გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #010210117002020586
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
08 მაისი, 2019 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ინდირა მაშანეიშვილი
სხდომის მდივანი - ლანა ძაგნიძე
მოსარჩელე - ლ-----ა ტ-------ე
წარმომადგენელი - კ-----------–------ე, დ------------ე, ლ------–------ე
მოპასუხე - ჯ-----ლ ტ-------ე,წარმომადგენელი - ა-----------ე
მოპასუხე - ნოტარიუსი ლ---–-------ა (არ გამოცხადდა)
მოპასუხე - შპს „ს------ო“ (არ გამოცხადდა)
დავის საგანი - მემკვიდრეობის მიღებულად აღიარება და სამკვიდრო ქონების ½ ნაწილის მესაკუთრედ ცნობა, სამკვიდრო მოწმობაში ცვლილებების შეტანა, უძრავი ქონების გადაცემისა და თანხის გადახდის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული)
1.1. 2006 წლის 15 ნოემბერს გარდაცვლილი ხ------ ტ-------ის სამკვიდრო ქონების, (მდებარე - ქ. ბათუმში, გ------–---–ის 12/14-ში), ლ-----ა ტ-------ის მიერ ფაქტობრივი ფლობითა და მართვით მიღებულად აღიარება.
1.2. ნოტარიუს ლ---–-------ას მიერ, 2008 წლის 3 სექტემბერს, მოპასუხე ჯ-----ლ ტ-------ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ქ. ბათუმში, გ------–---–ის 12/14-ში მდებარე სამკვიდრო ქონების ½ ნაწილში და ქ. ბათუმში, გ------–---–ის 12/14-ში მდებარე სამკვდრო უძრავი ქონების ½ ნაწილის მესაკუთრედ ლ-----ა ტ-------ის აღიარება.
1.3. 2016 წლის 25 ოქტომბერს, ჯ-----ლ ტ-------ესა და შპს „ს------ოს“ შორის „სანაცვლო შესრულების შესახებ“ დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით, ჯ-----ლ ტ-------ეზე საკუთრების უფლებით სამომავლოდ გადასაცემად გათვალისწინებული მთლიანი ქონების - 500 კვმ. საცხოვრებელი ფართის (მათ შორის 100 კვმ. საცხოვრებელი სახლის ფართობი სრული რემონტით) და 100 000 აშშ დოლ----- ½ ნაწილის თანამესაკუთრედ ლ-----ა ტ-------ის აღირება და შპს „ს------ოს“ დავალდებულება ჯ-----ლ ტ-------ეზე გადასაცემი მთლიანი ქონებიდან 1/2 ნაწილი, რაც შეადგენს 250 კვმ-ს, მათ შორის 50 კვმ. სრული რემონტით და 50 000 აშშ დოლარი გადასცეს ლ-----ა ტ-------ეს. მასვე დაევალოს სამართლებრივი დოკუმენტის გაცემა ამ ქონების ლ-----ა ტ-------ის სახელზე საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის.
მოსარჩელემ მოთხოვნა დაასაბუთა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
2006 წლის 15 ნოემბერს გარდაიცვალა მოსარჩელე ლ-----ა ტ-------ის მამა ჯ-----ლ ტ-------ე, რომელიც ქალაქ ბათუმში, გ------–---–ის 12/14-ში ფლობდა უძრავ ქონებას. სამკვიდროს გახსნიდან 6 თვეში ლ-----ა ტ-------ეს ნოტარიუსისათვის არ მიუმართავს, თუმცა ფაქტობრივად დაეუფლა მამის სამკვიდრო ქონების გარკვეულ ნაწილს - ხ------ ტ-------ის კუთვნილ მოძრავ ნივთებს: კედლის ნოხს, ყანწს, ქალის ფაიფურის ქანდაკებას, ჩაის ჭიქების 2 ცალ ჩასადებს ილია მორომეცის გამოსახულებით, საფერფლეს საბჭოთა კავშირის გერბის გამოსახულებით და პორტსიგარს პეპლების გამოსახულებით, რითაც მიიღო მემკვიდრეობა. მიუხედავად ამისა, ნოტარიუს ლ---–-------ას მიერ, 2008 წლის 3 სექტემბერს, გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, სამკვიდრო უძრავი ქონება მთლიანად დარეგისტრირდა ხ------ ტ-------ის შვილის მოპასუხე ჯ-----ლ ტ-------ის სახელზე, რითაც უხეშად დაირღვა ლ-----ა ტ-------ის, როგორც სამკვიდროს მიმღები პირველი რიგის მემკვიდრის კანონით გათვალისწინებული უფლებები.
2016 წლის 25 ოქტომბერს ჯ-----ლ ტ-------ემ შპს „ს------ოსთან“ გააფორმა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, სანაცვლო შესრულების პირობით, რომლის თანახმად, ჯ-----ლ ტ-------ემ (გამყიდველი) იკისრა ვალდებულება თავის საკუთრებად აღრიცხული სამკვიდრო უძრავი ქონება მდებარე ქ. ბათუმი, გ------–---–ის 12(14)-ში, გადასცეს შპს „ს------ოს“ სამომავლო ინვესტიციის განხორციელებისა და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აშენების პირობით, შპს „ს------ომ“ კი იკისრა ვალდებულება, ასაშენებელი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლიდან 500 კვმ. ფართი, მათ შორის 100 კვმ. ფართი სრული რემონტით და 400 კვმ. შავი კარკასით, გამყიდველის მიერ შერჩეულ სართულებზე, გადასცეს ჯ-----ლ ტ-------ეს. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ჯ-----ლ ტ-------ის საკუთრებად აღრიცხული უძრავი ქონების ½ ნაწილი წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას, შპს „ს------ოს“ უნდა დაევალოს სახელშეკრულებო ვალდებულების ფარგლებში ჯ-----ლ ტ-------ისათვის გადასაცემი ფართისა და თანხის ½ ნაწილი გადასცეს მოსარჩელეს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ჯ-----ლ ტ-------ემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ლ-----ა ტ-------ეს სამკვიდრო ქონება არ ფაქტობრივი დაუფლებითა და მართვით და არც ნოტარიუსისათვის მიმართვით არ მიუღია. შესაბამისად, მისი მოთხოვნები უსაფუძვლოა.
2.2. ნოტარიუსმა ლ---–-------ამ სარჩელის მოთხოვნა არ ცნო და განმარტა, რომ სადავო სამკვიდრო მოწმობა გაცემულია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
2.3. შპს „ს------ომ“ შესაგებელი არ წარმოადგინა და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ლ-----ა ტ-------ე არის ვ--------–-–------ასა და ხ------ ტ-------ის შვილი. ვ--------–-–------ა და ხ------ ტ-------ე ქალიშვილებთან (გ--–--ა, ლ-----ა და ტ------ა ტ-------ეებთან) ერთად ცხოვრობდნენ ქ. ბათუმში, ყოფილი მ--------სა და ლ------------ის ქუჩების კვეთაზე. დაახლოებით 1958 წელს ვ--------–-–------ა და ხ------ ტ-------ე ერთმანეთს დაშორდნენ და ცხოვრობდნენ ცალ-ცალკე. ლ-----ა ტ-------ე საცხოვრებლად დარჩა დედასთან ვ--------–-–------ასთან, ზემოთ მითითებულ მისამართზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- მოწმეთა ჩვენებები;
- დაბადების მოწმობები - ს. ფ. 23; 120
3.1.2. 1959 წელს ხ------ ტ-------ემ შექმნა მეორე ოჯახი მ--------------ესთან და დასახლდა ქ. ბათუმში, გ------–---–ის ქუჩა #14-ში (ამჟამად #12/14, ყოფილი შ---------ის ქუჩა), სადაც დაიბადა მათი სამი შვილი ჯუმბერ ტ-------ე, ჯ-----ლ ტ-------ე და ჯეირან ტ-------ე. ლ-----ა ტ-------ეს გ------–---–ის ქუჩა #14-ში რეგისტრაციის მიუხედავად, ამ მისამართზე ფაქტობრივად არასოდეს უცხოვრია. ჯ-----ლ ტ-------ე დაბადებიდან ცხოვრობდა მშობლებთან, მითითებულ მისამართზე, ფლობდა და სარგებლობდა უძრავი ქონებით. მშობლების გარდაცვალების შემდეგ ჯ-----ლ ტ-------ემ ოჯახის წევრებთან - მეუღლესთან და შვილებთან ერთად გააგრძელა უძრავი ქონების ფლობა და სარგებლობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- მოწმეთა ჩვენებები;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - ს. ფ. 20;
- საინფორმაციო ბარათები - ს. ფ. 23-24; 26-27;
- ამონაწერი საბინაო წიგნიდან - ს. ფ. 121;
- ცნობა საცხოვრებელი ადგილის შესახებ - ს. ფ. 113;
- ხ------ ტ-------ისა და მ--------------ის საპასპორტო ჩანაწერები ოჯახური მდგომარეობის შესახებ - ს. ფ. 107-110;
3.1.3. ჯ-----ლ ტ-------ის დედა მ--------------ე გარდაიცვალა 1995 წელს, ლ-----ა ტ-------ის დედა - ვ--------–-–------ა 1997 წელს, ხოლო მამა ხ------ ტ-------ე გარდაიცვალა 2006 წლის 15 ნოემბერს. ხ------ ტ-------ე გარდაცვალების მომენტში საკუთრების უფლებით ფლობდა უძრავ ქონებას, მდებარე ქ. ბათუმში, გ------–---–ის 12/14-ში. ლ-----ა ტ-------ეს, როგორც ხ------ ტ-------ის კანონისმიერ მემკვიდრეს სამკვიდროს მიღების თაობაზე სანოტარო ორგანოსათვის არ მიუმართავს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
- გარდაცვალების მოწმობა - ს. ფ. 28;
3.1.4. 2008 წლის 3 სექტემბერს ჯ-----ლ ტ-------ემ სამკვიდრო მოწმობის მიღების მოთხოვნით მიმართა ნოტარიუს ლ---–-------ას. ნოტარიუსის მიერ 2008 წლის 3 სექტემბერს გაიცა სამკვიდრო მოწმობა, ჯ-----ლ ტ-------ის, როგორც ხ------ ტ-------ის პირველი რიგის მემკვიდრის მიერ სამკვიდრო ქონების, მდებარე ქ. ბათუში, გ------–---–ის 12-ში (შ---------ის ქუჩის შეს. 10; შ---------ის ქუჩის 1 შესახ, #1-3) მიღების შესახებ. აღნიშნული უძრავი ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა ჯ-----ლ ტ-------ის საკუთრებად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- სამკვიდრო მოწმობა - ს. ფ. 29-30;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - ს. ფ. 20;
3.1.5. 2016 წლის 25 ოქტომბერს ჯ-----ლ ტ-------ესა და შპს „ს------ოს“ შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, სანაცვლო შესრულების პირობით, რომლის თანახმად, ჯ-----ლ ტ-------ემ (გამყიდველი) იკისრა ვალდებულება თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ. ბათუმი, გ------–---–ის 12(14)-ში, გადასცეს შპს „ს------ოს“ სამომავლო ინვესტიციის განხორციელებისა და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აშენების პირობით, შპს „ს------ომ“ კი იკისრა ვალდებულება, ასაშენებელი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლიდან 500 კვმ. ფართი, მათ შორის 100 კვმ. ფართი სრული რემონტით და 400 კვმ. შავი კარკასით, გამყიდველის მიერ შერჩეულ სართულებზე, გადასცეს ჯ-----ლ ტ-------ეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- ხელშეკრულება უძრავი ნივთის ნასყიდობის შესახებ - ს. ფ. 33-41;
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან - ს. ფ. 42-45; 48-49;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან - ს. ფ. 46-47;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ლ-----ა ტ-------ე საკუთრების უფლებით ფლობს მამის ხ------ ტ-------ის მიერ შეძენილ მოძრავ ნივთებს: ნოხს, ქალის ფაიფურის ქანდაკებას, საფერფლეს, ჩაის ჭიქების ჩასადებს ილია მურომეცის გამოსახულებით, პორტსიგარს. ასევე ყანწს, რომელიც ხ------ ტ-------ემ მიიღო საჩუქრად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- მოწმეების მ-----------------ს, ნ-----–------------ის, მ----------------ას, ლ-----ა ბ----–--–---–ის ჩვენებები (21.08.2017 წლის და 17.10.2018 წლის სხდომის ოქმი);
3.2.2. ნოხი, ქალის ფაიფურის ქანდაკება (სტატუეტი), ჩაის ჭიქების 2 ჩასადები ჩასადები ილია მორომეცის გამოსახულებით, საფერფლე საბჭოთა გერბის გამოსახულებით, რომლებსაც დღეის მდგომარეობით საკუთრების უფლებით ფლობს ლ-----ა ტ-------ე, ხ------ ტ-------ემ შეიძინა ვ--------–-–------ასთან თანაცხოვრების პერიოდში (1959 წლამდე). გარდა ამ ნივთებისა, ლ-----ა ტ-------ე ფლობს ხ------ ტ-------ისათვის ნაჩუქარ ყანწს.
მითითებული მოძრავი ნივთები (ნოხი, ქალის ქანდაკება ფაიფურის, ჩაის ჭიქების 2 ცალი ჩასადები ილია მურომეცის გამოსახულებით, საფერფლე საბჭოთა გერბის გამოსახულებით და ყანწი) არ წარმოადგენს ხ------ ტ-------ის სამკვიდრო მასაში შემავალ აქტივს, ვინაიდან ამ ნივთების ნაწილი - ქალის ქანდაკება და ნოხი, ხ------ ტ-------ემ შეძენისთანავე განკარგა, ისინი საჩუქრად გადასცა მეუღლეს ვ--------–-–------ას, ხოლო ნივთების ნაწილი - ჩაის ჭიქების 2 ცალი ჩასადები, საფერფლე და ყანწი, ვ--------–-–------ასთან დაშორების შემდეგ, საჩუქრად დაუტოვა ოჯახის წევრებს, ვ--------–-–------ასა და ქალიშვილებს. სწორედ ამ პერიოდიდან ფლობს ამ ნივთებს ლ-----ა ტ-------ე.
სასამართლო ამ გარემოებას დადგენილად მიიჩნევს შემდეგ გარემოებებზე დაყრდნობით:
უდავოა, რომ ლ-----ა ტ-------ის მოთხოვნა სამკვიდრო ქონების მესაკუთრედ აღიარების შესახებ ეყრდნობა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ის მამის ხ------ ტ-------ის გარდაცვალების მომენტიდან დაეუფლა სამკვიდრო ქონების ნაწილს - მამისეულ მოძრავ ნივთებს, რითაც სრულად მიიღო სამკვიდრო მისი ფაქტობრივი ფლობითა და მართვით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვის, საქმის არსებითი გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა თუ სადავო საკითხთა გადაწყვეტისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით კი, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
ამ გარემოების დასადასტურებლად მოსარჩელემ გარდა თვისივე ახსნა-განმარტებისა, სასამართლოს წარმოუდგინა ფოტოსურათები, მოძრავი ნივთების გამოსახულებით და მოწმეები მ-----------------, ნ-----–------------ე, მ----------------ა, ლ-----ა ბ----–--–---–ი, რომლებმაც სასამართლოს მიუთითეს, რომ ისინი არიან ლ-----ა ტ-------ესა და მის ოჯახთან ახლო, მეგობრულ დამოკიდებულებაში მყოფი პირები. ისინი ლ-----ა ტ-------ის ბინაში მრავალი წელია ხედავენ მითითებულ მოძრავ ნივთებს. ნივთები შეძენილია ხ------ ტ-------ის მიერ და დღეის მდგომარეობით, ამ ნივთების მესაკუთრეა ლ-----ა ტ-------ე. მათივე ჩვენებით (ნ-----–------------ე, მ----------------ა) ნივთების ნაწილი (ნოხი) ხ------ ტ-------ემ შეძენისთანავე საჩუქრად გადასცა თავის მეუღლეს ვ--------–-–------ას, ასევე ქალის ქანდაკება, ვინაიდან ძალიან გავდა მას. ხოლო ნივთების ნაწილი (საფერფლე, ჩასადები და სხვა) დაუტოვა ვ--------–-–------ასა და ქალიშვილებს დაშორებისას (1958წ). სწორედ ამ პერიოდიდან ეს ნივთები იმყოფებოდა ვ--------–-–------ას, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ, ლ-----ა ტ-------ის საკუთრებაში. მოწმის ჩვენებითვე ხ------ ტ-------ის მიერ ზემოხსენებული ნივთები შეძენილია ვ--------–-–------ასთან ერთად ცხოვრების პერიოდში, ლ-----ას ტ-------ის ბავშვობაში და სწორედ იმ დროიდან ამ ნივთებს ფლობს მოსარჩელე.
მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მოწმის კ---- ტ-------ის ჩვენებით ირკვევა, რომ ხ------ ტ-------ე იყო მისი ბიძაშვილი და ახლო მეგობარი. ხ------ ტ-------ემ პირველ მეუღლესთან ვ--------–-–------ასთან დაშორების შემდეგ მას და ქალიშვილებს დაუტოვა ყველაფერი, რაც გააჩნდა და თვითონ საცხოვრებლად გადავიდა ქ. ბათუმში, გ------–---–ის ქუჩაზე.
სასამართლო, მხარეთა განმარტებებისა და მოწმეების ჩვენებების ურთიერთშეჯერებით შეფასების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული მოძრავი ნივთები - ნოხი, ქალის ქანდაკება (სტატუეტი), ჩაის ჭიქების 2ც. ჩასადები, ყანწი და საფერფლე ხ------ ტ-------ემ განკარგა გარდაცვალებამდე მრავალი წლით ადრე, რის გამოც ისინი ხ------ ტ-------ის სამკვიდრო მასაში ვერ ჩაითვლება.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის წარმომადგენლების მტკიცებას, რომ ნივთებს გარდაცვალებამდე საკუთრების უფლებით ფლობდა ხ------ ტ-------ე, მაგრამ მათ ინახავდა ლ-----ა ტ-------ესთან, ვინაიდან ამ გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება სასამართლოსთვის წარმოდგენილი არ არის - მოწმეებს ამ შინაარსის ჩვენება სასამართლოსათვის არ მიუციათ.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოთ მითითებული მოძრავი ნივთები, ხ------ ტ-------ის მიერ შეძენის მიუხედავად, მისი გარდაცვალების პერიოდში აღარ წარმოადგენდნენ მამკვიდრებლის საკუთრებას. შესაბამისად, ისინი ვერ ჩაითვლება სამკვიდრო მასაში შემავალ აქტივად.
3.2.3. ლ-----ა ტ-------ე, მამის ხ------ ტ-------ის გარდაცვალების შემდეგ დაეუფლა მის კუთვნილ პორტსიგარს.
ამ გარემოებას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ გარემოებებზე დაყრდნობით:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი წესის მიხედვით, მხარის ახსნა-განმარტება და მოწმეთა ჩვენებები წარმოადგენს მტკიცებულებათა ერთ-ერთ სახეს.
მოსარჩელე ლ-----ა ტ-------ემ განმარტა, რომ მამის გარდაცვალების დღესვე, სამძიმარზე მისული, დაეუფლა მამის პორტსიგარს, პეპელების გამოსახულებით, რომელიც იდო ხ------ ტ-------ის სასთუმალქვეშ. ირკვევა, რომ ლ-----ა ტ-------ე პორტსიგარს დაეუფლა სხვა მემკვიდრეებთან შეთანხმების გარეშე, ჯ-----ლ ტ-------ისა და მისი ოჯახის წევრებისაგან ფარულად. მოსარჩელის მიერ მითითებული ეს გარემოება დაადასტურეს მის მიერ წარმოდგენილმა მოწმეებმაც. დადგენილია, რომ ამ გარემოების საწინააღმდეგოდ რაიმე მტკიცებულება მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია, შესაბამისად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ლ-----ა ტ-------ე ხ. ტ-------ის გარდაცვალების შემდეგ რეალურად დაეუფლა მამისეულ პორტსიგარს. რაც შეეხება საკითხს, პორტსიგარის ფაქტობრივი დაუფლება შესაძლებელია თუ არა შეფასდეს მთლიანი სამკვიდრო ქონების მიღებად, სასამართლო იმსჯელებს სამართლებრივი დასაბუთების ნაწილში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა წარმომადგენლების სამართლებრივი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს მოდავე მხარეთა კანონიერ ინტერესებს.
მოცემულ საქმეზე მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხის მხრიდან დაირღვა მისი, როგორც მემკვიდრისა და მესაკუთრის კანონით გარანტირებული უფლებები, რის გამოც უფლების დაცვის მიზნით მომართა სასამართლოს.
დადგენილია, რომ მხარეთა დავა შეეხება ქ. ბათუმში, გ------–---–ის ქუჩა #12/14-ში მდებარე უძრავ ქონებას, რომელიც წარმოადგენდა მოსარჩელისა და მოპასუხის მამის ხ------ ტ-------ის საკუთრებას.
მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების მხედველობაში მიღებით, მიიჩნევს, რომ სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მოსარჩელე ლ-----ა ტ-------ის უფლებრივი მდგომარეობა მამის ხ------ ტ-------ის მემკვიდრეობასთან მიმართებით. სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს, ასევე, ნოტარიუსის მიერ მოპასუხე ჯ-----ლ ტ-------ის სახელზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის მართლზომიერება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, კანონით მემკვიდრეობა - გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე - მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი.
ამავე კოდექსის 1319-ე და 1320-ე მუხლების მიხედვით, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შემდეგ. სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე.
დადგენილია, რომ მოსარჩელის მამა ხ------ ტ-------ე ქ. ბათუმში, გ------–---–ის ქუჩა #12(14)-ში საკუთრების უფლებით ფლობდა საცხოვრებელ სახლს. ხ------ ტ-------ე გარდაიცვალა 2006 წლის 15 ნოემბერს, რითაც გაიხსნა სამკვიდრო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1307-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ:
ა. კანონით მემკვიდრეობის დროს - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან;
ბ. ანდერძით მემკვიდრეობისას - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, აგრეთვე ისინი, რომლებიც ჩაისახნენ მის სიცოცხლეში და დაიბადნენ მისი გარდაცვალების შემდეგ, მიუხედავად იმისა, მისი შვილები არიან ისინი თუ არა, ასევე იურიდიული პირები.
ამავე კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები, მეუღლე და მშობლები.
განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელე ლ-----ა ტ-------ე და მოპასუხე ჯ-----ლ ტ-------ე არიან ხ------ ტ-------ის კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრეები - შვილები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი განსაზღვრავს სამკვიდრო ქონების მიღების წესსა და ვადას. კერძოდ: სკ-ის 1421-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. ამავე კოდექსის 1424-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
სასამართლომ დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ლ-----ა ტ-------ეს, როგორც კანონისმიერ მემკვიდრეს სამკვიდროს მიღების თაობაზე სანოტარო ორგანოსათვის არ მიუმართავს.
ასეთ ვითარებაში მოცემული სარჩელის ბედის გადაწყვეტისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებაა - ლ-----ა ტ-------ის მიერ ხ------ ტ-------ის მემკვიდრეობის მიღების ფაქტი, სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლებითა და მართვით, რაც მხარეთა შორის სადავო გარემოებაა.
სასამართლომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად მიიჩნია, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ, სამკვიდრო მასაში შემავალ არცერთ ნივთს გარდა პორტსიგარისა, ლ-----ა ტ-------ე არ დაუფლებია. ასევე დადგენილია, რომ პორტსიგარი მან აიღო მამის სამძიმარზე მისულმა, სხვა მემკვიდრეთაგან ფაქტობრივად ფარულად. აქვე ნიშანდობლივია, რომ სამკვიდრო მასაში შემავალ აქტივებზე, მათ შორის უძრავ ქონებაზე ლ-----ა ტ-------ეს რაიმე პრეტენზია არ განუცხადებია, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის იმთავითვე იყო ცნობილი ჯ-----ლ ტ-------ის მიერ სამკვიდრო ქონების დაუფლების შესახებ. საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ მამის გარდაცვალების პერიოდში ლ-----ა ტ-------ეს საკუთრებაში გააჩნდა ორი საცხოვრებელი ბინა ქ. ბათუმში (ამონაწერები საჯარო რეესტრიდან - ს. ფ. 123-126), ხოლო სამკვიდრო უძრავი ქონების მიმართ მას რაიმე ინტერესი არ გამოუხატავს. სამკვიდრო უძრავ ქონებაზე პრეტენზია ლ-----ა ტ-------ემ განაცხადა მამის გარდაცვალებიდან 10 წლის გასვლის შემდეგ.
მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ ლ-----ა ტ-------ეს განსაკუთრებული დამოკიდებულება გააჩნია ყველა იმ ნივთის მიმართ, რაც დაკავშირებულია მშობლების ხსოვნასთან. საქმის გარემოებები სასამართლოს უქმნის რწმენას, რომ ლ-----ა ტ-------ე მამისეულ პორტსიგარს დაეუფლა, როგორც სახსოვარს და მისი ეს ქმედება განპირობებული არ ყოფილა მემკვიდრეობის მიღების სურვილით. სასამართლო აღნიშნავს, რომ მამკვიდრებლის კუთვნილი ნივთის, მოცემულ შემთხვევაში პორტსიგარის, როგორც სახსოვარის დაუფლება, არ ქმნის სამკვიდროს მიღებულად აღიარების წინაპირობას. მნიშვნელოვანია, რომ ამა თუ იმ ნივთის დაუფლებისას მემკვიდრეს ამოძრავებდეს მემკვიდრეობის მიღების სურვილი.
ანალოგიურ საკითხზე საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა მემკვიდრის სხვადასხვა მოქმედებით შეიძლება დადგინდეს, თუმცა ნებისმიერი ამ მოქმედებიდან აშკარად უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი, მემკვიდრის ნება. სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა, რომლისთვისაც ჩვეულებრივ აუცილებელია ნების ნამდვილობა. მემკვიდრის ყველა ამგვარი მოქმედების შედეგს უნდა წარმოადგენდეს სამკვიდრო ქონების მიღება.
სასამართლო, საქმეზე არსებული ყველა გარემოების შეფასების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ-----ა ტ-------ეს პორტსიგარის დაუფლებისას მამის მემკვიდრეობის მიღების ნება და სურვილი არ ამოძრავებდა და ამგვარი ნება მას არ გამოუხატავს სამკვიდროს მისაღებად კანონით დადგენილი 6 თვის მანძილზე. მემკვიდრეობის მიღების მიზნით ის არ დაუფლებია და არც რაიმე ფორმით პრეტენზია განუცხადებია მამის სამკვიდრო ქონებასთან დაკავშირებით. სამკვიდრო ქონებაზე პრეტენზია მან განაცხადა მამის გარდაცვალებიდან 10 წლის შემდეგ, როცა შეიტყო შპს „ს------ოს“ მიერ განხორციელებული ინვესტიციის შესახებ.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ-----ა ტ-------ეს მამის, ხ------ ტ-------ის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში, ფაქტობრივი ფლობითა და მართვით სამკვიდრო ქონება მიღების ნება არ გამოუხატავს, არ მიუღია სამკვდრო ქონება, რაც გამორიცხავს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღებულად აღიარების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის მიხედვით, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ არ დადასტურდა ლ-----ა ტ-------ის მიერ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობითა და მართვით მიღების ფაქტი, არ არსებობს ხ------ ტ-------ის სამკვიდრო ქონების ½ ნაწილის მესაკუთრედ ლ-----ა ტ-------ის აღიარების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
6.2. დადგენილია, რომ ლ-----ა ტ-------ემ მოითხოვა ჯ-----ლ ტ-------ის სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ასევე, შპს „ს------ოსათვის“ მის სასარგებლოდ უძრავი ქონებისა და თანხის გადაცემის დავალება, რაც წარმოადგენს სამკვიდრო ქონების მესაკუთრედ აღიარების შესახებ მოთხოვნის თანმდევ მოთხოვნებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან არ დაკმაყოფილდა ლ-----ა ტ-------ის მოთხოვნა სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობითა და მართვით მიღების ფაქტის აღიარებისა და ხ------ ტ-------ის მთლიანი სამკვიდრო მასის ½ ნაწილის მესაკუთრედ ცნობის შესახებ, არ არსებობს სხვა სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟის თანხა უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
დადგენილია, რომ ლ-----ა ტ-------ის სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 ივლისის განჩინებით, შპს „ს------ოს“ (ს/ნ 445408229) აეკრძალა შპს „ს------ოსა“ და ჯ-----ლ ტ-------ეს შორის 2016 წლის 25 ოქტომბერს სანაცვლო შესრულების პირობით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება ჯ-----ლ ტ-------ეზე გადასაცემი ქონებისა და ფულადი თანხის ½ წილის ნაწილში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. არ დაკმაყოფილდეს ლ-----ა ტ-------ის სასარჩელო მოთხოვნები მოპასუხეების ჯ-----ლ ტ-------ის, შპს „სანდოს“ და ნოტარიუს ლ---–-------ას მიმართ.
2. გაუქმდეს, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 22.07.2017 წლის განჩინება, რომლითაც შპს „ს------ოს“ (ს/კ 445408229) აეკრძალა შპს „ს------ოს“ და ჯ-----ლ ტ-------ეს შორის 2016 წლის 25 ოქტომბრის - სანაცვლო შესრულების პირობით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, ჯ-----ლ ტ-------ეზე გადასაცემი ქონებისა და ფულადი თანხის 1/2 წილის ნაწილში.
3. მოსარჩელე ლ-----ა ტ-------ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი