გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმეN2/10426-19
330210019002992546
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27.05.2019 წ. ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - თამარ ბურჯანაძე
სხდომის მდივანი - ქეთევან ჭელიძე
მოსარჩელე - სს ,,სა---------–--------ი"
წარმომადგენელი - ლე-----------ე, რე-------------–---–ი
მოპასუხეები - შო-------------–---–ი, მი----–--------ე, მა-------------ე, თა------------ე, მა------------–--ა, შპს ,,იმ-----ა", თა-----------ა, გრ-----–---------ი, ქე--------------ე, ბო------------ე, ნა----–---------ე, ირ-----------ა, შპს ,,იმ----", შპს ,,გ---"
წარმომადგენელი - ნ-----–------–---
დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს ,,იმ-----ას" (ს/კ 41------6), შპს ,,გ---ს" (ს/კ 41------1), შპს ,,იმ----ს" (ს/კ 41------1), მი----–--------ეს (პ/ნ 60--------2), ბო------------ეს (პ/ნ 55--------7) და ირ-----------ას (პ/ნ60--------7) სს ,,სა---------–--------ის" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 895,631.72 აშშ დოლარის, ძირი თანხის 794,544.29 აშშ დოლარის წლიური 8.2% ყოველდღიურად 178.50 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს 0.5% ყოველდღიურად 3,972.72 აშშ დოლარის გადახდა გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
1.2. დავალიანების გადახდის უზრუნველსაყოფად მოხდეს შო-------------–---–ის (პ/ნ 55--------9) უძრავი ქონების მდებარე - თბილისი, დ-------------------------------------------------, ს.კ. 0----------------------; მა------------–--ას (პ/ნ 55--------8) უძრავი ქონების მდებარე - ხ----------–----------------------, ს.კ. 3-----------; თა------------ის (პ/ნ 5----------) უძრავი ქონების მდებარე - მ–------------------, ს.კ. 7-----------; მა-------------ის (პ/ნ 55--------6) უძრავი ქონებების მდებარე: ქ-------–------------------------------------–-------------------------, ს.კ. 0----------------------; ხ---------------------, ს.კ. 3-----------; ხ---------------------–---, ს.კ. 3-----------; თა-----------ას (პ/ნ 6----------) უძრავი ქონებების მდებარე: ხ------------------------, ს.კ. 3-----------; ქუთაისი, მ-----–------------------, ს.კ. 0------------------; გრ-----–---------ის (პ/ნ 6----------) უძრავი ქონების მდებარე - ქუთაისი, შ-------------–---------------------------, ს.კ. 0------------------; შპს ,,იმ-----ა"-ს (ს/კ 41------6) უძრავი ქონების მდებარე - ქუთაისი, ნ--------------, ს.კ. 0-----------; ქე--------------ის (პ/ნ 5----------) უძრავი ქონების მდებარე - ხ---------–-------, ს.კ. 3-----------; ბო------------ის (პ/ნ 55--------7) უძრავი ქონების მდებარე - ქ--------------------------------------------------, ს.კ. 0-----------; ნა----–---------ის (პ/ნ 5----------) უძრავი ქონებების მდებარე: ხ------–-----------, ს.კ. 3-----------; ხ----------–---------------------, ს.კ. 7---------- რეალიზაცია.
1.3. იმ შემთხვევაში თუ რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების დასაფარავად, იპოთეკის ხელშეკრულების 8.4. პუნქტის შესაბამისად აღსრულება მიექცეს შპს ,,იმ-----ას“, შპს ,,გ---ს“, შპს ,,იმ----ს“, მი----–--------ეს, ბო------------ეს და ირ-----------ას სხვა ქონებაზე.
1.4. სესხის ხელშეკრულების 5.2 პუნქტის, იპოთეკის ხელშეკრულებების 15.2 პუნქტისა და თავდებობის ხელშეკრულების 11.2 პუნქტების შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: სს ,,სა---------–--------სა" და შპს ,,იმ-----ას" შორის 2016 წლის 30 მაისს გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გაიხსნა საკრედიტო ხაზი 3,000,000 აშშ დოლარის ოდენობით, ვადა 240 თვე, წლიური საპროცენტო სარგებელი 0-დან 48-მდე. სს ,,სა---------–--------სა" და შპს ,,იმ-----ა"-ს შორის 2016 წლის 21 ნოემბერს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მსესხებელზე გაიცა სესხი 960,000 აშშ დოლარის ოდენობით, 72 თვის ვადით, წლიური 8,2%-ის ოდენობით, პირგასამტეხლო 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
საკრედიტო ხაზის უზრუნველსაყოფად გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულებები, რომლის თანახმად, იპოთეკით დაიტვირთა შო-------------–---–ის (პ/ნ 55--------9) უძრავი ქონება მდებარე - თბილისი, დ-------------------------------------------------, ს.კ. 0----------------------; მა------------–--ას (პ/ნ 55--------8) უძრავი ქონება მდებარე - ხ----------–----------------------, ს.კ. 3-----------; თა------------ის (პ/ნ 5----------) უძრავი ქონება მდებარე - მ–------------------, ს.კ. 7-----------; მა-------------ის (პ/ნ 55--------6) უძრავი ქონებები მდებარე: ქ-------–------------------------------------–-------------------------, ს.კ. 0----------------------; ხ---------------------, ს.კ. 3-----------; ხ---------------------–---, ს.კ. 3-----------; თა-----------ას (პ/ნ 6----------) უძრავი ქონებები მდებარე: ხ------------------------, ს.კ. 3-----------; ქუთაისი, მ-----–------------------, ს.კ. 0------------------; გრ-----–---------ის (პ/ნ 6----------) უძრავი ქონება მდებარე - ქუთაისი, შ-------------–---------------------------, ს.კ. 0------------------; შპს ,,იმ-----ა"-ს (ს/კ 41------6) უძრავი ქონება მდებარე - ქუთაისი, ნ--------------, ს.კ. 0-----------; ქე--------------ის (პ/ნ 5----------) უძრავი ქონება მდებარე - ხ---------–-------, ს.კ. 3-----------; ბო------------ის (პ/ნ 55--------7) უძრავი ქონება მდებარე - ქ--------------------------------------------------, ს.კ. 0-----------; ნა----–---------ის (პ/ნ 5----------) უძრავი ქონებები მდებარე: ხ------–-----------, ს.კ. 3-----------; ხ----------–---------------------, ს.კ. 7----------.
საკრედიტო ხაზის უზრუნველსაყოფად გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები შპს ,,ი--------", შპს ,,გ---სთან", ბო------------ესთან, მი----–--------ესთან და ირ-----------ასთან, რომლის თანახმადაც, თავდებებმა იკისრეს პასუხისმგებლობა ძირითადი მსესხებლების მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო, თითოეული თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხაა 6,000,000 აშშ დოლარი.
მოპასუხეს სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკების მიხედვით. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ ხდებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება, რაც გამოიხატება კრედიტის დაფარვის გრაფიკისა და ხელშეკრულების ვადებისა და პირობების დარღვევაში. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად, საქმეში წარმოდგენილია საბანკო ამონაწერები მოპასუხის საბანკო ანგარიშებიდან. მსესხებლებს მიმდინარე ვალდებულება აღარ გადაუხდიათ 2018 წლის მაისის თვიდან. წინამდებარე სასარჩელო განცხადების შეტანის მომენტისათვის, მოპასუხეს ერიცხება შემდეგი დავალიანება 2016 წლის 21 ივნისის ხელშეკრულებაზე - ძირი თანხა - 794,544.29 აშშ დოლარი, პროცენტი - 51,789.77 აშშ დოლარი, ჯარიმა - 49,297.66, სულ - 895,631.72 აშშ დოლარი. დავალიანება დაანგარიშებულია ვადაგადაცილებიდან 2018 წლის მაისიდან ვიდრე სარჩელის შეტანამდე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი ნაწილობრივ ცნეს ძირითადი თანხის 794 544,29 აშშ დოლარის ნაწილში. მოპასუხეები დაეთანხმნენ დავის ფაქტობრივ გარემოებებს და სარჩელი პირგასამტეხლოსა და სარგებლის მოთხოვნის ნაწილში არ ცნეს, არაგონივრულობისა და შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის გამო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სს ,,სა---------–--------სა" და შპს ,,იმ-----ა"-ს შორის 2016 წლის 30 მაისს გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გაიხსნა საკრედიტო ხაზი 3,000,000 აშშ დოლარის ოდენობით, ვადა 240 თვე, წლიური საპროცენტო სარგებელი 0-დან 48-მდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 30 მაისის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 17-18);
- გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების სტანდარტული პირობები (ტომი I, ს.ფ. 19-26);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2. 2016 წლის 30 მაისის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში სს ,,სა---------–--------სა" და შპს ,,იმ-----ას" შორის 2016 წლის 21 ნოემბერს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მსესხებელზე გაიცა სესხი 960,000 აშშ დოლარის ოდენობით, 72 თვის ვადით, წლიური 8,2%-ის ოდენობით, პირგასამტეხლო 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მსესხებლის მიერ მიღებულ იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა - 960 000 აშშ დოლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 21 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 28-29);
- კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ტომი I, ს.ფ. 29-30)
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.3. 2016 წლის 30 მაისის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების და მის ფარგლებში გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2016 წლის 30 მაისსა და 31 მაისს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულებები, რომლის თანახმად, იპოთეკით დაიტვირთა:
ა) შო-------------–---–ის (პ/ნ 55--------9) კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე - თბილისი, დ-------------------------------------------------, ს.კ. 0----------------------;
ბ) მა------------–--ას (პ/ნ 55--------8) კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე - ხ----------–----------------------, ს.კ. 3-----------;
გ) თა------------ის (პ/ნ 5----------) კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე - მ–------------------, ს.კ. 7-----------;
დ) მა-------------ის (პ/ნ 55--------6) კუთვნილი უძრავი ქონებები მდებარე: ქ-------–------------------------------------–-------------------------, ს.კ. 0----------------------; ხ---------------------, ს.კ. 3-----------; ხ---------------------–---, ს.კ. 3-----------;
ე) თა-----------ას (პ/ნ 6----------) კუთვნილი უძრავი ქონებები მდებარე: ხ------------------------, ს.კ. 3-----------; ქუთაისი, მ-----–------------------, ს.კ. 0------------------;
ვ) გრ-----–---------ის (პ/ნ 6----------) კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე - ქუთაისი, შ-------------–---------------------------, ს.კ. 0------------------;
ზ) შპს ,,იმ-----ა"-ს (ს/კ 41------6) კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე - ქუთაისი, ნ--------------, ს.კ. 0-----------;
თ) ქე--------------ის (პ/ნ 5----------) კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე - ხ---------–-------, ს.კ. 3-----------;
ი) ბო------------ის (პ/ნ 55--------7) კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე - ქ--------------------------------------------------, ს.კ. 0-----------;
კ) ნა----–---------ის (პ/ნ 5----------) კუთვნილი უძრავი ქონებები მდებარე: ხ------–-----------, ს.კ. 3-----------; ხ----------–---------------------, ს.კ. 7----------.
იპოთეკის ხელშეკრულებების 8.4. პუნქტის თანახმად, თუ იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი (ბანკის საკუთრებაში გადასული იპოთეკის საგანი ან იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა) სრულად არ ფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს, და მოვალესთან გაფორმებული ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ბანკი უფლებამოსილია მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით გადახდევინება მიაქციოს მოვალის ნებისმიერ ქონებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- იპოთეკის ხელშეკრულებები (ტომი I, ს.ფ. 35-132);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი I, ს.ფ. 163-175)
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.4. 2016 წლის 30 მაისის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების და მის ფარგლებში გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები შპს ,,ი--------", შპს ,,გ---სთან", ბო------------ესთან, მი----–--------ესთან და ირ-----------ასთან, რომლის თანახმადაც, თავდებებმა იკისრეს პასუხისმგებლობა ძირითადი მსესხებლების მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო. თითოეული თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხაა 6,000,000 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები (ტომი I, ს.ფ. 133-162);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.5. მსესხებელს 2016 წლის 21 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით ყოველთვიურად უნდა გადაეხადათ სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის ნაწილი.
მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, გადაცილებული იქნა სესხის დაფარვის ვადები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსესხებელს წარმოეშვა სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის დავალიანება, ასევე დაერიცხა პირგასამტეხლო.
სს ,,სა---------–--------ის“ მიმართ, 2016 წლის 21 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოასუხეებს ერიცხებათ დავალიანება - 895 631,72 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირია - 794 544,29 აშშ დოლარი, პროცენტი - 51 789,77 აშშ დოლარი, ჯარიმა - 49 297,66 აშშ დოლარი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ტომი I, ს.ფ. 179);
- ამონაწერი საბანკო ანაგარიშიდან (ტომი I, ს.ფ. 176-177);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეები არ დავობენ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთაც მნიშვნელობა აქვს დავის გადაწყვეტისათვის. მხარეები განსხვავებულად აფასებენ მათ შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობას, რის თაობაზეც სასამართლოს დასკვნა მოცემულია გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის ნაწილში, ხოლო ვინაიდან პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია იგი უნდა შემცირდეს და მოსარჩელე მხარის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 411-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე, 102-ე, 103-ე, 268-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს დისპოზიციურობის პრინციპს, რომელიც მხარეს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს დისპოზიციურობის პრინციპის კონკრეტულ გამოვლინებას, კერძოდ, მოპასუხის მიერ თავისი მატერიალურ-სამართლებრივი უფლების განკარგვის აქტს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სარჩელის აღიარების შემთხვევაში, სასამართლო აღარ ამოწმებს და აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ეფუძნება მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი ნაწილობრივ ცნეს, კერძოდ სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 794 544,29 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების ნაწილში. მოპასუხეთა მიერ 2016 წლის 21 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების - 794 544,29 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში სარჩელის ცნობა წარმოადგენს მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.
დადგენილია, რომ 2016 წლის 21 ნოემბერს, სს ,,სა---------–--------ს” და შპს ,,იმ-----ა“-ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება. ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა მოპასუხის მიერ კრედიტით სარგებლობისთვის საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულება, კერძოდ, საპროცენტო სარგებელი შეადგენდა წლიურ 8,2%-ს.
2016 წლის 21 ნოემბრის ხელშეკრულება წარმოადგენს 2016 წლის 30 მაისის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების შემადგენელ ხელშეკრულებას.
გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების სტანდარტული პირობების 3.1.2.4. პუნქტის თანახმად კი, თუ ბანკი სხვაგვარ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, საპროცენტო სარგებლის (როგორც მიუღებელი სარგებლის) დარიცხვა გრძელდება და გადახდას ექვემდებარება კრედიტის დაფარვის ვადაგადაცილების შემთხვევაშიც, მიუხედავად ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული საკრედიტო ხელშეკრულებების (მათი დანართების ჩათვლით) მოქმედებისა ან სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტისა, კრედიტის იძულებით ან კლიენტის მიერ ნებაყოფლობით დაფარვის მომენტამდე.
ამდენად, მხარეები შეთანხმებული იყვნენ, რომ მოპასუხე ვალდებული იყო გადაეხადა საპროცენტო სარგებელი დავალიანების სრულად დაფარვამდე. შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია როგორც ხელშეკრულების ვადის განმავლობაში, ისე მისი ვადის გასვლის შემდეგ, დავალიანების სრულად დაფარვამდე გადაიხადოს ხელშეკრულებით შეთანხმებული საპროცენტო სარგებელი.
მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება და არ იქნა გადახდილი ხელშეკრულებით შეთანხმებული საკომისიო. აღსანიშნავია, რომ მოპასუხე მხარე სადავოდ არ ხდის მოსარჩელის მიერ თითოეული ხელშეკრულებიდან გამომდინარე საკომისიოს დავალიანების ოდენობის დაანგარიშების სისწორეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,სა---------–--------ის“ მოთხოვნა, მოპასუხეთათვის 2016 წლის 21 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებელის 51 789,77 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების თაობაზე, ასევე სარჩელის შემოტანიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 794 544,29 აშშ დოლარის წლიური 8,2%-ს გადახდის დაკისრების თაობაზე, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის მითითებას, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებელი კრედიტის თანხის წლიური 8,2%-ის ოდენობით შეუსაბამოდ მაღალია. იგი არ ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგსა და ზნეოების ნორმებს, რის გამოც, მოპასუხის განმარტებას სარგებლის ნაწილში სასამართლო ვერ გაიზიარებას. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებს სასამართლოს შესაძლებლობას, შეამციროს მხოლოდ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლო, როდესაც მისი ოდენობა გაუმართლებლად მაღალია ვალდებულების დარღვევის ხასიათისა და დარღვევით განპირობებული შესაძლო ზიანის მხედველობაში მიღებით, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად. სასამართლოს მიერ მხარეთა შეთანხმებით დადგენილი სარგებლის შემცირება კანონით გათვალისწინებული არ არის. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს მიერ მხარეთა შეთანხმებით დადგენილი სარგებლის შემცირება კანონით გათვალისწინებული არ არის, თუმცა თუკი იგი პასუხობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მოთხოვნებს, სასამართლოს მიერ ხდება მოპასუხის პოზიციის გაზიარება შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს ნაწილში, რაც განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2016 წლის 21 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისთვის ვადაგადაცილებული თანხის 0,5%-ს ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მსესხებელს პირგასამტეხლოს გადახდა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს განაკვეთი - 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას, რადგან თვეში იგი შეადგენს 15%-ს, ხოლო წელიწადში 180%-ს, რაც ყოველმხრივ ეწინააღმდეგება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებულ გონივრულობის სტანდარტებს.
გარდა ამისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე მხარეს დაეკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის გადახდა სარჩელის აღძვრამდე პერიოდისთვის, ასევე 2016 წლის 21 ნოემბრის ხელშეკრულებით შეთანხმებული პროცენტის გადახდა სარჩელის აღძვრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
შესაბამისად, მითითებული ოდენობით საპროცენტო სარგებლის დაკისრების გზით განხორციელდა მოპასუხის მიერ ხელშეკრულებებით განსაზღვრულ ვადაში სესხის დაუბრუნებლობის გამო მოსარჩელისთვის მიყენებული შესაძლო ზიანის კომპენსირება.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს მოპასუხისთვის დაკისრება დაუშვებელია და უნდა მოხდეს მისი შემცირება, კერძოდ, 2016 წლის 21 ნოემბრის ხელშეკრულებაზე პირგასამტეხლოს განაკვეთი 0,5%-დან უნდა შემცირდეს 0,05%-მდე. შესაბამისად, მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს შემდეგნაირად: 1) მოპასუხეებს შპს ,,იმ-----ა"-ს, შპს ,,გ---"-ს, შპს ,,იმ----"-ს, მი----–--------ეს, ბო------------ესა და ირ-----------ას მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის" სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ 2016 წლის 21 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 4929,76 აშშ დოლარის გადახდა, ნაცვლად მოთხოვნილი 49 297,66 აშშ დოლარისა; 2) მოპასუხეებს შპს ,,იმ-----ა"-ს, შპს ,,გ---"-ს, შპს ,,იმ----"-ს, მი----–--------ეს, ბო------------ესა და ირ-----------ას მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის" სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ პირგასამტეხლოს სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 794 544,29 აშშ დოლარის 0,05%-ს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სარჩელის აღძვრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
ამავე კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.
ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოპასუხეებმა შპს ,,ი------“, შპს ,,გ---“-მ, ბო------------ემ, მი----–--------ემ და ირ-----------ამ თავდებობის ხელშეკრულებებით იკისრეს სოლიდარული ვალდებულება საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაზე საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით. თითოეული თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხაა 6,000,000 აშშ დოლარი.
შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა შპს ,,იმ----ს“, შპს ,,გ---ს“, ბო------------ის, მი----–--------ისა და ირ-----------ასათვის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის, პროცენტის და შემცირებული პირგასამტეხლოს სოლიდარულად გადახდის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია. ამასთან, მოსარჩელის მიერ სარჩელით მოთხოვნილი თანხა არ აღემატება მოპასუხეებთან დადებული თავდებობის ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის ოდენობას.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2016 წლის 30 მაისის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს ,,სა---------–--------სა“ და მოპასუხეებს შო-------------–---–ს, მა------------–--ას, თა------------ეს, მ----------------, თა-----------ას, გრ-----–---------ს, შპს ,,იმ-----ას“, ქე--------------ეს, ბო------------ესა და ნა----–---------ეს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულებები.
აღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა:
ა) შო-------------–---–ის (პ/ნ 55--------9) კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე - თბილისი, დ-------------------------------------------------, ს.კ. 0----------------------;
ბ) მა------------–--ას (პ/ნ 55--------8) კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე - ხ----------–----------------------, ს.კ. 3-----------;
გ) თა------------ის (პ/ნ 5----------) კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე - მ–------------------, ს.კ. 7-----------;
დ) მა-------------ის (პ/ნ 55--------6) კუთვნილი უძრავი ქონებები მდებარე: ქ-------–------------------------------------–-------------------------, ს.კ. 0----------------------; ხ---------------------, ს.კ. 3-----------; ხ---------------------–---, ს.კ. 3-----------;
ე) თა-----------ას (პ/ნ 6----------) კუთვნილი უძრავი ქონებები მდებარე: ხ------------------------, ს.კ. 3-----------; ქუთაისი, მ-----–------------------, ს.კ. 0------------------;
ვ) გრ-----–---------ის (პ/ნ 6----------) კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე - ქუთაისი, შ-------------–---------------------------, ს.კ. 0------------------;
ზ) შპს ,,იმ-----ა"-ს (ს/კ 41------6) კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე - ქუთაისი, ნ--------------, ს.კ. 0-----------;
თ) ქე--------------ის (პ/ნ 5----------) კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე - ხ---------–-------, ს.კ. 3-----------;
ი) ბო------------ის (პ/ნ 55--------7) კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე - ქ--------------------------------------------------, ს.კ. 0-----------;
კ) ნა----–---------ის (პ/ნ 5----------) კუთვნილი უძრავი ქონებები მდებარე: ხ------–-----------, ს.კ. 3-----------; ხ----------–---------------------, ს.კ. 7----------.
დადგენილია, რომ მსესხებელს კრედიტორის მოთხოვნები, რომელთა უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, არ დაუკმაყოფილებია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2016 წლის 21 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით უნდა განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული, შო-------------–---–ის, მა------------–--ას, თა------------ის, მ----------------, თა-----------ას, გრ-----–---------ის, შპს ,,იმ-----ას“, ქე--------------ის, ბო------------ისა და ნა----–---------ის საკუთრებაში არსებული, უძრავი ქონებების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრულ წესსა და ვადას, ან მიიღებს ზომებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, ამის შესახებ მითითებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილებაში.
გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების სტანდარტული პირობების 4.3.2. პუნქტის მიხედვით, თუ სხვაგვარად არ იქნა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრული შესაბამის უზრუნველყოფის ხელშეკრულებებში, თუ უზრუნველყოფის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი (ბანკის საკუთრებაში გადასული უზრუნველყოფის საგანი ან უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა) სრულად არ ფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს, მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით, ბანკი უფლებამოსილია გადახდევინება მიაქციოს კლიენტის ნებისმიერ ქონებაზე (მათ შორის, იმ ქონებაზეც, რომელიც არ წარმოადგენს უზრუნველყოფის საგანს).
2016 წლის 30 მაისისა და 31 მაისის იპოთეკის ხელშეკრულებების 8.4. პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი (ბანკის საკუთრებაში გადასული იპოთეკის საგანი ან იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა) სრულად არ ფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს და მოვალესთან გაფორმებული ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ბანკი უფლებამოსილია მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით გადახდევინება მიაქციოს მოვალის ნებისმიერ ქონებაზე.
ამდენად, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით პირდაპირ იყო განსაზღვრული, რომ მოსარჩელეს ჰქონდა უფლება აღსრულება მიექცია მოვალის სხვა ქონებაზე, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნებოდა საკმარისი მისი მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხით არ მოხდება დავალიანების სრულად დაფარვა, 2016 წლის 21 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული დავალიანების დაფარვის მიზნით იძულებით აღსასრულებლად უნდა მიექცეს შპს ,,იმ-----ას“, შპს ,,გ---ს“, შპს ,,იმ----ს“, მი----–--------ეს, ბო------------ეს და ირ-----------ას საკუთრებაში არსებული სხვა ქონება.
6.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებში შეთანხმებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნულ ხელშეკრულებებზე ხელისმოწერით მხარეებმა გამოხატეს ნება მათ შორის დავის გადაწყვეტის დროს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე (გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების მუხლი 5.2.; იპოთეკის ხელშეკრულებების მუხლი 15.2.; თავდებობის ხელშეკრულებების მუხლი 11.2.). აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის შუამდგომლობა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება. თუ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი იმავე სხდომაზე არ განიხილება, მაშინ სასამართლო ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც აცნობებს მხარეებს. მხარეების გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი განხილულ იქნა იმავე სასამართლო სხდომაზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა სარჩელის დასახელებულ ნაწილში დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის ოდენობით; (ს.ფ. 187)
მოცემულ შემთხვევაში დავის საგნის ღირებულება შეადგენდა 2016 წლის 321 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 895 631,72 აშშ დოლარის, სამი წლის განმავლობაში პირგასამტეხლოს სახით დაანგარიშებული თანხის 4 350 128,4 აშშ დოლარის (794 544,29*0,5/100*1095 დღე) და სამი წლის განმავლობაში დაანგარიშებული პროცენტის 195 457,5 ლარის (794 544,29*8,2/100*1095) ჯამს 5 441 217,62 ლარს (თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” და ,,დ” ქვეპუნქტებისა).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს 2016 წლის 30 მაისის საბანკო მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის 794 544,29 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების ნაწილში, რაც საერთო სასარჩელო მოთხოვნის (5 441 217,62 აშშ დოლარი) 14,60%-ს შეადგენს. შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს 5 000 ლარის 14,60% - 730 ლარი.
ამდენად, სარჩელის ნაწილობრივ ცნობის შემდეგ დავის საგნის ღირებულება შეადგენს 4646673,33 აშშ დოლარს (5 441 217,62-794 544,29), ხოლო სახელმწიფო ბაჟის თანხა - 4270 ლარს (5 000-730).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დაკმაყოფილებული მოთხოვნის ღირებულება განისაზღვრება 687 187,68 აშშ დოლარით (2016 წლის 21 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის დავალიანება - 51789,77 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 4929,76 აშშ დოლარი, სამი წლის განმავლობაში პირგასამტეხლოს სახით დაანგარიშებული თანხა - 435 010,65 აშშ დოლარი, სამი წლის განმავლობაში დაანგარიშებული პროცენტი 195 457,5 აშშ დოლარი) ნაცვლად 4646673,33 აშშ დოლარისა (დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნის 14,78%). შესაბამისად, მოპასუხეებს შპს ,,იმ-----ა"-ს, შპს ,,გ---"-ს, შპს ,,იმ----"-ს, მი----–--------ეს, ბო------------ესა და ირ-----------ას მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციული ბაჟის 4270 ლარის 14,78%-ს, 631,10 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
ამასთან, ვინაიდან, სარჩელი მოთხოვნის დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 3638,9 ლარის ოდენობით, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. სს ,,სა---------–--------ის“ სარჩელი შო-------------–---–ის, მი----–--------ის, მა-------------ის, თა------------ის, მა------------–--ას, შპს ,,იმ-----ას", თა-----------ას, გრ-----–---------ის, ქე--------------ის, ბო------------ის, ნა----–---------ის, ირ-----------ას, შპს ,,იმ----ს" და შპს ,,გ---ს" მიმართ თანხის დაკისრების და იპოთეკის საგნის რეალიზაციის შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სს ,,სა---------–--------ს“ უარი ეთქვას პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე;
3. შპს ,,იმ-----ას'', შპს ,,გ---ს", შპს ,,იმ----ს", მი----–--------ეს, ბო------------ეს და ირ-----------ას სს ,,სა---------–--------ი"-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2016 წლის 21 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 851 263,82 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 794 544,29 აშშ დოლარი, პროცენტი 51 789,77 აშშ დოლარი, ჯარიმა - 4929,76 აშშ დოლარი;
4. შპს ,,იმ-----ა"-ს, შპს ,,გ---"-ს, შპს ,,იმ----"-ს, მი----–--------ეს, ბო------------ესა და ირ-----------ას მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ი"-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელის შეტანის დღიდან (2019 წლის 17 იანვარი), 2016 წლის 21 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირ თანხაზე - 794 544,29 აშშ დოლარზე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, წლიური 8,2% სარგებლის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 178,50 აშშ დოლარს;
5. შპს ,,იმ-----ას", შპს ,,გ---ს", შპს ,,იმ----ს", მი----–--------ეს, ბო------------ესა და ირ-----------ას სს ,,სა---------–--------ი"-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელის შეტანის დღიდან (2019 წლის 17 იანვარი), 2016 წლის 21 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირ თანხაზე - 794 544,29 აშშ დოლარზე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს 0,05% გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 397,27 აშშ დოლარს;
6. გადაწყვეტილების მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებით მოპასუხეთათვის დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ქონებები:
6.1. შო-------------–---–ის (პ/ნ 55--------9) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე - თბილისი, დ-------------------------------------------------, ს.კ. 0----------------------;
6.2. მა------------–--ას (პ/ნ 55--------8) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე - ხ----------–----------------------, ს.კ. 3-----------;
6.3. თა------------ის (პ/ნ 5----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე - მ–------------------, ს.კ. 7-----------;
6.4. მა-------------ის (პ/ნ 55--------6) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები მდებარე:
ა) ქ-------–------------------------------------–-------------------------, ს.კ. 0----------------------; ბ) ხ---------------------, ს.კ. 3-----------; გ) ხ---------------------–---, ს.კ. 3-----------;
6.5. თა-----------ას (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები მდებარე:
ა) ხ------------------------, ს.კ. 3-----------; ბ) ქუთაისი, მ-----–------------------, ს.კ. 0------------------;
6.6. გრ-----–---------ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე - ქუთაისი, შ-------------–---------------------------, ს.კ. 0------------------;
6.7. შპს ,,იმ-----ა"-ს (ს/კ 41------6) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე - ქუთაისი, ნ--------------, ს.კ. 0-----------;
6.8. ქე--------------ის (პ/ნ 5----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე - ხ---------–-------, ს.კ. 3-----------;
6.9. ბო------------ის (პ/ნ 55--------7) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე - ქ--------------------------------------------------, ს.კ. 0-----------;
6.10. ნა----–---------ის (პ/ნ 5----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები მდებარე:
ა) ხ------–-----------, ს.კ. 3-----------; ბ) ხ----------–---------------------, ს.კ. 7----------.
7. იმ შემთხვევაში თუ რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების დასაფარავად, აღსრულება მიექცეს შპს ,,იმ-----ას“, შპს ,,გ---ს“, შპს ,,იმ----ს“, მი----–--------ეს, ბო------------ეს და ირ-----------ას სხვა ქონებაზე;
8. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებად;
9. შპს ,,იმ-----ას", შპს ,,გ---ს", შპს ,,იმ----ს", მი----–--------ეს, ბო------------ესა და ირ-----------ას სს ,,სა---------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 631,10 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;
10. სს ,,სა---------–--------ს” დაუბრუნდეს 730 ლარი სარჩელზე 2019 წლის 16 იანვარს (საგადახდო დავალება #3----) სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 5 000 ლარიდან, რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინის შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300 773 150;
11. სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
12. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;
13. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ბურჯანაძე