გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/36660-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30 აპრილი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნინო მამულ-–ვილი
სხდომის მდივანი - ქეთევან ლაზარაშვილი
მოსარჩელე - სს ,,ს----------–--------ი“
წარმომადგენელი - ლ---- ს------ე
მოპასუხე - მ------ დ--------–--ე
წარმომადგენლები - ლ---- გ----–---–ი, ლ-–ა ც------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე მ------ დ--------–--ეს სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელის შეტანის დღეს (1------- წ) 2017 წლის 27 იანვრის, 3 აპრილის, 4 მაისის, 15 მაისის, 1 ივნისისა და 9 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ბანკის წინაშე არსებული დავალიანების 159 496.11 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი შეადგენს 81 791,23 ლარს, საპროცენტო სარგებელი 12 939.73 ლარს, პირგასამტეხლო 64 354,67 ლარს, ვალდებულებასთან დაკავშირებული საკომისიო 410.48 ლარს;
1.2. მოპასუხე მ------ დ--------–--ეს სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 27 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებულ დავალიანების ძირ თანხაზე - 43620.97 ლარზე, წლიური 20% საპროცენტო სარგებლის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 23.9 ლარს, სარჩელის შეტანის დღიდან (1--------- წლიდან) სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
1.3. მოპასუხე მ------ დ--------–--ეს სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 3 აპრილის, 4 მაისის, 15 მაისის, 1 ივნისისა და 9 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანებების ძირ თანხაზე - 38 170.26 ლარზე, წლიური 24% საპროცენტო სარგებლის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 25 ლარს, სარჩელის შეტანის დღიდან (1--------- წლიდან) სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
1.4. მოპასუხე მ------ დ--------–--ეს სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 27 იანვრის, 3 აპრილის, 4 მაისის, 15 მაისის, 1 ივნისისა და 9 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე 81 791.23 ლარზე და დარიცხულ პროცენტზე 12 939,73 ლარზე (ჯამში 94 730,96 ლარი) პირგასამტეხლოს გადახდა 0.15%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც ყოველდღიურად შეადგენს 142 ლარს, სარჩელის შეტანის დღიდან (1------- წლიდან) სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
1.5. მოპასუხე მ------ დ--------–--ეს სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელის შეტანის დღეს (1---------წ.) 20180 წლის 23 მარტის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბანკის წინაშე არსებული დავალიანების 1646.40 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი შეადგენს 700 ლარს, პირგასამტეხლო 666.4 ლარს, ვალდებულბასთან დაკავშირებული საკომისიო - 280 ლარი;
1.6. მოპასუხე მ------ დ--------–--ეს სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 23 მარტის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელის შეტანის დღიდან (1-------წ.) გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 35 ლარის გადახდა;
1.7. პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 სასარჩელო მოთხოვნებში მითითებული ფულადი ვალდებულებების შესრულების, ასევე მასთან დაკავშირებული ვალდებულებების (მათ შორის გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული თანხების და მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდევინების) მიზნით მოხდეს იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ქონების იძულებითი რეალიზაცია და რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხების მიმართვა მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანების დაფარვისთვის: უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისში ა---------------- (უძრავი ქონების საკადასტრო კოდია: 0---------------);
1.8. იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგნების რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული დავალიანების დასაფარავად, აღნიშნული მოთხოვნის შესრულების მიზნით გადახდევინება მიექცეს მოპასუხის - მ------ დ--------–--ის ნებისმიერ სხვა ქონებაზე.
1.9. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სს“ს----------–--------ის“ სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
სს ,,ს----------–--------ს“, როგორც გამსესხებელსა და მ------ დ--------–--ეს, როგორც მსესხებელს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულებები, რის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა რამდენიმე სარგებლიანი (პროცენტიანი) კრედიტი. ხელშეკრულებებით გათვალისწინებული იყო სესხისა და მასზე დარიცხული სარგებლის დაფარვის გრაფიკი.
სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად ასევე გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, კერძოდ იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.
მსესხებელმა დაარღვია სესხის ხელშეკრულება და სესხის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო შეწყდა საკრედიტო ურთიერთობები, ბანკმა გამოითხოვა სესხი, თუმცა მოპასუხეს არ შეუსრულებია სესხის და მასზე დარიცხული პროცენტის, ასევე პირგასამტეხლოს ბანკისთვის გადახდის ვალდებულება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი სესაგებლით, ასევე სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ძირი თანხის - 81 791,23 ლარის და დარიცხული პროცენტის თანხიდან - 6450 ლარის ნაწილში; დანარჩენ მოთხოვნათა ნაწილში ბანკის სარჩელი არ ცნო შემდეგ გარემოებათა გამო: სესხის ხელშეკრულებების შესაბამისად, სესხის მომსახურების საპროცენტო განაკვეთის ფარგლები შეადგენს საკმაოდ დიდ ოდენობას, ეს გარემოება, თავიდანვე აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ მოპასუხის მიერ ვალდებულების პირნათლად შესრულების შესაძლებლობას და მას ფაქტობრივად წირავს ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისა და სესხის უზრუნველსაყოფად დატვირთული უძრავი ქონების დაკარგვის საფრთხისთვის. მოპასუხის განცხადებით შეუსაბამოდ მაღალია პირგასამტეხლოს ოდენობაც და დაუსაბუთებელია მოთხოვნილი პროცენტის დაანგარიშებაც.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 25 იანვარს სს ,,ს----------–--------სა“ და მ------ დ--------–--ეს შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება N5--------, რომლითაც განისაზღვრა სამომავლოდ გასაფორმებელი საკრედიტო ხელშეკრულების ძირითადი პირობები, მათ შორის: ხელშეკრულების მოქმედების ვადა: 300 (სამასი) თვე. მოცულობა და ვალუტა: 150 000 აშშ დოლარი ან ექვივალენტი სხვა ვალუტაში. საპროცენტო სარგებელი: კრედიტით, საკრედიტო ხაზით და ოვერდრაფტით სარგებლობაზე - წლიური 0%-იდან 48%-მდე.
სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:
- გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება N5-------- (ს.ფ.34-35);
- გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების სტანდარტული პირობები (ს.ფ.36-43);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.2. 2017 წლის 25 იანვრის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2017 წლის 27 იანვარს დამატებით დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება N5---------5------, რომლის საფუძველზეც მ------ დ--------–--ის სახელზე გაიცა სესხი - 45 410 ლარის ოდენობით (სესხის N4------). კრედიტის პირობებს წარმოადგენდა: კრედიტის გაცემის თარიღი: 2017 წლის 27 იანვარი; კრედიტის მოქმედების ვადა: 120 თვე; ათვისებულ კრედიტის თანხაზე დასარიცხი საპროცენტო სარგებელი: წლიური 20%; კრედიტის თანხის ათვისების საკომისიო: კრედიტის თანხის 1%, მაგრამ არანაკლებ 50 ლარი; დაზღვევის მართვის საკომისიო: 8 ლარი; პირგასამტეხლო ათვისებული კრედიტის თანხების და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაბრუნების ვადის გადაცილებისთვის: ვადაგადაცილებული თანხის 1.5% ყოველ ვადაგადაცილებული დღისთვის, დამატებით პირველი ვადაგადაცილებისათვის ერთჯერადად 10 ლარი. მხარეთა შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულების დ-----------ის სახით შეთანხმდა სრული სესხის და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდის გრაფიკი.
საკრედიტო ხელშეკრულების 4.20. პუნქტით ბანკს მიენიჭა უფლებამოსილება საკუთარი ხარჯით მოახდინოს კლიენტის საკრედიტო შენატანის, ასევე სიცოცხლის/უბედური შემთხვევის დაზღვევა. დაზღვევის მართვის საკომისიო უნდა გადახდილიყო ყოველთვიურად გრაფიკის შესაბამიასად.
სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 27 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულება N5---------5------ (ს.ფ. 44-46);
- დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 47-50);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.3. 2017 წლის 25 იანვრის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2017 წლის 3 აპრილს დამატებით დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება N5---------5------, რომლის საფუძველზეც მ------ დ--------–--ის სახელზე გაიცა სესხი - 6120 ლარის ოდენობით (სესხის N4------). კრედიტის პირობებს წარმოადგენდა: კრედიტის გაცემის თარიღი: 2017 წლის 3 აპრილი; კრედიტის მოქმედების ვადა: 117 თვე; ათვისებულ კრედიტის თანხაზე დასარიცხი საპროცენტო სარგებელი: წლიური 24%; კრედიტის თანხის ათვისების საკომისიო: კრედიტის თანხის 1%, მაგრამ არანაკლებ 50 ლარი; დაზღვევის მართვის საკომისიო: 8 ლარი; პირგასამტეხლო ათვისებული კრედიტის თანხების და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაბრუნების ვადის გადაცილებისთვის: ვადაგადაცილებული თანხის 1.5% ყოველ ვადაგადაცილებული დღისთვის, დამატებით პირველი ვადაგადაცილებისათვის ერთჯერადად 10 ლარი. მხარეთა შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულების დ-----------ის სახით შეთანხმდა სრული სესხის და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდის გრაფიკი.
საკრედიტო ხელშეკრულების 4.20. პუნქტით ბანკს მიენიჭა უფლებამოსილება საკუთარი ხარჯით მოახდინოს კლიენტის საკრედიტო შენატანის, ასევე სიცოცხლის/უბედური შემთხვევის დაზღვევა.
სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 3 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულება N5---------5------ (ს.ფ. 51-53);
- დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 54-57);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.4. 2017 წლის 25 იანვრის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2017 წლის 4 მაისს დამატებით დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება N5---------5------, რომლის საფუძველზეც მ------ დ--------–--ის სახელზე გაიცა სესხი - 10 200 ლარის ოდენობით (სესხის N4------). კრედიტის პირობებს წარმოადგენდა: კრედიტის გაცემის თარიღი: 2017 წლის 4 მაისი; კრედიტის მოქმედების ვადა: 120 თვე; ათვისებულ კრედიტის თანხაზე დასარიცხი საპროცენტო სარგებელი: წლიური 24%; კრედიტის თანხის ათვისების საკომისიო: კრედიტის თანხის 1%, მაგრამ არანაკლებ 50 ლარი; დაზღვევის მართვის საკომისიო: 8 ლარი; პირგასამტეხლო ათვისებული კრედიტის თანხების და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაბრუნების ვადის გადაცილებისთვის: ვადაგადაცილებული თანხის 1.5% ყოველ ვადაგადაცილებული დღისთვის, დამატებით პირველი ვადაგადაცილებისათვის ერთჯერადად 10 ლარი. მხარეთა შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულების დ-----------ის სახით შეთანხმდა სრული სესხის და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდის გრაფიკი.
საკრედიტო ხელშეკრულების 4.20. პუნქტით ბანკს მიენიჭა უფლებამოსილება საკუთარი ხარჯით მოახდინოს კლიენტის საკრედიტო შენატანის, ასევე სიცოცხლის/უბედური შემთხვევის დაზღვევა.
სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 4 მაისის საკრედიტო ხელშეკრულება N5---------5------ (ს.ფ. 58-60);
- დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 61-64);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.5. 2017 წლის 25 იანვრის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2017 წლის 15 მაისს დამატებით დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება N5---------5------, რომლის საფუძველზეც მ------ დ--------–--ის სახელზე გაიცა სესხი - 10 200 ლარის ოდენობით (სესხის N4------). კრედიტის პირობებს წარმოადგენდა: კრედიტის გაცემის თარიღი: 2017 წლის 15 მაისი; კრედიტის მოქმედების ვადა: 120 თვე; ათვისებულ კრედიტის თანხაზე დასარიცხი საპროცენტო სარგებელი: წლიური 24%; კრედიტის თანხის ათვისების საკომისიო: კრედიტის თანხის 1%, მაგრამ არანაკლებ 50 ლარი; დაზღვევის მართვის საკომისიო: 8 ლარი; პირგასამტეხლო ათვისებული კრედიტის თანხების და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაბრუნების ვადის გადაცილებისთვის: ვადაგადაცილებული თანხის 1.5% ყოველ ვადაგადაცილებული დღისთვის, დამატებით პირველი ვადაგადაცილებისათვის ერთჯერადად 10 ლარი. მხარეთა შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულების დ-----------ის სახით შეთანხმდა სრული სესხის და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდის გრაფიკი.
საკრედიტო ხელშეკრულების 4.20. პუნქტით ბანკს მიენიჭა უფლებამოსილება საკუთარი ხარჯით მოახდინოს კლიენტის საკრედიტო შენატანის, ასევე სიცოცხლის/უბედური შემთხვევის დაზღვევა.
სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 15 მაისის საკრედიტო ხელშეკრულება N5---------5------ (ს.ფ.65-67);
- დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 68-74);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.6. 2017 წლის 25 იანვრის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2017 წლის 1 ივნისს დამატებით დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება N5---------5------, რომლის საფუძველზეც მ------ დ--------–--ის სახელზე გაიცა სესხი - 6044 ლარის ოდენობით (სესხის N4------). კრედიტის პირობებს წარმოადგენდა: კრედიტის გაცემის თარიღი: 2017 წლის 1 ივნისი; კრედიტის მოქმედების ვადა: 120 თვე; ათვისებულ კრედიტის თანხაზე დასარიცხი საპროცენტო სარგებელი: წლიური 24%; კრედიტის თანხის ათვისების საკომისიო: კრედიტის თანხის 1%, მაგრამ არანაკლებ 50 ლარი; დაზღვევის მართვის საკომისიო: 8 ლარი; პირგასამტეხლო ათვისებული კრედიტის თანხების და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაბრუნების ვადის გადაცილებისთვის: ვადაგადაცილებული თანხის 1.5% ყოველ ვადაგადაცილებული დღისთვის, დამატებით პირველი ვადაგადაცილებისათვის ერთჯერადად 10 ლარი. მხარეთა შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულების დ-----------ის სახით შეთანხმდა სრული სესხის და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდის გრაფიკი.
საკრედიტო ხელშეკრულების 4.20. პუნქტით ბანკს მიენიჭა უფლებამოსილება საკუთარი ხარჯით მოახდინოს კლიენტის საკრედიტო შენატანის, ასევე სიცოცხლის/უბედური შემთხვევის დაზღვევა.
სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 1 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულება N5---------5------ (ს.ფ.75-78);
- დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 79-81);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.7. 2017 წლის 25 იანვრის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2017 წლის 9 აგვისტოს დამატებით დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება N5----------------, რომლის საფუძველზეც მ------ დ--------–--ის სახელზე გაიცა სესხი - 6472 ლარის ოდენობით (სესხის N4------). კრედიტის პირობებს წარმოადგენდა: კრედიტის გაცემის თარიღი: 2017 წლის 9 აგვისტო; კრედიტის მოქმედების ვადა: 120 თვე; ათვისებულ კრედიტის თანხაზე დასარიცხი საპროცენტო სარგებელი: წლიური 24%; კრედიტის თანხის ათვისების საკომისიო: კრედიტის თანხის 1%, მაგრამ არანაკლებ 50 ლარი; დაზღვევის მართვის საკომისიო: 8 ლარი; უძრავი ქონების დაზღვევის მართვის საკომისიო: 0.27%, პირგასამტეხლო ათვისებული კრედიტის თანხების და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაბრუნების ვადის გადაცილებისთვის: ვადაგადაცილებული თანხის 1.5% ყოველ ვადაგადაცილებული დღისთვის, დამატებით პირველი ვადაგადაცილებისათვის ერთჯერადად 10 ლარი. მხარეთა შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულების დ-----------ის სახით შეთანხმდა სრული სესხის და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდის გრაფიკი.
საკრედიტო ხელშეკრულების 4.22. პუნქტით ბანკს მიენიჭა უფლებამოსილება საკუთარი ხარჯით მოახდინოს კლიენტის საკრედიტო შენატანის, ასევე სიცოცხლის/უბედური შემთხვევის დაზღვევა.
სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 9 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულება N5---------------- (ს.ფ.82-86);
- დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 87-90);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.8. 2017 წლის 25 იანვარს გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება და მის საფუძველზე დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მსესხებლის ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად 2017 წლის 25 იანვარს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება N5-------01, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა მ------ დ--------–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - ქ.თბილისი, ა--------------- (იგივე მ---------------–---–--------), უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 0---------------;
იპოთეკის ხელშეკრულების 3.4. პუნქტით განისაზღვრა უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოცულობა: ძირითადი ხელშეკრულებიდან ან/და ძირითად ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ბანკის სასარგებლოდ არსებული, სამომავლო ან/და პირობითი მოთხოვნები არსებული ან/და სამომავლო მოვალე(ებ)-ის მიმართ (მათ შორის ნებისმიერი სახის დავალიანება, საკომისიო, პირგასამტეხლო/ჯარიმა და ბანკისთვის მიყენებული ზიანი/ზარალი) ასევე სასამართლოს (მათ შორის არბიტრაჟის), აღსრულების და სხვა ნებისმიერი ხარჯი.
სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 25 იანვრის იპოთეკის ხელშეკრულება N5-------01(ს.ფ.139-148);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 149-150);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.9. 2018 წლის 23 მარტს მ------ დ--------–--ემ სს ,,ს----------–--------იდან“ მიიღო სესხი 700 ლარის ოდენობით (სესხის N5------) შემდეგი პირობებით: სესხის ვადა 1 წელი, მსესხებელი ვალდებული იყო ყოველთვიურად 25 რიცხვამდე გადაეხადა საკომისიო 35 ლარის ოდენობით, ხოლო წლის ბოლოს საკომისიოსთან ერთად უნდა დაეფარა სესხის ძირი სრულად. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ერთჯერადად 20 ლარი, ხოლო ყოველდღიური ჯარიმა ვადაგადაცილებაზე - ნარჩენი ძირის 0.27% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. იმ შემთხვევაში, თუ სესხზე დაფიქსირდა 55 დღეზე მეტხნიანი ვადაგადაცილება, მსესხებელს მოეთხოვება სრულად დაფაროს სესხის ძირი, მასზე დარიცხული პირგასამტეხლო და საკომისიო, ამასთან სესხის განულებამდე გრძელდება საკომისიოს და პირგასამტეხლოს დარიცხვა.
სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:
- საბანკო ამონაწერი, ხელშეკრულების პირობები;
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.10. მსესხებლის მიერ არ იქნა შესრულებული სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, მსესხებელმა გადახდები შეწყვიტა: N4------ სესხზე - 2018 წლის 3 აპრილიდან; N4------ სესხზე - 2013 წლის 13 აპრილიდან; N4------ სესხზე - 2018 წლის 13 აპრილიდან; N4------ სესხზე - 2018 წლის 15 მარტიდან; N4------ სესხზე - 2018 წლის 13 აპრილიდან; N4------ სესხზე - 2018 წლის 15 მარტიდან; N5------ სესხზე - 2018 წლის 23 მარტიდან;
სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ს.ფ. 97-131);
- სესხის დაფარვები (ს.ფ. 132-138);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, მიიჩნია რომ სს ,,ს----------–--------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 301-ე, 316-ე, 361-ე, 408-ე, 411-412-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 867-868-ე, 873-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსასაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულება მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგია, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე და მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსეხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი;
განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ბანკსა და კლიენტს შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობა, დაფუძნებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებზე. კერძოდ, დადგენილია, რომ სს ,,ს----------–--------სა“ და მ------ დ--------–--ეს შორის: 2017 წლის 25 იანვარს დაიდო გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება N5--------, რომლითაც განისაზღვრა სამომავლოდ გასაფორმებელი საკრედიტო ხელშეკრულების ძირითადი პირობები, ასევე უდავო გარემოებაა რომ გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე და მის შესაბამისად, მხარეებს შორის დაიდო უდავო ფაქტობრივი გარემოებების 3.1.2.-3.1.7 პუნქტში მითითებული საკრედიტო ხელშეკრულებები.
დადგენილია, რომ მოპასუხე მ------ დ--------–--ეს და სს ,,ს----------–--------ს“ შორის 2017 წლის 27 იანვარს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების 4.8 პუნქტის თანახმად, ათვისებული კრედიტის თანხაზე დასარიცხი საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა, წლიური 20%-ით, ხოლო 2017 წლის 3 აპრილის, 4 მაისის, 15 მაისის, 1 ივნისისა და 9 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანებების ძირ თანხაზე - წლიური 24% -ით. აღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულების შესაბამისი (4.20; 4.22;) პუნქტებით ბანკს მიენიჭა უფლებამოსილება საკუთარი ხარჯით მოახდინოს კლიენტის საკრედიტო შენატანის, ასევე სიცოცხლის/უბედური შემთხვევის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდზე. დაზღვევის მართვის საკომისიოები უნდა გადახდილიყო ყოველვიურად გრაფიკის შესაბამისად (სიცოცხლის დაზღვევის შემთხვევაში თვეში 8 ლარი, უძრავი ქონების შემთხვევაში, დაახლოვებით 1.5 ლარი);
ასევე უდავო გარემოებაა, რომ 2018 წლის 23 მარტს მ------ დ--------–--ემ სს ,,ს----------–--------იდან“ სესხი 700 ლარის ოდენობით (სესხის N5------); მსესხებელი ვალდებული იყო ყოველთვიურად 25 რიცხვამდე გადაეხადა საკომისიო 35 ლარის ოდენობით, ხოლო წლის ბოლოს საკომისიოსთან ერთად უნდა დაეფარა სესხის ძირი სრულად.
6.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
ზემოთ დასახელებული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ საქმის განხილვაში მონაწილე პირებს - მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები და ამ უფლებათა დაცვის საშუალებები. მოსარჩელის უფლებაა აღძრას საქმე, განსზაღვროს სარჩელის საგანი, საფუძველი და ა.შ. ანალოგიურად ვრცელდება პროცესის დისპოზიციურობა მოპასუხეზე, რომელსაც დასახელებული პრინციპის ფარგლებში შუძლია ცნოს სარჩელი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხემ სს ,,ს----------–--------ის“ სასარჩელო მოთხოვნები ცნო ნაწილობრივ: სესხის ძირი თანხის - 81791 ლარის და საპროცენტო სარგებლის (12939.73 ლარის) ნახევრის - 6450 ლარის ნაწილში (იხ. 1-------.წ სასამართლო სხდმის ოქმი), რაც ამ ნაწილში სს ,,ს----------–--------ის“ სასარჩელო მოთხოვნების უპირობოდ დაკმაყოფილების საფუძველია.
6.3. სკ-ის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
ამდენად, ვალდებულების დარღვევად მიიჩნევა მდგომარეობა, როდესაც კრედიტორი ვალდებულების შესრულებას დროის მკაცრად განსაზღვრულ მონაკვეთს უკავშირებს, ხოლო მოვალე ვალდებულებას დათქმულ ვადაში არ ასრულებს.
სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის მიხედვით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალ-–ი შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები მოვალეს ჯეროვნად არ შეუსრულებია, რაც წარმოადგენს კრედიტორის მიერ საკრედიტო ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტისა და შესაბამისად ძირითადი თანხისა და ხელშეკრულებით შეთანხმებული პროცენტის ანაზღაურების საფუძველს.
აღნიშნულიდან გამომდინარე ბანკის სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანი და მ------ დ--------–--ეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს, ბანკის მიერ მოთხოვნილი, მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებებით განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად დარიცხული, თანხები, კერძოდ:
-2017 წლის 27 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეთანხმებული პროცენტი - 6 238.40 ლარი;
- 2017 წლის 3 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეთანხმებული პროცენტი - 1008.98 ლარი;
- 2017 წლის 4 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეთანხმებული პროცენტი - 1688.72 ლარი;
- 2017 წლის 15 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეთანხმებული პროცენტი - 1828.42 ლარი;
- 2017 წლის 1 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეთანხმებული პროცენტი - 1004.71 ლარი;
- 2017 წლის 9 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეთანხმებული პროცენტი - 1170.50 ლარი;
ასევე უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა მ------ დ--------–--ეს და სს ,,ს----------–--------ს“ შორის 2017 წლის 27 იანვარის, 2017 წლის 3 აპრილის, 4 მაისის, 15 მაისის, 1 ივნისისა და 9 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, დაზღვევის მართვის საკომისიო თანხების დაკისრების თაობაზე და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს:
-2017 წლის 27 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაზღვევის მართვის საკომისიო - 64 ლარი;
- 2017 წლის 3 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაზღვევის მართვის საკომისიო - 64 ლარი;
- 2017 წლის 4 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაზღვევის მართვის საკომისიო - 64 ლარი;
- 2017 წლის 15 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაზღვევის მართვის საკომისიო - 72 ლარი;
- 2017 წლის 1 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაზღვევის მართვის საკომისიო - 64 ლარი;
- 2017 წლის 9 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაზღვევის მართვის საკომისიო - 82.48 ლარის ოდენობით.
ასევე დაკმაყოფილებას ექვემდებარება, სს“ს----------–--------ის“ მოთხოვნა მოპასუხის მიმართ 2018 წლის 23 მარტის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის _ 700 ლარისა და 280 ლარის ოდენობით სესხის მომსახურების საკომისიო თანხის დაკისრების თაობაზე.
6.4. რაც შეეხება სს ,,ს----------–--------ის“ სასარჩელო მოთხოვნას პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, სასამართლო განმარტავს, რომ იმ შედეგების აღსაკვეთად, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობამ ან არაჯეროვანმა შესრულებამ შეიძლება გამოიწვიოს, კანონმდებელი სხვადასხვა ზომას ითვალისწინებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას უზრუნველყოფენ და ემსახურებიან მისი შედეგების აღმოფხვრას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება პირგასამტეხლოს ინსტიტუტი, რომელიც ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების თანხმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლებელია აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამეტხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ პირგასამტეხლო და მისი ოდენობა, კრედიტის თანხის საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვადაში დაუბრუნებლობისათვის, წერილობით იქნა შეთანხმებული მხარეთა მიერ ვადაგადაცილებული დავალიანების დღიური 1.5%-ის ოდენობით. ყოველ ვადაგადაცილებული დღისთვის, დამატებით პირველი ვადაგადაცილებისათვის ერთჯერადად 10 ლარი. 2018 წლის 23 მარტის საკრედიტო ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ერთჯერადად 20 ლარი პირველ ვადაგადაცილებაზე, ხოლო ყოველდღიური ჯარიმა ვადაგადაცილებაზე: ნარჩენი ძირის 0.27% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწული შეთანხმებაა, იგი არ წარმოდგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით (სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი). სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ისეთი სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომაროება, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. (13.04.2016წ., საქმე Nას-1199-1127-2015);
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო დავის ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიიჩნევს, რომ საკრედიტო ხელშეკრულებებით განსაზღვრული პირგასამტეხლო, როგორც შეუსაბამოდ მაღალი, უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დავალიანების ძირითად თანხაზე ყოველდღიური პირგასამტეხლო 0.05%-მდე ოდენობით, კერძოდ:
- 2017 წლის 27 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბანკის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 1128.4 ლარით.
- 2017 წლის 3 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბანკის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 151.26 ლარით.
- 2017 წლის 4 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბანკის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 252.89 ლარით.
- 2017 წლის 15 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბანკის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 281.86 ლარით.
- 2017 წლის 1 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბანკის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 150.58 ლარით.
- 2017 წლის 9 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბანკის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 180.13 ლარით.
- 2018 წლის 23 მარტის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბანკის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 133.28 ლარით.
რაც შეეხება, მიმდინარე პირგასამტეხლოს დარიცხვის თაობაზე ბანკის სასარჩელო მოთხოვნას, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ზიანი მხოლოდ ძირითადი თანხის დაუბრუნებლობით განიცადა და შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა 2017 წლის 27 იანვარის, 2017 წლის 3 აპრილის, 4 მაისის, 15 მაისის, 1 ივნისისა და 9 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, მოპასუხისათვის დავალიანების ძირ თანხაზე - 81 791.23 ლარზე და დარიცხულ პროცენტზე 12 939.73 ლარზე სარჩელის შეტანის დღიდან (1------- წ) სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე 0,15 %-ის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, ასევე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: მ------ დ--------–--ეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელის შემოტანის დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არა უმეტეს 3 წლისა სესხის ძირ თანხებზე, რაც ჯამში შეადგენს 81 791.23 ლარს, ყოველდღიური პირგასამტეხლოს გადახდა 0.05%-ის ოდენობით (ყოველდღიურად 40.8 ლარი).
6.5. რაც შეეხება კონკრეტული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებების დარღვევის გამო მოპასუხისათვის, მიუღებელი შემოსავლის სახით, თანხის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნებს, სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლზე, რომლის თანახმად: ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს ''წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს'', რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ. სუსგ-ის 2011წლის 24 ოქტომბრის განჩინება საქმეზე Nას-307-291-2011).
სასამართლო განმარტავს, რომ ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა ''უნდა-ყოფილიყო'' და ''არის მდგომარეობას'' შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში (იხ., სუსგ-ის 2012 წლის 11 ივნისის განჩინება საქმეზე Nას-630-593-2012). ანალოგიურ დათქმებს შეიცავს ევროპული სახელშეკრულებო სამართლის პრინციპების 8:101-ე (2) და უნიდრუას სახელშეკრულებო პრინციპების 7.1.7-ე (1) მუხლები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, აუცილებელია მხედველობაში იყოს მიღებული მოსარჩელის ის ინტერესიც, რაც კონკრეტულ შემთხვევაში უკავშირდება ფულადი თანხის გამოყენებას, ვინაიდან ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ეხება სწორედ ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება, განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი პროცენტის სახით; მით უფრო როდესაც მოსარჩელე მხარე საბანკო დაწესებულებას წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულ ნორმათა დანაწესის საფუძველზე, სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას, ეყრდნობა მის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და განმარტავს, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მიიღებდა სარგებელს საბანკო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად მინიმუმ წლიურ 7%-ს. შესაბამისად, მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. მ------ დ--------–--ეს სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს:
- 2017 წლის 27 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებულ დავალიანების ძირ თანხაზე - 43620.97 ლარზე, ვალდებულების შესრულებამდე (მაგრამ არა უმეტეს სამი წლისა) წლიური 7% სარგებლის გადახდა.
- 2017 წლის 27 იანვრის, 2017 წლის 3 აპრილის, 2017 წლის 4 მაისის, 2017 წლის 15 მაისის, 2017 წლის 1 ივნისისა და 2017 წლის 9 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე არსებული დავალიანების ძირ თანხებზე - ჯამში 38 170.26 ლარზე, ვალდებულების შესრულებამდე (მაგრამ არა უმეტეს სამი წლისა) წლიური 7% სარგებლის გადახდა.
-2018 წლის 23 მარტის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 35 ლარის გადახდა 1------- წლიდან (სარჩელის შეტანის დღიდან) გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2019 წლის 23 მარტისა (ხელშეკრულების მოქმედების ვადა).
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით, პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით. ამავე კოდექსის 289-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე 301-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საბანკო მომსახურების შესახებ 2017 წლის 25 იანვარს მხარეთა შორის გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება და მის საფუძველზე დადებული საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მსესხებლის ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, 2017 წლის 25 იანვარს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება N5-------01, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა მ------ დ--------–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - ქ.თბილისი, ა--------------- (იგივე მ---------------–---–--------), უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 0---------------;
შესაბამისად უნდა დაკმაყოფილდეს ბანკის მოთხოვნა და 2017 წლის 27 იანვრის, 2017 წლის 3 აპრილის, 2017 წლის 4 მაისის, 2017 წლის 15 მაისის, 2017 წლის 1 ივნისის და 9 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სს“ს----------–--------ის“ მოთხოვნათა დაკმაყოფილების მიზნით სარეალიზაციოდ უნდა მიექცეს მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქალაქი თბილისი, ა---------------, ს/კ N 0---------------; იმ შემთხვევაში თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნება იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნების დასაფარად, გადახდევინება უნდა მიექცეს მოპასუხის ნებისმიერ სხვა ქონებაზე;
7. საპროცესო ხარჯებია
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე ურს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები სრულად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სს ,,ს----------–--------ის“ მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის ოდენობით, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ამასთან, მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ ეტაპზე ნაწილობრივ ცნო სარჩელი 88 241.23 ლარის ოდენობით მოთხოვნის ნაწილში.
შესაბამისად, წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, სს ,,ს----------–--------ს” უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი მოპასუხის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ ცნობის პროპორციულად - 1188 ლარის ოდენობით; მოპასუხეს სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს - 975.5 ლარის ანაზღაურება დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად, ხოლო მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ოდენობა უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს ,,ს----------–--------ის” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1. მ------ დ--------–--ეს სს ,,ს----------–--------ის" სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 2017 წლის 27 იანვრის N5---------5------ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 51051.77 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 43620.97 ლარი, პროცენტი - 6238.40 ლარი, პირგასამტეხლო - 1128.4 ლარი და საკომისიო - 64 ლარი;
1.2. მ------ დ--------–--ეს სს ,,ს----------–--------ის" სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 2017 წლის 3 აპრილის N5---------5------ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 7171.42 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 5947.18 ლარი, პროცენტი - 1008.98 ლარი, პირგასამტეხლო - 151.26 ლარი და საკომისიო - 64 ლარი;
1.3. მ------ დ--------–--ეს სს ,,ს----------–--------ის" სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 2017 წლის 4 მაისის N5---------5------ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 11959.39 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 9953.78 ლარი, პროცენტი - 1688.72 ლარი, პირგასამტეხლო - 252.89 ლარი და საკომისიო - 64 ლარი.
1.4. მ------ დ--------–--ეს სს ,,ს----------–--------ის" სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 2017 წლის 15 მაისის N5---------5------ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 12149.05 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 9966.77 ლარი, პროცენტი - 1828.42 ლარი, პირგასამტეხლო - 281.86 ლარი და საკომისიო - 72 ლარი;
1.5. მ------ დ--------–--ეს სს ,,ს----------–--------ის" სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 2017 წლის 1 ივნისის N5---------5------ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 7141.39 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 5922.10 ლარი, პროცენტი - 1004.71 ლარი, პირგასამტეხლო - 150.58 ლარი და საკომისიოს - 64 ლარი;
1.6. მ------ დ--------–--ეს სს ,,ს----------–--------ის" სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 2017 წლის 9 აგვისტოს N5---------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 7813.54 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 6380.43 ლარი, პროცენტი - 1170.50 ლარი, პირგასამტეხლო - 180.13 ლარი და საკომისიო - 82.48 ლარი;
2. მოპასუხე მ------ დ--------–--ეს სს ,,ს----------–--------ის" სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 2018 წლის 23 მარტის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1113.28 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 700 ლარი, პირგასამტეხლო - 133.28 ლარი და საკომისიო - 280 ლარი;
3. მ------ დ--------–--ეს სს ,,ს----------–--------ის" სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 2017 წლის 27 იანვრის N5---------5------ საკრედიტო ხელშეკრულებიდან, 2017 წლის 3 აპრილის N5---------5------ საკრედიტო ხელშეკრულებიდან, 2017 წლის 4 მაისის N5---------5------ საკრედიტო ხელშეკრულებიდან, 2017 წლის 15 მაისის N5---------5------ საკრედიტო ხელშეკრულებიდან, 2017 წლის 1 ივნისის N5---------5------ საკრედიტო ხელშეკრულებიდან, 2017 წლის 9 აგვისტოს N5---------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების ძირ თანხებზე _ ჯამში 81791.23 ლარზე, წლიური 7% სარგებლის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 15.9 ლარს, 1------- წლიდან (სარჩელის აღძვრის დღიდან) გადაწყვეტილების აღსრულებამდე (მაგრამ არაუმეტეს 3 წლისა);
4. მ------ დ--------–--ეს სს ,,ს----------–--------ის" სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 2017 წლის 27 იანვრის N5---------5------ საკრედიტო ხელშეკრულებიდან, 2017 წლის 3 აპრილის N5---------5------ საკრედიტო ხელშეკრულებიდან, 2017 წლის 4 მაისის N5---------5------ საკრედიტო ხელშეკრულებიდან, 2017 წლის 15 მაისის N5---------5------ საკრედიტო ხელშეკრულებიდან, 2017 წლის 1 ივნისის N5---------5------ საკრედიტო ხელშეკრულებიდან, 2017 წლის 9 აგვისტოს N5---------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების ძირ თანხებზე - ჯამში 81791.23 ლარზე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს გადახდა - 0.05%-ის ოდენობით, რაც ყოველდღიურად შეადგენს 40.8 ლარს, სარჩელის აღძვრის დღიდან (.1------ წ), გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
5. მ------ დ--------–--ეს სს ,,ს----------–--------ის" სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 2018 წლის 23 მარტის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ყოველთვიურად 35 ლარის გადახდა 1------- წლიდან (სარჩელის შეტანის დღიდან) გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2019 წლის 23 მარტისა (ხელშეკრულების მოქმედების ვადა).
6. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1-1.6, მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული ფულადი დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს მ------ დ--------–--ის საკუთრებაში არსებული და სს ,,ს----------–--------ი“-ს სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბილისი, ა----------------, ს/კ N 0---------------;
6.1. იმ შემთხვევაში თუ ქონების რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს ბანკის მიმართ არსებულ დავალიანებას, აღსრულება განხორციელდეს - მ------ დ--------–--ის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი სხვა ქონებიდან.
7. მოპასუხე მ------ დ--------–--ეს სს ,,ს----------–--------ის” სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილი თანხის ნაწილის - 975.5 ლარის ანაზღაურება;
8. მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ს” (ს/კ 204378869) დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 1188 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია 2----–-–----------------- შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ბიუჯეტი, ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი BAGAGE22; სახაზინო კოდი 300 773 150 (საგადასახადო დავალება N1406).
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო მამულ-–ვილი