გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.04.2019
საქმის ნომერი
080210017001933258
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
19.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1244-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

19.04.20-9 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე

სხდომის მდივანი -გიორგი ესაძე

მოსარჩელე - სს „ტ--------ი“

წარმომადგენელი - ქ------ნ სტ-------

მოპასუხე - გ-----მ ქუ-------–--ე, ემა ყუ---–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მოპასუხე გ-----მ ქუ-------–--ეზე, სს „ტ--------ის სასარგებლოდ 23,785.40 ლარის (ძირითადი თანხა: 21,121.58 ლარი; პროცენტი: 12,7465 ლარი; ჯარიმა: 1389,17 ლარი) გადასახდელად დაკისრება.

1.2. მოპასუხე გ-----მ ქუ-------–--ეზე სს „ტ--------ის“ სასარგებლოდ 20-7 წლის 11 მაისიდან საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 21,121.58 ლარზე წლიური 14,90 % სარგებლის გადასახდელად დაკისრება, ვალდებულების სრულ შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 1 წლისა.

1.3. დავალიანების და ვადაგადაცილებაზე დარიცხული ან/და დასარიცხი საპროცენტო სარგებლის დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით, საჯარო აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს ემა ყუ---–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. საკადასტრო კოდი: 0-------------------

1.4. იმ შემთხვევაში თუ ზემოაღნიშნული უძრავი ქონების (ს/კ:0-------------------) რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ბანკის მიმართ არსებული დავალიანებების სრულად დასაფარად, დავალიანების სრულად დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით აღსრულება მიექცეს გ-----მ ქუ-------–--ის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებასა და აქტივებზე.

1.5. მოპასუხე გ-----მ ქუ-------–--ეზე ბანკის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სასამართლო ხარჯების გადასახდელად დაკისრება.

დავის არსი:

 

3--------- წელს სს „ტ--------ს“ (ყოფილი სს „კორ სტანდარტ ბანკი“) და გ-----მ ქუ-------–--ეს შორის დაიდო №5------------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, შემდეგი პირობებით: კრედიტის თანხა: 30, 000.00 ლარი. საბანკო კრედიტის ვადა 3--------- დან 0-.07.20-9-მდე: წლიური საპროცენტო განაკვეთი: 14,90%. პირგასამტეხლო: ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0.5%.

 

№5------------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით ბანკსა და ემა ყუ---–---–ს შორის 20.0-.2--- წ-ს გაფორმდა ნოტარიულად დამოწმებული (რეესტრის №1--------) იპოთეკის ხელშეკრულება №0-, რომლის საფუძველზეც ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა ემა ყუ---–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: ქ. ქ----------------------------–------–---------------–-------------- ს/კ: 0------------------

 

აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე ბანკმა გასცა კრედიტი, რომელიც მსესხებელს უნდა დაებრუნებინა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით განსაზღვრული წესი, რაც არ შესრულდა. შესაბამისად მსესხებელს ბანკის წინაშე ერიცხება დავალიანება.

 

2. მოპასუხეების პოზიცია.

 

2.1. მოპასუხეებმა წარმოადგინეს შესაგებელი, რომლითაც ნაწილობრივ ცნეს სარჩელი და განმარტეს, რომ ნაწილობრივ ეთანხმებიან სარჩელს, რადგან დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 21,121.58 ლარს, მოპასუხე გ-----მ ქუ-------–--ე სასამართლოს თხოვს დაავალოს მოსარჩელეს ახალი გრაფიკის შედგენა და მოახდინოს მისი დავალიანების განაწილება 24 თვის განმავლობაში.

მოპასუხე სასამართლოს თხოვს, არ მიექცეს იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოდ ემა ყუ---–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, ს/კ 0------------------- რადგან ეს უმძიმესი დარტყმა იქნება ისედაც მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში ჩავარდნილი ოჯახისთვის.

 

მოპასუხე არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას, რადგან ემა ყუ---–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება გაცილებით აღემატება მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ თანხას.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ 3--------- წელს სს „ტ--------ს“ (ყოფილი სს „კორ სტანდარტ ბანკი“) და გ-----მ ქუ-------–--ეს შორის დაიდო №5------------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, შემდეგი პირობებით: კრედიტის თანხა: 30,000.00 ლარი. საბანკო კრედიტის ვადა 3--------- დან 0-.07.20-9-მდე: წლიური საპროცენტო განაკვეთი: 14,90%. პირგასამტეხლო: ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0.5%.

 

მტკიცებულება:

- სესხის ხელშეკრულება (ტ.1.ს.ფ.33-38)

- სესხის დაფარვის გრაფიკი. (ტ.1.ს.ფ.39-40)

 

3.1.2. დადგენილია, რომ №5------------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით ბანკსა და ემა ყუ---–---–ს შორის 20.0-.2--- წ-ს გაფორმდა ნოტარიულად დამოწმებული (რეესტრის №1--------) იპოთეკის ხელშეკრულება №0-, რომლის საფუძველზეც ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა ემა ყუ---–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: ქ. ქ----------------------------–------–---------------–-------------- ს/კ: 0-------------------

მტკიცებულება:

იპოთეკის ხელშეკრულება (ტ.1. ს/ფ. 19-20; 25-31)

 

3.1.3. დადგენილია, რომ მოპასუხეებს - ტ--------მა გაუგზავნა გაფრთხილება აღებული ვალდებულების შესრულების თაობაზე.

მტკიცებულება:

გაფრთხილება აღებული ვალდებულების შესრულებაზე (ტ.1.ს.ფ.18).

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. დადგენილია, რომ სარჩელის შემოტანისას მოპასუხეების - სასესხო დავალიანება შეადგენს 23,785.40 ლარს (ძირითადი თანხა: 21,121.58 ლარი; პროცენტი: 1274,65 ლარი; ჯარიმა: 1389,17 ლარი)

მტკიცებულება: დავალიანების ცნობა, სესხის გადახდის გრაფიკი. (ტ.1.ს.ფ.17).

 

3.2.2. სადავოა სესხზე დარიცხული პროცენტი და ჯარიმა.

მტკიცებულება: შესაგებელი, მოპასუხეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2.3. სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს სარჩელს და განმარტავს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. მოსარჩელე აცხადებს, რომ მოპასუხეს მის მიმართ გააჩნია დავალიანება ე.ი. მისი მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს კონკრეტული ფაქტის არსებობა, მოპასუხე კი შესაგებელში ნაწილობრივ აღიარებს დავალიანების არსებობას და უთითებს სარჩელის უსაფუძვლობაზე. მოსარჩელე მხარემ მოთხოვნის დასადასტურებლად წარმოადგინა საკრედიტო ხელშეკრულება.

 

მოპასუხე მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოების გასაქარწყლებლად შემოიფარგლა მხოლოდ ახსნა-განმარტებებით. სამოქალაქო სამართალწარმოებისას მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გასაქარწყლებლად აუცილებელია მტკიცებულებით დადგენილი ფაქტების საწინააღმდეგო, გამაბათილებელი ან სულ მცირე, განსხვავებული ფაქტების დამადასტურებელი ალტერნატიული მტკიცებულების წარმოდგენა.

 

სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სსს კოდექსის 102-ე და იმავე კოდექსის 103-ე მუხლები განსაზღვრავენ, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით და ვინ, ე. ი. რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებანი (მტკიცების ტვირთი). სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრობითობის პრინციპზე უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რათა განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3.2 მუხლით მოპასუხე უფლებამოსილია ცნოს სარჩელი. ამავე საპროცესო კოდექსის 208.3 მუხლით თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება სასამართლოში მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია წარმოადგენს მოსარჩელის მხრიდან მისთვის მინიჭებული საპროცესო სამართლებრივი უფლების რეალიზაციას, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეების მიერ ცნობილ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში სესხის ძირის - 21,121.58 ლარის ნაწილში, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხეების მიერ სარჩელის ცნობის გამო.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადასტურებულია მოპასუხეების ვალდებულებები მოსარჩელის წინაშე, რაც მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველია.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208.3 მუხლით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 411-ე, 427-ე, 868-ე, 891-ე, 895-ე, 898-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი.

 

6.3. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

-მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის სასესხო ურთიერთობის საფუძველი გახდა 3--------- წელს სს „ტ--------ს“ (ყოფილი სს „კორ სტანდარტ ბანკი“) და გ-----მ ქუ-------–--ეს შორის დადებული №5------------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. (პირობები: კრედიტის თანხა: 30, 000.00 ლარი. საბანკო კრედიტის ვადა 3--------- დან 0-.07.20-9-მდე: წლიური საპროცენტო განაკვეთი: 14,90%. პირგასამტეხლო: ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0.5%).

 

-საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა.

 

-სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრული უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით ბანკსა და მსესხებელ გ-----მ ქუ-------–--ეს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.

 

მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელის, მიერ სრულად იქნა შესრულებული მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეზე გაიცა კრედიტი, ხოლო მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ვალდებულებები შესრულებული არ არის, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3.2 მუხლით მოპასუხე უფლებამოსილია ცნოს სარჩელი. ამავე საპროცესო კოდექსის 208.3 მუხლით თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება სასამართლოში მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია წარმოადგენს მოსარჩელის მხრიდან მისთვის მინიჭებული საპროცესო სამართლებრივი უფლების რეალიზაციას, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეების მიერ ცნობილ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში სესხის ძირის - 21,121.58 ლარის ნაწილში მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხეების მიერ სარჩელის ცნობის გამო.

 

6.5. მოცემულ შემთხვევაში სადავოა სესხზე დარიცხული სარგებელი და პირგასამტეხლო. სარჩელი საფუძვლიანია, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868.1 მუხლით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სესხის პროცენტი შეადგენს 1274,65 ლარს, რომელიც მოპასუხე გ-----მ ქუ-------–--ეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 623-ე, 361.2 მუხლის თანახმად, გადასახდელად უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

6...განსახილველ შემთხვევაში სადავოა სესხზე დარიცხული პირგასამტეხლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

ამავე კოდექსის 418.1 მუხლით ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. განსახილველ შემთხვევაში სადავოა სესხზე დარიცხული პირგასამტეხლო.

 

დადგენილია, რომ -მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეებს შორის სასესხო ურთიერთობის საფუძველი გახდა - 3--------- წელს სს „ტ--------ს“ (ყოფილი სს „კორ სტანდარტ ბანკი“) და გ-----მ ქუ-------–--ეს შორის №5------------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, შემდეგი პირობებით: კრედიტის თანხა: 30, 000.00 ლარი. საბანკო კრედიტის ვადა 3--------- დან 0-.07.20-9-მდე: წლიური საპროცენტო განაკვეთი: 14,90%. პირგასამტეხლო: ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0.5%.

დადგენილია, რომ სესხზე დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 1389,17 ლარს.

 

- საქართველოს საკასაციო სასამართლომ ანალოგიური კატეგორიის საქმეზე განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „პაცტა სუნტ სერვანდა-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს გადახდა და ა.შ.) ვალდებულება. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.20-0 წ. საქმე №ას-1220-1480-09).

 

- საქართველოს უზენაესმა სასამართლომ (საქმე ას-10-10-20-7) განმარტა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას მხედველობაში მიიღება როგორც კრედიტორის ინტერესი ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე, სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა ძირითად თანხასთან მიმართებაში. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში მიიღება მხარის ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები, კერძოდ, ის, თუ როგორია შესრულების ღირებულება, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.

 

- სასამართლო დავის გადაწყვეტისას ეყრდნობა რა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ძირითად დებულებებს, ასევე ხელმძღვანელობს დადგენილი სასამართლო პრაქტიკით და მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება უნდა მოხდეს მოთხოვნის ფარგლებში, რადგან ბანკი, როგორც სამოქალაქო სამართალურთიერთობის სუბიექტი და როგორც საკრედიტო ორგანიზაცია, ორიენტირებულია მოგების მიღებაზე, რაც მისთვის აუცილებელი, სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და თუ არ მოხდება საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება, ასეთ შემთხვევაში იგი, როგორც კერძო სამართლის სუბიექტი, შეწყვეტს ფუნქციონირებას.

 

6.7. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელით მოთხოვნილია მოპასუხე გ-----მ ქუ-------–--ეზე სს „ტ--------ის“ სასარგებლოდ 20-7 წლის 11 მაისიდან საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 21,121.58 ლარზე წლიური 14,90 % სარგებლის გადასახდელად დაკისრება, ვალდებულების სრულ შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 1 წლისა.

 

ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია 411-412-ე მუხლები.

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო.

 

სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

იმავე კოდექსის 412-ე მუხლით - ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

-საქართველოს საკასაციო სასამართლომ სამოქალაქო საქმეზე ას-1338-1376 განმარტა, რომ ,,ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. იგი თანამედროვე სამართლის, ფილოსოფიისა და ბიზნესის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია.

 

კეთილსინდისიერების პრინციპი სათავეს იღებს რომის სამართლიდან. პრინციპი “ბონა ფიდეს“, რომელიც კეთილსინდისიერებას ნიშნავს, მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა „იუს ცივილე“-სა და რომაულ სამართლებრივ აზროვნებაში. ტერმინ “ბონა ფიდე“-ს (“ფიდეს“) საქმიან ურთიერთობებში გამოყენება ნიშნავდა, რომ მხარეები საკუთარ პირობას თუ მიცემულ სიტყვას იცავდნენ და დაიცავდნენ, წინააღმდეგ შემთხვევში, დაზარალებული მხარე უფლებამოსილი იყო წარედგინა საჩივარი, ე.წ. პრეტენზია (“ეხ ფიდე ბონა“) და, მოცემული პრეტენზიის საფუძველზე, კონტრაჰენტისაგან ვალდებულების იძულებითი აღსრულება მოეთხოვა. თანამედროვე ქართულ სამართლებრივ სივრცეში კეთილსინდისიერება მატერიალურ სამართლებრივ ნორმად გადაიქცა და სამართლიანობასა და თანასწორობაზე დამყარებულ სამართლებრივ სისტემაში გაერთიანდა, რითაც უფრო ფართო დატვირთვა შეიძინა. კეთილსინდისიერების პრინციპი თანამედროვე განვითარებული ქვეყნების კანონმდებლობასა და დოქტრინაში დიდწილად დაკავშირებულია მორალურ სტანდარტებთან. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, სამართლიანობას, ვალდებულებების მიმართ პატიოსან დამოკიდებულებას.

 

კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის დანაწესის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კოდექსის ეს დანაწესი, რომელსაც ავსებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი, მოიცავს მთელ კერძო სამართალს. აღნიშნული მუხლების მოქმედება ცალსახა და იმპერატიულია, ამიტომაც მხარეებს არ აქვთ უფლება ხელშეკრულებით ან შეთანხმებით გამორიცხონ მათი მოქმედება. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს კეთილსინდისიერებას, როგორც ვალდებულების ძირითად და აუცილებელ კომპონენტს და მხოლოდ ვალდებულებათა შესრულებით არ შემოიფარგლება, ხოლო 361-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი იმის შესახებ, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, წარმოადგენს კანონისმიერ მოთხოვნას და გულისხმობს, ზოგადად, სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა მიერ ურთიერთობის სხვა მონაწილის ინტერესების პატივისცემას, საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გათავისებას, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც მას კონკრეტული პირდაპირი ვალდებულება არ ეკისრება.

 

უნდა აღინიშნოს, რომ ეს ორი მუხლი მთელი სამოქალაქო ბრუნვის ქვაკუთხედია. აღნიშნული ნორმები საშუალებას იძლევა ნებისმიერი ურთიერთობა სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასდეს. გარდა აღნიშნულისა, კერძო სამართლებრივ ურთიერთობათა კეთილსინდისიერად წარმართვის ვალდებულებას სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა ზოგჯერ პირდაპირ ადგენს, ხოლო ნორმათა უმრავლესობა, მართალია, პირდაპირ არ უთითებს მასზე, მაგრამ მაინც მას ეფუძნება. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების არა დაპირისპირება, არამედმათი სოლიდარობაა,რაცნორმალური სამოქალაქო ბრუნვის საფუძველია. კეთილსინდისიერება არა მარტო უფლებისარსებობის, არამედ მოვალეობის შესრულების ვარაუდიცაა. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. კეთილსინდისიერების პრინციპის შინაარსი, უპირველეს ყოვლისა, იმით გამოიხატება, რომ მხარეს, გარდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისა, ევალება ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაც, ანუ კონტრაჰენტის პატივსადები ინტერესების გათვალისწინება და დაცვა. ამ მოთხოვნის დარღვევა კი არა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების პროცესში, არამედ სახელშეკრულებო მოლაპარაკებათა და ძირითადი ვალდებულებების შესრულების შემდგომ ეტაპზეც შეიძლება პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდეს“.

 

სასამართლო აღნიშნავს, სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მეორე ნაწილის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სახელშეკრულებო ვალდებულებითი ურთიერთობა ავალდებულებს ხელშეკრულების მეორე მხარეს, დაიცვას პირველი მხარის ქონებრივი ინტერესი.

 

სასამართლო მხარეებს მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ ის გარემოებები, რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა, ხელშეკრულების დადების შემდეგ აშკარად შეიცვალა და მხარეები არ დადებდნენ ამ ხელშეკრულებას ან დადებდნენ სხვა შინაარსით, ეს ცვლილებები რომ გაეთვალისწინებინათ, მაშინ შეიძლება მოთხოვილ იქნეს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალკეულ გარემოებათა გათვალისწინებით ხელშეკრულების მხარეს არ შეიძლება მოეთხოვოს შეუცვლელი ხელშეკრულების მკაცრად დაცვა. გარემოებათა შეცვლას უთანაბრდება, როცა წარმოდგენები, რომლებიც ხელშეკრულების საფუძველი გახდა, არასწორი აღმოჩნდა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეზე გასცა სამომხმარებლო სესხი, დადგენილია, რომ მოპასუხე გ-----მ ქუ-------–--ე ასრულებდა ვალდებულებას, ხოლო ვალდებულების დარღვევის მიზეზი გახდა სამსახურიდან გათავისუფლება, რითაც დაკარგა შემოსავლის წყარო.

 

ამდენად, ცხადია გ-----მ ქუ-------–--ისთვის წინასწარ ვერ იქნებოდა ცნობილი სამსახურიდან მისი დათხოვნის შესახებ და ცხადია არასამართლიანი იქნება მასზე, სს „ტ--------ის“ სასარგებლოდ, 20-7 წლის 11 მაისიდან საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 21,121.58 ლარზე წლიური 14,90 % სარგებელის გადასახდელად დაკისრება, ვალდებულების სრულ შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 1 წლისა, რადგან მისთვის წინასწარ ვერ იქნებოდა სავარაუდო მოსარჩელისათვის ზიანის მიყენება.

 

6.8. მოთხოვნა საფუძვლიანია იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის ნაწილში, რადგან სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლით - უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნას გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით ბანკსა და ემა ყუ---–---–ს შორის 20.0-.2--- წ-ს გაფორმდა ნოტარიულად დამოწმებული (რეესტრის №1--------) იპოთეკის ხელშეკრულება №0-, რომლის საფუძველზეც ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა ემა ყუ---–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: ქ. ქ----------------------------–------–---------------–-------------- ს/კ: 0-------------------

 

სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის თანახმად, საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა, დავალიანების გადახდის უზრუნველყოფის მიზნით, საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე ქ. ქ------------------------------–------–---------------–-------------; ს/კ: 0------------------, რეალიზაციის, ხოლო თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების სრულად დასაფარავად, აღსრულება მიქცეულ იქნას მოპასუხე- გ-----მ ქუ-------–--ის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების მიმართ, მოთხოვნის ნაწილში, რადგან იპოთეკის ხელშეკრულების 8.2. მუხლით მხარეები შეთანხმდნენ აღნიშნულზე.

 

6.9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ შეძლო დაემტკიცებინა სარჩელის საფუძვლიანობა, ამასთან სარჩელში მითითებული ის გარემოებები, რომელზედაც იგი ამყარებდა თავის მოთხოვნას, კერძოდ სახეზეა ხელშეკრულების დარღვევის გამო ვალდებულების შესრულების მოვალეობა, ხოლო თავის მხრივ, მოპასუხეებმა ვერ შეძლეს წარმოედგინათ აღნიშნულის გამაბათილებელი მტკიცებულებები. ამასთან დადგენილია, რომ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე ძირითადმა მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ დარღვეულია კრედიტის ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტების დაფარვის გრაფიკი, სესხი ვადაგადაცილებაშია. მოპასუხეებს ვალდებულება დღემდე არ შეუსრულებიათ, რაც სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველია.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო პროცესის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

7.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს, ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

7.3. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელის აღძვრისათვის გადახდილია 807.00 ლარი, ასევე დადგენილია, რომ შესაგებელით და მოსამზადებელ სასამართლო სხდომაზე მოპასუხეებმა ნაწილობრივ, კერძოდ, 21,121.58 ლარის დაკისრების ნაწილში ცნეს სარჩელი. შესაბამისად, ამ ნაწილში 633.09 ლარი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს ანგარიშიდან, საგადასახადო დავალება №1------------- წელი. ხოლო მოპასუხეების უნდა გათავისუფლდნენ ამ ნაწილში სახ. ბაჟის გადახდისაგან.

 

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს პროცენტის - 1274,65 ლარის და პირგასამტეხლოს 1389,17 ლარის ნაწილში. ამ ნაწილში მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი - 79.91 ლარი მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა გადახდეთ მოსარჩელის სასარგებლოდ.

სარჩელზე უარის ნაწილში გადახდილი სახ. ბაჟი - 94.00 ლარის სსს კოდექსის 55.2 მუხლის საფუძველზე უნდა ჩაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სსს კოდექსის 199.1 მუხლის საფუძველზე არ გამოყენებულა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 247-248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს სს ,,ტ--------ი“-ს სარჩელი.

 

2. მოპასუხეს გ-----მ ქუ-------–--ეს გადასახდელად დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სესხის ძირი - 21,121.5 ლარი, პროცენტი - 1274.65 ლარი, ჯარიმა - 1389.17 ლარი.

 

დავალიანების დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით, საჯარო აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს ემა ყუ---–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. საკადასტრო კოდი: 0-------------------

-იმ შემთხვევაში თუ ზემოაღნიშნული უძრავი ქონების (ს/კ:0-------------------) რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ბანკის მიმართ არსებული დავალიანებების სრულად დასაფარად, დავალიანების სრულად დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით აღსრულება მიექცეს გ-----მ ქუ-------–--ის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებასა და აქტივებზე.

 

3. სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

4. მოსარჩელე სს ,,ტ--------ი“-ს დაუბრუნდეს გადახდილი ბაჟი -633.09 ლარი ანგარიშიდან, საგადასახადო დავალება №1------------- წელი.

 

5. მოსარჩელე სს ,,ტ--------ი“-ს მიერ გადახდილი სახ. ბაჟი - 79.91 ლარი მოპასუხეებს სოლიდარულად გადახდეთ მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

6.სარჩელზე უარის ნაწილში გადახდილი სახ. ბაჟი - 94.00 ლარის სსს კოდექსის 55.2 მუხლის საფუძველზე ჩაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

7. სარჩელის უზრუნველყოფა არ გამოყენებულა.

 

8.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;

 

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე