გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.05.2019
საქმის ნომერი
080210118002462856
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
21.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

080210-18002462856

#2/1721-20-8

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

21.05.20-9 წ. ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დარინა აბულაძე

სხდომის მდივანი - სოფიო ბრეგვაძე

მოსარჩელე - შპს „ნ-------------ი"

წარმომადგენელი - ლ--–--------–--ე, ა-–------------------–-–---–ი, ზ-------–--------–ი (დირექტორი)

მოპასუხე - თ---------------ე;

წარმომადგენელი - ს--–---------–-----–--ე;

დავის საგანი - თანხის დაკისრება;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მოპასუხე თ---------------ეს მოსარჩელე - შპს „ნ-------------ი"-ს სასარგებლოდ დაეკისროს 6674,36 ლარის გადახდა.

 

1.1. მოპასუხე თ---------------ეს მოსარჩელე - შპს „ნ-------------ი"–ს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 200.25 ლარის, საჩელის უზრუნველყოფის ბაჟის 50 ლარის და საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლების 15 ლარის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 20-6 წლის 17 თებერვალს შპს „მ-------------ს„ და თ---------------ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება #2--. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში 20-7 წლის 23 ივნისს გაფორმდა #2---2 სესხის ხელშეკრულება-2500 ლარზე და 20-7 წლის 09 ოქტომბერს შპს „ნ-------------ს და თ---------------ეს შორის გაფორმდა #2---2 ხელშეკრულება, რომლის თანახმად თ---------------ემ მიიღო სესხი 1-280 ლარის ოდენობით, ყოველთვიური სარგებელი შეადგენდა 4.5%, სესხის ხელშეკრულების ვადა შეადგენდა 6 თვეს. მსესხებელს სესხი უნდა დაეფარა გრაფიკის შესაბამისად. ვალდებულების უზრუნველსაყოფად გაფორმდა #2-- გირავნობის ხელშეკრულება და დაგირავდა სატრანსპორტო საშუალება მერსედეც ბენც მლ 500, სახ.ნომერი C------, საიდენტიფიკაციო #4----------------. სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის დღეში ნარჩენი თანხის 0.4%-ის ოდენობით. მსესხებლის მიერ დაირღვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, რის გამოც მიმართა შსს მომსახურების სააგენტოს და მიიღო გირავნობის მოწმობა. მოხდა სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა და რეალიზაცია. ავტომანქანა გაიყიდა 14220 ლარად, მაგრამ მიღებული თანხა არ არის საკმარისი ორივე სესხის სრულად დასაფარად. დაიფარა 23.0-.20-7წ გაფორმებული სესხი სრულად და 20-7 წლის 09 ოქტომბერის ხელშეკრულების ნაწილი. დარჩა სესხის ძირი თანხის დავალიანება 6674,36 ლარი..

 

შპს „ნ-------------ს„ და შპს მ-------------ს შორის 20-7 წლის 0- სექტემბერს გაფორმებული ცესიის ხელშეკრულების შესაბამისად შპს „მ-------------ის„ სრული სასესხო პორფელი გადაეცა შპს ნ-------------ს.

 

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ გამარტივებული წარმოების შესახებ განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს, თუმცა მოვალემ შეიტანა პროტესტი და მიღებული იქნა გადაწყვეტილება გადახდის ბრძანების გამოცემაზე უარის თქმის შესახებ.

 

გირავნობის ხელშეკრულების 4.2. პუნქტის თანახმად, თუ ქონების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგები საკმარისი არ იქნებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების მთლიანად დასაფარად, მაშინ მსესხებელს დაეკისრება პასუხისმგებლობა მის საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ-მოძრავი ქონების ნებისმიერ ასეთ ნაშთზე (იხ. სარჩელი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე თ---------------ემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით, ასევე სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ 1560 ლარის მოთხოვნის ნაწილში და განმარტა, რომ მის მიერ მოსარჩელისთვის გადახდილი თანხა აღემატება 7000 ლარს. მოპასუხის განმარტებით, მას შემდეგ, რაც ვეღარ შეძლო თანხის გადახდა, აცნობა მოსარჩელე მხარეს და შესთავაზა გირავნობის საგნის რეალიზაცია. ავტონაქანის საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით მისი რეალიზაციის შედეგად მოხდებოდა თ---------------ის ვალდებულების სრულად დაფარვა, თუმცა მოსარჩელემ ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია მოახდინა მიზერულ ფასად, მოპასუხე განარტავს, რომ არ მიეცა საშუალება თავად მოეხდინა ავტომანქანის რეალიზება და ამონაგები თანხით სრულად ვალდებულების დაფარვა. (იხ. შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 20-6 წლის 17 თებერვალს შპს „მ-------------ს„ და თ---------------ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება #2--.

 

აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში 20-7 წლის 23 ივნისს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელმა სესხის სახით მიიღო 2500 ლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 60%.

 

20-7 წლის 09 ოქტომბერს შპს „ნ-------------ს„ და თ---------------ეს შორის გაფორმდა #2---2 ხელშეკრულება, რომლის თანახმად თ---------------ემ მიიღო სესხი 1-280 ლარის ოდენობით, სესხის წლიური საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 54%, სესხის ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 6 თვით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის დღეში ნარჩენი თანხის 0.4%-ის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 20-6 წლის 17 თებევლის საკრედიტო ხაზით მომსახურების # 2-- ხელშეკრულება;

– 20-7 წლის 23 ივნისის # 2--–2 სესხის ხელშეკრულება;

 

3.1.2. ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით 20-6 წლის 12 თებერვალს გაფორმდა #2-- გირავნობის ხელშეკრულება და გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი ავტომანქანა მერსედეს ბენც მლ 500, სახ. ნომერი G------, საიდენტიფიკაციო ნომერი 4----------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 20-6 წლის 12 თებერვლის # 2-- ავტომანქანის გირავნობის ხელშეკრულება;

 

3.1.3 შპს „ნ-------------ს„ და შპს „მ-------------ს„ შორის 20-7 წლის 0- სექტემბერს გაფორმებული ცესიის ხელშეკლების თანახმად შპს „მ-------------ის„ სასესხო პორტფელი გადაეცა შპს „ნ-------------ს„;

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- 20-7 წლის 0- სექტმებრის ცესიის და ვალდებულების გადაცემის შესახებ ხელშეკრულება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. მოპასუხე თ---------------ის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 6374,36 ლარს. რაც წარმოადგენს სესხის ძირითად თანხას.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- 22.02.20-9წ ცნობა;

 

3.2.2. დადგენილია, რომ მსესხებლის მიერ 20-7 წლის 10 ოქტომბრიდან დარღვეული იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოპასუხე მხარეს გადაეცა გირავნობის საგანი.

 

20-8 წლის 0- მაისს შპს „ნ-------------სა“ და ნ------------ეს შორის გაფორმდა ავტომანქანის (მერსედეს-ბენც ML 500. სახ. ნომერი G------, გამოშვების წელი:2007, საიდენტიფიკაციო ნომერი 4----------------) ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ავტომანქანა გაიყიდა 14220 ლარად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

-მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

-0-.05.20-8 წ ნასყიდობის ხელშეკრულება;

-მიღება-ჩაბარების აქტი; სალაროს შემოსავლის ორდერი;

 

3.2.3. დადგენილია, რომ 20-7 წლის 23 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეს მოსარჩელისთვის უნდა გადაეხადა 2676,71 ლარი. საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენდა 2500 ლარს, პროცენტი 176,71 ლარს. მსესხებელს კრედიტი უნდა დაეფარა ყოველთვიურად, სესხზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. თუმცა მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა სესხის ხელშეკრულებაზე თანდართული გადახდის გრაფიკი და მის მიერ 20-7 წლის 10 ივლისს გადახდილი იქნა 69,87 ლარი, 11 აგვისტოს 127,91 ლარი, 26 სექტემბერს 1-6 ლარი, 10 ოქტომბერს 125 ლარი. მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხიდან 583,07 ლარი მიმართული იქნა პროცენტის გადასახადში, ხოლო ძირ თანხას გამოაკლდა 2,16 ლარი.

 

დადგენილია, რომ 20-7 წლის 23 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის დავალიანებამ შეადგინა 3846.84 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 2497.84 ლარს, პროცენტი 583.07 ლარს, ჯარიმა 783.95 ლარს.

 

20-7 წლის 09 ოქტომბრის # 2---2 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხე მხარეს საერთოდ არ გადაუხდია სესხის გრაფიკით განსაზღვრული თანხა - მოპასუხის დავალიანებაა 16729.50 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 1-280 ლარს, პროცენტი 2809.55 ლარს, ჯარიმა 639.95 ლარს, ჯამში ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის დავალიანებამ შეადგინა 20594.36 ლარი.

 

დადგენილია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაციიდან მიღებული თანხით სრულად დაიფარა 23.0-.20-7წ გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხი 3864,86 ლარის ოდენობით, ასევე ნაწილობრივ დაიფარა 20-7 წლის 09 ოქტომბერის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხი 10355,14 ლარი, ხოლო გადასახდელი დარჩა 6374,36 ლარი.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ვადაში, დარღვეულია ვალდებულების შესრულების ვადები, რაც ანიჭებს კრედიტორს სესხის მოთხოვნის უფლებას, რაც შეთანხმებულია მხარეთა მიერ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეების მიერ სადავოდ არ არის გამხდარი და სასამართლოს მიერ დადგენილ უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ მოპასუხე თ---------------ემ მოსარჩელე მხარისაგან სესხის სახით მიიღო 23.0-.20-7წ 2500 ლარი, ხოლო 09.10.20-7წ 1-200 ლარი, ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვადით და პირობებით. ასევე უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მოპასუხე თ---------------ემ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულება არ შეასრულა. მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ 1560 ლარის მოთხოვნის ნაწილში ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ ზედმეტად არის თანხა დაანგარიშებული, ამასთან ავტომანქანა გაიყიდა ნაკლებ თანხად, თუმცა თავისი პოზიციის დასადასტურებლად სასამართლოს ვერ წარმოუდგინა რაიმე მტკიცებულება, რომლებიც დაადასტურებდნენ მოსარჩელის მოთხოვნის უსაფუძვლობას.

 

მხარეთა მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გათვალისწინებით, მოსარჩელეს ეკისრება მის მიერ მითითებული ფაქტების მტკიცების ტვირთი, ხოლო მოპასუხეს ეკისრება მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გაქარწყლების მოვალეობა.

 

მოპასუხემ გარდა მისივე განმარტებისა, სასამართლოს ვერ წარმოუდგინა რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოპასუხის პოზიციას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტების საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ჩათვლა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს „ნ-------------ი„-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი სახის გარემოებების გამო:

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-1-ე, 208- მუხლები

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 625-ე, 327-ე, 361-ე, 276-ე, 408-ე, 412-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

მხარეებს შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველია - 20-7 წლის 23 ივნისს და 20-7 წლის 09 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულებები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და მოხდა მხარეთათვის კონკრეტულ უფლება-მოვალეობათა განსაზღვრა.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემელ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ 1560 ლარის მოთხოვნის ნაწილში ცნო, რაც შეესაბამება სამოქალაქო სამართალწარმოების ძირითად პრინციპს - დისპოზიციურობას. იმავე კოდექსის კოდექსის 1-1-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. სს კოდექსის 208.3 მუხლის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ხსენებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზი საფუძველს იძლევა დასკვნისათვის, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობას არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

დადგენილია, რომ მხარეებს ხელშეკრულებით განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი. მოპასუხე კისრულობდა ვალდებულებას გადაეხადა ხელშეკრულებით დაწესებული სარგებელი, რაც მას უნდა შეესრულებინა ჯეროვნად, საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. მოპასუხემ არ გადაიხადა ძირი თანხა, ასევე სარგებელი.

 

საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებლს - თ---------------ემ ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 20-6 წლის 17 თებერვალს შპს „მ-------------ს„ და თ---------------ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება #2--. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში 20-7 წლის 23 ივნისს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელმა სესხის სახით მიიღო 2500 ლარის ოდენობით, ხოლო 20-7 წლის 09 ოქტომბერს შპს „ნ-------------ს„ და თ---------------ეს შორის გაფორმდა #2---2 ხელშეკრულება, რომლის თანახმად თ---------------ემ მიიღო სესხი 1-280 ლარის ოდენობით. სესხის გადახდა მსესხებელს უნდა ეწარმოებინა სესხის ხელშეკრულებებზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.

 

დადგენილია, რომ აღებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით 20-6 წლის 12 თებერვალს გაფორმდა #2-- გირავნობის ხელშეკრულება და გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი ავტომანქანა მერსედეს ბენც მლ 500, სახ. ნომერი G------, საიდენტიფიკაციო ნომერი 4----------------.

 

მსესხებელმა დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში სესხის თანხა და შეთანხმებული სესხის სარგებელი არ გადაიხადა.

 

20-8 წლის 0- მაისის განხორციელდა გირავნობის საგნის რეალიზაცია 14220 ლარად, რაც სრულად იქნა მიმართული მოპასუხის ვალდებულების დასაფარად. ვალდებულება დაიფარა ნაწილობრივ, შესასრულებელი დარჩა 6374.36 ლარი (20954.36-14200=6374.36 ლარი). 20-9 წლის 22 თებერვლის მდგომარეობით თ---------------ის ვალდებულება შპს ნ-------------ის წინაშე შეადგენს 6374.36 ლარს. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ დავალიანების გადახდევინების მიზნით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა გამარტივებული წესით დავალიანების გადახდევინება, თუმცა შპს ნ-------------ს უარი ეთქვა ბრძანების გამოცემაზე. მოსარჩელე მხარე მიუთითებს რომ 300 ლარი წარმოადგენს სააღსრულებო ბიუროში გადახდილი თანხას (იხ. 22.02.20-9წ ცნობა), რის დაკისრებასაც მოითხოვს მოპასუხეზე.

 

მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ 1560 ლარის მოთხოვნის ნაწილში ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ ზედმეტად არის თანხა დაანგარიშებული, ამასთან ავტომანქანა გაიყიდა ნაკლებ თანხად, თუმცა თავისი პოზიციის დასადასტურებლად სასამართლოს ვერ წარმოუდგინა რაიმე მტკიცებულება, რომლებიც დაადასტურებდნენ მოსარჩელის მოთხოვნის უსაფუძვლობას.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლით რეგულირებულია გირავნობის საგნის რეალიზაციის გზით მოთხოვნის დაკმაყოფილების საკითხი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276.1. მუხლის თანახმად, მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

გირავნობის ხელშეკრულების 3.2. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ არსებული დავალიანება აღემატება ავტომანქანის სარეალიზაციო ღირებულებას, მოსარჩელე თავის კანონიერ ინტერესებს დაიკმაყოფილებს მსესხებლის სხვა ქონების მიმართ აღსრულების გზით, ასევე და 4.2. პუნქტით შეთანხმდენენ, რომ თუ ქონების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგები საკმარისი არ იქნება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მთლიანად დასაფარავად, მაშინ მსესხებელს დაეკისრება პასუხისმგებლობა მის საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ-მოძრავი ქონებით ნებისმიერ ასეთ ნაშთზე. იგი გავრცელდება იმ ხარჯებსა და დანახარჯებზეც, რაც შეიძლება წარმოიშვას გირავნობის საგნის რეალიზაციის პროცესში.

 

განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ მხარეები წერილობით შეთანხმდნენ ვალდებულების დასაფარავად გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში, დარჩენილი ნაშთის დაფარვის წესზე, რის გამოც სადავო საკითხი უნდა გადაწყდეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით.

 

6.6. დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარემ დავალიანების გადახდევინების მიზნით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა გამარტივებული წესით დავალიანების გადახდევინება, თუმცა შპს ნ-------------ს უარი ეთქვა ბრძანების გამოცემაზე. მოსარჩელე მხარე მიუთითებს რომ 300 ლარი წარმოადგენს სააღსრულებო ბიუროში გადახდილი თანხას (იხ. 22.02.20-9წ ცნობა), რის დაკისრებასაც მოითხოვს მოპასუხეზე.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 20-0 წლის 30 ივლისის #144 ბრძანებით დამტკიცებული იქნა სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესი, რომლის მე-10 მუხლით განისაზღვრა ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების თაობაზე მოთხოვნასთან დაკავშირებით გამარტივებული წარმოებისას „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ„ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურის ოდენობა, აღნიშნული ბრძანების მე-10 მუხლის „ა„ პუნქტის მიხედვით, აპლიკანტის მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადების წარდგენისას სააპლიკაციო საფასური - შეადგენს 100 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად კი, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელე იძულებული გახდა გაეღო დამატებითი ხარჯები, რომლის გაღების საჭიროება არ დაუდგებოდა მოპასუხის მიერ ვალდებულების ჯეროვნად და დათქმულ დროში შესრულების შემთხვევაში. მოპასუხე ხელშეკრულების გაფორმების მომენტიდან ინფორმირებული იყო ვალდებულების შეუსრულებლობიდან გამომდინარე ყველა მოსალოდნელ შედეგზე, შესაბამისად, სახეზეა სკ-ის 408-ე და 412-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები, სააპლიკაციო საფასურის - 100 ლარის მოპასუხისათვის დასაკისრებლად.

 

ამდენად სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხე თ---------------ემ თავისი პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოს ვერ წარმოუდგინა. შესაბამისად სარჩელი საფუძვლის მქონეა და მოპასუხე თ---------------ეს უნდა დაეკისროს ვალდებულების შესრულება.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ღირებულება განისაზღვრება ფულის თანხის გადახდევინების შესახებ სარჩელზე _ გადასახდელი თანხით.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 250,25 ლარი და წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. (სახელმწიფო ბაჟი სარჩელზე და სარჩელის უზრუველყოფაზე).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ. შესაბამისად მოპასუხე უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მის მიერ აღიარებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში და მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან 46,8 ლარის ოდენობით. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 147,43 ლარის ოდენობით, მის მიერ არ აღიარებული და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად. მოპასუხეს ასევე უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის და საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლების საფასურის 15 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სასამართლოს 24.05.20-8წ. განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით თ----------------ეს (პ/ნ 6----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული - ქ. თბილისში, ი-----------------–---–-------------–-----------ში მდებარე უძრავი ქონების, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0-.1-.0-.0-0.0-1.0-.0-.0--. გასხვისება, იპოთეკით ან სხვა ვალდებულებით დატვირთვა;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ -უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი კმაყოფილდება არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს „ნ-------------ი„-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. თ---------------ეს - შპს „ნ-------------ი„-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 6474 ლარის და 36 თეთრის გადახდა. (6374,36 ლარი სესხის თანხა, 100 ლარი მოსარჩელის მიერ გაწეული სააპლიკაციო საფასურის თანხა).

 

3. თ---------------ეს - შპს „ნ-------------ი„-ს სასარგებლოდ დაეკისროს 197,43 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ (სახელმწიფო ბაჟი სარჩელზე 147,43 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფაზე 50 ლარი).

 

4. თ---------------ეს - შპს „ნ-------------ი„-ს სასარგებლოდ დაეკისროს 15 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლებისათვის გადახდილი საფასურის სანაცვლოდ.

 

5. შპს „ნ-------------ი„-ს (ს/ნ 4--------) დაუბრუნდეს 20-8 წლის 24 მაისს ზ-------–--------–ის მიერ სს 'თ----------–ი' სარჩელის აღძვრის გამო გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 46,8 ლარი (საგადასახადო დავალება №0), რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინაში შემდეგ რეკვიზიტებზე - ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი - 300-83150.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა #11).

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დარინა აბულაძე