გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №110210018002766716
N2/1092-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
06 ივნისი, 2019 წელი ქ. ზესტაფონი
შესავალი ნაწილი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ელენე ოსაძე
სხდომის მდივანი - სოფიო რობაქიძე
მოსარჩელე: სს ,,თ-----------",მოსარჩელის წარმომადგენელი: კ-------------,მოპასუხე: გ---------------–---,წარმომადგენელი: კ----–------–---;
დავის საგანი: თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1. მოპასუხე გ---------------–---ს მოსარჩელე სს ,,თ-----------ს’’ სასარგებლოდ C-------------- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების ძირი თანხის - 7399.78 ლარის, სარგებლის 4239.05 ლარისა და ჯარიმის 739.98 ლარის გადახდა;
2. მოპასუხე გ---------------–---ს მოსარჩელე სს ,,თ-----------ს’’ სასარგებლოდ C-------------- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველთვიურად დავალიანების ძირი თანხის - 7399.78 ლარის წლიური 33% თორმეტი თვის განმავლობაში, რაც შეადგენს 2408.52 ლარს;
3. მოპასუხე გ---------------–---ს მოსარჩელე სს ,,თ-----------ს’’ სასარგებლოდ C-------------- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების ძირი თანხის - 6625.27 ლარის, სარგებლის 3270.74 ლარისა და ჯარიმის 662.53 ლარის გადახდა;
4. მოპასუხე გ---------------–---ს მოსარჩელე სს ,,თ-----------ს’’ სასარგებლოდ C-------------- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველთვიურად დავალიანების ძირი თანხის - 6625.27 ლარის წლიური 30% თორმეტი თვის განმავლობაში, რაც შეადგენს 1960.32 ლარს;
5. გადაწყვეტილება მიქცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;
მოსარჩელის პოზიცია:
1.1.1. მხარეებს შორის 2015 წლის 16 დეკემბერს გაფორმდა C-------------- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება. მოქმედების ვადა განისაზღვრა 3955 კალენდარული დღით, საკრედიტო ლიმიტის მოცულობა - 8000 ლარი, წლიური საპროცენტო განაკვეთი 33%. მხარეებს შორის 2016 წლის 22 ივლისს გაფორმდა C-------------- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება. მოქმედების ვადა განისაზღვრა 3736 კალენდარული დღით, საკრედიტო ლიმიტის მოცულობა - 7000 ლარი, წლიური საპროცენტო განაკვეთი 30%. მსესხებელმა დაარღვია გადახდის გრაფიკი, რითაც მოსარჩელეს მიადგა ზიანი, რაც თავის მხრივ ხდება მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის საფუძველი.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე გ---------------–---მ სარჩელზე დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც სარჩელი ცნო ნაწილობრივ.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ და მისმა წარმომადგენელმა ნაწილობრივ ცნეს სარჩელი, კერძოდ, C-------------- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ცნეს დავალიანების ძირი თანხის - 7399.78 ლარის, სარგებლის 1000 ლარისა და ჯარიმის 73.90 ლარის ნაწილში. C-------------- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ცნეს ძირი თანხის - 6625.27 ლარის, სარგებლის 1000 ლარისა და ჯარიმის 66.20 ლარის ნაწილში. მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3.1 უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1 მხარეებს შორის 2015 წლის 16 დეკემბერს გაფორმდა C-------------- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 3955 კალენდარული დღით, საკრედიტო ლიმიტის მოცულობა - 8000 ლარი, წლიური საპროცენტო განაკვეთი 33%.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2015 წლის 16 დეკემბრის C-------------- საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება;
3.1.2. მხარეებს შორის 2016 წლის 22 ივლისს გაფორმდა C-------------- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება. მოქმედების ვადა განისაზღვრა 3736 კალენდარული დღით, საკრედიტო ლიმიტის მოცულობა - 7000 ლარი, წლიური საპროცენტო განაკვეთი 30%.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2016 წლის 22 ივლისის C-------------- საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება;
3.1.3. მოპასუხის მიერ დარღვეულია 2015 წლის 16 დეკემბრის C-------------- და 2016 წლის 22 ივლისის C-------------- საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებით დადგენილი პირობები;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სარჩელი, შესაგებელი, მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.1.4. მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ - C-------------- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე - დავალიანების ძირი თანხის - 7399.78 ლარის, სარგებლის 1000 ლარისა და ჯარიმის 73.90 ლარის ნაწილში. C-------------- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე - ძირი თანხის - 6625.27 ლარის, სარგებლის 1000 ლარისა და ჯარიმის 66.20 ლარის ნაწილში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სასამართლო სხდომის ოქმი (31.05.2019წელი);
3.1.5. 2015 წლის 16 დეკემბრის C-------------- და 2016 წლის 22 ივლისის C-------------- საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებების მე-6 თავის (სხვა პირობები) 6.4 პუნქტით განისაზღვრა დავასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბანკის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2015 წლის 16 დეკემბრის C-------------- საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება;
- 2016 წლის 22 ივლისის C-------------- საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება;
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხის მხრიდან საკრედიტო ბარათებით სარგებლობის ხელშეკრულებების პირობების არაჯეროვანი შესრულებით მოსარჩელეს მიადგა ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით. C-------------- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის ოდენობა უნდა განისაზღვროს ყოველთვიურად დავალიანების ძირი თანხის - 7399.78 ლარის წლიური 11% თორმეტი თვის განმავლობაში, რაც შეადგენს 802.83 ლარს; C-------------- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის ოდენობა უნდა განისაზღვროს ყოველთვიურად დავალიანების ძირი თანხის - 6625.27 ლარის წლიური 10% თორმეტი თვის განმავლობაში, რაც შეადგენს 653.44 ლარს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.2.2. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე მიუღებელი შემოსავლის სახით ითხოვს შეუსაბამოდ მაღალ ანაზღაურებას. ამასთან, არსებობს პრეზუმფცია, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საპროცენტო სარგებელს კრედიტის კვლავ გაცემით. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ C-------------- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყოველთვიურად დავალიანების ძირი თანხის - 7399.78 ლარის წლიური 11% თორმეტი თვის განმავლობაში, ხოლო C-------------- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე - ყოველთვიურად დავალიანების ძირი თანხის - 6625.27 ლარის წლიური 10% თორმეტი თვის განმავლობაში - იქნება გონივრული იმისათვის, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლის სახით.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 348-ე, 408-ე, 411-ე, 417-ე, 418-ე, 867-ე, 868-ე მუხლები;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეებს შორის 2015 წლის 16 დეკემბერს გაფორმდა C-------------- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება. მოქმედების ვადა განისაზღვრა 3955 კალენდარული დღით, საკრედიტო ლიმიტის მოცულობა - 8000 ლარი, წლიური საპროცენტო განაკვეთი 33%. მხარეებს შორის 2016 წლის 22 ივლისს გაფორმდა C-------------- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება. მოქმედების ვადა განისაზღვრა 3736 კალენდარული დღით, საკრედიტო ლიმიტის მოცულობა - 7000 ლარი, წლიური საპროცენტო განაკვეთი 30%. ამდენად, სადაო არ არის ის ფაქტი, რომ მხარეებს შორის წარმოშობილია საბანკო კრედიტის სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. მხარეები დადგენილი წესით შეთანხმდნენ პროცენტზე, პირგასამტეხლოსა და საკომისიოს გადახდაზე.
6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა უფლების განმკარგავი აქტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ მის სამართლებრივ შედეგთან ერთიანობაში, სარჩელის ცნობა შეუქცევადია და მას ამ ნაწილში გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოჰყვება შედეგად იმდენად, რამდენადაც სარჩელის ცნობას საფუძვლად ედება პრეზუმფცია, რომ მოპასუხე აღიარებს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას და არ აპირებს ამ მოთხოვნისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალების გამოყენებას. შესაბამისად, დასახელებული მუხლების ანალიზიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების სრულ საფუძველს.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, C-------------- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხის - 7399.78 ლარის, სარგებლის 1000 ლარისა და ჯარიმის 73.90 ლარის ნაწილში. C-------------- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის - 6625.27 ლარის, სარგებლის 1000 ლარისა და ჯარიმის 66.20 ლარის ნაწილში. ამდენად, მოპასუხე აღიარებს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას, თუმცა არ ეთანხმება მის ოდენობას. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის ძირითადი თანხისა და სარგებლის დაკისრების ნაწილში სრულად საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, გადაწყვეტილებას შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ სასამართლო იღებს არა მარტო ქონებრივი, არამედ ყველა პატივსადები ინტერესის გათვალისწინებით, ანუ სასამართლოს შეუძლია პირგასამტეხლოს სამართლიანი შემცირება. კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს ძირითადი დავალიანების თანხებთან მიმართებით სამართლიანად მიაჩნია პირგასამტეხლოს შემცირება და მათი ოდენობა C-------------- საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა განისაზღვროს 73.90 ლარით, ხოლო C-------------- საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა განისაზღვროს - 66.20 ლარით.
6.4. სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის, როგორც საბანკო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ფორმით არსებობს (სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი).
პროცენტი არის პერიოდული საზღაური კაპიტალით სარგებლობისათვის. პროცენტის მეშვეობით კრედიტორი ახდენს იმ შემოსავლის კომპენსირებას, რასაც თანხის სხვაგვარად გამოყენების შემთხვევაში მიიღებდა, ანუ ეს არის კომპენსაცია ფულადი საშუალებების დროებითი „დაკავებისათვის’’. საპროცენტო ვალდებულება დამატებითი, ანუ აქცესორული ვალდებულებაა და იგი ეფუძნება მთავარ ვალდებულებას, როგორიცაა კაპიტალთან დაკავშირებული ვალდებულება. თუ არ წარმოშობილა მთავარი ვალდებულება ანდა იგი ბათილად იქნება ცნობილი, არც საპროცენტო ვალდებულება წარმოიშობა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარე არის საბანკო დაწესებულება, რომელიც გასცემს სესხის სახით ფულად თანხას გარკვეული სარგებლის (პროცენტის) სანაცვლოდ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. 411-ე მუხლის თანახმად კი ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც.
6.5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში. სასამართლო მიუთითებს, რომ მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრივი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამდენად, მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალიწინებული. ზემოთ მოყვანილი ნორმა, სწორედ ამ მოსაზრებას განამტკიცებს. ამიტომ მიუღებელი შემოსავალიც, ისევე როგორც ზიანი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული და დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებებით. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება. ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს’’ , რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (იხ. სუსგ №ას-459-438-2015).
მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ. სუსგ, საქმე №ას-307-291-2011).
6.9. სასამართლო, ასევე აღნიშნავს, რომ ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება, განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, ყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი პროცენტის სახით.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილია, რომ მსესხებელზე გაიცა სარგებლიანი სესხი, შესაბამისად მოსარჩელის, როგორც საბანკო დაწესებულების ინტერესს წარმოადგენდა სარგებლის მიღება. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს დადგენილად, რომ მოპასუხის მიერ სარგებლიანი სესხის ხელშეკრულებების დარღვევებით მისთვის წინასწარ სავარაუდო ზიანი სახეზე გვაქვს.
სამოქალაქო კოდექსის 348-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში, რომლებსაც შემთავაზებელი იყენებს იმ ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც არ მისდევენ სამეწარმეო საქმიანობას, მიიჩნევა ბათილად შეთანხმება ზიანის ოდენობაზე მეტი თანხის მოთხოვნის შესახებ (ზიანის ანაზღაურების გადამეტებული მოთხოვნა).
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე ზიანის ანაზღაურებას ითხოვს 2015 წლის 16 დეკემბრის C-------------- საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ძირი თანხის - 7399.78 ლარის წლიური 33%-ს თორმეტი თვის განმავლობაში, რაც შეადგენს 2408.52 ლარს, ხოლო 2016 წლის 22 ივლისის C-------------- საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ყოველთვიურად დავალიანების ძირი თანხის - 6625.27 ლარის წლიური 30%-ს თორმეტი თვის განმავლობაში, რაც შეადგენს 1960.32 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბანკი ამ ნაწილში ითხოვს შეუსაბამოდ მაღალ ანაზღაურებას. მართალია, არსებობს პრეზუმფცია, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა სარგებელს კრედიტის კვლავ გაცემით, თუმცა საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ მოსარჩელეს, როგორც საბანკო დაწესებულებას, შეეძლო თუ არა მითითებული ოდენობით სარგებლის მიღება. აღნიშნულის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი გარემოებებით დგინდება მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის აუცილებელ კომპონენტთა ერთობა. შესაბამისად, არსებობს 2015 წლის 16 დეკემბრის C-------------- და 2016 წლის 22 ივლისის C-------------- საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნების ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. კერძოდ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2015 წლის 16 დეკემბრის C-------------- საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველთვიურად დავალიანების ძირი თანხის - 7399.78 ლარის წლიური 11% თორმეტი თვის განმავლობაში, რაც შეადგენს 802.83 ლარს, ხოლო 2016 წლის 22 ივლისის C-------------- საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის სახით უნდა დაეკისროს ყოველთვიურად დავალიანების ძირი თანხის - 6625.27 ლარის წლიური 10%, რაც შეადგენს 653.44 ლარს თორმეტი თვის განმავლობაში.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იყო 904.81 ლარი. აღნიშნული თანხიდან ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 თებერვლის საოქმო განჩინებით რამდენიმე სასარჩელო მოთხოვნის გახმობის გამო მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა 85.62 ლარი. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ამასთან, მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომამდე სასარჩელო მოთხოვნები ცნო ნაწილობრივ, მოპასუხე გ---------------–---ს მოსარჩელე სს ,,თ-----------ს’’ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საქმეზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 81.92 ლარის გადახდა; მოსარჩელე სს ,,-------------’’ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს საქმეზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 589.82 ლარი, ხოლო სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 147.45 ლარი, უნდა დარჩეს ბიუჯეტის შემოსავალში;
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
კონკრეტულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 49-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,თ-----------ს’’ სარჩელი მოპასუხე გ---------------–---- მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე გ---------------–---ს (პ.ნ 2----------) მოსარჩელე სს ,,თ-----------ს’’ (ს.კ 2--------) სასარგებლოდ C-------------- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების ძირი თანხის - 7399.78 ლარის, სარგებლის 4239.05 ლარისა და ჯარიმის 73.90 ლარის გადახდა;
3. მოპასუხე გ---------------–---ს (პ.ნ 2----------) მოსარჩელე სს ,,თ-----------ს’’ (ს.კ 2--------) სასარგებლოდ C-------------- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველთვიურად დავალიანების ძირი თანხის - 7399.78 ლარის წლიური 11% თორმეტი თვის განმავლობაში, რაც შეადგენს 802.83 ლარს;
4. მოპასუხე გ---------------–---ს (პ.ნ 2----------) მოსარჩელე სს ,,თ-----------ს’’ (ს.კ 2--------) სასარგებლოდ C-------------- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების ძირი თანხის - 6625.27 ლარის, სარგებლის 3270.74 ლარისა და ჯარიმის 66.20 ლარის გადახდა;
5. მოპასუხე გ---------------–---ს (პ.ნ 2----------) მოსარჩელე სს ,,თ-----------ს’’ (ს.კ 2--------) სასარგებლოდ C-------------- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველთვიურად დავალიანების ძირი თანხის - 6625.27 ლარის წლიური 10% თორმეტი თვის განმავლობაში, რაც შეადგენს 653.44 ლარს;
6. გადაწყვეტილება მიქცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;
7. მოპასუხე გ---------------–---ს (პ.ნ 2----------) მოსარჩელე სს ,,თ-----------ს’’ (ს.კ 2--------) სასარგებლოდ დაეკისროს საქმეზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 81.92 ლარის გადახდა;
8. მოსარჩელე სს ,,-------------’’ (ს.კ 2--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს საქმეზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 589.82 ლარი, რომელიც ჩარიცხულია შემდეგ კოდზე - 300193150 (საგადახდო დავალება N2, გადახდის თარიღი 2018 წლის 11 დეკემბერი, გადამხდელი სს ,,თ-----------");
9. საქმეზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 147.45 ლარი, დარჩეს ბიუჯეტის შემოსავალში;
10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
11. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ელენე ოსაძე