გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/2328-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 ოქტომბერი 2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: ივანე ღლონტი
სხდომის მდივანი: სალომე დუდუჩავა
მოსარჩელე - გ------- ბ-–---–---–ი
წარმომადგენელი - ი-----–---–-----–---–-
მოპასუხე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი - ე---------------–--–-
მოპასუხე - სს „ს----------–--------------“
წარმომადგენლები - ი------–-- და შ--–---------–---–--
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სააღსრულებლო წარმოების განახლება და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 21 ივნისის №2--- ბრძანება.
1.2. მოპასუხეს დაევალოს სააღსრულებო წარმოების გაგრძელება მოსარჩელის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე.
1.3. დაეკისროს სს „ს----------–--------------ს“ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება აღდგენილი ტოლფასი სამუშაოს ანაზღაურების მიხედვით, გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და ქმედების განხორციელების დავალების საფუძველი.
2.2. მოპასუხე - სს „ს----------–-------------ის“ წარმომადგენელმა წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. საქმეში წარმოდგენილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 ივნისის (საქმე №2ბ/5----15) გადაწყვეტილებით, გ------- ბ-–---–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილების 1.2. და 2 პუნქტები და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება: გ------- ბ-–---–---–ი აღდგენილი იქნას სს „ს----------–-------------ის“ ფილიალ „მ--------------------ის“ მ---------–---------–-------------------------------------------------------------------------------------------------------------ში, უ------------–---–----ის თანამდებობაზე; სს „ს----------–------------ას“ გ------- ბ-–---–---–ის სასარგებლოდ 2014 წლის 17 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე (თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში) განაცდურის სახით დაეკისრა ყოველთვიურად - 1 250 ლარის ანაზღაურება. სს „ს----------–--------------ს“ გ------- ბ-–---–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა სააპელაციო ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის ანაზღაურება.
აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ, 2017 წლის 11 აპრილს გაიცა №2ბ/5----15 სააღსრულებო ფურცელი.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 ივნისის (საქმე №2ბ/5----15) გადაწყვეტილება (ს.ფ. 120-142);
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 აპრილის №2ბ/5----15 სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 15).
3.1.2. 2017 წლის 24 აპრილს, გ------- ბ-–---–---–მა განცხადებით მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 11 აპრილის №2ბ/5----15 სააღსრულებო ფურცლის აღსრულება.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2017 წლის 24 აპრილის განცხადება (ს.ფ. 172);
- განცხადების მიღების ბარათი (ს.ფ. 173-174).
3.1.3. თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა, 2017 წლის 29 აპრილს, მოვალეს - სს „ს----------–--------------ს“ გაუგზავნა №A---------------- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, ხოლო შემდგომ, 2017 წლის 11 მაისს გაუგზავნა №A---------------- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.
წინადადების პასუხად სს „ს----------–-------------ის“ 2017 წლის 22 მაისის წერილით აღმასრულებელს ეცნობა, რომ ს----------–--------------მ სისრულეში მოიყვანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, კერძოდ, იძულებითი აღსრულების პროცედურის წამოწყების გარეშე, კრედიტორ - გ------- ბ-–---–---–ს ა.წ. 19 მაისს ნებაყოფლობით გადაუხადა სასამართლოს გადაწყვეტილებით მიკუთვნებული თანხა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან მის აღსრულებამდე (18.05.2017 წლის მდგომარეობით - ჯამში 37 625 ლარის ოდენობით, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით). რაც შეეხებოდა სასამართლოს დავალებას გ------- ბ-–---–---–ის პირვანდელ თანამდებობაზე აღდგენის შესახებ, მიუთითა, რომ აღნიშნულის განხორციელება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო იმ მიზეზით, რომ სს „ს----------–-------------ის“ დირექტორთა საბჭოს 2015 წლის 29 აპრილის №4----, 2016 წლის 27 აპრილის №1---- და 2017 წლის 1 მარტის №2---- დადგენილების საფუძველზე სს „ს----------–-------------ის“ ფილიალ „მ--------------------ას“ სტრუქტურასა და საშტატო განრიგში შეტანილი იქნა ცვლილებები, რის შედეგად სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული პოზიცია, რომელიც სამუშაოდან გათავისუფლებამდე ეკავა აპელანტს, დღეის მდგომარეობით არ არსებობდა. ასევე არ არსებობდა მისი ტოლფასი თანამდებობა, რამეთუ ამჟამად არსებულ ფილიალ „მ--------------------ას“ ოპერაციათა მართვის დეპარტამენტის ქ----------------------------------------------------------ს წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაც კი ფუნქციონალური თვალსაზრისით, რადიკალურად განსხვავდებოდა იმ პოზიციისგან, რასაც გ------- ბ-–---–---–ი იკავებდა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტამდე, შესაბამისად, განსხვავებული იყო შრომის ანაზღაურების ოდენობაც. განცხადებაში მითითებული იქნა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ ფაქტობრივი გარემოების გამო თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი იყო, ეთხოვა შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება კრედიტორისათვის სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების დაბრუნების შესახებ.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2017 წლის 29 აპრილის №A---------------- წინადადება (ს.ფ. 202-204);
- 2017 წლის 11 მაისის №A---------------- წინადადება (ს.ფ. 208-210);
- სს „ს----------–-------------ის“ 2017 წლის 22 მაისის წერილი (ს.ფ. 211-212).
3.1.4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 21 ივნისის №2--- ბრძანებით, კრედიტორ - გ------- ბ-–---–---–ს დაუბრუნდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს - თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებული, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული №2ბ/5----15 სააღსრულებო ფურცელი ნაწილობრივ შეუსრულებელი სახით (სააღსრულებო საქმე №A--------). გადაწყვეტილებაში მითითებული იქნა, რომ შეუძლებელი იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე გამოცემული №2ბ/5----15 სააღსრულებო ფურცლის შესაბამისად სააღსრულებო წარმოების განხორციელება და სააღსრულებო ფურცლის სრულად აღსრულება მასში განსაზღვრული ფორმის მიხედვით. კერძოდ, სააღსრულებო წარმოების მასალებით დგინდებოდა, რომ მოვალის - „ს----------–-------------ის“ მიერ კრედიტორისათვის გადახდილი იქნა სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული, განაცდური სახით დაკისრებული თანხა, ჯამში - 30 100 ლარის ოდენობით. რაც შეეხებოდა კრედიტორის თანამდებობაზე აღდგენის საკითხს, მოვალის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით დგინდებოდა, რომ „ს----------–-------------ის“ დირექტორთა საბჭოს 2015 წლის 29 აპრილის №4----, 2016 წლის 27 აპრილის №1---- და 2017 წლის 1 მარტის №2---- დადგენილებით სს „ს----------–-------------ის“ ფილიალ - „მ--------------------ის“ სტრუქტურასა და საშტატო განრიგში განხორციელდა ცვლილებები, რის შედეგადაც „ს----------–-------------ის“ ფილიალ - „მ--------------------აში“ არ არსებობდა ის თანამდებობა, რომელზეც სასამართლოს გადაწყვეტილებითა და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის შესაბამისად უნდა მომხდარიყო კრედიტორის - გ------- ბ-–---–---–ის აღდგენა.
ზემოაღნიშნული ბრძანების თაობაზე გ------- ბ-–---–---–ს ეცნობა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2017 წლის 23 ივნისის №A---------------- წერილით და განემარტა, რომ ვინაიდან შეუძლებელი იყო სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე სააღსრულებო წარმოების განხორციელება, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააღსრულებო ფურცელი უბრუნდებოდა ნაწილობრივ შეუსრულებელი სახით.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 21 ივნისის №2--- ბრძანება (ს.ფ. 24-25);
- აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2017 წლის 23 ივნისის №A---------------- წერილი (ს.ფ. 23).
3.1.5. საქმეში წარმოდგენილი სს „ს----------–-------------ის“ დირექტორთა საბჭოს 2015 წლის 29 აპრილის №4---- დადგენილებით დამტკიცდა სს „ს----------–-------------ის“ ფილიალ - „მ--------------------ას“ სტრუქტურისა და საშტატო განრიგის დანართები №1 და №2-ის შესაბამისად. დანართის შესაბამისად საშტატო განრიგით გათვალისწინებულ იქნა ინფრასტრუქტურის სამსახური.
სს „ს----------–-------------ის“ დირექტორთა საბჭოს 2016 წლის 27 აპრილის №1---- დადგენილებით განხორციელდა ცვლილება სს „ს----------–-------------ის“ ფილიალ „მ--------------------ას“ სტრუქტურისა და საშტატო განრიგში დანართი №1-ის შესაბამისად. დანართით დგინდება, რომ ამოღებული იქნა მ---------–---------–-----------------------------------------–------------------------------------- და ტ--------------------------------–------–--------------. ასევე დგინდება, რომ საშტატო განრიგში შეტანილი იქნა ტ--------------------------- და ქ----------------------------------------------------------.
სს „ს----------–-------------ის“ დირექტორთა საბჭოს 2017 წლის 1 მარტის №2---- დადგენილებით ცნობად იქნა მიღებული სს „ს----------–-------------ის“ ფილიალ - „მ--------------------ას“ და მართვის ცენტრალური აპარატის ოპერაციათა მართვის დეპარტამენტის 2017 წლის 1 მარტის №9--- ერთობლივი მოხსენებითი ბარათი; საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული სს „ს----------–-------------ის“ მართვის ცენტრალური აპარატის და ფილიალ - „მ--------------------ას“ ცალკეული სტრუქტურული ერთეულების რეორგანიზაცია და სტრუქტურას, საშტატო განრიგსა და სახელშეკრულებო ფონდში ცვლილებების შეტანა დანართები №1 და №2-ის შესაბამისად. დანართით ამოღებული იქნა მოძრავი შემადგენლობისა და ინფრასტრუქტურის დარგში შემავალი ტ---------------------------.
საქმეში წარმოდგენილი 23.03.2018 წლის მდგომარეობით სს „ს----------–-------------ის“ ფილიალ - „მ--------------------ის“ საშტატო განრიგით გათვალისწინებული იქნა ოპერაციათა მართვის დეპარტამენტში ქ----------------------------------------------------------.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სს „ს----------–-------------ის“ დირექტორთა საბჭოს 2015 წლის 29 აპრილის №4---- დადგენილება, განრიგი (ს.ფ. 237-239);
- სს „ს----------–-------------ის“ დირექტორთა საბჭოს 2016 წლის 27 აპრილის №1---- დადგენილება, დანართი №1 (ს.ფ. 98-104);
- სს „ს----------–-------------ის“ დირექტორთა საბჭოს 2017 წლის 1 მარტის №2---- დადგენილება, დანართები (ს.ფ. 105-119);
- საშტატო განრიგი (ს.ფ. 143).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გ------- ბ-–---–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 21 ივნისის №2--- ბრძანება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს.
მითითებული კანონის მე-2 მუხლი განსაზღვრავს აღსრულების ქვემდებარე აქტებს. აღნიშნული მუხლის „ა“ პუნქტის მიხედვით, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისა.
ამავე კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის (დედნის) გარეშე, გარდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 258.1 მუხლით გათვალისწინებული გირავნობის მოწმობის, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებისა და აღსრულების შესახებ ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებული საქმეებისა, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა კრედიტორზე. ამავე კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააღსრულებო ფურცელში უნდა აღინიშნოს კრედიტორისა და მოვალის დასახელებები და რეკვიზიტები.
ამავე საკანონმდებლო აქტის 25-ე მუხლი ითვალისწინებს აღსრულების დაწყების წესსა და პირობებს. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება ამ მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი წესით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 24 აპრილს, გ------- ბ-–---–---–მა განცხადებით მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 11 აპრილის №2ბ/5----15 სააღსრულებო ფურცლის აღსრულება. აღნიშნული სააღსრულებო ფურცელი გაცემულ იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 ივნისის (საქმე №2ბ/5----15) გადაწყვეტილების საფუძველზე, რომლითაც დადგინდა, რომ გ------- ბ-–---–---–ი აღდგენილი უნდა ყოფილიყო სს „ს----------–-------------ის“ ფილიალ „მ--------------------ის“ მ---------–---------–-------------------------------------------------------------------------------------------------------------ში უ------------–---–----ის თანამდებობაზე; სს „ს----------–------------ას“ გ------- ბ-–---–---–ის სასარგებლოდ 2014 წლის 17 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე (თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში) განაცდურის სახით დაეკისრა ყოველთვიურად - 1 250 ლარის ანაზღაურება. სს „ს----------–--------------ს“ გ------- ბ-–---–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა სააპელაციო ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2017 წლის 11 აპრილს გაიცა №2ბ/5----15 სააღსრულებო ფურცელი.
განსახილველი დავის გადაწყვეტის მიზნით მნიშვნელოვანია დადგინდეს, მოხდა თუ არა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2017 წლის 11 აპრილს გაცემული №2ბ/5----15 სააღსრულებო ფურცლის აღსრულება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
6.3. სააღსრულებო წარმოების განხორციელებისას სს „ს----------–-------------ის“ 2017 წლის 22 მაისის წერილით აღმასრულებელს ეცნობა, რომ ს----------–--------------მ სისრულეში მოიყვანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, კერძოდ, იძულებითი აღსრულების პროცედურის წამოწყების გარეშე, კრედიტორ - გ------- ბ-–---–---–ს იმავე წლის 19 მაისს ნებაყოფლობით გადაუხადა სასამართლოს გადაწყვეტილებით მიკუთვნებული თანხა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან მის აღსრულებამდე (18.05.2017 წლის მდგომარეობით - ჯამში 37 625 ლარის ოდენობით, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით). რაც შეეხებოდა სასამართლოს დავალებას გ------- ბ-–---–---–ის პირვანდელ თანამდებობაზე აღდგენის შესახებ, მიუთითა, რომ აღნიშნულის განხორციელება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო იმ მიზეზით, რომ სს „ს----------–-------------ის“ დირექტორთა საბჭოს 2015 წლის 29 აპრილის №4----, 2016 წლის 27 აპრილის №1---- და 2017 წლის 1 მარტის №2---- დადგენილების საფუძველზე სს „ს----------–-------------ის“ ფილიალ „მ--------------------ას“ სტრუქტურასა და საშტატო განრიგში შეტანილი იქნა ცვლილებები, რის შედეგად სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული პოზიცია, რომელიც სამუშაოდან გათავისუფლებამდე ეკავა აპელანტს, დღეის მდგომარეობით არ არსებობდა.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით კი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 21 ივნისის №2--- ბრძანებით, კრედიტორ - გ------- ბ-–---–---–ს დაუბრუნდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს - თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებული, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული №2ბ/5----15 სააღსრულებო ფურცელი ნაწილობრივ შეუსრულებელი სახით (სააღსრულებო საქმე №A--------).
სასამართლო მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნტზე, რომლის თანახმად სააღსრულებო ფურცელი/აღსასრულებელი გადაწყვეტილება, რომლითაც არ მოხდა ან ნაწილობრივ მოხდა აღსრულება, უბრუნდება კრედიტორს თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელია ფაქტობრივი გარემოების ან/და სამართლებრივი საფუძვლის გამო. ამ შემთხვევაში სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების დაბრუნების საკითხს წყვეტს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.
ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი იქნა მოსარჩელის კონკრეტულ თანამდებობაზე (სს „ს----------–-------------ის“ ფილიალ - „მ--------------------ის“ მ---------–---------–-------------------------------------------------------------------------------------------------------------ში უ------------–---–----ის თანამდებობაზე) აღდგენა, რომელიც გადაწყვეტილების აღსრულების დროისათვის აღარ არსებობდა, აღსრულების ეროვნული ბიურო მოკლებული იყო შესაძლებლობას აღსრულება გაეგრძელებინა გადაწყვეტილების აღსრულების ფაქტობრივად შეუძლებლობის საფუძვლით. ამასთან, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის განმარტებას სააღსრულებო წარმოების გაგრძელებასთან დაკავშირებით მის მიერ გათავისუფლებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენასთან დაკავშირებით, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილებით არ მომხდარა მოსარჩელის გათავისუფლებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის დავალება. შესაბამისად, აღნიშნული გარემოება ვერ იქნებოდა სააღსრულებო ფურცელშიც მითითებული და აღსრულების ეროვნული ბიურო ვერ გასცდებოდა აღსასრულებელი გადაწყვეტილების მოთხოვნის ფარგლებს.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 21 ივნისის №2--- ბრძანება კანონიერია და განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევას, რის გამოც არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
იმ პირობებში, როდესაც კანონიერად იქნა მიჩნეული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 21 ივნისის №2--- ბრძანება, შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხისათვის სააღსრულებო წარმოების გაგრძელების დავალების (მოსარჩელის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა და სს „ს----------–-------------ისთვის“ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება აღდგენილ ტოლფასი სამუშაოს ანაზღაურების მიხედვით, გადაწყვეტილების აღსრულებამდე) სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 22-24-ე, 32-331 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ------- ბ-–---–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.
მოსამართლე: ივ. ღლონტი