განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №---------
#------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 მაისი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ლილი მსხილაძე
სხდომის მდივანი - ფატიმა გოგიშვილი
ბრალდების მხარე :
პროკურორი - გ------- გ-----–--ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული:
პ------ თ------- - დაბადებული 1--- წლის 5--------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: ზ---------, კ-------------------------; ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, გ-------------------
კვალიფიკაცია:
პ------ თ-------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 1-----------–---------------- განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით ნასამართლევი პ------ თ------- 2018 წლის 2------------ს, დაახლოებით 14:28 საათზე, ქ.თბილისი, ც------ დ-------ს ქ----------ში მდებარე შპს „ო-----------ს“ N----ე მაღაზიაში შევიდა, რა დროსაც მაღაზიაში სარეალიზაციოდ გამოფენილი პროდუქტებიდან ფარულად დაეუფლა 18,95 ლარად ღირებულ ერთ ცალ „ი---------------ის“ ფირმის ხსნად ყავას, რის შემდეგაც ყავის სათანადო ღირებულების გადახდის გარეშე დატოვა მაღაზიის ტერიტორია.
პ------ თ-------ს ქმედების შედეგად შპს „ო-----------ს“ მიადგა 18, 95 (თვრამეტი ლარის და ოთხმოცდათხუთმეტი თეთრის) ლარის მატერიალური ზიანი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება
მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით
2.1. ბრალდებულმა პ------ თ-------მ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ მასში, რომ 2018 წლის 2------------ს, დაახლოებით 14:28 საათზე, ქ.თბილისი, ც------ დ-------ს ქ----------ში მდებარე შპს „ო------------ს“ N----ე მაღაზიაში ფარულად დაეუფლა 18, 95 ლარად ღირებულ ერთ ცალ „ი---------------ის“ ფირმის ხსნად ყავას, რის შემდეგაც ყავის სათანადო ღირებულების გადახდის გარეშე დატოვა მაღაზიის ტერიტორია.
2.2. სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდების მხარის მტკიცებულებები, გარდა მოწმეების ზ----- გ----–--ისა და ჯ---- ბ-------–--ს ჩვენებებისა მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ.
2.3. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გ-–-----------–--------------------–-------- განყოფილების თანამშრომელმა ზ----- გ----–--ემ განმარტა, რომ 2018 წლის 2------------ს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ 2018 წლის 2------------ს შპს ,,ო-----------დან“ ყავის ქურდობის ფაქტი ჩადენილი იყო პ------ თ-------ს მიერ, ინფორმაცია პატაკის სახით მოხსენდა ხელმძღვანელობას.
2.4. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გ-–-----------–--------------------–--------–-–-------------------–--ის თანამშრომელმა ჯ---- ბ-------–--მ განმარტა, რომ 2019 წლის 4 იანვარს მის მიერ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით თბილისში, ც------ დ-------ს ქუჩაზე მდებარე მაღაზია ,,ო-----------დან“ 1 ცალი ყავის ქურდობის ფაქტზე და სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მის ჩატარებული საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.
2.5. პ------ თ-------ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას ასევე ადასტურებს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები. კერძოდ: ე-----------ს, ზ----- გ----–--ისა და პ------ თ-------ს გამოკითხვის ოქმები; პ------ თ-------ს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი; მაღაზიის სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერების დათვალიერების ოქმი და გამოთხოვილი ვიდეომასალა; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 1-----------–--------------- განაჩენი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, რომლებიც სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ სადავოდ არ გახადა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
2.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ ქურდობა მიეკუთვნება საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა კატეგორიას და მაღალი სოციალური საშიშროებით ხასიათდება. ქურდობა ხელყოფს ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების უფლებას და გულისხმობს სხვისი ნივთის ფარულად დაუფლებას. კონკრეტულ საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებით, დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებით, რომლებიც მხარეთა მიერ მიჩნეულ იქნა უდავო მტკიცებულებებად, თავად ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებით, რომელიც სრულ თანხვედრაშია სხვა მტკიცებულებებთან, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ პ------ თ-------მ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
ქურდობა, ჩადენილი არაერთგზის
2.7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 1-----------–---------------- განაჩენით, პ------ თ------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით; საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა პ------ თ-------ს მიმართ ზ---------ს რაიონული სასამართლოს 2014 წლის 2--------ის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთიდან - 01 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, პ------ თ-------ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1500 ლარი (ათასხუთასი) ლარის ოდენობით და 01 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა; მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა აღნიშნული კანონით გათვალისწინებული უფლებები.
2.8. საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში.
2.9. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნაში მითითებულია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე–186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.
2.10. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიჩნევს, რომ პ------ თ------- ამჟამად ბრალად შერაცხული ინკრიმინირებული ქმედების ჩადენამდე ნასამართლევი იყო საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის, რითაც დასტურდება, რომ ბრალდებულმა პ------ თ-------მ ჩაიდინა ქურდობა, არაერთგზის.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა პ------ თ-------მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის, ქმედება გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით.
3.3. სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქ/პ თანახმად, საქმეში (გარდა სასამართლო სხდომაზე დაკითხული ორი მოწმის ჩვენებისა) არსებული მტკიცებულებები მხარეთა შეთანხმებით გამოკვლევის გარეშე მიჩნეულ იქნა უდაო მტკიცებულებებად.
3.4. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ პ------ თ-------ს ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებებში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. პ------ თ-------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის რომ აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშულს.
4.2. პ------ თ-------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას. პ------ თ------- აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს; მის მიერ ჩადენილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, მიდრეკილია დანაშაულის ჩადენისკენ.
5.2. სასამართლო სასჯელის განსაზღვრისას არ ითვალისწინებს პ------ თ-------ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4-------ის განაჩენს, რომლის თანახმად, პ------ თ------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენაში და დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ახლად დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ზ---------ს რაიონული სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით და საბოლოოდ, პ------ თ-------ს სასჯელად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული განაჩენი გასაჩივრებულ იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში და გადაწყვეტილება არ არის მიღებული;
5.2.1. ასევე, სასამართლო სასჯელის განსაზღვრისას არ ითვალისწინებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1-------ს განაჩენს, რომლის თანახმად, პ------ თ------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, პ------ თ-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული განაჩენს პ------ თ------- არ ეთანხმება და ასაჩივრებს.
5.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნისას პ------ თ-------ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე, რომლის დანიშვნის შემთხვევაშიც უზრუნველყოფილ იქნება სასჯელის ძირითადი მიზნის შესრულება, განხორციელდება მისი რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. ამასთან, ბრალდებული განიმსჭვალება მართლწესრიგის დაცვის და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, გამოიტანს სათანადო დასკვნებს და მომავალში აღარ ჩაიდენს დანაშაულს.
5.4. ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით, როგორც ზოგადი, ასევე კერძო პრევენციის, ჩადენილი დანაშაულის სოციალური საშიშროების გათვალისწინებით, ასევე კანონიერი სასჯელის განსაზღვრის მიზნით, სასამართლოს სამართლიანად მიაჩნია პ------ თ-------ს მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება.
6. ნივთმტკიცების გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად:
6.1. 2019 წლის 4 იანვარს ჩატარებული პ------ თ-------ს საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოსურათები ჩაწერილი 01 (ერთი ) ცალ ლაზერულ დისკზე, დალუქულ მდგომარეობაში ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.
6.2. 2019 წლის 18 იანვარს ვიდეოკამერის ჩანაწერების დათვალიერების შედეგად მოპოვებული ვიდეომასალა, ჩაწერილი 01 (ერთი) ცალ ლაზერულ დისკზე, დალუქულ მდგომარეობაში, ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით
6.3. 2019 წლის 20 თებერვალს ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით მოპოვებული ვიდეომასალა, ჩაწერილი 01 (ერთი) ცალ ლაზერულ დისკზე, დალუქულ მდგომარეობაში, ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. პ------ თ------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
2. პ------ თ-------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
3. პ------ თ-------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოტანიდან - 2019 წლის 20 მაისიდან.
4. ნივთმტკიცება:
4.1. 2019 წლის 4 იანვარს ჩატარებული პ------ თ-------ს საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოსურათები ჩაწერილი 01 (ერთი ) ცალ ლაზერულ დისკზე, დალუქულ მდგომარეობაში ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
4.2. 2019 წლის 18 იანვარს ვიდეოკამერის ჩანაწერების დათვალიერების შედეგად მოპოვებული ვიდეომასალა ჩაწერილი 01 (ერთი) ცალ ლაზერულ დისკზე, დალუქულ მდგომარეობაში, ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
4.3. 2019 წლის 20 თებერვალს ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით მოპოვებული ვიდეომასალა ჩაწერილი 01 (ერთი) ცალ ლაზერულ დისკზე, დალუქულ მდგომარეობაში, ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე /ლილი მსხილაძე/