გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.06.2019
საქმის ნომერი
281210919003023149
კატეგორია
დავის ტიპი
ლიზინგი, ფრენშაიზინგი
თარიღი
05.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №281210919003023149 (2/36-19)

ბრძანება

საქართველოს სახელით

ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის

საგნის დაბრუნების შესახებ

05.06.2019 წ. ქ. ზუგდიდი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს

მაგისტრატი მოსამართლე ირაკლი აბშილავა

განმცხადებელი სს ,,თ-------–-------"

წარმომადგენელი თ---------------–--

მოპასუხე ჯ--------------

მოთხოვნა - ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნება

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

სს ,,თ-------–-------’’ ითხოვს მოპასუხე ჯ--------------ს მიმართ ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ ბრძანების მიღებას.

განმცხადებელი მიუთითებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

29.12.2017 წ სს,,თ-------–------სა" და ჯ--------------ს შორის დაიდო ფინანსური ავთო ლიზინგის ხელშეკრულება №L------

ლიზინგის საგანია ავტოსატრანსპორტო საშუალება-კატეგორია: სედანი, მწარმოებელი: B--- მოდელი 5-- I, გამოშვების წელი 2---, ვინ კოდი: W----------------- სახელმწიფო ნომერი G------

დასაბრუნებელი ლიზინგის საგნის ამჟამინდელი სავარაუდო ღირებულება შეადგენს 3.840 აშშ დოლარს.მოპასუხის ვადაგადაცილებული დავალიანება კი დღეის მდგომარეობით შეადგენს 1.737,09 ლარს

ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 36 თვით. ლიზინგის თანხა უნდა დაფარულიყო ყოველთვიური 470.36 ლარის გადახდით, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.

ჯ--------------ს მიერ არ სრულდება ლიზინგის ხელშეკრულებების პირობები, არ დაუფარავს ლიზინგით გათვალისწინებული თანხა. დაირღვა მხარეთა შორის შეთანხმებული გრაფიკი.

ლიზინგის მიმღებს გაეგზავნა წერილობითი შეტყობინებები დავალიანების შესახებ და განესაზღვრა დამატებითი ვადა მის შესასრულებლად, თუმცა უშედეგოდ.

განმცხადებელს გაღებული აქვს საპროცესო ხარჯები კერძოდ, გადახდილია სახ. ბაჟი 160.20 ლარი.

სს ,,თ-------–-------’’ ითხოვს სასამართლომ გამოსცეს ბრძანება ჯ--------------ს მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების- კატეგორია: სედანი, მწარმოებელი: B--- მოდელი 5-- I, გამოშვების წელი 2---, ვინ კოდი: W----------------- სახელმწიფო ნომერი G------ დაბრუნების შესახებ

განსახილველ განცხადებას მოთხოვნის უფლების არსებობისა და მისი დასაბუთებულების დასადასტურებლად თან ერთვის შემდეგი მტკიცებულებები: ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება, ცნობა დავალიანების შესახებ, ლიზინგის საგნის ნასყიდობის ხელშეკრულება, სარეგისტრაციო მოწმობა, პასპორტის ასლი, ამონაწერი რეესტრიდან, სს ,,თ-------–-------ს” მიერ გაცემული მინდობილობა, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3091-3097-ე მუხლების საფუძველზე, განიხილა სს ,,თ-------–-------ს'' განცხადება და თანდართული საბუთები და მიაჩნია, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ლიზინგის ხელშეკრულებით, ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს გადასცეს სარგებლობაში განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით. ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 5805-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ლიზინგის გამცემს შეუძლია მოშალოს ლიზინგის ხელშეკრულება, თუ ლიზინგის მიმღები არსებითად არღვევს თავის ვალდებულებებს. ამავე კოდექსის 5806-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე ლიზინგის ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისას ლიზინგის გამცემს უფლება აქვს, ქონება დაიბრუნოს მფლობელობაში და განკარგოს იგი.

სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი განცხადება აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3092-ე მუხლის მოთხოვნებს, სახეზეა წამოყენებული მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებები და არსებობს განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 3091-3097-ე მუხლებით

ბ რ ძ ა ნ ე ბ ს:

 

1.სს ,,თ-------–-------ს’ განცხადება დაკმაყოფილდეს.

 

2. სს ,,თ-------–------ს"” (ს/ნ 2-------0) დაუბრუნდეს ლიზინგის საგანი - ავტოსატრანსპორტო საშუალება - კატეგორია: სედანი, მწარმოებელი: B--- მოდელი 5-- I, გამოშვების წელი 2---, ვინ კოდი: W----------------- სახელმწიფო ნომერი G------

 

3. ბრძანება აღსრულდეს დაუყოვნებლივ, რისთვისაც გაიცეს სააღსრულებო ფურცელი.

 

4.ჯ--------------ს სს ,,თ-------–-------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 160.20 ლარის გადახდა.

 

5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, მისი ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში კერძო საჩივრის შეტანის გზით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის (დაბა ჩხოროწყუ გობეჩიას N1) მეშვეობით.

 

მოსამართლე ირაკლი აბშილავა