გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/3104-19
330210019002854913
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
20.05.2019 წ. ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - თამარ ბურჯანაძე
სხდომის მდივანი - ქეთევან ჭელიძე
მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით მოპასუხე) - ზა---------–----ე
წარმომადგენლები - მი----–---–---–---–ი, სა-------------–--ე
მოპასუხე (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) - მა---------–-–---–ი
წარმომადგენელი - გე-–------–--–-–---–ი
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
დავის საგანი (შეგებებული სარჩელით) - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მა---------–-–---–ის უკანონო მფლობელობიდან ზა--------–-----ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე - ქ. თბილისი, ვა--------–----------–-ბა 3----------------------–---------------------–----------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0------------------.5-- გამოთხოვა;
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმსასრულებელი კომიტეტის საბინაო მეურნეობის სამმართველოს არასაცხოვრებელი ფართობის აღრიცხვა განაწილების სამმართველოს მიერ 1991 წლის 07 მაისს გაცემული ორდერის საფუძველზე უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა ქ.თბილის, ვ---------–--------------–-----------------------------------–------------------. საქართველოს მხატვართა კავშირის 2008 წლის 05 აგვისტოს #-- ცნობის მიხედვით გ-----------–------ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 01 თებერვლის #--- დადგენილების და მთავრობის 1992 წლის 11 აგვისტოს #--- დადგენილების თანახმად, მიეცა ზემოხსენებული ფართის პრივატიზაციის უფლება.
2007 წლის 02 დეკემბერს ამხანაგობა ,,მ----------------"-ის კრების ოქმის საფუძველზე მა---------–-–---–ს საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისი, ვა--------–----------–-ბა 3---------------------ში მდებარე ს-----.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე ბათილად იქნა ცნობილი ამხანაგობა ,,მ----------------" -ის 2007 წლის 02 დეკემბრის კრების ოქმი, ქ------–--–------------–------------–----------------------ში მდებარე ს-----ს მა---------–-–---–ისთვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ.აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
გ-----------–------ 2017 წლის 06 აპრილს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე სადავო უძრავი ქონება გადასცა საკუთრებაში თავის ძმას ზა---------–----ეს.
მა---------–-–---–ი დღეის მდგომარეობითაც სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მოსარჩელე მხარის ნების გარეშე ფლობს და სარგებლობს აღნიშნული უძრავი ქონებით.
(იხ. სარჩელი, ს.ფ. 2-6, მოისმინეთ 2019 წლის 24 აპრილის სასამართლოს სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 12:19:28).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მოსარჩელეს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის უფლება გააჩნია, თუმცა იგი მოვალეა დააბრუნოს ბინის გაუმჯობესებით გამოწვეული ხარჯები.
3. შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა:
3.1. ზა--------–-----სათვის მა---------–-–---–ის სასარგებლოდ 37 000 ლარის დაკისრება.
შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლები:
მა---------–-–---–ს, 2007 წლის 02 დეკემბერს, ამხანაგობა ,,მ----------------"-ის კრების ოქმის საფუძველზე საკუთრებაში გადაეცა, ქ------–---------------–-------------–-----------------------------------ში მდებარე ს----- და საჯარო რეესტრში აღირიცხა მასზე საკუთრების უფლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ამხანაგობა ,,მ----------------" -ის 2007 წლის 02 დეკემბრის კრების ოქმი ქ.თბილისში, ვ---------–------------–----------------------------------ში მდებარე ს-----ს მა---------–-–---–ისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ.
სხვაობა, ამხანაგობა ,,მ----------------"-ის 2007 წლის 02 დეკემბრის კრების ოქმის საფუძველზე გადმოცემული ბინის, გადმოცემის დროისათვის არსებულ რეალურ ღირებულებას და გაუმჯობესების შედეგად მიღებულ საბაზრო ღირებულებას შორის შეადგენს 37 000 ლარს. სამუშაოები, რომელთა ჩატარების ხარჯზეც გაიზარდა ბინის ღირებულება გაწეულია მა---------–-–---–ის მიერ.
4. შეგებებული სარჩელის მოპასუხის პოზიცია
4.1. ზ---------–------ წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობის გამო.
მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, მა---------–-–---–მა საკუთარი მოთხოვნა გაწეული ხარჯების ანაზღაურების შესახებ წაუყენა არასათანადო პირს - ზ---------–------, რომელიც სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე გახდა 2017 წლის 30 მარტის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, მას შემდეგ, რაც გ-----------–------ განკარგა მის საკუთრებაში არსებული ნივთი. შესაბამისად, მოპასუხე თვლის რომ ზ---------–----- წარმოადგენს არასათანადო მოპასუხეს, ვინაიდან მან საკუთრების უფლება სადავო ნივთზე მოიპოვა 2017 წლის 30 მარტს, ხოლო წინა მესაკუთრისათვის - გი----------–-----სათვის, მა---------–-–---–ს უძრავი ქონების გაუმჯობესების შესახებ არ განუცხადებია. შესაბამისად, არაგონივრულია ზ---------–------ მოეთხოვოს და დაეკისროს ხარჯი, რაც მოსარჩელემ ჰიპიტეტურად გასწია იმ პერიოდში, როდესაც ფართი ზა--------–-----ს საკუთრებას არც წარმოადგენდა.
გარდა ამისა, მოპასუხე უთითებს რომ თუკი მა---------–-–---–მა 2007 წლეს გასწია ხარჯები სადავო ქონებაზე, მაშინ ამ ხარჯების მოთხოვნა 10 წლის შემდგომ წარმოადგენს ხანდაზმულ მოთხოვნას და ნებისმიერ პირს უფლება აქვს უარი განაცხადოს ხანდაზმული მოთხოვნის შესრულებაზე.
მოპასუხე ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველზე და განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ გვყავს არაუფლებამოსილი კეთილსინდისიერი მფლობელი, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე ვერ დასტურდება სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების პირველ რიგში მა---------–-–---–ის მიერ გაწევის ფაქტი და შემდგომ ის კონკრეტული პერიოდი, რა დროსაც მა---------–-–---–მა მოახდინა ფართის გაუმჯობესება.
5. ფაქტობრივი გარემოებები
5.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
5.1.1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,მ----------------“-ის 2007 წლის 02 დეკემბრის გადაწყვეტილებით მა---------–-–---–ს საკუთრებაში გადაეცა ქ------–--–-------------–---------------------------ში მდებარე 7---- კვ.მ. ს-----, საკადასტრო კოდი #0-------------------- და აღირიცხა საჯარო რეესტრში;
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 19);
- მხარეთა ახსნა-განმარტება
5.1.2. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,მ----------------“-ის 2007 წლის 02 დეკემბრის გადაწყვეტილებით მა---------–-–---–ს საკუთრებაში გადაეცა სწორედ ის ს-----, რომელიც გ-----------–------ გადაცემული ჰქონდა შემოქმედებითი სახელოსნოსათვის და აზომვის შედეგად ს-----ს ფართი განისაზღვრა 7- კვ.მ.-ით.
აღნიშნული ფაქტი გახდა მხარეთა შორის სასამართლო დავის დაწყების საფუძველი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილებით გი----------–-----ს სარჩელი დაკმაყოფილდა. რომლითაც, ბათილად იქნა ცნობილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,მ----------------“-ის 2007 წლის 02 კრების ოქმი ქ. თბილისში, ვ---------–---------------------------ში მდებარე 7---- კვ.მ. ს-----ს (საკადასტრო კოდი #0--------------------) მა---------–-–---–ისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ.
აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, რაც 2017 წლის 30 მარტს სადავო უძრავ ქონებაზე გი----------–-----ს საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი გახდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 17-18);
- 04.04.2012 წლის გადაწყვეტილება (ს.ფ. 26-32)’
5.1.3. დღეის მდგომარეობით, ქ. თბილისში, ვ---------–---------------------------ში მდებარე 7---- კვ.მ. ს-----ს (საკადასტრო კოდი #0--------------------), საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ზა---------–----ის სახელზე, 2017 წლის 30 მარტის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 15-16);
5.1.4. 2017 წლის 20 ივლისის აუდიტორული დასკვნის თანახმად ქ. თბილისში, ვ---------–---------------------------ში მდებარე 7---- კვ.მ. ს----- შეფასებულია 55 000 ლარად, ხოლო მოცემული ფართის შავი ჩონჩხის ღირებულებაა 18000 ლარი;
ამავე აუდუტორის მიერ 2017 წლის 20 ივლისს შედგენილი აუდიტორული დასკვნის თანახმად, მა---------–-–---–ის მიერ ზა---------–----ის კუთვნილ სხვენზე განხორციელებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ღირებულება შეადგენს 27465 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აუდიტორული დასკვნები (ს.ფ. 142-143);
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
5.1.5. მა---------–-–---–ი 2007 წლიდან ფლობს უძრავ ქონებას მდებარე ქ. თბილისში, ვ---------–---------------------------ში მდებარე 7---- კვ.მ. სხვენს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამხანაგობის კრების ოქმი (ს.ფ. 31-32);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 19);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
5.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
5.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მა---------–-–---–ის მიერ ნივთის დაუფლების მომენტისთვის ს----- არასრული შავი კარკასის სახით არსებობდა, რაც თავის მხრივ ამყარებს იმ შეხედულბას რომ მა---------–-–---–ის მფლობელობის პერიოდში განხორცილედა მასზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ჩატარება, ამ უკანასკნელის მხრიდან.
რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ბინა არასრული შავი კარკასის სახით არსებობდა, დასტურდება ბინათმესკუთრეთა ამხანაგობა ,,მ----------------“-ის 2007 წლის 02 დეკემბრის კრების ოქმით, 2017 წლის 24 ივლისის N- კრების ოქმითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილებით.
ამხანაგობა ,,მ----------------“-ის 2007 წლის 02 დეკემბრის კრების ოქმის შინაარსით დგინდება, რომ მა---------–-–---–ისათვის ს-----ს გადაცემის მომენტისათვის, ამ უკანასკნელმა ხსენებულ ფართზე თავისი ხარჯებით გაიყვანა წყლის მილები, ელ. გაყვანილობის სადენები, გალესა კედლები და ჭერი, შეაკეთა კოსპუსის სახურავის ნაწილი.
ბინათმესკუთრეთა ამხანაგობა ,,მ----------------“-ის 2017 წლის 24 ივლისის N- კრების ოქმის შინაარსი ეხება სადავო ფართის მდგომარეობას გადაცემის დროისათვის, კერძოდ გასატანი იყო ფართიდან ორი მანქანა ნაგავი, კედლები გაულესავი, არ ჰქონდა კარ-ფანჯარა, ჭერიდან ჩადიოდა წყალი. კრების ოქმის თანახმად, მა---------–-–---–მა მოაწესრიგა ფართი და მისცა მას საცხოვრებელი სახლის/ბინის სახე, ანუ ჩაატარა შემდეგი სამუშაოები: ორჯერ ჭერის კაპიტალური რემონტი, ოთახების დაყოფა, ამოაშენეს შიდა გადაღობვები, გალესეს ფართი, დააგეს იატაკი, შელესეს ჭერი, ააშენეს მასში ბუხარი, ჩააყენეს ფართში მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა, ჩააყენეს ცეტრალური შესასვლელი რკინის კარი, გაიყვანეს მასში დენი, გაზი, წყალი, კანალიზაცია, ტელეფონი, ინტერნეტი, დააგეს სახლის გარკვეულ ნაწილზე მეტლახი, ნაწილზე ლამინატი, ხოლო ნაწილზე პარკეტი, სახლში ჩაატარეს ევრორემონტი, ასევე ჩააშენეს სამზარაულოში სამზარეულოს კარადები და საძინებელ ოთახებში კარადები.
მითითებული მტკიცებულებების საწინააღმდეგოდ სასამართლო სხდომაზე ბუნდოვანი იყო ზა--------–-----ს პოზიცია მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. მის მიერ მოხდა მხოლოდ იმის მითითება, რომ სადავო ფართზე მა---------–-–---–მა საკუთრების უფლების აღრიცხვამდე განახორციელა სარემონტო სამუშაოები, რაც ნიშნავს იმას, რომ იგი თავს ვერ დაიცავს კეთილსინდისერი მფლობელის ინსტიტუტით.
სასამართლო მითითებულ განმარტებასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარე თავისი ახსნა-განმარტებითაც კი არ ახდენს სათანადოდ შედავებას და იმის მტკიცებას, რომ აღნიშნულ სადავო გარემოებას ადგილი არ ჰქონია, ან თუ დასკვნაში მითითებულ უძრავ ქონებაზე არ მომხდარა სარემონტო სამუშაოების ჩატარება.
რაც შეეხება საკუთრების უფლების აღრიცხვამდე სარემონტო სამუშაოების ჩატარებასა და მისი ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებულ გარემოებებს სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებელი როგორც არაუფლებამოსილი კეთილსინდისიერი პირის (163-ე მუხლი), ასევე არაკეთილსინდისიერი მფლობელის (164-ე მუხლი) შემთხვევაში ადგენს ნივთზე გაწეული ხარჯების მოთხოვნის უფლებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამხანაგობის კრების ოქმები (ს.ფ. 31-32, 155-157);
5.2.2. საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების და გამოკვლევის საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მა---------–-–---–ის მიერ დღეის მდგომარეობით ზა---------–----ის კუთვნილ სხვენზე განხორციელებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ღირებულება შეადგენს 27 465 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მა---------–-–---–ის მიერ სარემონტო სამუშაოების ჩატარებას ადასტურებს სამქეში წარმოდგენილი ბინათმესკუთრეთა ამხანაგობა ,,მ----------------“-ის 2017 წლის 24 ივლისის კრების ოქმი N-, სასამართლოს 2012 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილება და მხარეთა ახსნა-განმარტება;
აღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება აგრეთვე ის ფაქტი, რომ მა---------–-–---–ის მიერ ნივთის დაუფლების მომენტისთვის ბინა არასრული შავი კარკასის სახით არსებობდა, რაც თავის მხრივ ამყარებს იმ შეხედულბას რომ მა---------–-–---–ის მფლობელობის პერიოდში განხორცილედა მასზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ჩატარება, ამ უკანასკნელის მხრიდან.
ჩატარებული სარემონტო სამუშაოების შედეგად ბინის ღირებულების გაზრდასთან დაკავშირებით, სარჩელში მითითებული გარემოების დასადასტურებლად მა---------–-–---–მა წარმოადგინა აუდიტორული დასკვნა, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ვ---------–---------------------------ში მდებარე 7---- კვ.მ. ს----- შეფასებულია 55 000 ლარად, ხოლო მოცემული ფართის შავი ჩონჩხის ღირებულებაა 18000 ლარი;
ამავე აუდუტორის მიერ 2017 წლის 20 ივლისს შედგენილი აუდიტორული დასკვნის თანახმად, მა---------–-–---–ის მიერ ზა---------–----ის კუთვნილ სხვენზე განხორციელებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ღირებულება შეადგენს 27465 ლარს.
ზოგადი სფეროს აუდიტორის ი-–----------------–---–-- 2017 წლის 20 ივლისის აუდიტორული დასკვნის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის.
შეგებებული სარჩელის მოპასუხეს აღნიშნული მტკიცებულებით დადასტურებული ფაქტების საწინააღმდეგოდ მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულების გასაქარწყლებლად აუცილებელია მტკიცებულებით დადგენილი ფაქტების საწინააღმდეგო, გამაბათილებელი ან სულ მცირე, განსხვავებული ფაქტების დამადასტურებელი ალტერნატიული მტკიცებულების წარმოდგენა. მარტოოდენ მითითება მტკიცებულების უსაფუძვლობაზე, საკმარისი არ არის და არ შეესაბამება მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტს, ვინაიდან, მტკიცებას ექვემდებარება როგორც სარჩელის, ასევე შესაგებლის საფუძვლები. ამდენად, ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარემ ვერ შეძლო აუდიტორული დასკვით დადასტურებული ფაქტობრივი გარემოების გაქარწყლება, აღნიშნულ მტკიცებულებას სასამართლო მხედველობაში იღებს, როგორც საპროცესო ნორმის დაცვით მიღებულ და მოწინააღმდეგე მხარის მიერ შეუცილებად წერილობით დოკუმენტს.
ამდენად, სასამართლო სარემონტო სამუშაოების შედეგად ბინის გაზრდილი ღირებულების დასადგენად იზიარებს ზემოაღნიშნულ აუდიტორულ დასკვნას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აუდიტორული დასკვნა (ს.ფ. 144-148);
5.2.3. სასამართლო არ იზიარებს ზა---------–----ის განმარტებას და დადგენილად მიიჩნევს, რომ მა---------–-–---–ი წარმოადგენს არაუფლებამოსილ კეთილსინდისიერ პირს სადავო უძრავ ქონებასთან მიმართებით.
სასამართლო ვერ დაეთანხმება ზა--------–-----ს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე არაკეთილსინდისიერ პირს წარმოადგენს. ამ თვალსაზრისით მოპასუხე საკუთარ პოზიციას ამყარებს საქმეში წარმოდგენილ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 04 აპრილის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე. მართალია, ამ გადაწყვეტილების საფუძველზე ბათილად იქნა ცნობილი ამხანაგობის კრების ოქმი, რომლითაც მა---------–-–---–ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა, თუმცა, სასამართლოს მოსაზრებით, ეს გარემოება ვერ გახდება მესაკუთრის პოზიციის უპირობოდ გაზიარების საფუძველი, რადგან კეთილსინდისიერება წარმოადგენს სამართლის საკითხს. დადგენა იმისა, პირი ამა თუ იმ მოვლენის მიმართ არის თუ არა კეთილსინდისიერი, სწორედ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების შეფასების შედეგად უნდა განხორციელდეს.
მიუხედავად ბათილი გარიგების შედეგების სავალდებულო ძალისა, მესამე პირის ნდობა დაცული უნდა იყოს, რაც მისთვის მეორადი მოთხოვნის უფლების რეალიზაციის შესაძლებლობაში ვლინდება.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,მ----------------“-ის 2007 წლის 02 დეკემბრის გადაწყვეტილებით მა---------–-–---–ს საკუთრებაში გადაეცა ქ------–--–-------------–---------------------------ში მდებარე 7---- კვ.მ. ს-----, საკადასტრო კოდი #0-------------------- და აღირიცხა საჯარო რეესტრში;
საჯარო რეესტრში უძრავი ქონების მოსარჩელის სახელზე რეგისტრაცია კი იძლეოდა იმის საფუძველს, რომ მა---------–-–---–ს იგი სამუდამოდ შეძენილად მიეჩნია.
5.2.4. სასამართლო არ იზიარებს აგრეთვე ზა---------–----ის პრეტენზიას მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.
იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის არ არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა სარემონტო სამუშაოებთან მიმართებით, აღნიშნულ მოთხოვნაზე ხანდაზმულობის ათწლიანი ვადა ვრცელდება (სსკ-ის 128.3-ე მუხლი).
სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ სადავო უძრავ ქონებაზე მა---------–-–---–ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია გაუქმდა 2013 წლის 02 დეკემბერს (იხ. ს.ფ. 20). აღნიშნული დროიდან - 2013 წლის დეკემბრის თვიდან მოსარჩელისათვის ცნობილი იყო უფლების დარღვევის შესახებ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სასამართლოს შეგებებული სარჩელით მიმართა 2017 წელს, ათ წლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის პრეტენზიას მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.
5.2.5. სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მოსარჩელე წარმოადგენს ბათილი განკარგვის საფუძველზე მიღებული ნივთის კეთილსინდისიერ, თუმცა, არამართლზომიერ მფლობელს, აღნიშნული დღის წესრიგში აყენებს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის კონკურენციას: დავა გამომდინარეობს პოსესორული თუ კონდიქციური ურთიერთობიდან. სამოქალაქო კოდექსის მიხედვით მფლობელობა დიფერენცირებულია ობიექტური და სუბიექტური ფაქტორების მიხედვით (სკ-ის 160-ე- 164-ე მუხლები), კანონი მიჯნავს კეთილსინდისიერი მფლობელის მოთხოვნასა (160-ე-161-ე მუხლები) და მართლზომიერი მფლობელის მოთხოვნას (162-ე მუხლი), ასევე, არაუფლებამოსილი კეთილსინდისიერი მფლობელის ვალდებულებებსა (163-ე მუხლი) და არაკეთილსინდისიერი მფლობელის ვალდებულებებს (164-ე მუხლი), ამასთან ერთად, გასათვალისწინებელია, რომ კეთილსინდისიერი (არაკეთილსინდისიერი) მფლობელობის ინსტიტუტში, ასევე არსებობს განსხვავებები კეთილსინდისიერი მფლობელისა და არაუფლებამოსილი კეთილსინდისიერი მფლობელის უფლება-ვალდებულებებში. სამოქალაქო კოდექსის 163-ე მუხლის ძალით, როდესაც არამართლზომიერი კეთილსინდისიერი მფლობელისგან ნივთის ვინდიცირება განხორციელდება, ნივთის დაბრუნების მოთხოვნის წაყენებამდე მფლობელს ეკუთვნით ნივთისა და უფლების ნაყოფი. მასვე შეუძლია უფლებამოსილ პირს მოსთხოვოს იმ გაუმჯობესებისა და ხარჯების ანაზღაურება, რაც ნივთზე კეთილსინდისიერი მფლობელობის დროს იქნა გაღებული და რაც არ არის კომპენსირებული ამ ნივთით სარგებლობითა და მისგან მიღებული ნაყოფით. მფლობელის ბრალით მიუღებელი ნაყოფის ღირებულება უნდა გამოიქვითოს. იგივე წესი ვრცელდება ისეთ გაუმჯობესებებზე, რომელთა შედეგადაც გაიზარდა ნივთის ღირებულება, თუკი გაზრდილი ღირებულება ნივთის დაბრუნების მომენტისათვის ჯერ კიდევ არსებობდა. რაც შეეხება კანონისმიერი ვალდებულების (კონდიქცია) ფარგლებში კეთილსინდისიერი არამართლზომიერი მფლობელის უფლებრივ მდგომარეობას, მას სამოქალაქო კოდექსის 980-ე მუხლის პირველი ნაწილი არეგულირებს. მითითებული ნორმა ითვალისწინებს კონდიქციური ვალდებულების განსაკუთრებულ შემთხვევას, როცა ქონების უსაფუძვლოდ მიმღებს, იგი სამუდამოდ შეძენილად მიაჩნდა და ამასთან დაკავშირებით განსაზღვრული ხარჯები გაიღო ამ ქონების გაუმჯობესებისათვის ან წარმოეშვა ქონებრივი დანაკლისი. უფლებამოსილი პირის გამოჩენის შემთხვევაში, მიმღები მოვალეა, დააბრუნოს ქონება, მაგრამ მას უფლება აქვს, მოითხოვოს გაწეული ხარჯების ან მიღებული ქონებრივი დანაკლისის ანაზღაურება. მიმღების მიერ გაწეული ხარჯები ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოვალე (პირი, რომელსაც დაუბრუნდა ქონება) ამით გამდიდრდა. თუ გამდიდრების ფაქტი არ არსებობს, მაშინ მხოლოდ ხარჯების გაწევა არ წარმოშობს კონდიქციურ ვალდებულებას. გამდიდრების ფაქტის დასადგენად უნდა გაირკვეს, თუ რა სახით იყო ნივთი გადაცემული და რა სახით ბრუნდება იგი, ანუ უნდა დადგინდეს გამდიდრების ხარისხი. ამ ფაქტის დადგენა აუცილებელია, რადგან გაწეული ხარჯები უნდა ანაზღაურდეს გამდიდრების ოდენობის შესაბამისად, ამასთან, კონდიქციურმა მოთხოვნამ არ უნდა გამოიწვიოს გამდიდრებული პირის ქონების იმაზე მეტად შემცირება, რითაც იგი გამდიდრდა. ანაზღაურების ვალდებულება გამორიცხულია, თუ გადაცემული საგანი არ იძლევა იმის საფუძველს, რომ იგი მიჩნეულ იქნეს სამუდამოდ შეძენილად (იხ. სუსგ №ას-303-285-2014, 30 ოქტომბერი, 2015 წელი). ერთ-ერთ საქმეზე სადაც გადაცემული საგანი წარმოადგენდა უძრავ ქონებას, საკასაციო პალატამ განმარტა, რომ ასეთი ქონება სამუდამოდ შეძენილად შეიძლება მივიჩნიოთ იმ შემთხვევაში, თუ მიმღები ამ ქონების მესაკუთრედ იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, რადგანაც საჯარო რეესტრში უძრავი ქონების მოსარჩელის სახელზე რეგისტრაცია, იძლეოდა იმის საფუძველს, რომ მოსარჩელეს იგი სამუდამოდ შეძენილად მიეჩნია (იხ. სუსგ-ებები: №ას-243-565-05, 26 ივლისი, 2005 წელი; №ას-1245-1265-2011, 31 იანვარი, 2012 წელი; №ას-303-285-2014, 30 ოქტომბერი, 2015 წელი).
ამდენად, განსახილველი ურთიერთობის გათვალისწინებით მა---------–-–---–ის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 980-ე მუხლი.
5.2.6. სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას მასზედ, რომ ვინაიდან მა---------–-–---–მა მის მფლობელობაში არსებული ნივთის გაუმჯობესებისათვის გარკვეული ხარჯი გასწია, ამ ხარჯის ანაზღაურება ქონების ამჟამინდელ მესაკუთრე ზ---------–------ უნდა დაეკისროს, რადგან ქონების გადაცემამ მოპასუხის გამდიდრება გამოიწვია. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან გ-----------–----- გაუმჯობესებული ქონების მესაკუთრე და შემდეგ იგი გი----------–-----სგან გადაეცა მოპასუხეს, ამდენად გაუმჯობესებული ქონების გადაცემით კონკრეტული მოპასუხე არ გამდიდრებულა.
საწინააღმდეგოს არსებობის პირობებშიც, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი, რამდენადაც სამართლებრივ სიკეთეთა უსაფუძვლო გადანაცვლების შედეგად ქონებრივი წონასწორობის აღდგენას კანონმდებელი უკავშირებს ფულად ანაზღაურებას, რომელიც განისაზღვრება მფლობელის (დაზარალებულის) მიერ ფაქტობრივად გაწეული დანახარჯებით გამოწვეული გამდიდრებით და არა ამ დანახარჯების საფუძველზე განხორციელებული გაუმჯობესების საბაზრო ღირებულებით. მოცემულ შემთხვევაში კი მოსარჩელე ფულად ანაზღაურებას ითხოვს არა ფაქტობრივად გაწეული დანახარჯებით, არამედ დანახარჯების საფუძველზე განხორციელებული გაუმჯობესების საბაზრო ღირებულებით.
სამოტივაციო ნაწილი
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიერ დადგენილია მა---------–-–---–ის მიერ ზა--------–-----ს კუთვნილი ქონებით უნებართვო სარგებლობის ფაქტი, ასევე დადგენილია რომ სადავო უძრავი ქონება დღემდე მოპასუხის მფლობელობაშია, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მა---------–-–---–ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
7. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე 105-ე მუხლები
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 163-ე, 164-ე, 168-ე, 183-ე, 320-ე, 316-ე, 317-ე, 971-ე, 980-ე მუხლები.
8. სამართლებრივი შეფასება
8.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
ამავე კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, ვინდიკაციური სარჩელი აღძრას, თუ მისი ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა და არსებობს სამი ელემენტი: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი, მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ ამ სამი პირობის დადგენის შემდეგ სასამართლოს შეუძლია, დაადგინოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. პირველი პირობა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის არის ის, რომ მესაკუთრეობა (თუ დავა უძრავ ნივთს ეხება) უნდა დასტურდებოდეს საჯარო რეესტრის ჩანაწერით. მეორე აუცილებელი ელემენტია, რომ მოპასუხე აუცილებლად უნდა ფლობდეს მესაკუთრის ნივთს და მფლობელობა არ უნდა იყოს კანონიერი. ხოლო 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
8.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.
საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ნივთის მდებარე: ქალაქი თბილისი, ვა--------–----------–-ბა 3----------------------–---------------------–----------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0------------------.5-- - მესაკუთრეა ზა---------–----ე. თავის მხრივ, მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულება რითაც დადგინდებოდა მისი მხრიდან ნივთის მართლზომიერების ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დადგენილია სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლება, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზა--------–-----ს სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
8.3. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მხარე თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა, რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რომლის მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომელთა შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით. ანუ, სასამართლომ უნდა დაადგინოს ნორმაში მოყვანილი აბსტაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი ურთიერთობის გათვალისწინებით მა---------–-–---–ის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 980-ე მუხლი.
8.4. უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე კონდიქციურ ვალდებულებათა რეგულირებას ეთმობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-991-ე მუხლები. უსაფუძვლო გამდიდრების ცნების ნორმის ანალიზი შესაძლებლობას იძლევა გამოვყოთ უსაფუძვლო გამდიდრებისათვის დამახასიათებელი შემდეგი ნიშნები: 1. უსაფუძვლო გამდიდრებას ადგილი უნდა ჰქონდეს აუცილებლად სხვა პირის ხარჯზე. 2. უსაფუძვლო გამდიდრების დროს სხვისი ქონების შეძენა (დაზოგვა) ხდება დაზარალებულის ხარჯზე. 3. გამდიდრების პროცესი უნდა მიმდინარეობდეს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. 4. ტერმინის “ქონება” ქვეშ უნდა ვიგულისხმოთ არამარტო კანონით დაცული მატერიალური სიკეთე, არამედ ყოველგვარი ქონებრივი უფლებები: ინტელექტუალური საკუთრების ყველა უფლება, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ მატერიალური გამოხატულება, ალბათ, ამ ცნებას უნდა მივაკუთვნოთ ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე ქონებრივი უფლებებიც. 5. უსაფუძვლო გამდიდრების დროს, მნიშვნელობა აქვს ობიექტურად დამდგარ შედეგს და არა ამ შედეგის დადგომასთან დაკავშირებული პირების მოქმედებას (ნებას). 6. უსაფუძვლო გამდიდრების შედეგად ვალდებულების წარმოშობას კანონმდებელი უკავშირებს არამარტო კანონებს, სამართლებრივ აქტებს, არამედ სხვადასხვა სახის იურიდიულ ფაქტებსაც.
უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილი ვალდებულებების ძირითადი დანიშნულება სწორედ დაზარალებულის ხარჯზე, უსაფუძვლოდ გამდიდრებული ან ქონებადაზოგილი შემძენის მიერ დაზარალებულისათვის ქონებრივი დანაკარგის ანაზღაურების უზრუნველყოფაა. უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე ვალდებულებებიც წარმოადგენენ ერთიან დამოუკიდებელ არასახელშეკრულებო ინსტიტუტს, რომელიც ემსახურება საკუთრების უფლებისა და სხვა ქონებრივი უფლებების დაცვას. ამ სახის ვალდებულების წარმოშობისათვის მნიშვნელოვანია თვით უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი და არა კონკრეტული საფუძველი, რასაც მოჰყვა გამდიდრება. ასეთი ფაქტად შეიძლება მივიჩნიოთ გამდიდრებული პირის, როგორც მართლზომიერი ისე არამართლზომიერი მოქმედება. ასევე, დაზარალებულის და მესამე პირთა იგივე სახის მოქმედებები. უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის არა ქონებრივი დანაკლისის შევსება, მაგ. ზიანის ანაზღაურება, არამედ ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა ანუ გამდიდრების გათანაბრება. ვალდებულების ამ ორი სახის განსხვავება პირველ რიგში მდგომარეობს იმაში, რომ ისინი სხვადასხვა საფუძვლებიდან წარმოიშობიან. ზიანის მიყენებით წარმოშობილი ვალდებულებების საფუძველი როგორც წესი, დელიქტია (სამართალდარღვევა). გამდიდრების უსაფუძვლობა კი შეიძლება ემყარებოდეს სხვადასხვა გარემოებებს, მათ შორის მართლზომიერ ქმედებებსაც, ამასთან, დაკავშირებით კანონში მითითებული გამონაკლისების გარდა, ზიანის მიყენების შედეგად ვალდებულება მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოიშობა, როცა სახეზე გვაქვს ზიანის მიმყენებლის ბრალეული ქმედება. უსაფუძვლო გამდიდრების დროს კი მნიშვნელობა არა აქვს ბრალს, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ერთი პირის ქონების გადასვლის ფაქტი მეორე პირის საკუთრებაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. განსახილველ ვალდებულებათა სახეებს შორის განსხვავებაა ასევე მათ შინაარსშიც. ზიანის მიყენებიდან წარმოშობილი ვალდებულება უზრუნველყოფს დაზარალებულის ქონებრივი სფეროს აღდგენას სრულად. ამ შემთხვევაში ანაზღაურება მიყენებული ზიანის ტოლია. უსაფუძვლო გამდიდრების დროს კი ასეთი ტოლობა შეიძლება არ გვქონდეს, (ანაზღაურება =/= ზიანს). ასეთ შემთხვევაში დაზარალებულს აუნაზღაურდება ზიანი იმ ოდენობით, რომლითაც მიმღები გამდიდრდა. განსხვავებულია პასუხისმგებლობის იურიდიული ბუნებაც ამ ვალდებულებებში. ზიანის ანაზღაურება დელიქტურ ვალდებულებებში ეს არის სამოქალაქო სამართლის პასუხისმგებლობის სახე, ანუ მოვალის ქონებრივი სფერო მცირდება და იზრდება კრედიტორის ქონებრივი სფერო. უსაფუძვლო გამდიდრების დროს კი ასეთი შემცირება-გაზრდას ადგილი არა აქვს. შესაბამისად უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა და გამდიდრების გათანაბრება არ არის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის სახე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 980-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მიმღებმა გასწია ხარჯები ან მას წარმოეშვა ქონებრივი დანაკლისი იმასთან დაკავშირებით, რომ საგანი სამუდამოდ შეძენილად მიაჩნდა, მაშინ იგი მოვალეა დააბრუნოს საგანი ხარჯებისა და დანაკლისის ანაზღაურების პირობით. მითითებული ნორმა ითვალისწინებს კონდიქციური ვალდებულების განსაკუთრებულ შემთხვევას, როცა ქონების უსაფუძვლოდ მიმღებს, იგი სამუდამოდ შეძენილად მიაჩნდა და ამასთან დაკავშირებით განსაზღვრული ხარჯები გაიღო ამ ქონების გაუმჯობესებისათვის ან წარმოეშვა ქონებრივი დანაკლისი. უფლებამოსილი პირის გამოჩენის შემთხვევაში, მიმღები მოვალეა, დააბრუნოს ქონება, მაგრამ მას უფლება აქვს, მოითხოვოს გაწეული ხარჯების ან მიღებული ქონებრივი დანაკლისის ანაზღაურება. მიმღების მიერ გაწეული ხარჯები ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოვალე (პირი, რომელსაც დაუბრუნდა ქონება) ამით გამდიდრდა. თუ გამდიდრების ფაქტი არ არსებობს, მაშინ მხოლოდ ხარჯების გაწევა არ წარმოშობს კონდიქციურ ვალდებულებას. გამდიდრების ფაქტის დასადგენად უნდა გაირკვეს, თუ რა სახით იყო ნივთი გადაცემული და რა სახით ბრუნდება იგი, ანუ უნდა დადგინდეს გამდიდრების ხარისხი. ამ ფაქტის დადგენა აუცილებელია, რადგან გაწეული ხარჯები უნდა ანაზღაურდეს გამდიდრების ოდენობის შესაბამისად, ამასთან, კონდიქციურმა მოთხოვნამ არ უნდა გამოიწვიოს გამდიდრებული პირის ქონების იმაზე მეტად შემცირება, რითაც იგი გამდიდრდა.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისში, ვ---------–---------------------------ში მდებარე 7---- კვ.მ. ს-----ს კეთილსინდისიერ მფლობელს წარმოადგენდა მა---------–-–---–ი. იმავე უძრავ ქონებაზე 2017 წლის 30 მარტს საკუთრების უფლება დაირეგისტრირა გ-----------–------. გ-----------–------, კი როგორც ამ უძრავი ქონების კანონიერმა მესაკუთრემ - თავის მხრივ 2017 წლის 30 მარტს უძრავი ქონება ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა მოპასუხე ზა---------–----ეს.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ ნივთის გაუმჯობესების გამო გაწეული ხარჯით მოპასუხე არ გამდიდრებულა. მას სადავო ქონება გი----------–-----საგან გადაეცა. გ-----------–------ კი ქონება საკუთრებაში აღირიცხა იმ მდგომარეობით, როგორშიაც ფლობდა მოსარჩელე მა---------–-–---–ი.
სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას მასზედ, რომ ვინაიდან მა---------–-–---–მა მის მფლობელობაში არსებული ნივთის გაუმჯობესებისათვის გარკვეული ხარჯი გასწია, ამ ხარჯის ანაზღაურება ქონების ამჟამინდელ მესაკუთრე ზა---------–----ეს უნდა დაეკისროს, რადგან ქონების გადაცემამ მოპასუხის გამდიდრება გამოიწვია. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან გ-----------–----- გახდა გაუმჯობესებული ქონების მესაკუთრე და შემდეგ იგი მისგან გადაეცა მოპასუხეს, ამდენად გაუმჯობესებული ქონების გადაცემით კონკრეტული მოპასუხე არ გამდიდრებულა.
სასამართლო განმარტავს, რომ გ-----------–------ მა---------–-–---–ის მართლზომიერ მფობელობაში არსებული ფართი (უკვე გაუმჯობესებულ მდგომარეობაში) 2017 წლის 30 მარტს განკარგა ”გააჩუქა” მოპასუხე ზა---------–----ეზე.
მჩუქებელსა და დასაჩუქრებულს შორის წარმოშობილ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა მოწესრიგებულია სამოქალაქო კოდექსის 524-530-ე მუხლებით, რომელთა დანაწესები მკაფიოდ გამოხატავენ ამ გარიგების სპეციფიკურ ხასიათს. ჩუქების ხელშეკრულების დეფინიცია მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლში, რომლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით. ამდენად, ჩუქებით წარმოშობილი მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის ძირითადი თავისებურება მისი უსასყიდლო ხასიათია, რაც ნიშნავს იმას, რომ მჩუქებელს არა აქვს უფლება, მოითხოვოს სამაგიერო დაკმაყოფილება მის მიერ გაცემული საჩუქრის გამო. ამასთან, ჩუქების უსასყიდლო ხასიათი არ გამორიცხავს მჩუქებლის ვალდებულებას ნივთის ნაკლთან მიმართებაში. ამ ურთიერთობის ბუნებიდან გამომდინარე, საჩუქარი უნდა აუმჯობესებდეს რა დასაჩუქრებულის ქონებრივ მდგომარეობას, იგი უნდა იყოს ხარისხიანი. ამის საწინააღმდეგო გარიგებამ შესაძლებელია, გამჩუქებლის პასუხისმგებლობაც გამოიწვიოს, რაც ასახულია სამოქალაქო კოდექსის 527-ე მუხლში, რომლითაც თუ მჩუქებელი ბოროტი განზრახვით დამალავს გაჩუქებული ქონების ნაკლს, იგი ვალდებულია, დასაჩუქრებულს აუნაზღაუროს ამით მიყენებული ზიანი.
აღნიშნული ნორმებით დადგენილი დანაწესების ერთობლიობაში განხილვითა და შეფასებით სასამართლო ასკვნის, რომ პასუხისმგებლობა ჩუქების საგნის ნაკლზე და, შესაბამისად, ნივთიდან გამომდინარე მჩუქებლის ვალდებულებები დასაჩუქრებულზე ვერ გადავა. ამდენად, მა---------–-–---–ის მოთხოვნა უძრავ ნივთზე გასხვისებამდე გაწეული ხარჯის ზა---------–----ისათვის დაკისრების თაობაზე დაუსაბუთებელია.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საწინააღმდეგოს არსებობის პირობებშიც, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი, რამდენადაც სამართლებრივ სიკეთეთა უსაფუძვლო გადანაცვლების შედეგად ქონებრივი წონასწორობის აღდგენას კანონმდებელი უკავშირებს ფულად ანაზღაურებას, რომელიც განისაზღვრება მფლობელის (დაზარალებულის) მიერ ფაქტობრივად გაწეული დანახარჯებით გამოწვეული გამდიდრებით და არა ამ დანახარჯების საფუძველზე განხორციელებული გაუმჯობესების საბაზრო ღირებულებით. მოცემულ შემთხვევაში კი მოსარჩელე ფულად ანაზღაურებას ითხოვს არა ფაქტობრივად გაწეული დანახარჯებით, არამედ დანახარჯების საფუძველზე განხორციელებული გაუმჯობესების საბაზრო ღირებულებით.
9. საპროცესო ხარჯები
9.1. ზა---------–----ის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა 120 ლარი (ს.ფ. 37-38);
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს-სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზეც მოსარჩელეს უარი ეთქვა..”
ძირითადი მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მა---------–-–---–ს ზა---------–----ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი - სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 120 ლარის გადახდა.
თავის მხრივ, გამომდინარე იქიდან, რომ შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა მა---------–-–---–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
10. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
10.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ზა---------–----ის სარჩელი მა---------–-–---–ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. მა---------–-–---–ის შეგებებული სარჩელი ზა---------–----ის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
3. მა---------–-–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას უძრავი ნივთი მდებარე: ქალაქი თბილისი, ვა--------–----------–-ბა 3----------------------–---------------------–----------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0------------------.5-- და გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრეს - ზა---------–----ეს.
4. მა---------–-–---–ს ზა---------–----ის სასარგებლოდ დაეკისროს 120 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
5. მა---------–-–---–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ბურჯანაძე