გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/27619-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
08 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლია ავალიშვილი
სხდომის მდივანი - თათია სახელაშვილი
მოსარჩელე: სს ,,და------------------–-----------------------ო”
წარმომადგენელი: არ----------------ი
მოპასუხეები: ტა-----–---------ა, სსიპ "სა----------–---–-----------–-------------------------------------------------------ო"
წარმომადგენელი: ნი-----------------ე
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. მოსარჩელის მოთხოვნა:
1.1. ტა-----–---------ასა და სსიპ "სა----------–---–-----------–-------------------------------------------------------ო"-სათვის სს ,,და------------------–-----------------------ო”-ს სასარგებლოდ 9410 ლარის გადახდის დაკისრება.
(მოსარჩელემ საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, შეამცირა მოთხოვნა 9410 ლარამდე, იხ. 2018 წლის 10 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ. 147).
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2014 წლის 25 ოქტომბერს გუდაურიდან ყაზბეგის მიმართულებით მოპასუხე სსიპ "სა----------–---–-----------–-------------------------------------------------------ო"-ს მფლობელობაში არსებული ,,ჰონდა“-ს მარკის ავტო-სატრანსპორტო საშუალებით (სარეგისტრაციო NA------) მოძრაობისას, თანამოპასუხემ ტა-----–---------ამ ვერ უზრუნველყო რა მოძრაობის უსაფრთხოება, მოახდინა შეჯახება სადაზღვევო კომპანია ,,ი-----“-ში დაზღვეულ, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კუთვნილ ,,ჰუნდაი“-ს მარკის ავტო-სატრანსპორტო საშუალებაზე.
კომპანია ,,ი-----“-მ სრულად შეასრულა სადაზღვევო ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულება და აუნაზღაურა დამზღვევს 12 926 ლარის ზიანი, რის შემდეგ წარმოეშვა მოთხოვნის უფლება ზიანზე პასუხისმგებელი პირებისაგან.
(იხ. სარჩელი ს.ფ. 2-5, მოსარჩელის ახსნა-განმარტება, მოისმინეთ 2019 წლის 30 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი 15:19:32).
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნეს.
მოპასუხე ტა-----–---------ა დაეთანხმა სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას იმის შესახებ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის გამო დაჯარიმდა ადმინისტრაციული წესით. მოპასუხე არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას ზიანის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში. ამასთან, განმარტავს, რომ ვინაიდან იგი ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელთან სსიპ "სა----------–---–-----------–-------------------------------------------------------ო"-სთან შრომითი ურთიერთობის საფუძველზე მართავდა ავტოსატრანსპორტო საშუალებას, ეს უკანასკნელი წარმოადგენს ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირს.
(იხ. შესაგებელი ს.ფ. 55-59, მოპასუხის ახსნა-განმარტება, მოისმინეთ 2019 წლის 30 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი 15:24:50).
2.2. მოპასუხე სსიპ "სა----------–---–-----------–-------------------------------------------------------ო" თვლის, რომ ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს მხოლოდ ტა-----–---------ა, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს ზიანის მიყენებაში ბრალეულ პირს. სსიპ "სა----------–---–-----------–-------------------------------------------------------ო"-ს ბრალეულობა ზიანის მიყენებაში არ იკვეთება, რაც მოპასუხის მოსაზრებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
(იხ. შესაგებელი ს.ფ. 200-202, მოპასუხის ახსნა-განმარტება, მოისმინეთ 2019 წლის 30 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი 15:21:25).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2014 წლის 25 ოქტომბერს გუდაურიდან ყაზბეგის მიმართულებით მოპასუხე სსიპ "სა----------–---–-----------–-------------------------------------------------------ო"-ს მფლობელობაში არსებული ,,ჰონდა“-ს მარკის ავტო-სატრანსპორტო საშუალებით (სარეგისტრაციო NA------) მოძრაობისას, მოპასუხე ტა-----–---------ამ ვერ უზრუნველყო რა მოძრაობის უსაფრთხოება, მოახდინა შეჯახება სადაზღვევო კომპანია ,,ი-----“-ში დაზღვეულ, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კუთვნილ ,,ჰუნდაი“-ს მარკის ავტო-სატრანსპორტო საშუალებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ელექტრონული საჯარიმო ქვითარი (ს.ფ. 15).
- სამართალდარღვევის საქმის მასალები (ს.ფ. 16-18);
- სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 159-174);
- სადაზღვევო პოლისი, დანართი (ს.ფ. 20-22)
-მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. ავტოსაგზაო შემთხვევის გამო შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლის საფუძველზეც ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა სსიპ "სა----------–---–-----------–-------------------------------------------------------ო"-ს მფლობელობაში არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოსარგებლე - ტა-----–---------ა.
საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2014 წლის 30 სექტემბრის ხელშეკრულებით დასტურდება, რომ 2014 წლის 17 სექტემბერს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში შემსყიდველმა გამოაცხადა NS----------- ერთეტაპიანი გამარტივებული ელექტრონული ტენდერი, მძღოლის გარეშე ათი ერთეული სატრანსპორტო საშუალების დაქირავების სახელმწიფო შესყიდვაზე და მიიღო მიმწოდებლისაგან სატენდერო წინადადება მომსახურების გაწევა.
აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, შპს ,,ად--–----ე“-სა და სსიპ ,,სა----------–-------------–-------------------------------------------------------ო“-ს შორის 2014 წლის 02 ოქტომბერს შედგა მიღება-ჩაბარების აქტი და სსიპ ,,სა----------–-------------–-------------------------------------------------------ო“-ს გადაეცა 10 ცალი ავტომობილი, მათ შორის მითითებული ავტოსატრანსპორტო საშუალება რომლითაც 2014 წლის 25 ოქტომბერს ტა-----–---------ამ მოახდინა შეჯახება სს ,,და------------------–-----------------------ო“-ში დაზღვეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ელექტრონული საჯარიმო ქვითარი (ს.ფ. 15).
- სამართალდარღვევის საქმის მასალები (ს.ფ. 16-18);
- სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 159-174);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. სადაზღვევო ხელშეკრულების შესაბამისად, მზღვეველმა - სს ,,და------------------–-----------------------ო“-მ აუნაზღაურა დამზღვევს 2014 წლის 04 ნოემბრის სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დაანგარიშებული ზიანი 12926 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ჰი------------ო საქართველოს ხარჯთაღრიცხვა (ს.ფ. 24-25);
- სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების აქტები (ს.ფ. 27-28);
- საგადასახადო დავალება (ს.ფ. 29-30);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.4. შპს ,,ავ----------------ა“-ს 2018 წლის 28 ივნისის საექსპერტო დასკვნის თანახმად, დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების, HYUNDAI IX35, სახ. ნომერი CD----, აღდგენისათვის საჭირო თანხა შეადგენს 9410 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ,,ავ----------------ა“-ს საექსპერტო დასკვნა (ს.ფ. 131-133);
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1 სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების, HYUNDAI IX35, სახ. ნომერი CD----, აღდგენისათვის საჭირო თანხა შეადგენს 9410 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად უნდა დაასაბუთოს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტების არსებობა-არარსებობის საკითხი. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლიობაში, ურთიერთშეჯერებით და მხოლოდ ამის შემდეგ ღებულობს დასკვნას საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების არსებობის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით, მტკიცების პროცესს წარმოადგენს საქმიანობა, რომელსაც ახორციელებენ მხარეები და სასამართლო კანონით დადგენილი წესითა და ფარგლებში. სასამართლო მტკიცებულებათა დასაშვებობისა და განკუთვნებადობის პრინციპის დაცვით იღებს და შემდეგ აფასებს მათ თავისი შინაგანი რწმენის საფუძველზე.
მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენს მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრა.
მოსარჩელემ დამდგარი ზიანის საბაზრო მოცულობის დასადგენად წარმოადგინა შპს ,,ავ----------------ა“-ს მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნა, რომლის საფუძველზეც დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების ნაწილებისა და მომსახურების ღირებულების საერთო ფასი შეადგენს ჯამში 9410 ლარს;
დასკვნაში აღნიშნულია, რომ დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების აღდგენისათვის საჭირო თანხის გამოთვლისას, შპს ,,ავ----------------ამ“ გაითვალისწინა რეგიონში არსებული ანალოგიური ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და მისი ნაწილების საბაზრო ფასები.
აღსანიშნავია, რომ მოპასუხეები არ ეთანხმებიან მოსარჩელის მიერ განსაზღვრულ მიყენებული ზიანის ოდენობას, თუმცა, არ წარმოუდგენიათ მტკიცებულება მიყენებული ზიანის ოდენობის შესახებ, რაც ექსპერტის, სპეციალისტის მიერ იქნებოდა შესრულებული და გააბათილებდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ შპს ,,ავ----------------ას“ დასკვნას დაზიანებული ავტონაწილებისა და მომსახურების ღირებულებასთან დაკავშირებით.
დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების აღდგენის ღირებულებაზე მოპასუხის დასაბუთებული პრეტენზია და საჭირო მტკიცებულებები საქმეში არ არსებობს. მოპასუხემ ვერ დაადასტურა გარემოებები, რომელზეც ამყარებდა ახსნა-განმარტებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საექსპერტო დასკვნა (ს.ფ. 131-133);
- მხარეთა ახსნა - განმარტება (მოისმინეთ 2019 წლის 30 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი)
3.2.2. მოსარჩელე მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად მოპასუხეთათვის თანხის სოლიდარულად დაკისრების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ სსიპ ,,სა----------–-------------–-------------------------------------------------------ო“ წარმოადგენს ,,ჰონდა“-ს მარკის ავტო-სატრანსპორტო საშუალების (სარეგისტრაციო NA------) მფლობელს, ხოლო ტა-----–---------ა მოსარგებლეს.
მხარეები არ დავობენ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთაც მნიშვნელობა აქვს დავის გადაწყვეტისათვის. მხარეები განსხვავებულად აფასებენ მათ შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობას, რის თაობაზეც სასამართლოს დასკვნა მოცემულია გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეების ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 463-ე, 464-ე, 832-ე, 992-ე და 999-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს.
დადგენილია, რომ 2014 წლის 25 ოქტომბრის ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზიანდა სს ,,და------------------–-----------------------ო“-ში დაზღვეული საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კუთვნილი ავტო-სატრანსპორტო საშულება, რომლის აღდგენითი ხარჯების ღირებულება 12926 ლარი დამზღვევისათვის გადაიხადა სს ,,და------------------–-----------------ა "ი-----მ". შესაბამისად, სს ,,და------------------–-----------------------ომ“ მოიპოვა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება ბრალეული პირისაგან.
მოპასუხე წარმოდგენილი შესაგებლით არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას ზიანის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში. რის შემდეგაც მოსარჩელემ დამდგარი ზიანის საბაზრო მოცულობის დასადგენად წარმოადგინა შპს ,,ავ----------------ა“-ს მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნა, რომლის საფუძველზეც დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების ნაწილებისა და მომსახურების ღირებულების საერთო ფასი შეადგენს ჯამში 9410 ლარს;
დასკვნაში აღნიშნულია, რომ დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების აღდგენისათვის საჭირო თანხის გამოთვლისას, შპს ,,ავ----------------ამ“ გაითვალისწინა რეგიონში არსებული ანალოგიური ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და მისი ნაწილების საბაზრო ფასები.
აღსანიშნავია, რომ მოპასუხეები არ ეთანხმებიან მოსარჩელის მიერ განსაზღვრულ მიყენებული ზიანის ოდენობას, თუმცა, არ წარმოუდგენიათ მტკიცებულება მიყენებული ზიანის ოდენობის შესახებ, რაც ექსპერტის, სპეციალისტის მიერ იქნებოდა შესრულებული და გააბათილებდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ შპს ,,ავ----------------ას“ დასკვნას დაზიანებული ავტონაწილებისა და მომსახურების ღირებულებასთან დაკავშირებით.
მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნა და წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნით განსაზღვრული ზიანის ოდენობის ფარგლებში ითხოვს თანხის დაკისრებას. დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების აღდგენის ღირებულებაზე მოპასუხის დასაბუთებული პრეტენზია და საჭირო მტკიცებულებები საქმეში არ არსებობს. მოპასუხემ ვერ დაადასტურა გარემოებები, რომელზეც ამყარებდა ახსნა-განმარტებას.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის შესაბამისად, კი, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია მფლობელის ნაცვლად აანაზღაუროს ზიანი. ამასთან, მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო. ამ ნაწილის პირველი წინადადება არ გამოიყენება, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად, ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან.
ზემოაღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების მატარებელია ნივთის მფლობელი, რომელსაც თავისი ნების საფუძველზე სატრანსპორტო საშუალება გადაცემული აქვს პირდაპირ მფლობელობაში სხვა პირზე - მოსარგებლეზე. ავტოსატრანსპორტო შემთხვევით დაზარალებულ პირს, ან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების მქონე პირს არ ეკრძალება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, მოთხოვნა ერთობლივად წაუყენოს როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს, ისე ზიანის მიმყენებელს სსკ-ის 992-ე მუხლის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, მფლობელის ზიანის ანაზღაურების ვალდებულება (სამოქალაქო პასუხისმგებლობა) წარმოიშობა, თუ ზიანი მოჰყვა მისი სატრანსპორტო საშუალების გამოყენებას. ე.ი. არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ვინ მართავს სატრანსპორტო საშუალებას. სატრანსპორტო საშუალების მფლობელის პასუხისმგებლობა არ დადგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალება გამოვიდა მისი მფლობელობიდან მისი ნებართვის გარეშე (სატრანსპორტო საშუალება გამოვიდა მისი მფლობელობიდან სხვა პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით) (იხ. სუსგ. #ას-811-762-2015, 4 მარტი, 2016 წელი, #ას-311-970-03, 7 იანვარი 2003 წელი).
უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლით გათვალისწინებულ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი მოხმარება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების მიღების შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას. (იხ. სუსგ №ას-494-463-2010, 9 ნოემბერი, 2010 წელი).
მხარეები სადავოდ არ ხდიან ფაქტობრივ წინაპირობებს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით დადგენილია, რომ 2014 წლის 25 ოქტომბერს ტა-----–---------ამ დაარღვია მოძრაობის უსაფრთხოების წესები და მოახდინა ავტოსაგზაო შემთხვევა, რის შედეგადაც დაზიანდა კომპანია ,,ი-----“-ში დაზღვეული საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კუთვნილი ,,ჰუნდაი“-ს მარკის ავტო-სატრანსპორტო საშუალება. სახეზე გვაქვს, დამდგარი ზიანი, ტა-----–---------ას მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რაც გამოიხატა მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევაში და მიზეზობრივი კავშირი - ამ ქმედებამ გამოიწვია ა/მანქანის დაზიანება. რაც შეეხება ბრალის საკითხს, მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია ბრალეულობის საკითხი. ამასთან, როგორც ზემოთ აღინიშნა, საქმეში არსებობს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. (ელექტრონული საჯარიმო ქვითარი);
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
საქმეში არსებული ელექტრონული საჯარიმო ქვითარი თავისთავად მიუთითებს ტა-----–---------ას მიერ ჩადენილ ბრალეულ ქმედებაზე. აქვე აღსანიშნავია, რომ ტა-----–---------ას ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა ოქმი არ გაუსაჩივრებია, მაშასადამე, ეთანხმება მას.
საქემში წარმოდგენილი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2014 წლის 30 სექტემბრის ხელშეკრულებით დასტურდება, რომ 2014 წლის 17 სექტემბერს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში შემსყიდველმა გამოაცხადა NS----------- ერთეტაპიანი გამარტივებული ელექტრონული ტენდერი, მძღოლის გარეშე ათი ერთეული სატრანსპორტო საშუალების დაქირავების სახელმწიფო შესყიდვაზე და მიიღო მიმწოდებლისაგან სატენდერო წინადადება მომსახურების გაწევა.
აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, შპს ,,ად--–----ე“-სა და სსიპ ,,სა----------–-------------–-------------------------------------------------------ო“-ს შორის 2014 წლის 02 ოქტომბერს შედგა მიღება-ჩაბარების აქტი და სსიპ ,,სა----------–-------------–-------------------------------------------------------ო“-ს გადაეცა 10 ცალი ავტომობილი, მათ შორის მითითებული ავტოსატრანსპორტო საშუალება რომლითაც 2014 წლის 25 ოქტომბერს ტა-----–---------ამ მოახდინა შეჯახება სს ,,და------------------–-----------------------ო“-ში დაზღვეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე.
ამდენად, დადგენილია, რომ ავტომანქანა, რომლითაც ტა-----–---------ამ მოახდინა შეჯახება და დააზიანა სს ,,და------------------–-----------------------ოში“ დაზღვეული ავტომანქანა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, 2014 წლის 25 ოქტომბერს, სსიპ ,,სა----------–---–-----------–-------------------------------------------------------ო“-ს მფლობელობაში იყო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვისათვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია, დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი. ამ კანონიდან გამომდინარე, სატრანსპორტო საშუალების მფლობელი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი, რომელიც კანონიერი საფუძვლით ფლობს სატრანსაპორტო საშუალებას. სატრანსპორტო საშუალების მფლობელი შეიძლება იყოს როგორც მისი მესაკუთრე, ისე მისი დამქირავებელი და სხვა.
სატრანსპორტო საშუალების მფლობელად არ ჩაითვლება პირი, რომელიც მართავს სატრანსპორტო საშუალებას სატრანსპორტო საშუალების მფლობელთან შრომის ურთიერთობის საფუძველზე.
ამ კანონის შესაბამისად სატრანსპორტო საშუალების მფლობელად ითვლება იურიდიული პირი ან მოქალაქე, რომელიც ექსპლუატაციას უწევს სატრანსპორტო საშუალებას იჯარის ხელშეკრულების, ქირის ანდა მინდობილობის საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში სსიპ ,,სა----------–---–-----------–-------------------------------------------------------ო“ იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე ფლობდა რა ავტოსაგზაო შემთხვევის მომხდენ ავტომანქანას და ექსპლუატაციას უწევდა მას, ამ ავტომანქანის მფლობელად თვითონვე მოიაზრება.
შესაბამისად, სსიპ ,,სა----------–---–-----------–-------------------------------------------------------ო“ ტა-----–---------ასთან ერთად, წარმოადგენს ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე სს ,,და------------------–-----------------------ო“-ს მოთხოვნა მოპასუხეთათვის ზიანის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 388 ლარი (ს.ფ. 32); მოსარჩელე ითხოვს აგრეთვე სასამართლოს გარეშე ხარჯის - სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოში გადახდილი საფასურის 21 ლარის დაკისრებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში დავის საგნის ღირებულება შეადგენდა 12 926 ლარს. მოსარჩელემ საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, შემცირა მოთხოვნა 3516 ლარის ოდენობით (12926-9410), რაც თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნის (12926 ლარის) 27,20%-ს შეადგენს. შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს 388 ლარის 27,20% - 105,53 ლარი.
ამდენად, მოთხოვნის შემცირების შემდეგ დავის საგნის ღირებულება შეადგენს 9410 ლარს, ხოლო სახელმწიფო ბაჟის თანხა - 282,47 ლარს (388-105,53).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მოპასუხეებს ტა-----–---------ას და სსიპ "სა----------–---–-----------–-------------------------------------------------------ო"-ს მოსარჩელე სს ,,და------------------–-----------------------ო“-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით 282,47 ლარისა და სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოში გადახდილი მომსახურების საფასურის - 21 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სს ,,და------------------–-----------------------ო“-ს სარჩელი მოპასუხეების ტა-----–---------ასა და სსიპ "სა----------–---–-----------–-------------------------------------------------------ო"-ს მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხეებს ტა-----–---------ასა და სსიპ "სა----------–---–-----------–-------------------------------------------------------ო"-ს მოსარჩელე სს ,,და------------------–-----------------------ო“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 9410 ლარის გადახდა.
3. მოპასუხეებს ტა-----–---------ასა და სსიპ "სა----------–---–-----------–-------------------------------------------------------ო"-ს მოსარჩელე სს ,,და------------------–-----------------------ო“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ, მოსარჩელის მიერ სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოში გაწეული მომსახურების საფასურის - 21 ლარის გადახდა.
4. მოპასუხეებს ტა-----–---------ასა და სსიპ "სა----------–---–-----------–-------------------------------------------------------ო"-ს მოსარჩელე სს ,,და------------------–-----------------------ო“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 282,47 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
5. სს ,,და------------------–-----------------------ო“-ს დაუბრუნდეს მის მიერ 2016 წლის 24 მაისს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 105,53 ლარი.
(გადახდის თარიღი - 24/05/2016 წელი; საგადასახადო დავალება #6493; გადამხდელი - სს ,,და------------------–-----------------------ო“; გადამხდელის ბანკი - სს ,,ბაზისბანკი“, სახაზინო კოდი - 300 773 150; მიმღები - სახელმწიფო ხაზინა).
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლია ავალიშვილი