განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/5------
(გამოძიების №0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ალექსანდრე იაშვილი
სხდომის მდივანი - თამარ გიორბელიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ლ-------------–--ე,დაცვის მხარე:
ბრალდებული - ა-–--------------–---–ი (დაბადებული - 1----–-–--------------------------------–----------–-----------------------------–---------------–--------------–-------------------------------–------ში),ადვოკატი - ი-–------------ე,კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი; 2. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი;
დისპოზიცია: 1. ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; 2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ა-–--------------–---–ის მიერ განხორციელებული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
1.1. 2018 წლის ოქტომბერში, ქ. თბილისში, გ-–--------------------------------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში მყოფ ა-----------–-–---–ს მის კუთვნილ ტელეფონზე, რომლის ნომერია 5----------- ურეკავდა და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს ტელეფონიდან 5-----------, უგზავნიდა მისი ყოფილი მეუღლე ა-–--------------–---–ი, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2018 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, ა-–--------------–---–მა ჯერ დაურეკა ა-----------–-–---–ს მის ტელეფონზე და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ხოლო შემდეგ გაუგზავნა 22:57 საათზე მოკლე ტექსტური შეტყობინება მასზედ, რომ დააჭრიდა ხელებს და ფეხებს. ა-–--------------–---–ის მუქარა ა-----------–-–---–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.2. 2018 წლის მაისში, მ–------------–----–----------------–------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ა-–--------------–---–მა, შელაპარაკებისას ა-----------–-–---–ს მუშტი დაარტყა სახეში, რითაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. სასამართლომ დაადგინა:
ა-–--------------–---–ის მიერ განხორციელებული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2018 წლის ოქტომბერში, ქ. თბილისში, გ-–--------------------------------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში მყოფ ა-----------–-–---–ს მის კუთვნილ ტელეფონზე, რომლის ნომერია 5----------- ურეკავდა და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს ტელეფონის ნომრიდან 5-----------, უგზავნიდა მისი ყოფილი მეუღლე ა-–--------------–---–ი, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2018 წლის 21 ოქტომბერს ა-–--------------–---–მა ჯერ დაურეკა ა-----------–-–---–ს მის ტელეფონზე და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ხოლო შემდეგ გაუგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება მასზედ, რომ დააჭრიდა ხელებს. ა-–--------------–---–ის მუქარა ა-----------–-–---–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა, 2018 წლის მაისში, მ–------------–----–----------------–------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ა-–--------------–---–ის მიერ ა-----------–-–---–ის მიმართ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის ფაქტი.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, § 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, § 32).
3.3. ა-–--------------–---–ის მიერ ა-----------–-–---–ის მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარისა და ძალადობის ფაქტების დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა დაზარალებულების - ა-----------–-–---–ის ჩვენება, მოწმეების - მ--------------ის, ლ-–---------ს, კ--------–---–-----ის, გ------------–---–ის, დ--------------ისა და მ------------ის ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნა, ზარებისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების დათვალიერების ოქმები. საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები ა-–--------------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდებების დადასტურების/უარყოფის თვალსაზრისით რელევანტური არ არის და, შესაბამისად, სასამართლო მათ შინაარსზე ყურადღებას არ შეაჩერებს.
3.4. ამდენად, სასამართლო განაჩენის სამოტივაციო ნაწილში ბრალდების მხარის მტკიცებულებებს შეაფასებს მათი უტყუარობის, რელევანტურობისა და საკმარისობის თავალსაზრისით და განსაზღვრავს რამდენად ქმნის ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა’’ სტანდარტს თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით. ასევე სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა მიერ წამოჭრილ საკვანძო საკითხებზე, იმსჯელებს მათ მიერ მითითებული ძირითადი არგუმენტების მართებულობის თაობაზე.
3.5. დაზარალებულმა ა-----------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა, რომ 2016 წლიდან ქორწინებაში იმყოფებოდა ა-–--------------–---–თან, რომლისგანაც ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი. თანაცხოვრების პერიოდში რამდენჯერმე ჰქონია ადგილი ფიზიკური ძალადობის ფაქტს, ბოლოს 2018 წლის მაისში, როდესაც ა-–--------------–---–მა მას შეკრული მუშტი ჩაარტყა მარცხენა თვალის კუთხეში. 2018 წლის ოქტომბერში დაშორდა ა-–--------------–---–ს და შვილებთან ერთად საცხოვრებლად თბილისში გადავიდა. მოწმის განმარტებით 2018 წლის 21 ოქტომბრიდან ა-–--------------–---–მა დაიწყო ტელეფონის მეშვეობით მუქარა და ასევე მუქარის შემცველი მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა. ა-–--------------–---–ი მას ხელ-ფეხის მოჭრით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. 2018 წლის 22 ოქტომბერს მიწერა, რომ გაეღო კარი და კარზე დაიწყო ,,ბრახუნი’’, მას შეეშინდა და დასახმარებლად დარეკა ,,112-ში’’. მოწმის განმარტებით მას ა-–--------------–---–ის შეეშინდა, რადგან იქცევა არაადეკვატურად.
3.6. სასამართლო დეტალურად აფასებს დაზარალებულ ა-----------–-–---–ის ჩვენებას და აღნიშნავს, რომ მისი ჩვენება (ჩვენებაში არსებული განმარტებები) არის თანმიმდევრული და დამაჯერებელი, იგი შინაარსობრივად არ შეიცავს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობებს (ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას) და საეჭვო ხასიათის განმარტებებს. იგი ლოგიკურად და დამაჯერებლად აღწერს განვითარებულ მოვლენებს, შესაბამისად, ცალკე აღებული მის ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. რაც შეეხება დაზარალებულის ჩვენების შესაბამისობას/თანხვედრას საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო ქვემოთ იმსჯელებს.
3.7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას მ--------------ემ განმარტა, რომ არის ა-----------–-–---–ის ახლო მეგობარი. ა-----------–-–---–ის გათხოვების მიუხედავად მას ა--სთან ახლო მეგობრული ურთიერთობა მაინც შეუნარჩუნდა. 2018 წლის 27 მაისს ა-----------–-–---–ი თავის დაბადების დღეზე ნახა, რომელსაც მარცხენა თვალის კუთხეში ჰქონდა სილურჯე. ჰკითხა რა დაემართა, თუმცა ა--მ მოატყუა და უთხრა, რომ რაღაცას მიარტყა. რამდენიმე დღის შემდეგ ა--მ თავად უთხრა, რომ აღნიშნული დაზიანება ა-–--------------–---–მა მიაყენა. ა-–--------------–---–ის მიერ ა-----------–-–---–ის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტს უშუალოდ არ შესწრებია. ა-–--------------–---–ი ა-----------–-–---–ს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. ბრალდებულის მიერ მიწერილი შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი ტექსტები უშუალოდ ნახა ა-----------–-–---–ის მობილურ ტელეფონში. ა-–--------------–---–ი ა--ს მისი თანდასწრებით ურეკავდა, თუმცა ა-- არ პასუხობდა. გარდა, სიცოცხლის მოსპობის მუქარისა ა-–--------------–---–ი ა-----------–-–---–ს შვილების წართმევითაც ემუქრებოდა. მოწმემ განმარტა, რომ ა-- ფსიქოლოგიურად ცუდად იყო, დიდხანს იფიქრა მიემართა თუ არა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებისთვის და ბოლოს გადაწყვიტა, რომ შესაბამისი განცხადება დაეწერა პოლიციის განყოფილებაში.
3.8. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმე მ--------------ის და დაზარალებულ ა-----------–-–---–ის ჩვენებები არის თანმიმდევრული ა-–--------------–---–ის მიერ ა-----------–-–---–ის სიცოცხლის მოსპობის მუქარისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტის დასადასტურებლად, მათი ჩვენებები ამ ნაწილში შინაარსობრივად არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას. მოწმე მ--------------ე და ა-----------–-–---–ი დეტალურად აღწერენ 2018 წლის ოქტომბერში განვითარებულ მოვლენებს, იმ გარემოებას, რომ ა-–--------------–---–ი ურეკავდა ა-----------–-–---–ს და უგზავნიდა შეურაცხმყოფელ და მუქარის შემცველ შეტყობინებებს. ასევე დასტურდება, რომ ა-----------–-–---–ი იყო დასტრესილი და განიცდიდა ტანჯვას. რაც შეეხება სავარაუდოდ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას, აღნიშნული მხოლოდ ა-----------–-–---–მა დაადასტურა (განმარტა, რომ ა-–--------------–---–მა მარცხენა თვალის კუთხეში დაარტყა შეკრული მუშტი). მ--------------ე უშუალოდ არ შესწრებია ა-–--------------–---–ის მიერ ა-----------–-–---–ისათვის მარცხენა თვალის არეში მუშტის დარტყმის ფაქტს. იგი ამ ფაქტის თვითმხილველი და შემსწრე არ არის. ამ ინფორმაციას ფლობს ა-----------–-–---–ის მონაყოლიდან გამომდინარე, რომელმაც მოგვიანებით უთხრა აღნიშნულის თაობაზე.
3.9. დათვალიერების ოქმების თანახმად დასტურდება, რომ ა-–--------------–---–ი ა-----------–-–---–ს ურეკავდა და უგზავნიდა მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს. აღნიშნული ოქმებით ასევე უტყუარადაა დადასტურებული, რომ ა-–--------------–---–ი ა-----------–-–---–ის ხელების მოჭრით ემუქრება და რიგ შემთხვევებში შეურაცხყოფას აყენებდა და ამცირებდა მას.
3.10. სასამართლო აღნიშნავს, რომ ა-–--------------–---–ის მიერ ა-----------–-–---–ის გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებების დათვალიერების ოქმები მეტ დამაჯერებლობას სძენს დაზარალებულის - ა-----------–-–---–ისა და მ--------------ის ჩვენებებს მუქარის ეპიზოდთან მიმართებით. დათვალიერების ოქმებით უტყუარად დასტურდება, რომ ა-–--------------–---–ს აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა ა-----------–-–---–თან, ემუქრებოდა, ამცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა მას.
3.11. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 11 თებერვლის ექსპერტის N0-------- დასკვნის თანახმად, ა-–--------------–---–ს აღენიშნება სხვადასხვა სახის ფსიქოაქტიური ნივთიერებების ერთდროული მოხმარებით გამოწვეული პიროვნული და ქცევითი აშლილობა (კოდი - F19.71; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით), არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ. მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენის დროს - (მაისი, 21 ოქტომბერი) ა-–--------------–---–ს აღენიშნებოდა სხვადასხვა სახის ფსიქოაქტიური ნივთიერებების ერთდროული მოხმარებით გამოწვეული პიროვნული და ქცევითი აშლილობა, არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). ზემოაღნიშნულ ფსიქიკურ აშლილობას ახასიათებს ქრონიკული მიმდინარეობა. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ა-–--------------–---–ს შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებაში. ა-–--------------–---–ს აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. ა-–--------------–---–ი იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. ა-–--------------–---–ს არ აქვს ისეთი ფსიქიკური ნაკლი, რომელიც ხელს შეუშლის მის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას. ა-–--------------–---–ს თავისი ფსიქიკური მდგომარებით მკურნალობას, ან არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ა-–--------------–---–ი შეიძლება წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე და პასუხი აგოს ბრალად შერაცხული ქმედებისთვის.
3.12. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა - დ--------------ემ და მ------------მა დაადასტურეს მათ მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
3.13. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა - გ------------–---–მა, კ--------–---–-----მა და ლ-–---------მ დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა და სისწორე.
3.14. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმეები - გ------------–---–ი, კ--------–---–-----ი, ლ-–--------- არიან შსს ქ. თ---–---------–-–------------------------–-----------–--------------------–-------–------------–--ის თა--მშრომლები. აღნიშნულმა მოწმეებმა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურეს იმ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების მართებულობა, რომელებიც მათ მიერ იქნა ჩატარებული ან რომელშიც მიიღეს მონაწილეობა. ა-–--------------–---–ის დაკავება, მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები - სრულად შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს, რაც მხარეთა მიერ ეჭვქვეშ არ დამდგარა. მათ მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენება ეყრდნობა მოწმე ა-----------–-–---–ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას (მონათხრობს). მოწმეები - დ--------------ე და მ------------ი არიან ექსპერტები, რომლებმაც დაადასტურეს მათ მიერ გაცემული დასკვნის სისწორე, მათი ჩვენებები არ ადასტურებენ და შემხებლობა არა აქვთ ა-–--------------–---–ის მიერ ა-----------–-–---–ის მიმართ განხორციელებულ სიცოცხლის მოსპობის მუქარასთან და ფიზიკური ძალადობის ფაქტებთან.
3.15. საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებისა და იმავე კოდექსის 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სარეზოლუციო ნაწილი, პუნქტი 2.).
3.16 აღნიშნულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურია (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 52, 53.).
3.17. ამდენად, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას გ------------–---–ის, კ--------–---–-----ის, ლ-–---------ს, დ--------------ისა და მ------------ის ჩვენების საფუძველზე უტყუარად დაადგინოს, რა მოხდა 2018 წლის 21 ოქტომბერს შემთხვევის ადგილზე და განახორციელა თუ არა 2018 წლის მასში ა-–--------------–---–მა ფიზიკური ძალადობა ა-----------–-–---–ზე.
3.18. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6(3)(დ) მუხლით გათვალისწინებული გარანტია (დაკითხოს ან დააკითხვინოს ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში) ამავე პარაგრაფით განსაზღვრულ დაცვის სხვა ,,მინიმალურ” უფლებებთან ერთად წარმოადგენს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების ნაწილს ამავე მუხლის 1-ლი პარაგრაფის საფუძველზე. უფრო ზუსტად, გარანტიის დანიშნულებაა სამართალწარმოების შეჯიბრებითობის უზრუნველყოფა. დაცვას უნდა ჰქონდეს ბრალდებულის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და საკუთარი მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა. ამ უფლების გამოყენების პირობები უნდა იყოს პროკურორისთვის განსაზღვრული პირობების მსგავსი, რაც მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპს ემსახურება.
3.19. ამდენად, მოწმეთა გამოძახებისა და დაკითხვის უფლება წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს არსებით ელემენტს და მჭიდროდ არის დაკავშირებული მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპთან და უფლებასთან შეჯიბრებით პროცესზე( ix. Cape E., Namoradze Z., Smith R., Spronken T., Effective Criminal Defence in Europe, Portland, 2010, 47.). ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6(3)(დ) მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის შესაბამისადაც ბრალდებულის მსჯავრდებამდე მის წინააღმდეგ არსებული ყველა მტკიცებულება მისი თანდასწრებით უნდა იქნეს წარდგენილი საჯარო სასამართლო განხილვაზე შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მათი გამოკვლევის მიზნით. ამ პრინციპიდან გამონაკლისი დაშვებულია იმ პირობით, რომ დაცვის უფლებები არ უნდა შეიზღუდოს, რაც როგორც წესი მოითხოვს, რომ ბრალდებულს საკმარისი შესაძლებლობა უნდა მიეცეს დაკითხოს მოწმე, რომელიც მის წინააღმდეგ აძლევს ჩვენებას (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Hummer v. Germany, პუნქტი 38; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Lucà v. Italy, პუნქტი 39; Cape E., Namoradze Z., Smith R., Spronken T., Effective Criminal Defence in Europe, Portland, 2010, 47.).
3.20. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის არსებითად განხილვის სტადიაზე მოწმეთა დაკითხვის ეტაპზე დაცვის მხარეს მიეცა სრული შესაძლებლობა ბრალდების მხარესთან თანასწორ პირობებში დაეკითხა ბრალდების მხარის მოწმეები, რომლებიც ა-–--------------–---–ის წინააღმდეგ იძლეოდნენ ჩვენებებს. ამდენად, საქმის არსებითად განხილვის დროს სრულად იქნა დაცული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 (3)(დ) მუხლის მოთხოვნები და დაცვის მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა შეემოწმებინა ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებების სანდოობა.
3.21. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე გაჟღერებულ ვერსიას ა-–--------------–---–ის უდანაშაულობის, ბრალდების მხარის მოწმეთა მიკერძოებისა და არასანდოობის შესახებ მუქარის ეპიზოდში, ვინაიდან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან და ამ მიმართებით ბრალდების მხარის მტკიცებულებებში (მათ შორის მოწმეთა ჩვენებებში) ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ არსებობს. რაც შეეხება ა-–--------------–---–ის მიერ მეუღლეზე სავარაუდოდ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება (დაზარალებულ ა-----------–-–---–ის ჩვენება) არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:
3.22. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
3.23. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 2).
3.24. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77. ) უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15). მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ მის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით (დაზარალებულ ა-----------–-–---–ის ჩვენებით, მოწმე მ--------------ის ჩვენებით და დათვალიერების ოქმებით) შეასრულა მისი მოვალეობა და უტყუარად დაადასტურა ა-–--------------–---–ის მიერ ა-----------–-–---–ის მიმართ 2018 წლის 21 ოქტომბერს განხორციელებული სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა. რაც შეეხება ა-–--------------–---–ის მხრიდან ა-----------–-–---–ის მიმართ 2018 წლის მაისში სავარაუდოდ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტს, სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული არ არის დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით. მხოლოდ ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება - დაზარალებულ ა-----------–-–---–ის ჩვენება, რომელიც არ დასტურდება სხვა არცერთი პირდაპირი მტკიცებულებით, არ იძლევა აღნიშნული ფაქტის უტყუარად დადგენის შესაძლებლობას და არ შეესაბამება კონსტიტუციურ სტანდარტს უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობის სავალდებულოდ არსებობის თაობაზე. მ--------------ის ჩვენება ამ მიმართებით არის ირიბი ჩვენება (როგორც თავად აღნიშნავს, არ შესწრებია ფიზიკური ძალადობის ფაქტს და ამის შესახებ რამდენიმე დღის შემდეგ გაიგო დაზარალებულისაგან), შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვარის გადაწყვეტილების (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 52, 53) შინაარსიდან გამომდინარე, არ არსებობს სამართლებრივი შესაძლებლობა, მის საფუძველზე უტყუარად დადგინდეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. აღსანიშნავია, რომ ა-----------–-–---–ს 2018 წლის მაისში არ მიუმართავს სამედიცინო დაწესებულებებისთვის და არ ჩატარებია სამედიცინო ექპერტიზა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა დადგენილიყო სავარაუდოდ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის კვალის არსებობა დაზარალებულის სხეულზე. სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ა-----------–-–---–ისგან დამოუკიდებლად დაადასტურებდა მასზე რაიმე ფორმის ძალადობას, სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.
3.25. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ერთი პირდაპირი ჩვენების არასაკმარისობა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, როდესაც იგი არ დასტურდება სხვა პირდაპირი მტკიცებულებებით, განპირობებულია იმ სამართლებრივი საფუძვლით, რომ სასამართლოს ობიექტურად არ აქვს შესაძლებლობა ჩვენების სანდოობა შეაფასოს სხვა პირდაპირ მტკიცებულებასთან კავშირში, დარწმუნდეს დასახელებული ფაქტების რეალურობაში. იმ შემთხვევაში თუ, მხოლოდ ერთი პირდაპირი ხასიათის ჩვენება ჩაითვლება საკმარის მტკიცებულებად გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად (მათ შორის ოჯახური ძალადობის კატეგორიის საქმეებზე), აღნიშნულით დაიღვევა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის, სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნა და შეიქმნება მაღალი რისკი უდანაშაულო პირის მსჯავრდების, ვინაიდან მოწმის არაკეთილსინდისიერების შემთხვევაში, მისი ჩვენების გადამოწმება და შედარება ვერ მოხდება სხვა პირდაპირ მტკიცებულებებთან.
3.26. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
3.27. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
3.28. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (უტყუარი) მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. მაგალითად, საკითხის იმგვარად შეფასება და გადაწყვეტა, რომ ოჯახური ძალადობის კატეგორიის საქმეებზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგინდეს უფრო დაბალი მტკიცებულებითი სტანდარტი, ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსობრივად მცდარია. არასაკმარისი, არადამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს.
3.29. მტკიცებულების საკმარისობის საკითხზე არაერთი განმარტება აქვს გაკეთებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, კერძოდ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივლისის №251აპ-16 განაჩენი, პუნქტი 29, 2016 წლის 9 თებერვლის N453აპ-15 განაჩენი, პუნქტი 8). ერთ პირდაპირ მტკიცებულებასთან ერთად საქმეში არსებული სხვა მოწმეთა ჩვენებები (ირიბი ჩვენებების სახით) არ ქმნის მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს შეუქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის №561აპ-15 განაჩენი, პუნქტი 45).
3.30. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ უტყუარად არ არის დადასტურებული ა-–--------------–---–ის მხრიდან ა-----------–-–---–ის მიმართ 2018 წლის მაისში განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი და მხოლოდ დაზარალებულ ა-----------–-–---–ის პირდაპირი ხასიათის ჩვენება (მათ შორის არ დასტურდება სხვა არცერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებით) არ არის საკმარისი ამ ფაქტის უტყუარად დასადგენად.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია მუქარისთვის, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ მუქარა მიმართული იყოს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისაკენ. ქმედების მუქარად დაკვალიფიცირებისათვის გადამწყვეტია, რომ მუქარის ადრესატს გაუჩნდეს საფუძვლიანი შიში, რომ მუქარა რეალურად განხორციელდება.
4.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 125-ე, 126-ე, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−151-ე, 160-ე, 171-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.
4.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ა-–--------------–---–ი 2018 წლის 21 ოქტომბერს ოჯახის წევრს - ყოფილ მეუღლეს ა-----------–-–---–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ა-----------–-–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობისათვის სავალდებულო ყველა ნიშანი. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
4.4. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ა-–--------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
4.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261-ე მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.
4.6. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად ვერ დადასტურდა ა-–--------------–---–ის მიერ ა-----------–-–---–ზე 2018 წლის მაისში განხორციელებული ფიზიკური ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-–--------------–---–ი ბრალდების ამ ნაწილში უნდა გამართლდეს.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.
5.3. საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით, განსაკუთრებული სისასტიკით, იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.
5.4. განაჩენის 5.1.-5.3. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
5.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე, შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს ა-–--------------–---–ის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, რომელი სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ ა-–--------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა (არის შეზღუდული შერაცხადი), ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა, დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.
5.7. სასამართლო სასჯელის დანიშნვისას ითვალისწინებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს (მან ქალის, ყოფილი მეუღლის მიმართ ჩაიდინა დანაშაული, რაც ოჯახში ძალადობის გავრცელების მასშტაბებისა და ხასიათის გათვალისწინებით მომეტებული საშიშროების მატარებელია), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (ა-–--------------–---–ი ა-----------–-–---–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით), ა-–--------------–---–ის ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (მის მტკიცე სურვილს, მისწრაფებას დაზარალებულისათვის დაერღვია სიმშვიდე და მყუდროება, დაეშინებინა), მის პირად და ეკონომიკურ პირობებს (ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი, არს შეზღუდული შერაცხადი), ა-–--------------–---–ის კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს, დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ა-–--------------–---–ს სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა.
5.8. დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
5.9. ამდენად, განაჩენის 5.6.-5.8. პუნქტებში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ა-–--------------–---–ს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს - 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ა-–--------------–---–ის პიროვნების გათვალისწინებით, ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).
5.10. საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბრალდებულის სტაციონარულ ექსპერტიზაზე ყოფნის ვადა ჩაითვლება პატიმრობის ვადაში, გარდა მისი ადვოკატის შუამდგომლობით ჩატარებულ სტაციონარულ ექსპერტიზაზე ყოფნის ვადისა.
5.11. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ა-–--------------–---–ი ექსპერტიზის ჩატარების მიზნით მოთავსებული იყო სამედიცინო დაწესებულებაში, ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ ა-–--------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 22 ოქტომბრიდან, რომელშიც ასევე იგულისხმება ის პერიოდი, როდესაც იგი ექსპერტიზის ჩატარების მიზნით მოთავსებული იყო სამედიცინო დაწესებულებაში.
5.12. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, ა-–--------------–---–ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას ყურადღება გაამახვილოს და--–აულის რეციდივზე და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის საკითხზე.
5.13. საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დადგენისას მხედველობაში არ მიიღება ნასამართლობა თვრამეტ წლამდე ჩადენილი დანაშაულისათვის, აგრეთვე ნასამართლობა, რომელიც მოხსნილი ან გაქარწყლებულია ამ კოდექსის 79-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.
5.14. საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
5.15. სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია ა-–--------------–---–ი 2017 წლის 31 იანვარს მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ გასამართლებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის (ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება), მიუხედავად აღნიშნულისა, მის მიმართ სასჯელი არ უნდა იქნეს დანიშნული საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის გამოყენებით, შემდეგ გარემოებათა გამო:
5.16. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის #1/13/732 გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
5.17 აღსრულების ეროვნული ბიუროს ში-----------–--------–-------------------------------–--------------------–-–-------------------------- წერილის თანახმად, შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული N-------- სააღსრულებო ფურცელი რომლის მიხედვითაც ა-–--------------–---–ს დაეკისრა 1000 ლარის გადახდა სახელმწიფოს ბიუჯეტის სასარგებლოდ, რომელიც გადახდილი არ არის და მიმდინარეობს სააღსრულებო ღონისძიებები.
5.18. სასამართლო აღნიშნავს, რომ ფორმალურად, ერთი შეხედვით სახეზეა საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სასჯელის დანიშვნის სამართლებრივი საფუძველი (ახალი დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის - 2018 წლის ოქტომბერში ა-–--------------–---–ი ნასამართლევი იყო განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის), თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი მოითხოვს სიღრმისეულ, შინაარსობრივ შეფასებას და არ უნდა გადაწყდეს მხოლოდ კანონის ფორმალური გაგებით, კერძოდ: მიუხედავად იმისა, რომ 2018 წლის ოქტომბერში ჯერ კიდევ ფორმალურად არსებობდა ა-–--------------–---–ის მიმართ განაჩენით დანიშნული სასჯელი/ჯარიმა (არ იყო ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯული), ნასამართლობას გამოცლილი ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის #1/13/732 გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, შესაბამისად, აღნიშნული განაჩენი ვერ წარმოშობდა სამართლებრივ შედეგებს. ამ პირობებში ვინაიდან წინა განაჩენს აღარ აქვს სამართლებრივი საფუძველი (ქმედება დეკრიმინალიზებულია) და ვერ წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს მათ შორის საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესით, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის თვალსაზრისით, მხოლოდ იმის გამო, რომ ბრალდებულმა ვერ/არ მიმართა სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის წინააღმდეგ არსებული 2017 წლის განაჩენის გადასინჯვის შესახებ (მიზეზი უცნობია, თუმცა გონივრულია, რომ თუ ეცოდინებოდა მისი განაჩენის გადასინჯვის სამართლებრივი საფუძვლის თაობაზე იგი მიმართავდა სასამართლოს) და ფორმალურად არსებობს განაჩენი/ნასამართლობა, აღნიშნული ვერ დაედება საფუძვლად ა-–--------------–---–ის მიმართ დანაშაულის რეციდივის დადგენას, სასჯელის რეციდივის წესითა და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობით დანიშვნას. საწინააღმდეგო განმარტების პირობებში წარმოიშობა სამართლებრივი უხერხულობა - სასამართლოს მიერ ერთი სამართლებრივი მოცემულობა განმარტებული იქნება ორგვარად/წინააღმდეგობრივად. ერთი მხრივ სასამართლო ფაქტობრივად მიიჩნევს, რომ წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი არაკონსტიტუციურია, ვერ აღსრულდება და ვერ წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს, ხოლო მეორე მხრივ მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო/ნორმატიული საფუძველი განაჩენს/ნასამართლობას აღარ აქვს, მაინც წარმოშობს სამართლებრივ შედეგს - დანაშაულის რეციდივს, რაც (ორმაგი მიდგომა) არამართებულია და ასევე ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით აღიარებული სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპს.
5.19. ამდენად, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას ა-–--------------–---–ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას იხელმძღვანელოს სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
6.1. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულების საკითხი, კერძოდ: დისკი შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა-–--------------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261- ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2. ა-–--------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვროს 8 თვით თავისუფლების აღკვეთა.
3. ა-–--------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 22 ოქტომბრიდან.
4. ა-–--------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
5. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი