განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №820100118002680167
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20.05.2019 წელი ქ. ბათუმი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ხვიჩა კიკილაშვილი
სხდომის მდივანი - სოფია კ----ხიძე
პროკურორი - ა---- მ------ია
ბრალდებული - რ---- მ------–-–---–ი, ვ--–------ე ვ-–----ე
ადვოკატი - ო-–---- კ--------ე, ნ--- დ-----ა
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №173260818002
1.ბრალდებულ ვ--–------ე ვ-–----ე
მამის სახელი: ა-------
დაბადებული: 05.10.1--- წელი
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ნასამართლობა: არ არის ნასამართლევი
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებელი
პირადი ნომერი: 6----------
მისამართი: ქუთაისი, ტ-–----------ის ქ. №29,რეგისტრირებული: ქუთაისი, ტ-–----------ის ქ. №29,პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტი
2. ბრალდებულ რ---- მ------–-–---–ი
მამის სახელი: გია
დაბადებული: 06.06.1--- წელი
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ნასამართლობა: არ არის ნასამართლევი
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებელი
პირადი ნომერი: 4----------
მისამართი: ჩოხატაურის რაიონი სოფელი შუა ფ---–-მა
რეგისტრირებული: ჩოხატაურის რაიონი სოფელი შუა ფ---–-მა
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტი
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების არსი ბრალდების დადგენილების თანახმად:
ვ--–------ე ვ-–----ის მიმართ:
ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით;
რ----ი მ------–-–---–ის მიმართ:
ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით;
ბრალდების დადგენილების თანახმად დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 26 აგვისტოს დაახლოებით 02:00 საათზე, ვ--–------ე ვ-–----ე და რ----ი მ------–-–---–ი, ჯგუფურად თავს დაესხნენ, ქ. ბათუმში, ა-------------ს გ-------–--–ი N283-ში მდებარე სავალუტო ჯიხურს, რა დროსაც ოპერატორ ბ------ ბ------–ს სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით გასტაცეს დიდი ოდენობით ფულადი თანხა 17800 ლატის ოდენობით და ,,აიფონ 5-ს“ მოდელის მობილური ტელეფონი ღირებული 850 ლარად.
სასამართლომ დაადგინა:
ვ--–------ე ვ-–----ის მიმართ:
2018 წლის 26 აგვისტოს დაახლოებით 02:00 საათზე, ვ--–------ე ვ-–----ემ და რ----ი მ------–-–---–მა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, ქ. ბათუმში, ა-------------ს გ-------–--–ი N283-ში მდებარე სავალუტო ჯიხურიდან აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გაიტაცეს ფულადი თანხა.
რ---- მ------–-–---–ის მიმართ:
2018 წლის 26 აგვისტოს დაახლოებით 02:00 საათზე, რ---- მ------–-–---–მა და ვ--–------ე ვ-–----ემ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, ქ. ბათუმში, ა-------------ს გ-------–--–ი N283-ში მდებარე სავალუტო ჯიხურიდან აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გაიტაცეს ფულადი თანხა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ძარცვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ
სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ბ------ ბ------–მა განმარტა, რომ მუშაობს ქალაქ ბათუმში, ა-------------ს გ-------–--–ზე მდებარე ვალუტის გადამცვლელ პუნქტში, რომელიც მუშაობს დღე-ღამის 24 საათის განმავლობაში. 2018 წლის 25 აგვისტოს მან მორიგეობა გადაიბარა დილის საათებში ვასილ კაკაბაძისგან და შეუდგა მუშაობას. 26 აგვისტოს ღამის დაახლოებით 02 საათზე გამოვიდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტიდან, შესასვლელი კარები დაკეტა გასაღებით და შევიდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტის უკან მდებარე საპირფარეშოში, საპირფარეშოდან გამოსვლისას მას წინ დახვდა მისთვის უცნობი ორი ახალგაზრდა მამაკაცი, მათგან წინ მდგომმა უბრძანა ჩუმად ყოფნა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა სროლით და მოკვლით და მოსთხოვა ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შესასვლელი კარების გასაღების გადაცემა. მართალია მისი განმარტებით მას თავდამსხმელის ხელში იარაღი არ შეუნიშნავს, თუმცა იფიქრა, რომ იარაღი ეჭირა, ამიტომ გადასცა მას გასაღები, ხსენებულმა პიროვნებამ გამოჰკითხა თუ სად ინახავდა ფულად თანხებს, იგი დარჩა მასთან საპირფარეშოს წინ, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის გასაღები კი თავის მხრივ ხსენებულმა პირმა გადასცა მასთან ერთად მყოფ მეორე პიროვნებას, რომელიც შევიდა ვალუტის გადამცვლელ პუნქტში, იქიდან გამოვიდა პოლიეთილენის პაკეტით, შემდეგ უბრძანეს არ გამოსულიყო საპირფარეშოდან, თვითონ კი გაიქცნენ და ვალუტის გადამცვლელი პუნქტიდან გაიტაცეს 17800 ლარის ოდენობით ფულადი თანხა და მისი კუთვნილი მობილურის ტელეფონი. დაზარალებულმა ბ------ ბ------–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვის დროს მიუთითა რა ბრალდებულ რ---- მ------–-–---–ზე, განმარტა, რომ ხსენებული პიროვნება იყო ის პირი, რომელმაც უბრძანა ჩუმად ყოფნა და გასაღების გადაცემა, მან წაართვა მობილური ტელეფონიც, ხოლო მიუთითა რა ვ--–------ე ვ-–----ეზე, განმარტა, რომ ხსენებული პირი შევიდა ვალუტის გადამცვლელ პუნქტში და გაიტაცა იქ არსებული ფულადი თანხა.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული პირის ამოსაცნობად წარდგენის ოქმით და საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ვიდეოჩანაწერით დგინდება, რომ ბ------ ბ------–მა გამოძიების დროს სამი ამოსაცნობად წარდგენილი პირიდან ამოიცნო მარჯვნიდან მე-3 და მარცხნიდან პირველი პიროვნება, ვ--–------ე ვ-–----ე სიმაღლით, სუსტი პირსახით, ჩაწეული ლოყებით, ცხვირის ფორმით და მიუთითა, რომ ხსენებულმა პირმა თანმხლებ პირთან ერთად ვალუტის გადამცვლელ ჯიხურიდან გაიტაცა ფულადი თანხა. ამოცნობის ნამდვილობა დადასტურებული აქვს როგორც ამოცნობაში მონაწილე პირებს, ასევე ბრალდებულს ოქმზე ხელმოწერით და რაიმე სახის შენიშვნა არ გაცხადებულა.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული პირის ამოსაცნობად წარდგენის ოქმით და საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ვიდეოჩანაწერით დგინდება, რომ ბ------ ბ------–მა გამოძიების დროს სამი ამოსაცნობად წარდგენილი პირიდან ამოიცნო მარჯვნიდან მე-2 პიროვნება, რ---- მ------–-–---–ი, რომელსაც ხელში ეჭირა N3, ცხვირით, ხშირი წარბებით, სახის მიმიკით, წვერებით, საერთო იერ სახით და მიუთითა, რომ ხსენებულმა პირმა თანმხლებ პირთან ერთად დაამწყვდია საპირფარეშოში და იარაღის მუქარით ვალუტის გადამცვლელ ჯიხურიდან გასტაცა ფულადი თანხა. ამოცნობის ნამდვილობა დადასტურებული აქვს როგორც ამოცნობაში მონაწილე პირებს, ასევე ბრალდებულს ოქმზე ხელმოწერით და რაიმე სახის შენიშვნა არ გაცხადებულა.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა რ---- ვ----ემ განაცხადა, რომ არის ინდ მეწარმე და გააჩნია ვალუტის გადამცვლელი პუნქტი, სადაც მუშაობს ბ------ ბ------–იც. 2018 წლის 26 აგვისტოს ღამის საათებში მას მობილური ტელეფონით დაუკავშირდა მისი ბიზნესპარტნიორი გალაქტიონ კახაილიში და შეატყობინა ბ------ ბ------–ზე თავდასხმისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტიდან ფულადი თანხების გატაცების თაობაზე. მისივე განმარტებით გატაცებული არის დაახლოებით 17000 ლარის ოდენობის სხვადასხვა ქვეყნის ფულადი თანხები.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გალაქტიონ კახაილიშმა განაცხადა, რომ არის ინდ მეწარმე რ---- ვ----ის მეწილე, რომელსაც გააჩნია ვალუტის გადამცვლელი პუნქტი, სადაც მუშაობს ბ------ ბ------–იც. 2018 წლის 26 აგვისტოს ღამის საათებში მას მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ბ------ ბ------–ი და შეატყობინა, რომ მაზე იარაღის მუქარით განხორციელდა თავდასხმის და ვალუტის გადამცვლელი პუნქტიდან გასტაცეს ფულადი თანხები. მომხდარი მან სატელეფონო შეტყობინებით გადასცა 112-ის სამსახურს. ადგილზე მისვლისას დახვდა ბ------ ბ------–ი და მიმდებარედ არსებული საბურავების მაღაზიის დარაჯი შ--–-- პ-----ე. შემთხვევის ადგილზე მივიდნენ პოლიციის მუშაკებიც, რომლებმაც დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი და დაიწყეს გამოძიება. მისივე განმარტებით გატაცებული არის დაახლოებით 17782 ლარის ოდენობის სხვადასხვა ქვეყნის ფულადი თანხები.
მოწმის სახით დაკითხულმა ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიმდებარედ არსებული საბურავების მაღაზიის დარაჯმა შ--–-- პ-----ემ განმარტა, რომ 2018 წლის 26 აგვისტოს ღამის დაახლოებით 02.00 საათზე იმყოფებოდა საყარაულო ჯიხურში და უყურებდა ტელევიზორს, ამ დროს ტერიტორიის შესასვლელ ჭიშკარის მხრიდან მოესმა ძახილი, გარეთ გამოსვლისას დაინახა ბ------ ბ------–ი, იგი იყო აღელვებული და ტირილით მოუყვა, რომ დააყაჩაღეს. ერთმა ტუალეტში დაამწყვდია, მეორემ კი ფული გამოიტანა ვალუტის გადამცვლელი პუნქტიდან. მანვე სთხოვა ჩაქუჩი და სახრახნისი კარების გასაღებად, რადგან ბ------ ბ------–ის განმარტებით ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შესასვლელი კარების გასაღებიც იმ პირებს ჰქონდათ წაღებული. შ--–-- პ-----ის განმარტებით, მან ბ------ ბ------–ს ასევე ათხოვა მობილური ტელეფონი მომხდარის ოჯახის წევრებისთვის შესატყობინებლად.
2018 წლის 26 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქალაქ ბათუმში, ა-------------ს გ-------–--–ზე 243 ნომერში და წარმოადგენს ვალუტის გადამცვლელი ჯიხურს. ჯიხურისგან მარცხნივ, 0.4 მეტრის დაშორებით მდებარეობს ქვის ბლოკისგან ნაგები ტუალეტი. ჯიხური არის შემინული და გააჩნია რკინის კონსტრუქციის შესასვლელი კარები, ჯიხურს შიგნიდან, მინების მთელ სიგრძეზე აქვს ხის დახლები, გამყოფი ტიხრებითა და უჯრებით, მათ შორის ერთ-ერთში ნახეს 2 ცალი 5 ლარიანი კუპიურა, ჯიხურში ასევე ნახეს ცარიელი რკინის სეიფი, მორგებული გასაღებით გახსნილი კარებით. ჯიხურში განთავსებულია ვიდეოსამეთვალყურეო კამერებიც. მესამე ტიხრის ქვევით, შესასვლელის მარჯვენა მხარეს, ხის დახლის ძირში იატაკის ზედაპირიდან აქტივიზირებული ნახშირით აიღეს სუნის ნიმუში, რომელიც დაილუქა 0.5 ლ. ტევადობის შუშის ქილაში ლუქით 26/12, ქილა ნომერი 1, შენობის მარცხენა მხარეს საპირფარეშოს წინ, ხრეშიანი მიწის ზედაპირიდან აქტივიზირებული ნახშირით აიღეს სუნის ნიმუში, რომელიც დაილუქა 0.5 ლ. ტევადობის შუშის ქილაში ლუქით 26/12, ქილა ნომერი 2. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს, ჯიხურის მიდებარედ, საავტომობილო გზის მარცხენა და მარჯვენა მხარეს ნ---ხი და ამოღებული იქნა 2 ცალი სამედიცინო დანიშნულების ხელთათმანი.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს შედგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა როგორც შემთხვევის ადგილის ჩამტარებელმა გამომძიებელმა ა-----– გ-----ემ, ასევე სუნის ნიმუშების ამღებმა ექსპერტმა კინოლოგმა გ---- მს---–--ემ, რომელმაც სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს განმარტა, რომ მან შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შენობიდან და მის მიმდებარედ მდებარე საპირფარეშოს შესასვლელის წინ, ხრეშიანი მიწის ზედაპირიდან აქტივიზირებული ნახშირით აიღო სუნის ნიმუშები, რომელიც ადგილზე დაილუქა 0.5 ლ. ტევადობის შუშის 2 ცალ ქილაში ცალკ-ცალკე.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემთხვევის მიმდებარედ მდებარე ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერები პირთა იდენტიფიცირების საშუალებას არ იძლევა, შესაბამისად ხსენებული ჩანაწერებით ირკვევა მხოლოდ ის გარემოება, რომ შემთხვევის დროს ავტობუსების გაჩერებიდან, სავარაუდოდ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიმართულებით, ნამდვილად გადაადგილდება 2 პიროვნება, ხოლო რამოდენიმე ხანში, სავარაუდოდ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის წინ, ჩერდება ავტომანქანა, ტაქსის მანათობელი ნიშნით.
მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული ვ-----–- ბ---–----ის გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ მან მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად 2018 წლის 26 აგვისტოს, ღამის საათებში სავალუტო ჯიხურიდან თანხის გატაცების დროს სავალუტო ჯიხურთან თანხის გადასაცვლელად მისული იყო მერსედესის მარკის ავტომანქანით ნ------- კ----–--ე, რაც ეცნობა ხელმძღვანელობას.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ნ------- კ----–--ემ დაადასტურა, რომ 2018 წლის 26 აგვისტოს, ღამის დაახლოებით 02.00 საათზე ნამდვილად იყო მისული ა-------------ს გ-------–--–ი N283-ში მდებარე სავალუტო ჯიხურში თურქული ლირის გადასაცვლელად და განმარტა, რომ საკუთარი ავტომანქანით ახორციელებს მგზავრთა გადაყვანას, არის ტაქსის მძღოლი და პერიოდულად, როდესაც გადაყვანილი მგზავრები მომსახურეობის საფასურს უხდიან უცხოური ვალუტით, უწევს მათი ჯიხურებში გადაცვლა. 2018 წლის 26 აგვისტოს, ღამის საათებში მან სასტუმრო ინტურისტიდან მგზავრი გადაიყვანა სარფის მიმართულებით, უკან დაბრუნებისას, დაახლოებით 02.00 საათზე თურქული ლირის გადაცვლის მიზნით გაჩერდა ვალუტის გადამცვლელ ხსენებულ ჯიხურთან, სადაც მუშაობენ მისთვის ნაცნობი პირები. იგი მივიდა ვალუტის გადამცვლელ პუნქტთან და დაინახა, რომ ჯიხურში იმყოფებოდა მისთვის უცნობი პიროვნება, რომელმაც ხელი გაუქნია და ანიშნა, რომ ვალუტის გადამცვლელი პუნქტი არ მუშაობდა.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული პირის ამოსაცნობად წარდგენის ოქმით და საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ვიდეოჩანაწერით დგინდება, რომ მოწმე ნ------- კ----–--ემ სამი ამოსაცნობად წარდგენილი პირიდან ამოიცნო მარჯვნიდან მე-2 პიროვნება ვ--–------ე ვ-–----ე სიმაღლით, სუსტი მოგრძო პირსახით, ოდნავ კეხიანი ცხვირის ფორმით და მიუთითა, რომ ხსენებული პირი იმყოფებოდა ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში მისი მისვლის დროს და მან ხელით ანიშნა, რომ ჯიხური არ მუშაობდა. ამოცნობის ნამდვილობა დადასტურებული აქვს როგორც ამოცნობაში მონაწილე პირებს, ასევე ბრალდებულს ოქმზე ხელმოწერით და რაიმე სახის შენიშვნა არ გაცხადებულა.
ნიმუშის აღების ოქმის (შემდგენი პირი: გამომძიებელი გ---- ფ----------ე) თანახმად, 2018 წლის 01 სექტემბერს, 16:20-16:32 სთ., შსს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გ---- ფ----------ემ ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება, რა დროსაც ექსპერტი კინოლოგი - დ------–--- ს---------ის მიერ, ვ--–------ე ვ-–----ისგან აღებულ იქნა სუნის ნიმუში და მოთავსდა 0.5 ლიტრიანი ტევადობის ქილაში.
ნიმუშის აღების ოქმის (შემდგენი პირი: გამომძიებელი თენგიზ ჯინჭარაძე) თანახმად, 2018 წლის 02 სექტემბერს, 13:35-13:55 სთ., შსს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში უბნის დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელმა თენგიზ ჯინჭარაძემ ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება, რა დროსაც ექსპერტი კინოლოგი - დ------–--- ს---------ის მიერ, რ---- მ------–-–---–ისგან აღებულ იქნა სუნის ნიმუში და მოთავსდა 0.5 ლიტრიანი ტევადობის ქილაში.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა დ------–--- ს---------ემ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს მის მიერ ვ--–------ე ვ-–----ის და რ---- მ------–-–---–ისგან სუნის ნიმუშის აღების პროცედურის ირგვლივ და განმარტა, რომ აღებული ნიმუშები მოთავსდა 0.5 ლიტრიანი ტევადობის ქილაში და ადგილზე დაილუქა.
ოდოროლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელმა ექსპერტმა მ-------- ჩ------ემ მოწმის სახით დაკითხვის დროს განმარტა, რომ ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილი ნიმუშები, დალუქული იყო 4 ცალ, 0.5 ლიტრიანი ტევადობის ქილებში. ლუქების მთლიანობა არ იყო დარღვეული და მათი შედარება განხორციელდა სამჯერ, სპეციალურად გაწვრთნილი სამი სამსახურებრივი ძაღლის მეშვეობით, სამივე შემთხვევაში შედეგი იყო იდენტური, რაც მის მიერ აისახა ექსპერტიზის დასკვნაში.
ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად სისხლის სამართლის N173260818002 საქმეზე, ქ. ბათუმში, ა-------------ს გ-------–--–ი N 243-ში მდებარე სავალუტო ჯიხურზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სუნის კვალის ნიმუშები ვარგისია შემდგომი იდენტიფიკაციისათვის.
სისხლის სამართლის N173260818002 საქმეზე, ქ. ბათუმი, ა-------------ს გ-------–--–ი N243-ში მდებარე სავალუტო ჯიხურზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილიდან კერძოდ: სავალუტო ჯიხურის შენობის მარცხენა მხარეს საპირფარეშოს წინ ხრეშიან ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია ბრალდებულ რ----ი მ------–-–---–ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის.
სისხლის სამართლის N173260818002 საქმეზე, ქ. ბათუმი, ა-------------ს გ-------–--–ი N243-ში მდებარე სავალუტო ჯიხურზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილიდან კერძოდ: სავალუტო ჯიხურის შენობის შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს, ხის დახლის ძირში, იატაკის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში არაიდენტურია ბრალდებულ რ---- მ------–-–---–ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუში.
სისხლის სამართლის N173260818002 საქმეზე, ქ. ბათუმი, ა-------------ს გ-------–--–ი N243-ში მდებარე სავალუტო ჯიხურზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილიდან კერძოდ: სავალუტო ჯიხურის შენობის მარცხენა მხარეს საპირფარეშოს წინ ხრეშიან ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში არაიდენტურია ბრალდებულ ვ--–------ე ა-------ს ძე ვ-–----ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის.
სისხლის სამართლის N173260818002 საქმეზე, ქ. ბათუმი, ა-------------ს გ-------–--–ი N243-ში მდებარე სავალუტო ჯიხურზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილიდან კერძოდ: სავალუტო ჯიხურის შენობის შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს, ხის დახლის ძირში, იატაკის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია ბრალდებულ ვ--–------ ა-------ს ძე ვ-–----ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის.
სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი იქნა ნივთმტკიცებად დართული 4 ცალი მინის ქილა სუნის ნიმუშებ აქტივიზირებული ნახშირის და დოლბანდის სახით. ოთხივე ქილა იყო დალუქული და ლუქზე აღენიშნებოდა ნიმუშების აღებაში მონაწილე პირთა ხელმოწერები.
საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ვ--–------ე ვ-–----ის მითითებით საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პირებმა, გაიარეს რა ბათუმის სხვადასხვა ქუჩები, მივიდნენ ქ. ბათუმში, ა-------------ს გ-------–--–ი N283-ში მდებარე ვალუტის გადამცვლელ ჯიხურთან, სადაც ოქმის თანახმად ვ--–------ე ვ-–----ემ მიუთითათ ტრანსპორტის გაჩერების მოსაცდელი შენობაზე და განმარტა, რომ 2018 წლის 26 აგვისტოს სწორედ ხსენებულ მოსაცდელში ელოდებოდნენ სავალუტო ჯიხურიდან იქ მომუშავე პიროვნების გარეთ გამოსვლას, ოქმში ასევე მითითებულია ის საპირფარეშო სადაც წაართვეს ოპერატორს ვალუტის გადამცვლელი ჯიხურის შესასვლელი კარების გასაღებები, ასევე მიუთითა ვალუტის გადამცვლელ ჯიხურზე, საიდანაც გაიტაცა ფულადი თანხა და მიუთითა ის მარშრუტი, რომელიც გაიარეს ფულადი თანხის გატაცების შემდეგ.
საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობა და ოქმის სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა - ა-----– ა---–---მა, კ---- წ---–-----ემ და ა-----– გ-----ემ
2018 წლის 01 სექტემბრის თარიღით შედგენილი დათვალიერების და ამოღების ოქმებით დგინდება, რომ ვ--–------ე ვ-–----ემ ითანამშრომლა გამოძიებასთან და გამომძიებლებს ნებაყოფლობით წარუდგინა გატაცებული თანხის ნაწილი 2 ცალი 5 ლარიანი კუპიურა და სამი ცალი 50 ლარიანი კუპიურა.
2018 წლის 18 სექტემბრის თარიღით შედგენილი ჩხრეკის ოქმით დგინდება, რომ ჩოხატაურის რაიონის სოფელ ფ---–-მაში გაჩხრეკილი იქნა რ---- მ------–-–---–ის საცხოვრებელი სახლი და დამხმარე სათავსოები, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი რაიმე ნივთი ან საგანი ვერ იქნა ნ---ხი, თუმცა ამოიღეს 1 ცალი 5 ლარიანი კუპიურა, 1 ცალი 20 ლარიანი, 1 ცალი 10 ლარიანი და 1 ცალი 50 ლარიანი კუპიურა.
სასამართლო სხდომაზე ვ--–------ე ვ-–----ემ და რ---- მ------–-–---–მა თავი დამნაშავედ არ სცნეს.
სასამართლო შეფასების გარეშე არ ტოვებს დაცვის მხარის განმარება ვ--–------ე ვ-–----ის და რ---- მ------–-–---–ის უდანაშაულობის შესახებ და თვლის, რომ საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით და ამ მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა ერთობლივი ანალიზით, უტყუარად დგინდება ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა, თუმცა იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას ბრალად შერაცხული თანხის და კვალიფიკაციის ნაწილში და განმარტავს, რომ ვ--–------ე ვ-–----ეს და რ---- მ------–-–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, სავალუტო ჯიხურიდან გატაცებული თანხის ოდენობაზე, ბრალდების მხარემ სასამართლოში წარმოადგინა მოლოდ მოლარე ოპერატორი ბ------ ბ------–ის ჩვენება და მის ჩვენებაშიც საუბარია როგორც ლარზე, ისე სხვადასხვა ქვეყნის ვალუტაზე, აქედან გამომდინარე, როდესაც საუბარია ვალუტის გადამცვლელი ჯიხურიდან ფულადი თანხის გატაცებაზე, მხოლოდ მოლარე ოპერატორის ზეპირ ჩვენება, ისე რომ თუნდაც დოკუმენტალურად არ იყოს დაფიქსირებული ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში რა ოდენობის და რომელი ქვეყნის ფულადი თანხები ინახებოდა, არ იყოს დადგენილი მათი გაცვლითი კურსი, სასამართლოს მიაჩნია არასაკმარისად გატაცებული თანხის ოდენობის დასადგენად. შესაბამისად ბრალდებულები ვ--–------ ვ-–----ე და რ---- მ------–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდნენ.
რაც შეეხება ბრალდების კვალიფიკაციას, სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე ბ------ ბ------–მა განმარტა, რომ რ---- მ------–-–---–ის ხელში რაიმე სახის საგანი ან ნივთი არ შეუნიშნავს, იარაღთან მიმსგავსებული რაიმე სახის ნივთი ან საგანი არც გამოძიებას წარმოუდგენია, შესაბამისად ქმედების კვალიფიკაცია ყაჩაღობასთან მიმართებაში, ემყარება მხოლოდ ბ------ ბ------–ის სუბიექტურ აღქმას, და სხვა დამატებითი მტკიცებულებები, გარდა ბ------ ბ------–ის ჩვენებისა, რომელიც დაადასტურებდა, რომ რ---- მ------–-–---–ის და ვ--–------ე ვ-–----ის მოთხოვნას გადაეცა მათთვის ვალუტის გადამცვლელი ჯიხურის შესასვლელი კარების გასაღები თან ერთვოდა სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარა, სასამართლოში არ წარმოდგენილა, აქედან გამომდინარე ქმედება უნდა გადაკვალიფიცირდეს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძარცვის ჩადენაზე.
ამავდროულად სასამართლო შეფასების გარეშე არ ტოვებს დაცვის მხარის განმარტებებს და მათ პოზიციებს, რომ სასამართლომ არ გაიზიაროს შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების დროს ამოცნობის ოქმები, ვინაიდან ამოსაცნობად წარდგენილ პირები მკვეთრად განსხვავდებოდნენ ბრალდებულისგან და რომ იგი ჩატარებულია კანონის დარღვევით, სასამართლო განმარტავს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ამოცნობა ტარდება ამომცნობის თანხმობით და ამასთან, ამომცნობს უნდა წარედგინოს ამოსაცნობი ობიექტი არანაკლებ ორ სხვა ერთგვაროვან საგანთან ერთად. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არსებითად არ არის დარღვეული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის მოთხოვნები, რადგან შეუძლებელია სამი აბსოლუტურად ერთნაირი პიროვნებების მოძებნა. ამავდროულად ამოცნობის ნამდვილობა დადასტურებული აქვს თვით ბრალდებულებსაც ოქმზე ხელმოწერით და რაიმე სახის შენიშვნა რა განუცხადებიათ.
სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნასთან მიმართებაში და განმარტავს, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს სასამართლომ ეჭვი შეიტანოს ხსენებული დასკვნის სისწორესა და საქმეზე დართული ნივთმტკიცების- სუნის ნიმუშების წარმომავლობაში, რადგან საქმის სასამართლო განხილვისას არ დადგენილა კანონის რაიმე სახის დარღვევა, რაც ნივთმტკიცებების დაუშვებლობას და აქედან გამომდინარე ექსპერტიზის დასკვნის დაუშვებლობას გამოიწვევდა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით.
ამავდროულად სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ბრალდებით განსაზღვრულ გარემოებებსა და სასამართლოში დადგენილ ფაქტებს შორის არ არის თანხვედრა, ეს აპრიორი არ გამორიცხავს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. (იხ. უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილება - საქმე №438აპ-16)
ამრიგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოთ წარმოდგენილი ყველა ფაქტობრივი გარემოების ერთობლივად, ურთიერთშეჯერების გზით განხილვასა და მათ ობიექტურ ანალიზს მივყავართ დასკვნამდე რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს, რომ ბრალდებულებმა ვ--–------ე ვ-–----ემ და რ---- მ------–-–---–მა ჩაიდინეს არა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, არამედ ძარცვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან. (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia № 39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება; Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული პირდაპირი მტკიცებულებები ბ------ ბ------–ის და ნ------- კ----–--ის ჩვენებები, მათ მიერ ბრალდებულების ამოცნობის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის ნიმუშები და აღნიშნული ნიმუშების კვლევის შედეგად გაცემული ექსპერტიზის დასკვნები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რა დროსაც ვ--–------ე ვ-–----ემ აღადგინა ვითარება იმ გავლილი გზის და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მითითებით, საიდანაც მოხდა თანხის გატაცება, ასევე საქმეზე დართული ნივთმტკიცებები სუნის ნიმუშების და ფულადი თანხის სახით, იდენტურად ადასტურებენ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულ მტკიცებულებებს შორის არ არსებობს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მათ სანდოობას.
კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის დასადგენად საჭირო, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობის კონსტიტუციური არსის აღნიშნული გაგება ამჟამად არსებულ პირობებში, როდესაც მოქმედ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში ზუსტად და მკაფიოდ არ არის განსაზღვრული ირიბი ჩვენების, როგორც მტკიცებულების დასაშვებობისა თუ მისი სანდოობისა და საკმარისობის კრიტერიუმები, პირდაპირ გამომდინარეობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებიდან, რომლითაც საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებისა და იმავე კოდექსის 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. მოცემული სტანდარტის შესაბამისი მოთხოვნების დაცვით პირის მიმართ განაჩენის დადგენა უკვე მტკიცედ არის დამკვიდრებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში სისხლის სამართლის საქმეებზე ( საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 3 აპრილის განაჩენი, №448აპ-14 და 2015 წლის 5 მაისის განაჩენი, №440 აპ-14).
კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით დაწესებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ძარცვისთვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებისათვის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ზემოაღნიშნული მუხლით სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები, ხოლო დამატებითი ობიექტი - ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობა, ვინაიდან ძარცვას შესაძლებელია ახლდეს ძალადობა, რომელიც საშიში არ არის ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ძარცვის ობიექტური შემადგენლობისათვის აუცილებელია მოძრავი ნივთის დაუფლება განხორციელდეს აშკარად. დანაშაულის აშკარა ხასიათი გულისხმობს ნივთის დაუფლებას თვალნათლივ, როგორც მესაკუთრის/მფლობელის/მოსარგებლის, ისე - სხვა პირთათვის. ძარცვა მატერიალური შემადგენლობის დანაშაულია და დამთავრებულად ითვლება ქონების ფაქტობრივი დაუფლების მომენტიდან, როდესაც დამნაშავეს უჩნდება დაუფლებული ქონების განკარგვის ფაქტობრივი შესაძლებლობა. მოცემული დანაშაულის ობიექტურ მხარეში შედის ასევე მიზეზობრივი კავშირის დადგენა დამნაშავის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ მავნე შედეგს შორის.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვასა და მისაკუთრების მიზნის არსებობას გულისხმობს. ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩამდენს გაცნობიერებული აქვს, რომ მისაკუთრების მიზნით, აშკარად ეუფლება ქონებას, რომელზეც არავითარი უფლება არ გააჩნია და ითვალისწინებს შედეგად მესაკუთრის/კანონიერი მფლობელისთვის ზიანის მიყენების გარდაუვალობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლი დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებებად მიიჩნევს ძარცვის ჩადენას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წელის 20 მაისი №618აპ-15 გადაწყვეტილების თანახმად საკასაციო პალატამ განმარტა, რომ წინასწარ შეკავშირებაში არ იგულისხმება დანაშაულებრივ ქმედებამდე დროის ხანგრძლივი მონაკვეთის არსებობა, მთავარია, რომ შეთანხმება მოხდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე. ამასთან, აუცილებელია საქმეში არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს ასეთი შეთანხმების არსებობაზე, რაც შესაძლებელია, ჯგუფის წევრებს შორის როგორც სიტყვიერ-წერილობით, ისე არავერბალურ კომუნიკაციაშიც - ჟესტებსა და მიმიკებში - გამოიხატოს.
გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილია ის ფაქტი, რომ ბრალდებულები ერთობლივად მოქმედებდნენ, რაც ადასტურებს მათ წინასწარ შეკავშირებას და ერთიან განზრახვას.
შესაბამისად სასამართლო თვლის, რომ ვ--–------ე ვ-–----ის და რ---- მ------–-–---–ის ქმედებაში აშკარად იკვეთება საქართველოს სსკ 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის (ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობის ნიშნები, შესაბამისად, მათი ქმედებაქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტზე და ისინი დამნაშავედ უნდა იქნენ ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და განესაზღვროთ კანონით გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელი.
სასჯელის დასაბუთება:
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ვ--–------ე ვ-–----ის მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა გამოძიებასთან თანამშრომლობა, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა.
რ---- მ------–-–---–ის მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 წლიდან 8 წლამდე ვადით, სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს, ბრალდებულის ვ--–------ე ვ-–----ის პიროვნებას და მის თანამშრომლობას გამოძიებასთან, ბრალდებული რ---- მ------–-–---–ის პიროვნებას და მის განვლილ ცხოვრებას, მონაწილეობდა სამშვიდობო ოპერაციებში , და მიიჩნევს, რომ მათ უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, სანქციით გათვალისწინებული მინიმალური ოდენობით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მათი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულებისათვის, რათა მათ უკეთ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულების მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 270-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 275-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ--–------ე ვ-–----ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.
2. ვ--–------ე ვ-–----ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტზე.
3. ვ--–------ე ვ-–----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
4.გაუქმდეს მსჯავრდებულ ვ--–------ე ვ-–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
5. ვ--–------ე ვ-–----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 01 სექტემბრიდან.
6. რ---- მ------–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
7. რ---- მ------–-–---–ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტზე.
8. რ---- მ------–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
9.გაუქმდეს მსჯავრდებულ რ---- მ------–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
10. რ---- მ------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 02 სექტემბრიდან.
11. საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი:
- ვ--–------ ვ-–----ის ნერწყვის და სუნის ნიმუშები, რ---- მ------–-–---–ის ნერწყვის და სუნის ნიმუშები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხელის კვალი, ანაწმენდები, რეზინის ხელთათმანები და სუნის ნიმუშები, რომელიც ინახება ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს.
- გელა აბუსელიძის კუთვნილი ავტომანქანა და მობილური ტელეფონი, ვ--–------ ვ-–----ის მობილური ტელეფონი , რ---- მ------–-–---–ის მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს მესაკუთრეებს, ფულადი თანხა - დაუბრუნდეს დაზარალებულს.
- საქმეზე დართული 10 ცალი დისკი - დაერთოს საქმეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
12.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
13.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე
ხვიჩა კიკილაშვილი