გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/4----17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
16 აპრილი, 201- წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლილი ტყემალაძე
სხდომის მდივანი - ანა მეშველიანი
მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით მოპასუხე) - გ---–- მ----
წარმომადგენელი - ი---- მ----–----–იძე
მოპასუხე (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) - მ--–--ზ ა--------
წარმომადგენელი - დ----- თ--------ე
მესამე პირები - ნ-----–-ა ა--------, რ----- ა--------
წარმომადგენელი - დ----- თ--------ე
დავის საგანი - ხელშეკრულების ბათილად ცნობა
შეგებებული სარჩელით დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნები:
1.1. გ---–- მ----ს სასარჩელო მოთხოვნები:
1.1.1. ბათილად იქნეს ცნობილი გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება, დადებული, ერთი მხრივ, გ---–- მ---სა და მეორე მხრივ, მ--–--ზ ა-------ს შორის, გაფორმებული ნ-----------ის ი--- ხ-------ის მიერ, 2--- წლის 20 ოქტომბერს (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 1--------) უძრავ ქონებასთან მიმართებაში მდებარე მისამართზე თბილისი, კ----–--ის 1-, კ.3, სართული 1, ბ.1. - ს/კ 0---------------------- , ფართი 1-5, 81 კვ.მ;
1.1.2. გ---–- მ---- ცნობილი იქნეს უძრავი ქონების მესაკუთრედ - მდებარე თბილისი, კ----–--ის 1-, კ.3, სართული 1, ბ.1. - ს/კ 0---------------------- . ფართი 1-5, 81 კვ.მ;
1.1.3. მხარეებს შორის, ერთი მხრივ, გ---–- მ---სა და მეორე მხრივ, მ--–--ზ ა-------ს შორის დადგენილი იქნეს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების არსებობა, 40 950 აშშ დოლარის სესხად გაცემისა (სასესხო ვალდებულების) და მისი უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დატვირთვის შესახებ უძრავი ქონებისა, მდებარე - თბილისი, კ----–--ის 1-, კ.3, სართული 1, ბ.1. - ს/კ 0----------------------. ფართი 1-5, 81 კვ.მ.
1.2. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა:
1.2.1. ქ. თბილისში, კ----–--ის ქუჩა №--, კორპუსი №--ში მდებარე ბინა №--ის (ს/კ: 0----------------------) გამოთხოვილ იქნეს გ---–- მ----ს უკანონო მფლობელობიდან და გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მ--–--ზ ა-------ს.
გ---–- მ----ს სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოებები:
მოსარჩელის განმარტებით, მოსარჩელე გ---–- მ---მა და მოპასუხე მ--–--ზ ა-------მა 2--- წლის 20 ოქტომბერს ხელი მოაწერეს გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებას (სანოტარო აქტი №---------), რომლის თანახმად გ---–- მ---ს მ--–--ზ ა--------სგან 2--- წლის 10 თებერვლამდე უნდა გამოესყიდა ქონება, მდებარე მისამართზე თბილისი, კ----–--ის 1-, კ.3, სართული 1, ბ.1. - ს/კ 0---------------------- . ფართი 1-5, 81 კვ.მ.
0---------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრედ 2--- წლის 20 ოქტომბრის განაცხადით №------------, 2--- წლის 23 ოქტომბრის ამონაწერით საჯარო რეესტრში აღირიცხა მ--–--ზ ა--------. საკუთრების უფლებასთან ერთად მასზე დარეგისტრირდა ვალდებულება, რომლის თანახმადაც გამოსყიდვის ვადის გასვლამდე - 2--- წლის 10 თებერვლამდე მყიდველს უფლება არ ჰქონდა განეკარგა, გაესხვისებინა ან სხვაგვარად დაეტვირთა უძრავი ქონება.
საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული იყო იპოთეკა, 2--- წლის 27 აგვისტოს №--------- ხელშეკრულებისა და 2--- წლის 02 სექტემბრის №--------- შეთანხმების საფუძველზე, ნ-----–-ა ა--------სა და რ----- ა--------ს სასარგებლოდ.
მხარეთა მიერ ხელმოწერილი 2--- წლის 20 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, არის მოჩვენებითი გარიგება და მისი დადებით მხარეებმა დაფარეს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ის, რომ გარიგება არ ყოფილა ნასყიდობა და ის შეიცავს სესხისა და იპოთეკის პირობებს, დასტურდება შემდეგი გარემოებით: 1) თანხა უძრავი ქონების შესაძენად არ ყოფილა გადაცემული - რაც ხელშეკრულებიდანაც ჩანს და მოპასუხე თავადაც ადასტურებს. გარიგებაში მხოლოდ ასეთი ჩანაწერია „მიჰყიდა უძრავი ქონება გამოსყიდვის უფლებით” - ანუ გადაცემული თანხის ოდენობა გარიგებაში მითითებული არაა, რაც ადასტურებს იმას, რომ ნასყიდობა არ შემდგარა; 2) გ---–- მ---ს ნივთი არ გადაუცია მ--–--ზ ა--------სთვის, როგორც ნასყიდობის საგანი და არც ქირავნობაზე გარიგებულან. დღემდე გ---–- მ---- აგრძელებს საცხოვრებელი სახლით სარგებლობას. ხელშეკრულების 4.1. პუნქტის მიხედვით, ნივთის გადაცემა დაგეგმილი იყო 2--- წლის 10 თებერვალს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ თუ 2--- წლის 10 თებერვლამდე გ---–- მ---- სესხის თანხას არ გადაიხდიდა, მ--–--ზ ა-------- იტოვებდა საცხოვრებელ სახლს, როგორც უზრუნველყოფის ნივთს.
იმ ფაქტს, რომ მ--–--ზ ა-------სა და გ---–- მ---ს შორის სესხისა და იპოთეკის ურთიერთობა არსებობდა დასტურდება თავად სადავო ხელშეკრულებით. რომლის 8.3. პუნქტის თანახმად, გამოსყიდვით გაუქმდა მ--–--ზ ა--------ს იპოთეკა. მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა არ დასრულებულა, ვალდებულება არ გაქვითულა და ის გრძელდებოდა ახალი გარიგებით, რომლის თანახმადაც კრედიტორმა სესხის უზრუნველსაყოფად სხვა ფორმით მიიღო უზრუნველყოფის საშუალება, რაც პირდაპირ მიუთითებს გარიგების თვალთმაქცურობასა და მოჩვენებითობაზე. ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება, რომ მ--–--ზ ა-------მა საკუთრების უფლებით გადაიფორმა გ---–- მ----ს კუთვნილი ბინა სწორედ დავალიანების ამოღების უზრუნველსაყოფად.
მ--–--ზ ა--------ს შეგებებულ სარჩელი ემყარება შემდეგ გარემოებებს:
მ--–--ზ ა-------სა და გ---–- მ---ს შორის 2--- წლის 20 ოქტომბერს გაფორმებული გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, 0---------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის (ბინის) მესაკუთრედ საჯარო რეესტრში აღირიცხა მ--–--ზ ა--------.
ხელშეკრულების 7.1. პუნქტით განისაზღვრა ბინის გამოსყიდვის ვადა - 2--- წლის 10 თებერვალი. აღნიშნულ ვადამდე ნასყიდობის საგანი დარჩებოდა გ---–- მ----ს მფლობელობაში და მან იკისრა ვალდებულება გამოსყიდვის უფლების გამოუყენებლობის შემთხვევაში, ნასყიდობის საგანი გადაეცა მყიდველის მფლობელობაში (მუხ. 4.1.). ხელშეკრულების მე-3 მუხლის თანახმად, "ნასყიდობის საგანი, უძრავი ქონება მხარეთა მიერ შეფასებულია 110 000 აშშ დოლარად". შესაბამისად, გ---–- მ---ს წარმოეშვა ნასყიდობის ღირებულების მოთხოვნის უფლება. მხარეთა შეთანხმებით, აღნიშნული მოთხოვნა უნდა გაქვითულიყო გ---–- მ----ს მიმართ არსებულ ვადამოსულ მოთხოვნებში, რომლებიც წარმოიშვა ხელშეკრულების დადებამდე.
გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებას წინ უძღვოდა შემდეგი გარემოებები: 2--- წლის 27 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, ნასყიდობის საგანი დატვირული იყო იპოთეკით გამსესხებელთა - მ--–--ზ ა--------ს, ნ-----–-ა ა--------ს და რ----- ა--------ს მიერ გ---–- მ---ზე გაცემული სესხის - 70 000 აშშ დოლარის უზრუნველსაყოფად.
მ--–--ზ ა--------ს მიმართ არსებული სახელშეკრულებო დავალიანების (40 950 აშშ დოლარი) გადაუხდებლობის გამო, გაიცა სააღსრულებო ფურცელი და იპოთეკის საგნის რეალიზაციის მიზნით დაინიშნა აუქციონი. სარეალიზაციო ქონების, ან სარეალიზაციო ღირებულებასა და საბაზრო ფასს შორის სხვაობის შენარჩუნების შესაძლებლობის მიცემის მიზნით, მოსარჩელემ სთხოვა მოპასუხეს იძულებითი აუქციონის შეწყვეტა. მორიგების შედეგად კრედიტორის განცხადების საფუძველზე შეწყდა აღსრულება და გაფორმდა 2--- წლის 20 ოქტომბრის გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება, რა დროისთვისაც მ--–--ზ ა-------ს გ---–- მ----ს მიმართ გააჩნდა 40 950 აშშ დოლარის და 120 ლარის მოთხოვნის უფლება.
გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მ--–--ზ ა--------ს მიერ შეძენილი ქონება დატვირთული იყო იპოთეკით, რამდენადაც გ---–- მ----ს მიერ არ იყო შესრულებული 2--- წლის 27 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნ-----–-ა და რ----- ა-------ების წინაშე ნაკისრი ვალდებულებები. შეთანხმებისამებრ, მოსარჩელემ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და იპოთეკის საგნის მესაკუთრედ რეგისტრაციისთანავე (23.10.2---წ) დააკმაყოფილა გ---–- მ----ს მიმართ არსებული მოთხოვნა, რომელიც იმ დროისათვის 73.980. აშშ დოლარს შეადგენდა. აღნიშნულის შედეგად, ნ-----–-ა და რ----- ა-------ების მოთხოვნა გ---–- მ----ს მიმართ გადავიდა მ--–--ზ ა-------ზე.
შესაბამისად, მ--–--ზ ა--------ს მოთხოვნამ გ---–- მ----ს მიმართ მთლიანობაში შეადგინა 114 930 აშშ დოლარი და და 120 ლარი (40 950 აშშ დოლარი; 120 ლარი; 73 980 აშშ დოლარი). რამდენადაც გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მ--–--ზ ა-------ს გააჩნდა გ---–- მ----სთვის 110 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება, მ--–--ზ ა--------ს ვალდებულება შეწყდა ურთიერთმოთხოვნების გაქვითვით.
გ---–- მ---მა ვერ შეძლო ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში გამოსყიდვის უფლების გამოყენება და 1---------წ-ს წარმოეშვა ნასყიდობის საგნის მ--–--ზ ა--------ს მფლობელობაში გადაცემის ვალდებულება, რის შესრულებასაც იგი არაკეთილსინდისიერად არიდებს თავს.
2. მოპასუხეთა პოზიცია:
2.1. მ--–--ზ ა--------ს პოზიცია გ---–- მ----ს სარჩელთან დაკავშირებით:
მოპასუხე მ--–--ზ ა--------ს წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი.
შესაგებელში განმარტებულია, რომ ხელშეკრულების მე-3 მუხლში მითითებული ნაყიდობის ფასი 110 000 აშშ დოლარი, ხელშეკრულების გაფორმების მომენტში ფულადი თანხის სახით არ გადახდილა, შესაბამისად, ეს არც ასახულა ხელშეკრულებაში.
2--- წლის 27 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება ნამდვილად გაფორმდა და მისი მოქმედების ვადა გაგრძელდა 2--- წლის 02 დეკემბრამდე, თუმცა ეს გარემოება სრულიად არ ადასტურებს ამ ხელშეკრულების დასაფარად 2--- წლის 20 ოქტომბრის გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების დადებას და ამ კუთხით მოსარჩელის მსჯელობა ასევე დაუსაბუთებელია.
რამდენადაც გ---–- მ----ს მიერ არ იყო შესრულებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნ-----–-ა და რ----- ა-------ების წინაშე ნაკისრი ვალდებულება, მ--–--ზ ა-------მა, როგორც იპოთეკის საგნის მესაკუთრემ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და მესაკუთრედ რეგისტრაციისთანავე (23.10.2---წ-ს) დააკმაყოფილა გ---–- მ----ს მიმართ არსებული, კრედიტორების 73 980 აშშ დოლარის ოდენობის მოთხოვნა. აღნიშნულის შედეგად, ნ-----–-ა და რ----- ა-------ების მოთხოვნა გადავიდა მ--–--ზ ა-------ზე.
გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მომენტში, მ--–--ზ ა-------ს გ---–- მ----ს მიმართ გააჩნდა 40 950 აშშ დოლარის და 120 ლარის მოთხოვნის უფლება. 2--- წლის 23 ოქტომბერს გ---–- მ----ს კრედიტორების დაკმაყოფილების შედეგად, მ--–--ზ ა-------ს გ---–- მ----ს მიმართ ასევე წარმოეშვა 73 980 აშშ დოლარის მოთხოვნა. შესაბამისად, მ--–--ზ ა--------ს მოთხოვნამ გ---–- მ----ს მიმართ მთლიანობაში შეადგინა 1------- აშშ დოლარი და და 120 ლარი, რისი შესრულების ვალდებულება დამდგარი იყო.
გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მ--–--ზ ა-------ს გააჩნდა გ---–- მ----სთვის 110 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება. ამდენად, მ--–--ზ ა--------ს ვალდებულება შეწყდა ურთიერთმოთხოვნების გაქვითვით. ამასთანავე, რამდენადაც გასაქვითი მოთხოვნები მთლიანად ვერ ფარავდნენ ერთმანეთს, გაიქვითა მხოლოდ ის, რომლის მოცულობაც ნაკლები იყო და გ---–- მ---ს მ--–--ზ ა--------ს მიმართ დარჩა 4 930 აშშ დოლარისა და 120 ლარის გადახდის ვალდებულება.
გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნა დაუსაბუთებელია. აღნიშნული ხელშეკრულების მოჩვენებით გარიგებად მიჩნევის საფუძველი არ არსებობს. მოსარჩელე ვერ უთითებს გარიგების მოჩვენებითობის დამადასტურებელ რაიმე გარემოებასაც კი და, შესაბამისად, არ წარმოუდგენია სათანადო მტკიცებულებაც.
2.2. მოპასუხის გ---–- მ----ს პოზიცია მ-----– ა--------ს შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით:
მოპასუხის გ---–- მ----ს წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2--- წლის 27 აგვისტოს ერთი მხრივ, ნ-----–-ა ა-------ს, რ----- ა-------სა და მ--–--ზ ა-------ს (გამსესხებლები-იპოთეკარები) და გ---–- მ---ს (მსესხებელი - მესაკუთრე) შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ნ-----------ი ნ---- მ------–---–ი; სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 1--------), რომლის თანახმად გამსესხებლებმა მსესხებელს ასესხეს 70 000 აშშ დოლარი, ნ-----–-ა ა--------ს მიერ გაცემული სესხის თანხა შეადგენდა 35 000 აშშ დოლარს, რ----- ა--------ს მიერ გაცემული სესხი შეადგენდა 5 000 აშშ დოლარს; მ--–--ზ ა--------ს მიერ გაცემული სესხი შეადგენდა 30000 აშშ დოლარს. სესხის თანხა გადაცემული იყო ხელშეკრულების დამოწმებამდე ნაღდი ანგარიშსწორებით.
სესხი იყო სარგებლიანი, ყოველთვიური სარგებელი განისაზღვრა ძირითადი თანხის 3%-ით. სესხი გაიცა 6 თვის ვადით.
სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა გ---–- მ----ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე თბილისი, კ----–--ის №--, კორპუსი №-, სართული 1, ბინა №-. - ს/კ 0----------------------, ფართი 1-5, 81 კვ.მ.
2--- წლის 02 სექტემბრის შეთანხმებით (სესხისა და იპოთეკის ერთიან ხელშეკრულებაში ცვლილებების და/ან დამატებების შეტანის შესახებ) მხარეებმა ცვლილება-დამატება შეიტანეს აღნიშნულ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში და სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულები ვადა 2--- წლის 27 თებერვლიდან გაგრძელდა 2--- წლის 02 სექტემბრამდე, ხოლო 2--- წლის 02 სექტემბრიდან ხელშეკრულების ვადა კვლავ გაგრძელდა 3 თვით და სესხის ძირითადი თანხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2--- წლის 2 დეკემბერი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 27-30).
- შეთანხმება სესხისა და იპოთეკის ერთიან ხელშეკრულებაში ცვლილებების და/ან დამატებების შეტანის შესახებ (ს.ფ. 31).
3.1.2. 2--- წლის 28 ივლისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი (ნ-----------ი ნ---- მ------–---–ი, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: 1--------), რომლის თანახმად, აღსასრულებელ დოკუმენტს წარმოადგენს 2--- წლის 27 აგვისტოს დადასტურებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (რეესტრის ნომერი 1--------), კრედიტორს წარმოადგენს მ--–--ზ ა--------, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაა სესხის ძირი თანხა 30 000 აშშ დოლარი, მასზე დარიცხული პროცენტები - 5 400 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 5 550 აშშ დოლარი, ჯამურად - 40 950 აშშ დოლარი. აღსასრულებელი ვალდებულების სახეა იძულებითი აღსრულება მსესხებლის კუთვნილი ქონების მიმართ, მდებარე თბილისი, კ----–--ის №--, კორპუსი №-, სართული 1, ბინა №-. - ს/კ 0----------------------.
კერძო აღმასრულებლის 2--- წლის 15 აგვისტოს №A---------------- წინადადებით გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, მოვალეს გ---–- მ---ს ეცნობა სააღსრულებო წარმოების დაწყების შესახებ და მიეცა ვადა ვალდებულების ნებაყოფლობით შესასრულებლად.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2--- წლის 21 ოქტომბრის №---- ბრძანებით შეწყდა სააუქციონო მომსახურების ფარგლებში გამოცხადებული აუქციონი, კერძოდ, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ განიხილა კერძო აღმასრულებლის, თ----- კ------ის 2--- წლის 18 ოქტომბრის №A---------------- მომართვა და კრედიტორის მ--–--ზ ა--------ს 2--- წლის 20 ოქტომბრის №----- განცხადება, რომლითაც მოთხოვილი იყო №--------- სააღსრულებო საქმის ფარგლებში უძრავ ქონებაზე მდებარე, თბილისი, კ----–--ის №--, კორპუსი №-, სართული 1, ბინა №-. - ს/კ 0----------------------), მიმდინარე აუქციონის (№-----, ლოტი №2----) შეწყვეტა, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კრედიტორი და მოვალე შეთანხმდნენ დავალიანების ნებაყოფლობით დაფარვის თაობაზე და კრედიტორი ითხოვდა აღსრულების შეჩერებას.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 56-58).
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2--- წლის 21 ოქტომბრის №---- ბრძანება (ს.ფ. 67-69).
- 2--- წლის 15 აგვისტოს №A---------------- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ. 34-35).
3.1.3. 2--- წლის 20 ოქტომბერს გ---–-ს მ---სა (გამყიდველი) და მ--–--ზ ა-------ს შორის (მყიდველი) გაფორმდა გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ნ-----------ი ი--- ხ-------ი, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: 1-------), რომლის თანახმად, გამყიდველმა მყიდველს მიჰყიდა უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე თბილისი, კ----–--ის №--, კორპუსი №-, სართული 1, ბინა №-. - ს/კ 0---------------------- , ფართი 1-5, 81 კვ.მ.
ხელშეკრულების მე-3 მუხლის თანახმად, უძრავი ქონება მხარეთა მიერ შეფასებულია 110 000 აშშ დოლარად.
მხარეთა შეთანხმებით გამყიდველს ნებისმიერ დროს შეეძლო გამოესყიდა უძრავი ქონება და ნასყიდობის ფასი 110 000 აშშ დოლარი დაეფარა ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით.
ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად, გამყიდველი ვალდებული იყო მყიდველისათვის ნასყიდობის საგანი გადაეცა 2--- წლის 10 თებერვალს, მის მიერ ვადადამდგარი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხოლო მყიდველი ვალდებული იყო მიეღო იგი.
ხელშეკრულების მე-7 მუხლის თანახმად, გამყიდველს უძრავი ქონების გამოსყიდვის უფლება ჰქონდა 2--- წლის 10 თებერვლამდე, ამ უფლების განხორციელება დამოკიდებული იყო გამყიდველის ნებაზე. გამყიდველი უფლებამოსილი იყო 2--- წლის 10 თებერვლამდე გამოესყიდა უძრავი ქონება ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ.
ხელშეკრულების 8.3 პუნქტის თანახმად, ნასყიდობის საგანი დატვირთული იყო იპოთეკით, თანახმად სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებისა, დამოწმებული ნ-----------ის ნ. მ------–---–ის შემცვლელი პირის ე. მ---------–იას მიერ 27.08.2---წ, რეესტრის №--------- და შეთანხმებისა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, დამოწმებული ნ-----------ის ი. ხ-------ის მიერ 02.09.2--- წელს, რეესტრის ნომერი 1--------, რაც ცნობილი იყო მყიდველისათვის, იპოთეკა ნაწილობრივ უქმდებოდა წინამდებარე სანოტარო აქტის მიღებით მ--–--ზ ა-------თან მიმართებაში.
2--- წლის 23 ოქტომბრიდან მ--–--ზ ა-------- აღირიცხა მესაკუთრედ უძრავი ქონებისა, მდებარე მისამართზე თბილისი, კ----–--ის №--, კორპუსი №-, სართული 1, ბინა №-. - ს/კ 0---------------------- , ფართი 1-5, 81 კვ.მ.
2--- წლის 23 ოქტომბერს განხორციელებული რეგისტრაციით აღნიშნულ უძრავ ქონებაზე დარეგისტრირდა ვალდებულება: გამყიდველი - გ---–- მ----; მყიდველი მ--–--ზ ა--------; გამოსყიდვის უფლებით ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება №---------, დამოწმების თარიღი: 20/10/2---, ნ-----------ი ი. ხ-------ი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 20-24).
- 08/02/2--- წლის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 25-26).
3.1.4. მხარეთა შორის სადავო არ არის გარემოება იმის შესახებ, რომ გ---–- მ---- ფლობს უძრავ ქონებას, მდებარე მისამართზე: თბილისი, კ----–--ის №--, კორპუსი №-, სართული 1, ბინა №-. - ს/კ 0---------------------- , ფართი 1-5, 81 კვ.მ.
შეგებებული სარჩელით მოპასუხე მხარეს ეს გარემოება სადავოდ არ გაუხდია.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მ--–--ზ ა--------ს წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (შეგებებული სარჩელი, ს.ფ. 87).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. არ დგინდება მხარეებს შორის მოჩვენებითი/თვალთმაქცური გარიგების დადების ფაქტი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით - ,,მტკიცების ტვირთი მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებების შემთხვევაში აწევს იმ პირს, ვინც ამტკიცებს, რომ არსებობს მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებები და ვინც ფიქრობს რომ სადავო გარიგებით შეილახა მისი უფლება, ამ შემთხვევაში მოსარჩელეს. სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ შეთანხმებაზე, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას, რაც საბოლოო ჯამში შექმნიდა ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის შესაბამისად. მოჩვენებითი გარიგების დროს უნდა დასტურდებოდეს გარიგებისათვის აუცილებელი შედეგის არარსებობა და შედეგის მიმართ განზრახვის არქონა და შედეგები, რომლის თავიდან აცილებას ცდილობდნენ მხარეები. თვალთმაქცური გარიგების დროს უნდა დასტურდებოდეს სხვა გარიგების დაფარვის მიზნის არსებობა, რა დროსაც მხარეებს სურთ მიღწიონ არა გარეგნულად გამოხატული ნების შედეგს არამედ, სხვა შედეგს. შესაბამისად, უნდა დადასტურდეს გარემოებები, რომლებიც მიუთითებენ სხვა გარიგების დადების სურვილზე და დაფარული გარიგებისათვის აუცილებელ ყველა წინაპირობის არსებობაზე“ (იხ, სუსგ, №ას-863-1174-07, 2 აპრილი, 2008 წელი).
სსკ-ის 56-ე მუხლის მიხედვით, თვალთმაქცური გარიგების დროს, მართალია, ნების გამოვლენა მიმართულია სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ, თუმცა არა იმ ხელშეკრულების შესაბამისად, რომელზეც მხარეები თანხმდებიან. ამგვარი გარიგების მიზანს წარმოადგენს იმ გარიგების დაფარვა, რომლის მიღწევის სურვილი მხარეებს რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში არსებობს ორი გარიგება, ერთი თვალთმაქცური და მეორე – რომელიც მხარეებმა უშუალოდ გაითვალისწინეს. ამდენად, თვალთმაქცური გარიგება ერთგვარად ფარავს ნამდვილ გარიგებას, შესაბამისად, მას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი და იგი ბათილია. თუმცა, ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას გარკვეული სპეციფიკურობა ახასიათებს. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია მხარეთა რეალური ნების გათვალისწინებით. ხშირ შემთხვევაში, მხარეები ვერ ერკვევიან, რა შინაარსის ხელშეკრულების გაფორმება სურთ ან კიდევ ვერ ასხვავებენ ერთმანეთისაგან გარიგების სხვადასხვა ტიპებს. სამოქალაქო კოდექსი შესაძლებლობას ანიჭებს ხელშეკრულების სუბიექტებს, გამოასწორონ დაშვებული შეცდომები თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობით და მხარეთა შეთანხმების მიმართ გამოიყენონ ის მოთხოვნები, რაც დამახასიათებელია იმ გარიგებისათვის, რომლის მიღწევაც მხარეებს სურდათ.
სასამართლო განმარტავს, რომ დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია შეფასდეს თუ რა გარემოებები უსწრებდა წინ სადავო გარიგების დადებას.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ 2--- წლის 28 ივლისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი (ნ----------ი ნ---- მ------–---–ი, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: 1--------), რომლის თანახმად, აღსასრულებელ დოკუმენტს წარმოადგენს 2--- წლის 27 აგვისტოს დადასტურებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (რეესტრის ნომერი 1--------), კრედიტორს წარმოადგენს მ--–--ზ ა--------, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაა სესხის ძირი თანხა 30 000 აშშ დოლარი, მასზე დარიცხული პროცენტები - 5 400 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 5 550 აშშ დოლარი, ჯამურად - 40 950 აშშ დოლარი. აღსასრულებელი ვალდებულების სახეა იძულებითი აღსრულება მსესხებლის კუთვნილი ქონების მიმართ, მდებარე თბილისი, კ----–--ის №--, კორპუსი №-, სართული 1, ბინა №-. - ს/კ 0----------------------.
კერძო აღმასრულებლის თ----- კ------ის 2--- წლის 15 აგვისტოს №A---------------- წინადადებით გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, მოვალეს გ---–- მ---ს ეცნობა სააღსრულებო წარმოების დაწყების შესახებ და მიეცა ვადა ვალდებულების ნებაყოფლობით შესასრულებლად.
შესაბამისად, სადავო გარიგების დადებამდე მხარეები იმყოფებოდნენ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში და მოსარჩელეს, როგორც მოვალეს გააჩნდა შესასრულებელი ვალდებულება მოპასუხის, როგორც კრედიტორის წინაშე.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2--- წლის 21 ოქტომბრის №---- ბრძანებით შეწყდა სააუქციონო მომსახურების ფარგლებში გამოცხადებული აუქციონი, კერძოდ, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ განიხილა კერძო აღმასრულებლის, თ----- კ------ის 2--- წლის 18 ოქტომბრის №A---------------- მომართვა და კრედიტორის მ--–--ზ ა--------ს 2--- წლის 20 ოქტომბრის №----- განცხადება, რომლითაც მოთხოვილი იყო №--------- სააღსრულებო საქმის ფარგლებში უძრავ ქონებაზე მდებარე, თბილისი, კ----–--ის №--, კორპუსი №-, სართული 1, ბინა №-. - ს/კ 0----------------------), მიმდინარე აუქციონის (№-----, ლოტი №2----) შეწყვეტა, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კრედიტორი და მოვალე შეთანხმდნენ დავალიანების ნებაყოფლობით დაფარვის თაობაზე და კრედიტორი ითხოვდა აღსრულების შეჩერებას.
სწორედ ზემოაღნიშნული გარემოების შემდეგ - 2--- წლის 20 ოქტომბერს, მხარეებს შორის გაფორმდა გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გამყიდველმა მყიდველს მიჰყიდა უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე თბილისი, კ----–--ის №--, კორპუსი №-, სართული 1, ბინა №-. - ს/კ 0---------------------- , ფართი 1-5, 81 კვ.მ.
ხელშეკრულების მე-3 მუხლის თანახმად, უძრავი ქონება მხარეთა მიერ შეფასებული იყო 110 000 აშშ დოლარად. ამასთან, მხარეთა შეთანხმებით გამყიდველს ნებისმიერ დროს შეეძლო გამოესყიდა უძრავი ქონება და ნასყიდობის ფასი 110 000 აშშ დოლარი დაეფარა ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით.
ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად, გამყიდველი ვალდებული იყო მყიდველისათვის ნასყიდობის საგანი გადაეცა 2--- წლის 10 თებერვალს, მის მიერ ვადადამდგარი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხოლო მყიდველი ვალდებული იყო მიეღო იგი.
ხელშეკრულების მე-7 მუხლის თანახმად, გამყიდველს უძრავი ქონების გამოსყიდვის უფლება ჰქონდა 2--- წლის 10 თებერვლამდე, ამ უფლების განხორციელება დამოკიდებული იყო გამყიდველის ნებაზე. გამყიდველი უფლებამოსილი იყო 2--- წლის 10 თებერვლამდე გამოესყიდა უძრავი ქონება ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ.
ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ხელშეკრულების 8.3 პუნქტზე, რომლის თანახმად, ნასყიდობის საგანი დატვირთულია იპოთეკით, თანახმად სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებისა, დამოწმებული ნ-----------ის ნ. მ------–---–ის შემცვლელი პირის ე. მ---------–იას მიერ 27.08.2---წ, რეესტრის №--------- და შეთანხმებისა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, დამოწმებული ნ-----------ის ი. ხ-------ის მიერ 02.09.2--- წელს, რეესტრის ნომერი 1--------, რაც ცნობილი იყო მყიდველისათვის, იპოთეკა ნაწილობრივ უქმდება წინამდებარე სანოტარო აქტის მიღებით მ--–--ზ ა-------თან მიმართებაში.
2--- წლის 23 ოქტომბრიდან მ--–--ზ ა-------- აღირიცხა მესაკუთრედ უძრავი ქონებისა, მდებარე მისამართზე თბილისი, კ----–--ის №--, კორპუსი №-, სართული 1, ბინა №-. - ს/კ 0---------------------- , ფართი 1-5, 81 კვ.მ.
მხარეებს შორის არ არის სადავო გარემოება, რომ გ---–- მ---ს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება არ დაუფარავს, ხოლო მყიდველს მ--–--ზ ა-------ს გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნასყიდობის საგნის ღირებულება 110 000 აშშ დოლარი არ გადაუხდია (იხ, 201- წლის 05 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი, 12:25:57; 201- წლის 29 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი, 17:17:07).
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებას მოჰყვა შესაბამისი იურიდიული შედეგი, უძრავი ქონება აღირიცხა მ--–--ზ ა--------ს სახელზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით - „სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის ფარგლებში გარიგების მოჩვენებითობის ელემენტების მითითება-დამტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს (სსსკ-ის 102-ე მუხლი), რომელიც მან სარწმუნო, განკუთვნადი მტკიცებულებების წარდგენის გზით უნდა დაასაბუთოს. ამგვარ მტკიცებულებებზე კასატორს არ მიუთითებია, ის ძირითადად შემოიფარგლა იმაზე მითითებით, რომ არატოლფასი ღირებულების სიკეთეთა გადანაცვლება არ შეიძლებოდა, ნამდვილ გარიგებად მიჩნეულიყო. საკასაციო პალატა განუმარტავს მხარეს, რომ სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლით დადგენილია ვალდებულების შეწყვეტის ზოგადი წესი _ კრედიტორის სასარგებლოდ შესრულება, ამავე კოდექსის 428-ე მუხლი კი ითვალისწინებს ვალდებულების შეწყვეტას კრედიტორის მიერ სხვა შესრულების მიღებით. ასეთ შემთხვევაში, სავალდებულოა კრედიტორის თანხმობა სხვა შესრულების მიღებაზე. მითითებული ნორმა არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 31--ე მუხლის პირველი ნაწილით განმტკიცებულ ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს _ კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით. თავის მხრივ, ნების გამოვლენა (რომელიც მოცემულ შემთხვევაში, სხვა შესრულების მიღებაზე კრედიტორის თანხმობაა), ამავე კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგებაა, რომელიც სრულად ჯდება ზემოხსენებული ნორმების მოწესრიგების სფეროში” (იხ,საქმე №ას-881-831-2---, 11 დეკემბერი, 2--- წელი).
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიიჩნევს, რომ სსკ-ის 427-ე, 428-ე, 31--ე მუხლების შესაბამისად, 2--- წლის 20 ოქტომბერს გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებით მოვალე გ---–- მ----ს, როგორც მსესხებლის ვალდებულება, წარმოშობილი 2--- წლის 27 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან შეწყდა კრედიტორის - მ--–--ზ ა--------ს მიერ სხვა შესრულების - უძრავი ქონების მიღებით, რის გამოც უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად დადებულ ნამდვილ გარიგებას და არ არსებობს მისი სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლით ბათილად ცნობის საფუძველი. სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეები ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას არ განიზრახავდნენ გაფორმებული ხელშეკრულებისაგან განსხვავებული (დაფარული გარიგების) შედეგების მიღწევას და მათ მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამებოდა მათ ნამდვილ ნებას.
რაც შეეხება იპოთეკარების ნ-----–-ა ა--------სა და რ----- ა--------ს მოთხოვნების დაკმაყოფილებას მ--–--ზ ა--------ს მიერ, სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოებები არ წარმოადგენს მოცემული დავის ფარგლებში მტკიცების საგანში შემავალ გარემოებებს და არ აქვთ დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა. შესაბამისად, სასამართლო არ მსჯელობს აღნიშნულ გარემოებებზე.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 56-ე, 170-ე, 427-ე, 428-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის მიხედვით, სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგების საყრდენი პრინციპი ნების გამოვლენაა და თუ ნების გამოვლენა ნაკლიანია, კანონმდებელი ასეთი შემთხვევებისათვის შესაბამის იურიდიულ შედეგებს ითვალისწინებს. შესაბამისად, გადამწყვეტია მხარეთა რეალური ნების დადგენა, განსაზღვრა იმისა, თუ რა იყო ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა მიზანი, იყო და არის თუ არა, მხარეთა ნამდვილი ნება იმ მიზნის მიღწევა, რაც გაფორმებული ხელშეკრულების დადებით მიიღწევა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).
თვალთმაქცური და მოჩვენებითი გარიგების დადებისას მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა და არ სურთ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომა, მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში კი გარიგება დადებულია სხვა გარიგების დასაფარად და მხარეები განიზრახავენ დაფარული ხელშეკრულების შედეგების მიღწევას. ამიტომ კანონი ამ გარიგებას ავტომატურად არ მიიჩნევს ბათილად. მოჩვენებითი გარიგების ბათილობა იწვევს თვალთმაქცური გარიგების ნორმების ამოქმედებას სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად. თვალთმაქცური გარიგება წარმოადგენს მოჩვენებითი გარიგების ნაირსახეობას და განსხვავდება იმით, რომ გარიგების მონაწილეებს რეალურად მისი განხორციელება სურთ. თვალთმაქცური და მოჩვენებითი გარიგების დროს ნების გამოვლენის სუბიექტების შინაგანი ნება და გამოვლენილი ნება არ ემთხვევა ერთმანეთს. დადებული გარიგებით ისინი ფარავენ სხვა გარიგებას, რომლის დადების ნებაც რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში დგება ნების გამოვლენის ბათილობის საკითხი.
მოჩვენებითი გარიგების დროს მოსაჩვენებლად იქცევა ამ გარიგების მონაწილე ნების გამოვლენის ყველა სუბიექტი. ამდენად, მოჩვენებითად ჩაითვლება გარიგება, თუკი ნების გამომვლენი და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა, ე.ი. გარიგების მონაწილე მხარეები უნდა აცნობიერებდნენ, რომ მათ შორის დადებულ გარიგებას სამართლებრივი შედეგები არ მოჰყვება და იგი დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად. ამასთან, იგი, როგორც წესი, კანონსაწინააღმდეგო მიზნების მისაღწევად ან დასაფარად გამოიყენება. მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში შეიძლება დაისვას მესამე პირთა ინტერესების დაცვის საკითხი. იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებითად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.
სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის, 477-ე და 56-ე მუხლების პირველი ნაწილების თანახმად, სასამართლო აღნიშნავს, რომ გარიგების დადებისათვის აუცილებელია: ა) ნამდვილი ნების გამოვლენა; ბ) ამ ნების საფუძველზე გარკვეული იურიდიული შედეგის დადგომის სურვილი. ერთ-ერთი პირობის არარსებობა გამორიცხავს ნამდვილი გარიგების არსებობას და, შესაბამისად, თუ გარიგება დაიდო ასეთ პირობებში, იგი ბათილია. მოჩვენებითი გარიგების დროს, მართალია, სახეზეა მხარეთა ნების გამოვლენა და გარიგება ფორმალურად შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, თუმცა, მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება არ მოიცავს გარკვეული იურიდიული შედეგის დადგომის განზრახვას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31--ე მუხლის პირველი ნაწილი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს, რომლის თანახმადაც, მხარეებს კანონის ფარგლებში შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც პირდაპირ არაა მითითებული სამოქალაქო კოდექსში. ეს გ---–-სხმობს, თავის მხრივ, ისეთი ხელშეკრულების დადებასაც, რომლებიც მოიცავს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული რამდენიმე ხელშეკრულების ელემენტებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება).
ამავე კოდექსის 428-ე მუხლის რეგულაციით - ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება მაშინაც, როდესაც კრედიტორი ამ ვალდებულებით გათვალისწინებული შესრულების ნაცვლად შესრულებად იღებს სხვა შესრულებას.
მოცემულ შემთხევაში დგინდება, რომ გ---–- მ---ს მ--–--ზ ა--------ს მიმართ გააჩნდა ფულადი ვალდებულება წარმოშობილი 2--- წლის 27 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან. მხარეებს შორის არ არის სადავო გარემოება, რომ მსესხებელი ვერ ასრულებდა კრედიტორის წინაშე არსებულ ვალდებულებას; აღსრულების ეროვნულ ბიუროში მიმდინარეობდა სააღსრულებო წარმოება; მ--–--ზ ა--------ს განცხადების (დავალიანების ნებაყოფლობით დაფარვის შესახებ კრედიტორისა და მოვალის შეთანხმების მოტივით) საფუძველზე აღსრულების ეროვნული ბიუროს 2--- წლის 21 ოქტომბრის №---- ბრძანებით შეწყდა სააუქციონო მომსახურების ფარგლებში გამოცხადებული აუქციონი სადავო ქონების გასხვისების შესახებ. მხარეები ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებით შეთანხმდნენ მ--–--ზ ა--------ს მიმართ იპოთეკის გაუქმებაზე (ხელშეკრულების 8.3 პუნქტი). აღნიშნულიდან გამომდინარე, 2--- წლის 20 ოქტომბრის გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებას მოჰყვა შესაბამისი შედეგი - მოვალე გ---–- მ----ს, როგორც მსესხებლის ვალდებულება, წარმოშობილი 2--- წლის 27 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან შეწყდა კრედიტორის - მ--–--ზ ა--------ს მიერ სხვა შესრულების მიღებით, რაც შეესაბამება სსკ-ის 428-ე მუხლის დანაწესს. რაც შეეხება ქონების ფასსა და დავალინებას შორის ღირებულებით დისპროპორციას იგი არ წარმოადგენს ხელშეკრულების ბათილობის საფუძველს და შესაბამისობაშია მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპთან სსკ-ის 31--ე მუხლის თანახმად. ამასთან, აღნიშნულის დადგენა არ არის მოცემული დავის საგანი. ასეთის არსებობის შემთხვევაში მხარეს აქვს უფლება იდავოს კრედიტორის მიმართ კონდიქციური ვალდებულების მარეგ---–-რებელი საფუძვლებიდან გამომდინარე.
შესაბამისად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია იმ ურთიერთობის არსებობა მხარეებს შორის, რაც თვისობრივად უძრავი ნივთის ნასყიდობის (გამოსყიდვის უფლებით) ხელშეკრულებისათვის არის დამახასიათებელი და ადასტურებს მათი შინაგანი, რეალური ნებისა და გარეგნულად, მხარეთა მიერ ხელშეკრულებით გამოხატული ნების თანხვედრას და ამ ნებისათვის მხარეთა მიერ მსვლელობის მიცემას, სსკ-ის 477-ე, 509-ე, 31--ე და 428-ე მუხლების შესაბამისად.
6.2. მ--–--ზ ა--------ს შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით:
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის მიხედვით, განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად, უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე თბილისი, კ----–--ის №--, კორპუსი №-, სართული 1, ბინა №-. ფართი 1-5, 81 კვ.მ, რეგისტრირებული 0---------------------- საკადასტრო კოდით არის შეგებებული სარჩელით მოსარჩელის საკუთრება. ასევე, დადგენილია, რომ გ---–- მ---- ფლობს მ--–--ზ ა--------ს საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ქონებას-საცხოვრებელ სახლს.
მხარეთა შორის არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რის მიხედვითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შესაძლოა მოპასუხესთან მიმართებაში ყოფილიყო შეზღუდული. ამდენად, მესაკუთრე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული მესაკუთრის უფლებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მ--–--ზ ა--------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს: გ---–- მ----ს უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი უნდა იქნეს უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: თბილისი, კ----–--ის №--, კორპუსი №-, სართული 1, ბინა №-. ფართი 1-5, 81 კვ.მ, რეგისტრირებული 0---------------------- საკადასტრო კოდით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
გ---–- მ----ს სარჩელზე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვლება სახელმწუფო ბიუჯეტში გადახდილად.
მოპასუხე გ---–- მ---მა მ--–--ზ ა-------ს უნდა აუნაზღაუროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 120 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-91-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე გ---–- მ----ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მ--–--ზ ა--------ს შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს.
3. მ--–--ზ ა--------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, კ----–--ის ქუჩა №--, კორპუსი №-, ბინა №-, ს/კ 0---------------------- გამოთხოვილ იქნეს გ---–- მ----ს უკანონო მფლობელობიდან და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მოსარჩელეს.
4. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 9 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მ--–--ზ ა-------ს აეკრძალა ვალდებულების მოხსნა უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, კ----–--ის ქუჩა №--, კორპუსი №-, ბინა №-, ს/კ 0---------------------- და აეკრძალა ამ ქონების გასხვისება და ნებისმიერი ფორმით უფლებრივად დატვირთვა.
5. შეგეგებული სარჩელით მოპასუხე გ---–- მ---ს მ--–--ზ ა--------ს სასარგებლოდ დაეკისროს შეგებებულ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 120 ლარი.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლილი ტყემალაძე