გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2-191-19
(საქმე N190210119002838371)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14 მაისი, 2019 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე - მაია შოშიაშვილი
სხდომის მდივანი - გიორგი ჩუბინიძე
მოსარჩელე - გ------- ფ----------–---–ი
კანონიერი წარმომადგენ--–- - თ----- თ---------–---–ი
წარმომადგენ--–- - თ----- მ-----–-–---–ი, თ------ ს----–-–---–ი
მოპასუხე - კ---- ფ----------–---–ი, ვ--–---- ფ----------–---–ი
წარმომადგენელი - თ----- ჯ--–--–---–ი
მოპასუხე - ნ--–- კ----–---–-ა
წარმომადგენელი - დ-------- ბ--–-------ე
დავის საგანი - გარიგების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი უძრავ ნივთზე მდებარე ქ. რუსთავი კონსტიტუციის ქუჩა N 14. ბ. N36 (საკადასტრო კოდი: 02.05.06.101.01.0--) 2018 წლის 16 თებერვალს გ------- ფ----------–---–ის წარმომადგენელს კ---- ფ----------–---–სა და ვ--–---- ფ----------–---–ს შორის და 2018 წლის 29 აგვისტოს ვ--–---- ფ----------–---–სა და ნ--–- კ----–---–-ას შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულებები, აღდგენილ იქნეს პირვანდელი მდგომარეობა და მითითებული უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი: 02.05.06.101.01.0--) აღირიცხოს გ------- ფ----------–---–ის საკუთრებაში.
1.2. უძრავი ქონება მდებარე ქ. რუსთავი კონსტიტუციის ქუჩა N 14. ბ. 36. საკადასტრო კოდი: 02.05.06.101.01.0--, სადაც ამჟამად ცხოვრობს კ---- ფ----------–---–ი, გამოთხოვილ იქნეს კ---- ფ----------–---–ის უკანონო მფლობელობიდან, გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადმოეცეს გ------- ფ----------–---–ს და საჯარო რეესტრის ჩანაწერში, მესაკუთრედ აისახოს გ------- ფ----------–---–ი. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარემ ვ--–---- ფ----------–---–ის მიმართაც დააზუსტა იგივე მოთხოვნა.
მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 14 მაისს, გ------- ფ----------–---–ს ბაბუამ, ვ--–---- ფ----------–---–მა, აჩუქა უძრავი ნივთი, მდებარე ქ. რუსთავი კონსტიტუციის ქუჩა N 14. ბ. 36. საკადასტრო კოდი: 02.05.06.101.01.0--. მოცემულ გარიგებაში გ------- ფ----------–---–ის წარმომადგენ--–- იყო მამა კ---- ფ----------–---–ი.
2018 წლის 16 თებერვალს კ---- ფ----------–---–მა, გ------- ფ----------–---–ის ნების საწინააღმდეგოდ მოცემული უძრავი ქონება ჩუქების ხელშეკრულებით აჩუქა ისევ ვ--–---- ფ----------–---–ს. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სწორედ 2018 წლის 16 თებერვალს, კ---- ფ----------–---–ის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოში დადგა გამამტყუნებელი განაჩენი საქმეზე N1/43-18. რომლის თანახმადაც კ---- ფ----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის. კ---- ფ----------–---–ი დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით შვილს - გ------- ფ----------–---–ს სისტემატიურად, კვირაში ორჯერ ან სამჯერ აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. მოსარჩელის განმარტებით, სწორედ კ---- ფ----------–---–ის დისკრიმინაციული მოტივი გახლდათ საფუძველი იმისა რომ მან გ------- ფ----------–---–ის ნების საწინააღმდეგოდ, უძრავი ნივთი, მდებარე ქ. რუსთავი კონსტიტუციის ქუჩა N 14. ბ. 36. საკადასტრო კოდი: 02.05.06.101.01.0--. ჩუქების ხელშეკრულებით გაასხვისა ისევ ვ--–---- ფ----------–---–ზე.
2018 წლის 29 აგვისტოს ვ--–---- ფ----------–---–მა სადავო უძრავი ქონება ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, გაასხვისა მის მეორე შვილზე, გ------- ფ----------–---–ის მამიდაზე, ნ--–- კ----–---–-აზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე, ვ--–---- ფ----------–---–ი, ჩუქების ნამდვილობას ადასტურებს, რადგანაც იგი რეესტრის ჩანაწერებიდანაც ჩანს, იგი აღნიშნავს, რომ შვილიშვილისთვის ბინის ჩუქებისას მას ამოძრავებდა იმის იმედი და ზეპირი შეთანხმება, რომ გ------- და დედამისი თ----- თ---------–---–ი მის მიმართ მზრუნველობას და პატივისცემას გამოავლენდნენ, რისი დაპირებაც მან უშუალოდ მიიღო მისი შვილის კ---- ფ----------–---–ის და რძლის თ----- თ---------–---–ისგან, რომლებიც თანაბრად არიან არასრულწლოვან გ------- ფ----------–---–ის კანონიერი წარმომადგენლები.
მოპასუხე ვ--–---- ფ----------–---–ი აღნიშნავს, რომ გ-------ს კანონიერმა წარმომადგენლებმა - მშობლებმა, უშუალოდ გ-------ს თანხმობის გათვალისწინებით, ნებაყოფლობით დაუბრუნეს მისივე ბინა ჩუქებით. მოპასუხე აღნიშნავს, რომ მას ქონდა გარკვეული მორალური ხასიათის პრეტენზიები დასაჩუქრებულთან და დედამისთან მათგან გამოვლენილი უმადურობის და უყურადღებობის გამო, რაც მოპასუხის აღნიშვნით, უშუალო საუბარშიც დაადასტურეს: უთხრეს, რომ მას ყავდა ქალიშვილი და მან მოგიაროსო, შენი ბინა არ გვჭიდებაო. შესაბამისად, მოპასუხე აღნიშნავს, რომ აღნიშნულს არანაირი კავშირი არ აქვს მისი შვილის, კ---- ფ----------–---–ის ნასამართლობასთან, რაც მან სარჩელის დანართით შეიტყო.
მოპასუხე აღნიშნავს, რომ ბინა, რომელიც ჩუქების წესით მას დაუბრუნეს, მოსარჩელემ და მისმა მშობლებმა, საკუთრების უფლების რეგისტრაციიდან ექვსი თვის შემდეგ ჩუქების წესით გადასცა საკუთრებაში თავის ქალიშვილს, მოპასუხე ნ--–- კ----–---–-ას, რომელიც მას ეხმარება საზღვარგარეთიდან.
ანალოგიური პოზიცია დააფიქსირა შესაგებლით მოპასუხე კ---- ფ----------–---–მაც.
მოპასუხე ნ--–- კ----–---–-ას წარმომადგენლის პოზიციით, მისთვის მამის მხრიდან ქონების ჩუქებაში კანონსაწინააღმდეგო არაფერია და გარიგება არ უნდა გაუქმდეს .
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2014 წლის 14 მაისს ვ--–---- ფ----------–---–მა, შვილიშვილს გ------- ფ----------–---–ს აჩუქა უძრავი ნივთი, მდებარე ქ. რუსთავი კონსტიტუციის ქუჩა N 14. ბ. 36. საკადასტრო კოდი: 02.05.06.101.01.0--.
მტკიცებულება: 14.05.2014 წლის, უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, დადებული ვ--–---- ფ----------–---–სა და გ------- ფ----------–---–ს (წარმომადგენ--–- კ---- ფ----------–---–ი) შორის, ს.ფ. 19-20.
3.1.2. 2018 წლის 16 თებერვალს, კ---- ფ----------–---–ის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოში დადგა გამამტყუნებელი განაჩენი საქმეზე N1/43-18. რომლის თანახმადაც კ---- ფ----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის. სასამართლომ საქმის განხილვისას, დაადგინა, რომ კ---- ფ----------–---–ი დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით შვილს - გ------- ფ----------–---–ს სისტემატიურად - კვირაში ორჯერ ან სამჯერ აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას: აგინებდა, მიმართავდა უცენზურო სიტყვებით იმის გამო, რომ გ-------ს აქვს განსხვავებული შეხედულებები, განსხვავებულად იცვამს და გამოიყურება, არის ე.წ. „გოთი“. კ---- ფ----------–---–ი აღნიშნული მოტივით ფიზიკურადაც ძალადობდა გ------- ფ----------–---–ზე. მამის ქმედება გ------- ფ----------–---–ისთვის არის შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი, რის გამოც განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
მტკიცებულება: რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 თებერვლის განაჩენი, საქმეზე 1/43-18.ს.ფ. 23-30.
3.1.3. იმავე დღესვე, 2018 წლის 16 თებერვალს, კ---- ფ----------–---–მა, რომელიც ცნობილ იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, როგორც გ------- ფ----------–---–ის წარმომადგენელმა, გ------- ფ----------–---–ის ნების საწინააღმდეგოდ უძრავი ნივთი, მდებარე ქ. რუსთავი კონსტიტუციის ქუჩა N 14. ბ. 36. საკადასტრო კოდი: 02.05.06.101.01.0--. აჩუქა კვლავ, მამამისს, ვ--–---- ფ----------–---–ს.
მტკიცებულება: 16.02.2018 წლის, უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება დადებული გ------- ფ----------–---–სა (წარმომადგენ--–- კ---- ფ----------–---–ი) და ვ--–---- ფ----------–---–ს შორის, ს.ფ. 21-22.
3.1.4. 2018 წლის 29 აგვისტოს ვ--–---- ფ----------–---–მა სადავო უძრავი ქონება, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, გაასხვისა მის მეორე შვილზე ნ--–- კ----–---–-აზე. რომელიც არის ასევე, გ------- ფ----------–---–ის მამიდა.
მტკიცებულება: 29.08.2018 წლის, უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, დადებული ვ--–---- ფ----------–---–სა და ნ--–- კ----–---–-ას შორის, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ.31-32, 38.
3.1.5. კ---- ფ----------–---–მა იძალადა გ------- ფ----------–---–ზე, 2018 წლის 23 ნოემბერს 12 საათსა და 10 წუთზე კ---- ფ----------–---–ის მიმართ გამოწერილ იქნა შემაკავებელი ორდერი, გ------- ფ----------–---–ის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის აღკვეთის მიზნით და ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, შემაკავებელი ორდერით მოძალადე, კ---- ფ----------–---–ს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს.
მტკიცებულება: შემაკავებელი ორდერი, 000918, დადასტურებული კანონიერი წარმომადგენლის თ----- თ---------–---–ის მიერ, ს.ფ.33.
3.1.6. გ------- ფასადანიშვილი არის არასრულწლოვანი, დაბადებულია 2001 წლის 11 ივლისს , მისი კანონიერი წარმომადგენელები არიან დედა თ----- თ---------–---–ი და მამა კ---- ფ----------–---–ი.
მტკიცებულება : დაბადების მოწმობა, ს.ფ 34.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. უძრავ ნივთზე მდებარე ქ. რუსთავი კონსტიტუციის ქუჩა N 14. ბ. N36 (საკადასტრო კოდი: 02.05.06.101.01.0--) 2018 წლის 16 თებერვლის გ------- ფ----------–---–ის წარმომადგენელს კ---- ფ----------–---–სა და ვ--–---- ფ----------–---–ს შორის და 2018 წლის 29 აგვისტოს ვ--–---- ფ----------–---–სა და ნ--–- კ----–---–-ას შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულებები არასრულწლოვნის გ------- ფ----------–---–ის ( დაბადებული 2001 წლის 11 ივლისს) ინტერესების საწინააღმდეგო გარიგებებია, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს და ზნეობის ნორმებს.
კ---- ფ----------–---–მა , როგორც გ------- ფ----------–---–ის წარმომადგენელმა, გ------- ფ----------–---–ის ნების საწინააღმდეგოდ უძრავი ნივთი, მდებარე ქ. რუსთავი კონსტიტუციის ქუჩა N 14. ბ. 36. საკადასტრო კოდი: 02.05.06.101.01.0--. აჩუქა მამამისს, ვ--–---- ფ----------–---–ს, რაც არ შეესაბამება არასრულწლოვნის ინტერესს და რითაც არანაირი სარგებელი არასრულწლოვანს არ მიუღია.
სადავო უძრავი ნივთი ვ--–---- ფ----------–---–მა აჩუქა ამის შემდგომ შვილს ნ--–- კ----–---–-ას, რომელიც არის მოსარჩელის მამიდა და მისთვის ცნობილი იყო ოჯახური კონფლიქტის შესახებ.
„ბავშვის უფლებათა შესახებ’’ კონვენციის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან), რეგულირდება ბავშვის მიმართ მზრუნველობის საკითხები, კერძოდ, კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
„ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ ბავშვის უფლებას, დაცული იყოს ეკონომიკური ექსპლუატაციისაგან. სასამართლოს მოსაზრებით, ეკონომიკურ ექსპლუატაციაში იგულისხმება ბავშვის შრომითი რესურსის ბოროტად გამოყენება, ასევე, მისი ქონებით არამიზნობრივად, ბავშვის ინტერესების საზიანოდ სარგებლობა, ბავშვის ქონების ბავშვის ინტერესების საწინააღმდეგოდ განკარგვა. ბავშვის ქონებით არამიზნობრივი სარგებლობა სახეზეა, როდესაც სარგებლობას ბავშვის ქონების შემცირება ან მისი სრული მოსპობა სდევს თან და, ამასთან, ამგვარი სარგებლობის მიზანს ბავშვის ინტერესი არ ამართლებს. ოჯახის ქონებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება, რაღა თქმა უნდა, არაპირდაპირ, თუმცა, მაინც, ბავშვის ინტერესებშია, თუმცა, ოჯახის ქონებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ბავშვის ქონებაზე რისკის გაწევა, მით უფრო, თუ რისკი გაუთვლელი და დაუზღვეველია, ბავშვის ინტერესების საზიანო შედეგის მომტანია. შესაბამისად, ბავშვის ქონება უნდა განიკარგოს მხოლოდ ბავშვის ინტერესებში.
სამოქლაქო კოდექსის 1198-ე მუხლი განსაზღვრავს რა მშობლის მოვალეობებს შვილების მიმართ, ავალდებულებს ამ უკანასკნელს შვილების ქონების მართვასა და გამოყენებას არასრულწლოვნის ინტერესების შესაბამისად.
ზემოაღნიშნული დანაწესები ავალდებულებს მშობლებს, დაიცვან თავიანთი არასრულწლოვანი შვილების უფლებები და ინტერესები, რაც მოიცავს შვილების ქონების მართვასა და გამოყენებას. აღნიშნული ნორმებით განსაზღვრულია მშობლის მოვალეობა შვილის მიმართ, ბავშვის ქონების მართვისა და გამოყენების დროს იმოქმედოს მხოლოდ მისივე ინტერესების შესაბამისად. გარიგების დადების მიზანს უნდა წარმოადგენს შვილის ინტერესების უკეთ უზრუნველყოფა. არასრულწლოვნის კეთილდღეობასა და მომავალზე ზრუნვა უნდა იყოს უპირატესი გარიგების დადების დროს და განპირობებული ბავშვის მატერიალური და არამატერიალური მოთხოვნილების დაკმაყოფილების აუცილებლობით.
მართალია, მშობლები არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები არიან და განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე, მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად გამოდიან. შესაბამისად, მშობელს ბავშვის სახელით მხოლოდ ისეთ გარიგებების დადება შეუძლია, რომლებიც ბავშვის ნებას შეესაბამება და აღნიშნული გარიგება ბავშვის ინტერესებშია. მოცემულ შემთხვევაში, ბავშვის კუთვნილი ქონების გაჩუქება, რაც უსასაყიდლო გარიგებაა, არ შეიძლება მიჩნეული იქნას არასრულწლოვანის ნების შესაბამისად და მისთვის სარგებლის მომტანად. ამდენად, სასამართლო მშობლის მიერ არასრულწლოვანი ბავშვის ქონების გაჩუქებას ბავშვის ინტერესის საწინააღმდეგო გარიგებად მიიჩნევს. მართალია, ფორმალურად დაცული იყო კანონის მოთხოვნები, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში, გარიგება ეწინააღმდეგებოდა, როგორც ეროვნულ, ასევ, საერთაშორისო სამართლის ნორმებს და ამ ნაწილში, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები და წინაპირობა სახეზეა.
ასევე ნ--–- კ----–---–-აზე ვ--–---- ფ----------–---–ის მიერ უძრავის ნივთის ჩუქებაც კანონსაწინააღმდეგო ვერ იქნებოდა, რომ არ ირღვეოდეს ასევე არასრულწლოვანი გ------- ფ----------–---–ის ინტერესი, ნ--–- კ----–---–-ასგან ქონების გ------- ფ----------–---–ისთვის დაბრუნებით ნ--–- კ----–---–-ას მატერიალური ზიანი არ ადგება, რადგან მან უსასყიდლოდ მიიღო სადავო ქონება. სასამართლოს მის ინტერესთან შეპირისპირებისას კვლავაც უპირატესად მიაჩნია არასრულწლოვნის ინტერესი. ამიტომ ვ--–---- ფ----------–---–ის მიერ ნ--–- კ----–---–-აზე უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულებაც უნდა გაუქმდეს, რათა სრულად იქნეს აღდგენილი არასრულწლოვნის დარღვეული უფლებები.
3.2.2. მოპასუხეები ვ--–---- და კ---- ფ----------–---–ები ცხოვრობენ სადავო უძრავ ქონებაში - ბინაში. ისინი და მოსარჩელე გ------- ფ----------–---–ი ერთი ოჯახის წევრები არიან და ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ პაპის ვ--–---- ფ----------–---–ის მიერ შვილიშვილის - გ------- ფ----------–---–ისთვის ბინის ჩუქების მომენტში და ნაგულისხმევი იყო, რომ მიუხედავად, ბინის ჩუქებისა არასრულწლოვნის მამას და პაპას უნდა ეცხოვრათ ამ ბინაში. ამდენად, მათი გამოსახლება ბინიდან არ უნდა მოხდეს, მით უმეტეს არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილი არის მშობლების საცხოვრებელი ადგილი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
მოსარჩელე მხარემ შეძლო დადასტურება იმის, რომ არასრულწლოვან გ------- ფ----------–---–ისათვის თავის დროზე პაპის ვ--–---- ფ----------–---–ის მიერ ნაჩუქარი ქონების კვლავაც უკან დაბრუნება ისევ ჩუქების ხელშეკრულებით ( ამ შემთხვევაში გამჩუქებელია არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენ--–- მამა - კ---- ფ----------–---–ი, დედა თ----- თ---------–---–ი საქმის კურსში არ იყო) კანონსაწინააღმდეგო გარიგებაა, რადგან იგი არ ემსახურება არასრულწლოვნის ინტერესს, პირიქით, განპირობებული იყო მამის მხრიდან შვილთან კონფლიქტური დამოკიდებულების გამო, ერთგვარი შვილის "დასჯის" სურვილით, რასაც ადასტურებს კ---- ფ----------–---–ის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი შვილზე ძალადობის ბრალდებით, იგივე დღეს მოხდა პაპისთვის - ვ--–---- ფ----------–---–ისთვის ქონების უკან დაბრუნებაც - ჩუქება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ჩუქების ხელშეკრულებები ბათილად იქნას ცნობილი, ხოლო უძრავი ნივთის გამოთხოვის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 52-ე, 54-ე 56-ე, 72-ე, 115-ე, 170-ე, 172-ე, 183-ე, 312-ე, 524-ე, 529-ე, 1198, 1199-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის დანაწესის მიხედვით განსაზღვრულია მშობელთა მოვალეობანი შვილების მიმართ, კერძოდ, ამ მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მშობლებს ევალებათ, დაიცვან თავიანთი არასრულწლოვანი შვილების უფლებები და ინტერესები, რაც მოიცავს შვილების ქონების მართვასა და გამოყენებას.
ამავე კოდექსის 1199-ე მუხლით მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.
სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის დანაწესით დაუშვებელია უფლების ბოროტად გამოყენება, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
კ---- ფ----------–---–ს, როგორც არასრულწლობან გ------- ფ----------–---–ის კანონიერ წარმომადგენელს, ჰქონდა უფლება განსაკუთრებულ რწმუნებათა გარეშე წარმოედგინა მისი შვილის ინტერესები, მაგრამ გარიგების დადების დროს უპირობოდ უნდა გაეთვალისწინებინა მისი შვილის ინტერესები, იყო თუ არა რაიმე სარგებლის მომტანი ჩუქების ხელშეკრულებით არასრულწლოვნის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისება ამ უკანასკნელისთვის. ჩუქება უსასაყიდლო გარიგებაა, შესაბამისად, ვერც არასრულწლოვანი და ვერც მისი კანონიერი წარმომადგენელი ამ გარიგებით ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებდა, ეს გარიგება აშკარად ზიანის მომტანია არასრულწლოვნის ინტერესების , რომელის საკუთრების უფლება იქნა შელახული.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით.
სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის მიხედვით, ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ. ჩუქება შეიძლება გაუქმდეს ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მჩუქებელი შეიტყობს იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას ჩუქების გაუქმების უფლებას აძლევს.
აღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონმდებელი ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს მხოლოდ მძიმე შეურაცხყოფაზე ან დიდ უმადურობაზე. ორივე პირობა შეფასებითი კატეგორიისაა და ყოველი კონკრეტული საქმის გარემოებებიდან უნდა დადგინდეს მძიმე შეურაცხყოფის ან დიდი უმადურობის გამოვლენის ფაქტი.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ვ--–---- ფ----------–---–მა სადავო ბინა აჩუქა შვილიშვილს გ------- ფ----------–---–ს , შემდგომში კი გ------- ფ----------–---–ის მამის , კანონიერი წარმომადგენლის - კ---- ფ----------–---–ის მეშვეობით კვლავაც ჩუქებით უკან დაიბრუნა, რის მოტივადაც მიუთითებს რძლის თ----- თ---------–---–ისა და შვილიშვილის გ------- ფ----------–---–ის მხრიდან გამოჩენილ უმადურობას, მან ვერ მიუთითა და ვერ დაამტკიცა გარემოებები, რომელიც შეიძლება შეფასებულიყო, როგორც შეურაცხყოფა ან მის მიმართ გამოჩენილი დიდი უმადურობა დასაჩუქრებულის მხრიდან. ასეთის დადასტურების შემთხვევაშიც კი , ვ--–---- ფ----------–---–ს სასამართლოში სარჩელის წარდგენის გზით უნდა მოეთხოვა ჩუქების ხელშეკრულების ბათილობა და გაჩუქებული ქონების დაბრუნება და არა ისეთი გზით, როდესაც გაჩუქებული ქონების კვლავაც უკან ჩუქებით დაიბრუნა ქონება.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
ვ--–---- ფ----------–---–ისთვის კ---- ფ----------–---–ის მიერ არასრულწლოვან გ------- ფ----------–---–ის კუთვნილი უძრავი ქონების ჩუქება უნდა შეფასდეს, როგორც ამ ნორმის დანაწესიდან გამომდინარე ბათილი გარიგება, არასრულწლოვნის გ------- ფ----------–---–ის ( დაბადებული 2001 წლის 11 ივლისს) ინტერესების საწინააღმდეგო გარიგებად.
ნ--–- კ----–---–-ასთვის სადავო ქონების ჩუქების ხელშეკრულების (გარიგების) ბათილად ცნობის ნაწილში, სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სსკ-ის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიცია: ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება), ხოლო სადავო გარიგების მოჩვენებითობა სასამართლოს მიხედულებით განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ვ--–---- ფ----------–---–ს სურვილი ჰქონდა ვერ მომხდარიყო დავის შემთხვევაში გ------- ფ----------–---–ისთვის უძრავის ნივთის დაბრუნება და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად მე-3 ნაწილის თანახმად შეცილების უფლება აქვს დაინტერესებულ პირს. ამ ნორმის მიხედვით გარიგების შეცილების, მისი ბათილობის მოთხოვნა შეუძლია იმ პირს, რომლის კანონიერი ინტერესები შეილახა სადაო გარიგების დადებით. ასეთი პირი შეიძლება იყო როგორც თავად გარიგების მონაწილე მხარე, ასევე ის პირი, რომლის კანონიერი ინტერესი შელახეს მესამე პირებმა გარიგების დადებით. შესაბამისად გარიგების შეცილების უფლების გამოყენების დროს უნდა დადგინდეს შეილახა თუ არა გარიგებით შემცილებელი პირის კანონიერი უფლებები, არის თუ არა იგი გარიგების ბათილობით დაინტერესებული პირი.
სადაო ჩუქების ხელშეკრულებების ბათილობის საკითხის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ გარიგების მხარეები არიან გ------- ფ----------–---–ის ახლო ნათესავები - პაპა და მამიდა. ნ--–- კ----–---–-ასთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო, რომ სადაო ქონება არსრულწლოვან გ------- ფ----------–---–ს ეკუთვნოდა მანამდე, სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის შესაბამისად მას ევალებოდა კეთილსინდისიერად მოქმედება და არასრულწლოვნის ინტერესის და უფლებების გათვალისწინება.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და უძრავი ქონება, მდებარე ქ. რუსთავი, კონსტიტუციის ქუჩა N14, ბინა N36, საკადასტრო კოდი: 02.05.06.101.01.0-- საჯარო რეესტრში უნდა აღირიცხოს გ------- ფ----------–---–ის საკუთრებაში, მაგრამ გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ არასრულწლოვანისთვის უძრავი ქონების ჩუქების დროს ნაგულისხმევი არ ყოფილა, რომ გ------- ფ----------–---–ის მამას კ---- ფ----------–---–ს და პაპას ვ--–---- ფ----------–---–ს ამ ბინაში არ უნდა ეცხოვრათ, პირიქით, არასრულწლოვნის საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს მშობლის საცხოვრებელი ადგილი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის პრეტენზია ბინიდან არასრულწლოვნის მამის კ---- ფ----------–---–სა და პაპის ვ--–---- ფ----------–---–ის გამოსახლებაზე დაუსაბუთებელია.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოპასუხეებს კ---- ფ----------–---–ს, ვ--–---- ფ----------–---–ს და ნ--–- კ----–---–-ას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება, ხოლო 200 ლარის გადახდა დაეკისროთ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად ძალში უნდა დარჩეს საქმეზე რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ 2019 წლის 07 თებერვალს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რადგან სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 2591-ე 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. გ------- ფ----------–---–ის (კანონიერი წარმომადგენელი თ----- თ---------–---–ი) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ბათილად იქნეს ცნობილი უძრავ ნივთზე მდებარე ქ. რუსთავი, კონსტიტუციის ქუჩა N14, ბინა N36, საკადასტრო კოდი 02.05.06.101.01.0--, 2018 წლის 16 თებერვალს გ------- ფ----------–---–ის წარმომადგენელს კ---- ფ----------–---–სა და ვ--–---- ფ----------–---–ს შორის და 2018 წლის 29 აგვისტოს ვ--–---- ფ----------–---–სა და ნ--–- კ----–---–-ას შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულებები და უძრავი ქონება საკადასტრო კოდი: 02.05.06.101.01.0-- საჯარო რეესტრში აღირიცხოს გ------- ფ----------–---–ის საკუთრებაში.
3. არ დაკმაყოფილდეს გ------- ფ----------–---–ის (კანონიერი წარმომადგენ--–- თ----- თ---------–---–ი) სარჩელი კ---- ფ----------–---–ისა და ვ--–---- ფ----------–---–ის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების მდებარე ქ. რუსთავი, კონსტიტუციის ქუჩა N14, ბინა N36, საკადასტრო კოდი 02.05.06.101.01.0-- გამოთხოვის თაობაზე.
4. მოპასუხეებს კ---- ფ----------–---–ს, ვ--–---- ფ----------–---–ს და ნ--–- კ----–---–-ას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროთ სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება, ხოლო 200 ლარის გადახდა დაეკისროთ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
5. უცვლელად დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 07 თებერვლის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება - ყადაღა ნ--–- კ----–---–-ას საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე მდებარე ქ. რუსთავი, კონსტიტუციის ქუჩა N14, ბინა N36, საკადასტრო კოდი 02.05.06.101.01.0--.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია შოშიაშვილი