გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა
(სარეზოლუციო ნაწილი)
20 მაისი 20-9 წელი ქ. გარდაბანი
მაგისტრი - ეკატერინე პართენიშვილი
სხდომის მდივანი - გიორგი ნოზაძე
განმცხადებლები - ნ----------–---–-, ზ-----------–---–ი
განმცხადებლის წარმომადგენელი - ნ--------------–---–ი
მოთხოვნა - იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების ნათესაური კავშირის და უფლების დამდგენი საბუთის იმ პირისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენა, რომლის სახელი, მამის სახელი ან გვარი, რაც საბუთებშია აღნიშნული, არ ემთხვევა მის პასპორტში ან დაბადების მოწმობაში აღნიშნულ სახელს,მამის სახელს ან გვარს
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
მაგისტრმა იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 248-ე, 257-ე, 310-ე, 311-ე, 312-ე, 3161-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ----------–---–-ს და ზ-----------–---–ის განცხადება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. დადგენილ იქნეს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი მასზედ, რომ განმცხადებლების მამა - 2007 წლის 31 აგვისტოს გარდაცვლილი ზ------------–---–- (პ/ნ 3500-087398) წარმოადგენს 1980 წლის 11 მარტს გარდაცვლილი ვ--–-------------–---–ის შვილს;
2.1. დადგენილ იქნეს იურიდიული მნიშვნელობის მქონეს ფაქტი მასზედ, რომ ვარა დადვაძის სახელზე არსებული საჯარო რეესტრის ჩანაწერი საკადასტრო კოდით 0-.1-.0-.1--.0-- უძრავ ქონებაზე მდებარე ქ. თბილისი ხ-----–---–-- ქუჩა #20 ეკუთვნის 1980 წლის 11 მარტს გარდაცვლილ ვ--–-------------–---–ს;
3. სამოქალაქო საქმეზე #2-764-19, სახელმწიფო ბაჟი წინასწარ გადახდილია.
4. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. #6) საჩივრის შეტანის გზით, დასაბუთებული დადგენილების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში. საქმის შედეგით დაინტერესებულმა პირებმა სასამართლოს შეიძლება მიმართონ განცხადებით დადგენილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე, 424-427-ე მუხლებით დადგენილი წესით, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების საფუძვლის არსებობის შეტყობიდან ერთი თვის ვადაში.
5. დადგენილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება დადგენილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია დადგენილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს დადგენილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება დადგენილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მაგისტრი ეკატერინე პართენიშვილი
შენიშვნა:
განმცხადებლის წარმომადგენლის თხოვნით, რომელმაც წერილობით განაცხადა, რომ ეთანხმება ამ დადგენილებას და უარს აცხადებს მის გასაჩივრებაზე, სასამართლო შემოიფარგლა დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებით _ დასაბუთების გარეშე, შესაბამისად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 250-ე მუხლისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 370-ე მუხლისა და ამავე კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის ძალით, დადგენილება გამოცხადებისთანავე შესულია კანონიერ ძალაში და სავალდებულოა აღსასრულებლად.
მაგისტრი ეკატერინე პართენიშვილი