გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.06.2019
საქმის ნომერი
281210919003035217
კატეგორია
დავის ტიპი
ლიზინგი, ფრენშაიზინგი
თარიღი
10.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 281210919003035217 (2/39-19)

ბრძანება

საქართველოს სახელით

ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის

საგნის დაბრუნების შესახებ

10.06. 2019 წ. ქ. ზუგდიდი

 

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს

მაგისტრატი მოსამართლე ირაკლი აბშილავა

 

განმცხადებელი შპს ,,მ-----"

წარმომადგენელი მ--------------იძე

 

მოპასუხე თ----------------–---–ავა

 

მოთხოვნა - ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნება

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

 

შპს ,,მ-----" ითხოვს მოპასუხე თ----------------–---–ავას მიმართ ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ ბრძანების მიღებას.

 

განმცხადებელი მიუთითებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

28.01.2017 წ შპს ,,,,მ-----სა" და თ----------------–---–ავას შორის დაიდო ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება №FL-----------48

 

ლიზინგის საგანია ავტოსატრანსპორტო საშუალება B----------- -კოდი W---------------- გამოშვების წელი 1---- ძრავის მოცულობა 1---- ფერი ლ------- 7--, რეგისტრაციის ნომერი A------

 

ლიზინგის თანხა განისაზღვრა 1000 ლარი, თვეში 4,5 % დარიცხვით, ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 28.01.2023 წელი. ლიზინგის თანხა უნდა დაფარულიყო ყოველ თვეში 46.97 ლარის გადახდით, გრაფიკის შესაბამისად.

 

თ----------------–---–ავას მიერ არ სრულდება ლიზინგის ხელშეკრულებების პირობები, არ დაუფარავს ლიზინგით გათვალისწინებული თანხა. დაირღვა მხარეთა შორის შეთანხმებული გრაფიკი.

 

განმცხადებელს გაღებული აქვს საპროცესო ხარჯები კერძოდ, გადახდილია სახ. ბაჟი 50 ლარი.

 

შპს ,,მ-----’’ ითხოვს სასამართლომ გამოსცეს ბრძანება თ----------------–---–ავას მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების, B----------- -კოდი W---------------- გამოშვების წელი 1---- ძრავის მოცულობა 1---- ფერი ლ------- 7--, რეგისტრაციის ნომერი A------, დაბრუნების შესახებ

 

განსახილველ განცხადებას მოთხოვნის უფლების არსებობისა და მისი დასაბუთებულების დასადასტურებლად თან ერთვის შემდეგი მტკიცებულებები: ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება, ცნობა დავალიანების შესახებ, ლიზინგის საგნის ნასყიდობის ხელშეკრულება, სარეგისტრაციო მოწმობა, პასპორტის ასლი, ამონაწერი რეესტრიდან, შპს ,,მ-----ს” მიერ გაცემული მინდობილობა, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

 

სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3091-3097-ე მუხლების საფუძველზე, განიხილა შპს ''მ-----ს'' განცხადება და თანდართული საბუთები და მიაჩნია, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ლიზინგის ხელშეკრულებით, ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს გადასცეს სარგებლობაში განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით. ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 5805-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ლიზინგის გამცემს შეუძლია მოშალოს ლიზინგის ხელშეკრულება, თუ ლიზინგის მიმღები არსებითად არღვევს თავის ვალდებულებებს. ამავე კოდექსის 5806-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე ლიზინგის ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისას ლიზინგის გამცემს უფლება აქვს, ქონება დაიბრუნოს მფლობელობაში და განკარგოს იგი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი განცხადება აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3092-ე მუხლის მოთხოვნებს, სახეზეა წამოყენებული მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებები და არსებობს განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 3091-3097-ე მუხლებით

ბ რ ძ ა ნ ე ბ ს:

 

1.შპს ,,მ-----ს’’ განცხადება დაკმაყოფილდეს.

 

2. შპს ,,მ-----ს" (ს/ნ 40468688) დაუბრუნდეს ლიზინგის საგანი - ავტოსატრანსპორტო საშუალება B----------- -კოდი W---------------- გამოშვების წელი 1---- ძრავის მოცულობა 1---- ფერი ლ------- 7--, რეგისტრაციის ნომერი A------,3. ბრძანება აღსრულდეს დაუყოვნებლივ, რისთვისაც გაიცეს სააღსრულებო ფურცელი.

 

4.თ----------------–---–ავას ს შპს ,,მ-----ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 50.00 ლარის გადახდა.

 

5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, მისი ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში კერძო საჩივრის შეტანის გზით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის (ქ. ჩხოროწყუ გობეჩიას N1) მეშვეობით.

 

მოსამართლე ირაკლი აბშილავა