გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.05.2019
საქმის ნომერი
190210219002973415
კატეგორია
დავის ტიპი
საქმეები იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის შესახებ
თარიღი
08.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

# 190210219002973415

საქმე #2-720-19

რუსთავის საქალაქო სასამართლო

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა

(სარეზოლუციო ნაწილი)

 

8 მაისი 2019 წელი ქ. გარდაბანი

 

მაგისტრი - ეკატერინე პართენიშვილი

სხდომის მდივანი - გიორგი ნოზაძე

 

განმცხადებელი - გაგა აფციაური

განმცხადებლის წარმომადგენელი - იოსებ შველიძე

 

მოთხოვნა - იურიდიული მნიშვნელობის მქონე - მემკვიდრეობის ფაქტობრივი დაუფლების გზით მიღების ფაქტის დადგენა

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

მაგისტრმა იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 248-ე, 257-ე, 310-ე, 311-ე, 312-ე, 3161-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გაგა აფციაურის (პ/ნ 35001027358) განცხადება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

2. დადგენილ იქნეს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი მასზედ, რომ გაგა აფციაურმა (დაბადების თარიღი: 17.03.1975 წელი; პ/ნ 35001027358) ფაქტობრივი დაუფლების გზით მიიღო მამკვიდრებლის, მამის – ნოშრევან აფციაურის (დაბადების თარიღი: 21.08.1951 წელი; გარდაცვალების თარიღი: 27.09.2005 წელი) დანაშთი სამკვიდრო ქონება სრულად;

3. სამოქალაქო საქმეზე #2-720-19, სახელმწიფო ბაჟი წინასწარ გადახდილია.

4. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. #6) საჩივრის შეტანის გზით, დასაბუთებული დადგენილების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში. საქმის შედეგით დაინტერესებულმა პირებმა სასამართლოს შეიძლება მიმართონ განცხადებით დადგენილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე, 424-427-ე მუხლებით დადგენილი წესით, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების საფუძვლის არსებობის შეტყობიდან ერთი თვის ვადაში.

5. დადგენილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება დადგენილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია დადგენილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს დადგენილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება დადგენილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მაგისტრი ეკატერინე პართენიშვილი

 

შენიშვნა:

 

განმცხადებლის წარმომადგენლის თხოვნით, რომელმაც წერილობით განაცხადა, რომ ეთანხმება ამ დადგენილებას და უარს აცხადებს მის გასაჩივრებაზე, სასამართლო შემოიფარგლა დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებით _ დასაბუთების გარეშე, შესაბამისად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 250-ე მუხლისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 370-ე მუხლისა და ამავე კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის ძალით, დადგენილება გამოცხადებისთანავე შესულია კანონიერ ძალაში და სავალდებულოა აღსასრულებლად.

 

მაგისტრი ეკატერინე პართენიშვილი