 1428.3 ლარს, ნოემბრის თვეში - 93.75 ლარს და 2023.08 ლარს, დეკემბრის თვეში - 1437.96 ლარს, 93.75 ლარს, 2019 წლის იანვრის თვეში - 115.86 ლარს, 1887.72 ლარს, 73.98 ლარს და თებერვლის თვეში - 73.98 ლარს და 1797.45 ლარს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 1--------- წლის მიმართვა N-----------, დანართი (ს.ფ. 25-30);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
3.1.4. სსიპ შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით, რო------ნ ბა------–---–ის მიერ 01.01.2016 წლიდან 28.02.2019 წლის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავლის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 20-------- წელს გაცემული ცნობა (ს.ფ. 44);
-სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 1--------- წლის მიმართვა N----------- (ს.ფ. 25).
3.1.5. მოპასუხე რო------ნ ბარაშვილის დედა ლე--–ა ბა------–---–ი იმყოფება საბერძნეთის რესპუბლიკაში. ფულადი გზავნილების ამონაწერებით დასტურდება, რომ მოპასუხე სტაბილურად იღებს ფულად დახმარებას დედისგან;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სს ,,თ------------“ ფულადი გზავნილების ამონაწერი (ს.ფ. 45).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. არასრულწლოვანი სა-- ბა------–---–ი ირიცხება ქ. თ---–---- N-------------ში. ბავშვის ბაღში სიარულს უზრუნველყოფს, როგორც დედა ან------–---–ი, ასევე მამა რო------ნ ბა------–---–ი. როცა არასრულწლოვანი ბაღში მოყავს მამას, ბავშვი მხიარულია, მოწესრიგებული, ჰიგიენური პირობები დაცულია. ის სიყვარულით ემშვიდობება მამას. რო------ნ ბა------–---–ი არის მზრუნველი და ყურადღე---ნი მამა.
არასრულწლოვანი ნუ–- ბა------–---–ი ირიცხება შპს ,,ჯ-------------“ სა--ვშვო ბაღში 2-3 წლიან ჯგუფში. ნუ–- ბა------–---–ი ხასიათდება დადებითად. იგი კონტაქტურია და მხიარული, სიხარულით ასრულებს ბაღში გათვალისწინებულ სააღმზრდელო პროგრამას. ნუ–-ს ბაღში მოყვანასა და გაყვანაზე ზრუნავს როგორც დედა ან------–---–ი, ასევე, მამა რო------ნ ბა------–---–ი;
არასრულწლოვანი ნუ–- ბა------–---–ის ბაღის გადასახადი ყოველთვიურად შეადგენს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ა(ა)იპ ქ. თ---–---- N-------------ის მიერ 0--------- წელს გაცემული ცნობა N----- (ს.ფ. 59, 81);
_შპს ,,ჯ-------------“-ის 2--------- წელს გაცემული დახასიათება N------- (ს.ფ. 79);
_სს ,,ს----------–----------“ ამონაწერი ან------–---–ის სა--ნკო ანგარიშიდან (ს.ფ. 63-64).
3.2.2. მოპასუხე რო------ნ ბა------–---–მა თავის მეგობრებთან, მა----ა გე--–--ესთან და გი-----ი ტო----–--–-ძესთან ერთად 2018 წლის დეკემბრის თვეში დაიწყო სამეწარმეო საქმიანობის წარმოება რაც დაკავშირებულია პლასტიკის პარკების რეალიზაციასთან. საწარმოს დირექტორად რეგისტრირებულია რო------ნ ბა------–---–ი, ხოლო პარტნიორებს რო------ნ ბა------–---–თან ერთად წარმოადგენენ გი-----ი ტო----–--–-ძე და მა----ა გე--–--ე. მოპასუხე მხარის განმარტებით, ვინაიდან 2019 წლის 01 აპრილიდან პლასტიკისა და ბიოდეგრირებადი პარკების რეგულირების წესი შეიცვალა და საქართველოს ტერიტორიაზე აიკრძალა ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია, ამ ეტაპზე საწარმოს საქმიანობა შეჩერებულია, არ აქვთ პარტნიორებს საწარმოდან შემოსავალი და პირიქით, რეგულაციების ცვლილებამ დიდი ზარალი მოუტანა მათ საქმიანობას. აღნიშნულს ადასტურებენ მოწმეები გი-----ი ტო----–--–-ძე და მა----ა გე--–--ე. ასევე, მოწმეები მიუთითებენ იმაზე, რომ რო------ნ ბა------–---–ს ამ სამქიანობის წამოწყების მიზნით მოუწია სა--ნკო დავალიანების აღება, რის უზრუნველყოფის მიზნითაც იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის დედის, ლე--–ა ბა------–---–ის საკუთრებაში არსებული ქონება. მოწმეების გი-----ი ტო----–--–-ძის და მა----ა გე--–--ის ჩვენებების მიხედვით, მათ დარჩათ გარკვეული რაოდენობის (დაახლოებით 7000 ლარის ღირებულების) საქონელი, რომელთა რეალიზაცია ვეღარ მოახდინეს. მოწმე მა----ა გე--–--ის განმარტებით, მის სახელზე დაახლოებით 3-4 წლის აღრიცხული იქნა ავტომანქანა ,,ჰო----------ი“, რომელიც ფაქტობრივად რო------ნ ბა------–---–ის სარგებლობაშია, თავად მა----ა გე--–--ეს კი ჰყავს სხვა ავტომანქანა (,,ფოლ–----------ტი“), რომელიც ასევე მის მფლობელობაშია. მოწმეთა მითითებით, სამეწარმეო საქმიანობის დაწყების მიზნით, თითოეულ მათგანს მოუხდათ სესხის აღება, დაახლოებით 3000-4000 ლარის ოდენობით.
საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც მოცემულ ეტაპზე მოპასუხე მხარის მიერ სამეწარმეო საქმიანობის წარმოებას და ამის შედეგად რაიმე შემოსავლის მიღების ფაქტს დაადასტურებდა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, მომზადების თარიღი 1--------- წელი (ს.ფ. 85-86);
- მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის დადგენილება - ტექნიკური რეგლამენტის - პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ (ს.ფ. 87-92);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
- მოწმეების გი-----ი ტო----–--–-ძის და მა----ა გე--–--ის ჩვენებები (2019 წლის 22 აპრილის სხდომის ოქმი);
3.2.3. ლე--–ა ბა------–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონება, მდებარე თბილისი, გლ------------------------------------------------------------–-------------------------------------------), 0--------- წლის იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე დატვირთულია იპოთეკით შპს ,,მი----------------------------–-----------–----------ს“ სასარგებლოდ;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 0--------- წელი (ს.ფ. 83-84);
3.2.4. არასრულწლოვანი სა-- ბა------–---–ი 2019 წლის 21 იანვრიდან ირიცხება ა(ა)იპ ქალაქ თ---–---- გ-–-----------–--------------–--------------------–--–-------- სტრუქტურული ერთეულის- გლდანის სპორტული კომპლექსის ცურვის შემსწავლელ ჯგუფში. საცურაო აუზზე მეცადინეობები უტარდება ორშა--თი-ოთხშა--თი-პარასკევი, 17:30 სთ - 18:30 სთ. აღნიშნული პაკეტით სარგებლობის ერთთვიანი აბონიმენტის ღირებულება შეადგენს 80 (ოთხმოცი) ლარს;
მოსარჩელე მხარის მითითებით, არასრულწლოვანი ბავშვის ცურვის წრეზე სიარულს უზრუნველყოფდა მამა, რო------ნ ბა------–---–ი, თუმცა ბოლო პერიოდი სა-- ბა------–---–ი ცურვაზე აღარ დადის. მოწმე მა----ა გე--–--ის განმარტებით, მას და რო------ნ ბა------–---–ს თავიანთი შვილები ერთდროულად დაჰყავდათ ცურვის ზემოაღნიშნულ წრეზე და ბოლო ორი კვირაა მოპასუხე რო------ნ ბა------–---–ი აღარ ატარებს არასრულწლოვან სა-- ბა------–---–ს ცურვაზე, თუმცა მიზეზი მა----ა გე--–--ისათვის ცნობილი არ არის. ცურვის წრეზე რო------ნ ბა------–---–ის მიერ ბავშვის ტარების ფაქტს ადასტურებს მოწმე გი-----ი ტო----–--–-ძეც;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ა(ა)იპ ქალაქ თ---–---- გ-–-----------–--------------–--------------------–--–-------- მიერ 21.03.2019 წელს გაცემული ცნობა N-- (ს.ფ. 80);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
- მოწმეების გი-----ი ტო----–--–-ძის და მა----ა გე--–--ის ჩვენებები (2019 წლის 22 აპრილის სხდომის ოქმი);
3.2.5. მოპასუხე რო------ნ ბა------–---–ს აქვს სტაბილური ნორმალური, ჯანსაღი და თბილი დამოკიდებულება არასრულწლოვან შვილებთან. მას ხშირად მიჰყავს არასრულწლოვანი სა-- ბა------–---–ი თავის საცხოვრებელ სახლში. ასევე, ურთიერთობა აქვს არასრულწლოვან ნუ–- ბა------–---–თანაც, თუმცა მისი მცირეწლოვნების გამო, ბავშვს ღამით თავისთან ხშირად არ ტოვებს. არასრულწლოვანი სა-- ბა------–---–ი კვირაში სამი ან ოთხი დღე არის მამის საცხოვრებელ სახლში, ამ უკანასკნელის მზრუნველობის და მეთვალყურეობის ქვეშ. მოპასუხე ასევე არასრულწლოვან შვილებს ხშირად ყიდულობს ტანსაცმელს, სათამაშოებს, მასთან ყოფნის პერიოდში საკვებით და სხვა საჭიროებებით.
აღნიშნულ გარემოებას არ უარყოფს არც მოსარჩელე მხარე. მოწმეები გი-----ი ტო----–--–-ძე და მა----ა გე--–--ე, რომლებიც წარმოადგენენ მოპასუხის მეგობრებს, ასევე ადასტურებენ რო------ნ ბა------–---–ის მხრიდან ბავშვებზე მუდმივი მზრუნველობის, მატერიალური დახმარების ფაქტს. ამასთან, მოპასუხის დედა ლე--–ა ბა------–---–იც რამდენჯერმე დაეხმარა ფინანსურად მოსარჩელე მხარეს და არასრულწლოვანი ბავშვებს გამოუგზავნა თანხა საბერძნეთის რესპუბლიკიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
-მოწმეების გი-----ი ტო----–--–-ძის და მა----ა გე--–--ის ჩვენებები (2019 წლის 22 აპრილის სხდომის ოქმი);
3.2.6. სასამართლო სრულად ვერ გაიზიარებს მხარეთა მოსაზრებებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ვინაიდან აღნიშნული ეწინააღმდეგება როგორც მხარეთა მატერიალურ მდგომარეობას, ისე არასრულწლოვანი ბავშვების რჩენა-აღზრდის ინტერესებს. სასამართლომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გაითვალისწინა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანი ბავშვების საუკუთესო ინტერესი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანა--რი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. მოპასუხემ ცნო სარჩელი განქორწინების მოთხოვნის ნაწილში, რაც წარმოადგენს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს;
4.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვების ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვანი ბავშვების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, მშობლების და შვილების რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ გამოიყენა:
- ’’ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის“ მე-3, მე-8, მე-18-ე და 27-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე, 1127-ე, 1197-ე, 1198-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე და 1234-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.
მოსარჩელე ან------–---–ი და მოპასუხე რო------ნ ბა------–---–ი დაქორწინდნენ 2--- წლის 2--------–-. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2-----–-–--------------- და--დებული სა-- ბა------–---–ი და 2-----–-–------------------ და--დებული ნუ–- ბა------–---–ი. მხარეებს შორის რამდენიმე თვეა საქორწინო ურთიერთობა ფაქტობრივად შეწყვეტილია და ისინი ცხოვრობენ ცალ-ცალკე.
სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის თანახმად, 1. განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. 2. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. 3. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
მოპასუხე რო------ნ ბა------–---–მა ცნო სასარჩელო მოთხოვნა განქორწინების შესახებ საქმის მომზადების სტადიაზე. ამდენად, დადგენილია, რომ მხარეთა ერთად ცხოვრება და მათი ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი. ქორწინება დაფუძნებულია ნებაყოფლობითობის პრინციპზე და ამასთან საოჯახო სამართალი განამტკიცებს განქორწინების თავისუფლების პრინციპს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
ამდენად, სარჩელი ან------–---–ს და რო------ნ ბა------–---–ს შორის განქორწინების შესახებ მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. მოსარჩელე ან------–---–მა ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები - 2-----–-–--------------- და--დებული სა-- ბა------–---–ი და 2-----–-–------------------ და--დებული ნუ–- ბა------–---–ი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანა--რი უფლება-მოვალეობები აქვთ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესა--მისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს.
„ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც და--დებამდე, ისე და--დების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანა--რი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესა--მის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
,,ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვების ინტერესების დაცვას, მათთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მათ ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, სასამართლო მხედველობაში იღებს, როგორც მშობლების, ისე შვილების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას, ალიმენტის ოდენობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს ისეთი გარემოებების ობიექტური და სამართლიანი შეფასების საფუძველზე, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობანი, სარჩენი ბავშვების ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ბავშვები ძირითადად ცხოვრობენ დედასთან, ან------–---–თან. მოსარჩელე ან------–---–ი დასაქმებულია შპს ,,ევ---–--–-------------ში“. იგი მუშაობს ღამის ცვლაში, კვირაში 3 ან 4 ღამის განმავლობაში. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით, 13.03.2019 წლის მდგომარეობით, ან------–---–ის მიერ 2018 წლის 01 იანვრიდან მიღებული შემოსავლები შეადგენს: 2018 წლის ივნისის თვეში - 793.5 ლარს, ივლისის თვეში - 1069.5 ლარს და 70.2 ლარს, აგვისტოს თვეში - 93.75 ლარს, 1400.01 ლარს და 2.05 ლარს. სექტემბრის თვეში - 1676.7 ლარს, 93.75 ლარს და 1.82 ლარს, ოქტომბრის თვეში - 2.71 ლარს, 93.75 ლარს და 1428.3 ლარს, ნოემბრის თვეში - 93.75 ლარს და 2023.08 ლარს, დეკემბრის თვეში - 1437.96 ლარს, 93.75 ლარს, 2019 წლის იანვრის თვეში - 115.86 ლარს, 1887.72 ლარს, 73.98 ლარს და თებერვლის თვეში - 73.98 ლარს და 1797.45 ლარს. საქმის მასალებით, დადგენილია, რომ არასრულწლოვანი სა-- ბა------–---–ი ირიცხება ქ. თ---–---- N-------------ში. ბავშვის ბაღში სიარულს უზრუნველყოფს, როგორც დედა ან------–---–ი, ასევე მამა რო------ნ ბა------–---–ი. ხოლო არასრულწლოვანი ნუ–- ბა------–---–ი ირიცხება შპს ,,ჯ-------------“ სა--ვშვო ბაღში 2-3 წლიან ჯგუფში. ნუ–- ბა------–---–ი ხასიათდება დადებითად. იგი კონტაქტურია და მხიარული, ნუ–-ს ბაღში მოყვანასა და გაყვანაზე ზრუნავს ორივე მშობელი. არასრულწლოვანი ნუ–- ბა------–---–ის ბაღის გადასახადი ყოველთვიურად შეადგენს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარს, რასაც იხდის მოსარჩელე ან------–---–ი.
არასრულწლოვანი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვასა და მზრუნველობას. არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. ეს ვალდებულება გულისხმობს არასრულწლოვანისათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნას, რომელიც შეესა--მება მის საუკეთესო ინტერესებს. სასამართლომ შეისწავლა მოპასუხე მხარის მატერიალური მდგომარეობა.
დადგენილია, რომ მოპასუხე რო------ნ ბა------–---–მა თავის მეგობრებთან, მა----ა გე--–--ესთან და გი-----ი ტო----–--–-ძესთან ერთად 2018 წლის დეკემბრის თვეში დაიწყო სამეწარმეო საქმიანობის წარმოება, რაც დაკავშირებულია პლასტიკის პარკების შეძენა-რეალიზაციასთან. საწარმოს დირექტორად რეგისტრირებულია რო------ნ ბა------–---–ი, ხოლო პარტნიორებს რო------ნ ბა------–---–თან ერთად წარმოადგენენ გი-----ი ტო----–--–-ძე და მა----ა გე--–--ე. მოპასუხე მხარის განმარტებით, ვინაიდან 2019 წლის 01 აპრილიდან პლასტიკისა და ბიოდეგრირებადი პარკების რეგულირების წესი შეიცვალა და საქართველოს ტერიტორიაზე აიკრძალა ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია, ამ ეტაპზე საწარმოს საქმიანობა შეჩერებულია, არ აქვთ პარტნიორებს საწარმოდან შემოსავალი და პირიქით, რეგულაციების ცვლილებამ დიდი ზარალი მოუტანა მათ საქმიანობას. აღნიშნულს ადასტურებენ მოწმეები გი-----ი ტო----–--–-ძე და მა----ა გე--–--ე. მოწმეები ასევე მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ მათ მოუწიათ გარკვეული სასესხო ვალდებულებების აღება სამეწარმეო საქმიანობის დასაწყებად. მათ დარჩათ გარკვეული რაოდენობის (დაახლოებით 7000 ლარის ღირებულების) საქონელი, რომელთა რეალიზაცია ვეღარ მოახდინეს. მოწმე მა----ა გე--–--ის განმარტებით, მის სახელზე დაახლოებით 3-4 წლის წინ აღრიცხული იქნა ავტომანქანა ,,ჰო----------ი“, რომელიც ფაქტობრივად რო------ნ ბა------–---–ის სარგებლობაშია, თავად მა----ა გე--–--ეს კი ჰყავს სხვა ავტომანქანა (,,ფოლ–----------ტი“), რომელიც ასევე მის მფლობელობაშია. მოწმეთა მითითებით, სამეწარმეო საქმიანობის დაწყების მიზნით, თითოეულ მათგანს მოუხდათ სესხის აღება, დაახლოებით 3000-4000 ლარის ოდენობით, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე გარემოება საქმეზე წარმოდგენილი არ არის.
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. განსახილველ შემთხვევაში, სათანადო მტკიცებულების არარსებობის გამო, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას მოპასუხის დასაქმებისა და შემოსავლის მიღების თაობაზე. სსიპ შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით, რო------ნ ბა------–---–ის მიერ 01.01.2016 წლიდან 28.02.2019 წლის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავლის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება. საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც მოცემულ ეტაპზე მოპასუხე მხარის მიერ სამეწარმეო საქმიანობის წარმოებას და ამის შედეგად რაიმე შემოსავლის მიღების ფაქტს დაადასტურებდა. ამასთან, დადგენილია, რომ მოპასუხე რო------ნ ბა------–---–ის დედა ლე--–ა ბა------–---–ი იმყოფება საბერძნეთის რესპუბლიკაში. ფულადი გზავნილების ამონაწერებით დასტურდება, რომ მოპასუხე სტაბილურად იღებს გარკვეული ოდენობის ფულად დახმარებას დედისგან.
სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს მოპასუხე მხარის სა--ნკო დავალიანებებზე. მოპასუხე მხარის განმარტებით, მან სამეწარმეო საქმიანობისათვის 2018 წელს აიღო კრედიტი. საქმეში წარმოდგენილი მასალებით, ლე--–ა ბა------–---–ის (მოპასუხის დედის) სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონება, მდებარე თბილისი, გლ------------------------------------------------------------–-------------------------------------------), 0--------- წლის იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე დატვირთულია იპოთეკით შპს ,,მი----------------------------–-----------–----------ს“ სასარგებლოდ. თუმცა საქმეს არ ერთვის იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ აღნიშნული იპოთეკის ხელშეკრულება უშუალოდ მოპასუხე მხარის მიმართ არსებულ საკრედიტო დავალიანების უზრუნველსაყოფად დაიდო. ამასთან, საქმის მასალებით არ დასტურდება დღეის მდგომარეობით, ერიცხება თუ არა რო------ნ ბა------–---–ს სასესხო ვალდებულება და რა ოდენობით. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ მოპასუხის ფინანსური ვალდებულებები არ არის დაკავშირებული არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესებთან. მხარის საკრედიტო ვალდებულებას არასრულწლოვანი შვილების წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს.
მოპასუხე მხარე თავისი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით თანახმაა ორივე არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ გადაიხადოს ალიმენტი ყოველთვიურად სულ 100 (ასი) ლარი. სასამართლო მიუთითებს იმ სამართლებრივ დანაწესზე, რომ ორივე მშობელი თანაბრად არის ვალდებული არასრულწლოვანი ბავშვები უზრუნველყონ სულ მცირე სახელმწიფოში არსებული საარსებო მინიმუმით და არასრულწლოვანთა აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხე რო------ნ ბა------–---–ს აქვს სტაბილური ნორმალური, ჯანსაღი და თბილი დამოკიდებულება არასრულწლოვან შვილებთან. მას ხშირად მიჰყავს არასრულწლოვანი სა-- ბა------–---–ი თავის საცხოვრებელ სახლში. ასევე, ურთიერთობა აქვს არასრულწლოვან ნუ–- ბა------–---–თანაც, თუმცა მისი მცირეწლოვნების გამო, ბავშვს ღამით თავისთან ხშირად არ ტოვებს. არასრულწლოვანი სა-- ბა------–---–ი კვირაში სამი ან ოთხი დღე არის მამის საცხოვრებელ სახლში, ამ უკანასკნელის მზრუნველობის და მეთვალყურეობის ქვეშ. მოპასუხე ასევე არასრულწლოვან შვილებს ხშირად ყიდულობს ტანსაცმელს, სათამაშოებს, მასთან ყოფნის პერიოდში საკვებით და სხვა საჭიროებებით. აღნიშნულ გარემოებას არ უარყოფს არც მოსარჩელე მხარე. მოწმეები გი-----ი ტო----–--–-ძე და მა----ა გე--–--ე, რომლებიც წარმოადგენენ მოპასუხის მეგობრებს, ასევე ადასტურებენ რო------ნ ბა------–---–ის მხრიდან ბავშვებზე მუდმივი მზრუნველობისა და შესაძლებლობის ფარგლებში მატერიალური დახმარების ფაქტს. ამასთან, მოპასუხის დედა ლე--–ა ბა------–---–იც რამდენჯერმე დაეხმარა ფინანსურად მოსარჩელე მხარეს და არასრულწლოვან ბავშვებს გამოუგზავნა თანხა საბერძნეთის რესპუბლიკიდან. სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვანი ბავშვების ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესა--მისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. ნათელია, რომ მოპასუხე მხარე ბავშვებზე ზრუნვას თავს არ არიდებს და იგი უშუალო და სტაბილურ მონაწილეობას იღებს მათ აღზრდაში. მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების გარდა სხვა პირების რჩენის ვალდებულება არ აკისრია. სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვების რჩენა და მათთვის ცხოვრებისათვის სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა კი უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილების რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით. სასამართლოს მიაჩნია, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური ფიქსირებული შემოსავალი, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილი რჩენა-აღზრდისათვის მინიმალური თანხით მაინც. არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის ბავშვის საუკეთესო ინტერესები. თუმცა ალიმენტის სახით გადასახდელი თანხის ოდენობა იმგვარად უნდა განისაზღვროს, რომ არც ალიმენტვალდებული პირი აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში.
საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ, იქნება თვეში არასრულწლოვანისათვის 125 -125 ლარი, სულ 250 (ორასორმოცდაათი) ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ან------–---–ის მოთხოვნა - რო------ნ ბა------–---–ისათვის არასრულწლოვანი შვილების რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოპასუხე რო------ნ ბა------–---–მა ცნო სარჩელი განქორწინების შესახებ მოთხოვნის ნაწილში მოსამზადებელ ეტაპზე, შესა--მისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ან------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 2019 წლის 26 თებერვალს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
ვინაიდან მოსარჩელე ან------–---–ი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის მიხედვით გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან. მოპასუხე რო------ნ ბა------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
8. გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევა.
მოსარჩელე ა-------–---–-- იშუამდგომლა მოპასუხე რ------------------–---–-- მიმართ ალიმენტის დაკისრების შესახებ სარჩელზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება. თუ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი აღნიშნულ სხდომაზე არ იქნა განხილული, იგი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები - ალიმენტის მიკუთვნების შესახებ. ამავე მუხლით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების დაშვებისას სასამართლოს შეუძლია მოსთხოვოს მოსარჩელეს გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების უზრუნველყოფა სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.
მოსარჩელემ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების შუამდგომლობის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტი, რომელიც ითვალისწინებს ალიმენტის მიკუთვნების შესახებ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას.
სასამართლოს გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ა-- ბ---–---–-- სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის გადახდის დაკისრების თაობაზე და რ--------- ბ-------–---–- არასრულწლოვანი შვილის ს--- ბ-------–---–-- (დაბადებული 2----–-–----------------) და ნ--–- ბ-------–---–-- (დაბადებული 2----–-–------------------) სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის სახით ყოველთვიურად 125-125 ლარის, სულ 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან - 2019 წლის 26 თებერვლიდან მათ სრულწლოვანების მიღწევამდე.
მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხისათვის არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება. საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, ყოველთვიურად მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების დასაკმაყოფილებლად. ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა მატერიალური მდგომარეობისა და ბავშვების ასაკის და მათი განვითარებისათვის აუცილებელი საჭიროებებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესებს, რის გამოც არსებობს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საფუძველი ალიმენტის დაკისრების ნაწილში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ არასრულწლოვანი ბავშვების უპირატესი ინტერესებიდან გამომდინარე და სახეზე არსებული საპროცესო სამართლებრივი ხასიათის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელე ა-- ბ---–---–-- შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა ვერ შეაჩერებს ამ განჩინების აღსრულებას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 46-ე, 49-ე, 53-55-ე, 243-244-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ან------–---–ის (პირადი N0----------) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
1.1. შეწყდეს ქორწინება ან------–---–სა (პირადი N0----------) და რო------ნ ბა------–---–ს (პირადი N0----------) შორის რეგისტრირებული 2--- წლის 2--------–-, გაუქმდეს ქორწინების სააქტო ჩანაწერი N8----------;
1.2. დაეკისროს რო------ნ ბა------–---–ს (პირადი N0----------) არასრულწლოვანი შვილების - სა-- ბა------–---–ის (------------–-------–-–----------------) და ნუ–- ბა------–---–ის (------------–-------–-–------------------- სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 125-125 (ას ოცდახუთი - ას ოცდახუთი) ლარის, სულ 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის გადახდა სარჩელი აღძვრიდან - 2019 წლის 26 თებერვლიდან მათ სრულწლოვანების მიღწევამდე;
1.3. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად იქნეს მიქცეული;
2. დაუბრუნდეს მოსარჩელე ან------–---–ს (პირადი N0----------) მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში (სს „--------------- საგადახდო დავალება N0, მიმღების ანგარიში №300773150) 2019 წლის 26 თებერვალს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარი;
3. დაეკისროს რო------ნ ბა------–---–ს (პირადი N0----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 14 /თოთხმეტი/ დღის ვადაში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნას და ჩა--რება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე: გი-----ი მაისურაძე