გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010210016001404692
№2-1895/2016წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
02 მაისი, 2019 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - სალიხ შაინიძე
სხდომის მდივანი - ნათია გოგმაჩაძე
მოსარჩელე: ე-–--- პო-–-------
წარმომადგენელი - გი------ წ-----, თე--------- მ-----, ნო----- ბო-–-----
მოპასუხეები: ნა----–- დო-–---, ე------ დი-------, შ------- დო-–---, რუ------- გო-----–---, ნ----- კე----–---
წარმომადგენელი - და---- მი---------, რ---- პა----
დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული):
1.1. მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს ე-–--- პო-–-------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე ქ. ბათუმი, მ---------–--ის ქუჩა N7-, ბინა N1 და გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს ე-–--- პო-–------ს.
1.2. მოპასუხეებს - შ------- დო-–---ს, ნა----–- დო-–---ს, რუ------- გო-----–---ს, ნ----- კე----–---ს და ე------ დი-------ს სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელის აღძვრამდე განცდილი ზიანის (მიუღებელი სარგებელი) 2700 აშშ დოლარის ანაზღაურება, 2014 წლის 1 ივნისიდან 2015 წლის 1 მარტის ჩათვლით პერიოდში. ასევე, მოპასუხეებს - შ------- დო-–---ს, ე------ დი-------ს, რუ------- გო-----–---ს, ნა----–- დო-–---ს და ნ----- კე----–---ს, სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება 2015 წლის 1 მარტიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 300 აშშ დოლარის ოდენობით.
1.3. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული 772.00 ლარის (360 აშშ) დოლარის გადახდა.
1.4. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
მოსარჩელე თავის მოთხოვნას ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:
- მოსარჩელე ალ---- ა---–---მ 2013 წლის 31 ოქტომბერს გადახდის გადავადებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ე-–--- პო-–-------საგან შეიძინა საცხოვრებელი ბინა, მდებარე: ქ. ბათუმი, მ---------–--ის ქუჩა N7-, ბინა N1, რომელიც კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული იქნა საჯარო რეესტრში, აღნიშნული ბინა ალ---- ა---–--ის მიერ შეძენის დროისთვის იყო იპოთეკით დატვირთული, იპოთეკარები იყვნენ რუ------- გო-----–--- და ნა----–- დო-–---.
- 2014 წლის 10 ივნისს აღნიშნულ ბინაში ცხოვრება დაიწყო ნა----–- დო-–---მ, შ------- დო-–---მ და ე------ დი-------მ, ხოლო 2015 წლის 1 მარტიდან ბინაში ცხოვრება დაიწყეს რუ------- გო-----–---მ და ნ----- კე----–---მ.
- მოსარჩელე ლა----- პო-–------მა, 2016 წლის 21 მარტს გადახდის გადავადებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და შეთანხმების საფუძველზე, ე-–--- პო-–-------საგან შეიძინა საცხოვრებელი ბინა, მდებარე: ქ. ბათუმი, მ---------–--ის ქუჩა N7-, ბინა N1, რომელიც კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული იქნა საჯარო რეესტრში, ასევე ამ დროისთვისაც ბინა იყო იპოთეკით დატვირთული და იპოთეკარები ისევ იყვნენ რუ------- გო-----–--- და ნა----–- დო-–---.
- 2018 წლის 1 ნოემბერს ალ---- ა---–--- და ე-–--- პო-–------- შეთანხმდნენ შემდეგზე: მოთხოვნის მფლობელმა ალ---- ა---–---მ, მოთხოვნის მიმღებს ე-–--- პო-–------ს გადასცა მოთხოვნის მფლობელის უფლება, ასეთივე უფლება გადასცა ლა----- პო-–------მა ე-–--- პო-–------ს.
- მოპასუხეები ნებაყოფლობით არ ათავისუფლებენ საცხოვრებელ ბინას.
- 2016 წლიდან დაწყებული მხარეთა შორის, კერძოდ თავდაპირველ მოსარჩელეებს, ე-–--- პო-–------ს და მოპასუხეთა შორის ჩამოყალიბდა კონფლიქტური ურთიერთობა, რაც გამოწვეულია იმით, რომ მოპასუხეები რუ------- გო-----–--- და ნ----- კე----–--- სპეციალურად აღიზიანებდნენ ლა----- პო-–------ს და უქმნიდნენ გაუსაძლის პირობებს. აღნიშნულის თაობაზე, ლა----- პო-–-------ს შვილმა, ამჟამინდელმა მოსარჩელემ მიმართა შესაბამის ორგანოებს.
- საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. ბათუმი, მ---------–--ის ქუჩა N7-, ბინა N1 არის შემოსავლისუნარიანი, მისი გაქირავება შესაძლებელია წელიწადის ყველა დროს, იმის გათვალისწინებით, კერძოდ აუდიტის დასკვნის საფუძველზე, იჯარით სარგებლობაში გადაცემის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვრება, 2016 წლის 4 ივნისის მდგომარეობით 300 აშშ დოლარით. მოპასუხეებს საცხოვრებელი ბინა რომ უსაფუძვლოდ აქვთ დაკავებული, აქედან გამომდინარე, 2015 წლის 1 მარტიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ყოველთვიურად 300 აშშ დოლარის გადახდა.
- 2017 წლის 20 დეკემბრის ქ. ბათუმის მერის წერილით, ლა----- პო-–------ს დაუდასტურდა აივანზე გამყოფი ტიხრის მოწყობა ესკიზური პროექტის შესაბამისად, რის განხორციელებაშიც და სარგებლობაშიც მოსარჩლეს ეშლება ხელი. 2017 წლის 29 დეკემბერს ე-–--- პო-–------მა განცხადებით მიმართა აჭარის პროკურორს, აღუწერა შექმნილი გაუსაძლისი მდგომარეობა, აუხსნა, რომ მიუხედავად პოლიციელების ჩარევისა, რუ------- გო-----–--- და ნა----–- კე----–--- მას უწევენ ფიზიკურ წინააღმდეგობას და არ აძლევენ საერთო აივნის გამყოფი კედლის ამოშენების შესაძლებლობას. 2018 წლის 5 იანვარს პოლიციის პირველი განყოფილების უფროსის მიერ ე-–--- პო-–------ს ეცნობა, რომ წარმოდგენილ განცხადებაში არ იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები და შესაბამისად გამოძიება არ დაწყებულა. მოპასუხეების უკანონო ქმედებების გამო, ვინაიდან საცხოვრებელი ბინა უსაფუძვლოდ აქვთ დაკავებული და ხელს უშლიან მოსარჩელეს თავისი საკუთრების სარგებლობაში, მოსარჩელეს ადგება ზიანი.
- მოსარჩელის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ მოპასუხეებს შესაგებლებით ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ, მხოლოდ სარჩელის ცნობის ნაწილში არ ეთანხმებიან სარჩელს და მთავარ სხდომაზე მოპასუხეების მიერ მითითებული გარემოებები არ უნდა იქნეს გაზიარებული, მოპასუხეები უნდა შეიზღუდონ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე (იხ. 21.04.2019წ. სხდომის ოქმი).
(იხ. სარჩელი, დაზუსტებული სარჩელები, ახსნა-განმარტება სხდომის ოქმებში).
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხეები სარჩელს არ ცნობენ.
მოპასუხეების პოზიცია ემყარება შემდეგ გარემოებებს:
- მოპასუხეები განმარტავენ, რომ მათ ბინის ფართი დაიკავეს ე-–--- პო-–-------ს, ალ---- ა---–--ის და ლა----- პო-–-------ს თანხმობით და მითითებით იმ პირობით, რომ სანამ ე-–--- პო-–------- და მისი ოჯახის წევრები არ შეასრულებენ 2013 წლის 30 დეკემბრის ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებს. 2013 წლის 30 ნოემბერს ე-–--- პო-–------სა და ალ---- ა---–---ს შორის დადებული ხელშეკრულებით, ალ---- ა---–---მ აიღო ვალდებულება იპოთეკარებს ნა----–- დო-–---სა და რუ------- გო-----–---ს გადაუხადოს 35 000 აშშ დოლარი. როცა ალ---- ა---–---მ აღებული ვალდებულება დროულად ვერ შეასრულა, ამის შემდეგ შეუშვა მოპასუხეები ბინაში ყოველგვარი ქირის გადახდის გარეშე და ყოველგვარი ქირავნობის ხელშეკრულების გარეშე.
- საცხოვრებელ ბინაში მოპასუხეების ცხოვრებით, მოსარჩელეს არ დაუკარგავს შემოსავალი, არ განუცდია რაიმე ზიანი და მათ არ უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავალი.
- მოპასუხეები მართლზომიერად ფლობენ სადავო ქონებას. მიუთითებენ, რომ მხარეები ერთად ედავებოდნენ გ--–- ო------ეს, და მისი გამოსახლების შემდეგ მოპასუხეები მოსარჩელესთან ერთად შესახლდნენ ფართში ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. მოსარჩელეს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუუძველზე მოპასუხეების სასარგებლოდ დაკისრებული აქვს თანხების გადახდა, რაზედაც მიმდინარეობს აღსრულება და თანხების გადახდისას გამოუთავისუფლებენ მოსარჩელეს დაკავებულ ფართს.
- მოპასუხეების წარმომადგენლები არ ეთანხმებიან მოსარჩელის წარმომადგენლის მითითებას, რომ მოპასუხეები დაეთანხმნენ სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, აღნიშნავენ, რომ თავდაპირველ შესაგებელში სადავოდ გახადეს სარჩელის ფაქტობრივი გარემოებები და მთავარ სხდომაზე დააკონკრეტეს მხოლოდ. აქვე მიუთითებენ, რომ წარმოდგენილია პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოს და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები, სადაც მათ მიერ დაკონკრეტებული ფაქტობრივი გარემოებები ამ გადაწყვეტილებებით არის დადგენილი (იხ. 24.02.2019წ. სხდომის ოქმი).
(იხ. შესაგებლები, ახსნა-განმარტება სხდომის ოქმებში).
3. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. მოპასუხე რუ------- გო-----–--ის (შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე) მიერ წარმოდგენილი იქნა შეგებებული სარჩელი ალ---- ა---–--ის და ლა----- პო-–-------ს შეგებებულ სარჩელში მოპასუხე) მიმართ მიუღებელი შემოსავლის დაკისრების შესახებ. 2016 წლის 08 ნოემბერს სასამართლოს განცხადებით მომართა რუ------- გო-----–---მ და საქართველოს სამოქალაქო პროცესის 831-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვა სარჩელის განუხილველად დატოვება. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 ნოემბრის განჩინებით რუ------- გო-----–--ის შუამდგომლობა შეგებებული სარჩელის გამოხმობის შესახებ დაკმაყოფილდა და რუ------- გო-----–--ის შეგებებული სარჩელი მოპასუხეების ალ---- ა---–--ისა და ლა----- პო-–-------ს მიმართ მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის თაობაზე დარჩა განუხილველი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 14 ნოემბრის განჩინება;
3.1.2. ე-–--- პო-–------მა, 2013 წლის 18 სექტემბრის აუქციონზე სადავო უძრავი ქონების შეძენის შემდეგ, დაიკავა ძველი მესაკუთრის (ო------ე) ადგილი, იგი გახდა საკუთრების გადასვლის მომენტისათვის ამ ნივთთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე. შესაბამისად, 2013 წლის 27 სექტემბერს, საჯარო რეესტრში ე-–--- პო-–------- დარეგისტრირდა ზ/აღნიშნული უძრავი ქონებების მესაკუთრედ, ხოლო რუ------- გო-----–--- და ნა----–- დო-–--- კი დარეგისტრირდნენ ქონების იპოთეკარებად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარის და გურიის სააღსრულებო ბიუროს 18.09.2013 წლის განკარგულება, აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.3. ალ---- ა---–---მ 2013 წლის 31 ოქტომბერს გადახდის გადავადებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ე-–--- პო-–-------საგან შეიძინა საცხოვრებელი ბინა, მდებარე: ქ. ბათუმი, მ---------–--ის ქუჩა N7-, ბინა N1-ში, ს/კ 05.24.07.072.01/5--, ნასყიდობის თანხის გადახდის ვადა იყო 2014 წლის 14 აპრილამდე. აღნიშნული ბინა ალ---- ა---–--ის მიერ შეძენის დროისთვის იყო იპოთეკით დატვირთული, იპოთეკარები იყვნენ რუ------- გო-----–--- და ნა----–- დო-–---.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.4. ალ---- ა---–---მ აღნიშნული უძრავი ქონება შეიძინა 40 000 აშშ დოლარად. მყიდველმა, ალ---- ა---–---მ აიღო ვალდებულება, რომ იპოთეკარებს, ნა----–- დო-–---ს და რუ------- გო-----–---ს თავად გადაუხდიდა იპოთეკის თანხას 35 000 აშშ დოლარის ოდენობით, რაც არ შეუსრულებია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება ( საქმე №2/ბ-217-17);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.5. 2014 წლის 10 ივნისს აღნიშნულ ბინაში ცხოვრება დაიწყო ნა----–- დო-–---მ, შ------- დო-–---მ და ე------ დისამიძემ, ხოლო 2015 წლის 1 მარტიდან ბინაში ცხოვრება დაიწყეს რუ------- გო-----–---მ და ნ----- კე----–---მ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ ?????????????? :
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.6. 2016 წლის 21 მარტის შეთანხმებების საფუძველზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 მარტის საოქმო განჩინებით, ალ---- ა---–--ის ნაცვლად, მის უფლებამონაცვლედ დაშვებული იქნა ლა----- პო-–-------, როგორც იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მესაკუთრე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება (საქმე№2/ბ-217-17);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.7. 2018 წლის 1 ნოემბერს ალ---- ა---–--- და ე-–--- პო-–------- შეთანხმდნენ, შემდეგზე, მოთხოვნის მფლობელმა ალ---- ა---–---მ, მოთხოვნის მიმღებს ე-–--- პო-–------ს გადასცა მოთხოვნის მფლობელის უფლება, ასეთივე უფლება გადასცა ლა----- პო-–------მა ე-–--- პო-–------ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულებები მოთხოვნის დათმობის შესახებ;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხე მხარე შესაგებლით თან ეთანხმება გამოსახლებას და ითხოვს, რომ მოსარჩელემ რუ------- გო-----–---ს და ნა----–- დო-–---ს გადაუხადოს 35 000 აშშ დოლარი და დატოვებენ აღნიშნულ სადავო ქონებას. ისინი განმარტავენ, რომ რადგან ალ---- ა---–---მ დროულად ვერ შეუასრულა ვალდებულა, სწორედ ამიტომ შეთანხმებით მისცა მოპასუხეებს ნება ბინაში ეცხოვრათ ყოველგვარი ქირის გადახდის გარეშე და მიუთითებენ, რომ საცხოვრებელ ბინაში მოპასუხეების ცხოვრებით, მოსარჩელეს არ დაუკარგავს შემოსავალი, არ განუცდია რაიმე ზიანი, და მათ არ უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება და მიუღებელი შემოსავალი, ფლობენ რა მოპასუხეები მართლზომიერად სადავო ქონებას.
თავის მხრივ მოსარჩელე მხარე არ ეთანხმება მოპასუხეებს, მიუთითებს, რომ იგი არის ამ ქონების კეთილსინდისიერი შემძენი და მესაკუთრე.
სადავო გარემოებებთან დაკავშირებით საქმეში მონაწილე ორივე მხარე იძლევა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.
3.2.2. სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. არცერთ მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მართლმსაჯულების განხორციელების უმთავრესი პრინციპია. წინამდებარე შემთხვევაში მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მოპასუხე არამართლზომიერად ფლობს ქონებას, ხოლო მოპასუხემ კი უნდა დაამტკიცოს, რომ ის უძრავი ქონების მართლზომიერი მფლობელია.
3.2.3. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ გზით მტკიცების ტვირთის გადანაწილება სამართლიანია და სრულად შეესაბამება შეჯიბრებითობის პრინციპს.
3.2.4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 07 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 02 დეკემბრის გადაწყვეტილება ლა----- პო-–-------სათვის რუ------- გო-----–--ის სასარგებლოდ 20 000 აშშ დოლარის, ნა----–- დო-–--ის სასარგებლოდ 15000 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრების, ასევე იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციისა და ლა----- პო-–-------სათვის საპროცესო ხარჯების დაკისრების ნაწილში; რუ------- გო-----–--ის და ნა----–- დო-–--ის სასარჩელო მოთხოვნა გ--–- ო------ესთან სოლიდარულად, ლა----- პო-–-------სათვის რუ------- გო-----–--ის სასარგებლოდ 20000 აშშ დოლარის და ნა----–- დო-–--ის სასარგებლოდ 15000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; რუ------- გო-----–--ის და ნა----–- დო-–--ის სასარჩელო მოთხოვნა, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და გ--–- ო------ისათვის რუ------- გო-----–--ის სასარგებლოდ დაკისრებული 20000 აშშ დოლარის და ნა----–- დო-–--ის სასარგებლოდ 15000 აშშ დოლარის ამოღების უზრუნველსაყოფად, განხორციელდა იპოთეკით დატვირთული ლა----- პო-–-------ს კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე ქ. ბათუმი, ა.აბაშიძის ქ. №7-, ბინა №1 ს/კ 24.07.072.01.5-- და ს/კ 24.07.072.01.5---ის რეალიზაცია;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება ( საქმე№2/ბ-217-17);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2.5. სადავო ქონება, საჯარო რეესტრის მონაცემებით ირიცხება ლა----- პო-–-------ს საკუთრებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
3.2.5. საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. ბათუმი, მ---------–--ის ქუჩა N7-, ბინა N1, - აღიცხულია რა მოსარჩელის საკუთრებაში, მასზე საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია გადახდის გადავადებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება დამოწმებული - 30/10/2013წ., საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ და შეთანხმებაში გადავადებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება, დამოწმებული - 21/03/2016წ., საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
3.2.6. დღეის მდგომარეობით, სადავო ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლება შეცილებული არ არის, არ აღძრულა სარჩელი (შეგებებული სარჩელი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);
3.2.7. 2017 წლის 20 დეკემბრის ქ. ბათუმის მერის წერილით, ლა----- პო-–------ს დაუდასტურდა აივანზე გამყოფი ტიხრის მოწყობა ესკიზური პროექტის შესაბამისად, რის განხორციელებაშიც და სარგებლობაშიც მოსარჩელეს ეშლება ხელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მიმართვა;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2.8. დადგენილია, რომ ე-–--- პო-–-------, ალ---- ა---–--- და ლა----- პო-–-------, როცა ითხოვდნენ გ--–- ო------ის გამოსახლებას, მათ მხარს უჭერდნენ მოპასუხეებიც, მისი გამოსახლების შემდეგ კი ფართი შეთანხმების საფუძველზე ერთობლივად დაიკავეს. თავად ე-–--- პო-–-------ც აღიარებს, რომ მოხმარებული დენის საფასურსაც ერთობლივად იხდიდნენ. შემდეგში, 2015 წლის 1 მარტიდან ბინაში ცხოვრება დაიწყეს რა რუ------- გო-----–---მ და ნ----- კე----–---მ, მათ შორის წარმოიშვა დავა, რაც დღემდე გრძელდება.
2017 წლის 29 დეკემბერს ე-–--- პო-–------მა განცხადებით მიმართა აჭარის პროკურორს, აღუწერა შექმნილი გაუსაძლისი მდგომარეობა, აუხსნა, რომ მიუხედავად პოლიციელების ჩარევისა, რუ------- გო-----–--- და ნა----–- კე----–--- მას უწევენ ფიზიკურ წინააღმდეგობას და არ აძლევენ საერთო აივნის გამყოფი კედლის ამოშენების შესაძლებლობას. 2018 წლის 5 იანვარს პოლიციის პირველი განყოფილების უფროსის მიერ ე-–--- პო-–------ს ეცნობა, რომ წარმოდგენილ განცხადებაში არ იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები და შესაბამისად გამოძიება არ დაწყებულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები (იხ. სხდომის ოქმი).
- ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელის ჯაბა ხიმშიაშვილის წერილობითი მიმართვა-პასუხი;
- მოწმე ჯაბა ხიმშიაშვილის ჩვენება (იხ.სხდომის ოქმი).
- ტელესიუჟეტი (ჩაწერილი დისკზე);
3.2.9. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ე-–--- პო-–------მა, არაერთჯერ მიმართა პოლიციას, მოითხოვდა მოპასუხეების გამოსახლებას, ხელშეშლის აღკევეთას. ზ/აღნიშნული უძრავი ქონება, დაკავებული აქვთ მოპასუხეებს და მიუხედავად მოსარჩელის არაერთი მოთხოვნისა, ნებაყოფლობით არ ათავისუფლებენ მას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).
3.2.10. მოსარჩელემ წარმოადგინა შპს „ეკონომიკა-აუდიტის“ აუდიტური ფირმის დასკვნა, რომლის თანახმადაც, საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. ბათუმი, მ---------–--ის ქუჩა N7-, ბინა N1-ში, იჯარით/ქირით სარგებლობაში გადაცემისას საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვრება, 2016 წლის 4 ივნისის მდგომარეობით 300 (სამასი) აშშ დოლარით. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 1 მარტიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ყოველთვიურად 300 აშშ დოლარის გადახდა. ფაქტიურად, საკუთრების ხელყოფიდან გამომდინარე, მოსარჩელე ცდილობს დაამტკიცოს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მან უკვე განიცადა ზიანი იმ მიუღებელი შემოსავლის სახით, რომელსაც მიიღებდა, რომ არა მოპასუხეების მხრიდან საკუთრების ხელყოფა. თუმცა მას არ წარმოუდგენია სხვა ისეთი სახის მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მოსარჩელეს ჰქონდა დადებული რაიმე წინასწარი შეთანხმება ან გარიგება მესამე პირებთან ფართის გაქირავებასთან დაკავშირებით და ამის შესახებ აცნობა მოპასუხეებს.
სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული სადავო საკითხები გარკვეულწილად წარმოადგენს სამართლებრივი შეფასების კატეგორიას და მასზე სასამართლო იმსჯელებს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების ნაწილში.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელე ე-–--- პო-–-------ს სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ:
4.1.1. მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან, მათი გამოსახლების გზით, გამოთხოვილ უნდა იქნეს ე-–--- პო-–-------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე ქ. ბათუმი, მ---------–--ის ქუჩა N7-, ბინა N1, ს/კ N05.24.07.072.01/5--, და გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს ე-–--- პო-–-------ს.
4.1.2. მოსარჩელეს განცდილი ზარალის 2700 აშშ დოლარის 2014 წლის 1 ივნისიდან 2015 წლის 1 მარტის ჩათვლით, ასევე, 2015 წლის 1 მარტიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველთვიურად 300 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში უარი უნდა ეთქვას.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 17-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად. არავის არ უნდა ჩამოერთვას მისი ქონება თვითნებურად.
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლით ,,ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში”.
სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ აუცილებელია საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ასევე მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება".
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.
კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა.
კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
6.2. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, მ---------–--ის ქუჩა N7-, ბინა N1, ს/კ N05.24.07.072.01/5--, - მისი საკუთრებაა. ფართს, 2015 წლის 01 მარტიდან მისი ნების საწინააღმდეგოდ ფლობენ მოპასუხეები და არ აძლევენ მისი სარგებლობის საშუალებას, ანუ ხელყოფენ მისი საკუთრების უფლებას, რის გამოც მოითხოვს აღიკვეთოს მისი ქონების უკანონო ხელყოფა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს მართლმსაჯულების განხორციელება და თავისი დარღვეული უფლების აღდგენა, ანუ მომართოს სასამართლოს და მოითხოვოს ხელშეშლის აღკვეთა.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. აღნიშნული დანაწესი ითვალისწინებს საკუთრების კანონისმიერ და სახელშეკრულებო ბოჭვას, რომელსაც გააჩნია თავისი ფარგლები, კერძოდ, არ შეიძლება, რომ საკუთრების ბოჭვამ, შეზღუდვამ მოსპოს საკუთრება. საკუთრების სუბსტანცია, რომელშიც იგულისხმება საკუთრების ინსტიტუტით გათვალისწინებული შინაარსის რეალიზაცია, უნდა შენარჩუნდეს, ე.ი კერძო საკუთრების შეზღუდვა არ უნდა ნიშნავდეს საკუთრების უფლების რეალიზაციის მოსპობას. არ შეიძლება, რომ პირს ფორმალურად გააჩნდეს საკუთრების უფლება, ხოლო ფაქტობრივად არა, ანუ ვერ სარგებლობდეს საკუთრების უფლებით. იმავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის წარდგენა ხდება, როცა შელახულია ნივთზე მესაკუთრის მფლობელობა, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ამასთან, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ანუ, ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების გარეშე.
6.4. დადგენილია, რომ მოსარჩელის კუთვნილ ნივთს ამჟამად უკვე ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ მოპასუხეები. ნივთზე მოსარჩელეს გააჩნია საკუთრების უფლება და იგი არ არის შეზღუდული მოპასუხეთა მხრიდან ამ ნივთის ფლობით, რადგან მოპასუხეები არ წარმოადგენენ სამოქალაქო კოდექსის 160-ე-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირს - მართლზომიერ მფლობელებს. მოპასუხეებმა ვერ წარმოადგინეს სადავო ქონების მართლზომიერად ფლობის დამადასტურებელი მტკიცებულება. 2015 წლის 01 მარტამდე ფართის ფლობის მართლზომიერების საკითხი არ წამოადგენს დავის საგანს.
სასამართლო განმარტავს: წაუყენა რა პრეტენზია მოსარჩელემ მოპასუხეებს, მოითხოვა მათგან ქონების გამოთხოვა, სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, მოპასუხეების მართლზომიერი მფლობელობა (ასეთის არსებობის შემთხვევაშიც) წყდება და თუ არ მოხდება ქონების გამონთავისუფლება და მესაკუთრეზე გადაცემა, უკვე მოპასუხე (ფაქტობრივი მფლობელი) მისი არამართლზომიერი მფლობელი ხდება.
6.5. სასამართლო განმარტავს, რომ უძრავი ქონებაზე საკუთრების უფლება წარმოიშობა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ. უძრავი ქონების მესაკუთრე არის ის, ვინც ამ ქონების მესაკუთრედაა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა”. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. მოცემულ შემთხვევაში, უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, მ---------–--ის ქუჩა N7-, ბინა N1 ს/კ #05.24.07.072.01/5--, რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრების უფლება და ეს ჩანაწერი გაუქმებული არ არის. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით დადგენილი საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე არის სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე, რომელიც ითხოვს მოპასუხის გამოსახლებას და ნივთის გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემას. ამ შემთხვევაში, მოთხოვნა ვინდიკაციური ხასიათისაა და არსებობს სავინდიკაციო სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც მას აქვს სრული უფლება მოსთხოვოს კუთვნილ ნივთზე მოპასუხეს ფაქტობრივი მფლობელობის შეწყვეტა და თავად განკარგოს საკუთარი ნივთი.
6.6. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა. მის ხელშეუხებლობას აღიარებს საქართველოს კონსტიტუცია და ქმნის მისი დაცვის გარანტიებს. მესაკუთრეს უფლება აქვს თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს საკუთრებაში არსებული ქონებით და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა. არავის არ აქვს უფლება კანონიერი საფუძველის გარეშე ფლობდეს ან სარგებლობდეს სხვისი საკუთრებით. დადგენილია, რომ მოპასუხეები არ არიან ქ. ბათუმში, მ---------–--ის ქუჩა N7-, ბინა N1, ს/კ #05.24.07.072.01/5--, - მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეები. მოსარჩელე წინააღმდეგია მოპასუხეები ფლობდნენ ამ ქონებას და ხელს უშლიდნენ ქონებით სარგებლობაში. თავის მხრივ მოპასუხეებს არ აქვთ ამ ქონების ფლობის უფლება. ისინი არ არიან ქონების მართლზომიერი მფლობელები, ამიტომაც ისინი გამოსახლებული უნდა იქნენ მოსარჩელის კუთვნილი ქონებიდან. მათი გამოსახლებითა და ქონების თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემით აღსდგება მოსარჩელის საკუთრების უფლება. სასამართლო პატივს სცემს მოპასუხეების ინტერესსაც, მაგრამ კანონი უპირატესობას ანიჭებს მესაკუთრეს. არამესაკუთრესთან შედარებით, მესაკუთრეს უძრავი ქონების მართვის უპირატესი უფლება აქვს. პირველ რიგში ყურადღება უნდა მიექცეს მესაკუთრეს და მისი საკუთრების უფლება უნდა იქნას დაცული. აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი ან ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრვი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამდენად, მისთის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალიწინებული. ზემოთ მოყვანილი ნორმა, სწორედ ამ მოსაზრებას განამტკიცებს. ამიტომ მიუღებელი შემოსავალის წინაპირობები, ასევე უნდა შეესაბამებოდეს ზიანის სამართლებრივ კონსტრუქციას და ერთ-ერთი გარემოების არარსებობა გამორიცხავს მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის უფლებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის გამოყენების სფერო მოიცავს, როგორც სახელშეკრულებო, ისე არასახელშეკრულებო ურთიერთობებს. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის (2015 წლის 01 მარტიდან) არსებობს არასახელშეკრულებო-სამართლებრივი ურთიერთობა.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებული იყო, დაემტკიცებინა ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, წინამდებარე საქმეზე მოსარჩელის მტკიცების საგანს შეადგენდა მისთვის ყოველთვიურად 300 აშშ დოლარის და 2700 აშშ დოლარის ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტის და იმ გარემოების დადასტურება, რომ არსებობდა მიზეზობრივი კავშირი მოპასუხეების ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის.
მოცემული დავის ფარგლებში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების ნორმების დაცვით, მისი მტკიცების საგანში შემავალი ამ გარემოებების დადასტურება. უწინარესად, მან ვერ დაადასტურა ის ფაქტი, რომ იგი აპირებდა სადავო ბინის გაქირავებას. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბინის პირდაპირი დანიშნულებაა მისი საცხოვრებლად გამოყენება, მასში ბინადრობა და იგი ყოველთვის არ არის გამიზნული იმისათვის, რომ მან რაიმე შემოსავალი/მოგება მოუტანოს მესაკუთრეს მისი გაქირავების შედეგად, მითუმეტეს კი, ისეთ ვითარებაში, როდესაც, მხარე ვერ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ იგი აპირებდა ბინის გაქირავებას. ვერ დასტურდება მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
სასამართლო განმარტავს, რომ სხვისი საკუთრების ხელყოფა, რათქმაუნდა, ზოგადად გულისხმობს მესაკუთრისათვის ზიანის მიყენებას, მაგრამ ზიანისათვის, როგორც მიუღებელი შემოსავლისათვის თანხის დაკისრებისათვის არაა საკმარისი საკუთრების უფლების ხელყოფა, ამისათვის აუცილებელია იმ ფაქტობრივი გარემოების დადასტურება, რომ მიუღებელ შემოსავალს, რომელიც არ მიუღია პირს, იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო, მოცემულ შემთხვევაში ხელშეშლის ფაქტს ადგილი რომ არ ჰქონოდა. ასევე ეს ზიანი მოპასუხეებისათვის წინასწარ უნდა იყოს სავარაუდო და წარმოადგენდეს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. ამის დასადასტურებლად კი უფრო მყარი, პირდაპირი მტკიცებულების არსებობაა საჭირო.
6.8. მოსარჩელე მოითხოვს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევას. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც გულისხმობს მას, რომ თითოეული მხარე უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მხარეთა უფლებაა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ისარგებლონ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესაძლებლობით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 267-ე მუხლის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება დასაშვებია მხოლოდ მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. სამოქალაქო-სამართლებრივი, აღსასრულებელი მოთხოვნების იძულებითი აღსრულება იწყება კრედიტორის მიერ სააღსრულებო ფურცლისა და სასამართლო გადაწყვეტილების სააღსრულებო ბიუროში წარდგენით.
სამოქალაქო სამართალწარმოებით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება შესაძლებელია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის საფუძველზე, მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. კერძოდ, თუ სასამართლო გადაწყვეტილება შეეხება: ალიმენტის მიკუთვნებას; პირის დასახიჩრებას ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებას; მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახადების დაკისრებას; მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნებას; უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვებას; უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენას ან თუ გადაწყვეტილება გამოტანილია თამასუქისა და ჩეკის თაობაზე. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე სასამართლოს გამოაქვს განჩინება (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლი).
სასამართლო განმარტავს, რომ საქ. სკ-ის 268-ე მუხლის პირველი ნაწილი შეიცავს იმ გადაწყვეტილებათა სანიმუშაო ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება გადაეცეს დაუყონებლივ აღსრულებისათვის. დასახელებული ნორმა უნდა განიმარტოს შეზღუდვითი განმარტების ფორმით. მის შინაარსში არ იგულისხმება ყველა იმ გადაწყვეტილების დაუყონებლივ მიქცევის სავალდებულოობა, რომელიც სსკ-ის 268-ე მუხლშია მითითებული. ჩამოთვლილი გადაწყვეტილებები დაუყონებლვ აღსასრულებლად შეიძლება მიექცეს, თუ გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს მხარეს, ან გადაწყვეტილების აღსრულება შემდგომში შეუძლებელი აღმოჩნდეს. ამ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი ეკისრება შუამდგომლობის აღმძვრელ მხარეს. სასამართლომ, გადაწყვეტილება დაუყონებლივ აღსასრულებლად არ უნდა მიაქციოს თუ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება გადაწყვეტილების დაყოვნებით მიყენებული გამოუსწორებელი ზიანის მოსალოდნელობა ან/და აღსრულების დაყოვნებით გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებელობა.
სასამართლომ შეამოწმა გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის საფუძველი, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობს გადაწყვეტილების დაუყონებლივ მიქცევის აუცილებლობა. უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება ექვემდებარე დაუყონებლივ აღსრულებას. მართალია, გადაწყვეტილებით სარჩელი ამ ნაწილში დაკმაყოფილდა და გადაწყდა მოპასუხეების ფართიდან გამოსახლება და ფართის თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარების საკითხი, მაგრამ გადაწყვეტილების დაყოვნება მოსარჩელეს მიაყენებს არსებით ზიანს. ის ვერ ახერხებს დასახელებული ფართის სარგებლობას და ამით მის კანონიერ ინტერესს ადგება ზიანი. ამ ზიანის აღმოსაფხვრელად აუცილებელია გადაწყვეტილება მიქცეული იქნას დაუყონებლივ აღსარულებლად. მითუმეტესს, საქ. სსკ-ის 268-ე მუხლი, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვებისას გადაწყვეტილების, თუმცა არასავალდებულო წესით, დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევას ითვალისწინებს. სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებებსაც, რომ მოსარჩელეს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუუძველზე მოპასუხეების სასარგებლოდ დაკისრებული აქვს თანხების გადახდა, რაზედაც მიმდინარეობს აღსრულება და გამართლებულია, თუ ერთდროულად განხორციელდება ორივე აღსრულება, სადაც მხარეები კრედიტორები დას ამავდროულად მოვალეებიც არიან. ამით უფრო იქნება დაცული მათი კანონიერი უფლებები და უზრუნველყოფილი იქნება თანაბარუფლებიანობა აღსრულების პროცესშიც.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
6.9. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ უნდა შეფასდეს და განიმარტოს მხარეთა შორის სადავო საკითხები. კერძოდ: მოსარჩელის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ მოპასუხეებს შესაგებლებით ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ, მხოლოდ სარჩელის ცნობის ნაწილში არ ეთანხმებიან სარჩელს და მთავარ სხდომაზე მოპასუხეების მიერ მითითებული გარემოებები არ უნდა იქნეს გაზიარებული, მოპასუხეები უნდა შეიზღუდონ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ხოლო მოპასუხეების წარმომადგენლები არ ეთანხმებიან მოსარჩელის წარმომადგენლის მითითებას, რომ მოპასუხეები დაეთანხმნენ სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, აღნიშნავენ, რომ თავდაპირველ შესაგებელში სადავოდ გახადეს სარჩელის ფაქტობრივი გარემოებები და მთავარ სხდომაზე დააკონკრეტეს მხოლოდ. აქვე მიუთითებენ, რომ წარმოდგენილია პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოს და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები, სადაც მათ მიერ დაკონკრეტებული ფაქტობრივი გარემოებები ამ გადაწყვეტილებებით არის დადგენილი.
2016 წლის 30 ივნისის შესაგებლით, მოპასუხეები მიუთითებენ პროცენტის ნაცვლად ბინაში ცხოვრების შესახებ შეთანხმებაზე და ქირის მოთხოვნა უკანონოდ მიაჩნიათ. ასევე 2016 წლის 01 ივლისის შესაგებლით, მოპასუხეები არ ეთანხმებიან სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითებენ, თუ რატომ. შესაგებელს ერთვის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც მტკიცებულების სახით, რითაც მოპასუხეები ადასტურებენ შესაგებლში მითითებულ პოზიციას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად:
1. მხარეები სარგებლობენ თანაბარი საპროცესო უფლებებით. მათ უფლება აქვთ, გაეცნონ საქმის მასალებს, გააკეთონ ამონაწერები ამ მასალებიდან, გადაიღონ ასლები, განაცხადონ აცილებანი, წარადგინონ მტკიცებულებანი, მათ შორის, ექსპერტის (საექსპერტო დაწესებულების) დასკვნები, სპეციალისტის ცნობები, მონაწილეობა მიიღონ მტკიცებულებათა გამოკვლევაში, შეკითხვები დაუსვან მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებს, სასამართლოს წინაშე განაცხადონ შუამდგომლობები, მისცენ სასამართლოს ზეპირი და წერილობითი ახსნა-განმარტებანი, წარადგინონ იმავე ტიპის საქმეზე სხვა სასამართლოს გადაწყვეტილებანი, წარადგინონ თავიანთი დასკვნები და გამოთქვან მოსაზრებები საქმის განხილვის დროს წამოჭრილ ყველა საკითხზე, უარყონ მეორე მხარის შუამდგომლობები, დასკვნები და მოსაზრებები, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები და განჩინებები, წარადგინონ მორიგების აქტი საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე და ისარგებლონ ამ კოდექსით მათთვის მინიჭებული სხვა უფლებებით.
2. მოსარჩელეს უფლება აქვს, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე შეცვალოს სარჩელის საფუძველი ან საგანი, შეავსოს სარჩელში მითითებული გარემოებები და მტკიცებულებები, გაადიდოს ან შეამციროს სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, რის შესახებაც სასამართლომ უნდა აცნობოს მოპასუხეს. (28.12.2007. N5669)
3. საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების შემდეგ სარჩელის საფუძვლის ან საგნის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ მოპასუხის წინასწარი თანხმობით. ასეთი თანხმობის შემთხვევაში მოპასუხეს შეუძლია მოითხოვოს სასამართლო სხდომის გადადება სხვა დროისათვის.
4. სარჩელის შეცვლად არ ჩაითვლება მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებების დაზუსტება, დაკონკრეტება და დამატება, აგრეთვე სასარჩელო მოთხოვნების ოდენობის შემცირება, ან ერთი ნივთის ნაცვლად მეორე ნივთის მიკუთვნება მისთვის, ანდა ამ ნივთის ღირებულების ანაზღაურება.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეების მიერ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ განხორციელებულა რაიმე ახალ გარემოებზე მითითება ან ახალი მტკიცებულების წარმოდგენა, მოახდინეს ფაქტების დაზუსტება და დაკონკრეტება, რითაც არ დარღვეულა მხარეთა თანაბარუფლებიანობა, შეჯიბრებითობის პრინციპი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1 „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 3 000 ლარს.
ამავე კოდექსის 41-ე მუხლის ,,კ” პუნქტით თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა მაშინ დავის საგნის ღირებულებაა 4000 ლარი.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვდა მოპასუხის უძრავი ქონებიდან გამოსახლებასა და ფართის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემას. დასახელებულ მოთხოვნაზე სახ. ბაჟი გადახდილი უნდა იქნას სსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ” პუნქტის შესაბამისად. ამ ნორმის მიხედვით გადასახდელი სახ. ბაჟი არის 120 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად კი დადგენილია, რომ თუ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი არ არსებობს, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ საქმეზე მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმის განხილვის დასრულებამდე გადაუვადდება. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ ზ/აღნიშული ნორმის თანახმად გადაუვადა ე-–--- პო-–------ს სახელმწიფო ბაჟის გადახდა და შესაბამისად მას დასახელებული თანხა წინასწარ არ აქვს გადახდილი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟი წინასწარ აქვს გადახდილი.
ამდენად, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია, მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 120 ლარის გადახდა ე-–--- პო-–-------ს სასარგებლოდ.
7.2. მოსარჩელის წარმომადგენელი მოითხოვს მოპასუხეებმა აუნაზღაურონ საადვოკატო ხარჯები 772.00 ლარის ოდენობით.
მოსარჩელის დასახელებული მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის I ნაწილის საფუძვლიდან, დასახელებული ნორმით ანაზღაურებას ექვემდებარება პროცესის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის I ნაწილით პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ხოლო მესამე ნაწილით სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
მოსარჩელეს არ წარმოუდგენია საადვაკატო მომსახურებისათვის გადახდილი თანხის ქვითარი, მას წარმოდგენილი აქვს მხოლოდ ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების შესახებ, რითაც არ დასტურდება მოსარჩელის მიერ სასამართლოს გარეშე ხარჯების გაწევა. შემდგომში გასაწევი ხარჯის - გადასახდელი საადვოკატო მომსახურებიოს საფასურის, როგორც ამ კატეგორიის ხარჯების ანაზღაურება არაა გათვალისწინებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამ მუხლის I ნაწილის ბოლო წინადადებით, გათვალისწინებული უნდა იქნას ის, რომ ანაზღაურდება მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯები გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის II ნაწილის პირველი წინადადებით თუ მხარეს არ შეუძლია ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება, სასამართლოს უფლება აქვს ამ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოიწვიოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე, თუ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გამო ადვოკატის მონაწილეობა ამ საქმის განხილვაში მიზანშეწონილია. ასეთ შემთხვევაში ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით, ხოლო არაქონებრივი დავის დროს განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან - 2000 ლარამდე ოდენობით.
სასამართლო განმარტავს, რომ მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მესამე ნაწილი). ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს მხარის მიერ გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა გადახდეტ 160 ლარი, ხოლო 612 ლარის გადახდაზე უნდა ეთქვას უარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის
განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ - უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
საქმეზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 აგვისტოს განჩინებით (საქმე #2-1895/16წ) გამოყენებულია უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ნ----- კე----–---ს (პ/ნ 61001051---) აეკრძალოს მის საკუთრებაში არსებული უძრავ ქონების (მდებარე მისამართზე: ქ. ბათუმი, ქუჩა რ---------–-, #2-, ქალაქი ბათუმი, ქუჩა ლ-----------, #-, ს/კ 05.22.11.001.01/0--) - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გამოსახლების ნაწილში. გამოყენებული უზრუნველყოფა არ ემსახურება გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი უზრუნველყოფდა თანხების დაკისრების მოთხოვნის ნაწილში გადაწყვეტილების აღსრულებას, ხოლო ამ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რის გამოც აღარ არსებობს უზრუნველყოფის გამოყენების საფუძველიც.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საქმეზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 აგვისტოს განჩინებით (საქმე #2-1895/16წ) გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ნ----- კე----–---ს (პ/ნ 61001051---) აეკრძალოს მის საკუთრებაში არსებული უძრავ ქონების (მდებარე მისამართზე: ქ. ბათუმი, ქუჩა რ---------–-, #2-, ქალაქი ბათუმი, ქუჩა ლ-----------, #-, ს/კ 05.22.11.001.01/0--) - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, - უნდა გაუქმდეს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 264-ე, 268-ე-270-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ე-–--- პო-–-------ს სარჩელი მოპასუხეების - ნა----–- დო-–--ის, ე------ დი------ის შ------- დო-–--ის რუ------- გო-----–--ის და ნ----- კე----–--ის მიმართ, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხეების - ნა----–- დო-–--ის, ე------ დი------ის, შ------- დო-–--ის, რუ------- გო-----–--ის და ნ----- კე----–--ის უკანონო მფლობელობიდან, მათი გამოსახლების გზით, გამოთხოვილ იქნეს ე-–--- პო-–-------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე ქ. ბათუმი, მ---------–--ის ქუჩა N7-, ბინა N9, ს/კ #05.24.07.072.01/5--, - და გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრეს - მოსარჩელეს ე-–--- პო-–-------ს.
3. ე-–--- პო-–-------ს სარჩელი განცდილი ზარალის - 2700 აშშ დოლარის (2014 წლის 1 ივნისიდან 2015 წლის 1 მარტის ჩათვლით პერიოდში), ასევე, 2015 წლის 1 მარტიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველთვიურად 300 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
4. მოპასუხეებს - ნა----–- დო-–---ს, ე------ დი-------ს, შ------- დო-–---ს, რუ------- გო-----–---ს და ნ----- კე----–---ს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის ე-–--- პო-–-------ს სასარგებლოდ მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან 120 ლარის ანაზღაურება.
5. მოპასუხეებს - ნა----–- დო-–---ს, ე------ დი-------ს, შ------- დო-–---ს, რუ------- გო-----–---ს და ნ----- კე----–---ს სოლიდარულად დაეკისროთ ე-–--- პო-–-------ს სასარგებლოდ 160 ლარის გადახდა, წარმომადგენლის იურიდიული დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების სახით.
6. საქმეზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 აგვისტოს განჩინებით (საქმე #2-1895/16წ) გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ნ----- კე----–---ს (პ/ნ 61001051---) აეკრძალოს მის საკუთრებაში არსებული უძრავ ქონების (მდებარე მისამართზე: ქ. ბათუმი, ქუჩა რ---------–-, #2-, ქალაქი ბათუმი, ქუჩა ლ-----------, #-, ს/კ 05.22.11.001.01/0--) - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, - გაუქმდეს.
7. გადაწყვეტილება უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვების თაობაზე ნაწილში, მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
8. გადაწყვეტილებაზე დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 12 (თორმეტი) დღის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ.№ 30).
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე სალიხ შაინიძე