გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N200210017001933644
საქმე N2/318-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30 მაისი, 2019 წელი ქ.თელავი
თელავის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - ნინო ჩახნაშვილი
სხდომის მდივანი - თამარ ბერძენაშვილი
მოსარჩელე – სს ,,ს----------–---------’’ წარმომადგენელი – ი-----–------–--- მოპასუხეები – ზ--------------–-ძე, მ---------------–---–ი წარმომადგენელი - ბ-------------–--–---–ი დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ზ--------------–-ძეს და მ---------------–---–ს სს ,,ს----------–---------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროთ №2243005 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა 74 484.33 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 43750 ლარი, პროცენტი 19849.31 ლარი და პირგასამტეხლო 10 885.02 ლარი.
1.2. სს ,,ს----------–---------ს’’ მიმართ არსებული ფულადი ვალდებულების გადახდევინება განხორციელდეს ზ--------------–-ძის საკუთრებაში კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე თელავი, სოფელი ვ-----, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 53.01.41.0-- და უძრავი ქონების მდებარე თელავი, სოფელი ვ-----, საკადასტრო კოდი 53.01.41.0-- რეალიზაციის გზით. იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნული ქონების რეალიზაციის გზით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების სრულად დასაფარად, აღსრულება მიექცეს მოპასუხეთა სხვა ქონებებზე.
1.3. მოპასუხე მხარეს დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა (დაზუსტებული სასარჩლო მოთხოვნა).
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
2011 წლის 26 აპრილს სს ,,ს----------–----------’’ და ზ--------------–-ძეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება №009901, რომლითაც მსესხებელზე გამოიყო საკრედიტო ლიმიტი 500.000 აშშ დოლარის ოდენობით ან მისი ექვივალენტი ლარში ოდენობით.
ზემოაღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2014 წლის 27 ოქტომბერს გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება №2243005, რომლითაც ზ--------------–---ზე გაიცა კრედიტი 43 750 ლარის ოდენობით, 38 თვის ვადით, წლიური 18%-იანი საპროცენტო განაკვეთით. პირგასამტეხლო გათვალისწინებული იქნა 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებებზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად, რომელიც დარღვეული იქნა მსესხებლის მიერ.
საკრედიტო უზრუნველყოფის მიზნით გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება ერთი მხრივ ბანკს და მეორეს მხრივ მ---------------–---–ს შორის, რომლის თანახმადაც თავდები იღებს ვალდებულებას, სოლიდარული თავდებობით უზრუნველყოს ბანკსა და მსესხებლებს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები.
გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებების და მისგან გამომდინარე საკრედიტო ხელშეკრულებების უზრუნველსაყოფად გაფორმებული იქნა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა: ზ--------------–-ძის (პ/ნ 2----------) კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე თელავი, სოფელი ვ-----, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 53.01.41.0--. ასევე ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმებული იქნა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა: ზ--------------–-ძის (პ/ნ 2----------) კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე თელავი, სოფელი ვ-----, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 53.01.41.0--. იპოთეკის ხელშეკრულების 11.3 და 8.4 პუნქტების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ რეალიზაციის გზით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების სრულად დასაფარად, აღსრულება მიექცევა მოვალის სხვა ქონებაზე. მოპასუხეებს გაეგზავნათ გაფრთხილების წერილები და მიეცათ ვადა ვალდებულების შესასრულებლად, თუმცა უშედეგოდ.
დღევანდელი მდგომარეობით მოპასუხეთა დავალიანება გამომდინარე №2243005 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 74 484.33 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 43750 ლარი, პროცენტი 19849.31 ლარი და პირგასამტეხლო 10 885.02 ლარი. სესხი ვადაგადაცილებაშია 16/11/2015 წლიდან.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი სცნეს ნაწილობრივ, კერძოდ, ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის და სარგებლის ნაწილში, ხოლო რაც შეეხება პირგასამტეხლოს, მიიჩნევს, რომ იგი შეუსაბამოდ მაღალია, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, სხვა უძრავ-მოძრავი ქონების რეალიზაცია დაკისრება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა ზ--------------–-ძის უძრავის ქონების მდებარე თელავი, სოფელი ვ-----, საკადასტრო კოდი 53.01.41.0-- რეალიზაციის თაობაზე არის ხანდაზმული (იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2011 წლის 26 აპრილს სს ,,ს----------–----------’’ და ზ--------------–-ძეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება №009901, რომლითაც მსესხებელზე გამოიყო საკრედიტო ლიმიტი 500.000 აშშ დოლარის ოდენობით ან მისი ექვივალენტი ლარში ოდენობით. ზემოაღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2014 წლის 27 ოქტომბერს გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება №2243005, რომლითაც ზ--------------–---ზე გაიცა კრედიტი 43 750 ლარის ოდენობით, 38 თვის ვადით, წლიური 18%-იანი საპროცენტო განაკვეთით. პირგასამტეხლო გათვალისწინებული იქნა 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებებზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2011 წლის 26 აპრილის საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება N009901 (ს.ფ. 17-24);
- 2014 წლის 27 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულება N009901-2243005 (ს.ფ. 25-26);
- კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 27);
3.1.2. საკრედიტო უზრუნველყოფის მიზნით გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება ერთი მხრივ ბანკს და მეორეს მხრივ მ---------------–---–ს შორის, რომლის თანახმადაც თავდები იღებს ვალდებულებას, სოლიდარული თავდებობით უზრუნველყოს ბანკსა და მსესხებლებს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სოლიდარულ თავდებობის შესახებ განცხადება (ს.ფ. 28);
- სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება N009901-2243005 (ს.ფ. 29-33)
3.1.3. ხელშეკრულებების უზრუნველსაყოფად გაფორმებული იქნა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა: ზ--------------–-ძის (პ/ნ 2----------) კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე თელავი, სოფელი ვ-----, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 53.01.41.0--.
ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმებული იქნა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა: ზ--------------–-ძის (პ/ნ 2----------) კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე თელავი, სოფელი ვ-----, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 53.01.41.0--.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2011 წლის 28 ოქტომბრის იპოთეკის ხელშეკრულება N009901-ბ (ს.ფ. 34-39);
- 2013 წლის 24 სექტემბრის იპოთეკის ხელშეკრულება N009901-01 (ს.ფ. 109-115);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 40-41; 116);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დღევანდელი მდგომარეობით მოპასუხეთა დავალიანება გამომდინარე №2243005 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 74 484.33 ლარს, საიდანა ძირი თანხაა 43750 ლარი, პროცენტი 19849.31 ლარი და პირგასამტეხლო 10 885.02 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2011 წლის 26 აპრილის საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება N009901 (ს.ფ. 17-24);
- 2014 წლის 27 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულება N009901-2243005 (ს.ფ. 25-26);
- კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 27);
- ინფორმაცია სს ,,ს----------–---------ს’’ წინაშე არსებული ფინანსური ვალდებულებების შესახებ (ს.ფ. 50);
3.2.2. მოპასუხეებს გაეგზავნათ გაფრთხილების წერილები და მიეცათ ვადა ვალდებულების შესასრულებლად, თუმცა უშედეგოდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სს ,,ს----------–---------ს’’ მიერ გაგზავნილი გამაფრთხილებელი წერილები;
3.2.3. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მსესხებლის მიერ დარღვეულია სესხით ხელშეკრულებით შეთანხმებული გრაფიკი და ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც აძლევს კრედიტორს სესხის ძირ თანხის, სარგებლის და პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.
- სს თიბისი ბანკის მიერ გაგზავნილი გამაფრთხილებელი წერილი (ს.ფ. 48);
წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ საკრედიტო ხელშეკრულება გაფორმდა სს ,,ს---------–-----------’ და ზ--------------–-ძეს შორის.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მსესხებლის მიერ დარღვეულია სესხით ხელშეკრულებით შეთანხმებული გრაფიკი და ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც აძლევს კრედიტორს სესხის ძირ თანხის, სარგებლის და პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მხარის ვალდებულებას მის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებების დადასტურება უზრუნველყოს შესაბამისი მტკიცებულებებით.
მხარეთა მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრისა და შეჯიბრობითობის პრინციპის გათვალისწინებით, მოსარჩელეს ეკისრება მის მიერ მითითებული ფაქტების მტკიცების ტვირთი, ხოლო მოპასუხეს ეკისრება მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გაქარწყლების მოვალეობა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტების საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ჩათვლა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სს ,,ს----------–---------ს’’ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა არსებობის გამო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 625-ე, 327-ე, 873-ე, 867-ე, 868-ე, 400, 891-ე, 892-ე, 463-464-ე, 895-ე, 403-ე, 394-ე, 408-ე, 411-ე, 412-ე, 417-ე, 115-ე, 420-ე, 286-ე, 301-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სსკ 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
ამდენად, კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მსესხებლების მიერ დარღვეული იქნა საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ გადაცილებული იქნა სესხის დაფარვის ვადები. დადგენილია, რომ მოსარჩელემ მსესხებლებს გაუგზავნა გაფრთხილების წერილები.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველია, 2011 წლის 26 აპრილს სს ,,ს----------–----------’’ და ზ--------------–-ძეს შორის გაფორმებული საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება №009901, რომლითაც მსესხებელზე გამოიყო საკრედიტო ლიმიტი 500.000 აშშ დოლარის ოდენობით ან მისი ექვივალენტი ლარში ოდენობით. ზემოაღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2014 წლის 27 ოქტომბერს გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება №2243005, რომლითაც ზ--------------–---ზე გაიცა კრედიტი 43 750 ლარის ოდენობით, 38 თვის ვადით, წლიური 18%-იანი საპროცენტო განაკვეთით. პირგასამტეხლო გათვალისწინებული იქნა 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ამდენად, მითითებული ხელშეკრულებები წარმოადგენს მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელ საფუძველს, რომლის პირობების დარღვევა იწვევს მხარეთა პასუხისმგებლობას.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868.1 მუხლის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2011 წლის 26 აპრილს გაფორმებული საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულების N009901 საფუძელზე მსესხებელზე გამოიყო საკრედიტო ლიმიტი 500.000 აშშ დოლარის ოდენობით ან მისი ექვივალენტური ლარში ოდენობით და აღნიშნულიდან გამომდინარე, 2014 წლის 27 ოქტომბერს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების N009901-2243005 საფუძველზე, ბანკმა გასცა მსესხებელზე სესხი 43750 ლარის ოდენობით, 38 თვის ვადით, წლიური 18%-იანი საპროცენტო განაკვეთით.
სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო-სამართლებრივი ურთიერთობა ეფუძნება მხარეთა მიერ ნამდვილი ნების გამოვლენის შედეგად მათთვის სასურველი უფლება-მოვალეობების წარმოშობას. სახელშეკრულებო სამართალში მოქმედებს მხარეთა ნების ავტონომია, რომლის ფარგლებში შესაძლებელია ხელშეკრულების იმგვარ პირობებზე შეთანხმება, რომლებიც ოპტიმალურად მისაღებია გარიგების ყველა მონაწილისათვის. ხელშეკრულებაზე ხელისმოწერით მხარეები ადასტურებენ იმ სამართლებრივი შედეგების მიღების სურვილსა და მზაობას, რაც ხელშეკრულებით გაითვალისწინეს.
ამდენად, როგორც პროცენტზე შეთანხმება მხარეთა შორის მოხდა ხელშეკრულებების საფუძველზე, შესაბამისად, პროცენტის მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა, საფუძვლიანია და ამ ნაწილშიც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
მოპასუხე მხარის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, რაც მისთვის როგორც ძირი თანხის, ასევე მასზე დარიცხული პროცენტის დაკისრების საფუძველია.
6.3. საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობას არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხები, ხოლო რაც შეეხება მსესხებლის და თავდების მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
6.4. სს ,,ს----------–---------’’ ითხოვს დავალიანების სოლიდარულად დაკისრებას თავდებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. იმავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ფორმა და მოთხოვნები დაცულია და თავდებობის ხელშეკრულებაში გარკვევითაა აღნიშნული თავდების პასუხიმგებლობის მოცულობა. თავდებობის შესახებ ხელშეკრულებებში დეტალურად არის მითითებული თავდებობის ყველა არსებითი პირობა (სკ-ის 327-ე მუხლი), რის გამოც თავდებობა ნამდვილია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-464-ე მუხლების შესაბამისად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
განსახილველ შემთხვევაში, ზ--------------–-ძესთან ერთად მ---------------–---–ის ვალდებულება სს ,,ს----------–---------ს’’ წინაშე წარმოშობილია თავდებობის გარიგების საფუძველზე.
მსესხებელმა დაარღვია სესხის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში სესხის თანხა და შეთანხმებული პროცენტი არ გადაიხადა.
დადგენილია, რომ მოპასუხე მ---------------–---–მა თავდებობის ხელშეკრულებით იკისრა სოლიდარული ვალდებულება საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაზე აღებული სესხის ძირითადი თანხის, მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადასახდელებზე და დარიცხული პირგასამტეხლოს ჩათვლით. თავდებობის ხელშეკრულების თანახმად, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 87500 ლარი ან ექვივალენტი სხვა ვალუტაში ბანკში დადგენილი კომერციული კურსით.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ---------------–---–ს ეკისრება სოლიდარული პასუხისმგებლობა მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის. ამასთან, პასუხისმგებლობა უნდა გავრცელდეს დავალიანების სრულ თანხაზე.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის არსებობს წერილობითი შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, 2014 წლის 27 ოქტომბერს გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება №2243005, რომლითაც ზ--------------–---ზე გაიცა კრედიტი 43 750 ლარის ოდენობით, 38 თვის ვადით, წლიური 18%-იანი საპროცენტო განაკვეთით. პირგასამტეხლო გათვალისწინებული იქნა 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.
პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ზემოაღნიშნული ნორმა პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
განსახილველ შემთხვევაში, 2014 წლის 27 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 0.5%-ით, რაც წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას, უნდა შემცირდეს და პირგასამტეხლო 2014 წლის 27 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა დაეკისროს დავალიანების ძირ თანხაზე 1000 ლარის გადახდა.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
ამდენად, იპოთეკა, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთი საშუალება, წარმოადგენს მყარ გარანტიას, რომელიც ეძლევა კრედიტორს სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება იპოთეკით დატვირთული ნივთიდან იმ შემთხვევაში, როცა მოვალე არ, ან ვერ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას.
დადგენილია, რომ გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებების და მისგან გამომდინარე საკრედიტო ხელშეკრულებების უზრუნველსაყოფად გაფორმებული იქნა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა: ზ--------------–-ძის (პ/ნ 2----------) კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე თელავი, სოფელი ვ-----, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 53.01.41.0-- და უძრავი ქონება მდებარე თელავი, სოფელი ვ-----, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 53.01.41.0--.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მსესხებელმა, ვერ შეძლო არ შეასრულა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს ,,ს----------–---------ს’’ წინაშე ნაკისრი ვალდებულება. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებების რეალიზაციის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მეორე ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ მხარეები წერილობით შეთანხმდნენ ვალდებულების დასაფარავად იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში, დარჩენილი ნაშთის დაფარვის წესზე, რის გამოც აღნიშნული საკითხი უნდა გადაწყდეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს ბანკის მიმართ არსებულ დავალიანებას დაკისრებული თანხის გადახდევინება უნდა განხორციელდეს ზ--------------–-ძის და მ---------------–---–ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.
რაც შეეხება მოპასუხე მხარის განმარტებას 2013 წლის 24 სექტემბრის იპოთეკის ხელშეკრულების №009901-01 ხანდაზმულობის თაობაზე, სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელი სასამართლოში შემოსულია კანონით განსაზღვრული ვადის დაცვით.
7.1. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 2234.53 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე მხარემ მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, შესაბამისად მოპასუხე მხარე უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მის მიერ აღიარებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში და მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან 1907.98 ლარის ოდენობით. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 30 ლარის ოდენობით, სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად. ამასთან, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში სრულად არ დაკმაყოფილდა ამ ნაწილში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა - უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები;
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სს ,,ს----------–---------ს’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხე ზ--------------–-ძეს და მ---------------–---–ს სს ,,ს----------–---------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროთ №2243005 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა 64599.31 ლარის გადახდა, საიდანა ძირი თანხაა 43750 ლარი, პროცენტი 19849.31 ლარი და პირგასამტეხლო 1000 ლარი.
1.2. დავალიანების დასაფარად, სარეალიზაციოდ მიექცეს სესხის უზრუნველსაყოფად ზ--------------–-ძის კუთვნილი უძრავი ქონება: მდებარე თელავი, სოფელი ვ-----, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 53.01.41.0-- და თელავი, სოფელი ვ-----, საკადასტრო კოდი 53.01.41.0--. იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნული ქონების რეალიზაციის გზით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების სრულად დასაფარად, აღსრულება მიექცეს მოპასუხეთა სხვა ქონებებზე.
2. მოპასუხეებს სს ,,ს----------–---------ს” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის თანხა - 30 ლარი.
3. სს ,,ს----------–---------” დაუბრუნდეს 05/05/2017 წელს სს ,,ს----------–--------–-’’ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 1907.98 ლარი, (საკრედიტო საგადახდო დავალება №2195), რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინაში შემდეგ რეკვიზიტებზე - ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300853150. სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ნინო ჩახნაშვილი