განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №---------
(--------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:
16 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ლელა შკუბულიანი
სხდომის მდივანი - ნინო დანელია
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ზ-------------–ია, გ--------------ე, ვ------------------ე
დაცვის მხარე:
ადვოკატები - უ–---------–--ე, მ-----–--------–-–---–ი, ე-–----------–-ა, თ------------------–---–ი, ხ---------------–-–---–ი, თ---------------------–--ე
ბრალდებული - ა----- მ--------ი, დაბადებული - 1----–-–-----------–-- საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–---------–---------------------------------
კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - სსკ) 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი; 2. საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
დისპოზიცია: 1. თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით; 2. ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით.
ბრალდებული - ს----- მ--------ი, დაბადებული - 1----–-–------------–-, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–---------–---------------------------------
კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი; 2. საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
დისპოზიცია: 1. თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით; 2. ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით.
ბრალდებული - რ----- ი----------ი, დაბადებული - 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ქ--------------------------------------–--------------–----------–------------ ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–---------------–-------------------------------------------------
კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი; 2. საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
დისპოზიცია: 1. თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით; 2. ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით.
თარჯიმანი - ხ---------------ე, ე-–---------–--ე, მ----------–----ე, ვ-----–-------------ი, ნ-------–-----ე, ე-–--------------ი, ე-–------------ი, ნ-----------–---–ი, ჰ------–------ი, რ-------------ა, მ----------ი, ნ-----------------ი, ზ---------------ა, ხ--------------–---–ი, ფ------------------ი
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2016 წლის 1 მარტს შპს „გ--–---ში“ გ---------–ის პოზიციაზე დაინიშნენ ს----- მ--------ი, ა----- მ--------ი, გ-----– ხ--–--–---ი, ფ------- ჩ----–ი და ლ---–- ი---------ა, რომლებსაც უნდა განეხორციელებინათ შპს „გ--–---ის“ კუთვნილი სხვადასხვა სახის საქონლის რეალიზაცია და მიღებული თანხის კომპანიის ანგარიშზე შეტანა. ზემოაღნიშნულმა პირებმა განიზრახეს შპს „გ--–---ის“ კუთვნილი ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, რა მიზნითაც დაუკავშირდნენ მოქალაქეებს - რ----- ი----------ს, ნ-------------სა და დ-------------ს და გაინაწილეს როლები, კერძოდ: ს----- მ--------მა, ა----- მ--------მა, გ-----– ხ--–--–---ამ, ფ------- ჩ----–მა და ლ---–- ი---------ამ შპს „გ--–---იდან“ გამოიტანეს, კომპანიის კუთვნილი საქონელი, ხოლო რ----- ი----------მა, ნ-------------მა და დ-------------მა მათ მიაწოდეს სხვადასხვა მოქალაქეთა პირადი მონაცემები და ტელეფონის ნომრები. მითითებული მონაცემების გამოყენებით დაამზადეს ყალბი მონაცემების შემცველი ხელშეკრულებები: N6----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- N5--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- N4--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------, N5--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------, N6------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- სადაც სხვადასხვა მოქალაქეებზე რეალიზებულად დააფიქსირეს შპს „გ--–---ის“ საქონელი, რითაც 2016 წლის მარტისა და მაისის პერიოდში, მოტყუებით დაეუფლნენ საზოგადოების კუთვნილ 146 360 ლარის ღირებულების საქონელს და გაინაწილეს ურთიერთშორის. აღნიშნული ქმედებით შპს „გ--–---ს“ მიადგა 146 360 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა საქმეში დაზარალებულად ცნობილი პირებისა და სხვა მოწმეთა ჩვენებები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი წერილობითი მტკიცებულებები (მათ შორის თემატური რევიზიის დასკვნა), თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, სანდოობის, უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ა----- მ--------ის, ს----- მ--------ისა და რ----- ი----------ის დამნაშავედ ცნობისთვის, შემდეგ გარემოებათა გამო:
2.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ--------------–ის ჩვენებით დგინდება, რომ დასაქმებულია შპს „გ--–---ში“, რომლის საქმიანობასაც წარმოადგენს სამზარეულოს ნივთების რეალიზაცია. საქონლის რეალიზაციას ახდენენ სამუშაო ჯგუფები, რომლებიც შედგება რამდენიმე პირისგან და ჰყავს უფროსი. ჯგუფის წევრები ყოველ დილით, კომპანიის კუთვნილი საქონლის რეალიზაციის მიზნით მიდიან საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე, მათ შორის სოფლებშიც, სადაც მოლაპარაკებას თავად ჯგუფის წევრები აწარმოებენ და გაყიდული საქონლის აღრიცხვის მიზნით, აფორმებენ შესაბამის დოკუმენტს. მოწმის განმარტებით, შპს „გ--–---ში“ ერთ-ერთ სამუშაო ჯგუფს, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, ხელმძღვანელობდა ა----- მ--------ი, ხოლო მისი ჯგუფის წევრები იყვნენ: ს----- მ--------ი, გ-----– ხ--–--–---ი, ფ------- ჩ----–ი და ლ---–- ი---------ა. აღნიშნული ჯგუფი თავდაპირველად პატიოსნად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ, მას ეჭვი შეეპარა ჯგუფის წევრების კეთილსინდისიერ მუშაობაში. აღნიშნული განპირობებული იყო გაყიდვების არარეალური ზრდით. მოწმემ გადაწყვიტა მათი კომპანიის კუთვნილი სამზარეულოს ნივთების შემძენ მყიდველებთან (იმ ადამიანებთან, ვინც დაფიქსირებული იყო ჯგუფის წევრების მიერ შედგენილ დოკუმენტაციაში) სატელეფონო კავშირის მეშვეობით, გადაემოწმებინა დოკუმენტის ნამდვილობა, თუმცა დარეკილი ნომრებიდან არავინ პასუხობდა, რიგ შემთხვევებში ტელეფონი იყო გათიშული. ამის შემდეგ, გადაწყვიტა უშუალოდ მოეძიებინა კომპანიის კუთვნილი საქონლის შემძენი ხალხი. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ა----- მ--------ის ჯგუფის მიერ დოკუმენტალურად გაფორმებული პირები ძირითად, ან გარდაცვლილთა რიგებში ირიცხებოდნენ, ან საზღვარგარეთ იყვნენ წასულები. აღნიშნულმა ფაქტმა დაარწმუნა, რომ მისი თანამშრომლები არაკანონიერი გზით იძიებდნენ მონაცემებს და აყალბებდნენ ხელშეკრულებებს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ა----- მ--------ის ჯგუფმა, კომპანიის კუთვნილი საქონელი ერთიანად გაყიდა მიზერულ ფასად. მოწმის განმარტებით, ა----- მ--------ის ჯგუფის თაღლითური ქმედების შედეგად, კომპანიამ განიცადა დიდი ოდენობის ზიანი. მანვე დაადასტურა, რომ თანამშრომლებს არ ჰქონიათ ნივთის სხვისი პირადობის მოწმობის გამოყენებით გასხვისების უფლება/ნებართვა.
2.3. შრომითი ხელშეკრულებებით (----------–-- დგინდება, რომ ა----- და ს----- მ--------ებმა, როგორც „დასაქმებულებმა“ იკისრეს შრომითი ვალდებულება შპს „გ--–---ის“ წინაშე. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, ისინი დაინიშნენ გ---------–ის თანამდებობაზე 1 წლის ვადით.
2.4. სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული იქნა მ--------------–ის მიერ წარდგენილი შპს „გ--–---ის“ დოკუმენტაცია, კერძოდ, ნასყიდობის 668 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე კომპანიის თანამშრომლებმა მოახდინეს შპს „გ--–---ის“ კუთვნილი საოჯახო პროდუქციის რეალიზაცია. ხელშეკრულებებში დაფიქსირებულია საქონლის დასახელება, რაოდენობა და ღირებულება, წინასწარ გადახდილი და დარჩენილი გადასახდელი თანხა. აგრეთვე, მყიდველის პირადი მონაცემები და საკონტაქტო ინფორმაცია. თითოეულ ხელშეკრულებას ხელს აწერს როგორც გ---------–ი, ისე მყიდველი.
2.5. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ ლ---–- ი---------ამ ჩვენების მიცემისას აღიარა თანამზრახველებთან ერთად ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებით თაღლითურ სქემაში მონაწილეობა. მოწმის განმარტებით, 2016 წლის თებერვალში, მან ა----- მ--------ის შეთავაზების საფუძველზე, მუშაობა დაიწყო შპს „გ--–---ში“, სადაც მასთან ერთად მუშაობდნენ გ-----– ხ--–--–---ი, ფ------- ჩ----–ი და ს----- მ--------ი. ჯგუფის ხელმძღვანელი თავდაპირველად იყო ა----- მ--------ი, ხოლო ბოლო პერიოდში - ს----- მ--------ი. ჯგუფში მდედრობითი სქესის ქალბატონებს ევალებოდათ კომპანიის კუთვნილი პროდუქციის რეკლამირება, რეალიზაცია და ხელშეკრულებების შედგენა. მოწმის განმარტებით, მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გაიცნეს დ-----------------------ები, რომლებმაც თავიანთი პირადობის მოწმობის გამოყენებით შეიძინეს არაერთი საყოფაცხოვრებო ნივთი, თუმცა ვინაიდან ლიმიტს აჭარბებდნენ, მათ მოჰქონდათ სხვადასხვა პირების პირადი მონაცემები, რომლის საფუძველზეც ყიდულობდნენ სასურველ ნივთს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ფაქტი მათთვის ცნობილი იყო, მოწმე და მისი თანაგუნდელები ავსებდნენ ხელშეკრულებას და ადასტურებდნენ ხელმოწერით (უცნობი/არარეალური ხალხის სახელით). ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, შპს „გ--–---ის“ კუთვნილ საოჯახო ნივთებს განვადებით აძლევდნენ დ-----------------------ებს, რომლებიც იხდიდნენ პირველად შენატანს. მოწმის განმარტებით, ა----- და ს----- მ--------ებმა იცოდნენ, რომ ხელშეკრულებების შევსება ხდებოდა არარეალური მონაცემებით, უფრო მეტიც, მითითებაც კი ჰქონდათ, რომ ამ პრინციპით ემუშავათ. მანვე დაადასტურა, რომ აღნიშნული ფაქტი გავლენას ახდენდა მათ ხელფასზე (რაც უფრო მეტ პროდუქციას გაყიდიდნენ, მით უფრო მეტ სახელფასო დანამატს გადაუხდიდა კომპანია). ანალოგიურ შემთხვევას ჰქონდა ადგილი რ----- ი----------ის შემთხვევაშიც. ეს უკანასკნელი აწვდიდა მათ უცხო პირების პირად მონაცემებს და გაჰქონდა პროდუქცია. აღნიშნულ ფაქტს ძირითადად ადგილი ჰქონდა რ----- ი----------ის სახლში.
2.6. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ ფ------- ჩ----–მა ჩვენების მიცემისას აღიარა თანამზრახველებთან ერთად ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებით თაღლითურ სქემაში მონაწილეობა. მისი განმარტებით, 2016 წლის თებერვალში მუშაობა დაიწყო შპს „გ--–---ში“, სადაც მასთან ერთად მუშაობდნენ გ-----– ხ--–--–---ი, ლ---–- ი---------ა, ა----- მ--------ი და ს----- მ--------ი. ჯგუფის ხელმძღვანელი თავდაპირველად იყო ა----- მ--------ი, ხოლო ბოლო პერიოდში -ს----- მ--------ი. ჯგუფში ქალბატონებს ევალებოდათ კომპანიის კუთვნილი საოჯახო პროდუქციის რეკლამირება, რეალიზაცია და ხელშეკრულების შედგენა. მოწმემ დაადასტურა, რომ ისინი ხელშეკრულებებს ავსებდნენ ყალბი მონაცემების საფუძველზე და ხელსაც თავად აწერდნენ მყიდველის გრაფაში. ფულთან შეხება ჰქონდა მხოლოდ ს----- მ--------ს. მანვე განაცხადა, რომ რ----- ი----------ი გაიცნო მუშაობის პროცესში, როდესაც ეს უკანასკნელი ესაუბრებოდა ს----- მ--------ს. რ----- ი----------მა თქვა, რომ იგი მიიყვანდა ხალხს და დაეხმარებოდა პროდუქციის გაყიდვაში. ამის შემდეგ, მას მოჰქონდა ფურცელზე დაწერილი პირადი და საკონტაქტო მონაცემები. მოწმის განმარტებით, იგი არაერთხელ შესწრებია ს----- მ--------სა და რ----- ი----------ს შორის, ფულის გამო ჩხუბს.
2.7. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ გ-----– ხ--–--–---მა ჩვენების მიცემისას აღიარა თანამზრახველებთან ერთად ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებით თაღლითურ სქემაში მონაწილეობა. მისი განმარტებით, 2016 წლის თებერვალში მუშაობა დაიწყო შპს „გ--–---ში“, სადაც მასთან ერთად მუშაობდნენ ფ------- ჩ----–ი, ლ---–- ი---------ა, ა----- მ--------ი და ს----- მ--------ი. მათ მოვალეობაში შედიოდა საოჯახო ნივთების რეალიზაცია, რა მიზნითაც, ისინი დადიოდნენ სხვადასხვა ადგილებში (მათ შორის, სოფლებშიც). მოწმის განმარტებით, მას, ფ------- ჩ----–სა და ლ---–- ი---------ას, ა----- და ს----- მ--------ების გარეშე, პროდუქციის გაყიდვა არ შეეძლოთ. მოწმემ დაადასტურა, რომ ისინი ხელშეკრულებებს ავსებდნენ ყალბი მონაცემების საფუძველზე და ხელსაც თავად აწერდნენ მყიდველის გრაფაში. აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმირებულნი იყვნენ ა----- და ს----- მ--------ებიც. ს----- მ--------ი ეუბნებოდა მათ, რომ არაფერზე ენერვიულა, იგი იყო პასუხისმგებელი მათ უკანონო ქმედებაზე. მყიდველის მიერ გადაცემულ პირველად თანხას (მოწმის განმარტებით, ისინი პროდუქციას ყიდიდნენ განვადებით) იღებდნენ ა----- და ს----- მ--------ები. რ----- ი----------თან დაკავშირებით განაცხადა, რომ გაიცნო მუშაობის პროცესში, როდესაც ეს უკანასკნელი ესაუბრებოდა ს----- მ--------ს. რ----- ი----------მა თქვა, რომ იგი მიიყვანდა ხალხს და დაეხმარებოდა პროდუქციის გაყიდვაში. მოწმის განმარტებით, იგი არაერთხელ ყოფილა რ----- ი----------ის საცხოვრებელ სახლში, სადაც ყალბი დოკუმენტების საფუძველზე ავსებდნენ ხელშეკრულებებს და მყიდველის გრაფაში სხვის მაგივრად აწერდნენ ხელს. თითო გაყიდული საქმიდან მოწმეს რჩებოდა ფულადი მოგება.
2.8. რევიზიის აქტით (----------- დგინდება, რომ ლ---–- ი---------ას მყიდველების ნაცვლად ხელი მოწერილი აქვს 124 ხელშეკრულებაზე. ამ ხელშეკრულებების მიხედვით, მყიდველებზე განვადებით გაცემულია 124 ერთეული ნივთი, რომელთა სარეალიზაციო ფასი საერთო ჯამში შეადგენს 53 345 ლარს; გ-----– ხ--–--–---ს მყიდველების ნაცვლად ხელი მოწერილი აქვს 68 ხელშეკრულებაზე. აღნიშნული ხელშეკრულებების თანახმად, მყიდველებზე განვადებით გაცემულია 68 ერთეული ნივთი, რომელთა სარეალიზაციო ფასი ჯამში შეადგენს 28 380 ლარს; ხოლო ფ------- ჩ----–ს მყიდველების ნაცვლად ხელი მოწერილი აქვს 150 ხელშეკრულებაზე. ამ ხელშეკრულებებით მყიდველებზე განვადებით გაცემულია 150 ერთეული ნივთი, რომელთა სარეალიზაციო ფასი საერთო ჯამში შეადგენს 65 850 ლარს. საერთო ჯამში, ლ---–- ი---------ას, გ-----– ხ--–--–---ის და ფ------- ჩ----–ის მიერ, განვადებით გაცემული ნივთების საერთო ღირებულება შეადგენს 147 575 ლარს.
2.9. ზემოაღნიშნული რევიზიის აქტის სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დ----- ლ------ემ და დ----- ა-------–---–მა.
2.10. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ დ-------------მა ჩვენების მიცემისას აღიარა თანამზრახველებთან ერთად ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებით თაღლითურ სქემაში მონაწილეობა. მისი განმარტებით, მან შპს „გ--–---ის“ ჯგუფის წევრებს, რომლებიც დადიოდნენ და განვადებით ყიდიდნენ საოჯახო ტექნიკას, მიაწოდა სხვა პირების ყალბი მონაცემები. აღნიშნული მოთხოვნა თავად კომპანიის წევრების (ა----- და ს----- მ--------ების) მხრიდან წამოვიდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მისცემდნენ საქონელს, რადგან პროდუქციის გადაცემა ერთ ადამიანზე ლიმიტირებული იყო. პირადი მონაცემების მიწოდების შემდეგ, იგი იღებდა ქვაბების ნაკრებს და უცნობი პირის მაგივრად შეჰქონდა თანხის მხოლოდ პირველადი შენატანი. აღნიშნული ქვაბების ნაკრებიდან იგი ქვაბებს ყიდიდა ცალობით, რა დროსაც იღებდა გარკვეულ ფულად მოგებას. მოწმემ რ----- ი----------ი გაიცნო მას შემდეგ, რაც მასთან მივიდნენ ეს უკანასკნელი და ს----- მ--------ი და გააფრთხილეს, რომ მათი თაღლითური საქმიანობის შესახებ გაიგეს უფროსებმა და ითხოვდნენ საქონლის დაბრუნებას.
2.11. მსგავსი ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ-------------მა, იმ სახეცვლილებით, რომ რ----- ი----------თან შეხება არ ჰქონია. იგი ერთხელ ჰყავს ნანახი, თუმცა რა ვითარებაში არ ახსოვს.
2.12. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა: თ-----------------მა, დ----- ქ-------მა, ო----------–---ემ, მ--------------ამ, ნ---------------ემ, გ--------------ემ, თ-------------–---–მა, ზ------------------–---–მა, ნ---------------–---–მა, ე----------------–-–---–მა, ა-–-----–----–---–მა, მ---------–-----ემ, ი--------–--–---–მა, შ------------ემ, ს--------------–---–მა, ნ-------------ამ, დ----- მ-----–---–მა, ა----------–----–---–მა, ო-----------–--ემ, დ----- ე-–--------–---–მა, დ----- ა--------მა, ვ----–-----------ემ, გ----------მა, ს------------–-–---–მა, გ-------------ამ და ზ---------–---მა განმარტეს, რომ შპს „გ--–---ისგან“ არაფერი შეუძენიათ, შესაბამისად, ხელიც არანაირ დოკუმენტზე მოუწერიათ.
2.13. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დგინდება მ----–---------ის გამოკითხვის ოქმითაც, რომელიც სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა კანონით დადგენილი ერთ-ერთი საფუძვლის გამო (მოწმე გარდაიცვალა).
2.14. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა ე---------------ემ დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად შედგენილი ოქმების სისწორე. მათ შორის, ლ---–- ი---------ას მიერ წარმოდგენილი ხელნაწერი დოკუმენტების დათვალიერების ოქმის ნამდვილობა, სადაც ასახული იყო სხვადასხვა პირების პირადი მონაცემები.
2.15. დათვალიერების ოქმით (----------- დგინდება, რომ დათვალიერდა რ----- ი----------ის მიერ ლ---–- ი---------ასთან მიტანილი სხვადასხვა ზომის 13 ფურცელი, რომლებზეც დაწერილია სხვადასხვა პირის პირადი მონაცემები (სახელი-გვარი, პირადი ნომრები და ტელეფონის ნომრები).
2.16. დათვალიერების ოქმით (----------- დგინდება, რომ დათვალიერდა შპს „მაგთიკომიდან“, შპს „ჯეოსელიდან“ და შპს „მობიტელიდან“ მიღებული ინფორმაცია, ასახული დისკზე. ინფორმაცია ჩაწერილია 2016 წლის 1 მარტიდან 2016 წლის 31 მაისის ჩათვლით პერიოდში, ს----- მ--------ის სარგებლობაში არსებულ მობილურის 5----------- ნომერზე, ა----- მ--------ის მობილურის 5----------- ნომერზე, ფ------- ჩ----–ის მობილურის 5----------- ნომერზე, ლ---–- ი---------ას მობილურის 5----------- ნომერზე, გ-----– ხ--–--–---ის მობილურის 5----------- ნომერზე, ნ-------------ის მობილურის 5----------- ნომერზე, დ-------------ის მობილურის 5----------- ნომერზე და რ----- ი----------ის მობილურის 5----------- ნომერზე, შემავალი და გამავალი ზარების შესახებ ანძების მდებარეობის მითითებით. დათვალიერების საფუძველზე დადგინდა, რომ 2016 წლის 25 მარტიდან 2016 წლის 29 მაისის ჩათვლით, რ----- ი----------ს თავისი მობილური ტელეფონის ნომრიდან, სატელეფონო ურთიერთობა 23-ჯერ ჰქონდა ა----- მ--------ის მობილური ტელეფონის ნომერზე; 2016 წლის 16 აპრილიდან 2016 წლის 30 მაისის ჩათვლით პერიოდში, რ----- ი----------სა და ს----- მ--------ს შორის შედგა 364 ორმხრივი სატელეფონო კავშირი; 2016 წლის 27 მარტიდან 2016 წლის 25 მაისის ჩათვლით პერიოდში, რ----- ი----------სა და ლ---–- ი---------ას შორის განხორციელდა 178 ორმხრივი სატელეფონო კავშირი; 2016 წლის 14 მაისს, რ----- ი----------სა და გ-----– ხ--–--–---ს შორის შედგა 17 სატელეფონო კავშირი, ხოლო 2016 წლის 26 აპრილიდან 2016 წლის 22 მაისის ჩათვლით პერიოდში, დ-------------ს თავისი მობილური ტელეფონის ნომრიდან ს----- მ--------თან ჰქონდა 3 სატელეფონო კავშირი.
2.17. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------- განაჩენით, გ-----– ხ--–--–---ი, ფ------- ჩ----–ი, ლ---–- ი---------ა, დ-------------ი და ნ-------------ი ცნობილ იქნენ დამნაშავედ მათთვის ბრალად წარდგენილ ქმედებებში, რომელიც მოიცავდა იმავე ფაქტობრივ გარემოებებს, რაც ა----- მ--------ის, ს----- მ--------ისა და რ----- ი----------ის ბრალდების შესახებ დადგენილებაშია ასახული.
2.18. ა----- მ--------მა, ს----- მ--------მა და რ----- ი----------მა თავი არ ცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში.
2.19. სასამართლო მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, 06/12/1988, №10590/83, §68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, 08/04/2010, №24086/04, §32). აღნიშნული გადაწყვეტილებით, ევროპული სასამართლოს პოზიცია მტკიცებულებების შეფასებისა და ფაქტების დადგენისას შიდასახელმწიფოებრივი სასამართლოსთვის უპირატესობის მინიჭებაში გამოიხატება.
2.20. შიდასახელმწიფოებრივ დონეზე სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაეს საკანონმდებლო აქტზე - საქართველოს კონსტიტუციაზე, რომლის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად: „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში - სსსკ) მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. აღნიშნული სტანდარტი გამორიცხავს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას.
2.21. სასამართლომ იხელმძღვანელა „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტის შესაბამისად, შეაფასა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და დადგენილად მიიჩნია, რომ ა----- მ--------მა, ს----- მ--------მა და რ----- ი----------მა ჩა-----ეს თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით, შემდეგ გარემოებათა გამო:
2.22. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე მ--------------–ის ჩვენებითა და შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე, დგინდება ა----- და ს----- მ--------ების შპს „გ--–---ში“ დასაქმების ფაქტი. მხარეთა შორის სადავო ფაქტს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ აღნიშნული პირები ლ---–- ი---------ასთან, ფ------- ჩ----–თან და გ-----– ხ--–--–---თან ერთად ეწეოდნენ შპს „გ--–---ის“ კუთვნილი სამზარეულოს ნივთების რეალიზაციას. ამდენად, სასამართლო ამ კონკრეტულ ფაქტთან მიმართებით, ყურადღებას აღარ შეაჩერებს და მიმოიხილავს უშუალოდ ზემოაღნიშნული სამი მოწმის პირდაპირ ჩვენებას, ა----- მ--------ის, ს----- მ--------ისა და რ----- ი----------ის ბრალეულობის ნაწილში. საგულისხმოა, რომ აღნიშნული ჩვენებები თავის მხრივ, არიან თანმიმდევრულნი და დამაჯერებელნი, ამასთან, სრულ თანხვედრაში საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან. ჩვენების მიცემისას ლ---–- ი---------ამ დაადასტურა, რომ დ-------------ის, ნ-------------ისა და რ----- ი----------ის მიერ მიწოდებულ უცხო პირების ყალბ მონაცემებს, ის და თავისი თანაგუნდელები იყენებდნენ ხელშეკრულების შესადგენად, რა დროსაც სარგებელს იღებდა თითოეული მათგანი. მოწმემ ერთმნიშვნელოვნად განმარტა, რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ იცოდნენ ა----- და ს----- მ--------ებმა. უფრო მეტიც, მათ მითითებაც კი ჰქონდათ ამ უკანასკნელთაგან, რომ ზუსტად ამ მეთოდით ემუშავათ. რაც შეეხება რ----- ი----------ის როლს, გარდა იმისა, რომ მისი ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობა შემოიფარგლებოდა ყალბი პირადი მონაცემების მიწოდებაში, მან ჯგუფის წევრებს დანაშაულის განსახორციელებლად საკუთარი ბინაც კი დაუთმო. მოწმის განმარტებით, სწორედ რ----- ი----------ის სახლში ხდებოდა მათი თაღლითური სქემის სისრულეში მოყვანა. მსგავსი ჩვენებები მისცეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ფ------- ჩ----–მა და გ-----– ხ--–--–---მა. ფ------- ჩ----–მა დამატებით განმარტა, რომ იგი არაერთხელ შესწრებია რ----- ი----------სა და ს------ მ--------ს შორის, ფულის გამო ჩხუბს. გ-----– ხ--–--–---ის თქმით კი, ს----- მ--------ი ეუბნებოდა მათ, რომ არაფერზე ენერვიულათ, თავად იყო მათ კანონსაწინააღმდეგო ქმედებაზე პასუხისმგებელი. ლ---–- ი---------ას, ფ------- ჩ----–ისა და გ-----– ხ--–--–---ის განმარტებით, მყიდველების მიერ გადაცემულ ფულადი თანხის პირველად შენატანს, ისინი აძლევდნენ ა----- და ს----- მ--------ებს. მოწმეები სარგებელს თითოეული გაყალბებული ხელშეკრულებიდან იღებდნენ, შესაბამისად, მოტივირებულნი იყვნენ რაოდენობრივად ბევრი ხელშეკრულება გაეყალბებინათ, რაც შეძლეს კიდეც.
2.23. ლ---–- ი---------ას ჩვენებას მეტ სანდოობას სძენს, რ----- ი----------ის მიერ მასთან მიტანილი სხვადასხვა ზომის 13 ფურცელი, რომლებზეც დაწერილია სხვადასხვა პირების პირადი მონაცემები.
2.24. ა----- მ--------ის, ს----- მ--------ისა და რ----- ი----------ის მიერ ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და თაღლითურ სქემაში მონაწილეობას ადასტურებს მოწმე დ-------------ის ჩვენებაც, რომლის თანახმად, მან ნ-------------თან ერთად შეიძინა გარკვეული საოჯახო პროდუქცია. ერთ ადამიანზე პროდუქციის შეძენის შეზღუდული ლიმიტიდან გამომდინარე, ა----- და ს----- მ--------ებმა შესთავაზეს მათთვის მიეტანა ყალბი პირადი მონაცემები, რასაც აკეთებდა კიდეც. აღნიშნული საქმიანობიდან მისი მოგება იყო საოჯახო ნაკრების შედეგად დაშლილი ნივთების რეალიზაციით მიღებული თანხა, რაც აღემატებოდა საერთო ნაკრების ფასს. რ----- ი----------თან დაკავშირებით, მოწმემ განმარტა, რომ ეს უკანასკნელი ს----- მ--------თან ერთად მივიდა და უთხრა, რომ უფროსებმა გაიგეს მათი დანაშაულებრივი საქმიანობის თაობაზე.
2.25. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, თუმცა კანონმდებლობა არც იმას გამორიცხავს ერთმნიშვნელოვნად, რომ ბრალის წარდგენისას ან განაჩენის გამოტანისას გამოყენებული იქნეს ერთზე მეტი ირიბი ჩვენება, რომელიც ერთსა და იმავე ფაქტს „ირიბად“ ადასტურებს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 33). საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს წესს, რომელიც საქმის არსებითი განხილვისთვის ერთ დამატებით პირობას ადგენს - ირიბი ჩვენება სხვა ისეთი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება. ამდენად, სასამართლო დ-------------ის ირიბ ჩვენებას რ----- ი----------ის ბრალდების ნაწილში, აფასებს როგორც მტკიცებულებას, რომელიც ადასტურებს - რ----- ი----------ის დანაშაულთან შემხებლობას. რაც შეეხება დ-------------ის მიერ ა----- და ს----- მ--------ების ბრალდების ნაწილში გაცხადებულ ფაქტებს, აღნიშნული ხასიათდება პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებით, ვინაიდან პირდაპირ ამხელს ბრალდებულებს და მიუთითებს დანაშაულთან მათ კავშირზე, რომლის უშუალო შემსწრე თავად მოწმე იყო. საგულისხმოა, რომ ა----- და ს----- მ--------ების ბრალდების ნაწილში მსგავსი ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ-------------მა. რ----- ი----------თან დაკავშირებით კი განმარტა, რომ არ ახსოვს რა ვითარებაში ჰყავს ნანახი.
2.26. რ----- ი----------ის, ს----- მ--------ისა და ა----- მ--------ის ერთმანეთთან ხშირი კავშირის დასტურია შპს „მაგთიკომიდან“, შპს „ჯეოსელიდან“ და შპს „მობიტელიდან“ მიღებული ინფორმაცია.
2.27. იმ ფაქტს, რომ შპს „გ--–---ის“ თანამშრომლების მიერ შედგენილი ხელშეკრულებები შეიცავს ყალბ მონაცემებს, ადასტურებს სასამართლო სხდომაზე დაკითხული არაერთი პირი (იხ. პუნქტები 2.12.-2.13.). აღნიშნულმა პირებმა, მიუხედავად ხელშეკრულებებში ასახული მათი პირადი მონაცემებისა, კატეგორიულად გამორიცხეს შპს „გ--–---ისგან“ რაიმე სახის პროდუქციის შეძენა.
2.28. სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმტკიცებულ მოსაზრებას, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003, № 37801/97, §34; ასევე Van De Hurk v. The Netherlands, №16034/90, 19/04/1994, §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავიანთი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93, 29/05/1997, §43). ამდენად, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დაცვის მხარის ძირითად არგუმენტებზე და განმარტავს მათი გაუზიარებლობის საფუძვლებს.
2.29. საქმის არსებითი განხილვისას დაცვის მხარე ძირითადად აპელირებდა შემდეგ საკითხებზე: 1. არ არსებობს რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა რ----- ი----------ის ბრალეულობას; 2. ლ---–- ი---------ას, ფ------- ჩ----–ისა და გ-----– ხ--–--–---ის მიერ აღიარებითი ჩვენების მიცემა განპირობებული იყო საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ; 3. რ----- ი----------ი შპს „გ--–---ში“ არ იყო დასაქმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, რაც გამორცხავს მის მიერ თაღლითობის ჩადენას; 4. რ----- ი----------ის მიერ წერა-კითხვის არცოდნა გამორიცხავს მის მიერ ყალბი დოკუმენტის დამზადებას; 5. გაურკვეველია დაზარალებულთათვის მიყენებული ზიანის ოდენობა.
2.30. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პირველ არგუმენტს იმდენად, რამდენადაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია არაერთი მოწმის პირდაპირ ჩვენება, რომელიც უშუალოდ ამხელს რ----- ი----------ს წარდგენილ ბრალდებებში. აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები დეტალურად იქნა მიმოხილული, შესაბამისად, სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს მომდევნო საკითხზე, რაც ეხება განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მოწმეთა (ლ---–- ი---------ა, ფ------- ჩ----–ი და გ-----– ხ--–--–---ი) ჩვენებებს. სასამართლო განმარტავს, რომ საქმის განხილვისას არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც სასამართლოს მისცემდა ადვოკატის პოზიციის გაზიარების შესაძლებლობას. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ლ---–- ი---------ასთან, ფ------- ჩ----–თან და გ-----– ხ--–--–---თან ბრალდების მხარემ გააფორმა საპროცესო შეთანხმება, არ უნდა გახდეს აღნიშნული პირების მიერ სასამართლო სხდომაზე ფიცის ქვეშ დადებული ჩვენებების უგულვებელყოფის მიზეზი, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მათ ანალოგიური ჩვენება ჰქონდა მიცემული საგამოძიებო ორგანოსთვის. განსხვავებული ვითარება გვექნებოდა საპირისპიროს დადგენის შემთხვევაში (როდესაც აშკარად გამოიკვეთებოდა მოწმეთა პოზიციის ცვლილება საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ), თუმცა ასეთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.
2.31. სასამართლო ვერც დაცვის მხარის იმ განმარტებას გაიზიარებს, რომლითაც რ----- ი----------ის მიერ დანაშაულის ჩადენის აუცილებელ წინაპირობად ადგენს შპს „გ--–---თან“ შრომითი ხელშეკრულების არსებობას და განმარტავს, რომ თაღლითობის ან ყალბი დოკუმენტის დამზადების ჩადენისთვის, კანონმდებელი ამგვარ დათქმას არ ითვალისწინებს. შესაძლებელია პირს კომპანიასთან არ აკავშირებდეს შრომითი ხელშეკრულება, თუმცა აქტიურად იყოს ჩართული აღნიშნული კომპანიის წინააღმდეგ მიმართულ თაღლითურ სქემაში, რასაც ადგილი ჰქონდა რ----- ი----------ის შემთხვევაშიც. არგუმენტაციას მოკლებულია რ----- ი----------ის მიერ სრულყოფილად წერა-კითხვის არცოდნით ყალბი დოკუმენტის დამზადების გამორიცხვა. სასამართლო განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში გადამწყვეტია ბრალდებულის ქმედება: რ----- ი----------მა, როგორც დანაშაულის ჯგუფის წევრმა, ჯგუფის წევრებთან წინასწარი შეთანხმებით, გადაინაწილა და შეასრულა თავისი როლი - მას ჯგუფის წევრებთან მიჰქონდა ფურცელზე დაწერილი ყალბი მონაცემები. დანაშაულებრივ ქმედებაში მის როლს განსაკუთრებით ხაზს უსვამს ის ფაქტიც, რომ მთელი ეს დანაშაულებრივი გეგმა ხორციელდებოდა მის საცხოვრებელ სახლში, რომელიც ნებაყოფლობით დაუთმო ჯგუფის სხვა წევრებს. ამდენად, ამ შემთხვევაში გადამწყვეტია ის, რომ ყალბი დოკუმენტები დამზადდა რ----- ი----------თან შეთანხმებითა და მისი აქტიური მონაწილეობით. ამასთან, ჯგუფის წევრებისთვის მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, სისრულეში იქნა მოყვანილი წინასწარ შეთანხმებული თაღლითური სქემა.
2.32. საქმის არსებითი განხილვისას დაცვის მხარე აპელირებდა დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის ოდენობის გაურკვევლობაზე. სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის ოდენობა დადგენილია რევიზიის აქტით, რომლის თანახმად, დაანგარიშებულია ლ---–- ი---------ას, ფ------- ჩ----–ისა და გ-----– ხ--–--–---ის მიერ მყიდველისთვის ყალბი მონაცემების საფუძველზე გადაცემული ნივთების სარეალიზაციო ფასები, რომელთა ღირებულება საერთო ჯამში შეადგენს 147 575 ლარს. მართალია, აღნიშნული ფასი რეალურად აღემატება ბრალდებულთათვის ბრალად წარდგენილ ზიანის ოდენობას - 146 360 ლარს, თუმცა სასამართლო ბრალდებულების ინტერესებიდან გამომდინარე, უცვლელად ტოვებს ბრალდების შესახებ დადგენილებით განსაზღვრულ ზიანის ოდენობას.
2.33. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი - როგორც სანდოობისა და უტყუარობის, ისე ურთიერთშეჯერებულების თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია, განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია თაღლითობისათვის, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლების ან ქონებრივი უფლების მიღებისათვის მოტყუებით. თაღლითობა, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ეკონომიკური დანაშაულია. თაღლითობისაგან დაცვის ობიექტს წარმოადგენს საკუთრებითი ურთიერთობები, ხოლო საგანს სხვისი უძრავი ან მოძრავი ნივთი, ასევე სხვის ქონებაზე უფლება, როგორც იურიდიული კატეგორია. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია, რომ მოტყუება, როგორც ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების კონკრეტული საშუალება - ხერხი, წინ უსწრებდეს სუბიექტის მიერ ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების ფაქტს. ამასთან, მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას, ანდა გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას იმგვარად, რომ მათ საფუძველზე დაზარალებული იღებს მისთვის საზიანო გადაწყვეტილებას. გარდა დანაშაულის ჩადენის ხერხისა, თაღლითობის თავისებურება იმაშიც გამოიხატება, რომ გარეგნულად დამნაშავისთვის ქონების გადაცემა ხდება ნებაყოფლობით, თვით მესაკუთრის/მფლობელის მიერ, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი.
3.2. ამდენად, მოტყუება ამ დანაშაულის შემადგენლობაში წარმოადგენს ქონების დაუფლების ან ქონებაზე უფლების მიღების საშუალებას. მოტყუების მეშვეობით ხდება ძირითადი მოქმედების შესრულების უზრუნველყოფა (ქონების დაუფლება). სწორედ ამიტომ მოტყუება როგორც დანაშაულის ჩადენის ხერხი, შედის დანაშაულის - თაღლითობის შემადგენლობაში და ზემოაღნიშნული ურთიერთდაკავშირებული აქტები შეადგენს თაღლითობის ობიექტური მხარის ნიშნებს. მოტყუება შეიძლება გამოიხატოს წინასწარი შეცნობით პირის შეცდომაში შეყვანაში ცრუ მონაცემების (ინფორმაციის) მიწოდების საფუძველზე. თაღლითობის დროს დამნაშავის მიერ მიწოდებული ტყუილი ცნობა შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს, მაგალითად: შეიძლება ეხებოდეს მის პიროვნებას, უფლებამოსილებას, იურიდიულ ფაქტებს ან მონაცემებს და სხვა.
3.3. ქმედების თაღლითობად დაკვალიფიცირებისათვის მნიშვნელოვანია ასევე, რომ სუბიექტს ჰქონდეს სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი. სუბიექტს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ იგი მოტყუებით მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას, რითაც ზიანს აყენებს მის მესაკუთრეს და მას უნდა სურდეს ამ შედეგის დადგომა.
3.4. საქმეში არსებული მტკიცებულებებით: დაზარალებულ მ--------------–ის, მოწმეების: ლ---–- ი---------ას, გ-----– ხ--–--–---ას, ფ------- ჩ----–ის, დ-------------ის, ნ-------------ის, დ----- ლ------ის, დ----- ა-------–---–ის, ე---------------ის, თ-----------------ის, დ----- ქ-------ის, ო----------–---ის, მ--------------ას, ნ---------------ის, გ--------------ის, თ-------------–---–ის, ზ------------------–---–ის, ნ---------------–---–ის, ე----------------–-–---–ის, ა-–-----–----–---–ის, მ---------–-----ის, ი--------–--–---–ის, შ------------ის, ს--------------–---–ის, ნ-------------ას, დ----- მ-----–---–ის, ა----------–----–---–ის, ო-----------–--ის, დ----- ე-–--------–---–ის, დ----- ა--------ის, ვ----–-----------ის, გ----------ის, ს------------–-–---–ის, გ-------------ას და ზ---------–---ის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებებით, მ----–---------ის გამოძიების ეტაპზე მიცემული გამოქვეყნებული ჩვენებით, დათვალიერების ოქმებით, შრომითი ხელშეკრულებით, შპს „გ--–---ის“ დოკუმენტაციით და რევიზიის აქტით უტყუარად დგინდება, რომ ს----- მ--------მა და ა----- მ--------მა, რომლებიც 2016 წლის 1 მარტს დაინიშნენ შპს „გ--–---ში“ გ---------–ის პოზიციაზე, რ----- ი----------თან და ჯგუფის სხვა წევრებთან წინასწარი შეთანხმებით, განიზრახეს შპს „გ--–---ის“ კუთვნილი ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მათ გაინაწილეს როლები, კერძოდ, ს----- მ--------მა და ა----- მ--------მა, თანამზრახველებთან ერთად შპს „გ--–---იდან“ გამოიტანეს, საზოგადოების კუთვნილი საქონელი, ხოლო რ----- ი----------მა ასევე თანამზრახველებთან ერთად მათ მიაწოდეს სხვადასხვა მოქალაქეთა პირადი მონაცემები და ტელეფონის ნომრები. მითითებული მონაცემების გამოყენებით დაამზადეს ყალბი ხელშეკრულებები და სხვადასხვა მოქალაქეებზე რეალიზებულად დააფიქსირეს შპს „გ--–---ის“ საქონელი, რითაც 2016 წლის მარტისა და მაისის პერიოდში, მოტყუებით დაეუფლნენ საზოგადოების კუთვნილ 146 360 ლარის ღირებულების საქონელს და გაინაწილეს ურთიერთშორის.
3.5. რაც შეეხება დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანს - დიდ ოდენობას, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველ ნაწილში მითითებულია, რომ სსკ-ის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით. ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ს----- მ--------ის, ა----- მ--------ისა და რ----- ი----------ის მიერ დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა - 146 360 ლარი, მნიშვნელოვნად აღემატება კანონმდებლის მიერ დადგენილ დიდი ოდენობის - 10 000 ლარიან ნიშნულს.
3.6. საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ცალსახად ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ ს----- მ--------ი, ა----- მ--------ი და რ----- ი----------ი, თანამზრახველებთან ერთად მოქმედებდნენ ერთიანი განზრახვით. მართალია, შპს „გ--–---ში“ უშუალოდ დასაქმებულები იყვნენ მხოლოდ ს----- და ა----- მ--------ები, თუმცა როგორც აღინიშნა, არანაკლები როლი ჰქონდა რ----- ი----------საც. კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით აშკარად დასტურდება მისი კავშირი დანაშაულის ჯგუფის წევრებთან.
3.7. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - თაღლითობის (ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით, ქონებრივი უფლების მიღება და სხვისი ნივთის დაუფლებას მოტყუებით) შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა ნიშანი.
3.8. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით. ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ის ურთიერთობები, რომლებიც უზრუნველყოფენ ოფიციალური დოკუმენტების შედგენის წესს. დანაშაულის საგანია ოფიციალური დოკუმენტი, რაშიც იგულისხმება წერილობითი აქტი, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს ამა თუ იმ ფაქტს, რომელსაც იურიდიული მნიშვნელობა აქვს რაიმე უფლების მისანიჭებლად ან მოვალეობისგან გასათავისუფლებლად. ოფიციალურ დოკუმენტებს გასცემენ სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, საწარმოები, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იმ პირობით, თუ სახელმწიფო მათ ანიჭებს იურიდიულ ძალას. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე, გამოიხატება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების მიზნით დამზადებაში. ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება დასჯადია მხოლოდ მაშინ, თუ იგი გამოყენების მიზნით ხდება.
3.9. საქმეში არსებული მტკიცებულებებით აშკარად დგინდება, რომ ა----- მ--------ის, ს----- მ--------ისა და რ----- ი----------ის აქტიური მონაწილეობით, დამზადდა ყალბი დოკუმენტები, რაც გამოყენებულ იქნა შპს „გ--–---ის“ წინააღმდეგ მიმართული თაღლითური სქემის სისრულეში მოსაყვანად. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების (გამოყენების მიზნით) შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა ნიშანი.
3.11. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, იმ პირობებში, როდესაც მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დადგენილა, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ა----- მ--------მა, ს----- მ--------მა და რ----- ი----------მა ჩა-----ეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები, რისთვისაც ისინი ცნობილ უნდა იქნენ დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ს----- მ--------ისა და რ----- ი----------ის პასუხისმგებლობის გამოხატულად შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, არ დადგენილა.
4.2. ა----- მ--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევა დანაშაულის პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში ჩადენა.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
5.2. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის კონკრეტული ზომა, ერთობლიობაში სამივე ზემოაღნიშნული მიზნის შესაბამისი უნდა იყოს.
5.3. სასამართლო განმარტავს, რომ ა----- მ--------ის, ს----- მ--------ის და რ----- ი----------ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მიეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველ ნაწილს, მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. ვინაიდან ბრალდებულთათვის ბრალად წარდგენილი ორივე ქმედება ითვალისწინებს ალტერნატიულ სასჯელებს, სასამართლო სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად შეაფასებს მოცემული საქმის გარემოებებსა და მსჯავრდებულების პიროვნებებს და თავისი დისკრეციის ფარგლებში შეარჩევს, თუ რომელი სასჯელის სახე და ზომა უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
5.4. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად, რათა გაცნობიერებულ იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს ა----- მ--------ის, ს----- მ--------ის და რ----- ი----------ის მიერ ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული მძიმე და მმართველობის წესის წინააღმდეგ მიმართული ნაკლებად მძიმე დანაშაული); ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (ა----- და ს----- მ--------ებმა, რ----- ი----------თან და სხვა თანამზრახველებთან წინასწარი შეთანხმებით, მოტყუებით, სახელშეკრულებო ურთიერთობის გაფორმების გზით, რაც საბოლოო ჯამში დაეხმარათ კომპანიის წარმომადგენლების ნდობის მოპოვებაში, აგრეთვე ყალბი დოკუმენტების დამზადებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს შპს „გ--–---ის“ კუთვნილი ქონება); ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (ბრალდებულთა მტკიცე და ურყევ სურვილს ჩაედინათ დანაშაული); ქმედების ჩადენის მოტივსა და მიზანს (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებით, ანგარებით სხვისი საკუთრების არაკანონიერი რეალიზაციით თანხის დაუფლებასა და დამატებითი სახელფასო დანამატის მიღებას); მათ პიროვნებებს (საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ს----- მ--------ისა და რ----- ი----------ის უარყოფითად შეფასების შესაძლებლობას არ იძლევა, რაც შეეხება ა----- მ--------ს, სასამართლო მხედველობაში იღებს მის მიერ დანაშაულის ჩადენას პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში).
5.5. მართალია, მოცემულ შემთხვევაში სასამართლო რომელიმე ბრალდებულთან მიმართებით შეზღუდული არ არის თითოეული დანაშაულისთვის სასჯელის სახედ ჯარიმის გამოყენების კუთხით, რაც აკმაყოფილებს კანონიერების კრიტერიუმს, თუმცა მოცემული დანაშაულის სპეციფიკიდან გამომდინარე, სასჯელის ეს სახე სასამართლოს შეფასებით, შეუსაბამოა სამართლიანობის სტანდარტთან. სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულებმა ერთი და იმავე ხერხითა და ნაცადი მეთოდებით ხელყვეს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სხვისი საკუთრების ხელშეუვალობის უფლება, რითაც დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიაყენეს დაზარალებულს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სახეზეა დანაშაულთა ერთობლიობა, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ბრალდებულთა სამართლებრივ მდგომარეობას.
5.6. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მართებულად მიაჩნია ა----- მ--------ს, ს----- მ--------ს და რ----- ი----------ს სასჯელის სახედ დაუნიშნოს თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, სასამართლოს აზრით, მოცემულ შემთხვევაში, ს----- მ--------ისა და რ----- ი----------ისთვის თითოეული დანაშაულისთვის, თავისუფლების აღკვეთის მინიმუმის დანიშვნა იქნება შემაკავებელი ხასიათის და მომავალში სათანადო ქცევის ერთგვარი გარანტი (აღნიშნულ პირებს საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოთ საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით), განსხვავებით ა----- მ--------ისგან, რომელმაც დანაშაული ჩა-----ა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში. აღნიშნული გარემოება ცხადყოფს, რომ ა----- მ--------ისთვის გასამართლება, არ აღმოჩნდა შემაკავებელი ხასიათის, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მისი რესოციალიზაცია ჯერ კიდევ არ მომხდარა. უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო ორგანოების მხრიდან, მის მიმართ ერთგვარმა ლოიალურმა დამოკიდებულებამ შედეგი ვერ გამოიღო და ვერ უზრუნველყო მისი კანონმორჩილ მოქალაქედ ჩამოყალიბება. ამდენად, სასამართლო ა----- მ--------ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელს დაუნიშნავს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე (რეციდივის გათვალისწინებით), ხოლო საბოლოო სასჯელს - საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------- განაჩენთან ერთობლიობაში.
5.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------- განაჩენით, ა----- მ--------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, საიდანაც ამავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.
5.8. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს №----------- გადაწყვეტილებით (----------–--, ა----- მ--------ი პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2----–-–----------- (29 დღით ადრე).
5.9. სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს/თბილისის პრობაციის ბიუროს წერილით (----------- დგინდება, რომ ა----- მ--------ი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------- განაჩენის საფუძველზე, აღრიცხვაზე იმყოფება თბილისის პრობაციის ბიუროში.
5.10. აღსრულების ეროვნული ბიუროს წერილით (----------- დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------- განაჩენით ა----- მ--------ისთვის სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით 0--------- წელს გადარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში.
5.11. ამდენად, ვინაიდან განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევმა ა----- მ--------მა დანაშაულებრივი ქმედება ჩა-----ა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მის მიმართ უპირობოდ უნდა გაუქმდეს პირობითი მსჯავრი და საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
5. ყადაღის საკითხის გადაწყვეტა:
5.1. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა გაუქმდეს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------- განჩინებით რ----- ი----------ის მიმართ გირაოს სახით განსაზღვრული თანხის ნაწილის - 4 000 (ოთხი ათასი) ლარის უზრუნველსაყოფად, ლ--------–---ის (პირადი №-----------) უძრავი ქონების ექვივალენტურ ნაწილზე (მდებარე: ქ--------------------------–---–--------------–-, საკადასტრო კოდი 2------------ დადებული ყადაღა.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
6.1. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ:
· რ----- ი----------ის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა და პასპორტი, ა----- და ს----- მ--------ების საქართველოს მოქალაქის პასპორტები უნდა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს;
· შპს „გ--–---ის“ დოკუმენტები და 7 ცალი ელექტრონული დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა----- მ--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
ა----- მ--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ა----- მ--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------- განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სრულად შთანთქას ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა----- მ--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
ა----- მ--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან. მასვე, სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2----–-–---------------–-----------–-–------------------ ჩათვლით.
ა----- მ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
ს----- მ--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
ს----- მ--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ს----- მ--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
ს----- მ--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან. მასვე, სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2----–-–---------------–-----------–-–------------------ ჩათვლით.
ს----- მ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
რ----- ი----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
რ----- ი----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, რ----- ი----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
რ----- ი----------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან. მასვე, სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2----–-–---------------–-----------–-–---------------–-ს ჩათვლით.
რ----- ი----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. გირაოს თანხის ნაწილი - 2000 ლარი დაუბრუნდეს მის შემტანს.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------- განჩინებით რ----- ი----------ის მიმართ გირაოს სახით განსაზღვრული თანხის ნაწილის - 4 000 (ოთხი ათასი) ლარის უზრუნველსაყოფად, ლ--------–---ის (პირადი №-----------) უძრავი ქონების ექვივალენტურ ნაწილზე (მდებარე: ქ--------------------------–---–--------------–-, საკადასტრო კოდი 2------------ დადებული ყადაღა.
ნივთიერი მტკიცებულებები:
· რ----- ი----------ის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა და პასპორტი, ა----- და ს----- მ--------ების საქართველოს მოქალაქის პასპორტები, დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს;
· შპს „გ--–---ის“ დოკუმენტები და 7 ცალი ელექტრონული დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ლელა შკუბულიანი