გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 15.03.2019
საქმის ნომერი
010310018002570144
კატეგორია
დავის ტიპი
სააღსრულებო ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავები
თარიღი
15.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე№010310018002570144

№3-400/18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

15 მარტი, 2019 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე

სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე

მოსარჩელე - ჯე---– სუ-------ე, ფ---- სუ-------ე და არ---– სუ-------ე

წარმომადგენელი - დ--–- ჭა---ე, ლ-- ვა---–---–ი

მოპასუხე - აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიურო

წარმომადგენელი - თე----- თუ-------ე

დავის საგანი - სააღსრულებო მოქმედებების განხორციელების დავალდებულება

აღწერილობითი ნაწილი:

სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ჯე---– სუ-------ემ, ფ---- სუ-------ემ და არ---– სუ-------ეებმა სარჩელი აღძრეს სასა----თლოში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს - აჭარის და გურიის სააღსრულებლო ბიუროს მიმართ, რომლითაც მოითხოვეს, მოპასუხის დავალდებულება,2--- წლის 28 ოქტომბრის ბათუმის საქალაქო სასა----თლოს გადაწყვეტილების შესრულების მიზნით, წყლის ავზის შეკეთება-მშენებლობის სამუშაოების ჩატარების პროცესში, მოპასუხე ო---- სუ-------ის და მასთან დაახლოებული პირების, ასევე სხვა პირთა წინააღმდეგობის და ხელისშემშლელი მოქმედებების აღკვეთის უზრუნველყოფა, შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა დახმარების გამოყენებით და სამუშაოთა დამთავრების შემდგომ წყლის მოწოდების აღდგენა.

 

1.2. სასა----თლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე მხარემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა, შემდეგი ფორმით: აჭარის და გურიის სააღსრულებლო ბიუროს დავალდებულება, ბათუმის საქალაქო სასა----თლოს 2--- წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილების შესრულების მიზნით, შესაბამისი სააღსრულებო მოქმედებების განხორციელების შესახებ.

 

1.3. თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:

ბათუმის საქალაქო სასა----თლოს 2--- წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ო----, ვა-–---- და ვე----- სუ-------ეები დავალდებულდნენ, ხელი არ შეუშალონ მოსარჩელეებს, კუთვნილ მიწის ნაკვეთში არსებული წყლის დაზიანებული ავზის შეკეთებაში და ავზიდან წყლით სარგებლობაში. მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით დატოვებული იქნა ძალაში.

20-- წლის ივლისის თვიდან სააღსრულებლო ფურცელი აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების მიზნით, კრედიტორების მიერ გადაეცა აჭარისა და გურიის სააღსრულებლო ბიუროს (სააღსრულებლო წარმოება NA1-------), რომლის მიერ განხორციელდა გარკვეული ტიპის სააღსრულებლო მოქმედებანი, მოპასუხეები გაფრთხილდნენ სააღსრულებლო ფურცლით გათვალისწინებული მოთხოვნის შესრულების შესახებ, მაგრამ მოწინააღმდეგე მხარისთვის არ აღმოჩნდა საკმარისი, სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული მოვალეობის განმარტება.

2--- წლის 8 მაისს სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული უფლების ფარგლებში მოსარჩელეებმა განახორციელეს ავზის მშენებლობის პირველი ეტაპი, რაზედაც სააღსრულებლო ბიუროს მიერ შედგა შესაბამისი ოქმი.

მეორე დღეს მოპასუხე ო---- სუ-------ის დამ, ე----- სუ-------ემ ძალის გამოყენებით დაანგრია ნაგებობა. განხორციელებულ ქმედებასთან და მოპასუხე მხარის მიერ გაწეულ წინააღმდეგობასთან დაკავშირებით, სააღსრულებლო ბიუროს მიერ გადაგზავნილი იქნა მასალები პროკურატურაში და მოსარჩელეებმაც მიმართეს განცხადებით სა----თალდამცავ ორგანოებს, სადაც მიმდინარეობს გამოძიება.

მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ სასამართლო გადაწყვეტილების შესრულება და წყლით სარგებლობის უფლების აღდგენა არის მათი ოჯახისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე, მაგრამ უკვე 3 წელზე მეტია, რაც ვერ მიიღეს ეს შესაძლებლობა. შეუფასებელია ასევე, განცდილი მორალური და მატერიალური ზიანი.

მოსარჩელეებმა 2--- წლის 10 მაისს წერილობით მიმართეს სააღსრულებლო ბიუროს, რათა დანიშნულიყო მათ საქმეზე განმეორებით აღსრულება, მაგრამ მიიღეს პასუხი, რომ აღმასრულებელმა განახორციელა მისი მოვალეობა და გააფრთხილა მხარეები, ხელი არ შეეშალათ ავზის მშენებლობაში, ხოლო სხვა შემდგომი მოქმედებები მოპასუხის მიერ აღარ ჩატარებულა.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სააღსრულებლო ბიურომ არ განახორციელა განმეორებით სააღსრულებლო მოქმედებანი, მოსარჩელეები შეეცადნენ, საკუთარი ძალებით განეხორციელებინათ ავზის მშენებლობა, რაც მეორე მხარის წინააღმდეგობის გამო ისევ უშედეგოდ დამთავრდა. მოვალეებმა და მათ მეზობლად მცხოვრებმა, ჯე---– და ო---- სუ-------ეების დედამ, გუ-–---- სუ-------ემ, ერთ-ერთი მოპასუხის დამ, ე-----ი სუ-------ემ, ო---- სუ-------ის მეუღლემ და ამავე დროს არასრულწლოვანი ვე----- და ვა-–---- სუ-------ეების დედამ, თა---- შა----მ უხეში და ძალისმიერი ფორმით გაუწიეს ფიზიკური წინააღმდეგობა და მოსარჩელეებმა ვეღარ შეძლეს ავზის აღდგენითი სამუშაოების დაწყება.

პოლიციის მუშაკთა გამოძახება არ აღმოჩნდა საკმარისი სამუშაოების გასაგრძელებლად, ვინაიდან მათ ვალდებულებებში არ შედიოდა მოსარჩელეთა უფლებების დაცვა, სამუშაოთა წარმოების დროს.

,,სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონი ავალდებულებს აღმასრულებელს, შეასრულოს სასამართლო გადაწყვეტილება, რასაც ის არ ითვალისწინებს. ამიტომ, სასამართლო უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომლითაც დაავალდებულებს სააღსრულებლო ბიუროს, სასამართლო გადაწყვეტილების შესრულების მიზნით უზრუნველყოს მოსარჩელე მხარის მიერ წყლის ავზის შეკეთება-მშენებლობის სამუშაოების ჩატარების პროცესში ხელიშეშლის აღკვეთა, კანონით გათვალისწინებული ფორმით და საშუალებით, ასევე წყლის სარგებლობის პროცესის აღდგენა.

სააღსრულებლო ბიუროსადმი განსაზღვრული მოქმედების დაკისრება შესაძლებელს გახდის აღსრულდეს სასამართლოს გადაწყვეტილება და წყლის ავზის აღდგენით, განახლდეს წყლის მოწოდება.

2.მოპასუხის პოზიცია

2.1.მოპასუხე მხარემ, აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიურომ წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ სცნო, შემდეგი საფუძვლით:

 

აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს - აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მის საფუძველზე 20-- წლის 19 ივლისს გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად ო---- სუ-------ე, ვა-–---- სუ-------ე და ვე----- სუ-------ე დავალდებულდნენ, ჯე---– სუ-------ეს, ფ---- სუ-------ეს და არ---– სუ-------ეს ხელი არ შეუშალონ კუთვნილ მიწის ნაკვეთში არსებული, სასმელი წყლის დაზიანებული ავზის შეკეთებასა და ავზიდან სასმელი წყლით სარგებლობაში.

სააღსრულებო წარმოების ფარგლებში მოვალეებს ჩაბარდათ წინადადებები გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. 2--- წლის 7 მაისს აღმასრულებელი გამოცხადდა მისამართზე, ქ. ბათუმში, იო--- ლა---- I შესახვევში და ესწრებოდა წყლის ავზის სამშენებლო სამუშაოებს ხელვაჩაურის რაიონულის სამმართველოს გონიის პოლიციელებთან ერთად, რა დროსაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა დაუბრკოლებლად, რაზედაც შესდგა შესაბამისი ოქმი. კრედიტორების 2--- წლის 8 მაისის განცხადების საფუძველზე, აღმასრულებელი განმეორებით გამოცხადდა აღნიშნულ მისამართზე, რა დროსაც ფიცრებით მოჭედილი ავზი დანგრეული დახვდა, რის შესახებ შეადგინა შესაბამისი ოქმი.

2--- წლის 8 მაისს, კრედიტორის განცხადების საფუძველზე, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისათვის აღმასრულებლის მიერ გადაიგზავნა აჭარის ა.რ. პროკურატურაში.

2--- წლის 5 ივნისს აღსრულების ეროვნულ ბიუროს განცხადებით მიმართეს სააღსრულებო საქმის კრედიტორებმა (მოსარჩელეებმა) და მოითხოვეს სააღსრულებო ფურცლის აღსრულების გაგრძელება, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოვალეების მიერ ხდებოდა გადაწყვეტილების აღსრულებისთვის ხელშეშლა. აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიურომ განმცხადებლებს პასუხი გასცა წერილით, რომლითაც კრედიტორებს მიეწოდათ ინფორმაცია, აღმასრულებლის მიერ განხორციელებული მოქმედებებისა და საქმის მასალების პროკურატურაში გადაგზავნის თაობაზე.

2--- წლის ბრძანებით ჯე---– სუ-------ის, ფ---- სუ-------ის და არ---– სუ-------ის უარი ეთქვათ საჩივრების დაკმაყოფილებაზე.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულებას ახორციელებს, აღსრულების ეროვნული ბიურო.

ამავე კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

ამდენად, სააღსრულებო წარმოებისას აღმასრულებელი მოქმედებს სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე და მის ფარგლებში.

ამავე კანონის 87-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თუ მოქმედება არ შეიძლება შეასრულოს მესამე პირმა, რადგან ეს დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ მოვალის ნებაზე, რომელიც არ ასრულებს ამ მოქმედებას, მაშინ მოვალეს შეიძლება დაეკისროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი, ითვალისწინებს სხვადასხვა კატეგორიის აღსასრულებელი გადაწყვეტილებებისათვის, აღმასრულებლის მიერ განსახორციელებელ სხვადასხვა სახის ღონისძიებებს, რომელიც უზრუნველყოფს აღსრულების ქვემდებარე აქტის სისრულეში მოყვანას.

გასათვალისწინებელია, რომ კანონის ციტირებული 87-ე მუხლის 1-ლი პუნქტით დადგენილია აღმასრულებლის უფლებამოსილების ფარგლები, ისეთი კატეგორიის აღსასრულებელი გადაწყვეტილებებისათვის, რომლითაც განსაზღვრული მოქმედების შესრულება თუ მისგან თავის შეკავება, მხოლოდ და მხოლოდ მოვალის ნებაზეა დამოკიდებული.

აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებული აღსასრულებელი გადაწყვეტილება სწორედ ამ კატეგორიას განეკუთვნება.

სააღსრულებო საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ აღმასრულებელმა განახორციელა მოვალეების ინფორმირება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ და გააფრთხილა გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსალოდნელ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე.

გარდა ამისა, აღმასრულებლის მიერ შედგენილი სააღსრულებო მოქმედების ოქმებით, დასტურდება, რომ აღმასრულებელი არაერთხელ გავიდა სააღსრულებო ფურცელში მითითებულ მისამართზე და მას შემდეგ, რაც დადასტურდა მოვალეების მხრიდან, გაფთხილების მიუხედავად, გადაწყვეტილების შეუსრულებელობის გარემოება, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისათვის, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის ციტირებული ნორმის საფუძველზე, გადაიგზავნა აჭარის ა.რ. პროკურატურაში.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი რეგულაციებიდან გამომდინარე, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

3.ფაქტობრივი გარემოებები

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ჯე---–, ფ---- და არ---– სუ-------ეების სარჩელი და ო----, ვა-–---- და ვე----- სუ-------ეები დავალდებულდნენ, ხელი არ შეუშალონ მოსარჩელეებს, კუთვნილ მიწის ნაკვეთში არსებული, წყლის დაზიანებული ავზის შეკეთებაში და ავზიდან წყლით სარგებლობაში. სასა----თლო გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

20-- წლის ივლისის თვიდან სააღსრულებლო ფურცელი აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების მიზნით, კრედიტორების მიერ გადაეცა აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიულ ორგანოს - აჭარისა და გურიის სააღსრულებლო ბიუროს (სააღსრულებლო წარმოება NA1-------).

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 28 ოქტომბრის N2-8--/15 გადაწყვეტილება;

- „იძულებითი აღსრულების მიზნით სააღსრულებო დოკუმენტაციის წარმოებაში მიღების

თაობაზე“ 11.04.2--- წლის განცხადება;

- 19.07.20-- წლის N2-8--/15 სააღსრულებო ფურცელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.2. მოსარჩელეების, ჯე---–, ფ---- და არ---– სუ-------ეების მოთხოვნის საფუძველზე, ბათუმის საქალაქო სასა----თლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-- წლის 25 სექტემბრის განჩინებით, 2--- წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი განიმარტა შემდეგნაირად:

გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტი გულისხმობს მას, რომ ო---- სუ-------ე, ვა-–---- სუ-------ე და ვე----- სუ-------ე ვალდებულდნი არიან, ჯე---– სუ-------ეს, ფ---- სუ-------ეს და არ---– სუ-------ეს ხელი არ შეუშალონ კუთვნილ მიწის ნაკვეთში არსებული, სასმელი წყლის დაზიანებული ავზის შეკეთებაში და ავზიდან სასმელი წყლით სარგებლობაში. ავზის შეკეთებასა და ავზიდან სასმელი წყლით სარგებლობაში იგულისხმება მოსარჩელეთა უფლება მოპასუხის საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე მიიტანონ იმდენი სამშენებლო მასალები, რაც აუცილებელია ძველი ავზის ადგილას ახალი ავზის მოსაწყობად. ანუ მათ ძველი (ადგილზე არსებული მასალების, თუ ამის საშუალება არის ადგილზე) და ახალი მასალების გამოყენებით ააშენონ წყლის ავზი, მიაერთონ მილი და თავიანთ საცხოვრებელ სახლში მიიღონ წყალი. სწორედ ამ მოქმედების ხელშეშლა აქვთ აკრძალული მოპასუხეებს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 20-- წლის 25 სექტემბრის განჩინება;

 

3.3. სააღსრულებო წარმოების ფარგლებში მოვალეებს, ო----, ვა-–---- და ვე----- სუ-------ეებს ჩაბარდათ წინადადებები, გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ.

2--- წლის 7 მაისს აღმასრულებელი გამოცხადდა აღსრულების ადგილას, ქ. ბათუმში, იო--- ლა---- I შესახვევში და ესწრებოდა წყლის ავზის სამშენებლო სამუშაოებს, ხელვაჩაურის რაიონულის სამმართველოს გონიის პოლიციელებთან ერთად, რა დროსაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა დაუბრკოლებლად, რაზედაც შესდგა შესაბამისი ოქმი. კრედიტორების 2--- წლის 8 მაისის განცხადების საფუძველზე, აღმასრულებელი განმეორებით გამოცხადდა აღნიშნულ მისამართზე, რადგანაც სამუშაოები სრულყოფილად არ იყო დასრულებული, რა დროსაც ფიცრებით მოჭედილი ავზი დანგრეული დახვდა, რის შესახებ შეადგინა შესაბამისი ოქმი.

2--- წლის 8 მაისს სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული უფლების ფარგლებში მოსარჩელეებმა განახორციელეს ავზის მშენებლობის პირველი ეტაპი, რაზედაც სააღსრულებლო ბიუროს მიერ შედგა შესაბამისი ოქმი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 07/05/2--- წლის ოქმი „სააღსრულებო მოქმედებების შესახებ“;

- 08/05/2--- წლის ოქმი „სააღსრულებო მოქმედებების შესახებ“;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.4. აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2--- წლის 8 მაისს, კრედიტორების განცხადების საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 87-ე მუხლის 1-ელ პუნქტზე მითითებით საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისათვის გადაიგზავნა, აჭარის ა.რ. პროკურატურაში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის N31582 წერილი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.5. მოსარჩელეებმა 20018 წლის 10 მაისს წერილობით მიმართეს სააღსრულებლო ბიუროს, რათა დანიშნულიყო მათ საქმეზე განმეორებით აღსრულება, მაგრამ მიიღეს პასუხი, რომ აღმასრულებელმა განახორციელა მისი მოვალეობა და გააფრთხილა მხარეები, ხელი არ შეეშალათ ავზის მშენებლობაში. სხვა შემდგომი მოქმედებები მოპასუხის მიერ აღარ ჩატარებულა.

2--- წლის 5 ივნისს აღსრულების ეროვნულ ბიუროს განცხადებით მიმართეს სააღსრულებო საქმის კრედიტორებმა (მოსარჩელეებმა) და მოითხოვეს სააღსრულებო ფურცლის აღსრულების გაგრძელება, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოვალეების მიერ ხდებოდა გადაწყვეტილების აღსრულებისთვის ხელშეშლა.

აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიურომ განმცხადებლებს პასუხი გასცა 2--- წლის 11 ივნისის წერილით, რომლითაც კრედიტორებს მიეწოდათ ინფორმაცია, აღმასრულებლის მიერ განხორციელებული მოქმედებებისა და საქმის მასალების პროკურატურაში გადაგზავნის თაობაზე. ამასთან, ჯე---–, ფ---- და არ---– სუ-------ეებს განემარტათ, რომ დღეის მდგომარებით „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის შესაბამისად, აღსრულების ბიურო მოკლებულია შესაძლებლობას, სააღსრულებო მოქმედებების ჩატარებისა.

ჯე---– სუ-------ემ, ფ---- სუ-------ემ და არ---– სუ-------ემ 2--- წლის 2 ივლისს საჩივრებით მიმართეს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომლითაც მოითხოვეს, 2--- წლის 11 ივნისის წერილის ბათილად ცნობა და აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს დავალდებულება, რომ მოხდეს NA1------- სააღსრულებო საქმის ფარგლებში აღსრულების ქვემდებარე აქტის აღსრულება.

აღსრულების ეროვნული ბიუროს 2--- წლის 9 ივლისს N33-- ბრძანებით ჯე---– სუ-------ეს, ფ---- სუ-------ეს და არ---– სუ-------ეს უარი ეთქვათ საჩივრების დაკმაყოფილებაზე, იმ საფუძვლით, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 87-ე მუხლის საფუძველზე, საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაიგზავნა აჭარის ა.რ. პროკურატურაში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2--- წლის 11 ივნისის წერილი;

- 09/07/2--- წლის N33-- ბრძანება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობს ჯე---–, ფ---- და არ---– სუ-------ეების მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი;

- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სარჩელი დასაშვებია თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

მოცემულ შემთხვევაში ჯე---–, ფ---- და არ---– სუ-------ეების სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს, მოპასუხე მხარისათვის ბათუმის საქალაქო სასა----თლოს 2--- წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილების შესრულების მიზნით, შესაბამისი სააღსრულებო მოქმედებების განხორციელების დავალდებულება.

 

6.2. საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ხოლო 84-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს კანონით განსაზღვრული წესით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.

სასამართლო განმარტავს, რომ საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს აწესრიგებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, აღსრულებას ექვემდებარება უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე და კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების, საქართველოს ეროვნული ბანკისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სანქციის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებისათვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის გადაწყვეტილება, სანოტარო აქტი, გირავნობის მოწმობა, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება უცხოელთა საქართველოდან გაძევების შესახებ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ (შემდგომ − დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება) და აღსრულების შესახებ ბრძანება, უძრავი ქონების შემძენის (სააღსრულებო წარმოებისას – აუქციონზე ქონების შემძენი, აუქციონის გარეშე ქონების შემძენი, ქონების ნატურით მიმღები) განცხადება სხვისი მფლობელობიდან და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის შესახებ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენტურ სამსახურთან არსებული სამედიცინო მედიაციის სამსახურის გადაწყვეტილება და შემდეგი სასამართლო აქტები.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულებას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო.

კანონის 62-ე მუხლის, თანახმად აღსრულებას ახორციელებს ის სააღსრულებო ბიურო, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს უძრავი ქონება.

 

6.3. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ჯე---–, ფ---- და არ---– სუ-------ეების სარჩელი და ო----, ვა-–---- და ვე----- სუ-------ეები დავალდებულდნენ, ხელი არ შეუშალონ მოსარჩელეებს, კუთვნილ მიწის ნაკვეთში არსებული, წყლის დაზიანებული ავზის შეკეთებაში და ავზიდან წყლით სარგებლობაში. სასამართლო გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

20-- წლის ივლისის თვიდან სააღსრულებლო ფურცელი აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების მიზნით, კრედიტორების მიერ გადაეცა აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიულ ორგანოს - აჭარისა და გურიის სააღსრულებლო ბიუროს (სააღსრულებლო წარმოება NA1-------).

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნით, მოსარჩელეებმა უფლებამოსილ ორგანოს მიმართეს და აღსრულების განხორციელებისათვის წარუდგინეს კანონით გათვალისწინებული საჭირო დოკუნეტები.

სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია და უდავო, რომ სააღსრულებო წარმოების ფარგლებში მოვალეებს, ო----, ვა-–---- და ვე----- სუ-------ეებს ჩაბარდათ წინადადებები, გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ.

2--- წლის 7 მაისს აღმასრულებელი გამოცხადდა აღსრულების ადგილას, ქ. ბათუმში, იო--- ლა---- I შესახვევში და ესწრებოდა წყლის ავზის სამშენებლო სამუშაოებს, ხელვაჩაურის რაიონულის სამმართველოს გონიის პოლიციელებთან ერთად, რა დროსაც სამშენებლო სამუშაოების ნაწილი ჩატარდა.

კრედიტორების 2--- წლის 8 მაისის განცხადების საფუძველზე, აღმასრულებელი განმეორებით გამოცხადდა აღნიშნულ მისამართზე, რადგანაც სამუშაოები სრულყოფილად არ იყო დასრულებული, რა დროსაც წინა დღით ფიცრებით მოჭედილი ავზი, დანგრეული დახვდათ.

2--- წლის 8 მაისს სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული უფლების ფარგლებში მოსარჩელეებმა განახორციელეს ავზის მშენებლობის პირველი ეტაპი, თუმცა ავზის მშენებლობა ამით არ დასრულებულა და სასამართლო გადაწყვეტილება არ აღსრულებულა.

აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2--- წლის 8 მაისს, კრედიტორების განცხადების საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 87-ე მუხლის 1-ელ პუნქტზე მითითებით საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისათვის გადაიგზავნა, აჭარის ა.რ. პროკურატურაში.

დადგენილია და უდავო, რომ ამის შემდეგ, აჭარისა და გურიის სააღსრულებლო ბიუროში არსებულ NA1------- სააღსრულებლო წარმოებაზე აღმასრულებლის მიერ რაიმე მოქმედება აღარ განხორციელებულა, იმის მიუხედავად, რომ კრედიტორები (მოსარჩელე ჯე---–, ფ---- და არ---– სუ-------ეები) სისტემატურად მიმართავდნენ აღმასრულებელს და მოითხოვდნენ აღსრულების გაგრძელებას.

2--- წლის 5 ივნისს აღსრულების ეროვნულ ბიუროს განცხადებით მიმართეს სააღსრულებო საქმის კრედიტორებმა (მოსარჩელეებმა) და მოითხოვეს სააღსრულებო ფურცლის აღსრულების გაგრძელება, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოვალეების მიერ ხდებოდა გადაწყვეტილების აღსრულებისთვის ხელშეშლა.

აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიურომ განმცხადებლებს პასუხი გასცა 2--- წლის 11 ივნისის წერილით, რომლითაც კრედიტორებს მიეწოდათ ინფორმაცია, აღმასრულებლის მიერ განხორციელებული მოქმედებებისა და საქმის მასალების პროკურატურაში გადაგზავნის თაობაზე. ამასთან, ჯე---–, ფ---- და არ---– სუ-------ეებს განემარტათ, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის შესაბამისად, აღსრულების ბიურო მოკლებული იყო შესაძლებლობას, სააღსრულებო მოქმედებების ჩატარებისა.

ამდენად, აღსრულების ფაქტობრივი შეჩერების საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ მოვალეთა წინააღმდეგობის გამო აღსრულება ვერ დასრულდა და საქმის მასალები ამის თაობაზე აღმასრულებლის მიერ გადაიგზავნა პროკურატურაში.

 

6.4. სასამართლო მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია აღმასრულებლის უფლება-მოვალეობანი, რომელთა შესრულებასთან დაკავშირებული აღმასრულებლის მოთხოვნები სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, მიუხედავად მათი დაქვემდებარებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა. მე-17 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების თანახმად, აღმასრულებელი ვალდებულია მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში. თუ მოვალე არ დაუშვებს აღმასრულებელს, განახორციელოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება, აღმასრულებელს შეუძლია დასახმარებლად მიმართოს აღსრულების პოლიციას ან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს, რომელიც ვალდებულია აღმოუჩინოს მას საჭირო დახმარება.

სასამართლო ასევე მიუთითებს სასამართლო მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლზე, რომელიც ადგენს წესსა და ვადებს, აღსრულების შეჩერებასთან დაკავშირებით.

36-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აღსრულება შეაჩეროს:

ა) კრედიტორის მოთხოვნით, ერთჯერადად, არა უმეტეს 3 თვის ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ სააღსრულებო ფურცელი უბრუნდება კრედიტორს, თუ იგი არ მოითხოვს აღსრულების გაგრძელებას;

ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსასრულებელი გადაწყვეტილების განმარტების მოთხოვნით სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვის შემთხვევაში, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადით;

გ) კრედიტორის ან მოვალის გარდაცვალებისას − სასამართლოს მიერ უფლებამონაცვლის დადგენამდე და მოვალის ქონების უფლებამონაცვლის საკუთრებაში გადასვლამდე;

დ) ამ კანონის 184 მუხლით გათვალისწინებული მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების განწილვადებისას − საქმის წარმოების განახლებამდე; ე) ამ კანონის 183 მუხლით დადგენილი წესით სააღსრულებო წარმოების მხარის საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით.

ვ) ამ კანონის 25-ე მუხლის მე-4 და 41 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში კრედიტორისათვის საფასურის გადახდის ვადის განსაზღვრისას − ამ ვადის ამოწურვამდე;

ზ) განსაკუთრებულ შემთხვევაში − აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადით. (ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მეორე პუნქტის „ზ" ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესაძლებლობას სასამართლო კოტროლის გარეშე. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №1/2/596 30/09/2016).

სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, რომ მოცემულ შემთხვევაში, აჭარისა და გურიის სააღსრულებლო ბიუროში არსებული NA1------- სააღსრულებლო წარმოების შეჩერებისათვის არ არსებობს კანონის დასახელებული ნორმით მოცემული არცერთი პირობა. ასევე, მნიშვნელოვანია შემდეგი გარემოება, თავად მოპასუხე მხარეც არ აცხადებს, რომ NA1------- სააღსრულებლო წარმოება შეჩერებულია, თუმცა მას შემდეგ, რაც 2--- წლის 8 მაისს საქმის მასალები რეაგირებისათვის გადაიგზავნა აჭარის ა.რ. პროკურატურაში, აღმასრულებლის მიერ რაიმე სააღსრულებო მოქმედება აღარ ჩატარებულა და აღსრულებაც ფაქტობრივად შეჩერდა.

მოპასუხე მხარე აღსრულების ფაქტობრივი შეჩერების არგუმენტად მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 87-ე მუხლის 1-ელ პუნქტზე. ამ ნორმის თანახმად, თუ მოქმედება არ შეიძლება შეასრულოს მესამე პირმა, რადგან ეს დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ მოვალის ნებაზე, რომელიც არ ასრულებს ამ მოქმედებას, მაშინ მოვალეს შეიძლება დაეკისროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯერ ერთი, შესაფასებელია, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გათვალისწინებული აღსასრულებელი მოქმდების შესრულება, რომელიც გულისხმობს ო----, ვა-–---- და ვე----- სუ-------ეების დავალდებულებას, ხელი არ შეუშალონ მოსარჩელეებს, კუთვნილ მიწის ნაკვეთში არსებული, წყლის დაზიანებული ავზის შეკეთებასა და ავზიდან წყლით სარგებლობაში, მხოლოდ მათ ნებაზე არ არის დამოკიდებული, რამდენადაც ავზის შეკეთებას თვითონ მოსარჩელეები ახორციელებენ, ხოლო ამ სამუშაოების ხელშეშლის შემთხვევაში აღმასრულებელს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში შეუძლია გამოიყენოს პოლიციის დახმარება, რაც განახორციელა კიდეც 2--- წლის 7 მაისს. ამასთან, კანონის ეს ნორმა არ უნდა იქნას იმდაგვარად განმარტებული, რომ მოვალეთა მხრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს გაწეული წინააღმდეგობის გამო მასალების პროკურატურაში გადაგზავნა და მათთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესაძლო დაკისრება, სააღსრულებო სამსახურს ათავისუფლებს იმ ვალდებულებისაგან, მოახდინოს იძულებითი წესით აღსრულება. ასეთ შემთხვევაში, აზრი დაეკარგებოდა სასამართლო გადაწყვეტილებას, რამდენადაც კრედიტორის საბოლოო მიზანს წარმოადგენს სწორედ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება და არა, მხოლოდ ხელის შემშლელი პირების პასუხისმგებლობა.

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარე ვალდებულია, მას შემდეგ, რაც 2--- წლის 8 მაისს საქმის მასალები რეაგირებისათვის გადაიგზავნა აჭარის ა.რ. პროკურატურაში, ამ მასალებზე სათანადო რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღებამდე განაგრძოს NA1------- სააღსრულებლო წარმოება და მისი აღსრულებისათვის გამოიყენოს, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილება, შესაბამისი სააღსრულებო მოქმედებათა განხორციელების გზით.

 

6.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტის ე) ქვეპუნქტის თანახმად, კრედიტორსა და მოვალეს უფლება აქვთ, გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან − ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ან პირდაპირ სასამართლოში − ასეთი ქმედების განხორციელებიდან 1 თვის ვადაში;

ამას გარდა, სასამართლო ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე ჯე---–, ფ---- და არ---– სუ-------ეების, როგორც კრედიტორების საპროცესო უფლებასთან დაკავშირებით მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტზე, რომლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

მოსარჩელეების, ჯე---–, ფ---- და არ---– სუ-------ეების მიერ მისი საპროცესო უფლებამოსილება რეალიზებული იქნა განსახილველი სარჩელით, რომლითაც ისინი მოითხოვენ, მოპასუხე მხარისათვის აღსრულების განხორციელების დავალდებულებას, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილების შესრულების მიზნით, შესაბამისი სააღსრულებო მოქმედებების განხორციელების შესახებ.

აღსრულების ეროვნულ ბიუროს და აღსრულების პოლიციას კანონით განსაზღვრული სააღსრულებო მოქმედებები, სასამართლოს 2--- წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილების იძულებითი წესით აღსრულებასთან დაკავშირებით არ განუხორციელებიათ და მოსარჩელეთა უფლებების დარღვევა მოვალეთა მხრიდან, დღემდე გრძელდება.

მოპასუხე მხარე ვერ მიუთითებს ობიექტურ სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძველზე, თუ რატომ არ განხორციელდა დღემდე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილების აღსრულება. იმ გარემოებაზე მითითება, რომ 2--- წლის 8 მაისს საქმის მასალები რეაგირებისათვის გადაიგზავნა აჭარის ა.რ. პროკურატურაში, ამ შემთხვევაში ვერ გამოდგება იმ ქმედების კანონიერად შეფასებისთვის, რომ სააღსრულებო სამსახურს სააღსრულებო მოქმედებები აღარ განუხორციელებია და მოვალეთა მიერ მოსარჩელეების წყლით სარგებლობის უფლების შეზღუდვა დღემდე გრძელდება.

სასამართლო აღნიშნავს, ეს გარემოება არ წარმოადგენს სააღსრულებო ორგანოების მხრიდან, სააღსრულებო მოქმედებების გაჭიანურების და აღსრულების განუხორციელებლობის საფუძველს. მოპასუხე მხარემ თავისი უმოქმედობის შედეგად, ფაქტობრივად უარი თქვა კანონისმიერ ვალდებულებაზე, მოსარჩელის სასარგებლოდ აღსრულების ჩატარებასთან დაკავშირებით.

 

6.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სარჩელი დასაშვებია თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

ამავე კოდექსის 331-ე მუხლით განსაზღვრულია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიიჩნევს მოსარჩელე მხარის მტკიცებას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უკანონო უმოქმედობის შედეგად, რომელიც ეწინააღმდეგება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს,პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს ადგება მოსარჩელეების კანონიერ უფლებას და ინტერესს, წყლით შეუზღუდავი სარგებლობის კანონისმიერი უფლების რეალიზებასთან დაკავშირებით.

იმის მიუხედავად, რომ მოსარჩელეთა მიერ მოთხოვნილი აღსრულების განხორციელება მოპასუხის კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენს, სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში ამ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მოპასუხეს სასამართლოს მიერ უნდა დაევალოს, სააღსრულებო მოქმედების განხორციელება.

 

6.7. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს - აჭარის და გურიის სააღსრულებლო ბიუროს უნდა დაევალოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 20-- წლის 19 ივლისს გაცემული №2-8--/15 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების გაგრძელება და შესაბამისი სააღსრულებო მოქმედებების განხორციელება.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;

39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.

მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი, 100 ლარის ოდენობით წინასწარ არის გადახდილი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარეს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1.ჯე---– სუ-------ის, ფ---- სუ-------ის და არ---– სუ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს:

სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს - აჭარის და გურიის სააღსრულებლო ბიუროს დაევალოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 20-- წლის 19 ივლისს გაცემული №2-8--/15 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების გაგრძელება და შესაბამისი სააღსრულებო მოქმედებების განხორციელება.

2.მოპასუხე მხარეს, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარი.

 

3.გადაწყვეტილების გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32) 14 დღის განმავლობაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეებზე ჩაბარების დღიდან ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30).

 

მოსამართლე: ჯუმბერ ბეჟანიძე