გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.05.2019
საქმის ნომერი
010210016001390921
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
02.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #010210016001390921

#2/1770-2016

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

02.05.2019 წელი ქ.ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე - ინდირა მაშანეიშვილი

სხდომის მდივანი - ლანა ძაგნიძე

მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით - მოპასუხე) - შპს „ს------------ი“

წარმომადგენლები - გ------ი ფ--------ე (დირექტორი), ე---–-რ მ-------ე

მოპასუხე (შეგებებული სარჩელით - მოსარჩელე) - შპს „ს--------–ი“

წარმომადგენლები - მ-----------–----ე (დირექტორი), ჯ-----------------–-–---–ი

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული)

 

1.1. ძირითადი სარჩელით:

 

1.1.1. შპს „ს-------–ისათვის“ ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის - 418 383.00 ლარის ანაზღაურების დაკისრება, შპს „ს------------ის“ სასარგებლოდ.

 

1.1.2. შპს „ს-------–ისათვის“, მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრება, შპს „ს------------ის“ სასარგებლოდ, 2016 წლის 08 აპრილიდან ყოველთვიურად 4460 ლარის ოდენობით, ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურებამდე.

 

1.1.3. შპს „ს-------–ისათვის“, 17 თვის საიჯარო ქირის, ჯამში 34 000.00 ლარის, (თვეში 2000 ლარის), ანაზღაურების დაკისრება, შპს „ს------------ის“ სასარგებლოდ, 2016 წლის 08 აპრილიდან 2017 წლის 11 ოქტომბრამდე პერიოდში საიჯარო ფართის სარგებლობისათვის.

 

მოსარჩელემ სარჩელი დაასაბუთა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით:

 

მოსარჩელეს, ქ. ბ------–ი, გ------ლ ა--–-ნ ა--–--ის ქუჩა #---ში, საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება - არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა, რომლის ნაწილი, 2014 წლიდან, იჯარით ჰქონდა გადაცემული შპს „ს-------–ისათვის“, ხოლო ფართის ნაწილი, ასევე იჯარის ხელშეკრულებათა საფუძველზე, გადაცემული ჰქონდა შპს „ნ---სათვის“ და შპს „თ------სათვის“. მოსარჩელე მოიჯარე კომპანიებისაგან ყოველთვიურად იღებდა საიჯარო ქირას - 4460 ლარის ოდენობით. 2016 წლის 7 აპრილს შპს „ს-------–ისათვის“ იჯარით გადაცემულ ფართში გაჩნდა ხანძარი, რის გამოც დაიწვა და განადგურდა მოსარჩელის კუთვნილი შენობა-ნაგებობა. სასაწყობე ფართის განადგურებით შპს „ს------------ს“ მიადგა 418 383.00 ლარის ზიანი, რაც წარმოადგენს შენობა-ნაგებობის პირვანდელი მდგომარეობით აღდგენისთვის აუცილებელ თანხას.

 

ხანძრის შედეგად უძრავი ქონების განადგურების გამო, მოსარჩელე, ვერ იღებს შემოსავალს ფართის საიჯარო ქირის სახით, თვეში 4460 ლარის ოდენობით, რაც წარმოადგენს მიუღებელ შემოსავალს.

 

ხანძრის შემდეგ, მხარეთა ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, შპს „ს--------–ს“ იჯარით გადაეცა ხანძრისაგან გადარჩენილი, შედარებით მცირე ზომის ფართი. საიჯარო ქირა, მხარეთა შეთანხმებით, განისაზღვრა თვეში 2000 ლარით. მოპასუხე 2016 წლის 8 აპრილიდან 2017 წლის 10 ოქტომბრამდე, 17 თვის მანძილზე სარგებლობდა საიჯარო ფართით, თუმცა შეს---მისი ქირა (34000 ლარი) დღემდე ანაზღაურებული არ აქვს.

 

1.2. მოთხოვნა შეგებებული სარჩელით (დაზუსტებული):

 

1.2.1. შპს „ს------------ისათვის“ ზიანის ანაზღაურების დაკისრება 1 914 251.00 ლარის ოდენობით, შპს „ს-------–ის“ სასარგებლოდ.

 

1.2.2. შპს „ს------------ის“ უკანონო მფლობელობიდან შპს „ს-------–ის“ კუთვნილი მექანიკური თვითმცლელის გამოთხოვა და მისი შპს „ს-------–ისათვის“ დაბრუნება.

 

შეგებებული სარჩელის მოსარჩელემ მოთხოვნა დაასაბუთა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით:

 

2016 წლის 7 აპრილს, ხანძრის შედეგად დაიწვა და განადგურდა შპს „ს------------ის“ კუთვნილი ფართი, რომელსაც იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე ფლობდა შპს „ს--------–ი“.

 

იჯარით აღებულ ფართში, შპს „ს--------–ს“ განთავსებული ქონდა სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი მანქანა-დანადგარები, მზა პროდუქცია (ავეჯი) და ავეჯის დასამზადებელი მასალა, რაც განადგურდა ხანძრის შედეგად. კერძოდ: ხანძრის შედეგად განადგურდა 142 688.00 ლარის ღირებულების ძირითადი საშუალებები, (მანქანა/დანადგარები და სხვა აღჭურვილობა) და 810 033.00 ლარის ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა.

 

მატერიალური ფასეულობების განადგურებით მიღებულმა პირდაპირმა ზიანმა სულ შეადგინა 952 721.00 ლარი.

 

ხანძრის შემდეგ, 2016 წლის 07 აპრილიდან 2017 წლის 11 ოქტომბრის თვის ჩათვლით, შპს „ს------------მა“ შპს „ს--------–ს“ არ მისცა უფლება მეიჯარის ტერიტორიიდან გამოეტანა ხანძარს გადარჩენილი, შპს „ს-------–ის“ კუთვნილი მოძრავი ნივთები და მათი რეალიზაციით მიეღო შემოსავალი. შეს---მისად, ამ პერიოდში, სარეალიზაციო ქონების განკარგვის შეზღუდვის შედეგად მიუღებელმა შემოსავალმა შეადგინა 910 030.00 ლარი, ხოლო მასალების დაზიანების შედეგად მიღებულმა ზიანმა 51 500.00 ლარი.

 

სულ, სადავო პერიოდში მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 1 914 251.00 ლარი. გარდა ამისა, მოპასუხე უკანონოდ ფლობს მოსარჩელის კუთვნილ მექანიკურ თვითმცლელს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. ძირითადი სარჩელით მოპასუხის პოზიცია

 

2.1.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის კუთვნილი ნივთის დაზიანებაში მოსარჩელეს ბრალი არ მიუძღვის. შეს---მისად, ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის არ არსებობს ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. მოპასუხემ, ასევე, უარყო ხანძრის შემდეგ, საიჯარო ურთიერთობის გაგრძელების შესახებ მხარეთა შორის შეთანხმების ფაქტი და განმარტა, რომ 2016 წლის 7 აპრილიდან 2017 წლის 11 ოქტომბრამდე, შპს „ს--------–მა“ თავისი კუთვნილი მოძრავი ნივთები შპს „ს------------ის“ კუთვნილი ტერიტორიიდან ვერ გამოიტანა სწორედ შპს „ს------------ის“ უკანონო წინააღმდეგობის გამო, რითაც თავად მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი შპს „ს--------–ს“. შეს---მისად, უსაფუძვლოა 17 თვის საიჯარო ქირის, სულ 34 000 ლარის, დაკისრების შესახებ მოთხოვნაც.

 

2.2. შეგებებული სარჩელით მოპასუხის პოზიცია

 

2.2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შეგებებული სარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე, როგორც ფაქტობრივი თვალსაზრისით, ისე სამართლებრივად უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. გარდა იმისა, რომ სათანადო დოკუმენტებით არ დასტურდება შპს „ს-------–ის“ მიერ მითითებული გარემოებები ზიანთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაშიც, შპს „ს-------–ის“ კუთვნილი ნივთების დაზიანებაში შპს „ს------------ი“ ბრალეული არ არის, შეს---მისად, მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შპს "ს------------ი’’ საკუთრების უფლებით ფლობდა ქ. ბ------–ი, გ------ლ ა. ა--–--ის ჩიხი #---ში მდებარე 6500 კვმ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, მასზე არსებული ნაგებობებით, საკადასტრო კოდით - 0-----------. საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება შპს "ს------------ს" იჯარის ხელშეკრულებების საფუძველზე სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონდა სხვადასხვა კომპანიისათვის და სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში იღებდა შემოსავალს იჯარის სახით.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - ტომი 2, ს. ფ. 128;

- იჯარის ხელშეკრულებები - ტომი 1, ს. ფ. 30-31; ტომი 2, ს. ფ. 105-16; 110-111;

 

3.1.2. შპს „ს-------–ის“, როგორც სამეწარმეო სუბიექტის, საქმიანობის საგანს წარმოადგენს ავეჯის დამზადება და მზა პროდუქციის, ასევე, ავეჯის დასამზადებელი საშუალებების რეალიზაცია. 2014 წლის 01 იანვარს შპს „ს------------სა“ და შპს „ს--------–ს“ შორის გაფორმდა „სამაცივრე საწყობის იჯარით გაცემის შესახებ" ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე შპს „ს------------მა“ შპს „ს--------–ს“ დროებით სარგებლობაში გადასცა ქ. ბ------–ი, გ------ლ ა. ა--–--ის ჩიხი #---ში მდებარე 2500 კვმ. სასაწყობე ფართი. სასაწყობე ფართის საიჯარო ღირებულება განისაზღვრა თვეში 3560 ლარის ოდენობით.

 

შპს „ს-------–ის“ მიერ იჯარით აღებული 2500 კვმ. საიჯარო ფართი მოიცავდა ორ, ერთმანეთისაგან იზოლირებულ და ერთმანეთისაგან რამდენიმე მეტრით დაშორებულ ფართს, საიდანაც შედარებით დიდი მოცულობის ფართს შპს „ს--------–ი“ იყენებდა საწარმოო საქმიანობისათვის - ავეჯის დასამზადებლად. ამავე ფართში შპს „ს--------–ს“ განთავსებული ჰქონდა საწარმოო საქმიანობისათვის განკუთვნილი ტექნიკა, კომპანიის ძირითადი საშუალებები - მანქანა - დანადგარები, აპარატურა და სხვა მოწყობილობები. მეორე, შედარებით მცირე ფართს, შპს „ს--------–ი“ იყენებდა სასაწყობედ, მზა ავეჯისა და ავეჯის დასამზადებელი მასალის შესანახად.

 

მხარეთა შეთანხმებით საიჯარო ურთიერთობის ვადა განისაზღვრა 2014 წლის 31 დეკემბრამდე, რაც ორივე მხარის თანხმობით გაგრძელდებოდა ავტომატურად (ხელშეკრულების 6.3. პუნქტი). ამასთანავე თითოეული მხარე უფლებამოსილი იყო ვადამდე შეეწყვიტა ხელშეკრულება, წინასწარ 10 დღით ადრე გაფრთხილების ვალდებულებით. (ხელშეკრულების 3.2. პუნქტი)

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- „სამაცივრე საწყობის იჯარით გაცემის შესახებ“ ხელშეკრულება - ტომი 1, ს. ფ. 30-31;

 

3.1.3. 01.01.2014 წლის იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, შპს “ს--------–მა“ იკისრა ვალდებულება გაფრთხილებოდა შპს „ს------------ის“ საკუთრებაში არსებულ ქონებას, დაეცვა სანიტარული ნორმები, ხანძარსაწინააღმდეგო და უსაფრთხოების წესები. ამ ვალდებულების ფარგლებში, შპს „ს-------–ის“ დაკვეთის საფუძველზე, შპს „უსაფრთხოების სამსახური“ პერიოდულად უზრუნველყოფდა შპს „ს-------–ის“ ელ.დანადგარებისა და მოწყობილობების ტექნიკური უსაფრთხოების შემოწმებასა და გაზომვას. 2016 წლის 17 მარტს მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით დგინდება, რომ შპს „ს-------–ის“ მიერ შესრულებულ სამუშაოთა ხარისხი შეეს---მებოდა ელექტრო მომხმარებლების უსაფრთხო ექსპლოატაციისა და ტექნ--- უსაფრთხოების წესების მოთხოვნებს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სამაცივრე საწყობის იჯარით გაცემის შესახებ ხელშეკრულება - ტომი 1, ს. ფ. 30-31;

- შპს „უსაფრთხოების სამსახურთან“ 17.03.2017 წელს გაფორმებული ხელშეკრულება - ტომი 1, ს. ფ. 64-65;

- 17.03.2017 წლის მიღება-ჩაბარების აქტი - ტომი 1, ს. ფ. 63;

- უსაფრთხოების სამსახურის ოქმი - ტომი 1, ს. ფ. 66;

 

3.1.4. 2016 წლის 01 იანვარს შპს „ს------------სა“ და შპს „თ-----ს“ (დირექტორი რ----------–--–---) შორის გაფორმდა სამაცივრე საწყობის იჯარით გადაცემის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე შპს „თ-----ს“ 2016 წლის 30 დეკემბრამდე იჯარით გადაეცა 80 კვმ. სასაწყობე ფართი. სასაწყობე ფართის საიჯარო ღირებულება განისაზღვრა თვეში 200 ლარით. შპს „თ------“ გადაცემულ ფართს იყენებდა, როგორც სანტექნიკის საწყობს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- სამაცივრე საწყობის იჯარით გაცემის შესახებ ხელშეკრულება - ტომი 2, ს. ფ. 105-106;

- საგადასახადო ანგარიშფაქტურები საიჯარო ქირის თაობაზე - ტომი 2, ს ფ. 107-109;

 

3.1.5. 2016 წლის იანვრის თვეში შპს „ს------------სა“ და შპს „ნ---ს“ (დირექტორი ზ------------) შორის გაფორმდა „სამაცივრე საწყობის იჯარით გაცემის შესახებ ხელშეკრულება“. ხელშეკრულების თანახმად, შპს „ნ---ს“ 2016 წლის 30 დეკემბრამდე სარგებლობაში გადაეცა 350 კვმ. ფართი. საიჯარო ღირებულება განისაზღვრა თვეში 700 ლარის ოდენობით. შპს „ნ---ს“ მიერ ფართი გამოყენებული იყო, როგორც სამაცივრე საწყობი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- სამაცივრე საწყობის იჯარით გაცემის შესახებ ხელშეკრულება - ტომი 2, ს. ფ. 110-111;

- საგადასახადო ანგარიშფაქტურები საიჯარო ქირის თაობაზე - ტომი 2, ს ფ. 112-114;

 

3.1.6. შპს „ს-------–ისთვის“, შპს „ნ---სა“ და შპს „თ------სათვის“ იჯარით გადაცემული ფართები განთავსებული იყო ერთმანეთის გვერდით, ერთ ნაგებობაში. ამასთან, შპს „ს-------–ისათვის“ იჯარით გადაცემული ფართის გვერდით, (საერთო გამყოფი კედლით) მდებარეობდა შპს „ნ---სათვის“ გადაცემული სამაცივრე ფართი, რომელიც საწარმოო სპეციფიკიდან გამომდინარე (სამაცივრე დანადგარებისათვის) ელექტროენერგიას მოიხმარდა უწყვეტი რეჟიმით, 24 საათის განმავლობაში. სამივე კომპანია, სარგებლობაში არსებულ ფართზე ელექტრომომარაგებას იღებდა შენობის გარეთ მდებარე ელექტროგამანაწილებელი ობიექტიდან გამომავალი საერთო ელექტროსადენიდან. ამასთან, შპს „ნ---ს“ სარგებლობაში არსებულ ფართს ელექტროენერგია მიეწოდებოდა ელექტროსადენით შპს „ს-------–ის“ სარგებლობაში არსებული ფართის გავლით.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.1.7. 2016 წლის 7 აპრილს, დაახლოებით 08:40 საათზე, შპს „ს------------ის“ კუთვნილ და შპს „ს-------–ისათვის“ იჯარით გადაცემულ ფართში გაჩნდა ხანძარი. ხანძრის შედეგად დაიწვა და განადგურდა შპს „ს-------–ის“, შპს „ნ---სა“და შპს „თ------ს“ სარგებლობაში გადაცემული საიჯარო ფართი, მათში განთავსებული მოძრავი ნივთებით.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ცნობა - ტომი 1, ს. ფ. 32;

- აქტი ხანძრის შესახებ - ტომი 1, ს. ფ. 33-34;

- ფოტომასალა - ტომი 1, ს. ფ. 34-35;

 

3.1.8. შპს "ს------------ის" კუთვნილი უძრავი ქონების განადგურების ფაქტთან დაკავშირებით დაკავშირებით ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში დაიწყო გამოძიება, რომელიც ამ ეტაპზე დასრულებული არ არის. გამოძიების ფარგლებში ჩატარებული სახანძრო - ტექნიკური და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის შეს---მისად, "ქ. ბ------–ი, ა. ა--–--ის #---შ მდებარე საწარმოში (შპს „ს--------–ი“) და მის საწყობში ხანძრის გაჩენა დაკავშირებულია ელექტროტექნიკურ მიზეზებთან. კერძოდ, ელექტროსადენების მოკლე ჩართვასთან. შემთხვევის ადგილზე არსებული თერმული დაზიანების ანალიზის საფუძველზე, ხანძრის გაჩენის კერა დაფიქსირდა შპს „ს-------–ის“ საწარმოში შესასვლელი კარებიდან მარჯვენა შუა ნაწილში. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ელექტროსადენებზე დაფიქსირდა მოკლე ჩართვის ნიშნები. საკვლევად წარდგენილ ნიმუშებზე არ აღინიშნება აალებადი ნივთიერებებისა და ნავთობპროდუქტების კვალი".

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 19.05.2016 წლის სახანძრო-ტექნიკური და ქიმიური ექსპერტიზის დაკსვნა - ტომი 1, ს. ფ. 335-364;

 

3.1.9. 2016 წლის 25 მაისს, შპს „ს--------–მა“ წერილობით მიმართა შპს "ს------------ს" მხარეთა შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ 2016 წლის 5 აპრილიდან.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- 25.05.2016 წლის მიმართვა - ტომი 1, ს. ფ. 41;

 

3.1.10. 2016 წლის 27 მაისს, შპს "ს------------მა" განცხადებით მომართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის მიზნით, ქ. ბ------–ი, გ------ლ ა--–-ნ ა--–--ის ქუჩა #---ში მდებარე შპს „ს------------ის“ საკუთრებაში განთავსებული შპს „ს-------–ის“ კუთვნილი მოძრავი ნივთების დაყადაღება, რაც დაკმაყოფილდა.

 

შპს "ს-------–ის" კუთვნილი მოძრავი ნივთები, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, დაყადაღებული იყო 2016 წლის 27 მაისიდან 2016 წლის 2------------ის ჩათვლით პერიოდში.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- შპს "ს------------ის განცხადება" - საქმე #1--/უზრ-2016, ს. ფ. 1-3;

- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2--------- წლის განჩინება - საქმე #1--/უზრ-2016, ს. ფ. 35-40;

- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2--------- წლის განჩინება - საქმე #1--/უზრ-2016, ს. ფ. 35-40;

 

3.1.11. შპს "ს------------ის" კუთვნილი, ქ. ბ------–ი, გ------ლ ა--–-ნ ა--–--ის ქუჩა #---ში მდებარე ფართიდან მოძრავი ნივთების გადატანა შპს "ს--------–მა" უზრუნველყო 2017 წლის 10 ოქტომბერს, რაზეაც მხარეებს შორის შედგა მიღება - ჩაბარების აქტი. შპს "ს--------–მა" ჩაიბარა 105 დასახელების, სხვადასხვა რაოდენობის მზა ავეჯი და საავეჯო მასალა. ამასთან, 2016 წლის 2------------ამდე მოძრავი ნივთების გადატანა შპს "ს------------ის" კუთვნილი ობიექტიდან შპს "ს--------–ს" შეზღუდული ქონდა სასამართლოს განჩინების საფუძველზე გამოყენებული ყადაღით, ხოლო 2016 წლის 2------------იდან 2017 წლის 10 ოქტომბრამდე ამ ნივთების გადატანის საშუალება არ ეძლეოდა შპს "ს------------ის" წინააღმდეგობის გამო.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- მიღება ჩაბარების აქტი - ტომი 2, ს. ფ. 53;

- საქონლის ჩამონათვალი - ტომი 2. ს. ფ. 54-55;

 

3.2.12. შპს "ს------------მა" თავის საკუთრებაში არსებული ქ. ბ------–ი, გ------ლ ა--–-ნ ა--–--ის ქუჩა #---ში, მდებარე უძრავი ქონება - არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა, საკადასტრო კოდით - 0-----------, მათ შორის სასაწყობე ფართი, სადაც ხანძრის შემდეგ ინახებოდა შპს "ს-------–ის" კუთვნილი მოძრავი ნივთები, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაასხვისა 2017 წლის 4 ოქტომბერს. აღნიშნული უძრავი ქონების (ს/კ 0-----------) მესაკუთრედ საჯარო რეესტრში, 2017 წლის 4 ოქტომბრიდან, ირიცხება შპს "ხ------ა".

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - ტომი 2, ს .ფ. 127;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. შპს „ს------------ის“ დაკვეთის საფუძველზე, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარდა საინჟინრო /სასაქონლო ექსპერტიზა, ქ. ბ------–ი, გ------ლ ა--–-ნ ა--–--ის ქუჩა #---ში მდებარე, ხანძრის შედეგად განადგურებული საამქროს აღდგენის სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის განსაზღვრის მიზნით. 2016 წლის 27 დეკემბერს გაცემული #--------- დასკვნის თანახმად, შპს „ს------------ის“ კუთვნილი შენობა-ნაგებობის აღდგენითი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა შეადგენს 418 382.80 ლარს.

 

შპს „ს-------–ის“ დაკვეთის საფუძველზე, შპს „ს---ს“ მიერ მომზადდა 07.04.2016 წელს ხანძრის შედეგად განადგურებული იგივე საამქროს აღდგენის სამუშაოების საორიენტაციო ხარჯთაღრიცხვა, რომლის მიხედვით შპს „ს------------ის“ კუთვნილი შენობა-ნაგებობის აღდგენითი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვამ შეადგინა - 284 565.60 ლარი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს #--------- დასკვნა - ტომი 2, ს. ფ. 136-158;

- საამქროს აღდგენის კონსტრუქციული ნახაზები (შპს „ი-------”) - ტომი 2, ს. ფ. 178-190;

- პროექტი (შპს „ს---“) - ტომი 2, ს. ფ. 159; 169-177;

- საორიენტაციო ხარჯთაღრიცხვა (შპს „ს---“) - ტომი 2, ს. ფ.160-168;

 

3.2.2. შპს „ს-------–ის“ მიერ 2014 წელს იჯარით აღებული 2500 კვმ. ფართი მოიცავდა ერთმანეთისაგან იზოლირებულ საწარმოო ფართს და სასწყობო ფართს. 07.04.2016 წელს გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიწვა და განადგურდა შპს „ს-------–ის“ სარგებლობაში არსებული საწარმოო ფართი მასში განთავსებული მოძრავი ნივთებით. რაც შეეხება სასაწყობე ფართს, სადაც ინახებოდა მზა პროდუქცია და ავეჯის დასამზადებელი მასალა, (საერთო ღირებულებით 656 954 ლარი), ხანძრის შედეგად არ დაზიანებულა. ხანძრის შემდეგ, მხოლოდ სასაწყობე ფართით სარგებლობისათვის საიჯარო ღირებულება მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა 2000 ლარით. ამ შეთანხმების საფუძველზე, მხარეთა შორის ნებაყოფლობითი საიჯარო ურთიერთობა მოიცავდა დაახლოებით ერთ თვეს. ამავე შეთანხმების საფგუძველზე შპს „ს--------–მა“ 2016 წლის 3 ივნისს შპს „ს------------ს“ გადაუხადა საიჯარო ქირა - 2000 ლარი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავოა ხანძრის შემდეგ სასაწყობე ფართთან დაკავშირებით საიჯარო ურთიერთობის არსებობის ფაქტი.

 

შპს "ს------------ის" წარმომადგენელთა მტკიცებით, ხანძრის შემდეგ გადარჩენილი ნივთების განთავსების მიზნით, მხარეები ზეპირად შეთანხმდნენ საიჯარო ურთიერთობის გაგრძელებაზე. მხარეთა ზეპირი გარიგების საფუძველზე, შპს "ს--------–ს" იჯარით გადაეცა ხანძარს გადარჩენილი სასაწყობე ფართი, თვეში 2000 ლარის ანაზღაურების პირობით.

 

შპს "ს-------–ის" წარმომადგენელთა მტკიცებით კი, სასაწყობე ფართი მათ გადაცემული ქონდათ 2014 წლის იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში და ის შედიოდა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 2500 კვმ. საიჯარო ფართში. მათივე მტკიცებით ხანძრის შემდეგ შეწყვიტეს საიჯარო ურთიერთობა შპს "ს------------თან" და მოითხოვეს მათი კუთვნილი ნივთების გადაცემა. 2000 ლარის ოდენობით საიჯარო ქირის გადახდასთან დაკავშირებით კი, განმარტეს, რომ შპს "ს--------–ს" გააჩნდა ძველი, სახელშეკრულებო ურთიერთობისდროინდელი დავალინება, რაც დაფარეს მოგვიანებით.

 

სასამართლო მხარეთა განმარტებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, იზიარებს შპს "ს-------–ის" წარმომადგენელთა მტკიცებას, რომ შპს „ს-------–ის“ მიერ 2014 წელს იჯარით აღებული 2500 კვმ. ფართი იმთავითვე მოიცავდა ორ, ერთმანეთისაგან იზოლირებულ ფართს და ხანძრის შემდეგ ფართის იჯარით გადაცემასთან დაკავშირებით ახალი შეთანხმება მხარეთა შორის აღარ შემდგარა. თუმცა ასევე იზიარებს შპს "ს------------ის" წარმომადგენელთა მტკიცებას, იმ ნაწილში, რომ ხანძრის შემდეგ მხარეთა შეთანხმება შედგა საიჯარო ქირასთან დაკავშირებით და ის, ნაცვლად 3500 ლარისა, განისაზღვრა თვეში 2000 ლარის ოდენობით.

 

ამ გარემოებებს სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგი მტკიცებულებების საფუძველზე:

 

01.01.2014 წლის იჯარის ხელშეკრულებით (ტომი 1, ს. ფ. 30-31) დგინდება, რომ იჯარის საგანს წარმოადგენდა 2500 კვმ. სასაწყობე ფართი. საქმეში არსებული აქტით ხანძრის წაკიდების შესახებ (ტომი 1, ს. ფ. 33) დასტურდება, რომ ხანძრის შედეგად განადგურდა შპს "ს-------–ის" სარგებლობაში არსებული 1500 კვმ. ფართი. (ასევე სხვა კომპანიების სარგებლობაში არსებული სხვადასხვა ზომის ფართები). საექსპერტო დასკვნებითა და ფოტომასალებით უდავოდ დასტურდება, რომ ეს ფართი და მასში განთავსებული შპს "ს-------–ის" კუთვნილი მოძრავი ნივთები დაიწვა და განადგურდა სრულად. მითითებული გარემოებები, სასამართლოს არწმუნებს, რომ შპს "ს-------–ის" მიერ იჯარით აღებული ფართი (ჯამში 2500 კვმ.) ნამდვილად მოიცავდა ერთმანეთისაგან იზოლირებულ 2 ფართს, საიდანაც ხანძრის შედეგად განადგურდა ერთერთი - 1500 კვმ ფართი, მასში განთავსებული მოძრავი ნივთებით, რაც შეეხება მეორე, შედარებით მცირე ზომის ფართს, მას ხანძრის შედეგად დაზიანება არ მიუღია, შესაბამისად, ხანძრის შედეგად არ დაზიანებულა მასში განთავსებული შპს "ს-------–ის" კუთვნილი მოძრავი ნივთები.

 

მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილია, რომ ხანძრის შემდეგ მათ შორის შედგა მოლაპარაკება განადგურებული ნაგებობის აღდგენისა და შესაბამისი ხარჯების გაღების შესახებ. აქედან გამომდინარე, სასამართლო სარწმუნოდ მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის რეალურად შედგა გარიგებაც საიჯარო ქირის შესახებ, 2000 ლარის ოდენობით. ეს გარემოება დასტურდება შპს "ს-------–ის" მიერ ფაქტობრივად განხორციელებული ქმედებითაც - საიჯარო ქირის სახით 2000 ლარის გადახდით. (ტომი 2. ს. ფ. 57) სასამართლო ვერ გაიზიარებს შპს "ს-------–ის მტკიცებას", რომ ეს თანხა გადაიხადა ძველი დავალიანების დაფარვის მიზნით, ვინაიდან მას ამ გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია, მაშინ როცა ამ გარემოების მტკიცების ტვირთი თავადვე ეკისრებოდა.

 

მხარეთა განმარტებებით დადგენილია, რომ მათ შორის დავა წარმოიშვა მოგვიანებით, დაზიანებული ნაგებობის აღდგენასთან დაკავშირებით გარკვეულ დეტალებზე შეუთანხმებლობის გამო. დავის წარმოშობის შემდეგ შპს "ს--------–მა" მოძრავი ნივთების გადატანისა და საიჯარო ურთიერთობის შეეწყვეტის შესახებ მიმართა შპს "ს------------ს", თუმცა შპს "ს------------მა" შპს "ს--------–ს" ნება არ მისცა საიჯარო ფართიდან გადაეტანა თავისი კუთვნილი მოძრავი ნივთები. ამასთან, 2016 წლის 25 მაისს, შპს "ს------------მა" მომართა სასამართლოს შპს "ს-------–ის" კუთვნილი ნივთების დაყადაღების შესახებ, სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის მიზნით, ხოლო 09.06.2016 წელს აღძრა სარჩელი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. თავის მხრივ შპს "ს--------–მა" წერილობითაც მიმართა შპს "ს------------ს", 2016 წლის 27 მაისს, საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ.

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ხანძრის შედეგად საიჯარო ფართის ნაწილის განადგურების შემდეგ, მხარეთა შორის ნებაყოფლობითი საიჯარო ურთიერთობა მოიცავდა დაახლოებით ერთ თვეს (საწინააღმდეგო მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება), რისი შესატყვისი საიჯარო ქირაც - 2000 ლარის ოდენობით, შპს "ს--------–ს" შპს "ს------------ისათვის" ანაზღაურებული აქვს. მხარეთა შორის დავის წარმოშობის შემდეგ შპს "ს--------–ს" შპს "ს------------ის" წინააღმდეგობის გამო არ ეძლეოდა მოძრავი ნივთების საიჯარო ფართიდან გადატანის საშუალება. დადგენილია, რომ შპს "ს------------მა" შპს "ს--------–ს" მოძრავი ნივთების გადატანის საშუალება მისცა 10.10.2017 წელს, უძრავი ნივთის გასხვისების შემდეგ. რაც შეეხება შპს "ს------------ის" მოთხოვნას 17 თვის საიჯარო ქირის გადახდასთან დაკავშირებით, მის შესახებ სასამართლო მსჯელობას იქონიებს მოთხოვნის სამართლებრივი შეფასების ეტაპზე.

 

3.2.3. 2016 წლის აპრილსა და მაისში შპს "ს--------–მა" სხვადასხვა კომპანიასთან გააფორმა ავეჯისა და ავეჯის მასალების მიწოდების შესახებ ხელშეკრულებები, საერთო ღირებულებით 201000.00 ლარი. თუმცა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება ვერ უზრუნველყო, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2--------- წლის განჩინებით, შპს "ს------------ის" მოთხოვნის საფუძველზე, შპს "ს-------–ის" კუთვნილი მოძრავი ნივთების დაყადაღების გამო. კერძოდ:

 

ა) 15.04.2016 წელს შპს „N--------”-სა და შპს „ს--------–ს“ შორის გაფორმდა ყიდვა-გაყიდვის #13 ხელშეკრულება, რომლის მიხედვით შპს „ ს--------–მა იკისრა 34 960 ლარის ღირებულების ავეჯის (7200 ლარის ღირებულების 18 ცალი მარმარილოს ზედაპირის, 5760 ლარის ღირებულების 18 ცალი მეტალის ფეხისა და 22 000 ლარის ღირებულების 80 ცალი მეტალის სკამის) მიწოდების ვალდებულება შპს „N--------”-ისათვის, არაუგვიანეს 30.05.2016 წლისა.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 15.06.2016 წლის ხელშეკრულება - ტომი 1 , ს. ფ. 140-141; 423-424;

- ხელშეკრულების დანართი - ტომი 1, ს. ფ. 142; 425;

 

ბ) შპს „ს------სა” და შპს „ს--------–ს“ შორის 18.04.2016 წელს გაფორმდა ყიდვა-გაყიდვის #14 ხელშეკრულება, რომლის მიხედვით შპს „ს--------–მა“ იკისრა 2100 ლარის ღირებულების ავეჯის (1080 ლარის ღირებულების 12 ცალი მეტალის სკამი; 525 ლარის ღირებულების 3 ცალი მეტალის ფეხი „რომა 2“; 495 ლარის ღირებულების 3 ცალი „ინოქს“ ზედაპირი) შპს „ს------სათვის“ მიწოდების ვალდებულება 12.05.2016 წლამდე. 2016 წლის 14 მაისს შპს „ს------მ“ შპს „ს--------–ს“ ჩაურიცხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღირებულება - 2100 ლარი.

 

2016 წლის 7 ივნისს შპს „ს------სა“ და შპს „ს--------–ს“ შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვით მხარეთა შორის 18.04.2016 წელს გაფორმებული ხელშეკრულება გაუქმდა, შპს „ს--------–მა“ იკისრა 2100 ლარის შპს „ს------სათვის“ დაბრუნების ვალდებულება, ხელშეკრულების გაუქმებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ შპს „ს-------–ის“ კუთვნილი საწყობის დალუქვის გამო, შპს „ს--------–ი“ ვერ ახერხებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას.

 

2016 წლის 18 მაისს შპს „ს--------–მა“ შპს „ს------ს“ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით დაუბრუნა 2100 ლარი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 18.04.2016 წლის ხელშეკრულება - ტომი 1 , ს. ფ. 143-144; 415-416;

- ხელშეკრულების დანართი - ტომი 1, ს. ფ. 145; 417;

- 07.06.2016 წლის შეთანხმება - ტომი 1, ს. ფ. 146; 418

- საგადახდო დავალებები - ტომი 2. ს. ფ. 10; 65

 

გ) შპს „ს-------------სა” და შპს „ს--------–ს“ შორის 14.05.2016 წელს გაფორმდა ყიდვა-გაყიდვის #15 ხელშეკრულება, რომლის მიხედვით შპს „ს--------–მა“ არაუგვიანეს 2--------- წლისა იკისრა 4700 ლარის ღირებულების ავეჯის (2592 ლარის ღირებულების 16 ცალი მეტალის სკამის; 988 ლარის ღირებულების 4 ცალი მარმარილოს ზედაპირის და 1120 ლარის ღირებულების 4 ცალი მეტალის ფეხის „ბოლოგნა 2“) მიწოდების ვალდებულება შპს „ს-------------სათვის“. 13.05.2016 წელს შპს „ს-------------მ” ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღირებულების ნაწილი -4000 ლარი, შპს „ს--------–ს“ გადაუხადა უნაღდო ანგარიშსწორების გზით.

 

2016 წლის 7 ივნისს შპს „ს-------------სა” და შპს „ს--------–ს“ შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვით მხარეთა შორის 07.06.2016 წელს გაფორმებული ხელშეკრულება გაუქმდა, შპს „ს--------–მა“ იკისრა 4700 ლარის შპს „ს-------------სათვის“ დაბრუნების ვალდებულება, ხელშეკრულების გაუქმებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ შპს „ს-------–ის“ კუთვნილი საწყობის დალუქვის გამო, შპს „ს--------–ი“ ვერ ახერხებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას.

 

2016 წლის 9 ივნისს შპს „ს--------–მა“ შპს „ს-------------ს”ს---ნკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით დაუბრუნა 4700 ლარი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 14.05.2016 წლის ხელშეკრულება - ტომი 1 , ს. ფ. 147-148; 419-420;

- ხელშეკრულების დანართი - ტომი 1, ს. ფ. 149; 421;

- 07.06.2016 წლის შეთანხმება - ტომი 1, ს. ფ. 150; 422;

- საგადახდო დავალებები - ტომი 2, ს. ფ. 12; 63;

 

დ) 2016 წლის 7 ივნისს შპს „გ-----------” და შპს „ს--------–ს“ შორის გაფორმდა ყიდვა-გაყიდვის #-- ხელშეკრულება, რომლის მიხედვით შპს „ს--------–მა“ იკისრა 33000 ლარის ღირებულების ავეჯის (33000 ლარის ღირებულების 25 კომპლექტი საზაფხულო გარე ავეჯის) მიწოდების ვალდებულება არაუგვიანეს 15.06.2016 წლისა. შემსყიდველი კისრულობდა ვალდებულებას ღირებულება გადაეხადა საქონლის მიღებიდან სამი დღის ვადაში.

 

2016 წლის 2-------ს შპს „გ------------ს” და შპს „ს--------–ს“ შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვით მხარეთა შორის 07.06.2016 წელს გაფორმებული ხელშეკრულება გაუქმდა, ხელშეკრულების გაუქმებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ შპს „ს-------–ის“ კუთვნილი საწყობის დალუქვის გამო, შპს „ს--------–ი“ ვერ ახერხებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 07.06.2016 წლის ხელშეკრულება - ტომი 1 , ს. ფ. 151-152; 426-427;

- ხელშეკრულების დანართი - ტომი 1, ს. ფ. 153; 428;

- 23.06.2016 წლის შეთანხმება - ტომი 1, ს. ფ. 154; 429;

 

ე) 2016 წლის 27 მაისს შპს „ე----------ა” და შპს „ს--------–ს“ შორის გაფორმდა ყიდვა-გაყიდვის #191/2016 ხელშეკრულება, რომლის მიხედვით შპს „ს--------–მა“ იკისრა არაუგვიანეს 2016 წლის 30 მაისისა იკისრა 14 220 ლარის ღირებულების ავეჯის მიწოდების ვალდებულება. შემსყიდველი კისრულობდა ვალდებულებას ღირებულება გადაეხადა საქონლის მიღებიდან სამი დღის ვადაში.

 

2016 წლის 6 ივნისს შპს „ე----------ა” და შპს „ს--------–ს“ შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვით მხარეთა შორის 2--------- წელს გაფორმებული ხელშეკრულება გაუქმდა, ხელშეკრულების გაუქმებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ შპს „ს-------–ის“ კუთვნილი საწყობის დალუქვის გამო, შპს „ს--------–ი“ ვერ ახერხებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას. შპს „ს--------–მა“ იკისრა შემსყიდველისათვის 30.05.2016 წელს გადახდილი 14 220 ლარის დაბრუნების ვალდებულება.

 

2016 წლის 06 ივნისს შპს „ს--------–მა“ შპს „ე----------“ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით დაუბრუნა 14 220 ლარი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 07.06.2016 წლის ხელშეკრულება - ტომი 1 , ს. ფ. 155-157; 430-432;

- 23.06.2016 წლის შეთანხმება - ტომი 1, ს. ფ. 158; 433;

- საგადახდო დავალებები - ტომი 2, ს .ფ. 11; 64;

 

ვ) 2016 წლის 17 მაისს ინდმეწარმე ე-–-----------ესა და შპს „ს--------–ს“ შორის გაფორმდა ყიდვა-გაყიდვის #190/2016 ხელშეკრულება, რომლის მიხედვით შპს „ს--------–მა“ იკისრა არაუგვიანეს 30.05.2016 წლისა, 6400 ლარის ღირებულების ავეჯის (მაგიდის 40 ერთეული მეტალის ფეხის) მიწოდების ვალდებულება. ე-–-----------ემ იკისრა ვალდებულება პროდუქციის ღირებულება აენაზღაურებინა 20.05.2016 წლამდე უნაღდო ან ნაღდი ანგარიშსწორებით. ვალდებულება ე-–-----------ემ შეასრულა 2016 წლის 17 მაისს საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით.

 

2016 წლის 22 ივნისს, ინდმეწარმე ე-–-----------ესა და შპს „ს--------–ს“ შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვით მხარეთა შორის 17.05.2016 წელს გაფორმებული ხელშეკრულება გაუქმდა, ხელშეკრულების გაუქმებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ შპს „ს-------–ის“ კუთვნილი საწყობის დალუქვის გამო, შპს „ს--------–ი“ ვერ ახერხებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას. შპს „ს--------–მა“ იკისრა 6400 ლარის ინდმეწარმე ე-–-----------ისათვის დაბრუნების ვალდებულება.

 

2016 წლის 22 ივნისს შპს „ს--------–მა“ ინდმეწარმე ე-–-----------ეს ს---ნკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით დაუბრუნა 6400 ლარი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 17.05.2016 წლის ხელშეკრულება - ტომი 1 , ს. ფ. 159-161; 411-413;

- 22.06.2016 წლის შეთანხმება - ტომი 1, ს. ფ. 162; 414;

- საგადახდო დავალება - ტომი 2, ს. ფ. 13; 62;

 

ზ) 2016 წლის 27 მაისს შპს „გ------სა” და შპს „ს--------–ს“ შორის გაფორმდა ყიდვა-გაყიდვის #192/2016 ხელშეკრულება, რომლის მიხედვით შპს „ს--------–მა“ იკისრა ვალდებულება არაუგვიანეს 05.06.2016 წლისა მიეწოდებინა შემსყიდველისათვის 35 620 ლარის ღირებულების ავეჯი. შემსყიდველს გადახდა უნდა განეხორციელებინა საქონლის მიწოდების შემდეგ. წარმოდგენილი მასალებით, შეკვეთილი ავეჯის სახეობა, გამოსაყენებელი მასალა ცნობილი არ არის.

 

2016 წლის 15 ივნისს შპს „გ------სა” და შპს „ს--------–ს“შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვით მხარეთა შორის 2--------- წელს გაფორმებული ხელშეკრულება გაუქმდა, ხელშეკრულების გაუქმებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ შპს „ს-------–ის“ კუთვნილი საწყობის დალუქვის გამო, შპს „ს--------–ი“ ვერ ახერხებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2--------- წლის ხელშეკრულება - ტომი 1 , ს. ფ. 163-165; 434-436;

- 15.06.2016 წლის შეთანხმება - ტომი 1, ს. ფ. 166; 437;

 

თ) 2016 წლის 23 მაისს შპს „წ------–---------სა” და შპს „ს--------–ს“ შორის გაფორმდა ყიდვა-გაყიდვის #135 ხელშეკრულება, რომლის მიხედვით შპს „ს--------–მა“ იკისრა 70 000 ლარის ღირებულების ავეჯის არაუგვიანეს 31 მაისამდე მიწოდების ვალდებულება. მათ შორის მისაწოდებელი ავეჯის სახეობა განისაზღვრეა შემდეგი სახით - მეტალის სკამი ჩაფრაზი - 136 ცალი; მეტალის ბარის სკამი - 8 ცალი; მაგიდა მერმერი ბოლოგნა 4 – 12 ცალი; მაგიდა მერმერი ბოლოგნა 2 – 12 ცალი; მაგიდა მერმერი ბოლოგნა 2 - 10 ცალი; ბარის მაგიდა მერმერი - 3; ბარის კუთხის დივანი 18.6 მ; ბარის დივანი 5.4 მ;

 

2016 წლის 16 ივნისს შპს „წ------–---------სა” და შპს „ს--------–ს“ შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვით მხარეთა შორის 23.05.2016 წელს გაფორმებული ხელშეკრულება გაუქმდა, ხელშეკრულების გაუქმებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ შპს „ს-------–ის“ კუთვნილი საწყობის დალუქვის გამო, შპს „ს--------–ი“ ვერ ახერხებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 07.06.2016 წლის ხელშეკრულება - ტომი 1 , ს. ფ. 167-169; 438-440;

- 23.06.2016 წლის შეთანხმება - ტომი 1, ს. ფ. 170; 441-442;

 

3.2.4. შპს „ს-------–ის“ დაკვეთის საფუძველზე შპს „დ------------ის“ მიერ მომზადდა დასკვნა შპს „ს-------–ისათვის“ მიყენებული ზიანის შესახებ. შპს „დ------------ის“ დასკვნის თანახმად, 2016 წლის 7 აპრილიდან 2017 წლის 11 ოქტომბრამდე პერიოდში შპს „ს-------–ისათვის“ მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 1 914 251.00 ლარი, საიდანაც

 

ა) 952 721.00 ლარი განისაზღვრა, როგორც 07.04.2016 წელს გაჩენილი ხანძრის შედეგად მიყენებული პირდაპირი ზიანი - განადგურებული სასაქონლო - მატერიალური ფასეულობის ღირებულების სახით. (მათ შორის, 142 688.00 ლარი - ხანძრის შედეგად განადგურებული ძირითადი საშუალებების - დაზგა-დანადგარებისა და სხვა აღჭურვილობის ღირებულებაა, ხოლო 810 033 ლარი - მასალების, ნახევარფაბრიკატებისა და სხვა საქონლის ღირებულება).

 

ბ) 910 030.00 ლარი განისაზღვრა, როგორც 2016 წლის 7 აპრილიდან 2017 წლის 11 ოქტომბრამდე პერიოდში, შპს „ს-------–ისათვის“ სარეალიზაციო საქონლის განკარგვის შეზღუდვის შედეგად მიუღებელი შემოსავლის მოცულობა. (საიდანაც 132 700 ლარი - 3.3.3. პუნქტში მითითებული სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეული მიუღებელი შემოსავალია; 777 330 ლარი - 2016 წლის 7 აპრილიდან 2017 წლის 11 ოქტომბრამდე პერიოდში საქონლის რეალიზაციის შეუძლებლობის გამო მიუღებელი შემოსავალი)

 

გ) 51 500 ლარი განისაზღვრა, როგორც სარეალიზაციო მასალების დაზიანებით მიღებული სავარაუდო ზიანი. (მათ შორის - 49 957 ლარი - ღია ცის ქვეშ დასაწყობებული და ბუნებრივი პირობების ზემოქმედების შედეგად გაუვარგისებული 66.1 კბმ. წიფლის ფიცრის ღირებულებაა, ხოლო 14 451 ლარი - არასათანადო პირობებში შენახვის გამო დაზიანებული ავეჯის დასამზადებელი მასალის ღირებულება.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- შპს „დ--------------ის“ დასკვნა ზიანის შესახებ - ტომი 1, ს. ფ. 391-411;

 

3.2.5. შპს "ს-------–ის" კუთვნილი 51 500 ლარის ღირებულების მოძრავი ნივთების 2016 წლის 7 აპრილიდან 2017 წლის 11 ოქტომბრამდე პერიოდში დაზიანებისა და მოძრავი ნივთების დაზიანებაში შპს "ს------------ის" ბრალეულობა დადგენილი არ არის.

 

სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ 07.04.2016 წლიდან 11.10.2017 წლამდე პერიოდში, შპს "ს-------–ისათვის" მოძრავი ნივთების განკარგვის შეზღუდვით, 910 030 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენით დადასტურებული არ არის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სსკ-ის კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მითითებული ნორმების შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარებს, რომლებიც თავიანთ სამართლებრივ მოთხოვნებს აფუძნებენ მათ მიერვე მითითებულ კონკრეტულ გარემოებებზე. საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. შეს---მისად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

იმავდროულად, სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი - ”affirmanti, non negati, incumbit probatio”- “მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს.

 

განსახილველ შემთხვევაში, შპს "ს--------–ი" მოითხოვს რა ზიანის ანაზღაურებას, მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მისი კუთვნილი 51 500 ლარის ღირებულების მოძრავი ნივთები (66.1 კბმ წიფლის ფიცარი და 564 კვმ "მდფ" -ის მასალა) დაზიანდა 2016 წლის 7 აპრილიდან 2017 წლის 11 ოქტომბრამდე პერიოდში, იმ დროს, როცა ის დასაწყობებული იყო შპს "ს------------ის" კუთვნილ ფართში და შპს "ს--------–ს" შპს "ს------------ის უკანონო წინააღმდეგობის გამო არ ეძლეოდა ამ ნივთების გადატანის საშუალება.

 

საქმეში არსებული მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ შპს "ს-------–ის" კუთვნილი მოძრავი ნივთები 2016 წლის 27 მაისიდან 2016 წლის 2------------ამდე დაყადაღებული იყო სასამართლოს განჩინების საფუძველზე. სასამართლო, ასევე დადგენილად მიიჩნევს, იმ გარემოებას, რომ ყადაღის მოხსნის შემდეგაც შპს "ს------------ი" შპს "ს--------–ს" არ აძლევდა მოძრავი ნივთების გადატანის საშუალებას. ამ გარემოებას სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, არა მხოლოდ შპს "ს-------–ის" წარმომადგენელთა განმარტებით, არამედ საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მასალების საფუძველზეც. კერძოდ, დადგენილია, რომ შპს "ს--------–მა" თავისი კუთვნილი მოძრავი ნივთების გადატანისა და შპს "ს------------ის" მხრიდან ხელშეშლის აღკვეთის მიზნით განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სამმართველოს (ტომი 1, ს. ფ. 307-313), ასევე განცხადებით მომართა სასამართლოს და მოითხოვა შპს "ს------------ის" დავალდებულება, რომ ხელი არ შეეშალა შპს "ს-------–ისათვის" მისი კუთვნილი ნივთებით სარგებლობასა და გადატანაში (საქმე #---/უზრ-2017).

 

დადგენილია ის გარემოეაბაც, რომ შპს "ს-------–ის" კუთვნილი ნივთების ნაწილი (ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით 51 500 ლარის ღირებულების ნივთები) რეალურადაა დაზიანებული, თუმცა არცერთი ეს გარემოება ცალკე აღებული (ან ერთობლიობაში) არ მიუთითებს და არ ადასტურებს, რომ ნივთები დაზიანდა სწორედ სადავო პერიოდში 2016 წლის 7 აპრილიდან 2017 წლის 11 ოქტომბრამდე, როცა შპს "ს--------–ს" შეზღუდული ქონდა ამ ნივთებზე წვდომა და შესაბამისად, მათი დაზიანება განაპირობა ნივთების გადატანაში შპს "ს------------ის" მიერ განხორციელებულმა ხელშეშლამ.

 

აღსანიშნავია, რომ შპს „ს------------მა“, 2017 წლის 18 მაისს, განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა ქ. ბ------–ი, გ------ლ ა--–--ის ქუჩა #---ში განთავსებული შპს „ს-------–ის“ მოძრავი ნივთების აღწერა-დასურათება. შპს „ს------------ის“ მოთხოვნის საფუძველზე აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ განხორციელდა ფაქტების კონსტატაცია (ტომი 2, ს. ფ. 38-51) წარმოდგენილ მასალებით (ფოტოსურათებით) სასაწყობე ფართში დასაწყობებული ნივთების დაზიანების ფაქტი არ იკვეთება. ასევე დადგენილია, რომ 2017 წლის 10 ოქტომბერს შპს "ს--------–მა" შპს "ს------------ის" ობიექტიდან გადაიტანა რა კუთვნილი ნივთები, მხარეთა მონაწილეობით შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, დასაწყობებული და გადაცემული ნივთების დეტალური აღწერილობით. მიღება-ჩაბარების აქტი და მისი დანართი - ნივთების ჩამონათვალი, რაიმე შენიშვნას ნივთების დაზიანების შესახებ არ შეიცავს.

 

საქმეში წარმოდგენილია შპს "დ------------ის" 2016 წლის 31 ოქტომბრის დასკვნა ზიანის შესახებ, რომლის მიხედვით დაზიანებული საქონლის ღირებულება განსაზღვრულია 98 740 ლარით (ტომი 1, ს. ფ. 119-139), ასევე წარმოდგენილია შპს "დ------------ის" 2018 წლის 16 აპრილის დასკვნა ზიანის შესახებ, რომლის მიხედვით დაზიანებული საქონლის ღირებულება განსაზღვრულია შედარებით მცირე თანხით - 51 500 ლარით.

 

ნიშნადობლივია, რომ წარმოდგენილი დასკვნების მიხედვით, დაზიანებული ნივთების ღირებულების განსაზღვრისას ექსპერტს ეს ნივთები არ წარდგენია, ნივთების დაზიანების ხარისხისა თუ ღირებულების განსაზღვრა ექსპერტის მიერ არ განხორციელებულა ამ ნივთების ვიზუალური დათვალიერება/შესწავლის შედეგად .

 

დასკვნების მიხედვით, მათი მომზადებისას ექსპერტი დაეყრდნო შპს "ს-------–ის" მიერ წარდგენილ მასალებს, მათ შორის - სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამონათვალს, საწყობში დარჩენილი საქონლის ჩამონათვალს, სასამართლოს განჩინებას ყადაღის შესახებ, მესამე პირებთან გაფორმებულ მიწოდების ხელშეკრულებებს, საწარმოს ეკონომიკურ მაჩვენებლებს. თუმცა არცერთი ეს მასალა არ შეიცავს რაიმე ინფორმაციას დაზიანებული ნივთების სახეობის, რაოდენობის, დაზიანების ხარისხის, ან ამ ნივთების დაზიანების პერიოდის შესახებ.

 

წარმოდგენილი დასკვნების მიხედვით ირკვევა, რომ ისინი მომზადდა დამკვეთის - შპს "ს-------–ის" მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. თუმცა რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ექსპერტებისათვის მიწოდებული ინფორმაციის რეალობას, ნივთების დაზიანების პერიოდთან დაკავშირებით, ასევე შპს "ს------------ის" ბრალს ამ ნივთების დაზიანებაში, სასამართლოსთვის წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, შპს "ს-------–ის" მტკიცება, რომ მისი კუთვნილი მოძრავი ნივთები, ღირებულებით - 51 500 ლარი, დაზიანდა სწორედ იმ პერიოდში, როცა მას შპს "ს------------ის" ბრალით შეზღუდული ჰქონდა წვდომა ამ ნივთების მიმართ, საფუძველს მოკლებულია.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო, წარმოდგენილი მასალების გამოკვლევის, მხარეთა განმარტებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიიჩნევს, რომ სარჩელისა და შეგებებული სარჩელის მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317, 408-ე, 411-ე, 992, 581-ე, 561-ე, 591-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.

 

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს მოდავე მხარეების კანონიერ ინტერესებს.

 

საფუძვლიანია თუ არა სარჩელი, დამოკიდებულია რამდენიმე პირობის არსებობაზე, მათ შორის უპირველესად უნდა მოიძებნოს სამართლის ნორმა, რომელიც მიესადაგება განსახილველ შემთხვევას. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა შემოწმდეს მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პასუხობენ თუ არა გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებს (შემადგენლობას).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო შეზღუდულია მხარის მოთხოვნის ფარგლებით, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.

 

6.2. დადგენილია, რომ მოსარჩელე შპს „ს------------ი“ მოითხოვს ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას 418 383 ლარის ოდენობით, რაც მისივე მტკიცებით წარმოადგენს ხანძრის შედეგად განადგურებული შენობა-ნაგებობის პირვანდელი მდგომარეობით აღდგენისთვის აუცილებელ თანხას.

 

სასამართლო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 317-ე მუხლზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ზიანის მიყენება (დელიქტი) ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. დელიქტური ვალდებულება სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახეა და ის არასახელშეკრულებო ვალდებულებათა იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

ამავე კოდექსის 408-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, ხოლო ამავე კოდექსის 409-ე მუხლის შესაბამისად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სწორედ ეს ნორმები ისინი განსაზღვრავენ იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანის ფაქტი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამასთან, დადგენილი უნდა იყოს მიყენებული ზიანის ოდენობა. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმებში მითითებულ კონსტრუქციას და თუნდაც ერთ-ერთი მათგანის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

 

განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ შპს "ს--------–ი" და შპს "ს------------ი" იმყოფებოდნენ საიჯარო ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში. სახელშეკრულებო ვალდებულების ფარგლებში მოიჯარე კისრულობდა პასუხისმგებლობას დაეცვა იჯარით აღებული ქონება, დაეცვა ხანძარსაწინააღმდეგო და უსაფრთხოების წესები. დადგენილია, რომ 2016 წლის 7 აპრილს ხანძრის შედეგად დაიწვა და განადგურდა შპს "ს------------ის" კუთვნილი უძრავი ქონება, მათ შორის შპს "ს-------–ის" სარგებლობაში გადაცემული ფართი. უძრავი ნივთის ხანძრით განადგურების ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება, თუმცა გამოძიება დასრულებული არ არის და ხანძრის გაჩენაში ბრალეული პირი გამოკვეთილი არ არის. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით ხანძრის გაჩენა გამოიწვია შპს "ს-------–ის" სარგებლობაში არსებული ფართის ტერიტორიაზე მოკლე ჩართვამ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ე. წ. მოკლე ჩართვის მიზეზი თეორიულად შეიძლება იყოს ელსადენებში იზოლაციის მექანიკური დაზიანება, ელქსელის შეუს---მობა მაღალი სიმძლავრის ელმომხმარებლის ჩართვისას, სიძველის, უხარისხობის ან გარემოს მავნე ზემოქმედების შედეგად დაზიანებული იზოლაცია, ცუდი მონტაჟი, მაღალი ძაბვა ელქსელში, ტექნიკურად გაუმართავი ელაპარატურის გამოყენება და ა. შ. რაც თავის მხრივ შესაძლოა უკავშირდებოდეს ხანძარსაწინააღმდეგო ან/და უსაფრთოების წესების დარღვევას.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ ხანძრის გაჩენა გამოიწვია შპს "ს-------–ის მხრიდან" ხანძარსაწინააღმდეგო ან უსაფრთხოების წესების დარღვევამ. შესაბამისად, დადასტურებული არ არის შპს "ს-------–ის" ბრალეულობა და მიზეზობრივი კავშირის არსებობა შპს "ს-------–ის" ქმედებასა და მოკლე ჩართვის მიზეზით ხანძრის გაჩენას შორის. უფრო მეტიც დადგენილია, რომ ხანძარი გაჩნდა დილით, შპს "ს--------–ში" საწარმოო (სამუშაო) პროცესის დაწყებამდე, შპს "ს-------–ის" არცერთი თანამშრომელი საწარმოში არ იმყოფებოდა და საწარმო ამ პერიოდში ელექტროენერგიას არ მოიხმარდა. ასევე დადგენილია, რომ შპს "ს-------–ის" სარგებლობაში არსებული ფართის გავლით, ელექტროსადენით ელექტროენერგია მიეწოდებოდა სხვა კომპანიის სარგებლობაში არსებულ ფართს, რომელიც საწარმოო სპეციფიკიდან გამომდინარე, სამაცივრე დანადგარების ფუნქციონირებისათვის ფაქტობრივად უწყვეტ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში მოიხმარდა ელექტოენერგიას. ასეთ ფონზე სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს "ს------------ის" ბრალეულობა ხანძრის გაჩენაში სათანადო მტკიცებულებებით დადასტურებული არ არის.

 

განსახილველ დავაში, იმისთვის რომ სასამართლომ დაადგინოს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები - მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, სახეზე უნდა იყოს რეალურად დამდგარი ზიანი, მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის და ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული იმ გარემოების გაზიარების შემთხვევაშიც, რომ შენობის განადგურებით მიყენებული ზიანი შეადგენს -418 383 ლარს, არ არსებობს ამ ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი კომპონენტების ერთობლიობა - ბრალეულობა ზიანის მიყენებაში და მიზეზობრივი კავშირის არსებობა. ეს გარემოებები კი გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების შესახებ შპს "ს------------ის" მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

 

6.3. მოსარჩელე შპს "ს------------ი" ასევე მოითხოვს მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, თვეში 4460 ლარის ოდენობით, რაც წარმოადგენს იმ საიჯარო ქირას, რასაც ის იღებდა ხანძრის შედეგად მისი კუთვნილი უძრავი ქონების განადგურებამდე შპს "ს-------–ისაგან", შპს "ნ---საგან" და შპს "თ------საგან".

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრვი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამდენად, მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალისწინებული.

 

სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 411-ე მუხლების არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება. მიუღებლად კი მიიჩნევა შემოსავალი, რომელიც კრედიტორს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა მოვალეს რომ ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“, რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს.

 

განსახილველ დავაში, იმისთვის რომ სასამართლომ დაადგინოს შემოსავლის მიუღებლობით განცდილი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები - მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, სახეზე უნდა იყოს რეალურად დამდგარი ზიანი, მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის და ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.

 

წინამდებარე დავაში სასამართლომ ვერ დაადგინა შპს "ს-------–ის ბრალეულობა ხანძრის შედეგად შპს "ს------------ის" უძრავი ქონების განადგურებაში. შესაბამისად, არ არსებობს მიუღებელი შემოსავლის სახით განცდილი ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველიც.

 

6.4. შპს "ს------------ი" ასევე მოითხოვს 17 თვის საიჯარო ქირის ანაზღაურებას, თვეში 2000 ლარის ოდენობით, ჯამში 34 000 ლარის ფარგლებში.

 

დადგენილია, რომ ხანძრის შედეგად, შპს "ს------------ის" უძრავი ნივთის დაზიანების შემდგომ პერიოდში - 2016 წლის 7 აპრილიდან 2017 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით (18 თვის მანძილზე) შპს "ს-------–ის" კუთვნილი მოძრავი ნივთები ინახებოდა შპს "ს------------ის" კუთვნილ საიჯარო ფართში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581.1 მუხლის მიხედვით, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, ?? 581 – 606-? მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

 

სამოქალაქო კოდექსის 561-ე მუხლის მიხედვით კი ქირავნობის ხელშეკრულების მოშლის ვადა შეადგენს სამ თვეს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქმის გარემოებებიდან ან მხარეთა შეთანხმებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეებმა მათ შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებით გაითვალისწინეს ერთერთი მხარის მოთხოვნით ხელშეკრულების შეწყვეტის შესაძლებლობა, წინასწარ 10 დღით ადრე შეტყობინების ვალდებულებით. 2016 წლის 27 მაისს კი შპს "ს--------–მა" წერილობით მიმართა შპს "ს------------ს" და აცნობა ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.

 

დადგენილია, რომ მხარეთა შორის დავა წარმოიშვა 2016 წლის მაისის თვეში, რის გამოც შპს "ს--------–ი" ხელშეკრულების შეწყვეტისა და ნივთების გადატანის მოთხოვნით მიმართავდა შპს "ს------------ს" ჯერ ზეპირი, ხოლო შემდეგ წერილობითი ფორმით. ასევე დადგენილია, რომ დავის არსებობისა და საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტის მიუხედავად, შპს "ს-------–ის კუთვნილი მოძრავი ნივთები 11.10.2017 წლამდე ინახებოდა შპს "ს------------ის" კუთვნილ ობიექტში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 591-ე მუხლით გათვალისწინებულია საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება, იმ შემთხვევაში თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ არ დააბრუნებს იჯარით აღებულ ქონებას. ამ შემთხვევაში, მეიჯარეს შეუძლია მოითხოვოს დათქმული საიჯარო ქირის გადახდა ქონების დაბრუნების დაყოვნებისათვის.

 

თუმცა მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საიჯარო ქონებით სარგებლობა მოიჯარის მხრიდან გრძელდება მისივე ნებითა და გადაწყვეტილებით, მეიჯარის ნების საწინააღმდეგოდ. განსახილველ შემთხვევაში კი, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ შპს "ს--------–ი" მოკლებული იყო შესაძლებლობას გადაეტანა კუთვნილი მოძრავი ნივთები შპს "ს------------ის" ობიექტიდან და საიჯარო ფართი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში დაებრუნებინა მეიჯარისათვის, ერთის მხრივ სასამართლო განჩინების საფუძველზე მოძრავი ნივთების დაყადაღების გამო და მეორეს მხრივ, თავად შპს "ს------------ის" წინააღმდეგობის გამო. ამდენად, სახეზე არ არის სკ-ის 591-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი საიჯარო ქირის დასაკისრებლად. სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული გარემოებები გამორიცხავს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას 17 თვის საიჯარო ქირის ანაზღაურების დაკისრების შესახებ.

 

6.5. შპს "ს--------–მა" შეგებებული სარჩელით მოითხოვა შპს „ს------------ისათვის“ ზიანის ანაზღაურების დაკისრება 1 914 251.00 ლარის ოდენობით, საიდანაც 952 721.00 ლარი მოსარჩელის მტკიცებით ხანძრის შედეგად მატერიალური ფასეულობების განადგურებით მიღებული პირდაპირი ზიანია, 910 030.00 ლარი - სარეალიზაციო ქონების განკარგვის შეზღუდვის შედეგად მიუღებელი შემოსავალი, ხოლო 51 500 ლარი - არასათადოდ შენახვის გამო დაზიანებული ნივთების ღირებულება. ამასთან. 910 030 ლარი მოიცავს სარეალიზაციო მასალების განკარგვის შეზღუდვით მიუღებელ შემოსავალს 777 330 ლარის ოდენობით და შპს "ს------------ის" მიერ ნაკისრი სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებაში ხელშეშლით მიუღებელ შემოსავალს - 132700 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო, დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ შპს "ს--------–მა" ხანძრის შედეგად მატერიალურ ფასეულობების განადგურებით, რეალურად მიიღო ზიანი, თუმცა ვინაიდან ხანძრის გაჩენაში ბრალეული პირი დადგენილი არ არის და არც შპს "ს------------ის" ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის იკვეთება რაიმე მიზეზობრივი კავშირი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 992-ე მუხლების დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ხანძრის შედეგად შპს "ს-------–ის" კუთვნილი, 952 721.00 ლარის ღირებულების, მატერიალური ფასეულობების განადგურებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შპს "ს------------ისათვის" დაკისრების საფუძველი.

 

სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ არ არსებობს მოძრავი ნივთების დაზიანებით მიყენებული ზიანის - 51 500.00 ლარის ანაზღაურების დაკისრების საფუძველიც. კერძოდ, მოსარჩელე ამ ნაწილში მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოძრავი ნივთების (66.1 კბმ. წიფლის ფიცრისა და 564 კვმ. "მდფ"-ის მასალის) დაზიანება გამოიწვია შპს "ს------------ის" კუთვნილი ობიექტიდან მათი გამოტანის შეუძლებლობამ, მოპასუხის მხრიდან განხორციელებული უკანონო ხელშეშლის გამო.

 

სასამართლომ, მართალია, დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ შპს "ს------------ი" შპს "ს--------–ს" გარკვეული პერიოდის მანძილზე არ აძლევდა მისი კუთვნილი ობიექტიდან მოძრავი ნივთების გადატანის საშუალებას, მაგრამ სწორედ ამ პერიოდში, ნივთების დაზიანების ფაქტი დადგენილი და დადასტურებული არ არის. სასამართლომ სათანადო მტკიცებულებების არარსებობის გამო, მიიჩნია, რომ ნივთების დაზიანების პერიოდი არ დგინდებოდა და ასევე არ დასტურდებოდა შპს "ს------------ის" ბრალეულობა ნივთების დაზიანებაში. (გადაწყვეტილების 3.2.5. პუნქტი). სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული გარემოებები სკ-ის 408-ე, 992-ე მუხლების საფუძველზე გამორიცხავს ან ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

 

6.5. გარდა ამისა, დადგენილია, რომ ზიანის სახით მოთხოვნილი, სარეალიზაციო ქონების განკარგვის შეზღუდვის შედეგად მიუღებელი შემოსავალი - 910 030.00 ლარი, მოიცავს შპს "ს-------–ის" მიერ 2016 წლის აპრილიდან ივნისის თვის ჩათვლით გაფორმებული ნარდობისა და ნასყიდობის ხელშეკრულებებით (გადაწყვეტილების 3.2.3. პუნქტი) გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შეუძლებლობით მიუღებელ შემოსავალს 132 700 ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელის მტკიცებით, ვალდებულებათა შეუსრულებლობა გამოიწვია შპს "ს------------ის" მხრიდან განხორციელებულმა უკანონო ხელშეშლამ, შპს "ს--------–ს" მოპასუხის ობიექტიდან გამოეტანა კუთვნილი ავეჯი და მასალა სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების მიზნით.

 

სასამართლოს მიერ შესაბამისი მტკიცებულებების გამოკვლევით, დადგენილია, რომ შპს "ს-------–ის" კუთვნილი მოძრავი ნივთები დაყადაღებული იქნა სასამართლოს განჩინების საფუძველზე 25.05.206 წლიდან, შპს "ს------------ის" მოთხოვნით. შპს "ს-------–ის" მიერ შპს გ-----------"-თან და სხვა კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პერიოდი, ასევე ამ ხელშეკრულებათა შეწყვეტის პერიოდი, ემთხვევა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოძრავი ნივთების სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაყადაღების პერიოდს. ამდენად, შპს "ს--------–მა" მესამე პირების წინაშე ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა არა შპს "ს------------ის" უკანონო ხელშეშლის გამო, არამედ იმის გამო, რომ მისი კუთვნილი მოძრავი ნივთები - მზა ავეჯი, თუ ავეჯის დასამზადებელი მასალა, სასამართლოს შესაბამისი განჩინების საფუძველზე დაყადაღებული იყო შპს "ს------------ის" სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით. შეს---მისად, ამ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობით ზიანის მიყენებაში შპს "ს------------ი" ბრალეული არ არის.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველი პირისთვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა, შესაბამისად, შპს "ს------------ის" მხრიდან კანონით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობა, სარჩელის აღძვრა ან/და სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების მოთხოვნა და ამით საკუთარი ინტერესების დაცვა, ვერ იქნება განხილული როგორც არამართლზომიერი ქმედება და ნივთების სარგებლობა/განკარგვაში უკანონო ხელშეშლა.

 

იმადროულად, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მესამე ნაწილზე, რომლის მიხედვით, თუ სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგა იმის გამო, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, ანდა იმის გამო, რომ სასამართლომ ?? ???????? 192-? ?????? ??-2 ??????? შესაბამისად გააუქმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, მაშინ ის მხარე, რომლის სასარგებლოდაც მოხდა უზრუნველყოფა, ვალდებულია აუნაზღაუროს მეორე მხარეს ზარალი, რომელიც მას მიადგა სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების შედეგად.

 

განსახილველ შემთხვევაში, სახელშეკრულებო ვალდებულებათა შუსრულებლობა გამოიწვია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოძრავი ნივთების მიმართ ყადაღის გამოყენებამ, თუმცა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების უსაფუძვლოდ გამოყენებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება სცილდება მოსარჩელის მოთხოვნის ფარგლებს და ამ ეტაპზე ამგვარი მოთხოვნის საფუძველიც არ არსებობს, ვინაიდან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი არ არის შპს "ს------------ის" სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობა.

 

6.6. რაც შეეხება სარეალიზაციო მასალების განკაგვის შეზღუდვით მიუღებელ შემოსავალს 777 330 ლარის ოდენობით, სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ მხრივაც მოსარჩელეს არ წარმოუდგენია სარწმუნო მტკიცებულებები ამ გარემოების დასადატურებლად.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელემ ზიანის ოდენობის დასადასტურებლად წარმოადგინა შპს "დ------------ის" დასკვნა, რომლის მიხედვით საწყობში არსებული სასაქონლო მარაგის ღირებულება განსაზღვრულია 656 954 ლარით. დასკვნის მიხედვით ეკონომიკური საქმიანობის ანალიზიდან გამომდინარე, დაშვებულია ვარაუდი, რომ თუ საწარმო 07.04.2016 წლიდან 11.10.2017 წლამდე უზრუნველყოფდა საწყობში არსებული მარაგების ძირითადი ნაწილის 80 %-ის რეალიზაციას, ბოლო სამი წლისა და 9 თვის საშუალო ფასნამატი შეადგენდა 2.65-ს. შესაბამისად, მიუღებელი შემოსავალი შეადგენდა 777330 ლარს.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით კი, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს რა საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით გათვალისწინებული დანაწესის ფარგლებში მიიჩნევს, რომ მტკიცებულების სახით წარმოდგენილი მასალები უდავოდ ვერ ადასტურებენ ზიანის (მიუღებელი შემოსავლის) ფაქტს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიზნებისათვის მოსარჩელეს ეკისრება იმგვარი მტკიცებულებების წარმოდგენის ვალდებულება, რაც მყარად დაადასტურებს მისი მხრიდან შემოსავლის კონკრეტული ოდენობით მიღების შესაძლებლობას, რაც მან ვერ მიიღო მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით.

 

სასამართლო წარმოდგენილი მასალების შეფასების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ დასძლია მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი სარწმუნო მტკიცებულებების წარმოდგენით. კერძოდ, უდავოდ დადგენილია, რომ ზიანის გაანგარიშება ეფუძნება შპს "ს-------–ის" კუთვნილი 105 დასახელების 656954 ლარის ღირებულების პროდუქციის კონკრეტულად განსაზღვრულ ვადაში - 07.04.2016 წლიდან 11.10.2017 წლამდე პერიოდში, 80%-ით რეალიზაციის შემთხვევაში მისაღებ მოგებას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით არსებული ზიანის ოდენობის გაანგარიშებისას მნიშვნელოვანია, რომ ზიანის ფაქტი (მოცულობა) გამომდინარეობდეს დადგენილი და ობიექტურად არსებული გარემოებების შეფასების საფუძველზე და ის არ იყოს დამოკიდებული სამომავლოდ თავად მოსარჩელის მიერ განსახორციელებელ გარკვეული სახის ქმედებებზე ან/და სავარაუდო მოვლენებზე. განსახილველ შემთხვევაში დასკვნით განსაზღვრული თანხა მოიცავს უკანონო ხელშეშლის განხორციელების 18 თვიან პერიოდს, მაშინ როცა სასამართლოს მიერ მიჩნეულია, რომ სასამართლოს განჩინების ყადაღის მოქმედების პერიოდში, ნივთების რეალიზაციის შეზღუდვა მოპასუხე შპს "ს------------ს" ბრალეულ და ზიანის გამომწვევ მოქმედებად არ უნდა ჩაეთვალოს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის სათანადოდ განხორციელება და მოთხოვნის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენა, რის გამოც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უნდა ეთქვას უარი.

 

6.7. დადგენილია, რომ შპს "ს--------–მა" დაზუსტა რა სასარჩელო მოთხოვნა, მოითხოვა შპს „ს------------ის“ უკანონო მფლობელობიდან შპს „ს-------–ის“ კუთვნილი მექანიკური თვითმცლელის გამოთხოვა და მისი შპს „ს-------–ისათვის“ დაბრუნება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ხოლო იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელშემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ ნორმის გამოყენებისათვის საჭიროა დადგენილი იქნას საკუთრების უფლების განხორციელების ხელშეშლის ფაქტი. მესაკუთრეს სხვა პირთა გამო არ უნდა შეეძლოს საკუთრებაში არსებული ნივთით თავისუფალი სარგებლობა, ფლობა და განკარგვა. ამგვარი ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, იარსებებს საკუთრების უფლების რეალიზებაში ხელშეშლა. სასამართლო განმარტავს, რომ ქონებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნისა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის წარდგენის უფლება გააჩნია მესაკუთრეს. ამასთან, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (ვინდიკაცია). ანუ, ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების გარეშე.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მართალია მოითხოვა მექანიკური თვითმცლელის გამოთხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან, მაგრამ რაიმე მტკიცებულება ამ ტექნიკის მოსარჩელის საკუთრებაში არსებობის შესახებ, ან ამ ტექნიკის მოპასუხის უკანონო მფლობელობაში რეალურად არსებობის შესახებ არ წარმოუდგენია. მოპასუხე კი სარჩელის მოთხოვნას არ ცნობს და უარყოფს ამგვარი ტექნიკის ფლობის ფაქტს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის წინაპირობები, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილშიც არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37.1 მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. იმავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი .

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელისა და შეგებებული სარჩელის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხები უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. 2016 წლის 27 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით მომართა შპს „ს------------მა“ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ განჩინებით შპს „ს------------ის“ მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - ა) შპს „ს--------–ს“ აეკრძალა ქ. თ---–--–ი, სოფელ დ------ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ 0---------------) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. ბ) ყადაღა დაედო ქ. ბ------–ი, გ------ლ ა--–-ნ ა--–--ის ქუჩა #---ში მდებარე შპს „ს------------ის“ საკუთრებაში განთავსებულ შპს „ს-------–ის“ კუთვნილ მოძრავ ნივთებს. გ) შპს „ს------------ს“ უარი ეთქვა შპს „ს-------–ის“ საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ყადაღისა დადებისა და ს---ნკო ანგარიშებზე ყადაღის დადების შესახებ მოთხოვნაზე.

 

8.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 2-------ის განჩინებით შპს „ს-------–ის“ საჩივარი დაკმაყოფილდა. ნაწილობრივ გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნა ქ. ბ------–ი, გ------ლ ა--–-ნ ა--–--ის ქუჩა #---ში, შპს „ს------------ის“ საკუთრებაში განთავსებულ შპს „ს-------–ის“ კუთვნილ მოძრავ ნივთებს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 2-------ის განჩინება უცვლელი დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 2------------ის განჩინებით.

 

8.3. 2016 წლის 26 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით მიმართა შპს „ს------------მა“. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 სექტემბრის განჩინებით შპს „ს------------ის“ განცხადება დაკმაყოფილდა. ყადაღა დაედო შპს „ს------------ის“ უძრავ ქონებაში - ს---------------, განთავსებულ შპს „ს-------–ის“ კუთვნილ ქონებას. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------ის განჩინებით, 27.09.2016 წლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდა, კანონით დადგენილ 10-დღიან ვადაში სარჩელის არ აღძვრის გამო.

 

8.4. 2016 წლის 21 ნოემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს შეგებებული სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით მომართა შპს „ს-------–ის“ წარმომადგენელმა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 ნოემბრის განჩინებით შპს „ს-------–ის“ წარმომადგენლის მოთხოვნა შეგებებული სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. განჩინება შესულია კანონიერ ძალაში.

 

8.5. 2016 წლის 5 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით მიმართა შპს „ს------------მა“ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 6 დეკემბრის განჩინებით შპს „ს------------ს“ სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე ეთქვა უარი. განჩინება შესულია კანონიერ ძალაში.

 

8.6. 2017 წლის 15 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „ს-------–ის“ წარმომადგენელმა და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 ივნისის განჩინებით შპს „ს-------–ის“ წარმომადგენლის განცხადება დაკმაყოფილდა. მოპასუხე შპს „ს------------ს“ აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული ქ. ბ------–ი, გ------ლ ა. ა--–--ის ქუჩა #---ში მდებარე უძრავი ქონების (ს---------------) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

8.7. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისს განცხადებით მომართა შპს „ს-------–ის“ წარმომადგენელმა და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 ივნისის განჩინებით შპს „ს-------–ის“ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. 28.06.2017 წლის განჩინება დარჩა უცვლელი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 25.09.2017 წლის განჩინებით.

 

8.8. 2017 წლის 24 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა შპს „ს------------ის“ წარმომადგენელმა და მოითხოვა უზრუნველყოფის საგნის ჩანაცვლება. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------–---ს განჩინებით შპს „ს------------ის“ მოთხოვნა დაკმაყოფილდა. შეიცვალა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 1--------- წლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის საგანი და შპს „ს------------ს“ მის საკუთრებაში არსებული ქ. ბ------–ი, გ------ლ ა--–-ნ ა--–--ის #---ში მდებარე უძრავი ქონების (ს---------------) გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის ნაცვლად აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე დ--------ი, თ----------ის ქუჩა #-- (ს/კ 2------------ გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლის 2----–-–---------–---ს განჩინება უცვლელი დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–----------------ის განჩინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის მიხედვით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი და შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შპს „ს--------–ს“ აეკრძალა ქ. თ---–--–ი, სოფელ დ------ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ 0---------------) გასხვისება და იპთეკით დატვირთვა. ასევე უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზე შპს "ს------------ს" აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული ქ. ბ------–ი, გ------ლ ა. ა--–--ის ქუჩა #---ში მდებარე უძრავი ქონების (ს---------------) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. ასევე უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------–---ს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება,რომლითაც შეიცვალა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 1--------- წლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის საგანი და შპს „ს------------ს“ მის საკუთრებაში არსებული ქ. ბ------–ი, გ------ლ ა--–-ნ ა--–--ის #---ში მდებარე უძრავი ქონების (ს---------------) გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის ნაცვლად აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე დ--------ი, თ----------ის ქუჩა #-- (ს/კ 2------------ გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 243-244-ე, 247-248-ე, 256-257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. არ დაკმაყოფილდეს შპს „ს------------ის“ სარჩელი, შპს „ს-------–ის“ მიმართ, ზიანისა და საიჯარო ქირის ანაზღაურების შესახებ.

 

2. არ დაკმაყოფილდეს შპს „ს-------–ის“ შეგებებული სარჩელი შპს „ს------------ის“ მიმართ, ზიანის ანაზღაურებისა და მოძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ.

 

3. შპს „ს------------ისა“ და შპს „ს-------–ის“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა დარჩეს სახელწმიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

4. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შპს „ს--------–ს“ აეკრძალა ქ. თ---–--–ი, სოფელ დ------ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ 0---------------) გასხვისება და იპთეკით დატვირთვა.

 

5. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზე შპს "ს------------ს" აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული ქ. ბ------–ი, გ------ლ ა. ა--–--ის ქუჩა #---ში მდებარე უძრავი ქონების (ს---------------) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

6. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------–---ს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეიცვალა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 1--------- წლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის საგანი და შპს „ს------------ს“ მის საკუთრებაში არსებული ქ. ბ------–ი, გ------ლ ა--–-ნ ა--–--ის #---ში მდებარე უძრავი ქონების (ს---------------) გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის ნაცვლად აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე დ--------ი, თ----------ის ქუჩა #-- (ს/კ 2------------ გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი