გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.04.2019
საქმის ნომერი
330210017002036407
კატეგორია
დავის ტიპი
სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ
თარიღი
23.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/20640-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

23 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ლაკერბაია

სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი

მოსარჩელე - ალ---ი სი----ე, სა---ლ აბ-------ი, თა---- ბა---–---–ი, გო-- ნი----–-–---–ი, ფრ-----ნ ნე------ძე

წარმომადგენელი - თ-------------ე

მოპასუხე - სსიპ ს----–-–----------------------–---------------------–------ი ,,დ--–---’’

წარმომადგენელი - გ------ ს-------–---–ი, გ------ი ხ----------ე

დავის საგანი - ბრძანებების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნებს ცნობილი სსსიპ ს----–-–----------------------–---------------------–------ი ,,დ--–---’’-ს გენერალური დირექტორის 2017 წლის 31 მაისის N1----, N1----, N1----, N1----, და 2017 წლის 02 ივნისის N2---- ბრძანებები მოსარჩელე ალ---ი სი----ის, სა---ლ აბ-------ის, თა----ი ბა---–---–ის, გო-- ნი----–-–---–ის და ფრ-----ნ ნე------ძის სამსახურიდან გათავიფულების შესახებ;

1.2. აღდგენილ იქნეს მოსარჩელე ალ---ი სი----ე სსიპ ს----–-–----------------------–---------------------–------ი ,,დ--–---’’-ს ძირითადი წარმოების სპ-–-----------–---ისა და ინ--------------ის სა–----ოს ზე----–ის პოზიციაზე;

 

1.3. აღდგენილ იქნეს მოსარჩელე სა---ლ აბ-------ი სსიპ ს----–-–----------------------–---------------------–------ი ,,დ--–---’’-ს ძირითადი წარმოების სპ-–-----------–---ისა და ინ--------------ის სა–----ოს ზე----–ის პოზიციაზე;

 

1.4. აღდგენილ იქნეს მოსარჩელე გო-- ნი----–-–---–ი სსიპ ს----–-–----------------------–---------------------–------ი ,,დ--–---’’-ს ძირითადი წარმოების სპ-–-----------–---ისა და ინ--------------ის სა–----ოს ელ--------–-----------–ის პოზიციაზე;

 

1.5. აღდგენილ იქნეს მოსარჩელე ფრ-----ნ ნე------ძე სსიპ ს----–-–----------------------–---------------------–------ი ,,დ--–---’’-ს ძირითადი წარმოების სპ-–-----------–---ისა და ინ--------------ის სა–----ოს ზე----–ის პოზიციაზე;

 

1.6. დაეკისროს მოპასუხე სსიპ ს----–-–----------------------–---------------------–------ი ,,დ--–---’’-ს მოსარჩელე ალ---ი სი----ის სასარგებლოდ 2017 წლის 31 მაისიდან 2017 წლის 31 ნოემბრამდე იძულებითი განაცდურის - 5 190 ლარის ანაზღაურება;

 

1.7. დაეკისროს მოპასუხე სსიპ ს----–-–----------------------–---------------------–------ი ,,დ--–---’’-ს მოსარჩელე სა---ლ აბ-------ის სასარგებლოდ 2017 წლის 31 მაისიდან 2017 წლის 31 ნოემბრამდე იძულებითი განაცდურის - 4 230 ლარის ანაზღაურება;

 

1.8. დაეკისროს მოპასუხე სსიპ ს----–-–----------------------–---------------------–------ი ,,დ--–---’’-ს მოსარჩელე თა---- ბა---–---–ის სასარგებლოდ 2017 წლის 31 მაისიდან 2017 წლის 31 ნოემბრამდე იძულებითი განაცდურის - 5 466 ლარის ანაზღაურება;

 

1.9. დაეკისროს მოპასუხე სსიპ ს----–-–----------------------–---------------------–------ი ,,დ--–---’’-ს მოსარჩელე გო-- ნი----–-–---–ის სასარგებლოდ 2017 წლის 31 მაისიდან 2017 წლის 31 ნოემბრამდე იძულებითი განაცდურის - 5 754 ლარის ანაზღაურება;

 

1.10. დაეკისროს მოპასუხე სსიპ ს----–-–----------------------–---------------------–------ი ,,დ--–---’’-ს მოსარჩელე ფრ-----ნ ნე------ძის სასარგებლოდ 2017 წლის 31 მაისიდან 2017 წლის 31 ნოემბრამდე იძულებითი განაცდურის - 3 540 ლარის ანაზღაურება.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

მოსარჩელე ალ---ი სი----ე 2011 წლის 28 დეკემბრიდან მუშაობდა სსიპ ს----–-–----------------------–---------------------–------ი ,,დ--–---’’-ს ძირითადი წარმოების სპ-–-----------–---ისა და ინ--------------ის სა–----ოს ზე----–ის პოზიციაზე.

 

მოსარჩელე სა---ლ აბ-------ი 2011 წლის 08 ივნისიდან მუშაობდა სსიპ ს----–-–----------------------–---------------------–------ი ,,დ--–---’’-ს ძირითადი წარმოების სპ-–-----------–---ისა და ინ--------------ის სა–----ოს ზე----–ის პოზიციაზე.

 

მოსარჩელე თა---- ბა---–---–ი 2010 წლის 12 ოქტომბრიდან მუშაობდა სსიპ ს----–-–----------------------–---------------------–------ი ,,დ--–---’’-ს ძირითადი წარმოების სპ-–-----------–---ის და ინ--------------ის სა–----ოს ძირითადი მუშის პოზიციაზე.

 

მოსარჩელე გო-- ნი----–-–---–ი 2011 წლის 04 აპრილიდან მუშაობდა სსიპ ს----–-–----------------------–---------------------–------ი ,,დ--–---’’-ს ძირითადი წარმოების დეპარტამენტის სპ-–-----------–---ის და ინ--------------ის სა–----ოს ელ--------–-----------–ის პოზიციაზე, ხოლო მოსარჩელე ფრ-----ნ ნე------ძე 2013 წლის 12 მარტიდან მუშაობდა სსიპ სა---–-–-------------------------–------------------–------ი ,,დ--–---’’-ს ძირითადი წარმოების სპ-–-----------–---ის და ინ--------------ის სა–----ოს ზე----–ის პოზიციაზე.

 

მოსარჩელეთა განმარტებით, ისინი სამსახურიდან გათავისუფლებამდე ხარისხიანად, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად ასრულებდნენ მათთვის დაკისრებულ ყველა მოვალეობას. ამ დრომდე სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევა დაფიქსირდა მხოლოდ თა---- ბა---–---–ისა და ფრ-----ნ ნე------ძის მიმართ. კერძოდ, თა---- ბა---–---–ს მიმართ 2017 წლის 3 იანვარს, სამსახურში გამოუცხადებლობის შეტყობინების წე--ს დარღვევის გამო დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად განესაზღვრა შენიშვნა, ხოლო ფრ-----ნ ნე------ძის მიმართ 2016 წლის 7 ივლისს სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების საფუძვლით, პასუხისმგებლობის ზომად განესაზღვრა საყვედური. აღნიშული შემთხვევების გარდა რაიმე სახის გადაცდომას ან/და დარღვევას მოსარჩელეთა მხრიდან მთელი ამ წლების მანძილზე ადგილი არ ჰქონია. უფრო მეტიც, ისინი ხშირად იღებდნენ სიტყვიერ მადლობას ხელმძღვანელობისგან შესრულებული სამუშაოს გამო.

 

მიუხედავად ამისა, 2017 წლის 31 მაისს მოსარჩელეები გაანთავისუფლეს სამსახურიდან იმ საფუძვლით, რომ სამუშაო საათების დროს თამაშობდნენ დომინოს. მოსარჩელეთა განმარტებით, ისინი თავად ფაქტს არ უარყოფენ თუმცა დისციპლინური პასუხისმგებლობის უმაღლესი ზომის გამოყენება მათ მიმართ, მაშინ როდესაც სსიპ ,,დ--–---’’-ს შრომის შინაგანაწესი (23-ე მუხლის 1-ლი პუნქტი) ითვალისწინებს პასუხისმგებლობის 6 სხვა, უფრო მსუბუქ საშუალებას, მიაჩნიათ დამსაქმებლის მხრიდან უსამართლო და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებად, რაც არსებითად ზიანს აყენებს მათ უფლებებს. ამასთან, ჩვენი გათავისუფლების საფუძვლად მიჩნეული შიდა აუდიტის და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს სპეციალისტის დასკვნა შეიცავს არსებითად არასწორ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, მასში აღნიშნული გარემოება იმის თაობაზე რომ მოსარჩელეების მხრიდან ხშირად ირღვეოდა შრომის შინაგანაწესი და მსგავსი დისციპლინურ გადაცდომას სხვა დროსაც ჰქონია ადგილი არ შეესაბამება სიმართლეს და არ დასტურდება რაიმე სახის დოკუმენტით. დასკვნაში მითითებულია, რომ აღნიშნულს ადასტურებენ საწარმოს უბნის უფროსები: ვა----------------ე, ვა--------–------ე და პა------–---–ი, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან აღნიშნული პირების მიერ მსგავსი განცხადება არ გაკეთებულა. ჩვენი არაერთი მიმართვისა და თანამშრომლების მხრიდან განცხადებით მიმართვის მიუხედავად არ იქნა გათვალისწინებული მათი თხოვნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეცვლისა და სამსახურში აღდგენის თაობაზე.

2.1. მოპასუხის პოზიცია სარჩელთან მიმართებით.

 

წარმოდგენილი შესაგებლით ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე მითითებული პოზიციით, მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, ამასთან დაეთანხმა მათ შორის შრომით სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტს. მოპასუხის განმარტებით, 2017 წლის მაისის თვეში ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში დადგინდა, რომ მოსარჩელეები ხშირად არღვევდნენ ცენტრის შინაგანაწესს და გამოირჩეოდნენ უდისციპლინო ხასიათით, რაზეც ცენტრის შიდა აუდიტისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოსთვის შესაბამისი ახსნა-განმარტებები აქვთ მიცემული ცეხის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს ბე--კ პა------–---–ს, სა–----ოს უფროსის მოადგილეს შო--------–--–ს, უბნის უფროს ვა--------–------ეს და სა–----ოს უბნის უფროსს ვა----------------ეს. ამ უკანასკნელ შემთხვევასთან (სამუშაო საათებში დომინოს თამაში) დაკავშირებით თავად მოსარჩელეებსაც აქვთ ახსნა-განმარტება მიცემული ცენტრის შიდა აუდიტისა და ხარისხის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოსთვის. სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევას ადგილი ქონდა ყველა მოსარჩელის მხრიდან. ხოლო ორი მათგანის - რა---- ბა--–---–ის და ფრ-----ნ ნე------ძის მიმართ ცენტრის მიერ ამ შემთხვევამდეც გამოყენებული იყო ადმინისტრაციული დასჯის ფორმა - შენიშვნა და საყვედური, რაც გამოიწვია, ბა--–---–ის შემთხვევაში, 2017 წლის მარტის თვეში სამუშაოს არასაპატიო მიზეზით გაცდენამ, ხოლო ფრ-----ნ ნე------ძის შემთხვევაში, უშუალო უფროსის დავალების შეუსრულებლობამ.

 

მოპასუხის განმარტებით, არ არის გასაზიარებელი მოსარჩელეთა მოსარჩელეთა მსჯელობა იმის შესახებ, რომ მკაცრად მოხდა მათი დასჯა და რომ ცენტრს შეეძლო გამოეყენებინა შრომის შინაგანაწესის 23-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა 6 პასუხისმგებლობის სახეთაგან ერთ-ერთი, კერძოდ, უფრო მსუბუქი ფორმა. აუდიტის და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის მონიტორინგის, სამმართველოს სპეციალისტის დასკვნა ეფუძნება კონკრეტულ პირთა და თავად მოსარჩელეთა ახსნა-განმარტებებს.

 

მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ მოსარჩელეებმა სადავო გათავისუფლების ბრძანებები წარმოადგინეს არასრულყოფილად, მხოლოდ ერთი გვერდი. თუმცა, დასახელებულ ბრძანებებს აქვთ მეორე გვერდი, რომელზედაც დასტურდება გათავისუფლების ბრძანებების დასაქმებულებისთვის ჩაბარების ფაქტი და თარიღი. ალ---ი სი----ეს, სა---ლ აბ-------ს, გო-- ნი----–-–---–ს და ფრ-----ნ ნე------ძეს გათავისუფლების ბრძანებები ჩაბარდათ 2017 წლის 31 მაისს, ხოლო თა---- ბა--–---–ს ჩაბარდა 2017 წლის 02 ივნისს. შესაბამისად, წარმოდგენილი სარჩელი ხანდაზმულია.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე ალ---ი სი----ე 2011 წლის 28 დეკემბრიდან, მოსარჩელე სა---ლ აბ-------ი 2011 წლის 08 ივნისიდან, მოსარჩელე თა---- ბა---–---–ი 2010 წლის 12 ოქტომბრიდან, მოსარჩელე გო-- ნი----–-–---–ი 2011 წლის 04 აპრილიდან, ხოლო მოსარჩელე ფრ-----ნ ნე------ძე 2013 წლის 12 მარტიდან მუშაობდნენ სსიპ ს----–-–----------------------–---------------------–------ი ,,დ--–---’’-ში შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ პოზიციებზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. 2016 წლის 16 დეკემბერს სსიპ ს----–-–----------------------–---------------------–------ი ,,დ--–---’’-ს, როგორც დამსაქმებელს და ალ---ი სი----ეს როგორც დასაქმებულს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება #72, რომლის თანახმადაც მოსარჩელე ალ---ი სი----ე დასაქმდა სსიპ სა---–-–----------–---------------------–------ი ,,დ--–---’’-ს ძირითადი წარმოების სპ-–-----------–---ის და ინ--------------ის სა–----ოს ზე----–ის პოზიციაზე და მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა ყოველთვიურად 865 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (ს.ფ.44-48);

- ცნობა (ს.ფ.49);

- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ.61-68);

- ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. 2016 წლის 16 დეკემბერს სსიპ ს----–-–----------------------–---------------------–------ი ,,დ--–---’’-ს, როგორც დამსაქმებელს და სა---ლ აბ-------ს, როგორც დასაქმებულს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება #01, რომლის თანახმადაც მოსარჩელე სა---ლ აბ-------ი დასაქმდა სსიპ სა---–-–----------–---------------------–------ი ,,დ--–---’’-ს ძირითადი წარმოების სპ-–-----------–---ის და ინ--------------ის სა–----ოს ზე----–ის პოზიციაზე და მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა ყოველთვიურად 705 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (ს.ფ.34-38);

- ცნობა (ს.ფ.52);

- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ.76-78);

- ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. 2016 წლის 16 დეკემბერს სსიპ ს----–-–----------------------–---------------------–------ი ,,დ--–---’’-ს, როგორც დამსაქმებელს და თა---- ბა---–---–ს როგორც დასაქმებულს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება #05, რომლის თანახმადაც მოსარჩელე თა---- ბა---–---–ი დასაქმდა სსიპ სა---–-–----------–---------------------–------ი ,,დ--–---’’-ს ძირითადი წარმოების სპ-–-----------–---ის და ინ--------------ის სა–----ოს ძირითადი მუშის პოზიციაზე და მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა ყოველთვიურად 911 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (ს.ფ.39-43);

- ცნობა (ს.ფ.51);

- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ.55-60);

- ახსნა-განმარტება.

 

3.1.5. 2016 წლის 16 დეკემბერს სსიპ ს----–-–----------------------–---------------------–------ი ,,დ--–---’’-ს, როგორც დამსაქმებელს და გო-- ნი----–-–---–ს, როგორც დასაქმებულს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება #--, რომლის თანახმადაც მოსარჩელე გო-- ნიკოლაიშვილი დასაქმდა სსიპ სა---–-–----------–---------------------–------ი ,,დ--–---’’-ს ძირითადი წარმოების სპ-–-----------–---ის და ინ--------------ის სა–----ოს ელ--------–-----------–ის პოზიციაზე და მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა ყოველთვიურად 959 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (ს.ფ.29-34);

- ცნობა (ს.ფ.53);

- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ.69-75);

- ახსნა-განმარტება.

 

3.1.6. 2016 წლის 04 იანვარს სსიპ ს----–-–----------------------–---------------------–------ი ,,დ--–---’’-ს, როგორც დამსაქმებელს და ფრ-----ნ ნე------ძეს, როგორც დასაქმებულს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების #459 თანახმად, მოსარჩელე ფრ-----ნ ნე------ძე დასაქმდა სსიპ სა---–-–----------–---------------------–------ი ,,დ--–---’’-ს ძირითადი წარმოების სპ-–-----------–---ის და ინ--------------ის სა–----ოს ზე----–ის პოზიციაზე და მისი შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 742 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შრომითი ხელშეკრულება (ს.ფ.24-28);

- ცნობა (ს.ფ.50);

- ახსნა-განმარტება.

 

3.1.7. სსიპ ს----–-–----------------------–---------------------–------ი ,,დ--–---’’-ს გენერალური დირექტორის 2014 წლის 17 თებერვლის ბრძანებით #2- დამტკიცდა სსიპ ს----–-–----------------------–---------------------–------ი ,,დ--–---’’-ს შინაგანაწესი.

 

შინაგანაწესის მე-6 მუხლით განსაზღვრულია, რომ თანამშრომელი ვალდებულია :

ა) პირნათლად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობანი;

ბ)სპეციალური მითითების გარეშე დაიცვას შინაგანაწესი, შრომითი ხელშეკრულები განსაზღვრული პირობები, თანამდებობის სამუშაო აღწერით გათვალისწინებული მოთხოვნები და სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი აქტები, ტექნოლოგიური და სამეცნიერო ნორმატივები;

გ)შეასრულოს უშუალო/ზემდგომი ხელმძღვანელის ბრძანება და მითითება, რომლებიც გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში;

დ) დაიცვას სამსახურებრივი დისციპლინა, რაციონალურად გამოიყენოს სამუშაო დრო, არ დაუშვას ისეთი ქმედება, რომელიც აფერხებს ცენტრის მუშაობას, ხელს უშლის სხვა თანამშრომელთა მიერ უფლებამოსილებების განხორციელებას ან/და ლახავს სამსახურის იმიჯს და ავტორიტეტს.

 

აღნიშნული შინაგანაწესის 23-ე მუხლის თანახმად, დისციპლინის დარღვევისათვის თანამშრომლის მიმართ გამოიყენება დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები : ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) არა უმეტეს 10 სამუშაო დღის ხელფასის დაკავება; დ) უფრო დაბალი კატეგორიის თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა არა უმეტეს ერთი წლისა; ე) დაბალ თანამდებობაზე გადაყვანა; ვ) სასტიკი საყვედური; ზ) სამსახურიდან გათავისუფლება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ბრძანება, შინაგანაწესი (ს.ფ. 86-102);

- ახსნა-განმარტება.

 

3.1.8. სსიპ ს----–-–----------------------–---------------------–------ი ,,დ--–---’’-ს გენერალური დირექტორის 2016 წლის 07 ივლისის ბრძანებით, სამსახურებრივი დისციპლინით დარღვევის გამო, რაც გამოიხატა სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულებაში, ფრ-----ნ ნე------ძეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად შეეფარდა - ,,საყვედური’’.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ბრძანება (ს.ფ.79);

- დასკვნა (ს.ფ.163-165);

- ახსნა-განმარტება.

 

3.1.9. სსიპ ს----–-–----------------------–---------------------–------ი ,,დ--–---’’-ს გენერალური დირექტორის 2017 წლის 03 მაისის ბრძანებით, სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის გამო, რაც გამოიხატა 2017 წლის მარტის თვეში დასაქმებულის მიერ მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობასა და შინაგანაწესით განსაზღვრული სამსახურში გამოუცხადებლობის შეტყობინების წესის დარღვევაში (არასაპატიო გაცდენამ შეადგინა სულ 8.42 საათი), თა---- ბა---–---–ს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად შეეფარდა შენიშვნა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ბრძანება (ს.ფ.80);

- დასკვნა (ს.ფ.162);

- ახსნა-განმარტება.

 

3.1.10. 2017 წლის 19 მაისს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის განსაზღვრულ დროს - 15:15 საათზე, მოსარჩელეები ალ---ი სი----ე, სა---ლ აბ-------ი, თა---- ბა---–---–ი, გო-- ნი----–-–---–ი და ფრ-----ნ ნე------ძე იმყოფებოდნენ სსიპ ს----–-–----------------------–---------------------–------ი ,,დ--–---’’-ს საწარმოს უკან მდებარე მიტოვებულ შენობაში და თამაშობდნენ დომინოს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დასკვნა (ს.ფ.150-152);

- ახსნა-განმარტებები (ს.ფ.153-161);

- ახსნა-განმარტება.

 

3.1.11. სსიპ ს----–-–----------------------–---------------------–------ი ,,დ--–---’’-ს გენერალური დირექტორის 2017 წლის 31 მაისის ბრძანებით #1----, ფრ-----ნ ნე------ძე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე. გათავისუფლების თაობაზე აღნიშნული აღნიშნული ბრძანება ფრ-----ნ ნე------ძეს ჩაბარდა 2017 წლის 31 მაისს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ბრძანება (ს.ფ. 81);

- ბრძანება (ს.ფ.180);

- ახსნა-განმარტება.

 

3.1.12. სსიპ ს----–-–----------------------–---------------------–------ი ,,დ--–---’’-ს გენერალური დირექტორის 2017 წლის 31 მაისის ბრძანებით #1----, სა---ლ აბ-------ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე. გათავისუფლების თაობაზე აღნიშნული ბრძანება სა---ლ აბ-------ს ჩაბარდა 2017 წლის 31 მაისს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ბრძანება (ს.ფ. 82);

- ბრძანება (ს.ფ.181);

- ახსნა-განმარტება.

 

3.1.13. სსიპ ს----–-–----------------------–---------------------–------ი ,,დ--–---’’-ს გენერალური დირექტორის 2017 წლის 31 მაისის ბრძანებით #1----, ალ---ი სი----ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე. გათავისუფლების თაობაზე აღნიშნული ბრძანება ალ---ი სი----ეს ჩაბარდა 2017 წლის 31 მაისს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ბრძანება (ს.ფ. 83);

- ბრძანება (ს.ფ. 182);

- ახსნა-განმარტება.

 

3.1.14. სსიპ ს----–-–----------------------–---------------------–------ი ,,დ--–---’’-ს გენერალური დირექტორის 2017 წლის 31 მაისის ბრძანებით #1----, გო-- ნი----–-–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე. გათავისუფლების თაობაზე აღნიშნული ბრძანება გო-- ნი----–-–---–ს ჩაბარდა 2017 წლის 31 მაისს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ბრძანება (ს.ფ. 84);

- ბრძანება (ს.ფ.183);

- ახსნა-განმარტება.

 

3.1.15. სსიპ ს----–-–----------------------–---------------------–------ი ,,დ--–---’’-ს გენერალური დირექტორის 2017 წლის 02 ივნისის ბრძანებით #2----, თა---- ბა---–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე. გათავისუფლების თაობაზე აღნიშნული ბრძანება თა---- ბა---–---–ს ჩაბარდა 2017 წლის 02 ივნისს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ბრძანება (ს.ფ. 85);

- ბრძანება (ს.ფ.184);

- ახსნა-განმარტება.

 

3.1.16. სსიპ ს----–-–----------------------–---------------------–------ი ,,დ--–---’’-ს გენერალური დირექტორის 2017 წლის 05 ივნისის მიმართვით, მოსარჩელეებს განემარტათ, რომ მათი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა შიდა აუდიტის და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს სპეციალისტის 2017 წლის 23 მაისის დასკვნა #3---.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიმართვა, დასკვნა (ს.ფ. 117-119);

- ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელეებმა ალ---ი სი----ემ, სა---ლ აბ-------მა, თა---- ბა--–---–მა, გო-- ნი----–-–---–მა და ფრ-----ნ ნე------ძემ მიმდინარე სარჩელის წარმოდგენამდე, კერძოდ 2017 წლის 28 ივნისს, მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე სსიპ ს----–-–----------------------–---------------------–------ი ,,დ--–---’’-ს მიმართ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 03 ივლისის განჩინებით, მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სარჩელის განსახილველად მიღებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განჩინება

- ახსნა-განმარტება.

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს რის გამოც არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს შრომის კოდექსის მე-2, 37-ე, 38-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 138-ე, 141-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში, დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისთვის გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ სამუშაოს შესრულებას გულისხმობს. ის წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე, ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით. ხელშეკრულების ფორმა თავისუფალია, შესაბამისად, იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული, განუსაზღვრელი ან სამუშაოს შესრულების ვადით (შდრ. სუსგ № ას-921-871-2015, 26.11.2015).

 

უდავოა, რომ მხარეებს შორის წარმოდგენილი შრომითი ხელშეკრულებების დადებამდეც გარკვეული დროით ადრე - ჯერ კიდევ 2010-2011 წლიდან არსებობდა შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა (3.1.1).

 

სასამართლო მიუთითებს, რომ შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში ნების თავისუფლება მოიცავს, როგორც შრომითი ურთიერთობის დაწყების, ისე მისი შეწყვეტის უფლებას, თუმცა, მხოლოდ შესაბამისი საფუძვლის არსებობისას და დადგენილი წესით. საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლების ამომწურავ ჩამონათვალს და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა’’ ქვეპუნქტი კრძალავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას სხვა საფუძვლით, გარდა პირველი ნაწილით გათვალისწინებულისა.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად, შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია მუშაკის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა. აღნიშნულიდან გამომდინარე, დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან და კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა წარმოადგენს დამსაქმებლის მხრიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთ ძირითად საფუძველს, რა დროსაც განსაზღვრული არ არის დასაქმებულის წინასწარ ინფორმირების ვადა და დასაქმებულს არ მიეცემა არავითარი კომპენსაცია ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტისათვის.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეებთან შრომითი ურთიერთობა შეწყვეტილი იქნა სწორედ საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ’’ ქვეპუნქტის საფუძვლით. დამსაქმებლის მითითებით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა შიდა აუდიტის და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს სპეციალისტის 2017 წლის 23 მაისის დასკვნა (ს.ფ.117-119). აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დასკვნა მტკიცებით ფორმაში მიუთითებს, რომ მიუხედავად არაერთი სიტყვიერი გაფრთხილებისა, მოსარჩელეები ხშირად არღვევდნენ სსიპ სსსტც ,,დ--–---’’-ს შინაგანაწესს და გამოირჩეოდნენ უდისციპლინო ხასიათით.

 

სასამართლო უპირველესად მიუთითებს, რომ საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი). შრომითსამართლებრივ დავებში კი, მტკიცების ტვირთის განაწილება გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება მასზედ, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს შემდეგი ძირეული პრინციპიდან, კერძოდ, დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა თანამშრომელმა შრომითი მოვალეობები დაარღვია, რაც კონკრეტულ ქმედებებში გამოიხატა, ვიდრე დასაქმებული, რომელიც ობიექტურად ვერ შეძლებს მტკიცებულებების წარდგენას მასზედ, რომ იგი ვალდებულებას ჯეროვნად ასრულებდა (შრომითსამართლებრივ დავებში იხ., მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებების შესახებ სუსგ №ას-630-630-2018, 6 ივლისი, 2018 წელი, პ-34; აგრეთვე, სუსგ-ები №ას-483-457-2015, 07 ოქტომბერი, 2015 წელი; №ას-151-147-2016 ,19 აპრილი, 2016 წელი; პ-43).

 

აღსანიშნავია, რომ დამსაქმებელმა თავისი წილი მტკიცების ტვირთის ფარგლებში, არც მიუთითა და არც დაასაბუთა გარდა სამუშაო დროის განმავლობაში მოსარჩელეთა მხრიდან დომინოს თამაშის ფაქტისა, რაში გამოიხატა მათ მიერ შინაგანაწესის დარღვევა და სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულება. შესაბამისად, სასამართლო არსებითად აფასებს საქმის მასალებით დადასტურებულ ფაქტს - მოსარჩელეთა მხრიდან დომინოს თამაშის ფაქტს გათავისუფლების საფუძვლად მითითებული დანაწესის - 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ’’ ქვეპუნქტის ფარგლებში.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა რამდენადაა „უხეში’’ ხასიათის, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ინდივიდუალური შეფასების საგანია, რა დროსაც მხედველობაში მიიღება საქმის კონკრეტული გარემოებები. იმისათვის, რომ დამრღვევის მოქმედების სიმძიმე შეფასდეს, თავდაპირველად, გამოკვლეულ უნდა იქნეს იმ სამსახურის დანიშნულება, სადაც დასაქმებული მუშაობს, დასაქმებულის ფუნქცია და მისი მოვალეობები (იხ. სუსგ №ას-816-782-2016, 2016 წლის 6 დეკემბრის განჩინება). შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არის უკიდურესი ღონისძიება, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. ,,favor prestatoris’’ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში (იხ. სუსგ №ას-941-891-2015, 2016 წლის 29 იანვრის განჩინება; №ას-1502-1422-2017, 20 თებერვალი, 2018 წელი, პ-14.4).

 

საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის შესაბამისად, უზრუნველყოფილია შრომის თავისუფლება. შრომის თავისუფლება და სხვა სოციალური უფლებები ადამიანის სასიცოცხლო ინტერესებს უკავშირდება და ძირითადი უფლებების განხორციელების წინაპირობაა. „შრომა თავისუფალია’’, რაც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „იმას ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება, თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში, თავად აირჩიოს შრომითი საქმიანობის ესა თუ ის სფერო, ასევე, შრომის თავისუფლებაში იგულისხმება სახელმწიფოს ვალდებულება, იზრუნოს მოქალაქეთა დასაქმებაზე და დაიცვას მათი შრომითი უფლებები. კონსტიტუციით დაცულია არამარტო უფლება, არჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება, განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო’’ (იხ., საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის გადაწყვეტილება საქმეზე N2/2-389)

 

ვინაიდან საკითხი შეეხება დასაქმებულთა კონსტიტუციურ უფლებას - „შრომის უფლება’’ [კონსტიტუციის 26-ე მუხლის დისპოზიცია: შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით], დამსაქმებლის მხრიდან ამ უფლების შეზღუდვა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს რომ მიჩნეული იქნეს მართლზომიერად, კერძოდ, შრომის უფლების შეზღუდვა გათვალისწინებული უნდა იყოს კანონით, უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს და იყოს პროპორციული. დასახელებული კრიტერიუმებიდან პირველი - „გათვალისწინებული იყოს კანონით’’ ნიშნავს იმას, რომ ამ უფლების შეზღუდვა სშკ-ით გათვალისწინებულ კანონიერ საფუძველზე უნდა განხორციელდეს. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ბრძანებების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია სსკ-ის 37-ე მუხლის „ზ’’ ქვეპუნქტი. ლეგიტიმურ მიზანს, რაც შეეხება, აქ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული დამსაქმებლის შინაგანაწესის განუხრელ დაცვაში მდგომარეობს, რაც საბოლოდ სამსახურის შეუფერხებელ მუშაობას უზრუნველყოფს. როგორც წესი, თუკი სახეზე არ არის შრომის უფლების შეზღუდვის მართლზომიერების ერთ-ერთი კრიტერიუმი, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ უფლების შეზღუდვა განხორციელებულია კანონის დარღვევით (იხ. სუსგ, Nას-1210-2018).

 

უდავოა, რომ 2017 წლის 19 მაისს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის განსაზღვრულ დროს - 15:15 საათზე, მოსარჩელეები ალ---ი სი----ე, სა---ლ აბ-------ი, თა---- ბა---–---–ი, გო-- ნი----–-–---–ი და ფრ-----ნ ნე------ძე იმყოფებოდნენ სსიპ ს----–-–----------------------–---------------------–------ი ,,დ--–---’’-ს საწარმოს უკან მდებარე მიტოვებულ შენობაში და თამაშობდნენ დომინოს. დავის თავისებურებიდან, სადავო საკითხის მნიშვნელობიდან და აგრეთვე, იმ მოსაზრებიდან გამომდინარე, რომ დარღვევის სიმძიმის შეფასება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალურ შეფასებას საჭიროებს, სასამართლო არსებითად მსჯელობს მოსარჩელეთა მიერ ჩადენილ ფაქტსა და შრომის უფლების შეზღუდვის პროპორციულობაზე. ამ თვალსაზრისით საკითხის კვლევისას სასამართლო აღნიშნავს, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შრომის სამართალში მოქმედ Ultima Ratio-ს პრინციპის დაცვას, რაც იმას ნიშნავს, რომ დასაქმებულის გათავისუფლება გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმებულის მიმართ, მის მიერ განხორციელებული გადაცდომის ხასიათიდან გამომდინარე, უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი აქვს დაკარგული. დასაქმებულის მიერ განხორციელებული ყოველი დარღვევა უნდა შეფასებულ იქნეს მისი სიხშირის, სიმძიმისა და რაც მთავარია შედეგობრივი თვალსაზრისით.

 

დადგენილია, რომ შრომის შინაგანაწესის 23-ე მუხლის თანახმად, დისციპლინის დარღვევისათვის თანამშრომლის მიმართ გამოიყენება დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები : ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) არა უმეტეს 10 სამუშაო დღის ხელფასის დაკავება; დ) უფრო დაბალი კატეგორიის თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა არა უმეტეს ერთი წლისა; ე) დაბალ თანამდებობაზე გადაყვანა; ვ) სასტიკი საყვედური; ზ) სამსახურიდან გათავისუფლება. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საკასაციო პალატის განმარტებაზე (იხ. სუსგ, Nას-1210-2018), რომლის თანახმადაც ნიშანდობლივია, რომ ზოგადად, სამსახურების შინაგანაწესით დადგენილია დისციპლინური გადაცდომის ჩამდენის მიმართ, გამოსაყენებელი შესაძლო ღონისძიებები, როგორიცაა: ხელფასის დაქვითვა; შენიშვნა; საყვედური; სასტიკი საყვედური; უფრო დაბალ სახელფასო საფეხურზე გადაყვანა; სამსახურიდან გათავისუფლება. რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველგვარი დარღვევის ადეკვატურ ღონისძიებას სამსახურიდან გათავისუფლება როდი წარმოადგენს. შესაძლოა, ზოგიერთ შემთხვევაში, დამსაქმებელ ორგანიზაციათა შინაგანაწესის მიხედვით დამსაქმებელი შეუზღუდავი იყოს არათანმიმდევრული პრინციპით დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების უფლება, თუმცა საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მიუხედავად კანონმდებლობით მინიჭებული მართვასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილებისა, ორგანიზაციის ხელმძღვანელის შეუზღუდავი არ არის [სსკ-ის 115-ე მუხლი] და არ სარგებლობს აბსოლუტური ავტონომიით, რაც საკმარისი საფუძველი იქნებოდა დასაქმებულის სამსახურიდან გასათავისუფლებლად (იხ. სუსგ №ას-1276-1216-2014, 18 მარტი, 2015 წელი). საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ, დისციპლინური პასუხისმგებლობის სახედ სამსახურიდან გათავისუფლება ყველაზე მკაცრი დისციპლინური სახდელია.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ დამსაქმებელმა მასზე არსებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში ვერ დაადასტურა, რომ მოსარჩელეთა ქმედების პროპორციული სახდელი მათი სამსახურიდან გათავისუფლება იყო. სასამართლო ითვალისწინებს მხარეთა შორის შრომით სამართლებრივი ურთიერთობის ხანგრძლივობას, ასევე მათი დარღვევის ხასიათს და რაც მთავარია ამ დარღვევის გავლენას დასაქმებულზე შედეგობრივი თვალსაზრისით და მიიჩნევს, რომ თითოეულ შემთხვევაში სანქციის სახით პირდაპირ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა ეწინააღმდეგება დასაქმებულის შრომის უფლებებს, რის გამოც სადავო ბრძანებები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ საქმის მასალებით დასტურდება თა---- ბა---–---–ის და ფრ-----ნ ნე------ძის მიმართ გათავისუფლებამდე სხვა დისციპლინური სახდელების დაკისრების (შენიშვნა და საყვედური), ამ მოსარჩელეთა ნაწილშიც დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, დამსაქმებლის მხრიდან უმკაცრესი სანქციის გამოყენება ვერ იქნება მიზანშეწონილად მიჩნეული, ვინაიდან, მათ შემთხვევაშიც დამსაქმებლი ვერ ადასტურებს, რომ სხვა - შედარებით მსუბუქი სანქციის გამოყენებას ამ დამსაქმებლებთან მიმართებით აზრი ჰქონდა დაკარგული.

 

შესაბამისად, საქმის მასალებით ვერ დადასტურდა მოსარჩელეებთან არსებული შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერი საფუძველი, რაც განაპირობებს გათავისუფლების თაობაზე სადავოდ გამხდარი ბრძანებების ბათილად ცნობას.

 

6.2. საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მერვე პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ როდესაც უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტი შრომითი ხელშეკრულების ბათილად ცნობასა და უფლებებში აღდგენას ითხოვს, სასამართლომ თავად უნდა შეაფასოს მოსარჩელის უფლებრივი რესტიტუციის საუკეთესო გზა შემდეგი პრიორიტეტული თანმიმდევრობით, კერძოდ, თუ მოსარჩელის ინტერესი პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენაა, სასამართლომ დასაქმებულისა და დამსაქმებლის ორმხრივი პატივსადები ინტერესების დაცვით უნდა შეამოწმოს მითითებული მოთხოვნის საფუძვლიანობა და დაკმაყოფილების მიზანშეწონილობა. პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის მოთხოვნა საფუძვლიანია, თუ ხელშეკრულების შეწყვეტა უკანონოა, თუმცა აღნიშნული ავტომატურად არ იწვევს დასაქმებულის პირვანდელ მდგომარეობის აღდგენას, ვინაიდან, აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება დამოკიდებულია მისი აღსრულების შესაძლებლობასა და მხარეთა კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით, მისი აღსრულების შესაძლებლობასა და ეფექტიანობაზე. შესაბამისად, თუ სასამართლომ დაადგინა, რომ გათავისუფლების ბრძანება უკანონოა, თუმცა უკანონოდ დათხოვნილი დასაქმებულის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა შეუძლებელია ან მიზანშეუწონელია, ასეთ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა დაადგინოს, ხომ არ არის შესაძლებელი უფლებადარღვეული დასაქმებულის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა. ამ მიზნით, მან უნდა გამოიკვლიოს რა ადამიანურ რესურსს ფლობს დამსაქმებელი, რა ტოლფასი ვაკანტური პოზიციები აქვს მას, რა ფუნქციური მსგავსებაა პირვანდელ და ტოლფას თანამდებობებს შორის. იმავდროულად, სასამართლომ კვლევის შედეგები უნდა შეუსაბამოს უკანონოდ დათხოვნილი პირის ნებას, ინტერესსა და შესაძლებლობას, დაიკავოს კონკრეტული ტოლფასი თანამდებობა (იხ. საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები, გვ. 270-272)

 

შესაბამისად, მითითებული ნორმა ადგენს დამსაქმებლის ალტერნატიულ ვალდებულებას სამუშაოდან დათხოვნილი დასაქმებულის მიმართ, თუმცა აღნიშნული დანაწესის ამოქმედებას უკავშირებს სასამართლოს მიერ დამსაქმებლის იმ გადაწყვეტილების (კონკრეტულ შემთხვევაში – ბრძანების) ბათილად ცნობას, რომლითაც დასაქმებული უკანონოდ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ამასთან, იმ შემთხვევაში თუ გაუქმებულია დამსაქმებლის მიერ გათავისუფლებამდე არსებული თანამდებობა, სასამართლო მსჯელობს მოსარჩელის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის საკითხზე, ასეთის არ არსებობის შემდეგ კი განსაზღვრავს მოსარჩელისათვის გადასახდელი კომპენსაციის ოდენობას.

 

სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ მიუთითა ბრძანებების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სამსახურში აღდგენის ნაწილში მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობაზე და განმარტა, რომ ორგანიზაციაში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად საშტატო ნუსხის მნიშვნელოვან შემცირების შედეგად აღარ არსებობს კომპანიაში როგორც მოსარჩელეთა მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული პოზიციები, ასევე ამ პოზიციების ტოლფასი თანამდებობები.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის’’ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით რეგულირებულია სამართლიანი სასამართლოს კონცეფცია. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელებას არ უნდა ჰქონდეს ფორმალური ხასიათი, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტურ და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება. დავის გადაწყვეტისას გასათვალისწინებელია, რომ გადაწყვეტილების აღსრულება მხარისათვის გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს განუყოფელი ნაწილია, ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის’’ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (საქმე: Apostol v. Georgia; §37; ასევე, Hornsby v.Greece, §40).

 

გადაწყვეტილების აღსრულების მიმართ მოსარჩელეთა რეალური ინტერესის უპირატესობიდან გამომდინარე, სასამართლო იზიარებს და საფუძვლიანად მიიჩნევს მოპასუხის განმარტებას შტატების მნიშვნელოვანი შემცირების შესახებ. შესაბამისად განსახილველ შემთხვევაში სადავოდ გამხდარი ბრძანებების ბათილად ცნობის მიუხედავად, შეუძლებელია პირვანდელი მდგომაროების აღდგენა, ვინაიდან განხორციელებული ცვლილებების გამო, არც პირვანდელი სახით და არც ფუნქციური შინაარსით აღარ არსებობს მოსარჩელეთა მიერ ადრე დაკავებული თანამდებობა. აღნიშნული კი განაპირობებს ხსენებული რიგითობის საფუძველზე სასამართლოს მიერ კომპენსაციის საკითხზე მსჯელობას.

 

6.3. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს შრომის კოდექსი არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, მხედველობაშია მისაღები უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა და ა.შ. (იხ. სუსგ, საქმე №ას-637-637-2018). ამასთან, კომპენსაციის განსაზღვრისას ზემოხსენებულ კრიტერიუმებთან ერთად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია, რომ კომპენსაცია გაცილებით მეტიც იყოს, ვიდრე იძულებითი განაცდური, რომელიც დასაქმებულის პირვანდელ ან ტოლფას სამუშაოზე აღდგენის თანმდევი შედეგია. აღნიშნული იმითაა განპირობებული, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით დასაქმებულის გათავისუფლების უკანონოდ (არამართლზომიერად) ცნობის შემთხვევაში, თუკი ვერ ხდება მისი პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა - დაკავებულ ან მის ტოლფას პოზიციაზე, კომპენსაცია გაიცემა სამუშაოზე აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, რომელიც შესაძლოა გაცილებით მეტი იყოს, ვიდრე სამუშაოზე აღდგენის შემთხვევაში დამსაქმებლისათვის დაკისრებული იძულებითი განაცდური, რადგან ასეთ ვითარებაში ყოფილი დასაქმებულის ნაწილობრივი უფლებრივი რესტიტუცია ხდება, ამასთან, არა მხოლოდ კონკრეტული დამსაქმებლისათვის, არამედ ზოგადად შრომით ბაზარზე ერთგვარი „სანქციის’’ სახესაც უნდა ატარებდეს დამსაქმებლისათვის დაკისრებული კომპენსაცია იმ კონტექსტში, რომ მომავალში არიდებულ იქნეს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერად შეწყვეტის შემთხვევები (იძულებითი განაცდურისა და კომპენსაციის გამიჯვნაზე იხ. სუსგ-ები: Nას-140-140-2018, 29.08.2018წ. განჩინების 24-ე პუნქტი; ასევე- Nას-291-291-2018, 01.06-2018წ. განჩინების 17.1.3 ქვეპუნქტი).

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია მოსარჩელეთა უფლებებში რესტიტუციის მიზნით განსაზღვროს მოპასუხის მიერ მოსარჩელეთათვის გადასახდელი კომპენსაცია თითოეულ შემთხვევაში ერთი წლის განმავლობაში მისაღები თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. შესაბამისად, მოსარჩელე ალ---ი სი----ეს სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სანაცვლოდ უნდა მიეცეს კომპენსაცია 10 380 ლარის, მოსარჩელე სა---ლ აბ-------ს 8 460 ლარის, მოსარჩელე თა----ი ბა---–---–ს 10 932 ლარის, მოსარჩელე გო-- ნი----–-–---–ს 11 508 ლარის, ხოლო მოსარჩელე ფრ-----ნ ნე------ძეს 8 904 ლარის ოდენობით.

 

6.4. მოპასუხის მიერ სადავოდაა გამხდარი სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ხანდაზმულობის საკითხზე მსჯელობისას პირველ რიგში, აღსანიშნავია საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომლის მიხედვით შრომით დავაზე არ უნდა გავრცელდეს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილი, არამედ, შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტი, რადგან ამით ირღვევა მხარეთა თანასწორობის პრინციპი (იხ.სუსგ №ას-747-715-2016 20 იანვარი, 2017 წელი).

 

საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, თუ დამსაქმებელი დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით არ დაასაბუთებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს, დასაქმებულს უფლება აქვს 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო 128-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე. ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია გამორიცხოს კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულიზაციას. ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, მაგრამ არა სასამართლოსათვის ან სხვა ორგანოსათვის მიმართვის უფლება. ხანდაზმულობის ვადა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას მატერიალური და არა პროცესუალური თვალსაზრისით. ხანდაზმულობის ვადის საფუძველია უფლების დარღვევა, რომელიც შესაძლოა კანონიდან გამომდინარეობდეს ან ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვას. ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინება სასამართლოს მიერ ხორციელდება არა საკუთარი ინიციატივით, არამედ მხოლოდ საქმის განხილვაში მონაწილე მხარეების (მხარის) მიერ აღნიშნულზე მითითების შემთხვევაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსთვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ან აღსასრულებელი მოქმედების განხორციელება. ამავე კოდექსის 141-ე მუხლის თანახმად, თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან.

 

დადგენილია, რომ გათავისუფლების შესახებ ბრძანებები მოსარჩელე ალ---ი სი----ეს, სა---ლ აბ-------ს, გო-- ნი----–-–---–ს და ფრ-----ნ ნე------ძეს ჩაბარდათ 2017 წლის 31 მაისს, ხოლო თა---- ბა--–---–ს ჩაბარდა 2017 წლის 02 ივნისს. ასევე, დადგენილია რომ მოსარჩელეებმა ალ---ი სი----ემ, სა---ლ აბ-------მა, თა---- ბა--–---–მა, გო-- ნი----–-–---–მა და ფრ-----ნ ნე------ძემ მიმდინარე სარჩელის წარმოდგენამდე, კერძოდ 2017 წლის 28 ივნისს მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე სსიპ სა---–-–----------------------–---------------------–------ი ,,დ--–---’’-ს მიმართ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 03 ივლისის განჩინებით, მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სარჩელის განსახილველად მიღებაზე. განსახილველი სარჩელი წარმოდგენილია 2017 წლის 03 აგვისტოს.

 

აღნიშნული სამართლებრივი დანაწესებიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას სარჩელის ხანდაზმულობასთან მიმართებით, ვინაიდან სარჩელის წარდგენა სასარჩელო ხანდაზმულობის ამ ვადის მხედველობაში არ მიღების საფუძველია. ამასთანავე, დასაბუთებას მოკლებულია მოპასუხის პოზიცია იმის თაობაზე, რომ ვინაიდან 2017 წლის 28 ივნისის განჩინებით სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ სარჩელს ხელს აწერდა მხოლოდ გო-- ნი----–-–---–ის წარმომადგენელი, აღნიშნული გულისხმობს, რომ დანარჩენ მოსარჩელეებს არ გამოუვლენიათ სარჩელის წარდგენის ნება. სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელეებმა სარჩელის წარდგენით გამოხატეს ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი ნება დავის დასაწყებად და მათ მიერ სარჩელზე ხელის მოწერის არ არსებობა არ შეიძლება გახდეს წარმოდგენილი სარჩელის ხანდაზმულად მიჩნევის საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი გადახდება მოპასუხის, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად. მოსარჩელე ფრ-----ნ ნე------ძე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან (ს.ფ.124). შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის ანაზღაურება.

 

მოსარჩელე ალ---ი სი----ის, სა---ლ აბ-------ის, თა----ი ბა---–---–ის და გო-- ნი----–-–---–ის მიერ ბრძანებების ბათილად ცნობის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნებთან მიმართებით მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 400 ლარი (ს.ფ.123-124). აღნიშნული ნორმის მიხედვით, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელეების ალ---ი სი----ის, სა---ლ აბ-------ის, თა---- ბა---–---–ის და გო-- ნი----–-–---–ის სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 400 ლარის ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნაზე მოსარჩელე გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამდენად, ამ მოთხოვნაზე სახელმწიფო ბაჟი წინასწარ გადახდილი არ არის. ამასთან, სასამართლოს მიერ განისაზღვრა თითოეული მოსარჩელეთათვის კომპენსაციის გადახდა. შესაბამისად, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ჯამში მოპასუხეთათვის კომპენსაციის სახით გადასახდელი თანხის - 50 184 ლარის 3%-ის - 1 505.52 ლარის გადახდა. შესაბამისად, ჯამში მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1 605.52 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელეების ალ---ი სი----ის, სა---ლ აბ-------ის, თა----ი ბა---–---–ის, გო-- ნი----–-–---–ის და ფრ-----ნ ნე------ძის სარჩელი მოპასუხე სსიპ სსიპ ს----–-–----------------------–---------------------–------ი ,,დ--–---’’-ს მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1. ბათილად იქნებს ცნობილი სსიპ ს----–-–----------------------–---------------------–------ი ,,დ--–---’’-ს გენერალური დირექტორის 2017 წლის 31 მაისის N1----, N1----, N1----, N1----, და 2017 წლის 02 ივნისის N2---- ბრძანებები მოსარჩელე ალ---ი სი----ის, სა---ლ აბ-------ის, თა----ი ბა---–---–ის, გო-- ნი----–-–---–ის და ფრ-----ნ ნე------ძის სამსახურიდან გათავიფულების შესახებ;

1.2. დაეკისროს მოპასუხე სსიპ ს----–-–----------------------–---------------------–------ი ,,დ--–---’’-ს მოსარჩელე ალ---ი სი----ის სასარგებლოდ სამუშაო ადგილზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სანაცვლოდ კომპენსაციის - 10 380 ლარის გადახდა;

 

1.3. დაეკისროს მოპასუხე სსიპ ს----–-–----------------------–---------------------–------ი ,,დ--–---’’-ს მოსარჩელე სა---ლ აბ-------ის სასარგებლოდ სამუშაო ადგილზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სანაცვლოდ კომპენსაციის - 8 460 ლარის გადახდა;

 

1.4. დაეკისროს მოპასუხე სსიპ ს----–-–----------------------–---------------------–------ი ,,დ--–---’’-ს მოსარჩელე თა----ი ბა---–---–ის სასარგებლოდ სამუშაო ადგილზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სანაცვლოდ კომპენსაციის - 10 932 ლარის გადახდა;

 

1.5. დაეკისროს მოპასუხესსიპ ს----–-–----------------------–---------------------–------ი ,,დ--–---’’-ს მოსარჩელე გო-- ნი----–-–---–ის სასარგებლოდ სამუშაო ადგილზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სანაცვლოდ კომპენსაციის - 11 508 ლარის გადახდა;

 

1.6. დაეკისროს მოპასუხე სსიპ ს----–-–----------------------–---------------------–------ი ,,დ--–---’’-ს მოსარჩელე ფრ-----ნ ნე------ძის სასარგებლოდ სამუშაო ადგილზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სანაცვლოდ კომპენსაციის - 8 904 ლარის გადახდა;

 

2. მოპასუხე მოპასუხე სსიპ ს----–-–----------------------–---------------------–------ი ,,დ--–---’’-ს მოსარჩელეების ალ---ი სი----ის, სა---ლ აბ-------ის, თა----ი ბა---–---–ის და გო-- ნი----–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სოლიდარულად სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 400 ლარის ანაზღაურება;

 

3. მოპასუხე მოპასუხე სსიპ ს----–-–----------------------–---------------------–------ი ,,დ--–---’’-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 1 605.52 ლარის ანაზღაურება;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ლაკერბაია