გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.04.2019
საქმის ნომერი
330210018002774499
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
16.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/36785-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

16 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ქეთევან მამაცაშვილი

 

სხდომის მდივანი - ანა ბაჩიაშვილი

 

მოსარჩელე - შპს ''მ-----------------------------–--------–----------------ი'';

წარმომადგენლები: ალექსანდრე ტარიელაძე, ი-----–----------ა;

მოპასუხეები - ნ---------------–-–---–ი, ნ---------------;

წარმომადგენლები - ცი--------------, ი------------ა;

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია.

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე მხარეს ნ---------------–-–---–ს შპს ''მ-----------------------------–--------–------------------'' სასარგებლოდ 2016 წლის 1 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების ძირითადი თანხის - 10533.13 აშშ დოლარის, პროცენტის - 4549.9 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს სახით - 1575 აშშ დოლარის გადახდა.

 

1.2. მოპასუხე მხარეს ნ---------------–-–---–ს შპს ''მ-----------------------------–--------–------------------'' სასარგებლოდ 2016 წლის 1 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით დავალიანების ძირითადი თანხის - 10 533.13 აშშ დოლარის წლიური 30% სარგებლის გადახდა 2018 წლის 20 დეკემბრიდან ვალდებულების შესრულებამდე.

 

1.3. მოპასუხე მხარეს ნ---------------–-–---–ს შპს ''მ-----------------------------–--------–------------------'' სასარგებლოდ 2016 წლის 1 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2018 წლის 20 დეკემბრიდან ვალდებულების შესრულებამდე, დაეკისროს დავალიანების ძირითადი თანხის - 10533.15 აშშ დოლარის ყოველთვიური პირგასამტეხლოს 0.05%-ის გადახდა.

 

1.4. მოპასუხე მხარეს ნ---------------–-–---–ს შპს ''მ-----------------------------–--------–------------------'' სასარგებლოდ 2017 წლის 3 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების ძირითადი თანხის - 10 000 ლარის, პროცენტის - 4523.6 ლარის და პირგასამტეხლოს სახით - 1565 ლარის გადახდა.

 

1.5. მოპასუხე მხარეს ნ---------------–-–---–ს შპს ''მ-----------------------------–--------–------------------'' სასარგებლოდ 2017 წლის 3 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით დავალიანების ძირითადი თანხის - 10000 ლარის წლიური 26.4% სარგებლის გადახდა 2018 წლის 20 დეკემბრიდან ვალდებულების შესრულებამდე.

 

1.6. მოპასუხე მხარეს ნ---------------–-–---–ს შპს ''მ-----------------------------–--------–------------------'' სასარგებლოდ 2017 წლის 3 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2018 წლის 20 დეკემბრიდან ვალდებულების შესრულებამდე, დაეკისროს დავალიანების ძირითადი თანხის - 10 000 ლარის ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.05%-ის გადახდა.

 

1.7. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს იპოთეკით დატვირთული ნ---------------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბ--–-----–---------------------–----------------------–--------------------------------------მ., საკადასტრო კოდი N01--------------------2.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნეს ნაწილობრივ და მიუთითეს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია, ხოლო სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით მოპასუხეთა წარმომადგენელმა სასარჩელო მოთხოვნა ცნო სესხის ძირითადი თანხის - 10 533.13 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ შპს ''მ-----------------------------–--------–------------------'', ნ---------------–-–---–ს და ნ--------------ს შორის 2016 წლის 1 ივნისს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება N6---, რის საფუძველზეც მოსარჩელის მიერ ნ---------------–-–---–ზე გაიცა კრედიტი 13 000 აშშ დოლარის ოდენობით 60 თვის ვადით.

 

3.1.2. დადგენილია, რომ 2016 წლის 1 ივნისის N6--- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ნ---------------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე: თბ--–-----------------–---–-----------------------–--------------------------------------მ. (საკადასტრო კოდი N01--------------------2).

 

3.1.3. დადგენილია, რომ შპს ''მ-----------------------------–--------–------------------'' ნ---------------–-–---–სა და ნ--------------ს შორის 2017 წლის 3 მაისს ასევე დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება N7---, რის საფუძველზეც თბილმიკროკრედიტის მიერ ნ---------------–-–---–ზე გაიცა კრედიტი 10 000 ლარი, 2 თვის ვადით, წლიური 30%-იანი სარგებლის დარიცხვით. იმავე მხარეების მიერ 2017 წლის 3 ივლისს შეტანილ იქნა ცვლილება ამ საკრედიტო ხელშეკრულებაში, რითაც კრედიტით სარგებლობის ვადა გაიზარდა 16 თვემდე (2018 წლის 3 სექტემბრამდე).

 

3.1.4. დადგენილია, რომ 2017 წლის 3 მაისის N7--- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ნ---------------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მდებრე: თბ--–-----------------–---–-----------------------–--------------------------------------მ. (საკადასტრო კოდი N01--------------------2), რომელიც გამოყენებული იყო 2016 წლის 1 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველსაყოფად.

 

3.1.5. მოპასუხეების მიერ არ ხდება ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულება, რაც გამოიხატება სესხის გადახდის გრაფიკის დარღვევაში, შესაბამისად მხარეთა შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანება 2017 წლის 3 მაისის N7--- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს: 20 783.6 ლარს, საიდანაც, კრედიტის ძირითადი თანხა არის 10000 ლარი, სარგებელი - 4523.6 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 6260 ლარი, რომელიც მოსარჩელის მიერ შემცირებულ იქნა - 1565 ლარამდე.

 

3.1.6. დადგენილია, რომ მოპასუხე ნ---------------–-–---–მა ასევე შეწყვიტა 2016 წლის 1 ივნისის N6--- საკრედიტო ხელშეკრულებით გაცემული კრედიტის დაბრუნება და სარჩელის აღძვრის დროისათვის მისი დავალიანება 2016 წლის 1 ივნისის N6--- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს - 24 533.03 აშშ დოლარს, საიდანაც კრედიტის ძირითადი თანხაა - 10 533.13 აშშ დოლარი, სარგებელი - 4549.9 აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 9 450 აშშ დოლარი, რომელიც მოსარჩელის მიერ შემცირებულია - 1575 აშშ დოლარამდე.

 

3.1.7. დადგენილია, რომ 2016 წლის 1 ივნისის N6--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტის ძირითადი თანხის - 10 000 ლარის დაბრუნებამდე გრძელდება სარგებლის წლიური 26.4% -სა და პირგასამტეხლოს დარიცხვა.

 

3.1.8. დადგენილია, რომ 2017 წლის 3 მაისის N7--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტის ძირითადი თანხის - 10 533.13 აშშ დოლარის დაბრუნებამდე გრძელდება სარგებლის წლიური 30% -სა და პირგასამტეხლოს დარიცხვა.

 

სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:

- N6--- საკრედიტო ხელშეკრულება, დავალიანების დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 23-30);

- სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებები (ს.ფ. 31-37);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 38-39);

- N7--- საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 40-46);

- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები;

- დავალიანების დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 47-48);

- 2017 წლის 3 ივლისის ხელშეკრულება N7--- ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, დავალიანების დაფარვის გრაფიკი (ს.ფ.49-52);

- სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 53-58);

- ცნობები დავალიანების შესახებ (ს.ფ.59-60);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სადავო გარემოებები საქმეში წარმოდგენილი არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო თვლის, რომ არსებობს შპს ''მ-----------------------------–--------–------------------'' მიერ აღძრული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 301-ე-361-ე, 408-ე-418-ე, 420-ე, 623-ე-625-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, 2016 წლის 1 ივნისის და 2017 წლის 3 მაისის ხელშეკრულებების დადებით კრედიტორსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება რეალური და ცალმხრივი ხასიათის ხელშეკრულებაა და მისი მონაწილეებიდან ერთი მხარე - მსესხებელი - კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული ფულადი თანხა ან სხვა გვაროვნული ნივთი, ხოლო, მეორე მხარეს - გამსესხებელს - გააჩნია შესაბამისი უფლება მოითხოვოს გასესხებული თანხის დაბრუნება. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეებმა შეიძლება გაითვალისწინონ პროცენტი.

 

სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, მხარეები - ერთის მხრივ, მოსარჩელე - შპს ''მ-----------------------------–--------–----------------ი'', ხოლო, მეორეს მხრივ, მოპასუხე - ნ---------------–-–---–ი შეთანხმებულნი არიან სესხის ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქმის მასალებით დგინდება, რომ სესხის დაფარვის ვადა მსესხებლის მიერ დაირღვა რის გამოც მოსარჩელე მხარე უფლებამოსილი იყო მოეთხოვა დავალიანების დაფარვა.

 

მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ სრულად იქნა შესრულებული აღნიშნული ხელშეკრულებებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეზე გაიცა სესხები, ხოლო მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ვალდებულებები შესრულებული არ არის. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით სასამართლო თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა ძირითადი თანხების ანაზღაურების დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს სახელშეკრულებო ვალდებულებასთან დაკავშირებული დარიცხული პროცენტის თანეხბის დაკისრების ნაწილშიც. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს წარმოდგენილი ხელშეკრულებებით ეკისრება პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მის მიერ პროცენტის თანხა გადახდილია. დადგენილია, რომ მოპასუხეებმა ცნეს სარჩელი ნაწილობრივ - სესხის ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში, რაც ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების უპირობო საფუძველია.

 

6.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულდებოდა არაჯეროვნად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ. ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე ''ზეწოლის'' განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს განაკვეთი შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების თანახმად, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ შეუსაბამოდ მაღალია 2016 წლის 1 ივნისის და 2017 წლის 3 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 20 ლარის ოდენობით, რომელიც მოსარჩელის მიერ კეთილი ნების საფუძველზე შემცირებულ იქნა გადასახდელი თანხის დავალიანების 0.05% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე და უნდა შემცირდეს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული. გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს განაკვეთი შეუსაბამოდ მაღალია და იგი საქმეში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით უნდა შემცირდეს 2016 წლის 1 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 500 აშშ დოლარამდე, ხოლო 2018 წლის 20 დეკემბრიდან ვალდებულების შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს - 2021 წლის 1 ივნისის ჩათვლით პერიოდზე მოპასუხე ნ---------------–-–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დავალიანების ძირითადი თანხის - 10 533.15 აშშ დოლარის ყოველთვიური პირგასამტეხლოს - 0.01%-ის გადახდა.

 

ასევე უნდა შემცირდეს 2017 წლის 3 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული პირგასამტეხლო - 500 ლარამდე. ამასთან, მოპასუხე ნ---------------–-–---–ს შპს ''მ-----------------------------–--------–------------------'' სასარგებლოდ 2017 წლის 3 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2018 წლის 20 დეკემბრიდან ვალდებულების შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2019 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე (1 წლის განმავლობაში) უნდა დაეკისროს დავალიანების ძირითადი თანხის - 10 000 ლარის ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.01%-ის გადახდა.

 

6.3. ამასთან, მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს - მოპასუხე ნ---------------–-–---–ს შპს ''მ-----------------------------–--------–------------------'' სასარგებლოდ 2016 წლის 1 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით დავალიანების ძირითადი თანხის - 10 533.13 აშშ დოლარის წლიური 30% სარგებლის გადახდა 2018 წლის 20 დეკემბრიდან ვალდებულების შესრულებამდე; მოპასუხე ნ---------------–-–---–ს შპს ''მ-----------------------------–--------–------------------'' სასარგებლოდ 2017 წლის 3 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით დავალიანების ძირითადი თანხის - 10000 ლარის წლიური 26.4% სარგებლის გადახდა 2018 წლის 20 დეკემბრიდან ვალდებულების შესრულებამდე.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მისი დადგენისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, აუცილებელია მხედველობაში იყოს მიღებული მოსარჩელის ის ინტერესი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში უკავშირდება ფულადი თანხის გამოყენებას. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული მუხლის თანახმად, მოვალეს არ შეიძლება დაეკისროს იმ ზიანის ანაზღაურება, რისი გათვალისწინებაც მას წინასწარ არ შეეძლო. ამასთან, დამდგარი ზიანი უნდა წარმოადგენდეს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. სასამართლო აღნიშნავს, რომ ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება, განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, ყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი პროცენტის სახით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა ''უნდა-ყოფილიყო'' და ''არის მდგომარეობას'' შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (თოტალრეპარატიონ-ის პრინციპი). ამასთანავე მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. თუმცა ეს წესი იზღუდება, თუ კრედიტორი თანაბრალეულია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში (იხ., სუსგ-ის 2012 წლის 11 ივნისის განჩინება საქმეზე Nას-630-593-2012). ანალოგიურ დათქმებს შეიცავს ევროპული სახელშეკრულებო სამართლის პრინციპების 8:101-ე (2) და უნიდრუას სახელშეკრულებო პრინციპების 7.1.7-ე (1) მუხლები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის, 411-ე, 412-ე მუხლების ამოსავალი დებულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (ლუცრუმ ცესსანს). სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, მიუღებლად მიიჩნევა შემოსვალი, რომელიც კრედიტორს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა მოვალეს რომ ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება.

 

მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს ''წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს'' (პურე ეცონომიც ლოსს), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს.

მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ., სუსგ-ის 2011წლის 24 ოქტომბრის განჩინება საქმეზე Nას-307-291-2011).

 

როგორც მოცემული საქმის მასალებით დგინდება მოპასუხეზე გაიცა სარგებლიანი სესხი, შესაბამისად, მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენდა სარგებლის მიღება. შესაბამისად, მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანი სახეზე გვაქვს, რაც ამ ნაწილში, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველია.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის სახით მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ნაწილში, დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას, ეყრდნობა მის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას და განმარტავს, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მიიღებდა სარგებელს საბანკო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად მინიმუმ წლიურ 10%-ს.

 

ამდენად, სასამართლო თვლის, რომ მოპასუხე მხარეს ნ---------------–-–---–ს შპს ''მ-----------------------------–--------–------------------'' სასარგებლოდ 2016 წლის 1 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით დავალიანების ძირითადი თანხის - 10 533.13 აშშ დოლარის წლიური 10% სარგებლის გადახდა 2018 წლის 20 დეკემბრიდან ვალდებულების შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს - 2021 წლის 1 ივნისის ჩათვლით პერიოდზე; მოპასუხე მხარეს ნ---------------–-–---–ს შპს ''მ-----------------------------–--------–------------------'' სასარგებლოდ 2017 წლის 3 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით დავალიანების ძირითადი თანხის - 10 000 ლარის წლირი 10% სარგებლის გადახდა 2018 წლის 20 დეკემბრიდან ვალდებულების შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 1 (ერთი) წლისა.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით, პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით. ამავე კოდექსის 289-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

დადგენილია, რომ სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ნ---------------ს საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, რომლის რეკვიზიტებია: ქ. თბ--–-----–---------------------–----------------------–--------------------------------------მ., საკადასტრო კოდი N01--------------------2.

 

იპოთეკის ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. შესაბამისად, მოპასუხის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანების ნებაყოფლობით გადაუხდელობის გამო, მოსარჩელეს, სხვა კრედიტორებთან შედარებით, აქვს უპირატესი უფლება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა (თანხის გადახდა) იპოთეკით დატვირთული კონკრეტული ქონების აუქციონზე რეალიზაციის გზით.

 

ამდენად, ზემოთმითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შპს ''მ-----------------------------–--------–------------------'' მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი - 3435.90 ლარის ოდენობით, ამასთან, მოპასუხეებმა მოსამზადებელ ეტაპზე ცნეს სასარჩელო მოთხოვნა 2016 წლის 1 ივნისის კრედიტის ძირი თანხის დაკისრების ნაწილში, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი მოპასუხეების მიერ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ ცნობის პროპორციულად - 847 ლარის ოდენობით, ხოლო მოპასუხე ნ---------------–-–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟი დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად - 964 ლარის ოდენობით. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 264-ე, 268-ე, 365-ე 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. შპს ''მ-----------------------------–--------–------------------'' სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

1.1. მოპასუხე მხარეს ნ---------------–-–---–ს შპს ''მ-----------------------------–--------–------------------'' სასარგებლოდ 2016 წლის 1 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების ძირითადი თანხის - 10533.13 აშშ დოლარის, პროცენტის - 4549.9 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს სახით - 500 აშშ დოლარის გადახდა.

 

1.2. მოპასუხე მხარეს ნ---------------–-–---–ს შპს ''მ-----------------------------–--------–------------------'' სასარგებლოდ 2016 წლის 1 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით დავალიანების ძირითადი თანხის - 10 533.13 აშშ დოლარის წლიური 10% სარგებლის გადახდა 2018 წლის 20 დეკემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს - 2021 წლის 1 ივნისის ჩათვლით პერიოდზე.

 

1.3. მოპასუხე მხარეს ნ---------------–-–---–ს შპს ''მ-----------------------------–--------–------------------'' სასარგებლოდ 2016 წლის 1 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2018 წლის 20 დეკემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს - 2021 წლის 1 ივნისის ჩათვლით პერიოდზე დაეკისროს დავალიანების ძირითადი თანხის - 10 533.15 აშშ დოლარის ყოველთვიური პირგასამტეხლოს - 0.01%-ის გადახდა.

 

2. მოპასუხე მხარეს ნ---------------–-–---–ს შპს ''მ-----------------------------–--------–------------------'' სასარგებლოდ 2017 წლის 3 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების ძირითადი თანხის - 10 000 ლარის, პროცენტის - 4523.6 ლარის და პირგასამტეხლოს სახით - 500 ლარის გადახდა.

 

2.1. მოპასუხე მხარეს ნ---------------–-–---–ს შპს ''მ-----------------------------–--------–------------------'' სასარგებლოდ 2017 წლის 3 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით დავალიანების ძირითადი თანხის - 10000 ლარის წლირი 10% სარგებლის გადახდა 2018 წლის 20 დეკემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 1 (ერთი) წლისა.

 

2.2. მოპასუხე მხარეს ნ---------------–-–---–ს შპს ''მ-----------------------------–--------–------------------'' სასარგებლოდ 2017 წლის 3 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2018 წლის 20 დეკემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 1 წლისა დაეკისროს დავალიანების ძირითადი თანხის - 10 000 ლარის ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.01%-ის გადახდა.

 

3. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს იპოთეკით დატვირთული ნ---------------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბ--–-----–---------------------–----------------------–--------------------------------------მ., საკადასტრო კოდი N01--------------------2.

 

4. მოპასუხე მხარეს ნ---------------–-–---–ს შპს ''მ-----------------------------–--------–------------------'' სასარგებლოდ დაეკისროს - 964 ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.

 

5. მოსარჩელე შპს ''მ-----------------------------–--------–------------------'' დაუბრუნდეს ი-----–----------ას მიერ 2018 წლის 20 დეკემბერს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 3435.90 ლარიდან - 847 ლარი, რაც გადახდილია სახელმწიფო ხაზინა, კოდი TRESGE22; საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300 773 150 (საგადასახადო დავალება N0).

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ქეთევან მამაცაშვილი