გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.04.2019
საქმის ნომერი
330210119002837681
კატეგორია
დავის ტიპი
დაზღვევა
თარიღი
12.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2037-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

1- აპრილი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ხათუნა ჯინორია

სხდომის მდივანი - ირაკლი გამსახურდია

მოსარჩელე - სს ,,ს--------------------------------ი"

წარმომადგენელი - ს--–------------–-–---–ი

მოპასუხე - გ------- გ----–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე გ------- გ----–---–ს დაეკისროს სს „ს--------------------------------ის“ სასარგებლოდ 3 528.70 ლარის გადახდა.

 

სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2--- წლის 31 დეკემბერს სს „ს--------------------------------სა“ და ქ. თბილისის მ----–----–--------------ას შორის გაფორმდა ავტოსატრანსპორტო დაზღვევის პოლისი N1------- დამზღვევმა დააზღვია თავის საკუთრებაში არსებული 1- ავტოსატრანსპორტო საშუალება. დაზღვევის მოქმედების ვადად კი განისაზღვრა 01.01.2016-01.01.2017 წ.

 

ქ. თბ--–--–ი, 2016 წლის 29 დეკემბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გ------- გ----–---–ი, რომელიც მოძრაობდა ავტომანქანა „მე-----------“, სახელმწიფო ნომრით - Z------ – შეეჯახა ავტომობილ „კი------------“, სახელმწიფო ნომრით N-----, რომელსაც მართავდა ნ--------------–--ე. შემთხვევის ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რის შემდეგაც მოხდა ჯარიმის გამოწერა და მხარეებისათვის ახსნა-განმარტებების ჩამორთმევა.

 

ავტომანქანა „კი-----------“, სახელმწიფო ნომრით N----- დაზღვეული იყო სს „ს--------------------------------ში“. დაზღვეული ავტომობილის მძღოლმა შეავსო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასთან დაკავშირებით განაცხადი და 2017 წლის 5 იანვარს მოსარჩელემ შეადგინა სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების აქტი N0-----.

 

სს „ს--------------------------------მა“ აანაზღაურა დაზარალებულის ავტომანქანის შეკეთებისათვის აუცილებელი ხარჯები. შპს „პ------------------------------ს“ მიერ გაცემული ინვოისის მიხედვით მოხდა ავტომობილის შეკეთებისათვის აუცილებელი ხარჯების გამოთვლა. რომელმაც შეადგინა 3 498.40 ლარი და ასევე მანქანის ევაკუაციის ღირებულება 30 ლარი, ჯამში 3 528.70 ლარი.

 

2017 წლის 1- იანვარს სს „ს--------------------------------მა“ გააგზავნა შეტყობინება და მოუწოდა მოპასუხეს ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულებისაკენ, თუმცა აღნიშნული წერილის ჩაბარებაზე მან უარი განაცხადა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე გ------- გ----–---–მა მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ საქმის მასალებიდან არ ირკვევა ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად უშუალოდ რა დაზიანება მიიღო ავტომობილმა.

 

ზიანის დაანგარიშება უნდა მომხდარიყო ექსპერტის მიერ შედგენილი დასკვნით. დაუდგენელია საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად კონკრეტულად რა ზიანი მიადგა ავტომანქანას და რა ოდენობით. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ინვოისებით შეუძლებელია განისაზღვროს აღნიშნული დაზიანებები ავტომანქანას მიადგა უშუალოდ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, თუ მანამდე ჰქონდა, ან სხვა შედეგიდან მიიღო დაზიანებები.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ქ. თბილისის მ----–----–--------------ის (დამზღვევი) კუთვნილი ავტომანქანა „კი-----------“, სახელმწიფო ნომრით N-----, დაზღვეული იყო სს „ს--------------------------------ში”(მზღვეველი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ავტომობილის დაზღვევის პოლისი (ს.ფ. 20)

- 30.1-.2--- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 21-26)

 

3.1.2. 2016 წლის 29 დეკემბერს, თბ--–--–---------------------------------–---------------- მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაზიანდა დამზღვევის კუთვნილი ავტომანქანა, რომელსაც მართავდა უფლებამოსილი მძღოლი ნ--------------–--ე.

 

დამზღვევის კუთვნილ ავტომანქანას შეეჯახა გ------- გ----–---–ი (მოპასუხე), რომელიც მართავდა „მე----------“ მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებას, სახელმწიფო ნომრით - Z------

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ცნობა სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 1-1-1-2

- საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დათვალიერების ოქმის დანართი (ს.ფ. 35);

- გ------- გ----–---–ის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 32).

 

3.1.3. ავტოსაგზაო შემთხვევისას სამართალდამრღვევად მიჩნეული იქნა მხოლოდ მოპასუხე. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოპასუხის მიმართ შეადგინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1-5-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის, დამრღვევი დაჯარიმდა 250 ლარით.

 

გ------- გ----–---–მა საპატრულო პოლიციისათვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში თავი ბრალეულად ცნო.

 

დაზღვეული ავტომანქანა შემთხვევის ადგილიდან ევაკუატორით იქნა გადაყვანილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საჯარიმო ქვითარი (ს.ფ. 34);

- გ------- გ----–---–ი ახსნა-განმარტება (ს.ფ. 32).

 

3.1.4. მზღვეველმა აუნაზღაურა დამზღვევს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანი - ავტომანქანის შეკეთების ხარჯი და ევაკუატორის მომსახურების საფასური 30 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

- საგადახდო დავალება N8- (ს.ფ. 47);

- საგადახდო დავალება N8- (ს.ფ. 48).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. დაზღვეული ავტომანქანის შეკეთების ღირებულებამ შეადგინა 3 498.70 ლარი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (სსკ-ის) 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. მხარეს დარღვეული უფლების დაცვა კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესოსამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურსამართლებრივი მნიშვნელობაც აქვს, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი (იხ. სუსგ Nას-944-894-2---). მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. სსკ-ის მე-- მუხლით, დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით, დადგენილია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ უნდა გახადოს მოპასუხემ. სწორედ ამის შემდეგ ეკისრება მოსარჩელეს მათი დადასტურების ტვირთი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავა სუბროგაციის სახელით ცნობილი მოთხოვნის დათმობის პრინციპიდან გამომდინარეობს. მისი არსი არის ის, რომ მზღვეველმა დამზღვევს ხელშეკრულებით შეთანხმებული წესით აუნაზღაურა მესამე პირის მიერ მიყენებული ზიანი, რის შემდეგაც მოიპოვა მესამე პირის მიმართ მოთხოვნის უფლება, ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ მზღვეველს და დამზღვევს შორის ურთიერთობა ხელშეკრულებით წესრიგდება და ისინი ზიანის ანაზღაურების ნებისმიერ წესზე შეიძლება შეთანხმდნენ, ხოლო მესამე პირის ვალდებულება შემოიფარგლება მხოლოდ რეალური ზიანით, ანუ იმ ზიანით, რომლის ანაზღაურებაც მას სამოქალაქო კოდექსის 408-41- მუხლებიდან გამომდინარე შეიძლება დაეკისროს, ამასთან, ვინაიდან მზღვეველის მიერ ზიანი უკვე დათვლილი და ანაზღაურებულია, მტკიცების ტვირთი იმისა, რომ რეალური ზიანი მზღვეველის მიერ მითითებულზე ნაკლებია, ეკისრება სწორედ ზიანის მიმყენებელს, ანუ მოპასუხეს.

 

სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოიკვლია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა ისინი ერთობლივად და მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელემ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება შეძლო, ხოლო მოპასუხემ - ვერა.

 

მოპასუხე აღნიშნავს, რომ ზიანის დაანგარიშება უნდა მომხდარიყო ექსპერტის მიერ შედგენილი დასკვნით. დაუდგენელია საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად კონკრეტულად რა ზიანი მიადგა ავტომანქანას და რა ოდენობით.

 

საქმეში წარმოდგენილია შპს „პ------------------------------ს“ ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთების აღწერა, რომლის თანახმადაც დაზიანებული ავტომანქანა „კი------------“ შეკეთების ღირებულება შეადგენს 3 498.70 ლარს (ს.ფ. 46).

 

შპს „პ------------------------------ს“ შეფასების თანახმად, ავტომანქანას შეკეთების პროცესში დასჭირდა შემდეგი ნაწილების შეცვლა: წყლის რადიატორი, კონდიციონერის რადიატორი, წყლის გასაფართოვებელი ავზი, ეკრანი, საწმენდი წყლის ავზი, წინა ბამპერის ბადე, რადიატორების დამცავი პლასმასი, წინა მარჯვენა ფარის ბრეკეტი, წინა ბალკა. ავტომანქანას ასევე დასჭირდა ფრეონისა და ანტიფრიზის შეცვლა. ავტომანქანას შეკეთების პროცესს, ნაწილების გარდა ასევე დასჭირდა რობოტის მომსახურება, სათუნუქე, სამღებრო და პოლირების სამუშაოები, სავალი ნაწილების შეკეთება და დაშლა-აწყობა, პლასტმასების აღდგენა, ელექტროობა, შუშის-მოხსნა-დაყენება. ავტომობის ასევე დასჭირდა სამღებრო მასალა. აღნიშნულ შეფასებაში მითითებული გარემოებები ადასტურებს იმას, რომ მიუხედავად დაზიანების მაღალი ხარისხისა - მოხდა რიგი დაზიანებების აღდგენა და არა დაზიანებული ნაწილების მხოლოდ ახალი ნაწილებით ჩანაცვლება.

 

მოპასუხე არ ეთანხმება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ შეფასებას და აღნიშნავს, რომ დაანგარიშება უნდა მომხდარიყო ექსპერტიზის დასკვნით.

 

სასამართლო ეთანხმება მოპასუხეს, რომ აღნიშნული შეფასება არ არის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 170-ე მუხლით განსაზღვრული ექსპერტიზის დასკვნა, თუმცა განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ ადგენს რაიმე შეზღუდვას, რა სახის მტკიცებულებით შეიძლება დადასტურდეს ავტომანქანის დაზიანება და არ ითვალისწინებს ზიანის ოდენობის განსაზღვრას მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე.

 

სადავო შეფასებისაგან განსხვავებული რაიმე მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია.

 

გ------- გ----–---–ი ასევე აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ინვოისებით შეუძლებელია განისაზღვროს აღნიშნული დაზიანებები ავტომანქანას მიადგა უშუალოდ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, თუ მანამდე ჰქონდა, ან სხვა შედეგიდან მიიღო დაზიანებები.

 

ავტოსაგზაო შემთხვევაში მოხდა 2016 წლის 26 დეკემბერს, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთების აღწერა შედგენილია იმავე დღეს. სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ დაადასტურა ის გარემოება, რომ დაზღვეული ავტომანქანა შემთხვევის ადგილიდან ევაკუატორით იქნა გადაყვანილი, შესაბამისად, სასამართლო უარყოფს იმის შესაძლებლობას, რომ ავტომანქანამ ზიანის შეფასებამდე კიდევ მიიღო დაზიანება.

 

მოსარჩელემ ასევე წარმოადგინა დაზღვეული ავტომანქანის ფოტოილუსტრაცია და სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული ფოტოები (ს.ფ. 36-40). მოპასუხის მტკიცებით, ავარიის ადგილას „კაპოტი არ ახდილა“, ამდენად, უცნობია, ავტომანქანას რა ნაწილები დაუზიანდა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ფოტოებზე ასახული დაზიანებები ვიზუალურად ზუსტად შეესაბამება შეფასებაში მითითებულ ჩამონათვალს. რაც შეეხება მოპასუხის მტკიცებას, რომ შეფასების დოკუმენტში მითითებული დაზიანებები, შესაძლოა, მანამდეც ჰქონდა ავტომანქანას, სასამართლო ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ დაზიანებული ნაწილების ჩამონათვალი მდებარეობით შეესაბამება ავტოსატრანსპორტო შემთხვევისას ავტომანქანის გარეგან დაზიანებებს, ასევე, დაუსაბუთებელია ვარაუდი, რომ აღნიშნული დაზიანებებით ავარიამდე ავტომანქანა ქალაქში მოძრაობდა. საპირისპირო მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია. ამდენად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ დაზიანებები ავტომანქანას მიადგა უშუალოდ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს.

 

სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ მიუთითა, რომ დაზღვეული ავტომანქანა 3000 ლარი საერთოდ არ ღირს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ თითოეულ მხარეს ეკისრება იმ გარემოებების მტკიცების ტვირთი, რომელთა დამტკიცებაც მათ ობიექტურად ხელეწიფებათ. თუ გამოიკვეთება, რომ ამა თუ იმ ფაქტის დადასტურება შეუძლებელია, მტკიცების ტვირთიც იხსნება. სასამართლო განმარტავს, რომ ავტომანქანის დაზიანებების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით საპირისპირო მტკიცებულების წარმოდგენა მოპასუხეს ევალებოდა, რაც მან არ განახორციელა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ავტომანქანის შეკეთების ხარჯმა 3 498.70 ლარი შეადგინა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო კოდექსის 326-ე, 832-ე, 992-ე, 408-ე, 409-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. თუ დამზღვევი უარს იტყვის მესამე პირის მიმართ თავის მოთხოვნაზე ან მისი მოთხოვნის უზრუნველყოფის უფლებაზე, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება ზიანის იმ ოდენობით ანაზღაურების მოვალეობისაგან, რამდენიც მას შეეძლო მიეღო თავისი ხარჯების ასანაზღაურებლად უფლების განხორციელებასთან ან მოთხოვნის წაყენებასთან დაკავშირებით.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულია შესაძლებლობა, რა დროსაც მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნია დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ და ამ უფლების გადასვლა ხორციელდება მზღვეველის მიერ გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში. მოთხოვნის უფლების ასეთი გადასვლა ცნობილია „სუბროგაციის“ პრინციპის სახით. ეს პრინციპი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთი მხარე იკავებს სხვა პირის ადგილს ისე, რომ მას შეუძლია თავის სასარგებლოდ განახორციელოს ამ უკანასკნელის უფლებები მესამე პირის მიმართ. სუბროგაციის მეშვეობით დამზღვევის ნაცვლად მზღვეველს წარმოეშობა უფლება, გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში, დამზღვევის ქონებრივი ინტერესის ხელმყოფისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სუბროგაციის დროს დამზღვევის, როგორც დაზარალებულის, ე.ი. როგორც კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის კრედიტორის ადგილს იკავებს სადაზღვევო კომპანია (მზღვეველი). ასეთ შემთხვევაში ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი და ხასიათი არ იცვლება, მაგრამ იცვლება ამ ურთიერთობის კრედიტორი. ამ დროს ახალი მოთხოვნა კი არ წარმოიშობა, არამედ იცვლება მხოლოდ კრედიტორი, კერძოდ, დაზარალებული დამზღვევი იცვლება სადაზღვევო კომპანიით (მზღვეველით). სწორედ ზემოაღნიშნული განასხვავებს სუბროგაციას რეგრესისაგან, კერძოდ, რეგრესის დროს ხდება არა პირის შეცვლა უკვე არსებულ ვალდებულებაში, არამედ ამ შემთხვევაში კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა დასრულებულია და წარმოიშობა ახალი ვალდებულება. რეგრესის დროს ერთი ვალდებულება ცვლის მეორეს, ხოლო, სუბროგაციის შემთხვევაში ვალდებულებაში იცვლება მხოლოდ კრედიტორი, თვით ვალდებულება კი უცვლელი რჩება. სუბროგაციის დროს მზღვეველი ცვლის დამზღვევს იმ ვალდებულებაში, რომელიც წარმოიშვა ზიანის მიყენებისაგან, სწორედ ამიტომ მისი დადგომა არ განაპირობებს ახალი ვალდებულების წარმოშობას. ეს არსობრივი ნიშანი განასხვავებს სუბროგაციას რეგრესული ვალდებულებისაგან, რომელიც წარმოიშობა სხვა ვალდებულების შესრულების (შეწყვეტის) შედეგად და ამით ახალი, დამოუკიდებელი ვალდებულების ხასიათს იძენს. სუბროგაციის დროს ახალი ვალდებულება კი არ წარმოიშობა, არამედ დამზღვევსა და ზიანის მიმყენებელს შორის არსებული ძირითადი ვალდებულება აგრძელებს არსებობას. ასეთ დროს ხდება ვალდებულებით ურთიერთობაში პირების შეცვლა კანონის საფუძველზე, კრედიტორის უფლებების სხვა პირზე გადასვლის გზით, კერძოდ, მზღვეველი ცვლის ზიანის მიმყენებლის მიმართ მოთხოვნის უფლების მქონე დამზღვევს. ამდენად, სუბროგაციის დროს მოთხოვნის დათმობის კანონისმიერ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რაც განასხვავებს მას ცესიისაგან (სკ-ის 199-ე მუხლი), რა დროსაც მოთხოვნის დათმობა ხდება გარიგების ძალით. ამასთან, იმისდა მიუხედავად, თუ მოთხოვნის დათმობის რომელ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, მოთხოვნის დათმობის სამართლებრივი შედეგია ის, რომ მოთხოვნა გადადის ახალ კრედიტორზე, რითაც ეს უკანასკნელი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობაში იკავებს თავდაპირველი კრედიტორის ადგილს. მოთხოვნის დათმობით არ ხდება არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის შეცვლა, არ იცვლება არც მოთხოვნა, რომელიც შესაბამისი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარეობს. მოთხოვნა ისეთივე მდგომარეობაში გადადის ახალ კრედიტორზე, როგორიც იყო თავდაპირველი კრედიტორის ხელში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალ კრედიტორს შეუძლია, თავდაპირველი კრედიტორის კუთვნილი მოთხოვნა წაუყენოს მოვალეს, ხოლო, მოვალე უფლებამოსილია ახალ კრედიტორს წაუყენოს ყველა ის შესაგებელი, რაც მას გააჩნდა თავდაპირველი კრედიტორის მიმართ (იხ. სუსგ №ას-581-549-2011, Nას--80--64-2016).

 

დადგენილია, რომ მზღვეველმა დამზღვევს აუნაზღაურა მესამე პირის მიერ მიყენებული ზიანი, შესაბამისად, მოთხოვნის უფლება გადავიდა მასზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

ამავე კოდექსის 326-ე მუხლის თანახმად წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

 

ვინაიდან დელიქტური პასუხისმგებლობის მომწესრიგებელი ნორმები ზიანის გაანგარიშების სპეციალურ წესებს არ ადგენს, სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს სახელშეკრულებო ზიანის ანაზღაურების მომწესრიგებელი ზოგადი ნორმებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, ხოლო 409-ე მუხლის თანახმად კი, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

 

განსახილველ შემთხვევაში, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა (ავტომანქანის შეკეთება) შეუძლებელი არ იყო. ასევე დადგენილია, რომ მიყენებული ზიანი შეადგენს 3 528.70 ლარს (ავტომობილის შეკეთების ხარჯებს + მანქანის ევაკუაციის ღირებულება - 3 498.70+30).

 

სასამართლო განმარტავს, რომ მესამე პირის პასუხისმგებლობა გამომდინარეობს დელიქტიდან, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელს შეუძლია სადაზღვევო კომპანიას წაუყენოს ყველა ის შესაგებელი, რაც გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლიდან, მათ შორის სადავო გახადოს ზიანის მოცულობა. სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლი უკავშირებს ერთმანეთს დაზღვევის ხელშეკრულებას, რომელიც ნების ავტონომიის პრინციპებზეა აგებული და დელიქტურ ვალდებულებებს. შესაბამისად, დაზღვევის ხელშეკრულების პირობების და მისთვის დამახასიათებელი კატეგორიების ავტომატური გადმოტანა დელიქტურ ვალდებულებებში დაუშვებელია. სადაზღვევო ხელშეკრულება მხარეთა ნების შედეგია, სადაც ისინი საკუთარი ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით განსაზღვრავენ სახელშეკრულებო პირობებს. მათ შორის მომსახურების ხარისხი წარმოდგენს შეთანხმების საგანს, რომელიც თავის მხრივ გავლენას ახდენს საპირისპირო ვალდებულების მოცულობაზე. ხელშეკრულების მხარეების ამგვარი შეთანხმება მესამე პირზე არ ვრცელდება და მისი პასუხისმგებლობა მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას შემოიფარგლება საბაზრო ღირებულებით, ან სხვა ფორმით ზოგადად დამკვიდრებული ტარიფებით. მზღვეველი დამზღვევისათვის ზიანის ანაზღაურებისას მოქმედებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში, ხოლო მესამე პირი ვალდებულია აანაზღაუროს მხოლოდ ის ზიანი, რაც სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 408-ე-41--ე მუხლებიდან გამომდინარე შეიძლება დაეკისროს მას.

 

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ სადაზღვევო კომპანიამ ზიანი არასწორად იანგარიშა. მას არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რომ ინვოისში მითითებული ავტომანქანის დაზიანებული ნაწილების ან შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება არ შეესაბამება ბაზარზე არსებულ ფასებს. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეული იყო გ------- გ----–---–ის ბრალეული მოქმედებით. შესაბამისად, ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს მას.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს

 

სარჩელის ფასის გათვალისწინებით, დავა მაგისტრატი მოსამართლის განსჯადია, ხოლო მოპასუხეს სრულად აქვს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, ამდენად, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, გ------- გ----–---–ს სს ,,ს--------------------------------ის" სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 52,92 ლარისა ანაზღაურება, ხოლო სს ,,ს--------------------------------ს" უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 105,8- ლარიდან - 52,94 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 50 ლარიდან - 25 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები.

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე--, მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ,,ს--------------------------------ის" სარჩელი გ------- გ----–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს;

 

2. გ------- გ----–---–ს სს ,,ს--------------------------------ის" სასარგებლოდ დაეკისროს 3528,40 ლარის ანაზღაურება;

 

3. გ------- გ----–---–ს სს ,,ს--------------------------------ის" სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - შესაბამისად 52,92 ლარისა და 25 ლარის ანაზღაურება;

 

4. შსს ,,ს--------------------------------ს" (ს/კ 4--------) დაუბრუნდეს: სარჩელზე 25/01/2019 წელს, სს ,,------------ში’’ (საგადასახადო დავალება N1--), გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 105,8- ლარიდან (რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინის შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300 773 150, ბანკის კოდი TRESGE22) 52,94 ლარი; ასევე სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე 1-/10/2018 წელს, სს ,,------------ში’’ (საგადასახადო დავალება N2----), გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 50 ლარიდან (რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინის შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300 773 150, ბანკის კოდი TRESGE22) 25 ლარი;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-1- კმ. N6) მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა ჯინორია