გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/1-----17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
05 ივნისი, 2019 წ. ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მაია სვიანაძე
სხდომის მდივანი გვანცა ლომიძე
მოსარჩელე - რო-–---- ბე-–----ე
წარმომადგენლები - თე-------------–---–ი, ი----ა ბე-–----ე
მოპასუხეები - ზვ---- ე------ე, ბმა „ძ---–------–------------“
წარმომადგენლები - მო------------ე, იზ--------–---–ი (ამხანაგობის თავმჯდომარე)
დავის საგანი - უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. რო-–---- ბე-–----ე ცნობილ იქნას მისი კუთვნილი უძრავი ქონების მომიჯნავე 23 კვ.მ მიშენების ფართზე მესაკუთრედ; 1.2. მოპასუხე ზვ---- ე------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას 23 კვ.მ მიშენების ფართი და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მოსარჩელე რო-–---- ბე-–----ეს და მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად; 1.3. ზვ---- ე------ეს რო-–---- ბე-–----ის სასარგებლოდ დაეკისროს უსაფუძვლო გამდიდრების სახით მიღებული თანხის 10 800 ლარის გადახდა, რაც თითო თვის ჭრილში წარმოადგენს 300 ლარს; 1.4. ზვ---- ე------ეს რო-–---- ბე-–----ის სასარგებლოდ დაეკისროს ყოველთვიურად 300 ლარის გადახდა, გადაწყვეტილების აღსრულების პერიოდამდე.
2. მოპასუხის პოზიცია 2.1. მოპასუხე ზვ---- ე------ის წარმომადგენელმა არ ცნო სარჩელი უსაფუძვლობის გამო. 2.2. ბმა „ძ---–------–-------------ის წარმომადგენელმაც/თავმჯდომარემ არ ცნო სარჩელი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო და შესაგებელში მანაც მიუთითა გადაწყვეტილების 2.1 პუნქტში (მოპასუხე ზვ---- ე------ის პოზიცია) მითითებულ გარემოებებზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები 3.1.1. საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სადავოა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები 3.2.1. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონება, მდებარე ქ. თ---–-------–----–----–---------------------------------------------------------------------------------------------------------------------, 20-0 წლის დეკემბრის მდგომარეობით თანასაკუთრების უფლებით აღრიცხული იყო რო-–---- ბე-–----ისა და იუ--------–-------ის სახელზე. 2011 წლის ივნისის ხელშეკრულებით როლან ბე-–----ემ და იუ--------–-------მა გამიჯნეს მათ საკუთრებაში არსებული და N0-.1-.03.0--.0--.0-.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება. გამიჯვნის შედეგად, იუ--------–-------ს მიეკუთვნა 29,37 კვ.მ, ხოლო რო-–---- ბე-–----ეს - 29,44 კვ.მ ფართი. 4,04 კვ.მ ხელშეკრულების მხარეებს დარჩათ საერთო სარგებლობაში თანაბარწილად. აღნიშნულ ფარგლებში დაირეგისტრირეს საჯარო რეესტრში მათ კუთვნილ ფართებზე საკუთრების უფლება. 2--- წლის მაისის მდგომარეობით გაცემული საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, რო-–---- ბე-–----ის საკუთრებაში იმყოფება უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბ--–-------–----–----–--------------------------------------------------–----, 13.7 კვ.მ ფართი, საკადასტრო კოდით N0-.1-.03.0--.0--.0-.5--. (მტკიცებულება: გამიჯვნის ხელშეკრულება, ნახაზი, ამონაწერები საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 72-73, 75, 224, 235, 239-240, ტ.1) 3.2.2. 2013 წლის 19 მარტს ერთის მხრივ იუ--------–-------ს და მეორეს მხრივ ზვ---- ე------ეს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, იუ--------–-------მა გაყიდა, ხოლო ზვ---- ე------ემ იყიდა უძრავი ქონება, მდებარე ქ. თ---–-------–----–----–--------------------------–---------------------------–---, ფართი 29.37 კვ.მ., ს/კ 0-.1-.03.0--.0--.0-.5--. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, ნასყიდობის საგანი - 29.37 კვ.მ ფართის უძრავი ქონება აღირიცხა საჯარო რეესტრში ზვ---- ე------ის სახელზე საკუთრების უფლებით და უძრავი ქონების საკადასტრო კოდად განისაზღვრა: 0-.1-.03.0--.0--.0-.0--ა. შემდგომში, დაზუსტდა ზვ---- ე------ის საკუთრებაში არსებული ფართი და საჯარო რეესტრის ამონაწერში, ქ. თ---–-------–----–----–--------------------------–---------------------------–---, 0-.1-.03.0--.0--.0-.0--ა საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების ფართი განისაზღვრა 83.40 კვ.მ-ით. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებს წარმოადგენს: 1--------3წ. ნასყიდობის ხელშეკრულება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2---------წ. გადაწყვეტილება და 1--------3წ. ბმა „ძ---–------–------------“-ის კრების ოქმი N6-----------. საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ მოპასუხის საკუთრებაში მყოფი 83.40 კვ.მ უძრავი ქონება მოიცავდა მიშენების ფართს 54.03 კვ.მ-ს და თავდაპირველად, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულ 29.37 კვ.მ-ს. (მტკიცებულება: ხელშეკრულება, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 74, 13-141, 142-143, ტ.1) 3.2.3. საქმის მასალებით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დასტურდება, რომ ვ-–----–----–--------------–------ე კორპუსის არსებულ ოთხ სართულზე მიშენებული ფართები ეკუთვნოდა ამხანაგობა „ძ---–------–------“-ს, ხოლო 2012 წლის 25 მაისის შეთანხმებით კი გადაეცა მის წევრებს პირად სარგებლობაში. (მტკიცებულება: შეთანხმება, ს.ფ. 66, ტ.1) მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარემოებაა საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე არსებული მიშენების კუთვნილების ფაქტი რო-–---- ბე-–----ესა და ზვ---- ე------ეს შორის. კერძოდ, ზვ---- ე------ის სახელზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირებულ 83.40 კვ.მ-ში, როგორც უკვე აღინიშნა, მოქცეული იყო 54.03 კვ.მ მიშენების ფართიც, რომლის რეგისტრაციაც საჯარო რეესტრში განხორცილდა იმ კრების ოქმის საფუძველზე, რაც შემდგომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი (ს.ფ. 27-38). მიშენების საერთო ფართიდან რო-–---- ბე-–----ე სადავოდ ხდის 23 კვ.მ-ს, რომელიც, მოსარჩელის განმარტებით, არის მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის მომიჯნავედ წარმოადგენს მისი კუთვნილი ბინის არსებითი შემადგენელი ნაწილი, რის გამოც ამ ფართზე ცნობილი უნდა იქნას მესაკუთრედ. 3.2.4. თბილისის არქიტექტურის სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის ლეგალიზების განყოფილების უფროსის 09.07.2--- წლის Nლ------ ბრძანებით დაკმაყოფილდა ბმა „ძ---–------–-------–----–-------“-ის თავმჯდომარე გ. გ------–-–---–-- და ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „ვ-–----–----–-------“-ის თავმჯდომარე გ. ხ--–-–---–ის განცხადება და ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ. თ---–--–------------------–----–----–--------------------------–------------------ზე პროექტის დარღვევით მიშენებული და დაშენებული ფართი. აქვე განმცხადებელს განემარტა, რომ ლეგალიზაცია იმავდროულად ნიშნავს ობიექტის ან მისი ნაწილის საექსპლუატაციოდ ვარგისად აღიარებას და მის ექსპლუატაციაში მიღებას. (მტკიცებულება: არქიტექტურის სამსახურის ბრძანება, ს.ფ. 116-117, ტ.1) 3.2.5. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 201- წლის 0--------------- N0-------- დასკვნით, ქ. თ---–--–-----–----–----–-----------------------------––--------------ში მდებარე რო-–---- ბე-–----ის ბინა #---ის ვიზუალური საინჟინრო-ტექნიკური კვლევის შედეგად დადგინდა შემდეგი: 1. ძირითადი შენობა მთლიანად, მთელ პერიმეტრზე და მთელ სიმაღლეზე არის რეკონსტრუირებული: მასზე მიშენებულია რკინაბეტონის სივრცითი ჩარჩოვანი მზიდი კონსტრუქცია, რომელიც ტორსული მხრიდან მონოლითური რკინაბეტონით არის შევსებული, ხოლო დანარჩენი განივი კედლები წვრილი საკედლე ბლოკებით. მიშენება წარმოადგენს ერთ მთლიან კონსტრუქციას; 2. ვინაიდან სადავო ფართი წარმოადგენს ბატონ რ. ბე-–----ის ბინის წინ მიშენებულ ფართს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის გათვალისწინებული იყო, როგორც ამ ბინის შემადგენელი ნაწილი, თუმცა ისინი (ძირითადი შენობა და მიშენება) არ შეიძლება განხილულ იქნან, როგორც ერთი მთლიანი კონსტრუქცია; 3. როგორც წესი, მიშენებით წარმოქმნილი ფართი განკუთვნილია არსებული ბინის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის; 4. სადავო მიშენების ფართით მოპასუხეების მხრიდან ერთობლივი სარგებლობა ტექნიკურად შესაძლებელია, თუმცა მხოლოდ იმის გათვალისწინებით, რომ მის ამჟამინდელ მფლობელს ფართი შეუმცირდება; 5. კითხვაზე: რ. ბე-–----ის ბინა #---ს კუთვნილი ფანჯრის ამოქოლვით დაირღვა თუ არა მოსარჩელის საცხოვრებელი პირობები და შესაძლებელია თუ არა მითითებული ფანჯრის წინ არსებული ფართი მიეკუთვნოს სხვას, თუ არა ბინა #---ს მესაკუთრეს, ექსპერტმა მიუთითა, რომ დასმული შეკითხვა ატარებს სამართლებრივ ხასიათს და არ განეკუთვნება საინჟინრო სფეროს, ვინაიდან, თუ მიშენებული ფართი სამართლებრივად ეკუთვნის რ. ბე-–----ეს, ფანჯრის ამოქოლვა არის დარღვევა; 6. კითხვაზე, სადავო მიშენების ფართი მის განკარგვამდე არსებული პირვანდელი მდგომარეობით ხომ არ შეიძლება განხილულიყო და ჩათვლილიყო თ---–-------–----–----–---------------------------ში მდებარე სახლის ბინათმესაკუთრეთა საერთო სარგებლობის ფართად, ექსპერტმა აღნიშნა, რომ ვინაიდან არ გააჩნია სადავო ფართის ფუნქციური დანიშნულების პირვანდელი მდგომარეობის ოფიციალური დოკუმენტაცია, საკითხზე ვერ იმსჯელებს. (მტკიცებულება: ექსპერტიზის დასკვნა, ს.ფ. 264-270, ტ.1) სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ექსპერტი მის მიერ შედგენილ დასკვნაში ძირითადად ეყრდნობა ვარაუდებს, რაც, სასამართლოს მოსაზრებით, ლოგიკურიცაა, ვინაიდან, ექსპერტი არ არის კომპეტენტური იმსჯელოს უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის სამართლებრივი საკითხზე. 3.2.6. იმის დასადასტურებლად, რომ მიშენების ფართი 23 კვ.მ. წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ბინის არსებით შემადგენელ ნაწილს, მოსარჩელე სასამართლოს გარდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნისა, წარმოუდგენს ასევე I სართულის ფრაგმენტის გეგმას და ოქმს ფაქტების კონსტანტაციის შესახებ. დოკუმენტაციაზე დაყრდნობით რო-–---- ბე-–----ე განმარტავს, რომ მიშენების ნაწილი ემიჯნება უშუალოდ მის საცხოვრებელ ბინას და გარდა იმისა, რომ მოპასუხემ უკანონოდ მოახდინა მისი აღრიცხვა საკუთრებაში, ამავდროულად ამ ქმედებით ამოექოლა გამავალი ფანჯარაც კი, რამაც შეზღუდა მისი, როგორც მესაკუთრის უფლებები. შესაბამისად, მხარე აცხადებს, რომ საცხოვრებელი ბინის მომიჯნავედ არსებული მიშენებიდან 23 კვ.მ ფართი უნდა აღირიცხოს რო-–---- ბე-–----ის საკუთრებაში, რამდენადაც, მისი განმარტებით, მიშენება არის ბინის არსებითი შემადგენელი ნაწილი (მტკიცებულება: მოსარჩელის ახსნა-განმარტება, ექსპერტიზის დასკვნა, ოქმი ფაქტების კონსტანტაციის შესახებ, ს.ფ. 259-263, 264-270, ტ.1) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლი ადგენს ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილის ცნებას. აღნიშნული მუხლიდან ცალსახაა მთავარი მიზანი. კერძოდ, ნივთი არსებითი შემადგენელი ნაწილია თუ არა, განსაზღვრავს მისი ბუნება და დანიშნულება და მისი კავშირი ნივთთან. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაშივეა მითითებული, რომ ძირითადი შენობა და მიშენება არ შეიძლება განხილულ იქნენ როგორც ერთი მთლიანი კონსტრუქცია. გარდა ამისა, სასამართლოსთვის დაუსაბუთებელია მოსარჩელის პოზიცია კონკრეტულად მის მომიჯნავედ 23 კვ.მ ფართის მიშენების თაობაზე პრეტენზიის კუთხით, რადგან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, კონკრეტულად რა ფართი ემიჯნება რ. ბე-–----ის ბინას, ვინაიდან, თუ მოსარჩელე დავობს, რომ მიშენების ნახევარზე აქვს უფლება, მაშინ ეს 23 კვ.მ-ზე მეტია (მიშენების საერთო ფართის - 54.03 კვ.მ-ის გათვალისწინებით). ამ ყოველივეს მიღმა კი, სასამართლოს მოსაზრებით, უპირველესად განსასაზღვრია ის, ვინ არის უფლებამოსილი დაადგინოს მოსარჩელის უფლება სადავო ფართზე და ვის კომპეტენციაშია ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება. 3.2.7. სასამართლო ადგენს, რომ მიშენებაზე, რომელიც კრების ოქმის საფუძველზე მოპასუხისთვის გადაცემამდე წარმოადგენდა ამხანაგობის საკუთრებას, ისევ ამხანაგობაა უფლებამოსილი გადასცეს ფართი მის წევრს ინდივიდუალურ საკუთრებაში, რამდენადაც, ხსენებული კრების ოქმის ბათილად ცნობით აღდგა პირვანდელი მდგომარეობა. ამაზე მიუთითებს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკაც, სადაც განმარტებულია, რომ კრების ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნით სარჩელის დაკმაყოფილება შედეგად იწვევს ამხანაგობის უფლების აღდგენას ქონებაზე, რაც, შემდგომ ამხანაგობის წევრებს შესაძლებლობას მისცემს განკარგონ სადავო ქონება. (იხ. სუსგ Nას-486-545-2017) ამასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ მართალია ზვ---- ე------ეზე მიშენების ფართის ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე მიღებული კრების ოქმი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი, მაგრამ, საქმის მასალებით არ დასტურდება მოგვიანებით, იგივე მიზნით კრების მოწვევა და რაიმეს გადაწყვეტა სადავო ფართთან მიმართებაში. მოსარჩელე სარჩელშივე განმარტავდა, რომ შეუძლებელია კრებაზე საკითხის მის სასარგებლოდ გადაწყვეტას მხარი დაუჭიროს ამხანაგობის ყველა წევრმა, რის გამოც, ვერ ხედავს კრების მოწვევის აზრს. სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ პოზიციის მიუხედავად, ვერ მოხდება კანონის დანაწესიდან გადახვევა. სასამართლოს მოსაზრება გამომდინარეობს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის დანაწესებიდან, მათ შორის მე-10 და მე-10- მუხლებიდან, რომელთა მიერ დადგენილი წესებითაც უნდა მოხდეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებისა თუ ამხანაგობის წევრის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ქონების განვითარება. (მტკიცებულება: გადაწყვეტილება, განჩინება, ს.ფ. 27-38, 39-5, ტ.1) „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები კრებაზე აფიქსირებენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა მიერ მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსების (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) მფლობელობის ამ კანონის ძალაში შესვლის დროს არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას და ხმათა 2/3-ით იღებენ გადაწყვეტილებას, რომლის თაობაზედაც დგება შესაბამისი ოქმი, თუ წესდებით არ განისაზღვრება განსხვავებული კვორუმი. მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსებზე (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრმა უნდა წარმოადგინოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების მიერ შედგენილი ოქმი და ნახაზი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სამეურნეო სათავსის ადგილმდებარეობის დადგენა. ამავე კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებას იწვევს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე წელიწადში ერთხელ მაინც. მე-2 პუნქტით კი განსაზღვრულია, რომ თუ თავმჯდომარე არ არის, ან იგი თავისი მოვალეობის საწინააღმდეგოდ თავს არიდებს კრების მოწვევას, კრება შეიძლება მოიწვიოს ნებისმიერმა მესაკუთრემ, თუ წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. ზემოხსენებულ ნორმებზე მითითებით სასამართლო ადგენს, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა სასამართლოს მიერ არამართებულია, მიუხედავად იმისა ამხანაგობა მიიღებს თუ არა მოსარჩელისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას. ამდენად, მოცემული დავის ფარგლებში, სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოთხოვნა რო-–---- ბე-–----ის მესაკუთრედ ცნობის ნაწილში. აქედან გამომდინარე, ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობებიც არ არის სახეზე, კერძოდ, იმისთვის, რომ მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდეს, უნდა არსებობდეს სამი წინაპირობა: 1. მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, 2. მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და 3. მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. წარმოდგენილ სარჩელში სადავო მიშენების ფართი არ წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას, რაც გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლებსაც. სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ რო-–---- ბე-–----ის სარჩელი მესაკუთრედ ცნობის, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 150-ე, 170-ე, 172-ე მუხლები;.„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ საქართველოს კანონის მე-3, მე-4, მე-10, მე-19, 27-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ე“ პუნქტი განსაზღვრავს ინდივიდუალური საკუთრების ცნებას, რომლის მიხედვითაც, ინდივიდუალური საკუთრება არის ბინის ან/და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრება, აგრეთვე ამ ფართობის შემადგენელი ის ნაწილები, რომლებიც შეიძლება გადაკეთდეს, მოსცილდეს ანდა დაემატოს ისე, რომ ამით გაუმართლებლად არ შეილახოს საერთო საკუთრება ან ინდივიდუალურ საკუთრებაზე დაფუძნებული სხვა რომელიმე ბინის მესაკუთრის უფლება, ასევე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის მფლობელობაში არსებული მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსები (სარდაფები, სხვენები და ა. შ.). ზემოაღნიშნული კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები კრებაზე აფიქსირებენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა მიერ მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსების (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) მფლობელობის ამ კანონის ძალაში შესვლის დროს არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას და ხმათა 2/3-ით იღებენ გადაწყვეტილებას, რომლის თაობაზედაც დგება შესაბამისი ოქმი, თუ წესდებით არ განისაზღვრება განსხვავებული კვორუმი. მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსებზე (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრმა უნდა წარმოადგინოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების მიერ შედგენილი ოქმი და ნახაზი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სამეურნეო სათავსის ადგილმდებარეობის დადგენა. 6.2. სასამართლო განმარტავს, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საკუთრებაში შემავალი ქონების (საერთო ქონება იქნება ეს თუ ინდივიდუალური) განაწილების წესსა და პროცედურებს განსაზღვრავს სპეციალური კანონი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ და შესაბამისად, სწორედ ამ ნორმატიული აქტით დადგენილი წესებით უნდა იმოქმედონ მხარეებმა. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ისეთი განვითარება, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას და გავლენას ახდენს სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე, ხორციელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი განსაზღვრავს, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების განვითარების შედეგად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ფართობის ცვლილებების შემთხვევაში უნდა მოხდეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა წილების გადაანგარიშება და რეგისტრაცია საჯარო რეესტრში იმ წევრის (წევრთა) ხარჯზე, რომელსაც (რომლებსაც) ფართობის ცვლილების შედეგად გაეზარდა წილი, თუ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები განსხვავებულ წესზე არ შეთანხმდებიან. კანონის 101 მუხლი კი ეხება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ქონების განვითარების პირობებს და მისი პირველი და მე-2 პუნქტები მიუთითებენ, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობის გარეშე შესაძლებელია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ქონების ისეთი განვითარება, რომელიც გავლენას ახდენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაზე, თუმცა არ ითვალისწინებს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართობის გაზრდას ან/და ახალი ინდივიდუალური საკუთრების საგნის წარმოშობას. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული სამშენებლო სამუშაოები ითვალისწინებს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართობის გაზრდას ან/და ახალი ინდივიდუალური საკუთრების საგნის წარმოშობას, სამშენებლო სამუშაოების დასაშვებობის შესახებ გადაწყვეტილებას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა იღებს წევრთა 2/3-ის ხმებით. 6.3. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებას იწვევს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე წელიწადში ერთხელ მაინც. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით კი, თუ თავმჯდომარე არ არის, ან იგი თავისი მოვალეობის საწინააღმდეგოდ თავს არიდებს კრების მოწვევას, კრება შეიძლება მოიწვიოს ნებისმიერმა მესაკუთრემ, თუ წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. 6.4. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მესამე პუნქტების მიხედვით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრი არის ბინის მესაკუთრე მრავალბინიან სახლში. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრობა წარმოიშობა მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების შეძენისთანავე. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მხარეები წარმოადგენენ ამხანაგობის წევრებს. მოსარჩელე რო-–---- ბე-–----ის, როგორც ამხანაგობის წევრის ინტერესს წარმოადგენს მისი ინდივიდუალური საკუთრების მომიჯნავედ არსებული მიშენების ნაწილზე მესაკუთრედ ცნობა. სასამართლომ საქმის განხილვისას შესაბამის მტკიცებულებებზე მითითებით დაადგინა, რომ სადავო მიშენების ფართი, რომელიც ზვ---- ე------ის საკუთრებას წარმოადგენდა, დაუბრუნდა თავდაპირველ მესაკუთრეს - ამხანაგობას, რაც გამოიწვია სასამართლოს მიერ, მოპასუხის საკუთრების უფლებადამდგენი კრების ოქმის ბათილად ცნობამ. აღნიშნულის გათვალისწინებით, ზემოხსენებული კანონის შესაბამის ნორმებზე მითითებით, სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სადავო საკითხის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, რაც კრების ოქმით უნდა იქნას დადასტურებული და ნახაზთან ერთად წარდგენილი საჯარო რეესტრში (ფართის ადგილმდებარეობის დასადგენად). შესაბამისად სასამართლო ვერ იმსჯელებს კონკრეტული მესაკუთრის - ამხანაგობის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვაზე. 6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, ვინდიკაციური სარჩელი აღძრას, თუ მისი ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა და არსებობს სამი ელემენტი: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ ამ სამი პირობის დადგენის შემდეგ სასამართლოს შეუძლია, დაადგინოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. პირველი პირობა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის არის ის, რომ მესაკუთრეობა (თუ დავა უძრავ ნივთს ეხება) უნდა დასტურდებოდეს საჯარო რეესტრის ჩანაწერით. მეორე აუცილებელი ელემენტია, რომ მოპასუხე აუცილებლად უნდა ფლობდეს მესაკუთრის ნივთს და მფლობელობა არ უნდა იყოს კანონიერი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოთხოვნა იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე რო-–---- ბე-–----ე არ არის მის მიერ სადავოდ გახდილი ფართის მესაკუთრედ რეგისტრირებული. 6.6. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული თავისთავად გამორიცხავს რო-–---- ბე-–----ის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში, ვინაიდან, ყველა შემდგომ მოთხოვნაზე მსჯელობა მას შემდეგ იქნებოდა შესაძლებელი, თუ დაკმაყოფილდებოდა პირველი სასარჩელო მოთხოვნა, მესაკუთრედ ცნობის თაობაზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მოცემულ შემთხვევაში, რამდენადაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახ. ბაჟი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244, 248-249-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. რო-–---- ბე-–----ის სარჩელი ზვ---- ე------ისა და ბმა „ძ---–------–------------“-ის მიმართ მესაკუთრედ ცნობის, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. #6) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდე ბულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია სვიანაძე