გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 05--10118002-13630
N3/131-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
0-.05.2019 წელი ქ. ოზურგეთი
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე გიორგი ზვიადაძე
სხდომის მდივანი მამუკა ჩავლეშვილი
მოსარჩელე: მ---------------აძე, ნ-----–-------აძე
წარმომადგენელი: კ--------–-–ვილი, ლ--------------აიძე
მოპასუხე: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონალური ოფისი
წარმომადგენელი: გ---------------–აძე
მოპასუხე - ე-------------------აძე
წარმომადგენელი - ვ--–--------------აძე
მესამე პირი: ნ-----–---ძე
მესამე პირი: ნ----------აძე
წარმომადგენელი: კ--------–-–ვილი
დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ერონული სააგენტოს 2010 წლის 0- დ-----რის გადაწყვეტილება N8------------0-; საჯარო რეესტრის ერონული სააგენტოს 2013 წლის 10 დ-----რის გადაწყვეტილება N8------------05 და საჯარო რეესტრის ერონული სააგენტოს 2018 წლის 31 ა------ოს გადაწყვეტილება N N8------------0- საჯარო რეესტრის ერონული სააგენტოს 2018 წლის 20 ი--–--ის გადაწყვეტილება N 8------------19 გადაფარვის ნაწილში.
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1. მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 22 სექტემბრის N8------------06 გადაწყვეტილებით ნ-----–---ძის კუთვნილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში მდებარე 6910 კვ.მ ფართის მქონე მიწის ნაკვეთი(ს/კ 2-.2-.0-.9--) საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა დაზუსტებული სახით და საჯარო რეესტრის ერთიან ელექტრონულ ბაზაში განისაზღვრა მისი როგორც კორდინატები.
3.2 რეგისტრაციის შესახებ(დაყოფის საფუძველზე) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 24 სექტემბრის N8------------0- გადაწყვეტილების საფუძველზე, ნ-----–---ძის ცალკე საკუთრების ობიექტად დარრეგისტრირდა 6310 კვ.მ მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 2-.2-.1-.1--, ხოლო რეგისტრაციის შესახებ(დაყოფის საფუძველზე) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის24 სექტემბრის N882009298675-0- გადაწყვეტილების საფუძველზე ნ-----–---ძის ცალკე საკუთრების უფლების ობიექტად დარეგისტრირდა 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 2-.2-.1-.11-.
3.3 რეგისტრაციის შესახებ (დაყოფის საფუძველზე) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 07 ოქტომბრის N8------------06 გადაწყვეტილების საფუძველზე ნ-----–---ძის ცალკე საკუთრების უფლების ობიექტად დარეგისტრირდა 300 კვ.მ მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 2-.2-.1-.1-- ხოლო რეგისტრაციის შესახებ (დაყოფის საფუძველზე) საჯარო რეესტრის ერონული სააგენტოს 2009 წლის 07 ოქტომბრის N8------------06 გადაწყვეტილების საფუძველზე ნ-----–---ძის ცალკე საკუთრების უფლების ობიექტად დარეგისტრირდა 300 კვ.მ მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით2-.2-.1-.1-0.
3.4 2009 წლის 09 ოქტომბერს ნ-----–---ძემ მის საკუთრებაში არსებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში მდებარე 300 კვ.მ მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 2-.2-.1-.1-- მიჰყიდა მ---------------აძეს.
3.5 2009 წლის 09 ოქტომბერს ნ-----–---ძემ მის საკუთრებაში არსებული ოზურგეთის რაიონის დაბა ურეკში მდებარე 300 კვ.მ. მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით ოდით2-.2-.1-.1-0 მიჰყიდა ნ-----–-------აძეს.
3.6 დაყოფის შედეგად საჯარო რეესტრში საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთებიდან ოზურგეთის რაიონის დაბა ურეკში მდებარე 587 კვ.მ მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 2-.2-.1-.5-- ნ-----–---ძემ 2018 წლის 06 მარტს აჩუქა თავის შვილს ე-------------------აძეს.
3.7 2018 წლის 22 ა------ოს ე-------------------აძემ მოახდინა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში მდებარე 587 კვ.მ მიწის ნაკვეთის ორ ნაწილად დაყოფა. ცალკე საკუთრებად დარეგისტრირდა 52 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 535 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლი; საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 21-ე, მე-2, 23-ე, მე-3, 23-ე, მუხლები; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 72-ე, 601-ე და 96-ე მუხლები; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი და 33-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
6.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით რეგლამენტირებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და აღნიშნული აქტის კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ მოცემული სარჩელის ფარგლებში.
6.3. საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტით მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, ან/და არ არის გადახდილი სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური;
6.4. საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის "დ" ქვეპუნქტით მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინტრუქციით განსაზღვრული ზედდება, ან მათში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ინტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ უძრავი ნივთის ფართობს.
6.5. საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ”თ” პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილებების შეტანის, ასევე ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.
6.6. ამავე მუხლის ”ი” პუნქტის მიხედვით კი, სარეგისტრაციო წარმოება არის სააგენტოს საქმიანობა რეგისტრაციის მიზნით.
საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა'' პუნქტის თანახმად ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება საკუთრება;''
6.7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60 პრიმი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.''
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ,,ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32ე ან 34ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.''
,,საჯარო რეესტრის შესახებ'' საქართველოს კანონის მეორე მუხლის თანახმად კანონის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა ,,რეგისტრაცია – ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „????????? ???????“ ??????????? ???????? და ??????????? ?????????? ???????? განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით; სარეგისტრაციო წარმოება – სააგენტოს საქმიანობა რეგისტრაციის მიზნით;
სარეგისტრაციო დოკუმენტი – სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას;
სარეგისტრაციო დოკუმენტაცია – რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები;''
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა სპეციალისტი მ------------ძე, რომელმაც შეადგინა აზომვითი ნახაზი. ასევე მისცა ჩვენება და წარმოადგინა ახსნა-განმარტება, რომლის მიხედვით: ნაკვეთები ს/კ 2-.2-.1-.1--; ს/კ 2-.2-.1-.1-0 და ს/კ 2-.2-.1-.2-- ფაქტობრივი მდგომარეობით წარმოადგენს ერთ მთლიან ეზოს რომელშიც დგას ორი შენობა-ნაგებობა, რომელიც გამოყოფილია ნაკვეთი 2-.2-.1-.8-- ბეტონის ღობით;
ეზოში არსებული ნაკვეთებიდან ნაკვეთი ს/კ 2-.2-.1-.1-0 თავისი საკადასტრო მონაცემებით აცდენილი ნაკვეთის ღობის ადგილმდებრეობას და გადასულია დასავლეთ მხარეს (საჯარო გზა) 109 სმ. იგივე ნაკვეთის საკადასტრო ადგიმდებრეობა ნაკვეთის სამხრეთ მხარეს (ასევე საჯარო გზისკენ) აცდენილია ნაკვეთის ღობის ფაქტობრივ მდგომარეობას 67 სმ.;
ეზოში არსებული ნაკვეთებიდან ნაკვეთი ს/კ ს/კ 2-.2-.1-.1-- საკადასტრო მონაცემებით სამხრეთდასავლეთი უკიდურესი წერტილი აცდენილია ნაკვეთის ფაქტობრივ ადგილმდებრეობას და გადასულია საჯარო გზისკენ 48 სმ .
ნაკვეთი 2-.2-.1-.2-- წარმოადგენს ეზოს ასევე ამ ნაკვეთში შესასვლელად გაკეთებულია სამანქანო ჭიშკარი; ნაკვეთის საკადასტრო მონაცები აცდენილია ფაქტობრივ ადგილმდებრეობას და გადასულია სამხრეთით საჯარო გზისკენ სამხრეთდასავლეთით 80 სმ, სამხრეთდაღმოსავლეთით 80 სმ.
მთლიანობაში ნაკვეთები ს/კ 2-.2-.1-.1--; ს/კ 2-.2-.1-.1-0 და ს/კ 2-.2-.1-.2-- საკადასტრო მონაცემებით ფაქტობრივი მდგომარეობიდან გადასულია და ფაქტობრივი მოიცავს საჯარო გზების ტერიტორია 38 კვ/მ ფართობი;
ნაკვეთში ს/კ 2-.2-.1-.2-- ფაქტობრივი მდგომარეობით შემოჭრილია მეზობელი ნაკვეთის 2-.2-.0-.9-- (მესაკუთრე ნ------------ი) 46 ს. ჩრდილოაღმოსავლეთ კუთხეში
ნაკვეთი ს/კ 2-.2-.1-.82- რეალურად წარმოადგენს ფაქტობრივი მდგომარეობით ნაკვეთის ს/კ 2-.2-.1-.2-- ნაწილს. ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები აცდენილია სამხრეთის მიმართულებით ნაკვეთის ფაქტობრ მდგომარეობას ორივე კუთხეზე 80 ს/მ. ნაკვეთში ჩრდილოეთ მხარეს საკადასტრო მონაცემებით შემოჭრილია ნაკვეთი 2-.2-.0-.9-- (მესაკუთრე ნ------------ი) 46 სმ. ნაკვეთი გამოყოფილია 24/08/2018 წელს ნაკვეთიდან 2-.2-.1-.5-- (რომელიც თავდაპირველი ფართ გახლდათ 587 კვ/მ);
ნაკვეთი 2-.2-.1-.8-- საკადასტრო ადგილმდებრეობით განსხვავდება მესაკუთრის წარმომადგენილის მიერ მიტიტებულ ფაქტობრივი მდგომარეობისაგან, კერძოდ ნაკვეთის სამხრეთდასავლეთი წერტილი 80 სმ გადადის ფაქტობრივი მდგომარეობით საჯარო გზაზე, ხოლო სამხრეთაღმოსავლეთი უკიდურესი წერტილი ემტხვევა ფაქტობრივად მიტიტებულს. მთლიანობაში საკადასტრო მონაცემები განსხვავვდება ფაქტობრივისაგან სამხრეთ ნაწილში და მოიცავს საჯარო გზიდან 8 კვადრატულ მეტრს.
ნაკვეთ 2-.2-.1-.8---ში ფაქტობრივი მდომარებით 17 კვ.მ ფართით შეჭრილია ნაკვეთი 2-.2-.0-.9-- (მესაკუთრე ნ------------ი), ხოლო ნაკვეთი 2-.2-.1-.8---ში ფაქტობრივი მდგომარეობაში შემოჭრილია რეგისტრირებული მონაცმებით ნაკვეთი 2-.2-.1-.8-- (ფართი1642 კვ/მ, მესაკუთრე ნ-----–---ძე) შემოჭრის ფართია 4 კვ/მ.
აღნიშნულ ახსნა-განმარტებას დაეთანხმნენ მოწმის სახით დაკითხული სხვა სპეციალისტები.
6.8. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად ,,თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.''
სასამართლო თვლის, რომ სპეციალისტების მიერ გამოვლენილი უზუსტობები რაც დადასტურდა საქმის განხილვისას საჭიროებს შეფასებას, ვინაიდან შესაძლოა გამოიწვიოს ცვლილება. საჯარო რეესტრმა უნდა ჩაატაროს სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება, შეაფასოს ფაქტობრივი მდგომარეობა რაც მითითებულია გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში და შეაფასოს მხარეთა მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მასალები რამდენად შეესაბამება არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას. ამდენად როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი გარემოებების შეფასების შემდეგ უნდა იქნეს გამოტანილი ახალი გადაწყვეტილება.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-1-, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ერონული სააგენტოს 2010 წლის 0- დ-----რის გადაწყვეტილება N8------------0-; საჯარო რეესტრის ერონული სააგენტოს 2013 წლის 10 დ-----რის გადაწყვეტილება N8------------05 და საჯარო რეესტრის ერონული სააგენტოს 2018 წლის 31 ა------ოს გადაწყვეტილება N N8------------0- საჯარო რეესტრის ერონული სააგენტოს 2018 წლის 20 ი--–--ის გადაწყვეტილება N N8------------19 გადაფარვის ნაწილში
1.2. დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებების შესწავლის შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
2. სახელმწიფო ბაჟის გადახდილია.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა № 32) ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ოზურგეთი, ი. სიორიძის ქუჩა № 14) მხარეთათვის, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან, 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.
მოსამართლე გიორგი ზვიადაძე