გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330210016001655369
№2/39296-16
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
12 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლევან მიქაბერიძე
სხდომის მდივანი - ილია ვაშაკიძე
მოსარჩელე (შეგებებულ სარჩელზე მოპასუხე) - უც-----------–------------–---–ი ,,ვი-------------------------------------K’’
წარმომადგენლები - თე--------ე, მა-------------–---–ი
მოპასუხე (შეგებებული სარჩელის ავტორი) - შპს ,,ბა--------------------------–ი’’
წარმომადგენლები - მა--------–----ე, ზუ--------–--------ი, ოთ--------–--ე
დავის საგანი - ხელშეკრულების შეთავაზებული პირობებით დადების დავალდებულება, მიუღებელი შემოსავლით მიყენებული ზიანის ანაზღაურება (თავდაპირველი სარჩელით), გაწეული მომსახურების საფასურის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება (შეგებებული სარჩელით)
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
(თავდაპირველი სარჩელით)
1.1. შპს „ბა--------------------------–სა“ და უც-----------–------------–---– ,,ვი-------------------------------------K”-ს შორის დადებულად ჩაითვალოს შპს „ბა--------------------------–ზე“ ტვირთის გადაცვლის მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დანართების შესაბამისად.
(სასარჩელო მოთხოვნა დაზუსტებულია, იხ. 17.11.2017წ. სხდომის ოქმი, შუამდგომლობა, ტ.2, ს.ფ. 153-159; ხელშეკრულება 160-192; 15.12.2017წ. განცხადება სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების და დამატებითი ფაქტობრივი გარემოებების მითითების შესახებ, ტ.2, ს.ფ. 250-254; განცხადებაზე თანდართული დანართი N- და დანართი N2, ტ. 2, ს.ფ. 255- 259) [პირველი სასარჩელო მოთხოვნა ხელშეკრულების დადების დავალების ნაწილში დაზუსტდა და წარმოდგენილი იქნა შესაბამისი ხელშეკრულება, ასევე ხელშეკრულების დანართები (იხ. ხელშეკრულება ტ.2. გვ. 160-192; ასევე იხ. ხელშეკრულების დანართები ტ. 2 გვ. 255-259)].
1.2. შპს ,,ბა--------------------------–ს’’ უც-----------–------------–---–ი - ,,ვი-------------------------------------K“-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 2 038 361.58 აშშ დოლარი მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის.
1.3. შპს ,,ბა--------------------------–ს’’ უც-----------–------------–---–ი - „ვი---------------------------------------K“-ის სასარგებლოდ დაეკისროს 01.12.2016 წლიდან ყოველთვიურად, მიუღებელი შემოსავლის სახით 280 000 აშშ დოლარის გადახდა (01.12.2016 წლიდან).
[სასარჩელო მოთხოვნა დაზუსტებულია, იხ. 17.11.2017წ. სხდომის ოქმი:
ა) მეორე სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში სარჩელი გაიხმო;
ბ) მესამე სასარჩელო მოთხოვნა შეამცირა და საბოლოოდ მოითხოვა მიუღებელი შემოსავლისთვის ზიანის ანაზღაურება 2 038 361,58 აშშ დოლარის ოდენობით და 2016 წლის პირველი დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე თვეში 280 000 აშშ დოლარის დაკისრება].
სარჩელის საფუძველი:
უც-----------–------------–---–ი ,,ვი-------------------------------------K’’ წარმოადგენს ქ. ბა-----–ი ნავთობრეზერვუარების მესაკუთრეს, რომელსაც თავის მხრივ დადებული აქვს გრძელვადიანი აღნაგობის ხელშეკრულებები შპს ,,ბა--------------------------–თან’’. სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ტე-------–- უწევს ,,ვი-------------------ს’’ მომსახურებას, რაც სხვა მომსახურებებთან ერთად მოიცავს ნავთობპროდუქტების გემებიდან და სხვა მცურავი საშუალებებიდან ,,ვი-------------------ის’’ კუთვნილ ნავთობრეზერვუარებში გადმოტვირთვას, ,,ვი-------------------ის’’ კუთვნილი ნავთობრეზერვუარიდან სარკინიგზო ვაგონებსა და ავტოცისტერნებში ჩასხმას და ვაგონების გატარებას სს ,,სა---------–--------------ს’’ კუთვნილ სარკინიგზო ლიანდაგამდე და პირიქით.
ტე-------–-ს საკუთრებასა და/ან სარგებლობაშია ის ტექნიკური და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა, რომელიც აუცილებელია ნავთობპროდუქტების გადასატვირთად. კერძოდ, მილსადენები, საავტომობილო და სარკინიგზო ესტაკადები, ნავთობრეზერვუარები, სარკინიგზო ლიანდაგები და ლიანდაგის მისასვლელი ჩიხები, რომელთა გამოყენებითაც ხდება ბა--------------------------–ში სარკინიგზო ვაგონებით შემოსული ნავტობპროდუქტების ესტაკადის მეშვეობით ნავთობრეზერვუარებში ჩასხმა, მილსადენებისა და ნავმისადგომების გავლით ნავსადგურში შემოსულ მცურავ საშუალებებში გადატვირთვა და პირიქით.
მოსარჩელის მითითებით, ,,კონკურენციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ი’’ პუნქტის შესაბამისად, ტე-------–- წარმოადგენს დომინირებულ მდგომარეობაში მყოფ ეკონომიკურ აგენტს, კერძოდ ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვების ბაზარზე მას საშუალება აქვს იმოქმედოს კონკურენტი ეკონომიკური აგენტების, მიმწოდებლების, კლიენტებისა და საბოლოო მომხმარებლებისაგან დამოუკიდებლად, არსებითი გავლენა მოახდინოს ბაზარზე მომსახურების გაწევის საერთო პირობებზე და შეზღუდოს კონკურენცია. ტე-------–-ს წილი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სატრანზიტო გადაზიდვების ბაზარზე შეადგენს დაახლოებით 60%.
,,ვი-------------------ის’’ კლიენტების სიმრავლისა და გადასაზიდი ნავთობპროდუქტების მოცულობის გამო, კომპანიის კუთვნილი ნავთობრეზერვუარები არ არის საკმარისი კლიენტებისათვის მომსახურების გასაწევად და საჭიროა დამატებითი რესურსები. ამ მიზნით, ,,ვი-------------------ი’’ აწარმოებდა მოლაპარაკებას ტე-------–თან, რათა გაფორმებულიყო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, ტე-------–- გაუწევდა ,,ვი-------------------ს’’ მომსახურებას ნავთობპროდუქტების გადატვირთვასთან დაკავშირებით ტე-------–-ს კუთვნილი ნავთობრეზერვუარების გამოყენებით.
ტე-------–-ა და ,,ვი-------------------ს’’ შორის 2016 წლის 29 თებერვალს დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მხარეები შეთანხმდნენ ხელი მოეწერათ ტე-------–-ს კუთვნილი ნავთობრეზერვუარებით ტვირთების გადატვირთვასთან დაკავშირებით გაწევის შესახებ ხელშეკრულებაზე და განსაზღვრეს ტარიფები. ხანგრძლივი შეხვედრებისა და ამ შეთანხმების მიუხედავად ტე-------–მა ხელი არ მოაწერა მომსახურების ხელშეკრულებას.
მოსარჩელემ არაერთხელ შეახსენა და მოსთხოვა ტე-------–- ნაკისრი ვალდებულების შესრულება და გაუგზავნა შესაბამისი წერილი 2016 წლის 21 ნოემბერს, რომელშიც ხაზგასმულია იმ ფაქტზე, რომ მომსახურების ხელშეკრულების გაჭიანურება იწვევს მნიშვნელოვან ფინანსურ დანაკარგებს კომპანიისათვის, რეალური ტვირთების გადატვირთვისათვის მიუღებელი შემოსავლის გამო, თუმცა გაფრთხილება უშედეგო გამოდგა და ტე-------–- კვლავაც უარს აცხადებს ნაკისრი ვალდებულების შესრულებასა და მომსახურების ხელშეკრულების გაფორმებაზე.
საკმარისი ნავთობრეზერვუარების არ არსებობის გამო, ისეთმა კომპანიებმა, როგორიცაა აზ------------–ი (ნედლი ნავთობის და ნავთობპროდუქტების ერთ-ერთი მსხვილი გადამზიდავი) და ნო--------–-ი (მსუბუქი ნავთობპროდუქტების ერთ-ერთი მსხვილი გადამზიდავი) არ დადეს მომსახურების ხელშეკრულება ,,ვი-------------------თან’’. ტე-------–-ს ნავთობრეზერვუარების გამოყენების უფლება კი მოსარჩელეს არ აქვს, შესაბამისი მომსახურების ხელშეკრულების მხარეთა შორის გაუფორმებლობის გამო. სწორედ მოპასუხესთან შეთანხმების მიუღწევლობის საფუძვლით, ,,ვი-------------------მა’’ ვერ შეძლო მომსახურება გაეწია მსხვილი ნავთობ პროდუქტების გადამზიდველებისათვის, რის გამოც კომპანიამ დაკარგა სულ მცირე 500 000 ტონაზე მეტი ტვირთის გადაზიდვის შესაძლებლობა და შესაბამისად განიცადა ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით. ესაა შემოსავალი, რასაც ,,ვი-------------------ი’’ მიიღებდა ტე-------–- ჯეროვნად რომ შეესრულებინა მის მიერ ნაკისრი და ამავდროულად დომინირებული ეკონომიკური აგენტისათვის მოქმედი კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება.
მოსარჩელის მტკიცებით, 2016 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით ,,ვი-------------------ის’’ მიუღებელი შემოსავალი შეადგენს დაახლოებით 2 038 361.58 აშშ დოლარს, ამავდროულად კომპანია ყოველთვიურად განიცდის ზიანს, მიუღებელი შემოსავლის სახით საშუალოდ 280 000 აშშ დოლარის ოდენობით, რასაც ,,ვი-------------------ი’’ მიიღებდა მხარეთა შორის შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების პირობებში.
(შეგებებული სარჩელით)
1.1. უც-----------–------------–---– ,,ვი-------------------------------------K’’-ს შპს ,,ბა--------------------------–ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს:
1.1.1. მუქი ნავთობპროდუქტების გადატვირთვის მომსახურების საფასურის ანაზღაურება 1------- ლარის ოდენობით;
1.1.2. ნათელი ნავთობპროდუქტების გადატვირთვის მომსახურების საფასურის ანაზღაურება 1 108 426,07 ლარის ოდენობით;
1.1.3. მომსახურების ღირებულების ანაზღაურება ელექტრონულ პროგრამა ,,Pe-------------l’’-ის მეშვეობით დაცულ ქსელში ჩართვის შესახებ 29.11.2016წ. N2---- ხელშეკრულებისა და 16.01.2018წ. N- ხელშეკრულების საფუძველზე ჯამურად 7 965,67 ლარის ოდენობით;
1.1.4. საწყობში მიბარების საზღაურის ანაზღაურება ჯამში - 48 715.81 ლარის ოდენობით.
1.2. უც-----------–------------–---– ,,ვი-------------------ს - VI------------IK’’-ს შპს ,,ბა--------------------------–ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს შპს ,,ბა--------------------------–ის’’ მიერ უც-----------–------------–---– ,,ვი-------------------ს - VI------------IK’’-ის სახელით გადახდილი დემერეჯების ანაზღაურება - 119 045.31--–– დოლარის ოდენობით.
1.3. უც-----------–------------–---– ,,ვი-------------------------------------K’’-ს შპს ,,ბა--------------------------–ის’’ სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, დაეკისროს:
- შესაბამისი გადახდის დადგომის თარიღებიდან 19.03.2018წ-მდე პერიოდისათვის დეპოზიტებზე (ეროვნულ ვალუტაში) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული საბაზრო საპროცენტო განაკვეთების შესაბამისად - 20 681.92 ლარი;
- 19.03.2018 წლიდან - სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების პერიოდისათვის უც-----------–------------–---– ,,ვი-------------------ის’’ მიერ შპს ,,ბა--------------------------–ისათვის’’ გადასახდელი თანხას დამატებით დარიცხული სარგებელი დეპოზიტებზე (ეროვნულ ვალუტაში) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული საბაზრო საპროცენტო განაკვეთების შესაბამისად.
[სასარჩელო მოთხოვნა დაზუსტებულია:
- 1.1.4 სასარჩელო მოთხოვნა დაზუსტდა 14.05.2018წ. სხდომაზე, იხ. ტ. 16, ს.ფ. 229-233;
- 1.2 სასარჩელო მოთხოვნა დაზუსტდა, 12.12.2018წ. სხდომაზე, იხ. ტ.18, ს.ფ. 63-68]
შეგებებული სარჩელის საფუძვლები:
შპს ,,ბა--------------------------–ი’’ ახორციელებს სხვადასხვა სახეობის ნავთობპროდუქტის ტე-------–-ს კუთვნილი სიმძლავრეების (რეზერვუარები, მილსადენები, სარკინიგზო და საავტომობილო ესტაკადები) მეშვეობით მიღებას, დროებით შენახვა-განთავსებასა და გადატვირთვას. ტე-------–- აღნიშნულ საქმიანობას წარმართავს მაღალკონკურენტულ ბაზარზე და მომსახურებას უწევს მრავალ სხვადასხვა კლიენტს ბაზარზე მოქმედი კონკურენტული ტარიფებით. ტე-------–-ს ერთ-ერთი კონტრაგენტია უც-----------–------------–---–ი „ვი-------------------ი“, რომელთანაც მოსარჩელეს აკავშირებს მრავალწლიანი საქმიანი ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც უწევს სხვადასხვა მომსახურებას, მათ შორის - მუქი და ნათელი ნავთობპროდუქტების გადატვირთვასთან დაკავშირებით საჭირო მომსახურებას.
შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით, 2014-2017 წლების განმავლობაში შეიმჩნევა მნიშვნელოვანი კლება ტე-------–-ს მიერ გადატვირთული მოცულობების ოდენობებში. კერძოდ, ნათელი ნავთობპროდუქტების გადატვირთული მოცულობები 855 243 მეტრული ტონიდან 2014 წელს შემცირდა 744 549 მეტრულ ტონამდე 2015 წელს და 730 607 მეტრულ ტონამდე 2016 წელს, ხოლო 2017 წელს ნათელი ნავთობპროდუქტების ტე-------–-ს მიერ გადატვირთულმა მოცულობამ შეადგინა სულ რაღაც 574 761 მეტრული ტონა. მსგავსი ტენდენცია შეინიშნება მუქ ნა-----------------------ნ მიმართებაშიც, კერძოდ მუქი ნავთობპროდუქტების გადატვირთული მოცულობები 1 914 344 მეტრული ტონიდან 2015 წელს რადიკალურად შემცირდა 625 968 მეტრულ ტონამდე 2016 წელს, ხოლო 2017 წელს მუქი ნავთობპროდუქტების ტე-------–-ს მიერ გადატვირთულმა მოცულობამ შეადგინა სულ რაღაც 974 884 მეტრული ტონა. კლების ტენდენცია შეინიშნება ასევე ტე-------–-ს მიერ 2014-2017 წლების განმავლობაში ნედლი ნავთობისა და გაზის გადატვირთულ მოცულობებშიც.
2016 წლის 28 ნოემბერს შპს ,,ბა--------------------------–მა’’ დაამტკიცა სამუშაოებსა და მომსახურებაზე ფასებისა და ტარიფების შემუშავების კომისიის სხდომის ოქმი N1-----6. რომლის თანახმად, ტე-------–მა მოქმედი და პოტენციური ტვირთის გამგზავრებისათვის შეიმუშავა ტარიფები 2017 წლისათვის. ტე-------–მა აღნიშნული ტარიფები დაადგინა თითოეული ტიპის პროდუქტზე მომსახურების გაწევის თვითღირებულების გათვალისწინებით, რომელიც გამოთვლილია ფინანსურ-ეკონომიკური მოდელის საფუძველზე 2017-2021 წლებისათვის ტე-------–-ს ბიზნეს-გეგმის პროექტის შესაბამისად. ამავე თარიღზე, ოქმი 1-----6-ის საფუძველზე, ტე-------–მა გამოსცა ბრძანება N--, რომლითაც დადგინდა მოქმედი და პოტენციური ტვირთის გამგზავნებისათვის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადატვირთვის მომსახურების სატარიფო ცხრილი 2017 წლისათვის.
მითითებული კრების ოქმისა და ბრძანების საფუძველზე, ტე-------–- საკუთარი რეზერვუარების გამოყენებით ,,ვი-------------------ს’’ უწევს მუქი ნავთობპროდუქტების გადატვირთვის მომსახურებას და აღნიშნული მომსახურების გაწევისას იყენებს დადგენილ ტარიფს - 10.00 აშშ დოლარის ოდენობით, დღგ-ის გარეშე.
ტე-------–- საკუთარი რეზერვუარების გამოყენებით ,,ვი-----ს დიაგნოსტიკს’’ ასევე უწევს ნათელი ნავთობპროდუქტების გადატვირთვის მომსახურებას და აღნიშნული მომსახურების გაწევისას იყენებს დადგენილ ტარიფებს - 7--- აშშ დოლარის ოდენობით (მომსახურების ტიპი: ნავთობი, სარკინიგზო ცისტერნა - რეზერვუარი - ტანკერი, ტანკერი - რეზერვუარი - ტანკერი) და 7--- აშშ დოლარის ოდენობით (მომსახურების ტიპი: ნათელი ნავთობპროდუქტები, ტანკერი - რეზერვუარი - სარკინიგზო და ავტო-ცისტერნები).
2017 წლის 28 ნოემბრის N0724 წერილის შესაბამისად, ტე-------–მა შეატყობინა ,,ვი-------------------ს’’, რომ 2018 წლის 1 იანვრიდან რეზერვუარების მეშვეობით (ტანკერი - რეზერვუარი - სარკინიგზო ცისტერნა) ნათელი ნავთობპროდუქტების გადატვირთვის მომსახურების ტარიფი შეადგენდა 8-- აშშ დოლარს 1 ტონა გადატვირთულ ტვირთზე, დღგ-ს გარეშე.
2016 წლის 29 ნოემბერს ტე-------–-ა და „ვი-------------------ს’’ შორის გაფორმდა ელექტრონული პროგრამა ,,Pe------------l’’-ის მეშვეობით დაცულ ქსელში ჩართვის შესახებ ხელშეკრულება N2---- 2017 წლის 31 დეკემბრამდე ვადით, რომლის საფუძველზე „ვი-------------------ს’’ ტე-------–-სათვის ყოველთვიურად უნდა გადაეხადა მომსახურების საფასური 308 აშშ დოლარის ოდენობით, დღგ-ის ჩათვლით. 2018 წლის 16 იანვარს ტე-------–-ა და „ვი-------------------ს’’ შორის ასევე გაფორმდა ელექტრონული პროგრამა ,,Pe------------l’’-ის მეშვეობით დაცულ ქსელში ჩართვის შესახებ N- ხელშეკრულება, რომელიც ვრცელდება 01.01.2018 წლიდან 31.12.2018 წლის ჩათვლით არსებულ ურთიერთობებზე და არსებითად შეიცავს ხელშეკრულება N2-----ის იდენტურ პირობებს, რომლის საფუძველზეც „ვი-------------------მა’’ ტე-------–- ყოველთვიურად უნდა გადაუხადოს მომსახურების საფასური 308 აშშ დოლარის ოდენობით, დღგს ჩათვლით. ხელშეკრულებების შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ დაცული ქსელის მონაწილე დროულად არ გადაურიცხავდა ტე-------–- შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხებს, „ვი-------------------ს’’ დაეკისრებოდა ტე-------–-ს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, გადაუხდელი თანხის 0.5%-ის ოდენობით თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაგრამ არაუმეტეს შესაბამისი ხელშეკრულების საერთო ღირებულების 20%-სა.
2018 წლის 13 მარტის მდგომარეობით საწყობში მიბარებასთან დაკავშირებით ტე-------–- „ვი-------------------ის’’ სახელზე გამოწერილი აქვს ინვოისები ჯამური 217 124.38 აშშ დოლარის ოდენობით. თავის მხრივ, „ვი-------------------ს’’ აღნიშნული ინვოისები მიღებული და აქცეპტირებული აქვს და იგი პერიოდულად ახორციელებს კიდეც მათ ნაწილობრივ დაფარვას. 2018 წლის 13 მარტის მდგომარეობით საწყობში მიბარებასთან დაკავშირებული ხარჯებიდან „ვი-------------------ს’’ გადახდილი აქვს მხოლოდ გარკვეული ნაწილი.
2015 წლის 11 ივნისის ელექტრონული წერილის თანახმად, ტე-------–მა აცნობა „ვი-------------------ს’’, რომ მისი სავაჭრო ტანკერ “Az---------r”-ის დაგვიანებით შემოსვლამ გამოიწვია სავაჭრო ტანკერ ,,Pr-------e’’-ის მოცდენა და რომ „ვი-------------------ს’’ მესამე მხარისათვის უნდა დაედასტურებინა დემერეჯის ანაზღაურების მზადყოფნა 8 500 აშშ დოლარის განაკვეთით. მოთხოვნილი დადასტურება ,,ვი-------------------მა’’ ტე-------–- იმავე თარიღზე მიაწოდა. 2015 წლის 7 აგვისტოს ელექტრონული წერილის თანახმად, შპს ,,რო----------–------------–--მ’’ ტე-------–- მიაწოდა სავაჭრო ტანკერ ,,Pr-------e’’-ის მოცდენასთან დაკავშირებით დემერეჯის მოთხოვნა. გამოთვლის თანახმად, დემერეჯმა შეადგინა 23 746.88 აშშ დოლარი (გადახდის თარიღზე არსებული გაცვლითი კურსით: 59 293.58 ლარი / მოცდენის დრო: 67 საათი და 5 წუთი, დემერეჯის განაკვეთი 8 500 აშშ დოლარი). 2015 წლის 11 აგვისტოს ელექტრონული წერილის თანახმად, ტე-------–მა თავის თავზე აიღო ,,რო----------–-ს’’ მიერ გამოწერილი ინვოისის საფუძველზე დემერეჯის ანაზღაურება ,,ვი-------------------ოს’’ სახელით, რაც, თავის მხრივ, შემდგომ უნდა ანაზღაურებულიყო ტე-------–-ს მიერ გამოწერილი ინვოისის საფუძველზე.
2015 წლის 22 სექტემბრის ელექტრონული წერილის თანახმად, ,,ვი-------------------მა’’ ტე-------–- განუცხადა თანხმობა სავაჭრო ტანკერ ,,Im--a’’-ს გადმოტვირთვის პირობებთან დაკავშირებით, რასაც (2015 წლის 21 სექტემბერს მიწოდებული შეტყობინების საფუძველზე) შესაძლოა გამოეწვია სავაჭრო ტანკერ ,,Ek----’’-ის მოცდენა. 2015 წლის 28 სექტემბრის ელექტრონული წერილის თანახმად, ,,რო----------–-ა’’ ტე-------–- მიაწოდა დემერეჯის მოთხოვნა სავაჭრო ტანკერ ,,Ek----’’-ის მოცდენასთან დაკავშირებით სავაჭრო ტანკერ ,,Im--a’’-ს გამო. გამოთვლის თანახმად, დემერეჯმა ტანკერ ,,Ek----’’-ის მოცდენის გამო შეადგინა 24 937--- აშშ დოლარი (გადახდის თარიღზე არსებული გაცვლითი კურსით: 62 266.44 ლარი) (მოცდენის დრო: 66 საათი და 5 წუთი, დემერეჯის განაკვეთი: 9 000 აშშ დოლარი). მოცემულ შემთხვევაშიც, 2015 წლის 5 ნოემბრის ელექტრონული წერილის თანახმად, ტე-------–მა თავის თავზე აიღო ,,რო----------–-ს’’ მიერ გამოწერილი ინვოისის საფუძველზე დემერეჯის ანაზღაურება ,,ვი-------------------ის’’ სახელით, რაც, თავის მხრივ, შემდგომ უნდა ანაზღაურებულიყო ტე-------–-ს მიერ გამოწერილი ინვოისის საფუძველზე.
2016 წლის 8 სექტემბერს ტე-------–მა ,,რო----------–-სგან’’ მიიღო ინვოისები შემდეგ დემერეჯებთან დაკავშირებით: (1) დემერეჯის მოთხოვნა სავაჭრო ტანკერ ,,At---s’’-თან მიმართებით 9 000 აშშ დოლარის ოდენობით (მოცდენის დრო: 24 საათი და 00 წუთი, დემერეჯის განაკვეთი: 9 000 აშშ დოლარი); (2) დემერეჯის მოთხოვნა სავაჭრო ტანკერ ,,Tr------’’-სთან დაკავშირებით 27 076.18 აშშ დოლარის ოდენობით (მოცდენის დრო: 46 საათი და 25 წუთი, დემერეჯის განაკვეთი: 14 000 აშშ დოლარი); და (3) დემერეჯის მოთხოვნა სავაჭრო ტანკერ ,,Ev----------’’-სთან დაკავშირებით 28 593.75--–– დოლარის ოდენობით (მოცდენის დრო: 76 საათი და 15 წუთი, დემერეჯის განაკვეთი: 9,000 აშშ დოლარი). მოცემულ შემთხვევაშიც, ტე-------–მა თავის თავზე აიღო ,,რო----------–-ს’’ მიერ გამოწერილი ინვოისების საფუძველზე დემერეჯის ანაზღაურება ,,ვი-------------------ის’’ სახელით, რაც, თავის მხრივ, შემდგომ უნდა ანაზღაურებულიყო ტე-------–-ს მიერ გამოწერილი ინვოისის საფუძველზე ჯამური 64,669.93 აშშ დოლარის (გადახდის თარიღზე არსებული გაცვლითი კურსით: 161,603.55 ლარი) ოდენობით. აღნიშნული თანხიდან ,,ვი-------------------მა’’ 2017 წლის 26 ოქტომბერს დაფარა 22,785.30 ლარი.
2016 წლის 22 სექტემბრის ელექტრონული წერილის თანახმად, ,,რო----------–-ა’’ ტე-------–- მიაწოდა დემერეჯის მოთხოვნა სავაჭრო ტანკერ ,,Me------’’-ს მოცდენასთან დაკავშირებით სავაჭრო ტანკერ ,,Fa------r’’-ის გამო. გამოთვლის თანახმად, დემერეჯმა ტანკერ ,,Me------’’-ს მოცდენის გამო შეადგინა 14 691--–– დოლარი (გადახდის თარიღზე არსებული გაცვლითი კურსით: 36 681.96 ლარი) (მოცდენის დრო: 41 საათი და 30 წუთი, დემერეჯის განაკვეთი: 8 500 აშშ დოლარი). 2016 წლის 30 სექტემბრის ელექტრონული წერილის თანახმად, ტე-------–მა კვლავ თავის თავზე აიღო ,,რო----------–-ს’’ მიერ გამოწერილი ინვოისის საფუძველზე დემერეჯის ანაზღაურება ,,ვი-------------------ის’’ სახელით, რაც, თავის მხრივ, შემდგომ უნდა ანაზღაურებულიყო ტე-------–-ს მიერ გამოწერილი ინვოისის საფუძველზე. ,,ვი-------------------ს’’ მიერ ტე-------–-ს წინაშე გადახდის ვალდებულებების დროულად შესრულების შემთხვევაში, აღნიშნულ თანხებს შესაბამისი გადახდის თარიღებიდან დაერიცხებოდა საპროცენტო სარგებელი, რაც 2018 წლის 19 მარტის მდგომარეობით ჯამურად შეადგენს 20 681.92 ლარს დეპოზიტებზე (ეროვნულ ვალუტაში) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული საბაზრო საპროცენტო განაკვეთების შესაბამისად.
2. მოპასუხის პოზიცია თავდაპირველ სარჩელზე
2.1. შპს ,,ბა--------------------------–მა’’ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ უც-----------–------------–---–ი ,,ვი-------------------------------------K’’-სა და შპს ,,ბა--------------------------–ს’’ შორის - ნამდვილად არის გაფორმებული გრძელვადიანი აღნაგობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ტე-------–- მოსარჩელეს უწევს მომსახურებას, რაც მოიცავს: ნავთობპროდუქტების გემებიდან და სხვა მცურავი საშუალებებიდან ,,ვი-------------------ის’’ კუთვნილ რეზერვუარებში - გადმოტვირთვას, რეზერვუარებიდან სარკინიგზო და ავტოცისტერნებში ჩასხმას, ასევე ვაგონ-ცისტერნების გატარებას სს ,,სა---------–--------------ს’’ სარკინიგზო ლიანდაგებამდე და პირიქით.
შპს ,,ბა--------------------------–ის’’ სამეწარმეო საქმიანობის, უმთავრეს მიმართულებას წარმოადგენს სხვადასხვა სახეობის ნავთობპროდუქტების ტე-------–-ს კუთვნილ სიმძლავრეების (რეზერვუარები, მილსადენები, სარკინიგზო და საავტომობილო ესტაკადები) მეშვეობით გადატვირთვა და დროებით შენახვა-განთავსების სერვისის შეთავაზება ნავთობპროდუქტებით ვაჭრობაში ჩართული კომპანიებისთვის. ტე-------–- უხდება საკმაოდ კონკურენტულ ბაზარზე ოპერირება, ბაზარზე იდენტური მომსახურებას ახორციელებს მაგ: სუფსის, ყუ-–----, ფო---ს ნა--------ე-------–ები და თავად მოსარჩელე, შესაბამისად იმის მითითება, რომ ტე-------–-ს წილი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვების ბაზარზე დაახლოებით 60% შეადგენს და ამიტომ მას, უკავია დომინირებული მდგომარეობა წარმოადგენს მხოლოდ მოსარჩელე მხარის ვარაუდს, ვინაიდან ,,კონკურენციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვისა და შესრულების უფლებამოსილების მქონე ორგანოა კონკურენციის სააგენტო, რომლის ფუნქციებში შედის კონკურენციის შეზღუდვისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტების გამოსავლენად სასაქონლო და მომსახურების ბაზრების მონიტორინგი და ანალიზი, კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენა, განხილვა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. კომპანია ,,ვი-------------------ი’’ არ წარმოადგენს კონკურენციის სააგენტოს და შესაბამისად ვერ განსაზღვრავს სხვა ეკონომიკური აგენტის წილს ბაზარზე. ეკონომიკური აგენტის დომინირებული მდგომარეობა განისაზღვრება შესაბამის ბაზარზე მისი საბაზრო წილის, კონკურენტი ეკონომიკური აგენტების ფინანსური მდგომარეობის, ბაზარზე შესვლის ან წარმოების გაფართოების ბარიერების, მყიდველის საბაზრო ძალაუფლების, ნედლეულის წყაროების ხელმისაწვდომობის, ვერტიკალური ინტეგრაციის ხარისხის, ქსელური ეფექტებისა და საბაზრო ძალაუფლების განმსაზღვრელი სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ეკონომიკური აგენტის საბაზრო წილს განსაზღვრავს სააგენტო ბაზრის ანალიზის მეთოდური მითითებების გამოყენებით, რომლებსაც იგი ამტკიცებს შესაბამისი სამართლებრივი აქტით. შესაბამისად მოსარჩელე მხარის მიერ ტე-------–-ს დომინირებულ მდგომარეობაზე მითითება მოკლებულია ყოველგვარ კანონიერ საფუძველს.
შპს ,,ბა--------------------------–სა’’ და ,,ვი-------------------ს’’ შორის - მიმდინარეობდა დავა აღნაგობის ხელშეკრულებებისა და მათი დამატებითი შეთანხმებების ანულირების მოთხოვნით. 2015 წლის 23 აპრილს მხარეთა შორის გაფორმდა - მორიგების აქტი, რომელიც დამტკიცდა ბ-------- საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------- განჩინებით. მორიგების აქტით მხარეებმა აიღეს ვალდებულება, რომ მორიგების აქტის დამტკიცების შემდგომ მიაღწევდნენ შეთანხმებას მორიგების აქტით, განუსაზღვრელ საკითხებზე და გააფორმებდნენ შესაბამისი ცვლილებებს და/ან დამატებებს, აღნაგობის ხელშეკრულებებში. მოლაპარაკების დროს, პირობების შეთანხმება ,,ვი-------------------თან’’ საკმაოდ გაჭიანურდა. ხოლო, შემდგომ საერთოდ მოითხოვეს მორიგების აქტიდან გამომდინარე დამატებითი შეთანხმებების გაფორმების ვადის გადაწევა 2016 წლის მარტამდე. მოლაპარაკების მიმდინარეობის პროცესში მხარეთა მიერ გაფორმდა 2016 წლის 29 თებერვლის შეთანხმება, რომელსაც ხელს აწერს ნა--------ე-------–-ს მხრიდან აი-----–-----------ი. მითითებული პირი არც ტე-------–-ს დირექტორს და არც მის მინდობილ პირს არ წარმოადგენდა, რომელიც უფლებამოსილი იქნებოდა ხელი მოეწერა რაიმე სახის ხელშეკრულებისა თუ შეთანხმებისათვის მოლაპარაკებების პროცესში. ამასთან, მოპასუხის განმარტებით, არ არის დაცული ხელშეკრულების დადებისათვის გათვალისწინებული ფორმა და აღნიშნული განხილული უნდა იქნეს, როგორც პოზიციის დაფიქსირება მოლაპარაკების პროცესში.
2016 წლის 16 მარტს ტე-------–-ა და კომპანია ,,ვი-------------------ს’’ შორის გაფორმდა N- და N- დამატებითი შეთანხმებები, რომლითაც აღნაგობის ხელშეკრულებაში განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები და დამატებები. ერთ-ერთი დამატების თანახმად (ხელშეკრულების 4.7 პუნქტი) მხარეები დამატებითი შეთანხმების ხელმოწერიდან 10 დღის განმავლობაში გააფორმებდნენ მომსახურების ხელშეკრულებას ტვირთის ტე-------–-ს მეშვეობით გადატვირთვის თაობაზე. ფაქტობრივად, აღნიშნული დამატებითი შეთანხმებების ხელმოწერის დღიდან მხარეებს წარმოეშვათ ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულება. შედეგად 2016 წლის 24 მარტს N---- წერილით გაიგზავნა მომსახურების ხელშეკრულების პროექტი და შეთავაზებული იქნა შეხვედრა მისი განხილვისათვის. 2016 წლის 22 აპრილს ტე-------–-ს მიერ კვლავ გაიგზავნა მომსახურების ხელშეკრულების პროექტი, თუმცა მოსარჩელის მხრიდან არც მას არავითარი რეაქცია არ მოჰყოლია.
აღნიშნულის შემდგომ, ტე-------–-ს 2016 წლის 20 ივლისის N--- წერილით, კიდევ ერთხელ იქნა დაფიქსირებული კომპანიის მზაობა ,,ვი-------------------ის’’ სიმძლავრეების დეფიციტის შემთხვევაში ტე-------–-ს სარეზერვუარო პარკის გამოყენებით ნომინირებული მოცულობების, გადატვირთვის თაობაზე კომპანიაში მოქმედი ტარიფების შესაბამისად. - 2016 წლის 21 ოქტომბერს ტე-------–მა მიიღო ელექტრონული წერილი, სადაც მითითებული იყო, რომ მათ უპოვიათ მომსახურების ხელშეკრულების პროექტი და აინტერესებდათ ეს იყო თუ არა ის საბოლოო პროექტი, რომელზეც მხარეებმა ერთობლივად იმუშავა (გარდა აღნიშნულისა ტე-------–- მოსარჩელის მხრიდან არავითარი წერილი ამ პერიოდამდე არ ჰქონია, მიღებული), რაზედაც იმავე დღეს კომპანიის მიერ კიდევ ერთხელ გაიგზავნა მომსახურების ხელშეკრულების პროექტი. აღნიშნულის შემდეგ, ტე-------–- 2016 წლის 21 ნოემბერს ,,ვი-------------------იდან’’ იღებს N------ წერილს, რომლითაც მადლობას გამოთქვამდნენ იმავე წლის 18 ნოემბერს გამართული სამუშაო შეხვედრის გამო მომსახურების ხელშეკრულების პირობების შესათანხმებლად, თუმცა ისევ მათი მხრიდან იქნა უგულვებელყოფილი პირობა რომელიც ძირითადად მომსახურების ტარიფებს შეეხებოდა, რაც აღმოჩნდა, რომ მოსარჩელისათვის არ იყო მისაღები.
2016 წლის 2 დეკემბერს კიდევ ერთხელ იქნა გაგზავნილი N---- წერილობითი შეთავაზება, სადაც ტე-------–- კვლავ გამოთქვამდა მზაობას მოსარჩელესთან მომსახურების ხელშეკრულების გაფორმებისა და გარანტირებული ტვირთის შემთხვევაში ფასდაკლებას. ასევე, ეცნობა მხარეს იმ ტარიფების შესახებ, რომელიც იმ მომენტისათვის მოქმედებდა ტე-------–ში იდენტურ მომსახურებებზე.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მხრიდან იმის არგუმენტად მოყვანა და მტკიცება, რომ თითქოსდა ნა--------ე-------–- უარს აცხადებს მომსახურების ხელშეკრულების გაფორმებაზე ,,ვი-------------------თან’’ არასწორია და არ შეესაბამება სინამდვილეს. მოსარჩელე ცდილობს ფაქტობრივი გარემოებების დამახინჯებით წარმოაჩინოს, რომ თითქოსდა ტე-------–- არღვევს ნაკისრ ვალდებულებას და ყოველგვარი მიზეზის გარეშე ხდება ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმა, რაც არასწორია და მოკლებულია შესაბამის საფუძველს.
მოპასუხის მტკიცებით, კომპანია ,,ვი-------------------ის’’ მიერ მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება სინამდვილეს. ტე-------–- არ წარმოადგენს ბაზარზე დომინირებულ აგენტს და იგი ჯეროვნად ასრულებდა და ასრულებს, როგორც - კანონმდებლობის ისევე მხარეთა მიერ 2016 წლის 16 მარტს გაფორმებული დამატებითი შეთანხმებებიდან გამომდინარე აღებულ ვალდებულებას და მტკიცება იმისა, რომ თითქოს კომპანიის მიერ არ ხერხდება მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება მოსარჩელესთან და ამის გამო ის განიცდის ზიანს მიუღებელი შემოსავლის სახით მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს.
ტე-------–-ს მიერ აღნიშნული დამატებითი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაერთხელ იქნა გაგზავნილი შეთავაზება და მომსახურების ხელშეკრულების პროექტები ,,ვი-------------------ისათვის’’, თუმცა მათი მხრიდან არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია 2016 წლის 18 ნოემბრამდე, როცა მხარეთა შორის გამართული იქნა შეხვედრა კომპანიის მიერ გაგზავნილი მომსახურების ხელშეკრულების პირობების განხილვისათვის. ,,ვი-------------------ის’’ მიერ ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის მთავარი მიზეზი, როგორც შეხვედრიდან და 2016 წლის 21 ნოემბრის წერილიდან ირკვევა, იყო ტე-------–-ს მიერ შეთავაზებული მომსახურების ტარიფები, რაც მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა. მოსარჩელე ითხოვდა მისთვის უფრო დაბალი ტარიფებით გაეწია ნა--------ე-------–- მომსახურება ვიდრე სხვა კლიენტებს აქვს იდენტურ მომსახურებაზე ტე-------–ში.
მომსახურების ტარიფებზე ფასდაკლების შესაძლებლობა, ასევე შეთავაზებული იქნა ტე-------–-ს მიერ, თუ ,,ვი-------------------ი’’ მიაწვდიდა ინფორმაციას წლის განმავლობაში გადასატვირთი მოცულობის ნომინირების შესახებ, რაც მოსარჩელეს დღემდე არ მიუწოდებია. შესაბამისად ტე-------–-სთვის არ იყო ცნობილი თუ რამდენი ტვირთის გადაზიდვას აპირებდა ,,ვი-------------------ი’’ ნა--------ე-------–-ს მეშვეობით და არც მათი ტვირთის მომწოდებლების ვინაობა.
ტე-------–ში არსებული მონაცემების თანახმად, კომპანია ნო--------–-ი თანამშრომლობდა კომპანია ,,ვი-------------------თან’’ და 2016 წლის მაისიდან სექტემბრის ჩათვლით გადატვირთული აქვს ტვირთები ტე-------–-ს მეშვეობით, რაც მოწმობს მხარეთა შორის უკვე არსებულ ხელშეკრულებაზე. ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ,,ვი-------------------ის’’ სარეზერვუარო პარკი გათვალისწინებულია ნავთობპროდუქტების გადატვირთვისათვის, რომელსაც შეუძლია ერთდროულად 30 000 ტონამდე ტვირთის ფორმირება. თვეში ორი ტანკერის გადატვირთვის შესაძლებლობის პირობებში, ,,ვი-------------------ს’’ გააჩნდა შესაძლებლობა თვეში გადაეტვირთა 60 000 ტონა პროდუქტი (მაგალითად მაზუთი). ფაქტიურმა გადატვირთებმა კი შეადგინა 148 604 ტონა მაზუთი წლის განმავლობაში. შესაბამისად იმის მტკიცება, რომ ,,ვი-------------------მა’’ ვერ მიიღო დაახლოებით 500 000 ტონა პროდუქტი ტე-------–თან ხელშეკრულების არ ქონის გამო არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან აღნიშნული მოცულობების პირობებში მოსარჩელეს თავად შეეძლო უპრობლემოდ მათ მიერ მითითებული რაოდენობის ტვირთის გადაზიდვა მათივე საკუთრებაში არსებული სარეზერვუარო პარკის მოცულობების მეშვეობით. შესაბამისად, ყოველივე ზემოთ აღნიშნული გამორიცხავს ნა--------ე-------–-ს ბრალით, მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტს და გამომდინარე აქედან მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნა მოსარჩელის მხრიდან მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს.
2.1. მოპასუხის პოზიცია შეგებებულ სარჩელზე
2.1.1. უც-----------–------------–---–ი ,,ვი-------------------------------------K,,-მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ. მოპასუხის განმარტებით, მხარეთა შორის ხელშეკრულების არ არსებობა მნიშვნელოვნად უშლის ხელს ნავთობპროდუქტების გადატვირთვის მოცულობების შემცირებას, რაშიც ერთადერთი ბრალეული პირს წარმოადგენს შპს ,,ბა--------------------------–ი’’.
შპს ,,ბა-------------------------–-ს’’ ბიზნეს გეგმის ცვლილებას გავლენა არ უნდა მოეხდინა ,,ვი-------------------თან’’ გასაფორმებელ ხელშეკრულებაზე. მხარეები შეთანხმებულნი იყვნენ ამ ხელშეკრულების არსებით პირობებზე, მათ შორის ტარიფებზე და ტე-------–-ს შემდგომი გადაწყვეტილებები გავლენას არ უნდა ახდენდეს უკვე შეჯერებულ პირობებზე.
გარდა აღნიშნულისა, მოპასუხის მითითებით, შპს ,,ბა--------------------------–ი’’ უფრო დაბალი ტარიფებით ემსახურება სხვა კომპანიებს, შესაბამისად ოქმი N1-----6-სა და ბრძანება N---ზე მითითება ვერ გახდება ,,ვი-------------------ისათვის’’ უფრო ძვირი ტარიფის დაწესების საფუძველი. მხარეები მოლაპარაკებების პროცესში შეთანხმდნენ, რომ თუ---------–ი მუქი ნავთობპროდუქტის გადატვირთვის ტარიფი იქნებოდა 8.7--–– დოლარი, ხოლო ყა---------ს 1---–– დოლარი და ორივე კატეგორიაზე ერთი და იგივე ტარიფით მომსახურება მიუღებელია. მოპასუხე მომსახურების მითითებული ტარიფის დაწესებას არ ეთანხმება, ვინაიდან მხარეთა მოლაპარაკების პროცესში შედგა შეთანხმება, რომ მომსახურების ტიპზე: ნავთობი, სარკინიგზო ცისტერნა-რეზერვუარი-ტანკერი, ტანკერი-რეზერვუარი, ტარიფი უნდა ყოფილიყო 7.1--–– დოლარი, ხოლო მომსახურების ტიპზე: ნათელი ნავთობპროდუქტები, ტანკერი-რეზერვუარი-სარკინიგზო და ავტოცისტერნები 7.7--–– დოლარი.
მოპასუხის განმარტებით, შპს ,,ბა--------------------------–ი’’ გამუდმებით ცდილობს ცალმხრივად დააწესოს ტარიფები და ეს არ არის ორივე მხარის მოლაპარაკებების შედეგად დადგენილი საფასური.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ,,ვი-------------------------------------K’’ (ს/ნ 4--------) საქართველოში რეგისტრირებული უც-----------–------------–---–ია, რომლის დამფუძნებელიცაა არ---------------------–------------–ი რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი - ,,VI------------IK – F----.’’ (მოსარჩელის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობას ახორციელებს შპს ,,ჯი------------–--------ი’’).
3.1.2. თავის მხრივ, შპს ,,ჯი------------–--------ი’’ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირია, რომლის 100% წილის მესაკუთრეა სს ,,სა---------–-------------ა’’.
3.1.3. შპს ,,ბა--------------------------–ი’’ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირია, რომლის 100% წილის მესაკუთრეა კვ-------–ი რეგისტრირებული შპს ,,ბა------ ტე-------–-ი’’ (HE-------).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტ.1, ს.ფ. 70-76);
3.1.4. შპს ,,ბა--------------------------–ის’’ საქმიანობის უმთავრეს მიმართულებას წარმოადგენს სხვადასხვა სახეობის ნავთობპროდუქტების კუთვნილი (და არა მხოლოდ) სიმძლავრეების (რეზერვუარები, მილსადენები, სარკინიგზო და საავტომობილო ესტაკადები) მეშვეობით გადატვირთვა/გადამუშავება და დროებით შენახვა-განთავსების სერვისის შეთავაზება ნავთობპროდუქტებით მოვაჭრე და ასევე გადამზიდავი კომპანიებისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.5. ტე-------–-ს საკუთრებაშია ქ. ბა-----–ი, მა--------------ში (ს/კ 0-----------) მდებარე უძრავი ქონება, რაც მოიცავს: 299112. კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, მასზე განთავსებული 7573.41 კვ.მ ფართის შენობა-ნაგებობას, ასევე 23445.1 კვ.მ რეზერვუარებს, 8337.8 კვ.მ. ფართის 2 ესტაკადას, ნავთობპროდუქტების საცავებს, 3----- მ3 ჯამური მოცულობის 3 რეზერვუარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1, ს.ფ. 77-80);
3.1.6. შპს ,,ბა--------------------------–ის’’ საკუთრებასა და/ან სარგებლობაშია ის ტექნიკური და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა, რომლებიც აუცილებელია ნავთობპროდუქტების გადასატანად, კერძოდ: მილსადენები, საავტომობილო და სარკინიგზო ესტაკადები, ნავთობრეზერვუარები, სარკინიგზო ლიანდაგები და ლიანდაგის მისასვლელი ჩიხები, რომელთა გამოყენებითაც ხდება ბა--------------------------–ში სარკინიგზო ვაგონებით შესული ნავთობპროდუქტების ესტაკადის მეშვეობით ნავთობრეზერვუარებში ჩასხმა, მილსადენებისა და ნავმისადგომების გავლით ნავსადგურში მცურავ საშუალებებში გადატვირთვა და პირიქით.
3.1.7. უც-----------–------------–---–ი ,,ვი-------------------ი’’ წარმოადგენს ქ. ბა-----–ი ნავთობრეზერვუარების მესაკუთრეს, რომელსაც ასევე დადებული აქვს გრძელვადიანი აღნაგობის ხელშეკრულებები შპს ,,ბა--------------------------–თან’’.
3.1.8. ხელშეკრულებათა შესაბამისად ტე-------–- უწევს მომსახურებას ,,ვი-------------------ს’’, რაც სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს გემებიდან და სხვა მცურავი საშუალებებიდან ,,ვი-------------------ის’’ კუთვნილი ნავთობრეზერვუარებიდან სარკინიგზო ვაგონებსა და ავტოცისტერნებში ჩასხმას, ასევე ვაგონების გატარებას სს ,,სა---------–--------------ს’’ კუთვნილ ლიანდაგამდე და პირიქით.
3.1.9. შპს ,,ბა--------------------------–სა’’ და უც-----------–------------–---– ,,ვი-------------------ს’’ შორის 2014 წლის 17 იანვარსა და 16 მაისს დაიდო ორი აღნაგობის ხელშეკრულება, რომლითაც სხვა საკითხებთან ერთად რეგულირდებოდა ნავთობპროდუქტების გადაზიდვასთან დაკავშირებული პირობები.
3.1.10. მითითებული ხელშეკრულებები არეგულირებს მხარეთა შორის არსებულ რთულ სახელშეკრულებო ურთიერთობას და მათი საგანი მხოლოდ აღნაგობის უფლება არ არის.
3.1.11. 2014 წლის 17 იანვრის აღნაგობის ხელშეკრულების თანახმად, ქ. ბა-----–ი, ვ---–-----------ში მდებარე მიწის ნაკვეთიდან 4 686 კვ.მ ქონება მეაღნაგეს (კომპანია ,,ვი-------------------ს’’) გადაეცა მასზე ნავთობისა და ნავთობპროდუქტებისათვის განკუთვნილი 10 400 მ3 საერთო მოცულობის 8 ერთეული რეზერვუარის მშენებლობის მიზნით.
3.1.12. ამ ხელშეკრულების ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შესაძლოა შეიცვალოს შეთანხმებული რეზერვუარების პარამეტრები, მხარეთა წერილობითი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
3.1.13. მიწის ნაკვეთი მეაღნაგეს გადაეცა 30 წლის ვადით (17.01.2044 წლამდე).
3.1.14. ხელშეკრულებით განსაზღვრული ქონებით სარგებლობისათვის მეაღნაგეს მესაკუთრისათვის უნდა გადაეხადა 3 000 ლარი, დღგ-ს ჩათვლით (აღნაგობის უფლების საფასური).
3.1.15. მითითებული საფასური განისაზღვრა 10 წლის ვადით, რომლის გასვლის შემდგომაც, თუკი არსებითად შეიცვლებოდა ეკონომიკური გარემოებები, ერთ-ერთი მხარის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, მხარეებმა იკისრეს ვალდებულება დაედოთ დამატებითი შეთანხმება აღნაგობის უფლების საფასურის ცვლილების შესახებ.
3.1.16. გარდა აღნიშნულისა, ტე-------–-ს სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის, ხელშეკრულების 4.2 პუნქტით შეთანხმდა, 2--–– დოლარის გადახდა, ყოველ 1 ტონა გადატვირთულ ტვირთზე, შპს ,,ბ-------- ბა--------ე-------–-ს’’ საკუთრებაში არსებული აუცილებელი ტექნიკური და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურით მომსახურებისათვის /რაშიც მოიაზრება ოპერაცია, რომელიც მოიცავს ბ-------- საზღვაო ნავსადგურში მდგარი მცურავი საშუალებიდან, ნავმისადგომებისა და ტექნოლოგიური მილსადენების გავლით, ტვირთის მოთავსებას რეზერვუარში და არსებული საავტომობილო და სარკინიგზო ესტაკადების მეშვეობით, რეზერვუარიდან მის ჩატვირთვას ავტო და ვაგონცისტერნებში და პირიქით/.
3.1.17. ამავე ხელშეკრულებით შეთანხმდა, რეზერვუარების მშენებლობისა და ექსპლუატაციის პერიოდში მესაკუთრის დანარჩენი ტექნიკური და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მომსახურებისა და სხვა სახის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება.
3.1.18. შეთანხმების შესაბამისად, მხარეებს ყოველი საანგარიშებო თვის დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უნდა გაეფორმებინათ აქტი საანგარიშო თვის განმავლობაში გადატვირთული ტვირთის რაოდენობისა და მეაღნაგის მიერ მესაკუთრისათვის გადასახდელი მომსახურების ღირებულების შესახებ, რომლის ხელმოწერიდან 5 დღის ვადაში უნდა განხორციელებულიყო აქტში მითითებული მომსახურებისა და ხელშეკრულებით განსაზღვრული აღნაგობის საფასურის გადახდა.
3.1.19. ხელშეკრულებით შეთანხმდა პირგასამტეხლო, კერძოდ 4.4 და 5.1.4 პუნქტებით გათვალისწინებული გადასახადების გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში გადაუხდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაგრამ არაუმეტეს გადაუხდელი თანხის 10 პროცენტისა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აღნაგობის ხელშეკრულება (ტ.2, ს.ფ. 20-30).
- მხარეთა ახსნა განმარტება;
3.1.20. 2014 წლის 17 იანვრის აღნაგობის ხელშეკრულებაში, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე რამდენჯერმე შევიდა ცვლილება-დამატება, რასთან მიმართებითაც მხარეთა შორის წერილობით ფორმდებოდა დამატებითი შეთანხმებები. კერძოდ, 2014 წლის 12 მარტს მხარეთა შორის გაფორმებული N- დამატებითი შეთანხმებით, შეიცვალა ტექნიკური და ტექნოლოგიური მომსახურების საფასური და იგი განისაზღვრა ყოველ ერთ ტონა გადატვირთულ ტვირთზე 1-----–– დოლარის მოცულობით, ასევე 2014 წლის 20 მარტს გაფორმებული დამატებითი შეთანხმების შესაბამისად, მესაკუთრე მეაღნაგეს ქ. ბა-----–ი, ვ---–-----------ში მდებარე 4 686 კვ.მ მიწის ნაკვეთთან ერთად გადასცემდა ამ მიწის ნაკვეთზე არსებული საბითუმო მიწოდების ნავთობპროდუქტების სტაციონალური ობიექტის (კოდი - 1------) სარგებლობის უფლებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დამატებითი შეთანხმებები (ტ. 4, ს.ფ. 30-41);
3.1.21. 2014 წლის 16 მაისს, შპს ,,ბა--------------------------–სა’’ და უც-----------–------------–---–ი ,,ვი-------------------------------------K’’-ს შორის დაიდო მორიგი აღნაგობის ხელშეკრულება N1-------, რომლითაც მოსარჩელეს აღნაგობის უფლების საფუძველზე გადაეცა ქ. ბა-----–ი, მა--------------------ში მდებარე მიწის ნაკვეთიდან 8 884 კვ.მ ფართი /მხარეთა შორს ხელშეკრულება დაიდო არსებითად იმავე შინაარსით/.
3.1.22. აღნაგობის უფლების სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის მეაღნაგეს მიეცა უფლება აღნაგობის უფლებით გადაცემული მიწის ნაკვეთის გარდა, რეზერვუარების მშენებლობის და ექსპლუატაციის პერიოდში, ესარგებლა აუცილებელი მესაკუთრის ყველა ტექნიკური და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მომსახურებით, წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
3.1.23. აღნაგობის ხელშეკრულება მხარეთა შორის გაფორმდა 13.05.2044 წლამდე (30 წელი).
3.1.24. ხელშეკრულებით განსაზღვრული ქონებით სარგებლობისათვის მეაღნაგეს მესაკუთრისათვის უნდა გადაეხადა 7 780 ლარი, დღგ-ს ჩათვლით (აღნაგობის უფლების საფასური). მითითებული საფასური განისაზღვრა 10 წლის ვადით, რომლის გასვლის შემდგომაც, თუკი არსებითად შეიცვლებოდა ეკონომიკური გარემოებები, ერთ-ერთი მხარის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, მხარეებმა იკისრეს ვალდებულება დაედოთ დამატებითი შეთანხმება აღნაგობის უფლების საფასურის ცვლილების შესახებ.
3.1.25. გარდა აღნიშნულისა, ტე-------–-ს სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის, ხელშეკრულების 4.3 პუნქტით შეთანხმდა, 3 აშშ დოლარის გადახდა, ყოველ 1 ტონა გადატვირთულ ტვირთზე, შპს ,,ბ-------- ბა--------ე-------–-ს’’ საკუთრებაში არსებული აუცილებელი ტექნიკური და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურით მომსახურებისათვის.
3.1.26. ამავე ხელშეკრულებით შეთანხმდა, რეზერვუარების მშენებლობისა და ექსპლუატაციის პერიოდში მესაკუთრის დანარჩენი ტექნიკური და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მომსახურებისა და სხვა სახის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება.
3.1.27. შეთანხმების შესაბამისად, მხარეებს ყოველი საანგარიშებო თვის დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უნდა გაეფორმებინათ აქტი საანგარიშო თვის განმავლობაში გადატვირთული ტვირთის რაოდენობისა და მეაღნაგის მიერ მესაკუთრისათვის გადასახდელი მომსახურების ღირებულების შესახებ, რომლის ხელმოწერიდან 15 დღის ვადაში უნდა გადაეხადა აქტში მითითებული მომსახურებისა და ხელშეკრულებით განსაზღვრული აღნაგობის საფასური.
3.1.28. ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო, 4.4 პუნქტით გათვალისწინებული გადასახადების გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში გადაუხდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაგრამ არაუმეტეს გადაუხდელი თანხის 10 პროცენტისა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- აღნაგობის ხელშეკრულება (ტ.2, ს.ფ. 31-41).
3.1.29. დამატებითი შეთანხმებები გაფორმდა 2014 წლის 16 მაისის აღნაგობის ხელშეკრულებასთან მიმართებითაც, რომელთა შორისაც, სადავო საკითხთა გადაწყვეტის მიზნით საინტერესოა 2014 წლის 3 სექტემბრის დამატებითი შეთანხმება N-, სადაც მხარეებს ერთობლივი შეთანხმების ფარგლებში მითითებული აქვთ, რომ ,,ვი-------------------ის’’ საშუალო თვიური შემოსავალი წარმოადგენს 600 000 აშშ დოლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დამატებითი შეთანხმებები (ტ. 4, ს.ფ. 76-83);
3.1.30. შპს ,,ბა--------------------------–სა’’ და უც-----------–------------–---– ,,ვი-------------------ს’’ შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის კომპლექსურობისა და მისი გრძელვადიანი ხასიათიდან გამომდინარე მხარეთა შორის მუდმივად არსებობდა სხვადასხვა საკითხზე უთანხმოება და გაუგებრობა, ამასთან, შეცვლილი გარემოებებიდან გამომდინარე ხელშეკრულება პერიოდულად საჭიროებდა განახლებასა და ცვლილებას, რაც თავის მხრივ გამორიცხავს კონკრეტული ურთიერთობის ერთი დოკუმენტის (ხელშეკრულების) ფარგლებში მოცვასა და დარეგულირებას.
3.1.31. არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, შპს ,,ბა--------------------------–სა’’ და უც-----------–------------–---– ,,ვი-------------------ს’’ შორის ბ-------- საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა დავა ურთიერთხელსაყრელი პირობებით აღნაგობის ხელშეკრულებასა და ინვესტიციების შესახებ ხელშეკრულებებში ცვლილებების და/ან დამატებების შეტანის თაობაზე.
3.1.32. სასამართლო დავა მხარეთა შორის დასრულდა მორიგებით, კერძოდ: 2015 წლის 12 ივნისს განჩინებით მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგება, რომლითაც მოდავე მხარეები შეთანხმდნენ, რომ განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან 30 (სამუშაო) დღის განმავლობაში მიაღწევდნენ შეთანხმებას. ამასთან კონკრეტული მორიგების ფარგლებში მხარეებმა დაადასტურეს, აღნაგობის ხელშეკრულებების და ინვესტიციების შესახებ ხელშეკრულების თანახმად ბა--------------------------–ის მიერ შესრულებული მომსახურების ღირებულების გაზრდის აუცილებლობა, მათ შორის - ტექნიკური და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მომსახურების საფასურის (2014 წლის 17 იანვრის აღნაგობის ხელშეკრულებით), მომსახურების ღირებულების (2014 წლის 16 მაისის აღნაგობის ხელშეკრულებით), გადატვირთვის ტარიფის (ინვესტიციების შესახებ ხელშეკრულებით) ოდენობის ურთიერთხელსაყრელ დონემდე გაზრდა და საფასურის ყოველწლიური ინდექსაცია. ასევე ინტენსიური მოლაპარაკების წარმოება ტარიფების ინდექსაციის მექანიზმის დაწესების (გადასახადის ოდენობა, მომსახურების ღირებულება) თაობაზე.
3.1.33. მორიგების ფარგლებში მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ამოიღებდნენ 2014 წლის 17 იანვრის აღნაგობის ხელშეკრულების 12.3. პუნქტს (2014 წლის 3 სექტემბრის N- დამატებითი შეთანხმების რედაქციით), 2014 წლის 16 მაისის აღნაგობის ხელშეკრულების 12.3. პუნქტი (2014 წლის 3 სექტემბრის N- დამატებითი შეთანხმების რედაქციით) და ინვესტიციების შესახებ ხელშეკრულების მე-14 პუნქტს (2014 წლის 1 სექტემბრის N- დამატებითი შეთანხმების რედაქციით), რომლებიც განსაზღვრავენ ბ----ს პასუხისმგებლობას მის მიერ შესაბამისი ხელშეკრულებების დაუსაბუთებელი ვადამდელი მოშლის/შეწყვეტის შემთხვევაში, და აწესებენ მოცემულ პუნქტებს ახალი რედაქციებით, რომლებიც განსაზღვრავს მხარეებისთვის სამართლიან ბ----ს პასუხისმგებლობის ზომებს. ამასთან, წინამდებარე პუნქტის სხვადასხვა განმარტების გამორიცხვის მიზნით, მხარეები ადასტურებენ, რომ მათ უნარჩუნდებათ აღნაგობის შესახებ ხელშეკრულებების და ინვესტიციების შესახებ ხელშეკრულებების ცალმხრივი წესით მოშლის უფლება საჯარიმო სანქციების გარეშე, ამგვარი ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით.
3.1.34. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ჩაატარებდნენ აქტიურ მოლაპარაკებებს აღნაგობის ხელშეკრულებების და ინვესტიციების შესახებ ხელშეკრულების სხვა დებულებების თანახმად, ურთიერთხელსაყრელი კომერციული პირობების განსაზღვრის თაობაზე.
3.1.35. ამავე მორიგების ფარგლებში, მხარეები შეთანხმდნენ, რომ განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში VI--O ვალდებულებას იღებს წერილობით უარი თქვას და/ან გამოითხოვოს ყველა საჩივარი და პრეტენზია, ამგვარის არსებობისას, რომლებიც იგზავნება სახელმწიფო ორგანოებში, მათ შორის, საქართველოს კონკურენციის სამინისტროში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, საქართველოში ყა--------ს რესპუბლიკის საელჩოში და სხვ. მხარეებს შორის მორიგების მიღწევის და ბ----ს, Ba---------------------d-ის, Pe---------------d-ისა და მა-–----------------ს მიმართ რაიმე პრეტენზიების არარსებობის შესახებ
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 12.06.2015წ. განჩინება (ტ.2, ს.ფ. 54-76);
3.1.36. გარდა ბ-------- საქალაქო სასამართლოში მიმდინარე დავისა, უც-----------–------------–---–მა ,,ვი-------------------------------------K’’-მა ,,ლი--------------------’’-სთან ერთად სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს შპს ,,ბა--------------------------–ის’’, ბა------ ტე-------–- ლი----------------------------–----------ა და მა-–----------------ს მიმართ, ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების, კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვის, თანხის დაკისრების და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
3.1.37. კონკრეტული სასამართლო დავაც მხარეთა შორის დასრულდა მორიგებით, კერძოდ 2015 წლის 13 ივლისის განჩინებით დამტკიცდა მხარეთა შორის მორიგება, რომლითაც სხვა საკითხებთან ერთად შეთანხმდა განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 30 (სამუშაო) დღის ვადაში ბ--- და VI--O აქტიურ მოლაპარაკებებს გამართავდნენ ურთიერთხელსაყრელი კომერციული პირობების დადგენის თაობაზე 2014 წლის 25 ოქტომბრის №--- მომსახურების ხელშეკრულების თანახმად, მათ შორის ბ----ს ტერიტორიაზე განთავსებული, ბ----ს და VI--O-ს მიერ მათი კუთვნილი ქონების გამოყენების წესის ნაწილში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 13.07.2015წ. განჩინება (ტ.2, ს.ფ. 77-86);
3.1.38. კომპანია ,,ვი-------------------მა’’ თავისუფალი სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით მიმართა საქართველოს კონკურენციის სააგნეტოსაც, შპს ,,ბა--------------------------–ის’’ მხრიდან ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების აკრძალვის მოთხოვნით.
3.1.39. მხარეთა შორის არსებული დავისა და სასამართლო დავების მორიგების დასრულების საფუძვლით, ამავე მორიგების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, მხარეები აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ მისაღები პირობებით შეთანხმების მისაღწევად.
3.1.40. 2016 წლის 29 თებერვლის თარიღით შედგენილია შეთანხმება, რომელშიც განისაზღვრა შპს ,,ბა--------------------------–სა’’ და ,,ვი-------------------ს’’ შორის ბ-------- ნავთომტე-------–ზე ტვირთების გადატვირთვასთან დაკავშირებით მომსახურების გაწევის შესახებ პირობები, რომლითაც ტარიფების ოდენობა განისაზღვრა შემდეგნაირად:
ა) ნავთობი:
- 50 000 ტონამდე - 7--–– დოლარი ტონაზე;
- 50 001-დან 100 000 ტონამდე - 6--–– დოლარი ტონაზე;
- 100 001-დან 150 000 ტონამდე - 5--–– დოლარი ტონაზე;
- 150 001-დან 300 000 ტონამდე - 4,5--–– დოლარი ტონაზე;
ბ) მაზუთი ყა--------- - 1---–– დოლარი ტონაზე;
გ) მაზუთი თუ---------–ი - 8----–– დოლარი ტონაზე;
გ) VGO-1---–– დოლარი ტონაზე;
დ) ღია ფერის ნავთობპროდუქტების იმპორტი - 7----–– დოლარი ტონაზე;
ე) ღია ფერის ნავთობპროდუქტების ექსპორტი - 7----–– დოლარი ტონაზე;
ვ) გაზკონდენსანტი/ნავთობის კომპოზიტი - 8----–– დოლარი ტონაზე;
ზ) ბლენდინგი:
- მუქი ფერის - 1--–– დოლარი ტონაზე;
- ღია ფერის - 1--–– დოლარი ტონაზე;
ამავე შეთანხმებაში აღინიშნა, რომ კონტრაქტი დაიდებოდა 3 წლის ვადით, მომდევნო 3 წლის ვადის პროლონგაციის პირობით. კონკრეტულ შეთნხმებას შპს ,,ბა--------------------------–ის’’ მხრიდან ხელს აწერს აი-----–-----------ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა შეთანხმება (ტ.1, ს.ფ. 83);
3.1.41. მხარეთა შორის მიმდინარეობდა აქტიური წერილობითი კომუნიკაცია წინამდებარე შეთანხმების პირობების განსაზღვრის საფუძვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- წერილები (ტ.1, ს.ფ. 85-96);
3.1.42. 2016 წლის 21 ნოემბერს ,,ვი-------------------მა’’ დამატებით მიმართა შპს ,,ბა--------------------------–ს’’, რომლითაც აცნობა, რომ კონტრაქტის გაფორმების თითქმის 9 თვით გაჭიანურება მნიშვნელოვან ფინანსურ დანაკარგებს იწვევს კომპანიისათვის, რეალური ტვირთების გადატვირთვისათვის მიუღებელი შემოსავლების გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მიმართვა (ტ.1, ს.ფ. 99-100);
3.1.43. 2016 წლის 16 მარტს შპს ,,ბა--------------------------–სა’’ და უც-----------–------------–---– ,,ვი-------------------ს’’ შორის დაიდო 17.01.2014 წლის აღნაგობის ხელშეკრულების დამატებითი შეთანხმება N-, რომლითაც ცვლილებები შევიდა მხარეთა შორის არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობაში, კერძოდ აღნაგობის უფლების საფასურად ნაცვლად 3 000 ლარისა, განისაზღვრა - 1 250 აშშ დოლარი. ასევე, შპს ,,ბა--------------------------–ის’’ საკუთრებაში არსებული აუცილებელი ტექნიკური და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურით მომსახურებისათვის, ყოველ 1 ტონა გადატვირთულ ტვირთზე, ნაცვლად 2--–– დოლარისა, განისაზღვრა 3-----–– დოლარი.
3.1.44. შეთანხმების თანახმად, ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მომსახურების საფასურად განსაზღვრული ტარიფი ვრცელდება მხარეთა შორის იმ ურთიერთობაზე, რომლებიც წარმოიშვა 2015 წლის 15 ივლისს, მესაკუთრისათვის ღირებულების სხვაობის შესაბამისი ანაზღაურებით 2015 წლის 15 ივლისიდან აღნიშნული დამატებითი შეთანხმების N- მიღების თარიღამდე პერიოდის განმავლობაში.
3.1.45. მეაღნაგის მიერ ჩადებული ინვესტიციების დაბრუნების მიზნით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მესაკუთრე წარუდგენს მეაღნაგეს ფასდაკლებას ტარიფზე, 1.26--–– დოლარის ოდენობით დღგ-ს გარეშე, რომელიც იმოქმედებს 3 წლის განმავლობაში.
3.1.46. იმ შემთხვევაში, თუ ტარიფზე ფასდაკლების მოქმედების პერიოდში მეაღნაგის მიერ არ იქნება დაბრუნებული ინვესტიციები, მაშინ ტარიფზე ფასდაკლების პერიოდი გაგრძელდება დამატებით იმ პერიოდით, რა პერიოდიც საჭირო იქნება ინვესტიციების და მეაღნაგის მიერ ჩადებული საინვესტიციო თანხის 15%-ის ოდენობით დაგეგმილი წლიური მინიმალური მოგების დაბრუნებისათვის.
3.1.47. ამავე შეთანხმებით განისაზღვრა ტარიფის ინდექსირების შესაძლებლობა, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, წელიწადში მხოლოდ ერთხელ. შეთანხმების თანახმად, ინდექსაციის საფუძველი შეიძლება იყოს:
- აშშ დოლარის ინფლაცია (გამონაკლისია დეფლაციის შემთხვევები, დადასტურებული აშშ-ს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ).
- საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში ისეთი ცვლილების შეტანა, რომლებიც ცვლიან მხარეთა საგადასახადო დატვირთვას აღნაგობის შესახებ ხელშეკრულების მიხედვით.
- ენერგომატარებლების ტარიფის ცვლილება, რაც ცვლის მხარეების ეკონომიკურ მდგომარეობას.
3.1.48. ამასთან, მითითებული ცვლილებები უნდა იყოს ნათელი, მათ მნიშვნელოვნად უნდა შეცვალონ მხარეთა მდგომარეობა და მხარემ რომელიც წარმოადგენს ტარიფის ინდექსაციის ინიციატორს, წერილობით და დოკუმენტალურად უნდა დაასაბუთოს ასეთი ინიციატივა. ნებისმიერი ცვლილება უნდა განხორციელდეს სსკ-ის 398-ე მუხლის თანახმად და მხარეებმა თითოეულ შემთხვევაში უნდა გააფორმონ წერილობით დამატებითი შეთანხმება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- აღნაგობის ხელშეკრულების დამატებითი შეთანხმება N- (ტ.2, ს.ფ. 42-47).
3.1.49. შპს ,,ბა--------------------------–სა’’ და უც-----------–------------–---– ,,ვი-------------------ს’’ შორის 2016 წლის 16 მაისს ასევე დაიდო დამატებითი შეთანხმება N-, რომლითაც ცვლილებები შევიდა 2014 წლის 16 მაისს მხარეთა შორის გაფორმებულ აღნაგობის ხელშეკრულებაში, კერძოდ: აღნაგობის უფლების საფასურად ნაცვლად 7 780 ლარისა, განისაზღვრა - 3 240 აშშ დოლარი. ასევე, შპს ,,ბა--------------------------–ის’’ საკუთრებაში არსებული აუცილებელი ტექნიკური და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურით მომსახურებისათვის, ყოველ 1 ტონა გადატვირთულ ტვირთზე, ნაცვლად 3 აშშ დოლარისა, განისაზღვრა 5.50 აშშ დოლარი.
3.1.50. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ტექნიკური და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მომსახურების საფასურად განსაზღვრული ტარიფი გავრცელდებოდა მხარეთა შორის იმ ურთიერთობაზე, რომლებიც წარმოიშვა 2015 წლის 15 ივლისიდან დამატებითი შეთანხმების დადების დღემდე.
3.1.51. მეაღნაგის მიერ დაბანდებული ინვესტიციების დაბრუნების მიზნით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მესაკუთრე წარუდგენს მეაღნაგეს ფასდაკლებას ტარიფზე, 2--–– დოლარის ოდენობით დღგ-ს გარეშე, რომელიც იმოქმედებს 3 წლის განმავლობაში. შეთანხმების თანახმად, ტარიფზე ფასდაკლება გავრცელდებოდა 2015 წლის 15 ივლისიდან პერიოდზე. ამასთან, თუ ტარიფზე ფასდაკლების მოქმედების პერიოდში მეაღნაგის მიერ არ იქნებოდა დაბრუნებული ინვესტიციები, მაშინ ტარიფზე ფასდაკლების გამოყენების პერიოდი გაგრძელდებოდა დამატებით იმ პერიოდით, რომელიც აუცილებელია ინვესტიციების და დაგეგმილი წლიური მინიმალური მოგების დაბრუნებისათვის, მეაღნაგის მიერ დაბანდებული ინვესტიციების თანხაზე 15%-ის ოდენობით.
3.1.52. ტარიფის ინდექსირების საფუძვლად, მსგავსად N- დამატებითი შეთანხმებისა განისაზღვრა შემდეგი:
- აშშ დოლარის ინფლაცია (გამონაკლისია დეფლაციის შემთხვევები, დადასტურებული აშშ-ს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ).
- საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში ისეთი ცვლილების შეტანა, რომლებიც ცვლიან მხარეთა საგადასახადო დატვირთვას აღნაგობის შესახებ ხელშეკრულების მიხედვით.
- ენერგომატარებლების ტარიფის ცვლილება, რაც ცვლის მხარეების ეკონომიკურ მდგომარეობას.
3.1.53. რაც, მოითხოვს ტარიფის ინდექსაციის ინიციატორისაგან წერილობით და დოკუმენტალურად დასაბუთებას, ამავდროულად მის წერილობით გაფორმებას დამატებითი შეთანხმების დადების გზით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- აღნაგობის ხელშეკრულების დამატებითი შეთანხმება N- (ტ.2, ს.ფ. 48-53).
3.1.54. 2016 წლის 28 ნოემბერს გაიმართა შპს „ბა--------------------------–ის“ სამუშაოებსა და მომსახურებაზე ფასებისა და ტარიფების დადგენის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები კომისიის სხდომა (ოქმი N1-----6), რომელზე მიღებული გადაწყვეტილებითაც ტვირთების მოქმედი და პოტენციური გამგზავნებისათვის დადგინდა ტარიფები 2017 წლისათვის, თითოეული სახის პროდუქტის მიხედვით, რაც გახდა 2016 წლის 28 ნოემბრის N-- ბრძანების გამოცემის საფუძველი, რომელმაც თავის მხრივ განსაზღვრა მომსახურების ტარიფები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 28.11,2016წ. სხდომის ოქმი (ტ.6, ს.ფ. 58-61);
- ბრძანება (ტ.6, ს.ფ. 63);
3.1.55. შპს „ბა--------------------------–სა“ და უცხოურ საწარმოს ფილიალ ,,ვი-------------------ს’’ შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, მოპასუხე (შეგებებული სარჩელის ავტორი) ,,ვი-------------------ს’’ უწევდა სხვადასხვა სახის მომსახურებას, რის ანაზღაურებასაც კომპანია ახდენდა პერიოდულად. დღეის მდგომარეობით, კომპანიის მიერ სრულად არ არის ანაზღაურებული მიღებული მომსახურების საფასური, რის გამოც სხვადასხვა ხელშეკრულებებიდან გამომდინარე წარმოშობილია დავალიანება.
3.1.56. 2016 წლის 29 ნოემბერს შპს ,,ბა--------------------------–სა’’ და გარე მხარეებს შორის დაიდო ,,Pe-------------l’’-ის ელექტრონული პროგრამის მეშვეობით ინფორმაციის უსაფრთხო გადაცემის შესახებ შეთანხმება N2----, რომლის ფარგლებშიც, შპს ,,ბა--------------------------–ი’’ და კომპანია ,,ვი-------------------ი’’ შეთანხმდნენ დაცული ქსელის მონაწილეთა რეგლამენტზე, მისი გამოყენების მიზანზე, ამოცანებზე და წესზე, დაცული ქსელისადმი ჩართვის პირობებზე.
3.1.57. ელექტრონულ პროგრამა „Pe-------------l”-ის მეშვეობით დაცულ ქსელში ჩართვის შესახებ 2016 წლის 29 ნოემბრის N2---- ხელშეკრულება განსაზღვრავს დაცულ ქსელში დაცული ქსელის მონაწილეთა მუშაობის რეგლამენტს, მისი გამოყენების მიზნებს, დავალებებსა და წესს, ისევე როგორც - დაცულ ქსელში ჩართვის პირობებს. აღნიშნული მომსახურების ყოველთვიური ღირებულება „Pe-------------l”-ის სისტემაში ჩართულ თითოეულ მომხმარებელზე შეადგენს 308 აშშ დოლარს, დღგ-ს ჩათვლით. მომსახურების მითითებული ღირებულება ტე-------–-ა და ვი-----ს შორის მოქმედებდა 2016 წლის 29 ნოემბრიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე.
3.1.58. N2---- ხელშეკრულების შესაბამისად, ,,Pe-------------l’’-ის სისტემაში ჩართული იყო 1 მომხმარებელი და შესაბამისად, ,,ვი-------------------ს’’ 2016 წლის 29 ნოემბრიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში ყოველთვიურად ეკისრებოდა ვალდებულება, გადაეხადა ტე-------–-სათვის 308 აშშ დოლარი (დღგ-ს ჩათვლით).
3.1.59. ხელშეკრულების თანახმად, მომსახურების ღირებულება მიმღებს უნდა აენაზღაურებინა ყოველთვიურად 100%-ის ოდენობით, ავანსად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის 1-ლი რიცხვისა, ლარზე გადაანგარიშებით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადახდის დღისათვის დადგენილი კურსის მიხედვით.
3.1.60. ფულის არადროულად გადახდისათვის, განისაზღვრა პირგასამტეხლო (საურავი), რომელიც დაცული ქსელის მონაწილეს უნდა გადაეხადა გადაუხდელი თანხის 0.5%-ის ოდენობით გადაცილების თითოეული დღისათვის, მაგრამ არაუმეტეს შეთანხმებული ფასის 20%-ის ოდენობით.
3.1.61. კომპანია ,,ვი-------------------მა’’ დაარღვია მითითებული ხელშეკრულებით ნაკისრი თანხის გადახდის ვალდებულება და 2018 წლის 13 მარტის მდგომარეობით მისმა დავალიანებამ ტე-------–-ს წინაშე N2---- ხელშეკრულების შესაბამისად, ,,Pe-------------l’’-ის სისტემაში ჩართული 1 მომხმარებლისათვის შეადგინა 5105.32 ლარი.
3.1.62. 2018 წლის 16 იანვარს მხარეთა შორის დამატებით გაფორმდა ანალოგიური ხელშეკრულება N-, რომელიც შეიცავდა მომსახურების ხელშეკრულების იდენტურ პირობებს, მათ შორის იდენტურად განისაზღვრა ხელშეკრულების ღირებულება. კონკრეტული ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე. კომპანია ,,ვი-------------------ს’’ ეკისრებოდა ვალდებულება ყოველთვიურად გადაეხადა 308 აშშ დოლარი, დღგ-ს ჩათვლით.
3.1.63. ,,ვი-------------------მა’’ კონკრეტული ხელშეკრულების ფარგლებშიც დაარღვია თანხის გადახდის ვალდებულება და მისი დავალიანება მოცემული ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 1 532.74 ლარს.
3.1.64. ჯამში კომპანია ,,ვი----- დიაგნისტიკის’’ დავალიანება შპს ,,ბა--------------------------–ის’’ წინაშე ,,Pe-------------l’’-ის სისტემით მომსახურების გაწევისათვის 2018 წლის 13 მარტის მდგომარეობით შეადგენს 6 638.06 ლარს, რასაც ცნობს კომპანია ,,ვი-------------------ი’’.
3.1.65. მითითებული მომსახურების ხელშეკრულებები, როგორც აღინიშნა ითვალისწინებდნენ პირგასამტეხლოს ვალდებულების დარღვევისათვის, კერძოდ, თანხების დროულად გადაუხდელობის გამო. არსებული დათქმის საფუძველზე, შპს ,,ბა--------------------------–ი’’ ითხოვს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებას 1 327.61 ლარის ოდენობით, რასაც სადავოდ ხდის მოპასუხე კომპანია ,,ვი-------------------ი’’.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 29.12.2016წ. შეთანხმება N2---- (ტ.8, ს.ფ. 175);
- 16.01.2018წ. შეთანხმება N-;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.66. N1-----6 ოქმისა და N-- ბრძანების შესაბამისად, ტე-------–- საკუთარი რეზერვუარების გამოყენებით კომპანია ,,ვი-------------------ს’’ უწევს მუქი ნავთობპროდუქტების გადატვირთვის მომსახურებას და აღნიშნული მომსახურების გაწევისას იყენებს დადგენილ ტარიფს 1---–– დოლარის ოდენობით (დღგ-ს გარეშე), რაც მისაღებია კომპანია ,,ვი-------------------ისათვის’’ და გაწეული მომსახურების შესაბამისად იგი პერიოდულად ახენს საფასურის ანაზღაურებას.
3.1.67. კომპანია ,,ვი-------------------ის’’ მიერ სრულად არ არის ანაზღაურებული მუქი ნავთობპროდუქტების გადატვირთვასთან დაკავშირებით შპს ,,ბა--------------------------–ის’’ მიერ გაწეული მომსახურება და მისი დავალიანების მოცულობა კონკრეტულ მომსახურებასთან დაკავშირებით შეადგენს 1 601.14 ლარს, რასაც არ უარყოფს კომპანია ,,ვი-------------------ი’’ და სარჩელს აღნიშნულ ნაწილში ცნობს სრულად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მუქი ნავთობპროდუქტების სატარიფო მონაცემი (ტ.6, ს.ფ. 49);
- 1---------წ. ცნობა ბა--------------------------–ის მიერ გადატვირთული მოცულობების შესახებ (ტ.6, ს.ფ. 53);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.68. შპს ,,ბა--------------------------–ი’’ კომპანია ,,ვი-------------------ს’’ სხვა მომსახურებებთან ერთად უწევს ასევე საწყობში მიბარებასთან დაკავშირებით არსებულ მომსახურებას, რომელთან მიმართებითაც 2018 წლის 13 მარტის მდგომარეობით დავალიანების მოცულობა შეადგენდა 169 525.81 ლარს, რაც მოპასუხის მიერ 2018 წლის 15 აპრილს შემცირებულია 120 810 ლარით, შესაბამისად კონკრეტული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მოპასუხის დავალიანება შეადგენს 48 715.81 ლარს, რასაც ცნობს კიდეც მოპასუხე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საგადახდო დავალება (ტ.10, ს.ფ. 80)
3.1.69. შპს „ბა--------------------------–სა“ და კომპანია „ვი-------------------ს“ შორის არსებული ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე, ტე-------–- რიგ შემთხვევებში ფარავდა დემერეჯს კომპანია „ვი-------------------ის“ ბრალით გემის მოცდენის გამო, ხოლო კომპანია „ვი-------------------ი“ თავის მხრივ, ვალდებული იყო, ტე-------–-ს მიერ გამოწერილი ინვოისების შესაბამისად, აენაზღაურებინა მისი სახელით გადახდილი დემერეჯები.
3.1.70. დემერეჯი (მოცდენის საფასურის ოდენობა) ყოველ შემთხვევაში განისაზღვრებოდა მესამე მხარის მიერ წარმოდგენილი „დემერეჯის მოთხოვნის“ შესაბამისად, დემერეჯის განაკვეთისა და მოცდენის ხანგრძლივობის გათვალისწინებით.
3.1.71. შპს „ბა------ ნა--------ე-------–-ს“ მიერ კომპანია „ვი-------------------ის“ სახელით გადახდილია დემერეჯები, რომელთა ჯამური ოდენობა შეადგენს 119 045.31--–– დოლარს, რასაც სრულად ცნობს კომპანია „ვი----- დიქგნოსტიკი“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. შპს ,,ბა--------------------------–ი’’ საკუთარი რეზერვუარების გამოყენებით კომპანია ,,ვი-------------------ს’’ უწევს ნათელი ნავთობპროდუქტების გადაზიდვასთან დაკავშირებულ მომსახურებას, რასთან მიმართებითაც მხარეთა შეთანხმების შესაბამისად დადგენილი იყო შემდეგი ტარიფები:
- 7.1--–– დოლარი - მომსახურების ტიპი: ნავთობი, სარკინიგზო ცისტერნა - რეზერვუარი - ტანკერი, ტანკერი - რეზერვუარი - ტანკერი;
- 7.7--–– დოლარი - მომსახურების ტიპი: ნათელი ნავთობპროდუქტები, ტანკერი - რეზერვუარი - სარკინიგზო და ავტო-ცისტერნები;
[მხარეთა შორის კონკრეტულ მომსახურებასთან დაკავშირებით სადავოა სატარიფო განაკვეთის ოდენობა თითოეული სახის ნავთობპროდუქტის გადაზიდვასთან მიმართებით, კერძოდ: მოპასუხე სადავოდ ხდის მოთხოვნილი საფასურის ოდენობას. ნათელი ნავთობპროდუქტების სატარიფო განაკვეთის განსაზღვრის მიზნით, უპირველესად უნდა შეფასდეს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული განაკვეთი, ხოლო აღნიშნულის არ არსებობის პირობებში, სატარიფო განაკვეთის მოთხოვნილი ოდენობით არსებობა უნდა ადასტუროს ამ მოთხოვნის სუბიექტმა, რაც მის მიერ ცალმხრივად დაწესებული ტარიფის არსებობით ვერ დადასტურდება. სასამართლო არსებულ ვითარებაში, ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ სატარიფო განაკვეთს, რამეთუ მხარეს ევალებოდა სათანადო მტკიცებულების წარმოდგენის გზით დაედასტურებინა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მხარეთა ორმხრივი შეთანხმების არსებობა 7----–– დოლართან, 7----–– დოლართან და 8-- აშშ დოლართან მიმართებით, რისი დაუდასტურებლობაც გამორიცხავს შპს ,,ბა--------------------------–ის’’ მიერ შემოთავაზებული ტარიფების გაზიარების შესაძლებლობას. უნდა აღინიშნოს, რომ ცალმხრივად ტარიფის ცვლილება ვერ გახდება კონტრაგენტისათვის ვალდებულების წარმომშობი, რადგანაც ტარიფი, როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებითი პირობა, მოითხოვს მეორე მხარისაგან მის აქცეპტირებას, რისი არ არსებობის პირობებშიც, იგი მბოჭავი ხასიათის პირობად ვერ იქნება მიჩნეული. შესაბამისად, სასამართლო სადავო შემთხვევაში, ნათელი ნავთობპროდუქტების გადასაზიდად გაწეული მომსახურების სამართლიან ღირებულებად მიიჩნევს 948 767.76 ლარს, რაც შეესაბამება მოპასუხის მიერ აქცეპტირებულ ტარიფს, ნაცვლად 1 108 426.07 ლარისა, რაც რეალურად მოთხოვნის ავტორს გამოთვლილი აქვს მის მიერ ცალმხრივად შეთავაზებული პირობის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი კონკრეტული ტარიფით მომსახურების გაწევასთან მიმართებით ეკისრებოდა შეგებებული სარჩელის ავტორს, რაც მის მიერ ვერ იქნა დაძლეული სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენის გზით [სსსკ-ს მე-4, 102-ე მუხლები].
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ნათელი ნავთობპროდუქტების სატარიფო მონაცემი (ტ.6, ს.ფ. 50-52);
- 1---------წ. ცნობა ბა--------------------------–ის მიერ გადატვირთული მოცულობების შესახებ (ტ.6, ს.ფ. 53).
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2.2. ,,Pe-------------l’’-ის პროგრამის ფარგლებში დადებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მართალია უც-----------–------------–---–ი ,,ვი-------------------ის’’ მიერ დარღვეულია თანხის შეთანხმებულ ვადაში გადახდის ვალდებულება, რაც სახელშეკრულებო დათქმის შესაბამისად აპრიორი წარმოშობს პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს, თუმცა აღნიშნული არ ანიჭებს კრედიტორს ნებისმიერი ოდენობით პირგასამატეხლოს მოთხოვნის უფლებას და იგი მოთხოვნილი უნდა იქნეს დარღვევის შესაბამისად შეთანხმებული ოდენობის ფარგლებში.
[კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს სახით 2--------- წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნილია 1021.06 ლარი, ხოლო 16.01.2018 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 306.65 ლარი, ჯამში 1327.61 ლარი, ამასთან მართალია მხარის მიერ წარმოდგენილია პირგასამტეხლოს გაანგარიშების ცხრილი (იხ. ტ.9, ს.ფ. 6), თუმცა მისი ოდენობის სადავოობის პირობებში, მხოლოდ ტე-------–-ს მიერ შედგენილი დოკუმენტით ვერ დადასტურდება პირგასამტეხლოს მოთხოვნილი ოდენობით საფუძვლიანობა, რამეთუ პირგასამტეხლოს მოცულობა, ხელშეკრულების შესაბამისად დამოკიდებულია, მომსახურების მიმღების მერ საფასურის გადახდის ვალდებულების ვადაგადაცილებაზე, შესაბამისად შპს ,,ბა--------------------------–ს’’ ევალებოდა მოთხოვნის ოდენობის განსაზღვრისათვის წარმოედგინა შესაბამის მტკიცებულება, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა, წინააღმდეგ შემთხვევაში, რამდენადაც საუბარია მზარდ ფულად ვალდებულებაზე, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ვალდებულებით-სამართლებრივ საშუალებაზე, მნიშვნელოვანია მისი ოდენობა იყოს აღქმადი, ცალსახა და ესადაგებოდეს მხარეთა შეთანხმებას. დაუშვებელია მოსარჩელემ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე განსაზღვროს პირგასამტეხლოს მოცულობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 29.12.2016წ. შეთანხმება N2---- (ტ.8, ს.ფ. 175);
- 16.01.2018წ. შეთანხმება N-;
- პირგასამტეხლოს გაანგარიშების ცხრილი (ტ.9, ს.ფ. 6)
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2.3. სასამართლო გადაწყვეტილების ფარგლებში მიზანშეწონილად მიიჩნევს შეაფასოს შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ წარმოდგენილი 1---------წ. ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც შეფასებული და დაანგარიშებულია კომპანია ,,ვი-------------------ის’’ დავალიანება სხვადასხვა ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს ,,ბა--------------------------–ის’’ მიმართ. მითითებულ დოკუმენტს კონკრეტული დავის გადაწყვეტის მიზნებისათვის მტკიცებულებითი მნიშვნელობა ვერ მიენიჭება, რამეთუ იგი ეფუძნება მოსარჩელის მიერ წარდგენილ მონაცემებს და აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით შეფასებულია უშუალოდ თანხების დაანგარიშება, რაც თავად ვალდებულების არსებობის დასადასტურებლად ვერ გამოდგება, თანახმად სსსკ-ს 102.3 მუხლისა. შპს ,,ბა--------------------------–ს’’ ევალებოდა ფულადი ვალდებულების კონკრეტული ოდენობით არსებობის დასადასტურებლად წარმოედგინა სათანადო მტკიცებულება, რასაც თავად მოთხოვნის მქონე სუბიექტის მიერ წარდგენილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის საფუძველზე შედგენილი ექსპერტიზის დასკვნა ვერ ჩაანაცვლებს. ასევე ფულადი ვალდებულების მოცულობის განსაზღვრისათვის ვერ გამოდგება 1---------წ. შპს ,,ბა--------------------------–ის’’ მიერ ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებზე დაყრდნობით შედგენილი ცნობა, რომლითაც საერთო ჯამში კომპანია „ვი-------------------ის“ დავალიანების მოცულობა განსაზღვრულია 1 583 261.32 ლარის ოდენობით, რამეთუ დავალიანების კონკრეტული მოცულობით არსებობის დასადასტურებლად საკმარის მტკიცებულებად ვერ იქნება განხილული თავად მოთხოვნის მქონე სუბიექტის მიერ შედგენილი ცალმხრივი წერილობითი დოკუმენტი, რომელიც არ არის დადასტურებული მოვალე სუბიექტის მხრიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ექსპერტიზის დასკვნა (ტ.16, ს.ფ. 118-140);
- ცნობა/ამონაწერი დავალიანების შესახებ მონაცემებიდან (ტ. 6, ს.ფ. 38-48);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2.4. შპს ,,ბა--------------------------–ი’’, როგორც აჭ-------------------------------–---–ი მოქმედი ერთადერთი ტე-------–- კონტრაგენტებთან ნავთობპროდუქტების გადაზიდვის მომსახურების გაწევისას სარგებლობს უპირატესობით, რაც ვლინდება მის მიერ შეთავაზებული მომსახურების ალტერნატივის არ არსებობით და შესაბამისად კონკურენციის არ არსებობა წარმოშობს ეკონომიკური აგენტის სურვილს, ცდუნებას, გაუმართლებელი ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით ერთპიროვნულად განსაზღვროს ტარიფები.
[აღნიშნულთან მიმართებით, საყურადღებოა, რომ შპს ,,ბა--------------------------–მა’’, მას შემდგომ, რაც მხარეთა შორის გაუარესდა ურთიერთობა, 2016 წლის ნოემბრის ბოლოს წერილობით მიმართა სხვა კონტრაგენტებს და შესთავაზა გაზრდილი ტარიფები. კერძოდ, ტე-------–მა წერილობითი მიმართა - შპს ,,BL-------------NG’’-ს, ,,Li--------------C’’-სა და ,,Ma-----------------c’’-ს, რომლითაც მითითებულ პირებს განუმარტა, რომ მათ შორის 2016 წლის 4 იანვარს დადებული კონტრაქტის შესაბამისად, ტვირთის გადაზიდვის მომსახურების გაწევაზე, მხარეები 12.11 პუნქტით შეთანხმებულები იყვნენ - ყოველწლიურად 30 ნოემბრამდე გადაეხედათ ტარიფისათვის, რომელიც იმოქმედებდა მომდევნო კალენდარული წლის 1 იანვრიდან. მოხმობილი პუნქტის საფუძველზე შპს ,,ბა--------------------------–მა’’ მითითებულ მეწარმე სუბიექტებს, 2017 წლის 1-ლი იანვრიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დაუწესა შემდეგი ტარიფები - ნავთობის გადაზიდვა (რკ.გზ ცისტერნა-რეზერვუარი-ტანკერი ან ტანკერი-რეზერვუარი-ტანკერი):
- 50 000 ტონამდე თვეში - 7--- აშშ დოლარი ტონაზე;
- 50 001 ტონიდან 100 000 ტონამდე თვეში - 7--–– დოლარი ტონაზე;
- 100 001 ტონიდან 150 000 ტონამდე თვეში - 6--- აშშ დოლარი ტონაზე;
- 150 001 ტონიდან, თვეში - 6--–– დოლარი ტონაზე;
სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მოხმობილი ფაქტის შეფასებას, მოსარჩელისათვის შეთავაზებული ფასის სამართლიანობის კვლევისათვის. გარემოება, რომ ტე-------–მა სხვა მეწარმეებსაც შესთავაზა გაზრდილი ტარიფები არ ადასტურებს შპს ,,ბა--------------------------–ის’’ კეთილსინდისიერებას. უფრო კონკრეტულად, მეწარმის არაკეთილსინდისიერება, მხოლოდ დისკრიმინაციული ფასის შეთავაზებაში არ მდგომარეობს, ამავდროულად, შპს ,,ბა--------------------------–ის’’ მიერ გაზრდილი ტარიფები სხვა სუბიექტებისათვის შეთავაზებულია, მას შემდგომ, რაც კომპანია ,,ვი-------------------თან’’ უკვე არსებობდა სასამართლო დავები და შეუთანხმებლობა, რაც ამ მხრივაც არსებულ მიწერილობებს ვერ მიიჩნევს პირის კეთილსინდისიერების დასტურად. პირიქით, მიწერილობა ადასტურებს, რომ შპს ,,ბა--------------------------–ი’’ ცალმხრივად, ყოველგვარი წინასწარი მოლაპარაკების და დასაბუთების გარეშე ადგენს გაზრდილ ტარიფებს და მის გასასამართლებლად ზოგად მითითებას აკეთებს ხელშეკრულების პუნქტზე, რაც ლოგიკურია, რომ ვერ მიიჩნევა ობიექტურ ფაქტორად ფასების ცვლილებისათვის.
გარდა აღნიშნულისა, გარემოება, რომ შპს ,,ბა--------------------------–მა’’ სხვა სუბიექტებთანაც მოახდინა ტარიფის გაზრდა, ვერ გამოდგება უშუალოდ სადავო შემთხვევის გასასამართლებლად, რამეთუ სასამართლოს შეფასების საგანია კონკრეტული ურთიერთობის დარეგულირება უპირველესად მოდავე მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპის დაცვით, რაც არსებული ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის თავისებურებიდან, კერძოდ მონაწილე სუბიექტთა საბაზრო ძალაუფლების, ასევე ურთიერთდამოკიდებულებიდან გამომდინარე მოითხოვს არათანაბარ საწყისზე არსებული მეწარმე სუბიექტებისათვის იმგვარი წესრიგის შემოღებას, რაც აღმოფხვრის უთანასწორობას და დაამკვიდრებს კერძო სამართლისათვის დამახასიათებელ უმთავრეს - თანასწორობაზე დამყარებულ ქონებრივი ხასიათის მოწესრიგებას, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 1-ლი მუხლისა. იმ ვითარებაში, როდესაც მეწარმე სუბიექტს, გარეშე ფაქტორებისაგან დამოუკიდებლად შეუძლია ყოველგვარი ობიექტური დასაბუთების გარეშე განსაზღვროს ტარიფი, იმის გათვალისწინებით, რომ მის მიერ შეთავაზებული მომსახურება კონკრეტული ტერიტორიისათვის არის ერთადერთი, წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენების კლასიკურ შემთხვევას, ყოველგვარი კონკურენციის ნორმებისა, თუ დომინირებული მდგომარეობის დადასტურების გარეშე, რამეთუ გარემოება, რომ სუბიექტს შეუძლია დააწესოს ნებისმიერი ტარიფი წარმოშობს მის შეუზღუდავ ძალაუფლებას. მით უფრო იმ ვითარებაში, როდესაც კომპანია „ვი-------------------ი“ სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით (მათ შორის: აღნაგობის ხელშეკრულების საფუძველზე სარგებლობაში არსებული რეზერვუარების ბ-------- ტერიტორიაზე არსებობით) იძულებულია სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდეს უშუალოდ შპს ,,ბა--------------------------–თან’’ და არა ფო---ს, ყუ-–----ა თუ სხვა ტე-------–თან. ამასთანავე, აღნიშნული არ გამომდინარეობს კომპანიის უბრალო სურვილით, არამედ ნაკარნახევია რიგი ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, კერძოდ „ვი-------------------ი“, როგორც გადამზიდავი კომპანია მოკლებულია შესაძლებლობას თავად აირჩიოს ტე-------–- და როგორც წესი აღნიშნულს საზღვრავს თავად მომწოდებელი, მისი კონტრაგენტი და შესაბამისად, ,,ვი-------------------ი’’ ამ მხრივაც არ არის დამოუკიდებელი ტე-------–-ს შერჩევის ნაწილში. ასევე, როგორც აღინიშნა, კომპანიას აღნაგობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კონკრეტულ ტერიტორიაზე უწევს საქმიანობის წარმართვა და შესაბამისად კონტრაგენტებსაც აღნიშნული ტერიტორიის მეშვეობით სთავაზობს მომსახურებას, რაც უკვე არსებული სახელშეკრულებო კავშირებიდან გამომდინარე მოითხოვს საქმიანობის სწორედ ამ ტერიტორიაზე განვითარების საჭიროებას, რის ალტერნატივადაც მოხმობილი გარემოებების შესაბამისად ვერ გამოდგება ფო---სა თუ ყუ-–---- ნა--------ე-------–-. ამდენად, შპს ,,ბა--------------------------–ი’’ არსებული უპირატესობების გათვალისწინებით, ფლობს ბერკეტს დააწესოს მისთვის მოგების მომტანი პირობები, რისი მიუღებლობაც იძულებულს ხდის კომპანია ,,ვი-------------------ს’’ ჩამოსცილდეს არსებულ ბაზარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- წერილები;
- აღნაგობის ხელშეკრულებები;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2.5. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შპს ,,ბა--------------------------–ის’’ მიერ მიცემულ განმარტებაზე, სადაც იგი ფასის ცვალებადობის, კერძოდ კი, მისი ზრდის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად ასახელებს გადასაზიდი ტვირთის მოცულობის შემცირებას და აღნიშნავს, რომ 2014-2017 წლებში მნიშვნელოვნად იკლო ტე-------–-ს მიერ ფაქტობრივად გადატვირთული მოცულობების ოდენობამ, რასთან მიმართებითაც, განმარტა, რომ როდესაც ტე-------–-ს მიერ ფაქტობრივად გადატვირთული ტვირთის მოცულობა იკლებს, იზრდება გადატვირთვის თვითღირებულება, რის გამოც, ტე-------–-, როგორც მოგებაზე ორიენტირებულ საწარმოს, მაღალკონკურენტულ ბაზარზე სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად უწევს გამოიჩინოს კომერციული მოქნილობა და მიუსადაგოს ტარიფები ობიექტურად შეცვლილ გარემოებებს. სხვაგვარად, იმ შემთხვევაში, თუ ტე-------–- ადეკვატურ და სტრატეგიულ რეაგირებას არ მოახდენს გარემოებების ცვალებადობაზე და არ მიიღებს შესაბამის ბიზნეს გადაწყვეტილებებს, იგი შესაძლოა დადგეს გადახდისუუნარობის საფრთხის წინაშე. ამდენად, მომსახურების ტარიფების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რათა ტე-------–მა შეძლოს ბაზარზე კონკურენტული მდგომარეობის შენარჩუნება და მომგებიანი სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება. მითითებული გარემოების დასადასტურებლად კი მოპასუხემ წარმოადგინა 2014-2017 წლების მონაცემები გადატვირთული მოცულობების ოდენობასთან დაკავშირებით. აღნიშნულთან მიმართებით, საყურადღებოა, რომ გადატვითული მოცულობების კლების ერთ-ერთ საფუძველს მხარეთა შორის შეთანხმების მიუღწევლობა წარმოადგენს და იმ პირობებში, თუ კომპანია ,,ვი-------------------ი’’ და შპს ,,ბა--------------------------–ი’’ შეძლებდა დამატებითი შეთანხმების დადებას აღნიშნული გამოიწვევდა გადასაზიდი ტვირთის მოცულობის გაზრდას, რაც თავის მხრივ მოპასუხის მტკიცების შესაბამისად დაარეგულირებდა მომსახურების ღირებულებას.
მხედველობაშია მისაღები ასევე ის გარემოება, რომ შპს ,,ბა--------------------------–სა’’ და კომპანია ,,ვი-------------------ს’’ შორის ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად 2016 წლის 29 თებერვალს საბოლოოდ შეთანხმდა ხელშეკრულების პროექტი, რომელიც შეესაბამებოდა ორივე მხარის ინტერესებს. ამასთანავე, იმის გათვალისწინებით, რომ გარიგება ხელმოწერილი იქნა შპს ,,ბა--------------------------–ის’’ შესაბამისი წარმომადგენლის მიერ, აღნიშნულმა წარმოშვა ,,ვი-------------------ის’’ მოლოდინი (რაც დაფუძნებულია მხარეთა შორის არსებულ ხანგრძლივ ურთიერთობაზე, და მოლაპარაკებების რეჟიმში საბოლოოდ მიღწეული არაერთ შეთანხმებაზე) რაზეც მიუთითებს მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფაქტის არსებობა ამგვარი ხელშეკრულების საბოლოოდ დადებასთან მიმართებით, რის გამოც მხარემ დაიწყო მოლაპარაკების წარმოება სხვადასხვა სუბიექტთან, გადასაზიდ ნა-----------------------ნ დაკავშირებით, თუმცა საბოლოოდ მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულების უარყოფის პირობებში ,,ვი-----მ’’ განიცადა ზიანის მიუღებელი შემოსავლის სახით, რაც მდგომარეობს სამეწამეო საქმიანობის განხორციელების შეუძლებლობაში.
სასამართლო 2--------- წლის შეთანხმებასთან მიმართებით ვერ გაიზიარებს მოპასუხის შედავებას მათი წარმომადგენლის აი-----–-----------ის უფლებამოსილების ნაკლთან მიმართებით, რამეთუ იგი წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ეტაპზე თავად კომპანიის მიერ შეირჩა მოლაპარაკების საწარმოებლად. უსაფუძვლოა მტკიცება, თითქოს ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირი არ იყო უფლებამოსილი განეხორციელებინა შპს ,,ბა--------------------------–ის’’ წარმომადგენლობა, მაშინ როდესაც თავად ნა--------ე-------–- სწორედ მითითებული პირის მეშვეობით ახორციელებდა მოლაპარაკების წარმოებას შპს ,,ვი-------------------თან’’ სახელშეკრულებო ურთიერთობის მოსაწესრიგებლად, რაც თავის მხრივ კონტრაგენტს განაწყობდა მითითებული სუბიექტისადმი ნდობით. მოხმობილი ნორმების შესაბამისად, შეთანხმებაზე ხელის მომწერი სუბიექტი აი-----–-----------ი კომპანია ,,ვი-------------------ის’’ მხრიდან აღიქმებოდა სათანადო უფლებამოსილების მქონე პირად, რათა განეხორციელებინა კომპანიის წარმომადგენლობა, რამეთუ სწორედ აღნიშნული პირი აწარმოებდა წინასახელშეკრულებო მოლაპარაკებას, რასთან მიმართებითაც ინფორმირებული იყო შპს ,,ბა--------------------------–იც’’ და შესაბამისად, გარიგების ხელმოწერის შემდგომ მისი უფლებამოსილების ნაკლზე მითითება ვერ განაპირობებს მის მიჩნევას არაუფლებამოსილ პირად. ყოველივე ზემოთქმული კი ადასტურებს, რომ შპს ,,ბა--------------------------–ისათვის’’ მისაღები იყო შეთანხმებული პირობები და შემდგომში, გაუმართლებელი ფაქტორების გამო ვერ შედგა შეთანხმება. მითითებული გარემოება საინტერესოა, იმდენად რამდენადაც, 2---------წ. შეთანხმებით მხარეთა შორის მიღწეული იყო კონსესუსი იმ არსებით სახელშეკრულებო პირობებზე, რაც რეალურად შეესაბამებოდა ორივე მხარის ინტერესებს, რის შემდგომაც ტარიფის გაძვირება და ახალი პირობების დაყენება გაუმართლებელია და რეალურად წარმოადგენს სუბიექტის მხრიდან მდგომარეობის სხვაგვარად გამოყენების შემთხვევას.
3.2.6. შპს „ბა--------------------------–ის“ მიერ თავისი ქმედების შედეგად კომპანია ,,ვი-------------------ს’’ მიადგა ზიანი, რაც გამოვლინდა მისი სამეწარმეო საქმიანობის შეფერხებითა და შესაბამისი კონტრაქტების დადების შეუძლებლობით.
გარემოება, რომ ,,ვი-------------------ს’’ განზრახული ჰქონდა სხვადასხვა კომპანიების მომსახურება და შესაბამისად შემოსავლის მიღება დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მიწერილობებით. მიუღებელ შემოსავალთან მიმართებით, ასევე საყურადღებოა 2014 წლის 16 მაისის ხელშეკრულებაზე გაფორმებული დამატებითი შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა დაადასტურეს ,,ვი-----ს’’ ყოველთვიური მოგება 600 000 აშშ დოლარის ფარგლებში. უნდა აღინიშნოს, რომ მიუღებელი შემოსავალთან დაკავშირებით მოთხოვნის საფუძვლიანობა, მეწარმე სუბიექტის ძირითადი საქმიანობის ჭრილში არ მოითხოვს განსაკუთრებულ მტკიცებას, რამეთუ უდავოა, რომ ,,ვი-------------------ი’’ დაკავებულია კონკრეტული სახეობის ნავთობპროდუქტების გადაზიდვით, შესაბამისად, სავარაუდო და მოსალოდნელია ამგვარი საქმიანობის შეფერხება მეწარმე სუბიექტს დაუკარგავდა იმ მოგების მიღების შესაძლებლობას, რასაც პირი მიიღებდა ჩვეული საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების პირობებში. ამდენად, მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით როგორც დამდგარ, ასევე სამომავლო ზიანთან მიმართებით საფუძვლიანია და იგი დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით. მოპასუხეს აღნიშნული გარემოების გასაქარწყლებლად სარწმუნო მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. გარემოება, რომ ,,ვი-----’’ მომსახურებას უწევდა ბ-------- ტერიტორიაზე აღნაგობის უფლების საფუძველზე მფლობელობაში არსებული რეზერვუარებით დასტურდება საქმეში არსებული მასალებით და ისიც სავარაუდოა, რომ მხარე დაინტერესებული იყო კონკრეტული ბიზნეს საქმიანობის გაფართოებით, რაც შპს ,,ბა--------------------------–ის’’ მიერ შესაბამისი ნების არ გამოვლენის პირობებში ვერ იქნა მიღწეული. ამასთანავე, მოპასუხეს არ უწარმოებია შედავება მიუღებელი შემოსავლის ნაწილში მოთხოვნილი ოდენობის გაუმართლებლობასთან მიმართებით, რაც სხვა მტკიცებულებებთან ერთად სასამართლო უქმნის რწმენას მიღებელი შემოსავლის მოთხოვნილი ოდენობით არსებობასთან მიმართებით.
სასამართლოსათვის მეტად საყურადღებოა ფაქტი, რომ შპს ,,ბა--------------------------–ს’’ ევალებოდა ხელშეკრულების დადება კომპანია ,,ვი-------------------თან’’, კერძოდ მხარეთა შორის გაფორმებული და სასამართლოს მიერ დამტკიცებული მორიგების აქტიდან წარმოშობილი ვალდებულების საფუძველზე, მხარეებმა დაივალდებულეს სამომავლოდ ურთიერთობის დარეგულირების მიზნით მიეღწიათ შეთანხმება, რაც არსებითად მოიაზრებს დამატებითი ხელშეკრულების დადების ვალდებულებას და რასაც ადასტურებს თუნდაც ის გარემოება, რომ 2015 წელს მორიგების აქტის გაფორმების შემდგომ ხელშეკრულების დადების მიზნით, მხარეთა შორის ინტენსიურად მიმდინარეობდა მოლაპარაკება, წერილობითი კომუნიკაციის გზით. საბოლოოდ შეთანხმდა კიდეც 2--------- წლის ხელშეკრულების სახით ის არსებითი პირობები, რა ფარგლებშიც უნდა გაგრძელებულიყო სახელშეკრულებო ურთიერთობა, რასაც შპს ,,ბა--------------------------–ის’’ მხრიდან უარყოფის გამო არ მიეცა მბოჭავი ხასიათი. ამასთანავე, მორიგებით ნაკისრი ვალდებულების გარდა, შპს ,,ბა--------------------------–ს’’ სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება ევალება, კანონისმიერი საფუძვლითაც, კერძოდ იგი, როგორც რეგიონში დომინირებული მდგომარეობის მქონე, ვალდებულია დადოს ხელშეკრულება მეწარმე სუბიექტებთან სამართლიანი ტარიფების დადგენის გზით, რაც ეფუძნება, როგორც ,,კონკურენციის შესახებ’’ საქართველოს კანონსა და სამოქალაქო კოდექსის 319.2 მუხლს, ასევე გამომდინარეობს ამავე კოდექსის 8.3 და 115-ე მუხლებიდან, რაც ავალდებულებს კერძო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეს კეთილსინდისიერებას და კრძალავს უფლების ბოროტად გამოყენებას. შესაბამისად, იმ ვითარებაშიც კი, თუ მხარეებს წინარე ეტაპზე არ ექნებოდა გამოვლენილი ნება და ნაკისრი ვალდებულება შეთანხმების მიღწევასთან მიმართებით, შპს ,,ბა--------------------------–ს’’ ეკისრება კანონისმიერი ვალდებულება მოთხოვნის არსებობისას შევიდეს სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაგენტებთან და საბაზრო ძალაუფლების გამოყენების გზით არ დააწესოს შეუსაბამო ტარიფი.
3.2.7. სადავო საკითხის შეფასებისას სასამართლო უმთავრესად ყურადღებას ამახვილებს გარემოებაზე, რომ მხარეთა შორის არსებული წინა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში მათ მიერ გამოვლენილი ნების (მორიგების აქტის გაფორმება, მოგვიანებით 2---------წ. ხელშეკრულების შედგენა) საფუძველზე, დაივალდებულეს თავი, ურთიერთობა დაერეგულირებინათ ხელშეკრულების დადების გზით, თუმცა აღნიშნული ამ დრომდე მიუღწეველია არსებით პირობებზე შეუთანხმებლობის საფუძვლით. მბოჭავი ნების გამოვლენა მხარეთათვის ვალდებულების წარმოშობის საფუძველია, შესაბამისად გაუმართლებელია, ერთ-ერთ კონტრაგენტის მიერ ნების ავტონომიის პრინციპზე მითითებით ისეთი პირობების შეთავაზება, რაც აპრიორი გამორიცხავს ხელშეკრულების დადების შესაძლებლობას და კაბალურ პირობებში აყენებს შედარებით სუსტ მხარეს.
მორიგების აქტისა და 2---------წ. დამატებითი შეთანხმების ფარგლებში გამოვლენილი ნება ავალდებულებს შპს ,,ბა--------------------------–ს’’ სულ მცირე იმ პირობებითა და ტარიფების შეთავაზებით დადოს ხელშეკრულება, რაც შეესაბამება მხარეთა შორის მანამდე გაფორმებულ ხელშეკრულებებს. არ შეიძლება საბაზრო ძალაუფლების მქონე პირის მიერ ყოველგვარი გონივრული დასაბუთების გარეშე შეთავაზებული იქნეს იმგვარი ტარიფები, რაც შეუძლებელს ხდის მასთან ხელშეკრულების დადებას. სამოქალაქო კოდექსით განმტკიცებულია კეთილსინდისიერების პრინციპი (სკ-ს 8.3 მუხლი) და აკრძალულია უფლების ბოროტად გამოყენება, რაც „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და სკ-ს 319-ე მუხლით განმტკიცებული კანონისმიერი ვალდებულების არსებობით ზღუდავს ნებისმიერ ეკონომიკურ აგენტს დააწესოს იმგვარი პირობები, რაც აზრს უკარგავს სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობასა და სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებას, რომელიც თავის მხრივ ეფუძნება მოგების მიღების მიზანს.
მეორეს მხრივ, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შეჯიბრებითობის პრინციპზე, რომლითაც განსაზღვრულია მხარეთა ვალდებულება დაადასტურონ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. მოცემულ შემთხვევაში, მართალია სუბიექტის დომინირებული მდგომარეობის მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოსარჩელეს, თუმცა მიუხედავად აღნიშნული გარემოების დადასტურებისა, დაუშვებელია პირი ნებისმიერ უპირატესობას გაუმართლებლად იყენებდეს თანასწორობაზე დამყარებული კერძო სამართლებრივი ურთიერთობის დარეგულირებისათვის. როგორც აღინიშნა, სამოქალაქო კოდექსის 8.3 მუხლით განმტკიცებულია კეთილსინდისიერების ვალდებულება, ხოლო 115-ე მუხლით აკრძალულია სუბიექტის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენება. შესაბამისად, იმ პირობებშიც დადასტურდებოდა, თუ არა სუბიექტის დომინირებული მდგომარეობის არსებობა, მაინც გაუმართლებელია შპს ,,ბა--------------------------–ის’’ მიერ იმ მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, რაც ხელშეკრულების მეორე მხარეს აიძულებს დათანხმდეს მისთვის ზიანის მომტან პირობებს.
საგულისხმოა, რომ კონკრეტული დავა ეხება მეწარმე სუბიექტებს, შესაბამისად განსაკუთრებით საფრთხილოა მათთან მიმართებით გადაწყვეტილების მიღება, რამეთუ საბაზრო ძალაუფლების მქონე სუბიექტის მიერ შეუზღუდავად ხელშეკრულების თავისუფლებაზე მითითებით, ირღვევა იმ მეწარმე სუბიექტის უფლებები, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია კონკრეტული ხელშეკრულების არსებობასთან, რის გამოც გამართლებულია სასამართლოს ჩარევა ნების ავტონომიის ფორმულირებაში. მით უფრო იმ ვითარებაში, როდესაც არ დასტურდება მოთხოვნილი პირობებით ხელშეკრულების დადების ობიექტური ფაქტორით გაუმართლებლობა, კერძოდ არ დგინდება, რომ შპს ,,ბა--------------------------–ისათვის’’ შეთავაზებული ტარიფებით ხელშეკრულების დადება იქნება ზიანის მომტანი და არც ის დასტურდება, რომ გაწეული მომსახურების ხარჯი აღემატება მასში გადასახდელ საფასურს, რის გამოც სასამართლო მხოლოდ მხარის ზეპირ მითითებას ვერ გაიზიარებს და ვერ მიიჩნევს მითითებულ გარემოებას დამაბრკოლებლად მოსარჩელის მიერ შეთავაზებული პირობებით ხელშეკრულების დადებისათვის.
გარემოება, რომ შპს ,,ბ-------- ნა--------ე-------–-ს’’ მხრიდან კომპანია ,,ვი-------------------ისათვის’’ ხორციელდებოდა სხვადასხვა პირობით ხელშეკრულების დადების შეთავაზება, ვერ წარმოშობს ტე-------–-ს კეთილსინდისიერად მიჩნევის საფუძველს, რამეთუ რეალურად მოპასუხეს არ შეუთავაზებია მოსარჩელისათვის ობიექტური გარემოებებით ნაკარნახევი სამართლიანი ტარიფი, რაც მისაღები იქნებოდა სამეწარმეო საქმიანობის თავისებურებიდან გამომდინარე და ამავდროულად გონივრული და ადეკვატური იქნებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების ღირებულებისათვის. დაუშვებელია მხარე ითხოვდეს იმ ოდენობის ტარიფის დაწესებას, რის საპირწონე მომსახურებასაც არ სწევს და ამგვარად უსაფუძვლოდ მდიდრდებოდეს. ამასთანავე, გაუმართლებელია შეუსაბამო ტარიფის დაწესებით ბაზრიდან იდევნებოდეს სხვა სუბიექტები, რაც უარყოფითი გავლენის მომხდენია კონკურენციის თვალსაზრისით და პირდაპირ კავშირშია საბოლოო მომხმარებლის ინტერესებთან მიმართებითაც, რამეთუ იმ ვითარებაში, თუ არ იქნება უზრუნველყოფილი კონკურენტული გარემო, ამით უპირველესად ზარალდება საბოლოო მომხმარებელი, რის გამოც არსებულ ვითარებაში გამართლებულია უზრუნველყოფილი იყოს სამართლებრივი უსაფრთხოება და ინტერესების ოპტიმალური და მიზანშეწონილი დაკმაყოფილება.
კონკურენციისა და მეწარმეობის თავისუფლების პრინციპი კონსტიტუციური ღირებულებაა, შესაბამისად აღნიშნული ავალდებულებს სახელმწიფოს პოზიტიური თვალსაზრისითაც დაიცვას მითითებული სიკეთე და იგი მისი საჯარო-სამართლებრივი ინტერესებიდან გამომდინარე ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დაექვემდებარება მხოლოდ კერძო სამართლებრივ ურთიერთობას, სახელმწიფო არათუ უფლებამოსილი, არამედ ვალდებულიცაა დაარეგულიროს მსგავსი ვითარება. მხარეთა შორის არსებული კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, თავისი სპეციფიკიდან, საბოლოო შედეგებიდან გამომდინარე ვერ მიიჩნევა წმინდა კერძო-სამართლებრივ ურთიერთობად და მხოლოდ სკ-ს 319-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე აპელირება ვერ გაამყარებს მოპასუხის პოზიციას.
3.2.8. შპს „ბა--------------------------–სა“ და კომპანია „ვი-------------------ს“ შორის უნდა დაიდოს ტვირთის გადაცლის მომსახურების შესახებ ხელშეკრულება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ნიმუშისა და განსაზღვრული სახელშეკრულებო პირობების შესაბამისად, მათ შორის ხელშეკრულების დანართი N--ით განსაზღვრული ტარიფებით.
სადავო შემთხვევაში სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას, წარმოდგენილი ხელშეკრულებისა და მისი დანართებით განსაზღვრული სახელშეკრულებო პირობების შესაბამისად, რამეთუ მხარეთა შორის არსებული უთანხმოების აღმოფხვრის ერთადერთ ქმედით მექანიზმს წარმოადგენს მათი დავალდებულება გააფორმონ წინასწარ განსაზღვრული პირობებით შედგენილი ხელშეკრულება, რასაც ამყარებს ის მოცემულობა, რომ მხარეებმა ამ დრომდე ვერ უზრუნველყვეს მათ შორის არსებული ურთიერთობის დარეგულირება, ამავდროულად სხვა მხრივ მოსარჩელის დარღვეული უფლებებისა და ინტერესების რეალიზება ვერ ხერხდება, შესაბამისად აზრს კარგავს მხოლოდ კონტრაჰირების იძულების ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილება და მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის გათვალისწინებით აღუსრულებელი შედეგის საფრთხეს ქმნის.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მოპასუხეს წარმოდგენილი ვრცელი შედავების პირობებში, შედავება ხელშეკრულების კონკრეტული პირობებით დადებასთან მიმართებით არ წარმოუდგენია, რაც შესაძლოა ყოფილიყო სასამართლოს გაზიარების საგანი და ხელშეკრულების ცალკეული პუნქტის სახეცვლილების საფუძველი. მართალია მოპასუხე წარმოდგენილი შედავების პირობებში სადავოდ ხდიდა ზოგადად ხელშეკრულების დადების დავალდებულებას, თუმცა პროცესში განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელემ მოთხოვნა ჩამოაყალიბა კონკრეტული ხელშეკრულების წარმოდგენის გზით, მას ევალებოდა არა მხოლოდ ზოგადად მოთხოვნის უსაფუძვლობაზე მითითება და ამ მოთხოვნის საფუძვლების გამომრიცხველი მტკიცებულებების წარმოდგენა, არამედ მოპასუხის შედავების საგანს წარმოადგენდა ხელშეკრულების თითოეული პუნქტი, რომელიც მისთვის, როგორც კონტრაგენტისათვის მიუღებელი იყო, რაც მოპასუხეს არათუ არ უდასტურებია, არამედ არც მიუთითებია, შესაბამისად იგი ვალდებულია მოთხოვნის საფუძვლიანობიდან გამომდინარე აღიჭურვოს სახელშეკრულებო ბოჭვით მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი პირობების შესაბამისად, რაც მას როგორც მოცემული კონკრეტული რეგიონისათვის დომინირებულ ეკონომიკურ აგენტს ევალება კიდეც.
სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს მოთხოვნას კონკრეტული პირობებით ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით, იმ საფუძვლითაც, რომ მსგავსი შინაარსის ხელშეკრულება მოპასუხე მეწარმე სუბიექტს გაფორმებული აქვს სხვა კომპანიებთანაც, რასაც ადასტურებს „ლი-------------------ნ“ გაფორმებული ანალოგიური ტიპის მომსახურების ხელშეკრულებაც. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც სხვა სუბიექტებთან მიმართებით მოპასუხისათვის მისაღებია განსაზღვრული პირობები, დაუშვებელია კონკრეტული მეწარმე სუბიექტებისათვის დისკრიმინაციული პირობების დაწესება, რასაც შპს „ბა--------------------------–ი“ ახორციელებს მისი ბაზარზე მაღალი ძალაუფლების არსებობის პირობებში. დაუშვებელია ნა--------ე-------–- შეუზღუდავად მხოლოდ საკუთარი გაუმართლებელი ინტერესებიდან გამომდინარე აწესებდეს სახელშეკრულებო პირობებს, აღნიშნული ეწინააღმდეგება, სამართლის ამოსავალ - კეთილსინდისიერების პრინციპს, რაც თავის მხრივ იწვევს მეწარმე სუბიექტის ბაზრიდან განდევნის საშიშროებას და შპს „ბა--------------------------–ის“ ერთადერთ ეკონომიკურ აგენტად დარჩენის მისწრაფების რეალიზებას.
ხელშეკრულების დადების ვალდებულება მოპასუხეს გარდა ზემოაღნიშნულისა ნაკისრი აქვს კანონიერ ძალაში შესული მორიგების დამტკიცების შესახებ განჩინებებით, მართალია კონკრეტული განჩინებებით განსაზღვრულია უშუალოდ ცვლილებების განხორციელების ვალდებულება, თუმცა ამავე განჩინებით მხარეებს წარმოეშვათ მათ შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის დარეგულირების ვალდებულება, რაც მხარეთა მიერ ამ დროისთვის არ არის აღსრულებული, რასაც ადასტურებს არსებული დავაც, შესაბამისად, სასამართლო ამ თვალსაზრისითაც მიზანშეწონილად მიიჩნევს წარმოდგენილი საკითხის სამართლებრივად მოწესრიგებას.
3.2.9. შპს ,,ბა--------------------------–ი’’ წარმოდგენილი შეგებებული სარჩელით გარდა არსებული დავალიანებისა, კომპანია ,,ვი-------------------ის’’ მიერ ვალდებულების დარღვევისათვის ითხოვს მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურებას, რასაც იგი უკავშირებს თანხების სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებას და ამ მხრივ საპროცენტო სარგებლის მიღებას.
საგულისხმოა, რომ ტე-------–მა მიუღებელი შემოსავლის არსებობა, განსხვავებით კომპანია ,,ვი-------------------ისაგან“, დაუკავშირა იმგვარ ფაქტს, რაც არ წარმოადგენს მის ჩვეულებრივ საქმიანობას, კერძოდ შეგებებული სარჩელის ავტორის მტკიცებით იგი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების პირობებში მიღებულ თანხას განათავსებდა სადეპოზიტო ანგარიშზე და ამგვარად მიიღებდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი პერიოდისათვის განსაზღვრულ საპროცენტო სარგებელს. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ მოთხოვნის ავტორს მითითებულის დასადასტურებლად არ წარმოუდგენია სარწმუნო მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა ტე-------–-ს მხრიდან მიღებული თანხების სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებას და შემოსავლის გარდაუვალად მიღების ფაქტს. არ დგინდება, რომ ტე-------–-ს ზოგად პრაქტიკას წარმოადგენს თანხის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსება, რაც გამორიცხავს ხელშეკრულების დამრღვევი მხარის პასუხისმგებლობას აანაზღაუროს დაუდასტურებელი ზიანი, რამეთუ სსკ-ს 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. შპს ,,ბა--------------------------–ს’’ ნაცვლად იმისა, რომ შემოსავლის წყაროდ მიეთითებინა მისი ჩვეული საქმიანობა, რაც მდგომარეობს ნავთობპროდუქტების გადაზიდვასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევაში, მიუთითა იმგვარ გარემოებაზე, რაც მხოლოდ მისი ზეპირი მითითების საფუძველზე ვერ დადასტურდებოდა და ვერ გახდებოდა აღნიშნულის გაზიარების საფუძველი.
გარდა აღნიშნულისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ მხარის მიერ კონკრეტული მოთხოვნა ჩამოყალიბებულია ორ ნაწილად, რომელთაგან ერთი მოიცავს განსაზღვრული ოდენობით ზიანს, ხოლო მეორე ნაწილი ეხება სამომავლო არა-ზუსტად გამოსახულ ზიანს, რასაც მხარე უკავშირებს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთს. მართალია მხარე ზიანის გამოთვლის კონკრეტულ მეთოდს სთავაზობს სასამართლოს, თუმცა პროცესით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ მოწინააღმდეგე მხარისათვის ნათელი იყოს მოთხოვნა და შესაბამისად შესაძლებელი იყოს სათანადო შედავების განხორციელება, მხარეს ევალება ფულადი მოთხოვნა განსაზღვროს კონკრეტული ოდენობით, ან თუ საქმე ეხება მზარდ ფულად ვალდებულებას, მოთხოვნა ჩამოყალიბდეს სულ მცირე იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს სამომავლოდ მისი ოდენობის განსაზღვრა დროსთან შესაბამისობაში, რაც კონკრეტულ შემთხვევაში შეუძლებელია, რამეთუ ეროვნული ბანკის მიერ საპროცენტო სარგებლის განსაზღვრა ხორციელდება მხარეებისაგან დამოუკიდებლად და მით უფრო მიუღებელ შემოსავალთან მიმართებით, აღნიშნულის მითითება ვერ გახდება მტკიცების გაზიარების საფუძველი, რამეთუ თავად საპროცენტო განაკვეთის მოცულობამ შესაძლოა განსაზღვროს მხარის სურვილი განათავსოს თუ არა თანხა სადეპოზიტო ანგარიშზე. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს შპს ,,ბა--------------------------–ის’’ მტკიცებას მიუღებელი შემოსავლის არსებობასთან მიმართებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- წერილები (ტ.2, ს.ფ. 260-272/ 292-314);
- ხელშეკრულება მომსახურების გაწევის შესახებ (ტ.2, ს.ფ. 273-290);
- შეთანხმება (ტ.2, ს.ფ. 291);
- შპს „ბა--------------------------–ის“ მიერ სხვა მეწარმე სუბიექტებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ასლები (ტ.3, ს.ფ. 14-117)
- 25.06.2018წ. ცნობა (ტ. 16, ს.ფ. 356);
- 29.12.2016წ. შეთანხმება.
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
4.1. საქმეზე დადგენილი გარემოებების შესაბამისად, უც-----------–------------–---–ი ,,ვი-------------------ის’’ მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს სრულად, ხოლო შპს ,,ბა--------------------------–ის’’ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
,,კონკურენციის შესახებ’’ საქართველოს კანონი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლით განმტკიცებულია ეკონომიკური თავისუფლების პრინციპი, რომლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ეკონომიკური თავისუფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ხოლო მე-2 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ზრუნავს თავისუფალი და ღია ეკონომიკის, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებაზე. კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტით კი, გარანტირებულია მეწარმეობის თავისუფლება, რომლის შესაბამისადაც მეწარმეობის თავისუფლება უზრუნველყოფილია. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით. ამდენად, მონოპოლიური საქმიანობის აკრძალვა საქართველოს კონსტიტუციითაა მოწესრიგებული, რომლის უმთავრეს მიზანსაც თავისუფალი, კონკურენტუნარიანი ბაზრის შექმნა წარმოადგენს. ამგვარი სამართლებრივი მოწესრიგებისთვის სახელმწიფო ვალდებულია, დააწესოს გარკვეული შეზღუდვები, რაც ეკონომიკური უპირატესობის ერთ კონკრეტულ პირზე მინიჭების დაუშვებლობაში გამოიხატება. სახელმწიფო ე.წ. ,,სუსტი კონტრაჰენტის’’ უფლებების დაცვის უმთავრესი გარანტი უნდა იყოს. მან ასეთ პირთა დაცვისთვის შესაბამისი პირობები უნდა უზრუნველყოს. თავის მხრივ, მონოპოლიური საქმიანობის აკრძალვის საფუძვლად თავისუფალი კონკურენციის არსებობა შეიძლება იქნეს მიჩნეული. ,,თავისუფალი კონკურენცია ორგანულადაა დაკავშირებული მეწარმეობის თავისუფლებასთან’’, (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის N-/2/411 გადაწყვეტილება საქმეზე შპს ,,რუსენერგოსერვისი’’, შპს ,,პატარა კახი’’, სს ,,გორგოტა’’, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო ,,ფერმერი’’ და შპს ,,ენერგია’’ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ).
6.2. თავის მხრივ, კონსტიტუციით აღიარებული და დაცული ღირებულებები განმტკიცებულია კერძო-სამართლებრივი აქტებით, მათ შორის სამოქალაქო კოდექსისა და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი დანაწესებით. უპირველესად, საბაზრო ძალაუფლების მქონე მეწარმე სუბიექტის ვალდებულების განსაზღვრისათვის, სასამართლოს მიზანშწონილად მიაჩნია თანმიმდევრულად შეაფასოს ამ ვალდებულების წარმოშობის კერძო-სამართლებრივი საფუძვლები, რაც თავის მხრივ შესაბამისობაშია კონსტიტუციით განსაზღვრულ დანაწესთან. კერძოდ, უნდა აღინიშნოს, რომ ვალდებულების ლეგალური დეფინიცია მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლში, რომლის შესაბამისადაც ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამასთან, კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი გვთავაზობს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლების კლასიფიკაციას, რომლის მიხედვითაც, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ამდენად, ზოგადი წესის შესაბამისად კანონმდებელი ერთმანეთისაგან განარჩევს სახელშეკრულებო და არასახელშეკრულებო ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს. თავის მხრივ არასახელშეკრულებო ვალდებულებას წარმოშობის საფუძვლები კანონმდებლის მიერ ამომწურავად არ არის განსაზღვრული და მასში ზიანის მიყენების (დელიქტი) და უსაფუძვლო გამდიდრების გარდა მოიაზრებს კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებს (მაგ: დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულება, საზიარო უფლება).
6.3. კანონით განსაზღვრულ ვალდებულების დამდგენია სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლიც, რომელიც ერთის მხრივ განამტკიცებს სამოქალაქო კოდექსის ფუძემდებლურ - „ნების ავტონომიის“ პრინციპს, ხოლო მეორეს მხრივ ნორმა პირდაპირ აწესებს კანონისმიერ ვალდებულებას, ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის მქონე სუბიექტების მიმართ, კერძოდ - თუ ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარეს უკავია დომინირებული მდგომარეობა ბაზარზე, მაშინ საქმიანობის ამ სფეროში მას ეკისრება ხელშეკრულების დადების ვალდებულება. მას არ შეუძლია კონტრაჰენტს უსაფუძვლოდ შესთავაზოს ხელშეკრულების არათანაბარი პირობები.
6.4. უნდა აღინიშნოს, რომ ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი მართლწესრიგის მიერ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთათვის მიცემული შესაძლებლობაა, თავად უზრუნველყონ ერთმანეთს შორის წარმოშობილ კერძო ხასიათის ურთიერთობებში უფლებრივი სარგებლისა თუ შესასრულებელი ვალდებულების როგორც შინაარსის, ისე განხორციელების საშუალების განსაზღვრა. მართლწესრიგი, მხარეთა კერძო ავტონომიის პრინციპის აღიარებისა და პატივისცემიდან გამომდინარე, უარს ამბობს როგორც მარეგულირებლის, ისე არბიტრის ფუნქციის შესრულებაზე და მხარეთა თავისუფალი მოლაპარაკების საგნად მიიჩნევს სახელშეკრულებო ურთიერთობის დაწყების, განხორციელებისა და დასრულების ერთ მთლიან პროცესს. სამოქალაქო სამართალი ნების ავტონომიისა და ხელშეკრულების თავისუფლების აღიარებით უზრუნველყოფს პირის უფლებას საკუთარი ინტერესის შესაბამისად მიაღწიოს დასახულ მიზანს, თუმცა ეს თავისუფლება არ შეიძლება იყოს აბსოლუტური, იგი არსებობს დადგენილი წესრიგის ფარგლებში. შეუზღუდავმა თავისუფლებამ შეიძლება გამოიწვიოს მხარეთა თვითნებობა. მხარემ, რომელსაც მეტი ეკონომიკური რესურსი აქვს, შეიძლება აიძულოს მომავალი კონტრაჰენტი, ხელშეკრულების შინაარსის განსაზღვრისას პასიური როლი შეასრულოს და მხოლოდ შეთავაზებულ სახელშეკრულებო პირობებს დათანხმდეს, ამით კი შემთავაზებელი სახელშეკრულებო უპირატესობას მოიპოვებს, რაც არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებს მეორე მხარეს, შედეგად კი მივიღებთ ,,სახელშეკრულებო უსამართლობას’’. ამავდროულად, მხარეთა შეუზღუდავი თავისუფლება საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებისა თუ სახელმწიფოს ინტერესებს. სწორედ ამიტომ აუცილებელია ხელშეკრულების თავისუფლების შეზღუდვა, რომლის მიზანია საჯარო ინტერესისა და სუსტი მხარის მინიმალური დაცვა, თავისუფალი საქმიანობის სტაბილური და უსაფრთხო უზრუნველყოფა, სახელშეკრულებო სამართლიანობის მიღწევა.
6.5. სსკ-ის 319.2 მუხლი კერძო ავტონომიის უმთავრეს პრინციპს – თანასწორობას ემყარება. მეტიც, იგი განამტკიცებს ამ პრინციპს და გაბატონებული სტატუსის მქონე პირს წინდაწინვე უკრძალავს ისეთი სახელშეკრულებო პირობებით ხელშეკრულების დადებას, რომელიც კონტრაჰენტს მასთან მიმართებით არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებს. კონტრაჰირების იძულება გულისხმობს, პირის იძულებას დადოს ხელშეკრულება ნების არ არსებობის პირობებშიც. იგი თავისი არსით, დაფუძნებულია კერძო ავტონომიასა და მხარეთა თანასწორუფლებიანობაზე, სადაც ხელშეკრულების თავისუფლება გარკვეულწილად შეზღუდული სახით გვხვდება. კანონისმიერი დანაწესით შებოჭილი პირი არა მხოლოდ ქმედების განხორციელების ვალდებულებას იძენს, არამედ მას ეკისრება დამატებითი მოთხოვნა, აღნიშნული ქმედება განახორციელოს მხოლოდ განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
6.6. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ კონტრაჰირების იძულება ერთი მხრივ, ხელშეკრულების თავისუფლების არააბსოლუტურობასა და, მეორე მხრივ, სახელშეკრულებო ურთიერთობებში ე.წ. „სუსტი მხარის” დაცვის ინტერესებს ემსახურება. შებოჭილ მხარეს კანონიერ ფარგლებში შინაარსის თავისუფლება კერძო ავტონომიის პრინციპზე დაყრდნობით ეზღუდება. ამგვარი მოწესრიგება მიმართულია არა რომელიმე მხარისთვის უპირატესობის მინიჭებისკენ, არამედ მხარეთა კერძო სამართლებრივი საწყისების გათანაბრებისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპის დაცვისკენ. მართალია, კონტრაჰირების იძულება ერთ-ერთი მხარისთვის სავალდებულოა, მაგრამ მას ახასიათებს ორი უმთავრესი, კერძოსამართლებრივი ურთიერთობისთვის მნიშვნელოვანი პრინციპი: კეთილსინდისიერებისა და მხარეთა თანასწორობის პრინციპი. თითოეული მათგანის გამოვლინება კონტრაჰირების იძულებას, როგორც ხელშეკრულების თავისუფლების ერთ-ერთ სამართლებრივ ინსტიტუტს, წარმოაჩენს. უფრო ზუსტად, ორივე მათგანი კონტრაჰირების იძულებას კერძო ავტონომიის ფარგლებში აქცევს.
6.7. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსი არ განსაზღვრავს, თუ რა ითვლება დომინირებული მდგომარეობად ან როგორ უნდა შეფასდეს შესაბამისი ბაზარი, სადაც უნდა დადგინდეს დომინირებული მდგომარეობა. კოდექსის 319.2 მუხლი კონკურენციას მხოლოდ ხელშეკრულების მხარეების კონტროლის კუთხით ახორციელებს – იძულებითი კონტრაჰირებით იცავს ხელშეკრულების მეორე მხარის ინტერესებს. კონკურენციის მნიშვნელობიდან გამომდინარე კი, აუცილებელია, რომ ეს ურთიერთობა უფრო კომპლექსურად და სრულყოფილად მოწესრიგდეს.
6.8. ,,კონკურენციის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, დაუშვებელია დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება. ეს ეწინააღმდეგება კონკურენციის მიზნებს. მითითებული კანონი, ისევე როგორც ,,ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ’’ ხელშეკრულების 102-ე მუხლი კრძალავს დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას და არა თავად დომინირებულ მდგომარეობას. სამართლის სუბიექტის დომინირებული მდგომარეობის შეფასებას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს სამოქალაქო ურთიერთობების მოწესრიგებისთვის, რამეთუ კოდექსი ზღუდავს ხელშეკრულების იმ მხარეს, რომელსაც დომინირებული მდგომარეობა უჭირავს ბაზარზე (სსკ-ს. 319.2 მუხლი).
6.9. ,,კონკურენციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ი“ პუნქტის მიხედვით დომინირებული მდგომარეობა არის შესაბამის ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტის/აგენტების ისეთი მდგომარეობა, რომელიც მას/მათ საშუალებას აძლევს, იმოქმედოს/იმოქმედონ კონკურენტი ეკონომიკური აგენტების, მიმწოდებლების, კლიენტებისა და საბოლოო მომხმარებლებისაგან დამოუკიდებლად, არსებითი გავლენა მოახდინოს/მოახდინონ ბაზარზე საქონლის მიმოქცევის საერთო პირობებზე და შეზღუდოს/შეზღუდონ კონკურენცია. თუ სხვა მტკიცებულებები არ არსებობს, ეკონომიკური აგენტი/აგენტები არ ჩაითვლება/ჩაითვლებიან დომინირებული მდგომარეობის მქონედ, თუ შესაბამის ბაზარზე მისი/მათი წილი 40 პროცენტს არ აღემატება. დომინირებული მდგომარეობა არის ეკონომიკური სიძლიერის მდგომარეობა, რომელსაც ფლობს საწარმო და რომელიც მას საშუალებას აძლევს, შეაფერხოს ეფექტური კონკურენციის შენარჩუნება შესაბამის ბაზარზე იმ გზით, რომ ამ საწარმოს შეუძლია იყოს სხვა კონკურენტებისა და მომხმარებლების გადაწყვეტილებებისგან დამოუკიდებელი (NV NederlandscheBandenIndustrie Michelin v Commission of the European Communities, C-322/81 - Michelin v Commission, [1983], § 30).
6.10. მოხმობილი კანონის 5.1 მუხლის თანახმად, ეკონომიკური აგენტის დომინირებული მდგომარეობა განისაზღვრება შესაბამის ბაზარზე მისი საბაზრო წილის, კონკურენტი ეკონომიკური აგენტების ფინანსური მდგომარეობის, ბაზარზე შესვლის ან წარმოების გაფართოების ბარიერების, მყიდველის საბაზრო ძალაუფლების, ნედლეულის წყაროების ხელმისაწვდომობის, ვერტიკალური ინტეგრაციის ხარისხის, ქსელური ეფექტებისა და საბაზრო ძალაუფლების განმსაზღვრელი სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შესაბამის ბაზარზე ეკონომიკური აგენტის საბაზრო წილს განსაზღვრავს სააგენტო ბაზრის ანალიზის მეთოდური მითითებების გამოყენებით, რომლებსაც იგი ამტკიცებს შესაბამისი სამართლებრივი აქტით. უნდა აღინიშნოს, რომ შესაბამისი ბაზრის განსაზღვრება მნიშვნელოვანია, რათა შევაფასოთ, აქვს თუ არა ეკონომიკურ აგენტს შესაძლებლობა, შეაფერხოს ეფექტიანი კონკურენცია და იმოქმედოს თავისი კონკურენტებისგან, კლიენტებისა თუ მომხმარებლებისგან დამოუკიდებლად“. (NV NederlandscheBandenIndustrie Michelin v Commission of the European Communities, C-322/81 - Michelin v Commission, [1983], § 37)
6.11. მოქმედი ,,კონკურენციის შესახებ’’ საქართველოს კანონით, იმისთვის, რომ დადგინდეს ეკონომიკური აგენტის დომინირებული მდგომარეობა აუცილებლად უნდა განისაზღვროს შესაბამისი ბაზარი. სათანადო ბაზრის განსაზღვრა უმთავრესია დომინირებული მდგომარეობის დასადგენად, რადგან დომინირებული მდგომარეობა შესაძლებელია, არსებობდეს მხოლოდ კონკრეტულ ბაზარზე. კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 30 სექტემბრის №30/09-3 ბრძანებით დამტკიცებული ბაზრის ანალიზის მეთოდური მითითებების მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, შესაბამისი ბაზრის ანალიზი გულისხმობს კანონით დადგენილ შემთხვევაში, სააგენტოს მიერ შესაბამისი ბაზრის განსაზღვრას, სასაქონლო ბაზრის სტრუქტურის, კონცენტრაციის ხარისხის, დომინირებული მდგომარების, ჯგუფური დომინირებისა და კანონით განსაზღვრული ანტი-კონკურენციული ქმედების გამოვლენასა და შეფასებას. მითითებული ბრძანება მიმართულია სააგენტოს საქმიანობის განსასაზღვრად, რომელიც სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან განსხვავებით წარმოებს ინკვიზიციურობის პრინციპით (ბრძანების 3.2 მუხლი), სააგენტო თავად იკვლევს აგენტის დომინირებულ მდგომარეობას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს, რაც შეეხება სასამართლოს, სამოქალაქო საქმის განხილვისას მოქმედებს შეჯიბრებითობის პრინციპი, რა დროსაც სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას ეფუძნება მხოლოდ მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
6.12. „კონკურენციისა“ და „ეკონომიკური აგენტის“ ცნებების ჩამოყალიბება არის მნიშვნელოვანი წინაპირობა „შესაბამისი ბაზრის“ განსასაზღვრად. ,,კონკურენციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, ამავე კანონის მიზნებიდან გამომდინარე ეკონომიკური აგენტი არის პირი, რომელიც, განურჩევლად რეზიდენტობისა, საწარმოს სამართლებრივი ფორმისა, ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, ასევე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და სხვა გაერთიანება, რომლებიც არიან ბაზრის მონაწილეები ან/და ახორციელებენ სამეწარმეო საქმიანობას. ამავე მუხლის „ზ“ პუნქტის მიხედვით შესაბამისი ბაზარი არის საქონლის, ურთიერთჩანაცვლებადი საქონლის ან მომსახურების მიმოქცევის სფერო გარკვეულ ტერიტორიაზე, რომლის საზღვრებიც დგინდება საქონლის/მომსახურების შეძენის ეკონომიკური შესაძლებლობებისა და მიზანშეწონილობის გათვალისწინებით და შეიძლება მოიცავდეს საქართველოს მთელ ტერიტორიას, საქართველოს ტერიტორიის ნაწილს ან საქართველოს მთელ ტერიტორიას ან მის ნაწილს სხვა ქვეყნის ტერიტორიასთან ან მის ნაწილთან ერთად. შესაბამისი ბაზრის იდენტიფიცირება შესაძლებელია შემდეგი პარამეტრების გამოყენების გზით: ა) სასაქონლო/მომსახურების ბაზრის პროდუქციული საზღვრები; ბ) სასაქონლო/მომსახურების ბაზრის გეოგრაფიული საზღვრები; გ) სასაქონლო/მომსახურების ბაზრის დროითი ჩარჩოები. კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 30 სექტემბრის №30/09-3 ბრძანება „ბაზრის ანალიზის მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ განსაზღვრავს თითოეულ პარამეტრს. სასაქონლო/მომსახურების ბაზრის გეოგრაფიული საზღვრები წარმოადგენს ტერიტორიას, რომელზეც შერჩეული ჯგუფის მყიდველები იძენენ ან აქვთ ეკონომიკური, ტექნიკური და სხვა სახის შესაძლებლობები შეიძინონ მოცემული საქონელი/მომსახურება. შესაბამისი ბაზრის გეოგრაფიული საზღვრების დადგენისას გაითვალისწინება: ა) საქონლის მიწოდებისა და მოთხოვნის, თავისუფალი გადაადგილების, ტრანსპორტირების შესაძლებლობა შესაბამისი ბაზრის გეოგრაფიულ საზღვრებში; ბ) საქონლის გადატანის, გადაადგილების შესაძლებლობა შესაბამისი ბაზრის გეოგრაფიულ საზღვრებში (მათ შორის, ბუნებრივ-კლიმატური, სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური პირობების განსაკუთრებულობა, მოთხოვნისა და მომხმარებელთა ქცევის თავისებურებები, საქმიანი ურთიერთობების წესებისა და ჩვევების განსაკუთრებულობა), გ) შესაბამის გეოგრაფიულ ბაზარში შემავალ ტერიტორიებზე ფასების ჰომოგენურობა, ერთგვაროვნება.
6.13. ევროკავშირში არ არსებობს არცერთი რეგულაცია ან აქტი, რომელიც პირდაპირ განსაზღვრავს, როდის შეიძლება ფლობდეს დომინირებულ მდგომარეობას ეკონომიკური აგენტი. დომინირებული მდგომარეობა ნათლად არის განმარტებული როგორც პრეცენდენტულ სამართალში [ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო (CJEU)], ასევე ევროპული თანამეგობრობის შექმნის ხელშეკრულების 82-ე მუხლის გამოყენების გზამკვლევში. დომინირებული მდგომარეობა არის პროცესი, როცა ეკონომიკური აგენტის ეკონომიკური სიძლიერე განისაზღვრება ეკონომიკური და სამართლებრივი ფაქტორებით. ამ მხრივ, სასამართლოს პრაქტიკას განმარტების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია თითოეულ საქმეში. United Brands v Commission საქმეზე მსჯელობისას, UBC ფლობდა თუ არა დომინირებულ მდგომარეობას ბანანებზე, სასამართლომ დაასკვნა, რომ „დომინირებული მდგომარეობა აუცილებლად უნდა განისაზღვროს ბაზარზე არსებულ კონკურენტთა რაოდენობისა და სიძლიერის გათვალისწინებით (ამ საქმეში, UBC -ს ჰყავდა ორი კონკურენტი Castle და Cooke). …საწარმოს მიერ არ უნდა მოხდეს კონკურენციის ყველა შესაძლებლობის აღმოფხვრა იმ მიზნით, რომ დაიკავოს დომინირებული მდგომარეობა. ამასთან, საწარმოს ეკონომიკური სიძლიერე არ განისაზღვრება მისი მოგების მიღების უნარით; შემცირებული მოგების მარჟა ან ზარალი რაღაც დროის განმავლობაში არ შეესაბამება დომინირებულ მდგომარეობას, ისევე როგორც დიდი მოგება შეიძლება ეფექტიანი კონკურენციის პირობებშიც მივიღოთ. ... უმნიშვნელოვანესია იმის აღმოჩენა, რომ UBC-მ რაც არ უნდა გააკეთოს, მომხმარებლები გააგრძელებენ მისგან მეტი საქონლის შესყიდვას, ვინაიდან მათთვის UBC ყველაზე ძვირფასი გამყიდველია. და ეს ფაქტი დომინირებული მდგომარეობის განმსაზღვრელია და აღნიშნულ საქმეში ამის დამტკიცება, გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონეა.“ (C-27/76, United Brands v Commission[1978],§ 126)
6.14. საქმეში Hoffmann-La Roche & Co. v Commission დამატებით განიმარტა, რომ „ისეთი მდგომარეობა, სადაც მონოპოლიაა ან კვაზი-მონოპოლიაა, არ გამორიცხავს კონკურენციას, განსხვავებით მდგომარეობისგან, რომელიც საწარმოსთვის მომგებიანი ხდება და მას შესაძლებლობას აძლევს, იმ შემთხვევაში თუ არ გააკონტროლებს, მნიშვნელოვანი ზეგავლენა მაინც მოახდინოს პირობებზე, რომელიც კონკურენციას ავითარებს და ნებისმიერ შემთხვევაში, იმოქმედოს იმის საწინააღმდეგოდ, რომ არ მიიღოს დანაკარგი. (C-85/76, Hoffmann-La Roche v Commission [1979], პარ. 39)
6.15. მოხმობილი სამართლებრივი ნორმებისა და პრაქტიკის შესაბამისად, ,,კონკურენციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე შპს „ბა--------------------------–ი“ წარმოადგენს დომინანტ საწარმოს რეგიონში, რაშიც იგულისხმება, აჭ--------------------------------–--ა, რომელსაც აღნიშნული სტატუსი მინიჭებული აქვს საქართველოს კონსტიტუციისა და ,,აჭ--------------------------------–--ის შესახებ’’ კონსტიტუციური კანონის შესაბამისად. შპს ,,ბა--------------------------–ი’’ წარმოადგენს ერთადერთ ეკონომიკურ აგენტს საქმიანობის კონკრეტულ სფეროში მითითებულ ტერიტორიაზე და შა----------ე არსებული სხვა ტე-------–ების მოხმობა არსებულ ვითარებაში გაუმართლებელია. საგულისხმოა, რომ შპს ,,ბა--------------------------–ის’’ დომინანტური მდგომარეობა დასტურდება სსიპ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის მიერ განხორციელებული მოკვლევითაც (იხ. 0---------წ. N-4 ბრძანების შესაბამისად განხორციელებული მოკვლევა, სადაც აღნიშნულია, რომ - „შა---------- ნა--------ე-------–ების საქმიანობის შემოწმების მიზნებისათვის განსაზღვრულ ნავთობპროდუქტების ჩატვირთვა/გადმოტვირთვის სასაქონლო ბაზრებს - ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ 2012-2014 წლებში დომინირებული მდგომარეობის მქონე სუბიექტს წარმოადგენდა შპს ,,ბა--------------------------–ი’’, რადგან მისი საბაზრო წილი კონკურენციის კანონმდებლობით განსაზღვრულ კრიტიკულ, ფორმალურ ზღვარზე - 40%-ზე მეტი იყო სამივე წლის განმავლობაში ორივე სასაქობლო ბაზარზე - როგორც ნავთობპროდუქტების გადმოტვირთვის, ასევე ჩატვირთვის სასაქონლო ბაზარზე“). გარდა მითითებულისა, ბ-------- მარშუტს, კომპანია ,,ვი-------------------ისათვის’’ ალტერნატივა არ გააჩნია, პირველ რიგში იქიდან გამომდინარე, რომ ,,ვი-------------------ის’’ კონტრაგენტები ნავთობის გადაზიდვას ახდენენ სწორედ ბ-------- გავლით და მათ ინტერესშია სწორედ ბ-------- ნა--------რმინალში განხორციელდეს მათი მომსახურება და იქ მოხდეს ნავთობპროდუქტების ჩატვირთვა და გადმოტვირთვა. აღსანიშნავია, რომ გადასაზიდი ნავთობი ბა-----–ი მიდის ,,ვი-------------------ისაგან’’ დამოუკიდებლად, რის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს უშუალოდ ექსპედიტორი ან ტვირთმფლობელი და არა კომპანია. ამავდროულად, საგულისხმოა, რომ უც-----------–------------–---–ი ,,ვი-------------------ი’’ წარმოადგენს ქ. ბა-----–ი ნავთობრეზერვუარების მესაკუთრეს, რომელსაც ასევე დადებული აქვს გრძელვადიანი აღნაგობის ხელშეკრულებები შპს ,,ბა--------------------------–თან’’. ამ ხელშეკრულებების შესაბამისად, ტე-------–- უწევს მომსახურებას ,,ვი-------------------ს’’ და ეს მომსახურება სხვა მომსახურებებთან ერთად მოიცავს გემებიდან და სხვა მცურავი საშუალებებიდან ვი-----ს კუთვნილ ნავთობრეზერვუარებში გადმოტვირთვას, ვი-----ს კუთვნილი ნავთობრეზერვუარებიდან სარკინიგზო ვაგონებსა და ავტოცისტერნებში ჩასხმას, ვაგონების გატარებას სს „სა---------–--------------ს“ კუთვნილ ლიანდაგამდე და პირიქით. შპს „ბა--------------------------–ის“ საკუთრებასა და/ან სარგებლობაშია ის ტექნიკური და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა, რომლებიც აუცილებელია ნავთობპროდუქტების გადასატანად, კერძოდ კი მილსადენები, საავტომობილო და სარკინიგზო ესტაკადები, ნავთობრეზერვუარები, სარკინიგზო ლიანდაგები და ლიანდაგის მისასვლელი ჩიხები, რომელთა გამოყენებთაც ხდება ბა--------------------------–ში სარკინიგზო ვაგონებით შესული ნავთობპროდუქტების ესტაკადის მეშვეობით ნავთობრეზერვუარებში ჩასხმა, მილსადენებისა და ნავმისადგომების გავლით ნავსადგურში მცურავ საშუალებებში გადატვირთვა და პირიქით. შესაბამისად, კომპანია ,,ვი-------------------ისათვის’’ მნიშვნელოვანია საქმიანობის გაფართოება სწორედ ამ გეოგრაფიულ რეგიონში და არა სხვა ნა--------ე-------–-ს მეშვეობით, რაც ცნობილია შპს ,,ბა--------------------------–ისათვის’’, რომელიც სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე აწესებს არაგონივრულ ფასებს ტვირთის გადაზიდვებთან დაკავშირებით.
6.16. უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე ეკონომიკაში, ისევე როგორც საქართველოს კანონმდებლობით, დომინირებული მდგომარეობის ქონა შესაბამის ბაზარზე არ არის უკანონობა. ,,კონკურენციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მიზნებისათვის დომინირებული მდგომარეობა შესაბამის ბაზარზე განიხილება ერთი და იგივე ბაზარზე მოქმედ ეკონომიკურ აგენტებს შორის, რაც ნებას აძლევს მათ იმოქმედონ სხვა კონკურენტი ეკონომიკური აგენტებისაგან, მიმწოდებლებისაგან, კლიენტებისა და საბოლოო მომხმარებლებისაგან დამოუკიდებლად და ამ მდგომარეობის გამო, არსებით გავლენას ახდენენ ბაზარზე საქონლის მიმოქცევის ზოგად პირობებზე და ზღუდავენ კონკურენციას. ,,კონკურენციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, მართალია დომინირებული მდგომარეობა არ არის კანონსაწინააღმდეგო და ნებისმიერი საწარმო უფლებამოსილია, იყოს კონკურენციაში მის კონკურენტებთან, თუმცა მათ აქვთ განსხვავებული პასუხისმგებლობა, რომ მათმა ქცევამ არ დააზიანოს კონკურენცია. ევროპის სასამართლოები ბევრ საქმეში ხაზს უსვამენ იმ საკითხს, რომ ბაზარზე, სადაც ეკონომიკურ აგენტები დომინირებულ მდგომარეობას ფლობენ, კონკურენციის პროცესის მიმართ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრიათ და ეს, თავის მხრივ, გულისხმობს იმ მდგომარეობას, რომ თავიანთი ქმედებით არ დაამახინჯონ კონკურენცია.
6.17. კანონის 6.1 მუხლის შესაბამისად, ერთი ან რამდენიმე (ჯგუფური დომინირების შემთხვევაში) ეკონომიკური აგენტის მიერ დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება დაუშვებელია. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებად შეიძლება ჩაითვალოს შემდეგი ქმედებები: ა) შესყიდვის ან გაყიდვის არასამართლიანი ფასების ან სხვა არასამართლიანი სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენა; ბ) წარმოების, ბაზრების ან ტექნოლოგიური განვითარების მომხმარებელთა ინტერესების საზიანოდ შეზღუდვა; გ) გარკვეული სავაჭრო პარტნიორებისთვის იდენტურ ტრანზაქციებზე დისკრიმინაციული პირობების დაწესება, რითაც ხდება მათი არაკონკურენტულ მდგომარეობაში ჩაყენება; დ) ხელშეკრულების წინაპირობად გარიგების იმგვარი პირობის დაწესება, რომელიც გარიგების მეორე მხარეს ისეთ დამატებით ვალდებულებას აკისრებს, რომელიც დაკავშირებული არ არის გარიგების საგანთან, და სხვა. მოხმობილი ნორმის თანახმად, დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების დასადგენად საჭიროა ორი კუმულაციური პირობა: 1) ეკონომიკური აგენტის დომინირებული მდგომარეობის არსებობა და 2) ამ მდგომარეობის ბოროტად გამოყენება ბაზარზე.
6.18. მოხმობილი ნორმის შესაბამისად, დომინირებულ ეკონომიკურ აგენტს თავისი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბერკეტი გააჩნია, რაც ვლინდება კანონის 6.2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში. ეკონომიკური აგენტის მიერ დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებად შესაძლოა შეფასდეს საქონლის/მომსახურების მიწოდებაზე დაუსაბუთებლად უარის გაცხადება. უნდა აღინიშნოს, რომ უარი არის „კონტრუქციული“ თუ: დომინანტი ეკონომიკური აგენტი ისეთ შეთავაზებას აკეთებს, რომელსაც იცის, რომ მომხმარებლები არ დათანხხმდებიან, ან როცა არაკანონიერად აჭიანურებს მიწოდებას. დომინანტ ეკონომიკურ აგენტებს ყოველთვის არ აქვთ მიწოდების ვალდებულება ყველა მიმწოდებელზე. თუმცა, ბაზარზე მათი დომინირებული მდგომარეობა ავალდებულებს მათ არ დაამახინჯონ კონკურენცია. მიწოდებაზე უარის გზით დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების აკრძალვა ძირითადად ეწინააღმდეგება საკუთრებისა და გარიგების დადების უფლებას, რომელიც განუსაზღვრავს ეკონომიკურ აგენტებს იმ უფლებას, რომ გარიგება დადონ ნებისმიერთან, ვისთანაც სურთ და გამოიყენონ თავიანთი საკუთრება სურვილისამებრ.
6.19. მიწოდებაზე უართან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრაქტიკის მოხმობა, კერძოდ:
- Istituto Chemioterapico Italiano S.p.A. and Comm--cial Solvents Corporation v Commission. (7/73.1974) საქმეზე კომისიამ დაადგინა, რომ Comm--cial Solvents Corporation-მა ბოროტად გამოიყენა თავისი დომინირებული მდგომარეობა ნედლეულის ბაზარზე. დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას ადასტურებდა: (1) Comm--cial Solvents Corporation იყენებდა მის დომინირებულ მდგომარეობას ნედლეულის ბაზარზე, რათა მოეხდინა კონკურენციაზე ზეგავლენა გადამამუშავებელ ბაზარზე; (2) Comm--cial Solvents Corporation-მა უარი თქვა არსებული მომხმარებლისთვის პროდუქციის მიწოდებაზე იმ მიზნით, რომ პერიფერიულ ბაზარზე მისი კონკურენტისთვის გაეწია კონკურენცია; (3) მიწოდებაზე უარმა წარმოშვა რისკი Zoja გაძევებულიყო პერიფერიული ბაზრიდან.
- Hugin Kassaregister AB and Hugin Cash Registers Ltd v Commission case - საქმეზე, კომისიამ დაადგინა, რომ Hugin-მა ბოროტად გამოიყენა თავისი დომინირებული მდგომარეობა, ვინაიდან უარი თქვა მიეწოდებინა თავის პროდუქციის სათადარიგო ნაწილები და მომსახურება.
- Oscar Bronner GmbH & Co. KG v Mediaprin tZeitungs-ის საქმეზე ევროპულმა სასამართლომ გამოიყენა ტესტი დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების განსაზღვრისთვის მიწოდებაზე უარის მხრივ. კერძოდ, CJEU-მ აღნიშნა, რომ შემდგომი ფაქტორები უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, რათა დადგინდეს დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება მიწოდებაზე უარით: (ა) პერიფერიულ ბაზარზე კონკურენცია უნდა იყოს აღმოფხვრილი მიწოდებაზე უარის გამო; (ბ) არ უნდა არსებობდეს მიწოდებაზე უარის ობიექტური გამართლება; (გ) სამომხმარებლო საქმიანობა შეუძლებელი უნდა იყოს დაშვებების გარეშე; (დ) არ არსებობს პოტენციური ან არსებული აქტივების ჩამნაცვლებელი.
- Microsoft Corporation v Commission-ის საქმეზე, ერთ-ერთ დარღვევად მიჩნეულ იქნა მიწოდებაზე უარი. კონკრეტულად, ამ საქმეში, Microsoft Corporation-მა შესაბამის ბაზარზე შესვლის შემდგომ, უარი განაცხადა ინტერფეისთან დაკავშირებული აუცილებელი ინფორმაცია მიეწოდებინა სხვა სერვერების მწარმოებლებისთვის, რაც ამ მწარმოებლებს უფლებას მისცემდა შეექმნათ სამუშაო სერვერი ოპერაციული სისტემებისთვის. კომისიამ ამ საქმეში დაადგინა, რომ Microsoft ფლობდა დომინირებულ მდგომარეობას ორ ბაზარზე - კომპიუტერული ოპერაციის სისტემებისა და სამუშაო სერვერების ოპერაციული სისტემების ბაზრებზე და ინტერფეისისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდებაზე უარით, ის ბოროტად იყენებდა თავის დომინირებულ მდგომარეობას.
- Football World Cup (IV/36.888/1998), (IV/36.888/1998) საქმეზე დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების განსასაზღვრად, ის ვარიანტიც კი იქნა გათვალისწინებული, როცა დომინირებულმა ეკონომიკურმა აგენტმა მისი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების პირობებშიც კი ვერ მიიღო რაიმე სახის უპირატესობა.
6.20. მოხმობილი სასამართლო პრაქტიკა სასამართლოს ეხმარება საკანონმდებლო ნორმების სწორი განმარტების გზით შეაფასოს შპს ,,ბა--------------------------–ის’’ მხრიდან მისი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების წინაპირობები. კონკრეტული სადავო საკითხის თავისებურებიდან გამომდინარე, საკითხის მხოლოდ სამართლებრივ ნორმებზე გადაწყვეტა მიზანშეუწონელია და მნიშვნელოვანია ევროკავშირის სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების საფუძველზე სასამართლომ შეძლოს კანონის მიზნისა და ჩანაწერის სწორი გაგება.
6.21. კონკრეტულ შემთხვევაში, შპს ,,ბა--------------------------–ი’’ ბოროტად იყენებს საბაზრო ძალაუფლებას, რაც მდგომარეობს მისი მხრიდან მომსახურების გაწევისათვის გაუმართლებელი ტარიფების დაწესებაში. სასამართლოსათვის მეტად საყურადღებოა ფაქტი, რომ შპს ,,ბა--------------------------–ს’’ ევალებოდა ხელშეკრულების დადება კომპანია ,,ვი-------------------თან’’, კერძოდ მხარეთა შორის გაფორმებული და სასამართლოს მიერ დამტკიცებული მორიგების აქტიდან წარმოშობილი ვალდებულების საფუძველზე, მხარეებმა დაივალდებულეს სამომავლოდ ურთიერთობის დარეგულირების მიზნით მიეღწიათ შეთანხმება, რაც არსებითად მოიაზრებს დამატებითი ხელშეკრულების დადების ვალდებულებას და რასაც ადასტურებს თუნდაც ის გარემოება, რომ 2015 წელს მორიგების აქტის გაფორმების შემდგომ ხელშეკრულების დადების მიზნით, მხარეთა შორის ინტენსიურად მიმდინარეობდა მოლაპარაკება, წერილობითი კომუნიკაციის გზით. საბოლოოდ შეთანხმდა კიდეც 29.12.2016 წლის ხელშეკრულების სახით ის არსებითი პირობები, რა ფარგლებშიც უნდა გაგრძელებულიყო სახელშეკრულებო ურთიერთობა, რასაც შპს ,,ბა--------------------------–ის’’ მხრიდან უარყოფის გამო არ მიეცა მბოჭავი ხასიათი. ამასთანავე, მორიგებით ნაკისრი ვალდებულების გარდა, შპს ,,ბა--------------------------–ს’’ სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება ევალება, კანონისმიერი საფუძვლითაც, კერძოდ იგი, როგორც რეგიონში დომინირებული მდგომარეობის მქონე ვალდებულია დადოს ხელშეკრულება მეწარმე სუბიექტებთან სამართლიანი ტარიფების დადგენის გზით, რაც ეფუძნება, როგორც ,,კონკურენციის შესახებ’’ საქართველოს კანონსა და სამოქალაქო კოდექსის 319.2 მუხლს, ასევე გამომდინარეობს ამავე კოდექსის 8.3 და 115-ე მუხლებიდან, რაც ავალდებულებს კერძო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეს კეთილსინდისიერებას და კრძალავს უფლების ბოროტად გამოყენებას. შესაბამისად, იმ ვითარებაშიც კი, თუ მხარეებს წინარე ეტაპზე არ ექნებოდა გამოვლენილი ნება და ნაკისრი ვალდებულება შეთანხმების მიღწევასთან მიმართებით შპს ,,ბა--------------------------–ს’’ ეკისრება კანონისმიერი ვალდებულება მოთხოვნის არსებობისას შევიდეს სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაგენტებთან და საბაზრო ძალაუფლების გამოყენების გზით არ დააწესოს შეუსაბამო ტარიფი.
6.22. სსკ-ის მე-9 მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო კანონები უზრუნველყოფენ საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლებას, თუ ამ თავისუფლების განხორციელება არ ხელყოფს მესამე პირთა უფლებებს. ამავე კოდექსის 10.3 მუხლის პირველი წინადადების თანახმად, უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონების იმპერატიული ნორმები. 8.3 მუხლის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. ხოლო, 115-ე მუხლის მიხედვით, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
6.23. უნდა განიმარტოს, რომ სსკ-ის 8.3 მუხლი დეკლარაციული ხასიათის არ არის და ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპის დარღვევა ზოგადად დამრღვევისათვის ვალდებულების დაკისრების მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს (იხ. სუსგ, 21.05.2012წ, საქმე Nას-221-213-2012). კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგის თავიდან აცილებაა, რითაც მიღწეულ უნდა იქნეს სამოქალაქო ურთიერთობის სტაბილურობა და სიმყარე (იხ. სუსგ. 24.05.2011წ, საქმე Nას-23-18-2011). ამასთანავე, უფლების ბოროტად გამოყენების 115-ე მუხლით მოწესრიგებული შემადგენლობა 8.3 მუხლით გათვალისწინებული კეთილსინდისიერების პრინციპის დაკონკრეტებაა, რომელიც კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს ავალდებულებს, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კეთილსინდისიერების პრინციპი ვლინდება ურთიერთობის მონაწილე ,,სუბიექტის მიერ სხვა პირის ინტერესების გათვალისწინების ვალდებულებაში იმ მოცულობით, რომელიც არ იწვევს თავად მისი ინტერესების არათანაზომიერ შეზღუდვას’’. სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად, ხელშეკრულების თავისუფლება სახელშეკრულებო სამართლიანობის ფარგლებში მოქმედებს და სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებმა სამოქალაქო უფლებები კეთილსინდისიერად უნდა განახორციელონ (იხ. სუსგ, 13.02.2007წ., საქმე Nას-505-889-06). კერძო ავტონომიის შეზღუდვა გამოიხატება ასევე სამოქალაქო უფლებების კეთილსინდისიერად განხორციელების ვალდებულების დაკისრებასა (8.3 მუხლი) და უფლების ბოროტად გამოყენების დაუშვებლობაში (10.3 მუხლი). ორივე შემთხვევაში ამ შეზღუდვის მიზანი არის სხვათა თავისუფლების დაცვა. უფლების ბოროტად გამოყენების აკრძალვის მიზანს სამოქალაქო კოდექსი აღწევს, ერთი მხრივ, იმპერატიული ნორმების დაწესებით, რომლებიც ბათილად მიიჩნევენ უფლების ბოროტად გამოყენებას, ხოლო, მეორე მხრივ, შიკანის აკრძალვით (115-ე მუხლი). 8.3 მუხლის შესაბამისად კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეები ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლება-მოვალეობები, რაც ,,ინდივიდის თავისუფლების ერთგვარი შეზღუდვაა’’. თავის მხრივ, 115-ე მუხლი კერძოსამართლებრივი ურთიერთობის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპის ,,კეთილსინდისიერების პრინციპის’’ გამოხმაურებაა.
6.24. სასამართლო განმარტავს, რომ შპს ,,ბა--------------------------–ის’’ ვალდებულება გარდა ,,კონკურენციის შესახებ’’ საქართველოს კანონისა, წარმოიშობა ასევე სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმების საფუძველზე და იმ შემთხვევაშიც, თუ არ დადასტურდებოდა სუბიექტის დომინანტური მდგომარეობა, აღნიშნული ვერ გაამართლებდა ტე-------–-ს უარს ხელშეკრულების შეთავაზებული პირობებით დადებასთან მიმართებით. დაუშვებელია, შპს ,,ბა--------------------------–ი’’, როგორც კონკრეტულ რეგიონში საბაზრო ძალაუფლების მქონე სუბიექტი, უფლებას ბოროტად იყენებდეს და კეთილსინდისიერების პრინციპის საწინააღმდეგოდ კონტრაგენტისათვის აწესებდეს იმგვარი პირობებს, რაც არ შეესაბამება ობიექტურ გარემოებებს და მნიშვნელოვნად აღემატება გასაწევი მომსახურების რეალურ ღირებულებას. გარემოება, რომ შპს ,,ბა--------------------------–ის’’ მხრიდან კომპანია ,,ვი-------------------ისათვის’’ ხორციელდებოდა სხვადასხვა პირობით ხელშეკრულების დადების შეთავაზება, ვერ წარმოშობს ტე-------–-ს კეთილსინდისიერად მიჩნევის საფუძველს, რამეთუ რეალურად მოპასუხეს არ შეუთავაზებია კომპანია ,,ვი-------------------ისათვის’’ ობიექტური გარემოებებით ნაკარნახევი სამართლიანი ტარიფი, რაც მისაღები იქნებოდა სამეწარმეო საქმიანობის თავისებურებიდან გამომდინარე და ამავდროულად გონივრული და ადეკვატური იქნებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების ღირებულებისათვის. დაუშვებელია მხარე ითხოვდეს იმ ოდენობის ტარიფის დაწესებას, რის საპირწონე მომსახურებასაც არ სწევს და ამგვარად უსაფუძვლოდ მდიდრდებოდეს. ამასთანავე გაუმართლებელია შეუსაბამო ტარიფის დაწესებით ბაზრიდან იდევნებოდეს სხვა სუბიექტები, რაც უარყოფითი გავლენის მომხდენია კონკურენციის თვალსაზრისით და პირდაპირ კავშირშია საბოლოო მომხმარებლის ინტერესებთან მიმართებითაც, რამეთუ იმ ვითარებაში, თუ არ იქნება უზრუნველყოფილი კონკურენტული გარემო, ამით უპირველესად ზარალდება მომხმარებელი, რის გამოც არსებულ ვითარებაში გამართლებულია სასამართლოს ჩარევა კერძო სამართლებრივ ურთიერთობაში და მხარეთა შორის არსებული სადავო ურთიერთობის ოპტიმალური წესით დარეგულირება. ამასთანავე, სასამართლო გადაწყვეტილების ფარგლებში მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ კომპანია ,,ვი-------------------ის’’ მოთხოვნა კონტრაჰირების იძულების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს წარმოდგენილი სახით, რამეთუ დავის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში, სასამართლომ კომპლექსურად შეაფასა მხარეთა შორის არსებული ხანგრძლივი ურთიერთობა და ის წინარე ეტაპები, რამაც წარმოშვა კონკრეტული დავა. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ მხარეებმა კონსესუს მრავალი მცდელობის, მათ შორის სასამართლო დავის მიუხედავად ვერ მიაღწიეს, რასაც ადასტურებს, როგორც მიწერილობები, ასევე ხელშეკრულების პროექტები და სასამართლო განჩინებები. კერძოდ, მიუხედავად არაერთი მცდელობისა მხარეებმა ვერ უზრუნველყოს მათი ინტერესების დაახლოება, რის გამოც სასამართლო შექმნილი დავის საუკეთესო გადაჭრის გზად მიიჩნევს ხელშეკრულების წარმოდგენილი პირობებით დადებას. ამასთანავე, ხელშეკრულების პირობებთან მიმართებით უნდა განიმარტოს, რომ მოპასუხეს წარმოდგენილი შესაგებლის ფარგლებში კვალიფიციური შედავება ხელშეკრულების კონკრეტულ დანაწესის უსამართლობასთან მიმართებით არ წარმოუდგენია. მართალია მოპასუხის მიერ განვითარებულია ვრცელი შედავება სარჩელის უსაფუძვლობასთან კავშირში, თუმცა მხარის მიერ არ არის სადავოდ გამხდარი უმთავრესი, ხელშეკრულებით მოთხოვნილი კონკრეტული პირობების მისთვის მიუღებლობა, რაც მხოლოდ სსკ-ის 319-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე აპელირებით ვერ გაბათილდებოდა. მით უფრო იმ ვითარებაში, როდესაც კონკრეტული სარჩელით მოთხოვნილი იყო არა მხოლოდ კონტრაჰირების იძულება, არამედ კონკრეტული ხელშეკრულების დადების დავალდებულება, რაც თავის მხრივ აერთიანებს იმ სახელშეკრულებო დათქმებს, რაც წარმოადგენს სარჩელის ძირითად ბირთვს, რისი შეუდავებლობაც, აპრიორი იმ პირობებში, როდესაც სასამართლო დასაბუთებულად მიიჩნევს მოთხოვნას კონტრაჰირების იძულებასთან მიმართებით, წარმოშობს წარმოდგენილი პირობებით სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას.
6.25. მოცემული დავის ფარგლებში გაერთიანებულია ორი დამოუკიდებელი სარჩელი, რომლებიც თავის მხრივ ეფუძნებიან დამოუკიდებელ სამართლებრივ საფუძვლებს. უც-----------–------------–---– ,,ვი-------------------ის’’ პირველი სასარჩელო მოთხოვნის შეფასების შემდგომ სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს შპს ,,ბა--------------------------–ის’’ შეგებებული სარჩელის სამართლებრივ შეფასებას, რის შემდგომაც სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს მიუღებელ შემოსავალთან დაკავშირებით ორივე საწარმოს მიერ წარმოდგენილ მოთხოვნებს.
6.26. უნდა აღინიშნოს, რომ ხელშეკრულება იურიდიული ფაქტია, რომელიც იწვევს ვალდებულებას, ვალდებულება კი სამართლებრივი ურთიერთობაა, რომელიც წარმოიშობა არა მხოლოდ ხელშეკრულებიდან, არამედ სხვა საფუძვლებიდანაც, ანუ როგორც უკვე აღინიშნა, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ დამოუკიდებელ საფუძველს წარმოადგენს - ორი ან მეტი პირის შეთანხმება (ხელშეკრულება), რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას და იწვევს მხარეთა უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას (316-317 მუხლები).
6.27. კონკრეტულ შემთხვევაში უდავოა, რომ მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში შპს ,,ბა--------------------------–ი’’ უწევდა სხვადასხვა ტიპის მომსახურებას ,,ვი-------------------ს’’, რის ანაზღაურებასაც კომპანია ახორციელებდა ეტაპობრივად.
6.28. სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს. აღნიშნული ნორმის დანაწესის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთისინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამდენად, ყოველი შესრულება უნდა შეესაბამებოდეს მოცემულ მუხლში მოყვანილ პირობებს. ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის მიზნებისათვის მნიშვნელოვანია იმ პირობების დაცვა, რაც ვალდებულების შესრულებას უზრუნველყოფს და შესაბამისად, ვალდებულების შეუსრულებლობას გამორიცხავს. სწორედ ეს ნორმა განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა შესრულდეს ვალდებულება, ისე, რომ არ მოხდეს ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის რღვევა და აწესებს ვალდებულების შესრულების ისეთ სტანდარტს, რომლითაც დაცულია არა მხოლოდ ვალდებულების შესრულება, არამედ მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერი მოპყრობა. ყოველი მოქმედება არ იწვევს ვალდებულების შესრულებას და შესაბამისად ვალდებულების შესრულების სამართლებრივი შედეგის დადგომას (სკ-ს 427-ე მუხლი). ვალდებულების შესრულება ნიშნავს იმ მოქმედების შესრულებას (ან მოქმედებისაგან თავის შეკავებას), რომლის მოთხოვნის უფლებაც კრედიტორს აქვს. სწორედ ასეთი მოქმედება წარმოადგენს ვალდებულების ობიექტს.
6.29. დღეის მდგომარეობით, კომპანია ,,ვი-------------------ის’’ მიერ სრულად არ არის ანაზღაურებული მიღებული მომსახურების საფასური, მისი მხრიდან არაჯეროვნად არის შესრულებული სახელშეკრულებო ვალდებულებები, რის გამოც სხვადასხვა ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ეკისრება დავალიანება. ამასთანავე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დავალიანების არსებობის ნაწილში კომპანია ,,ვი-------------------ი’’ სარჩელს მეტწილად ცნობს, სასამართლო ფართო მსჯელობის განვითარებას აღნიშნულ ნაწილში მიზანშეუწონლად მიიჩნევს, ზოგადად დავის მოცულობისა და სირთულის გათვალისწინებით. კერძოდ ,,ვი-------------------ი’’ სარჩელს ცნობს: ა) მუქი ნავთობპროდუქტების გადატვირთვის მომსახურებასთან მიმართებით მოთხოვნილი 1------- ლარის; ბ) ნათელი ნავთობპროდუქტების გადატვირთვის მომსახურებასთან მიმართებით 948 767.76 ლარის; გ) ელექტრონულ პროგრამა ,,Pe-------------l’’-ის მეშვეობით დაცულ ქსელში ჩართვის შესახებ 29.11.2016წ. N2---- ხელშეკრულებისა და 16.01.2018წ. N- ხელშეკრულების საფუძველზე ძირითად დავალიანების 6 638.06 ლარის; დ) საწყობში მიბარების საზღაურის - 48 715.81 ლარის და ე) დემერეჯების ანაზღაურების - 119 045.31--–– დოლარის ნაწილში. შესაბამისად, სარჩელის ცნობა (ვალდებულების აღიარება), როგორც შეუქცევადი სამართლებრივი შედეგი, წარმოადგენს შპს ,,ბა--------------------------–ის’’ მიმართ აღიარებული მოთხოვნის ფარგლებში პასუხისმგებლობის დაკისრების საკმარის საფუძველს (სსსკ-ის მე-3, 208-ე მუხლები).
6.30. კომპანია ,,ვი-------------------მა’’ სადავოდ გახადა შპს ,,ბა--------------------------–ის’’ მოთხოვნა ნათელი ნავთობპროდუქტების გადაზიდვის მომსახურების სატარიფო განაკვეთის ნაწილთან მიმართებით და ელექტრონულ პროგრამა ,,Pe-------------l’’-ის საფუძველზე მოთხოვნილი პირგასამტეხლო.
6.31. ნათელი ნავთობპროდუქტების გადაზიდვასთან მიმართებით უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველია - ნარდობის ხელშეკრულება, რომლის სამართლებრივ რეგულირებასაც ეძღვნება სსკ-ის 629-ე მუხლი, კერძოდ ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. 630-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ნარდობის ხელშეკრულებაში ანაზღაურება უსიტყვოდაც ითვლება შეთანხმებულად, თუ გარემოებების მიხედვით ნარდობა მხოლოდ ანაზღაურებითაა მოსალოდნელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ანაზღაურების ოდენობა შეთანხმებული არ არის, ტარიფის არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სატარიფო განაკვეთი, ხოლო, თუ ტარიფები არ არსებობს, მაშინ - ჩვეულებრივი ანაზღაურება.
6.32. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება სატარიფო განაკვეთთან მიმართებით, ამდენად, გაწეული მომსახურების საზღაური უნდა განისაზღვროს მხარეთა შეთანხმების შესაბამისად (7.1 და 7.7--–– დოლარის ოდენობით), რაც ვერ იქნება უგულებელყოფილი ტე-------–-ს მიერ ცალმხრივად გაზრდილი ტარიფების საფუძველზე. კონკრეტულ შემთხვევაში არ დასტურდება მხარეთა ორმხრივი შეთანხმების არსებობა 7----–– დოლართან, 7----–– დოლართან და 8-- აშშ დოლართან მიმართებით, რაც გამორიცხავს კონკრეტული მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების შესაძლებლობას. სასამართლო სადავო შემთხვევაში, ნათელი ნავთობპროდუქტების გადასაზიდად გაწეული მომსახურების სამართლიან ღირებულებად მიიჩნევს 948 767.76 ლარს, რომელიც შეესაბამება მოპასუხის მიერ აქცეპტირებულ ტარიფს, ნაცვლად 1 108 426.07 ლარისა, რაც რეალურად მოთხოვნის ავტორს გამოთვლილი აქვს მის მიერ ცალმხრივად შეთავაზებული პირობის საფუძველზე.
6.33. რაც შეეხება, სარჩელს პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში, სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: მოქმედი სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება კერძო სამართლებრივი ურთიერთობის ფუძემდებლურ - ,,pacta sunt servanda-ს’’ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. კანონი ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო. ამიტომ, შესრულებისათვის დადგენილ დროში მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა უკვე ვალდებულების დარღვევაა, რაც მოსარჩელეს წერილობითი შეთანხმების არსებობისას ანიჭებს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.
6.34. ამასთან, კანონმდებელი პირგასამტეხლოსთან მიმართებით ადგენს იმპერატიულ წესს, რომელიც მისი დაკისრებისათვის მოითხოვს მხარეთა ცალსახა შეთანხმების არსებობას კონკრეტულ ვალდებულებით-სამართლებრივ მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებასთან მიმართებით, რაც თავის თავში მოიცავს მათ, შორის პირგასამტეხლოს ოდენობის მკაფიოდ განსაზღვრის ვალდებულებას, კერძოდ სსკ-ს 417-ე მუხლის შესაბამისად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
6.35. სადავო შემთხვევაში, ,,Pe-------------l’’-ის პროგრამის ფარგლებში დადებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე შპს ,,ბა--------------------------–ი’’ ითხოვს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებას - ჯამში 1327.61 ლარის ოდენობით (29.122016წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 1021.06 ლარი და 16.01.2018 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 306.65 ლარი). მითითებულ მოთხოვნასთან მიმართებით ტე-------–- წარმოდგენილი აქვს პირგასამტეხლოს გაანგარიშების ცხრილი, თუმცა კონკრეტული დოკუმენტით არ დგინდება მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შესაბამისობა სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. მართალია უც-----------–------------–---–ი ,,ვი-------------------ის’’ მიერ დარღვეულია თანხის შეთანხმებულ ვადაში გადახდის ვალდებულება, რაც სახელშეკრულებო დათქმის შესაბამისად აპრიორი წარმოშობს პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს, თუმცა აღნიშნული არ ანიჭებს კრედიტორს ნებისმიერი ოდენობით პირგასამატეხლოს მოთხოვნის უფლებას და იგი საფუძვლიანია მხოლოდ დარღვევის შესაბამისად შეთანხმებული ოდენობის ფარგლებში. სადავო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ფულის არადროულად გადახდისათვის, განისაზღვრა პირგასამტეხლო (საურავი), რომელიც დაცული ქსელის მონაწილეს უნდა გადაეხადა გადაუხდელი თანხის 0.5%-ის ოდენობით გადაცილების თითოეული დღისათვის, მაგრამ არაუმეტეს შეთანხმებული ფასის 20%-ის ოდენობით. ამდენად, პირგასამტეხლოს მოცულობა, ხელშეკრულების შესაბამისად დამოკიდებულია, მომსახურების მიმღების მიერ საფასურის გადახდის ვალდებულების ვადაგადაცილებაზე, შესაბამისად, შპს ,,ბა--------------------------–ს’’ ევალებოდა მოთხოვნის ოდენობის განსაზღვრისათვის წარმოედგინა შესაბამის მტკიცებულება, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა, წინააღმდეგ შემთხვევაში, რამდენადაც საუბარია მზარდ ფულად ვალდებულებაზე, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ვალდებულებით-სამართლებრივ საშუალებაზე, მნიშვნელოვანია მისი ოდენობა იყოს აღქმადი, ცალსახა და ესადაგებოდეს მხარეთა შეთანხმებას. ამდენად, სასამართლო პირგასამტეხლოს ოდენობის დაუდგენლობის საფუძვლით მიზანშეუწონლად მიიჩნევს მის დაკმაყოფილებას.
6.36. და ბოლოს, ორივე მხარე მათ მიერ წარმოდგენილი სარჩელებით მოითხოვენ ვალდებულებათა დარღვევის საფუძვლით მიუღებელი შემოსავლის სახით განცდილი ზიანის ანაზღაურებას. ამ ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილების, ანუ, სარჩელის საფუძვლიანობისა და დასაბუთებულობის შეფასებისათვის, ყურადღება უნდა გამახვილდეს სსკ-ის შემდეგ ნორმებზე:
- 394.1-ე მუხლი: მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
- 408.1-ე მუხლი: იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
- 411-ე მუხლი: ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო;
- 412-ე მუხლი: ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
6.37. მიუღებელ შემოსავალის სახით განცდილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებითი ზიანი მიაყენა კრედიტორს. ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო და რაც მთავარია ანაზღაურდება მხოლოდ მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანი. უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით, ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ. სუსგ №ას-307-291-2011, 24 ოქტომბერი, 2011 წელი; სუსგ №ას-899-845-2012, 22 ნოემბერი, 2012 წელი).
6.38. ჩვენს შემთხვევაში, საწარმოები განსხვავებულ ფაქტობრივ საფუძვლებს უსადაგებენ მიუღებელ შემოსავალთან მიმართებით არსებულ მოთხოვნას. კერძოდ, კომპანია ,,ვი-------------------ი’’ მოთხოვნის საფუძვლად უთითებს მისი ჩვეული სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების შეუძლებლობას, რაც ლოგიკურია ზედმეტი მტკიცების გარეშე წარმოშობს ვარაუდს მოთხოვნილი ოდენობით შემოსავლის მიღებასთან მიმართებით. კერძოდ, მოსარჩელემ უზრუნველყო მითითებული ფაქტებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე შეექმნა სასამართლოს რწმენა ამგვარი შემოსავლის უტყუარობასთან დაკავშირებით, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია, ხოლო რაც შეეხება, შეგებებული სარჩელის ავტორს, მან მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძვლად მიუთითა იმგვარი გარემოება, რაც რეალურად არ წარმოადგენს მის სამეწარმეო საქმიანობას, შესაბამისად მას ევალებოდა მტკიცების მაღალი სტანდარტით ედასტურებინა მიღებული თანხის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსება და ამგვარად შემოსავლის მიღების უტყუარობა. საქმის მასალებით არ დგინდება, რომ ტე-------–-ს ზოგად პრაქტიკას წარმოადგენს თანხის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსება, რაც გამორიცხავს ხელშეკრულების დამრღვევი მხარის პასუხისმგებლობას აანაზღაუროს დაუდასტურებელი ზიანი, თანახმად სსკ-ს 412-ე მუხლის დანაწესისა.
6.39. გარდა აღნიშნულისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ მხარის მიერ კონკრეტული მოთხოვნა ჩამოყალიბებულია ორ ნაწილად, რომელთაგან ერთი მოიცავს განსაზღვრული ოდენობით ზიანს, ხოლო მეორე ნაწილი ეხება სამომავლო არა-ზუსტად გამოსახულ ზიანს, რასაც მხარე უკავშირებს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთს. მართალია მოთხოვნის ავტორი ზიანის გამოთვლის კონკრეტულ მეთოდს სთავაზობს სასამართლოს, თუმცა პროცესით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ მოწინააღმდეგე მხარისათვის ნათელი იყოს მოთხოვნა და შესაბამისად შესაძლებელი იყოს სათანადო შედავების განხორციელება, მხარეს ევალება ფულადი მოთხოვნა განსაზღვროს კონკრეტული ოდენობით, ან თუ საქმე ეხება მზარდ ფულად ვალდებულებას, მოთხოვნა ჩამოყალიბდეს სულ მცირე იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს სამომავლოდ მისი ოდენობის განსაზღვრა დროსთან შესაბამისობაში. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს შპს ,,ბა--------------------------–ის’’ მტკიცებას მიუღებელი შემოსავლის არსებობასთან მიმართებით, რამეთუ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში, სარჩელი არ შეიცავს საკმარის ფაქტობრივ დასაბუთებას.
6.40. შეჯამების სახით უნდა განიმარტოს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. (სუსგ, საქმე Nას-589-589-2018, 06.07.2018წ.)
7. საპროცესო ხარჯები.
7.1. სსსკ-ის 55-ე მუხლით გათვალისწინებული ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ ანგარიშსწორების წინაპირობა არ არსებობს, რის გამოც საპროცესო ხარჯი უნდა გადაწყდეს იმავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. ამდენად, თუ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, მაშინ ამ ხარჯების გადახდა იმ ოდენობით, რაც მოსარჩელემ შეიტანა სახელმწიფო ბაჟის სახით, დაეკისრება მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, გათავისუფლებულია თუ არა იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
7.2. სსსკ-ს 49.2 მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
7.3. ჩვენს შემთხვევაში, თავდაპირველი სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, რის გამოც მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელსა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება. რაც შეეხება, შეგებებულ სარჩელს იგი დაკმაყოფილდა მოთხოვნათა 87.70% ნაწილში, რაც მოპასუხემ ცნო სრულად, შესაბამისად, შეგებებული სარჩელის ავტორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 4385 ლარი, ხოლო დაუკმაყოფილებელი მოთხოვნის შესაბამისად გადახდილი 615 ლარი არ ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაბრუნებას.
7.4. სსსკ-ს 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე, აგრეთვე საჩივარზე – თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია შეადგენს – 50 ლარს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 29.12.2016 წლის N2/6/623 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის ის ნაწილი, რომლითაც იურიდიულ პირებს, განსხვავებით ფიზიკური პირებისაგან უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის ავალებდა სახელმწიფო ბაჟის სახით 150 ლარის გადახდას. სსსკ-ს 7.2 მუხლის თანახმად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი ნორმაც არ არსებობს, სასამართლო ემყარება სამოქალაქო საპროცესო სამართლის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია). რამდენადაც ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემდგომ არ არსებობს კონკრეტული სამართლებრივი წესრიგის განმსაზღვრელი დანაწესი, იურიდიული პირების მიერ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნისათვის გადახდილი უნდა იქნეს 50 ლარი, მსგავსად ფიზიკური პირებისა, რის გამოც შეგებებული სარჩელის ავტორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს, მის მიერ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით.
7.7. შეგებებული სარჩელით ასევე მოთხოვნილია წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება, თუმცა სარჩელის ფარგლებში არ არის მითითებული მისი ოდენობა და არც დავის განხილვის შემდგომ ეტაპზე არის დაზუსტებული აღნიშნული. საგულისხმოა ასევე ის გარემოება, რომ შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ არ არის წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ამგვარი ხარჯის გაწევის ფაქტს. ამასთან, სასამართლო კონკრეტული დავის სირთულიდან გამომდინარე, განმარტავს, რომ სავარაუდოა ამგვარი ხარჯის გაღება, თუმცა იმ პირობებში, როდესაც ფაქტის სახითაც არ არის მითითებული ამ ხარჯის ოდენობა, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას დააკისროს მოპასუხეს მისი ანაზღაურების ვალდებულება. ასევე, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილებულია მხოლოდ მოპასუხის მიერ ცნობის ნაწილში, რაც ამ მხრივაც უსაფუძვლოს ხდის მოთხოვნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურებასთან მიმართებით, რამეთუ მოპასუხეს დაკმაყოფილებული მოთხოვნის ნაწილი სადავოდ არ გაუხდია, შესაბამისად მხარის კეთილსინდისიერებიდან გამომდინარე გაუმართლებელია ამ ხარჯის მისთვის დაკისრება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინებით, ,,ვი-------------------------------------K’’-ის (უც-----------–------------–---–ი) წარმომადგენლის იმ----------–---ს განცხადება სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა და დავის საბოლოო გადაწყვეტამდე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით:
- ყადაღა დაედო შპს ,,ბა--------------------------–ის“ (ს/ნ 2--------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მიწის ნაკვეთს, მდებარე - ქ. ბა------, მა------------------- (ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 299 112.00 კვ.მ.) და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობასა და სხვა ფართს (ს/კ 0-----------);
- დაევალა შპს ,,ბა--------------------------–ს’’ (ს/ნ 2--------) შეასრულოს ,,კონკურენციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნები, არ გამოიყენოს დომინანტური მდგომარეობა ბოროტად და არ განახორციელოს კონკურენციის შემზღუდველი ქმედებები ,,ვი-------------------------------------K-ის’’ (უც-----------–------------–---–ი) (ს/ნ 4--------) მიმართ, არ შეწყვიტოს მასთან არსებული ხელშეკრულებები;
- დაევალოს შპს ,,ბა--------------------------–ს’’ (ს/ნ 2--------) მხარეთა შორის არსებული ფინანსური ურთიერთობის მიუხედავად უზრუნველყოს ,,ვი-------------------------------------K-ის’’ (უც-----------–------------–---–ი) მოთხოვნის შესაბამისად: ა. ბ-------- პორტში შემოსული გემებიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადატვირთვა შპს ,,ბა--------------------------–ის“ კუთვნილ რეზერვუარებში და შენახვა, შემდგომი გადატვირთვა ვაგონცისტერნებში და მათი ტრანსპორტირების უზრუნველყოფა სს ,,სა---------–--------------ს“ კუთვნილ ლიანდაგამდე ან/და ავტოცისტერნებში და მათი ნა--------ე-------–-ს ტერიტორიიდან გაყვანის უზრუნველყოფა; ბ. სს ,,სა---------–--------------ს“ კუთვნილ ლიანდაგიდან ვაგონცისტერნების ტრანსპორტირება ტე-------–-ს ესტაკადამდე, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადატვირთვა და შენახვა შპს ,,ბა--------------------------–ის“ კუთვნილ რეზერვუარებში და მათი გადატვირთვა ბ-------- პორტში შემოსულ გემებში;
გ. (ა) და (ბ) ქვეპუნქტებში მითითებული ოპერაციების საფასურად გამოიყენოს სხვა კლიენტებისთვის ანალოგიურ მომსახურების ოპერაციებზე დაწესებული მინიმალური ტარიფ(ებ)ი; დ. განახორციელოს ყველა ქმედება, რაც საჭიროა (ა) და (ბ) ქვეპუნქტებში მითითებული ოპერაციების შესასრულებლად;
8.2. 21.03.2018წ. განჩინებით, შპს ,,ბა--------------------------–ის’’ განცხადება შეგებებული სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ვი-------------------ს (უც-----------–------------–---–ი) (ს/ნ 4--------) აეკრძალა მისი კუთვნილი - ქ. ბა-----–ი, ვ---–--------------ში (ბ-------- ნავთობაზა) მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდი №0----------- მდებარე 7 (შვიდ) ნავთობრეზერვუარის (8 400 მ3 მოცულობით) და ერთი ტექნიკური წყლის რეზერვუარის (მოცულობით 2 000 მ3.) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
8.3. სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის განჩინებით შეიცვალა უზრუნველყოფის საგანი, კერძოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 9 დეკემბრის (№1---------) განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო შპს ,,ბა--------------------------–ის’’ (ს/ნ 2--------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მიწის ნაკვეთს, მდებარე - ქ. ბა------, მა------------------- (ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 299 112.00 კვ.მ.) და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობასა და სხვა ფართს (ს/კ 0-----------) - შეიცვალა და მის ნაცვლად - ყადაღა დაედო შპს ,,ბა--------------------------–ის’’ (ს/ნ 2--------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე - ქ. ბა------, ვ---–----------------–-----------–--------- (ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 67705 კვ.მ.), შენობა-ნაგებობები (217.30 კვ.მ.), სხვა ფართი: რეზერვუარები (8172.5 კვ.მ.) (ს/კ 0-----------).
8.4. სსსკ-ის 1991-ე მუხლით რეგულირებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილებით განსაზღვრული შედეგის შესაბამისად - გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ბედი და დადგენილია, რომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისას სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. შესაბამისად, გადაწყვეტილებით დამდგარი შედეგის გათვალისწინებით, არ არსებობს ამ საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. უც-----------–------------–---–ი - ,,ვი-------------------------------------K’’-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. შპს ,,ბა--------------------------–სა’’ და უც-----------–------------–---–ი - ,,ვი-------------------------------------K’’-ს შორის დადებულად ჩაითვალოს 17.11.2017წ. წარმოდგენილი ხელშეკრულება, დანართი №1-ისა და №2-ის გათვალისწინებით.
3. შპს ,,ბა--------------------------–ს’’ უც-----------–------------–---–ი - ,,ვი-------------------------------------K“-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 2 038 361.58 აშშ დოლარი მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის.
4. შპს ,,ბა--------------------------–ს’’ უც-----------–------------–---–ი - „ვი---------------------------------------K“-ის სასარგებლოდ დაეკისროს ყოველთვიურად, მიუღებელი შემოსავლის სახით 280 000 აშშ დოლარის გადახდა (01.12.2016 წლიდან).
5. უც-----------–------------–---–ი - ,,ვი-------------------------------------K“-ის სასარგებლოდ შპს ,,ბა--------------------------–ს’’ გადახდეს 5000 ლარი სარჩელის აღძვრისას და 150 ლარი სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
6. შპს ,,ბა--------------------------–ის’’ შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
7. უც-----------–------------–---–ი - ,,ვი-------------------------------------K’’-ს შპს ,,ბა--------------------------–ის’’ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს:
7.1. მუქი ნავთობპროდუქტების გადატვირთვის მომსახურების საფასურის ანაზღაურება 1 601.14 ლარის ოდენობით;
7.2. ნათელი ნავთობპროდუქტების გადატვირთვის მომსახურების საფასურის ანაზღაურება 948 767.76 ლარის ოდენობით;
7.3. მომსახურების ღირებულების ანაზღაურება ელექტრონულ პროგრამა ,,Pe-------------l’’-ის მეშვეობით დაცულ ქსელში ჩართვის შესახებ 29.11.2016წ. №2---- ხელშეკრულებისა და 16.01.2018წ. №- ხელშეკრულების საფუძველზე 6 638.06 ლარის ოდენობით;
7.4. საწყობში მიბარების საზღაურის ანაზღაურება 48 715.81 ლარის ოდენობით;
7.5. შპს ,,ბა--------------------------–ის’’ მიერ უც-----------–------------–---–ი - ,,ვი-------------------------------------K’’-ის სახელით გადახდილი დემერეჯების ანაზღაურება 119 045.31--–– დოლარის ოდენობით;
8. შპს ,,ბა--------------------------–ის’’ სასარგებლოდ უც-----------–------------–---–ი - ,,ვი-------------------------------------K’’-ს გადასახდელად დაეკისროს 50 ლარი სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების სანაცვლოდ.
9. შპს „ბა--------------------------–ს’’ (ს/კ 2--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს:
- 16.03.2018წ. №-9---- საგადახდო დავალებით, სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 4385 ლარი (გადახდილია 5000 ლარი) (გადამხდელის ბანკი - სს „ხა-–--------------------–ო’’; ანგარიში/სახაზინო კოდი - 300 773 150; მიმღების ბანკი - ხაზინა; ბანკის კოდი TRESGE22).
- 16.03.2018წ. №-4 საგადახდო დავალებით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 100 ლარი (გადახდილია 150 ლარი) (გადამხდელის ბანკი - სს ,,ხა-–--------------------–ო’’; ანგარიში/სახაზინო კოდი - 300 773 150; მიმღების ბანკი - ხაზინა; ბანკის კოდი TRESGE22).
10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
11. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლევან მიქაბერიძე