გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 22.05.2019
საქმის ნომერი
090310018002777266
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
22.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №(3/29–2018) 090310018002777266

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22 მაისი, 2019 წელი ქ. ამბროლაური

შესავალი ნაწილი

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - ლეილა გურგუჩიანი

სხდომის მდივანი - იამზე მურუსიძე

მოსარჩელე –ნოდარი მიქაუტაძე

წარმომადგენელი – ბელა ბერაძე

მოპასუხე – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მოპასუხე – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისი

წარმომადგენელი – ომარ ხიდურელი

მესამე პირი – იური ხაჭაპურიძე

წარმომადგენელი – ლევან ხაჭაპურიძე

მესამე პირი – გოჩა მაცაბერიძე

წარმომადგენელი – ანა კოტეტიშვილი

მესამე პირი – ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი – სოფიო სხირტლაძე, მარინა კაცაძე

დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა და გაბათილებული აქტების ნაცვლად ახალი ინდივიდუალურ–ადმინისტრაციული აქტების გამოცემა

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა ბათილად იქნეს ცნობილი 1.საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 ნოემბრის N892018766389–19 გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. 2.საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 4 დეკემბრის N496114 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ. 3.საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 22 ოქტომბრის N882014562655 –03 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, რომლითაც უძრავი ქონება დარეგისტრირდა იური ხაჭაპურიძის სახელზე. . 4.საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 09 მარტის N882016368597 –18 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ რომლითაც უძრავი ქონება დარეგისტრირდა იური ხაჭაპურიძის სახელზე. 5.საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 4 მაისის N892018380693 – 03 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, რომლითაც უძრავი ქონება დარეგისტრდა გოჩა მაცაბერიძის სახელზე. 6.საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 7 მაისის N892018381802 –03 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, რომლითაც უძრავი ქონება დარეგისტრირდა გოჩა მაცაბერიძის სახელზე. 7. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 17 დეკემბრის N513784 გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. 9.გაბათილებული აქტების სანაცვლოდ კი საქმის მასალების სრულფასოვანი შემოწმებისა და გამოკვლევის შემდეგ მოხდეს ახალი ადმინისტრაციული აქტების გამოცემა, რომლის მიხედვითაც მიწის ნაკვეთები დარეგისტრირდება გასწორებული მონაცემებით და საკუთრების უფლებით აღირიცხება საჯარო რეესტრში მოსარჩელის სახელზე მის მიერ წარდენილი უფლების დამდგენი დოკუმენტებისა და ნახაზების შესაბამისად

2.მოსარჩელის არგუმენტაცია მოსარჩელე მიუთითებს რომ კანონიერ სარგებლობაში აქვს უძრავი ქონება, მდებარე ამბროლაურის რაიონის სოფელ ზნაკვაში. ეს გახლავთ 900 კვ. მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთი, სადაც ვენახი იყო განთავსებული. მიწის რეფორმის პერიოდში მინიშნებულ ქონებაზე გაიცა მაშინდელი უფლების დამდგენი დოკუმენტი, ე.წ მიწის სარეგისტრაციო მოწმობა და მიღება–ჩაბარების აქტი. მას შემდეგ მოსარჩელე უპრობლემოდ ფლობდა ნაკვეთს. 2018 წლის 10 მაისს, საჯარო რეესტრში მონაცემების დაზუსტების მიზნით მოქალაქემ წადაგინა ახალი განცხადება, უფლების დამდგენ დოკუმენტებთან და ნახაზების ელექტრონულ ვერსიასთან ერთად და ითხოვა პროექტის ფარგლებში რეგისტრაციის განხორციელება. რეესტრმა დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება და იმავდოულად დამატებითი მტკიცებულებების მოძიების მიზნით წარმოება შეაჩერა. ეს შეჩერება - განახლება რამოდენიმეჯერ განხორციელდა. 2018 წლის 05 ივლისის გადაწყვეტილებით წარმოება შეჩერდა იმ მოტივით, რომ ნოდარ მიქაუტაძის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი ნახაზი ზედდებაში მოდიოდა გოჩა მაცაბერიძის საკუთრებაში რიცხულ ქონებებთან საკადასტრო კოდებით N86.17.28.030 და N86.17.28.034 ეს უკვე გახლდათ შეწყვეტამდე განხორციელებული ბოლო შეჩერება. კანონის შესაბამისად, აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად ჩაინიშნა მედიაცია, სადაც გოჩა მაცაბერიძე არ გამოცხადდა და შესაბამისად 2018 წლის 20 ნოემბრის N892018766389 გადაწყვეტილებით მოსარჩელეს რეგიტრაციაზე ეთქვა უარი. ძალიან ბევრი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოების გამო მიიჩნიეს, რომ გადაწყვეტილება არ გახლდათ დასაბუთებული, ადმინისტრაციული წარმოების დროს საერთოდ არ იყო გამოკვლეულ რიგი გარემოებები და ისე იყო მიღებული გადაწყვეტილება, რომელმაც პირდაპირი და უშაუალო ზიანი მიაყენა მოსარჩელეს. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მასალების სრულფასოვანი გამოკვლევის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება და არა ისე, როგორც ეს ამ კონკრეტულ შემთხვევაში გააკეთა. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა ზემდგომ ინსტანციაში, სადაც პასუხი იგივე იყო. იგივე უპასუხისმგებლობა, იგივე დაუსაბუთებლობა და იგივე დაზარალება მოქალაქის. მოსარჩელეს მიაჩნია რომ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და გასაბათილებელია კერძოდ: მას შემდეგ, რაც მიიღო უარყოფითი პასუხები, საჯარო რეესტრის (როგორც ზემდგომი, ასევე ქვემდგომიდან) თვითონ შეეცადნენ მოეძიებინათ დოკუმენტები და გამოეკვლია საქმის, მასალები. თავდაპირველად ქმედება დაიწყო იმით, რომ გამოითხოვეს გოჩა მაცაბერიძის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის პირველადი რეგისტრაციის მასალები იმის დასადგენად თუ რა გახდა რეგისტრაციის საფუძველი და რომელი უფლების დამდგენი დოკუმენტი იყო წარდგენილი რეესტრში. გამოთხოვილი დოკუმენტაცია ჩაბარდა. ამ მასალების გაცნობის შემდე მათთვის ცნობილი გახდა, რომ გოჩა მაცაბერიძის საკუთრებაში რიცხული ქონება პირველადი რეგისტრაციით დარეგისტრირებული იყო ჯერ კიდევ 2002 წლის 5 მარტს ამბროლაურის რაიონის გამგეობის სახელზე, 2002 წლის 27 თებერვალს N8 დადგენილების საფუძველზე. ანუ ამბროლაურის გამგეობამ, ჯერ თავის სახელზე დაირეგისტრირა ეს ნაკვეთები, შემდეგ გადაყიდა სხვებზე და საბოლოო ჯამში ბოლო მესაკუთრე აღმოჩნდა გოჩა მაცაბერიძე. ანუ ყველაზე სწორი ქმედება გახლდათ გამგეობის (მერიის) სახელზე რეგისტრაციის საფუძვლის მოძიება. ასეც მოიქცნენ და გამოთხოვილ დოკუმენტაციაში მათ აღმოაჩინეს ძალიან საინტერესო ინფორმაცია, რომელმაც საბოლოოდ მიიყვანა დასკვნამდე, რომ სწორედ იქ იყო შეცდომა დაშვებული. ეს გახლავთ შემდეგი: ამბროლაურის გამგეობამ საკუთარ სახელზე 2002 წელში დაირეგისტრირდა ნაკვეთები, რომლის მომიჯნავედაც განთავსებული იყო სოფელი ზნაკვის მოსახლეობის ნაკვეთები. ანუ ამბროლაურის გამგეობისა და ზნაკვის მოსახლეობის ნაკვეთები ტექნიკური არქივის მონაცემებით არის მეზობელი ნაკვეთები. ამბროლაურის გამგეობას ეს ნაკვეთები ჯერ იჯარით ქონდა გაცემული და შემდეგ გაყიდა ფიზიკურ პირებზე. ზნაკვის მოსახლეობას კი ეს ნაკვეთები წლების განმავლობაში ქონდათ კომლის ქონების სახით. დანართში წარმოდგენილია ყველა მტკიცებულება. როგორც ჩანს საჯაროში მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი შეცდომის დაშვება. საჯარო რეესტრმა ამბროლაურის გამგეობის სახელზე დაარეგისტრირა არა ზნაკვის მოსახლეობის მეზობელი ნაკვეთები, არამედ ზნაკვის მოსახლეობის ნაკვეთები და ეს ზედდებაც ამან გამოიწვია. ამიტომაც რამდენჯერაც არ უნდა გაიყიდოს ნაკვეთი ვის სახელზეც არ უნდა აღმოჩნდეს აუცილებელია პირველადი შეცდომის გასწორება მოხდეს, რომ შემდგომ გასწორდეს თანმდევი შედეგებიც. საჯაროს, ზედდების აღმოჩენის შემდეგ, უნდა გამოეკვლია გოჩა მაცაბერიძის ნაკვეთის პირველადი რეგისტრაციის მასალები, ანუ ის გაეკეთებინა, რაც მათ გააკეთეს, დაედგინა ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირებად ვისი ჩართვა იქნებოდა სამართლებრივად სწორი ქმედება და მხოლოდ ამის შემდეგ ჯერ შესაბამისი პირების მონაწილეობით გადაეგზავნა მედიაციისათვის მასალები და თუ ვერ მოხდებოდა მედიაციის საკითხის მოგვარება მხოლოდ ამის შემდეგ დაესრულებინა ადმინისტრაციული წარმოება. უფრო მეტიც თვითონ ადგილობრივმა ხომ არ გამოიკვლია მასალები და უარესი გააკეთა ზემდგომმა სააგენტომ. მოსარჩელემ მიაწოდა მასალები, მიანიშნა რომ პირველადი რეგისტრაციის დროს დაშვებულია შეცდომა და ნაცვლად მერიის მიწებისა, დარეგისტრირებულია ზნაკვის მოსახლეობის ნაკვეთები, მაგრამ პასუხად მიიღეს ის რომ საჩივრის განხილვაზე ეთქვა უარი აბსურდული მიზეზით. საჯარო რეესტრის არც ზემდგომი და არც ქვემდგომი ორგანო არ იკვლევს არაფერს, არ ატარებს ადმინისტრაციულ წარმოებას. მათ ის მაინც უნდა დაედგინათ მათ დაუშვეს შეცდომა სახელმწიფოს სახელზე ქონების რეგისტრაციისას, თუ თავად ამბროლაურის მერიამ წარადგინა შეცდომით ნახაზები და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლებოდა სწორი გადაწყვეტილების მიღება. გადაწყვეტილებაში საუბრობს პრეზუმფზიაზე, რომელიც აბსოლუტურად არასწორი და უადგილოა. საჯარო როგორც ესაუბრება უტყუარობის პრეზუმფციაზე, როდესაც უკვე საცილო გახადა მათი აქტი? უბრალოდ არ უნდა მიხვდეს იმას რომ მათ მიერ პირველადი რეგისტრაციისას დაშვებული შეცდომის ჯაჭვური რეაქციაა დღევანდელი შედეგი. საქმის სასამართლო განხილვის დროს მოსარჩელემ და მისმა წარმოამდგენელმა მოთხოვნას მხარი დაუჭირეს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, რაც სარჩელშია აღნიშნული და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება. 2.მოპასუხის პოზიცია მოპასუხემ - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონულმა ოფისმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას ვინაიდან არის უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო: 2018 წლის 3 სექტემბერს, ნოდარ მიქაუტაძის წარმომადგენელმა ბელა ბერაძემ, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონულ ოფისში წარადგინა N892018766389 სარეგისტრაციო განცხადება და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ საკეციაში მდებარე სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 86.06.02.054) საკადასტრო მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია. დაინტერესებულმა პირმა სარეგისტრაციო განცხადებას თან დაურთო პირადი განცხადება. პირადობისა და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები. სხვა სარეგისტრაციო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით მიუთითა N892018394205 სარეგისტრაციო განცხადებაზე. 2018 წლის 7 სექტემბერს, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონულმა ოფისმა მიიღო N 892018766389–03 გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ სარეგისტრაციოდ წადგენილ უძრავ ნივთს ზედდება ჰქონდა 86.17.28.030 და 86.17.28.034 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ნივთებთან. თუ იგი ეთანხმებოდა გოჩა მაცაბერიძის (პირადი ნომერი 01019001595) საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების (საკადასტრო კოდები: 86.17.28.030 და 86.17.28.034.) კონფიგურაციას და მდებარეობას, რომლებთანაც ფიქსირდებოდა სარეგისტრაციო უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ზედდება, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად 30 კალენდარული დღის ვადაში უნდა წარედგინა კორექტირებული აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი არ ეთანხმებოდა რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მდებარეობას დავის დადასტურების შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილების მათთვის ოფიციალურად ჩაბარებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში თუ არ იქნებოდა მხარეების მიერ შერჩეული მედიატორი ნოტარიუსი, მედიატორს–ნოტარიუსს აირჩევდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. 2018 წლის 7 სექტემბერს დაინტერესებულმა პირმა თანხმობა განაცხადა მედიაციის დანიშვნაზე. 2018 წლის 14 სექტემბერს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ N892018766389 –07 გადაწყვეტილება და განმცხადებელს კიდევ ერთხელ აცნობა სარეგისტრაციო უძრავი ნივთისა და 86.17.28.030 და 86.17.28.034 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების საკადასტრო მონაცემებს შორის დაფიქსირებული ზედდების, აგრეთვე კანონით დადგენილი წესით, მედიატორი ნოტარიუსის ლანა მაჭავარიანის დანიშვნის შესახებ (სადავო საკითხზე მედიატორ ნოტარიუსთან/მედიატორთან შეხვედრა დანიშნულ იქნა 2018 წლის 28 სექტემბერს, შემდეგ მისამართზე: ამბროლაური, კოსტავას ქ. N28. 2018 წლის 23 ოქტომბერს მედიატორმა ნოტარიუსმა ლანა მაჭავარიანმა მარეგისტრირებელ ორგანოს აცნობა, რომ 2018 წლის 28 სექტემბერს დანიშნულ მედიაციაზე მოწვეული პირების (ნოდარ მიქაუტაძე და გოჩა მაცაბერიძე) გამოუცხადებლობის გამო, სანოტარო მედიაცია შეწყდა. 2018 წლის 26 ოქტომბერს მიღებული N892018766389–15 გადაწყვეტილებით, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონულმა ოფისმა დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ სანოტარო მედიაცია მედიატორ ნოტარიუს ლანა მაჭავარიანთან განმეორებით იქნა დანიშნული 2018 წლის 9 ნოემბერს ამბროლაური კოსტავას ქ.N28. მედიატორ ნოტარიუს ლანა მაჭავარიანის 2018 წლის 20 ნოემბრის ცნობის მიხედვით, 2018 წლის 9 ნოემბერს სანოტარო ბიუროში დანიშნულ მედიაციაზე ისე არც ერთი მხარე არ გამოცხადდა, რის გამოც მედიაციის პროცესი შეწყდა. 2018 წლის 20 ნოემბერს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონულმა ოფისმა მიიღო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ N892018766389–19 (20.11.2018) გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ვინაიდან განცხადებით წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის თანახმად უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ზედდება ხდებოდა 86.17.28.030 და 86.17.28.034 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებთან, მხარეთა შორის გამოვლენილი დავის მოგვარების მიზნით, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ. საქართველოს კანონიდან გამომდინარე, სააგენტოს მიერ დანიშნულ იქნა მედიატორი ნოტარიუსი ლანა მაჭავარიანი. მედიატორ ნოტარიუსთან /მედიატორთან, შესაბამის საკითხებზე შეხვედრა დანიშნულ იქნა 2018 წლის 28 სექტემბერს და განმეორებით 9 ნოემბერს, მისამართზე: ქალაქი ამბროლაური, კოსტავას ქ.N28. ნოტარიუს ლანა მაჭავარიანის მიმართვებით ირკვევა, რომ მედიაციის და განმეორებით დანიშნული მედიაციის პროცესი შეწყდა მხარეების გამოუცხადებლობის გამო. საქმის სასამართლო განხილვის დროს მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა სარჩელი არსცნო იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე დაყრდნობით, რაც შესაგებელშია მითითბული და სასამართლო სხდომაზე გაცხადდა. 2.2. მესამე პირის პოზიცია მესამე პირმა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოადგინა შესაგებელი სადაც სარჩელს არ სცნობს და მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ იმის გამო რომ უძრავი ნივთი ზედდებაში იყო საკუთრებაში რეგისტრირებულ სხვა მიწის ნაკვეთებთან და სადაო მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები მათ შორის არც მოსარჩელე მხარე არ გამოცხადდნენ დანიშნულ მედიაციის პროცესზე. ნოდარ მიქაუტაძეს უარი ეთქვა ნაკვეთის რეგისტრაციაზე. საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 23–ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად თუ არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის შეწყვეტის თაობაზე. სხვა საფუძველს წარმოადგენდა სწორედ სპორადული წესით სარეგისტრაციო განცხადებაზე წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების გადაფარვაში ყოფნა სხვა მიწის ნაკვეთთან. გადამოწმების შედეგად არ დადგინდა რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის შეუსაბამობა სააგენტოში დაცულ დოკუმენტაციასთან, რის გამოც მხარეებს სააგენტომ შესთავაზა დავის ალტერნატიული გზით მედიაციის საშუალებით მოგვარება, ორჯერ ჩანიშნულ შეხვედრაზე მოდავე მხარეები არ გამოცხადდნენ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–60 პრიმა მუხლის მიხედვით სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითადაა დარღვეული მისის მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. არსებით დარღვევად ჩაითვლება კანონის ისეთი დარღვევა რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 1–ლი აგვისტოს 153 ბრძანებით ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისა და მედიაციის პროცესის შეწყვეტის შემდგომ მიიღო გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ. შესაბამისად არ არსებობს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–60 პრიმა მუხლით გათვალისწინებული აქტის ბათილად ცნობის საფუძველი, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხებზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. საჯარო რეესტერის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს რადგან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177–ე მუხლის მიხედვით დაინტერესებულ პირს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი და 178–ე მუხლის მიხედვით თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ მითითებულია რომ აქტი შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ხოლო შემდგომ სასამართლოში ამასთანავე საჩივრის განხილვაზე უარის თქმის თაობაზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში საჯარო რეესტრი აღნიშნავს რომ განხილვაში მიღების უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს საკითხის სასამართლოს განსჯადობის ფაქტი. ამის შემდგომ კი 2018 წლის 17 დეკემბერს გამოაქვს გადაწყვეტილება ნოდარი მიქაუტაძის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. 2002 წლის 5 მარტის, გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს. სასარჩელო მოთხოვნა არასწორადაა ფორმულირებლი რადგან ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სახელზე საკუთრების უფლებით 2002 წელს მიწის ნაკვეთები არ დარეგისტრირებულა. რეგისტრაცია განხორციელდა სახელმწიფოს სახელზე და საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 2 აგვისტოს ბრძანებულების N446 შესაბამისად სწორედ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები გაიცემოდა იჯარით. თავად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ რომ 2002 წელს იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთები სახელწიფო საკუთრებად დარეგისტრირდა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 22 ოქტომბერს გადაწყვეტილების N882014562655 ბათილად ცნობის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგანაც გადაწყვეტილება მიღებულია კანონიერი მესაკუთრის, რომელსაც საკუთრებაში ჰქონდა უძრავი ქონება, განცხადების საფუძველზე უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის რეგისტრაციის თაობაზე. იური ხაჭაპურიძეს, როგორც კანონიერ მესაკუთრეს გააჩნდა უფლება მოეხდინა უძრავი ქონების განკარგვა მათ შორის იპოთეკით დატვირთვა. მოსარჩელის მიერ სწორედ იპოთეკის რეგისტრაციის ჩანაწერის ბათილობაა მოთხოვნილი. იური ხაჭაპურიძეს ამბროლაურის რაიონის გამგეობის 2002 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით იჯარით 49 წლის ვადით ჰქონდა გადაცემული მიწის ნაკვეთები ვაზის კულტურის გასაშენებლად. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის მოიჯარეებს მიეცათ უფლება პირდაპირი შესყიდვის საშუალებით საკუთრებაში გადასცემოდათ იჯარით აღებული ტერიტორიები. იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთების პრივატიზებისას ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და მისი ტერიტორიული ორგანოს ვალდებულება იყო მიეღო მოიჯარის განცხადება საიჯარო მიწის პრივატიზების თაობაზე და განცხადების მიღებიდან 1 თვის განმავლობაში გაეცნობოდა მოიჯარისა და საიჯარო მიწის ნაკვეთის (ნაკვეთების ) შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას. დოკუმენტაციის სისწორის შემთხვევაში გამოსასყიდი თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენისთანავე გასცემდა მიწის და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმს საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის ან გამოსასყიდი თანხის ნაწილ–ნაწილ გადახდის შემთხვევაში გასცემდა მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელ ოქმს და დებდა იპოთეკის ხელშეკრულებას საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებისა და იპოთეკის რეგისტრაციისათვის. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 9 მარტის N882016368597 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს. რეესტრმა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესის შესაბამისად 2016 წლის 13 ივნისს მიიღო იური ხაჭაპურიძის განცხადება და მას შემდეგ რაც საკითხი სრულყოფილად იქნა შესწავლილი სააგენტოს მიერ გაცემული იქნა საკუთრების უფლების ამონაწერი. სააგენტოს არ დაურღვევია კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება შესაბამისად არ არსებობს ბათილობის საფუძველი. 2018 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება N8892018380693 ქონების გოჩა მაცაბერიძის სახელზე რეგისტრაციის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს რადგანაც გოჩა მაცაბერიძე წარმოადგენს ქონების შემძენს რომელმაც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონება შეიძინა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერს გააჩნია უტყუარობის პრეზუმცია სამოქალაქო კოდექსის 312–ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველი მესაკუთრის მიერ შეცდომით რეგისტრაციის დამტკიცების შემთხვევაში (თუმცა ეს ფაქტი სადაოა) ის კეთილსინდისიერ შემძენს წარმოადგენს. 2018 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება 892018381802 ქონების გოჩა მაცაბერიძის სახელზე რეგისტრაციის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგანაც გოჩა მაცაბერიძე წარმოადგენს ქონების შემძენს რომელმაც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონება შეიძინა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით ავღნიშნავ რომ ნოდარ მიქაუტაძის ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით არსებობს საჯარო რეესტრის ორი გადაწყვეტილება ერთი საჩივრის მიღებაზე უარის თქმის თაობაზე ხოლო მეორე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178–ე მუხლის მიხედვით თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. ხოლო საჯარო რეესტრის შესახებ კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის მიხედვით სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტა საჩივრდება სასამართლოში. გაუგებარია საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ რატომ გამოსცა ორი სამართლებრივი აქტი ისე რომ არ გაუუქმებია მანამდე გამოცემული აქტი. 1998 წლის 02 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტის N446 ბრძანების საფუძველზე 2002 წლის 02 თებერვალს კომისიამ N4 ოქმის საფუძველზე შპს ,,ქართული ვაზი“–ზე 49 წლიანი იჯარით გაიცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები ზნაკვის საკრებულოს ტერიტორიაზე ქვედა ,,სინდოულში“ 8 ჰექტარი. საიჯარო ხელშეკრულებებს თან ახლავს მიწის ნაკვეთის გეგმები რომელთა შესრულებასაც ახდენდა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სამსახური. მუნიციპალიტეტს არც ერთი იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთი საკუთრებაში არ გააჩნია. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად რომელიც 2014 წლიდან მოქმედებს მუნიციპალიტეტს არ გააჩნია უფლება გადაწყვეტილება მიიღოს და განკარგოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, მითუმეტეს ისინი რომლებიც არასდროს ყოფილა მუნიციპალიტეტის საკუთრება. საქმის სასამართლო განხილვის დროს მესამე პირის, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა სარჩელი არ სცნეს და მიუთითეს, რომ არ არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. 2.3. მესამე პირის პოზიცია მესამე პირმა, იური ხაჭაპურიძემ, წარმოადგინა შესაგებელი, სადაც სარჩელს არ სცნობს და მიუთთებს შემდეგს: მიწის ნაკვეთები რომელთა საკადასტრო კოდებია: 86.17.28030 და 86.17.28.034 თავდაპირველად იყო სახელმწიფო საკუთრებაში, ხოლო შემდეგ გამოსყიდვის გზით გადავიდა ისინი შპს ,, ქართული ვაზის’’ საკუთრებაში, რის შემდეგაც შპს ,,ქართულმა ვაზმა’’ იური ხაჭაპურიძის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულების გასტუმრების მიზნით მოახდინა უძრავი ქონების ნატურით გადაცემა იური ხაჭაპურიძის საკუთრებაში, ხოლო 2018 წელს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით მიწის ნაკვეთები გასხვისდა გოჩა მაცაბერიძეზე. აქვე აღსანიშნავია, რომ მითითებული მიწის ნაკვეთები არასდროს არ ყოფილა მოსარჩელის მფლობელობასა და სარგებლობაში. არ ფლობს ინფორმაციას ჩამოთვლილი ადმინისტრაციული წარმოების შესახებ. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერება რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან ზედდების გამო გამოწვეულია იმით, რომ ნოდარ მიქაუტაძის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო პარამეტრებს მოიცავდა უკვე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის პარამეტრებს, რის გამოც სარეგისტრაციო სამსახურმა შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება ზედდების საფუძვლით სრულად კანონიერად. საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახური მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ: სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, ან მათში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ უძრავი ნივთის ფართობს. შესაბამისად, სარეგისტრაციო სამსახურმა ზედდების გამო შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება, ხოლო აღნიშნულ დროს სარეგისტრაციო სამსახური თავისი ინიციატივით არ იკვლევს სარეგისტრაციო დოკუმენტაციას. უფლებამოსილება იმისა რომ მოძიებულ იქნეს სარეგისტრაციო წარმოების მასალები და პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, მოხდეს მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება გააჩნია მხოლოდ დაინტერესებულ პირს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარეგისტრაციო სამსახურის მოქმედება სრულიად კანონიერია. მოსარჩელის მიერ სარჩელის დანართად წარმოდგენილი 2002 წლის 05 მარტის N 86008/2002 მიწის ნაკვეთის სააღრიცხვო ბარათის მიხედვით სოფელ ზნაკვაში მდებარე მიწის ნაკვეთი არათუ გამგეობაზე იყო საკუთრებად რეგისტრირებული არამედ აღნიშნული სააღრიცხვო ბარათის მიხედვით ირკვევა, რომ შპს ,,ქართული ვაზის’’ სახელზე იყო იჯარის უფლება რეგისტრირებული. იმჟამინდელი კანონმდებლობის მიხედვით სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენდა აღნიშნული მიწის ნაკვეთები, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს კერძოდ გამგეობებს დელეგირებული ჰქონდათ უფლებამოსილება განეკარგათ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები მათ შორის მიწის ნაკვეთის მესამე პირზე იჯარით გადაცემის გზით, რაც მოცემულ შემთხვევაში განხორციელდა კიდეც. გაუგებარია მოსარჩელის პოზიცია თუ რა შეცდომის გასწორებაზე საუბრობს იგი, რაც შეეხება რამდენჯერმე დადებული გარიგების კანონიერებას ჯერ სახელმწიფოსთან, ხოლო შემდეგ კერძო სუბიექტებს შორის მოგახსენებთ, რომ იური ხაჭაპურიძის მიერ საკუთრების უფლება მოპოვებულია კეთილსინდისიერად და კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით მიწის ნაკვეთებზე რომელთა საკადასტრო კოდებია: 86.17.28.030 და 86.17.28.034. სამოქალაქო კოდექსის 185–ე მუხლის თანახმად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. აღნიშნული სანაცვლოდ იური ხაჭაპურიძის მიერ გაღებულია ფულადი სახსრები. ამასთან, ასევე სრულად კანონიერად განხორციელდა წელს ზემოხსენებული მიწის ნაკვეთების რეალიზაცია გოჩა მაცაბერიძეზე. საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი. იმ შემთხვევაში, როდესაც დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციო განაცხადის შეტანის შემდეგ საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახური ადგენს ზედდებას რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან. საჯარო რეესტრი არ იკვლევს პირველადი რეგისტრაციის მასალებს, რამდენადაც რეესტრში დაცული მონაცემებისა და დოკუმენტების მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია. მოცემულ შემთხვევაში საჯარო რეესტრის მიერ ადმინისტრაციული წარმოება წარიმართა სრულად კანონიერად, თუ მოსარჩელე არ ეთანხმებოდა საჯარო რეესტრის რომელიმე გადაწყვეტილებას მას გასაჩივრების უფლება ჰქონდა სასამართლოში, რაც გამოიყენა კიდეც. სარჩელის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით მიუთთებს, რომ საჯარო რეესტრის მიერ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმა განპირობებულია იმით, რომ საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება უფლების რეგისტრაციის, ასევე მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ საჩივრდება სასამართლო წესით. რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით. შესაბამისად რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე მოთხოვნა განიხილება სასამართლოში და არა საჯარო რეესტრის იურიდიულ სამსახურში. მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ დაყენებული სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია და ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: 2002 წლის 27 თებერვალს– ამბროლაურის რაიონის გამგეობამ მიიღი დადგენილება N8 რომლის საფუძველზეც 1.1 პუნქტის თანახმად შპს ,,ქართულ ვაზი’’–ს იჯარით გადაეცა 8 ჰექტარი სოფელ სოფელ ბუგეულსა და ზნაკვას შორის ხოლო 1 ჰექტარი ბუგეული–საკეციას საზღვარზე. 2002 წლის 05 მარტს ამბროლაურის რ–ნ გამგეობასა და შპს ,,ქართულ ვაზი,,–ს შორის გაფორმდა სასოფლო–სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულება (ხელშეკრულებაში მითითებულია ხელშეკრულების გაფორმების საფუძველი რომელიც მიღებულია 2002 წლის 27 თებერვლის 08 დადგენილების თანახმად) რომელსაც ასევე ერთვის გეგმა. ხელშეკრულების თანახმად განისაზღვრა საიჯაროდ გაცემული მიწის ნაკვეთის მიზნობრიობა კერძოდ უნდა გაშენებულიყო ვენახი 8 ჰექტარზე. ხელშეკრულების თანახმად ასევე განისაზღვრა იჯარის ობიექტის დაბრუნების პირობა – იჯარის ვადის გასვლის შემდეგ შეისყიდოს მთლიანი ფართობი ან გააგრძელოს იჯარა. საიჯარო ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 49 წელი.2002 წლის 05 მარტს ამბროლაურის რ–ნ გამგეობასა და შპს ,,ქართულ ვაზი’’–ს შორის დამატებით გაფორმდა სასოფლო– სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულება 1 ჰექტარზე. 2002 წლის 05 მარტს ზემოაღნიშნული შეთანხმება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში და გაიცა მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხო ბარათი N 86008/2002 – შპს ,,ქართული ვაზი’’–ს სახელზე 80 000 კვ.მ. 2002 წლის 05 მარტს ზემოაღნიშნული შეთანხმება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში და გაიცა მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათი N 8606/00072 – შპს ,,ქართული ვაზი’’–ს სახელზე 10 000 კვ.მ. 2006 წლის 03 მარტს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ამბროლაურის რაიონის ტერიტორიული ორგანოსა და შპს ,,ქართული ვაზი’’–ს შორის გაფორმდა – მიწის და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი N14 რომლის თანახმადაც კომპანიამ სახელმწიფოსგან შეიძინა 8 ჰექტარი მიწის ნაკვეთი 720 ლარად. 2006 წლის 22 მარტს ზემოაღნიშნული ხელშეკრულება სახელმწიფოსა და კომპანიას შორის დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში და გაიცა უძრავი ქონების დამადასტურებელი ამონაწერი N 8606/00214 შპს ,,ქართული ვაზი’’–ს სახელზე. 2007 წელს 02 მარტს შპს ,,ქართულ ვაზი’’–სა სა სს ბტა სილქ როუდ ბანკს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება და იპოთეკით დაიტვირთა კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები მათ შორის იყო 2006 წლის 03 მარტის სახელმწიფოსგან შეძენილი 8 და 1 ჰექტარი. 2009 წლის 02 ივნისს შპს ,,ქართულ ვაზი’’–სა და იური ხაჭაპურიძეს შორის გაფორმდა სესხის ნატურით (უძრავი ქონებით) დაკმაყოფილების შესახებ რომლის თანახმადაც კომპანიამ იური ხაჭაპურიძეს სესხის სანაცვლოდ საკუთრებაში გადასცა შემდეგი უძრავი ქონება ს/კ 86.17.05.917 დაზუსტებული ფართობი 1 ჰექტარი და ს/კ 86.06.02.997 დაზუსტებული ფართი 8 ჰექტარი. 2009 წელს უძრავი ქონება აღირიცხა იური ხაჭაპურიძის სახელზე ს/კ 86.17.05.917 და ს/კ 86.06.02.997. 2016 წელს იური ხაჭაპურიძემ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიწის ნაკვეთის მონაცემების დაზუსტების შესახებ ვინაიდან კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების თანახმად საჭიროებდა უძრავი ქონების ადგილმდებარეობის თანამედროვე მონაცემების გამოყენებით საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა. ნახაზის წარდგენის შემდეგ საჯარო რეესტრმა დამატებით მოსთხოვა იური ხაჭაპურიძეს გამგებლისგან დამატებითი მტკიცებულების წარდგენა, რომ საკადასტრო აზომვით ნახაზში მითითებული უძრავი ქონება ნამდვილად წარმოადგენდა მის საკუთრებას. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2016 წლის 17 ივლისს გაიცა ცნობა სადაც გამგეობამ დაადგინა რომ ს/კ 86.06.21.023 კონფიგურაცია და მოსაზღვრე ნაკვეთის მითითებული მფლობელობა ურთიერთშესაბამისობაში იყო უფლების დამდგენ დოკუმენტებთან რასაც თან ერთვოდა 2016 წლის 04 ივლისის აქტი. აღნიშნული ცვლილება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში და ამონაწერში მითითებული ჩანაწერი „დაუზუსტებელი’’ გასწორდა „დაზუსტებული“ მონაცემებით. 2018 წლის 04 მაისს იური ხაჭაპურიძესა და გოჩა მაცაბერიძის შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება ს/კ N 86.17.28.030 და ს/კ N 86.17.28.034 რის შემდეგან გოჩა მაცაბერიძე გახსა 80.000 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთიოს მესაკუთრე რომელიც მდებარეიობს ამბროლაურის რ–ნ სოფელ ზნაკვაში ხოლო 10.000 კვ.მ ამბროლაურის რ–ნ სოფელ ბუგეულში. სამოქალაქო კოდექსის 128–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. ამავე კოდექსის 130–ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითველება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, გასულია ხანდაზმულობის 10 წლიანი ვადა ყოველგვარი მეთოდით გამოთვლის შემთხვევაშიც კი. მოსარჩელის მიერ პირველადი საჩივარი საჯარო რეესტრში წარდგენილია 2018 წლის დეკემბრის თვეში, ხოლო ზემოხსენებულ მიწის ნაკვეთებზე პირველადი რეგისტრაციები განხორციელებულია 2002 წლის 05 მარტს. შესაბამისად, გასულია 16 წელზე მეტი დრო. მოიშველია საქართველოს საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 25 დეკემბრის განმარტება საქმეზე Nბს–339–335(2კ–14 რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით ასევე არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ საკუთრების უფლების დაცვასთან დაკავშირებით მოთხოვნაზე არ ვრცელდება ხანდაზმულობის ვადა და განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართლის კოდექსით განსაზღვრულია სასარჩელო ხანდაზმულობის საერთო ვადები, სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებაც დარღვეულია, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლებების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებითი დაცვის ვადა და იგი უშუალოდ უკავშირდება სარჩელის უფლებას. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა გავლენას ახდენს მოთხოვნის ანუ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლიანობაზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა ექვს წელს, ხოლო ამავე კოდექსის 128–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, ხანდაზმულობის საერთო ვადა განისაზღვრება 10 წლით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნა ხანდაზმულია, მიუხედავად იმისა, პირმა იცოდა თუ არა თავისი უფლების დარღვევის შესახებ. ხანდაზმულობის ათწლიანი ვადა ასრულებს სადავო სამართლებრივ ურთიერთობას და გამორიცხავს სადავო სამართალურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, წინააღმდეგ შემთხვევაში მოთხოვნის დაკმაყოფილება გამოიწვევს სხვათა უფლების შელახვას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130–ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნის ვადის დენა დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით განმარტავს, რომ მართალია ხანდაზმულობს 10 წლიანი ვადა ასრულებს სადავო სამართლებრივ ურთიერთობას და გამორიცხავს სადავო სამართალურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში არ გამორიცხავს სუბიექტურ მომენტს - იცოდა თუ არა ნ. მ-ემ 2012 წლამდე ანუ სარჩელის აღძვრის მომენტამდე ან უნდა სცოდნოდა თუ არა საკუთარი უფლების დარღვევის შესახებ, რამდენადაც ნა. მ-ი, წლებია სარგებლობს სადავო ფართით. გარდა ზემოაღნიშნულისა, აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის 327-ე ბრძანებულებით ნოდარ მიქაუტაძის სახელზე გამოცემული მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობით საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია შესაძელებელია თუ უკვე განხორციელებულია ასეთი მიწის ნაკვეთის დაუზუსტებელ მიწის ნაკვეთად რეგისტრაცია და გაცემულია შესაბამისი სააღრიცხვო ბარათი. კერძოდ: სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის, საკადასტრო აღწერის შედეგების საჯარო გაცნობისათვის წარდგენის, მათი გადამოწმებისა და შესაბამისი ცვლილებების შეტანისა და მედიატორის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 153 ბრძანების მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ბრძანებულების საფუძველზე უძრავი ნივთი რეგისტრირებულად ითვლება, თუ სააღრიცხვო ბარათზე ან/და საკადასტრო რუკაზე დატანილია ბეჭედი ან/და რეგისტრატორის ხელმოწერა. მოცემულ შემთხვევაში, კი მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ არის მის სახელზე გაცემული სააღრიცხვო ბარათი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მხოლოდ სარეგისტრაციო მოწმობით საჯარო რეესტრში მიწის რეგისტრაცია შესაძლებელი არ არის. ამასთან, მოსარჩელის მიწის ნაკვეთი არის დაუზუსტებელი და უცნობია სად მდებარეობს ზუსტად იგი. საქმის სასამართლო განხილვის დროს მესამე პირის, იური ხაჭაპურიძის წარმომაგენელმა მიუთითა, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამბროლაურის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება კანონიერია ასევე კანონიერია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამსახურის გადაწყვეტილებები, შესაბამისად ნოდარ მიქაუტაძის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან მიუთითა დავის ხანდაზმულობაზე. 2.4. მესამე პირმა გოჩა მაცაბერიძემ წარმოადგინა შესაგებელი, სადაც სარჩელს არ სცნობს და მიუთითებს, რომ მათთვის უცნობია, როდის და რა პერიოდში შეიძინა მოსარჩელემ სადაო უძრავი ქონება ასევე უცნობია რა დანიშნულებით იყენებდა მიწის ნაკვეთს. წარმოდგენილი სასარჩელო განცხადებით დასტურდება, რომ მოსარჩელე მხარემ ნამდვილად მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მიზნით თუმცა საჯარო რეესტრმა სარეგისტრაციო წარმოებაზე უარი უთხრა. წარმოდგენილ სასარჩელო განცხადებით დასტურდება, რომ სარეგისტრაციო წარმოების დროს ს/კ 86.17.18.030 და ს/კ 86.17.28.034 გამოვლინდა ზედდება. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცულია ყველა სარეგისტრაციო განცხადებაზე დამაგრებული მტკიცებულებები შესაბამისად მიაჩნიათ, რომ იმ შემთხვევაში თუ წინააღმდეგობაში მოვიდოდა მოსარჩელის საკუთრების დამადასტურებელ მტკიცებულებებთან საჯარო რეესტრი თავისი კომპედენციის ფარგლებში გააუქმებდა სხვა რეგისტრაციას ან/და თავიდანვე არ მიიღებდა სხვა განაცხადს სარეგისტრაციო წარმოებაში. წარმოდგენილ სასაჩელო განცხადების დანართში არ მოიპოვება მტკიცებულება რომლითაც დადასტურდებოდა რომ, 2002 წელს ამბროლაურის გამგეობამ მიიღო დადგენილება სოფელი ზნაკვის (მოსახლეობის) მიწის ნაკვეთების გამგეობის სახელზე რეგისტრაციის შესახებ. არ არის ინფორმირებული 2002 წლის ამბროლაურის გამგეობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებისა და დადგენილების შესახებ, ასევე არ აქვთ ინფორმაცია როგორ მოხდა მიწის ნაკვეთების განაწილება. მათ მიერ წამოდგენილ შესაგებელს ერთვის ყველა საჭირო მტკიცებულებები რომლის თანახმადაც დგინდება მისი მარწმუნებლის მიერ დღეის მდგომარეობით მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების კეთილსინდისიერი შეძენა. რაც შეეხება პოზიციას საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგნტოში შეცდომის გასწორებასთან დაკავშირებით, მიუთთებს, რომ სასარჩელო განცხადებიდან გამომდინარე ბუნდოვანია მოსარჩელის განმარტება/მოთხოვნა რა იგულისხმება ამ უკანასკნელში. ვინაიდან შეუძლებელია თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენა მიწის ნაკვეთზე ვინაიდან 2002 წლიდან რამდენჯერმე მოხდა მიწის ნაკვეთის გასხვისება, ხოლო დღეის მდგომარეობით მისმა მარწმუნებელმა 2018 წლის მარტის თვიდან - დღემდე განახორციელა 90. 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის დამუშავება (რომელიც იყო გაუვალი ტყე სავსე ხეებითა და ბუჩქნარით, აღნიშნული დასტურდება წარმოდგენილი ფოტო მასალით) და ვაზის გაშენებისთვის მომზადება რომელიც ჯამში 270 000 ლარზე მეტი ხარჯი გასწია (საიდანაც 60 000 ლარზე მეტი იყო ვაზის ნერგები), ხოლო 2019 წლის თებერვალ-მარტის შუა რიცხვებამდე დაგეგმილია ვაზის გაშენების სამუშაოები რომელიც ჯამში დაახლოებით 40 000 ლარზე მეტს შეადგენს. არ ეთანხმება მოსარჩელის პოზიციას ამ ნაწილში ვინაიდან, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული იყო ყველა ის დოკუმენტი რაც მოსარჩელის მიერ არის წარმოდგენილი. აღნიშნული დოკუმენტები სწორედ მიწის ნაკვეთის ს/კ 86.17.28.030 და ს/კ 86.17.28.34 განაცხადზე არის ატვირთული ელექტრონულად შესაბამისად, რეგისტრატორი ნებისმიერ განაცხადის წარდგენის შემდეგ ამოწმებს მის შესაბამისობას პირველად რეგისტრაციასთან მიმართებაში, მათ შორის ტექ-ბიუროში დაცულ ყველა დოკუმენტს, მხოლოდ საკუთრების მოწმობის დედანის ფლობა არ ნიშნავს უპირობოდ საჯარო რეესტრში მის რეგისტრაციას ვინაიდან ამ დედანი დოკუმენტის გარდა აუცილებელია ტექ-ბიუროში და მათ შორის არქივში დაცულ დოკუმენტებთან შესაბამისობაში გადამოწმება, რათა დადგინდეს საბუთის კანონიერების საკითხი. შესაბამისად რეგისტრატორს/საჯარო რეესტრს რაიმე შეუსაბამობა, რომ აღმოეჩინა თავიდანვე არ მოახდენდა საკუთრების ჯერ შპს „ქართული ვაზი’’-ს, შემდეგ იური ხაჭაპურიძის და ბოლო გოჩა მაცაბერიძის სახელზე რეგისტრაციას. 2002 წლიდან - 2018 წლამდე ორჯერ მოხდა საკუთრების გასხვისება შესაბამისად საჯარო რეესტრს ჰქონდა დამატებით დრო აღნიშნული დოკუმენტების შესწავლისთვის, რაც მის მიერ მოხდა და შეუფერხებლად გატარდა კიდეც, რაც შეეხება პოზიციას მედიაციასთან დაკავშირების მედიაცია ამ ეტაპზე შეუძლებელია მიუხედავად იმისა, რომ გოჩა მაცაბერიძეც და მისი მინდობილი პირი დავით მაცაბერიძე რამდენჯერმე გამოცხადდნენ მადიაციაზე თუმცა ეს სამედიაციო ოქმში სამწუხაროდ არ დაფიქსირდა. წარმოდგენილი სარჩელით დასტურდება, რომ მოსრჩელემ გაასაჩივრა საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება. არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სასარჩელო განცხადება: 2018 წლის 04.05. N892018380693 გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე რეგისტრაციის შესახებ, რომლითაც უძრავი ქონება დარეგისტრირდა გოჩა მაცაბერიძის სახელზე. 2018 წლის 04.05. N 892018381802 გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე რეგისტრაციის შესახებ რომლითაც უძრავი ქონება დარეგისტრირდა გოჩა მაცაბერიძის სახელზე. როგორც მოსარჩელის მიერ და ასევე მათ მიერ შესაგებელზე დართული მტკიცებულებებით დასტურდება შემდეგი: 2002 წლის 27 თებერვალს - შპს „ქართული ვაზი’’ კონკურსის წესით საჯაროდ გამარჯვებულად გამოცხადდა და ამბროლაურის რაიონის გამგეობამ მიიღო დადგენილება N8 რომელის საფუძველზეც 1.1. პუნქტის თანახმად შპს „ქართული ვაზი’’-ს იჯარით გადაეცა 8 ჰექტარი სოფელ ბუგეულსა და ზნაკვას შორის ხოლო, 1 ჰექტარი ბუგეული-საკეციის საზღვარზე. 2002 წლის 05 მარტს ამბროლაურის რ-ნ გამგეობასა და შპს „ქართულ ვაზი’’-ს შორის გაფორმდა სასოფლო- სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულება (ხელშეკრულებაში მითითებულია ხელშეკრულების გაფორმების საფუძველი რომელიც მიღებულია 2002 წლის 27 თებერვლის 08 დადგენილების თანახმად) რომელსაც ასევე ერთვის გეგმა. ხელშეკრულების თანახმად განისაზღვრა საიჯაროდ გაცემული მიწის ნაკვეთის მიზნობრიობა კერძოდ უნდა გაშენებულიყო ვენახი 8 ჰექტარზე. ხელშეკრულების თანახმად ასევე განისაზღვრება იჯარის ობიექტის დაბრუნების პირობა, იჯარის ვადის გასვლის შემდეგ შეისყიდოს მთლიანი ფართობი ან გააგრძელოს იჯარა. საიჯარო ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა - 49 წელი. 2002 წლის 05 მარტს ამბროლაურის რაიონის გამგეობასა და შპს „ქართულ ვაზი’’-ს შორის დამატებით გაფორმდა სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულება 1 ჰექტარზე. 2002 წლის 05 მარტს ზემოაღნიშნული შეთანხმება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში და გაიცა მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხო ბარათი N86008/2002 - შპს „ქართული ვაზი’’-ს სახელზე 80 000 კვ.მ. 2002 წლის 05 მარტს ზემოაღნიშნული შეთანხმება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში და გაიცა მიწის (უძრავი ქონების) საარიცხო ბარათი N8606/00072 - შპს „ქართული ვაზი’’-ს სახელზე 10 000 კვ.მ. 2006 წლის 03 მარტს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ამბროლაურის რაიონის ტერიტორიული ორგანოსა და შპს ,,ქართული ვაზი’’-ს შორის გაფორმდა - მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი N14 რომლის თანახმადაც კომპანიამ სახელმწიფოსგან შეისყიდა 9 ჰექტარი მიწის ნაკვეთი 720 ლარად. 2006 წლის 22 მარტს ზემოაღნიშნული ხელშეკრულება სახელმწიფოსა და კომპანიას შორის დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში და გაიცა უძრავი ქონების დამადასტურებელი ამონაწერი N8606/00214 შპს ,,ქართული ვაზი’’-ს სახელზე. 2007 წლის 02 მარტის შპს ,,ქართული ვაზი’’-სა და სს ბტა სილქ როუდ ბანკს შორის გაფორმა იპოთეკის ხელშეკრულება და იპოთეკით დაიტვირთა კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები მათ შორის იყო 2006 წლის 03 მარტს სახელმწიფოსგან შეძენილი 8 და 1 ჰექტარი. 2009 წლის 02 ივნისს შპს ,,ქართული ვაზი’’-სა და იური ხაჭაპურიძეს შორის გაფორმდა სესხის ნატურით (უძრავი ქონებით) დაკმაყოფილების შესახებ რომლის თანახმადაც კომპანიამ იური ხაჭაპურიძეს სესხის სანაცვლოდ საკუთრებაში გადასცა შემდეგი უძრავი ქონება ს/კ 86.17.05.917 დაზუსტებული ფართობი 1 ჰექტარი და ს/კ 86.06.02.997 დაზუსტებული ფართობი 8 ჰექტარი. 2009 წლის უძრავი ქონება აღირიცხა იური ხაჭაპურიძის სახელზე ს/კ 86.17.05.917 და ს/კ 86.06.02.997. 2016 წელს იური ხაჭაპურიძემ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიწის ნაკვეთის მონაცემების დაზუსტების შესახებ, ვინაიდან კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების თანახმად საჭიროებდა უძრავი ქონების ადგილმდებარეობის თანამედროვე მონაცემების გამოყენებით საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა. ნახაზის წარდგენის შემდეგ საჯარო რეესტრმა დამატებით მოსთხოვა იური ხაჭაპურიძეს გამგებლისაგან დამატებითი მტკიცებულების წარდგენა, რომ საკადასტრო აზომვით ნახაზში მითითებული უძრავი ქონება ნამდვილად წარმოადგენდა მის საკუთრებას. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ 2016 წლის 17 ივლისს გაიცა ცნობა სადაც გამგეობამ დაადგინა რომ ს/კ 86.06.21.023 კონფიგურაცია და მოსაზღვრე ნაკვეთის მითითებული მფლობელობა ურთიერთშესაბამისობაში იყო უფლების დამდგენ დოკუმენტებთან რასაც თან ერთვოდა 2016 წლის 04 ივლისის აქტი. აღნიშნული ცვლილება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში და ამონაწერში მითითებული ჩანაწერი ,,დაუზუსტებელი’’ გასწორდა ,,დაზუსტებული’’ მონაცემებით. 2018 წლის 04 მაისს იური ხაჭაპურიძესა და გოჩა მაცაბერიძის შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება ს/კ N86.17.28.030 და ს/კ N86.17.28.034 რის შემდეგადაც გოჩა მაცაბერიძე გახდა 80. 000 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე რომელიც მდებარეობს ამბროლაურის რ-ნ სოფელ ზნაკვაში ხოლო 10.000 კვ.მ ამბროლაურის რ-ნ სოფელ ბუგეულში. ნასყიდობის საგნის ღირებულება შეადგენდა ჯამში 70 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ქართულ ლარში. ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის შესყიდვის შემდეგ გოჩა მაცაბერიძემ მოახდინა მიწის ნაკვეთის დამუშავება, რომელიც იყო გაუვალი ტყე, სავსე ხეებითა და ბუჩქნარით. ვენახის გაშენების მომზადებაში დახარჯულია 270 000 ლარზე მეტი (აღნიშნული თანხაში შედის 60 000 ლარი რომელიც გადახდილის ვაზის ნერგების შეძენაში). 2018 წლის მარტის თვიდან მიმდინარეობდა 90 000 კვ.მ მიწის ნაკვეთის დამუშავება, ჯერ ხეების და ბუჩქნარის გასუფთავება (თითქმის გაუვალ ტყეს გავდა იქ არსებული ვითარება რაც დასტურდება წარმოდგენილი ფოტო-მასალით) შემდეგ ქვებისგან გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა, გაიჭრა არხები დრენაჟისთვის, შემოიღობა ტერიტორია და სხვა მრავალი სამუშაოები რაც საჭირო იყო ვაზის გაშენებისთვის, გარდა ამისა უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ შესყიდულია 90 000 კვ.მ. 2019 წლის თებერვალ-მარტის თვეში განხორციელდა ვაზის გაშენების (დანერგვი) სამუშაოები რომელიც დაახლოებით 40 000 ლარზე მეტი ღირებულებისაა, ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მთელს ამ სამუშაოებში დასაქმებულია ამბროლაურის მკვიდრი მოსახლეობა რომელიც დაახლოებით 40 კაცისგან შედგება. მის მარწმუნებელს რომლის რეგისტრაციის გაუქმებასაც ითხოვს მოსარჩელე მიწის ნაკვეთების ს/კ N 86.17.28.030 და ს/კ N 86.17.28.034 შესყიდვისა და მასზე ვაზის გაშენების სამუშაოებისთვის დახარჯული აქვს 500 000 ლარამდე, შესაბამისად ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული მოსარჩელის მოთხოვნა და დასაბუთება საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობის ნაწილში, ვინაიდან მისმა მარწმუნებელმა გოჩა მაცაბერიძემ როდესაც შეისყიდა 90 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი იყო მხოლოდ ხეები. ბუჩქნარი და გაუვალი ტყე (აღნიშნული დასტურდება წარმოდგენილი ფოტო-მასალით), მის დამუშავებაზე ორი ტრაქტორი მუშაობდა დღეის მდგომარეობით კი მიწის ნაკვეთი გასუფთავებულია და დანერიგილია ვაზი. მოსარჩელის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ ზედდებაში მითითებულ მიწის ნაკვეთზე გაშენებული იყო ვაზი სინამდვილეს არ შეესაბამება და აღნიშნულიც დასტურდება იმ ფოტო მასალით რომელიც გადაღებულია ჩვენს მიერ მიწის ნაკვეთის გასუფთავებამდე არსებული ვითარების დასაფიქსირებლად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე არ არსებობს წარმოდგენილი სასარჩელო განაცხადების არც ფორმალური და არც სამართლებრივი დაკმაყოფილების საფუძველი. მოსარჩელის მიერ არ არის დასაბუთებული და წარმოდგენილი საჭირო მტკიცებულებები რომელიც დაასაბუთებდა მისი მოთხოვნის კანონიერებას, მას მხოლოდ ზოგადად აქვს მითითებული ის სამართლებრივი აქტები რომლის გაუქმებასაც ითხოვს თუმცა სამართლებრივ დასაბუთებაში არ აქვს მითითებული ის გარემოებები რომელიც პირდაპი შემხებლობაში იქნებოდა სარჩელის დაკმაყოფილებასთან. მოსარჩელეს სასარჩელო განცხადებაში წარმოდგენილი აქვს მხოლოდ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მიერ გაცემული სარეგისტრაციო მოწმობა რომელიც გაცემულია 2000 წელს (საჯარო რეესტრის ჩანაწერების თანახმად, აღნიშნული რეგისტრაციები არის სისტემური რეგისტრაცია ანუ მისი არსებობა არ ნიშნავს უპირობოდ საკუთრების ფლობას, ეს გაიცემოდა პირველადი გადაუდებელი რეგისტრაციისათვის და მასში არსებული მონაცემები დაუზუსტებელი იყო მათ შორის, ამონაწერში მითითებული მიწის შეძენის ოქმები თითქმის არ არსებობს და სწორედ ამიტომ გახდა საჭირო როგორც კანონის ასევე პრეზიდენტის ბრძანებულებების მიღების სადაც მესაკუთრეებს რომლებსაც ამ პროექტის ფარგლებში გადაეცათ მიწის მოწმობები უსასყიდლოდ, ნებისმიერ დროს შეეძლოთ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მონაცემების დაზუსტება, რაც მოსარჩელის მიერ 2000 წლიდან - 2018 წლამდე არ განხორციელებულა). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ’’ და ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ’’ საქართველოს კანონების შესაბამისად, მიწაზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის პროცესის დაჩქარებისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის, აგრეთვე საქართველოში მიწის კადასტრისა და რეგისტრაციის სრულყოფილი სისტემის შექმნისთვის ხელსეწყობის მიზნით: მიწის აგეგმვის სამუშაოები, საკადასტრო რუკების, მიწის სარეგისტრაციო ბარათების, სარეგისტრაციო მოწმობების მომზადება და გაცემა, სხვა ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც საჭიროა მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისთვის, მიწის მფლობელისთვის განხორციელდეს უსასყიდლოდ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის დაჩქარების მიზნით რეგისტრატორმა უნდა მიიღოს მიწის საკუთრებაში გაფორმების მსურველის განცხადება და გამოიყენოს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან ერთ-ერთი: ა) მიწის მირება-ჩაბარების აქტი; ბ) მე-4 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტში დასრულებული დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში გამოიყენება ,,საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ’’ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის N48 დადგენილების შესაბამისად სოფლი (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია. აღნიშნულ სიას უნდა დაერთოს მიწის გამოყოფის გეგმა. გ) იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მე-4 პუნქტის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებში დასახელებული დოკუმენტები, გამოიყენება ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობითვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია, აგრეთვე მიწების განაწილების სია, რომელსაც არ ახლავს მიწის გამოყოფის გრაფიკული დადასტურება. ვინაიდან ასეთ მონაცემებზე დაყრდნობით გაცემულ სარეგისტრაციო მოწმობას არ ერთვის ნაკვეთის გეგმა, სარეგისტრაციო მოწმობისა და სარეგისტრაციო ბარათში კეთდება ჩანაწერი რეგისტრატორის ,,პასუხისმგებლობის აცილების’’ შესახებ. 5. ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტში აღნიშნული დოკუმენტები საკმარისია სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისთვის, საკუთრების უფლების დამადასტურებელი სარეგისტრაციო მოწმობის მომზადებისა და გაცემისთვის, მაგრამ რეგისრირებული მონაცემები ექვემდებარება შემდგოომ აუცილებელ დაზუსტებას მიწის აგეგმვის შედეგად შედგენილი საგეგმო-კარტოგრაფიული მასალების საფუძველზე. ზემოაღნიშნული ბრძანებულების თანახმად, როგორც სასამართლოსთვის ცნობილია ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით განხორციელდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პირველადი რეგისტრაციის დაჩქარება და მარტივი წესით განხორციელება რაზედაც ბრძანებულების მე-4 პუნქტით განისაზღვრა იმ დოკუმენტის ჩამონათვალი რაც საჭირო იყო პირველადი მიწის დაჩქარებული წესით რეგისტრაციისტვის, მაგრამ ამავე ბრძანებულების მე-5 მუხლით ასევე განისაზღვრა დამატებითი დებულება რომ ,, მე-4 პუნქტში გაკეთებული დოკუმენტების ჩამონათვალი საკმარისი იყო მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების პირველადი რეგისტრაციისთვის, საკუთრების უფლების დამადასტურებელი სარეგისტრაციო მოწმობის მომზადებისა და გაცემისთვის, მაგრამ რეგისტრირებული მონაცემები ექვემდებარება შემდგომ აუცილებელ დაზუსტებას მიწის აგეგმვის შედეგად შედგენილი საგეგმო- კარტოგრაფიული მასალების საფუძველზე’’. წარმოდგილი სასარჩელო განცხადებით არ დგინდება განახორციელა თუ არა მოსარჩელემ ზემოაღნიშნული ბრძანებულების მე-5 პუნქტში მითითებული სავალდებულო დაზუსტება საგეგმო-კარტოგრაფიულ მასალების საფუძველძე. ვინაიდან ზემოაღნიშნული სასოფლო სამეურნეო მისი ნაკვეთის რეგისტრაციები განხორციელდა დაჩქარებული წესით და პირველადი მონაცემებისთვის შესაბამისად მოხდა მისი რამდენჯერმე დაზუსტება ამას ცხადყოფს ქვემოთ მითითებული პრეზიდენტის ბრძანებულებები რომელიც მიღებულია 2004-2006 წლებში: საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 05 ივლისის N251 ბრძანებულების თანახმად: ,,სასოფლო-სამეურნეო დამიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემის შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის N327 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე: ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემის შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის N327 ბრძანებულების (სსმ III, N24 (31), 1999წ., მუხ. 463 ) N3 დანართით გათვალისწინებული სარეგისტრაციო მოწმობის ფორმა შეიცვალოს ამ ბრძანებულებაზე თანდართული მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო მოწმობის ფორმით. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 13 თებერვლის N116 ბრძანებულების თანახმად ,,სასოფლო-სამეურნეო დამიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემის შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის N327 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე: ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად ,,სასოფლო-სამეურნეო დამიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემის შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისი N 327 ბრძანებულების (სსმ III, 1999წ., N24(31), მუხ. 463) დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: ,,21. რეგისრაცია შესაძლებელია განხორციელდეს ,,NAPReg’’-ის პროგრამით და შესაბამისად, გამოყენებულ იქნეს ამონაწერისა და სააღრიცხო ბარათის ელექტრონული ფორმები’’. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 23 იანვრის N56 ბრძანებულების თანახმად:,,სასოფლო-სამეურნეო დამიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემის შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 1999წლის 16 მაისის N327 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე: ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად ,,სასოფლო-სამეურნეო დამიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემის შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისი N 327 ბრძანებულების (სსმ III, 1999წ., N24(31), მუხ. 463) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი: ,,12. უძრავი ქონების მესაკუთრეებს მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტაციო მოწმობის საფუძველზე გადაეცემათ უზრავი ქონების საკუთრების სიგელი დანართის შესაბამისად’’. ზემოაღნიშნული ბრძანებულების თანახმად რამდენჯერმე დაზუსტდა საკუთრების მოწმობის გაცემის ფორმა და ასევე მისი პროგრამაში რეგისტრაციის პირობები, თუმცა არსად დამატებით არ დგინდება მოსარჩელის მიმართვა და მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მონაცემების დაზუსტება. ასევე 2005 წლის 13 მაისის ცვლილებების თანახმად: ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი , N29-30/5, 11 დეკემბერი, 1996 , გვ. 12 ) 21-ე მუხლის თანახმად ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია ნახოს და გააკონტროლოს ნებისმიერი სააღრიცხო ბარათი და მოითხოვოს მისი დამოწმებული ასლი, აგრეთვე რეგისტრაციაში ასახული კადასტრული რუკის ნაწილისა და საკუთრების ყველა დოკუმენტის ან ტოპოგრაფიული გეგმის ასლები წერილობითი განცხადები საფუძველზე’’. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელეს შეეძლო ნებისმიერ ეტაპზე გადაემოწმებინა თავისი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია და მათ შორის აეღო შესაბამისი საკადასტრო მოწმობის ასლი. იური ხაჭაპურიძემ 2016 წელს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში დააზუსტა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის შესახებ არსებული მონაცემები აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქრის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად საჯარო რეესრის ეროვნული სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების გარდა, საკუთარი ინიციატივით სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ახორციელებს სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოძიებასა და სისტემატიზაციას. შესაბამისად იური ხაჭაპურიძის მიერ წარმოდგენილი დოკუმნენტების გარდა თუ დამატებით საჭიროებას მოითხოვდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოთხოვნილი ცვლილებების რეგისტრაციისთვის ყველა დამატებით დოკუმენტის მოძიებას მოახდენდა შესაბამისად როგორც უკვე ავღნიშნეთ მიმდინარე საკადასტო კოდებზე სარეგისტრაციო წარმოება რამდენჯერმე განახორციელა რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი რეგისტრაციის დროს საჯარო რეესტრი ახდენდა თვითოეული უფლების დამდგენი დოკუმენტის ხელახალ ვიზირებას და თუ რამე შეუსაბამობას აღმოაჩენდა არ განახორციელებდა შესაბამის სარეგისტრაციო წარმოებას შესაბამისად ამ ნაწილშიც დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოთხოვნა. რაც შეეხება გოჩა მაცაბერიძის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების ბათილად ცნობის მოთვნას როგორც სხვა ყველა მოთხოვნის ნაწილში აქაც დაუსაბუთებელია ვინაიდან სასარჩელო განცხადებაში არ არის მითითებული არცერთი კანონის ის ნორმა, რომლითაც დადასტურდებოდა შემძენის არაკეთილსინდისიერების შესახებ მოსარჩელის მიერ 2000 წელს აღებული ქონების დაჩქარებული წესით რეგისტრაციის დროს გაცემული დოკუმენტი არ უნდა გახდეს 2002 წლიდან შესაგებელში მითითებული მტკიცებულებების ბათილად ცნობის საფუძველი მით უფრო, რომ კანონმდებლობა მესაკუთრეს პირდაპირ ავალდებულებდა დაეზუსტებინა მის საკუთრებაში არსებული მონაცემები და ამის გარდა აღნიშნული ქონება შესყიდულია სახელმწიფოსაგან შესაბამისად მოსარჩელეს თუ ვინმეთან უნდა ჰქონდეს დავა ეს სახელმწიფოა და არა გოჩა მაცაბერიძე, იური ხაჭაპურიძე და შპს ქართული ვაზი. სამოქალაქო უფლებებს, რომლის არსებობა მხოლოდ საჯარო რეესტრიდან ვლინდება, განსაკუთრებული თავისებურება ახასიათებთ, აღნიშნული უფლების, გასხვისების, დატვირთვის ან სხვაგვარი განკარგვის შემთხვევაში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მესამე პირთა უფლებებს, რომლებისთვისაც აღნიშნული უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია წარმოადგენს მყარ გარანტიას სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისათვის. საჯარო რეესტრის მონაცემების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია კი, სამოქალაქო ბრუნვაში დამკვიდრებული ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოვლინებაა. ზოგიერთ შემთხვევაში, ნივთის არამართლზომიერ, სამართლებრივ საფუძველს მოკლებული განკარგვის გამო, ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის ნივთის შემძენისა და მისი ნამდვილი მესაკუთრის ინტერესი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312–ე მუხლის პირველი ნაწილი აღნიშნულ კონფლიქტს შემძენის სასარგებლოდ წყვეტს კეთილსინდისიერების ზოგადსამართლებრივი პრინციპიდან გამომდინარე, საკუთრების და სხვა სანივთო უფლებების დაცვა უნდა განხორციელდეს იმდაგვარად, რომ თანაბრად იყოს დაცული სამოქალაქო ბრუნვის ყველა მონაწილის ინტერესი სამოქალო ბრუნვის სტაბილურობის და საიმედოობის გარანტიების არარსებობის შემთხვევაში, კეთილსინდისიერი შემძენი, რომელმაც ხელშეკრულების დადებისას გამოიჩინა გონივრულობა და სიფრთხილე, ქონების არამართლზომიერი დაკარგვის რისკის მატარებელი გახდა. საჯარო რეესტრის მონაცემები მხოლოდ მაშინ შეიძლება მიჩნეულ იქნეს უსწოროდ, თუ ამ ჩანაწერების საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა. ანუ პირველ შემთხვევაში საკმარისია, რომ უფლების შემძენმა იცოდეს, რომ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი ამ უფლების შეძენის გარიგების დადებამდე, ხოლო მეორე შემთხვევაში საკმარისია, რომ უფლების შეძენის შესახებ გარიგების დადებამდე მისთვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებების შესახებ (საჩივრის გარდა), რის გამოც ეს ჩანაწერები უზუსტოა. მხოლოდ ამ გარემოებათა არსებობის შემთხვევაში უფლების შემძენი არა არის კეთილსინდისიერი. წინააღმდეგ შემთხვევაში, განსახილველი ნორმის მიხედვით, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, შესაბამისად რეესტრის მონაცემები მესამე პირისთვის ყოველთვის ითვლება სწორად და არ არის აუცილებელი დამატებით ამ სისწორის დადასტურება. ერთადერთი, რაც რეეტრის უტყუარობის პრეზუმფციას არღვევს, სწორედ შემძენის არაკეთილსინდისიერებაა. ზემოთ დასახელებული ნორმები შეიცავს არაკეთილსინდისიერების იურიდიულ განმსაზღვრელ ელემენტს - შემძენმა იცის, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. საქმის სასამართლო განხილვის დროს მესამე პირის, გოჩა მაცაბერიძის წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო, განმარტა რომ სახეზეა როგორც შპს ,, ქართული ვაზი’-’ს, იური ხაჭაპურიძის და ბოლოს გოჩა მაცაბერიძის სახით კეთილსინდისიერი შემძენი ვინაიდან თავდაპირველი გამყიდველი იყო სწორედ სახემწიფო და არა ფიზიკური პირი. შესაბამისად არ არსებობს მოსარჩელის სარჩელის დაკმაყოფილების არცერთი წინაპირობა, მით უფრო, რომ სასარჩელო განცხადება არის დაუსაბუთებელი, მოსარჩელე ვერ ასაბუთებს რა მტკიცებულების ან/და გარემოებების თანახმად უნდა დაკმაყოფილდეს მისი სასარჩელო მოთხოვნა. 3. ფაქტობრივი გარემოებები 3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები 3.1.1. მოსარჩელე ნოდარ მიქაუტაძე, ამბროლაურის რაიონის სოფელ ზნაკვაში ფლობს 900 კვ. მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთს, რომელზედაც მიწის რეფორმის პერიოდში გაიცა მაშინდელი უფლების დამდგენი დოკუმენტი, ე.წ მიწის სარეგისტრაციო მოწმობა და მიღება–ჩაბარების აქტი. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: 1.სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ტ-1,ს.ფ. 2–9); 2.მიწის(უძრავი ქნების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა (ტ-1, ს.ფ.29 –30); 3.მოსარჩელისა და მისი წარმომადგენლის განმარტება(სხდომის ოქმი); 3.1.2. 2018 წლის 3 სექტემბერს, ნოდარ მიქაუტაძის წარმომადგენელმა ბელა ბერაძემ, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონულ ოფისში წარადგინა N892018766389 სარეგისტრაციო განცხადება და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ საკეციაში მდებარე სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 86.06.02.054) საკადასტრო მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია. დაინტერესებულმა პირმა სარეგისტრაციო განცხადებას თან დაურთო პირადი განცხადება. პირადობისა და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები. სხვა სარეგისტრაციო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით მიუთითა N892018394205 სარეგისტრაციო განცხადებაზე. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: 1.სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ტ-1,ს.ფ. 2–9); 2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაგებელი ადმინისტრაციულ სარჩელზე(ტ-1, ს.ფ.155-174); 3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 ნოემბრის N892018766389 გადაწყვეტილება (ტ-1, ს.ფ.14); 4.საჯარო რეესტრის ეროვნულის სააგენტოს განცხადებისა და უფლების რეგისტრაციის ელექტრონული წიგნი-მედიატორ ნოტარიუსის ლანა მაჭავარიანის 2018 წლის 31 ივლისის სტასუსის საფუძველზე სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტა(ტ-1, ს.ფ.31-35); 5.ნოდარ მიქაუტაძის ადმინისტრაციული საჩივარი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 ნოემბრის N892018766389 გადაწყვეტილებაზე(ტ-1, ს.ფ.36-37); 6.მოსარჩელისა და მისი წარმომადგენლის განმარტება(სხდომის ოქმი); 8. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის განმარტება(სხდომის ოქმი). 3.1.3. 2018 წლის 7 სექტემბერს, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონულმა ოფისმა მიიღო N 892018766389–03 გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ სარეგისტრაციოდ წადგენილ უძრავ ნივთს ზედდება ჰქონდა 86.17.28.030 და 86.17.28.034 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ნივთებთან. თუ იგი ეთანხმებოდა გოჩა მაცაბერიძის (პირადი ნომერი 01019001595) საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების (საკადასტრო კოდები: 86.17.28.030 და 86.17.28.034.) კონფიგურაციას და მდებარეობას, რომლებთანაც ფიქსირდებოდა სარეგისტრაციო უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ზედდება, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად 30 კალენდარული დღის ვადაში უნდა წარედგინა კორექტირებული აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი არ ეთანხმებოდა რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მდებარეობას დავის დადასტურების შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილების მათთვის ოფიციალურად ჩაბარებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში თუ არ იქნებოდა მხარეების მიერ შერჩეული მედიატორი ნოტარიუსი, მედიატორს–ნოტარიუსს აირჩევდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. 2018 წლის 7 სექტემბერს დაინტერესებულმა პირმა თანხმობა განაცხადა მედიაციის დანიშვნაზე. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: 1.სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ტ-1,ს.ფ. 2–9); 2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაგებელი ადმინისტრაციულ სარჩელზე(ტ-1, ს.ფ.155-174); 3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 ნოემბრის N892018766389 გადაწყვეტილება (ტ-1, ს.ფ.14); 4.საჯარო რეესტრის ეროვნულის სააგენტოს განცხადებისა და უფლების რეგისტრაციის ელექტრონული წიგნი-მედიატორ ნოტარიუსის ლანა მაჭავარიანის 2018 წლის 31 ივლისის სტასუსის საფუძველზე სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტა(ტ-1, ს.ფ.31-35); 5.ნოდარ მიქაუტაძის ადმინისტრაციული საჩივარი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 ნოემბრის N892018766389 გადაწყვეტილებაზე(ტ-1, ს.ფ.36-37); 6.მოსარჩელისა და მისი წარმომადგენლის განმარტება(სხდომის ოქმი); 8. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის განმარტება(სხდომის ოქმი). 3.1.4. 2018 წლის 14 სექტემბერს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ N892018766389 –07 გადაწყვეტილება და განმცხადებელს კიდევ ერთხელ აცნობა სარეგისტრაციო უძრავი ნივთისა და 86.17.28.030 და 86.17.28.034 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების საკადასტრო მონაცემებს შორის დაფიქსირებული ზედდების, აგრეთვე კანონით დადგენილი წესით, მედიატორი ნოტარიუსის ლანა მაჭავარიანის დანიშვნის შესახებ (სადავო საკითხზე მედიატორ ნოტარიუსთან/მედიატორთან შეხვედრა დანიშნულ იქნა 2018 წლის 28 სექტემბერს, შემდეგ მისამართზე: ამბროლაური, კოსტავას ქ. N28. მედიაციაზე ორჯერ არ გამოცხადდა არც ერთი მხარე, რის გამოც მედიაციის პროცესი შწყდა. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: 1.სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ტ-1,ს.ფ. 2–9); 2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაგებელი ადმინისტრაციულ სარჩელზე(ტ-1, ს.ფ.155-174); 3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 ნოემბრის N892018766389 გადაწყვეტილება (ტ-1, ს.ფ.14); 4.საჯარო რეესტრის ეროვნულის სააგენტოს განცხადებისა და უფლების რეგისტრაციის ელექტრონული წიგნი-მედიატორ ნოტარიუსის ლანა მაჭავარიანის 2018 წლის 31 ივლისის სტასუსის საფუძველზე სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტა(ტ-1, ს.ფ.31-35); 5.ნოდარ მიქაუტაძის ადმინისტრაციული საჩივარი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 ნოემბრის N892018766389 გადაწყვეტილებაზე(ტ-1, ს.ფ.36-37); 6.მოსარჩელისა და მისი წარმომადგენლის განმარტება(სხდომის ოქმი); 8. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის განმარტება(სხდომის ოქმი). 3.1.5. ამბროლაურის რაიონის გამგეობის 2002 წლის 27 თებერვლის N8 დადგენილების საფუძველზეც შპს ,,ქართულ ვაზი’’–ს იჯარით გადაეცა 8 ჰექტარი სოფელ სოფელ ბუგეულსა და ზნაკვას შორის ხოლო 1 ჰექტარი ბუგეული–საკეციას საზღვარზე. 2002 წლის 05 მარტს ამბროლაურის რ–ნ გამგეობასა და შპს ,,ქართულ ვაზი,,–ს შორის გაფორმდა სასოფლო–სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა საიჯაროდ გაცემული მიწის ნაკვეთის მიზნობრიობა კერძოდ უნდა გაშენებულიყო ვენახი 8 ჰექტარზე. განისაზღვრა იჯარის ობიექტის დაბრუნების პირობა – იჯარის ვადის გასვლის შემდეგ შეისყიდოს მთლიანი ფართობი ან გააგრძელოს იჯარა. საიჯარო ხელშეკრულების ვადა- 49 წელი. 2002 წლის 05 მარტს ამბროლაურის რ–ნ გამგეობასა და შპს ,,ქართულ ვაზი’’–ს შორის დამატებით გაფორმდა სასოფლო– სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულება 1 ჰექტარზე. შეთანხმება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში და გაიცა მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხო ბარათი N 86008/2002 – შპს ,,ქართული ვაზი’’–ს სახელზე 80 000 კვ.მ. და სააღრიცხვო ბარათი N 8606/00072 – შპს ,,ქართული ვაზი’’–ს სახელზე 10 000 კვ.მ. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: 1.სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ტ-1,ს.ფ. 2–9); 2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაგებელი ადმინისტრაციულ სარჩელზე(ტ-1, ს.ფ.155-174); 3. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის შესაგებელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ტ-1, ს.ფ.109-120); 4.იური ხაჭაპურიძის შესაგებელი ადმინისტრაციულ საქმეზე (ტ-1, ს.ფ.138-149); 5.გოჩა მაცაბერიძის შესაგებელი ადმინისტრაციულ საქმეზე (ტ-2, ს.ფ.1-17); 6. ამბროლაურის რაიონის გამგეობის 2002 წლის 27 თებერვლის N8 დადგენილება(ტ-2, ს.ფ.18-19); 7.სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულება(ტ-2., ს.ფ.20-31); 8.სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულება(ტ-2., ს.ფ.33-45); 9.გეგმა კომპანია შპს ,,ქართული ვაზისათვის“ 80 000 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადაცემის შესახებ(ტ-2, ს.ფ.32); 10.საკადასტრო რუკა(ტ-2, ს.ფ.46-53); 11.მიწის(უძრავი ქონების )სააღრიცხვო ბარათები(ტ-2, ს.ფ.52-53); 10.გეგმა(ტ-2, ს.ფ.48) 12. მხარეთა განმარტებებები(სხდომის ოქმი); 3.1.6. 2006 წლის 03 მარტს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ამბროლაურის რაიონის ტერიტორიული ორგანოსა და შპს ,,ქართული ვაზი’’–ს შორის გაფორმდა – მიწის და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი N14 რომლის თანახმადაც კომპანიამ სახელმწიფოსგან შეიძინა 8 ჰექტარი მიწის ნაკვეთი 720 ლარად. 2006 წლის 22 მარტს ზემოაღნიშნული ხელშეკრულება სახელმწიფოსა და კომპანიას შორის დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში და გაიცა უძრავი ქონების დამადასტურებელი ამონაწერი N 8606/00214 შპს ,,ქართლი ვაზი’’–ს სახელზე, რაც შემდგომში დაიტვირთა იპოთეკით. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: 1.სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ტ-1,ს.ფ. 2–9); 2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაგებელი ადმინისტრაციულ სარჩელზე(ტ-1, ს.ფ.155-174); 3. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის შესაგებელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ტ-1, ს.ფ.109-120); 4.იური ხაჭაპურიძის შესაგებელი ადმინისტრაციულ საქმეზე (ტ-1, ს.ფ.138-149); 5.გოჩა მაცაბერიძის შესაგებელი ადმინისტრაციულ საქმეზე (ტ-2, ს.ფ.1-17); 6. ამბროლაურის რაიონის გამგეობის 2002 წლის 27 თებერვლის N8 დადგენილება(ტ-2, ს.ფ.18-19); 7.საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ამბროლაურის ტეროტორიული ორგანოს მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი N14(ტ-2, ს.ფ.54); 8. მიწის(უძრავი ქონების )სააღრიცხვო ბარათები(ტ-2, ს.ფ.55-58); 9.იპოთეკის ხელშეკრულება(ტ-2, ს.ფ. 59-65); 10. მხარეთა განმარტებებები(სხდომის ოქმი); 3.1.7.2009 წლის 02 ივნისს შპს ,,ქართულ ვაზი’’–სა და იური ხაჭაპურიძეს შორის გაფორმდა სესხის ნატურით (უძრავი ქონებით) დაკმაყოფილების შესახებ რომლის თანახმადაც კომპანიამ იური ხაჭაპურიძეს სესხის სანაცვლოდ საკუთრებაში გადასცა შემდეგი უძრავი ქონება ს/კ 86.17.05.917 დაზუსტებული ფართობი 1 ჰექტარი და ს/კ 86.06.02.997 დაზუსტებული ფართი 8 ჰექტარი. 2009 წელს უძრავი ქონება აღირიცხა იური ხაჭაპურიძის სახელზე ს/კ 86.17.05.917 და ს/კ 86.06.02.997 სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: 1.სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ტ-1,ს.ფ. 2–9); 2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაგებელი ადმინისტრაციულ სარჩელზე(ტ-1, ს.ფ.155-174); 3. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის შესაგებელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ტ-1, ს.ფ.109-120); 4.იური ხაჭაპურიძის შესაგებელი ადმინისტრაციულ საქმეზე (ტ-1, ს.ფ.138-149); 5.გოჩა მაცაბერიძის შესაგებელი ადმინისტრაციულ საქმეზე (ტ-2, ს.ფ.1-17); 6.სესხის ნატურით(უძრავი ქონებით) დაკმაყოფილების ხელშეკრულება(ტ-2, ს.ფ.71-74); 7. მხარეთა განმარტებებები(სხდომის ოქმი); დადგენილია, რომ 2009 წლის 02 ივნისს შპს ,,ქართულ ვაზი’’–სა და იური ხაჭაპურიძეს შორის გაფორმდა სესხის ნატურით (უძრავი ქონებით) დაკმაყოფილების შესახებ რომლის თანახმადაც კომპანიამ იური ხაჭაპურიძეს სესხის სანაცვლოდ საკუთრებაში გადასცა შემდეგი უძრავი ქონება ს/კ 86.17.05.917 დაზუსტებული ფართობი 1 ჰექტარი და ს/კ 86.06.02.997 დაზუსტებული ფართი 8 ჰექტარი. 2009 წელს უძრავი ქონება აღირიცხა იური ხაჭაპურიძის სახელზე ს/კ 86.17.05.917 და ს/კ 86.06.02.997 მას შემდეგ რაც იური ხაჭაპურიძემ დაზუსტებული ფართები მიიღო შპს ,,ქართული ვაზისაგან“ ვალის სანაცვლოდ და დაირეგისტრირა როგორც საკუთრება, რატომ გახდა აუცილებლობა 2016 წელს იური ხაჭაპურიძეს მიემართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსათვის მიწის ნაკვეთის მონაცემების დაზუსტების შესახებ და ამის გამო დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების აუცილებლობა, უნდა გამოეკვლია მარეგისტრირებელ ორგანოს, რაც არ გაუკეთებია. 3.1.8.2018 წლის 04 მაისს იური ხაჭაპურიძესა და გოჩა მაცაბერიძეს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება ს/კ N86.17.28.030 და ს/კ N86.17.28.034 რის შემდეგადაც გოჩა მაცაბერიძე გახდა 80. 000 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე რომელიც მდებარეობს ამბროლაურის რ-ნ სოფელ ზნაკვაში ხოლო 10.000 კვ.მ ამბროლაურის რ-ნ სოფელ ბუგეულში. ნასყიდობის საგნის ღირებულება შეადგენდა ჯამში 70 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ქართულ ლარში. შესყიდვის შემდეგ გოჩა მაცაბერიძემ მოახდინა მიწის ნაკვეთის დამუშავება და ვაზის კულტურის განაშენიანება. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: 1.სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ტ-1,ს.ფ. 2–9); 2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაგებელი ადმინისტრაციულ სარჩელზე(ტ-1, ს.ფ.155-174); 3. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის შესაგებელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ტ-1, ს.ფ.109-120); 4.იური ხაჭაპურიძის შესაგებელი ადმინისტრაციულ საქმეზე (ტ-1, ს.ფ.138-149); 5.გოჩა მაცაბერიძის შესაგებელი ადმინისტრაციულ საქმეზე (ტ-2, ს.ფ.1-17); 6.ხელშეკრულება უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ (ტ-2, ს.ფ.83-85); 7.ამონაწერი საჯარო რეესტრიდან(ტ-2, ს.ფ. 86-89); 8. მხარეთა განმარტებებები(სხდომის ოქმი); 3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები 3.2.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 ნოემბრის N892018766389–19 გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 4 დეკემბრის N496114 გადაწყვეტილებით- ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე, ამავე სააგენტოს 2018 წლის 17 დეკემბრის N513784 გადაწყვეტილებით საჩივრის დაკმაყოფილებაზე. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: 1.სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ტ-1,ს.ფ. 2–9); 2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაგებელი ადმინისტრაციულ სარჩელზე(ტ-1, ს.ფ.155-174); 3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 ნოემბრის N892018766389–19 გადაწყვეტილება(ტ-1, ს.ფ.14) 4.საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 4 დეკემბრის N496114 გადაწყვეტილება(ტ-1, ს.ფ.15-16); 5.საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 17 დეკემბრის N513784 გადაწყვეტილება(ტ-1, ს.ფ.75-77); 6. მხარეთა განმარტებებები(სხდომის ოქმი); 2018 წლის 20 ნოემბერს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონულმა ოფისმა მიიღო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ N892018766389–19 (20.11.2018) გადაწყვეტილება. ვინაიდან განცხადებით წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის თანახმად უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ზედდება ხდებოდა 86.17.28.030 და 86.17.28.034 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებთან, მხარეთა შორის გამოვლენილი დავის მოგვარების მიზნით, სააგენტოს მიერ დანიშნულ იქნა მედიატორი ნოტარიუსი ლანა მაჭავარიანი. მედიატორ ნოტარიუსთან /მედიატორთან, შესაბამის საკითხებზე შეხვედრა დანიშნულ იქნა 2018 წლის 28 სექტემბერს და განმეორებით 9 ნოემბერს, მისამართზე: ქალაქი ამბროლაური, კოსტავას ქ.N28. ნოტარიუს ლანა მაჭავარიანის მიმართვებით ირკვევა, რომ მედიაციის და განმეორებით დანიშნული მედიაციის პროცესი შეწყდა მხარეების გამოუცხადებლობის გამო. 3.2.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 22 ოქტომბრის N882014562655 –03 და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 09 მარტის N882016368597 –18 გადაწყვეტილებით უძრავი ქონება დარეგისტრირდა იური ხაჭაპურიძის სახელზე. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: 1.სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ტ-1,ს.ფ. 2–9); 2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაგებელი ადმინისტრაციულ სარჩელზე(ტ-1, ს.ფ.155-174); 3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 22 ოქტომბრის N882014562655 –03 გადაწყვეტილება და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ-1, ს.ფ.17-19); 4.საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 09 მარტის N882016368597 –18 გადაწყვეტილება და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ-1, ს.ფ.20-22); 5.მხარეთა განმარტებები(სხდომის ოქმი); 3.2.3. .საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 4 მაისის N892018380693 – 03 და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 7 მაისის N892018381802 –03 გადაწყვეტილებით უძრავი ქონება დარეგისტრირდა გოჩა მაცაბერიძის სახელზე, სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: 1.სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ტ-1,ს.ფ. 2–9); 2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაგებელი ადმინისტრაციულ სარჩელზე(ტ-1, ს.ფ.155-174); 3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 4 მაისის N892018380693 – 03 გადაწყვეტილება და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ-1, ს.ფ.23-25); 4.საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 7 მაისის N892018381802 –03 გადაწყვეტილება და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ-1, ს.ფ.26-28); საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ამავე კოდექსის მეოთხე მუხლის პირველი წინადადების შესაბამისად, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინი უფლება-მოვალეობებით. სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარე იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით, ასაბუთებს სასამართლოსათვის მიცემული ახსნა-განმარტებით, რაც სხდომაზე მონაწილე მხარეთა განმარტებებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე სრულად ვერ იქნება გაზიარებული. სამოტივაციო ნაწილი 4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობს ნოდარი მიქაუტაძის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ- სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი:საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 ნოემბრის N892018766389–19 გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 4 დეკემბრის N496114 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 22 ოქტომბრის N882014562655 –03 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, რომლითაც უძრავი ქონება დარეგისტრირდა იური ხაჭაპურიძის სახელზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 09 მარტის N882016368597 –18 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, რომლითაც სადავო უძრავი ქონება დარეგისტრირდა იური ხაჭაპურიძის სახელზე; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 4 მაისის N892018380693 – 03 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, რომლითაც უძრავი ქონება დარეგისტრდა გოჩა მაცაბერიძის სახელზე; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 7 მაისის N892018381802 –03 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, რომლითაც უძრავი ქონება დარეგისტრირდა გოჩა მაცაბერიძის სახელზე; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 17 დეკემბრის N513784 გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხე მხარეს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. 5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანება, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 1 აგვისტოს №153 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესი’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი. 6. სამართლებრივი შეფასება 6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 ნოემბრის N892018766389–19 გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 4 დეკემბრის N496114 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 22 ოქტომბრის N882014562655 –03 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, რომლითაც უძრავი ქონება დარეგისტრირდა იური ხაჭაპურიძის სახელზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 09 მარტის N882016368597 –18 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, რომლითაც სადავო უძრავი ქონება დარეგისტრირდა იური ხაჭაპურიძის სახელზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 4 მაისის N892018380693 – 03 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, რომლითაც უძრავი ქონება დარეგისტრდა გოჩა მაცაბერიძის სახელზე; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 7 მაისის N892018381802 –03 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, რომლითაც უძრავი ქონება დარეგისტრირდა გოჩა მაცაბერიძის სახელზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 17 დეკემბრის N513784 გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საქართველოს კონსტიტუციასა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. 6.2. სასამართლო განმარტავს, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრების წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი საფუძვლები და რეესტრის მწარმოებელი ორგანოს უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონით. მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის-ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრაციის საკითხზე გამოსცემს გადაწყვეტილებას. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 3 სექტემბერს, ნოდარ მიქაუტაძის წარმომადგენელმა ბელა ბერაძემ, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონულ ოფისში წარადგინა N892018766389 სარეგისტრაციო განცხადება თანდართულ მასალებთან ერთად და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ საკეციაში მდებარე სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 86.06.02.054) საკადასტრო მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია. 2018 წლის 7 სექტემბერს, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონულმა ოფისმა მიიღო N 892018766389–03 გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ სარეგისტრაციოდ წადგენილ უძრავ ნივთს ზედდება ჰქონდა 86.17.28.030 და 86.17.28.034 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ნივთებთან. თუ იგი ეთანხმებოდა გოჩა მაცაბერიძის (პირადი ნომერი 01019001595) საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების (საკადასტრო კოდები: 86.17.28.030 და 86.17.28.034.) კონფიგურაციას და მდებარეობას, რომლებთანაც ფიქსირდებოდა სარეგისტრაციო უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ზედდება, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად 30 კალენდარული დღის ვადაში უნდა წარედგინა კორექტირებული აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი. მხარეთა შორის დავის გამო აუცილებელი გახდა მედიატორი ნოტარიუსის ჩართვა, რაზედაც თანხმობა განაცხადეს. 2018 წლის 14 სექტემბერს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ N892018766389 –07 გადაწყვეტილება და განმცხადებელს კიდევ ერთხელ აცნობა სარეგისტრაციო უძრავი ნივთისა და 86.17.28.030 და 86.17.28.034 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების საკადასტრო მონაცემებს შორის დაფიქსირებული ზედდების, აგრეთვე კანონით დადგენილი წესით, მედიატორი ნოტარიუსის ლანა მაჭავარიანის დანიშვნის შესახებ. სანოტარო მედიაცია დაინიშნა ორჯერ, რაზედაც მხარეები არ გამოცხადდნენ, რის გამოც მედიაციის პროცესი შეწყდა. დადგენილია, რომ 2018 წლის 20 ნოემბერს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონულმა ოფისმა მიიღო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ N892018766389–19 (20.11.2018) გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ვინაიდან განცხადებით წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის თანახმად უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ზედდება ხდებოდა 86.17.28.030 და 86.17.28.034 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებთან. სასამართლო განმარტავს, რომ უძრავ ქონებაზე როგორც რეგისტრაცია, ასევე მათში ცვლილება წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს, კერძოდ- დასახელებული კანონის მე-2 მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ,,ლ” ქვეპუნქტის თანახმად კი, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებულ იქნა ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ ინსტრუქცია, რომელიც განსაზღვრავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს(შემდგომში – სააგენტოს) მიერ საჯარო რეესტრის წარმოებისა და ინფორმაციის გაცემის წესებსა და პირობებს, წარმოებაში მონაწილე მხარეებს, მათ უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული ინსტრუქციის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის(მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები. თავის მხრივ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონში (21-ე, 22-ე და 23-ე მუხლები) კონკრეტულად არის გაწერილი ის საფუძვლები, რომელთაც არსებობის შემთხვევაშიც სარეგისტრაციო ორგანო უფლებამოსილია უარი უთხრას პირს რეგისტრაციაზე, შეაჩეროს და/ან შეწყვიტოს სარეგისტრაციო წარმოება. დასახელებული კანონის 23-ე მუხლი განსაზღვრავს რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძლებს. კერძოდ,- სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ: ა)უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობა, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობა არ ექვემდებარება რეგისტრაციას; ბ)რეგისტრირებული უფლება, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულება, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გამორიცხავს იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის ან საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციას; გ)სარეგისტრაციო დოკუმენტი გამოცემული, მიღებული ან შედგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ; დ) დადგენილი წესით გახდა ცნობილი სარეგისტრაციო დოკუმენტის გაუქმების ფაქტი; ე) წარმოდგენილია სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ითვალისწინებს რეგისტრაციაზე უარის თქმას; ვ) რეგისტრაციის მოთხოვნის დროისათვის საკუთრების უფლება გადასულია ახალ მესაკუთრეზე; ვ1) სარეგისტრაციო მოთხოვნა რეგისტრირებული მონაცემების იდენტურია; ზ)არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები. მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 ნოემბრის N892018766389–19 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 4 დეკემბრის N496114 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, იური ხაჭაპურიძის სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 22 ოქტომბრის N882014562655 –03 გადაწყვეტილებისა და 2017 წლის 09 მარტის N882016368597 –18 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, გოჩა მაცაბერიძის სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 4 მაისის N892018380693 – 03 გადაწყვეტილებისა და 2018 წლის 7 მაისის N892018381802 –03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 17 დეკემბრის N513784 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. დადგენილია და დავასა და ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ ამბროლაურის რაიონის გამგეობის 2002 წლის 27 თებერვლის N8 დადგენილების საფუძველზე შპს ,,ქართულ ვაზი’’–ს იჯარით გადაეცა 8 ჰექტარი სოფელ სოფელ ბუგეულსა და ზნაკვას შორის, ხოლო 1 ჰექტარი ბუგეული–საკეციას საზღვარზე. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს გეგმას, შპს ,,ქართულ ვაზი’’–სათვის იჯარით 80 000 კვ.მ. მიწის გადაცემის თაობაზე, რომელიც ასახავს გადაცემული უძრავი ქონების კონფიგურაციას და შეიცავს მითითებას მოსაზღვრე მიწების თაობაზე, კერძოდ: ,,ა“-დან ,,ბ“-მდე ესაზღვრება ზნაკვის ფართობი(ეროზირებული), ,,ბ“-დან ,,გ“-მდე შპს ,,ქართული ვაზის საიჯარო ფართობი, ,,გ“-დან ,,დ“-მდე - 240 მეტრის სიგრძესა და 60 მეტრის სიმაღლეზე ზნაკვის მოსახლეობის ნაკვეთები, ,,დ“-დან ,,ე“-მდე -ეროზირებული ტერიტორია, ,,ე“-დან ,,ა“-მდე - ხევი მდინარე რიონი, ნაკვეთი არის ხუთკუთხედი. აღნიშნული სადავო არაა, სადავო არის რეალურად გამოყოფილი ფართის ადგილის შეცვლა და ნაცვლად ეროზირებული მიწის მონაკვეთისა მოსარჩელის სავარგულის დაკავება ნებსით, თუ უნებლიედ. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოდავე მხარის თავისად მიჩნეული უძრავი ქონების რეგისტრაცია იური ხაჭაპურიძეზე მოხდა მას შემდეგ, რაც 2016 წელს იური ხაჭაპურიძემ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიწის ნაკვეთის მონაცემების დაზუსტების შესახებ. ნახაზის წარდგენის შემდეგ საჯარო რეესტრმა დამატებით მოსთხოვა იური ხაჭაპურიძეს გამგებლისგან დამატებითი მტკიცებულების წარდგენა, რომ საკადასტრო აზომვით ნახაზში მითითებული უძრავი ქონება ნამდვილად წარმოადგენდა მის საკუთრებას. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2016 წლის 17 ივლისს გაიცა ცნობა სადაც გამგეობამ დაადგინა რომ ს/კ 86.06.21.023 კონფიგურაცია და მოსაზღვრე ნაკვეთის მითითებული მფლობელობა ურთიერთშესაბამისობაში იყო უფლების დამდგენ დოკუმენტებთან რასაც თან ერთვოდა 2016 წლის 04 ივლისის აქტი. აღნიშნული ცვლილება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. მითითებულიდან გამომდინარე სასამარლო მიიჩნევს რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები მიღებულია ადმინისტრაციული წარმოებისისას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების მოკვლევისა და შეფასების გარეშე. 6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის ვალდებულება, კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა)გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ)შეაგროვოს ცნობები; გ)მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ)დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე)დანიშნოს ექსპერტიზა; ვ)გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ)მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე სასამართლო ასკვნის, რომ იმისათვის, რათა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება სწორედ ამ გარემოებათა შეფასების შედეგად. რომ სადაო მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები მათ შორის არც მოსარჩელე მხარე მითითებულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ კანონის მოთხოვნათა დაცვით არ მოახდინა სადავო საკითხის სრულყოფილად შესწავლა და გამოკვლევა, ისე მიიღო გადაწყვეტილება, რის გამოც არსებობს, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები. გარემოება, ორჯერ არ გამოცხადდნენ დანიშნული მედიაციის პროცესზე, რა იძლეოდა მარეგისტრირებელი ორგანოს მხრივ ასეთი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 20 ნოემბრის N892018766389–19 გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, 2018 წლის 4 დეკემბრის N496114 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ, 2018 წლის 17 დეკემბრის N513784 გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, მიღებული იქნა ისე, რომ არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. კერძოდ- მარეგისტრირებელ ორგანოს არ გამოუკვლევია 2016 წელს იური ხაჭაპურიძემ როცა მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტის მიწის ნაკვეთის მონაცემების დაზუსტების შესახებ, რატომ გახდა აუცილებელი მუნიციპალიტეტის ჩართულობა, და დამატებით ცნობის წარდგენა. ჯეროვანი ყურადღება არ დაუთმო იჯარით გაცემული, ხოლო შემდეგ საკუთრებად ქცეული მიწის ნაკვეთის კონფიგურაციას, არ გამოიკვლია, იყო თუ არა ხუთკუთხოვან მიწის ნაკვეთში შეჭრილი ზნაკვას მოსახლეობა 240 სიგრძისა და 60 მეტრი სიმაღლის ფართით. 6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე–2 ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. სასამართლო განმარტავს, რომ უძრავ ქონებაზე როგორც რეგისტრაცია, ასევე მათში ცვლილება წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს, კერძოდ, დასახელებული კანონის მე-2 მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო ,,მ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, საკადასტრო მონაცემების ზედდება - უძრავი ნივთის(მისი ნაწილის) საკადასტრო მონაცემების იდენტურობა უფლებარეგისტრირებული უძრავი ნივთის(მისი ნაწილის) საკადასტრო მონაცემებთან. ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 8.1 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ განცხადებით მიმართა შესაბამის სამსახურს უძრავი ქონების რეგისტრაციის მოთხოვნით. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ კი ჯეროვნად არ მოიკვლია მასალები, ისე მიიღო გადაწყვეტილება. 6.5. სასამართლო ასევე მიუთითებს ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის თანახმადაც, ეს კანონი განსაზღვრავს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალურ წესს, ადგენს ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემურ და სპორადულ რეგისტრაციასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება ამ კანონით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. დასახელებული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სპორადული რეგისტრაცია არის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაინტერესებული პირის განცხადებისა და მის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებისა და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია ამ კანონით გათვალისწინებული სპეციალური წესის შესაბამისად. ამავე მუხლის ,,ს’’ ქვეპუნქტის თანახმად, მედიაცია არის ამავე კანონით დადგენილი წესით დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალება, ხოლო „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სანოტარო მედიაცია არის კერძო სამართლებრივი დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალება, რომელიც გამოიყენება სახელმწიფო პროექტის მიზნებისათვის და რომელსაც წარმართავს ერთი ან ერთზე მეტი მედიატორი ნოტარიუსი. მითითებული კანონის 4.1 მუხლის თანახმად კი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომ – სააგენტო), საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელების გარდა, საკუთარი ინიციატივით სახელმწიფო პროექტის ფარგლებში: ა) ახორციელებს სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოძიებასა და სისტემატიზაციას; ბ) ახორციელებს მიწის ნაკვეთების საკადასტრო აღწერას და შესრულებული სამუშაოს შედეგების დოკუმენტირებას საპილოტო პროექტის მიზნებისათვის; გ) ახორციელებს საკადასტრო მონაცემების ცვლილების უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციას; დ) ფაქტების კონსტატაციის მიზნით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს; ე) უზრუნველყოფს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების სრულყოფას და მათ ურთიერთშესაბამისობას; ვ) ახორციელებს ამ კანონით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. სასამართლო მიუთითებს ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის 18.1 მუხლზე, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო პროექტის, გარდა განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტისა, განხორციელების პროცესში მხარეთა შორის დავის გამოვლენის შემთხვევაში სააგენტო ამ დავის გადასაწყვეტად სავალდებულო წესით მიმართავს სანოტარო მედიაციას ან საქმეში რთავს მედიატორს(მედიატორებს), რომელიც(რომლებიც) მხარეებს აცნობს(აცნობენ) მედიაციის პირობებს და მათი თანხმობით ნიშნავს (ნიშნავენ) შეხვედრის დროსა და ადგილს, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მედიაცია სრულდება სანოტარო მედიაციისათვის მიმართვიდან/საქმეში მედიატორის(მედიატორების) ჩართვიდან არაუგვიანეს 3 კვირისა. მხარეთა მიერ შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში მიწის ნაკვეთზე უფლება რეგისტრირდება ამ კანონით დადგენილი წესით. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 1 აგვისტოს №153 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესი’’ განსაზღვრავს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალურ წესს, ადგენს რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს. დასახელებული წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ სპორადული წესით შემოსულ სარეგისტრაციო განცხადებაზე წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები გადაფარვაშია სხვა პირის სარეგისტრაციო განცხადებაზე წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებთან ან რეგისტრირებულ მონაცემებთან, ამასთან, შესაბამისი გადამოწმების შედეგად არ დგინდება რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის შეუსაბამობა სააგენტოში დაცულ დოკუმენტაციასთან/ინფორმაციასთან, სააგენტო იღებს სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებას, რომლითაც მხარეებს შესთავაზებს დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ საშუალებას(მედიაციას). ასეთ შემთხვევაში სარეგისტრაციო განცხადებასთან/განცხადებებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება მედიაციის შედეგების გათვალისწინებით. ამავე წესის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით კი განსაზღვრულია, რომ მხარის (მხარეების) წინასწარი თანხმობის არსებობისას, სააგენტო შეარჩევს მედიატორს/მედიატორ ნოტარიუსს და აღნიშნულის შესახებ სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის თობაზე გადაწყვეტილებით აცნობებს დაინტერესებულ პირებს. მხარის (მხარეების) წინასწარი თანხმობის არარსებობისას, სააგენტო იღებს სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებას, რომლითაც დაინტერესებულ პირებს შესთავაზებს 3 სამუშაო დღის ვადაში მედიატორების/მედიატორი ნოტარიუსების სიიდან შეარჩიონ მედიატორი; მედიატორი ნოტარიუსი. მოცემულ შემთხვევაში როგორც აღინიშნა დადგენილია, რომ მხარეთა თანხმობით ორჯერ გამართულ მედიაციაზე არავინ გამოცხადდა. 6.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე ნათელია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიაჩნია, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღება მოხდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დარღვევით საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების გარეშე. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.1 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამავე კოდექსის 33.1 მუხლის თანახმად კი, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას. მოცემულ სამართლებრივ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევის და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. სასამარლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების და შეფასების გარეშე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების გამოცემის შემთხვევა, რის გამოც ნოდარი მიქაუტაძის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნას ცნობილი:საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 ნოემბრის N892018766389–19 გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 4 დეკემბრის N496114 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 22 ოქტომბრის N882014562655 –03 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, რომლითაც უძრავი ქონება დარეგისტრირდა იური ხაჭაპურიძის სახელზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 09 მარტის N882016368597 –18 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ რომლითაც უძრავი ქონება დარეგისტრირდა იური ხაჭაპურიძის სახელზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 4 მაისის N892018380693 – 03 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, რომლითაც უძრავი ქონება დარეგისტრდა გოჩა მაცაბერიძის სახელზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 7 მაისის N892018381802 –03 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, რომლითაც უძრავი ქონება დარეგისტრირდა გოჩა მაცაბერიძის სახელზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 17 დეკემბრის N513784 გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხე მხარეს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა დაევალოს საქმის მასალების სრულფასოვანი შემოწმებისა და გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ –სამართლებრივი აქტების გამოცემა მოპოვებული მასალების საფუძველზე კანონიერ მფლობელზე სადავო ტერიტორიის რეგისტრაციის შესახებ. არ უნდა დაკმაყოფილდეს ნოდარ მიქაუტაძის მოთხოვნა გაბათილებული აქტების სანაცვლოდ საჯარო რეესტრში მოსარჩელის სახელზე მის მიერ წარდენილი უფლების დამდგენი დოკუმენტებისა და ნახაზების შესაბამისად მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის თაობაზე საჯარო რეესტრის დავალდებულების შესახებ. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე აქტის გამოცემა უნდა დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს რომელმაც უნდა ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება, ჩართოს ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირი, მისცეს მათ აზრის გამოთქმის საშუალება და საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება. სასამართლო არ იზიარებს მესამე პირის, იური ხაჭაპურიძის წარმომადგენლის პოზიციას სარჩელის ხადაზმულობასთან დაკავშირებით, რამეთუ მოსარჩელემ მაშინვე დაიწყო დავა, რიგორც კი შეიტყო მისი უფლებების დარღვევის შესახებ. მესამე პირის იური ხაჭაპურიძის წარმომადგენელი ხანდაზმულობასთან დაკავშირებით მოიშველიებს საქართველოს საკსაციო სასამართლოს 2014 წლის 25 დეკემბრის განმარტებას საქმეზე Nბს–339–335(2კ–14) რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ საკუთრების უფლების დაცვასთან დაკავშირებით მოთხოვნაზე არ ვრცელდება ხანდაზმულობის ვადა, მაგრამ არ ითვალისწინებს რომ ამავე გადაწყვეტილებაში განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130–ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნის ვადის დენა დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. როგორც ზემოთ აღინიშნა მოსარჩელე მხარემ მისი უფლებების შესაძლო შელახვასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებისთანვე დაიწყო დავა საკითხის გადასაწყვეტად. სასამართლო არ იზიარებს მესამე პირის, გოჩა მაცაბერიძის წარმოამდგენლის პოზიციას, ,,რომ საკუთრების მოწმობის დედანის ფლობა არ ნიშნავს უპირობოდ საჯარო რეესტრში მის რეგისტრაციას ვინაიდან ამ დედანი დოკუმენტის გარდა აუცილებელია ტექ-ბიუროში და მათ შორის არქივში დაცულ დოკუმენტებთან შესაბამისობაში გადამოწმება, რათა დადგინდეს საბუთის კანონიერების საკითხი,, რამეთუ სადავოდ არ ხდის გარემოებას, რომ მოსარჩელეს ნამდვილად აქვს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, ამასთან მის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი იქნა უფლების დამდგენი სხვა დოკუმენტები, რომელიც მოპასუხე მხარემ ძირეული გამოკვლევის გარეშე არასაკმარისად მიიჩნია მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. სასამარლოში დავის პარალელურად მაცაბერიძე აქტიურად აწარმოებდა სამუშაოებს სადავო ტერიტორიაზე, იმის მიუხედავად, რომ მოსარჩელემ ადგილზე მისვლით არაერთხელ გამოხატა პროტესტი თავისად მიჩნეულ უძრავ ქონებაზე სამუშაოთა წარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებით, მესამე პირმა გოჩა მაცაბერიძემ არ მიიღო ქმედითი ზომები სიტუაციის გასარკვევად. შესაბამისად მისი მითითება წარმოდგენილ შესაგებელში, რომ ორჯერ გამოცხადდა მედიაციაზე, მაგრამ ოქმში შეტანილი არ არის ვერ იქნება გაზიარებული. ის გარემოება, რომ სამუშაოთა წარმოების პროცესში დასაქმებული ჰყავს ადგილობრივი მოსახლეობა 40 კაცის ოდენობით, არ წარმოადგენს დავის გადაწყვეტის სამართლებრივ საფუძველს, სხვათა შრომის უფლების რეალიზაცია არ შეიძლება კომპენსირდეს თუდაც ერთი ადამიანის უფლების შესაძლო შელახვის ხარჯზე, ვერ იქნება გათვალისწინებული დავის სპეციფიკიდან გამომდინარე გოჩა მაცაბერიძის მიერ სამეწარმეო საქმიანობის პროცესში დახარჯული თანხის ოდენობა, რადგანაც მხარე ამ საკითხს ეჭვის ქვეშ არ აყენებს და არც მისი ინტერესის სფეროს წარმოადგენს. სასამართლო ვერ გაიზიარებს გოჩა მაცაბერიძის წარმომადგენლის პოზიციას, რომ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მიერ გაცემული სარეგისტრაციო მოწმობის (იგულისხმება მიწის/უძრავი ქონების საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა რომელიც გაცემულია 2000 წელს,), უმნიშვნელო როლთან დაკავშირებით უძრავი ქონების რეგისტრაციის დროს. 7. საპროცესო ხარჯები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37.1 მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად კი, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100(ასი) ლარის ოდენობით, შესაბამისად მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრისის ეროვნული სააგენტოს მოსარჩელე ნოდარი მიქაუტაძის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ; 8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა. სარეზოლუციო ნაწილი სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-9, მე-12, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა : 1.ნოდარი მიქაუტაძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნას ცნობილი: 1.1.საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 ნოემბრის N892018766389–19 გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. 1.2.საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 4 დეკემბრის N496114 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ. 1.3.საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 22 ოქტომბრის N882014562655 –03 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, რომლითაც უძრავი ქონება დარეგისტრირდა იური ხაჭაპურიძის სახელზე. 1.4.საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 09 მარტის N882016368597 –18 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ რომლითაც უძრავი ქონება დარეგისტრირდა იური ხაჭაპურიძის სახელზე. 1.5.საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 4 მაისის N892018380693 – 03 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, რომლითაც უძრავი ქონება დარეგისტრდა გოჩა მაცაბერიძის სახელზე. 1.6.საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 7 მაისის N892018381802 –03 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, რომლითაც უძრავი ქონება დარეგისტრირდა გოჩა მაცაბერიძის სახელზე. 1.7. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 17 დეკემბრის N513784 გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. 2.მოპასუხე მხარეს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს საქმის მასალების სრულფასოვანი შემოწმებისა და გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ –სამართლებრივი აქტების გამოცემა მოპოვებული მასალების საფუძველზე კანონიერ მფლობელზე სადავო ტერიტორიის რეგისტრაციის შესახებ. 3.არ დაკმაყოფილდეს ნოდარ მიქაუტაძის მოთხოვნა გაბათილებული აქტების სანაცვლოდ საჯარო რეესტრში მოსარჩელის სახელზე მის მიერ წარდენილი უფლების დამდგენი დოკუმენტებისა და ნახაზების შესაბამისად მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის თაობაზე საჯარო რეესტრის დავალდებულების შესახებ. 4.მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მოსარჩელე ნოდარი მიქაუტაძის სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ; 5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე:ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა № 32), ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. ამბროლაური, კოსტავას ქუჩა № 13), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან, 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში. მოსამართლე: ლეილა გურგუჩიანი