გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №-/207-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
26 მარტი 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: ივანე ღლონტი
სხდომის მდივანი: სალომე დუდუჩავა
მოსარჩელე - მ------ ქ-------
წარმომადგენელი - მ----- ჯ--–--–--–---–-
მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა
წარმომადგენლები - თ----- ლ----------- და თ----- ბ-–---
მესამე პირი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერი
წარმომადგენელი - თ----- ბ-–---
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნას ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობის 2017 წლის 28 ივნისის №1--- სხდომის ოქმი.
1.2. ბათილად იქნას ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2017 წლის 30 ივნისის №1- სხდომის ოქმი.
1.3. დაევალოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიას მ------ ქ-------ს თანამდებობაზე წარდგენა.
2. მოპასუხეების და მესამე პირის პოზიცია:
2.1. მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს, მხარი დაუჭირეს საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტეს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი საფუძველი.
2.2. მესამე პირის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელიც არ დაეთანხმა სარჩელს.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 1 დეკემბერის №1--- ბრძანებით, 2014 წლის 4 დეკემბრიდან, ქ. თბილისის მერიის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემაში მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდა და ასევე შეთანხმებული იქნა - საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2014 წლის 26 ნოემბრის №- სხდომის ოქმით განსაზღვრული კონკურსის ჩატარების ფორმები, ეტაპები, პირობები, ჩატარების გრაფიკი, აუცილებელ ქულათა მინიმალური ზღვრული ოდენობა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების ფორმა.
3.1.2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 1 დეკემბერის №1--- ბრძანებით შეთანხმებული წესის მიხედვით, გასაუბრების ეტაპიდან შემდეგ ეტაპზე გადასვლისათვის მინიმალურ ზღვრად დადგენილი იქნა 3 ქულა და პირი, რომელიც გასაუბრების ეტაპზე საბოლოო შეფასებად 3 ქულაზე ნაკლებს მიიღებდა, აღარ განიხილებოდა კონკრეტულ თანამდებობაზე დასანიშნ კანდიდატად.
3.1.3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 1 დეკემბერის №1--- ბრძანებით გამოცხადებულ კონკურსში, მ------ ქ-------მ მონაწილეობა მიიღო - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ჯ-----–-----------------------------–------------------–---–-----ს ვაკანტური თანამდებობის (კოდი - 2----), ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ჯ-----–-----------------------------–-----–-----------–---–-----ს ვაკანტური თანამდებობის (კოდი - 2----), ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ჯ-----–-----------------------------–---------------ს ვაკანტური თანამდებობის (კოდი - 2----), ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უ-------------------–ის ვაკანტური თანამდებობის (კოდი - 2----) ან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ჯ-----–----------------------------------------------–---------------ს ვაკანტური თანამდებობის (კოდი - 2----) დასაკავებლად და შესაბამისი განაცხადები 2014 წლის 8 დეკემბერსა და 1- დეკემბერს წარადგინა. მან წარმატებით გადალახა ტესტირების ეტაპი, რის შემდეგაც გასაუბრებაზე იქნა დაშვებული.
3.1.4. გასაუბრების გავლის საფუძველზე მ------ ქ-------ს საბოლოო შეფასებამ, №2---- კოდის მქონე ვაკანსიაზე - 2,42 ქულა, №2---- კოდის მქონე ვაკანსიაზე - 2,41 ქულა, №2---- კოდის მქონე ვაკანსიაზე - 2,21 ქულა, №2---- კოდის მქონე ვაკანსიაზე - 2,20 ქულა, ხოლო №2---- კოდის მქონე ვაკანსიაზე - 2,07 ქულა შეადგინა.
3.1.5. საკონკურსო-საატესტატო კომისიის სამდივნოს 2015 წლის 17 თებერვლის ელექტრონული წერილით მ------ ქ-------ს ეცნობა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანთა სისტემის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ უარი თქვა მისი ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნ კანდიდატად განხილვაზე. ამავე წერილით მ------ ქ-------ს განემარტა, რომ მას უფლება ჰქონდა 2015 წლის 19 თებერვლის ჩათვლით მიემართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა კონკურსის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განმხილველი კომისიისათვის.
3.1.6. მ------ ქ-------მ გასაუბრების შედეგად მიღებული შეფასებები საპრეტენზიო კომისიაში გაასაჩივრა, რომელმაც საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში განიხილა და შეაფასა კონკურსთან დაკავშირებული პრეტენზიები და შესაბამისი რეკომენდაციით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტატო კომისიას. კერძოდ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საპრეტენზიო კომისიის 2015 წლის 24 თებერვლის №- ოქმით არ მიეცა რეკომენდაცია სპეციალიზებულ კომისიას მ------ ქ-------ს საჩივრის დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.
3.1.7. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 24 თებერვლის №1- სხდომაზე ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნ კანდიდატად მ------ ქ-------ს კანდიდატურა განხილული არ ყოფილა.
3.1.8. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ჯ-----–-----------------------------–---------------ს (კოდი - 2----) ვაკანსიაზე სულ 21 პირს ჰქონდა გაკეთებული განაცხადი, რომელთაგან კონკურსის ტესტირების ეტაპის მინიმალური ზღვარი 7-მა კანდიდატმა გადალახა. საბოლოოდ, კონკურსის შედეგად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 13 თებერვლის №3-- ბრძანებით დასახელებულ თანამდებობაზე ს------- ა------- დაინიშნა.
3.1.9. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ჯ-----–-----------------------------–------------------–---–-----ს (კოდი - 2----) ვაკანსიაზე სულ 60 პირს ჰქონდა გაკეთებული განაცხადი, რომელთაგან კონკურსის ტესტირების ეტაპის მინიმალური ზღვარი 14-მა კანდიდატმა გადალახა. საბოლოოდ, კონკურსის შედეგად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 25 თებერვლის №-0-, №-0- და №-0- ბრძანებებით აღნიშნულ თანამდებობაზე ნ---- ნ----------–-, თ----- ძ------ და მ--- კ--------–-- დაინიშნენ.
3.1.1-. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ჯ-----–-----------------------------–-----–-----------–---–-----ს (კოდი - 2----) ვაკანსიაზე სულ 66 პირს ჰქონდა გაკეთებული განაცხადი, რომელთაგან კონკურსის ტესტირების ეტაპის მინიმალური ზღვარი 13-მა კანდიდატმა გადალახა, თუმცა თანამდებობაზე არც ერთი მათგანი არ დაინიშნა და კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა.
3.1.11. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ჯ-----–----------------------------------------------–---------------ს (კოდი - 2----) ვაკანსიაზე სულ 18 პირს ჰქონდა გაკეთებული განაცხადი, რომელთაგან კონკურსის ტესტირების ეტაპის მინიმალური ზღვარი 6-მა კანდიდატმა გადალახა, თუმცა თანამდებობაზე არც ერთი მათგანი არ დაინიშნა და კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა.
3.1.12. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უ-------------------–ის (კოდი - 2----) ვაკანსიაზე კონკურსის ტესტირების ეტაპის მინიმალური ზღვარი 12-მა პირმა გადალახა. საბოლოოდ, კონკურსის შედეგად, დასახელებულ ვაკანსიაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 13 თებერვლის №3-- ბრძანებით ა---- დ----–--, ხოლო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 16 თებერვლის №6-- ბრძანებით - ც---–- ჯ--–--- დაინიშნა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ივნისის №-/2----15 გადაწყვეტილება (ს.ფ. 78-89).
3.1.13. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ივნისის №-/2----15 გადაწყვეტილებით მ------ ქ-------ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო საატესტაციო საპრეტენზიო კომისიის 2015 წლის 24 თებერვლის №- სხდომის ოქმში ასახული გადაწყვეტილება მ------ ქ-------ს მიმართ დადგენილი შედეგის ნაწილში, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 24 თებერვლის №1- სხდომის ოქმში ასახული გადაწყვეტილება მ------ ქ-------ს მიმართ დადგენილი შედეგის ნაწილში და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო საატესტაციო კომისიას დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად მ------ ქ-------ს მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
სასამართლომ განმარტა, რომ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შეიცავდა მოტივაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ და რა კრიტერიუმების საფუძველზე მიანიჭა ამა თუ იმ კანდიდატს უპირატესობა, რა გახდა გადამწყვეტი ფაქტორი თითოეული იმ კანდიდატისთვის, რომელმაც გადალახა კონკურსის ბოლო ეტაპი და ასევე, რომელმაც ვერ გადალახა. წარდგენილი ინდივიდუალური შეფასების ფორმების შევსება და ქულების შემოხაზვა არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო გადაწყვეტილების დასაბუთებად.
სასამართლომ მიუთითა, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება. გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება გულისხმობს პირველ რიგში თითოეული კონკურსანტის შეფასების დასაბუთებას უშუალოდ ამ კონკურსანტთან დაკავშირებით არსებულ ობიექტურ და სუბიექტურ ფაქტორებზე მითითებით.
სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ კონკურსანტი უფლებამოსილია მოითხოვოს არამარტო თავისი უარის, არამედ სხვა კანდიდატთა გამარჯვებულად გამოცხადების მოტივაცია, კონკურსანტი უფლებამოსილია იცოდეს, რა მიზეზით არ აირჩია იგი საკონკურსო კომისიამ. დაინტერესებულ პირებს უნდა გააჩნდეთ კონკურენტთა საკონკურსო მონაცემებისა და მათთან მიმართებაში მიღებული გადაწყვეტილებების ერთმანეთთან შედარების შესაძლებლობა. სასამართლომ დაასკვნა, რომ გასაჩივრებული აქტები აღნიშნული თვალსაზრისით რაიმე სახის დასაბუთებას არ შეიცავდა. გასაუბრების ეტაპზე საკონკურსო-საატესტაციო კომისიას რაიმე სახის საოქმო ჩანაწერი არ გაუკეთებია. ასეთ პირობებში შეუძლებელი იყო იმის შემოწმება თუ რა ვითარებაში მიმდინარეობდა კონკურსის მესამე ეტაპი, როგორი სახის შეკითხვები დაესვათ კონკურსანტებს და რა პასუხები გასცეს მათ.
ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან დავა შეეხებოდა გასაუბრების ეტაპის ობიექტურობასა და გამჭვირვალობას, გასაუბრების შედეგად კანდიდატის შეფასება შესაძლებელია ჩათვლილიყო საკმაოდ სუბიექტურად, რადგან ის ეფუძნებოდა მხოლოდ შემფასებლის მოსაზრებას და შეხედულებას. იმისათვის, რომ გასაუბრების შედეგების სუბიექტურობა შემცირებულიყო და გაზრდილიყო სანდოობა, იგი უნდა ჩატარებულიყო წინასწარ შემუშავებული და დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, რადგან საკონკურსო კომისია კანდიდატებთან გასაუბრებისას უნდა იყენებდეს წინასწარ შემუშავებულ კითხვარს, რომელსაც თან უნდა ახლდეს შეფასების მეთოდი. აღნიშნული წარმოადგენს პროცესის გამჭვირვალობის, საჯაროობის, ობიექტური და მიუკერძოებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას, აღნიშნული ხდება ნდობის საფუძველი, რომ კონკურსანტის მიმართ მიიღება კანონიერი და ობიექტური გადაწყვეტილება. შეფასების კრიტერიუმების არ არსებობის პირობებში კი ჩნდება ისეთი დასკვნის საფუძველი, რომ კონკურსი ჩატარდა შემფასებელთა სუბიექტური შეხედულებების გათვალისწინებით, უსაფუძვლო უპირატესობის მინიჭების გზით.
დადგენილია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ივნისის №-/2----15 გადაწყვეტილება (ს.ფ. 78-89);
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 19 დეკემბრის №-ბ/1----16 განჩინება (ს.ფ. 90-103);
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 3 მაისის №ბს-1------ (კ-17) განჩინება (ს.ფ. 104-1-5).
3.1.14. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ივნისის №-/2----15 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2017 წლის 19 ივნისის №-- სხდომაზე კომისიამ დაადგინა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უ-------------------–ის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ჯ-----–-----------------------------–---------------ს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ჯ-----–-----------------------------–------------------–---–-----ს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ჯ-----–-----------------------------–-----–-----------–---–-----სა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ჯ-----–----------------------------------------------–---------------ს თანამდებობებზე მ------ ქ-------ს კანდიდატურის ხელახლა შეფასება დავალებოდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის 2016 წლის 15 ივლისის №- ბრძანებით შექმნილ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის სპეციალიზებულ შემადგენლობას, რომელშიც პროფესიული პრინციპით წარდგენილი იქნებოდნენ კომისიის წევრები ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურიდან.
დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობის 2017 წლის 28 ივნისის სხდომაზე გამოცხადებული იქნა მ------ ქ------- ზემოაღნიშნულ თანამდებობებზე დასანიშნად გასაუბრების მიზნით, რომლის თაობაზეც შედგა №--/- სხდომის ოქმი, ასევე განხორციელდა გასაუბრების აუდიო ჩაწერა.
კომისიის სხდომას ესწრებოდა 3 წევრი და თითოეულმა მათგანმა მოახდინა მ------ ქ-------ს ინდივიდუალური შეფასება ზემოთჩამოთვლილ თანამდებობებთნ დაკავშირებით. ინდივიდუალური შეფასებებით დგინდება, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ჯ-----–----------------------------------------------–---------------ს თანამდებობაზე კომისიის წევრთაგან მ------ ქ------- საბოლოოდ შეფასდა 2,61 ქულით (2,17+2,83+2,83/3); ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უ-------------------–ის თანამდებობაზე კომისიის წევრთაგან საბოლოოდ შეფასდა 2,56 ქულით (2,17+2,83+2,67/3); ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ჯ-----–-----------------------------–------------------–---–-----ს თანამდებობაზე კომისიის წევრთაგან საბოლოოდ შეფასდა 2,72 ქულით (3,00+3,00+2,17/3); ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ჯ-----–-----------------------------–---------------ს თანამდებობაზე კომისიის წევრთაგან საბოლოოდ შეფასდა 2,61 ქულით (2,17+2,83+2,83/3); ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ჯ-----–-----------------------------–-----–-----------–---–-----ს თანამდებობაზე კომისიის წევრთაგან საბოლოოდ შეფასდა 2,72 ქულით (2,17+3,00+3,00/3).
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2017 წლის 19 ივნისის №-- სხდომის ოქმი (ს.ფ. 20-26).
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობის 2017 წლის 28 ივნისის №--/- სხდომის ოქმი (ს.ფ. 127-129);
- დანართები (ს.ფ. 30-49)
3.1.15. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობის 2017 წლის 28 ივნისის №1--- სხდომის ოქმით დგინდება, რომ კომისიამ ერთხმად გადაწყვიტა, რომ მ------ ქ-------ს (პ/ნ: 0----------) არ გასწეოდა რეკომენდაცია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უ-------------------–ის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ჯ-----–-----------------------------–---------------ს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ჯ-----–-----------------------------–------------------–---–-----ს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ჯ-----–-----------------------------–-----–-----------–---–-----სა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ჯ-----–----------------------------------------------–---------------ს თანამდებობებზე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობის 2017 წლის 28 ივნისის №1--- სხდომის ოქმი (ს.ფ. 50-51).
3.1.16. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2017 წლის 30 ივნისის №1- სხდომაზე კომისიამ ერთხმად გადაწყვიტა გასაუბრების შედეგად მინიმალურ 3 (სამ) ქულაზე ნაკლები ოდენობით მიღებული შეფასების შედეგად რეკომენდაცია არ გაეწიათ მ------ ქ-------სთვის (პ/ნ: 0----------) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უ-------------------–ის თანამდებობაზე; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ჯ-----–-----------------------------–---------------ს თანამდებობაზე; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ჯ-----–-----------------------------–------------------–---–-----ს თანამდებობაზე; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ჯ-----–-----------------------------–-----–-----------–---–-----ს თანამდებობაზე და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის პროგრამების მონიტორინგის განყოფილების უფროსის თანამდებობებზე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2017 წლის 30 ივნისის №1- სხდომის ოქმი (ს.ფ. 52-60).
3.1.17. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა - ნ---- გ----–---–მა, სასამართლოს დავალებით წარმოადგინა მოსაზრება, რომ მ------ ქ-------მ ამომწურავი და დამაჯერებელი პასუხები გასცა მის მიმართ დასმულ შეკითხვებს. გაცემული პასუხები არ ეწინააღმდეგება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ პრინციპებსა და მოთხოვნებს.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ნ---- გ----–---–ის მოსაზრება (ს.ფ. 264-268);
- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2014 წლის 25 ივნისის №0-------- ბრძანება (ს.ფ. 235).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მ------ ქ-------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2017 წლის 22 თებერვლის №139 ბრძანება „ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობის 2017 წლის 28 ივნისის №1--- სხდომის ოქმი და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2017 წლის 30 ივნისის №1- სხდომის ოქმი შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მათი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. ამდენად სასამართლომ, მოცემული დავის ფარგლებში უნდა იმსჯელოს მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიისთვის მ------ ქ-------ს თანამდებობაზე წარდგენის დავალებაზე.
6.2. დავის საგანია საკონკურსო კომისიის მიერ ვაკანტურ თანამდებობაზე მ------ ქ-------სთვის რეკომენდაციის გაწევაზე უარის თქმის კანონიერება. სადავო აქტებით შეიზღუდა თუ არა მოსარჩელის შრომითი უფლება და მოცემულ ეტაპზე მნიშვნელოვანია დადგინდეს უფლებაში ჩარევას ჰქონდა თუ არა სათანადო გამართლება.
საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის თანახმად, შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება.
საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე და 23-ე მუხლების მიხედვით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება უშუალოდ მონაწილეობდეს თავისი ქვეყნის მართვა- გამგეობაში და თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში აგრეთვე, ყველას აქვს შრომის სამართლიანი პირობებისა და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება, რაც გულისხმობს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, მათ შორის არ დაუშვას პირის შრომითი პირობების იმგვარად დადგენა, რომელიც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს.
6.3. სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლზე, რომლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ პირი თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ კონკურსის შედეგად, გარდა ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მითითებული კანონის 33-ე მუხლის მიხედვით, საკონკურსო-საატესტაციო კომისია აფასებს კანდიდატის შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან, აუცილებლობის შემთხვევაში ისმენს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის აზრს და გამოაქვს თავისი გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ამავე კანონის 34-ე მუხლის თანახმად, საკონკურსო-საატესტაციო კომისია ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წამოაყენებს ერთ-ერთ კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წამოყენებაზე. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში კი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი წევრი, გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს 5 დღისა წერილობით აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს კი - კომისიის მიერ კანდიდატის წამოყენების ან კანდიდატის წამოყენებაზე უარის თქმის შესახებ.
სასამართლო მიუთითებს ასევე სადავო პერიოდში მოქმედ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 361-ე მუხლზე რომლის თანახმად - მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო დაწესებულებაში იქმნება შესაბამისი მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისია. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთათვის კონკურსსა და ატესტირებას ახორციელებენ ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეს შეუძლია პროფესიული ან ტერიტორიული პრინციპის მიხედვით შექმნას საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა.
აღნიშნული განმტკიცებულია გასაჩივრებული აქტების გამოცემის დროს მოქმედი საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის მე-10 მუხლით. მითითებული მუხლის თანახმად, 1. კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად, დაწესებულებაში იქმნება შესაბამისი მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისია. 2. კომისიის თავმჯდომარეს, გარდა ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კომისიის თავმჯდომარისა, შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით ნიშნავს ბიუროს უფროსი. 3. დაწესებულების მოხელეთა კომისიის თავმჯდომარედ, როგორც წესი ინიშნება იმავე დაწესებულების ხელმძღვანელი ან მისი მოადგილე. 4. ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კომისიის თავმჯდომარეს ნიშნავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო. 5. კომისიის თავმჯდომარეს შეუძლია პროფესიული ან ტერიტორიული პრინციპის მიხედვით შექმნას კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა და დანიშნოს ასეთი სპეციალიზებული კომისიის თავმჯდომარე.
მითითებული წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კონკურსის მიზანია ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით შესაბამისი კანდიდატის შერჩევა, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონკურსის ამოცანებია: ა) საქართველოს მოქალაქეთათვის ვაკანტურ თანამდებობათა თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ბ) ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატების შერჩევის და მათი თანამდებობებზე დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა; გ) კონკურსში მონაწილე კანდიდატების კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, ცოდნის, პიროვნული თვისებების, მოტივაციის და უნარ-ჩვევების შეფასება; დ) შერჩეული კანდიდატების ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრა.
6.4. კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ივნისის №-/2----15 გადაწყვეტილებით მ------ ქ-------ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ - ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო საატესტაციო საპრეტენზიო კომისიის 2015 წლის 24 თებერვლის №- სხდომის ოქმში ასახული გადაწყვეტილება მ------ ქ-------ს მიმართ დადგენილი შედეგის ნაწილში; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 24 თებერვლის №1- სხდომის ოქმში ასახული გადაწყვეტილება მ------ ქ-------ს მიმართ დადგენილი შედეგის ნაწილში და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო საატესტაციო კომისიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად მ------ ქ-------ს მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
მითითებულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ განმარტა, რომ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შეიცავდა მოტივაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ და რა კრიტერიუმების საფუძველზე მიანიჭა ამა თუ იმ კანდიდატს უპირატესობა, რა გახდა გადამწყვეტი ფაქტორი თითოეული იმ კანდიდატისთვის, რომელმაც გადალახა კონკურსის ბოლო ეტაპი და ასევე, რომელმაც ვერ გადალახა. წარდგენილი ინდივიდუალური შეფასების ფორმების შევსება და ქულების შემოხაზვა არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო გადაწყვეტილების დასაბუთებად. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ გასაუბრების ეტაპზე საკონკურსო-საატესტაციო კომისიას რაიმე სახის საოქმო ჩანაწერი არ გაუკეთებია. ასეთ პირობებში შეუძლებელი იყო იმის შემოწმება თუ რა ვითარებაში მიმდინარეობდა კონკურსის მესამე ეტაპი, როგორი სახის შეკითხვები დაესვათ კონკურსანტებს და რა პასუხები გასცეს მათ. ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ საკონკურსო კომისია კანდიდატებთან გასაუბრებისას უნდა იყენებდეს წინასწარ შემუშავებულ კითხვარს, რომელსაც თან უნდა ახლდეს შეფასების მეთოდი. აღნიშნული წარმოადგენს პროცესის გამჭვირვალობის, საჯაროობის, ობიექტური და მიუკერძოებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას, აღნიშნული ხდება ნდობის საფუძველი, რომ კონკურსანტის მიმართ მიიღება კანონიერი და ობიექტური გადაწყვეტილება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ივნისის №-/2----15 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2017 წლის 19 ივნისის №-- სხდომაზე კომისიამ დაადგინა ზემოთ მითითებულ ვაკანსიებთან დაკავშირებით მ------ ქ-------ს კანდიდატურის ხელახლა შეფასება დავალებოდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის 2016 წლის 15 ივლისის №- ბრძანებით შექმნილ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის სპეციალიზებულ შემადგენლობას, რომელშიც პროფესიული პრინციპით წარდგენილი იქნებოდნენ კომისიის წევრები ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურიდან.
დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობის 2017 წლის 28 ივნისის სხდომაზე გამოცხადებული იქნა მ------ ქ------- ზემოაღნიშნულ თანამდებობებზე დასანიშნად გასაუბრების მიზნით, რომლის თაობაზეც შედგა №--/- სხდომის ოქმი, ასევე განხორციელდა გასაუბრების აუდიო ჩაწერა.
სასამართლო მიუთითებს, რომ განმეორებით ჩატარებულ გასაუბრების ეტაპზე ადმინისტრაციული ორგანო შეეცადა დაეცვა პროცედურული საკითხები: შეადგინა სხდომის ოქმი, დაამტკიცა შეფასების ფორმა, თუმცა მაინც ვერ უზრუნველყო გამჭვირვალე, საჯარო და ობიექტური კონკურსის ჩატარება. გატარებული ღონისძიებები სასამართლოს უქმნის იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიზანს წარმოადგენდა იმგვარად ეთქვა უარი მ------ ქ-------სათვის, რომ პროცედურულ საკითხთა დარღვევას ადგილი აღარ ჰქონოდა. სასამართლო განმარტავს, რომ კონკურსისთვის კანონით დადგენილი რეგულაციები, მათ შორის პროცედურული საკითხებიც, განსაზღვრულია იმ მიზნით, რომ მოხდეს გამჭვირვალე, მიუკერძოებელი, არადისკრიმინაციული გადაწყვეტილების მიღება. საჯარო დაწესებულებაში კონკურსის ჩატარება და კანდიდატის გამოვლენა უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ საჯარო ინტერესს - გამოვლინდეს ვაკანტური თანამდებობისათვის ყველაზე უფრო მისაღები, კანდიდატთაგან მაღალი შედეგის მქონე პირი. ამასთან, კომისიის ყოველი ქმედება, რაც გავლენას ახდენს საბოლოო შედეგის ფორმირებაზე, უნდა იყოს დასაბუთებული, რათა ერთის მხრივ გასაგები იყოს კონკურსანტისთვის, თუ რატომ იქნა მის მიმართ მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება, რატომ შეაფასეს იგი ამა თუ იმ ქულით, ხოლო მეორეს მხრივ შესაძლებელი იყოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე კონტროლის განხორციელება, აღნიშნულის საჭიროების შემთხვევაში.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კომისიის წევრთა მიერ შევსებულ დანართს №1.1, სადაც კონკურსანტი შეფასდა შემდეგი კრიტერიუმებით: 1. კომუნიკაციის (მაგ: საკუთარი შესაძლებლობების წარდგენის) უნარი; 2. მოტივაცია; 3. პროფესიული მიღწევები; 4. ლოგიკური მსჯელობა და ანალიზი (მაგ: სიტუაციური მაგალითი); 5. შესასრულებელი სამუშაოს ხედვა და მზადყოფნა; 6. დამატებით კითხვებზე პასუხი. კომისიის წევრთა შეფასების შედეგად მ------ ქ-------მ ვერ გადალახა 3 ქულა. საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნული კრიტერიუმების ჩამონათვალიდან, კონკურსანტის შეფასების კრიტერიუმს არ წარმოადგენდა კვალიფიკაციის დონის განსაზღვრა. ანუ, კომისიის წევრებმა მ------ ქ-------ს დაუსვეს პროფესიული ტიპის კითხვები, თუმცა მათ არ გააჩნდათ ამის უფლება, რადგან პროფესიული დონის შესაფასებელი ეტაპი კანდიდატს უკვე გადალახული ჰქონდა და არ დაუსვეს იმგვარი კითხვები, რომელზე გაცემული პასუხებითაც კომისიის წევრები შეძლებდნენ ზემოაღნიშნული კრიტერიუმების მიხედვით მ------ ქ-------ს შეფასებას. ამასთან, აუდიო ჩანაწერის გაცნობით სასამართლო დარწმუნდა, რომ დასმული კითხვებით შეუძლებელი იყო კანდიდატის, მაგალითად კომუნიკაციის უნარის, მოტივაციის, ლოგიკური მსჯელობის და ა. შ. შეფასება. მიუხედავად აღნიშნული გარემოებისა, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ დასმულ კითხვებს სრულად გაართვა თავი, რასაც ადასტურებს საქმეში მოწვეული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტ - ნ---- გ----–---–ის მოსაზრება, რომ მ------ ქ-------მ ამომწურავი და დამაჯერებელი პასუხები გასცა მის მიმართ დასმულ შეკითხვებს. გაცემული პასუხები არ ეწინააღმდეგება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ პრინციპებსა და მოთხოვნებს (ს.ფ. 264-268). აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ კითხვების დასმა მიმართული იყო კონკურსის პროცედურული კუთხით გამართულობისა და რეგლამენტის ფორმალური დაცვისკენ და არა კითხვარში არსებული კრიტერიუმების მიხედვით მ------ ქ-------ს რეალურად შეფასებისაკენ. აღნიშნული გარემოება კი ვერ გახდება თანამდებობაზე წარდგენაზე უარის თქმის საფუძველი.
6.5. სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკურსის გამჭვირვალობა და მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა ეჭვქვეშ დგება, როდესაც ბუნდოვანი რჩება კომისიის წევრთა მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზეზი. იმ პირობებში, როდესაც კომისიის არც ერთი წევრი არ დაასაბუთებს მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მათ საფუძველზე გამოცემული აქტიც ვერ დააკმაყოფილებს დასაბუთების კანონით გათვალისწინებულ სტანდარტს. საქმეში არსებული მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებების გათვალისწინებით გაუგებარია, თუ რატომ მიიღო დაბალი შეფასება მოსარჩელემ კომუნიკაციის, მოტივაციის, პროფესიული მიღწევების, ლოგიკური მსჯელობისა და ანალიზის, შესასრულებელი სამუშაოს ხედვასა და მზადყოფნის, დამატებით კითხვებზე პასუხის კომპონენტებში. შეფასების თითოეული კომპონენტი საჭიროებს შესაბამის დასაბუთებას, მიზეზს თუ რატომ შეფასდა კონკურსანტი პირობითად 3 ქულით და არა 4 ან 5 ქულით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არ იქნება დაცლილი სუბიექტური ფაქტორისგან.
სასამართლო ვერ გაიზიარებს ადმინისტრაციული ორგანოების მოსაზრებას მასზედ, რომ სასამართლო არ არის უფლებამოსილი იმსჯელოს, თუ რატომ იქნა შეფასებული კონკურსანტი ამა თუ იმ ქულით, ვინაიდან აღნიშნული გადაწყვეტილება დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებშია მიღებული. სასამართლო აღნიშნავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება არ ნიშნავს თვითნებურ გადაწყვეტილებათა მიღების შესაძლებლობას. აღნიშნული უფლებამოსილება კიდევ უფრო მეტად აკისრებს ადმინისტრაციულ ორგანოს ვალდებულებას დაასაბუთოს გადაწყვეტილება, რადგან რამდენიმე შესაძლო გადაწყვეტილებიდან მიღებული უნდა იქნეს ყველაზე უფრო ადეკვატური, თანაზომიერი, საჯარო და კერძო ინტერესთა გათვალისწინებით.
დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებაზე სასამართლო კონტროლი ხორციელდება კანონიერების შემოწმების კუთხით და სასამართლო არ იჭრება მის მიზანშეწონილობაში, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი სურვილის მიხედვით, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ივნისის №-/2----15 გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ ორგანოს განემარტა, რომ ინდივიდუალური შეფასების ფორმების შევსება და ქულების შემოხაზვა არ შეიძლება ჩათვლილიყო დასაბუთებულ გადაწყვეტილებად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ არაერთხელ იქნა განმარტებული და მყარად დადგენილ პრაქტიკას წარმოადგენს (სუსგ ბს-571-571(კ-18) 11/07/2018; ბს-327-327 (კ-18) 21/06/2018; ბს-1165-1159(2კ-17); ბს-744-740(კ-17)), რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული ყოველი გადაწყვეტილება საჭიროებს დასაბუთებას. საკასაციო სასამართლო ერთ-ერთ გადაწყვტილებაში განმარტავს, რომ „დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას წაეყენება დასაბუთების ვალდებულება იმდენად, რამდენადაც ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაკვალიფიციური გადაწყვეტილება და უნდა დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობა და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. მოტივირებული, დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონიერი გადაწყვეტილების წინაპირობას წარმოადგენს. დასაბუთებაში კი არგუმენტირებულად უნდა მიეთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლის შესაბამისადაც იქნა მიღებული ზუსტად ეს კონკრეტული გადაწყვეტილება და უარი ეთქვა სხვა სახის გადაწყვეტილებას“ (სუსგ ბს-525-512(კ-14)19/02/2015).
6.6. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც კომისიის წევრებისთვის მ------ ქ-------ს კომპეტენცია, პროფესიონალიზმი, გამოცდილება ცნობილი და აღიარებულია, მისი დაბალი ქულებით შეფასება არალოგიკურია, რასაც ემატება ის გარემოებაც, რომ კომისიის წევრებს არ დაუსვამთ არცერთი კითხვა, რომელიც მოემსახურებოდა წინასწარ შემუშავებულ კითხვარში ჩამოთვლილი კრიტერიუმების მიხედვით მ------ ქ-------ს შეფასებას. ყოველივე ეს მიუთითებს სუბიექტური მოტივებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რაც სადავო აქტს კანონსაწინააღმდეგო ხასიათს ანიჭებს და ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს. შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობის 2017 წლის 28 ივნისის №1--- სხდომის ოქმი და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2017 წლის 30 ივნისის №1- სხდომის ოქმი.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული აქტები, ამდენად, არ არსებობს მ------ ქ-------სთვის ვაკანტურ თანამდებობაზე რეკომენდაციის გაწევაზე უარის თქმის წინაპირობა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიას უნდა დაევალოს მ------ ქ-------ს თანამდებობაზე წარდგენა.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 22-24-ე, 32-331 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ------ ქ-------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობის 2017 წლის 28 ივნისის №1--- სხდომის ოქმი.
3. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2017 წლის 30 ივნისის №1- სხდომის ოქმი.
4. დაევალოს მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიას დაევალოს მ------ ქ-------ს თანამდებობაზე წარდგენა.
5. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.
მოსამართლე: ივ. ღლონტი