გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/14119-18
160210019002798809
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27 მაისი, 2019 წ. ქ. ბოლნისი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნინო თარაშვილი
სხდომის მდივანი ცაცა ებრალიძე
მოსარჩელე - ბი---- მუ----ი
მოსარჩელის წარმომადგენელი - ნა---ა ბე----ე
მოპასუხეები - სსიპ მა-------–-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ბა------ის საჯარო სკოლა, სსიპ მა-------–-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ბა------ის საჯარო სკოლის დისციპლინური კომიტეტი
მოპასუხის წარმომადგენლები - მ--- ბუ------–---–ი, ხა---–ე შა-----ა
თარჯიმანი - ნა--–- იბრაგიმოვა
დავის საგანი - სსიპ მა-------–-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ბა------ის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 30.11.2018 წლის №37 ბრძანების ბათილად ცნობა, სსიპ მა-------–-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ბა------ის საჯარო სკოლის დისციპლინური კომიტეტის 26.11.2018 წლის სხდომის ოქმის №1 ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული)
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ მა-------–-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ბა------ის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 30.11.2018 წლის №37 ბრძანება ბი---- მუ----ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ მა-------–-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ბა------ის საჯარო სკოლის დისციპლინური კომიტეტის 26.11.2018 წლის სხდომის ოქმი №1;
1.3. დაევალოს სსიპ მა-------–-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ბა------ის საჯარო სკოლას ბი---- მუ----ის სამსახურში აღდგენა სპორტის მასწავლებლის თანამდებობაზე;
1.4. დაევალოს სსიპ მა-------–-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ბა------ის საჯარო სკოლას აუნაზღაუროს ბი---- მუ----ს განაცდური ხელფასი გათავისუფლების დღიდან, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, ყოველთვიურად 189.41 ლარის ოდენობით (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე).
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ბი---- მუ----ი ქ. მა-------–-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ბა------ის საჯარო სკოლაში პედაგოგად მუშაობდა 16.09.2016 წლიდან გათავისუფლებამდე, 30.11.2018 წლამდე.
თავდაპირველად სარჩელში მოსარჩელის მიერ აღნიშნულ იქნა, რომ სადავო ბრძანების საფუძვლად გამხდარი ფაქტი - ბი---- მუ----ის მხრიდან, ფიზიკურ შეხებას ქა--- ქე---–---ისადმი ადგილი არ ჰქონია, თუმცა შემდეგ მან დააზუსტა აღნიშნული და განმარტა, რომ 2018 წლის 15 ნოემბერს სპორტის გაკვეთილის მიმდინარეობისას მე-6 კლასის მოსწავლე ქა--- ქე---–---ი უარს ამბობდა კლასში შესვლაზე, თუმცა, ბი---- მუ----მა მას ხელით მოუწოდა კლასში შესვლის შესახებ, რა დროსაც მის მიერ კლასში შემოსვლის მოწოდებისთვის სხეულით ჟესტიკულირებისას მომართული ხელი, უნებლიედ მოხვდა ქა--- ქე---–---ს.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ქა--- ქე---–---მა დაიწყო ტირილი, თუმცა მან იგი დაამშვიდა, რის შემდეგაც ქ.ქე---–---ი ჩვეულებისამებრ აქტიურად ჩაერთო სპორტის გაკვეთილის მიმდინარეობაში. მოგვიანებით მისთვის ცნობილი გახდა რომ ამ ფაქტის ირგვლივ ჩატარებულიყო დისციპლინური წარმოება, რომლის შესახებაც იგი არ ყოფილა ინფორმირებული და არ მიეცა სხდომაზე საკუთარი პოზიციის და ქა--- ქე---–---ისთვის განზრახ ზიანის მიყენების უარმყოფელი მტკიცებულებების წარმოჩენის შესაძლებლობა. ამასთან, მან ამ ინციდენტის თაობაზე ისაუბრა ქა--- ქე---–---ის მამასთან ახ-–--ან ქე---–---თან, რომელმაც დაადასტურა, რომ ბი---- მუ----ს მისი შვილისთვის ზიანი არ მიუყენებია, ქა--- ქე---–---ი არის ცელქი და მგრძნობიარე მოსწავლე და იგი ყოველთვის არასათანადო ქცევით გამოირჩევა.
მოსარჩელე მიუთითებს რომ დისციპლინური წარმოების მიზნით გამართული სხდომა ჩატარდა არსებითი დარღვევებით, გაურკვეველია თუ ვინ შეადგინა დისციპლინური წარმოების სხდომის ოქმი და ვინ ახორციელებდა თარგმანს.
მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის ფიზიკური შეურაცხყოფის არსებობის ფაქტს და ამტკიცებს, რომ აღნიშნულს ადგილი არ ჰქონია. ყოველივე ზემოაღნიშნულ გარემოებაზე მითითებით მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ გათავისუფლების შესახებ სკოლის დირექტორის ბრძანებაც და დისციპლინური კომიტეტის სხდომის ოქმიც არის უკანონო და დაუსაბუთებელი და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. ასევე მოსარჩელე უნდა აღდგეს მის თანამდებობაზე და აუნაზღაურდეს განაცდური ხელფასი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე სსიპ მა-------–-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ბა------ის საჯარო სკოლის და დისციპლინური კომიტეტის წარმომადგენლებმა არ ცნეს სარჩელი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.
მოპასუხემ განმარტა, რომ ბი---- მუ----ის სამსახურიდან გათავისუფლება განხორციელდა სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებული პროცედურების და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის დაცვით. მას შემდეგ რაც სკოლის დირექტორის ხა---–ე შა-----ასთავის ცნობილი გახდა, მასწავლებლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტის შესახებ, მან ,,მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის №167/ნ ბრძანების მე-5 მუხლის შესაბამისად, №1 წარდგინებით მიმართ სკოლის დისციპლინურ კომიტეტს და მოითხოვა აღნიშნული კომიტეტის მიერ ბი---- მუ----ის მხრიდან შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ფაქტის განხილვა. დისციპლინურმა კომიტეტმა №1 სხდომის ოქმით დაადასტურა ბი---- მუ----ის მიერ მე-7 კლასის მოსწავლე ქა--- ქე---–---ისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი და აღნიშნული ოქმით დაადგინა, რომ სსიპ მა-------–-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ბა------ის საჯაროს სკოლის სპორტის მასწავლებელს ბი---- მუ----ს მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის სახდელის სა--თ დაკისრებოდა სამსახურიდან გათავისუფლება, რის საფუძველზე სკოლის დირექტორმა გამოსცა ბრძანება №37 ბი---- მუ----ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.
მოპასუხეთა მტკიცებით, 2018 წლის 26 ნოემბერს ჩატარებული სკოლის დისციპლინური კომიტეტის მიერ დისციპლინური დევნა განხორციელდა ჯეროვნად და სამართლიანი პროცედურებით. სკოლის შინაგანაწესის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველია დისციპლინური გადაცდომის ფაქტის აღმოჩენა ან სხვა გარემოება რომელიც ეჭვს იწვევს, რომ ადგილი აქვს გადაცდომის ფაქტს. შინაგანაწესის 24-ე მუხლის თანახმად სკოლის დირექტორი/დისციპლინური კომიტეტი ვალდებულია დისციპლინური წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დისციპლინური კომიტეტის სხდომაზე ქა--- ქე---–---ის თერთმეტმა თანაკლასელმა დაადასტურა, რომ ბი---- მუ----მა ნამდვილად მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა არასრულწლოვან მოსწავლეს, შესაბამისად კანონის შესაბამისად სხვა გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა არ იყო კანონით გათვალისწინებული. ამასთან სკოლის დირექტორმა მასწავლებლის მხრიდან მოსწავლისადმი განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებთ ასევე აცნობა სამართლადამცავ ორგანოს, რის გამოც მიმდინარეობს გამოძიება ამავე ფაქტზე,ამდენად, სსიპ მა-------–-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ბა------ის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 30.11.2018 წლის №37 ბრძანება ბი---- მუ----ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და სსიპ მა-------–-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ბა------ის საჯარო სკოლის დისციპლინური კომიტეტის 26.11.2018 წლის სხდომის ოქმი №1 მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ უნდა იქნეს სასამართლოს მიერ ბათილად ცნობილი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ბი---- მუ----ის სსიპ მა-------–-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ბა------ის საჯარო სკოლაში მუშაობის ხანგრძლივობა შეადგენდა 2 წელსა, 2 თვესა და 14 დღეს.
2016 წლიდან იყო სპორტის მასწავლებელი, ბი---- მუ----სა და სსიპ მა-------–-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ბა------ის საჯარო სკოლას შორის არსებული შრომითი ურთიერთობა მხარეთა შორის სადავო გარემოებას არ წარმოადგენს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შრომითი ხელშეკრულება
- მხარეთა ახსნა-განმარტება
3.1.2. სსიპ მა-------–-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ბა------ის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ხა---–ე შა-----ამ, 2018 წლის 20 ნოემბერს წარდგინებით მიმართა ამავე სკოლის დისციპლინურ კომიტეტს მასზედ, რომ 2018 წლის 15 ნოემბერს მას როგორც სკოლის დირექტორს საჯარო სკოლის მოსწავლის ქა--- ქე---–---ის მშობელმა სიტყვიერად აცნობა, რომ მის შვილს ამავე სკოლის მასწავლებელმა ბი---- მუ----მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ვინა----ნ, ,,მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის №167/ნ ბრძანების მე-4 მუხლის თანახმად დისციპლინური გადაცდომების განხილვაზე უფლებამოსილ პირს წარმოდგენდა დისციპლინური კომიტეტი, წარდგინების ავტორმა ითხოვა ამ ფაქტის ირგვლივ დისციპლინური წარმოების განხორციელება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ მა-------–-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ბა------ის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის წარდგინება №1
3.1.3. სსიპ მა-------–-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ბა------ის საჯარო სკოლის დისციპლინური კომიტეტის 26.11.2018 წლის სხდომის ოქმით №1 სკოლის დირექტორს მიეცა რეკომენდაცია სპორტის მასწავლებელს ბი---- მუ----ის სკოლის შინაგანაწესის დარღვევისთვის, კერძოდ, მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის, დაკისრებოდა სკოლის შინაგანაწესის 22-ე მუხლის IX/ა პუნქტით დადგენილი სახდელი სამსახურიდან გათავისუფლების სა--თ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სსიპ მა-------–-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ბა------ის საჯარო სკოლის დისციპლინური კომიტეტის 26.11.2018 წლის სხდომის ოქმი №1
3.1.4. სსიპ მა-------–-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ბა------ის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელის ხა---–ე შა-----ას 2018 წლის 30 ნოემბრის №37 ბრძანებით დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ, სპორტის მასწავლებელს ბი---- მუ----ს ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მეორე პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის’’ 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქ/პუნქტის და სკოლის შინაგანაწესის დარღვევის, კერძოდ, მოსწავლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების გამო დაეკისრა შინაგანაწესით გათვალისწინებული სახდელი, კერძოდ, სამსახურიდან გათავისუფლება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- №37 ბრძანება ბი---- მუ----ის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
ბი---- მუ----თან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად მითითებულია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მეორე პუნქტი, სკოლის შინაგანაწესის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, რაც შეეხება ფაქტობრივ გარემოებას, ბრძანების გამოცემა გამოიწვია ბი---- მუ----ის მხრიდან სკოლის შინაგანაწესის დარღვევამ, კერძოდ, მოსწავლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებამ.
შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლები გაწერილია საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლში, რომლის პირველი პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის თანახმადაც, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა.
მოცემულ შემთხვევაში, სწორედ მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფა გახდა მოსარჩელე ბი---- მუ----ის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი, რომლის მიხედვითაც, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, რომელმა მხარემ რა უნდა ამტკიცოს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ.
სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.
შრომითსამართლებრივი ურთიერთობის ბუნებიდან გამომდინარე სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეულწილად „სპეციალურ“ წესზე. სასამართლო მოიშველიებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის №158-ე კონვენციას „დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“. აღნიშნული კონვენცია შეიცავს საკმაოდ საინტერესო და ამავე დროს განსა--ლველი სამართალურთიერთობისათვის მნიშნელოვან დანაწესს, რომლის თანახმადაც, კონვენციის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერი მიზეზის მტკიცების ტვირთი უნდა ეკისრებოდეს დამსაქმებელს. მით უმეტეს, შრომითი ურთიერთობა თავისი არსით ბუნებრივად ეხება ისეთ მხარებს, რომლებიც მთლად ჰორიზონტალურ სიბრტყეში ვერ იქნებიან აღქმულნი ერთურთის მიმართ. დამსაქმებელი, ასეთი შინაარსის სამართალურთიერთობაში წარმოადგენს ხელშეკრულების ძლიერ მხარეს; მას მიუწვდება ხელი ყველა იმ საჭირო მექანიზმსა და მონაცემზე, რომლითაც შრომითი ურთიერთობის რაიმე სა--ს ცვლილება უნდა დასაბუთდეს. ისეთ შემთხვევაში, როდესაც დამსაქმებელი იღებს გადაწყვეტილებას უკვე დამკვიდრებული და წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული კონკრეტული შრომითი ურთიერთობის, ასე ვთქვათ - „თამაშის წესების“ ცვლილებაზე (ან მითუმეტეს საერთოდ ამ „თამაშის“ შეწყვეტასა და დასრულებაზე), სწორედ დამსაქმებელი ხდება პირი, რომელმაც მის მიერ გამოვლენილი ნების მართლზომიერება უნდა ამტკიცოს მის ხელთ არსებული შესაბამისი ინსტრუმენტებით. სწორედ დამსაქმებელმა უნდა ამტკიცოს, რომ მის მიერ გამოვლენილი ნება შესაბამისობაშია როგორც შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელ სამართლის წყაროებთან, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლთან, რომლის თანახმადაც, ყოველი სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად.
განსა--ლველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის წინაპირობა გახდა 2018 წლის 15 ნოემბერს სკოლაში სპორტის გაკვეთილის მიმდინარეობისას მასწავლებელ ბი---- მუ----ის მხრიდან მოსწავლე ქა--- ქე---–---ზე ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი.
ფაქტთან დაკავშირებით განსხვავებული შეფასებები აქვთ მოდავე მხარეებს. კერძოდ, ბი---- მუ----ის განმარტებით, მას მოსწავლეზე შეხება არ განუხორციელებია იმგვარად, რომ ეს აღქმულიყო ფიზიკურ შეურაცხყოფად. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 2018 წლის 15 ნოემბერს სპორტის გაკვეთილის მიმდინარეობისას მე-6 კლასის მოსწავლე ქა--- ქე---–---ი უარს ამბობდა კლასში შესვლაზე, თუმცა ბი---- მუ----მა მას ხელით მოუწოდა კლასში შესვლის შესახებ, რა დროსაც ბი---- მუ----ის მიერ კლასში შემოსვლის მოწოდებისთვის სხეულით ჟესტიკულირებისას მომართული ხელი, უნებლიედ მოხვდა ქა--- ქე---–---ს. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ქა--- ქე---–---მა დაიწყო ტირილი, თუმცა მან იგი დაამშვიდა, რის შემდეგაც ქ.ქე---–---ი ჩვეულებისამებრ აქტიურად ჩაერთო სპორტის გაკვეთილში.
საგულისხმოა ისიც, რომ განსა--ლველ შემთხვევაში, მოსარჩელის ერთ-ერთი პრეტენზია მისი სამსახურიდან გათავისუფლების (ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის) პროცედურული წესის დარღვევაცაა, რადგან მას არ მისცემია მის წინააღმდეგ წარმართულ დისციპლინურ წარმოებაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, ამასთან, სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტები ქართულ ენაზეა შედგენილი, მაშინ, როდესაც მოწმეთა უმეტესობამ ქართული წერა-კითხვა არ იცის. მოწმედ დაკითხულმა დისციპლინური კომიტეტის წევრებმა განმარტეს, რომ სხდომას არც ქა--- ქე---–---ი და არც მისი მამა არ ესწრებოდნენ, მაშინ როდესაც ოქმში საწინააღმდეგოა მითითებული. კერძოდ, იგი აპელირებს, რომ პედაგოგისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის სახედ სამსახურიდან გათავისუფლების გამოყენება დირექტორს მხოლოდ დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე შეუძლია. მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე სკოლის დისციპლინურ კომიტეტის სხდომა კი იმგვარი დარღვევებით ჩატარდა, რომ მასზე მიღებული გადაწყვეტილება არ შეიძლება კანონიერად ყოფილიყო მიჩნეული.
მომხდარი ფაქტის გამოკვლევის და მისი სიმძიმის ხასიათის დასადგენად სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ ახსნა-განმარტებებზე და მოწმეთა ჩვენებებზე. მოცემულ შემთხვევაში გამოკვლეული ზეპირი მტკიცებულებები სასამართლომ შეიძლება პირობითად ორ ჯგუფად დაყოს, რომელთაგან ერთ ჯგუფში შემავალი მტკიცებულებები, ადასტურებენ ბი---- მუ----ის მიერ ქა--- ქე---–---ისადმი განზრახ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს, ხოლო, მეორე ჯგუფში შემავალი მტკიცებულებები მართალია ადასტურებენ, რომ ბი---- მუ----ი ნამდვილად შეეხო ხელის ზედაპირით ქა--- ქე---–---ს სა--ს მიდამოში, თუმცა მოწმეთა შეფასებით, მასწავლებელმა ეს ქმედება განახორციელა არა განზრახ, არამედ გაუფრთხილებლობით, მაშინ როდესაც იგი კლასში შემოსვლისკენ მოუწოდებდა მოსწავლეს.
თავდაპირველად, სასამართლო შეაფასებს თავად ქა--- ქე---–---ის მამის ახ-–--ან ქე---–---ის მიერ სხდომაზე მიცემულ განმარტებას. მოწმის განმარტებით, მისმა ვაჟმა, სკოლიდან სახლში დაბრუნებისას განუცხადა, რომ კლასში შესვლისას ბი---- მასწავლებლის ხელი მოხვდა სახეში. ამ ფაქტით განრისხებულმა ტელეფონით დაურეკა სკოლის დირექტორს ხა---–ე შა-----ას და ამ საკითხის გარკვევისკენ მოუწოდა. მოგვიანებით იგი ასევე მიწვეულ იქნა მა-------–-ს რადიოსადგურში, სადაც განაცხადა, რომ მან ბი---- მუ----ს მიუტევა მისი შვილის შეურაცხყოფა და პატიება ითხოვა იმ უწმაწური სიტყვებისთვის, რომლითაც მან ბი---- მუ----ს მიმართა. მოწმე სხდომაზე ამტკიცებდა, რომ მისი შვილი ცელქია და დაუჯერა თავის გოგონას, რომელიც ამბობდა, რომ ბი---- მუ----მა შემთხვევით მოარტყა ხელი მის ვაჟს.
ის ფაქტი, რომ საკლასო ოთახში შესვლისას ბი---- მუ----ი ფიზიკურად შეეხო ქა--- ქე---–---ს დასტურდება იმ მოწმეთა ჩვენებებით, რომელნიც ასევე დისციპლინური კომიტეტის სხდომაზე იქნენ გამოკითხულნი. მოწმე თუ----ნა ჩო------ას ჩვენებით, რომელმაც აღწერა თუ რა წინაპირობები უძღოდა წინ სადავო ფაქტს, ირკვევა, რომ გაკვეთილის დაწყების შემდეგ ქა--- ქე---–---ი მასწავლებლის ნებართვის გარეშე გავიდა კლასიდან, მასწავლებელი მას უძახდა, თუმცა ის კლასში არ ბრუნდებოდა, რის გამოც ბი---- მუ----მა ბავშვს ხელის ზედაპირი ცხვირში მოარტყა, ამის გამო ქა--- ქე---–---ი ატირდა და კლასში დაჯდა, მას ცხვირიდან სისხლი არ წამოსვლია. 5-10 წუთის შემდეგ ის ჩაერთო სპორტის გაკვეთილის მიმდინარეობაში.
მოწმე ა-–-ნ პი-----ას განმარტებით, სპორტის გაკვეთილის დაწყებისას ქა--- ქე---–---ი ადგა და მასწავლებელს სთხოვა გაკვეთილი სპორტის დარბაზში, ფრენბურთის თამაშით გაეგრძელებინათ, მოსწავლის ამ თხოვნას თავდაპირველად მასწავლებელი არ დაჰყვა და განაცხადა, რომ მას ჯერ საკლასო ჟურნალი უნდა შეევსო და შემდეგ ჩაიყვანდა მათ სპორტ დარბაზში. ქა---ი არ დაელოდა მას და თვითნებურად გავიდა კლასიდან, რის გამოც მასწავლებელი გაბრაზდა და კლასში დაბრუნების მოწოდების განხორციელებისას გაშლილი ხელის ზედაპირი დაარტყა ცხვირში ქა--- ქე---–---ს.
მოწმე თუ----ნ ჩო------ამ, ანალოგიურად აღწერა სადავო მოვლენა და აღნიშნა, რომ ბი---- მუ----ი კლასიდან გასულ ქა--- ქე---–---ს კლასში დაბრუნებისკენ მოუწოდებდა. როდესაც ქა--- ქე---–---მა გადაწყვიტა კლასში შესვლა ბი---- მუ----მა მას ხელის ზედაპირი დაარტყა ცხვირში. საგულისხმოა ისიც, რომ ამავე მოწმის განმარტებით, ბი---- მუ----ს სხვა დროსაც დაურტყამს ხელი ქა--- ქე---–---ისთვის.
მოწმე მა-–---ა მა-------ამ, ზემოთ დასახელებული მოწმეების მსგავსად სასამართლოს მოუთხრო, რომ ქა--- ქე---–---ის გაჯიუტებამ კლასში არ შესვლასთან დაკავშირებით მათ მასწავლებელ ბი---- მუ----ში უკმაყოფილება გამოწვია და როდესაც ის საყვედურობდა ქა--- ქე---–---ს თუ რატომ არ შემოდიოდა კლასში, სახეში გაშლილი ხელის ზედაპირი მოარტყა. ქა---მა იტირა კიდეც ამის გამო, თუმცა შემდეგ ბი---- მასწავლებელმა იგი დაამშვიდა. მოწმემ ასევე განაცხადა, რომ ანალოგიური შინაარსის ინფორმაცია მიაწოდა მან სხდომაზე ვ---- კუ--------ას, რომელიც მის ჩვენებას თარგმნიდა. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ როგორც მისთვის შემდეგ გახდა ცნობილი, მის თანაკლასელთა ნაწილმა უარყო, რომ მათ დაინახეს თუ დაარტყა ბი---- მუ----მა ხელი ქა--- ქე---–---ს სახეში.
მოწმე თა--რ გუ-------მა სასამართლოს მოუთხრო, რომ სპორტის გაკვეთილის დაწყებისას ქა--- ქე---–---ი კლასში არ შედიოდა და სურდა სპორტის გაკვეთილი სპორტ დარბაზში ჩატარებულიყო, რათა მათ ფრენბურთი ეთამაშათ. ბი---- მუ----მა მას სთხოვა რომ კლასში შემოსულიყო, ხოლო მას შემდეგ რაც შეავსებდა ჟურნალს, გაკვეთილს სპორტ დარბაზში განაგრძობდნენ, სწორედ ამ დროს როდესაც ქა--- ქე---–---ს ბი---- მუ----ი კლასში შესვლის და მერხთან დაჯდომისკენ მოუწოდებდა ამ უკანასკნელის მოქნეული ხელი მოსწავლეს ცხვირში მოხვდა.
მოწმე ბა----მ ირ-–---ის განმარტებით, ინციდენტის დროის იგი კლასში არ იმყოფებოდა. მოგვიანებით კლასში შესვლისას დაინახა მტირალი ქა--- ქე---–---ი და როდესაც იკითხა თუ რის გამო ტიროდა ქა---ი, კლასელებმა უთხრეს, რომ კლასში შესვლისას ბი---- მუ----ს შემთხვევით ხელი მოერტყა მისთვის. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ მოგვიანებით იგი ამ ფაქტის ირგვლივ გამოიკითხა დედის და დირექტორის თანდასწრებით, სხვა პირებთან მას ამ საკითხის შესახებ არ უსაუბრია.
მოწმე ს---- ირ-–---ას ჩვენებით, ისიც ბა----მ ირ-–---ისამებრ ინციდენტის დროს კლასში არ იმყოფებოდა, საპირფარეშოდან დაბრუნებულმა როდესაც კლასში ატირებული ქა--- ქე---–---ი დაინახა დაინტერესდა თუ რის გამო ტიროდა იგი და კლასელებმა მიუგეს, რომ ბინათ მუ----ის ხელი მას შემთხვევით, მსუბუქად მოხვდა სახეში, რამაც იგი აატირა. შემდეგ ბი---- მუ----ი მივიდა ქა---თან და უთხრა, რომ შემთხვევით მოუხვდა ხელი და დაამშვიდა.
მოწმე სა----ლ მე---------ვის განმარტებით, სპორტის გაკვეთილის დაწყებისას მასწავლებელმა ბი---- მუ----მა, თავის თანაკლასელ ქა--- ქე---–---ს, რომელიც კლასში არ შემოდიოდა რამდენჯერმე სიტყვიერად და ასევე ხელით მოუწოდა კლასში შემოსულიყო. ბი---- მასწავლებელი განერვიულდა რადგან ქა---ი მის მოწოდებას არ დაემორჩილა და ამ დროს მის მიერ მოქნეული მარჯვენა ხელი, რომლითაც ის ქა---ს კლასში შემოსვლისკენ მოუწოდებდა, ქა--- ქე---–---ს ცხვირში მოხვდა და იგი ატირდა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მან მსგავსი შინაარსის ინფორმაცია მიაწოდა სკოლის დირექტორს ხა---–ე შა-----ას, ხოლო სხვა პირებთან, მათ შორის სკოლის მასწავლებლებთან ამ საკითხზე არაფერი უთქვამს.
მოწმე გუ--– მა--------ას ჩვენებით, ინციდენტის დროს თავის ორ თანაკლასელთან ერთად კლასში არ იმყოფებოდა და დაგვიანებით შევიდა კლასში, თუმცა კლასში შესულმა დაინახა, რომ თავისი თანაკლასელი ქა--- ქე---–---ი ტიროდა. მან და ასევე მასთან ერთად დაგვიანებით შესულმა მოსწავლეებმა ჰკითხეს ქა---ს თუ რა მოხდა და მისმა დამ აუხსნა, რომ ბი---- მასწავლებლის მიერ მოქნეული ხელი შემთხვევით ქა---ს სახეში მოხვდა.
ყურადღებამისაქცევია დისციპლინური კომიტეტის წევრის - ამავე სკოლის მოსწავლე სა---- იმ----–----ს ჩვენება, რომელმაც დაადასტურა, რომ დისციპლინური კომიტეტის სხდომაზე გამოკითხული მოსწავლეები - ქა--- ქე---–---ის თანაკლასელები, რომელთა თანდასწრებითაც განხორციელდა ქმედება, ერთმნიშვნელოვნად აცხადებდნენ, რომ ბი---- მუ----ი, რომელიც ქა--- ქე---–---ის შეუსაბამო ქცევის გამო, რაც მისი მხრიდან კლასში შესვლაზე უარის თქმაში გამოიხატა გაბრაზდა და მას სახეში ხელი დაარტყა. საგულისხმოა ისიც, რომ არცერთ მოსწავლეს არაფერი უთქვამს, მასზე რომ ქა--- ქე---–---ს ფიზიკური შეხების გამო ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა, თუმცა ყველა მათგანი ადასტურებდა, რომ ბი---- მუ----მა ქა--- ქე---–---ს სახეში ხელი დაარტყა. სა---- იმ----–----მ ასევე განმარტა, რომს სხდომას თავმჯდომარეობდა ლა--- ის----–---ა, ხოლო თარჯიმნის მოვალეობას ვ---- კუ--------ა ასრულებდა.
დისციპლინური კომიტეტის თავმჯდომარემ ლა--- ის----–---ამ აღნიშნა, რომ მა-------–-ს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში მუშაობს ისტორიის მასწავლებლად, ამასთან, იგი დისციპლინური კომიტეტის წევრიცაა. 2018 წლის 15 ნოემბერს ამავე სკოლის დირექტორს ხა---–ე შა-----ას დაუკავშირდა მე-7 კლასის მოსწავლე ქა--- ქე---–---ის მამა ახ-–--ან ქე---–---ი, რომელმაც დირექტორს აცნობა სპორტის მასწავლებლის ბი---- მუ----ის მიერ მის შვილზე განხორციელებული ძალადობის შესახებ. აღნიშნულის თაობაზე დისციპლინურ კომიტეტს ოფიციალურად ეცნობა სკოლის დირექტორის მიერ და მოწვეულ იქნა დისციპლინური კომიტეტის სხდომა. სხდომაზე სრულად იქნა მოკვლეული საქმის ირგვლივ არსებული გარემოებები. სხდომას ესწრებოდა საკმარისი რაოდენობის წევრი და სხდომა გადაწყვეტილებაუნარიანი იყო. მის მიერ ბი---- მუ----ი დახასიათდა როგორც პატივსაცემი პიროვნება, თუმცა მოკვლევის შედეგად დადგინდა რა მოსწავლეზე შეხების ფაქტი, გამოტანილ იქნა სადავოდ გამხდარი გადაწყვეტილება. ამასთან, მოწმემ აღნიშნა, რომ ბი---- მუ----ი, სხდომაზე ოფიციალურად მიწვეული არ ყოფილა, თუმცა, მოსარჩელის მეუღლე, რომელიც ამავე სკოლაში პედაგოგად მუშაობდა ინფორმირებული იყო სხდომის შესახებ და იგი ვარაუდობდა, რომ ბი---- მუ----ს მეუღლე მიაწვდიდა ინფორმაციას და სურვილის შემთხვევაში იგი შეძლებდა სხდომაზე დასწრებას და საკუთარი აზრის დაფიქსირებას.
ლა--- ის----–---ამ ასევე აღნიშნა, რომ სხდომაზე ქა--- ქე---–---ის მამა არ გამოცხადებულა, რომელიც ნამდვილად იყო სხდომაზე მიწვეული, ვინა----ნ მისი შვილის გამოკითხვა მხოლოდ მშობლის თანდასწრებით იქნებოდა შესაძლებელი. მოწმის ჩვენებით, ქა--- ქე---–---ს და მის მამას უკვე შეცვლილი ჰქონდათ პოზიცია ბი---- მუ----თან მიმართებაში რის გამოც დისციპლინური კომიტეტთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადეს. მისი მტკიცებით სხდომა აზერბაიჯანულ ენაზე მიმდინარეობდა, თუმცა, თარჯიმნის მეშვეობით სხდომის მიმდინარეობა შესაბამის ოქმში ქართულ ენაზე აისახებოდა, რომლის სისწორეც მან და სხდომის მდივანმა ხელმოწერით დაადასტურეს. ლა--- ის----–---ამ ყურადღება გაამახვილა ხარვეზებზე რომელიც სხდომის ოქმში იქნა ასახული, კერძოდ, სხდომის ოქმის იმ ნაწილზე, სადაც ასახულ იქნა რომ თითქოს სხდომაზე აზრი გამოთქვა ახ-–--ან ქე---–---მა. მოწმემ განმარტა, რომ ოქმში ასახულ იქნა ახ-–--ან ქე---–---ის პოზიციის შესახებ ის ინფორმაცია, რაც კომიტეტის წევრთათვის სხდომამდე გახდა ცნობილი.
მოწმე ნუ---–-- მუ----ი, რომელიც ქა--- ქე---–---ის კლასის დამრიგებელი და ასევე დისციპლინური კომიტეტის წევრია, სასამართლო სხდომაზე აცხადებდა, რომ მას დაუკავშირდა ქა--- ქე---–---ის მამა ახ-–--ან ქე---–---ი, რომელმაც განუცხადა, რომ ბი---- მუ----მა თავის ვაჟს გაკვეთილზე ხელი დაარტყა სახეში, რის გამოც ბავშვს ცხვირი ჰქონდა გასიებული და ამ საკითხში გარკვევა სთხოვა. მეორე დღეს ნუ---–-- მუ----ი დაელაპარაკა ქა--- ქე---–---ს, რომელმაც დაუდასტურა ის ინფორმაცია რაც წინა დღის მამამისმა შეტყობინა. მოგვიანებით ასევე სკოლის დირექტორიც გაესაუბრა მას და განუცხადა, რომ ვინა----ნ ამ ფაქტის შესახებ დირექტორი ინფორმირებული იყო, იგი ვალდებული იყო დისციპლინური კომიტეტისთვის გადაეცა ეს საქმე. დისციპლინური კომიტეტის სხდომაზე ქა--- ქე---–---ი მიწვეულ იქნა თუმცა, მამამისმა განმარტა, რომ ბი---- მუ----თან უკვე შერიგებული იყო ამიტომ ქა--- ქე---–---ის გამოკითხვის ოქმს ხელს არ მოაწერდა, შესაბამისად აღნიშნული ფაქტის ამსახველი ოქმი ქართულ ენაზე აღარ შეუდგენიათ. მისი მტკიცებით სხდომაზე გამოკითხული ყველა მოსწავლე ერთმნიშვნელოვნად ადასტურებდა რომ ბი---- მუ----მა ხელი მოარტყა სახეში ქა--- ქე---–---ს, შესაბამისად, გამოკითხვის ქართულენოვან ოქმებში სწორედ ეს ფაქტი აისახა. მან ასევე განმარტა, რომ ვინა----ნ კომიტეტის წევრები კარგად არ ფლობდნენ ქართულ ენას, გამოკითხვა აზერბაიჯანულ ენაზე მიმდინარეობდა, თუმცა თარჯიმნის ვ---- კუ--------ას და ასევე კომპიუტერული პროგრამა თარჯიმნის მეშვეობით ხორციელდებოდა თარგმნა, ამიტომ თუკი მოსწავლეთა გამოკითხვის ოქმებში ასახულ იქნა სიტყვა მუშტი, ეს ქართული ენის არ ცოდნით იყო გამოწვეული და მასში ხელის ზედაპირი იყო ნაგულისხმები. სხდომის ოქმი შედგა იმ შაბლონის მიხევდით, რაც სკოლებს როგორც წესი რესურსცენტრიდან მიეწოდებათ.
მსგავსი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს მოწმის სა--თ დაკითხულმა ვ---- კუ--------ამ, რომელიც მართალია ქართული ენის პედაგოგად მუშაობს მა-------–-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ბა------ის საჯარო სკოლაში და დისციპლინური კომიტეტის სხდომაზე ასევე თარჯიმნის მოვალეობას ასრულებდა თუმცა, ქართული ენის არასრულფასოვანი და მეტწილად ნაკლოვანი ცოდნის გამო, მან სასამართლოს ჩვენება თარჯიმნის მეშვეობით მისცა. მოწმემ ახსნა, რომ გამოკითხვის ოქმებში ასახული ინფორმაცია სრულად ასახავდა ურთიერთობის იმ ეპიზოდს რაც ბი---- მუ----სა და ქა--- ქე---–---ს შორის 2018 წლის 15 ნოემბერს სპორტის გაკვეთილზე განვითარდა. თუმცა, გამოკითხვის ოქმებში მითითებულ სიტყვა მუშტში ნამდვილად ხელის ზედაპირი იყო ნაგულისხმები.
მოწმე მე---- კუ--------ი, რომელიც ასევე ბი---- მუ----ის მიერ სკოლის მე-7 კლასის მოსწავლის ქა--- ქე---–---ის სავარაუდო ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტის გამოკვლევის მიზნით მოწვეული დისციპლინური კომიტეტის წევრს წარმოადგენდა, თავის ჩვენებაში ადასტურებდა, რომ სხდომა ნამდვილად ჩატარდა, სადაც გამოკითხულმა მოსწავლეებმა დაადასტურეს ბი---- მუ----ის მხრიდან მისივე მოსწავლე ქა--- ქე---–---ზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი, თუმცა, იმ ეტაპზე, როდესაც ეს საკითხი კენჭისყრაზე დადგა მას კენჭისყრაში მონაწილეობა აღარ მიუღია, ვინა----ნ სამსახურიდან აცნობეს, რომ ვალდებული იყო დაუყოვნებლივ გამოცხადებულიყო თავის სამუშაო ადგილას.
საგულისხმოა ის გარემოება, რომ სხდომაზე დაკითხულმა დისციპლინური კომიტეტის წევრებმა აღნიშნეს, რომ სხდომაზე დამსწრე წევრებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, რომლითაც რეკომენდაცია მისცეს სკოლის დირექტორს, რათა ბი---- მუ----ს მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის, სახდელის სა--თ სამსახურიდან გათავისუფლება დაკისრებოდა.
მოსარჩელე მხარე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები ურთიერთსაწინააღმდეგოა და ურთიერთგამომრიცხავია.
სასამართლო მოსარჩელე მხარის მითითებულ პოზიციას ვერ გაიზიარებს, ვინა----ნ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ჩვენებით დადასტურებულად მიიჩნევს, ბი---- მუ----მა ქა--- ქე---–---ს ნამდვილად ხელის ზედაპირი დაარტყა სა--ს არეში, რაც შეფასებული უნდა იქნას ფიზიკურ შეურაცხყოფად. იმ შემთხვევაშიც კი თუკი სასამართლო გაიზიარებდა მოსარჩელის მხარის მტკიცებას, რომ გაუფრთხილებელი ბრალის ერთ-ერთი ფორმით, თვითიმედოვნების ან დაუდევრობის ფარგლებში მოქმედებისას დაარტყა ხელი ქა---ა ქე---–---ს, მაინც ვერ შეაფასებდა ამ ქმედებას, როგორც ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისიწნებული ქმედების მიღმად, რადგან მითითებული ნორმა განსაზღვრავს, რომ დაუშვებელია სკოლაში ძალადობა მოსწავლის ან ნებისმიერი სხვა პირის მიმართ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია თუ როგორ იქნა აღქმული მასწავლებლის ქცევა მოსწავლის მიერ, ქა--- ქე---–---მა მითითებული ფაქტი მტკივნეულად განიცადა, მან იტირა კიდევ, შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მასწავლებლის მხრიდან განხორციელდა მისთვის შეუფერებელი არასათანადო ქცევა მოსწავლის მიმართ. აქვე მნიშვნელოვანია, შეფასდეს მასწავლებლის ქცევა აღწევს თუ არა დაუშვებელი ქცევის ისეთ ზღვარს, რომ ის შეფასებული იქნას შრომის შინაგანაწესის უხეშ დარღვევად.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და განმარტავს, რომ ახსნა-განმარტებების, მოწმეთა ჩვენებებისა და სხვა მტკიცებულებების შეფასების შედეგად დადგენილად მიიჩნევს ქა--- ქე---–---ზე მასწავლებლის მხრიდან განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს. მოსწავლეებმა განმარტეს, რომ ბი---- მუხავისგან მოქნეული ხელის სახეში მოხვედრის გამო ქა--- ქე---–---მა ფიზიკური ტკივილი გამიცადა და იტირა ამის გამო. აღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მასწავლებლის ქმედება შეფასდეს მისი მხრიდან უხეშ გადაცდომად, რასაც შედეგად მოჰყვა მისი სამსახურიდან გათავისუფლება და აღნიშნული დისციპლინური ზომა ადექვატურია ჩადენილი დარღვევისა.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მოსარჩელის მხრიდან უხეში გადაცდომის ჩადენა, რის საწინააღმდეგოც ვერ დადასტურდა მოსარჩელის მხრიდან.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბი---- მუ----ის სასარჩელო მოთხოვნა სამსხურიდან გათავისუფლების ბრძანების გაუქმების, იმავე თანამდებობაზე აღდგენისა და განაცდური ხელფასის მიღების მოთხოვნით, არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინა----ნ მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დადასტურებული რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა კანონის დარღვევით.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე, 26-ე მუხლები;
ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლი ;
საქართველოს შრომის კოდექსის 1-ლი, მე-2, 37-ე, 38-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადა---ნის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
6.2. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადა---ნს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსა--ლველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.
საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით.
საქართველოს შრომის კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით (საქართველოს შრომის კოდექსის 1.1. მუხლი); შრომის ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით (სშკ-ის 1.2. მუხლი).
სშკ-ის 2.1. მუხლის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. ამავე მუხლის 2.2. პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით.
განსა--ლველ შემთხვევაში, დადგენილი იქნა, რომ მხარეებს შორის არსებობდა შრომითი ხელშეკრულება. სასამართლოს განმარტებით, არ არსებობს აბსოლუტური, შეუზღუდავი უფლება. იგი ყოველთვის შემოფარგლულია მისი განხორციელების მართლზომიერებით. სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად (სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი). სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მოთხოვნების მართებულობას.
საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლით აღიარებულია უმნიშვნელოვანესი სოციალური უფლება – შრომის უფლება და დადგენილია, რომ შრომა თავისუფალია. შრომის კონსტიტუციური უფლება გარანტირებულს ხდის პირის თავისუფლებას შრომითი საქმიანობის არჩევანში და მის განხორციელებაში, ამასთან, აწესებს სახელმწიფოს ვალდებულებას დასაქმებული მოქალაქის შრომითი უფლებების დაცვაში, რაც უზრუნველყოფილია ორგანული კანონით – საქართველოს შრომის კოდექსით. ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ავალდებულებს მხარეებს, აღიარონ ყველა მუშაკის უფლება, უარი თქვან დასაქმების შეწყვეტაზე საპატიო მიზეზის გარეშე, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე, საწარმოს შინაგანაწესიდან.
საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის "ზ" პუნქტი ითვალისწინებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის გამო.
დადგენილია, რომ საქმის გარემოებანი ეხება საჯარო სკოლის მასწავლებლის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვან შესრულებას.
სასწავლო დაწესებულების თანამშრომელს, სასამართლოს მოსაზრებით, განსაკუთრებით მეტი ყურადღება და გულისხმიერება მოეთხოვება, რამდენადაც, მას ეკისრება პასუხისმგებლობა და ზედამხედველობა ბავშვზე. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონიც ამ მიმართულებით არის ორიენტირებული და მასწავლებელს აკისრებს მისი ეთიკის კოდექსის პირნათლად შესრულებას. შესაბამისად, ამა თუ იმ სკოლის თანამშრომლის სამსახურებრივი გადაცდომა, საკმაოდ მკაცრად უნდა იქნეს შეფასებული. ამაზე მეტყველებს შინაგანაწესით დადგენილი დისციპლინური ღონისძიებები, კერძოდ კი, ფიზიკური შეურაცხყოფის დროს პირდაპირ გათავისუფლების გამოყენების შესაძლებლობა.
სასამართლო, აქვე მოიხსენიებს ბავშვთა უფლებების კონვენციის 3.3. მუხლს, რომლის თანახმადაც, მონაწილე სახელმწიფონი უზრუნველყოფენ, რომ ბავშვებზე ზრუნვისათვის, მათი დაცვისათვის პასუხისმგებელი დაწესებულებები, სამსახურები და ორგანოები შეესაბამებოდნენ კომპეტენტური ორგანოების მიერ დაწესებულ ნორმებს; კერძოდ, უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მათი პერსონალის რიცხობრიობისა და ვარგისიანობის, აგრეთვე, კომპეტენტური ზედამხედველობის თავლსაზრისით. გარდა ამისა, კონვენციის 26.1. მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფონი ცნობენ ყოველი ბავშვის უფლებას ცხოვრების იმ დონეზე, რომელიც აუცილებელია ბავშვის ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის.
სასამართლომ, სადავო ფაქტობრივ გარემოებებში დაადგინა, რომ მოსარჩელის მხრიდან ნამდვილად ჰქონდა ადგილი მისი მოვალეობების დარღვევას. ასევე იზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომ დარღვევის ხასიათი ნამდვილად იყო ,,უხეში“, ვინა----ნ არასრულწლოვან ბავშვზე განხორციელდა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ბავშვის ემოციური აღელვება. ქა--- ქე---–---ზე ფიზიკური შეხების კვალი დადასტურდა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. ის ფაქტი, რომ განზრახ ძალადობას არ ჰქონია ადგილი, რაზეც მოსარჩელე აპელირებდა სასამართლო სხდომაზე, და მას არ მისცემია დისციპლინური კომიტეტის სხდომაზე საწინააღმდეგო პოზიციის დადასტურების შესაძლებლობა სასამართლოს არ მიაჩნია ადეკვატურ შედავებად, რამდენადაც, ცალსახაა, რომ ბი---- მუ----ის პოზიცია, თუკი თავდაპირველად იყო იმგვარი, რომ იგი საერთოდ გამორიცხავდა ქა--- ქე---–---ზე ფიზიკურ შეხებას, შემდეგ ტრანსფორმიდა იმგვარად, რომ განზრახ ფიზიკური შეხება დააკვალიფიცირა გაუფრთხილებლად განხორციელებულ ქმედებად და განაცხადა, რომ თითქოს მან შემთხვევით, კლასში შემოსვლის შესახებ არავერბალურად, სხეულით ჟესტიკულირებისას შემთხვევით მოარტყა ხელი სახეში არასრულწლოვან მოსწავლეს. ის, რომ გამოკითხვის ოქმებში, თა--რ გუ-------ის მშობლად, მისი მამა და არა ბაბუა იქნა მითითებული, და სიტყვა ხელის ზედაპირი ნაცვლად სიტყვა მუშტი იქნა ასახული, არ ნიშნავს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფისთვის, თუნდაც ერთი შეხებისთვის, მასწავლებელს არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა. სასამართლოს მიაჩნია, რომ ხარვეზები, რაც სხდომაზე იქნა დაშვებული, მას ლეგიტიმაციას არ ართმევს.
6.3. საგულისხმოა ისიც, რომ მხარე ასევე აპელირებდა დისციპლინური კომიტეტის სხდომის მიმდინარეობის და კენჭისყრის პროცედურული წესის დარღვევებზე და მიუთითა, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია მე---- კუ--------ს, მაშინ როდესაც ოქმიდან ირკვევა, რომ თითქოს კენჭისყრისას დისციპლინური კომიტეტის ყველა წევრმა დაუჭირა მხარი გადაწყვეტილებას სკოლის დირექტორისთვის, სპორტის მასწავლებელს ბი---- მუ----ის სკოლის შინაგანაწესის დარღვევისთვის, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ რეკომენდაციის მიცემის თაობაზე.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საგულისხმოა ისიც, რომ თავად მოპასუხე მხარემ აღიარა რომ დისციპლინური სხდომა ჩატარდა მცირე დარღვევებით, თუმცა, ეს დარღვევები არ იყო იმ სა--ს, რომ სხდომა არალეგიტიმურად მიჩნეულიყო.
უდავოა, რომ მასწავლებელს დისციპლინური სახდელის სა--თ სამსახურიდან გათავისუფლებას დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე დირექტორი უფარდებს. შესაბამისად, დადგენილია წინაპირობა, დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილება, დასაქმებულთან ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტისათვის.
ამდენად, უნდა დადგინდეს დაცული იყო თუ არა მასწავლებლის გათავისუფლების კანონით დადგენილი პროცედურა, კერძოდ არსებობდა თუ არა სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება მასწავლებელთა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე სკოლის დირექტორისთვის რეკომენდაციის მიცემის შესახებ. საქმეში წარმოდგენილია მა-------–-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ბა------ის საჯარო სკოლის დისციპლინური კომიტეტის სხდომის ოქმი. ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ლ’’ პუნქტის თანახმად დისციპლინური გადაცდომების განხილვის მიზნით, სკოლა წესდებით გათვალისწინებული წესით ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს, რომლის შემადგენლობაში შედის თანაბარი რაოდენობის მასწავლებელი, მშობელი და საშუალო საფეხურის მოსწავლე. მოცემულ შემთხვევაში კომიტეტის წევრებს წარმოადგენდნენ მასწავლებლები ლა--- ის----–---ა, ნუ---–-- მუ----ი, საშუალო საფეხურის ორი მოსწავლე სა---- იმ----–---- და გი----- ქე---–---ა და მშობლები აი-----ნ ჩო------ა და მე---- კუ--------ი. რაც შეეხება გადაწყვეტილების მიღების წესს, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, რომელიც სამეურვეო საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების წესს განსაზღვრავს, ადგენს, რომ სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია მოსთხოვოს სკოლის დირექტორს, ვადამდე შეუწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება მასწავლებელს ხელშეკრულების პირობების დარღვევისას, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენისას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, შესაბამისად, იმ პირობებშიც კი თუკი, მე---- კუ--------ი მხარს არ დაუჭერდა დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებას, კომიტეტი უფლებამოსილი იყო რეკომენდაცია მიეცა სკოლის დირექტორისთვის ბი---- მუ----ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. ამდენად, დგინდება, რომ დისციპლინურმა კომიტეტმა გადაწყვეტილება, პედაგოგისათვის დისციპლინური სახდელის - სამსახურიდან გათავისუფლების (ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის) შესახებ, მიიღო და აცნობა აღნიშნული შესახებ სკოლის დირექტორს, რომელმაც გამოსცა შესაბამისი ბრძანება ბი---- მუ----თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ,ამდენად, სასამართლო გამართლებულად მიიჩნევს დამსაქმებლის ნებას - შეწყვიტოს მასწავლებელ ბი---- მუ----თან შრომითი ურთიერთობა, ვინა----ნ ეს ნება სავსებით აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლით გათვალისწინებული „მართლზომიერი ნების“ მაღალ სტანდარტებს.
საბოლოო ჯამში, სასამართლო დამსაქმებლის მიერ დასაქმებულთან - ბი---- მუ----თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას მიიჩნევს კანონიერად. ვინა----ნ, დათხოვნის საფუძველი აღწევს საკმარისად სერიოზულ დონეს, შესაბამისად, სარჩელი სადავო ბრძანების, ისევე როგორც დისციპლინური კომიტეტის ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა და ვერ დაკმაყოფილდება.
პირველი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობებში, ასევე უსაფუძვლოდ რჩება დანარჩენი ორი მოთხოვნაც თანამდებობაზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც თავისთავად მხოლოდ ამ პირველადი მნიშვნელობის მოთხოვნათა თანმდევი შედეგები უნდა ყოფილიყვნენ ისეთ შემთხვევაში, თუ სასამართლო სხვაგვარ გადაწყვეტილებას მიიღებდა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი გადახდება მოპასუხეს, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. არ დაკმაყოფილდეს ბი---- მუ----ის სარჩელი სსიპ მა-------–-ს რაიონის სოფელ ბა------ის საჯარო სკოლის და სსიპ ქ. სსიპ მა-------–-ს რაიონის სოფელ ბა------ის საჯარო სკოლის დისციპლინური კომიტეტის მიმართ, სსიპ მა-------–-ს რაიონის სოფელ ბა------ის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 30.11.2018 წლის №37 ბრძანების ბათილად ცნობის, სსიპ მა-------–-ს რაიონის სოფელ ბა------ის საჯარო სკოლის დისციპლინური კომიტეტის 26.11.2018 წლის სხდომის ოქმის №1 ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით;
2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო თარაშვილი