გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №200210018002343083
საქმე №2/236-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
20 ივნისი, 2019 წელი ქ. თელავი
შესავალი ნაწილი
თელავის რაიონული სასამართლო
მოსამართლე: ნინო ჩახნაშვილი
სხდომის მდივანი: თამარ ბერძენაშვილი
მოსარჩელე: ვ-–------------------ე
წარმომადგენელი: ნ----------–-–---–ი
მოპასუხე: ლ--–-----------ე
წარმომადგენელი: ჯ------------–-–---–ი
დავის საგანი: სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, მემკვიდრედ და მესაკუთრედ აღიარების ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 2017 წლის 30 ნოემბერს ლ--–-----------ის სახელზე ნოტარიუს ქ-----------------–---–ის მიერ გაცემული სამკვიდრო N1-------- მოწმობის ბათილად ცნობა, მოსარჩელე ვ-–-------------------ს აწ გარდაცვლილი ვ-–-------------------ს მემკვიდრედ ცნობა და სადავო უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე, რაიონი ა-----ა, სოფელი ქ--------–----, საკადასტრო კოდი 50.03.33.4-- მოსარჩელე ვ-–-------------------ს მესაკუთრედ აღიარება.
(იხ. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა გვ. 199-200);
სარჩელის თანახმად, მამკვიდრებელი ვ-–------------------ე გარდაიცვალა 1987 წლის 13 სექტემბერს. მას ჰყავდა ოთხი კანონისმიერი მემკვიდრე: აწ გარდაცვლილი პ-–----------------ე (მოსარჩელე ვ-–-------------------ს მამა), ლ--–-----------ე, აწ გარდაცვლილი ე---–-------------ე და აწ გარდაცვლილი გ----------------ე. პ-–----------------ე გარდაიცვალა 1993 წლის 27 დეკემბერს, რომელიც 1965 წლის 19 ივლისიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ლ----------------------ნ და მათ 1971 წლის 3 აპრილს შეეძინათ შვილი, ვ-–------------------ე. გ----------------ე გარდაიცვალა 2001 წლის 10 აგვისტოს. დღეის მდგომარეობით მის მემკვიდრეებს პრეტენზია არ აქვთ დავის საგანზე. მოსარჩელემ ფაქტობრივი ფლობით მიიღი 1993 წელს გარდაცვლილი პ-–----------------ის სამკვიდრო. ვ-–-------------------ს გარდაცვალების შემდეგ, მისი შვილი პ-–----------------ე დაეუფლა მთელ მის კუთვნილ უძრავ და მოძრავ ქონებას, თ---–--ში წამოიღო მამის კუთვნილი ბევრი ნივთი, ჭურჭელი და სხვადასხვა დანიშნულების საყოფაცხოვრებო ნივთები: თუშური ხალიჩა, ნავთის ჩასასხმელი სანათი ლამპა, მამის კუთვნილი ხანჯალი, ასევე ახალი ჭურჭელი, ქვაბები, თეფშები, ჭიქები. პ-–----------------ემ დაკრძალა ვ-–------------------ე, გაუკეთა საფლავი, გაიღო ყველა ხარჯი, ამუშავებდა მიწის ნაკვეთს და მამის გარდაცვალების დღიდან შეუდგა სამკვიდროს ფაქტობრივ ფლობას. გასული წლის ბოლოს მისთვის ცნობილი გახდა, რომ მოპასუხე ლ--–-----------ემ (მამკვიდრებლის შვილმა) მიიღო ვ-–-------------------ს სამკვიდროზე სამკვიდრო მოწმობა 30.11.2017 წელს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი წერილობით შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ მამის - ვ-–-------------------ს (დაბ: 1---წ) გარდაცვალების შემდეგ (გარდ. 1987 წლის 13 სექტემბერს) მის დანაშთ სამკვიდრო ქონებას დაეუფლნენ თვითონ და მისი ძმა ე---–-------------ე. ე---–-------------ემ უარი განაცხადა მამის დანაშთ ქონებაზე და სამკვიდრო მიიღო ლ--–-----------ემ. გარდაცვლილი ვ-–-------------------ს დანაშთი სამკვიდრო ქონება კანონით დადგენილი წესით არც პ-–----------------ეს, არც მის მეუღლეს და შვილს არ მიუღიათ ა-----ა, სოფელ ქ--------–---–ი. მისი განმარტებით, პ-–----------------ეს, მამამ - ვ-–------------------ემ მისცა ფულადი თანხა, რითაც შეიძინა ბინა თ---–--ში, ს--------------------------------2 და თ---–--ში ცხოვრობდა პ-–----------------ე.
რაც შეეხება დაკრძალვის ხარჯებს, მშობლებს დარჩენილი ჰქონდათ დანაზოგი და იმით ყველა ხარჯი გაისტუმრეს. მათ არავის დახმარება დაკრძალვის და სხვა ხარჯებში არ დასჭირვებიათ.
მოსარჩელის მიერ ფაქტობრივი ფლობით მამკვიდრებელ ვ-–-------------------ს სამკვიდროს დაუფლებას, ხანჯალთან დაკავშირებით მოპასუხემ განმარტა, რომ მის ძმისშვილს ვ-–------------------ეს აჩუქა ხანჯალი აწ გარდაცვლილმა ი-–-----–---------მ, რომელსაც უნდა მოენათლა. თუშური ხალიჩა და ნავთის ჩასასხმელი სანათი ლამპა მამის ოჯახს საერთოდ არ ჰქონია. მშობლების დანაშთ სამკვიდრო ქონებას ფლობდნენ და მმართავდნენ თვითონ და ძმა ე---–-------------ე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მამკვიდრებელი ვ-–------------------ე გარდაიცვალა 1987 წლის 13 სექტემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ვ-–-------------------ს გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 30);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2. მამკვიდრებელი ვ-–------------------ე ჰყავდა ოთხი კანონისმიერი მემკვიდრე: აწ გარდაცვლილი პ-–----------------ე (მოსარჩელე ვ-–-------------------ს მამა), აწ გარდაცვლილი ე---–-------------ე და აწ გარდაცვლილი გ----------------ე, ლ--–-----------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- პ-–----------------ის დაბადების მოწმობა (ს.ფ. 31);
- ე---–-------------ის დაბადების მოწმობა (ს.ფ. 157);
- ლ--–-----------ის დაბადების მოწმობა (ს.ფ. 162);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.3. პ-–----------------ე გარდაიცვალა 1993 წლის 27 დეკემბერს. 1971 წლის 3 აპრილს შეეძინა შვილი, ვ-–------------------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- პ-–----------------ის გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 32);
- ვ-–-------------------ს დაბადების მოწმობა (ს.ფ. 34);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ნოტარიუს ქ-----------------–---–ს, სანოტარო ბიუროში, მიმართა სრულწლოვანმა და ქმედუნარიანმა პირმა ლ--–-----------ემ და მან განაცხადა, რომ 13.09.1987 წელს გარდაიცვალა მისი მამა ვ-–------------------ე (დაბ: 1--- წ), რომელსაც დარჩა სამკვიდრო ქონება.
ნოტარიუს ქ-----------------–---–ს, სანოტარო ბიუროში, მიმართა სრულწლოვანმა და ქმედუნარიანმა პირმა ე---–-------------ემ და მან განაცხადა, რომ 13.09.1987 წელს გარდაიცვალა მისი მამა ვ-–------------------ე (დაბ: 1--- წ), რომელსაც დარჩა სამკვიდრო ქონება. სამკვიდროს მისაღებად კანონმდებლობით დადგენილი ვადის განმავლობაში არც ერთი ფორმით არ მიუღია სამკვიდრო (არც განცხადების სანოტარო ბიუროში წარდგენით, არც სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებით ან მართვით) და არც შემდგომში აპირებს სამკვიდროს მიღებას სანოტარო ბიუროში განცხადების შეტანით ან სასამართლოსადმი მიმართვის გზით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სანოტარო აქტი სამკვიდრო მოწმობის მიღების შესახებ განცხადების თაობაზე (ს.ფ. 152);
- სამკვიდროს მიუღებლობის ფაქტის დადასტურება (ს.ფ. 153);
3.2.2. ნოტარიუს ქ-----------------–---–ის მიერ 30.11.2017წ. გაცემული სამკვიდრო მოწმობის მიხედვით: ვ-–-------------------ს (დაბ: 1---წ) გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო. ლ--–-----------ე არის ვ-–-------------------ს პირველი რიგის მემკვიდრე, კანონისმიერ მემკვიდრეთა წრიდან - შვილი. მემკვიდრის - ლ--–-----------ის მიერ მამკვიდრებლის - ვ-–-------------------ს დანაშთი სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლების ფაქტი დგინდება ცნობით №---. ქ--------–----ს ადმინისტრაციული ერთეულის მიერ 2017 წლის 30 ოქტომბერს გაცემული №--- ცნობის თანახმად, 1987 წლის 13 სექტემბერს გარდაცვლილი ვ-–-------------------ს (დაბ: 1---წ) გარდაცვალების დღიდან მის დანატოვარ ქონებას მდებარეს: ა-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--------–---–ი, ფლობს და სარგებლობს ლ--–-----------ე (დაბ: 16.02.1---წელს, პ/ნ 0----------). სხვა პირს განცხადება სამკვიდროს მიღების/ სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ 1987 წლის 13 სექტემბერს გარდაცვლილი ვ-–-------------------ს დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე სანოტარო ბიუროში არ წარმოუდგენია, რაც დასტურდება სანოტარო მოქმედებათა ელექტრონული რეესტრის მონაცემებით.
ნოტარიუს ქ-----------------–---–ის მიერ 30.11.2017წ. გაცემული სამკვიდრო მოწმობის მიხედვით ლ--–-----------ე (დაბ: 16.02.1---, ა-----ა, პ/ნ 0----------, რეგისტრირებული: თ---–--ი, ქ------–-------------–--–------------) არის 1987 წლის 13 სექტემბერს გარდაცვლილი ვ-–-------------------ს (დაბ: 1---წ) პირველი რიგის მემკვიდრე კანონისმიერი მემკვიდრეთა წრიდან - შვილი. მან როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონება სრულად, მასში შემავალი აქტივებითა და პასივებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ნოტარიუს ქ-----------------–--–-ს მიერ 30.11.2017წ. გაცემული სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ. 45-47);
- ქ--------–----ს ადმინისტრაციული ერთეულის მიერ 2017 წლის 30 ოქტომბერს გაცემული ცნობა (ს.ფ. 163);
3.2.3. 2018 წლის 26 თებერვლის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით უძრავ ქონებაზე მდებარე: რაიონი ა-----ა, სოფელი ქ--------–----, ს/კ: 53.03.33.4--, სამკვიდრო მოწმობის №1-------- საფუძველზე, მესაკუთრედ აღრიცხულია ლ--–-----------ე (პ/ნ 0----------).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 35-36);
3.1.4. მოსარჩელემ ფაქტობრივი ფლობით მიიღი 1993 წელს გარდაცვლილი პ-–----------------ის სამკვიდრო. ვ-–-------------------ს გარდაცვალების შემდეგ, მისი შვილი პ-–----------------ე დაეუფლა მთელ მის კუთვნილ უძრავ და მოძრავ ქონებას, თ---–--ში წამოიღო მამის კუთვნილი ბევრი ნივთი, ჭურჭელი და სხვადასხვა დანიშნულების საყოფაცხოვრებო ნივთები: თუშური ხალიჩა, ნავთის ჩასასხმელი სანათი ლამპა, მამის კუთვნილი ხანჯალი, ასევე ახალი ჭურჭელი, ქვაბები, თეფშები, ჭიქები. პ-–----------------ემ დაკრძალა ვ-–------------------ე, გაუკეთა საფლავი, გაიღო ყველა ხარჯი, ამუშავებდა მიწის ნაკვეთს და მამის გარდაცვალების დღიდან შეუდგა სამკვიდროს ფაქობრივ ფლობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ნივთების ფოტოები (ს.ფ. 85-87);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს მტკიცების ტვირთის ზოგად სტანდარტს, კერძოდ, იგი ადგენს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს: ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას ვინც უარყოფს“-,,affirmanti, non legati, incumbit probatio“.
საქმის მასალებიდან იკვეთება, რომ 30.11.2017წ. გაცემული სამკვიდრო მოწმობის მიხედვით ლ--–-----------ე არის 1987 წლის 13 სექტემბერს გარდაცვლილი ვ-–-------------------ს (დაბ: 1---წ) პირველი რიგის მემკვიდრე კანონისმიერი მემკვიდრეთა წრიდან - შვილი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი, სამოქალაქო სამართალწარმოების მიზნებისათვის, დადგენილია საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით. ნორმის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, არამედ, სასამართლო დასაშვებად ცნობილ მტკიცებულებებს აფასებს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, რა დროსაც ხდება მათი როგორც ინდივიდუალურად, ისე ერთობლიობაში შესწავლა, სწორედ ამ გზით არკვევს სასამართლო კონკრეტული მტკიცებულების დამაჯერებლობას, მის იურიდიულ სარწმუნოობას.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
არ არსებობს 1987 წლის 13 სექტემბერს გარდაცვლილი ვ-–-------------------ს დანაშთ ქონებაზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის, მემკვიდრედ ცნობისა და სადავო უძრავი ქონების ვ-–-------------------ს მესაკუთრედ აღიარების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306, 1307, 1319, 1320, 1328, 1336, 1421, 1424-ე, 1499, 1500 მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
მოსარჩელე ვ-–------------------ემ მოითხოვა 30.11.2017 წელს ლ--–-----------ის სახელზე ნოტარიუსს ქ-----------------–---–ის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის N1-------- ბათილად ცნობა, აწ გარდაცვლილი ვ-–-------------------ს მემკვიდრედ ცნობა და სადავო უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე, რაიონი ა-----ა, სოფელი ქ--------–----, საკადასტრო კოდი 50.03.33.4-- მოსარჩელე ვ-–-------------------ს მესაკუთრედ აღიარება. მოსარჩელის მითითებით, ფაქტობრივი ფლობით მიიღი 1993 წელს გარდაცვლილი პ-–----------------ის სამკვიდრო. ვ-–-------------------ს გარდაცვალების შემდეგ, მისი შვილი პ-–----------------ე დაეუფლა მთელ მის კუთვნილ უძრავ და მოძრავ ქონებას, თ---–--ში წამოიღო მამის კუთვნილი ბევრი ნივთი, ჭურჭელი და სხვადასხვა დანიშნულების საყოფაცხოვრებო ნივთები: თუშური ხალიჩა, ნავთის ჩასასხმელი სანათი ლამფა, მამის კუთვნილი ხანჯალი, ასევე ახალი ჭურჭელი, ქვაბები, თეფშები, ჭიქები. პ-–----------------ემ დაკრძალა ვ-–------------------ე, გაუკეთა საფლავი, გაიღო ყველა ხარჯი, ამუშავებდა მიწის ნაკვეთს და მამის გარდაცვალების დღიდან შეუდგა სამკვიდროს ფაქობრივ ფლობას.
დადგენილია, რომ ლ--–-----------ე არის 1987 წლის 13 სექტემბერს გარდაცვლილი ვ-–-------------------ს პირველი რიგის მემკვიდრე, კანონისმიერი მემკვიდრეთა წრიდან - შვილი. მან, როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ საკუთრებაშ მიიღო სამკვიდრო ქონება სრულად, მასში შემავალი აქტივებითა და პასივებით.
სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით.
სამოქალაქო კოდესის 1307-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ პირები, რომელნიც ცოცხალნი იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის. ამავე კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები). ნაშვილები და მისი შთამომავლები, როგორც მშვილებლის ან მისი ნათესავების მემკვიდრეები, გათანაბრებული არიან მშვილებლის შვილებთან და მათ შთამომავლებთან. ნაშვილები აღარ მიიჩნევა კანონით მემკვიდრედ მისი მშობლებისა და აღმავალი ხაზის სხვა ბიოლოგიური ნათესავების, აგრეთვე დებისა და ძმების გარდაცვალების შემდეგ. შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა. შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები ვერ გახდებიან მემკვიდრეები, თუ მათმა მშობლებმა უარი თქვეს სამკვიდროს მიღებაზე. მშვილებელი და მისი ნათესავები, როგორც ნაშვილებისა და მისი შთამომავლობის მემკვიდრეები, გათანაბრებული არიან ნაშვილების მშობლებსა და სხვა ბიოლოგიურ ნათესავებთან. ნაშვილების მშობლებს, აღმავალი ხაზის სხვა ბიოლოგიურ ნათესავებსა და და-ძმებს აღარ ეკუთვნით კანონით მემკვიდრეობა ნაშვილების ან მისი შთამომავლების გარდაცვალების შემდეგ.
სამოქალაქო კოდექსის 1319 და 1320 მუხლების მიხედვით, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შემდეგ. სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე.
სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. სამკვიდროში შედის საერთო საკუთრების წილი, რომელიც მამკვიდრებელზე მოდიოდა, ხოლო, თუ ქონების გაყოფა ნატურით შეუძლებელია, მაშინ - ამ ქონების ღირებულება.
სასამართლო მიუთითებს, რომ მატერიალური სამართლის არც ერთი ნორმა სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დადასტურების სპეციალურ სტანდარტს არ ადგენს, შესაბამისად, გამოყენებულ უნდა იქნას საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც დასაშვებ მტკიცებულებად, მათ შორის მოწმის ჩვენებასაც მიიჩნევს, თავის მხრივ, ამავე კოდექსის 140-ე მუხლი მოწმედ განიხილავს ნებისმიერ პირს, რომელსაც შესაძლებელია, გააჩნდეს რაიმე ინფორმაცია სადავო გარემოების შესახებ. მოწმის ჩვენების შეფასებისას სასამართლო მას იკვლევს, როგორც ინდივიდუალურად, ისე სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, რა დროსაც, ბუნებრივია, მნიშვნელობა ენიჭება, როგორც სუბიექტურ, ისე - ობიექტურ ფაქტორებს, მათ შორისაა მოწმის უნარი, აღიქვას ფაქტები და სწორად გადმოსცეს ისინი, მისი დამოკიდებულება მოდავე მხარეებისა და გარემოებების მიმართ, ასეთ დროს მოწმდება ჩვენების იურიდიული სანდოობა და, ბუნებრივია, შეფასების პროცესუალურ საფუძველს 105-ე მუხლი წარმოადგენს.
სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოწმე - ს----------------–---მ განმარტა, რომ 1981 წელს ი-–-----–---------მ ვ-–-----------–-----------------ს აჩუქა გრძელი, ვიწრო უქარქაშო, ძველი საგვარეულო ხანჯალი, რაც სასამართლო სხდომაზე ფოტოზე გამოსახულ ხანჯალზე მიუთითა, რომ ის ხანჯალი იყო. ვ-----------------–-ა განმარტა, რომ ვ-–-------------------ს გარდაცვალების შემდეგ ლ--–-----------ე ჩამოდიოდა თ---–--იდან და აქცევდა ყურადღებას. პ-–----------------ე ცხოვრობდა თ---–--ში და თუ ვინმე ახლობელი გარდაიცვლებოდა მხოლოდ მაშინ ჩამოდიოდა თ---–--იდან. ლ--------------------მ განმარტა, რომ მისი ბიძა ვ-–------------------ე გარდაიცვალა 1987 წელს. მისი გარდაცვალების შემდეგ სახლში დარჩა ე-–-–---ი და ლ--–-----------ეები. ვ-–------------------ეს ჰქონდა ნაკვეთი, რომელსაც ე---–-------------ე უვლიდა. ლ--–-----------ე ცხოვრობდა თ---–--ში, გ----------------ე ცხოვრობდა ქ--------–---–ი, ვ-–-------------------ს სახლის გვერდზე მდებარე სახლში. პ-–----------------ე ცხოვრობდა თ---–--ში, ქ--------–---–ი ჩადიოდა იშვიათად, ძირითადად თ--–--–ი იმყოფებოდა. ვ-–-------------------ს ქონებას უვლიდა ე---–--- და ლ--–-----------ეები. გ----------------ის სახლი, რომელიც ვ-–-------------------ს სახლის გვერდეზე არის აშენებული, პ-–----------------ისათვის იყო აშენებული, მაგრამ მან უარი განაცხადა აღნიშნულ სახლზე, რადგან თ---–--ში იმყოფებოდა. პ-–----------------ეს ფული მისცეს და უარი განაცხადა მამის ქონებაზე. აღნიშნული სახლი კი დარჩა გ----------------ეს. ვ-–-------------------ს გარდაცვალების შემდეგ ბინის გასაღები ჰქონდა ლ--–-----------ეს. ე---–--------------მ განმარტა, რომ მამა ე---–-------------ე, სანამ პაპა ვ-–------------------ე ცოცხალი იყო მამა ცხოვრობდა მასთან, ხოლო გარდაცვალების შემდეგ მარტო იყო. ფ---------------–---მ განმარტა, რომ ვ-–-------------------ს გარდაცვალების შემდეგ მის ქონებას უვლიდნენ ე---–--- და ლ--–-----------ეები. ასევე მან დაადასტურა, რომ ვ-–------------------ემ 800 მანეთი მისცა პ-–----------------ეს. ლ--–-------–-–---–მა განმარტა, რომ ბ------------ს ოჯახის წევრებისგან როგორც მისთვის ცნობილია, პ-–----------------ე ხშირად დადიოდა სოფელში. სოფლიდან ჩამოტანილი ჰქონდათ საყოფაცხოვრებო ნივთები, ჭურჭელი, ხანჯალი, ხალიჩა. ზ---------–--–--–---–-ს, რ----------------ს განმარტებით, პ-–----------------ე ხშირად დადიოდა სოფელში.
აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებით, სასამართლომ დადგენილად ვერ მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ვ-–-------------------ს გარდაცვალების შემდეგ, მისი შვილი პ-–----------------ე დაეუფლა მამის ვ-–-------------------ს კუთვნილ უძრავ და მოძრავ ქონებას.
საქმეში არსებული ქ--------–----ს ადმინისტრაციული ერთეულის მიერ 2017 წლის 30 ოქტომბერს გაცემული ცნობის თანახმად, 1987 წლის 13 სექტემბერს გარდაცვლილი ვ-–-------------------ს (დაბ: 1---წ) გარდაცვალების დღიდან მის დანატოვარ ქონებას მდებარეს: ა-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--------–---–ი, ფლობს და სარგებლობს ლ--–-----------ე (დაბ: 16.02.1---წელს, პ/ნ 0----------).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვით მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნას იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო სამართლებრივი ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა იქნას მიჩნეული, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
სამოქალაქო კოდექსის კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.
ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სამკვიდროს მიღების ფაქტის დასადასტურებლად საჭიროა, ან სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვი თვის განმავლობაში სანოტარო ორგანოსათვის განცხადებით მიმართვა, ანდა სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა და დაუფლება; ანუ აღნიშნული ნორმა იმპერატიული დანაწესის სახით ადგენს დროს, რომლის განმავლობაშიც მემკვიდრემ უნდა გამოთქვას სამკვიდროს მიღების სურვილი. სამკვიდროს მისაღებად საჭირო მოქმედებები (სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა და მართვა, განცხადების შეტანა სანოტარო ორგანოში) შესრულებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში. დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში მემკვიდრე, როგორც წესი, კარგავს სამკვიდროს მიღების უფლებას. ამდენად, იმისათვის, რომ აღნიშნული ნორმით დარეგულირდეს განსახილველი ურთიერთობა, სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში მემკვიდრე ფაქტობრივად უნდა დაეუფლოს ქონებას ან მართოს იგი. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამკვიდროს მიღება არის ცალმხრივი გარიგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდნენ მემკვიდრის ნებაზე სამკვიდროს მიღების შესახებ.
მითითებული ნორმის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებების არსებობის ფაქტი, რომლებიც თავის მხრის ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობასა და მართვას. ასეთად კი მიიჩნევა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრის ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში და სხვა. სამკვიდრო მიღებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მემკვიდრე არ ფლობს მამკვიდრებლის ნივთებს, მაგრამ მისი მოქმედებიდან დასტურება, რომ სამკვიდროს თავისად მიიჩნევს, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს გადასახადების გადახდაში, დამქირავებლისათვის ქირის გადახდევინებაში, თხოვებაში და ა.შ.
სამოქალაქო კანონმდებლობა მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების მოთხოვნის წარმოშობას, უკავშირებს არა მხოლოდ ნათესაურ კავშირს და სამკვიდრო მასის არსებობას, არამედ ადგენს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სამკვიდროს მიღების წესს 1421-ე და 1424-ე მუხლებით. სამკვიდროს განხსნის შედეგად მემკვიდრეობის მიღებისათვის მხოლოდ უფლების არსებობა არ წარმოშობს იურიდიულ შედეგს. აღნიშნული უფლების რეალიზაციისათვის აუცილებელია კონკრეტული მოქმედებების განხორციელება - მემკვიდრეობის მიღება. სამკვიდროს მიღება წარმოადგენს მემკვიდრის უფლებას და არა ვალდებულებას და სამკვიდროზე საკუთრების უფლების წარმოშობა კანონით გათვალისწინებული იმპერატიული დანაწესების განუხრელ დაცვაზეა დამოკიდებული. კანონმდებლობა სამკვიდროს მიღების ორ ფორმას იცნობს - ნების გამოხატვით ან კონკლუდენტური მოქმედებით. ამასთან, კანონის დანაწესით ნების გამოხატვა უნდა განხორციელდეს შეზღუდულ დროში.
სამოქალაქო კოდექსის 1421, 1424-ე მუხლების თანახმად, იმისთვის, რომ სამკვიდრო მემკვიდრისა გახდეს, მან უნდა მიიღოს იგი. არ შეიძლება სამკვიდროს მიღება რაიმე პირობების წამოყენებით. სამკვიდრო მიღებულად ითვლება, თუ მემკვიდრეც ფაქტიურად შეუდგება სამკვიდრო ქონების ფლობას ან მართვას, აგრეთვე, როდესაც იგი შეიტანს სანოტარო მოქმედებათა შემსრულებელ ორგანოში სამკვიდროს გახსნის ადგილას განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ. ამ მუხლის მეორე ნაწილში აღნიშნული მოქმედებები შესრულებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
მოცემული დავის ფარგლებში, დადგენილია, რომ მოსარჩელე ვ-–------------------ეს სადავო სამკვიდრო ქონებაზე განაცხადი სანოტარო ორგანოში არ შეუტანია და არც სამკვიდრო მოწმობა მიუღია. დღეის მდგომარეობით, ვ-–------------------ე არ ცხოვრობს სადავო საცხოვრებელ მისამართზე რაიონი ა-----ა, სოფელი ქ--------–----, საკადასტრო კოდი 50.03.33.4--, აღნიშნული წარმოადგენს მოპასუხე ლ--–-----------ის საკუთრებას.
სამოქალაქო კოდექსის 1499-1500 მუხლებით, კერძოდ, მემკვიდრეებად მოწვეულ პირებს შეუძლიათ სანოტარო ორგანოსგან მოითხოვონ სამკვიდრო მოწმობა. მემკვიდრეებს სამკვიდრო მოწმობა ეძლევათ სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ ნებისმიერ დროს.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით, 11.30.2017 წელს ლ--–-----------ის სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის მიხედვითაც, ლ--–-----------ემ როგორც ვ-–-------------------ს პირველი რიგის მემკვიდრემ, შვილმა, საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონება სრულად. სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, აღნიშნული უძრავი ქონება საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხა მოპასუხე ლ--–-----------ის სახელზე.
სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილით რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, უძრავ ნივთზე მდებარე რაიონი ა-----ა, სოფელი ქ--------–----, ს/კ: 53.03.33.4--, სამკვიდრო მოწმობის №1-------- საფუძველზე, მესაკუთრედ აღრიცხულია ლ--–-----------ე (პ/ნ 0----------).
ამდენად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებითა და მათი სამართლებრივი შეფასების შედეგად, არ არსებობს სადავო სამკვიდრო ქონების მდებარე მისამართზე, რაიონი ა-----ა, სოფელი ქ--------–----, ს/კ: 53.03.33.4--, მოსარჩელე ვ-–-------------------ს მესაკუთრედ აღიარებისა და მოპასუხე ლ--–-----------ის სახელზე 30.11.2017 წელს გაცემული სამკვიდრო მოწმობის (რეგისტრაციის ნომერი N1--------) ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ გარემოებებს:
მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისთვის იურიდიული დახმარებისთვის გაწეული ხარჯის - 500 ლარის ოდენობით გადახდის დაკისრებას. სარჩელს თან ერთვის 2018 წლის 08 მაისის იურიდიული მომსახურების გაწევის თაობაზე ხელშეკრულება №7 და იურიდიული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 500 ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის სარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო ვ-–-------------------ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 900 ლარი, უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებთ გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის განჩინებით ყადაღა დაედო ლ--–-----------ის (პ/ნ №0----------) საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებას, რომელის საიდენტიფიკაციო მონაცემებია: მისამართი: რაიონი ა-----ა, სოფელი ქ--------–----, ზონა ა-----ა - 50, სექტორი - ქ--------–---- -03, კვარტალი - 33, ნაკვეთი - 4--, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო), დაზუსტებული ფართობი: 2702.00 კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი 50.03.09.0--, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: #----------.
ვინაიდან ვ-–-------------------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სახეზეა მის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-ე, 39-ე, 41-ე, 55-ე, 1991-ე 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ვ-–-------------------ს სარჩელი მოპასუხე ლ--–-----------ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის, მემკვიდრედ და მესაკუთრედ აღიარების თაობაზე;
2. გაუქმდეს თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო ლ--–-----------ის (პ/ნ №0----------) საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებას, რომელის საიდენტიფიკაციო მონაცემებია: მისამართი: რაიონი ა-----ა, სოფელი ქ--------–----, ზონა ა-----ა - 50, სექტორი - ქ--------–---- -03, კვარტალი - 33, ნაკვეთი - 4--, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო), დაზუსტებული ფართობი: 2702.00 კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი 50.03.09.0--, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: #----------.
3. მოსარჩელის მიერ წარდგენილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
4. მოსარჩელეს დაეკისროს 500 ლარის გადახდა მოპასუხის მიერ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ნინო ჩახნაშვილი