გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.05.2019
საქმის ნომერი
160210019002897475
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
20.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/200-19

160210019002897475

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20 მაისი, 2019 წელი ქ. ბოლნისი

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნინო თარაშვილი

სხდომის მდივანი ცაცა ებრალიძე

მოსარჩელე - სს "თ----ი ბანკი"

წარმომადგენელი - კა----რ კუ----–---–ი

მოპასუხეები - გ-----ა გა-----ა (არ გამოცხადდა), ნა---კ გა-----ი, ფა–- ახ-------ი

თარჯიმანი - ნა--–-------------ა

დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული)

 

1.1. მოპასუხეებს ნა---კ გა-----ს და ფა–- ახ-------ს სს ,,თ----ი ბანკის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 6609 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 4751.98 ლარი, პროცენტი - 792.48 ლარი, პირგასამტეხლო - 1064.54 ლარი.

 

1.2. დავალიანების დაფარვის მიზნით იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს იპოთეკით დატვირთული გ-----ა გა-----ას კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე მა-------–ის რაიონი, სოფელი ალ----ი, ს/კ 83.03.04.3--. თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად, ასეთ შემთხვევაში უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა არ ჩაითვალოს სრულად დაკმაყოფილებულად, არამედ ჩაითვალოს მხოლოდ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის შესაბამისი ოდენობით და სააღსრულებო წარმოება მიექცეს მოპასუხეების ნა---კ გა-----ის და ფა–- ახ-------ის კუთვნილ სხვა ქონებაზე.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

2014 წლის 17 ოქტომბერს სს "პროკრედიტ ბანკს" და მოპასუხე ნა---კ გა-----ს შორის დაიდო =FW15.769 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ბანკმა მსესხებელს გაუხსნა საკრედიტო ხაზი 150 000 აშშ დოლარის ოდენობით 360 თვის ვადით, სარგებლის წლიურად არაუმეტეს 36 პროცენტის და პირგასამტეხლოს 0.5 პროცენტის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დარიცხვით. =FW15.769 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 2014 წლის 10 ოქტომბერს გაფორმებული =670061230-021 იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე ს.ს. "პროკრედიტ ბანკის" სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხე გ-----ა გა-----ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: მა-------–ის რაიონი, სოფელი ალ----ი, ს/კ 83.03.04.3--. 2014 წლის 17 ოქტომბერს სს "პროკრედიტ ბანკსა" და ნა---კ გა-----ს შორის გაფორმდა =15.7584 შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის ძალითაც მსესხებელზე გაიცა სესხი 10 000 ლარის ოდენობით, 37 თვის ვადით, სარგებლის წლიურად 16 პროცენტის გადახდევინებით, 0.1 პროცენტი პირგასამტეხლოს დარიცხვით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რომლითაც დაიდო =FW15.769 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე. 2014 წლის 17 ოქტომბერს =501505066-04104420 სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულებით ფა–- ახ-------მა მსესხებელთან ერთად, მთელი მოცულობით სოლიდარულად აიღო ვალდებულება =FW15.769 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით და მის საფუძველზე მოქმედი შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ჯეროვანი შესრულება.

 

მოსარჩელე სარჩელში მიუთითებს, რომ 2015 წლის 27 იანვარს კანონით დადგენილი წესით სს ,,თ----ი ბანკი’’ გახდა სს "პროკრედიტ ბანკის" უფლებამონაცვლე საკრედიტო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.

 

სარჩელში აღნიშნულია, რომ =FW15.769 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების მე-5 პუნქტის, =15.7584 შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულების და გადახდის გრაფიკის თანახმად, მსესხებელს ეტაპობრივად უნდა გადაეხადა სესხის ძირითადი თანხის ნაწილი და მასზე დარიცხული პროცენტი. მიუხედავად ბანკის მხრიდან არაერთგზისი გაფრთხილებისა და წაყენებული მოთხოვნისა, მოპასუხეთა მიერ არ შესრულდა ხელშეკრულების განსაზღვრული ვალდებულებას, რაც გამოიხატება სესხის დაფარვის გრაფიკის დარღვევებში და თანხაზე დარიცხული პროცენტების გადაუხდელობაში. სესხის გადახდის ვადა დასრულდა 2017 წლის 10 ნოემბერს, სესხზე ბოლო არასრული გადახდა განხორციელდა 2017 წელს. ვადამოსული გადახდების არაჯეროვნად შესრულების გამო დავალიანებულ თანხას დაერიცხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 0.1 პროცენტის ოდენობით. მოპასუხეებს 2018 წლის 17 და 30 ოქტომბერს გაეგზავნათ გამაფრთხილებელი წერილები, თუმცა მოთხოვნები არ შესრულებულა.

 

2.1. მოპასუხეთა პოზიცია

 

მოპასუხეებმა ნა---კ გა-----მა და ფა–- ახ-------მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნეს. მართალია შესაგებლის შესაბამის გრაფაში მათ მიუთითეს, რომ არ ცნობდნენ სარჩელს, თუმცა, მოპასუხის პოზიციაზე სასარჩელო მოთხოვნასა და მის სამართლებრივ საფუძველზე მიუთითეს, რომ ისინი არ ეთანხმებოდნენ სარჩელს მხოლოდ პირგასამტეხლოს და საპროცენტო სარგებლის დაკისრების ნაწილში. მითითებულმა მოპასუხეებმა მოსამზადებელ სხდომაზე ასევე განაცხადეს, რომ სასარჩელო მოთხოვნას სწორედ ზემოაღნიშნულ ნაწილში არ უჭერდნენ მხარს, ხოლო ძირი თანხის გადახდის ვალდებულება მათ აღიარეს.

 

მოპასუხეებმა მიუთითეს, რომ სესხი აიღეს შინაური პირუტყვის შეძენის მიზნით, თუმცა ვინაიდან ეროვნულმა ვალუტამ განიცადა გაუფასურება, ობიექტური მიზეზით მთ გაუჭირდათ სესხის გადახდა.

 

იპოთეკის საგნის მესაკუთრე - გ-----ა გა-----ა წარმოდგენილი შესაგებლით არ დაეთანხმა მოთხოვნას იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე, ამასთან, იგი სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადებულა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 17 ოქტომბერს სს "პროკრედიტ ბანკს" და მოპასუხე ნა---კ გა-----ს შორის დაიდო =FW15.769 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ბანკმა მსესხებელს გაუხსნა საკრედიტო ხაზი 150 000 აშშ დოლარის ოდენობით 360 თვის ვადით, სარგებლის წლიურად არაუმეტეს 36 პროცენტის და პირგასამტეხლოს 0.5 პროცენტის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დარიცხვით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 17.10.2014 წლის =FW15.769 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 2019 წლის 20 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი)

 

3.1.2. =FW15.769 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 2014 წლის 10 ოქტომბერს გაფორმებული =670061230-021 იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე ს.ს. "პროკრედიტ ბანკის" სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხე გ-----ა გა-----ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: მა-------–ს რაიონი, სოფელი ალ----ი, ს/კ 83.03.04.3--.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 10.10.2014 წლის იპოთეკის ხელშეკრულება

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 2019 წლის 20 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი)

 

3.1.3. 2014 წლის 17 ოქტომბერს სს "პროკრედიტ ბანკსა" და ნა---კ გა-----ს შორის გაფორმდა =15.7584 შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის ძალითაც მსესხებელზე გაიცა სესხი 10 000 ლარის ოდენობით, 37 თვის ვადით, სარგებლის წლიურად 16 პროცენტის გადახდევინებით, 0.1 პროცენტი პირგასამტეხლოს დარიცხვით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. აღნიშნული ხელშეკრულება გაფორმდა =FW15.769 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 17.10.2014 წლის =15.7584 შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 2019 წლის 20 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი)

 

3.1.4. 2014 წლის 17 ოქტომბერს =501505066-04104420 სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულებით ფა–- ახ-------მა მსესხებელთან ერთად, მთელი მოცულობით სოლიდარულად აიღო ვალდებულება =FW15.769 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით და მის საფუძველზე მოქმედი შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ჯეროვანი შესრულების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 17.10.2014 წლის ==501505066-04104420 სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულება

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 2019 წლის 20 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი)

 

3.1.5. იპოთეკის ხელშეკრულების 5.6. პუნქტით განისაზღვრა, რომ თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნებოდა საკმარისი იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა არ ჩაითვლებოდა სრულად დაკმაყოფილებულად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2014 წლის 10 ოქტომბრის იპოთეკის ხელშეკრულება

 

3.1.6. 2015 წლის 27 იანვარს ცესიის ხელშეკრულებით სს ,,თ----ი ბანკი’’ გახდა სს "პროკრედიტ ბანკის" უფლებამონაცვლე =15.7584 შემადგენელ საკრედიტო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცესიის ხელშეკრულება

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 2018 წლის 12 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. =FW15.769 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების მე-5 პუნქტის, =15.7584 შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულების და გადახდის გრაფიკის თანახმად, მსესხებელს ეტაპობრივად უნდა გადაეხადა სესხის ძირითადი თანხის ნაწილი და მასზე დარიცხული პროცენტი. მიუხედავად ბანკის მხრიდან არაერთგზისი გაფრთხილებისა და წაყენებული მოთხოვნისა, მოპასუხეთა მიერ არ შესრულდა ხელშეკრულების განსაზღვრული ვალდებულებას, რაც გამოიხატება სესხის დაფარვის გრაფიკის დარღვევებში და თანხაზე დარიცხული პროცენტების გადაუხდელობაში. სესხის გადახდის ვადა დასრულდა 2017 წლის 10 ნოემბერს, სესხზე ბოლო არასრული გადახდა განხორცილდა 2017 წელს. ვადამოსული გადახდების არაჯეროვნად შესრულების გამო დავალიანებულ თანხას დაერიცხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 0.1 პროცენტის ოდენობით. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ნა---კ გა-----ის მიერ ვალდებულებების დარღვევამ მოსარჩელეს წარმოუშვა მოთხოვნის უფლება მოპასუხე ფა–- ახ-------ის მიმართაც.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გადახდების ისტორია

- დავალიანების ცნობა

 

3.2.2. მსესხებელმა ნა---კ გა-----მა 2017 წელს დაარღვია გადახდის გრაფიკი, რის შედეგადაც სს ,,თ----ი ბანკის“ მიმართ ნა---კ გა-----ის და ფა–- ახ-------ის დავალიანება შეადგენს - 6609 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 4751.98 ლარი, პროცენტი 792.48 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 1064.54 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 17.10.2014 წლის =FW15.769 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება

- 17.10.2014 წლის =FW15.769 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება

- 17.10.2014 წლის ==501505066-04104420 სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულება

- კრედიტის დაფარვის გრაფიკი

- ცნობა დავალიანების შესახებ

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 2019 წლის 20 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.3. მოპასუხეები არაერთგზის იქნენ გაფრთხილებულნი დავალიანების ნებაყოფლობით დაფარვის თაობაზე, თუმცა მათი მხრიდან ვალდებულება არ შესრულებულა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი);

- გაფრთხილების წერილები, ჩაბარების დასტურები

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ფაქტობრივ გარემოებათა, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და მხარეთა ახსნა-განმარტებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სს "თ----ი ბანკის" სარჩელი საფუძვლიანია. ამდენად, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სესხის ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს სესხი უნდა დაებრუნებინა ნაწილ-ნაწილ, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით. მსესხებელმა დაარღვია სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, არ გადაიხადა მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული თანხა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა სესხის თანხის დარჩენილი ნაწილის, პროცენტის და პირგასამტეხლოს მსესხებელის და სოლიდარული თავდებისთვის გადახდის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. ასევე, დავალიანების დაფარვის მიზნით იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოდ უნდა მიექცეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 301-ე, 316-ე, 317-ე, 416-417-ე, 420-ე, 464-ე, 465-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, 891-ე, 895-ე, 896-ე, 898-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

დადგენილია, რომ სს ,,პროკრედიტ ბანკსა” და ნა---კ გა-----ს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც გაფორმდა შემადგენელი საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. საკრედიტო ხელშეკრულებების საფუძველზე ნა---კ გა-----მა სესხის სახით მიიღო 10 000 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხეებს საკრედიტო ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტა სადაოდ არ გაუხდიათ.

 

სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: (ა)შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; (ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

დადგენილია და მოპასუხეებიც სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიერ განსაზღვრული ორკვირიანი ვადის გასვლის შემდეგაც მოპასუხეებს დავალიანება არ დაუფარავთ. შესაბამისად, ზემოთმითითებული ნორმის საფუძველზე საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შეწყვეტილად ითვლება ორკვირიანი ვადის გასვლის შემდეგ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

მოპასუხეებმა ნა---კ გა-----მა და ფა–- ახ-------მა სარჩელი ცნეს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის 4751.98 ლარის დაკისრების ნაწილში, რაც ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა მიერ გათვალისწინებულ იქნა საპროცენტო სარგებელი წლიური - 16%.

 

განსახილველ შემთხევაში, მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხისათვის ხელშეკრულების დარღვევიდან, სარჩელის აღძვრამდე, დარიცხული პროცენტის დაკისრებას 792.48 ლარის ოდენობით.

 

ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს წარმოდგენილი ხელშეკრულებებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (საბანკო ანგარიშიდან ამონაწერი) არ დასტურდება მოპასუხეთა მიერ დანარჩენ დავალიანებასთან ერთად, სესხზე დარიცხული პროცენტის გადახდის ფაქტი 2017 წლის შემდეგ. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პროცენტის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე უდავოდ დადგენილია, რომ მოპასუხე ფა–- ახ-------მა თავდებობის ხელშეკრულებით იკისრა სოლიდარული ვალდებულება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაზე საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხე ნა---კ გა-----ის და ფა–- ახ-------ისთვის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის გადახდის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია. ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად კი, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობისთვის. პირგასამტეხლო განისაზღვრა გადასახდელი თანხის 0,1%-ით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. დადგენილია, რომ სესხის ვადაგაცილების გამო დაგროვეილი პირგასამტეხლოს ოდენობაა 5527.67 ლარი, თუმცა მოსარჩელემ შეამცირა მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდნეობა 1064.54 ლარამდე. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რასაც თავადაც აღიარებს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან, დაირღვა კრედიტის დაფარვის გრაფიკი, მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ საფუძვლიანია. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობას, მის მიმართებას ძირითად თანხასთან და დარიცხვის პერიოდს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს სახით დარიცხული თანხის გადახდევინების თაობაზე დასაბუთებულია ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით და არ არსებობს მისი შემცირების საფუძველი.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ როგორც 2014 წლის 10 ოქტომბრის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების, ასევე მის ფარგლებში დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება უზრუნველყოფილი იქნა უძრავ ნივთზე (ს/კ 83.03.04.3--) დადებული იპოთეკის ხელშეკრულებით. დადგენილია, რომ მსესხებელს კრედიტორის მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, არ დაუკმაყოფილებია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვალეებისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით უნდა განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული გ-----ა გა-----ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში გადასვლისას იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

მოცემულ შემთხვევაში, იპოთეკის ხელშეკრულებებით და საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნებოდა საკმარისი იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად, ასეთ შემთხვევაში უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა არ ჩაითვლებოდა სრულად დაკმაყოფილებულად, არამედ ჩაითვლებოდა დაკმაყოფილებულად მხოლოდ იმ ნაწილში, რასაც გასწვდება იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა ან მისი ღირებულება.

 

ამდენად, ამ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების ამოღება უნდა განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების დასაფარად, დავალიანების გადახდევინება უნდა განხორციელდეს მოვალეთა სხვა ქონებიდან.

 

7. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.

 

იპოთეკის ხელშეკრულების მე-7.1 პუნქტით და გენერალური ხელშეკრულების მე-13.1 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავასთან დაკავშირებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეული იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

აღნიშნული შეთანხმების საწინააღმდეგოდ მოპასუხეს რაიმე სარწმუნო არგუმენტზე არ მიუთითებია, ხოლო შეთანხმების არსებობა საკმარისი საფუძველია მოსარჩელის შუამდგომლობის დასაკმაყოფილებლად.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს, ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მოპასუხეებმა ნა---კ გა-----მა და ფა–- ახ-------მა მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, კერძოდ, დავალიანების ძირითადი თანხის ნაწილში. ამდენად, სს "თ----ი ბანკს" უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელშიც მოპასუხეებმა ცნეს სარჩელი, ანუ - 153.3 ლარი.

 

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯის (დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად), სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გაღებული 56.7 ლარის გადახდა.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 264-ე, 268-ე, 364-ე, 365-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს ,,თ----ი ბანკის” სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. მოპასუხეებს ნა---კ გა-----ს და ფა–- ახ-------ს სს ,,თ----ი ბანკის" სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 6609 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 4751.98 ლარი, პროცენტი - 792.48 ლარი ხოლო პირგასამტეხლო - 1064.54 ლარი.

 

3. დავალიანების დაფარვის მიზნით იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე მა-------–ის რაიონი, სოფელი ალ----ი, ს/კ 83.03.04.3--. თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად, ასეთ შემთხვევაში უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა არ ჩაითვალოს სრულად დაკმაყოფილებულად, არამედ ჩაითვალოს მხოლოდ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის შესაბამისი ოდენობით და სააღსრულებო წარმოება მიექცეს მოპასუხეების ნა---კ გა-----ის და ფა–- ახ-------ის კუთვნილ სხვა ქონებაზე.

 

4. სს ,,თ----ი ბანკს” დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 210 ლარიდან - 153.3 ლარი, რომელიც გადახდილია 2019 წლის 7 თებერვალს შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ბიუჯეტი, ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი TRESGE22; სახაზინო კოდი 3000903150 (საგადასახადო დავალება N5).

 

5. ნა---კ გა-----ს, გ-----ა გა-----ას და ფა–- ახ-------ს სს ,,თ----ი ბანკის” სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გაღებული ხარჯის ნაწილის - 56.7 ლარის ანაზღაურება;

 

6. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

7. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში კერძო საჩივრის შეტანის გზით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო თარაშვილი