გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2865-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27.05.2019 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ციცინო მოსიძე
სხდომის მდივანი ალექსანდრე ხაჭაპურიძე
მოსარჩელე - ლ--–- ხ--------
წარმომადგენელი - რ--------- ხ----–--–---
მოპასუხე - ე-–--------- ლ----------
წარმომადგენელი - მ--–------ გ-----------
დავის საგანი - ხელშეკრულების ნაწილობლივ ბათილად ცნობა, სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა და საურავის შემცირება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი 2015 წლის 08 აპრილის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების 1.1 მუხლი საურავთან დაკავშირებით და 0,1%-ის ნაცვლად შემცირდეს 0,01%-მდე. შესაბამისად ცვლილება შევიდეს ნოტარიუს მ----- ჯ----–---–-- მიერ 2018 წლის 04 ივლისს გაცემულ #1-------- სააღსრულებო ფურცელში და საურავის ოდენობა შემცირდეს 0,01 %-მდე, ხოლო დავალიანება განისაზღვროს 500 აშშ დოლარით.
1.2. დაეკისროს მოპასუხეს პროცესის ხარჯები როგორც სასამართლოს ხარჯები, ისე სასამართლოს გარეშე ხარჯები.
მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 08 აპრილს მხარეებს შორის დადებული იქნა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც გათვალისწინებულია, რომ გამსესხებელი, ე.ი მოპასუხე, მსესხებელს, ე.ი. მოსარჩელეს, გადასცემს 3000 აშშ დოლარს, თვეში 3,37%-ის დარიცხვით ე.ი. 101.1 აშშ დოლარი. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო 6 თვე, ჯამში სარგებელი 606.6 აშშ დოლარი. ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირითადი თანხის 0,1%-ის ოდენობით. იპოთეკით დაიტვირთა ლ--–- ხ--------- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ვ------------ მ-----------------, კ-------------–---------, საკადასტრო კოდი: 0----------------------.
მოპასუხისთვის გადახდილი არის ჯამში 3700 აშშ დოლარი, აქედან 3000 აშშ დოლარი ძირი, ხოლო 700 აშშ დოლარი სარგებელი, თუმცა, მოპასუხე უსაფუძვლოდ ითხოვს კვლავ თანხას, კერძოდ, როგორც ძირს - 3000 აშშ დოლარს, ისე პროცენტს - 505,50 აშშ დოლარს და საურავს - 3372 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო გადახდილ 3700 აშშ დოლარს თვლის პირგასამტეხლოში უსაფუძვლოდ. მართალია თანხის გადახდა ხდებოდა დაგვიანებით, თუმცა ამ ეტაპზე სრულად არის გადახდილი როგორც ძირი ისე სარგებელი. მოსარჩელესთვის უცნობია რამდენი არის დარიცხული პირგასამტეხლო მოპასუხის მიერ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში და რატომ. ამასთან ხელშეკრულებაში საურავი 0,1%-ის ოდენობით, შეუსაბამოდ მაღალია გათვალისწინებული. მიუხედავად იმისა, რომ ძირი და სარგებელი სრულად არის გადახდილი მოსარჩელის მიერ, მაინც სთავაზობს 500 აშშ დოლარის გადახდას იპოთეკის გაუქმების სანაცვლოდ, თუმცა მოპასუხე არ თანხმდება შემოთავაზებას და ითხოვს თანხებს უსაფუძვლოდ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სასამართლოს მეშვეობით უნდა მოხდეს დავის გადაწყვეტა, კერძოდ, მოთხოვნილი საურავი უნდა შემცირდეს 0,1 %-დან 0,01%-მდე - 500 აშშ დოლარი, ხოლო ძირი თანხა და სარგებელი ჩაითვალოს შესრულებულად.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ე-–--------- ლ----------- წარმომადგენელმა მ--–------ გ-----------მ წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი. თუმცა მოსამზადებელ სასამართლო სხდომაზე სრულად ცნო სარჩელი და დაეთანხმა სარჩელის დაკმაყოფილებას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 08 აპრილს მხარეთა შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გამსესხებელმა, ე.ი მოპასუხემ მსესხებელს ე.ი. მოსარჩელეს გადასცა 3000 აშშ დოლარი, თვეში 3,37%-ის დარიცხვით, ე.ი 101,1 აშშ დოლარი. ხელშკერულების მოქმედების ვადად განსაზღვრული იყო 6 თვე, ჯამში სარგებელი - 606,6 აშშ დოლარი.
3.1.2. 2015 წლის 08 აპრილის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირითადი თანხის 0,1%-ის ოდენობით. იპოთეკით დაიტვირთა ლ--–- ხ--------- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თბილისი, ვ------------ მ-----------------, კორპუსი 15, შენობა 29, საკადასტრო კოდი: 0----------------------.
3.1.3. მოპასუხე ე-–--------- ლ----------- წარმომადგენელმა, რომელსაც 2019 წლის 24 მაისის რწმუნებულებით მოპასუხე ე-–--------- ლ-----------აგან მინიჭებული ჰქონდა სარჩელის სრულად ცნობის უფლება, მოსამზადებელ სასამართლო სხდომაზე სრულად ცნო სარჩელი და დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას ნოტარიუს მ----- ჯ----–---–-- მიერ 2018 წლის 04 ივლისს გაცემულ #1-------- სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანის, საურავის ოდენობის 0,01%-მდე შემცირაბისა და დავალიანების 500 აშშ დოლარით განსაზღვრის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ . 26-29).
- ნოტარიუს მ----- ჯ----–---–-- მიერ 2018 წლის 04 ივლისს გაცემული #1-------- სააღსრულებო ფურცელი (იხ. ს.ფ. 34-35).
- მხარეთა განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმები).
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, 623-ე, 624-ე, 625-ე, 417-418-ე, 420-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი.
6.4. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 08 აპრილს მხარეთა შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გამსესხებელმა, ე.ი. მოპასუხემ, მსესხებელს ე.ი. მოსარჩელეს გადასცა 3000 აშშ დოლარი, თვეში 3,37%-ის დარიცხვით, ე.ი. 101,1 აშშ დოლარი. ხელშკერულების მოქმედების ვადად განსაზღვრული იყო 6 თვე, ჯამში სარგებელი - 606,6 აშშ დოლარი.
2015 წლის 08 აპრილის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სესხის ძირითადი თანხის 0,1%-ის ოდენობით.
სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დროული შესრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ლ--–- ხ--------- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე, ქ. თბილისი, ვ------------ მ-----------------, კორპუსი 15, შენობა 29, საკადასტრო კოდი: 0----------------------.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
დადგენილია, რომ სესხი ვადაგადაცილებაშია, რის გამოც ლ--–- ხ--------ს ე-–--------- ლ----------- წინაშე გააჩნია დავალიანება. ანუ მოვალე ლ--–- ხ--------ს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას რომ შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულება, სარჩელის აღძვრის მომენტისათვის დავალიანება სრულად უნდა ჰქონოდა დაფარული.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლო წერილობით არის შეთანხმებული მხარეთა შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში სესხის თანხის დაუბრუნებლობისათვის.
დადგენილია, რომ მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ მათ შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადების ფაქტი 3000 აშშ დოლარის გადაცემის თაობაზე. მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია ამ თანხის მიღება. დადგენილია, რომ მოსარჩელე არ ეთანხმება პირგასამტეხლოს ოდენობას, რის გამოც ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი 2015 წლის 08 აპრილის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების 1.1 მუხლი საურავთან დაკავშირებით და 0,1%-ის ნაცვლად შემცირდეს 0,01%-მდე. შესაბამისად ცვლილება შევიდეს ნოტარიუს მ----- ჯ----–---–-- მიერ 2018 წლის 04 ივლისს გაცემულ #1-------- საარსრულებო ფურცელში და საურავის ოდენობა შემცირდეს 0,01 %-მდე, ხოლო დავალიანება განისაზღვროს 500 აშშ დოლარით.
სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებისა და სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესების გათვალისწინებით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის გარდა მოპასუხეს აკისრია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაც. მაგრამ სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ უნდა დადგინდეს, რა რაოდენობით უნდა დაეკისროს მოპასუხეს პირგასამტეხლოს გადახდა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი სასამართლოს აძლევს უფლებას - შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსამზადებელ სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა სრულად ცნო სარჩელი და დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას ნოტარიუს მ----- ჯ----–---–-- მიერ 2018 წლის 04 ივლისს გაცემულ #1-------- სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანის, საურავის ოდენობის 0,01%-მდე შემცირაბისა და დავალიანების 500 აშშ დოლარით განსაზღვრის თაობაზე.
6.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
6.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე თ-------------–----- ვერ შეძლო დაესაბუთებინა სარჩელის საფუძვლად მითითებული ფაქტების არსებობა, რაც მისი მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა.
მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ შეძლო დაემტკიცებინა სარჩელში მითითებული გარემოებები და სარჩელის საფუძვლიანობა, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ლ--–- ხ--------ს მოპასუხე ე-–--------- ლ----------- სასარგებლოდ გონივრულ ფარგლებში უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო. შესაბამისად, ცვლილება უნდა შევიდეს ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. (26.12.2-14 N 3014).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომამდე ცნო სარჩელი, რის გამოც მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. შესაბამისად, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სარჩელის აღძვრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 492 ლარის ოდენობით.
ასვე დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 აგვისტოს განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შეჩერდა კერძო აღმსრულებლის რ----- ს---––---- წარმოებაში არსებული სააღსრულებო საქმეზე #ა1------- ლ--–- ხ--------- საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაცია, მდებარე, თბილისი, ვ------------ მ-----------------, კორპუსი 15, შენობა 29, საკადასტრო კოდი: 1----------------------.
ვინაიდან სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე ლ--–- ხ--------- სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი 2015 წლის 08 აპრილის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების 1.1 მუხლი საურავთან დაკავშირებით და 0.1%-ის ნაცვლად შემცირდეს 0,01%-მდე. შესაბამისად ცვლილება შევიდეს ნოტარიუს მ----- ჯ----–---–-- მიერ 2018 წლის 04 ივლისს გაცემულ #1-------- სააღსრულებო ფურცელში და საურავის ოდენობა შემცირდეს 0,01 %-მდე, ხოლო დავალიანება განისაზღვროს 500 აშშ დოლარით.
3. მოპასუხე ე-–--------- ლ----------ს მოსარჩელე ლ--–- ხ--------- სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფის სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.
4. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელი.
5. მხარეები გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და მოსარჩელე ლ--–- ხ--------ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი 492 ლარის ოდენობით, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან: მიმღები: ერთიანი საბიუჯეტო ანგარიში; ანგარიშის ნომერი/სახაზინო კოდი: 3--------, მიმღების ბანკი: ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური, ბანკის კოდი: TRESGE22 (492.00 ლარი, გადახდის თარიღი: 29.08.2018წ, საგადასახადო დავალება №17740938, გადამხდელი: მ---–---- ლ-----, გადამხდელის ბანკი: სს „ლ--------------“);
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7-8 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ციცინო მოსიძე