გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/39308-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
26 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე
სხდომის მდივანი გვანცა ტურაშვილი
მოსარჩელე: ი---------–--–---–ი, პ/ნ 0----------
წარმომადგენლები: თ----–------------–--ე, ე-----–--------ია
მოპასუხე: მ------------–--ე, პ/ნ 0----------
წარმომადგენლები: დ--------------ი, რ---------------ი
მოპასუხეები: ლ---–-----------ა, პ/ნ 0----------, ი-----–----–-----ე, პ/ნ 0----------, გ---–--------------–---–ი, პ/ნ 0----------
წარმომადგენელი: რ------------–---ი
მოპასუხეები: ი-----------–---ი, პ/ნ 0----------, ე--------------------ი, პ/ნ 0----------, ნ--------------–---–ი, პ/ნ 0----------, ნ-----–-------ე, პ/ნ 0----------
დავის საგანი: კრების ოქმის ბათილად ცნობა, ხელშეშლის აღკვეთა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ბმა „----–-----------ის 2--- წლის 6 ოქტომბრის N- კრების ოქმი, მისამართზე ქ. თბილისი, მ---–------------, ბ------ შესახვევში მდებარე 8.05 კვ.მ. სათავსოს მ------------–--ის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის ფაქტის დადასტურების შესახებ, რომლის საფუძველზეც საჯარო რეესტრში მ------------–--ის საკუთრებად დარეგისტრირდა სათავსი საკადასტრო კოდით N-------------------------
1.2. აღიკვეთოს მ------------–--ის ხელშეშლა, კერძოდ, დაევალოს მ------------–--ეს ქ. თბილისში, მ---–------------, ბ------ შესახვევში მდებარე სათავსომდე (ს/კ 0----------------------) მიმავალ დერეფანს მოუხსნას შესასვლელი კარი და დაუბრუნოს მას პირვანდელი მდგომარეობა.
მოსარჩელემ განმარტა, რომ დაახლოებით 1960 წლიდან, ცხოვრობს ქ. თბილისში, მ---–------------, ბ------ შესახვევში და სადავო ფართით სარგებლობს 70-იანი წლებიდან. თავდაპირველად, სადავო ფართი მოსარჩელის კუთვნილი ფართის შემადგენელი ნაწილი იყო, თუმცა, ვინაიდან მოსარჩელის ყოფილი მეზობელი სადავო ფართით თავის კუთვნილ სათავსოს უკავშირდებოდა, მოსარჩელემ და მისმა მამამ თავიანთ ფართში კედელი ააშენეს, რის შედეგადაც დერეფნის მსგავსი, ვიწრო და გრძელი სადავო ფართი წარმოიშვა, რომელშიც მოსარჩელეს თავისი კუთვნილი ნივთები ჰქონდა განთავსებული. დაახლოებით 2--- წელს, ყოფილმა მეზობელმა გაყიდა თავისი ბინა მოპასუხე მ------------–--ეზე და შესაბამისად, სადავო ფართით სარგებლობა მ------------–--ემ განაგრძო. 2--- წელს, მიუხედავად იმისა, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე მოსარჩელე იყო, მოპასუხემ კრების მოწვევის გარეშე შეადგინა სადავო კრების ოქმი, რომელშიც მითითებულია, რომ სადავო ფართის მოპასუხის საკუთრებაში გადასვლაზე თანხმობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრმა გამოთქვა. მოსარჩელემ განმარტა, რომ მისთვის არავის მიუმართავს არც კრების ჩატარების თხოვნით და არც კრებაზე მისაწვევად. სადავო კრების ოქმის საუძველზე დერეფნის რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ, მოპასუხემ მოსარჩელის კუთვნილი ნივთები სადავო ფართიდან გამოიტანა, ფართს დაუყენა რკინის კარი და მას შემდეგ სარგებლობს სადავო დერეფნით, როგორც საკუთარით. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მ------------–--ე არ იყო უფლებამოსილი, მოსარჩელის მონაწილეობის გარეშე განეკარგა მოსარჩელის სარგებლობაში არსებული ფართი და ითხოვს როგორც სადავო ოქმის ბათილად ცნობას, ასევე სადავო ფართის შესასვლელში მოპასუხის მიერ დამონტაჟებული კარის დემონტაჟს და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას.
2. მოპასუხეთა პოზიცია
2.1. მ------------–--ემ სარჩელი არ ცნო და მიიჩნია, რომ მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო. მ------------–--ის წარმომადგენელებმა განმარტეს, რომ მათ არა აქვთ კრების მოწვევის კანონიერების დამადასტურებელი მტკიცებულებები, თუმცა, კრება ჩატარდა და 10 მესაკუთრიდან 7-მა სადავო ოქმს ნამდვილად მოაწერა ხელი. მ------------–--ის წარმომადგენლებმა გამარტეს, რომ სადავო ფართი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, რომლითაც მხოლოდ მოსარჩელე და მ------------–--ე სარგებლობდნენ. წარმომადგენლებმა მიიჩნიეს, რომ ოქმი ნამდვილია მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე და ამხანაგობის კიდევ 2 სხვა წევრი კრებაში არ მონაწილეობდა, რადგან სადავო ფართის განკარგვისთვის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა 2/3-ის თანხმობა საკმარისი იქნებოდა. მ------------–--ემ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს არა აქვს იურიდიული ინტერესი სადავო ფართის მიმართ, რადგან საქმე ეხება დაახლოებით 80 სმ სიგანის მქონე დერეფანს, რომლითაც მოსარჩელე ისე ვერ ისარგებლებს, მ------------–--ეს რომ თავისი ფართის წვდომაში ხელი არ შეეშალოს.
2.2. ლ---–-----------ას, ი-----–----–-----ის, გ---–-------------–---–ის, ი-----------–---ის, ე--------------------ის, ნ--------------–---–ის და ნ-----–-------ის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მიიჩნია, რომ მოთხოვნებს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო. მოპასუხეთა წარმომადგენელმა განმარტა, რომ სადავო ფართი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო საკუთრებას წარმოადგენდა და ვინაიდან წინა მესაკუთრეც სარგებლობდა სადავო ფართით, მ------------–--ე უფლებამოსილი იყო, გაეგრძელებინა სადავო ფართით სარგებლობა.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ქ. თბილისის მ---–------- რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის ფურცელით დადგენილია, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „----–-----------ის თავმჯდომარეა მოსარჩელე ი---------–--–---–ი (ს.ფ. 19, 129-140).
3.1.2. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ უძრავი ნივთი, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, მ---–------------, ბ------ შესახვევი, საკადასტრო კოდი N-----------------------, რეგისტრირებულია ი---------–--–---–ის საკუთრებად. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია 1--- წლის 23 ივლისის პრივატიზაციის ხელშერულება N----- (ს.ფ. 20-21).
3.1.3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციითა და 1--- წლის 14 მაისის ხელშეკრულებით დადგენილია, რომ 1--- წლის 14 მაისს, ე-–----------------ეს საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისში, მ---–------- ქ. N-, პირველ სართულზე მდებარე ოროთახიანი ბინა 5 კვ.მ. სარდაფით. 2--- წლის საკმკვიდრო მოწმობით დადგენილია, რომ აღნიშნული ბინა მემკვიდრეობით მიიღო გ--–----------–---მ, რომელმაც, თავის მხრივ, 2--- წლის 9 ივლისს, ბინა მოპასუხე მ------------–იეს მიჰყიდა (ს.ფ. 141-143-151).
3.1.4. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ უძრავი ნივთი, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, მ---–------------, ბ------ შესახვევი, სართული 1, საკადასტრო კოდი N-----------------------, რეგისტრირებულია მ------------–--ის საკუთრებად. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია 2--- წლი 9 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 29-30).
3.1.5. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „----–-----------ის 2--- წლის 6 ოქტომბრის N- კრების ოქმის თანახმად, ამხანაგობის წევრთა 100%-მა დაადასურა, რომ მ------------–--ის ინდივიდუალურ საკუთრებას წარმოადგენს 8.05 კვ.მ. ფართი, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, მ---–------------, ბ------ შესახვევი. კრების ოქმის თანახმად, ამხანაგობის წევრებს ოქმით გათვალისწინებულ ფართზე პრეტენზია არა აქვთ და თანახმანი არიან, რომ მ------------–--ემ ოქმით გათვალისწინებული ფართი საკუთრების უფლებით დაირეგისტრიროს საჯარო რეესტრში. ოქმში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ამხანაგობის წევრთა 100%-მა (ს.ფ. 24-26).
3.1.6. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ უძრავი ნივთი, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, მ---–------------, ბ------ შესახვევი, 8.05 კვ.მ. სათავსი საკადასტრო კოდით N--------------------, რეგისტრირებულია მ------------–--ის საკუთრებად. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „----–-----------ის 2--- წლის 6 ოქტომბერს დამოწმებული სადავო კრების ოქმი N- (ს.ფ. 27-28).
3.1.7. მ------------–--ის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებით დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ ამხანაგობის 2--- წლის 6 ოქტომბრის სადავო გადაწყვეტილების მიღებამდე, მოსარჩელე სადავო ფართით სარგებლობდა - სადავო დერეფანში განთავსებული იყო მოსარჩელის კუთვნილი ნივთები, რომლებიც მ------------–--ემ ამხანაგობის სადავო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, სადავო ფართიდან გამოიტანა, მიიჩნია რა, რომ ეს ნივთები არ იყო ღირებული და ხელს შეუშლიდა მოპასუხეს თავისი ფართის დუბრკოლებლად წვდომაში.
3.1.8. მ------------–--ის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებით დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ ამხანაგობის 2--- წლის 6 ოქტომბრის სადავო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მ------------–--ემ სადავო დერეფანს დაუყენა შესასვლელი კარი, რის გამოც მოსარჩელე სადავო დერეფნით ვეღარ სარგებლობს.
3.1.9. მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტებით დადგენილია და მოპასუხე მხარე სადავოდ არ ხდის ფაქტობრივ გარემოებას, რომ 2--- წლის 6 ოქტომბრის N- კრების ოქმით გათვალისწინებული გადაწყვეტილება არ არის მიღებული ამხანაგობის წევრთა 100%-ის მიერ, რადგან მოსარჩელე არ იყო მიწვეული და მას მონაწილეობა არ მიუღია სადავო გადაწყვეტილების მიღებაში, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე ამხანაგობის წევრია. მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტებით ასევე დადგენილია, რომ, გარდა მოსარჩელისა, 2--- წლის 6 ოქტომბრის კრებაზე მიწვეული არ იყო და გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა არ მიუღია ამხანაგობის კიდევ 2 წევრს.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისთვის მნიშვნელობის მქონე სადავო ფაქტობრივი გარემოებები წარმოდგენილი არ ყოფილა.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შემოწმების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონი
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრი არის ბინის მესაკუთრე მრავალბინიან სახლში. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრობა წარმოიშობა მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების შეძენისთანავე.
ამავე კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ისეთი განვითარება, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას და გავლენას ახდენს სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე, ხორციელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით დადგენილია, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებას იწვევს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე და კრების მოწვევის შესახებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრებს უნდა ეცნობოს წერილობით.
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ვ” ქვეპუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონება არის მიწის ნაკვეთი, ამავე ნაკვეთზე განთავსებული მრავალბინიანი სახლი, მასთან დაკავშირებული მომსახურე საინჟინრო ქსელების, მოწყობილობა-დანადგარების, შენობა-ნაგებობებისა და კეთილმოწყობის ობიექტების ერთობლიობა, რომელიც არ იმყოფება ინდივიდუალურ საკუთრებაში. ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-4 პუნქტის ,,დ" ქვეპუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების შემადგენელი მიწის ნაკვეთი, სახლის ნაწილი და ის შენობა-ნაგებობები, დანადგარები, საინჟინრო ქსელები, მოწყობილობები, რომლებიც არ არის ინდივიდუალური საკუთრება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას (საერთო საკუთრებას) წარმოადგენს. ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას წარმოადგენს ასევე მრავალბინიანი სახლის ვესტიბიულები, სადარბაზოები, დერეფნები, კიბის უჯრედები, სარდაფები, სხვენები, საქვაბეები, ტექნიკური სართულები, სახურავები, ლიფტები, სხვადასხვა დანიშნულების შახტები, არხები, ნაგავგამტარები, ბუნკერები და ა.შ. რომლებიც არ იმყოფება ინდივიდუალურ საკუთრებაში.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე სადავოდ არ ხდის გარემოებას, რომ 2--- წლის 6 ოქტომბრისთვის, სადავო ფართი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო საკუთრებას წარმოადგენდა. მოპასუხე მხარე არც იმ გარემოებას ხდის სადავოდ, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის სადავო გადაწყვეტილება მიღებულია „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვის გარეშე - ამხანაგობის 3 წევრი, მათ შორის - მოსარჩელე, სადავო კრებაზე მიწვეული არ ყოფილა აღნიშნული კანონით დადგენილი წესების დაცვით და, მიუხედავად ოქმის შინაარსისა, სადავო გადაწყვეტილება არ არის მიღებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების გადაწყვეტილება არის მრავალმხრივი გარიგება, რომელიც მიმართულია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვის, ექსპლუატაციასა და განვითარებასთან დაკავშირებული ურთიერთობების წარმოშობის, შეწყვეტის ან შეცვლისკენ. ამდენად, ამ გარეიგების ნამდვილობის საკითხის გადასაწყვეტად გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გარიგბის (ნების გამოვლენის) ბათილობისათვის დადგენილი ნორმები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობრივ ნორმებს.
განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ 2--- წლის 6 ოქტომბრის კრების ოქმი N- არ არის მიღებული ამხანაგობის წევრთა 100%-ის მონაწილეობით, მიუხედავად იმისა, რომ სადავო გადაწყვეტილებით ამხანაგობის საერთო საკუთრება განიკარგა. ამასთან, დადგენილია, რომ სადავო კრებაზე მიწვეული არ იყო და გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა არ მიუღია მოსარჩელეს, როგორც ამხანაგობის წევრს და სადავო ფართის მოსარგებლეს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სადავო კრების ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარად ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
სასამართლო განმარტავს, რომ ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც, მესაკუთრის დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის წინააღმდეგ. ხელშეშლა გულისხმობს მესაკუთრისათვის ისეთი მდგომარეობის შექმნას, რომლის გათვალისწინებითაც მესაკუთრეს ეზღუდება თავისი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა და, ამასთან, ამის რაიმე საფუძველი ხელშემშლელს არ გააჩნია. სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას, არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად ახდენს სამოქალაქო უფლების სწორი რეალიზაციის წესის განსაზღვრას. აღნიშნული ტიპის სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა. ფაქტის არსებობა კი დადასტურებული უნდა იქნეს სათანადო მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ ამხანაგობის 2--- წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით განკარგული ფართი ამხანაგობის წევრთა და მათ შორის - მოსარჩელის - თანასაკუთრებას წარმოადგენდა. ამასთან, დადგენილია, რომ სადავო დერეფნის მოსარგებლეები მხოლოდ მოსარჩელე და მოპასუხე მ------------–--ე არიან, რადგან ამხანაგობის სხვა წევრებს, მათი კუთვნილი ფართების ადგილმდებარეობის გამო, სადავო დერეფნით სარგებლობის ინტერესი არა აქვთ. დადგენილია ასევე, რომ მოპასუხემ სადავო ფართი მოსარჩელის კუთვნილი ნივთებისაგან გაათავისუფლა და დერეფნის შესასვლელი კარი გამოცვალა, რის შედეგადაც, მოსარჩელე სადავო დერეფნით ვეღარ სარგებლობს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ხელშეკშლის აღკვეთის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს - მ------------–--ეს უნდა დაევალოს ქ. თბილისში, მ---–------------, ბ------ შესახვევში მდებარე სათავსომდე (ს/კ 0----------------------) მიმავალი დერეფანის შესასვლელი კარის მოხსნა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა.
7. პროცესის ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელსა და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილია ჯამში 150 ლარი (ს.ფ. 34-35). ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 23 დეკემბრის განჩინებით, ი---------–--–---–ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხე მ------------–--ეს აეკრძალა სადავო დერეფნის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ი---------–--–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ბათილად იქნეს ცნობილი ბმა „----–-----------ის 2--- წლის 6 ოქტომბრის N- კრების ოქმი, მისამართზე ქ. თბილისი, მ---–------------, ბ------ შესახვევში მდებარე 8.05 კვ.მ. სათავსოს მ------------–--ის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის ფაქტის დადასტურების შესახებ, რომლის საფუძველზეც საჯარო რეესტრში მ------------–--ის საკუთრებად დარეგისტრირდა სათავსი საკადასტრო კოდით N-------------------------
3. აღიკვეთოს მ------------–--ის ხელშეშლა, კერძოდ, დაევალოს მ------------–--ეს ქ. თბილისში, მ---–------------, ბ------ შესახვევში მდებარე სათავსომდე (ს/კ 0----------------------) მიმავალ დერეფანს მოუხსნას შესასვლელი კარი და დაუბრუნოს მას პირვანდელი მდგომარეობა.
4. მ------------–--ეს, ლ---–-----------ას, ი-----–----–-----ეს, გ---–--------------–---–ს, ი-----------–---ს, ე--------------------ს, ნ--------------–---–ს და ნ-----–-------ეს ი---------–--–---–ის სასარგებლოდ დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ანაზღაურება 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ვერა დობორჯგინიძე