გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/7217-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხატია არდაზიშვილი
სხდომის მდივანი ეკა დარჩიაშვილი
მოსარჩელე - გ------------–---–ი
წარმომადგენელი - მ--------------–---ა, ნ-----------–---–ი
მოპასუხე - აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო
წარმომადგენელი - მ----------------ა
მესამე პირი - შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ------–-“
წარმომადგენელი - მ---------–--–---–ი
მესამე პირი - კერძო აღმასრულებელი ჯ------–---------ე, მ--------------–---–ი, გ------------–---–ი, თ-----------–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელების დავალება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნას ცნობილი აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 24 აგვისტოს A---------------- განკარგულება
1.2. მოპასუხეს - აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს დაეკისროს მოსარჩელის - გ------------–---–ის სასარგებლოდ, ზიანის ანაზღაურება - 14 000,00 (თოთხმეტი ათასი) ლარის ოდენობით.
1.3. დაეკისროს მოპასუხეს - აღსრულების ეროვნულ ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მოსარჩელის მიერ გადახდილი ადვოკატის მომსახურების თანხა - 700 ლარის ოდენობით, მოსარჩელე გ------------–---–ის სასარგებლოდ.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო და წარმოდგენილი წერილობითი შესაგებელში მიუთითა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი, ამასთან არ არსებობს ზიანის დაკისრების საფუძველი. ამდენად სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3.2. მესამე პირების პოზიცია:
3.1. მესამე პირი - კერძო აღმასრულებელი ჯ------–---------ე, მ--------------–---–ი, გ------------–---–ი, თ-----------–---–ი არ გამოცხადდნენ სასამართლო სხდომაზე, მხარეთათვის ცნობილი იყო სასამართლო სხდომის თარიღი კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
3.2. მესამე პირი - შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ------–-ს“ წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ------–მა“ 2018 წლის 04 იანვრის განცხადების მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს და მოითხოვა 2017 წლის 26 დეკემბერს ნოტარიუს მ------------–---–ის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის N1-------- აღსრულება. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, აღსასრულებელი ვალდებულების შესრულების მიზნით უნდა განხორციელებულიყო იპოთეკის საგნის, მდებარე: ქ. ქ-------------------–---------------------, საკადასტრო კოდი: 0------------------. რეალიზაცია. კრედიტორი: შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–-, მოვალეები: მ--------------–---–ი, გ------------–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–-ს 2018 წლის 04 იანვრის განცხადება თანდართული დოკუმენტებით - ს/ფ 85-115
4.1.2. კერძო აღმასრულებელ ჯ------–---------ის 2018 წლის 22 იანვრის NA1--------------- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ მოვალეებს გაეგზავნათ შემდეგ მისამართებზე: მ--------------–---–ს ქალაქი ქ-------------–------------–---------------------, გ------------–---–ს ქალაქი ქუ---------------------------------. აღნიშნული წინადადებით ადრესატებს ეცნობათ, რომ აღსრულების ქვემდებარე აქტის: ნოტარიუს მ------------–---–ის მიერ 2017 წლის 26 დეკემბერს გაცემული N1-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მიმდინარეობდა სააღსრულებო წარმოება საქმეზე NA--------. მიეცათ წინადადება ნებაყოფლობით, 7 (შვიდი) დღის ვადაში გადაიხადათ დაკისრებული თანხა და აღსრულების საზღაური. წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდებოდა იპოთეკის საგნის - ქ. ქ-------------------–---------------------, საკადასტრო კოდი: 0------------------ - იძულებით აუქციონზე რეალიზაცია. აღნიშნული წინადადება მ--------------–---–ზე ჩასაბარებლად ჩაიბარა ბიძამ გ------------–---–მა.
საფოსტო შეტყობინებებით დგინდება, რომ ადრესატს გ------------–---–ს გაგზავნილი კორესპოდენცია ჩაბარდა 2018 წლის 25 იანვარს.
კერძო აღმასრულებელ ჯ------–---------ის 2018 წლის 10 ივლისის NA1--------------- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ მ--------------–---–ის კანონიერ წარმომადგენელს ზ---------------ე გაეგზავნა ბ-----------------------------–-----–---ში.
საფოსტო შეტყობინებებით დგინდება, რომ გაგზავნილი კორესპოდენცია ჩაბარდა მამას მ---------------ს 2018 წლის 11 ივლისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- კერძო აღმასრულებელ ჯ------–---------ის 2018 წლის 22 იანვრისს NA1--------------- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ - ს/ფ 116-119, 137-141
კერძო აღმასრულებელ ჯ------–---------ის 2018 წლის 10 ივლისის NA1--------------- წინადადება - ს/ფ 142-145
- საფოსტო შეტყობინებები - ს/ფ 120-121, 146-147
4.1.3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 თებერვლის N1------------- გადაწყვეტილებით მ--------------–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. ქ-------------------–---------------------, (ყოფილი: ქალაქი ქ--------------–-------------------------–----------------) საკადასტრო კოდი: 0------------------ დარეგისტრირდა ყადაღა კერძო აღმასრულებლის - ჯ------–---------ის განცხადების საფუძველზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 თებერვლის N1------------- გადაწყვეტილება - ს/ფ 210
4.1.4. 2018 წლის 16 თებერვლის მოვალის ქონების აღწერის შესახებ აქტით დგინდება, რომ აღიწერა და ყადაღა დაედო მოვალის მ--------------–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე: ქ. ქ-------------------–---------------------. 0------------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოვალის ქონების აღწერის და დაყადაღების შესახებ აქტი - ს/ფ 211-212
4.1.5. კერძო აღმასრულებელმა - ჯ------–---------ემ 2018 წლის 14 მარტს №A---------0------ წერილით მიმართა შპს ,,ე-------------’’ და მოითხოვა საბაზრო ღირებულებით შეეფასებინათ მ--------------–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე: ქ. ქ-------------------–--------------------- ს/კ 0------------------.
შპს ,,ე-------------’’-ის 2018 წლის 23 მარტის დასკვნის თანახმად, უძრავი ქონება შეფასებული იქნა 40 000 ლარად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-კერძო აღმასრულებელმა - ჯ------–---------ემ 2018 წლის 14 მარტს №A---------0------ წერილი - ს/ფ 213
-შპს ,,ე-------------’’-ის 2018 წლის 23 მარტის დასკვნა - ს/ფ 215-243
4.1.6. კერძო აღმასრულებელმა ჯ------–---------ემ 2018 წლის 24 აპრილს სააუქციონო მომსახურების გაწევის თაობაზე განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, წარადგინა მის წარმოებაში არსებული სააღსრულებო წარმოების მასალები მოვალე მ--------------–---–ი და გ------------–---–ი, მ--------------–---–ის სახელზე რიცხული ს/კ 0------------------ იპოთეკით დატვირთული, უძრავი ქონების იძულებითი რეალიზაციისათვის სააუქციონო მომსახურების გაწევის მიზნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- კერძო აღმასრულებელის 2018 წლის 24 აპრილის №A---------0------ განაცხადი, სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ - ს/ფ 244-245
4.1.7. კერძო აღმასრულებელმა ჯ------–---------ის 2018 წლის 05 ივლისის NA---------0------ და NA---------0------ განკარგულებებით დადგინდა მოვალეებისათვის: მ--------------–---–ის კანონიერ წარმომადგენლისათვის ზ---------------ისათვის წინადადების გადაწყვეტილების 7 (შვიდი) დღის ვადაში ნებაყოფლობით შესრულებისა და იძულებით აღსრულების ღონისძიების შეტყობინების საჯაროდ გავრცელება. საჯარო შეტყობინება გავრცელდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებ-გვერდის www.nbe.gov.ge საშუალებით. ამასთან, აღნიშნული შეტყობინებები ჩაბარებულად ჩაითვალა საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-კერძო აღმასრულებელმა ჯ------–---------ის 2018 წლის 05 ივლისის NA---------0------ და NA---------0------ განკარგულებები - ს/ფ 266-270
4.1.8. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით საქმეზე N2/9----- (მოსარჩელე - ც---–------------ე; მოპასუხეები - თ-----------–---–ი, მ--------------–---–ი, დავის საგანი - ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება) მოპასუხეთა გამოუცხადებლობის გამო მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვტილება და ც---–------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2016 წლის 12 სექტემბრის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება და უძრავი ქონება მდებარე, ქ. ქ------------------–-----------------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N0------------------ აღირიცხა თ-----------–---–ის სახელზე.
აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 1 აგვისტოს გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი მოვალეების: თ-----------–---–ისა და მ--------------–---–ის მიმართ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება საქმეზე N2/9----- - ს/ფ 33-36
- სააღსრულებო ფურცელი - ს/ფ 37-38
4.1.9. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 10 აგვისტოს N8-------------- გადაწყვეტილებით ც---–------------ის განცხადების საფუძველზე უძრავი ქონებაზე მდებარე, ქ. ქ------------------–-----------------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N0------------------ მესაკუთრედ დარეგისტრირდა თ-----------–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ც---–------------ის სარეგისტრაციო განაცხადი თანდართული მასალებით - ს/ფ 39-40
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 10 აგვისტოს N8-------------- გადაწყვეტილება - ს/ფ 41
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - ს/ფ 42-43
4.1.10. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 24 აგვისტოს A---------------- განკარგულებით, მოვალე - მ--------------–---–ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ქ------------------–-----------------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N0------------------, შემძენი 2018 წლის 10 აგვისტოს გამართულ, იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა გ------------–---–ი, რომელმაც უძრავი ნივთი შეიძინა 14 000 ლარად. აღსრულება განხორციელდა უზრუნველყოფილი კრედიტორის შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–-ს სასარგებლოდ.
გ------------–---–მა საგარანტიო თანხა 2000 ლარი გადაიხადა აღმასრულებლის მიერ მითითებულ შესაბამის ანგარიშზე 2018 წლის 09 აგვისტოს, ხოლო შემდგომ ქონების ღირებულების დარჩენილი ნაწილი 12 000 ლარი გადაიხადა 2018 წლის 17 აგვისტოს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 24 აგვისტოს A1---------------- განკარგულება - ს/ფ 25-26
- გადახდის ქვითრები - ს/ფ 44-47
4.1.11. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 24 აგვისტოს A1---------------- განკარგულება გ------------–---–მა 2018 წლის 24 აგვისტოსვე წარადგინა რეგისტრაციისათვის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 31 აგვისტოს N8-------------- გადაწყვეტილებით გ------------–---–ს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე, ვინაიდან წარდგენილ უფლების საგანზე რეგისტრირებული იყო სხვისი უფლება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გ------------–---–ის სარეგისტრაციო განცხადება - ს/ფ 27-28
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 31 აგვისტოს N8-------------- გადაწყვეტილება - ს/ფ 29
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ------------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს კანონი ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“; საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული ,,იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმებსა და წესი“.
7. სამართლებრივი შეფასება:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსისა და ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 183.10 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 24 აგვისტოს A---------------- განკარგულება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტია და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს საკანონმდებლო, თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამავე დროს, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რეალაქტის განხორციელებით ან განუხორციელებლობით, დაინტერესებული პირის სუბიექტური უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვის სამართლებრივ საშუალებებს, კერძოდ, პირს უფლება აქვს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე სარჩელი შეიტანოს სასამართლოში ქმედების განხორციელების მოთხოვნით, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემას. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. რეალაქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს ისეთი საჯარო-სამართლებრივი ღონისძიება, რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, არამედ ფაქტობრივი შედეგის დადგომისაკენ.
განსახილველ შემთხვევაში სარჩელი, ასევე, აღძრულია მითითებული ნორმის ფარგლებში, რამდენადაც მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს დაუბრუნდეს აუქციონში გადახდილი თანხა.
7.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის შესაბამისად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის შესაბამისად დაუშვებელია კერძო საკუთრების საყოველთაო უფლების გაუქმება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების შესაბამისად, (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება, ს/ნ 3/1/512 დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) საკუთრების უფლებაში ჩარევა გამართლებულად ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ხორციელდება კანონით ზუსტად დადგენილი რეგლამენტაციის საფუძველზე, ლეგიტიმური მიზნით, მიზნის მიღწევის პროპორციულად და გამოსადეგი საშუალებით.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის I დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს უფლება დაუბრკოლებლად ისარგებლოს თავისი ქონებით. არავის არ შეიძლება წაერთვას ქონება, იმ შემთხვევის გარდა, როცა ამას საზოგადოების ინტერესები მოითხოვენ და იმ პირობებით, რომლებიც გათვალისწინებულია კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტული სამართლის მიხედვით, საკუთრების უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა უნდა იყოს კანონიერი, უნდა შეესაბამებოდეს საჯარო ინტერესს და უნდა იყოს პროპორციული, ის უნდა ადგენდეს სამართლიან ბალანსს საზოგადოების საჯარო ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდუალური ფუნდამენტური უფლებების მოთხოვნებს შორის (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2013 წლის 20 ივნისის ს/ნ 57404/08 გადაწყვეტილება ლავრეჩოვი ჩეხეთის წინააღმდეგ).
ამრიგად, საკუთრების უფლებით დაცულ სფეროში ჩარევისათვის მკაცრად უნდა იქნეს დაცული, როგორც კანონით გათვალისწინებული საფუძველი, ისე იმავე კანონით დადგენილი წესი.
7.3. ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ”ნ” ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სანოტარო აქტი.
ამავე კანონის მე-146 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კერძო აღმასრულებელი არის ფიზიკური პირი, რომელიც საჯარო უფლებამოსილებას – სააღსრულებო საქმიანობას ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის საფუძველზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ამავე კანონის 147-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კერძო აღმასრულებელი ახორციელებს ამ კანონის მე-2 მუხლის „ა“, „გ“, „ე“ და „ლ“–„ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აქტების (გადაწყვეტილებების) აღსრულებას ამავე კანონით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კერძო აღმასრულებელი ყადაღადადებული ქონების საჯარო აუქციონზე რეალიზაციის მიზნით: ა) კრედიტორის შესაბამისი განცხადების საფუძველზე დამოუკიდებლად ახორციელებს ამ კანონით დადგენილ აუქციონის მოსამზადებელ პროცედურებს; ბ) მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადით, წარუდგენს მას სააუქციონო დოკუმენტაციის (სააღსრულებო წარმოების შესაბამისი მასალების) თავის მიერ დამოწმებულ ასლებს და აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე შეაქვს სააუქციონო მომსახურების დადგენილი საფასური, რომლის ოდენობაც განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადის მართვის ავტომატური საშუალებებით წარდგენის შემთხვევაში სააღსრულებო წარმოების მასალები დამოწმებას არ საჭიროებს; გ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს განმეორებითი და ხელახალი აუქციონების მომზადებას ამ მუხლით გათვალისწინებული წესით.
სასამართლო განმარტავს, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო ან მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე სხვა პირი მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადებიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ამ კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან 2 კვირის ვადაში, მისი რეალიზაციის მიზნით აცხადებს საჯარო აუქციონს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი ადგენს, რომ ყადაღადადებული მოძრავი ქონების აუქციონის წესით რეალიზაცია ხდება ამ კანონის XIII თავით დადგენილი წესით, ამ მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე კანონის 631-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს ქონების აღწერას და მესაკუთრისათვის მისი განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, იპოთეკით, უზუფრუქტით, სერვიტუტით ან აღნაგობით დატვირთვის, მასზე თხოვების, ქირავნობის ან/და იჯარის ხელშეკრულების დადების – აკრძალვის გამოცხადებას. რეგისტრაციას დაქვემდებარებულ ქონებაზე ყადაღის დადება ხდება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართვის, ხოლო უძრავ ქონებაში განთავსებულ მოძრავ ნივთებზე ყადაღის დადება – ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტის საფუძველზე. უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ხდება მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადებისათვის დადგენილი წესით. ყადაღის დადების ან გაუქმების აქტი/მიმართვა დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იძულებით აუქციონს ამ კანონით დადგენილი წესით ატარებს აღსრულების ეროვნული ბიურო ან სხვა პირი მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. ამავე კანონის 71-ე მუხლი კი ადგენს, რომ იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმები, წესი და მასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
სასამართლო მოიხმობს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის N21 ბრძანებას, რომლითაც დამტკიცდა: ა) იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმები და წესი (დანართი №1); ბ) იძულებითი აუქციონის ჩატარების პროცედურები (დანართი №2). დამტკიცებული იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმები და წესის პირველი პუნქტის თანახმად, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი აუქციონი ტარდება ელექტრონული (ინტერნეტაუქციონის) გზით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს აუქციონის ჩატარებას და განსაზღვრავს აუქციონზე გასატან ქონებას, საჭიროების შემთხვევაში ყოფს მას ლოტებად. ქონების ლოტებად დაყოფის შემთხვევაში აუქციონი ტარდება და გამარჯვებული გამოვლინდება თითოეული ლოტის მიხედვით ცალ-ცალკე.
ამავე წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, აუქციონის ჩატარების თაობაზე აღსრულების ეროვნული ბიურო აქვეყნებს ინტერნეტ-განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს: ა) აუქციონის დაწყების და დასრულების დროს. აუქციონის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 7 დღეზე ნაკლები და 10 დღეზე მეტი. განსაკუთრებულ შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია აუქციონის ხანგრძლივობის გაზრდა გონივრული ვადით; ბ) ქონების საწყის ფასს; გ) გასაყიდი ქონების დასახელებას; ქონების მოკლე აღწერას (ლოტებად დაყოფის შემთხვევაში ლოტების მიხედვით), მის ადგილმდებარეობას, გარდამავალ უფლებათა ღირებულებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში; დ) საგარანტიო თანხის ოდენობას, რომელიც არის ქონების საბაზრო ღირებულების 5%, გარდა ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. უძრავი ქონების წინმსწრებ აუქციონზე რეალიზაციის შემთხვევაში საგარანტიო თანხის ოდენობა შეადგენს მესაკუთრის მიერ განსაზღვრული საწყისი ფასის 5 %-ს; ე) ფასის მატების ბიჯის ოდენობას; ვ) აუქციონის ჩატარების პროცედურებს; ზ) ავტორიზებული პირის არსებობის შემთხვევაში, მისი მეშვეობით მოძრავი ქონების გაყიდვის პირობების თაობაზე. მე-3 პუნქტი კი ადგენს, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია აუქციონის შესახებ სპეციალური საჯარო განცხადება განათავსოს ვებგვერდზე: www.eauction.ge ან/და www.nbe.gov.ge .
ამდენად, მითითებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ იძულებითი აუქციონის ჩატარების შესახებ განცხადება, რომელიც ქვეყნდება ვებგვერდზე: www.eauction.ge ან/და www.nbe.gov.ge , სხვა სავალდებულო რეკვიზიტებთან ერთად უნდა შეიცავდეს აუქციონზე სარეალიზაციოდ გატანილი ქონების ზუსტ აღწერას, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება მისი იდენტიფიცირება.
სასამართლო, ასევე, მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის №21 ბრძანებით დამტკიცებული ,,იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების და წესის'' მე-2 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებზე, რომელთა თანახმად, ინტერნეტაუქციონში გამარჯვებულად ითვლება მონაწილე, რომლის მიერ აუქციონის დასრულებამდე შემოთავაზებული იქნება ყველაზე მაღალი ფასი. აუქციონში გამარჯვებულმა (ქონების შემძენმა) შესყიდვის ფასი სრულად უნდა შეიტანოს აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე, აუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.
აღსანიშნავია, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს 75-ე მუხლის თანახმად, აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ქონების ფასის სრულად გადახდის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ. სააღსრულებო წარმოებისას გაყიდული ქონების ახალი მესაკუთრე იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება საკუთრების გადასვლის მომენტში ამ ქონების ფლობასთან ან/და ამ ქონებით სარგებლობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე. ქონების ახალ მესაკუთრეზე გადასვლის მომენტიდან ძველი მესაკუთრე კარგავს ყოველგვარ უფლებას ამ ქონებაზე.
საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 09 აგვისტოს საგადახდო დავალებითა, 2018 წლის 17 აგვისტოს საგადახდო დავალებებით და აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 24 აგვისტოს NA----------------განკარგულებით დგინდება, რომ მოვალე მ--------------–---–ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ქ-------------------–--------------------, საკადასტრო კოდი: 0------------------, 2018 წლის 10 აგვისტოს გამართულ აუქციონზე გახდა გ------------–---–ი, რომელმაც ქონება შეიძინა 14 000 ლარად. ამავე განკარგულების თანახმად, აღსრულება განხორციელდა უზრუნველყოფილი კრედიტორის შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–-ს სასარგებლოდ.
საქმის მასალებით დადგენილია და სადავოს არ წარმოადგენს, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 24 აგვისტოს NA----------------განკარგულების საფუძველზე გ------------–---–მა უძრავი ქონება, მდებარე: ქ.ქ-------------------–-------------------- საკადასტრო კოდი: 0------------------ შეიძინა აუქციონზე და 2018 წლის 24 აგვისტოსვე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა განკარგულება საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის, თუმცა უარი ეთქვა საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე იმ საფუძველით, რომ აღნიშნულ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული იყო სხვა პირის საკუთრების უფლება.
ასევე, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით საქმეზე N2/9----- (მოსარჩელე - ც---–------------ე; მოპასუხეები - თ-----------–---–ი, მ--------------–---–ი, დავის საგანი - ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება) მოპასუხეთა გამოუცხადებლობის გამო მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვტილება და ც---–------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2016 წლის 12 სექტემბრის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება და უძრავი ქონება მდებარე ქ. ქ------------------–-----------------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N0------------------ აღირიცხა თ-----------–---–ის სახელზე.
აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 1 აგვისტოს გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი მოვალეების: თ-----------–---–ისა და მ--------------–---–ის მიმართ.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 10 აგვისტოს N8-------------- გადაწყვეტილებით ც---–------------ის განცხადების საფუძველზე უძრავი ქონებაზე მდებარე ქ. ქ------------------–-----------------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N0------------------ გაუქმდა რეგისტრაცია და მესაკუთრედ დარეგისტრირდა თ-----------–---–ი.
სასამართლო თვლის, რომ აუქციონის პირობებში სარეალიზაციოდ გატანილი ნივთის შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროსთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო ყველაფერი და მხოლოდ ამის შემდგომ ჩაეტარებინა აუქციონი. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 10 აგვისტოს N8-------------- გადაწყვეტილებით რეგისტრირებული იქნა ც---–------------ის საკუთრების უფლება და ამის მიუხედავად სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გ------------–---–ს გადაახდებინა თანხა და 2018 წლის 24 აგვისტოს გასცა განკარგულება. აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია აუქციონში მონაწილე პირს მიაწოდოს ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია აუქციონის პირობებთან, მათ შორის, აუქციონზე გატანილ ნივთთან დაკავშირებით, რათა აუქციონში გამარჯვებულმა პირმა შეძლოს თავისი საკუთრების თავისუფლად განკარგვა, მოგებისა და ხარჯის გათვლა იმ მომენტში რეალურად გადასახდელი თანხის ოდენობის გათვალისწინებით. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც გამყიდველმა არ უზრუნველყო სრული ინფორმაციის მიწოდება მოსარჩელისათვის, გაყიდა და გასცა განკარგულება ქონებაზე, რომელიც აღარ იყო მოვალის საკუთრება, სასამართლო თვლის, რომ მოპასუხემ სადავო აუქციონი ჩაატარა და დაასრულა, განკარგულება გასცა კანონის მოთხოვნათა დარღვევით, არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, არ დაადგინა, განკარგულების გაცემის მომენტისათვის, შეეძლო თუ არა შემძენს შეძენილი ქონების რეგისტრაცია.
7.4. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე დროს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან. ამდენად, იმისთვის, რომ სასამართლომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედება უკანონოდ მიიჩნიოს, უნდა დადგინდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედების (უმოქმედობის) კანონშეუსაბამობა.
სასამართლო, მითითებული ნორმების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 24 აგვისტო NA---------------- განკარგულება, რომლითაც მოსარჩელე გ------------–---–მა იძულებით საჯარო აუქციონზე შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქ------------------–-----------------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N0------------------, ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ამასთან, უკანონოდ ზღუდავს მას. შესაბამისად, იგი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის საფუძველზე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. სასამართლო თვლის, რომ აღნიშნულის გათვალისწინებით, სახეზეა არა მხოლოდ გასაჩივრებული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები, არამედ ზოგადად, სადავო აუქციონის შედეგების გაუქმების საფუძველიც, რამდენადაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა აუქციონის ჩატარებას კანონის მოთხოვნათა დარღვევით.
7.5. რაც შეეხება აუქციონზე გადახდილი თანხის - 14 000 (თოთხმეტი ათასი) ლარის ანაზღაურებას, სასამართლო თვლის, რომ მოთხოვნა, ასევე, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება, შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის უპირველეს მიზანს წარმოადგენს დაზარალებული პირის ინტერესების დაცვა მიყენებული ზარალის ანაზღაურების გზით. სახელმწიფო რესურსის მასშტაბის, მოცულობის და ბუნების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან არამართლზომიერ ქმედებათა განხორციელება ხშირ შემთხვევებში გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია კერძო სუბიექტების მხრიდან განხორციელებულ ანალოგიური სახის ქმედებასთან შედარებით. ამიტომ მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულების დაწესება ხელს უწყობს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა თვითნებობის და ძალაუფლების უკანონოდ გამოყენების პრევენციას.
მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ წესს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-209-ე მუხლები. კერძოდ, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს. ხსენებული კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
მითითებული მუხლების თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი.
სასამართლო თვლის, რომ მოპასუხე, ადმინისტრაციული ორგანო 2018 წლის 24 აგვისტოს განკარგულების გაცემისას ვალდებული იყო გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და ისე მიეღო შესაბამისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მოპასუხეს განკარგულების გაცემისას არ გადაუმოწმებია სადავო ქონება ირიცხებოდა თუ არა მოვალის სახელზე და განკარგულების საფუძველზე, შემძენი შეძლებდა თუ არა მასზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას. მოსარჩელემ გადაიხადა 14 000 ლარი, თუმცა ვერ შეძლო საკუთრების უფლების დარეგისტრირება უძრავ ქონებაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ მოპასუხეს - აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს უნდა დაეკისროს მოსარჩელის - გ------------–---–ის სასარგებლოდ, ზიანის ანაზღაურება - 14 000,00 (თოთხმეტი ათასი) ლარის ოდენობით.
8. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს უნდა დაეკისროს გ------------–---–ის სასარგებლოდ მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში სარჩელთან დაკავშირებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარის ანაზღაურება. ამასთან, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად და მოპასუხეს დაეკისრა 14 000 ლარის ზიანის ანაზღაურება, მოპასუხეს - აღსრულების ეროვნულ ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს უნდა დაეკისროს ასევე სახელმწიფო ბაჟის 320 (სამას ოცი) ლარის (დავის საგნის ღირებულების 3%) გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ამასთან, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილია 2018 წლის 14 ნოემბრის იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება და 2018 წლის 15 ნოემბრის სალაროს შემოსვლის ორდერი, რომლითაც დგინდება ნ---------------ის მიერ შპს ,,ა--------------------------–-------------–-ის" სასარგებლოდ, გ------------–---–ის საქმის წარმოების თანხის - 700 ლარის გადახდის ფაქტი, ხოლო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება გ------------–---–ის სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, სასამართლო თვლის, რომ მოპასუხე მხარეს ასევე უნდა დაეკისროს აანაზღაუროს გ------------–---–ის მიერ წარმომადგენელის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 22-ე, 24-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ბათილად იქნას ცნობილი აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 24 აგვისტოს A---------------- განკარგულება.
3. მოპასუხეს - აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს დაეკისროს მოსარჩელის - გ------------–---–ის სასარგებლოდ, ზიანის ანაზღაურება - 14 000,00 (თოთხმეტი ათასი) ლარის ოდენობით.
4. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის გადახდა, დაეკისროს მოპასუხეს - აღსრულების ეროვნულ ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მოსარჩელე გ------------–---–ის სასარგებლოდ, ასევე დაეკისროს მოპასუხეს - აღსრულების ეროვნულ ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს სახელმწიფო ბაჟის 320 (სამასოცი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
5. დაეკისროს მოპასუხეს - აღსრულების ეროვნულ ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მოსარჩელის მიერ გადახდილი ადვოკატის მომსახურების თანხა - 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით, მოსარჩელე გ------------–---–ის სასარგებლოდ.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ხატია არდაზიშვილი