გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.04.2019
საქმის ნომერი
080210117002016554
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
19.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2048-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

16.04.2019 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ესაძე

მოსარჩელე (მოპასუხე) - ბ-----ი კი-–--ე

წარმომადგენელი - პ----ა შ----ე

მოპასუხე (მოსარჩელე) - შპს „ფლ------------–----ი“

წარმომადგენელი - დ---თ დი-------ე

დ---ს საგანი - ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება

დ---ს საგანი შეგებებული სარჩელით - თანხის დაკისრება. ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა, ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოსარჩელე ბ-----ი კი-–--ეს და მოპასუხე შპს „ფლ------------–----ს“ შორის, 2015 წლის 01 ნოემბერს დადებული აღნაგობის ხელშეკრულების შეწყვეტა.

 

1.2. ბ-----ი კი-–--ის საკუთრების უკანონო ხელშეშლა-ხელყოფის აღკვეთა მოპასუხის მხრიდან.

მოსარჩელის საკუთრებაში რიცხული უძრავი ნივთის, მდებარე წყალტუბოს რაიონის სოფ. გეგუთში, (ს/კ 29.14.32.413) მოპასუხე შპს „ფლ------------–----ის“ უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა;

მოპასუხე შპს „ფლ------------–----ზე“ მოსარჩელის უძრავი ნივთის მდებარე წყალტუბოში, სოფელი გეგუთი (ს/კ 29.14.32.431) გამოთავისუფლების და თავისუფალ მდგომარეობაში ბ-----ი კი-–--ეზე ჩაბარების დავალება.

 

1.3. მოპასუხე - შპს „ფლ------------–----ზე“ მოსარჩელის სასარგებლოდ - მხარეთა შორის 2015 წლის 01 ნოემბერს დადებული აღნაგობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქირის - 37 თვის დავალიანების - (თვეში - 500 ლარი- 36 თვის, ხოლო ერთი თვის მომატებული ქირა- 2500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში -6600 ლარი) სულ 24 600 ლარის და - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვამდე პერიოდში ყოველთვიურად 6600 ლარის გადასახდელად დაკისრება.

 

1.4. მოპასუხეზე ბ-----ი კი-–--ის სასარგებლოდ - სასამართლო ხარჯების და იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი თანხის გადასახდელად დაკისრება.

 

დ---ს არსი ბ-----ი კი-–--ის სარჩელით. ს.ფ 3-4

შპს „ფლ------------–----ს“ და ბ-----ი კი-–--ეს შორის შორის 2015 წლის 01 ნოემბერს 10 წლის ვადით გაფორმდა აღნაგობის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც, შპს „ფლ------------–----ს“ დროებით სარგებლობაში გადაეცა ხსენებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონება-სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი - 5000კვ.მ ასევე შენობა 01/1-1496.45.

 

აღნიშნული ქონება საკუთრების უფლებით ეკუთვნის ბ-----ი კი-–--ეს რაც დასტურდება ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (ს/კ 29.14.32.413) ქონება წარმოადგენს უძრავი ქონების ნაწილს 49 987 კვ/მ-ს , ქონების მისამართია წყალტუბო სოფ. გეგუთი.

 

აღნაგობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქირა განისაზღვრა თვეში 500 ლარის ოდენობით.

 

შპს „ფლ------------–----ის“ მხრიდან უხეშად არის დარღვეული ხსენებული ხელშეკრულების პირობები. კერძოდ, გადაუხდელია 37 თვის ქირა, რაც ამ დროისთვის შეადგენს 24 600 ლარს, არსებობს ასევე ხსენებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე სხვა გადასახადების დავალიანებაც.

 

ხელშეკრულების 2.5 პუნქტი ითვალისწინებს მის მოშლას ზედიზედ 3 თვის ვადაში აღნაგობის ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში.

 

მოპასუხე არა ერთი მიმართვის მიუხედავად, არ ათავისუფლებს ფართს და მოსარჩელეს, როგორც მესაკუთრეს, დღემდე არ ეძლევა საშუალება მისი საკუთრება განკარგოს და გამოიყენოს იმდაგვარად, როგორც ამას ის საჭიროდ ჩათვლის. მოსარჩელე განიცდის ზიანს.

ყოველივე ზემოთაღნიშნულის გამო, მოსარჩელე იძულებული გახდა სასამართლოსათვის მოემართა და ითხოვს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-3 ნაწილით საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის აღსაკვეთად ქმედების დავალებას, რადგან მესაკუთრის უფლების დაცვის ძველთაგანვე მიღებული საშუალებაა ვინდიკაციური განცხადება, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს, როცა შეზღუდულია ნივთზე მისი მფლობელობა, სახელდობრ, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა, ნივთის ვინდიცირებაც სხვისი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას გულისხმობს.

 

1. მოპასუხის პოზიცია.

 

2.1. მოპასუხე, არ ცნო სარჩელი და შესაგებელით და სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ შპს „ფლ------------–----ს“ და ბ-----ი კი-–--ეს შორის 2015 წლის 1 ნოემბერს გაფორმდა აღნაგობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც 5000 კვ.მ მიწის ნაკვეთი , ასევე შენობა-ნაგებობა 1496.45კვ/მ ფართობით, გადაეცა ,,ფლ------------–----ს“ 10 წლით აღნაგობის უფლებით, რაც გულისხმობს იმას, რომ ფლ------------–----ი წარმოადგენს აღნიშნული ქონების მესაკუთრეს 10 წლის განმავლობაში, რაც დასტურდება ამონაწერით საჯარო რეესტრიდან.

 

ბ-----ი კი-–--ე მუდმივად ერეოდა საწარმოს მართვაში, ზიანს აყენებდა საწარმოს ქონებას, აყოვნებდა საწარმოო პროცესს და მითვისებული აქვს ბევრად მეტი თანხა ვიდრე აღნაგობის ქირაა, აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი გამოძიება, ასევე მოპასუხეს გააჩნია შემხვედრი მოთხოვნები მოსარჩელის მიმართ რაზედაც აღძრულია შეგებებული სარჩელი.

 

მოსარჩელე ბ-----ი კი-–--ეს თვითონ ჰქონდა უზურპირებული საწარმოს მმართველობა, შესაბამისად თვითონ განკარგავდა უკანონოდ საწარმოს ქონებას და აქედან გამომდინარე თვითონ უნდა გადაეხადა აღნიშნული აღნაგობის ქირა, რადგან მოსარჩელის ქმედების გამო, შპს ,,ფლ------------–----ი“-ს მენეჯმენტს არ ჰქონდა ფიზიკური წვდომა საწარმოს ფინანსებთან და მატერიალურ ბაზასთან. ასევე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება არ ადასტურებს იმას, რომ აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიღებული არ აქვს.

 

მოსარჩელე, კომპანიის იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან, არის საწარმოს პარტნიორი, თუმცა აღსანიშნავია, რომ მოპასუხეს, კომპანიის დაფუძნებისა და საქმიანობის არც ერთ ეტაპზე, არ გააჩნდა საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილება. მიუხედავად ამისა, კი-–--ე აქტიურად ერეოდა საწარმოს მენეჯმენტის საქმიანობაში, ცდილობდა ჩარეულიყო დირექტორის კომპეტენციას მიკუთნებულ საკითხების გადაწყვეტის პროცესში და პირადი ინეტერესებისთვის მოერგო „ფლ------------–----ის“ საქმიანობა.

 

ზემოთთქმულიდან გამომდინარე, საწარმოს მენეჯმენტისა და პარტნიორების მოთხოვნით, აუცილებელი გახდა წესდების ცვლილება და ისეთი მექანიზმის შემუშავება, რომელიც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მართვაში პარტნიორის არასანქცირებულ ჩარევას გამორიცხავდა და მისცემდა საშუალებას კომპანიის მენეჯმენტს განეხორციელებინათ საკუთარი საქმიანობა დამოუკიდებლად.

 

საწარმოს დამფუძნებელ პარტნიორთა 2017 წლის 4 იანვრის კრებაზე, პარტნიორებმა იკისრეს დამატებითი ვალდებულება და, მათივე შეთანხმებით, ცვლილებები განხორციელდა საწარმოს წესდებაში.

 

კერძოდ, შპს „ფლ------------–----ი“-ს წესდების მე-6 მუხლს დაემატა მე-2 პუნქტი, რომლის თანახმადაც, საზოგადოების თითოეულ პარტნიორს აეკრძალა დირექტორის საქმინაობაში ჩარევა, რაიმე სახის ზემოქმედება მის კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების პროცესში.

ამასთან, ამავე ცვლილების თანახმად, პარტნიორებმა იკისრეს ვალდებულება, წესდების მე-6 მუხლს მე-2 პუნქტის დარღვევის შემთხვევაში, ანუ, თუ რომელიმე მათგანი ჩაერეოდა დირექტორის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტაში ან/და შეეცდებოდა მოეხდინა რაიმე სახის ზემოქმედება დირექტორის საქმიანობაზე, დამრღვევს უნდა გადაეხადა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, თითოეულ ამგვარ შემთხვევაზე. აღნიშნული ცვლილება, ემსახურებოდა საწარმოს საქმიანობის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას მისი პარტნიორებისგან და მათი არამართლზომიერი ჩარევის პრევენციას.

 

ბ-----ი კი-–--ემ კომპანიის დამფუძნებელ პარტნიორთა კრების 2017 წლის 4 იანვრის კრების გადაწყვეტილებათა სრული უგულვებელყოფით, თვითნებურად დაიწყო საწარმოს მართვაში აქტიური ჩარევა, მენეჯმენტის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტა, საწარმოს საქმიანობის პროცესისა და მიღებული სარგებლის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება. ამასთან აღნიშნული ჩარევები ატარებდა ეპიზოდურ, ფრაგმენტულ ხასიათს, თუმცა 2017 წლის 1 ივნისიდან, სრულად კონტროლქვეშ მოაქცია საწარმოს მთელი მატერილური და ტექნიკური ბაზა, საქმიანობის პროცესი და დირექტორისა და მენეჯმენტის სრული იგნორირებით, თავად იღებს მართველობის ფუნქციებს, რამაც კომპანიის ლეგალური მართველების, დირექტორისა და სხვა უფლებამოსილი პირების საქმიანობის სრული პარალიზება გამოიწვია.

 

აღნიშნული დასტურდება, როგორც კომპანიის ხელმძღვანელობასა და წარმომადენელი პირის ახსა-განმარტებებით, საწარმოს თანამშრომელთა ახსნა-განმარტებებით, ასევე სატელეფონო საუბრის ჩანაწერებით, სადაც მოპასუხე ადასტურებს საწარმოს საქმიანობაში აქტიური და უხეში, არალეგიტიმური ჩარევის ფაქტებს.

 

შპს „ფლ------------–----ის“ დამფუძნებელ პარტნიორთა კრების 2017 წლის 4 იანვრის გადაწყვეტილების 1.1 და 1.2 დებულებების, ასევე, საწარმოს წესდების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, წესდების დამრღვევ პარტნიორს ეკისრება ჯარიმა, დარღვევის თითოეულ შემთხვევაზე 2000 ლარის ოდენობით. მოპასუხე უხეშად ერევა დირექტორის დამოუკიდებლობაში და არ აძლებს მას საწარმოს მართვის შესაძლებლობას ყოველდღიურად, 2017 წლის 1 ივნისიდან დღემდე, ყოველდღიურად.

 

ბ-----ი კი-–--ის მოთხოვნა აღნაგობის ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან აღნაგობის უფლებას დიდი სოციალური მნიშვნელობა აქვს, მითუმეტეს, რომ მასში დასაქმებულია 15 მუშაკი, ამასთან, აღნაგობის ტერიტორიაზე აშენებული სათბურის შენობა წარმოადგენს შპს „ფლ------------–----ი“-ის საკუთრებას. მოპასუხე არ ეთანხმება მოთხოვნის გაზრდას, რადგან აღნაგობის ქირის ცალმხრივად გაზრდის მოთხოვნა დაუშვებელია. (ტ.1.ს.ფ 189-191)

 

2.2. შპს ,,ფლ------------–----ი“-ს დაზუსტებული შეგებებული სარჩელი:

 

2.2.1. სასარჩელო მოთხოვნა:

მოპასუხე ბ-----ი კი-–--ეზე, შპს ,,ფლ------------–----ი“-ს სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვით - 20 000 (ორმოცი ათასი) ლარის გადასახდელად დაკისრება.

 

მოპასუხე ბ-----ი კი-–--ეზე, შპს ,,ფლ------------–----ი“-ს სასარგებლოდ, სამეწარმეო საქმიანობაში ხელშეშლით მიყენებული ზიანის სახით 30 00 (ოცდაათი ათასი) ლარის გადასახდელად (დაზუსტებული მოთხოვნა ზიანის ნაწილში შეადგენს 50000 ლარს) დაკისრება.

 

ბ-----ი კი-–--ის კუთვნილი აღნაგობის ქირის - 18, 500.00 ლარის, შპს ,,ფლ------------–----ი“-ს პარტნიორ ა. ფრანსენთან - 15, 000.00 ევროს ბ-----ი კი-–--ის ვალის გამო, 18, 500.00 ლარის ურთიერთმოთხოვნათა გზით გაქვითვა.

მოპასუხეზე შპს „ფლ------------–----ი“-ს სასარგებლოდ სახ. ბაჟის - 555 ლარის გადასახდელად დაკისრება.

 

დ---ს არსი შეგებებული სარჩელით:

2015 წლის 03 სექტემბერს სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა შპს „ფლ------------–----ი“. საზოგადოების წესდების 2.2 პუნქტის მიხედვით პარტნიორთა წილები განისაზღვრა შემდეგნაირად:

1. ადრიანუს ჯონეს მარის ფრანსენი - 34%

2. მერაბ ფუტკარაძე - 33 %

3. ბ-----ი კი-–--ე - 34%

 

2015 წლის 01 ნოემბერს პარტნიორ ბ-----ი კი-–--ესა და შპს „ფლ------------–----ს“ შორის გაფორმდა აღნაგობის ხელშეკრულება 5000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მდებარე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. გეგუთში, ს/კ №29.14.32.413 ხელშეკრულების 2.1 პუნქტის მიხედვით აღნაგობის ქირა ყოველთვიურად განისაზღვრა 500 ლარით.

 

აღნაგობის ხელშეკრულების გაფორმებისთანავე სარგებლობაში გადმოცემულ მიწის ნაკვეთზე დაიწყო სათბურის მშენებლობა, რომელსაც მთლიანად აფინანსებდა ა. ფრანსენი, ამიტომ ბ. კი-–--ე საწარმოდან არ მოითხოვდა აღნაგობის ქირას.

 

2017 წლის 04 იანვარს საზოგადოების წესდებაში განხორციელდა ცვლილებები, რომლის თანახმად საწარმოს დირექტორი მ. ფუტრაკაძე გადადგა თანამდებობიდან და უარი თქვა შპს „ფლ------------–----ი“-ს წილზე. ამ ცვლილებებით საწარმოს დირექტორად დაინიშნა ადრიანუს ფრანსენი, ხოლო წილები განაწილდა შემდეგნაირად: ა. ფრანსენი - 51%, ბ. კი-–--ე- 49%. ამ ცვლილებების დროსაც ბ. კი-–--ეს არ მოუთხოვია აღნაგობის ქირა, რადგან შპს „ფლ------------–----ი“-ს სამეწარმეო საქმიანობა მთლიანად მიმდინარეობდა ა. ფრანსენის ფულით.

 

უფრო მეტიც, 2017 წლის 26 აპრილის პარტნიორებს შორის გაფორმდა შერეული ტიპის ხელშეკრულება, რომლის 3.1.1 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად ბ. კი-–--ეს მართებს ა. ფრანსენის პირადი ვალი - 15 000 ევრო.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ №2/2048 საქმეზე ბ. კი-–--ის მოთხოვნა აღნაგობის ქირის შესახებ შპს „ფლ------------–----ი“-ს მიმართ უნდა გაიქვითოს ბ. კი-–--ის ვალში ა. ფრანსენთან, კერძოდ კი, აღნაგობის ქირა 500 ლარი X 37 თვეზე = 18 500 ლარი უნდა გაიქვითოს ბ. კი-–--ის 15 000 ევროს ვალიდან 6077 ევროში, რაც 2019 წლის 03 თებერვლის მდგომარეობით შეადგენს 18 500 ლარს.

 

ბ-----ი კი-–--ე არის შპს „ფლ------------–----ის“ პარტნიორი, რომელიც ფლობს კომპანიის წილს 49%-ის ოდენობით. კომპანიის იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან, არის საწარმოს პარტნიორი, თუმცა აღსანიშნავია, რომ მოპასუხეს, კომპანიის დაფუძნებისა და საქმიანობის არც ერთ ეტაპზე, არ გააჩნდა საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილება. მიუხედავად ამისა, კი-–--ე აქტიურად ერეოდა საწარმოს მენეჯმენტის საქმიანობაში, ცდილობდა ჩარეულიყო დირექტორის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტის პროცესში და პირადი ინტერესებისთვის მოერგო „ფლ------------–----ის“ საქმიანობა.

 

ბ-----ი კი-–--ის ქმედებათა გამო, საწარმოს მენეჯმენტის და პარტნიორების მოთხოვნით, აუცილებელი გახდა წესდების ცვლილება და ისეთი მექანიზმის შემუშავება, რომელიც შპს-ის მართვაში პარტნიორის არასანქცირებულ ჩარევას გამორიცხავდა და მისცემდა საშუალებას კომპანიის მენეჯმენტს, განეხორციელებინა საკუთარი საქმიანობა დამოუკიდებლად.

 

შესაბამისად, საწარმოს დამფუძნებელ პარტნიორთა 2017 წლის 4 იანვრის კრებაზე, პარტნიორებმა იკისრეს დამატებითი ვალდებულებები და მათივე შეთანხმებით, ცვლილებები განხორციელდა საწარმოს წესდებაში.

 

კერძოდ, შპს „ფლ------------–----ის“ წესდების მე-6 მუხლს დაემატა მე-2 პუნქტი, რომლის თანახმადაც, საზოგადოების თითოეულ პარტნიორს აეკრძალა დირექტორის საქმიანობაში ჩარევა, რაიმე სახის ზემოქმედება მის კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების პროცესში.

 

ამასთან, ამავე ცვლილების თანახმად, პარტნიორებმა იკისრეს ვალდებულება, წესდების მე-6 მუხლს მე-2 პუნქტის დარღვევის შემთხვევაში, ანუ, თუ რომელიმე მათგანი ჩაერეოდა დირექტორის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტაში ან/და შეეცდებოდა მოეხდინა რაიმე სახის ზემოქმედება დირექტორის საქმიანობაზე, დამრღვევს უნდა გადაეხადა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, თითოეულ ამგვარ შემთხვევაზე.

 

ბ-----ი კი-–--ემ კომპანიის დამფუძნებელ პარტნიორთა კრების 2017 წლის 4 იანვრის კრების გადაწყვეტილებათა სრული უგულვებელყოფით, თვითნებურად დაიწყო საწარმოს მართვაში აქტიური ჩარევა, მენეჯმენტის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტა, საწარმოს საქმიანობის პროცესისა და მიღებული სარგებლის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება. ამასთან აღნიშნული ჩარევები ატარებდა ეპიზოდურ, ფრაგმენტულ ხასიათს, თუმცა 2017 წლის 1 ივნისიდან, სრულად კონტროლქვეშ მოაქცია საწარმოს მთელი მატერილური და ტექნიკური ბაზა, საქმიანობის პროცესი და დირექტორისა და მენეჯმენტის სრული იგნორირებით, თავად იღებს მართველობის ფუნქციებს, რამაც კომპანიის ლეგალური მართველების, დირექტორისა და სხვა უფლებამოსილი პირების საქმიანობის სრული პარალიზება გამოიწვია.

 

აღნიშნული დასტურდება, როგორც კომპანიის წარმომადენელი პირის ახსა-განმარტებებით, საწარმოს თანამშრომელთა ახსნა-განმარტებებით, ასევე სატელეფონო საუბრის ჩანაწერებით, სადაც მოპასუხე ადასტურებს საწარმოს საქმიანობაში აქტიური და უხეში, არალეგიტიმური ჩარევის ფაქტებს.

 

შპს „ფლ------------–----ის“ დამფუძნებელ პარტნიორთა კრების 2017 წლის 4 იანვრის გადაწყვეტილების 1.1 და 1.2 დებულებების, ასევე, საწარმოს წესდების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, წესდების დამრღვევ პარტნიორს ეკისრება ჯარიმა, დარღვევის თითოეულ შემთხვევაზე 2000 ლარის ოდენობით. მოპასუხე უხეშად ერევა დირექტორის დამოუკიდებლობაში და არ აძლებს მას საწარმოს მართვის შესაძლებლობას ყოველდღიურად, 2017 წლის 1 ივნისიდან 2017 წლის 26 ივლისამდე, მანამ, სანამ კერძო დაცვის კომპანიის დაქირავების შემდეგ, საწარმოს დირექტორმა არ შეძლო ბ-----ი კი-–--ის, მისი ოჯახის წევრებისა და მხარდაჭერების საწარმოს ტერიტორიიდან გაძევება.

 

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, 2017 წლის 04 იანვრიდან 25 ივლისი ჩათვლით, განხორციელდა პარტნიორთა შეთანხმებისა და წესდების დარღვევის 20-მდე ეპიზოდი. ამასთან, ჯარიმის განსაზღვრის წესის თანახმად, დაკისრებული ჯარიმის ოდენობა შეადგენს 40 000 ლარს.

 

ხოლო 2017 წლის 1 ივნისიდან 2017 წლის 25 ივლისის ჩათვლით საწარმოს მმართველობის უზურპირების შედეგად შპს ,,ფლ------------–----ი“-სათვის მიყენებული მატერიალური ზარალი შეფასებულია 30 000 ლარად.

 

აღსანიშნავია, რომ ბ. კი-–--ის ქმედების შესახებ, ჯერ კიდევ 2017 წლის 11 ივლისს, მანამ, სანამ ბ-----ი კი-–--ე შურისძიების მიზნით 2017 წლის 17 ივლისს, აღძრავდა სარჩელს, საწარმომ მიმართა საგამოძიებო ორგანოებს და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე რეაგირების მოთხოვნით (ტომი მე-2 ს.ფ 6-7; ს.ფ 293; ს.ფ 256).

 

2.2.2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე ბ-----ი კი-–--ემ შეგებებული სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას საწარმოს ხელმძღვანელობაზე ან წარმომადგენლობაზე პრეტენზია არასდროს ჰქონია. ის არ იყენებდა მისი, როგორც საწესდებო კაპიტალის 49%-ის მფლობელის, თანადამფუძნებელის უფლებამოსილებას ბოროტად.

 

მოპასუხის წარმომადგენელის განმარტებით, ის რომ ბ-----ი კი-–--ე არ არის ხელმძღვანელი (დირექტორი) შპს ,,ფლ------------–----ში", არ ნიშნავს, რომ ბ-----ი კი-–--ე უცხო პირია ამ სამეწარმეო სეგმენტისათვის და რომ მას აყრილი უნდა ჰქონდეს ყოველგვარი უფლებამოსილება მასზედ. გააგდონ საკუთრებაში რიცხული ფართიდან, არ დაუშვან "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონით მისთვის როგორც დამფუძნებლისათვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, დამფუძნებლისათვის გასაცნობად კანონით დასაშვებ ინფორმაციამდე-(გაეცნოს საწარმოს მუშაობას, მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია ბუღალტრული ანგარიშგების თაობაზე, ინფორმაცია საწარმოს მოგება-წაგების თაობაზე თუ სხვა მნიშვნელოვანი) ნიშანდობლივი გახლავთ ის გარემოება, რომ ბ-----ი კი-–--ის მიმართ, შპს ,,ფლ------------–----ის" მესვეურთა მხრიდან, დღემდე ხელყოფილია მისი, როგორც დამფუძნებლის უფლებები და კანონიერი ინტერესები. მას დღემდე არ ეძლევა საშუალება და უფლება, შევიდეს იმ ტერიტორიაზე, რომელიც პირველ ყოვლისა, მის საკუთრებაში გახლავთ რეგისტრირებული და მეორეს მხრივ სადაც განლაგებულია და ფუნქციონირებს სამეწარმეო სეგმენტი, სადაც ბ-----ი კი-–--ე ერთ-ერთი დამფუძნებელი და საწესდებო კაპიტალის 49%-ის მფლობელია. მას არ ეძლევა საშუალება მიიღოს ელემენტარული ინფორმაციაც კი, საწარმოს ფუნქციონირების თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, ბ-----ი კი-–--ეს მიმართული აქვს როგორც პოლიციის ორგანოებისათვის არაერთხელ, ასევე ბოლოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისათვისაც, სადაც ის ითხოვს თავისი დარღვეული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების აღდგენას.

 

შეგებებული სარჩელის ავტორი მიუთითებს, რომ ბ-----ი კი-–--ეს აეკრძალა საწარმოს მმართველობით ფუნქციებში ჩარევა. ჯერ ეს ერთი, შეგებებული სარჩელით არსებითად გაუგებარია ჩვენთვის თუ რას მიიჩნევს მისი ავტორი საწარმოს მმართველობით ფუნქციებში ჩარევად. შეგებებული სარჩელის ავტორი ვერ ასაბუთებს რა ჭრილში მიმოიხილავს იგი საწარმოს მმართველობით ფუნქციებში ჩარევას და რა აეკრძალა საერთოდ და რატომ საწარმოს თანადამფუძნებელს.

 

შეგებებული სარჩელის ავტორი ვერ ასაბუთებს ბ-----ი კი-–--ის მიერ საწარმოსათვის მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ანუ, ის სადავო გარემოებები, რაზეც მიგვითითებენ შეგებებულ სარჩელში, არ შეიძლება დადასტურდეს მხოლოდ ახსნა-განმარტებით და მოწმეთა ჩვენებებით.

 

ბ-----ი კი-–--ე ითხოვდა ყოველთვის, მას, როგორც საწარმოს 49%-ის მფლობელს, თანადამფუძნებელს მისცემოდა უფლება და საშუალება ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში მისცემოდა წვდომის უფლება კანონით დასაშვებ ფარგლებში საწარმოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე.

 

შეგებებული სარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ უსაფუძვლოა, რადგან ბ-----ი კი-–--ის მიმართ ხდება, როგორც მეწარმის და როგორც მესაკუთრის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების უხეში ხელყოფა. ეს ცალსახად დგინდება თვით შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით. ის რომ ბ-----ი კი-–--ის მიმართ არის კონკრეტული შეტევა განხორციელებული, ამ ფაქტს ადასტურებს ის უდაო გარემოება, რომ ჰოლანდიელი პარტნიორი, რომელიც თავად არის საწარმოს დირექტორი, მეორე პარტნიორს, საწესდებო კაპიტალის 49 %-ის მფლობელს უკრძალავს საწარმოს მმართველობით ფუნქციებში ჩარევას, თუნდაც იმ დოზით, რომ პარტნიორმა მიიღოს მისთვის კანონით დასაშვები ინფორმაციის მინიმუმი სრულად და ამომწურავად. შეგებებული სარჩელის ავტორი ერთის მხრივ მიგვითითებს, რომ პარტნიორმა მოიწვია კრება და აუკრძალა პარტნიორებს საწარმოს მმართველობით ფუნქციებში ჩარევა, ხოლო მეორეს მხრივ, ამ გადაწყვეტილების მიმღები, როგორც პარტნიორი თავად ერევა საწარმოს მმართველობით ფუნქციებში და მეტიც, ის როგორც პარტნიორი საწარმოს დირექტორია. შეგებებულ სარჩელს თან ერთვის ჰოლანდიელი მოქალაქის, მიერ შედგენილი ე/წ დადგენილების კანონსაწინააღმდეგო დებულებები, რაც ხელყოფს საქართველოს მოქალაქის და მეწარმის უფლებებს.

 

წყალტუბოს რაიონული სამმართველოს გეგუთის პოლიციის განყოფილებაში არ იქნა დაწყებული გამოძიება შპს ,,ფლ------------–----ის" საჩივრისა გამო, იმ მოტივაციით, რომ საჩივარში მითითებული ფაქტები არ შეიცავდა შეტყობინებას დანაშაულის შესახებ. ანუ არათუ დადგინა საქართველოს პროკურატურის მიერ ბ-----ი კი-–--ის მხრიდან შპს ,,ფლ------------–----ის" კუთვნილი 30 000 ლარის უკანონო მითვისების ფაქტი, არათუ დევნა დაიწყო ბ-----ი კი-–--ის მიმართ, არამედ გამოძიების დაწყების საფუძვლად გამოსადეგ დოკუმენტადაც კი არ იქნა მიჩნეული წარდგენილი საჩივარი.

 

შეგებებულ სარჩელში მითითებულია, რომ 2017 წლის 01 თებერვალს ბ-----ი კი-–--ემ საწარმოს სახელით და მისი პირადი თავდებობით მიიღო კრედიტი 40 000 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის დაბრუნებაზე თითქოს ის აცხადებს უარს, რაც აბსურდულია, ვინაიდან რეალურად, ბ-----ი კი-–--ეს ხსენებული თანხა არ მიუღია.

 

შეგებებულ სარჩელში მითითებულია, რომ დღეის მდგომარეობით, ბ-----ი კი-–--ეს საწარმოს დირექტორის ვალი მართებს 15 000 აშშ ევროს ოდენობით, რაც ასევე აბსურდულია, ვინაიდან ბ-----ი კი-–--ეს არ მართებს საწარმოს დირექტორის ვალი. შეგებებულ სარჩელში მითითებულია, რომ ბ-----ი კი-–--ის მიერ საწარმოს მართვის უზურპაციისა და მისი ტერიტორიის უკანონოდ დაკავების გამო, თურმე შპს "ფლ------------–----ის" მიერ მოხდა კერძო დაცვის კომპანიის დაქირავება და 2017 წლის 26 დეკემბერს ბ-----ი კი-–--ისა და მისი ოჯახის წევრების და მხარდამჭერების საწარმოს ტერიტორიიდან გაძევება.

 

სასამართლოს ყურადღებას ვამახვილებთ იმ ფაქტზე, რომ ბ-----ი კი-–--ე გააძევეს საკუთრებაში რიცხული ტერიტორიიდან უკანონოდ და უსაფუძვლოდ. რითაც შპს ,,ფლ------------–----ი"-ს მხრიდან უხეშად იქნა დარღვეული ასევე მხარეთა შორის დადებული აღნაგობის ხელშეკრულების მოთხოვნები, რომლის თანახმადაც, ბ-----ი კი-–--ეს ნებისმიერ დროს აქვს უფლება შევიდეს მის საკუთრებაში რიცხულ ნებისიერ ტერიტორიაზე თავისუფლად, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. შესაბამისად, თავად შეგებებული სარჩელის ავტორი მხარის ქმედებაა უკანონო.

 

შეგებებულ სარჩელში მითითებულია, რომ საწარმოს შეუფერხებელი ფუნქციონირებისა და დირექტორის მიერ უფლება-მოვალეობების დაუბრკოლებლად განხორციელების უზრუნველსაყოფად, 2017 წლის 17 ივლისიდან ბ-----ი კი-–--ეს აკრძალული აქვს საწარმოს ტერიტორიაზე შესვლა და გადაადგილება, რაც არის უკანონო და მეტიც, საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგო მოქმედება სამეწარმეო სეგმენტის მხრიდან, ვინაიდან ამ მოცემულობით სახეზე გვაქვს საკუთრების უფლების აშკარა ხელყოფა, მესაკუთრის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების აშკარა და ცალსახა დარღვევა, რასაც საქალაქო სასამართლომ უნდა მისცეს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება. ბ-----ი კი-–--ე იქნა გაძევებული შპს ,,ფლ------------–----ის" მხრიდან, თუმცა არა საწარმოს უზურპაციისათვის და რაიმე უკანონო ქმედებისათვის, როგორც ეს სარჩელშია მითითებული, არამედ მისი კანონიერი მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ ცალსახაა თუ ვინ მოახდინა უზურპაცია და ვის აქვს დღეს ჩაგდებული საწარმო მთლიანად ხელში, თანადამფუძნებელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ხელყოფის ხარჯზე.

მხარეთა შორის დადებული აღნაგობის ხელშეკრულება არ შეიცავს შეთანხმებას აღნაგობის ქირის გაქვითვასთან დაკავშირებით. არც რაიმე დამატებითი შეთანხმება დადებულა მხარეთა შორის, რომ ბ-----ი კი-–--ეს რაიმე ვალი გააჩნდა თითქოს და აღნაგობის ხელშეკრულებით დადგენილ ვალს ამ ვალში გაქვითავდნენ.

 

მოპასუხის განმარტებით, უსაფუძვლოა შეგებებული სარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს და ზიანის ანაზღაურების სახით 30,000.00 ლარის დაკისრების ნაწილში, რადგან წარმოდგენილი არ არის სათანადო მტკიცებულებები, ხოლო რაც შეეხება შპს ,,ფლ------------–----ი“-ს პარტნიორის ადრიანუს ჯონეს მარის ფრანსენის პირად ვალს, ასეთის არსებობის შეთხვევაში იგი დ---ს საგანს არ წარმოადგენს. (ტ.მე-2. ს.ფ: 94-101).

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. დადგენილია, რომ შპს „ფლ------------–----ს“ და ბ-----ი კი-–--ეს შორის 2015 წლის 01 ნოემბერს, 10 წლის ვადით გაფორმდა აღნაგობის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც, შპს „ფლ------------–----ს“ დროებით სარგებლობაში გადაეცა ხსენებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონება-სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი- 5000კვ.მ ასევე შენობა 01/1-1496.45

 

აღნიშნული ქონება საკუთრების უფლებით ეკუთვნის ბ-----ი კი-–--ეს და შპს ,,ფლ------------–----ს“, რაც დასტურდება ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (ს/კ 29.14.32.413) ქონება წარმოადგენს უძრავი ქონების ნაწილს 49 987 კვ/მ-ს , ქონების მისამართია წყალტუბო სოფ. გეგუთი.

 

აღნაგობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქირა განისაზღვრა თვეში 500 ლარის ოდენობით.

მტკიცებულება: 2015 წ. 01 ნოემბრის აღნაგობის ხელშეკრულება. (ტ.1. ს/ფ. 33-36;39-41).

 

3.1.2. დადგენილია, რომ 2017 წლის 04 იანვარს გაიმართა შპს „ფლ------------–----ი“-ს (შემდგომში „კომპანია“ ან „საზოგადოება“, საიდენტფიკაციო კოდი - (4--------) დამფუძნებელ პარტნიორთა კრება.

 

კრებას ესწრებოდნენ: ადრიანუს ჯონეს მარია ფრანსენ (ნიდერლანდები, პირადი ნომერი 0--------)- 34% (ოცდათოთხმეტი პროცენტი) წილის მფლობელი პარტნიორი:

 

ბ-----ი კი-–--ე (საქართველო, პირადი ნომერი 5----------)- 33% (ოცდაცამეტი პროცენტი) წილის მფლობელი პარტნიორი:

 

შესაბამისად ქვორუმი შედგა; მხარეები ხელწერილით ადასტურებენ, რომ კრება მოწვეულია კანონით და კომპანიის წესდებით დადგენილი წესით და პირობით.

 

დაადგინეს:

პირველი საკითხი- მერაბი ფუტკარაძის (ნიდერლანდები, პირადი ნომერი 2--------) საკუთრებაში არსებული 33% (ოცდაცამერი პროცენტი) წილიდან 17% (ჩვიდმეტი პროცენტი) უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაეცა ადრიანუს ჯონეს მარია ფრანსენს (ნიდერლანდები, პირადი ნომერეი 0--------), ხოლო მერაბ ფუტკარაძის საკუთრებაში არსებული 33% წლიდან დარჩენილი 16 % უსასაყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაეცა ბ-----ი კი-–--ეს (საქართველო, პირადი ნომერი 5----------).

 

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, პარტნიორთა წილები საზოგადოების კაპიტალში განისაზღვრება შემდეგნაირად:

- ადრიანუს ჯონეს მარია ფრანსენ (ნიდერლანდები, პირადი ნომერეი 0--------), - 51% (ორმოცდათორმეტი პროცენტი);

 

-ბ-----ი კი-–--ე (საქართველო, პირადი ნომერი 5----------) 49% (ორმოცდაცხრა პროცენტი).

მეორე საკითხი;

მერაბი ფუტკარაძე (ნიდერლანდები, პირადი ნომერი 2--------) გათავისუფლდეს საზოგადოების დირექტორის პოზიციიდან:

ორგანიზაციის დირექტორად დაინიშნოს ადრიანუს ჯონეს მარია ფრანსენ (ნიდერლანდები, პირადი ნომერი 0--------).

მესამე საკითხი;

შეიცვალოს საზოგადოების წესდება 3.2 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საზოგადოების საწესდებო კაპიტალს შეადგენს 258 000 ევროს ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში;

შეიცვალოს საზოგადოების წესდების 3.3 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საზოგადოების საწესდებო კაპიტალში დამფუძნებელი პარტნიორების შენატანი (წილი შეადგენს);

ადრიანუს ჯონეს მარია ფრანსენ 129 000 (ას ოცდაცხრა ათასი) ევრო, ფულადი სახით არაუგვიანეს 2017 წლის 04 იანვრისა- საწესდებო კაპიტალი 51%.

ბ-----ი კი-–--ე- 129 000 (ას ოცდაცხრა ათასი) ევრო, ფულადი სახით, არაუგვიანეს 2018 წლის 31 დეკემბრისა- საწესდებო კაპიტალი 49%;

მტკიცებულება: ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტ.1. ს.ფ. 37-38).

2017 წლის 04 იანვარის პარტნიორთა კრების ოქმი. (ტ.2. ს.ფ.19-21).

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2015 წლის 01 ნოემბერს დადებული აღნაგობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქირა განისაზღვრა თვეში 500 ლარის ოდენობით.

მოსარჩელის განმარტებით, შპს „ფლ------------–----ის“ მხრიდან უხეშად არის დარღვეული ხსენებული ხელშეკრულების პირობები. კერძოდ, გადაუხდელია 37 თვის ქირა, რაც ამ დროისთვის შეადგენს 24 600 ლარს.

ხელშეკრულების 2.5 პუნქტი ითვალისწინებს მის მოშლას ზედიზედ 3 თვის ვადაში აღნაგობის ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში.

მტკიცებულება: 2017 წლის 01 ნოემბრის აღნაგობის ხელშეკრულება; სარჩელი, მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

 

3.2.2. 2017 წლის 25 ივლისს შპს „საკუთრების დაცვის სამართველოს-I”-ის დირექტორ, კობა ჭრელაშვილს და თორნიკე უსტარაშვილს (შპს ,,ფლ------------–----ი“) შორის დადებული ხელშეკრულებით დადგენილია, რომ შემსრულებელი იღებს ვალდებულებას განახორციელოს შესაბამისი დაცვა დამკვეთის კუთვნილ ობიექტზე, უზრუნველყოს და დაიცვას ხელყოფისაგან ობიექტზე არსებული ფასეულობები და ინვენტარი, ხოლო დამკვეთი ვალდებულია აანაზღაუროს შემსრულებლის მიერ გაწეული მომსახურების ხარჯები.

მტკიცებულება: ხელშეკრულება (ტ.2. ს.ფ 33-43).

 

3.2.3. შპს „ფლ------------–----ი“-ს დირექტორის ადრიანუს ჯონეს მარია ფრანსენის ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ 01.05.2017-06.07.2017 პერიოდის საბუღალტრო მონაცემები სადავო არის მასა და პარტნიორ ბ-----ი კი-–--ეს შორის.

 

საბუღალტრო მონაცემებზე და საბანკო ამონაწერებზე დაყრდნობით, აღნიშნულ პერიოდში სალარო თანხის გახარჯვა არ მომხდარა მიზნობრივად, რაც გამოიხატა შემდეგში, რომ უნდა მომხდარიყო თანხების შეტანა საბანკო ანგარიშებზე და იქიდან მომხდარიყო სხვადასხვა ვალდებულებების დაფარვა. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში კომპანიას გააჩნდა რამდენიმე ორგანიზაციის დავალიანება.

 

კონკრეტულად ამ პერიოდში სალარო აპარატზე დაყრდნობით ნაღდი ანგარიშსწორებამ შეადგინა 119, 365.00 ლარი, საბანკო ანგარიშებით კი შემოსავალი იყო 31, 635.00 ლარი.

 

აღნიშნული თანხები სრულად უნდა მოხმარებოდა დავალიანების დაფარვას. სალაროს თანხები სრულად შესულიყო საბანკო ანგარიშებზე. მაგრამ სალაროდან საბანკო ანგარიშებზე შევიდა და გადაირიცხა მხოლოდ 13, 537.00 ლარი.

 

არაერთხელ მოხდა განმცხადებლის მხრიდან თხოვნა, რომ მომხდარიყო ეს თანხები ანგარიშებზე, მიუხედავად ამისა, მისი ნების საწინააღმდეგოდ არ მოხდა დავალიანების დაფარვა... აქედან გამომდინარე, განმცხადებელი იძულებული გახდა აღნიშნულ პერიოდში მისი პირადი თანხები დამატებით შეეტანა კომპანიის ანგარიშებზე და დაეფარა დავალიანება, რომელიც ჰქონდა ფირმას.

 

ყველაფერი სრულად არის ასახული კომპანიის საბანკო ანგარიშებზე, პერიოდში: მაისი, ივნისი, ივლისი... აქედან გამომდინარე, განმცხადებელი ითხოვს 119, 365-13, 537 ნაშთი 105,828.00 ლარის დაკისრებას ბ-----ი კი-–--ეზე.

მტკიცებულება: ახსნა-განმარტება: (ტ.2. ს.ფ.127)

 

3.2.4. საქმეზე დართული ცნობით დადგენილია, რომ შპს „ფლ------------–----ი“-ის სახელზე რეგისტრირებულ სალარო აპარატებზე 01.05.2017 წლიდან 26.07.2017 წლამდე ფიქსირდება 102, 033.7 ლარის მიღება ნაღდი ანგარიშსწორებით.

 

ასევე 01.05.2017 წლიდან 26.07.2017 წლამდე საბანკო გადმორიცხვით დებიტორებიდან მიღებული თანხა შეადგენს 5,699.5 ლარს.

 

დამფუძნებლის შენატანი 16, 000.00 ევრო ეროვნული ვალუტის კურსით - 43, 394,8 ლარი.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, 01.05.2017 წლიდან 26.07.2017 წლამდე ორგანიზაციაში შემოსულია თანხა 151, 128.00 ლარის ოდენობით.

 

- გაწეული ხარჯები კი არის შემდეგი: გასავლის ორდერებით სამეურნეო ხარჯისთვის 2 001 ლარი, საბიუჯეტო გადარიცხვა - საშემოსავლო სამსახურის პირად ბარათზე დაყრდნობით -455 ლარი, ბანკის საკომისიო - 334,21 ლარი, მომწოდებელზე გადარიცხული თანხები 24, 222.00 ლარი, სესხზე გადახდილია 4, 911 ლარი, ხელფასი 500 ლარი, გადარიცხვები უცხოურ ვალუტაში იმ მომენტისთვის არსებული ეროვნული კურსით - 67, 673.00 ლარი.

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე 01.05.2017 წლიდან 26.07.2017 წლამდე ორგანიზაციის მიერ გაწეულმა ხარჯებმა თანხის სახით შეადგინა - 100, 095.21 ლარი.

 

სხვაობა შემოსულ და გახარჯულ თანხას შორის - 51, 032.79 ლარი.

 

P.შ. აქვე გასათვალისწინებელია მუშა-მოსამსახურეთა გაცემული ხელფასები, რომელზეც არც გასავლის ორდერებია ნაწარმოები და არც დეკლარირებულია საშემოსავლო სამსახურის განაცემთა ინფორმაციაში.

მტკიცებულება: ცნობა (ტ.2.ს.ფ.150).

 

3.2.5. ხათუნა ტვილდიანის ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ 17.07.2017 წელს ს/ზ №03/8144087 განმცხადებელმა შეადგინა საქონლის რეალიზების დამადასტურებელი საბუთი, რომელიც დააფიქსირა ელექტრონულად, ქ.სენაკში. აღნიშნული საქონლის ღირებულება 4170 (ოთხიათას ასსამოცდაათი) ლარი.

მიმღებმა თანხა კომპანიის სალაროში არ შეიტანა, რადგან გადასცა ბ-----ი კი-–--ეს.

მტკიცებულება: ახსნა-განმარტება (ტ.2.ს.ფ.154).

 

3.2.6. დადგენილია, რომ წყალტუბოს რაიონ სოფელ გეგუთში მდებარე შპს „ფლ------------–----ის“ დაცვის უფროსმა კობა ჭრელაშვილმა ელ-სმენით ტ-558 40 40 00 წიქორიძე გიორგის (უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი) შეატყობინა, რომ დაწესებულებასთან მისული იყო ბ-----ი კი-–--ე, რომელიც ითხოვდა დაწესებულების ტერიტორიაზე შესვლას, და აცხადებდა, რომ მას აღნიშნულზე აქვს შესაბამის კანონიერ ძალაში შესული დოკუმენტი.

მტკიცებულება: შეტყობინება (ტ.2.ს.ფ.).

 

3.2.7. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით - დაკმაყოფილდა ბ-----ი კი-–--ის სარჩელი შპს „ფლ------------–----ის“ მიმართ.

- შპს „ფლ------------–----ს“ (ს/კ 4--------) აეკრძალოს ხელშეშლა მოსარჩელე ბ-----ი კი-–--ის, როგორც საწესდებო კაპიტალის 49%-ის მფლობელისთვის, ტერიტორიაზე, მდებარე წყალტუბო სოფელი გეგუთი ს/კ 29.14.32.413, თავისუფალ მიმოსვლაში.

- დაევალოს შპს „ფლ------------–----ს“ (ს/კ 4--------) ბ-----ი კი-–--ეს მიაწოდოს ინფორმაცია შპს „ფლ------------–----ს“ (ს/კ 4--------) საქმიანობის შესახებ, ასევე ბ-----ი კი-–--ე ნება დაერთოს გაეცნოს საზოგადოების წიგნებსა და ჩანაწერებს.

- მოპასუხეს - შპს „ფლ------------–----ს“ (ს/კ 4--------) მოსარჩელე ბ-----ი კი-–--ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 220 ლარის გადახდა.

- მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

დაუსწრებელი გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

მტკიცებულება: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება. (ტ.3. ს.ფ. 441-444).

 

3.2.8. დადგენილია, რომ 2018 წლის 27 ნოემბერს შპს „ფლ------------–----ი“-ს რწმუნებულმა დ. დი-------ემ განცხადებით მიმართა ბ-----ი კი-–--ეს და აცნობა, რომ შპს „ფლ------------–----ი“-ს დირექტორის დავალებით აწარმოებს შპს „ფლ------------–----ი“-ს აქტივებისა და პასივების შემოწმებას. აღნიშნულთან დაკავშირებით ითხოვს 10 დღის ვადაში საწარმოში დააბრუნოს სათბურის პროექტი და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაცია, რომ მოხდეს შენობის ბალანსზე აყვანა და განისაზღვროს მისი ღირებულება.

მტკიცებულება: მიმართვა (ტ.მე-4. ს/ფ 26)

 

2.2.9. დადგენილია, რომ 2018 წლის 24 დეკემბერს შპს „ფლ------------–----ი“-ს რწმუნებულმა დ. დი-------ემ განცხადებით მიმართა წყალტუბოს რაიონული სამმართველოს გეგუთის პოლიციის განყოფილების უფროსს ბატონ კახაბერ გაბუნიას და აცნობა, რომ შპს „ფლ------------–----ი“-ს დირექტორის დავალებით დაიწყო საწარმოს აქტივებისა და პასივების შემოწმება, რის გამოც საზოგადოების პარტნიორს ბატონ ბ-----ი კი-–--ეს წერილობით მიმართა თხოვნით, რომ დაებრუნებინა სათბურის პროექტის და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაცია. ჩვენ ეს გვესაჭიროება იმისთვის, რომ მოხდეს შენობის ღირებულების დადგენა და შესაბამისი საბუღალტრო გატარება. სამწუხაროდ, მან ეს არ გააკეთა.

 

გარდა აღნიშნულისა, მის საწყობში ინახება საწარმოს კუთვნილი ურიკები თაროები და სანერგე კასეტები, მაგრამ მათ დაბრუნებაზე პასუხი ვერ მიიღეს.ზემოთ აღნიშნული დოკუმენტაცია და ინვენტარი საზოგადოების საკუთრებაა და ის უნდა დაბრუნდეს - მისი განკარგვა შეუძლია მხოლოდ დირექტორს. პარტნიორს კი ამის უფლებამოსილება არ გააჩნია.

ითხოვს საწარმოს საკუთრების დაბრუნებაში დახმარებას. მით უმეტეს რომ სახელმწიფო აუდიტმა დაიწყო საწარმოს შემოწმება და აღნიშნულის გამო შესაძლებელია გატარდეს საჯარიმო სანქციები.

მტკიცებულება: მიმართვა (ტ.მე-4. ს/ფ 27)

 

3.2.10. დადგენილია, რომ 2017 წლის 04 იანვრის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების მიხედვით ბ-----ი კი-–--ეს შპს „ფლ------------–----ი“-ს საწესდებო კაპიტალში 2018 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეეტანა 129, 000.00 (ას ოცდაცხრა ათასი) ევროს ექვივალენტი თანხა. ამავე გადაწყვეტილების 3.3 პუნქტის თანახმად, ბ-----ი კი-–--ეს საწესდებო კაპიტალში გადახდილად ჩაეთვალა 47, 000.00 (ორმოცდაშვიდი ათასი) ევრო და დარჩა გადასახდელი 82, 000.00 (ოთხმოცდაორი ათასი) ევრო, რომლის შეტანა მას დღემდე არ განუხორციელებია.

მტკიცებულება: ცნობა. (ტ.მე-4, ს.ფ. 28).

 

3.2.11. მოსარჩელე ბ-----ი კი-–--ის ინიციატივით დაკითხულმა მოწმე ნინო ნიქაბაძემ განმარტა, რომ არის ბ-----ი

კი-–--ის და. მუშაობდა შპს ,,ფლ------------–----ში“ დაქირავებულ მუშად. დასაქმებული იყო 10 ადამიანი. ხელფასს აძლევდნენ ყოველდღიურად. სამსახურში მიიღო მერაბი ფუტკარაძის ძმამ.

უფროსად აღიქვამდა ხათუნა ტვილდიანს, რომელსაც მიჰქონდა ფული. მისი შპს ,,ფლ------------–----ში“ მუშაობის წინააღმდეგი იყო მერაბი ფუტკარაძე.

მტკიცებულება: მოწმის ჩვენება.

 

3.2.12. მოსარჩელე ბ-----ი კი-–--ის ინიციატივით დაკითხულმა მოწმე ბ-----ი ჩოგოვაძემ განმარტა, რომ 6 თვე მძღოლად მუშაობდა შპს ,,ფლ------------–----ში“. ხელფასს იღებდა სალაროდან, ხათუნა ტვილდიანმა ბოლო თვის ხელფასი არ მისცა. სათბურები ააშენა ბ-----ი კი-–--ემ, რომელიც ასევე ითხოვდა საწარმოს საქმიანობაში ჩახედვას, ურთიერთობაში იყო კარგი ადამიანი.

მტკიცებულება: მოწმის ჩვენება.

 

3.2.13. მოსარჩელე ბ-----ი კი-–--ის ინიციატივით დაკითხულმა მოწმე კახაბერ გვეტაძემ განმარტა, რომ მუშაობდა შპს ,,ფლ------------–----ში“ მძღოლად. სამსახურში მიიღო ბ-----იმ. სათბურები ააშენა ბ-----ი კი-–--ემ და თვითონაც მუშაობდა ფიზიკურად. დირექტორი იყო ხათუნა ტვილდიანი, ხელფასს აძლევდა ბუღალტერი. ბ-----ი კი-–--ე ტანხას არ არიგებდა. შემოსული თანხა ბარდებოდა სალაროს.

მტკიცებულება: მოწმის ჩვენება.

 

3.2.14. მოსარჩელე ბ-----ი კი-–--ის ინიციატივით დაკითხულმა მოწმე პ----ა ხელაძემ განმარტა, რომ მუშაობდა შპს ,,ფლ------------–----ში“ დაქირავებულ მუშად. სამუშაოზე მიიღო ხათუნა ტვილდიანმა. ხელფასს, 600 ლარს ხელზე აძლევდა ხათუნა, რომელიც ხელმძღვანელობდა სალაროს ,,კასას“. რვა თვის ხელფასი არ მისცეს.

მტკიცებულება: მოწმის ჩვენება.

 

3.2.15. მოსარჩელე ბ-----ი კი-–--ის ინიციატივით დაკითხულმა მოწმე ჯაბა გაბუნიამ განმარტა, რომ მუშაობდა შპს ,,ფლ------------–----ში“ მუშად. სამუშაოზე მიიღო ხათუნა ტვილდიანმა, სამუშაოზე მიღების ბრძანება არ ჩაუბარებიათ. იმუშავა სამი თვე, ხელფასს 600 ლარს იღებდა სალაროდან. ბოლო თვის ხელფასი არ მისცეს. დაცვის პოლიციის მიერ იძულებით დაატოვებინეს სათბური. ბ-----ი კი-–--ეს დაცვის პოლიცია არ უშვებდა სათბურში. ბ-----ი კი-–--ე თვითონ ფიზიკურად მუშაობდა სათბურში. სამსახურში მიიღო ბ-----იმ. სათბურები ააშენა ბ-----ი კი-–--ემ და თვითონაც მუშაობდა ფიზიკურად. დირექტორი იყო ხათუნა ტვილდიანი, ხელფასს აძლევდა ბუღალტერი. ბ-----ი კი-–--ე თანხას არ არიგებდა. შემოსული თანხა ბარდებოდა სალაროს.

მტკიცებულება: მოწმის ჩვენება.

 

3.2.16. შპს ,,ფლ------------–----ი“-ს წარმომადგენელის ინიციატივით დაკითხულმა მოწმე ხათუნა ტვილდიანმა განმარტა, რომ პროფესიით არის ეკონომისტი და 2016 წლის ივნისიდან მუშაობდა შპს ,,ფლ------------–----ი“-ს ბუღალტრად.

მოწმის განმარტებით, იყო შპს ,,ფლ------------–----ი“-ს დირექტორის ადრიანუს ჯონეს მარია ფრანსენის ნდობით აღჭურვილი პირი. პროდუქცია იყიდებოდა კონსიგნაციის წესით, თანხა ირიცხებოდა ჰოლანდიაში.

რამდენიმე თვის შემდეგ ბ-----ი კი-–--ემ არ მისცა თანხის გადარიცხვის უფლება. აღნიშნულის შემდეგ, ადრიანუს ჯონეს მარია ფრანსენი დაბრუნდა საქართველოში და შეთანხმდნენ თანხის გადარიცხვაზე, თუმცა ბ. კი-–--ემ მაინც არ გადარიცხა თანხა. ბ-----ი კი-–--ე ითხოვდა საწარმოს ანგარიშების კონტროლს.

მოწმის განმარტებით, შპს ,,ფლ------------–----ი“-ს სალაროს კურირებდა ბ-----ი კი-–--ის და ნინო, რომელიც შემოსულ თანხებს აძლევდა ბ-----ის, რომელსაც თანხა შეჰქონდა ბანკში. ასევე ხელზე გასცემდა ხელფასებს.

ბ-----ი კი-–--ეს 3000 ევრო მისცა ადვოკატის მომსახურებისათვის.

მტკიცებულება: მოწმის ჩვენება.

 

3.2.17. შპს ,,ფლ------------–----ი“-ს წარმომადგენელის ინიციატივით დაკითხულმა მოწმე მზევინარ ხაჭვანმა განმარტა, რომ პროფესიით არის ბუღალტერი და 2017 წლიდან 2018 წლის ივლისამდე მუშაობდა შპს ,,ფლ------------–----ი“-ს მოლარედ, შემოსულ თანხას რიცხავდა ბუღალტერთან. შემდეგ ბ-----ი კი-–--ე იღებდა თანხებს. ორგანიზაციაში შემოსული თანხები საბოლოოდ ექვემდებარებოდა ბუღალტერიის კონტროლს.

მტკიცებულება: მოწმის ჩვენება.

 

3.2.18. შპს ,,ფლ------------–----ი“-ს წარმომადგენელის ინიციატივით დაკითხულმა მოწმე მერაბ ფუტკარაძემ განმარტა, რომ არის ჰოლანდიის მოქალაქე და აგრონომიული ცენტრის ხელმძღვანელი ჰოლანდიაში. არის შპს ,,ფლ------------–----ი“-ს ერთ-ერთი დამაარსებელი. მისი წილი აჩუქა ბ-----ის და ადრიანუს ჯონეს მარია ფრანსენს.

მოწმის განმარტებით, ამჟამად, ბ-----ი კი-–--ესთან არ აქვს ჯანსაღი დამოკიდებულება, რადგან ბ-----ი კი-–--ე არასაიმედო ბიზნეს პარტნიორი გამოდგა. მისი ვალების გამო ბანკიდან აიღეს სესხი, მიუხედავად ამისა, მან გაუთიშა შპს ,,ფლ------------–----ი“-ს კუთვნილ სათბურს გაზი და დენი, საწარმოს თანხებს იყენებდა პირადი მიზნებისათვის.

მოწმის განმარტებით, ბ-----ი კი-–--ეს აღნაგობის ქირას არ უხდიდნენ, რადგან საწარმოდან დაიკარგა ფული. აღნიშნულის გამო, ასევე ბ-----ი კი-–--ე არ უშვებდნენ შპს ,,ფლ------------–----ი“-ს კუთვნილ ტერიტორიაზე.

მტკიცებულება: მოწმის ჩვენება.

 

3.2.19. შპს ,,ფლ------------–----ი“-ს წარმომადგენელის ინიციატივით დაკითხულმა მოწმე ანა ჯინჭარაძემ განმარტა, რომ განმარტა, რომ არის ბ-----ი კი-–--ის მეზობელი. მუშაობდა შპს ,,ფლ------------–----ი“-ს მოლარედ. 2017 წლიდან საწარმოს მართავდა ხათუნა ტვილდიანი, რომელიც იყო უფროსი და ბ-----ი კი-–--ე. მოწმის განმარტებით, დღის ბოლოს შემოსულ თანხებს აძლევდა ბ-----ის ან მის დას ნინოს. ასევე ხდებოდა პროდუქციის გაცემა ნისიად.

მტკიცებულება: მოწმის ჩვენება.

 

3.2.20. ფაქტობრივად, სადაო გარემოებებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთ საწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი – დაუდგენელი, რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული ამ საქმეზე“. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249.4 მუხლის თანახმად, ,,გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სამართლებრივი შეფასება“.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს კვლევის საგანს წარმოადგენს აღნაგობის ხელშეკრულების საფუძველზე ქირის გადაუხდელობის გამო, ხელშეკრულების შეწყვეტის, აღნაგობის ქირის (მათ შორის მოთხოვნილია გაზრდილი ქირის გადახდა) გადახდის, უძრავი ნივთის გამოთხოვის კანონიერების შეფასება, ასევე შეგებებული სარჩელით მოთხოვნილია პირგასამტეხლო და ზიანის ანაზღაურება, ასევე ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვით ვალდებულების შესრულებულად ცნობა, რაც სასამართლოს მხრიდან შესაბამის კვლევა -შეფასებას საჭიროებს.

 

სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელე ბ-----ი კი-–--ის წარმომადგენელის არგუმენტებს აღნაგობის ქირის მოთხოვნის ნაწილში, ხოლო უსაფუძვლოდ მიაჩნია შპს ,,ფლ------------–----ი“-ს შეგებებული სარჩელი, რადგან სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გასაქარწყლებლად აუცილებელია მტკიცებულებით დადგენილი ფაქტების საწინააღმდეგო, გამაბათილებელი ან სულ მცირე, განსხვავებული ფაქტების დამადასტურებელი ალტერნატიული მტკიცებულების წარმოდგენა.

 

,,მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.“ იხ. სუსგ ას-233-221-17.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით - სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ კეთილსინდისიერების ფარგლებში ხელშეკრულების ორივე მხარე თანაბარწილად ვალდებულია, ხელი შეუწყოს ხელშეკრულების შესრულებას, ამასთან, სამოქალაქო კოდექსი ამავე პრინციპზე დაყრდნობით მხარეს ზოგ შემთხვევაში უფრო მეტს აკისრებს, ვიდრე ხელშეკრულებით აქვს ნაკისრი. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით, ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას. ამავე კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.

 

ამდენად, კეთილსინდისიერების პრინციპი სახელშეკრულებო სამართლის აღიარებული ზოგადი დათქმაა, რომელიც განმტკიცებულია სამოქალაქო კანონმდებლობით. კეთილსინდისიერი ქცევა სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ერთმანეთის უფლებებისადმი გულისხმიერებითა და პატივისცემით მოქმედებას გულისხმობს. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგის თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობასა და სიმყარეს. ამავდროულად, სამოქალაქო კოდექსის ფუძემდებლურ პრინციპს წარმოადგენს რა ვალდებულების ჯეროვანი შესრულება (სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლი), მოვალე მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეიძლება გათავისუფლდეს ამ ვალდებულების შესრულებისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის წარმომადგენელის განმარტებით, მოპასუხე შპს ,,ფლ------------–----ს“ 37 თვის განმავლობაში არ გადაუხდია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქირა - 500 ლარი, რაც მისივე მტკიცებით, ხელშეკრულებიდან გამომდინარე, აღნაგობის უფლების გაუქმების და ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია.

 

სასამართლო იზიარებს მოთხოვნას საიჯარო ქირის, ყოველთვიურად - 500 ლარის დაკისრების ნაწილში, როგორც მხარეთა მიერ მიღწეული შეთანხმების შესრულების აუცილებელ პირობას, ხოლო უსაფუძვლოა მოთხოვნა აღნაგობის ქირის ცალმხრივად გაზრდის შესახებ, რადგან სამოქალაქო კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, აღნაგობის უფლების მქონეს შეიძლება ხელშეკრულებით დაეკისროს საზღაურის გადახდა. მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ეს უფლება განუყოფელია ნაკვეთზე საკუთრების უფლებისაგან.

 

იმავე მუხლის მე-3 ნაწილით - საზღაური აღნაგობის უფლებისათვის მხარეებმა შეიძლება ათი წლის შუალედით განსაზღვრონ. თუ ეკონომიკური პირობები არსებითად იცვლება, მხარეები ვალდებულნი არიან თავიდან შეთანხმდნენ საზღაურზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის თანახმად, თუ ის გარემოებები, რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა, ხელშეკრულების დადების შემდეგ აშკარად შეიცვალა და მხარეები არ დადებდნენ ამ ხელშეკრულებას ან დადებდნენ სხვა შინაარსით, ეს ცვლილებები რომ გაეთვალისწინებინათ, მაშინ შეიძლება მოთხოვილ იქნეს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალკეულ გარემოებათა გათვალისწინებით ხელშეკრულების მხარეს არ შეიძლება მოეთხოვოს შეუცვლელი ხელშეკრულების მკაცრად დაცვა. გარემოებათა შეცვლას უთანაბრდება, როცა წარმოდგენები, რომლებიც ხელშეკრულების საფუძველი გახდა, არასწორი აღმოჩნდა.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ბ-----ი კი-–--ეს შპს ,,ფლ------------–----ისათვის“ ოფიციალურად არ მიუმართავს და შპს ხელმძღვანელობას არ უმსჯელია აღნაგობის ქირის გაზრდის მართლზომიერებაზე, (რაც შეიძლება სადავო გახდეს სასამართლო წესით), სასამართლოს მიაჩნია, რომ ცალმხრივად გაზრდილი აღნაგობის ქირის მოთხოვნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

 

ასევე უსაფუძვლოა ბ-----ი კი-–--ის მოთხოვნა მასსა და შპს „ფლ------------–----ს“ შორის, 2015 წლის 01 ნოემბერს დადებული აღნაგობის ხელშეკრულების შეწყვეტის და ქონების გამოთხოვის ნაწილში, რადგან უდავოდ დადგენილია, რომ ბ-----ი კი-–--ეს და შპს „ფლ------------–----ს“ შორის, 2015 წლის 01 ნოემბერს 10 წლის ვადით დაიდო აღნაგობის სასყიდლიანი ხელშეკრულება; დადგენილია, რომ ქონების მესაკუთრეა ასევე შპს „ფლ------------–----ი“; დადგენილია, რომ მიწის ნაკვეთზე აღმართული ნაგებობები (სათბური), აგებულია ასევე ადრიანუს ჯონეს მარია ფრანსენის თანხებით (ბ-----ი კი-–--ეს სრულად არ აქვს შენატანი განხორციელებული, რაც არ წარმოადგენს დ---ს საგანს); დადგენილია, რომ შპს „ფლ------------–----ის“ საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები არ არის შეფასებული კვალიფიციური ექსპერტის მიერ.

 

სამოქალაქო კოდექსის 239-ე მუხლი არეგულირებს სასყიდლიანი აღნაგობის უფლების შეწყვეტის სამართლებრივ საკითხებს. მოხმობილი მუხლის პირველი ნაწილით -სასყიდლიანი აღნაგობის უფლების ვადის გასვლის შემთხვევაში, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მიწის ნაკვეთის მესაკუთრემ აღნაგობის უფლების მქონეს უნდა მისცეს ანაზღაურება ამ ნაკვეთზე აღმართული ნაგებობის ღირებულების ორი მესამედის ოდენობით.

 

ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, ბ-----ი კი-–--ეს არ აქვს შეთავაზება მოპასუხის მიმართ ნაგებობის ღირებულების ორი მესამედის გადახდის შესახებ, აღნაგობის შეწყვეტის და ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან სამოქალაქო კოდექსის 239-ე მუხლის თანახმად, აღნაგობის შეწყვეტისას აღნაგობის უფლების მქონეს ნაგებობისა და მისი ნაწილის წაღების უფლება არ გააჩნია.

 

რაც შეეხება შპს ,,ფლ------------–----ი“-ს შეგებებულ სარჩელს ის მოთხოვნის ყველა ნაწილში უსაფუძვლოა, რადგან სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, არ დასტურდება ბ-----ი კი-–--ის მიერ შპს ,,ფლ------------–----ი“-ს მიმართ ზიანის მიყენების ფაქტი, არ დასტურდება ბ-----ი კი-–--ის მიერ შპს ,,ფლ------------–----ი“-ს კუთვნილი თანხების მითვისების ფაქტი (ფაქტზე არ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე), არ დასტურდება ბ-----ი კი-–--ის მიერ შპს ,,ფლ------------–----ი“-ს საქმიანობაში უკანონოდ ჩარევის ფაქტი (ნიშანდობლივია, რომ ბ-----ი კი-–--ემ შპს ,,ფლ------------–----ი“-ს ტერიტორიაზე, რაც ასევე მისი საკუთრებაა, დაშვების უფლება მოიპოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე).

 

რაც შეეხება ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვით ვალდებულების შესრულებულად ცნობას, ამ ნაწილშიც უსაფუძვლოა სარჩელი, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის პირველი ნაწილით ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა.

 

იმავე მუხლის მე-2 ნაწილით - ვალდებულებათა გაქვითვა შესაძლებელია მაშინაც, როცა ერთ-ერთი მოთხოვნის შესრულების ვადა ჯერ არ დამდგარა, მაგრამ ამ მოთხოვნის უფლების მქონე მხარს უჭერს გაქვითვას. ვალდებულებათა გაქვითვა ხორციელდება მეორე მხარისათვის შეტყობინებით.

 

აღნიშნული მუხლის გამოყენებისათვის აუცილებელია მხარეთა მიერ აღიარებული იყოს ვალდებულების არსებობა ანუ, მუხლის კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვანია, არის თუ ურთიერთგაქვითვის მზაობა მოპასუხის მხრიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოპასუხეს წარმოადგენს შპს ,,ფლ------------–----ი“, სწორედ ის არის აღნაგობის ქირის გადახდაზე ვალდებული პირი და კერძო პირებს - ადრიანუს ჯონეს მარია ფრანსენი და ბ-----ი კი-–--ეს შორის არსებული ვალდებულებების გამო, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა წინამდებარე სარჩელის ფარგლებში დაუშვებელია.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

4.1. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ-----ი კი-–--ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, რადგან მხარეთა შორის 2015 წლის 01 ნოემბერს დადებული აღნაგობის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ ქირის, ყოველთვიურად - 500 ლარის გადახდაზე, პირობა დარღვეულია შპს ,,ფლ------------–----ი“-ს მიერ, რაც ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველია.

შპს ,,ფლ------------–----ი“-ს მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი შეგებებულ სარჩელში გადმოცემული ფაქტების

დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც შპს ,,ფლ------------–----ი“-ს შეგებებული სარჩელის უარყოფის საფუძველია.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

5.1. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, 239-ე, 442-ე, 341-ე, 231-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.

 

მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს.

 

სამოქალაქო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით მიწის ნაკვეთი შეიძლება სხვა პირს გადაეცეს ვადიან სარგებლობაში ისე, რომ მას ჰქონდეს ამ ნაკვეთზე ან მის ქვეშ რაიმე ნაგებობის აღმართვის უფლება, ასევე ამ უფლების გასხვისების, მემკვიდრეობით გადაცემის, თხოვების, გაქირავების უფლება (აღნაგობის უფლება).

 

2.აღნაგობის უფლება შეიძლება გავრცელდეს მიწის ნაკვეთის იმ ნაწილზე, რომელიც არ არის აუცილებელი აღნაგობისათვის, მაგრამ იძლევა ნაგებობით უკეთ სარგებლობის შესაძლებლობას.

 

3.აღნაგობის უფლების ვადა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით და იგი არ უნდა აღემატებოდეს ოთხმოცდაცხრამეტ წელს.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, აღნაგობის უფლების მქონეს შეიძლება ხელშეკრულებით დაეკისროს საზღაურის გადახდა. მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ეს უფლება განუყოფელია ნაკვეთზე საკუთრების უფლებისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს „ფლ------------–----ს“ და ბ-----ი კი-–--ეს შორის შორის 2015 წლის 01 ნოემბერს, 10 წლის ვადით გაფორმდა აღნაგობის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, შპს „ფლ------------–----ს“ დროებით სარგებლობაში გადაეცა ხსენებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონება-სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი- 5000კვ.მ ასევე შენობა 01/1-1496.45.

 

დადგენილია, რომ აღნიშნული ქონების მესაკუთრეები არიან; ბ-----ი კი-–--ე და შპს ,,ფლ------------–----ი“ (ს/კ 29.14.32.413).

 

დადგენილია, რომ აღნაგობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქირა განისაზღვრა თვეში 500 ლარის ოდენობით, ანუ მხარეებმა გააფორმეს სასყიდლიანი აღნაგობის ხელშეკრულება.

 

დადგენილია, რომ მითითებული აღნაგობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხე შპს „ფლ------------–----ს“ აქვს მოსარჩელის 37 თვის ქირის (თვეში 500 ლარი= 18,500 ლარი) დავალიანება. ქირის გადაუხდელობის მოტივად, მოპასუხე შპს „ფლ------------–----ის“ წარმომადგენელმა მიუთითა ბ-----ი კი-–--ის ვალდებულებაზე შპს „ფლ------------–----ი“-ს მიმართ და შეგებებული სარჩელით მოითხოვა ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვით აღნაგობის ქირის გადახდილად ჩათვლა, რითაც აღიარა ვალდებულების ფაქტი.

 

სასამართლოს ნაწილობრივ საფუძვლიანად მიაჩნია ბ-----ი კი-–--ის მოთხოვნა აღნაგობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ქირის დავალიანების გადახდის შესახებ, რადგან სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

6.4. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით, ვალდებულება უნადა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მოცემულ შემთხვევაში, სასმართლოს უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიჩნია მოპასუხე შპს „ფლ------------–----ის“ წარმომადგენელის მითითება ბ-----ი კი-–--ის ვალდებულებაზე შპს „ფლ------------–----ი“-ს მიმართ და აღნიშნული მოტივით აღნაგობის ქირის გადახდაზე უარის თქმა, რადგან მოპასუხის გადაწყვეტილება სცილდება თვითდახმარების (სკ.118-ე მუხლი) ფარგლებს და აშკარად ლახავს მესაკუთრის უფლებას სარგებელი მიიღოს საკუთრებისგან.

როგორც აღინიშნა, კეთილსინდისიერების ფარგლებში ხელშეკრულების ორივე მხარე თანაბარწილად ვალდებულია, ხელი შეუწყოს ხელშეკრულების შესრულებას, ამასთან, სამოქალაქო კოდექსი ამავე პრინციპზე დაყრდნობით მხარეს ზოგ შემთხვევაში უფრო მეტს აკისრებს, ვიდრე ხელშეკრულებით აქვს ნაკისრი. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით, ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას. ამავე კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.

ამდენად, კეთილსინდისიერების პრინციპი სახელშეკრულებო სამართლის აღიარებული ზოგადი დათქმაა, რომელიც განმტკიცებულია სამოქალაქო კანონმდებლობით. კეთილსინდისიერი ქცევა სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ერთმანეთის უფლებებისადმი გულისხმიერებითა და პატივისცემით მოქმედებას გულისხმობს. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგის თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობასა და სიმყარეს. ამავდროულად, სამოქალაქო კოდექსის ფუძემდებლურ პრინციპს წარმოადგენს რა ვალდებულების ჯეროვანი შესრულება (სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლი), მოვალე მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეიძლება გათავისუფლდეს ამ ვალდებულების შესრულებისაგან.

ყოველივე მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ-----ი კი-–--ის სარჩელი, მხართა შორის 2015 წლის 01 ნოემბერს გაფორმებული აღნაგობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, აღნაგობის ქირის (37 თვე 500 X 37=18 500 ლარი) დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.5. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ-----ი კი-–--ის მოთხოვნა აღნაგობის ქირის, 2500 აშშ დოლარის ექვივალენტი 6600 ლარით გაზრდის შესახებ უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოპასუხედ გამოიწვია კერძო სამართლის პირი - შპს.

მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი ნაწილით - ...ხელმძღვანელობის უფლება აქვთ: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებასა და კოოპერატივში – დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

სასამართლო მიუთითებს, რომ დირექტორსა და საწარმოს შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა მოიცავს, როგორც კორპორაციული, ასევე შრომითი ურთიერთობისათვის დამახასიათებელ ელემენტებს და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმის მიხედვით თუ კონკრეტულად რა უფლება–მოვალეობებია სადავოდ გამხდარი და შესაფასებელი, ამის მიხედვით უნდა განისაზღვროს შესაბამისი სამართლებრივი მომწესრიგებელი ნორმებიც. ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მეორე და მესამე ნაწილების თანახმად - ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბ-----ი კი-–--ეს შპს ,,ფლ------------–----ისათვის“ ოფიციალურად არ მიუმართავს და შპს ხელმძღვანელობას არ უმსჯელია აღნაგობის ქირის გაზრდის მართლზომიერებაზე, (რაც შეიძლება სადავო გახდეს სასამართლო წესით), სასამართლოს მიაჩნია, რომ ცალმხრივად გაზრდილი აღნაგობის ქირის მოთხოვნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, რადგან სასამართლო ცხადია ვერ ჩაერევა კერძო სამართლის სუბიექტის საქმიანობაში და ვერ დაუდგენს ქცევის წესს, თუმცა სასამართლო მხარეებს მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ ის გარემოებები, რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა, ხელშეკრულების დადების შემდეგ აშკარად შეიცვალა და მხარეები არ დადებდნენ ამ ხელშეკრულებას ან დადებდნენ სხვა შინაარსით, ეს ცვლილებები რომ გაეთვალისწინებინათ, მაშინ შეიძლება მოთხოვილ იქნეს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალკეულ გარემოებათა გათვალისწინებით ხელშეკრულების მხარეს არ შეიძლება მოეთხოვოს შეუცვლელი ხელშეკრულების მკაცრად დაცვა. გარემოებათა შეცვლას უთანაბრდება, როცა წარმოდგენები, რომლებიც ხელშეკრულების საფუძველი გახდა, არასწორი აღმოჩნდა.

გარდა ამისა, სამოქალაქო კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილი ასევე ითვალისწინებს სასყიდლიანი აღნაგობის ხელშეკრულებისათვის დადგენილი საზღაურის ცვლილებას. კერძოდ, მოხმობილი მუხლის თანახმად - ,,საზღაური აღნაგობის უფლებისათვის მხარეებმა შეიძლება ათი წლის შუალედით განსაზღვრონ. თუ ეკონომიკური პირობები არსებითად იცვლება, მხარეები ვალდებულნი არიან თავიდან შეთანხმდნენ საზღაურზე.

საქართველოს საკასაციო სასამართლომ სამოქალაქო საქმეზე ას-1338-1376 განმარტა, რომ ,,ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. იგი თანამედროვე სამართლის, ფილოსოფიისა და ბიზნესის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია.

კეთილსინდისიერების პრინციპი სათავეს იღებს რომის სამართლიდან. პრინციპი “ბონა ფიდეს“, რომელიც კეთილსინდისიერებას ნიშნავს, მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა „იუს ცივილე“-სა და რომაულ სამართლებრივ აზროვნებაში. ტერმინ “ბონა ფიდე“-ს (“ფიდეს“) საქმიან ურთიერთობებში გამოყენება ნიშნავდა, რომ მხარეები საკუთარ პირობას თუ მიცემულ სიტყვას იცავდნენ და დაიცავდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაზარალებული მხარე უფლებამოსილი იყო წარედგინა საჩივარი, ე.წ. პრეტენზია (“ეხ ფიდე ბონა“) და, მოცემული პრეტენზიის საფუძველზე, კონტრაჰენტისაგან ვალდებულების იძულებითი აღსრულება მოეთხოვა. თანამედროვე ქართულ სამართლებრივ სივრცეში კეთილსინდისიერება მატერიალურ სამართლებრივ ნორმად გადაიქცა და სამართლიანობასა და თანასწორობაზე დამყარებულ სამართლებრივ სისტემაში გაერთიანდა, რითაც უფრო ფართო დატვირთვა შეიძინა. კეთილსინდისიერების პრინციპი თანამედროვე განვითარებული ქვეყნების კანონმდებლობასა და დოქტრინაში დიდწილად დაკავშირებულია მორალურ სტანდარტებთან. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, სამართლიანობას, ვალდებულებების მიმართ პატიოსან დამოკიდებულებას.

ამდენად, კანონი ეკონომიკური პირობების ცვლილებისას, ცალსახად განსაზღვრავს აღნაგობის ქირის გაზრდის მოთხოვნის შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ბ-----ი კი-–--ეს შპს ,,ფლ------------–----ისათვის“ ოფიციალურად არ მიუმართავს და შპს ხელმძღვანელობას არ უმსჯელია აღნაგობის ქირის გაზრდის მართლზომიერებაზე, (რაც შეიძლება სადავო გახდეს სასამართლო წესით), სასამართლოს მიაჩნია, რომ ცალმხრივად გაზრდილი აღნაგობის ქირის მოთხოვნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია და ხელშეკრულების მოქმედების ვადაში (თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან), ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით დადგენილი აღნაგობის ქირა -500 ლარი.

 

6... სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია ბ-----ი კი-–--ის მოთხოვნა მასსა და შპს „ფლ------------–----ს“ შორის, 2015 წლის 01 ნოემბერს დადებული აღნაგობის ხელშეკრულების შეწყვეტის და ქონების გამოთხოვის ნაწილში, რადგან უდავოდ დადგენილია, რომ ბ-----ი კი-–--ეს და შპს „ფლ------------–----ს“ შორის, 2015 წლის 01 ნოემბერს 10 წლის ვადით დაიდო აღნაგობის სასყიდლიანი ხელშეკრულება; დადგენილია, რომ ქონების მესაკუთრეა ასევე შპს „ფლ------------–----ი“; დადგენილია, რომ მიწის ნაკვეთზე აღმართული ნაგებობები (სათბური), აგებულია ასევე ადრიანუს ჯონეს მარია ფრანსენის თანხებით (ბ-----ი კი-–--ეს სრულად არ აქვს შენატანი განხორციელებული, რაც არ წარმოადგენს დ---ს საგანს); დადგენილია, რომ შპს „ფლ------------–----ის“ საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები არ არის შეფასებული კვალიფიციური ექსპერტის მიერ.

სამოქალაქო კოდექსის 239-ე მუხლი არეგულირებს სასყიდლიანი აღნაგობის უფლების შეწყვეტის სამართლებრივ საკითხებს. მოხმობილი მუხლის პირველი ნაწილით -სასყიდლიანი აღნაგობის უფლების ვადის გასვლის შემთხვევაში, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მიწის ნაკვეთის მესაკუთრემ აღნაგობის უფლების მქონეს უნდა მისცეს ანაზღაურება ამ ნაკვეთზე აღმართული ნაგებობის ღირებულების ორი მესამედის ოდენობით.

ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, ბ-----ი კი-–--ეს არ აქვს შეთავაზება მოპასუხის მიმართ ნაგებობის ღირებულების ორი მესამედის გადახდის შესახებ, აღნაგობის შეწყვეტის და ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან სამოქალაქო კოდექსის 239-ე მუხლის თანახმად, აღნაგობის შეწყვეტისას აღნაგობის უფლების მქონეს ნაგებობისა და მისი ნაწილის წაღების უფლება არ გააჩნია.

სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული მუხლის შინაარსი ეხება და გამოიყენება, როგორც აღნაგობის ხელშეკრულების ვადის გასვლისას, ასევე აღნაგობის ხელშეკრულების ვადის გასვლამდე შეწყვეტას (სკ. 239-ე მუხლი), ხოლო იმავე კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილით, აღნაგობის უფლების შეწყვეტისას საჭიროა მესაკუთრის თანხმობა.

მოხმობილი სამართლის ნორმების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს მხართა შორის, 2015 წლის 01 ნოემბერს დადებული აღნაგობის ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი და აღნაგობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქირის გადაუხდელობა, მოცემულ შემთხვევაში ქირის მოთხოვნის ფაქტობრივ- სამართლებრივი და არა ნივთის ვინდიცირების საფუძველია, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხართა შორის, 2015 წლის 01 ნოემბერს დადებული აღნაგობის ხელშეკრულების უპირობო შეწყვეტით აშკარად დაირღვევა მეწარმის უფლება, რადგან სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილება, ფაქტობრივად გამოიწვევს მეწარმე სუბიექტის ლიკვიდაციას, რადგან შპს „ფლ------------–----ი“-ს საქმიანობის მიზანია ყვავილების წარმოება, რაც სპეციალური დანიშნულების მქონე ნაგებობების (სათბური) გარეშე შეუძლებელია.

 

7. შპს ,,ფლ------------–----ი“-ს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება.

სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,ფლ------------–----ი“-ს შეგებებული სარჩელი მოთხოვნის ყველა ნაწილში უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, რადგან სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

- მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე შეგებებული სარჩელით ითხოვს მოპასუხე ბ-----ი კი-–--ეზე, შპს ,,ფლ------------–----ი“-ს სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით - 20 000 (ორმოცი ათასი) ლარის გადასახდელად დაკისრებას.

 

- ასევე, მოპასუხე ბ-----ი კი-–--ეზე, შპს ,,ფლ------------–----ი“-ს სასარგებლოდ, სამეწარმეო საქმიანობაში ხელშეშლით მიყენებული ზიანის სახით 30 00 (ოცდაათი ათასი) ლარის გადასახდელად დაკისრებას.

დაზუსტებულით მოითხოვა 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი (ტ.2.ს/ფ 149).

 

-ასევე, ბ-----ი კი-–--ის კუთვნილი აღნაგობის ქირის - 18, 500.00 ლარის, შპს ,,ფლ------------–----ი“-ს პარტნიორ ა. ფრანსენთან - 15, 000.00 ევროს ბ-----ი კი-–--ის ვალის გამო, 18, 500.00 ლარის ურთიერთმოთხოვნათა გზით გაქვითვა.

 

პირგასამტეხლოს მოთხოვნის ფაქტობრივ გარემოებად, მოსარჩელის წარმომადგენელი უთითებს შპს ,,ფლ------------–----ი“-ს პარტნიორთა კრების 2017 წლის 04 იანვრის N002 ოქმზე, რომლის თანახმად, 1.1 და 1.2 დებულებების, ასევე, საწარმოს წესდების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, წესდების დამრღვევ პარტნიორს ეკისრება ჯარიმა, დარღვევის თითოეულ შემთხვევაზე 2000 ლარის ოდენობით. მოსარჩელის წარმომადგენელის განმარტებით, მოპასუხე ბ-----ი კი-–--ე უხეშად ერევა დირექტორის დამოუკიდებლობაში და არ აძლევს მას საწარმოს მართვის შესაძლებლობას ყოველდღიურად, 2017 წლის 1 ივნისიდან 2017 წლის 26 ივლისამდე, მანამ, სანამ კერძო დაცვის კომპანიის დაქირავების შემდეგ, საწარმოს დირექტორმა არ შეძლო ბ-----ი კი-–--ის, მისი ოჯახის წევრებისა და მხარდაჭერების საწარმოს ტერიტორიიდან გაძევება.

 

2017 წლის 04 იანვრიდან 25 ივლისი ჩათვლით, განხორციელდა პარტნიორთა შეთანხმებისა და წესდების დარღვევის 20-მდე ეპიზოდი. ამასთან, ჯარიმის განსაზღვრის წესის თანახმად, დაკისრებული ჯარიმის ოდენობა შეადგენს 40 000 ლარს (დაზუსტების შემდეგ მოითხოვა პირგასამტეხლო 20,000.00 ლარი).

 

სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია, მოთხოვნა ბ-----ი კი-–--ეზე პირგასამტეხლოს სახით 20000 ლარის დაკისრების ნაწილში და მიუთითებს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც - დაკმაყოფილდა ბ-----ი კი-–--ის სარჩელი შპს „ფლ------------–----ის“ მიმართ.

 

-შპს „ფლ------------–----ს“ (ს/კ 4--------) აეკრძალა ხელშეშლა მოსარჩელე ბ-----ი კი-–--ის, როგორც საწესდებო კაპიტალის 49%-ის მფლობელისთვის, ტერიტორიაზე, მდებარე წყალტუბო სოფელი გეგუთი ს/კ 29.14.32.413, თავისუფალ მიმოსვლაში.

 

-დაევალა შპს „ფლ------------–----ს“ (ს/კ 4--------) ბ-----ი კი-–--ეს მიაწოდოს ინფორმაცია შპს „ფლ------------–----ის“ (ს/კ 4--------) საქმიანობის შესახებ, ასევე ბ-----ი კი-–--ეს ნება დაერთო გაეცნოს საზოგადოების წიგნებსა და ჩანაწერებს.

-მიღებული გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

დაუსწრებელი გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

მითითებული მტკიცებულების სამართლებრივი ანალიზით, დადგენილია, რომ სწორედ შპს „ფლ------------–----ი“ უკანონოდ ზღუდავდა პარტნიორს და არ აძლევდა საწარმოს ტერიტორიაზე შესვლის უფლებას. ამ ფონზე სავსებით გასაგებია ბ-----ი კი-–--ის გადაწყვეტილება, საწესდებო კაპიტალის ნაწილობრივ შეტანის შესახებ.

ამ მიმართებით საყურადღებოა მოწმედ დაკითხული ხათუნა ტვილდიანის განმარტება, რომელმაც აჩვენა, რომ ის იყო ,,ფლ------------–----ი“-ს დამფუძნებელი 51% წლის მფლობელი ადრიანუს ჯონეს მარია ფრანსენ-ის ნდობით აღჭურვილი პირი. მისივე განმარტებით, საწარმოში შემოსული თანხები იგზავნებოდა ადრიანუს ჯონეს მარია ფრანსენთან ჰოლანდიაში. ცხადია საწარმოს 49% წილის მფლობელ ბ-----ი კი-–--ეს, ჰქონდა ლეგიტიმური უფლება გაცნობოდა შპს „ფლ------------–----ის“ (ს/კ 4--------) წიგნებსა და ჩანაწერებს, საგულისხმოა, რომ ეს უფლება მან მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოიპოვა.

გარდა ამისა, მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ ბ-----ი კი-–--ე თვითონ, ოჯახის წევრებთან ერთად, ფიზიკურად შრომობდა ამჟამად შპს „ფლ------------–----ის“ საკუთრებაში არსებული სათბურების აგების (მონტაჟის) დროს და მისი საქმიანობის შპს „ფლ------------–----ის“ ინტერესების საწინააღმდეგოდ ქმედების შესახებ, მითითება მოწმეებს სასამართლოსათვის არ მიუციათ.

მოთითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს, შპს „ფლ------------–----ი“, არ წარმოუდგენია სსს კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი აუცილებელი მტკიცებულება, რაც უდავოდ დაადასტურებდა ბ-----ი კი-–--ის მიერ პარტნიორთა კრების 2017 წლის 04 იანვრის N002 ოქმით დადგენილი პირობების (აკრძალვების) დარღვევის ფაქტს, მოსარჩელის წარმომადგენელი შემოიფარგლა მხოლოდ ახსნა-განმარტებით, ხოლო მოპასუხემ მოსარჩელის მტკიცებულებას დაუპირისპირა სასამართლოს კანონიერ ძალში შესული გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ბ-----ი კი-–--ეს მიეცა არა მარტო შპს „ფლ------------–----ის“ ტერიტორიაზე შესვლის ნებართვა, არამედ შპს „ფლ------------–----ის“ წიგნებისა და ჩანაწერების გაცნობის უფლება.

ამდენად, შპს „ფლ------------–----ის“ მხრიდან მის მიერ დარღვეული უფლების გამო, პირგასამტეხლოს მოპასუხეზე დაკისრების მოთხოვნა სრულიად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

 

7.1. უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია შპს „ფლ------------–----ის“ შეგებებული სარჩელი ბ-----ი კი-–--ის მიმართ, 2017 წლის 1 ივნისიდან 2017 წლის 25 ივლისის ჩათვლით, საწარმოს ,,მმართველობის უზურპირების“ შედეგად შპს ,,ფლ------------–----ი“-სათვის მიყენებული მატერიალური ზარალის 50 000 ლარის მოთხოვნის ნაწილში.

ზიანის მოთხოვნის ფაქტობრივ გარემოებად, მოსარჩელის წარმომადგენელი უთითებს, რომ ბ-----ი კი-–--ე არის შპს „ფლ------------–----ის“ პარტნიორი, რომელიც ფლობს კომპანიის წილს 49%-ის ოდენობით. კომპანიის იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან, არის საწარმოს პარტნიორი, თუმცა აღსანიშნავია, რომ მოპასუხეს, კომპანიის დაფუძნებისა და საქმიანობის არც ერთ ეტაპზე, არ გააჩნდა საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილება. მიუხედავად ამისა, კი-–--ე აქტიურად ერეოდა საწარმოს მენეჯმენტის საქმიანობაში, ცდილობდა ჩარეულიყო დირექტორის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტის პროცესში და პირადი ინტერესებისთვის მოერგო „ფლ------------–----ის“ საქმიანობა.

ბ-----ი კი-–--ის ქმედებათა გამო, საწარმოს მენეჯმენტის და პარტნიორების მოთხოვნით, აუცილებელი გახდა წესდების ცვლილება და ისეთი მექანიზმის შემუშავება, რომელიც შპს-ის მართვაში პარტნიორის არასანქცირებულ ჩარევას გამორიცხავდა და მისცემდა საშუალებას კომპანიის მენეჯმენტს, განეხორციელებინა საკუთარი საქმიანობა დამოუკიდებლად.

შესაბამისად, საწარმოს დამფუძნებელ პარტნიორთა 2017 წლის 4 იანვრის კრებაზე, პარტნიორებმა იკისრეს დამატებითი ვალდებულებები და მათივე შეთანხმებით, ცვლილებები განხორციელდა საწარმოს წესდებაში.

 

კერძოდ, შპს „ფლ------------–----ის“ წესდების მე-6 მუხლს დაემატა მე-2 პუნქტი, რომლის თანახმადაც, საზოგადოების თითოეულ პარტნიორს აეკრძალა დირექტორის საქმიანობაში ჩარევა, რაიმე სახის ზემოქმედება მის კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების პროცესში.

 

ბ-----ი კი-–--ემ კომპანიის დამფუძნებელ პარტნიორთა კრების 2017 წლის 4 იანვრის კრების გადაწყვეტილებათა სრული უგულვებელყოფით, თვითნებურად დაიწყო საწარმოს მართვაში აქტიური ჩარევა, მენეჯმენტის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტა, საწარმოს საქმიანობის პროცესისა და მიღებული სარგებლის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება. 2017 წლის 1 ივნისიდან, სრულად კონტროლქვეშ მოაქცია საწარმოს მთელი მატერილური და ტექნიკური ბაზა, საქმიანობის პროცესი და დირექტორისა და მენეჯმენტის სრული იგნორირებით, თავად იღებდა მართველობის ფუნქციებს, რამაც კომპანიის ლეგალური მართველების, დირექტორისა და სხვა უფლებამოსილი პირების საქმიანობის სრული პარალიზება გამოიწვია, ხოლო 2017 წლის 1 ივნისიდან 2017 წლის 25 ივლისის ჩათვლით საწარმოს მმართველობის უზურპირების შედეგად შპს ,,ფლ------------–----ი“-სათვის მიყენებული მატერიალური ზარალი შეფასებულია 50 000 ლარად.

 

საქართველო სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოვალეს მოსთხოვოს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია მხარეთა შორის არსებული შეთანხმება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

განსახილველ სარჩელში, მოსარჩელე მოთხოვნას დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე ურთიერთობაზე ამყარებს, შესაბამისად, მოცემული დ---ს მომწესრიგებელ მატერიალურ-სამართლებრივ ნორმას სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი წარმოადგენს. დასახელებული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის რომ სასამართლომ დაადგინოს ზიანის დადგომის გარემოებები, აუცილებელია ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), მართლწინააღმდეგობა, ბრალეულობა და ზიანის დადგომასა და პირის ქმედებას შორის მიზეზშედეგობრივი კავშირი. ნორმის შემადგენელ აღნიშნულ ელემენტთაგან თუნდაც ერთერთის არარსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია.

 

სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, არა თუ სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით მაკვალიფიცირებელი სრული შემადგენლობა, არამედ ამ მუხლის მაკვალიფიცირებელი არცერთი ელემენტი არ იკვეთება. აღნიშნულის შესახებ, სასამართლომ ნაწილობრივ იმსჯელა პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის გამომრიცხავი გარემოების დადგენისას და დამატებით აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი არ არის ბ-----ი კი-–--ის მიერ შპს ,,ფლ------------–----ი“-ს დირექტორის საქმიანობაში ჩარევის და საწარმოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედების არცერთი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება.

 

დადგენილია, რომ ბ-----ი კი-–--ე არის ასევე შპს ,,ფლ------------–----ი“-ს ერთერთი დამფუძნებელი პარტნიორი, რომლის შპს ,,ფლ------------–----ში“ შესატანი წილი განსაზღვრულია 129,000.00 ევროს ოდენობით (შეტანილი აქვს 47000 ევრო), ცხადია მისი ინტერესია საწარმოს გამართული ფუნქციონირება და შემოსავლის მიღება.

 

დადგენილია, რომ მიმდინარეობს მეწარმე პარტნოირებს შორის დავა და ბ-----ი კი-–--ის მიერ ფლ------------–----ის კუთვნილი თანხის მითვისების ფაქტზე, შპს ,,ფლ------------–----ი“-ს წარმომადგენელმა მიმართა საგამოძიებო ორგანოს, სადაც არ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა ფაქტის დაუდასტურებლობის გამო. ამდენად, არ დასტურდება ბ-----ი კი-–--ის მიერ შპს ,,ფლ------------–----ი“-ს მიმართ ზიანის მიყენების ფაქტი, არ დასტურდება ბ-----ი კი-–--ის მიერ შპს ,,ფლ------------–----ი“-ს კუთვნილი თანხების მითვისების ფაქტი (ფაქტზე არ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე), არ დასტურდება ბ-----ი კი-–--ის მიერ შპს ,,ფლ------------–----ი“-ს საქმიანობაში უკანონოდ ჩარევის ფაქტი (ნიშანდობლივია, რომ ბ-----ი კი-–--ემ შპს ,,ფლ------------–----ი“-ს ტერიტორიაზე, რაც ასევე მისი საკუთრებაა, დაშვების უფლება მოიპოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე). ამდენად, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, არ დასტურდება ბ-----ი კი-–--ის, მიერ შპს ,,ფლ------------–----ი“-ს მიმართ, ზიანის მიყენების ფაქტი, რაც გამორიცხავს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობა

 

7.2. რაც შეეხება ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვით ვალდებულების შესრულებულად ცნობას, ამ ნაწილშიც უსაფუძვლოა სარჩელი, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის პირველი ნაწილით, ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა.

 

იმავე მუხლის მე-2 ნაწილით - ვალდებულებათა გაქვითვა შესაძლებელია მაშინაც, როცა ერთ-ერთი მოთხოვნის შესრულების ვადა ჯერ არ დამდგარა, მაგრამ ამ მოთხოვნის უფლების მქონე მხარს უჭერს გაქვითვას. ვალდებულებათა გაქვითვა ხორციელდება მეორე მხარისათვის შეტყობინებით.

 

აღნიშნული მუხლის გამოყენებისათვის აუცილებელია მხარეთა მიერ აღიარებული იყოს ვალდებულების არსებობა ანუ, მუხლის კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვანია, არის თუ ურთიერთგაქვითვის მზაობა მოპასუხის მხრიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოპასუხეს წარმოადგენს შპს ,,ფლ------------–----ი“, სწორედ ის არის აღნაგობის ქირის გადახდაზე ვალდებული პირი და კერძო პირებს - ადრიანუს ჯონეს მარია ფრანსენი და ბ-----ი კი-–--ეს შორის არსებული ვალდებულებების გამო, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა წინამდებარე სარჩელის ფარგლებში დაუშვებელია, რაც გამორიცხავს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს ბ-----ი კი-–--ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, ხოლო შპს ,,ფლ------------–----ი“-ს შეგებებული სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მოსარჩელე ბ-----ი კი-–--ის წარმომადგენელმა 2019 წლის 25 მარტს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ მომართა სასამართლოს. სასამართლოს 2019 წლის 19 აპრილის განჩინებით შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო პროცესის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დ---ს საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დ---ს შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოსარჩელე ბ-----ი კი-–--ემ სახ. ბაჟის სახით გადაიხადა 390+470 = 860 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფისათვის - 50 ლარი.

 

ბ-----ი კი-–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე შპს „ფლ------------–----ს“, ბ-----ი კი-–--ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 18, 500.00 ლარის გადახდა, რომლის 3% - 555 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი 50 ლარი მოპასუხე შპს „ფლ------------–----ს“ უნდა გადახდეს ბ-----ი კი-–--ის სასარგებლოდ.

 

მოსარჩელე ითხოვს მოპასუხე შპს „ფლ------------–----ს“ მის სასარგებლოდ გადასახდელად ასევე დაეკისროს საადვოკატო მომსახურების ხარჯი. მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო პროცესის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიდან და უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხე შპს „ფლ------------–----ს“ მოსარჩელე ბ-----ი კი-–--ის სასარგებლოდ უნდა გადახდეს იურიდიული მომსახურების - 740 ლარი (18,500.00 ლარის 4% - 740 ლარი).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად -სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა. თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან,მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

სარჩელზე უარის ნაწილში, ბ-----ი კი-–--ის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი სსს კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე სრულად უნდა ჩაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

შპს ,,ფლ------------–----ი“-ს შეგებებული სარჩელი ბ-----ი კი-–--ის მიმართ არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად გადახდილი სახ. ბაჟი უნდა ჩაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში .

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - ყადაღა, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244, 247-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ბ-----ი კი-–--ის სარჩელი.

 

2. დაეკისროს მოპასუხე - შპს „ფლ------------–----ს“ მოსარჩელე ბ-----ი კი-–--ის სასარგებლოდ - მხარეთა შორის 2015 წლის 01 ნოემბერს დადებული აღნაგობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 37 თვის ქირის დავალიანების (თვეში - 500 ლარი) მთლიანობაში 18,500 ლარის გადახადა.

3. სხვა ნაწილში ბ-----ი კი-–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

4. დაეკისროს მოპასუხე შპს „ფლ------------–----ს“, ბ-----ი კი-–--ის სასარგებლოდ - სარჩელის უზრუნველსაყოფად და სარჩელის აღსაძვრელად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - სულ 555 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფისთვის გადახდილი 50 ლარი, ასევე საადვოკატო მომსახურების ხარჯი 740 ლარი.

 

5. ბ-----ი კი-–--ის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

6. სარჩელზე უარის ნაწილში ბ-----ი კი-–--ის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი ჩაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

7. შპს ,,ფლ------------–----ი“-ს შეგებებული სარჩელი ბ-----ი კი-–--ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

8. შპს ,,ფლ------------–----ი“-ს მიერ გადახდილი სახ. ბაჟი ჩაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

9. ბ-----ი კი-–--ის მოთხოვნის საფუძველზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელი.

 

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავს წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

11. ამ პირებმა გადაწყვეტილება შეიძლება გაასაჩივრონ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

12. იმ პირებმა, ვინც არ არის გათვალისწინებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით, ასევე პატიმრობაში მყოფმა იმ პირებმა, რომლებსაც ჰყავთ წარმომადგენელი გადაწყვეტილება შეიძლება გაასაჩივრონ, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

13. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე