გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/4109-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
15 ნოემბერი 2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: ივანე ღლონტი
სხდომის მდივანი: სალომე დუდუჩავა
მოსარჩელე - მ---------–---–ი
წარმომადგენელი - ს--–----------–---
მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
წარმომადგენელი - მ---------------–---
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 25 აპრილის №9----- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
1.2. დაევალოს მოპასუხეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლის საფუძველზეც განხორციელდება მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის - 19 000 ლარის ანაზღაურება.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. დადგენილია, რომ მოსარჩელე - მ---------–---–ის მეუღლე - ა---------– ნ--------ე მუშაობდა ქ. თბილისის მ---–-----ის რაიონის შს სამმართველოს ს------------–-–--------------–--ის უფროსად.
3.1.2. ქ. თბილისის შს მთავარი სამმართველოს უფროსის 1998 წლის 31 ივლისის №4----– ბრძანებით, პოლიციის მაიორი - ა---------– ნ--------ე ამორიცხული იქნა პირადი შემადგენლობის სიიდან გარდაცვალების გამო სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით.
3.1.3. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 1998 წლის 27 ივლისს დამტკიცებული დასკვნის თანახმად, 1998 წლის 24 აპრილს, მ---–-----ის რაიონის ტერიტორიაზე ტარდებოდა ოპერატიულ-პროფილაქტიკური ღონისძიება საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევი მძღოლების გამოვლენის მიზნით. დაახლოებით 24 საათზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე განლაგებული რეიდის ჯგუფის შემოწმების შემდეგ, ა---------– ნ--------ე, საკუთარი ავტომანქანა მ---------ით, სახ. ნომრით - „T------“ გაემართა კ------ის ტერიტორიაზე განლაგებული მორიგი სარეიდო ჯგუფის შესამოწმებლად, რა დროსაც მოუვიდა ავტოსაგზაო შემთხვევა, შეეჯახა ხეს, რის შედეგადაც გარდაიცვალა.
3.1.4. მ---------–---–ი და ა---------– ნ--------ე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში.
3.1.5. 2015 წლის 13 აგვისტოს, მ---------–---–მა განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
3.1.6. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურების კომისიის 2015 წლის 8 სექტემბრის №1--- გადაწყვეტილებით მ---------–---–ს უარი ეთქვა სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე - ა---------– ნ--------ის (დ---------------–-) სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას (,,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 მუხლი) დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადასტურება/დადგენაზე.
3.1.7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2015 წლის 13 ოქტომბრის №2------ წერილით მ---------–---–ს, 2015 წლის 13 აგვისტოს №1------ განცხადების პასუხად ეცნობა, რომ ა---------– ნ--------ის გარდაცვალების ფაქტი არ ექცეოდა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტის მოქმედების ფარგლებში, შესაბამისად, შს სამინისტრო მოკლებული იყო „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „სახელმწიფო კომპენსაციის“ დასანიშნად ცნობის გაცემის შესაძლებლობას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით მ---------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 1998 წლის 27 ივლისის დასკვნა (ს.ფ. 14-16);
- „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურების კომისიის 2015 წლის 8 სექტემბრის №1--- გადაწყვეტილება (ს.ფ. 18-19);
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2015 წლის 13 ოქტომბრის №2------ წერილი (ს.ფ. 17).
3.1.8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივლისის №3ბ/7----- გადაწყვეტილებით, მ---------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ---------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურების კომისიის 2015 წლის 8 სექტემბრის №1--- გადაწყვეტილება; საქართველოს შინაგან საქმეთა საინისტროს დაევალა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მ---------–---–ს დაუდასტურდება მისი მეუღლის - ა---------– ნ--------ის (დ--------------–-) გარდაცლვალება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას (,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტი) სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ო” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივლისის №3ბ/7----- გადაწყვეტილება (ს.ფ. 20-32).
3.1.9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 6 დეკემბრის №ბს-6------ (კ-16) განჩინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და შესაბამისად უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 6 დეკემბრის №ბს-6------ (კ-16) განჩინება (ს.ფ. 33-34).
3.1.10. 2017 წლის 21 თებერვალს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მ---------–---–ის სახელზე გაიცა №4----- ცნობა მასზედ, რომ მისი მეუღლე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე - ა---------– ნ--------ე (დ--------------–-) გარდაცვლილია „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. ცნობა გაცემული იქნა სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენად, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 221 მუხლით გათვალისწინებული ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო კომპენსაციის დასანიშნად.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 21 თებერვლის №4----- ცნობა (ს.ფ. 35).
3.1.11. 2017 წლის 4 აპრილს, მ---------–---–მა განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა მიუღებელი კომპენსაციის გაცემა, რომლის ჯამური ოდენობა 2015 წლის 3 ივლისიდან 2017 წლის 21 თებერვლამდე შეადგენდა - 19 000 ლარს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 25 აპრილის №9----- წერილით მ---------–---–ს განცხადების პასუხად ეცნობა, რომ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურების კომისიამ ერთჯერადად მიიღო გადაწყვეტილება განმცხადებლის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით გაბათილებულ იქნა. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად გაიცა 2017 წლის 21 თებერვლის №4----- ცნობა. აღნიშნული ცნობის მიხედვით განმცხადებელზე გაცემული იქნა კანონმდებლობით გათვალისწინებული ფულადი თანხა. რაც შეეხებოდა მოთხოვნას, წინა პერიოდის თანხის გაცემის შესახებ, ეცნობა, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომპენტენტური ორგანოს მიერ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კომპენსაცია/ სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, რაც განხორციელებული იქნა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2017 წლის 4 აპრილის განცხადება (ს.ფ. 36-38).
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 25 აპრილის №9----- წერილი (ს.ფ. 39-40).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მ---------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 25 აპრილის №9----- წერილი შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. ამრიგად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელე - მ---------–---–ის მოთხოვნა, დაევალოს მოპასუხეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლის საფუძველზეც განხორციელდება მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის - 19 000 ლარის ანაზღაურება.
6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის (შემდგომში - კომპენსაცია) და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.
ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღის (1991 წლის 9 აპრილი) შემდეგ, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს, გარდა ამ პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხოლო ამავე კანონის 221-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ-ო“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებს კომპენსაცია დაენიშნებათ ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში.
მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივლისის №3ბ/7----- გადაწყვეტილებით, რომელიც უცვლელად იქნა დატოვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ და შესულია კანონიერ ძალაში, უკანონოდ იქნა ცნობილი ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახეოლმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურების კომისიის 2015 წლის 8 სექტემბრის №1--- გადაწყვეტილება, რომლითაც მ---------–---–ს უარი ეთქვა ,,სახელმწიფო კომპენსციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ო" ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე - ა---------– ნ--------ის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას („პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტი) დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადასტურებაზე/დადგენაზე და საქართველოს შინაგან საქმეთა საინისტროს დაევალა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მ---------–---–ს დაუდასტურდებოდა მისი მეუღლის - ა---------– ნ--------ის (დ--------------–-) გარდაცვალება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას (,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტი) სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ო” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით.
აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, 2017 წლის 21 თებერვალს, მ---------–---–ის სახელზე გაიცა №4----- ცნობა მასზედ, რომ მისი მეუღლე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე - ა---------– ნ--------ე (დ--------------–-) გარდაცვლილი იქნა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. ცნობა გაცემული იქნა სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენად, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 221 მუხლით გათვალისწინებული ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო კომპენსაციის დასანიშნად.
შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებით და თავად მოპასუხე მხარის მიერ გაცემული აქტით დადასტურებულია მოსარჩელის მეუღლის გარდაცვალების ფაქტი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტის მიხედვით. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით კი მხარეს დაენიშნა კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 221 მუხლის შესაბამისად.
დადგენილია, რომ 2017 წლის 4 აპრილს მ---------–---–მა განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა მიუღებელი კომპენსაციის გაცემა, რომლის ჯამური ოდენობა 2015 წლის 3 ივლისიდან 2017 წლის 21 თებერვლამდე შეადგენდა - 19 000 ლარს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 25 აპრილის №9----- წერილით, მ---------–---–ს, წინა პერიოდის თანხის გაცემის შესახებ ეცნობა, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომპენტენტური ორგანოს მიერ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, რაც განხორციელებული იქნა.
6.3. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან, ხოლო სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა პირის სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ წესს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-209-ე მუხლები. კერძოდ, მითითებული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილი ცალსახად განსაზღვრავს, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მხარის მიერ, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი უფლების რეალიზაცია განახორციელდა 2015 წლის 13 აგვისტოს, მის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის №1------ განცხადებით მიმართვით „სახელმწიფო კომპენსაციის“ დასანიშნად ცნობის გაცემის მოთხოვნისას, ხოლო აღნიშნული კომპენსაციის მიღების უფლებით სარგებლობა შეზღუდული იქნა მოპასუხის ბრალეული ქმედებით, კერძოდ, უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით, რაც დადასტურებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით.
სასამართლო განმარტავს, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ უკანონოდ იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურების კომისიის 2015 წლის 8 სექტემბრის №1--- გადაწყვეტილება, რომლითაც მ---------–---–ს უარი ეთქვა სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე - ა---------– ნ--------ის (დ---------------–-) სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას (,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 მუხლი) დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადასტურება/დადგენაზე, აღნიშნული ქმედების გამო მ---------–---–მა ვერ შეძლო მისთვის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული კომპენსაციის აღნიშნულ პერიოდში (,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა 2015 წლის 3 ივლისს და ამ პერიოდიდან იყო უფლებამოსილი მოსარჩელე მიეღო შესაბამისი კომპენსაცია) მიღება.
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 221-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომპენსაციის მიმღებ პირებზე გასაცემი კომპენსაციის ოდენობა 2014 წელს შეადგენდა - 500 ლარს, ხოლო 2015 წლიდან − 1 000 ლარს.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის მიუღებელი კომპენსაციის დაკისრებასთან დაკავშირებით საფუძვლიანია და შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა დაევალოს მ---------–---–ის სასარგებლოდ, 2015 წლის 3 ივლისიდან 2017 წლის 21 თებერვლამდე პერიოდში მიუღებელი სახელმწიფო კომეპენსაციის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რაც ჯამში შეადგენს - 19 000 ლარს.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 25 აპრილის №9----- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უკანონოა და იგი ბათილად უნდა იქნას ცნობილი. ამასთან, ამგვარი უარი პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის ინტერესს და შესაბამისად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის შესაბამისად განხორციელდება მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის - 19 000 ლარის ანაზღაურება.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
ამავე კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
დადგენილია, რომ მოსარჩელემ, სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი - ჯამში 200 ლარი (ს.ფ. 42; 44). იმის გათვალისწინებით, რომ ასეთ პირობებში მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, ჯამში - 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-23-ე, 32-33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ---------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 25 აპრილის №9----- ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
3. დაევალოს მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელე მ---------–---–ისათვის მიყენებული ზიანის - 19 000 ლარის ანაზღაურების შესახებ.
4. მოსარჩელეს დაუბრუნდეს 2017 წლის 8 ივნისს, სს „თ----------ში“ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, ჯამში - 200 (ორასი) ლარი (საკრედიტო საგადახდო დ----–------, ხაზინის ერთიანი ანგარიშის რეკვიზიტები: ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი – 300773150).
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.
მოსამართლე: ივ. ღლონტი