გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
080210018002654501
საქმე #2/3238-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
16.05.2019 წ. ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დარინა აბულაძე
სხდომის მდივანი-სოფიო ბრეგვაძე
მოსარჩელე- ვ----–-–-–--–-–---–ი;
წარმომადგენელი- გ------------–--ე;
მოპასუხე- ააიპ ს--–---–---------------ი;
წარმომადგენელი-თ---------------ი;
დავის საგანი- ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ააიპ ს--–---–-----------------ს 2018 წლის 07 სექტემბრის #628 ბრძანება.
1.2. აღდგენილი იქნას ააიპ ს--–---–----------------- მონიტორინგის სამსახურის #17 ბრიგადის ბრიგადირის თანამდებობაზე.
1.3. მოპასუხე ააიპ სპეციალურ სერვისებს მოსარჩელე ვ----–-–-–--–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება;
1.4. გადაწყვეტილება გადაეცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ააიპ „ს--–---–----------------ი“-ს ძირითად საქმიანობას წამოადგენს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების ღონისძიებათა განხორციელება, ნარჩენების შეგროვება და განთავსების ადგილზე ტრანსპორტირების ორგანიზაცია; ქ.ქუთაისში მერიის დაქვემდებარებაში არსებული საათის მექანიზმების მოვლა-პატრონობის, კაპიტალური შეკეთებისა და შემდგომი ექსპლუატაციის ორგანიზება; მოძრავი ნაგავშემკრები კონტეინერების განთავსებისათვის საფეხმავლო ტროტუარებზე სპეციალური ჭრილების გაკეთება; ღვარსადენების კაპიტალური შეკეთება; ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხეების გადაბელვა; ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების დახაზვა და საგზაო ნიშნების მოწყობა; კანონით ნებადართული სხვა საქმიანობის განხორციელება. წესდების 1.3. მუხლის მიხედვით, ააიპ-ის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია. ააიპ „ს--–---–--------------–ი“ შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს არეგულირებს დირექტორის 27.07.2016წ. N1122 ბრძანებით დამტკიცებული შრომის შინაგანაწესი. ააიპ „ს--–---–-----------------“ დირექტორის 27.07.2016წ. N1122 ბრძანება და ამავე ბრძანებით დამტკიცებული შრომის შინაგანაწესი.
მოსარჩელე ვ----–-–-–--–-–---–ი არის ასაკის პენსიონერი. იგი მოპასუხე ააიპ „ს--–---–--------------–ი“ შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობდა: 05.05.2015 წლიდან 31.12.2017 წლამდე-მონიტორინგის სპეციალისტად, ხოლო 01.01.2018 წლიდან გათავისუფლებამდე-ბრიგადირად.
ააიპ „ს--–---–-----------------“ დირექტორის 07.09.2018წ. N628 ბრძანების თანახმად, ამავე ააიპ-ში მონიტორინგის სამსახურის N17 ბრიგადირის პოზიციაზე მომუშავე ვ----–-–-–--–-–---–ს ვადაზე ადრე შეუწყდა შრომითი კონტრაქტი საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ზ“ პუნქტის საფუძველზე. ბრძანება ვ----–-–-–--–-–---–ს ჩაბარდა 14.09.2018 წელს.
ვ----–-–-–--–-–---–ის განცხადების საფუძველზე ააიპ „ს--–---–-----------------“ დირექტორის 21.09.2018წ. N263 და 25.09.2018წ, N369 მიმართვებით მიღებული შემოწმების მასალებით დგინდება, რომ დამსაქმებელმა ვ----–-–-–--–-–---–თან 01.01.2018წ. N214 უვადო შრომითი ხელშეკრულება შეწყვიტა ამავე ხელშეკრულების მე-4 მუხლით დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობის გამო, რაც ჩაითვალა უხეშ დარღვევად და მასალები შემდგომი სამართლებრივი რეაგირებისათვის გადაეცა სისხლის სამართლის საქმის გამოძიების დასაწყებად.
ვ----–-–-–--–-–---–ის მიმართ სამსახურეობრივი შემოწმების ჩატარებას საფუძვლად დაედო ააიპ-ის დირექტორის სახელზე მონიტორინგის განყოფილების უფროსის ნ---------–ის 29.08.2018წ. მოხსენებითი ბარათი, რომლის თანახმად „N17 ბრიგადის რეზერვ-მეეზოვეს ს-----–---------–-----ს მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში დაეკარგა მეეზოვის სინთეტიკური ცოცხი. ამავე ბრიგადის ბრიგადირმა ვ----–-–-–--–-–---–მა ახალი ცოცხლის სანაცვლოდ მეეზოვეს მოსთხოვა თანხა 40 (ორმოცი) ლარი, რომლის გადაცემა ბრიგადირზე მეეზოვის მიერ მოხდა 2018 წლის 21 აგვისტოს.
რეზერვ-მეეზოვე ს-----–---------–-----ი მიუთითებს, რომ მან ბრიგადირ ვ----–-–-–--–-–---–ს 21.08.2018წელს, საღამოს საათებში, რ---------–-- ქუჩაზე მდებარე ე.წ. „ხარისხის სახლის“ გვერდით მდებარე სკვერში, 40 ლარი გადასცა იმის გამო, რომ „მან მისთვის უცნობ პიროვნებას გამოართვა ძველი ცოცხი, რომელიც გაცვალა სამსახურში ახალ ცოცხში. ასევე გადასცა ახალი ცოცხი და უთხრა, რომ ის პიროვნება, ვისაც გამოართვა ფული იყო საპატივცემულო.... ვ----–-–-–--–-–---–ს ს-----–---------–-----ი ახასიათებს დადებითად, იგი სულ ეხმარება მათ და ითხოვს არ დაისაჯოს მკაცრად“.
სამსახურეობრივი შემოწმების დროს მიცემულ 03.09.2018წ. ახსნა-განმარტებაში ვ----–-–-–--–-–---–ი არ უარყოფს, რომ ვინაიდან რეზერვ-მეეზოვემ ს-----–---------–-----მა დაკარგა მოძველებული სამსახურეობრივი სინთეტიკური ცოცხი, 2018წლის აგვისტოს შუა რიცხვებში ახლობელს გამოართვა მსგავსი ცოცხი, იგი გაცვალა სამსახურში ახალ ცოცხში და მისცა ს-----–---------–-----ს, თუმცა ვ----–-–-–--–-–---–ი არ ადასტურებს, რომ „ს-----–---------–-----ს ახალი ცოცხის სანაცვლოდ გამოართვა თანხა 40 ლარის ოდენობით“ .
სამსახურეობრივი შემოწმების მასალების მიხედვით, 21.08.2018 წელს რეზერვ-მეეზოვემ ს-----–---------–-----მა N17 ბრიგადის ბრიგადირ ვ----–-–-–--–-–---–ს ხელზე გადასცა 40 ლარი, რასაც შეესწრო ააიპ „ს--–---–-----------------“ მონიტორინგის სამსახურის უფროსი ნ---------–ი, მაგრამ ამავე მასალებით არ დგინდება, რომ აღნიშნული თანხა წარმოადგენდა დაკარგული ძველი სინთეტიკური ცოცხის სანაცვლოდ საწყობიდან გამოტანილი ახალი ანალოგიური ცოცხის ს-----–---------–-----ისათვის გადაცემის საზღაურს, ანუ უკანონოდ მიღებულ თანხას. სამსახურეობრივი შემოწმების ჩატარების დროს არ გარკვეულა და, მათ შორის, ვ----–-–-–--–-–---–ისათვის არავის დაუსვამს შეკითხვა, თუ სად, როდის, ვისგან და რა ფასად შეიძინა მან საწყობში ჩაბარებული ძველი სინთეტიკური ცოცხი, რომლის სანაცვლოდ მიიღო ახალი ცოცხი, რაც გადასცა ს-----–---------–-----ს. არც ის დადგენილია, რომ ამგვარი ქმედებით-(მოძველებული სინტეტიკური ცოცხის, რომელიც გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა, ნაცვლად მსგავსი ცოცხის შეძენა, საწყობში ჩაიბარა და ახალი ცოცხის გამოტანა ს-----–---------–-----ზე გადაცემის მიზნით) დამსაქმებელმა რაიმე მატერიალური ზიანი განიცადა, თუ მიიღო სარგებელი დამსაქმებელმაც და ს-----–---------–-----მაც.
ააიპ „ს--–---–--------------–ი“ მუშაობის პერიოდში ვ----–-–-–--–-–---–ის მიმართ სხვა დროს რაიმე სახის დისციპლინური სახდელი გამოყენებული არ ყოფილა, ხოლო წახალისების სახით მას პერიოდულად მიღებული აქვს პრემიები და თანხები. ააიპ „ს--–---–-----------------“ ბრიგადირის ვ----–-–-–--–-–---–ის თანამდეობრივი სარგო შეადგენდა 625 ლარს. (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი.).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ააიპ ს--–---–----------------- წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, წარმოადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი და მიუთითა, რომ 2018 წ. 1 იანვარს საწარმოსა და მოქალაქე ვ----–-–-–--–-–---–ს შორის გაფორმებული იქნა შრომითი ხელშეკრულება N214, რომლის თანახმადაც ვ----–-–-–--–-–---–ი დასაქმებული იქნა ბრიგადირის პოზიციაზე. 2018 წლის 29 აგვისტოს საწარმოს დირექტორის სახელზე ამავე სამსახურის მონიტორინგის განყოფილების უფროსის ნ---------–ის მიერ შედგენილი იქნა მოხსენებითი ბარათი, რომლის მიხედვით დგინდება, რომ 2018 წლის 21 აგვისტოს ბრიგადირმა ვ----–-–-–--–-–---–მა ს-----–---------–-----ს დაკარგული ცოცხლის სანაცვლოდ მოსთხოვა 40 ლარის ოდენობის თანხა. მიღებული მოხსენებითი ბარათის საფუძველზე ააიპ „ს--–---–----------------- დირექტორის მიერ 2018 წლის 30 აგვისტოს გაცემული იქნა ბრძანება N609, რომლის მიხედვით მოხსენებით ბარათში მითითებული გარემოებების გადამოწმების მიზნით განხორციელდა შიდა უწყებრივი ადმინისტრაციული მოკვლევა. ხსენებული დანართის ფარგლებში ახსნა-განმარტება ჩამოერთვა ნ---------–ს, ს-----–---------–-----ს და ვ----–-–-–--–-–---–ს. ასევე მოკვლევის ფარგლებში კომისიის მიერ მოპოვებული იქნა წერილობითი მასალაც (იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ვ----–-–-–--–-–---–ი არის ასაკის პენსიონერი. მოპასუხე ააიპ „ს--–---–--------------–ი“ შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობდა: 05.05.2015 წლიდან 31.12.2017 წლამდე-მონიტორინგის სპეციალისტად, ხოლო 01.01.2018 წლიდან გათავისუფლებამდე-ბრიგადირად.
ააიპ „ს--–---–-----------------“ ბრიგადირის ვ----–-–-–--–-–---–ის თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 625 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა;
-ა(ა)იპ ს--–---–----------------- მიერ გაცემული ცნობა;
-შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი).
3.1.2. ააიპ „ს--–---–--------------–ი“ მუშაობის პერიოდში ვ----–-–-–--–-–---–ს წახალისების სახით პერიოდულად მიღებული აქვს პრემიები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მხარეთა ახსნა-განმარტება;
-ააიპ სერვისების ცენტრის დირექტორის 25.09.18წ #396 წერილი;
-ააიპ სერვისების ცენტრის დირექტორის 31.08.2015წ #735, 20.11.2015წ #877, 25.12.2015წ #936; 21.04.2016წ #747, 27.06.2016წ #1001, 28.09.2016წ #1399, 26.12.2016წ #1606, 10.04.2017წ #192 ბრძანებები;
3.1.3. 2014 წლის 22 დეკემბრის #1650 წესდების მიხედვით ააიპ „სპეციალურ სერვისები„-ს ძირითად საქმიანობას წამოადგენს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების ღონისძიებათა განხორციელება, ნარჩენების შეგროვება და განთავსების ადგილზე ტრანსპორტირების ორგანიზაცია; ქ.ქუთაისში მერიის დაქვემდებარებაში არსებული საათის მექანიზმების მოვლა-პატრონობის, კაპიტალური შეკეთებისა და შემდგომი ექსპლუატაციის ორგანიზება; მოძრავი ნაგავშემკრები კონტეინერების განთავსებისათვის საფეხმავლო ტროტუარებზე სპეციალური ჭრილების გაკეთება; ღვარსადენების კაპიტალური შეკეთება; ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხეების გადაბელვა; ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების დახაზვა და საგზაო ნიშნების მოწყობა; კანონით ნებადართული სხვა საქმიანობის განხორციელება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-22.12.2014 წ წესდება;
-29.12.14წ, 02.04.15წ, 08.06.2015წ, 22.08.2015წ, 14.04.2016წ ააიპ „ს--–---–-----------------„ დირექტორის ბრძანებები წესდებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ააიპ „ს--–---–-----------------“ დირექტორის 07.09.2018წ. N628 ბრძანების საფუძველზე ვ----–-–-–--–-–---–ს შეუწყდა შრომითი კონტრაქტი, 2018 წლის 01 იანვარს დადებული #214 კონტრაქტის მე-8 მუხლის 8.2.2. პუნქტის „ა„ ქვეპუნქტით, მე-9 მუხლის 9.2. პუნქტით და საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ზ“ პუნქტის საფუძველზე .
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
-ააიპ „ს--–---–-----------------“ 07.09.2018 წლის #628 ბრძანება;
3.2.2. ვ----–-–-–--–-–---–ის მიმართ სამსახურეობრივი შემოწმების ჩატარებას დამსაქმებელმა საფუძვლად დაუდო ააიპ-ის დირექტორის სახელზე მონიტორინგის განყოფილების უფროსის ნ---------–ის 29.08.2018წ. მოხსენებითი ბარათი, რომლის თანახმად „N17 ბრიგადის რეზერვ მეეზოვეს ს-----–---------–-----ს მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში დაეკარგა მეეზოვის სინთეტიკური ცოცხი. ამავე ბრიგადის ბრიგადირმა ვ----–-–-–--–-–---–მა ახალი ცოცხლის სანაცვლოდ მეეზოვეს მოსთხოვა თანხა 40 (ორმოცი) ლარი, რომლის გადაცემა ბრიგადირზე მეეზოვის მიერ მოხდა 2018 წლის 21 აგვისტოს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
-ნ---------–ის 29.08.2018წ. მოხსენებითი ბარათი;
3.2.3. ა(ა)იპ ს--–---–----------------- ინსპექტირების სამსახურის რეზერვ-მეეზოვის სვეტლანა ნაზლუანის ახსნა-განმარტების მიხედვით, 2018 წლის 25 ივლისს სამუშაოს დასრულების შემდეგ სამუშაო ნივთები შეინახა რ---------–-- ქუჩაზე მდებარე ე.წ. ხარისხის სახლის უკან მდებარე სპეციალურ სათავსოში, მომდევნო საღამოს მორიგეობაზე გასვლისას სამუშაო ნივთი, ცოცხი სათავსოში არ დახვდა, რის შესახებ აცნობა ბრიგადირს ვ----–-–-–--–-–---–ს. ცოცხი იყო სამსახურის ბალანსზე და ერიცხებოდა 100 ლარად, რისი გადახდაც მას დაეკისრებოდა. ვ----–-–-–--–-–---–ი შეპირდა აღნიშნული პრობლემის მოგვარებას. აგვისტოს თვეში ვ----–-–-–--–-–---–მა აცნობა, რომ ძველი ცოცხი გამოართვა მისთვის უცნობ პიროვნებას, რომელიც გაცვალა სამსახურში ახალ ცოცხში, ასევე უთხრა, რომ პიროვნება ვისაც ცოცხი გამოართვა იყო საპატივცემულო და ამისთვის მას გადასცა 40 ლარი. თანხის გადაცემას შეესწრო მონიტორინგის სამსახურის უფროსი ნ---------–ი. რამდენიმე დღის შემდეგ ვ----–-–-–--–-–---–მა აღნიშნული თანხა უკან დაუბრუნა.
ბრიგადირის ვ----–-–-–--–-–---–ის ახსნა-განმარტების მიხედვით, ს-----–---------–-----ს სურდა აღნიშნული ფაქტის შესახებ ეცნობებინა პოლიციის და სამსახურის უფროსისათვის, თუმცა შეპირდა რომ აღნიშნულ საკითხს თავისი ძალებით მოაგვარებდა. აგვისტოს თვეში ახლობელს გამოართვა ძველი ცოცხი, ისე რომ მომხდარი ფაქტის შესახებ არავისთვის უცნობებია. ძველი ცოცხი გაცვალა სამსახურის ახალ ცოცხში და ს-----–---------–-----ს გადასცა ახალი ცოცხი.
მონიტორინგის სამსახურის უფროსის ნ---------–ის ახსნა განმარტების თანახმად, 2018 წლის 20 აგვისტოს მისთვის ცნობილი გახდა, რომ ს-----–---------–-----ს დაეკარგა სამუშაო ცოცხი, რომელსაც ინახვდა სპეციალურ სათავსოში. აღნიშნულის შესახებ ს-----–---------–-----მა აცნობა ვ----–-–-–--–-–---–ს, რომელმაც ახალი ცოცხის სანაცვლოდ მოითხოვა 40 ლარი და შეპირდა პრობლემის მოგვარებას. ს-----–---------–-----ის განმარტებით ვ----–-–-–--–-–---–ს თანხა 40 ლარი გადასცა ახალი ცოცხის სანაცვლოდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
-ს-----–---------–-----ის, ვ----–-–-–--–-–---–ის და ნ---------–ის მოხსენებითი ბარათები;
-ნ---------–ის, ვ----–-–-–--–-–---–ის, ს-----–---------–-----ის გამოკითხვის ოქმები;
3.2.4. დადგენილია, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2017 წლის 27 მარტის #90 ხელშეკრულების საფუძველზე ააიპ ს--–---–----------------- მიერ შეძენილი იქნა 500 ცალი სინთეთიკური ცოცხი, რომლის ერთეულის ფასი შეადგენს 79,80 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
-27.03.2017წ #90 ხელშეკრულება, დანართი #2;
-სასაქონლო ზედნადები #ელ-0---------;
3.2.5. დადგენილია, რომ 2018 წლის 07 აგვისტოს მოხსენებითი ბარათის საფუძველზე ვ----–-–-–--–-–---–მა ააიპ ს--–---–-----------------აგან მოითხოვა 2 ცალი სინთეთიკური ცოცხის შეცვლა. 1 სინთეთიკური ცოცხი ვ----–-–-–--–-–---–მა გადასცა ს-----–---------–-----ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
-ვ----–-–-–--–-–---–ის მოხსენებითი ბარათი;
-მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2.6. 2018 წლის 01 იანვრის #214 შრომითი ხელშეკრულების 4.2.1. მუხლის შესაბამისად დასაქმებულის მოვალეობას წარმოადგენს ჯეროვნად, დროულად, ხარისხიანად და კეთილსინდისიერად მისთვის მინდობილი სამუშაოს შესრულება. ამავე ხელშეკრულების მე-3 მუხლის მიხედვით, დასაქმებულისათვის მინდობილ სამუშაოს წარმოადგენდა მეეზოვის მხრიდან შესრულებული სამუშაოს კონტროლი. დილით და საღამოს დისპეჩერისათვის ინფორმაციის მიწოდება და მის სამოქამედო უბანში არსებულ მდგომარეობაზე შეტყობინების მიწოდება. ასევე დასაქმებულის ვალდებულებას წარმოადგენდა ყოველდღიურად სამოქმედო ტერიტორიაზე გამოცხადება, მასზე დაკისრებული ფუნქციების პირნათლად შესრულება, ზედამხედველის ნებართვის გარეშე სამუშაო უბნიდან გაუსვლელობა, მონიტორინგის განყოფილების სპეციალისტის კონტროლს დაქვემდებარება, უსაფრთხოების წესების დაცვა. დამსაქმებლის ქონების გაფრთხილება, მისთვის ჩაბარებული სამუშაო ინვენტარის ჯეროვანი დაცვა.
ხელშეკრულების 8.2.2. მუხლით განსაზღვრული იქნა დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლები დამსაქმებლის ინიციატივით, თუ ა). დასაქმებული ვერ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს, ბ). არღვევს მოქმედ შრომის კანონმდებლობას და ორგანიზაციის შინაგანაწესს.
ამავე ხელშეკრულების მე-9 მუხლით განსაზღვრული იქნა დასაქმებული წახალისების და დისციპლინური სახდელის სახეები, რომლის 9.2. პუნქტის მიხედვით, დასაქმებულის მიერ სამსახურში დაგვიანების, დროზე ადრე წასვლის, ან სხვა შრომითი დისციპლინის, ან მასზე დაკისრებული მოვალეობების დარღვევის და არაჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში დასაქმებული უფლებამოსილია გამოიყენოს მის მიმართ შემდეგი სახის დისციპლინური სახეები: შენიშვნა (სიტყვიერი გაფრთხილება), საყვედური, ერთთვიანი ხელფასის 10%-ით დაკლება, სასტიკი საყვედური, სამუშაოდან დათხოვნა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
-01.01.2018წ #214 შრომის ხელშეკრულება;
3.2.7. დასაქმებულის პასუხისმგებლობა შრომის დისციპლინის დარღვევისათვის ასევე გათვალისიწინებული იქნა ააიპ ს--–---–----------------- შრომის შინაგანაწესის 13.3. მუხლით, რომლის თანახმად, დისციპლინური სანქციებია: ა)გაფრთხილება, ბ). დაქვითვა შრომის ანაზღაურებიდან, გ). სამსახურიდან დათხოვნა.
შრომის შინაგანაწესის მე-17 მუხლით განსაზღვრული იქნა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველები. აღნიშნული მუხლის 17.1. მუხლის „ზ„ პუნქტის მიხედვით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
-შრომის შინაგანაწესი;
3.2.8. დამსაქმებელმა ვ----–-–-–--–-–---–ის მიერ განხორციელებული ქმედება ჩათვალა უხეშ დარღვევად, ამასთან დამსაქმებლის მიერ შემოწმების მასალები გადაგზავნილი იქნა ქუთაისის რაიონულ პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმის გამოძიების დასაწყებად.
დადგენილია, რომ ს-----–---------–-----ის კუთვნილი ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
-18.03.2019 წლის ქუთაისის რაიონული პროკურატურის წერილი.
3.2.9. 2018 წლის 01 თებერვლის #47 ბრძანების თანახმად, ვ----–-–-–--–-–---–ს მასზედ დაკისრებული მოვალეოებების არაჯეროვნად შესრულებისათვის გამოეცხადა საყვედური. თუმცა, როგორც მოპასუხე მხარემ განმარტა სასამართლო სხდომაზე, ვ----–-–-–--–-–---–ის გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემისას აღნიშნული საყვედური მხედველობაში არ ყოფილა მიღებული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
-ააიპ ს--–---–----------------- დირექტორის 01.02.18წ #47 ბრძანება;
-მხარეთა ახსნა-განმარტება;
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ზ-------–----------ის განმარტებით, ქ. ქუთაისში აქვს სარიტუალო დარბაზი, 2018 წლის აგვისტოს თვეში ბაზრობაზე შეხვდა ვ----–-–-–--–-–---–ს ძმასთან ერთად, რომელიც თანამშრომლისთვის ეძებდა სინთეთიკური ცოცხს. ლილოს ბაზრობაზე ჰქონდა შეძენილი ასეთი ცოცხი დარბაზისთვის და ერთი ცალი გადასცა ვ----–-–-–--–-–---–ს, რომელმაც დაუტოვა 40 ლარი.
მოწმე მ--------–-–--–-–---–ის (მოსარჩელის ძმა) განმარტებით, ვ----–-–-–--–-–---–თან ერთად იმყოფებოდა ბაზრობაზე სინთეთიკური ცოცხის შესაძენად, სადაც შეხვდა მეგობარი ზ-------–----------ე, რომელმაც გადასცა ასეთი ცოცხი, ვ----–-ა კი დაუტოვა 40 ლარი.
მოწმე ნ---------–ის განმარტებით, მუშაობს ააიპ ს--–---–----------------- მონიტორინგის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. 2018 წლის აგვისტოს თვეში მისთვის ცნობილი გახდა, რომ მეეზოვე ს-----–---------–-----ს დაეკარგა სინთეთიკური ცოცხი. ს-----–---------–-----ის განმარტებით 40 ლარი გადასცა ბრიგადირს ვ----–-–-–--–-–---–ს, რომელმაც მიუტანა ცოცხი. მასთან საუბრისას ვ----–-–-–--–-–---–მა დაადასტურა, რომ ს-----–---------–-----ს გამოართვა 40 ლარი. ს-----–---------–-----თან გასაუბრების შემდეგ ვ----–-–-–--–-–---–მა აღნიშნნული თანხა დაუბრუნდა ს-----–---------–-----ს.
მოწმე ს-----–---------–-----მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობს ააიპ ს--–---–--------------–ი, მეეზოვის პოზიციაზე, 2018 წლის ზაფხულში დაეკარგა სინთეთიკური ცოცხი, აღიშნულის შესახებ უნდა ეცნობებინა სამსახურის უფროსისათვის, თუმცა ვ----–-–-–--–-–---–ი 40 ლარის სანაცვლოდ შეპირა ახალი ცოცხის მიტანას. 40 ლარი გადასცა ვ----–-, რაც რამდენიმე საათის შემდეგ ვ----–-ა უკან დაუბრუნა. როგორც მისთვის არის ცნობილი თანხა ვ----–- იმისთვის უნდა გადაეცა, ვისაც ცოცხს გამოართმევდა.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სინთეთიკური ცოცხი ვ----–-–-–--–-–---–ს გადასცა ზ-------–----------ემ, რომელსაც ცოცხის სანაცვლოდ გადასცა 40 ლარი. მოწმეთა ჩვენების საფუძველზე ასევე დადგენილია, რომ 40 ლარი ვ----–-–-–--–-–---–მა ს-----–---------–-----ს დაუბრუნა. ძველი ცოცხის შეძენა ვ----–-–-–--–-–---–ის მხრიდან განპირობებული იქნა იმ გარემოებით, რომ ძველი ცოცხის სანაცვლოდ საწყობიდან გამოეტანა ახალი ცოცხი და გადაეცა ს-----–---------–-----ისთვის.
სასამართლო ვ----–-–-–--–-–---–ის მხრიდან განხორციელებულ ამგვარ ქმედებას ვერ მიიჩნევს „უხეში დარღვევად„ , რაც შეიძლებოდა გამხდარიყო მის მიმართ ყველაზე მკაცრი დისციპლინური სახდელის გამოყენების - სამუშაოდან გათავისუფლების უპირობო საფუძველი და რაც გაამართლებდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას.
მოპასუხის მტკიცებით მოსარჩელის მიერ განხორციელებული აღნიშნული ქმედება დამსაქმებლის მიერ შეფასებული იქნა უხეშ დარღვევად, ვინაიდან ვ----–-–-–--–-–---–ს ევალებოდა გამოევლინა მსგავსი ფაქტი და ეცნობებინა დამსაქმებლისათვის. გაფრთხილებოდა დამსაქმებლის იმიჯს. შრომის შინაგანაწესის 11.3. მუხლის „ბ„ პუნქტის მიხედვით მის მოვალეობას წარმოადგენდა დაკისრებული ვალდებულებების პირნათლად შესრულება. ასევე „ე„ პუნქტის მიხედვით, ვ----–-–-–--–-–---–ის ქმედება ლახავს ააიპ-ს ავტორიტეტს. შესაბამისად, მეეზოვის მიერ სინთეთიკური ცოცხის დაკარგვის ფაქტის შესახებ, ინფორმაციის მიუწოდებლობა დამსაქმებლის მიერ, ბრიგადირის მხრიდან უხეშ დარღვევად იქნა შეფასებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105_ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.
სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი ”affirmanti, non negati, incumbit probatio”- “მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს.
მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის განაწილების, თითოეული მხარის მტკიცების საგანში არსებული გარემოებების განსაზღვრისას გასათვალისწინებელია სადავო სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის თავისებურება. ამ შემთხვევაში სადავოა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერება, რის გამოც გასათვალისწინებელია შრომითი ურთიერთობის თავისებურებები.
შრომითსამართლებრივი ურთიერთობის ბუნებიდან გამომდინარე სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეულწილად „სპეციალურ“ წესზე. სასამართლო მოიშველიებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის N158-ე კონვენციას „დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“. აღნიშნული კონვენციის თანახმადაც, კონვენციის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერი მიზეზის მტკიცების ტვირთი უნდა ეკისრებოდეს დამსაქმებელს. მით უმეტეს, შრომითი ურთიერთობა თავისი არსით ბუნებრივად ეხება ისეთ მხარეებს, რომლებიც მთლად ჰორიზონტალურ სიბრტყეში ვერ იქნებიან აღქმულნი ერთურთის მიმართ. დამსაქმებელი, ასეთი შინაარსის სამართალურთიერთობაში წარმოადგენს ხელშეკრულების ძლიერ მხარეს; მას მიუწვდება ხელი ყველა იმ საჭირო მექანიზმსა და მონაცემზე, რომლითაც შრომითი ურთიერთობის რაიმე სახის ცვლილება უნდა დასაბუთდეს. ისეთ შემთხვევაში, როდესაც დამსაქმებელი იღებს გადაწყვეტილებას უკვე დამკვიდრებული და წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული კონკრეტული შრომითი ურთიერთობის, ასე ვთქვათ - „თამაშის წესების“ ცვლილებაზე (ან მითუმეტეს საერთოდ ამ „თამაშის“ შეწყვეტასა და დასრულებაზე), სწორედ დამსაქმებელი ხდება პირი, რომელმაც მის მიერ გამოვლენილი ნების მართლზომიერება უნდა ამტკიცოს მის ხელთ არსებული შესაბამისი ინსტრუმენტებით. სწორედ დამსაქმებელმა უნდა ამტკიცოს, რომ მის მიერ გამოვლენილი ნება შესაბამისობაშია როგორც შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელ სამართლის წყაროებთან, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლთან, რომლის თანახმადაც, ყოველი სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 29 ივლისის განჩინებაში (საქმე № ას-194-185-2016) შრომით დავაში მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხზე განმარტებულია, რომ ასეთი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს და დამსაქმებელს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას აკისრებს. ამგვარადაა განმარტებული მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 18 მარტის (საქმე №ას-1276-1216-2014), 2015 წლის 23 მარტის ( საქმე №ას-122-114-2015) განჩინებებში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვ----–-–-–--–-–---–ის სარჩელი საფუძვლის მქონეა და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია;
საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით (სილიადინი საფრანგეთის წინააღმდეგ CASE OF SILIADIN V. FRANCE), კონვენციის მონაწილე სახელმწიფო, ვალდებულია უზრუნველყოს ისეთი სამართლებრივი მოცემულობა, რომელშიც გარანტირებული იქნება ეფექტური დაცვა დასაქმებულისათვის გაწეული სამუშაოს შესაბამისი შრომის ანაზღაურებისა.
6.2. საქართველოს კონსტიტუციის 26.1. მუხლის მიხედვით, შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით; საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, აღნიშნული კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით. შრომის ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით;
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში და თავად აირჩიოს საქმიანობის სფერო (გადაწყვეტილება N2/4-24, 28.02.1997). საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, დაცულია არა მარტო უფლება აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო. საქართველოს კონსტიტუციის ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს, რომ შრომის ანაზღაურებისა და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება ორგანული კანონით.
საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.
შრომის უფლება არის ადამიანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უფლება. შრომა, სოციალური გარემო არის ადამიანის ყოფიერების უმთავრესი ელემენტი, ხოლო ანაზღაურება - ღირსეული არსებობის მთავარი პირობა.
სამართლის საერთაშორისო წყაროები (ისევე როგორც საქართველოს შიდა ეროვნული კანონმდებლობა), აშკარად შეიცავენ დამსაქმებლის შესაძლებლობას შეწყვიტოს შრომითსამართლებრივი ურთიერთობა, მხოლოდ გონივრული საფუძვლისა და საკმარისი, ადეკვატური წინაპირობის არსებობის შემთხვევაში;
სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან განთავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების და ამ ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი პირისთვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მიმართა სასამართლოს.
6.3. სასამართლო განმარტავს, რომ დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების უფლება, ევროპული კონვენციით გარანტირებული ზოგადი პრინციპია, რომელიც ინდივიდს თვითნებობისაგან იცავს; ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ მატერიალურ-სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილ ძირითად ასპექტებს (რუიზ ტორიჰა ესპანეთის წინააღმდეგ RUIZ TORIJA v. SPAIN). ამავე დროს, სასამართლო ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოს (მათ შორის საქართველო) გარდა ნეგატიური ვალდებულებისა - თვითონ არ ჩაერიოს და უკანონოდ შეზღუდოს ადამიანი მის კონვენციით გარანტირებულ უფლებებში, ასევე აკისრია პოზიტიური ვალდებულება, რომ მესამე პირთა ჩარევისაგან დაიცვას ეს უფლებები. მრავალ ევროპულ საქმეში (მათ შორის: პალომო სანჩესი და სხვები ესპანეთის წინააღმდეგ, PALOMO SANCHEZ AND OTHERS v. SPAIN, მარსკი ბელგიის წინააღმდეგ MARCKX v. BELGIUM და სხვა), სასამართლომ აღნიშნა, რომ ევროპული კონვენციის პირველი მუხლის მიხედვით, ხელმომწერმა მხარეებმა „უნდა უზრუნველყონ მათი იურისდიქციის ფარგლებში ის უფლებები და თავისუფლებები, რომლებიც განსაზღვრულია კონვენციაში“;
სასამართლო განმარტავს, რომ შრომითი ურთიერთობა ემყარება ხელშემკვრელი მხარეების განსაკუთრებულ ნდობას და ურთიერთგაგებას. დასაქმებულისათვის ხელმისაწვდომი, ხშირად კონფიდენციალური ინფორმაციის გათვალისწინებით მხარეები შედიან ერთმანეთთან ნდობაში და იღებენ პასუხისმგებლობასაც. პასუხისმგებლობის ფარგლები დამოკიდებულია დასაქმებულის თანამდებობაზე.
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მართალია, შრომითსამართლებრივი ურთიერთობა წარმოადგენს ისეთ ურთიერთობას, რომელშიც დამსაქმებელი ყოველთვის წარმოადგენს ხელშეკრულების ე.წ. „ძლიერ“ მხარეს და შესაბამისად, ამ ურთიერთობათა მომწესრიგებელი როგორც საერთაშორისო ასევე ეროვნული სამართლის წყაროები მნიშვნელოვანწილად უფრო დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული; თუმცა აღნიშნული მიდგომები აბსოლუტურად გამოუსადეგარი და მცდარი იქნება, თუ გონივრულობის ფარგლებში არ მოვთხოვთ დამსაქმებელს დასაქმებულთა უფლებების დაცვას. მოთხოვნები დამსაქმებლების მიმართ არ უნდა იყოს გადამეტებულად მკაცრი, არაგონივრული და არაადეკვატური. გასაგებია, რომ დამსაქმებელი ნამდვილად უფლებამოსილია აკონტროლოს შრომის ნაყოფიერების ხარისხი, შრომით მოვალეობათა შესრულების თანმიმდევრულობა და ასეთის არარსებობის შემთხვევაში დასაქმებულთა მიმართ გამოიყენოს მკაცრი სანქციები. თუ დამსაქმებელი ვერ იქნება უფლებამოსილი, რომ წაახალისოს დაქირავებული კარგი მუშაობისათვის, ხოლო ცუდი მუშაობისათვის დასაჯოს იგი, შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელი სივრცე გარკვეულწილად აღმოჩნდება არაბუნებრივ მდგომარეობაში.
6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამუშაოდან გათავისუფლების ან დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის მიმართ ამა თუ იმ ღონისძიების გამოყენების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულთან მიმართებაში, ხომ არ ჰქონდა ადგილი დამსაქმებლის მხრიდან უფლების გადამეტებას/ბოროტად გამოყენებას.
განსახილველ შემთხვევაში, აღძრული სარჩელის დავის საგანს წარმოადგენს ვ----–-–-–--–-–---–ის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ააიპ ს--–---–----------------- დირექტორის 2018 წლის 07 სექტემბრის ბრძანებების კანონიერების შემოწმება.
მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა ის გარემოება, რომ მოსარჩელე მოპასუხე ორგანიზაციაში დასაქმებული იყო 2015 წლიდან, განუსაზღვრელი ვადით.
ასევე, დადგენილია, რომ მოსარჩელე სადავო ბრძანების საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობებიდან საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და 2018 წლის 01 იანვარს დადებული #214 კონტრაქტის მე-8 მუხლის 8.2.2. პუნქტის „ა„ ქვეპუნქტით, მე-9 მუხლის 9.2. პუნქტით გათვალისწინებულ დარღვევებზე მითითებით.
შესაბამისად, შეფასებას ექვემდებარება მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულებით დადგენილი ქცევის წესის, სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევის შინაარსი და ხარისხი, ასევე, დადგენილ გარემოებათა საფუძველზე, მოპასუხის მიერ მოსარჩელის გათავისუფლების მართლზომიერების საკითხი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება.
საქართველოს ორგანული კანონის - შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა;
შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არის უკიდურესი ღონისძიება, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში. საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესით უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში. (იხ. სუსგ №ას-941-891-2015, 29.01.2016წ.)
სასამართლო, მოცემულ საქმეზე დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, აფასებს რა, მოსარჩელის მხრიდან, ზემოთ მითითებული ნორმებით დადგენილი მოვალეობების დარღვევის რეალობასა და ხარისხს, მიიჩნევს, რომ ვ----–-–-–--–-–---–ის მხრიდან ვალდებულებათა ისეთი ხარისხით დარღვევის შემთხვევას, რაც შეიძლებოდა დაკვალიფიცირებულიყო, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის კონტექსტში „უხეშ დარღვევად“ ადგილი არ ქონია.
სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე მხარის მოსაზრებას და მოპასუხის მიერ მითითებული ფაქტობრივ გარმობებს ვერ მიიჩნევს ისეთ მნიშვნელოვან დარღვევად, რაც შეიძლებოდა საფუძვლად დადებოდა დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლებას. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ნების გამოვლენა დაუსაბუთებელია და არ არის განპირობებული მოსარჩელის მიერ შრომითი მოვალეობების უხეში დარღვევით.
დადგენილია, რომ მოპასუხის შინაგანაწესი ასევე მხარეთა შორის გაფორმებული შრომის ხელშეკრულება დასაქმებულის დისციპლინური პასუხისმგებლობის სხვა არაერთ ზომას ადგენს. მოცემულ შემთხვევაში დამსაქმებელმა ვერ დაამტკიცა დასაქმებულის მხრიდან მოვალეობის იმგვარი დარღვევა, რაც გამართლებულს გახდიდა მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას. დამსაქმებლის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული შრომის შინაგანაწესითა თუ შრომის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების უხეში დარღვევის ფაქტი, რაც გაამართლებდა დასაქმებულებთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ფაქტს.
საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტია, რომ დასაქმებულის სამუშაო ადგილიდან დათხოვნისას, უნდა არსებობდეს გათავისუფლების გონივრული საფუძველი. შესაბამისად, ნებისმიერი დარღვევა პირის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი არ უნდა იყოს. აღნიშნული ეწინააღმდეგება დასაქმებულთა შრომის უფლებების დაცვის კონსტიტუციურ პრინციპს. შესაბამისად, დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა შეფასებული უნდა იყოს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის და რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით.
შრომის სამართალში Ultima Ratio - ს პრინციპი ითხოვს დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნამდე მისი ქმედების შეფასებას მიზეზ-შედეგობრივი თვალსაზრისით, რა დროსაც, პასუხი უნდა გაეცეს შეკითხვას - არის თუ არა გათავისუფლება დარღვევის (გადაცდომის) ადეკვატური? ნიშანდობლივია, რომ ამავე პრინციპის შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომელიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს. შესაბამისად, მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც, შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტური შრომის მოტივაციას შეუქმნის. ამდენად, იმისათვის, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება დამსაქმებლის მხრიდან ადეკვატურ, საჭირო და პროპორციულ ღონისძიებად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია, სახეზე იყოს ისეთი მძიმე დარღვევა, რომელიც სხვა უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენებას არამიზანშეწონილს ხდის. (იხ. სუს 10.06.2015წ.-ის გადაწყვეტილება Nას-415-395-2015; სუს 27.04.2015წ.-ს გადაწყვეტილება Nას -164-154-2015).
სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე მხარის არგუმენეტებს, რომ ვინაიდან ვ----–-–-–--–-–---–ის ვალდებულებას წარმოადგენდა გამოევლინა მსგავსი ფაქტი და ეცნობებინა დამსაქმებლისათვის, გაფრთხილებოდა დამსაქმებლის იმიჯს, ასევე მის მოვალეობას წარმოადგენდა დაკისრებული ვალდებულებების პირნათლად შესრულება, აღნიშნულის გათვალისწინებით მოპასუხეს მიაჩნია, რომ ვ----–-–-–--–-–---–ის ქმედება ლახავს ააიპ-ს ავტორიტეტს, შესაბამისად მეეზოვის მიერ, სინთეთიკური ცოცხის დაკარგვის ფაქტის შესახებ, ინფორმაციის მიუწოდებლობა დამსაქმებლის მიერ ბრიგადირის მხრიდან უხეშ დარღვევად იქნა შეფასებული.
სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებლის მხრიდან დაუსაბუთებელია ყველაზე მკაცრი სანქციის გამოყენების მიზანშეწონილობა. დისციპლინური სახდელის დაკისრება არ უნდა ატარებდეს მიზანმიმართულ ხასიათს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შესაწყვეტად, არამედ ის, დასაქმებულის დასჯისა და შესაძლო დარღვევის პრევენციულ ხასიათთან ერთად, მიზნად უნდა ისახავდეს დასაქმებულის გამოსწორებასა და ეფექტური შრომის მოტივაციის შექმნას.
სასამართლო პრაქტიკა მიგვანიშნებს, რომ დარღვევის ხარისხის დადგენაც კი არ არის საკმარისი ისეთი გადაწყვეტილების მისაღებად, როგორიცაა სამუშაოდან გათავისუფლება, რაც შესაძლოა დასაქმებულისთვის საარსებო საშუალების მოსპობას იწვევდეს. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შენარჩუნებას აქვს პრიორიტეტი მის რღვევასთან შედარებით. მოქმედებს დასაქმებულთა შრომის უფლებების კონსტიტუციური პრინციპი, რომლის შესაბამისად, დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა შეფასებულ უნდა იქნეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის და რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით. აღნიშნული უფლება უნდა განხორციელდეს ჯეროვნად, კანონით გათვალისწინებული დანაწესის ზუსტი დაცვით და თანაც, ისე, რომ ადგილი არ ჰქონდეს უფლების ბოროტად გამოყენებას. დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმებულის მიმართ, მის მიერ ჩადენილი გადაცდომის (დარღვევის) ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი აქვს დაკარგული.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) 1982 წლის N158 შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კონვენციის მიხედვით, „გონივრულობის“ პრინციპი ასახული უნდა იყოს ყველა სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივ დონეზე და განმტკიცებული უნდა იყოს საკანონმდებლო სისტემაში. რაც შეეხება საქართველოს, საკასაციო სასამართლოს აზრით, მიუხედავად იმისა, რომ იგი 158-ე კონვენციის მონაწილე მხარე არ არის, მას „გონივრული საფუძვლის“ პრინციპის კონვენციისეული მნიშვნელობით შიდასახელმწიფოებრივ დონეზე დანერგვის მოვალეობა იმავე ხარისხითა და მოცულობით აკისრია, როგორც ეს - კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოებს. საქართველოს ეს საერთაშორისო ვალდებულება საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლიდან და „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლიდან გამომდინარეობს. პალატა ასევე განმარტავს, რომ „შრომით ურთიერთობაში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა არ ეწინააღმდეგება ამ კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მასთან თანხვედრაშია, კერძოდ, კონვენციის მე-4 მუხლის თანახმად, დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნა შეიძლება მხოლოდ კანონიერი საფუძვლის არსებობისას, რაც უკავშირდება დასაქმებულის შესაძლებლობებსა და ქცევის წესს ან დაწესებულების, საწარმოს აუცილებლობას ან სამსახურს (იხ. სუს 10.06.2015წ.-ის გადაწყვეტილება Nას-415-395-2015).
სასამართლო აღნიშნავს, რომ დამსაქმებლის მიერ დისციპლინური პასუხისმგებლობის ნებისმიერი ზომის გამოყენება საჭიროებს დამსაქმებლის მხრიდან დასაბუთებას და ასევე გამოყენებული უნდა იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესისა და შინაგანაწესის შესაბამისად. შინაგანაწესისა და კანონმდებლობის დაცვა ევალება არა მხოლოდ დასაქმებულს, არამედ დამსაქმებელსაც, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი მისი გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში იქნება შრომის სამართლის უზოგადეს პრინციპებთან, კერძოდ, შრომის კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობა ეფუძნება მხარეთა თანასწორუფლებიანობას. შრომითი დავების გადაწყვეტისას დაცულ უნდა იქნეს როგორც მითითებული, ასევე კონსტიტუციითა და სხვა ნორმატიული აქტებით რეგულირებული ადამიანის უფლებანი და თავისუფლებანი, ხოლო ამ უფლებათა დარღვევის შეფასება შეუძლებელია ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის დაუსაბუთებლობის შემთხვევაში.
მოცემულ შემთხვევაში საქმის გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ მოსარჩელეს მასზე დაკისრებული სამსახურებრივი ვალდებულებები უხეშად არ დაურღვევია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ მის მტკიცების საგანში შემავალი გარემოება სათანადოდ ვერ დაადასტურა და ვერ დაამტკიცა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების გამოცემა ან დასაქმებულის ინიციტივით შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა არის ცალმხრივი ნების გამოვლენა, რომლის ნამდვილობა უნდა შეფასდეს გარიგებების ნამდვილობისათვის კანონით დადგენილი წესების საფუძველზე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში დასაქმებულის ინიციატივით მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ნების გამოვლენა დაუსაბუთებულია, არ შეესაბამება საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ”ზ” ქვეპუნქტს.
6.5. ვინაიდან სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია ვ----–-–-–--–-–---–ის მოთხოვნა სადავო ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში, ასევე უნდა დაკმაყოფილდეს ვ----–-–-–--–-–---–ის მოთხოვნა მის თანამდებობაზე აღდგენასთან დაკავშირებით.
საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.
საქართველოს შრომის კანონმდებლობა აღიარებს უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის უფლებრივი რესტიტუციის ვალდებულებას. მუხლის, როგორც სიტყვასიტყვითი, ისე ლოგიკური და შინაარსობრივი განმარტების შედეგად, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა, ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოფა და კომპენსაცია ის სამი ალტერნატივაა, რომელსაც სასამართლო დასაქმებულის სასარგებლოდ იმ შემთხვევაში აწესებს, თუ დამსაქმებლის ბრალით შრომითი ხელშეკრულების უკანონოდ შეწყვეტას დაადგენს. ამავდროულად აღსანიშნავია, რომ მითითებული შესაძლებლობები დასაქმებულისათვის ალტერნატიულ ხასიათს ატარებს. შესაბამისად, პირი, რომელთანაც შრომითი ხელშეკრულება უკანონოდ შეწყდა, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ბათილად ცნობასთან ერთად კანონით გარანტირებული უფლებრივი რესტიტუციის მექანიზმებიდან ერთ-ერთს (პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა ან ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოფა ან კომპენსაცია) თავად ირჩევს.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენას, რაც დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სასამართლომ მიიჩნია, რომ გათავისუფლების თაობაზე ბრძანება არის უკანონო.
6.6. დასაბუთებულია ასევე მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ და უნდა დაკმაყოფილდეს.
უდავო გარემოებას წარმოადგენს, რომ ვ----–-–-–--–-–---–ის თანამდებობრივი სარგო შეადგენს 625 ლარს თვეში.
საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით. იძულებით მოცდენად უნდა ჩაითვალოს შრომის ხელშეკრულების არამართლზომიერად შეწყვეტით გამოწვეული მოცდენა, როცა დასაქმებული ვერ იღებს შრომის ანაზღაურებას. შესაბამისად, იძულებითი მოცდენის დროს მიუღებელი ხელფასის გადახდის ვალდებულება მოპასუხეს შეიძლება დაეკისროს იმ შემთხვევაში, როცა შრომითი ურთიერთობა შეწყდა არამართლზომიერად. ამდენად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს განაცდური ხელფასის ანაზღაურება მოსარჩელის გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
6.7. რაც შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება, ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიეცემა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს კონკრეტული დავების ჩამონათვალს, როდესაც კანონიერ ძალაში შესვლამდე დასაშვებია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის „ზ„ პუნქტით გაფართოებულია ამ გარემოებათა წრე და სასამართლოს ენიჭება უფლებამოსილება, მხარის თხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიაქციოს ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას. ასეთ შემთხვევაში, შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკითხი სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული და, როგორც წესი, სასამართლო საკითხს წყვეტს საქმის გარემოებების ყოველმხრივი ანალიზის და იმ შესაძლო რისკების გონივრულ ფარგლებში შეფასებით, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილებას ან უარს შეიძლება მოჰყვეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე არ ასაბუთებს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის აუცილებლობას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობას. მოსარჩელე მხოლოდ ზოგადი მითითებით შემოიფარგლება, თუმცა არ აქვს მითითებული და შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურებული, რის გამოც საჭიროა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულება. შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს დაუსაბუთებლობის გამო.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს ვ----–-–-–--–-–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, მოპასუხემ სახელმწიფო ბიუჯეტში ასევე უნდა გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი 225 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები.
სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ვ----–-–-–--–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნას ცნობილი მოპასუხე, ააიპ ს--–---–----------------- დირექტორის 2018 წლის 07 სექტემბრის #628 ბრძანება, მოსარჩელე ვ----–-–-–--–-–---–თან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
3. მოსარჩელე ვ----–-–-–--–-–---–ი აღდგენილი იქნას ააიპ ს--–---–----------------- მონიტორინგის სამსახურის #17 ბრიგადის ბრიგადირის თანამდებობაზე.
4. ააიპ ს--–---–---------------ს, ვ----–-–-–--–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, 2018 წლის 07 სექტემბრიდან სამუშაოზე ფაქტობრივად აღდგენამდე, ყოველთვიურად 625 ლარის ოდენობით.
5. მოპასუხე, ააიპ ს--–---–---------------ს, მოსარჩელე ვ----–-–-–--–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარის ანაზღაურება.
6. ვ----–-–-–--–-–---–ს პ/ნ 60001053670, დაუბრუნდეს 2019 წლის 25 სექტემბერს, მის მიერ სს „თიბისი ბანკში“ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 100 ლარი (საგადასახადო დავალება №1), რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინაში შემდეგ რეკვიზიტებზე - ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300183150;
7. ვ----–-–-–--–-–---–ის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
8. გადაწყვეტილებაზე, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემაზე უარის თქმის ნაწილში შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა გადაწყვეტილების ასლის მოსარჩელისათვის გადაცემიდან 12 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დარინა აბულაძე