გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/33659-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
23 აპრილი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე - თამარ ჩიხლაძე
სხდომის მდივანი - ანი ნადარეიშვილი
მოსარჩელე - შპს „X----------ი“
წარმომადგენელი - ნ------–--–---ა, ა-–----------ე
მოპასუხე- ქ--–--------–----------–----–--------------ა
წარმომადგენელი - თ---------–------ე
დავის საგანი - ვალდებულების შესრულება, პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ქ--–--------–----------–----–--------------ას შპს „X----------ი“-ს სასარგებლოდ, დაეკისროს 26 040 ლარის გადახდა;
1.2. ქ--–--------–----------–----–--------------ას შპს „X----------ი“-ს სასარგებლოდ, დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა ვალდებულების შესრულების ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის 26 040 ლარის 0.02%-ის ოდენობთ, ვალდებულების სრულად შესრულებამდე ვადით, 2018 წლის 21 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
სარჩელი დაფუძნებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2018 წლის 6 მარტს მხარეებს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N0-------------- ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანია: ქ. თბილისში, „მ–--------------ი“-ს მოვლა-პატრონობის მომსახურების გაწევა. 2018 წლის 16 მარტს ამავე მხარეთა შორის გაფორმდა „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ ხელშეკრულება N0-------------, ხელშეკრულების საგანია: ქ. თბილისში, გ----------------ზე, მ---------–-----------ისა და მიმდებარე ტერიტორიის მოვლა-პატრონობის მომსახურების გაწევა.
აღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე, მოსარჩელე ხელშეკრულებით განსა-ზღვრული წესისა და პირობების დაცვით, დღემდე, კეთილსინდისიერად და ჯეროვნად ახორციელებს მასზე დაკისრებული ვალდებულების შესრულებას და შესაბამისი მომსახურების გაწევას შემსყიდველისათვის.
ხელშეკრულების 6.3. პუნქტის მიხედვით, შესყიდვის ობიექტი ან მისი ნაწილი მიღებულად ითვლება მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. ამასთან, მომსახურების (ან მისი ნაწილის) შესრულების თარიღად ითვლება „მიღება-ჩაბარების“ აქტში მითითებული თარიღი. ამავე ხელშეკრულების 7.2. პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება ხორციელდება ბიუჯეტის სახსრებით ეტაპობრივად, გაწეული მომსახურების შესაბამისად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ათი სამუშაო დღის ვადაში.
აღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე, მოსარჩელის მიერ შესრულებულ იქნა შესაბამისი სამუშაო, რომელიც დადასტურებულ/მიღებულ იქნა შემსყიდველის მიერ მიღება-ჩაბარების აქტებზე ხელმოწერით, კერძოდ, 2018 წლის 6 მარტის N0-------------- ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული N4 მიღება-ჩაბარების აქტითა და 2018 წლის 16 მარტის N0-------------- ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული N4 მიღება-ჩაბარების აქტით, რომელთაც ხელი მოეწერა 2018 წლის 06 აგვისტოს.
აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე, შემსყიდველის მიერ მიმწო-დებლისათვის გადასახდელი/ასანაზღაურებელი თანხის ოდენობამ ერთობლივად შეადგინა: 36 972 ლარი. შემსყიდველის მიერ ანგარიშსწორების საბოლოო დღე (მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღე) იყო 2018 წლის 20 აგვისტო.
2018 წლის 01 ოქტომბერს წერილობით მიმართეს მოპასუხეს დარჩენილი თანხის ანაზღაურების მოთხოვნით და ვალდებულების შესრულებისათვის განესაზღვრათ დამატებით ხუთი დღის ვადა. ამასთანავე, ეცნობათ, რომ ზემოაღნიშნული ხელშეკრუ-ლებების 8.8 პუნქტის გათვალისწინებით, ხელშეკრულების შესაბამისად, ეკისრებოდათ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების ყოველი ვადაგადაცილებული დღისა-თვის, ასანაზღაურებელი თანხის 0.02%-ის ოდენობით, თუმცა, უშედეგოდ. მოპასუხის მიერ დღემდე არ მომხდარა აღნიშნული ვალდებულების შესრულება, შესაბამისად, მოსარჩელე ითხოვს, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო მოპასუხეს დაეკისროს 26 040 ლარის, ასევე ხელშეკრულებების 8.8 პუნქტის საფუძველზე, პირგასამტეხლოს გადახდა, ვალდებულების შესრულების ყოველი ვადაგადაცი-ლებული დღისთვის 26 040 ლარის 0.02%-ის ოდენობით, ვალდებულების სრულად შესრულებამდე ვადით (იგულისხმება სააღსრულებო ფურცლის ამოწერამდე ვადა) რაც 2018 წლის 21 აგვისტოდან - 19 ნოემბრის მდგომარეობით შეადგენს - 468.71 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო. შესაგებელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელის მიერ არ მომხდარა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2017 წლის 18 აპრილის N0-------------- ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოს 26 040 ლარის გადახდა, რის გამოც ადმინისტრაციულმა ორგანომ განახორციელა ვალდებულებათა გაქვითვა და მხარეს ჩაურიცხა 10 932.66 ლარი.
მხარეებს შორის 2017 წლის 18 აპრილს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N0-------------- ხელშეკრულება თანხაზე - 465 000 ლარი, რომელიც ითვალისწინებდა ქ. თბილისში, „მ–--------------ი“-ს მოვლა-პატრონობის მომსახურების შესყიდვას.
2017 წლის 25 დეკემბერს მოსარჩელემ N2------------ წერილით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურს და ითხოვა N0-------------- ხელშეკრულების ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაობისთვის საჭირო ინვენტარი კერძოდ: ერთი ცალი რომბისებური მინა ორმაგი (კიბის მოაჯირი) და ერთი ცალი რეზინის პრაგლატკა. 2017 წლის 26 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ მოსარჩელეს გადაეცა 2017 წლის 25 დეკემბრის წერილით მოთხოვნილი ინვენტარი.
2018 წლის 03 აპრილს მოსარჩელემ წერილით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურს და მიუთითა, რომ 2017 წლის 26 დეკემბერს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე იმავე დღეს უნდა გადასცემოდა მ–--------------ისთვის განკუთვნილი ინვენტარი თუმცა, გარკვეული მიზეზის გამო მოსარჩელის წარმომადგენელი ვერ გამოცხადდა ინვენტარის წასაღებად. შესაბამისად, მხარემ ითხოვა საკითხის ხელმეორედ განხილვა და შესაბამისი ინვენტარის გადაცემა. 2018 წლს 12 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, „მ–--------------ი“-ს კიბის დაზიანებული მოაჯირის შესაცვლელად მოსარჩელეს გადაეცა მერიის ბალანსზე რიცხული ერთი ცალი რომბისებური მინა. 2018 წლის 24 აპრილის N14 მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ დაზიანებული პანელის შეცვლა განხორციელდა 2018 წლის 17 აპრილს 112 დღის ვადის გადაცილებით. მოსარჩელის დირექტორის ახსნა-განმარტებით 2017 წლის დეკემბრიდან 2018 წლის 17 აპრილამდე პერიოდში კიბის მოაჯირის პანელი არ გამოცვლილა, რადგან ვერ მოახერხა საწყობიდან რომბისებური მინის გატანა პირადი მოუცლელობის გამო. 2017 წლის 18 აპრილის N0-------------- ხელშეკრულების 8.4 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.05%-ის ოდენობით.
მოპასუხის განმარტებით, საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებს მოსარჩელის მიერ 2017 წლის 18 აპრილის N0-------------- ხელშეკრულების პირობების დარღვევას, კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლის 25 დეკემბერს მოსარჩელისთვის ცნობილი იყო ხიდის კიბის მოაჯირის ნაწილის დაზიანების შესახებ, მისი შეცვლა განხორციელდა 2018 წლის 17 აპრილს, 112 დღის ვადის გადაცილებით. შესაბამისად, ამავე ხელშეკრულების 8,4 პუნქტის საფუძველზე, მხარეს დაეკისრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების (465 000 ლარი) 0.05%-ის ოდენობით (232.5 ლარი) საერთო ჯამში 26 040 ლარი. 2018 წლის 25 ივნისის N1------------- წერილით მოსარჩელეს ეცნობა დარიცხული პირგასამტეხლოს შესახებ, თუმცა აღნიშნული თანხა მხარეს არ გადაუხდია.
ვინაიდან, მოსარჩელის მიერ არ მომხდარა 2017 წლის 18 აპრილის N0-------------- ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოს - 26 040 ლარის გადახდა, ხოლო ამავე დროს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მხარის მიმართ გააჩნდა ვადამოსული ვალდებულება N0-------------- და 0-------------- ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 442-444 მუხლებით მინიჭებული უფლება ვალდებულებათა გაქვითვის თაობაზე და მხარეს ჩაურიცხა 10 932.66 ლარი. (39 972 – 26 040=10 932.66)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 06 მარტს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და შპს „X----------ს“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N0-------------- ხელშეკრულება.
ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტია: ქ. თბილისში, „მ–--------------ი“-ს მოვლა-პატრონობის მომსხურების შესყიდვა.
ხელშეკრულების 2.3. პუნქტით, ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს 380 000 ლარს, ყველა ხარჯისა და გადასახადის ჩათვლით. ხელშეკრულება ძალაშია ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის 31 მაისის ჩათვლით.
ხელშეკრულების 3.1. პუნქტით, მომსახურების გაწევის ვადა: ეტაპობრივად, 2018 წლის 19 აპრილიდან - 12 თვე.
ხელშეკრულების 6.1. პუნქტით, შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარება განხორციელ-დება ეტაპობრივად, შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენ-ლების მიერ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით.
ხელშეკრულების 7.2. პუნქტით, ანგარიშსწორება განხორციელდება 2018-2019 წლების ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით (2018 წელს - 60%; 2019 წელს - 40%), ეტაპობრივად, ფაქტიურად გაწეული მომსახურების ან/და მიწოდებული საქონლის შესაბამისად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
ხელშეკრულების 8.8. პუნქტით, თუ შემსყიდველი არ ასრულებს წინამდებარე ხელშეკრულების მე-7 მუხლის 7.2 პუნქტის მოთხოვნებს, დაეკისრება პირგასამტეხლო, მიმწოდებლისათვის ჩასარიცხი თანხის 0.02%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცი-ლებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N0-------------- ხელშეკრულება (ს.ფ. 23-26);
- მომსახურების ხარჯთაღრიცხვა (ს.ფ. 27);
- შესყიდვის ობიექტის ტექნიკური დავალება (ს.ფ. 28 - 29);
- მ–--------------ის აღწერილობა (ს.ფ. 30 - 31)
3.1.2. 2018 წლის 05 მარტს სს „ს----------–--------ი“-ს მიერ გაიცა ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია NP---------, სადაც პრინციპალს წარმოადგენს შპს “X----------ი“ ბენეფიციარს - ქ. თ---–----------ა, საგარანტიო თანხა - 19 000 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საბანკო გარანტია (ს.ფ. 32)
3.1.3. 2018 წლის 16 მარტს ქ--–--------–----------–----–--------------ას და შპს “X----------ს“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N0--------------.
ხელშეკრულების 2.1. პუნქტით, ხელშეკრულების ობიექტია: ქ. თბილისში, გ----------------ზე, მ---------–-----------ისა და მიმდებარე ტერიტორიის მოვლა-პატრონობის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
ხელშეკრულების 2.1. პუნქტით, ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს 233 000 ლარს, ყველა ხარჯისა და გადასახადის ჩათვლით. ხელშეკრულება ძალაშია ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის 31 მაისის ჩათვლით.
ხელშეკრულების 3.1. პუნქტით, მომსახურების გაწევის ვადა ეტაპობრივად, 2018 წლის 19 აპრილიდან 12 თვე.
ხელშეკრულების 6.1. პუნქტით, შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარება განხორციელ-დება ეტაპობრივად, შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომად-გენლების მიერ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით.
ხელშეკრულების 7.2. პუნქტით, ანგარიშსწორება განხორციელდება 2018-2019 წლების ბიუჯეტის სახსრებით (2018 წელს - 60 %; 2019 წელს - 40 %), ეტაპობრივად, გაწეული მომსახურების ან/და მიწოდებული საქონლის შესაბამისად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
ხელშეკრულების 8.8. პუნქტით, თუ შემსყიდველი არ ასრულებს წინამდებარე ხელშეკრულების მე-7 მუხლის 7.2 პუნქტის მოთხოვნებს, დაეკისრება პირგასამტეხლო, მიმწოდებლისათვის ჩასარიცხი თანხის 0.02%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილე-ბულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N0-------------- (ს.ფ. 35-38);
- შესყიდვის ობიექტის ტექნიკური დავალება, გ----------------ზე არსებული მ---------–-----------ის აღწერილობა (ს.ფ. 39 - 40);
- ხარჯთაღრიცხვა (ს.ფ. 41 - 42);
3.1.4. 2018 წლის 16 მარტს სს „ს----------–--------ი“-ს მიერ გაიცა ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია NP---------, სადაც პრინციპალს წარმოადგენს შპს “X----------ი“ ბენეფიციარს - ქ. თ---–----------ა, საგარანტიო თანხა - 23 300 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საბანკო გარანტია (ს.ფ. 43)
3.1.5. 2018 წლის 06 მარტს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და შპს “X----------ს“ შორის შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტი N4-ით, მხარეებმა დაადასტურეს, რომ „მიმწოდებლის“ მიერ წარდგენილი შესრულებული სამუშაოები დადასტურებულია შესრულებული სამუშაოების აქტი N4-ის მიხედვით, სადაც, ქ. თბილისში, „მ–--------------ი“-ს მოვლა-პატრონობის მომსახურების სამუშაოები შესრულებულია 2018 წლის 6 მარტის სახელმწიფო შესყიდვის N0-------------- ხელშეკრულების პირობების საფუძველზე. სამუშაოების შესრულების პერიოდია 2018 წლის 01 ივლისი - 2018 წლის 31 ივლისი. შესრულებული სამუშაოების ფაქტიური ღირებულება შეადგენს 18 574.92 ლარს დღგ-ს ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 45);
- ფორმა N2 (ს.ფ. 46-48)
3.1.6. 2018 წლის 06 მარტს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და შპს “X----------ს“ შორის შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტი N4-ით, მხარეებმა დაადასტურეს, რომ „მიმწოდებლის“ მიერ წარდგენილი შესრულებული სამუშაოები დადასტურებულია შესრულებული სამუშაოების აქტი N4-ის მიხედვით, სადაც, ქ. თბილისში, „გმირთა მოედნის“ მ---------–-----------ის მოვლა-პატრონობის მომსახურების სამუშაოები შესრულებულია 2018 წლის 16 მარტის სახელმწიფო შესყიდვის N0-------------- ხელშეკრულების პირობების საფუძველზე. სამუშაოების შესრულების პერიოდია 2018 წლის 01 ივლისი - 2018 წლის 31 ივლისი. შესრულებული სამუშაოების ფაქტიური ღირებულება შეადგენს 18 397.94 ლარს დღგ-ს ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 49);
- ფორმა N2 (ს.ფ. 50-52)
3.1.7. სს „ს----------–--------ი“-ს N2838 საგადახდო დავალებით, 2018 წლის 21 აგვისტოს ქ. თ---–----------ის მიერ შპს „X----------ი“-ს ანგარიშზე გადარიცხულ იქნა თანხა 10 932.66 ლარის ოდენობით, გადახდის დანიშნულება - გ----------------ზე მ---------–-----------ისა და მიმდებარე ტერიტორიის მოვლა-პატრონობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგადახდო დავალება N2838 (ს.ფ. 53)
3.1.8. 2017 წლის 18 აპრილს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და შპს „X----------ს“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N0--------------.
ხელშეკრულების 2.1. პუნქტით, ხელშეკრულების შესყიდვის ობიექტია: ქ. თბილისში, „მ–--------------ი“-ს მოვლა-პატრონობის მომსახურების მრავალწლიანი სახელმწიფო შესყიდვა. ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 465 000 ლარით, ყველა გადასახადის ჩათვლით.
ხელშეკრულების 3.1. პუნქტით, მომსახურების გაწევის ვადა - ეტაპობრივად, ჯერადო-ბების გათვალისწინებით, ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვე. მომსახურების გაწევის ჯერადობების გრაფიკს (და აღნიშნული ჯერადობების ცვლილებას საჭირო-ებისამებრ) განსაზღვრავს შემსყიდველის უფლებამოსილი პირი, ზედამხდეველი.
ხელშეკრულების 7.2. პუნქტით, ანგარიშსწორება მოხდება 2017-2018 წლის ბიუჯეტის სახსრებით (2017 წელი - 60 %, 2018 წელი - 40 %), ეტაპობროვად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N0-------------- ხელშეკრულება (ს.ფ. 62 -67);
- ტექნიკური დავალება (ს.ფ. 68-70);
- მომსახურების ხარჯთაღრიცხვა (ს.ფ. 71-72);
3.1.9. 2017 წლის 18 აპრილს სს „ს----------–--------ი“-ს მიერ გაიცა ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია NP---------, სადაც პრინციპალს წარმოადგენს შპს “X----------ი“ ბენეფიციარს - ქ. თ---–----------ა, საგარანტიო თანხა - 23 250 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საბანკო გარანტია (ს.ფ. 73)
3.1.10. 2017 წლის 18 აპრილს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და შპს „X----------ს“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N0--------------.
ხელშეკრულების 2.1. პუნქტით, ხელშეკრულების შესყიდვის ობიექტია: ქ. თბილისში, გ----------------ზე, მ---------–-----------ისა და მიმდებარე ტერიტორიის მოვლა-პატრონობის მომსახურების მრავალწლიანი სახელმწიფო შესყიდვა. ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 329 000 ლარით, ყველა გადასახადის ჩათვლით.
ხელშეკრულების 3.1. პუნქტით, მომსახურების გაწევის ვადა - ეტაპობრივად, ჯერადობების გათვალისწინებით, 2017 წლის 19 აპრილიდან 12 თვე. მომსახურების გაწევის ჯერადობების გრაფიკს (და აღნიშნული ჯერადობების ცვლილებას საჭიროებისამებრ) განსაზღვრავს შემსყიდველის უფლებამოსილი პირი, ზედამ-ხდეველი.
ხელშეკრულების 7.2. პუნქტით, ანგარიშსწორება მოხდება 2017-2018 წლის ბიუჯეტის სახსრებით (2017 წელი - 60 %, 2018 წელი - 40 %), ეტაპობროვად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N0-------------- ხელშეკრულება (ს.ფ. 75-80);
- ტექნიკური დავალება (ს.ფ. 81-83);
- მომსახურების ხარჯთაღრიცხვა (ს.ფ. 84-85)
3.1.11. 2017 წლის 18 აპრილს სს „ს----------–--------ი“-ს მიერ გაიცა ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია NP---------, სადაც პრინციპალს წარმოადგენს შპს “X----------ი“ ბენეფიციარს - ქ. თ---–----------ა, საგარანტიო თანხა - 16 450 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საბანკო გარანტია (ს.ფ. 86)
3.1.12. 2018 წლის 23 მარტს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და შპს „X----------ს“ შორის შედგა დეფექტური აქტი N3, ქ. თბილისში, რიყის ტერიტორიაზე მდებარე „მ–--------------ი“-ს შემადგენელი ელექტრო-პროგრამული და ტექნიკური კომპონენტების მდგომარეობის შესახებ. დაზიანებულ კომპონენტად განისაზღვრა კიბის მოაჯირის მინის პანელი (ნაწრთობი ლამექსირებული) 1 მ2 800 ლარის ღირებულებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დეფექტური აქტი N3 (ს.ფ. 88);
- ფოტოსურათი (89)
3.1.13. 2018 წლის 25 ივნისის ქ--–--------–----------–----–--------------ის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის წერილით შპს „X----------ს“ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N0-------------- ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, ამავე ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.4 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისათვის, დაეკისრა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (112დღე), ხელშეკრუ-ლების ღირებულების (465 000 ლარი) 0.05 %-ის ოდენობით ჯამში - 26 040 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქ--–--------–----------–----–--------------ის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის წერილი (ს.ფ. 91)
3.1.14. 2018 წლის 16 ივლისს ქ--–--------–----------–----–--------------ას ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა შპს „X----------ი“-ს წარმომადგენელმა 2018 წლის 25 ივნისის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 98 - 102)
3.1.15. 2018 წლის 25 ივლისის ქ--–--------–----------–----–--------------ის იურიდიული საქალაქო სამსახურის გადაწყვეტილებით ვინაიდან, წარდგენილ საჩივარში მითითებული საკითხი წარმოადგენდა სასამართლოსადმი უწყებრივად ქვემდებარე საქმეს, ადმინისტრაიული ორგანო მოკლებულია შესაძლებლობას, განიხილოს იგი ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში, რის გამოც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად შპს “X----------ი“-ს მიერ 2018 წლის 16 ივლისს წარდგენილი N1---------------- ადმინისტრაციულ საჩივარი თანდართულ მასალებთან ერთად დაუბრუნდა უკან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 25 ივლისის ქ--–--------–----------–----–--------------ის იურიდიული საქალაქო სამსახურის გადაწყვეტილება (ს.ფ. 103-104)
3.1.16. 2018 წლის 20 აგვისტოს ქ--–--------–----------–----–--------------ის საფინანსო სამსახურის გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
2017 წლის 18 აპრილს დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N0-------------- ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო შპს „X----------ს“ დაეკისრა პირგასამტეხლო 26 040 ლარის ოდენობით. აღნიშნულის შესახებ კომპანიას ეცნობა ქ--–--------–----------–----–--------------ის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის 2018 წლის 25 ივნისის N1------------- წერილით.
ამასთან, ქ--–--------–----------–----–--------------ის საფინანსო საქალაქო სამსახურში წარდგენილია 2018 წლის 06 მარტის N0-------------- ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული N4 მიღება-ჩაბარების აქტი და 2018 წლის 16 მარტის N0-------------- ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული N4 მიღება-ჩაბარების აქტი. ხსენებული დოკუმენტაციის საფუძველზე კომპანიისთვის ასანაზღაურებელი სამუშაოების საერთო ღირებულება შეადგენს 36 972.66 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა“, ხოლო ამავე კოდექსის 444-ე მუხლის თანახმად, თუ გასაქვითი მოთხოვნები მთლიანად ვერ ფარავენ ერთმანეთს, იქვითება მხოლოდ ის, რომლის მოცულობაც ნაკლებია მეორე მოთხოვნის მოცულობაზე“.
გამომდინარე იქიდან, რომ შპს “X----------ი“-ს მიერ არ მომხდარა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2017 წლის 18 აპრილის N0-------------- ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოს დაფარვა, ხოლო ამავე დროს, ქ--–--------–----------–----–--------------ას შპს „X----------ი“-ს მიმართ გააჩნდა ვადამოსული ვალდებულება, ქ--–--------–----------–----–--------------ამ გამოიყენა ზემოხსენებული ნორმებით მინიჭებული უფლება ვალდებულებათა გაქვითვის თაობაზე და შპს “X----------ს“ ჩაურიცხა ზემოხსენებულ თანხებს შორის სხვაობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 20 აგვისტოს ქ--–--------–----------–----–--------------ის საფინანსო სამსახურის გადაწყვეტილება (ს.ფ. 60)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. შპს „X----------ს“ და ქ--–--------–----------–----–--------------ას შორის არ არსებობს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის წარმოშობის საფუძვლები;
3.2.2. ქ--–--------–----------–----–--------------ის დავალიანება შპს „X----------ი“-ს მიმართ შეადგენს 26 040 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით უნდა განხორ-ციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესა-ძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუა-ლებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
სასარჩელო მოთხოვნის საწინააღმდეგოდ მოპასუხე აპელირებს მხარეთა შორის არსებულ ურთიერთვალდებულებებზე და თვლის, რომ მოსარჩელეს მოთხოვნათა გაქვითვის შედეგად ჩაერიცხა დარჩენილი დავალიანება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის თანახმად, ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა. ვალდებულებათა გაქვითვა შესაძლებელია მაშინაც, როცა ერთ-ერთი მოთხოვნის შესრულების ვადა ჯერ არ დამდგარა, მაგრამ ამ მოთხოვნის უფლების მქონე მხარს უჭერს გაქვითვას. ვალდებულებათა გაქვითვა ხორციელდება მეორე მხარისათვის შეტყობინებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვით ვალდებულების შესაწყვეტად აუცილებელია გარკვეული წინაპირობის არსებობა. კერძოდ, გაქვითვა შესაძლებელია, როცა მხარეებს ერთმანეთის მიმართ აკისრიათ ვალდებულების შესრულება, ე.ი. არსებობს საპასუხო მოთხოვნები. ამასთანავე, გაქვითვის მოთხოვნა უნდა აკმაყოფილებდეს მოთხოვნის ნამდვილობის პირობებს, რათა მისი განხორციელება რეალურად იყოს შესაძლებელი. მოთხოვნა უნდა იყოს უდავო, რაც გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის დანაწესიდან. აღნიშნული ნორმის თანახმად, ურთიერთმოთხოვნათა შეწყვეტა გაქვითვით დასაშვებია, თუ დადგენილია ამ მოთხოვნის შესრულების ვადა, შესაძლოა ვადა არც იყოს დადგენილი, მაგრამ ამ მოთხოვნის უფლების მქონე მხარს უჭერდეს გაქვითვას. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია, რომ მხარეთა შორის ასეთი სახის მოთხოვნები იყოს უდავო. (ას-915-1222-07, 2008 წლის 27 მარტი)
დადგენილია, რომ მოსარჩელეს 2018 წლის 25 ივნისს ქ--–--------–----------–----–--------------ის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის წერილით სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N0-------------- ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, ამავე ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.4 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისათვის, დაეკისრა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (112დღე), ხელშეკრულების ღირებულების (465 000 ლარი) 0.05%-ის ოდენობით ჯამში - 26 040 ლარი.
ასევე დადგენილია, რომ 2018 წლის 16 ივლისს ქ--–--------–----------–----–--------------ას ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა შპს „X----------ი“-ს წარმომადგენელმა 2018 წლის 25 ივნისის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
გაქვითვა მოპასუხე მხარემ განახორციელა 2018 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით და დარჩენილი დავალიანება ჩაურიცხა მოსარჩელეს.
ამდენად, დადგენილია, რომ მოსარჩელემ პირგასამტეხლოს დაკისრება სადავო გახადა მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულებათა გაქვითვამდე. შესაბამისად, უსაფუძვლოა მოპასუხის აპელირება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლზე, ვინაიდან, გასაქვით მოთხოვნაზე ვრცელდება ის ძირითადი ნიშანი, რაც დაკავშირებულია ამ მოთხოვნის უდავო ხასიათთან, შესაბამისად, მოთხოვნათა სადავოობის შემთხვევაში დაუშვებელია გაქვითვა, რაც თავის მხრივ არ შეიძლება გახდეს მოსარჩელის მოთხოვნის შემწყვეტი გარემოება.
რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას 26 040 ლარის დაკისრების ნაწილში, მოპასუხე აღნიშნულს არსებითად არ შედავებია და მისი მხრიდან სადავოდ არ გამხდარა არსებული დავალიანება. ვინაიდან, გამოირიცხა ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის საფუძველი, შესაბამისად, აღნიშნული თანხა უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს.
შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს მოსარჩელის მიერ შესაბამისი სამუშაოების დადგენილი ხარისხით შესრულებულ ფაქტობრივ გარემოებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 20 აგვისტოს ქ--–--------–----------–----–--------------ის საფინანსო სამსახურის გადაწყვეტილება (ს.ფ. 60)
- ქ--–--------–----------–----–--------------ის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის წერილი (ს.ფ. 91)
- ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 98 - 102)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის განხილვისას დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი შეფასებიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 417-ე, 420-ე, 629-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრუ-ლება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად (ვთქვათ, შეასრულებს მხოლოდ ნაწილს ან/და არასრულად), ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.
სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწი-ნებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის წარმოშობილია ნარდობის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხის მიმართ კეთილსინდისიერად და ჯეროვნად იქნა შესრულებული მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ, მის მიერ ჯეროვნად და კეთილსინდისიერად იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი სამუშაო. ამასთან, აღნიშნულის მიუხედავად, მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის არ არის ანაზღა-ურებული შესრულებული სამუშაოს ღირებულება, რომლის ოდენობაც სადაო არ ყოფილა მოპასუხის მხრიდან.
შესაბამისად, სასამართლო მის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ზ/აღნიშნული სამართლებრივი ნორმების შეფასების საფუძველზე მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება 26 040 ლარის ოდენობით.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, არ არსებობს ურთიერთმოთ-ხოვნათა გაქვითვის საფუძველი, შესაბამისად, მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება და არსებობს მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 200 ლარით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდი-საგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სარჩელის ფასი განსაზღვრულია 26 508.72 ლარით, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 794.76 ლარი. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, 26 240 ლარის ნაწილში. შესაბამისად, მოპასუხეს სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა დაეკისროს 786.65 ლარის გადახდა.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს „X----------ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. ქ--–--------–----------–----–--------------ას შპს “X----------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 26 040 ლარის გადახდა;
1.2. ქ--–--------–----------–----–--------------ას შპს “X----------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს 200 ლარის გადახდა;
2. ქ--–--------–----------–----–--------------ას შპს „X----------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 786.65 ლარის ოდენობით;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ჩიხლაძე